დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 ნოემბერი, 2019

ერაყში მიმდინარე მოვლენები – 24 ნოემბერს, ერაყში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ქალაქში აქციების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დემონსტრანტები კორუფციის დასრულებას, სამუშაო ადგილებს და უკეთეს საჯარო მომსახურებას ითხოვენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.[1]

ერაყის ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საკონსულოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება დემონსტრანტების შეჭრამდე მოასწრეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.[2]

ერაყში დემონსტრანტების ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა სულ ცოტა 30-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. გასულ თვეში დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ 28 ნოემბერი ყველაზე სისხლიანი იყო. სულ ცოტა ოცი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ნასირიას სამხრეთით აქციის მონაწილეების მიერ დაკავებული ხიდის გაწმენდის დროს. სამართალდამცველებმა ოთხი მომიტინგე მოკლეს ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში მდინარე ტიგროსთან ახლოს, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ასევე რეზინის ტყვიები გამოიყენეს.[3]

ორი თვის განმავლობაში ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე ქვეყნის პრემიერი ადელ აბდულ მაჰდი თანამდებობიდან გადადგება. ერაყელი შიიტების უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, 88 წლის აიათოლა ალი ალ-სისტანიმ განაცხადა, რომ პარლამენტმა, რომელმაც აბდულ მაჰდის ძალაუფლება ჩააბარა, თავისი გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. „მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით პარლამენტს უახლოეს მომავალში მივმართავ“, – ნათქვამია მაჰდის განცხადებაში. ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ამ დრომდე არეულობების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.[4]

[1] BBC; Iraq protests: Security forces open fire on protesters; 24 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50536334

[2] Reuters; Iraq protesters torch Iran consulate in Najaf, curfew imposed; By John Davison, Ahmed Aboulenein; 27 November 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraq-protesters-torch-iran-consulate-in-najaf-curfew-imposed-idUSKBN1Y11JI?fbclid=IwAR0PWmyIN49cRzkkOrT1FTYNrZYYOZedLeLZq_K4REmJNVbiTdc7xHsmDig

[3] BBC; Iraq unrest: Nearly 40 killed in fresh wave of protests; 28 November, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-50584123

[4] DW; Iraq Prime Minister Adel Abdul Mahdi says he will resign; 29 November, 2019; available at: https://www.dw.com/en/iraq-prime-minister-adel-abdul-mahdi-says-he-will-resign/a-51469003