ერაყი. ქ. ბასრაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. ივლისი, 2019

ჟურნალისტი და ბლოგერი ჯოელ უინგი, საკუთარ ბლოგზე განთავსებულ, 2019 წლის 1 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში აჯამებს წინა თვეში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციას, მომხდარი ინციდენტების რაოდენობასა და დანაკარგების სტატისტიკას. სტატიაში, ასევე, მოცემულია 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის ივნისის ბოლოს ჩათვლით მომხდარი უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს შემთხვევათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მეტიც, 2019 წლის მარტში ერაყში ინციდენტთა ისტორიულად მინიმალური რაოდენობა – 59 დაფიქსირდა. მართალია, მაისის თვეში შეინიშნებოდა მცირე მატება, რაც განპირობებეული იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების გააქტიურებით, თუმცა, ივნისის მდგომარეობით ინციდენტთა რაოდენობამ კვლავ იკლო და თვის ბოლოს არსებული მაჩვენებლით, მხოლოდ 93-ს შეადენდა. [1]

რაც შეეხება უშუალოდ ბასრას რეგიონს და ქ. ბასრას, 2019 წლის ივნისის თვის განმავლობაში, აღნიშნულ საპორტო ქალაქში მხოლოდ 2 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთა ფარგლებში 3 ადამიანი დაშავდა. აღნიშნული ინციდენტი იყო სავარაუდოდ, პრო-ირანული ჯგუფის მიერ საერთაშორისო კომპანიების კუთვნილი კომპლექსის დაბომბვა. რაც შეეხება ბასრას რეგიონში წინა თვეებში (მარტი, აპრილი, მაისი) მომხდარ ინციდენტებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის ანგარიშებში არ გვხვდება. გამომდინარე იქიდან,რომ ერაყში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები, როგორ წესი, ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე მოდის (ანბარი, ნინევა, ბაღდადი, დაჰუკი, კირკუკი, სალაჰადდინი), რადგან სწორედ ეს რეგიონებია გეოგრაფიუალად „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების არეალში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბასრაში ტერორისტული თავდასხმების და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის მნიშვნელოვნად გაურესება რელევანტური საკითხი არ არის.[2] [3] [4]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი აქვეყნებს რუქას, რადაც ასახულია მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ; ხოლო  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; ქ. ბასრა, რომელიც ერაყის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს, ხვდება ყვითელ ზონაში.[5]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) ერაყის შესახებ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში აღწერს ქვეყნის კონკრეტულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას და პრობლემებს. ანგარიშის მიხედვით, ბასრას რეგიონზე ეფექტურ კონტროლს მთლიანად ახორციელებს ერაყის უსაფრთხოების ძალები. 2018 წლის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონში 88 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი მოხდა, ხოლო სამოქალაქო დანაკარგების კუთხით, ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე დაახლოებით 4 სიკვდილი მოდიოდა. ზემოხსენებულ ინციდენტთა უმრავლესობას შეადგენდა სიკვდილით დასჯის და სროლების შემთხვევები.

ანგარიშის მიხედვით, „ისევე, როგორც ყველა სამხრეთი რეგიონის შემთხვევაში, ბასრაშიც ძირითადი ინციდენტები უკავშირდება ტომებს შორის დაპირისპირებებსა და დემონსტრაციებს მთავრობის წინააღმდეგ, რომლებიც ძირითადად განპირობებულია რეგიონში წყლის ნაკლებობითა და ზოგადი სიღარიბით. …. გამომდინარე იქიდან, რომ ერაყის შეიარაღებული ძალები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აწარმოებენ, ერაყის სამხრეთი რეგიონებიდან უსაფრთხოებისა და პოლიციის ძალების დიდი ნაწილი გადაყვანილია სწორედ იქ. შესაბამისად, ბასრას რეგიონშიც, შედარებით მომატებულია იარაღის უკანონო ყიდვა-გაყიდვა, კონტრაბანდა, უკანონო შეირაღებული ბანდ-ფორმირებების რაოდენობა და  შეტაკებები ტომებს შორის. ასევე, გაზრდილია ზოგადი კრიმინალის დონე – კერძოდ, ძარცვების, გატაცებების, მკვლელობების, ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და სხვა, მსგავსი ტიპის დანაშაულების რაოდენობა“.[6]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ ივლისი-სექტემბრის პერიოდში, ბასრას რეგიონში ფიქსირდებოდა მასშტაბური საპროტესტო ტალღები, რომლის მონაწილეებიც კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და  უკეთეს საჯარო სერვისებს, მათ შორის – ელექტროობასა და სასმელ წყალზე უკეთეს წვდომას, ითხოვდნენ. აგვისტოში,

ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 5 სექტემბერს მიმდინარე აქციისას, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებულ იქნა გადამეტებული ძალა, რასაც 5 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა გადააყენა ბასრას უსაფრთოების ძალების მეთაური და დაანონსა გამოძების დაწყება, თუმცა, ანგარიშის მომზადების პერიოდის ბოლო მდგომარეობით, არც ერთი დამნაშავე პირი  იყო გამოვლენილი და დასჯილი.[7]

[1] Blog MusingsonIraq – “Violence Dips During Islamic State’s Latest Offensive”; published 1 July 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/07/violence-dips-during-islamic-states.html [accessed 30 July 2019]

[2] Blog MusingsonIraq – “Islamic State’s Revenge Of The Levant Campaign In Full Swing”; published 5 June 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/06/islamic-states-revenge-of-levant.html  [accessed 31 July 2019]

[3] Blog MusingsonIraq – “Islamic State Announces New Offensive But Amounts To Little So Fa”; published 3 May 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/05/islamic-state-announces-new-offensive.html [accessed 31 July 2019]

[4] Blog MusingsonIraq – “Iraq Saw Lowest Violence Ever March 2019”; published 3 April 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/04/iraq-saw-lowest-violence-ever-march-2019.html [accessed 31 July 2019]

[5] UK Foreign and Commonwealth Office – Travel Advice Iraq; published 18 July 2019; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/iraq [accessed 30 July 2019]

[6] EASO – “Country Guidance: Iraq Guidance note and common analysis’; published June 2019; available at

[accessed 31 July 2019]

[7] United States Department of State – “Country Report on Human Rights Practices 2018 – Iraq”; published 13 March 2019; available at

[accessed 31 July 2019]