იემენის კრიზისი – ქვეყნის სამხრეთით მდებარე აბიანის პროვინციაში, ბაზრის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]
იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა სახელისუფლო ძალების სამხედრო ბაზაზე აღლუმის დროს საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას 6 პირი ემსხვერპლა. დაშავებულია იემენის სახელისუფლებო არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანი.[2]
ვითარება ავღანეთში – ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ტერაქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის პოლიციის 4 თანამშრომელია. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა იერიში პოლიციის საგუშაგოზე საღამოს 18:00 საათზე მიიტანეს. თავდამსხმელებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება ორ საათს გაგრძელდა. ორმხრივი სროლისას სამი პოლიციელი, ერთი ბავშვი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.[3]
ქაბულში ძლიერი აფეთქებისას დაიღუპა სულ მცირე 4 და დაშავდა 120-მდე ადამიანი. დაშავებულებს შორის 23 ქალი და 12 ბავშვია. ზოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საერთაშორისო კომპანიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან ახლოს ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[4]
თურქი ჟურნალისტი ექსპრემიერზე დაწერილი სტატიის გამო გაასამართლეს – პელინ უნკერს 13-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ექსპრემიერ ბიინალი ილდირიმზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში უნკერი ოფშორულ ჰოლდინგებთან ილდირიმის კავშირებზე წერდა. სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ჯარიმის სახით 6800 ლირის გადახდა დააკისრა.[5]
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ფელიქს ჩისიკედიმ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. არჩვენების შედეგებს არ იზიარებს ქვეყნის კათოლიკური თემის წარმომადგენელი ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მასში არა ჩისიკედიმ, არამედ ფაიულუმ გაიმარჯვა.[6]
აშშ-მა სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო – ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის პირველმა პარტიამ სირია უკვე დატოვა. უსაფრთხოების მიზნით, არ საჯაროვდება, თუ რა ტექნიკაზეა საუბარი და რა გზით გაიტანეს. აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ 19 დეკემბერს განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებით ახსნა; ორგანიზაციის ნარჩენების „მიხედვა“ კი თურქეთს შესთავაზა.[7]
სუდანში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – გარდაცვლილთა რაოდენობა 24-ია. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 40-მდეა ასული. აქციები სუდანში დეკემბერში დაიწყო; მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებს. დეკემბრის შემდეგ საკვებზე ფასები გაძვირდა, ამასთან ქვეყანაში სავალუტო კრიზისია.[8]
ისლამურმა სახელმწიფომ ნიგერიის ქალაქი რანი დაიკავა – ქვეყნის თავდაცვის სამსახურის თანამშრომლის თქმით, ტერორისტების შემოსვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქი დატოვეს. ჯარი მოსახლეობასთან ერთად გაიქცა. ქალაქი მთლიანად გადავიდა ტერორისტების ხელში. ქალაქი ტერორისტულმა ჯგუფმა ISWA-მ აიღო. ეს დაჯგუფება ადრე „ბოკო ჰარამის“ შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოს“ დაემორჩილა.[9]
[1] Urdu Point; Blast at market in southern Yemen claims lives of 2 people, injures 10; By Faizan Hashmi; 9 January, 2019; available at: https://www.urdupoint.com/en/world/blast-at-market-in-southern-yemen-claims-live-524656.html
[2] BBC; Yemen soldiers killed in Houthi drone attack on base; 10 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46822429
[3] Radio Free Europe / Radio Liberty; Five killed in Taliban attack on Afghan police station; 13 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/five-killed-in-taliban-attack-on-afghan-police-station/29706985.html?fbclid=IwAR2qCu8SWbGoAsI9-B4kzkJTtxXHjFVhfp8-dSK83Z9VWfKg4eoGd96MNJo
[4] Al Jazeera; Fatal blast rocks Afghan capital Kabul; 15 January, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/01/afghanistan-blast-rocks-eastern-kabul-district-reuters-190114144830784.html
[5] იმედის ახალი ამბები; თურქი ჟურნალისტი ექსპრემიერზე დაწერილი სტატიის გამო გაასამართლეს; 9 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/92445/turqi-jurnalisti-eqspremierze-datserili-statiis-gamo-gaasamartles
[6] იმედის ახალი ამბები; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა; 10 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/92534/kongos-demokratiuli-respublikis-saprezidento-archevnebshi-opozitsiis-kandidatma-gaimarjva
[7] CNN; US begins withdrawing some military equipment from Syria; By Barbara Starr; 11 January, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/01/10/politics/us-withdrawal-equipment-syria/index.html
[8] იმედის ახალი ამბები; სუდანში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა; 13 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/92825/sudanshi-antisamtavrobo-aqtsiebze-dagupulta-raodenoba-gaizarda
[9] Islamic State insurgents overrun northeast Nigerian town: security sources; By Paul Carsten, Ahmed Kingimi, Ola Lanre; 15 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-security-insurgency/islamic-state-insurgents-overrun-northeast-nigerian-town-security-sources-idUSKCN1P82I1