ეგვიპტე. არამოქალაქე პირის ქვეყანაში დაბრუნების პროცედურა. ივლისი, 2020

ა.შ.შ. და არაბთა სავაჭრო პალატის (USACC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ქორწინებით ეგვიპტის მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელი კონკრეტული მოთხოვნები. კერძოდ, ფორმა 19 – „უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლის მიერ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეობის მოთხოვნის შესახებ“ მიხედვით, აღნიშნული ფორმა შევსებული და ხელმოწერილი უნდა იქნას როგორც ეგვიპტის მოქალაქე ქმრის, ასევე – მისი მეუღლის მიერ. ამას გარდა, ფორმასთან ერთად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:

  • ეგვიპტის მიერ გაცემული საქორწინო მოწმობა. არ მიიღება უცხოური საქორწინო მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება სამართლებრივად არ არის დადასტურებელი ეგვიპტური კანონმდებლობის მიხედვით, წყვილმა პირველ რიგში, მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს და შემდგომ მიიღოს ეგვიპტური ქორწინების მოწმობა. აღნიშნულის გაკეთება შესაძლებელია ა.შ.შ.-ში მოქმედ ეგვიპტის ნებისმიერ საელჩოსა თუ საკონსულოში;
  • ქმრის მამის ან ბიძის დაბადების მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მამა ან ბიძა ეგვიპტის მოქალაქეები იყვნენ;
  • ქმრის პასპორტი, რომელიც გაცემულია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მიერ;
  • ცოლის პასპორტი;
  • ქმრის მიერ დაწერილი წერილობითი განცხადება, სადაც ის აცხადებს საკუთარ სურვილს იმაზე, რომ ცოლმა ეგვიპტის მოქალაქეობა მიიღოს და, ასევე, უთითებს, რომ მათი ქორწინება ჯერ კიდევ მოქმედია;
  • ცოლის 4 ფოტო.

ყველა აღნიშნული დოკუმენტი, დაახლოებით 95 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით მოსაკრებელთან ერთად, შეტანილ უნდ იქნას ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ნებისმიერ საკონსულოში. [1]

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს კერძო საიმიგრაციო კომპანია Justlanded.[2]

[1] USACC – Acquire Egyptian CitizenShip; available at https://www.egyptembassy.org/citizenship/acquireing/ [accessed 30 July 2020

[2] Private Company JustLanded – Egypt Guide – Citizenship Becoming an Egyptian citizen; available at https://www.justlanded.com/english/Egypt/Egypt-Guide/Visas-Permits/Citizenship [accessed 30 July 2020]