სირიის არმიამ საკვანძო ქალაქი დაიკავა – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი კაფრ-ნაბუდა ჰამის პროვინციაში მდებარეობს. დაჯგუფება „ჰაიატ ტაჰრიტ აშ-შამის“ მებრძოლებმა კონტრშეტევა სცადეს და 27 მაისის ღამეს ქალაქის აღმოსავლეთ ფლანგზე სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამბოხებულებმა შეტევა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც დიდი დანაკარგი განიცადეს.[1]
თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო – ანტიტერორისტული ოპერაცია ქურთი სამხედროების წინააღმდეგაა მიმართული. საარტილერიო და ავია იერიშების შემდეგ, ოპერაციაში სადესანტო დანაყოფები ჩაერთნენ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი მიზანი ტერორისტების ნეიტრალიზაცია და მათი თავშესაფრის განადგურებაა.[2]
ვითარება ავღანეთში – ქაბულის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტთან ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც შენობიდან კადეტები გამოდიოდნენ. დაიღუპა 6 და კიდევ 6 ადამიანი დაშავდა.[3] მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.[4]
დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ქაბულში, კალა-ე-ვაზირის რაიონში ამერიკული სამხედრო კოლონის ჩავლის დროს. დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავებულებს შორის ამერიკელი სამხედროებიც არიან.[5]
თურქეთში 119 სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – სამხედროებს მსჯავრი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის გამო დასდეს. მსჯავრდებულთა შორის არიან სამხედრო პილოტები, რომლებმაც გადატრიალების მცდელობის ღამეს სადაზვერვო სამსახურის, პარლამენტისა და უსაფრთხოების სამმართველოს შენობები დაბომბეს.[6]
[1] AMN; Jihadists suffer heavy losses in failed counter-offensive at Kafr Naboudeh; 27 May, 2019; available at: https://www.almasdarnews.com/article/jihadists-suffer-heavy-losses-in-failed-counter-offensive-at-kafr-naboudeh/
[2] იმედის ახალი ამბები; თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო; 28 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/106963/turqetma-chrdiloet-erakshi-samkhedro-operatsia-daitsko
[3] 1TV News; At least six killed in suicide blast near military academy in Kabul; 30 May, 2019; available at: http://www.1tvnews.af/en/news/afghanistan/38366-at-least-six-killed-in-suicide-blast-near-military-academy-in-kabul?fbclid=IwAR26v3rhObaCneT1HsPrK-3JEgRSRxrx8_sJhJQ5Hc9vrP8lt7mLc7rVjKU
[4] Reuters; Blast near Afghan military training center kills at least six: officials; 30 May, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/blast-near-afghan-military-training-center-kills-at-least-six-officials-idUSKCN1T00S8?il=0
[5] Reuters; Car bomb targets US convoy in Afghan capital, several casualties; 31 May, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/car-bomb-targets-u-s-convoy-in-afghan-capital-several-casualties-idUSKCN1T10EF?fbclid=IwAR3J2HizaNyJzeoewbjuBqqtP0l1BF3bxVLaiqqAJCl4RQdtJ0qe_5Dt4yY
[6] იმედის ახალი ამბები; სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 119 თურქ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს; 30 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/107233/sakhelmtsipo-gadatrialebis-mtsdelobashi-monatsile-119-turq-samkhedros-samudamo-patimroba-miusajes