იემენი. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. ოქტომბერი,2019

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2019 წლის 4 სექტემბერს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია  მოგზაურთათვის იემენში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი ბრიტანელ მოქალაქეებს ურჩევს, კატეგორიულად თავი შეიკავონ იემენში ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისგან. ოფისის მიხედვით, იემენში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია კვლავაც არასტაბილურია, შეიარაღებული შეტაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისევ გრძელდება, რაც აზიანებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას. ქვეყანაში საკვებზე, სასმელად ვარგის წყალსა, საწვავსა და მედიკამენტებზე წვდომა საკმაოდ შეუზღუდულია. ამას გარდა, იემენში არსებობს განურჩეველ სროლებსა თუ დაბომბვებში მოხვედრის მაღალი რისკი.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House იემენის შესახებ 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) წერდა, რომ “ქვეყანა ფაქტობრივად განადგურებულია 2015 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად, როდესაც სამხედრო კოალიცია საუდის არაბეთის არაბეთის მეთაურობით ჩაერია, რათა დახმარებოდა პრეზიდენტ ჰადისა აჯანყებულ ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სამოქალაქო მოსახლეობამ განიცადა უშუალო ძალადობა ორივე მხარის მიერ განხორციელებული მოქმედებებით, აგრეთვე, ქვეყანაში მძვინვარებს შიმშილი და სხვადასხვა დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ვაჭრობისა და ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შედეგად.“

2018 წლის სექტემბერში, პრეზიდენტ ჰადის მთავრობასა და აჯანყებულ ჰისტებს შორის  ჟენავაში მიმდინარე მოლაპარაკებები დაზავების შესახებ ჩაიშალა, რადგან ჰუსიტების დელეგაცია მოლაპარაკებებზე არ გამოცხადდა. დეკემბერში, მიიღწა შეთანხმება, რომ მხარეებს შორის მომხდარიყო ცეცხლის შეწყვეტა საპორტო ქალაქ ჰოდეიდაჰის მიმდებარე რეგიონზე, თუმცა, სამწუხაროდ, შეთანხმების დადებიდან მალევე, ქალაქის შიგნით შეტაკებები განახლდა.

იემენში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი 2018 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. გაეროს მონაცემებით, დეკემბერის მდგომარეობით, ქვეყანაში 20 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) მიხედვით, იემენში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტ აჯანყებულებს შორის. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე ჩადიოდა ომის დანაშაულს და, ასევე, ადგილიჰქონდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა ტიპის დარღვევებს. აჯანაყებული ჰუსიტები, რომლებიც აკონტროლობდნენ ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს, ახორციელებდნენ განურჩეველ დაბომბვებს საუდის არაბეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რასაც, ხშირად,  სამოქალაქო დანაკარგები ახლდა თან. ამას გარდა, საერთაშორისო სამხედრო კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით, თავის მხრივ, აგრძელებდა სამოქალაქო პოზიციების დაბომბვას, რასაც ასევე შეეწირნენ სამოქალაქო პირები. კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე ჩადიოდა სხვადასხვა ტიპის უკანონო მმედებას, მაგალითად – თვითნებური დაპატიმრებები, იძულებითი გაუჩინარებები, წამება და ა.შ. საუდის არაბეთი მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებდა ქვეყანაში საკვების და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის კუთხით, ხოლო აჯანყებული ჰუსიტები, თავის მხრიც, ზღუდავდნენ ზემოხსენებული ტვირთის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებდა ქვეყანაში არსებულ, ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგოამრეობას.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამანტი იემენის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში 2014 წელს დაწყებული საომარი მოქმედებები კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს და სამოქალაქო სამსახურები ვერ ახორციელებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აჯანყებულ ჰუსიტები აკონტროლებდნენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალების უდიდეს ნაწილს და ზოგიერთ ყოფილ სახელმწიფო უწყებას. ადამიანის უფლებათა კუთხით, იემენში არსებული პრობლემები მოიცავდა: უკანონო ან თვითნებურ მკვლელობებს, მათ შორის პოლიტიკურ მკვლელობებს; იძულებითი გაუჩინარებებების ფაქტებს; წამებას; თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებების შემთხვევებს; საპატიმროებში არსებულ მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს, ბავშვების იძულებით რეკრუტირებას და ა.შ.[4]

[1] UK Foreign and Commonwealth Office – Foreign Travel Advice – Yemen; published 4 September 2019; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/yemen [accessed 11 October 2019]

[2] Freedom House – Freedom in the World 2019 – Yemen; published 4 February 2019; available at

[accessed 11 October 2019]

[3] Amnesty International – HUMAN RIGHTS IN THE MIDDLE EAST AND NORTH AFRICA: REVIEW OF 2018 (Yemen); published 26 February 2019; available at

[accessed 11 October 2019]

[4] Country Report on Human Rights Practices 2018 – Yemen; published 13 March 2019 available at

[accessed 10 October 2019]