სომალი. იძულებითი რეკრუტირება მოგადიშუში. აპრილი, 2018

სომალის შესახებ დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ძალიან შეზღუდულია ინფორმაცია რეკრუტირების ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშული ანგარიშის მიხედვით, იძულებით რეკრუტირებას უფრო მეტად ადგილი აქვს სოფლებში, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ შეიარაღებულ დაჯგუფება ალ-შაბააბს არ აქვს ძლიერი კონტროლი ურბანულ ცენტრებზე, ის მაინც ახერხებს აქტიურად იყოს ჩართული რეკრუტირებაში.[1]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს ალ-შაბააბის მიერ რეკრუტირების კამპანია განხორციელდა გალმუდუგსა და ქვემო ჯუბის რეგიონში, ხოლო 2017 წელს – გალმუდუგში. ალ-შაბააბმა აიძულა უხუცესებს სხვადასხვა სოფლიდან, რომ მიეყვანათ ბავშვები, რათა გაწევრიანებულიყვნენ დაჯგუფებაში და გაევლოთ წვრთნები მათ სამხედრო ბაზებზე. ანგარიშის მიხედვით, სიღარიბე და შესაძლებლობების ნაკლებობა ქმნის პლატფორმას დაჯგუფებაში ბავშვების რეკრუტირებისთვის.[2]

კვლევითი ორგანიზაციის „Asylum Research Consultancy“ ARC მიერ სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში არსებული ვითარების შესახებ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბი ახდენდა ბავშვების რეკრუტირებას, ძირითადად, სამხრეთ და ცენტრალური სომალის სოფლებში. რეკრუტირების ყველაზე ხშირ ადგილმდებარეობას წარმოადგენდა სკოლები, მადრასები, მეჩეთები და რელიგიური ღონისძიებები.[3] აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილია სომალიში და ერიტრეაში გაეროს მონიტორინგის მისიის 2017 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბავშვების რეკრუტირება ალ-შაბააბის მხრიდან 2017 წლის ივნისის ბოლოს მკვეთრად გაიზარდა ძირითადად გალგადუდის, ჰირანისა და მუდუგის რეგიონებში; აქვე ნახსენებია, რომ ბაკულის, ქვემო შაბელესა და შუა ჯუბის რეგიონში ალ-შაბააბმა გააძლიერა ბავშვების რეკრუტირების სტრატეგია სპეციალური რელიგიური და იდეოლოგიური ტრენინგების საშუალებით.[4]

დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ალ-შაბააბი ახალი წევრების რეკრუტირებას ძირითადად ცდილობს ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა ხელფასი, სოციალური სტატუსი და მათ შორის ცოლის მოყვანაც, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ანგარიშის მიხედვით, გაეროს წყაროზე დაყრდნობით, ურბანულ ცენტრებში, რომელსაც ვერ აკონტროლებს ალ-შაბააბი, ადგილი არ აქვს რეკრუტირებას, თუმცა მან შეიძლება სოფლებისგან განსხვავებით სხვა ფორმა მიიღოს. ამავე ანგარიშში აღნიშნულია გაეროს სხვა წყარო, რომლის მიხედვითაც იძულებით რეკრუტირებას არ აქვს ადგილი იმ ტერიტორიებზე, რომელსაც მთლიანად არ აკონტროლებს ალ-შაბააბი. ამავე წყაროში ხაზგასმულია, რომ ალ-შაბააბი გავლენას ახდენს პოტენციურ კანდიდატებზე ქადაგებებით, წახალისებითა და თანატოლების ზეგავლენით. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, იძულებით რეკრუტირებას ადგილი აქვს იმ ადგილებში, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს ალ-შაბააბი და რეკრუტირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც იგეგმება დიდი ოპერაცია ან როდესაც შეტევების განხორციელებისას ალ-შაბააბს ესაჭიროება ხალხი ლოგისტიკისა და დაღუპული მეომრების ჩასანაცვლებლად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომალიში ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, ჩვეულებრივ, ადგილი არ აქვს იძულებით რეკრუტირებას, თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს ამის შესაძლებლობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბი პიროვნებისგან, რომელიც უარს ამბობს რეკრუტირებაზე, იღებს კომპენსაციას, ხოლო თუ აღნიშნული პიროვნება უარს ამბობს კომპენსაციაზეც, მან უნდა დატოვოს აღნიშნული ტერიტორია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ალ-შაბააბი დასჯის მას. ანგარიშის მიხედვით, ჩვეულებრივ, ალ-შაბააბის რეკრუტირება არ არის იძულებითი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა კაცებისა და ბიჭების დაახლოებით 50% წევრიანდება ალ-შაბააბში ეკონომიკური მიზეზების გამო.[5] ამ კუთხით, ანგარიშში ნახსენებია, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულები ითვლებიან ჯგუფად, რომელიც შესაძლოა, იყოს მოწყვლადი რეკრუტირების მიმართ, რადგან მათ არ აქვთ სამუშაო და აქვთ სუსტი ადგილობრივი მხარდაჭერა. ალ-შაბააბი ასეთი ადამიანების რეკრუტირებას ახდენს თავისი მედიისა და ინფორმაციის წყაროების მეშვეობით. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, იძულებით რეკრუტირებას ალ-შაბააბის მხრიდან ადგილი აქვს მხოლოდ მის მიერ სრულად კონტროლირებად ტერიტორიებზე.[6]

