კამერუნი – სოფლის უფროსები; ტრადიციული ლიდერები – მაისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კამერუნში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერია, რომ კამერუნი ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის დომინირებით მართული ქვეყანაა. კამერუნში მმართველობის მრავალპარტიული სისტემა მოქმედებს, რომ დაარსების დღიდან (1985 წელი) კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობა რჩება ხელისუფლების სათავეში. 2013 წლის აპრილში კამერუნში სენატის პირველი არჩევნები ჩატარდა, რომელიც შეფასდა როგორც საერთო ჯამში თავისუფალი და სამართლიანი. 2013 წლის სექტემბერში ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები, რომელიც ასევე შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. პოლ ბიია (Paul Biya), რომელსაც კამერუნის პრეზიდენტის პოსტი უკავია 1982 წლიდან, ბოლოს აირჩიეს 2011 წელს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მაგრამ დამკვირვებლების თქმით, აღნიშნულ ხარვეზებს შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.[1]

„ადგილობრივი ხელისუფლების ფორუმის“ (Commonwealth Local Government Forum) ინფორმაციით, კამერუნი იყოფა 10 ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელთაც რეგიონები ეწოდებათ. რეგიონები იყოფა განყოფილებებად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა ქვეგანყოფილებებად. ადგილობრივი ხელისუფლების და საბჭოების სამი ფორმა არსებობს: საქალაქო საბჭო (city council), ქვეგანყოფილების საბჭო (sub-divisional council) და საბჭო (Council). ტრადიციული ლიდერები (Traditional Leadership; Traditional Heads) ადმინისტრაციის დამხმარეები არიან.[2]

ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრის „Fako News Centre“ ინტერნეტ გვერდზე თარიღების მითითების გარეშე გვხვდება ორი სტატია, სადაც საუბარია სოფელ ბვიტინგის ტრადიციული ლიდერის ჯონ ნჯიე მოკოსას (John Njie Mokosa) შესახებ. ერთ-ერთ სტატიაში საუბარია მისი სოფლის ტრადიციულ ლიდერად არჩევის ცერემონიაზე, ხოლო მეორე სტატიაში საუბარია მისი გარდაცვალების შესახებ. ამ უკანასკნელ სტატიაში ნათქვამია, რომ ჯონ ნჯიე მოკოსა გარდაიცვალა 2015 წლის 8 აპრილს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მისმა უმცროსმა ძმამ ჯორჯ მოკოსამ (George Mokosa) იგი გამორჩეულ ლიდერად დაახასიათა.[3] [4]

დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი „წარმოშობის ქვეყნის კვლევა და ინფორმაცია“ (CORI – Country of Origin research and Information), რომელსაც გლუკის მიერ აქვს მინიჭებული კვლევების განხორციელების მანდატი, 2013 წელს აქვეყნებს ანგარიშს კამერუნში ტრადიციული ლიდერების და მათი ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესახებ. აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრადიციული ლიდერების ძალაუფლება მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა თაობამ განათლების მიღების მიზნით ურბანულ ზონებში გადასვლა დაიწყო. „კამერუნის ტრადიციული ლიდერები – უფროსები, სულთნები, ლამიდოები – ერთ დროს ერის ტრადიციების, კულტურისა და იდენტობის უპირობო მეურვეები იყვნენ.“ დამოუკიდებლობის 50 წელმა და გაერთიანებამ ტრადიციული ლიდერების ძალაუფლება შეარყია და ის კოლაფსამდე მიიყვანა. ტრადიციულმა ლიდერებმა დაკარგეს თანამედროვე ინსტიტუციების ძალაუფლების მაკონტროლებლის როლი და დაქვეითდნენ უბრალო საკონსულტაციო ორგანოს სტატუსამდე. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 და 2013 წლებში „Freedom House“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერდნენ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ ტრადიციული ლიდერების მხრიდან კამერუნის ჩრდილოეთში.

ტრადიციული მმართველების სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია 1977 წლის 15 ივლისის #77/245 დადგენილებით, სადაც ტრადიციული ლიდერები განისაზღვრებიან როგორც „ადმინისტრაციის დამხმარეები“. დადგენილების 29-ე მუხლი უკრძალავს ტრადიციულ ლიდერებს თავიანთი სუბიექტების დასჯას ან ექსტორციას. აღნიშნული დადგენილების დარღვევა იწვევს ლიდერის გადაყენებას.

2013 წელს „Freedom House“ წერდა, რომ ჩრდილოეთში ტრადიციულ ლიდერებს ჰყავთ კერძო შეიარაღებული დაჯგუფებები, სასამართლოები და ციხეები, რომელთაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ. 2010 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ მთავრობამ უსამართლო დაპატიმრებისთვის ტრადიციული ლიდერი ჟან კლოდ ენიეგე ატანგას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[5]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Cameroon, 3 March 2017, available at:

[accessed 3 May 2017]

[2] Commonwealth Local Government Forum, The Local Government System in Cameroon, available at:

[accessed 3 May 2017]

[3] Fako News Centre, Prince John Njie Mokosa is Crowned Chief of Gbwitingi Village, Buea, By Moki S. mokondo in Buea for Fako UK / Fako News Centre, available at: http://www.fakonewscentre.com/gbwitingicoronation.htm [accessed 4 May 2017]

[4] Fako News Centre, Chief John Njie Mokosa III of Gbwitingi Village in Buea is Dead, By Moki S. mokondo in Buea for Fako UK / Fako News Centre, available at: http://www.fakonewscentre.com/chiefmokosadead.htm [accessed 4 May 2017]

[5] Country of Origin Research and Information (CORI), Cameroon: (1) Regions where Traditional Heads maintain strong authority over the population. (2) Relationships between the Government and local Traditional Heads (whether an individual may be arbitrarily arrested and/ or detained by the authorities for personal motivations held by Traditional Heads, and whether there are any legal protective measures which are effective from which a person can benefit), such as: -What is the relationship between local Traditional Heads and the central/local Government and the judiciary? -What type of power or authority, local traditional heads have; i.e. can they be linked to local authorities; do they have (official or unofficial) authority to order police to arrest individuals and/or have prosecutors try individuals in court, and if so, would the federal authorities intervene (for example if the traditional head manipulates the authorities to arrest, falsely charge try individuals in trails which lack due process guarantees) -Can the local traditional heads exert their power beyond their own/ local areas, for example to the capital city? (3) In the event a power struggle among Traditional Heads, including a fight to take over the Traditional Headship, occurs in particular regions, whether the central/ regional Government would be able to exert control, including through administrative regulations, legislative activities and/or exercise of judicial/police authority. In other words, can the federal or local authorities protect an individual from threats by non-state agents who want to take over the role? Would the Traditional Head themselves be able to protect an individual appointed as the next Traditional Head from non-state agents wanting to take over the role? , 15 July 2013, Cam0713, available at:

[accessed 4 May 2017]

კოტ-დ’ივუარი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მაისი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კოტ-დ’ივუარი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მართავს თავისუფლად არჩეული მთავრობა. უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პრეზიდენტი  ალასან ოუატარა ხელმეორედ აირჩიეს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩაითვალა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 2016 წლის აპრილში გაერომ გააუქმა  კოტ-დ’ივუართან დაკავშირებული ყველა სანქცია და ერთი წლით გაახანგრძლივა სპეციალური ორგანოს – (UNOCI) მანდატი. ადამიანის უფლებების კუთხით, ყველაზე სერიოზული პრობლემები იყო უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები, მათ შორის – სასამართლოს გარეშე ადამიანთა დასჯის, მკვლელობებისა და პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტები. მთავრობის უუნარობა  კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით, კვლავ პრობლემად რჩებოდა. კოტ-დ’ივუარის შეიარაღებულ ძალებს (FACI), რომელიც ფორმალურად ცნობილია, როგორც კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკური ძალები და ჟანდარმერიას ეკისრებათ პასუხიმგებლობა თვითნებურ დაკავებებსა და პატიმართა  დაკავების არაფორმალურ ცენტრებში  განთავსებაზე.

