პაკისტანი. კონფესიათაშორისი ქორწინება სუნიტებსა და შიიტებს შორის. მაისი, 2018

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2013 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ორეგონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორზე (სპეციალიზაცია: ქალთა უფლებები და ისლამი პაკისტანში) დაყრდნობით (ინტერვიუ შედგა 2011 წელს) წერს, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის გარიგებით ქორწინება არ არის იშვიათი. პროფესორის თქმით, დიდი განსხვავება შეიძლება იყოს იმ კუთხით თუ რამდენად კარგად იცნობენ ოჯახები ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად უნდა იცნობდნენ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს პირდაპირ ქორწილის წინ ხვდებიან.

საპირისპიროს ამტკიცებს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი შირკატ გაჰი (ინტერვიუ შედგა 2012 წელს), რომელიც აცხადებს, რომ შიიტებსა და სუნიტებს შორის გარიგებით ქორწინება იშვიათია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ორი ოჯახისთვის ქორწინების ორგანიზება ნორმალურია, როდესაც ისინი ერთიდაიგივე აღმსარებლობის არიან, კერძოდ თუ ისინი ერთ საზოგადოებაში ცხოვრობენ.[1]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2005 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მაკგილის უნივერსიტეტთან არსებული ისლამის სწავლების ინსტიტუტის პროფესორზე (სპეციალიზაცია: თანამედროვე ისლამი ინდოეთსა და პაკისტანში, მათ შორის ქალთა უფლებები) დაყრდნობით (ინტერვიუ შედგა 2003 წელს) წერს, რომ კონფესიათაშორისი ქორწინება სუნიტებსა და შიიტებს შორის ნაკლებად პრობლემურ საკითხს წარმოადგენს პაკისტანში, ვიდრე მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ქორწინება. პროფესორის თქმით, სუნიტები და შიიტები ერთიდაიგივე რწმენის ხალხია და ისლამის ერთიდაიგივე 5 სვეტის მიმდევრები არიან. არ არსებობს რაიმე წესი, რომ ქალს მოეთხოვებოდეს ისლამის იმ კონკრეტული მიმდინარეობის მიღება, რომელსაც მისი ქმარი აღასრულებს.

პრაქტიკაში მთავარი განმსაზღვრელია ის თუ რამდენად შეუერთდება ქალი ქმრის რელიგიურ საზოგადოებას და ბავშვები რამდენად გაიზრდებიან ამ საზოგადოების წევრებად. როგორც წესი, სუნიტურ-შიიტურ ქორწინებაში დაბადებული ბავშვები მამის რელიგიურ თემში იზრდებიან, თუმცა პირიქით შემთხვევებიც ხდება.[2]

2005 წელს პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პაკისტანში არ არის სამართლებრივი დისკრიმინაცია კონფესიათაშორისი წყვილების ან მათი შვილების მიმართ. რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, ეს დამოკიდებულია მათი ოჯახის რწმენაზე და იმ წრეზე, რომელშიც ისინი ტრიალებენ. საზოგადოება ზოგადად არ არის დისკრიმინაციული ასეთი წყვილების მიმართ.[3]

[1] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Pakistan: Arranged marriages between Sunnis and Shias, including whether families are aware of the religions of both families before they agree to the arrangement, particularly in the city of Mirpur, Azad Jammu and Kashmir [PAK103957.E], 9 February 2013

 (accessed on 2 May 2018)

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Pakistan: The consequences of a Shia-Sunni inter-religious marriage, including the treatment of the couple and their children (October 2003 – May 2005), 25 May 2005, PAK100048.E, available at:

[accessed 2 May 2018]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Pakistan: Interfaith marriage, January 2016, Version 1.0, available at:

[accessed 2 May 2018]