დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 სექტემბერი, 2019

სირიის კრიზისი – სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან ავტომობილის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ქალაქი თურქეთთან სასაზღვრო ზოლზე მდებარეობს.[1]

სირიის მთავრობა და ოპოზიცია საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნული ორგანოს შექმნა ქვეყანაში არსებული პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის დასაწყისი იქნება.[2]

ვითარება ავღანეთში – აფეთქება მოხდა ავღანეთის ქალაქ ჩარიკარიში, სადაც წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით პრეზიდენტი აშრაფ ღანი გამოდიოდა. ინციდენტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. პრეზიდენტი არ დაშავებულა. აფეთქება მოხდა ასევე ქაბულში, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულ ბომბს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[3]

თალიბანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში მოძრაობის წარმომადგენელმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.[4]

თალიბანის მიერ დანაღმული სატვირთო ავტომობილი ავღანეთის სამხრეთით,  საავადმყოფოსთან აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.[5]

აშშ-ის დრონით იერიშს ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. დაიღუპა სულ მცირე 30 ადამიანი. ინციდენტი ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. სამიზნე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ობიექტი იყო, თუმცა იერიშის შედეგად ფერმერები დაშავდნენ, რომლებიც მინდვრებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ.[6]

ჰელმანდის პროვინციაში სახელმწიფო ჯარმა ააფეთქა სახლი, სადაც ქორწილს აღნიშნავდნენ. დაიღუპა 35 ადამიანი და 13 დაშავდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ჯარის სამიზნე თალიბანის ობიექტი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად თალიბანის 22 მებრძოლი მოკლეს.[7]

[1] Reuters; Car bomb kills 10in Syrian town near Turkish border; 15 September, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-blast/car-bomb-kills-10-in-syrian-town-near-turkish-border-local-council-medic-idUSKBN1W00O0?il=0

[2] იმედის ახალი ამბები; სირიის საკონსტიტუციო კომიტეტი შეიქმნა; 23 სექტემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/117175/siriis-sakonstitutsio-komiteti-sheiqmna

[3] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში აფეთქებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა; 17 სექტემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/116655/avganetshi-apetqebebs-sul-mtsire-30-adamiani-emskhverpla

[4] BBC; Afghanistan war: Taliban tell Trump their doors are open; 18 September, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-49729612

[5] The Guardıanş Talıban car bomb kılls at least 30 ın southern Afghanıstanş 19 September; 2019; available at: https://www.theguardian.com/world/2019/sep/19/taliban-car-bomb-deaths-afghanistan-zabul-hopsital

[6] US drone strike kills 30 pine nut farm workers in Afghanistan; 19 September, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack-drones/u-s-drone-strike-kills-30-pine-nut-farm-workers-in-afghanistan-idUSKBN1W40NW

[7] Reuters; At least 40 civilians at wedding party killed during nearby US-backed Afghan army raid; 23 September, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/at-least-35-people-at-wedding-party-killed-during-nearby-afghan-army-raid-idUSKBN1W80MI