სამხრეთ კორეა. სამართლიანი სასამართლო; საპატიმრო პირობები. სექტემბერი, 2019

სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა – ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის  შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ “კანონის შესაბამისად, ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და, ზოგადად, ქვეყნის მთავრობა პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს გააჩნია წვდომა სამართლიან და საჯარო სასამართლო პროცესზე, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც, თავის მხრივ, ზოგადად, აღასრულებდა აღნიშნულ უფლებას. სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებული პირების მიმართ მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია; მათ შეუძლიათ გამოიყენონ დუმილის უფლება; ჰყავდათ უფლებადამცველი და კომუნიკაცია იქონიონ მასთან ( მათ შორის – საჯარო ფინანსების ხარჯზე); დაესწრონ სასამართლო პროცესს; გამოიყენონ გასაჩივრების უფლება და ა.შ.“[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ „ზოგადად, მიიჩნევა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი…. ჯერჯერობით, ქვეყანაში არ არსებობს არ არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, თუმცა 2008 წლიდან  მსგავსი, მსაჯულთა ჟიურის საკონსულტაციო სისტემა მოქმედებს და მოსამართლეები მეტწილად პატივს სცემენ აღნიშნული ინსტიტუტის გადაწყვეტილებებს. ჩვეულებრივ, სამართალწარმოება და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები მიიჩნეოდა, როგორც სამართლიანი, თუმცა, ზოგჯერ მოსამართლეების მიმართ ისმოდა ბრალდებები, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებში ბრალდებულ პირთა მიმართ მიკერძოებულებნი იყვნენ და არ უზრუნველყოფდნენ მათ წვდომას ობიექტურ და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესზე“.

კანონის უზენაესობის და სამართლიანის სასამართლოს კუთხით კორეის რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციას ორგანიზაცია მაქსიმალური 16 ქულიდან 12-ით აფასებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.[2]

საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები – ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის  შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ  „არ ფიქსირდებოდა გავრცელებული ცნობები საპატიმრო დაწესებულებებსა და დაკავების ცენტრებში არსებული გაუსაძლისი ფიზიკური პირობების შესახებ. ამას გარდა, ასევე არ ვრცელდებოდა არანაირი ცნობა საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ძალადობის ან სხვა ტიპის მსგავსი უფლებადარღვევების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პატიმრებისთვის  ხელმისაწვდომია რამდენიმე ტიპის ბერკეტი, რათა აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მაგალითად მათ   შეუძლიათ შუამდგომლობით მიმართონ უშუალოდ მინისტრს, შეიტანონ საჩივარი სამინისტროში არსებული „ადამიანის უფლებების დარღვევის ცენტრში“ ცხელი ხაზის მეშვეობით, მიმართონ ანტიკორუფციისა და სამოქალაქო უფლებების კომისიას, კორეის აუდიტისა და ინსპექციის საბჭოს, ადმინისტრაციულ საგანაჩენო კომისიას და ა.შ. მაგალითად, ივნისის თვის მდგომარეობით, პატიმრებმა იუსტიციის მინისტრის სახე;ზე  შეიტანეს 32 შუამდგომლობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებიტ. აქედან, გამოძიება დასრულდა 28 შემთხვევაში, ხოლო ოთხი საქმე, სექტემბრის მდგომარეობით, კვლავ გამოძიების სტადიაზე იყო. არცერთი გამოძიება არ მიუთითებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

არ ვრცელდებოდა არანაირი ცნობები საპატიმრო დაწესებულებებში სამონიტორინგო ჯგგუფების დაშვებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ. დამოუკიდებელ „კორეის ეროვნულ ადამიანის უფლებათა კომისიას“ გააჩნდა სრული წვდომა, გამოეკვლია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ყველა საპატიმრო თუ გამოსასწორებელ დაწესებულებაში.“[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ სამხრეთი კორეის საპატიმრო დაწესებულებებში ციხის ბადრაგის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ან სხვა ტიპის უფლებადარღვევების შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, ხოლო ზოგადად, ციხეებში არსებული პირობები სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან.[4]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Republic of Korea; available at

[accessed 23 September 2019]

[2] Freedom House – Freedom in the World 2019 – South Korea; available at

[accessed 23 September 2019]

[3] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Republic of Korea; available at

[accessed 23 September 2019]

[4] Freedom House – Freedom in the World 2019 – South Korea; available at

[accessed 23 September 2019]