მთავრობა იშვიათად იღებდა ზომებს ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების კუთხით. უსაფრთხოების ძალების და მთავრობის სხვა ოფიციალური პირების დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სხვადასხვა მაღალი რანგის ინდივიდებს, რომლებიც  მთავრობასთან არიან დაკავშირებულები, ეკისრებათ პასუხისმგებლობა  2010-2011 წლების არჩევნების შემდგომი კრიზისის დროს  ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ზოგიერთი მათგანი კვლავ ინარჩუნებს მაღალ თანამდებობას.

Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, კოტ-დ’ივუარში განგრძობითმა პოლიტიკურმა სტაბილურობამ და ეკონომიკურმა წინსვლამ გააუმჯობესა კანონის უზენაესობისა და ეკონომიკურ-სოციალური უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. თუმცა, კვლავ მცირე პროგრესია ადამიანის უფლებათა საკითხების მიმართ, ძირითადად, ეს შეეხება  ბრძოლას დაუსჯელობის წინააღმდეგ და  2010-11 წლის არჩევნების კრიზისის შედეგად დაზარალებული 3000 ადამიანისთვის სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო სისტემა არაა გამჭირვალე, ციხეები გადატვირთულია და არაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ასევე, სახეზეა სამართალდარღვევები სამხედრო ძალების მხრიდან, კერძოდ, უკანონო დაკავებები და დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ხშირია გენდერული ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ, ასევე, მართალია კანონით აკრძალულია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს უფრო მკაცრ სასჯელს ერთი სქესის წარმომადგენლების მიერ საჯარო უხამსი ქმედებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველები და ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებენ მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.[1]

Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, კოტ-დ’ივუარში „გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებები შეზღუდული იყო, ოპოზიციის წევრთა ნაწილი დააკავეს, ათობით დაკავებული კვლავ ელის საკუთარ რიგს სასამართლო პროცესზე 2010-11 წლებში არჩევნების კრიზისთან მათი სავარაუდო კავშირის გამო, ხშირად საუბარია შერჩევითი სამართალზე და ა.შ.[2]

Freedom House-ს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის რეიტინგმა მოიმატა ერთი პუნქტით 2015 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩაითვალა ქვეყნის არსებობის განმავლობაში ჩატარებულ ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებად. ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით გარანტირებულია მთელი რიგი ისეთი უფლებები, როგორიცაა: პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება და ა.შ. თუმცა,  ამ უკანასკნელის მიმართ, ზოგჯერ სახეზეა შეზღუდვები და ხშირად ხდება ამ უფლებების პოლიტიზება. ასევე, სასამართლო უწყება არაა დამოუკიდებელი და ხშირია მოსყიდვები.[3]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობათა ბიურო, საკუთარ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, სადაც მიუთითებს, რომ 2011 წლის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ოუატარამ დაიკავა თანამდებობა, ძალადობის დონემ ქვეყანაში მკვეთრად იკლო. თუმცა მცირე პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ არსებობს და კვლავ ფიქსირდება ძალადობრივი თავდასხმები ლიბერიის საზღვართან.  ასევე, მიუთითებს კონკრეტულად აბიჯანის პროვინციაზე და მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს, მოერიდონ საჯარო, თუნდაც მშვიდობიან დემონსტრაციებსა და მიტინგებს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ძალადობამ იფეთქოს.[4]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიხედვით, რომელიც მოქალაქეებისათვის აქვეყნებს ინფორმაციას სადაც მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები.  რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ; ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

კოტ-დ’ივუარის შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ  ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან სამხედრო პროტესტს, ბოლო დაფიქსირდა ადიაკეში, აბიჯანის აღმოსავლეთ 90 კმ-ის დაშორებით. თუმცა სიტუაცია ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი თავის მოქალაქეებს ურჩევს რომ მოერიდონ სამხედრო ბაზებს, ხალხით გადატვირთულ ადგილებს და დემონსტრაციებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ ლიბერიის საზღვართან 20 კმ-ის მანძილზე მოგზაურობისაგან.

2017 წლის 7-8 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბიჯანის აღმოსავლეთით 90 კმ-ში, ადიაკეს ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებმა პროტესტის ნიშნად ჰაერში გასროლები განახორციელეს. 9 თებერვალს სამხედრო პირებმა ბოდიში მოიხადეს თავიანთი ქმედებების გამო და სიტუაცია კვლავ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. აღნიშნული აქცია 2017 წლის იანვარში დაწყებული პროტესტის გაგრძელება იყო. 2017 წლის 13 იანვარს მთავრობა და სამხედრო პირები შეთანხმდნენ, რომ დაესრულებინათ დავა ხელფასსა და სამუშაო პირობებზე.

ტერორიზმის სერიოზულად მაღალი საფრთხე არსებობს კოტ-დ‘ივუარში. 2016 წლის 13 მარტს, ტერორისტულ თავდასხმას ჰქონდა ადგილი აბიჯანთან ახლოს, გრანდ ბასამის ტერიტორიაზე, რომელსაც 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ უცხოელები.[5]

 

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Côte d’Ivoire, 12 January 2017, available at:

 [accessed 28 April 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Côte d’Ivoire, 22 February 2017, available at:

 [accessed 28 April 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016 – Côte d’Ivoire, 23 August 2016, available at:

 [accessed 28 April 2017]

[4] US Department of State, Bureau of Consular Affairs, Country Information – Cote D’Ivoire, available at https://travel.state.gov/content/passports/en/country/cote-divoire.html accessed April 28 2017.

[5] GOV.UK, Home Office: Foreign travel advice/Côte d’Ivoire; Updated: 10 February 2017; Still current at: 3 May 2017

  [accessed May 3, 2017]

თურქეთი – ქურთისტანის მუშათა პარტია; რეკრუტირების მეთოდები – მაისი, 2017

ქურთისტანის მუშათა პარტია (Kurdistan Workers’ Party PKK) – ასევე ცნობილია შემდეგი სახელებით: ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესი; ხალხის თავდაცვის ძალა; ქურთისტანის სახალხო კონგრესი; „KADEK“; „Partiya Karkeran Kurdistan“; „Halu Mesru Savunma Kuvveti“; „KONGRA-GEL“.

ორგანიზაცია ძირითადად მოქმედებს თურქეთში, ერაყში, სირიასა და ევროპაში. ორგანიზაციის ძალა განისაზღვრება დაახლოებით 4-5 ათასი წევრით, რომელთაგან 3-3.5 ათასი კონცენტრირებულია ჩრდილოეთ ერაყში. ქურთისტანის მუშათა პარტია დაფინანსებას იღებს საკმაოდ დიდი ქურთული დიასპორიდან და სხვადასხვა სახის კრიმინალური აქტივობებიდან.

ქურთისტანის მუშათა პარტია, როგორც მარქსისტ-ლენინისტური სეპარატისტული ორგანიზაცია, 1978 წელს აბდულა ოჯალანმა დააარსა. ორგანიზაცია თურქეთში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად; 1997 წელს ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ქურთისტანის მუშათა პარტია ძირითადად თურქი ქურთებითაა დაკომპლექტებული. ორგანიზაციამ ძალადობრივი კამპანია 1984 წელს დაიწყო და მათი თავდაპირველი მიზანი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო. თუმცა, ამჟამად, ქურთისტანის მუშათა პარტია უფრო მეტს საუბრობს ავტონომიაზე თურქეთის შემადგენლობაში, რაც იქნება ქურთების კულტურული და ლინგვისტური უფლებების დაცვის გარანტი.