სომალის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და ACCORD-ის 2017 წლის ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ გაეროს წყაროზე დაყრდნობით, იძულებით რეკრუტირებას ადგილი არ აქვს იმ ადგილებში, რომელსაც ალ-შაბააბი ბოლომდე ვერ აკონტროლებს.[7] [8]

2017 წლის ივლისში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიციას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, სომალიში აფრიკის კავშირის მისიას (AMISOM) აქვს დიდი ძალისხმევა გაწეული სომალის პოლიციის დახმარებაში. გაეროს შეფასებით, შემოწმების, რეკრუტირების, ტრენინგებისა და მონიტორინგის საკითხებში დახმარების კუთხით შთამბეჭდავი შედეგები არის დაფიქსირებული მოგადიშუსა და ორ ფედერალურ შტატში.[9]

იძულებითი რეკრუტირება მოგადიშუში

ARC-ის (Asylum Research Consultancy) მიერ სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში არსებული ვითარების შესახებ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბს, მოგადიშუშიც და განსაკუთრებით აფგოეს (Afgoye) გზასთან მდებარე დევნილთა ბანაკებში, სადაც სამთავრობო ძალები დღისით აკონტროლებენ ტერიტორიას, ხოლო ღამით ალ-შაბააბის წევრები თავისუფლად გადაადგილდებიან, შეუძლია, იძულებით გაიწვიოს დაბრუნებული ახალგაზრდები.[10]

სომალის შესახებ დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, პიროვნებები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობის კლანს შესაძლოა გახდნენ იძულებითი შრომის, ბავშვთა უფლებების დარღვევისა და გამოსახლების მსხვერპლები, მათ შორის მოგადიშუშიც. წყაროს მიხედვით ამ რისკის წინაშე დგანან უმცირესობის კლანის წევრები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირებიც, თუმცა, განსაკუთრებით მყიფე სიტუაციაში მყოფი პირები უფრო მეტად არიან მოწყვლადნი აღნიშნული რისკების წინაშე.[11]

