ბანგლადეში. კანონმდებლობა რელიგიათაშორისი ქორწინების შესახებ. დეკემბერი, 2018

ბანგლადეშის კონსტიტუცია ქვეყნის სახელმწიფო რელიგიად აწესებს ისლამს, თუმცა, ამავდროულად, ადგენს სეკულარიზმის პრინციპებს. კონსტიტუციით აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და დადგენილია თანასწორობა ყველა რელიგიისთვის.[1] ქორწინების საკითხი ბანგლადეშში არ რეგულირდება კონსტიტუციით. ქორწინების, განქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხები რეგულირდება სპეციალური აქტებით, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევართათვის სხვადასხვაა – ქორწინების მუსლიმური აქტი, 1974; ქორწინების ინდუისტური აქტი, 1956; ქორწინების ქრისტიანული აქტი, 1872 და ქორწინების სპეციალური აქტი, 1872. ქორწინების სპეციალური აქტი არეგულირებს შერეულ ქორწინებებს.[2]

ქორწინების სპეციალური აქტის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აღნიშნული აქტით ქორწინება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც არ არიან ქრისტიანობის, იუდაიზმის, ინდუიზმის, ისლამის, ბუდიზმის ან პარსის (ზოროასტრიზმის ჯგუფი) აღმსარებლები. ქორწინებისთვის მხარეები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს – არცერთ მხარეს, ქორწინების მომენტისთვის, არ უნდა ჰყავდეს ცოცხალი ქმარი ან ცოლი; მამაკაცი მიღწეული უნდა იყოს 18 წლის და ქალი 14 წლის ასაკს, გრეგორიანული კალენდრით; რომელიმე მხარე თუ არ არის მიღწეული 21 წლის ასაკს, უნდა ჰქონდეს მამის ან მეურვის თანხმობა; ამასთან, მხარეები არ უნდა იყვნენ სისხლით ნათესავები.[3] აქედან გამომდინარე, მუსლიმი და ქრისტიანი ქორწინების სპეციალური აქტით ვერ დაქორწინდებიან თუ ისინი უარს არ იტყვიან თავიანთ რწმენაზე.[4]

მუსლიმ მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს ოთხი ცოლი, თუმცა ქორწინებისთვის მას სჭირდება უკვე არსებული ცოლების წერილობითი ნებართვა.[5] შარიათის კანონების თანახმად, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია დაქორწინდეს ქრისტიან ქალზე, თუმცა ამისთვის ქალი უნდა კონვერტირდეს ისლამზე. რელიგიათაშორისი ქორწინების ისლამური პრინციპები ეფუძნება ყურანს, რომელიც ადგენს, რომ არ შეიძლება ქორწინება კერპთაყვანისმცემელზე, ვიდრე ის არ იწამებს ალაჰს. აქედან გამომდინარე, რელიგიათაშორისი ქორწინება მუსლიმსა და არა მუსლიმს შორის კანონიერი იქნება თუ არა მუსლიმი კონვერტირდება. ამ შემთხვევაში წყვილს შეეძლება დაქორწინდეს ქორწინების მუსლიმური აქტის შესაბამისად.

ბანგლადეშში, მიუხედავად იმისა, რომ შერეული ქორწინების რიცხვის ზრდის მაჩვენებელი მაღალი არ არის, ასეთი ქორწინებების რაოდენობა უმნიშვნელო სულაც არაა. შერეული ქორწინება სპეციფიკურად, მაგრამ მაინც აღიარებულია კანონმდებლობით და მიღებულია საზოგადოებაში. შერეული წყვილები შეიძლება წააწყდნენ პრობლემებს, მაგრამ არა რელიგიასთან მიმართებაში. სუნიტი და შიიტი, განათლებული და გაუნათლებელი, მდიდარი და ღარიბი – ასეთი ქორწინებები შეიძლება წააწყდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა იწყება ოჯახებში. თუ ოჯახი მიიღებს ქორწინებას, ასევე მოიქცევა საზოგადოებაც. ასეთ წინააღმდეგობებს ადგილი აქვს უფრო მეტად სოფლად, ვიდრე ქალაქებში, სადაც შერეული ქორწინებები უფრო ხშირია. თუმცა, შერეულ ურთიერთობას მოაქვს სერიოზული პრობლემები დაბალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის ხალხში. შერეულ ქორწინებაში მყოფი პირები, ხანდახან, მაგრამ არა ყოველთვის, აწყდებიან არა ძალადობრივი შევიწროვების სხვადასხვა ფორმებს ოჯახებისა და თანატოლებისგან. როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია დაბალი განათლების დონის მქონე საზოგადოებაში, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მთავრობა ამ საკითხში არ ერევა და არც აქვს რაიმე პოლიტიკა აღნიშნულ საკითხში ან ჩარევის ან შერიგების კუთხით.[6]

[1] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Bangladesh, 29 May 2018

 (accessed on 13 December 2018)

[2] International Journal of Education, Culture and Society; Interreligious Marriage in Bangladesh: From Human Rights Perspective; Volume 1, Issue 2, October 2016, Pages 44-51; available at: http://article.sciencepublishinggroup.com/html/10.11648.j.ijecs.20160102.13.html [accessed 13 December, 2018]

[3] Bangladesh Legislation; The Special Marriage Act, 1872; Section 2 – Conditions upon which marriages under Act may be celebrated; 18 July, 1872; available at: http://bdlaws.minlaw.gov.bd/sections_detail.php?id=25&sections_id=124 [accessed 13 December 2018]

[4] Australia: Refugee Review Tribunal, Bangladesh: 1. Can a Christian marry a Muslim in Bangladesh (possibly under the Special Marriage Act No. 3 of 1872)? 2. Do Christians in such marriages suffer discrimination by society; the state; or their marriage partner? 3. Are women, particularly Christian women, who are married to Muslim men in Bangladesh, and who are subjected to personal abuse by their husbands, protected by the State? 4. Will the Bangladesh authorities intervene or interfere in a marital dispute? 5. What are the laws in relation to divorce in Bangladesh for a Muslim man? Does he have to have his then wife’s consent to the divorce?, 25 October 2005, BGD17577, available at:

[accessed 13 December 2018]

[5] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Bangladesh, 29 May 2018

 (accessed on 13 December 2018)

[6] International Journal of Education, Culture and Society; Interreligious Marriage in Bangladesh: From Human Rights Perspective; Volume 1, Issue 2, October 2016, Pages 44-51; available at: http://article.sciencepublishinggroup.com/html/10.11648.j.ijecs.20160102.13.html [accessed 13 December, 2018]