ადრეულ 90-იან წლებში PKK-მ დაიწყო ამბოხი, რომ მოეცვა ურბანული ტერორიზმი. ანატოლია გადაიქცა მნიშვნელოვანი ძალადობის სცენად, რასაც მინიმუმ 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც აბდულა ოჯალანი დააპატიმრეს, მან „სამშვიდობო ინიციატივის“ შესახებ განაცხადა, მოუწოდა წევრებს ძალადობის შეწყვეტისკენ და მოითხოვა დიალოგი ანკარასთან ქურთისტანის საკითხებზე. ოჯალანის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს; იგი ორგანიზაციის სიმბოლურ ლიდერად რჩება.

ქურთისტანის მუშათა პარტია ძალადობაზე უარს ამბობდა 2004 წლამდე, ვიდრე მისი უკომპრომისო სამხედრო ფრთა კონტროლს საკუთარ თავზე აიღებდა და უარს იტყოდა ცეცხლის შეწყვეტის ნაკისრ ვალდებულებაზე. PKK ჩაერთო ტერორისტულ აქტივობებში აღმოსავლეთ და დასავლეთ თურქეთში. 2009 წელს თურქეთის მთავრობამ და PKK-მ სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლეს, მაგრამ დიალოგი შეწყდა, როდესაც 2011 წლის ივლისში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ იერიშს 13 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 2012-2014 წლებში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ 2015 წლის ივლისში დასრულდა, როდესაც PKK-მ უსაფრთხოების ორი თანამშრომელი მოკლა. 2015 წლის იანვარი-ივლისის განმავლობაში PKK-მ რამდენიმე მცირე იერიში მიიტანა თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და სამხედრო ბაზებზე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის შემდეგ, PKK-ის აქტივობებს უსაფრთხოების სამსახურის 300 წევრზე მეტი ემსხვერპლა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლო ანგარიშში ტერორიზმის შესახებ წერს, რომ თურქეთში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის გამორჩეულია ქურთისტანის მუშათა პარტია. ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობასა და აბდულა ოჯალანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2012 წლიდან 2015 წლის ივლისამდე გრძელდებოდა. 2015 წლის ივლისიდან თურქეთი პერიოდულად ახორციელებს საჰაერო იერიშებს PKK-ის ბანაკებზე, თავშესაფრებზე, მიწისქვეშა ბუნკერებსა და იარაღის საწყობებზე თურქეთის სამხრეთით და ერაყის ჩრდილოეთით.[1]

რეკრუტირების მეთოდები

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი აღნიშნავს, რომ PKK-ს სოფლებსა და ქალაქებში „პოლიტიკური კადრები“ ჰყავს, რომლებიც რეკრუტირებაზე არიან პასუხისმგებელნი. პროფესორის აზრით, PKK-ის რეკრუტირება იძულებითი არ არის, ვინაიდან ამან შეიძლება ქურთისტანის მუშათა პარტიის მიმართ ქურთული საზოგადოების გაუცხოვება გამოიწვიოს. კვლევითი დირექტორატის მიერ გადამოწმებული წყაროების თანახმად, 2009-2012 წლებში იძულებითი რეკრუტირების ფაქტებზე ინფორმაცია არ იძებნება.

პრესს TV, ინგლისურენოვანი ირანული საერთაშორისო ამბების სააგენტო, რომელიც თეირანშია დაფუძნებული, საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსეროვნული დანაშაულის კვლევის ცენტრზე დაყრდნობით, რომელიც ანკარაშია დაფუძნებული, აღნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობა, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, პოლიციისა და მასწავლებლების დახმარებით, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის მიზანიც PKK-ის წარმატებული რეკრუტირებისთვის ხელის შეშლაა. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის ეროვნულ პოლიციას ტერორიზმის შედეგად დაზარალებული საზოგადოებებისთვის გარკვეული „მოქმედების რადიუსის“ პროგრამა გააჩნია, რომელიც მოიცავს „ჯგუფური დინამიკის ცვლილებისა და რეკრუტირების აღკვეთის“ მცდელობებს. პოლიციას, ასევე, აქვს პროგრამები ტრენერებისთვის, ფსიქოლოგების, ინსტრუქტორებისა და რელიგიური ლიდერებისთვის, რომ მათ „რადიკალური მესიჯების აღმოფხვრა“ და რეკრუტირების შეჩერება შეძლონ.

ევროპული პოლიციის ოფისის (ევროპოლი) ანგარიშის თანახმად, PKK-ს ევროპის მასშტაბით რეკრუტირების ქსელი გააჩნია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იტყობინებოდა, რომ 2010 წლის თებერვალში, იტალიის პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქსელურ რეკრუტირებასა და ქურთების დატრენინგებაში PKK-ისთვის; აღნიშნული ინფორმაცია იტალიასა და საფრანგეთში ჩატარებული გამოძიების შედეგად გავრცელდა.[2]

[1] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2015 – Foreign Terrorist Organizations: Kurdistan Workers’ Party, 2 June 2016, available at:

[accessed 5 May 2017]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Turkey: The Kurdistan Workers’ Party (PKK), including areas of operation and targets, methods of recruitment and activities; state response, 15 June 2012, TUR104075.E, available at:

[accessed 5 May 2017]

ერაყი – მაჰდის არმია; პოლიციის მაღალჩინოსნები – აპრილი, 2017

2013 წლის აგვისტოს, როდესაც სადრმა გამოაცხადა, რომ წყვეტდა პოლიტიკურ აქტივობას და შლიდა მაჰდის არმიას, გააკვირვა მისი მხარდამჭერები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უცნობი იყო. მაჰდის არმიის ოფიციალური დემობილიზაციის მიუხედავად, მისი წევრები კვლავ განაგრძობდნენ სადრის და სადრისტების მოძრაობის მხარდაჭერას, რომლებიც საკმაოდ ცნობილები იყვნენ ერაყში. 2014 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ქ. მოსული ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა, სადრმა კვლავ შეკრიბა მისი მხარდამჭერები და ჩამოაყალიბა მაჰდის არმია ახალი სახელწოდებით „მშვიდობის ბრიგადები“ (სარაია ალ-სალამ). „მშვიდობის ბრიგადები“ პირველად საჯაროდ გამოჩნდნენ 2014 წლის 22 ივნისს.

დაარსების დღიდან, „მშვიდობის ბრიგადებს“ ორი მიზანი ჰქონდათ: ისლამური სახელმწიფოს დამარცხება და პრემიერმინისტრ ნური ალ-მალიქის გადაყენება. უკანასკნელი მიზანი წარმატებით შესრულდა და 2014 წელს ალ-მალიქის ნაცვლად პრემიერმინისტრად ჰაიდერ ალ-აბადი დაინიშნა, რომელსაც სადრმა მხარდაჭერა აღუთქვა. ალ-აბადის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „მშვიდობის ბრიგადები“, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლო თანამშრომლობაში არიან ერაყის უსაფრთხოების ძალებთან. „მშვიდობის ბრიგადები“ ერაყის მთავრობის მოკავშირეებს წარმოადგენენ.

2016 წლის იანვარში, სადრი კვლავ შევიდა ერაყის პოლიტიკურ ასპარეზზე. მან პრემიერმინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის მოუწოდა, რომ მინისტრთა კაბინეტი დაეკომპლექტებინა კვალიფიციური ტექნოკრატებისგან, ვიდრე კარიერისტი პოლიტიკოსებისგან და რომ მთავრობამ ერაყის არმიაში მიიღოს შიიტური შეიარაღებული ფორმირებები, მათ შორის „მშვიდობის ბრიგადები“. სადრმა აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად, 45 დღიანი ვადა მისცა პრემიერმინისტრს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, მწვანე ზონის აღებით დაიმუქრა. 2016 წლის მარტში, პრემიერმინისტრმა მინისტრთა ახალი კაბინეტი ჩამოაყალიბა, სადაც დაკმაყოფილებული იყო სადრის მოთხოვნები. 2016 წლის მაისში, სადრმა განაცხადა, რომ  „მშვიდობის ბრიგადები“ ემზადებოდნენ ისლამური სახელმწიფოსგან ქ. მოსულის გათავისუფლების ოპერაციისთვის.

2016 წლის ოქტომბერში,  ბადრის ორგანიზაციის, ასაიბ აჰლ ალ-ჰაქის და ქათაიბ ჰეზბოლლას ლიდერებთან ერთად, სადრი დაეწსრო შერიგების შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა, ერაყის საპარლამენტო არჩევნების წინ, ერთიანი შიიტიური პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბებას.[1]

საინფორმაციო საშუალება „Iraqi News“-ზე დაყრდნობით, 2016 წლის ოქტომბერში, ფედერალური პოლიციის შენაერთები და „მშვიდობის ბრიგადები“ (სარაია ალ-სალამ), განლაგდნენ ქ. ქერბალას ჩრდილო-დასავლეთით, იმ მიზნით, რომ ისლამური სახელმწიფოსთვის გადაეკეტათ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა შესაძლებლობა.[2]

საინფორმაციო საშუალება „The Baghdad Post“-ის მიერ 2017 წლის 4 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სადრისტული მოძრაობის ლიდერმა მუქთადა ალ-სადრმა განაცხადა, რომ „მშვიდობის ბრიგადები“ (სარაია ალ-სალამ) მონაწილეობას არ მიიღებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. აღნიშნულს წინ უძღოდა მუქთადა ალ-სადრის მოწოდება, დაშლილიყო ერაყსა და სირიაში ირანული მილიციის (IMIS) ყველა შიიტური შეიარაღებული ფორმირება და გასულიყო პოლიტიკური პროცესებიდან, რადგან მისი განცხადებით, იარაღი უნდა იყოს მხოლოდ ერაყის არმიისა და ფედერალური პოლიციის ხელში.[3]

ერაყის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე, “Freedom House“-ის, „Amnesty International“-ის და „Human Rights Watch“-ის უახლეს ანგარიშებში, “მაჰდის” არმიის მხრიდან ერაყის შერეულ (სუნიტურ-შიიტურ) რაიონებში პოლიციის მაღალჩინოსანთა შევიწრეობის ფაქტების შესახებ არაფერია ნათქვამი.[4] [5] [6] [7]

[1] Stanford University, Mapping Militant Organizations, Mahdi Army, updated January 17, 2017, available at: http://web.stanford.edu/group/mappingmilitants/cgi-bin/groups/view/57 (accessed 7 April 2017)

[2] Iraqi News, Federal Police and Saraya al-Salam militia spread near Karbala, 10 October 2016, available at: http://www.iraqinews.com/iraq-war/federal-police-saraya-al-salam-militia-spread-near-karbala/ (accessed 7 April 2017)

[3] The Baghdad Post, Document: Sadr orders Saraya al-Salam to not participate in elections, 4 April 2017, available at:

(accessed 7 April 2017)

[4] Human Rights Watch, World Report Iraq 2017, available at: https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/iraq (accessed 7 April 2017)

[5] Amnesty International, Annual Report  Iraq 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/iraq/report-iraq/ (accessed 7 April 2017)

[6] Freedom House, Freedom in the World Iraq  2016, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2016/iraq  (accessed 7 April 2017)

[7] USDOS, U.S. Department of State, 2016 Country Report on Human Rights Practices, Iraq, available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2016/nea/265498.htm (accessed 7 April 2017)

ერაყი – ბაასის პარტიის ყოფილი წევრების მდგომარეობა – აპრილი, 2017

„UK Home Office“-ის 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყენებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ერაყში ბაასისტების მდგომარეობას, აღნიშნულია, რომ დანიის იმიგრაციის სამსახურის ფაქტების დამდგენი მისიის ინფორმაციით, ბაასის პარტიის ყოფილი წევრობა შესაძლოა წარმოადგენდეს პირის დაუცველობის  ერთ-ერთ ფაქტორს. პირის მიზანმიმართული დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი რეჟიმის მიერ იყო დასაქმებული, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პირი  წარმოადგენდა ბაასის პარტიის წევრს. ერაყში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლების ქრისტინ ფოულერის და მოჰამედ ელ-ღანამის განცხადებით, პარტიის მაღალი რანგის წევრები, რომლებიც ნამდვილად იყვნენ რისკის ქვეშ, ან საზღვარგარეთ, მაგალითად სირიაში, გაიქცნენ, ან სახელმწიფო უკვე სათანადოდ გაუსწორდა მათ.

დანიის იმიგრაციის სამსახურის ფაქტების დამდგენი მისიის ინფორმაციით, ბაასის პარტიის ყოფილი წევრობა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის დასადგენად პირი გახდება თუ არა სამიზნე ობიექტი. ბაასის პარტიის ყოფილი წევრების მოკვლის ძალიან ცოტა შემთხვევა არსებობს და 2008 წლის შემდეგ აღნიშნული საკითხი „მინიმალური“ გახდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განცხადებით, მათ არ ჰქონდათ, აღნიშნული მიზეზის გამო, ადამიანის მკვლელობის შესახებ, რაიმე სახის ინფორმაცია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, ბაასის პარტიის ყოფილი წევრი, პარტიაში მისი ფუნქციისა და რანგის მიხედვით, შესაძლოა გახდეს სამიზნე ობიექტი. ბაასის პარტიის ყოფილი წევრობა შესაძლოა იყოს კუმულაციური ელემენტი, რის გამოც პირი შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუმცა ზოგიერთი პირი მხოლოდ იმიტომ გამხდარა სამიზნე ობიექტი, რომ წარმოადგენდა პარტიის ყოფილ წევრს.

ერთ-ერთი სანდო წყაროს ცნობით, ამანში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ბაასის პარტიის მაღალი რანგის წევრები სამიზნე ობიექტებს წარმოადგენენ განსაკუთრებით ერაყის სამხრეთით და ცენტრალურ ნაწილებში. მსგავსი პირები მით უფრო არიან რისკის ქვეშ, თუ მათ, მანამდე, მნიშვნელოვანი თანამდებობდა ეკავათ და ხალხისთვის ცნობად სახეს წარმოადგენდნენ.

ერაყის შესახებ, გლუკის 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით, შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ბაასის პარტიის ყოფილი წევრები, რეჟიმის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი წევრები აღარ არიან სისტემატური თავდასხმების ობიექტები. ისინი შესაძლოა გახდნენ სამიზნე ობიექტები ინდივიდუალური გარემოებების გამო, თუმცა თავდასხმების ზუსტი მოტივაცია ყოველთვის არ არის ცნობილი. ბევრმა ყოფილმა ბაასისტმა შეიძინა ახალი იდენტობა, ზოგი გახდა პოლიტიკოსი, აკადემიკოსი, ტომის ლიდერი, ან ამჟამინდელი ერაყის უსაფრთხოების ძალების წევრი. რთულია იმის დადგენა, პირის მიმართ განხორციელებული თავდასხმა მოტივირებულია ყოფილი რეჟიმის დროს მის მიერ დაკავებული პოზიციის გამო, თუ მისი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე.[1]

საინფორმაციო საშუალება „Middle East Eye“-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივლისს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ბაასის პარტიის რაიმე სახის პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში. პარტიის აკრძალვის გარდა, კანონპროექტმა კანონგარეშედ გამოაცხადა ორგანიზაციები, რომლებიც აღიარებენ ან ხელს უწყობენ რასიზმს, ტერორიზმს, რელიგიურ ნიადაგზე არსებულ შუღლს ან რელიგიური ნიშნით წმენდას. ის, ასევე, კრძალავს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის საწინააღმდეგო იდეებს, თუმცა კონკრეტული ჯგუფები არ დასახელებულა.