2014 წლის საქმეში MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG v. Secretary of State for the Home Department the Upper Tribunal of United Kingdom, სასამართლო ვრცლად განიხილავს სომალიში იძულებითი რეკრუტირების საკითხს და მოყვანილია წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებული სხვადასხვა წყაროს ინფორმაციები. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ალ-შაბააბი ახდენს იძულებით რეკრუტირებას მოგადიშუს არა-ცენტრალურ უბნებში, მეორეს მხრივ, ალ-შაბააბი სთავაზობს ახალგაზრდა, უმუშევარ მამაკაცებს ფინანსურ სარგებელს. წყაროში აღნიშნულია, რომ მოგადიშუს გარეუბნებში, როგორიცაა ელაშა (Elasha), ბიიაჰა (Biyaha) და აფგოე (Afgoye) სავარაუდოა, რომ გრძელდება იძულებითი რეკრუტირება. The Elman Peace and Human Rights Centre-ის მიხედვით, ბავშვები იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში და უსახლკარო ბავშვები არიან მოწყვლადები რეკრუტირების მიმართ. თავის მხრივ სასამართლოს მოყვანილი აქვს სხვა წყაროები, რომლის მიხედვითაც UNDSS-ის თანახმად, არ არსებობს შესაძლებლობა ალ-შაბააბისთვის, რომ ის შეძლებს პიროვნებების იძულებით რეკრუტირებას ან მობილიზაციას მოგადიშუში. სხვა წყაროების მიხედვით, ალ-შაბააბი რეკრუტირებას ახდენს მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად ადგილებში. ასევე საქმეში წარმოდგენილია UNHCR-ის პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ალ-შაბააბს აქვს სისტემატური რეკრუტირების შესაძლებლობა და არ ფიქსირდება შემთხვევები ალ-შაბააბის მხრიდან იძულებითი რეკრუტირების ან რეკრუტირების შესახებ მუქარების. დღესდღეობით მოგადიშუში ალ-შაბააბის მხრიდან რეკრუტირება ეკონომიკურად არსს მოკლებულია, თუმცა, ალ-შაბააბმა შესაძლოა ფული გადაუხადოს ინდივიდებს მისი სახელით გარკვეული ოპერაციების ჩასატარებლად. სასამართლო ასევე განიხილავს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მოგადიშუში ალ-შაბააბის მხრიდან იძულებითი რეკრუტირების ფაქტი, ასევე მოყვანილია სომალიში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომ დღესდღეობით ალ-შაბააბს არ აქვს ბერკეტი იძულებითი რეკრუტირების განსახორციელებლად და აღნიშნული ორგანიზაცია დარწმუნებული იყო, რომ ალ-შაბააბს არ შეუძლია მოგადიშუში მოახდინოს რეკრუტირება. იძულებითი რეკრუტირების შესახებ არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის განხილვის შემდეგ, აღნიშნულ საქმეში სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცებულებების საფუძველზე ნათელია, რომ არ არსებობს ალ-შაბააბის მხრიდან იძულებითი რეკრუტირების რეალური რისკი.[12]

მიუხედავად სხვადასხვა ინფორმაციისა, 2014 წლის საქმეში MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG v. Secretary of State for the Home Department the Upper Tribunal of United Kingdom სასამართლომ დააფიქსირა, რომ არ არსებობს ალ-შაბააბის მხრიდან იძულებითი რეკრუტირების რეალური რისკი.[13] ასევე სომალის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და ACCORD-ის 2017 წლის ანგარიშებშიც აღნიშნულია, რომ გაეროს წყაროზე დაყრდნობით, იძულებით რეკრუტირება არ ხდება იმ ადგილებში, რომელსაც ალ-შაბააბი ბოლომდე ვერ აკონტროლებს.[14] დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2017 წლის ანგარიშის მიხედვითაც, იძულებით რეკრუტირებას ალ-შაბააბის მხრიდან ადგილი აქვს მხოლოდ მის მიერ სრულად კონტროლირებად ტერიტორიებზე.[15]

მთავრობის ქმედებები

სომალის შესახებ Human Rights Watch-ის 2018 წლის თებერვლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წელს ტრანსნაციონალურმა ფედერალურმა მთავრობამ ხელი მოაწერა  ბავშვთა რეკრუტირების პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მთავრობის მხრიდან განსახორციელებელი კონკრეტული ქმედებები.[16]

დანიის ლტოლვილთა საბჭოს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრისთვის, განხორციელდა ალ-შაბააბის დაახლოებით 100 ყოფილი წევრის რეინტეგრაცია მოგადიშუსა და ბაიდოაში. მონაცემების მიხედვით, ამ რაოდენობიდან არცერთი წევრი არ დაბრუნებულა უკან ალ-შაბააბში.[17]

ARC-ის (Asylum Research Consultancy) 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია გაეროს 2017 წლის ანგარიში, სადაც ნახსენებია, რომ 10 ივნისს UNSOM-მა დაიწყო ყოველკვირეული რადიო კამპანია, რათა წაახალისოს ახალგაზრდა მამაკაცები მოგადიშუში, ბაიდოასა და კისმააიოში, რომლებიც არიან ალ-შაბააბის მხრიდან რეკრუტირების მიმართ მოწყვლადნი.[18]

