დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 მარტი, 2019

ირანში ხალხმრავალ ადგილზე ხელის თხოვნის გამო წყვილი დააკავეს – შეყვარებულებს ბრალად ისლამური პრინციპების დარღვევა დასდეს.[1]

ირანელ უფლებადამცველს 38-წლიანი პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯეს – ნასრინ სოთოუდას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე გადაცდომას ედავებიან, რასაც თავად უარყოფს. სოთოუდა იმ ქალების წარმომადგენელია, რომლებმაც თავსაბურავის ტარება გააპროტესტეს.[2]

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო საყრდენ პუნქტზე იერიში მიიტანეს – სირიის დემოკრატიული ძალები დაჯგუფებასთან პირისპირ ძალადობრივ შეტაკებებში ჩაებნენ. ტერორისტების ბოლო საყრდენი სირიის პატარა ქალაქ ბაგუზასთან მდებარე სოფელია. ამ პუნქტის ხელში ჩაგდებით, „ისლამური სახელმწიფოს სახალიფო“ ოფიციალურად დასრულდება.[3]

იემენში ავია იერიშს 22 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – დაღუპულებს შორის 10 ქალი და 12 ბავშვია. მძიმედ დაშავდა 30 ადამიანი. საჰაერო იერიში ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰაჯაჰის პროვინციაში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა.[4]

[1] BBC; Iranian couple arrested over public marriage proposal; 9 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47507128

[2] BBC; Nasrin Sotoudeh: Iran lawyer who defended headscarf protesters jailed; 11 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47531312?ocid=socialflow_facebook&ns_source=facebook&ns_mchannel=social&ns_campaign=bbcnews&fbclid=IwAR0FchuKgJD64FloTdKaqUCh-JjibpfVNDhnafMRwAxheF4gxxEJ19lZ41I&fbclid=IwAR3Weik0A_vV34E1YsncAScmXilFsB3W_QisLDgqLavh9hyyPCwPX67OlCw

[3] BBC; SDF attack Islamic State group’s Syria enclave Baghuz; 10 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47518129

[4] Middle East Eye; Air strikes kill 12 children as chaos sown in Yemen’s Hajjah province; 12 March, 2019; available at: https://www.middleeasteye.net/news/air-strikes-kill-12-children-chaos-sown-yemens-hajjah-province