სომალი. უმცირესობაში მყოფი კლანების მდგომარეობა სომალილენდის ტერიტორიაზე. მაისი, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ანგარიში, სამხრეთ და ცენტრალური სომალის ქვეყნის შეფასების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის აგვისტოში, მოცემულია კლანური სისტემის და მთავარი კლანების შესახებ ინფორმაცია:

ანთროპოლოგიის პროფესორის და სომალის საკითხების ცნობილი ექსპერტის მიხედვით,  კლანური სისტემა ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორს წარმოადგენს მომთაბარე-ფერმერი სომალელებისთვის.  კლანები ფუნქციონირებენ როგორც სომალელი ერის სუბეთნიკურ ჯგუფებად. რომელიმე კლანისადმი კუთვნილება, სომალელთა იდენტობის  განმსაზღვრელ  მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. კლანური სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და ასევე სახელმწიფოს მოწყობის კუთხითაც. სომალელებმა, როგორც წესი, კარგად იციან თავიანთი პოზიცია ამათუ იმ კლანში, მათ შორის ქ. მოგადიშუს მცხოვრებლებმაც.

კლანური სისტემა მამაკაცის ხაზით არის განსაზღვრული და იერარქიულადაა სტრუქტურირებული. ის შეიძლება დაყოფილი იყოს სხვადასხვა დონეებად: კლანთა ოჯახებად, კლანებად და ქვე-კლანებად (ან ქვე-ქვე-კლანად). კლანებს ხელმძღვანელობენ

ლიდერები ან უხუცესები. მაღალ დონეზე, აღნიშნული ლიდერებს სულდანები, უგასები ან ისიმები ეწოდებათ. მათი როლი ძირითადად სამართლებრივი და წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულებაა. უხუცესები (ოდაი) დაბალ საფეხურზე, არეგულირებენ საერთო რესურსებზე წვდომას და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში არიან ჩართულები. სომალის ზოგიერთ ნაწილში, სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობის დროს, კლანები და მათი უხუცესები ასრულებენ პოლიტიკურ ფუნქციებს და საზოგადოების ორგანიზებაზე ახდენენ გავლენას. თუმცა, კლანებს არ აქვთ ცენტრალური ადმინისტრაცია ან მთავრობა. სამოქალაქო ომის დროს, კლანის უხუცესები, ძალადობის სამიზნეები იყვნენ, რამაც მაძი ძალაუფლების განადგურება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მათ კვლავ მნიშვნელოვანი  გავლენა აქვთ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

წარჩინებული კლანური ოჯახები თავიანთ წარმოშობას უკავშირებენ მითიური საერთო წინაპრის, სამაალის სახელს, რომელიც ამბობდა, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო. აღნიშნული ჯგუფები არიან მომთაბარე-ფერმერები. კლანური ოჯახები ყველაზე მაღალი კლანური სისტემის ყველაზე მაღალი საფეხურზე არიან. მათი წევრები საერთო წინაპრამდე  30 თაობას ითვლიან. ოთხი „წარჩინებული“ (სამაალე) კლანური ოჯახები არიან:

  • დაროდი, რომელიც სამ მთავარ ჯგუფად არის დაყოფილი: ოგადენი, არეჰანი და ჰარტი. ჰარტი წარმოადგენს სამი კლანის ფედერაციას: მაჯეტეენები – პუნტლენდის მთავარი კლანი; დულბაჰანტები და ვარსანგელიები, რომლებიც პუნტლენდსა და სომალილენდს შორის მდებარე სადაო ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ოგადენი წარმოადგენს სომალურ კლანს ეთიოპიაში, მაგრამ საკმაოდ გავლენიანია ჯუბას რეგიონში, ხოლო მარეჰანები წარმოდგენილები არიან სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში.
  • ჰავიები ძირითადად ცხოვრობენ სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში. მათი ყველაზე გავლენიანი დანაყოფები არიან აბგალი და ჰაბრ გედირი, რომლებიც მოგადიშუში დომინირებენ.
  • დირები, ძირითადად დასავლეთ სომალილენდში და ასევე, სომალის სამხრეთ და ცენტრალურ ტერიტორიებზე სახლობენ. ძირითადი კლანები არიან ისსა, გადაბურსი (ორივე, სომალილენდში და ეთიოპიის და ჯიბუტის მოსაზღვრე ტერიტორიებზე სახლობენ) და ბიიომაალი (სამხრეთ სომალიში).
  • ისააქი არის მთავარი კლანური ოჯახი სომალილენდში. მეცნიერები და სომალელები მათ დირის კლანური ოჯახის წევრებად განიხილავენ.

შემდეგი კლანური ოჯახია დიგილი და მირიფლე/რაჰანვეინი, რომლებიც სათავეს, თავიანთი წინაპრის სააბის, წინასწარმეტყველი მუჰამედის მეორე შთამომავლად არის მიჩნეული. ტერმინი „რაჰანვეინი“ ზოგჯერ გამოიყენება განცალკევებულ კლანურ ოჯახზე საუბრისას, როგორც დიგილის/მირიფლეს იდენტური. სამაალესგან განსხვავებით, სააბის კლანები ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მეურნეობაში მომუშავე კლანებს. ისინი ძირითადად შაბელეს და ჯუბას მდინარის ნაყოფიერ ველებზე ცხოვრობენ. სააბები საუბრობენ მააი-ტირის დიალექტზე. ზოგჯერ სააბის კლანები მიიჩნევიან როგორც ცალკე კასტა სამაალეს დაქვემდებარებაში. თუმცა არ არსებობს სისტემატური სხვაობა სააბებსა და სამაალებს შორის და ორივე „წარჩინებულ“ კასტებად მოიაზრებიან, რომლის წევრებსაც იარაღის ტარების უფლება აქვთ.

უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა, კლანთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სომალის ჩვეულებითი სამართლის, ჰეერის მიერ. ეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად ვერ ფუნქციონირებენ სახელმწიფო სტრუქტურები და სასამართლო სისტემა სომალიში. სამხრეთ სომალის რეგიონში ჩვეულებითი სამართალი გამოიყენება სოციალური ურთიერთობების დარეგულირებისთვის. კლანები იყენებენ, მყაად ფესვგამდგარ ჩვეულებით სამართალს – ჰეერის – რომ მართონ საზოგადოება. ვინმეს წარმოშობის ან სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების  და ეკონომიკური სტატუსის დადგენის გარდა, კლანიზმი ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების და ძალაუფლების გადანაწილების სფეროშიც კი აღწევს. უკეთეს შემთხვევაში, კლანმა  თავისი წევრებისთვის შესაძლოა უზრუნველყოს სოციალური კეთილდღეობა- მაგრამ უარეს შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტისკენ, სისხლისღვრისკენ და ქსენოფობიისაკენ უბიძგოს მათ. ჰეერი ასევე მართავს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობებს, მაგრამ ყოველთვის თანაბარ დაცვას არ სთავაზობს უმცირესობაში ან უმრავლესობაში მყოფ კლანებს.

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საბჭოს მიერ გაბოოის უმცირესობათა ორგანიზაციის მდივანთან სატელეფონო ინტერვიუში 2012 წლის ნოემბერში აღნიშნულია, რომ:

გაბოოის წევრები „სინამდვილეში არ არიან კავშირში“ რომელიმე მთავარ კლანთან სომალიში, მაგრამ როგორც იუწყებიან სხვა უმცირესობებისგან განსხვავებით ბევრად კარგ მდგომარეობაში არიან. გაბოოის წინააღმდეგ დისკრიმინაციული დამოკიდებულება არსებობს სამხრეთ სომალიში, მაგრამ ზოგადად უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ, ვიდრე მიზნობრივი დევნა. ამავე დროს სომალილენდის მთავრობა აცხადებს, რომ რეგიონში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა გაბოოის მიმართ დისკრიმინაცია კვლავ გრძელდება და მათ მიმართ ძალადობის ფაქტები კვლავ ხდება.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2014 წლის აგვისტოშია გამოქვეყნებული, ჩრდილოეთ სომალიში, პროფესიული ნიშნით გამოყოფილ ჯგუფებს რომელთაც გაბოოი, ვააბლე ან მიდგაან/მადჰიბაანი ეწოდებათ, სამხრეთ სომალიში ცნობილები არიან როგორც  სააბი, რომლებიც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად დისკრიმინაციის და სოციალური სტიგმის მსხვერპლნი ხდებიან.  ჩრდილოეთ სომალიში, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც გაბოოის წევრები ცხოვრობენ, აღნიშნული ჯგუფების მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით, შეფასებულია როგორც მძიმე, თუმცა, იგი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ნაკლებად არის ცნობილი სპეციფიკური პროფესიის მქონე ჯგუფების ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ სამხრეთ სომალიში. უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფის ინფორმაციით, უმცირესობებისთვის „ბევრად ტოლერანტული ატმოსფეროა“ სომალილენდში, ვიდრე დანარჩენ სომალიში.

სომალილენდის და პუნტლენდის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების რეგიონალურ მთავრობებს თავიანთი შესაბამისი იურისდიქცია გააჩნიათ. ორივე რეგიონში არსებობს ფუნქციური სასამართლოები, თუმცა ორივეს ადმინისტრაცია გარკვეულ პრობლემებს აწყდება. სომალილენდში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტის, მშვიდობის და განვითარების აკადემიის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოები სომალილენდში კლანური ნეპოტიზმის გავლენის ქვეშ არიან. სომალილენდში და პუნტლენდში, სასამართლო სისტემა წარმოადგენს, ჩვეულებითი სამართლის (ჰეერის), ისლამური სამართლის და ფორმალური კანონის ნარევს, თუმცა პუნტლენდში უპირატესობა ჰეერს  ენიჭება.[1]

ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის გაეროს ოფისის მიერ, 2002 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სომალილენდში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ბევრად უკეთესია ვიდრე სომალის სამხრეთ ნაწილში. აღნიშნულ რეგიონში ფუნქციონირებს ადმინისტრაცია, რომელიც საერთაშორისოდ არ არის აღიარებული. შეიარაღებული კონფლიქტის დროს უმცირესობების ჯგუფებს ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნეს. თუმცა, უმცირესობათა ჯგუფები იუწყებოდნენ, რომ ისინი დისკრიმინაციას აწყდებიან, რადგან არ აქვთ სოციალურ სერვისებზე და დასაქმებაზე წვდომის შესაძლებლობა.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქამდე, იძულებით გადაადგილებულ უმცირესობებს არ სურდათ თავიანთ მიწებზე დაბრუნება. ზოგს დევნის შიში ჰქონდა, ზოგმა კი ყველაფერი დაკარგა და საცხოვრებელიც კი არ ჰქონდა და არ სურდა დაბრუნება. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმცირესობების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ლტოლვილთა ბანაკებიდან უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. მათ შორის არიან ბაჯუნები კიშმაიოდან და ბაჯუნთა კუნძულებიდან და გაბოიები, მიდგანები, თუმალები და იბირები სომალილენდიდან.[2]

[1] UK Home Office: Country Policy and Information Note Somalia: Majority clans and minority groupsin south and central Somalia; Jun 2017 

  [accessed 8 May 2018]

[2] UN Office for the Coordination of Humanitarian Affairs: A study on minorities in Somalia; 01 August 2002 https://reliefweb.int/report/somalia/study-minorities-somalia [accessed 8 May 2018]