ერაყი. სავალდებულო სამხედრო სამსახური. თებერვალი, 2019

ამჟამად ერაყში სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის. ნებაყოფლობით საფუძველზე ერაყის ჯარში რეკრუტირება შეუძლია 18-დან 40 წლამდე ერაყელს. ჯარში გაწვევა არ ხდება.[1] 2016 წლიდან ქვეყანაში დაიწყო საუბარი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებაზე და თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო.[2]

2018 წლის დასაწყისში სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხარი დაუჭირა ერაყის უმაღლესმა ისლამურმა საბჭომ და პარლამენტს და მთავრობას მოუწოდა შემოიღოს სავალდებულო სამხედრო სამსახური.[3]

2018 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სააირუნის ალიანსმა, რომელსაც შიიტი სასულიერო პირი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს, პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა; აღნიშნული კანონპროექტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო გაწვევა შეეხება ერაყელებს 19 წლის ასაკიდან. პრემიერის განცხადებით, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სამსახურით სახელმწიფო ინსტიტუციებსა და პარტნიორ კომპანიებში. მისივე თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს უმუშევრობის აღმოფხვრას და ახალგაზრდობაში შრომას წაახალისებს.[4]

[1] CIA World Factbook; Iraq; Military and Security; Last Update: 5 February, 2019; available at: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/iz.html [accessed 22 February 2019]

[2] Bas News; Iraq considering compulsory military service; 7 March, 2016; available at: http://www.basnews.com/index.php/en/news/iraq/262964 [accessed 22 February 2019]

[3] Bas News; ISCI calls for compulsory military service in Iraq; 6 January, 2018; available at: http://www.basnews.com/index.php/en/news/iraq/405227 [accessed 22 February 2019]

[4] The Baghdad Post; Saairun proposes imposing compulsory military conscription in Iraq; 8 December, 2019; available at: https://www.thebaghdadpost.com/en/Story/33906/Saairun-proposes-imposing-compulsory-military-conscription-in-Iraq [accessed 22 February 2019]