რუსეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მაისი, 2020

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელშია კონცენტრირებული. ერთგული უსაფრთხოების ძალები, დაქვემდებარებული სასამართლო, მართული მედია და მმართველი პარტიის ინტერესებს მორგებული კანონმდებლობა, კრემლს საშუალებას აძლევს, იმანიპულიროს არჩევნებით და ჩაახშოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი. მასშტაბური კორუფცია ხელს უწყობს ბიუროკრატიასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირის გამყარებას.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები, მათ შორის ლგბტი პირების მკვლელობები ჩეჩნეთში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ; იძულებითი გაუჩინარებები; წამება მთავრობის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა; ძალადობა ჟურნალისტების მიმართ; ინტერნეტ შინაარსის ფილტრაცია, ვებ-გვერდების ბლოკირება და ონლაინ ანონიმურობის აკრძალვა; მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა; რელიგიის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა; პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა და კორუფცია და ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა შტოში.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის საარჩევნო სისტემა მორგებულია მმართველი პარტიის ინტერესებს. ხელისუფლება ხშირად ცვლის კანონმდებლობას, რათა სასურველი კანდიდატებისთვის მაქსიმალური უპირატესობა უზრუნველყოს. ოპოზიციის კანდიდატებს ძალიან მცირე შანსი აქვთ ასეთი გადაწყვეტილებების წარმატებით გასაჩივრებისთვის. მრავალპარტიული სისტემა კრემლის მიერ იმართება და მმართველის პარტიის წინააღმდეგ მხოლოდ მოჩვენებითი კონკურენციისთვის ტოვებს ადგილს.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ წამება და არა ადამიანური მოპყრობა კვლავ ფართოდაა გავრცელებული; განსაკუთრებით წინასწარი დაკავების ცენტრებსა და ციხეებში. 2018 წელს იაროსლავლის ციხეში პატიმრის ცემაში ბრალდებული ციხის თანამშრომელთა სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. ხელისუფლებამ პირობა დადო, გამოიძიოს პატიმართა საჩივრები, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არა ადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ სანკტ პეტერბურგის წინასწარი დაკავების საპატიმროში. 2019 წლის სექტემბერში, პირველად ისტორიაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს ეჭვმიტანილის წამებაში ბრალდებულ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილ აგენტს.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში რუსეთის შესახებ წერენ, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს რელიგიური უმცირესობების დევნას მათი ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების გზით. ხელისუფლება რელიგიური უმცირესობების მიმართ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, აქტიურად იყენებს ანტი-ექსტრემისტულ კანონს. ასობით იეჰოვას მოწმე მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშაა, რადგან 2017 წელს იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად გამოაცხადეს. ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ დევნას მიმართავს სხვადასხვა ისლამური ჯგუფის წევრების მიმართაც, რომელთაც არანაირი კრიმინალური წარსული ან ძალადობის ისტორია აქ აქვთ.[5] [6]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ დისკრიმინაცია და ძალადობა ლგბტი პირების მიმართ, ისევე როგორც მუქარები ლგბტი აქტივისტების მიმართ, კვლავ ფართოდაა გავრცელებული. უამრავი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, ფედერალურმა ხელისუფლება უყურადღებოდ დატოვა, გასულ წლებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გეების გატაცებები, წამება და მკვლელობები.[7]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ოჯახში ძალადობა კვლავ გარვცელებულია და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისები არა ადექვატურია. პოლიცია კვლავ განაგრძობს ხალხის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას მათი რასის მიხედვით და არა-სლავური გარეგნობის მოსახლეობა ხშირად ხდება თვითნებური დაკავებისა და გამოძალვის მსხვერპლი.[8]

[1] Freedom House: Freedom in the World 2020 – Russia, 4 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Russia, 11 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[3] Freedom House: Freedom in the World 2020 – Russia, 4 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[4] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Russia, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)

[5] AI – Amnesty International: Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Russian Federation [EUR 01/1355/2020], 16 April 2020

 (accessed on 4 May 2020)

[6] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Russia, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)

[7] AI – Amnesty International: Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Russian Federation [EUR 01/1355/2020], 16 April 2020

 (accessed on 4 May 2020)

[8] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Russia, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)