ავტორი ნატალი ბერნარდ-მოგრიონი „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ ეგვიპტეში, ზოგადად, შვილები (როგორც ვაჟები, ასევე – გოგონები) 15 წლის ასაკის მიღწევამდე, რჩებიან დედის მეურვეობის ქვეშ. მოსამართლეს, თუ ჩათვლის, რომ ეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია, შეუძლია დედის მეურვეობა გაახაგრძლივოს. კანონი არ აწესებს ამ წესიდან რაიმე ტიპის განსხვევებას ქრისტიანი დედების შემთხვევაში. თუმცაღა, უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკაში სხვაგვარი მიდგომა შეინიშნება, კერძოდ – ზოგიერთმა მოსამართლემ ქრისტიან დედებს შეუჩერა მუსლიმ შვილებზე მეურვეობა მათ მიერ 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. სასამართლოს არგუმენტაციით, აღნიშნული ასაკი წარმოადგენს „რელიგიური მომწიფების ასაკს“ და ამის შემდგომ, ისლამური პრინციპების თანახმად, ბავშვები მუსლიმური წესით უნდა გაიზარდნონ, რასაც ქრისტიანი დედა ვერ უზრუნველყოფს.
სახელმღძვანელოს მიხედვით, ზოგადად, მამებს უფლება აქვთ, შვილები კვირაში 3 საათით მოინახულონ. შეხვედრის ადგილს, თუ ყოფილი მეუღლეები ამაზე ვერ შეთანხმდებიან, ადგენს სასამართლო. მამას უფლება არ აქვს, დედის ნებართვის გარეშე, საკუთარ სახლში აცხოვროს შვილები.[1]
საერთაშორისო საოჯახო სამართლის საკითხებზე მომუშავე პრესტიჟული ამერიკური საადვოკატო კომპანია – Law Office of Jeremy D. Morley, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, წერს, რომ ეგვიპტური კანონმდებლობის თანახმად, არსებობს ე.წ. პრეზუმფციული მეურვეობა, რაც ნიშნავს, რომ ზოგადად, ეგვიპური სასამართლოები, მეურვეობის საკითხის გადაწყვეტისას, უპირატესობას ანიჭებენ დედებს. როგორც წესი, დედის მეურვეობა შვილების მიერ 15 წლის ასაკის მიღწევამდე გრძელდება.
სასამართლო, როგორც წესი, იყენებს პრეზუმციული მეურვეობის პრინციპს, თუ დედა არის „წიგნის რელიგიის“ წარმომადგენელი (ქრისტიანი, მუსლიმი ან იუდეველი) და ის შეიძლება ჩაითვალოს „დედობისთვის შესაფერისად“. იმ შემთხვევაში, სასამართლო, ზოგადად, საჭიროებს დედის თანხმობას, რომ ის შვილებს მუსლიმებად აღზრდის. ამას გარდა, ეგვიპტური კანონმდებლობის თანახმად, მიღებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედა (მუსლიმი ან არა-მუსლიმი) ხელახლა იქროწინებს, მან შესაძლოა შვილებზე მეურვეობა დაკარგოს. ამაზე გადაწყვეტილებას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იღებს სასამართლო. აღნიშნული წესი არ მოქმედებს მამებზე, ანუ მათ, ხელახალი დაქორწინების შემთვევაში, ჩვეულებრივად უნარჩუნდებათ მეურვეობა.
სტატიის მიხედვით, დედას შესაძლოა დაკარგოს პრეზუმფციულო მეურვეობა თუ ის ხელახლა იქორწინებს, ან თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ის „არ არის შესაფერისი პირი“ მეურვეობისთვის. ამ შემთხვევაში, არსებობს სასამართლოს მიერ ოჯახის წევრებისთვის (იმ შემთხვევაში, როდესაც მამის მეურვეობა სახეზე არაა) მეურვეობის მინიჭების წესი, სადაც რიგითობისას უპირატესობა ენიჭებათ დედის ოჯახის მდედრობითი სქესის წევრებს:
- ბებია ან დიდი ბებია დედის ხაზით
- ბებია ან დიდი ბებია მამის ხაზით
- დეიდა დედის ხაზით
- მამიდა მამის ხაზით
- დისშვილი დედის ხაზით
- დისშვილი მამის ხაზით
იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოხსენებული ნათესავები სახეზე არ არიან, მეურვეობის მინიჭებისას იერარქიულობა შემდეგია:
- ბაბუა დედის ხაზით
- დედის ძმა
- დედის დისშვილი (ვაჟი)
- მამის ძმა [2]
[1] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at
[accessed 30 October 2020][2] Law Office of Jeremy D. Morley – STATE DEPARTMENT REPORT: EGYPT AND CHILD ABDUCTION; available at https://www.international-divorce.com/State-Department-Report:-Egypt-and-Child-Abduction [accessed 29 October 2020]