ყაზახეთი. მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. დეკემბერი, 2021.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რელიგიის თავისუფლების პრაქტიკის თაობაზე, 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ყაზახეთი სეკულარული ქვეყანაა და რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. ქვეყნიის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი რელიგიური  მრწამსი, მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ ღონისძიებებში და გაავრცელოს თავისი რწმენა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში აღნიშნული უფლებებით სარგებლობენ მხოლოდ დარეგისტრირებული ან ე.წ. „ტრადიციული“ რელიგიური ჯგუფის წევრები. „ტრადიციულის“ მნიშნელობა ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, მაგრამ, როგორც წესი, ითვალისწინებს  სუნიტური ისლამის ჰანაფი სკოლას, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, კათოლიციზმს, ლუთერანიზმს, იუდაიზმსა და სხვა ისტორიულ ან მსხვილ რელიგიებს.[1]

აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 19 მილიონს, საიდანაც დაახლოებით 26 პროცენტს წარმოადგენენ ქრისტიანები (მათ შორის მართლმადიდებლები, პროტესტანტები, კათოლიკეები და იეჰოვას მოწმეები).[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  იმავე ანგარიშში წერს, რომ  ქვეყანა განაგრძობს შეზღუდვების დაწესებასა და დამატებითი შემოწმებების ჩატარებას იმ „არატრადიციული“ რელიგიური ჯგუფების მიმართ, რომლებიც მოიცავენ მუსლიმებს, რომლებიც არ არიან ოფიციალურად აღიარებული სუნიტური ისლამის ჰანაფი სკოლის მიმდევრები, და, ასევე, პროტესტანტ ქრისტიანებს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით 24 სუნიტი მუსლიმი იქნა დაკავებული მათი რელიგიური აქტივობებისა და რწმენის საფუძველზე, ხოლო 3 პროტესტანტ ქრისტიანს დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“, 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები განაგრძობენ „არატრადიციული“ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების შევიწროებას, მათ შორის პროტესტანტი ქრისტიანების, იეჰოვას მოწმეებისა და იმ მუსლიმების, რომლებიც არ მიჰყვებიან მთავრობის მიერ აღიარებულ ისლამის ვერსიას. ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ მთავრობის მიერ რელიგიურ ჯგუფებზე დაწესებული შეზღუდვები შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართული უნდა ყოფილიყო კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან აცილებისკენ, რეალურად, ბაპტისტური კრების პასუხისმგებლობის დაყენების საბაბად იქცა.[4]

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, წერს, რომ ზოგიერთი ქრისტიანული ჯგუფი, მათ შორის ევანგელისტები, ბაპტისტები და იეჰოვას მოწმეები, ჯერ კიდევ დგანან დიდი სოციალური  დაკვირვებისა და დისკრიმინაციის წინაშე. ყაზახეთი ასევე მოხვდა საერთაშორისო ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაციის „Open Doors“-ის დაკვირვების ქვეშ მყოფ სახელმწიფოთა სიაში მთავრობის მხრიდან რელიგიურ გამოხატვაზე არსებული კონტროლის გამო. კონტროლის განხორციელება მოიცავს თვალთვალს, ეკლესიის შეხვედრებზე ჩატარებულ რეიდებსა და დაკავებებს. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობებზე დაყდნობით, კონვერტირებული ქრისტიანები ყაზახეთში ყველაზე მძიმე დევნას განიცდიან.[5]

წარმოშბის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ საკითხის კვლევის პროცესში შესწავლილ წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყაზახეთში ისეთი ქრისტიანული ჯგუფების მიმართ, როგორიც არიან ევანგელისტები, ბაპტისტები და იეჰოვას მოწმეები, აღინიშნება დისკრიმინაციის გარკვეული ნიშნები. ისინი ექვამდებარებიან სახელწმიფოს მხრიდან შევიწროებასა და შემოწმებას. რაც შეეხება ისეთ ქრისტიანულ ჯგუფებს, რომლებიც „ტრადიციულად“ არიან მიჩნეულნი, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანები და კათოლიკეები, მათ მიმართ ზემოაღნიშნული ხასიათის შეზღუდვებს ადგილი არ აქვს; გარდა ამისა, აღსანიშავია, რომ განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროები არაფერს წერენ მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, დევნისა ან დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ყაზახეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს]

[2] აშშ-ის კომისია რელიგიის თავისუფლების შესახებ, ყოველწლიური ანგარიში; რეკომენდაცია სპეციალური დაკვირვების ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის – ყაზახეთი – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის აპრილი, ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ყაზახეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს]

 

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებზე ყაზახეთში – 2020 წელი, გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს, ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს]; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ყაზახეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს]

[5] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ყაზახეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს]