დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მარტი, 2019

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა იტალიელი მოხალისე სიკვდილით დასაჯეს –  ლორენზო ორსეტი ქალაქ ბაგუზში ბრძოლის დროს დაიღუპა. ტერორისტებმა გაავრცელეს ფოტო, სადაც მამაკაცის გვამთან ერთად ორსეტის საკრედიტო ბარათებია აღბეჭდილი.[1]

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შესახებ განაცხადა – სირიის დემოკრატიულმა ძალებმა სირიის ქალაქი ბაგუზა ტერორისტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ეს ადგილი დაჯგუფების ბოლო დასაყრდენად მიიჩნეოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას თეთრი სახლიც ადასტურებს.[2]

ირანელ დისიდენტს სამი წიგნის გადაწერა მიუსაჯეს – მიზეზი, ირანის სულიერი ლიდერის დამხობის მოწოდება გახდა. დამნაშავე 74 წლის აბულფაზილ გადიანია, რომელიც რეფორმატორული ორგანიზაციის „ირანის ისლამური რევოლუციის მოჯაჰედების“ დამფუძნებელია. მან აიათოლას დესპოტი უწოდა. 74 წლის კაცს 3 წლით პატიმრობა და სამი წიგნის გადაწერა მიუსაჯეს. მათ შორის ორი წიგნი თავად აიათოლას დაწერილია.[3]

[1] იმედის ახალი ამბები; „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა იტალიელი მოხალისე სიკვდილით დასაჯეს; 18 მარტი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/100034/islamuri-sakhelmtsipos-mebrdzolebma-italieli-mokhalise-sikvdilit-dasajes

[2] BBC; Islamic State group defeated as final territory lost; 23 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47678157

[3] The Telegraph; Iranian dissident ordered to copy out books by Ayatollah Khamenei after branding Supreme Leader a despot; 19 March, 2019; available at: https://www.telegraph.co.uk/news/2019/03/19/iran-sentences-dissident-reading-precisely-copying-three-books/