ინდოეთი. რელიგიის შეცვლის თავისუფლება პენჯაბის შტატში. მაისი, 2019

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) ინდოეთის შესახებ წერს, რომ რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება 2018 წლის განმავლობაში, კვლავ, განიცდიდა დაღმასვლის ტენდენციას. ინდოეთს სეკულარული დემოკრატიის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის პირობებშიც ყველა მიმდინარეობის რელიგიურ საზოგადოება ვითარდება. ინდოეთის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო ხშირად იცავს რელიგიური უმცირესობების ინტერესებს. უკანასკნელ წლებში, შეინიშნება შეტევა რელიგიის თავისუფლებაზე, რაც რელიგიური ექსტრემიზმის რიტორიკის ზრდაში გამოიხატება; ასევე, ადგილი აქვს რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობას, რასაც ხანდახან მთავრობის მხრიდან წახალისებაც ახლავს. ძირითადი სამიზნეები არა ჰინდუ მოსახლეობა და დაბალი კასტის ჰინდუ უმცირესობაა. აღნიშნულ კამპანიაში ჩართულნი არიან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო აქტორები. 2018 წლის განმავლობაში შტატების დაახლოებით მესამედის ხელისუფლებამ გააძლიერა კონვერტაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა. ჯგუფური ძალადობა გახშირდა ქრისტიანების მიმართ; მიზეზს წარმოადგენს ბრალდებები, რომ ქრისტიანები ახდენენ ხალხის იძულებით კონვერტაციას.  ძალადობის იმ ფაქტებზე, რომელსაც იძულებითი კონვერტაციის ბრალდების მოტივი აქვს საფუძვლად, პოლიცია და პროკურატურა ხშირად არ მოქმედებს ადეკვატურად.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება ზოგადად რყევას განიცდის, 2018 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ასევე დადებით განვითარებებს. რიგმა სამთავრობო ორგანოებმა გააძლიერეს ძალისხმევა ქვეყანაში შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც საზოგადოებას შორის ძალადობის მაჩვენებელი 12%-ით შეამცირა. სასამართლომ არაერთ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიური უმცირესობების დაცვისკენ იყო მიმართული. გარდა ამისა, 2018 წელს სახელმწიფომ უფრო მეტი თანხა გამოყო უმცირესობების კუთხით განვითარების პროექტებისთვის.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება მოიცავს რწმენის შეცვლის ან საერთოდ არ ქონის უფლებასაც. აღნიშნული უფლება, ასევე მოიცავს სხვა პირის მიმართ საკუთარი შეხედულებების გამოხატვას მის მიერ ნებაყოფლობით რწმენის შეცვლის მოტივით. ინდოეთში, შტატების კანონმდებლობაში, კონვერტაციის საწინააღმდეგო კანონი კრძალავს რელიგიის შეცვლას იძულებით, მოსყიდვით ან მოტყუებით. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი ფართო განმარტება საერთოდ კრძალავს რელიგიური კონვერტაციას. ანტი-კონვერტაციის კანონი 7 შტატში მოქმედებს: ოდიშა, მადჰია პრადეში, ჩატისგარჰი, გუჯარატი, არუნაჩალ პრადეში, ჰიმაჩალ პრადეში და ჯჰარკჰანდი.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) ინდოეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80% ინდუისტია. წყარო, ასევე აღნიშნავს, რომ ინდოეთი სეკულარული სახელმწიფოა, სადაც რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი შტატი, სადაც ინდუისტები უმრავლესობას წარმოადგენენ, რელიგიური კონვერტაცია დასჯადია როდესაც ადგილი აქვს „იძულებას“, „მოსყიდვას“ ან „მოტყუებას“. აღნიშნული წყარო, ასევე მიიჩნევს, რომ ასეთი ტერმინების ზოგადია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ინდოეთის ზოგიერთ შტატში კონვერტაციისთვის მთავრობის ნებართვაა საჭირო.[2]

[1] USCIRF – US Commission on International Religious Freedom: United States Commission on International Religious Freedom 2019 Annual Report; Country Reports: Tier 2 Countries: India, April 2019

 (accessed on 22 May 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – India, 4 February 2019

 (accessed on 22 May 2019)