ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია. აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ნანგარჰარში თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები, რომელთა შორის ორგანიზაცია თალიბანის წევრებიც იმყოფებოდნენ, ერთად აღნიშნავდნენ რამადანის მარხვის თვის დასასრულს.[1]
რადიკალურმა ისლამურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. „ჩვენ არ ვაპირებთ შეთანხმების გაგრძელებას, რეჟიმი დღეს დასრულდება“- განაცხადა რადიკალების წარმომადგენელმა. მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განცხადა, რომ ქაბული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აგრძელებს, რომელიც 7 ივნისს შევიდა ძალაში. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ავღანეთის სამთავრობო ძალებს ეხებოდა და უცხოურ სამხედრო დანაყოფებზე არ ვრცელდებოდა.[2]
ნანგაჰარის პროვინციაში მომხდარ მორიგ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, 49 კი დაშავდა. ამჯერად ტერორისტების სამიზნე ჯალალაბადი გახდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[3]
ინდოეთში, ლოცვაზე უარის გამო, 15 წლის გოგო ნათესავებმა თავსაბურავით გაგუდეს – შემთხვევა მუმბაიში მოხდა ნათესავებმა, რომელთა შორისაც ბიძა და დეიდაც იყვნენ, გოგონა სასტიკად სცემეს დ შემდეგ თავსაბურავით გაგუდეს. მკვლელობის შემდეგ ნათესავებმა ცხედარი ადგილობრივ საავადმყოფოში წაიღეს, ექიმებს უთხრეს, რომ გოგო აბაზანაში დაეცა და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც ექსპერტიზამ მისი სიკვდილის მიზეზად გაგუდვა დაასახელა. გოგოს მამის მტკიცებით კი, მისი შვილი მოკვლამდე გააუპატიურეს, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო.[4]
ინდოეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები გააუპატიურეს – ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი 5 აქტივისტი ქალი, რომელიც ქუჩაში პერფორმანსს მართავდა, ჯგუფურად გააუპატიურეს. პოლიციის ცნობით, ქალებს ჯერ იარაღით დაეუმქრნენ, შემდეგ ძალით ჩასვეს მანქანაში და „იზოლირებულ ადგილას“ წაიყვანეს. ძალოვნები აცხადებენ, რომ საქმეს იძიებენ, თუმცა ამჟამად არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. აქტივისტი ქალები ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ. ქალებზე და არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ინდოეთში განსაკუთრებული პრობლემაა. 21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო მოძალადესმინიმუმ 10 წლით დააპატიმრებენ.[5]
ორმაგ აფეთქებას ნიგერიაში 30 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა – ინციდენტი ქალაქ დამბოაში მოხდა. ერთერთი ვერსიით აფეთქება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის გამოყენებით მოხდა. სავარაუდო ორგანიზატორად მედია ბოკო ჰარამს მიიჩნევს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.[6]
იემენის კრიზისი – იემენში ჰოდეიჰის აეროპორტის დასაკავებლად ბრძოლის ფარგლებში 60-მდე სამხედრო დაიღუპა და ათობით დაიჭრა. შეტაკება ჰუსიტების მოძრაობა „ანსარ ალასა“ და სამთავრობო ძალებს შორის მოხდა, რომელსაც მხარს არაბული კოალიცია უჭერს. საბოლოოდ, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა დაამყარა. ჰოდეიჰის აეროპორტისთვის ბრძოლა კვირას დაიწყო, რომელიც სპეცოპერაცია „ოქროს გამარჯვების“ ფარგლებში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის მიზანი ის არის, რომ ჰუსიტებისგან გაათავისუფლონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ჰოდეიდა. იემენში სამხედრო კონფიქტი 2014 წელს დაიწყო.[7]
ირანელ ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება მისცეს – 1979 წლის შემდეგ ირანელ ქალებს სპორტულ არენაზე შესვლის უფლება პირველად მიეცათ. ესპანეთისა და ირანის ნაკრებების შეხვედრის ტრანსლაციას ქალებმა თეირანში აზადის სტადიონზე უყურეს, სადაც დიდი მონიტორი იყო დამონტაჟებული. ირანელი ქალების სიმრავლე იგრძნობოდა რუსეთში, ყაზანის სტადიონზეც, სადაც ესპანეთისა და ირანის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა. მანამდე ირანში კაცების სპორტულ ასპარეზობებზე ქალების დასწრება აკრძალული იყო.[8]
ეთიოპიაში ახალი პრემიერმინისტრის, აბი აჰმედის მხარდამჭერ მიტინგზე ბომბი აფეთქდა – ინციდენტის შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. აბი აჰმედი პრემიერმინისტრი აპრილში გახდა. მალევე მან ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო.[9]
[1] Reuters; Afghanistan Eid car bomb, claimed Islamic State, kills 26; By Rupam Jain, Qadir Sediqi; 16 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-taliban/big-hugs-as-afghan-soldiers-taliban-celebrate-unprecedented-eid-ceasefire-idUSKBN1JC044?utm_campaign=trueAnthem:+Trending+Content&utm_content=5b253b1804d3010c12b73e40&utm_medium=trueAnthem&utm_source=twitter
[2] იმედის ახალი ამბები; თალიბანმა ავღანეთის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე უარი თქვა; 17 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/66422/talibanma-avganetis-mtavrobastan-tsetskhlis-shetskvetis-rejimis-gakhangrdzlivebaze-uari-tqva
[3] Business Standard; 18 killed, 49 injures in Afghanistan suicide attack; 17 June, 2018; available at: https://www.business-standard.com/article/news-ians/18-killed-49-injured-in-afghanistan-suicide-attack-118061700534_1.html
[4] Hindustan Times; Relatives kill 15-year-old in Mumbai because she refused to read holy book, pray” Police to HC; By Kanchan Chaudhari; 17 June, 2018; available at: https://www.hindustantimes.com/mumbai-news/15-yr-old-killed-for-refusing-to-read-holy-book-offer-prayers-police-to-hc/story-K6qGbNKvVSSdYV20SviNPJ.html
[5] BBC; India women: Anti-trafficking activists raped after staging street play; 22 June, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-44572276
[6] იმედის ახალი ამბები; ნიგერიაში ორმაგ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; 17 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/66407/nigeriashi-ormag-apetqebas-30ze-meti-adamiani-emskhverpla
[7] ABNA; Yemen army repels coalition’s infiltration attempts, kills 60 militiamen, destroys 21 military vehicles in western coast; 20 June, 2018; available at: http://en.abna24.com/news/middle-east/yemen-army-repels-coalitions-infiltration-attempts-kills-60-militiamen-destroys-21-military-vehicles-in-western-coast_898315.html
[8] The Washington Post; For the first time since 1980, Iranian women allowed to watch World Cup in same stadium as men; By Rebecca Tan; 20 June, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2018/06/20/for-the-first-time-since-1980-iranian-women-allowed-to-watch-world-cup-in-same-stadium-as-men/?utm_term=.1e2bfccc443d
[9] Reuters; Ethiopian PM escapes grenade attack, one dead, scores hurt; By Aaron Maasho; 23 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-ethiopia-politics/several-people-killed-in-blast-at-rally-supporting-new-ethiopian-leader-idUSKBN1JJ050?il=0