დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 მარტი, 2019

ტერაქტების სერია სომალიში – მოგადიშუს სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტიდან ერთ საათში ქალაქში მეორე აფეთქებაც მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.[1]

ერაყის ფედერალური და ქურთი მმართველების მიერ ციხეებში 1500-მდე ბავშვი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდო კავშირის გამო აწამეს – ამის შესახებ „Human Rights Watch“ წერს. ოფიციალურ პირებს საპასუხო განცხადება არ გაუკეთებიათ.[2]

რუსეთში ინტერნეტის საშუალებით მთავრობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა კანონით დაისჯება – ღია უპატივცემულობის შემცველი პოსტის ინტერნეტში განთავსების დასჯად ქმედებად გამოცხადებას მხარი 327-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 40 იყო. ამიერიდან, „როსკომნადზორი“ ვებგვერდების მფლობელებს ასეთი პოსტების წაშლას დაავალდებულებს. თუ დავალება 24 საათში არ შესრულდება, გვერდები სრულად დაიბლოკება. მთავრობის მიმართ უპატივცემულო პოსტების განთავსება უთანაბრდება წვრილმან ხულიგნობას. პირველ შემთხვევაში მომხმარებელი 30-100 ათასი რუბლით, მეორე ჯერზე კი 200 ათასი რუბლით ან 15-დღიანი პატიმრობით დაისჯება.[3]

ვითარება ავღანეთში – ნანგარჰარის პროვინციაში სამშენებლო კომპანიაზე თავდასხმას 16 ადამიანი შეეწირა, 9 კი დაშავდა. ხუთივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. თავდასხმა აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ იყო მიმართული.[4]

ტერაქტი მოხდა ქაბულში, სადაც პოლიტიკურ ლიდერთა შეკრება მიმდინარეობდა. შეკრების ადგილის სიახლოვეს ტერორისტებმა ჭურვები ააფეთქეს, ისმოდა სროლის ხმა. ინციდენტს 3 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. მსუბუქად დაშავდა პრეზიდენტობის კანდიდატი აბდულ რატიფ პედრამიც.[5]

[1] LA Times; Somalia blast attributed to militants kills at least 25; 28 February, 2019; available at: https://www.latimes.com/world/la-fg-somalia-shabab-bombing-20190228-story.html?fbclid=IwAR1vr-ILc9s7HJ628bLBQ-AGHGsPdqCFbmbnh_1T_JsAKE81Mm4Dqzm8_Ws

[2] BBC; IS-linked children detained in Iraq being tortured – HRW; 6 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47464315

[3] იმედის ახალი ამბები; რუსეთში ინტერნეტში მთავრობის მიმართ უპატივცემულობა კანონით დაისჯება; 7 მარტი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/98837/rusetshi-internetshi-mtavrobis-mimart-upativtsemuloba-kanonit-daisjeba

[4] NDTV; At least 16 killed in Suicide Attack in Eastern Afghanistan; 6 March, 2019; available at: https://www.ndtv.com/world-news/at-least-16-killed-in-attack-in-eastern-afghanistan-provincial-2003508

[5] Reuters; Attack on Shi’ite Muslim gathering in Afghan capital kills three; 7 March, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attacks/explosions-near-political-gathering-in-afghan-capital-many-hurt-idUSKCN1QO0S7?fbclid=IwAR1FijyNGDHLxQYp8q3T8iwfd_tFKA6XCiY0GRARpKAto-vB6WL5DGwtPhE