რუსეთი. სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა. აგვისტო, 2019

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ წერდა, რომ „სასამართლო სისტემა დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და კარიერული წინსვლა სრულად თანხვედრაშია პირის მიმართ კრემლის მხრიდან არსებულ დამოკიდებულებაზე. ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს აკონტროლებს საპრეზიდენტო კადრების კომისია და სასამართლოს თავმჯდომარე.“[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2018 წლის ყოვეწლიურ ანგარიშში რუსეთის შესახებ წერდა, რომ „დამოუკიდებელი სამონიტორინგო ჯგუფები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთის სასამართლოებში ფიქსირდებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების სისტემატიური დარღვევის ფაქტები, მათ შორის – მშვიდობიანი აქციის მონაწილეების საქმეებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ პროცესთა უმრავლესობა წყდებოდა პოლიციელთა სადავო ჩვენების საფუძველზე, რომელიც ხშირად საქმეთი ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა. ხშირად, საქმეები საეჭვოდ სწრაფი ტემპით იხილებოდა – მაგალითად, მოსკოვის ტვერსკოის ოლქის სასამართლომ 17 დღეში 476 საქმის განხილვა მოახერხა“.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ „მართალია, კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია, თუმცა, პრაქტიკაში, მოსამართლეები აღმასრულებელი ხელისუფლების, შეირაღებული და უსაფრთოების ძალების გავლენას ექვემდებარებოდნენ. სისტემის შიგნით, ასევე, გავრცელებული იყო კორუფცია.ზოგიერთი საქმეზე მიღებული განაჩენი, ჩანდა, რომ იყო წინასწარ  გადაწყვეტილი და შეთანხმებული.

ასევე, ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ქეისების შემთხვევაში, ხშირად ადგილი ჰქონდა დაცვის მხარეს ადვოკატებზე ზეწოლას.“[3]

[1] Freedom House – Freedom in the World Russia; available at

[accessed 26 August 2019]

[2] Amensty International – Amnesty International Report 2017/18 – The State of the World’s Human Rights – Russian Federation; available at

[accessed 26 August 2019]

[3] USDOS – Country Report on Human Rights Practices 2018 – Russia; available at

[accessed 26 August 2019]