ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ მმართველობის შესახებ 1992 წლის ძირითადი კანონის მიხედვით „ოფიციალური სახელმწიფო რელიგიაა ისლამი, ხოლო კონსტიტუცია – ყურანი და სუნნა (წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებასა და სწავლებებზე დაფუძვნებული ტრადიციები და ჩვეულებები). სამართლებრივი სისტემა დაფუძვნებულია შარიათზე და არ უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლების ძირითად უფლებას.
საუდის არაბეთში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოების მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 180.000 არარელიგიური პირი (ათეისტები, აგნოსტიკოსები, პირები, რომლებიც არ არიან კონკრეტული რელიგიის აღმსარებლები) ცხოვრობს.
2014 წელს მთავრობამ მიიღო კონტრტერორიზმის შესახებ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, „ათეისტური იდეოლოგიის ნებისმიერი ფორმით პროპაგანდა“ და „ისლამის ფუნდამენტურ სწავლებებზე ჩრდილის მიყენების ნებისმიერი მცდელობა“ სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი დანაშაულია.[1]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2015 წელი) წერს, ვრცელდებოდა ცნობები მთავრობის მიერ ათეისტთა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და წლის განმავლობაში, სასამართლოებმა ათეიზმის ბრალდებით 2 პირის საქმე განიხილეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, თებერვალში ჰაფრ-ალ-ბატინის სასამართლომ პირს სიკვდილი მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა მწვალებლობა ანუ მუსლიმური რწმენის უარყოფა. ასევე, „ყურანის წაბილწვა და ამ პროცესის ვიდეოფირზე ჩაწერა“. წლის ბოლოს მონაცემებით, მისი სასჯელი არ აღსრულებულა.
იანვარში დაახლოებით 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე სავარაუდოდ დაპოსტა ყურანის დამახინჯებული ვერსია და საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც „ურწმუნო“. გავრცელებული ინფორმაციით, პირმა დაკავების შემდეგ გამოხატა მონანიების სურვილი, თუმცა მისი ქეისის საბოლოო შედეგი უცნობია.[2]
გამოცემა „რადიო თავისუფალი ევროპა: რადიო თავისუფლება“ 2016 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საუდის არაბეთში სასამართლომ მამაკაცს, სოციალური ქსელ – “Twitter” საშუალებით გამოქვეყნებული ასობით ათეისტური პოსტის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2.000 როზგი მიუსაჯა.
28 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ იყო ათეისტი და კატეგორიული უარი განაცხადა მონანიებაზე, რაც ახსნა იმით, რომ აღნიშნული პოსტები ასახავდა მის პირად აზრსა და რწმენას და რომ მას ქონდა ამ აზრების გამოხატვის უფლება.[3]
ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია (USCIRF) 2018 წლის ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ საუდის არაბეთში ფიქსირდება დაუდგენელი, თუმცა მზარდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტებად ან ქრისტიანებად მიიჩნევენ, თუმცა ერიდებიან ამ ფაქტის საჯარო დემონსტირერებას, ეშინიათ რა მძიმე სოციალური ზეწოლისა და, ასევე, სამართლებრივი შედეგების.
ანგარიშში, ასევე, საუბარია პალესტინელ პოეტსა და ხელოვან – აშრაფ ფაიადჰზე, რომელიც 2015 წელს სასამართლოს მიერ მწვალებლობისა და ნაწარმოებებში ათეისტური იდეების გავრცელებისთვის გამოტანალი სასიკვდილო განაჩენის საფუძველზე ციხეში იმყოფება. 2016 წლის თებერვალში, სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო სასჯელი გააუქმა და ფაიადჰს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 800 როზგი. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მან ასევე საჯარო ტელევიზიის საშუალებით უნდა უარყოს საკუთარი პოეზია და ნაწარმოებები.
2017 წლის აპრილში, სასამართლომ აჰმად ალ-შამრის მიუსაჯა სიკვდილი, 2014 წელს სოციალური ქსელის საშუალებით ისლამისა და წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი მასალის სავარაუდო გავრცელების გამო.[4]
[1] United States Department of State “Annual report on religious freedom (covering 2017)”, available at
[accessed 5 November 2018][2] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Saudi Arabia, 10 August 2016, available at:
[accessed 5 November 2018][3] Radio Free Europe/Radio Liberty, Saudi man gets 10 years in prison, 2,000 lashes over atheist tweets, 27 February 2016, available at:
[accessed 6 November 2018][4] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Saudi Arabia, 25 April 2018, available at:
[accessed 6 November 2018]