უკრაინა. უსაფრთოების კუთხით არსებული მდგომარეობა. დეკემბერი, 2018

მედია საშუალება „თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება“ (RFFE/RL) 2018 წლის 17 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონებში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად ერთი ჯარისკაცია გარდაცვლილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 ივლისს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ავტომატებისა და ნაღმტყორცნების მეშვეობით ორი თავდასხმა განახორციელეს. რამდენიმე საათით ადრე, სამინისტრომ ასევე გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სეპარატისტებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 19-ჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

სეპარატისტები კი, თავის მხრივ, უკრაინის მთავრობას ადანაშაულებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 7-ჯერ დარღვევაში, რასაც შედეგად 1 სამოქალაქო პირის დაშავება მოჰყვა.[1]

მედია საშუალება „თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება“ (RFFE/RL) 2018 წლის 15 აგვისტოს სტატიაში წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მიმართვა, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 46-ჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გამოიყენეს არტილერია, ტყვიამფრქვევები და ნაღმტყროცნები.[2]

RFFE/RL 2018 წლის 20 აგვისტოს გამოშვების ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ აღმოსავლეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ქალაქის მერიის შენობასთან ახლოს მომხდარი სროლების შედეგად, ერთი შეიარაღებული თავდამსხმელი და ერთი პოლიცილი დაიღუპნენ. უკრაინის ეროვნული პოლიციის ოფიციალურ განცხაებაში ნათქვამია, რომ ღამით, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელთა ჯგუფს. პოლიციელებმა, თავის მხრივ საპასუხო ცეცლი გახსნეს და თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს. სროლების შედეგად დაშავდა ერთი უსაფრთხოების თანამშრომელი, ხოლო დაჭრილი პოლიციელი, რომელიც საავადმყოფიში გადაიყვანეს, იმავე დღეს გარდაიცვალა.[3]

RFFE/RL 2018 წლის 23 აგვისტოს სტატიაში წერს, რომ აღმოსავლეთი უკარაინის ლუგანსკის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 5 უკრანიელი მებრძოლი გარდაიცვალა, ხოლო 7 – დაშავდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედროთა რაოდენობის კუთხით აღნიშნული დანაკარგი ყველაზე მასშტაბურია უკანასკნელი თვეების განმავლობაში.  ორივე მხარე, უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ცეცხლის გახსნაში.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, უკრაინის სამხედრო ძალებსა და დონეცკის და ლუგანკის რეგიონებში კონტროლის მქონე სეპარატისტებს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ჯამში, 10.300-ზე მეტი პირი იქნა მოკლული.[4]

ახალი ამბების სააგენტო Reuters 2018 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ აღმოსავლეთი უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რომლებსაც სეპარატისტი აჯანყებულები აკონტროლებენ, არჩევნები იმართება.

უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა დაგმეს აღნიშნული ქმედება და განაცხადეს, რომ არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება 2015 წლის მინსკის შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა.

დონეცკის რეგიონის მმართველი ხელმძღვანელი, დენის პუშილინი, მონაწილეობას მიიღებს მომდევონო კვირას გასამართ არჩევნებში. მისი წინამორბედი – ალეკსანდრ ზახარჩენკო აგვისტოს ბოლოს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. [5]

[1] Radio Free Europe/Radio Liberty, One government soldier reported killed in eastern Ukraine, 17 July 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5bc051364.html [accessed 19 December 2018]

[2] Radio Free Europe/Radio Liberty, Kyiv says Ukrainian soldier killed in east, 15 August 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5bc05293a.html [accessed 19 December 2018]

[3] Radio Free Europe/Radio Liberty, Ukrainian police officer, attacker killed in Kharkiv shootout, 20 August 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5bc052db4.html [accessed 19 December 2018]

[4] Radio Free Europe/Radio Liberty, Five Ukrainian soldiers killed in fighting in bloodiest day in months, 23 August 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5bc052e66.html [accessed 19 December 2018]

[5] Reuters – “Separatist-held regions hold elections in eastern Ukraine”; available at https://www.reuters.com/article/us-ukraine-crisis-donetsk-election/separatist-held-regions-hold-elections-in-eastern-ukraine-idUSKCN1NG045 [accessed 19 December 2018]