მეკობრეების მხრიდან რეკრუტირება მოგადიშუში

სომალის ნაპირებთან მეკობრეობასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადგინდა, რომ მეკობრეების რეკრუტირების მთავარ წარმმართველ ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა.[19]

აღიარებულ საერთაშორისო და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიების განყოფილების მიერ ვერ მოიძებნა დაჯგუფება „ალ-ყარასამ“-ის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია. აღნიშნული დაჯგუფება არ ფიგურირებს ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორიცაა: Amnesty International-ი; Freedom House-ი; International Crisis Group (ICG)-ი და ა.შ. არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებსა და სხვა ქვეყნების ანგარიშებში; აღნიშნული დაჯგუფების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა ასევე, სპეციალიზებულ მონაცემთა ბაზებსა (ecoi.net; refworld.org) და გლობალურ ინტერნეტ საძიებო სისტემაში. ასევე აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით, განყოფილების მიერ ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად მოგადიშუში მეკობრეების მიერ იძულებით რეკრუტირებასთან დაკავშირებით.

[1] Danish Refugee Council, South and Central Somalia – Security Situation, al-Shabaab Presence, and Target Groups, March 2017, 1/2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[2] UN Office of the High Commissioner for Human Rights (OHCHR), Protection of Civilians: Building the Foundation for Peace, Security and Human Rights in Somalia, December 2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[3] Asylum Research Consultancy (ARC), Situation in South and Central Somalia (including Mogadishu), 25 January 2018, available at:

[accessed 10 April 2018]

[4] Ibid

[5] Danish Refugee Council, South and Central Somalia – Security Situation, al-Shabaab Presence, and Target Groups, March 2017, 1/2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[6] Ibid

[7] UK Home Office: Country Policy and Information Note Somalia (South and Central): Fear of Al Shabaab, July 2017

 [accessed 10 April 2018]

[8] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zu Somalia: Somaliland: Informationen zur Sicherheitslage und Menschenrechtslage; Aktuelle Informationen zu Zwangsrekrutierungen durch die al-Schabaab [a-10132], 21 April 2017

[accessed 10 April 2018]

[9] Asylum Research Consultancy (ARC), Situation in South and Central Somalia (including Mogadishu), 25 January 2018, available at:

[accessed 10 April 2018]

[10] Ibid

[11] Danish Refugee Council, South and Central Somalia – Security Situation, al-Shabaab Presence, and Target Groups, March 2017, 1/2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[12] MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG v. Secretary of State for the Home Department, [2014] UKUT 00442 (IAC), United Kingdom: Upper Tribunal (Immigration and Asylum Chamber), 3 October 2014, available at: http://www.refworld.org/cases,GBR_UTIAC,543438014.html [accessed 11 April 2018]

[13] Ibid

[14] UK Home Office: Country Policy and Information Note Somalia (South and Central): Fear of Al Shabaab, July 2017

 [accessed 10 April 2018]

[14] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Anfragebeantwortung zu Somalia: Somaliland: Informationen zur Sicherheitslage und Menschenrechtslage; Aktuelle Informationen zu Zwangsrekrutierungen durch die al-Schabaab [a-10132], 21 April 2017

[accessed 10 April 2018]

[15] Danish Refugee Council, South and Central Somalia – Security Situation, al-Shabaab Presence, and Target Groups, March 2017, 1/2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[16] Human Rights Watch, “It’s Like We’re Always in a Prison”: Abuses Against Boys Accused of National Security Offenses in Somalia, 21 February 2018, available at:

[accessed 10 April 2018]

[17] Danish Refugee Council, South and Central Somalia – Security Situation, al-Shabaab Presence, and Target Groups, March 2017, 1/2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[18] Asylum Research Consultancy (ARC), Situation in South and Central Somalia (including Mogadishu), 25 January 2018, available at:

[accessed 10 April 2018]

[19] UN Security Council: Report of the Secretary-General on the situation with respect to piracy and armed robbery at sea off the coast of Somalia [S/2017/859], 12 October 2017

 [accessed 10 April 2018]