ერაყელი ხალხის მისამართით, პრემიერმინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის ვიდეო მიმართვაში, პრემიერი აცხადებს, რომ ბაასის პარტიის აკრძალვა, ერისთვის და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, დიდი წარმატებაა, რადგან პარტიას ჩადენილი აქვს ყველაზე საზარელი დანაშაულები.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც შემჩნეული იქნება ბაასის პარტიის პოლიტიკის გატარებაში, მიესჯება თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ 10 წლის ვადით.

ზოგიერთი ანალიტიკოსი უარყოფს ერაყის პარლამენტის ამ უკანასკნელ ნაბიჯს და ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ პარტია კვლავ უქმნის საფრთხეს ერაყელების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერაყელი ქურთი ჟურნალისტი მოჰამმედ სალიჰი სოციალურ ქსელ „Tweeter“-ში სვამს კითხვას: „დღესდღეობით, ბაასის პარტია მართლა ასეთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ერაყში, თუ, უბრალოდ, პარლამენტს აღარ აქვს სხვა საქმე?“

ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მდივანმა ფილიპ ჰამონდიმ, რომელიც აკრიტიკებდა „დებაასიფიკაციის“ პროცესს, რამაც ხელი შეუწყო ერაყის არმიის დაშლას, განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს ძირითად ბირთვს წარმოადგენს ყოფილი ბაასისტი ოფიცრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.[2]

საინფორმაციო სააგენტო ალ-მონიტორის 2016 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რომელიც ერაყში ბაასის პარტის აკრძალვის კანონის შემოღებას უკავშირდება, ნათქვამია, რომ ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკა არ დაინტერესებულა აღნიშნული კანონით და ბაასის პარტიის მიერ, ქურთი ხალხის წინააღმდეგ, ჩადენილი დანაშაულებით. გარდა ამისა, ქურთისტანს ბრალს სდებენ ყოფილი ბაასისტების შეფარებაში (1970-იან და 1980-იან წლებში ქურთი შეიარაღაებული დაჯგუფებები შეუერთდნენ ბაასის რეჟიმს ქურთი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ არა ერთ დანაშაულში). ქურთისტანის მთავრობის ზოგიერთი ოფიციალური პირი კატეგორიულად უარყოფს ბაასისტების ყოფნას რეგიონში. ქურთისტანის ანფალისა და მოწამეების საქმეთა მინისტრის, მაჰმუდ ჰაჯი სალიჰის, განცხადებით, ქურთისტანში არ იმყოფებიან ბაასისტები და მან არაფერი იცის ბაღდადში მიღებული კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს ბაასის პარტიას.[3]

[1] UK Home Office: Country Policy and Information Note Iraq: Ba’athists, November 2016 (available at ecoi.net)

(accessed 7 April 2017)

[2]MEE- Middle East Eye, Iraqi parliament votes to ban the Baath party , 31 July 2016, available at: http://www.middleeasteye.net/news/iraqi-parliament-votes-ban-baath-party-saddam-hussein-debaathification2031480907 (accessed 7 April 2017)

[3] Al-monitor, What does de-Baathification mean for Iraq’s Kurds? 19 August 2016, available at: http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/08/debaathification-iraq-kurdistan.html  (accessed 7 April 2017)

ავღანეთი – ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – აპრილი, 2017

ქალები განსაზღვრული ბიოგრაფიით, ან განსაკუთრებულ შემთხვევებშიქალების წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ძალადობა ფართოდ გავრცელებულია ავღანეთში. მსგავსი ძალადობა მოიცავს იძულებით ქორწინებას, ბავშვთა ქორწინებას, „ღირსების გამო მკვლელობებს“, გატაცებას, გაუპატიურებას, იძულებით აბორტს და ოჯახურ ძალადობას.

სახელისუფლებო ორგანოები ოჯახური ძალადობის საჩივრების არსებობის შემთხვევაში მიმართავს დავის გადაწყვეტის ტრადიციულ მექანიზმს. ოჯახურ ძალადობაში, ან იძულებით ქორწინებაში ბრალდებული მამაკაცები, თითქმის ყოველთვის, დაუსჯელნი რჩებიან. ქალი პოლიციელები, სამსახურში, მამაკაცი კოლეგების მხრიდან არიან სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ. ისინი, აგრეთვე, ძალადობრივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან ანტი-სამთავრობო ელემენტების მხრიდან.

ქალები, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს, საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას:

ა) გადარჩენილები და სექსუალური – გენდერული ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფნი;

ბ) გადარჩენილები და მავნე ტრადიციული პრაქტიკის რისკის ქვეშ მყოფნი;

გ) ქალები, რომლებიც აღიქმებიან სოციალური მორალის მოწინააღმდეგეებად.

ქალები და მამაკაცები, რომლებიც აღიქმებიან სოციალური მორალის მოწინააღმდეგეებად

სახელმწიფოს მცდელობის მიუხედავად, წაახალისოს გენდერული თანასწორობა, ქალები განიცდიან გავრცელებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო. „მორალური დანაშაულის“ (ქორწინებაზე უარის თქმა, თანმხლები პირის გარეშე არასათანადოდ სიარული, ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი, ოჯახური ძალადობისას სახლიდან გაქცევა) ბრალდებით ხდება უამრავი ქალისა და გოგონას დაპატიმრება. „მორალურმა დანაშაულმა“ შესაძლოა გამოიწვიოს „ღირსების გამო მკვლელობა“. მსგავსი შემთხვევებისას, ხელისუფლება  ქალების დაკავებას მიიჩნევს, როგორც მათი დაცვის მექანიზმს.

მამაკაცები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წესებს, შესაძლოა დადგნენ არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს.[1]

ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა

“Amnesty International”- ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც ეხება  2016 წელს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულია, რომ ავღანეთის სასამართლო სისტემში 2016 წლის პირველი 8 თვის მანძილზე, ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 3,700 შემთხვევა დარეგისტრირდა.  ავღანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი კომისია იუწყებოდა, რომ  2016 წლის პირველი 6 თვის მანძილზე ძალადობის ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მოიცავდა ცემის, მკვლელობის და მჟავით თავდასხმის ფაქტებს.

იანვარში, მამაკაცმა 22 წლის ცოლს მოაჭრა ცხვირი. აღნიშნული ინციდენტი დაგმო მთელმა ავღანეთმა, მათ შორის თალიბანის წარმომადგენელმაც.

ივლისში, 14 წლის ორსულ გოგოს ქმარმა და ქმრის დედამ ცეცხლი წაუკიდეს, რაც მიზნად ისახავდა გოგოს მამის დასჯას, რომელიც ქმრის დეიდაშვილთან ერთად გაიქცა. გოგო ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა ქაბულის საავადმყოფოში.

შეიარაღებული დაჯგუფებები თავს ესხმოდნენ ქალებს, რომლებიც საჯარო სფეროში მოღვაწეობდნენ, მათ შორის  ქალ პოლიციელებს. შეიარაღებული დაჯგუფებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე  ქალებს და გოგონებს უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას.

UNAMA-ს ანგარიშით, თალიბანის და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან შარიათის კანონის საფუძველზე ქალთა დასჯის ფაქტებმა იმატა. ანგარიშის მიხედვით, 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში  6 ფაქტი დაფიქსირდა, რომლის ფარგლებშიც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ე.წ. „მორალურ დანაშაულში“ ეჭვმიტანილი 6 ქალი დასაჯა. მათგან 2 ქალი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო 4 გაამათრახეს.[2]

“Human rights Watch”-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით,  2016 წელს პარლამენტის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონის მიღებას, თუმცა პარლამენტის სამართლებრივი კომისია ნაზირ აჰმად ჰანაფის ხელმძღვანელობით, განაგრძობდა მცდელობას, რომ კანონში შეტანილი ყოფილიყო ცვლილება  და ამოეღოთ ქორწინების მინიმალური ასაკი და დაწესებინათ სასჯელი ოჯახური ძალადობისთვის. ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქალებისთვის თავშესაფარზე წვდომა. 2016 წლის ნოემბრისთვის ცვლილებები წარუდგინეს ქალთა საკითხების, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიას.

2015 წლის დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აკრძალა იმ ქალთათვის პატიმრობის მისჯა, რომლებიც ოჯახებს გაექცნენ, თუმცა აკრძალვა ლიმიტირებული იყო და ეხებოდა იმ შემთხვევებს, როდესაც გაქცეულმა ქალმა თავი შეაფარა ნათესავ მამაკაცს, ან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, ან სამედიცინო დაწესებულებას. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, რეალური ცვლილებები არ მომხდარა. ხშირ შემთხვევაში ქალები, რომლებიც ოჯახებიდან გარბიან, ცდილობენ თავი დააღწიონ ოჯახურ ძალადობას ან იძულებით ქორწინებებს. ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი რვა თვის  განმავლობაში ოჯახური ძალადობის  2621 შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის იგივე რაოდენობა რაც 2015 წელს.[3]

[1] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: UNHCR Eligibility Guidelines for Assessing the International Protection Needs of Asylum-Seekers from Afghanistan, 19 April 2016 (available at ecoi.net)


(Memo von UNHCR Berlin) [accessed April 7, 2017]

[2] Amnesty International/Annual Report: Afghanistan 2016/2017 https://www.amnesty.org/en/countries/asia-and-the-pacific/afghanistan/report-afghanistan/ [accessed April 7, 2017]

[3] Human Rights Watch Report: Afghanistan;Events of 2016https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/afghanistan [accessed April 7, 2017]

სირია – მამაკაცების იძულებით გაწვევა სამხედრო სამსახურში – მარტი, 2017

2016 წლის თებერვლის ინფორმაციით, სირიის რეჟიმმა ამნისტია გამოაცხადა მათთვის ვინც სამხედრო ვალდებულების შესრულებას თავი აარიდა და დაარღვია სამხედრო სამსახურის შესახებ არსებული კანონი. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა  საკანონმდებლო განკარგულება გამოსცა სამხედრო დეზერტირების ამნისტირების შესახებ. ამნისტია ეხებოდა მათ ვინც 17 თებერვლამდე  დაარღვია სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი. პრეზიდენტის განკარგულება არ შეეხებოდა იმ პირებს, რომლებიც სირიაში იმალებოდნენ და 30 დღის ვადაში არ გამოცხადდებოდნენ. ხოლო ქვეყნის გარეთ მყოფთათვის კი 60-დღიანი ვადა იქნა მიცემული.[1]

2016 წლის დეკემბერში სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპო კვლავ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს, სიკვდილით დასაჯეს ის პირები ვისაც მიყენებული ჭრილობების ან სხვა მიზეზების გამო აღარ შეეძლოთ ბრძოლა („hors de combat“) და შეიარაღებული ჯგუფების სავარაუდო მხარდამჭერები. ასობით მამაკაცი და ბიჭი დააშორეს ოჯახებს და იძულებით გაიწვიეს სირიის არმიაში. უცნობია, რა ბედი ეწიათ სხვებს.

აღმოსავლეთ ალეპოს ხელახლა დაპყრობას მოჰყვა რეპრესიები, რომელთაგან ყველაზე სერიოზული იყო მთავრობის მხარდამჭერი ძალების მიერ იმ პირების სიკვდილით დასჯა ვისაც მიყენებული ჭრილობების ან სხვა მიზეზების გამო აღარ შეეძლოთ ბრძოლა  და მათი ოჯახის წევრების მკვლელობა. სახეზე იყო პირთა უკანონო დაკავების ფაქტები, რომელთაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ შეიარაღებულ ჯგუფებთან, მათ შორის ექიმები და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლები, ხოლო მამაკაცები და ბიჭები გახდნენ იძულებითი რეკრუტირების მსხვერპლნი.

2016 წლის 27 ნოემბრიდან, სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში სხვადასხვა ტერიტორიების დაკავება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა კონტროლი მოიპოვეს ჩრდილოეთ დასახლებებზე, ცალ-ცალკე დააჯგუფეს ქალები და მამაკაცები, მოახდინეს მამაკაცების დათვალირება და ვინც მიიჩნიეს მებრძოლებად, გაამწესეს დაკავების ცენტრებში. დარჩენილი მამაკაცების უმეტესი ნაწილი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, ხოლო 5000-მდე ადამიანი გადაიყვანეს ბანაკში, ჯიბრენში. ამ ბანაკში კვლავ მოახდინეს პირთა დათვალიერება  და სულ მცირე, ერთი მამაკაცი დააპატიმრეს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

იძულებითი გაწვევის შესახებ ცნობები გახშირდა. მათ შორის ყველაზე მასობრივი გაწვევა მოხდა 2016 წლის 11 დეკემბერს, როდესაც დაახლოებით 200 მამაკაცი 19-დან 25 წლამდე იძულებით გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მას შემდეგ, რაც ისინი გადავიდნენ ოჯახებთან დასავლეთ ალეპოში.

2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მიმდინარე ევაკუაციის დროს, მთავრობის მხარდამჭერმა ძალებმა  გააჩერეს და ხელბორკილი დაადეს 3 შეიარაღებული დაჯგუფის წევრს, რომლებიც მიჩნეულნი იყვნენ „hors de combat“-ად. მეოთხე პირმა , მას შემდეგ, რაც დააპირეს მისი დაკავებაც, მოახდინა გასროლა, რამაც აიძულა ჯარისკაცები ცეცხლი გაეხსნათ 4-ვე პირის მიმართ. ევაკუაციის დროს, სამთავრობო ძალებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს მამაკაცთა და 16 წლამდე ბიჭების იძულებითი რეკრუტირება და, ასევე გაძარცვეს ევაკუატორები, წაიღეს მათი ფული, ძვირფასეულობა, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.[2]

[1] The New arab: Assad ‘gives amnesty’ to military deserters; 18 February, 2016 https://www.alaraby.co.uk/english/news/2016/2/18/assad-gives-amnesty-to-military-deserters [accessed 17 March 2017]

[2] UN Human Rights Council, Report of the Independent International Commission of Inquiry on the Syrian Arab Republic, 2 February 2017, A/HRC/34/64, available at:

 [accessed 17 March 2017]

რუსეთი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

„Human Rights Watch“ თავის 2017 წლის ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2016 წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა კონტროლი ისედაც შეზღუდულ აზრის, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებაზე და უფრო ინტენსიური გახადა დამოუკიდებელი კრიტიკოსების დევნა. პარლამენტმა მიიღო კანონები, რომელთაც გააძლიერეს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების ძალაუფლება, მათ შორის ინტენეტში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლზე. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა „ერთიანმა რუსეთმა“ და მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა სახელმწიფო დუმაში. რუსეთი განაგრძობდა აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყებულთა მხარდაჭერას, რომლებიც უამრავ დანაშაულს სჩადიან. რუსეთის ქმედებებმა ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების კრიზისი შექმნა.

სამთავრობო ძალები აქტიურად იყენებდნენ 2012 წლის კანონს, რათა მოეხდინათ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის წამყვანი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისა და დამოუკიდებელი თინკ-ტანკების დემონიზირება, როგორც „უცხო ქვეყნის აგენტების“. ანგარიშის წერის დროს, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრში“ 148 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო შეყვანილი. 2012-2016 წლებში მინიმუმ 30 ჯგუფი დაიხურა, მათ არ ირჩიეს ამ იარლიყის მორგება. სამთავრობო ძალები არ აძლევდნენ უფლებას მთავრობის სხვადასხვა კრიტიკოსსა და პოლიტიკურ ოპოზიციონერს გამოეთქვათ სანქცირებული საჯარო პროტესტი; შესაბამისად, არასანქცირებული პროტესტების და პიკეტის მონაწილეებს სჯიდნენ. სამთავრობო ძალები განაგრძობდნენ დისკრიმინაციული პოლიტიკის იმპლემენტაციას ლგბტ პირების მიმართ.[1]

„Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ გაიზარდა გამოხატვის, ასოციაციისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების შეზღუდვის ფაქტები. გრძელდებოდა ბოლოტნაიას მოედანზე ანტი-სამთავრობო პროტესტის მონაწილეთა სისხლის სამართლებრივი დევნა და არასამართლიანი სასამართლო სტანდარტები აღნიშნული პირების მისამართით. თავიანთი აქტივობების გამო ადამიანის უფლებათა დამცველებს აკისრებდნენ ჯარიმებს ან მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცემდნენ. ინიცირდა სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, ვინც „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონს არ იცავს. ანტი-ექსტრემისტული კანონმდებლობის თანახმად, იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებდა და საჯაროდ გამოჰქონდა ან ფლობდა ექსტრემისტულად მიჩნეულ მასალას, ბრალი დაედოთ. გრძელდებოდა ცნობები, უსაფრთხოების ოპერაციების კონტექსტში, ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ. პირებზე, რომლებიც ჩეჩნეთის სამთავრობო ძალებს აკრიტიკებდნენ, ხორციელდებოდა ფიზიკური თავდასხმები არასამთავრობო აქტორების მხრიდან და ასევე, მათი სისხლის სამართლებრივი დევნა; არასამთავრობო აქტორების მხრიდან შევიწროვებას განიცდიდნენ, ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველები რეგიონიდან. რუსეთი განიცდიდა საერთაშორისო კრიტიკას, მისი ძალების მიერ სირიაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC)  კვლავ იძიებს/სწავლობს სიტუაციას უკრაინაში, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში ჩადენილ დანაშაულებს. რუსეთი არ იცავს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებებს.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელმწიფო დაცვის აქტორების შესახებ, გამოყოფილია შემდეგი მოწყვლადი კატეგორიები: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, მიგრანტები; პოლიტიკური ოპოზიცია, მთავრობის კრიტიკოსები, ლგბტ პირები, ქალები (ოჯახური ძალადობა).[3]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Russia, 12 January 2017, available at:

[accessed 11 April 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Russian Federation, 22 February 2017, available at:

[accessed 11 April 2017]

[3] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Russian Federation State Actors of Protection, March 2017, available at:

[accessed 11 April 2017]

პაკისტანი – შიიტების უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

„Amnesty International“-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები განაგრძობდნენ დისკრიმინაციას რელიგიური უმცირესობების, როგორც მუსლიმთა, ისე არამუსლიმთა მიმართ, კანონმდებლობით და პრაქტიკაშიც. ღვთისგმობის შესახებ კანონები კვლავ ძალაში რჩება და რამდენიმე ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული, ძირითადად პუნჯაბში. კანონი ზღუდავს გამოხატვის და რელიგიის თავისუფლებას. უმცირესობები, ძირითადად აჰმადიას მიმდევრები, ჰაზარები და დალიტები კვლავ იზღუდებიან დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სხვა ძირითად სერვისებზე წვდომის კუთხით.[1]

2016 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრობლემები, რომლებსაც შიიტები აწყდებიან სისტემატური და კარგად ორგანიზებულია, რაც შიიტების დასუსტებისკენ არის მიმართული. სისტემატური ზეწოლა გამოხატულია სხვადასხვა ფორმით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პაკისტანის სასამართლო სისტემის უუნარობით, ან უსაფრთხოების ორგანოების უუნარობით დაცვის მიმართულებით, ან კრიმინალთა პასუხისგებაში მიცემის, ან ორგანიზაციების მიერ გენოციდის მკვლელობებით, ან განათლების სისტემით, რომელმაც გააუქმა შიიტური სკოლის უფლებამოსილება, ან მედიის მიერ, რომელიც არ აშუქებს შიიტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და გენოციდის დანაშაულს აშუქებს როგორც რელიგიური ნიშნით ჩადენილ მკვლელობას ან არარელიგიური ნიშნით შემთხვევით ჩადენილ მკვლელობებს.

არ არსებობს კომპენსაცია პაკისტანის მთავრობის მხრიდან შიიტ მხვერპლთა მიმართ. რადგან ამით მოხდებოდა გენოციდის დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულებისთვის გადაცემის კუთხით, სისტემის მარცხის აღიარება.

2016 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლების მანძილზე დაფიქსირდა ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებისთვის. ადგილი ჰქონდა ინსტიტუციონალურ დისკრიმინაციას სხვადასხვა დონეზე. ჩამოთვლილია ორგანიზაციები, რომელთა მანდატი შიიტების და სხვა უმცირესობების მკვლელობაა: „ტაჰრეკ-ე თალიბან“ (Tahreek-e-Taliban-TTP), „სიფაჰ-ე-საჰაბა პაკისტან“ (Sipah–e-Sahaba (SSP)), „აჰლე სუნა ვალ ჯამაათ“ (Ahle Sunnat Wal Jamaat (ASWJ)), „ლაშკარ-ე-ჯანგვი“ (Lashkar-e-Jhangvi (LEJ)), „ჯანდულა“ (Jundullah), „ჯაიშ-ე-ისლამ“ (Jaish-e-Islam) და სხვა ექსტრემისტული განშტოებები. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები შიიტების ეფექტურად დაცვის კუთხით სრულიად უუნარონი არიან მაშინაც კი, როდესაც საქმე სასიკვდილო მუქარებს ეხება.[2]

„Shia Post“-ის 2016 წლის 4 ივლისის გამოქეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  ბალუჩისტანში, საჯარო სივრცეში ანტიშიიტურმა გზავნილებმა იმრავლა. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციის, Khyber Pakthunkhwa-ს ტერიტორიაზე არსებული ძალადობა აიძულებს შიიტ მოსახლეობას ეძიონ დაცული ადგილები. ყველაზე დიდი თავდასხმა შიიტებზე მოხდა 2015 წლის მაისში, კარაჩში, როდესაც თავდამსხმელებმა ტყვიები დაუშინეს ავტობუსს, რომელშიც შიიტები და სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, პაკისტანში ბოლო სამი წლის მანძილზე შიიტები სხვა რელიგიურ უმცირესობებთან შედარებით უფრო ხშირად ხდებოდნენ უმძიმესი რელიგიური ძალადობის მსხვერპლნი. სულ მცირე 23 თავდასხმას ჰქონდა ადგილი შიიტების რელიგიურ ადგილებში და 200-ზე მეტი შიიტის მიზანმიმართული მკვლელობა დაფიქსირდა ქვეყანაში. აღნიშნული მკვლელობები და თავდასხმები უმეტესად პუნჯაბსა და სინდჰის ტერიტორიაზე ხდებოდა, თუმცა სხვა პროვინციებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია.[3]

„Press TV“-ის 2016 წლის 29 ოქტომბრის ინფორმაციით, პაკისტანში შიიტები არაერთი თავდასხმის სამიზნე ყოფილან. ბოლო ათწლეულის მანძილზე შიიტების უსაფრთხოების საკითხი მთავარი პრობლემა იყო, ათასობით შიიტი იქნა მოკლული შეიარაღებული თავდასხმების შედეგად.[4]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Pakistan, 22 February 2017, available at:

[accessed 28 February 2017]

[2] The Nation: Shia persecution continues to spiral in Pakistan as the state acquiesces to genocidal violence;

February 22, 2016 http://nation.com.pk/blogs/22-Feb-2016/shia-persecution-continues-to-spiral-in-pakistan-as-the-state-acquiesces-to-genocidal-violence [accessed 28 February 2017]

[3] The Shia post: Shia Genocide: Over 1200 Shias killed in 3 years in Pakistan: Report; July 4, 2016 http://shiapost.com/2016/07/04/shia-genocideover-1200-shias-killed-in-3-years-in-paksitan-report/ [accessed 28 February 2017]

[4] Press TV: At least five Shias killed in terror attack in Karachi, Pakistan; Oct 29, 2016 http://www.presstv.ir/Detail/2016/10/29/491256/paksitan-shia-killing-attack [accessed 28 February 2017]

პაკისტანი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

„Human Rights Watch“ თავის 2017 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ მართალია, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით სამხედროების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები მცირე იყო, თუმცა, ხალხი ძირითადად დაიხოცა სასამართლოებისა და მეჩეთების დაბომბვების შედეგად. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე ანგარიშვალდებულები არ ყოფილან და ხშრად იყენებდნენ არაპროპორციულ პოლიტიკურ გავლენას, განსაკუთრებით კი ეროვნული უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის საკითხებთან დაკავშირებით. სამხედროები კვლავ აგრძელებდნენ ერთპიროვნულად ეროვნული გეგმის იმპლემენტაციის კონტროლს, რომელიც ეხება ტერორიზმს.

სულ მცირე 85 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით 2016 წელს. არსებობას განაგრძობდა საიდუმლო სამხედრო სასამართლოები, სადაც სიკვდილით დასჯის განაჩენები გამოჰქონდათ. მთავრობა ახშობდა საწინააღმდეგო აზრს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში. მთავრობამ ბუნდოვანი კანონმდებლობა მიიღო კიბერ-დანაშაულთან დაკავშირებით, რითიც ფაქტობრივად ახალი შეზღუდვები დააწესა აზრის გამოხატვასა და ინტერნეტის გამოყენებაზე. ქალები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობრივი თავდასხმების, უსაფრთხოებისა და დევნის მსხვერპლნი არიან; მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ დაცვას ასეთი ხალხისათვის; დამნაშავეები პასუხისგებაში გადაცემულები არ არიან. 2016 წელს პოლიციის მხრიდან ზეწოლამ და შეურაცხყოფამ აიძულა ათასობით ავღანელი, რომელიც პაკისტანში ცხოვრობდა, დაბრუნებულიყვნენ ავღანეთში ან გაქცეულიყვნენ ნებისმიერ სხვა ადგილას.[1]

„Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან გრძელდებოდა მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებზეც, რამაც ასობით უბედური შემთხვევა/დანაკარგი გამოიწვია. უსაფრთხოების ძალები, განსაკუთრებით კი პარამილიტარისტული რეინჯერები კარაჩიში, ჩართულნი იყვნენ ადამიანების უფლებების დარღვევებში, რაც დაუსჯელი რჩებოდა. სიკვდილით დასჯები გრძელდებოდა, განსაკუთრებით კი არასამართლიანი სასამართლოების შემდეგ. რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია გრძელდება, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. პენჯაბში, ახალი კანონის მიღების მიუხედავად, რომელიც ქალთა დაცვას გულისხმობს ძალადობისგან, ე.წ. „ღირსების სახელით მკვლელობებს“ კვლავ ჰქონდა ადგილი. ადამიანის უფლებათა დამცველები და მედია მუშაკები კვლავ განიცდიდნენ მუქარას, შევიწროვებასა და ჩაგვრას უსაფრთხოების ძალებისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან. უმცირესობები კვლავ დისკრიმინაციას აწყდებოდნენ ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოყენების კუთხით. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ღარიბი და სოფლად მცხოვრები ქალებისათვის, კვლავ შეზღუდულია. ოპერაცია „ზარბ-ე-აზბ“, რომელიც პაკისტანელი სამხედროების თავდაცვითი ოპერაციაა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ და დაიწყო 2014 წლის ივნისში, გრძელდებოდა ჩრდილოეთ ვაზირისტანსა და ხიბერის ტომში. შეიარაღებული კონფლიქტი და პოლიტიკური ძალადობა გრძელდებოდა, განსაკუთრებით ხიბერ პახტუნხვას პროვინციაში, ფედერალურად მართვად ტომობრივ ადგილებში (the Federally Administered Tribal Areas (FATA)), ბალოჩისტანსა და სინდჰში.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა 2015 წლის მაისში შექმნილი ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ბიუჯეტი, იგი მაინც განიცდიდა მუშახელის (სტაფის) და სხვა რესურსის ნაკლებობას. შეშფოთებას იწვევს კომისიის ლიმიტირებული მანდატი იმ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების გამოსაძიებლად, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო სააგენტოების მხრიდან გამხორციელდა. სექტემბრის ბოლოს, საზღვართან დაკავშირებული დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის, გაიზარდა; ორივე სახელმწიფო მეორეს ადანაშაულებდა ადამიანის უფლებების დარღვევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ორივე მხარის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2003 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, რაც გამოიხატებოდა კონტროლის ხაზის (Line of Control) გასწვრივ ცეცხლის გახსნაში. ინდოეთი აცხადებდა, რომ განახორციელა ე.წ. „ოპერატიული დარტყმები“ მებრძოლებზე, პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ აზადი კაშმირში, რასაც პაკისტანი უარყოფდა.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელ ანგარიშში პაკისტანის შესახებ ნათქვამია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა პრობლემებს წარმოადგენს სასამართლოსგარეშე და მიზანმიმართული მკვლელობები, გაუჩინარება, წამება, კანონის უზენაესობის სიმცირე, ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობა და რელიგიურ ნიადაგზე ძალადობა. სხვა პრობლემები – ცუდი პირობები ციხეში, თვითნებური დაკავებები, გრძელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაკავებები, სუსტი იუსტიციის სისტემა. გრძელდებოდა ჟურნალისტთა შევიწროვება; ასევე – თავდასხმები ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებზე. შეკრების თავისუფლება იზღუდებოდა მთავრობის მიერ, ისევე, როგორც – გადაადგილების თავისუფლება. სამთავრობო პრაქტიკა და კონკრეტული კანონები ზღუდავდნენ რელიგიის თავისუფლებას, განსაკუთრებით კი რელიგიური უმცირესობებისთვის.

სერიოზულ პრობლემებად რჩებოდა კორუფცია მთავრობასა და პოლიციაში, ასევე, გაუპატიურება, ოჯახური ძალადობა, სექსუალური შევიწროვება, ღირსების სახელით მკვლელობები, სხვა საზიანო ტრადიციული პრაქტიკა, ქალებისა და გოგონების დისკრიმინაცია. სასტიკი მოპყრობა ბავშვებთან მიმართებაში და ბავშვების სექსუალური ექსპლოატაცია კვლავ გრძელდება. გავრცელებულია ბავშვთა შრომა. გრძელდება ფართოდგავრცელებული ადამიანებით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, მათ შორის იძულებითი და სავალდებულო. ფართოდ არის გავრცელებული ეროვნული, ეთნიკური და რასული უმცირესობების სოციალური დისკრიმინაცია, ისევე, როგორც დისკრიმინაცია კასტის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ინდენტობის და HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) სტატუსის ნიადაგზე. მინიმალურია მუშათა უფლებების დაცვა.

მილიტარისტული ორგანიზაციებისა და სხვა არასამთავრობო აქტორების მხრიდან ძალადობამ, ჩაგვრამ, სოციალურმა და რელიგიურმა არატოლერანტულობამ, გარკვეულწილად ჩამოაყალიბა უკანონობის/თვითნებობის კულტურა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით შემდეგ პროვინციებში: ბალოჩისტანი, ხიბერ პახტუნხვა (KP, ადრე ცნობილი იყო, როგორც ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინცია) და ფედერალურად მართვადი ტომური ადგილები (Federally Administered Tribal Areas (FATA)). სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალის (SATP) თანახმად, 2003 წლიდან მებრძოლებმა მოკლეს უსაფრთხოების ძალების 6 336 პერსონალი და 20 790 სამოქალაქო პირი; სამთავრობო ძალებმა კი – 32 261 ტერორისტი/მეამბოხე.[3]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Pakistan, 12 January 2017, available at:

[accessed 10 April 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Pakistan, 22 February 2017, available at:

[accessed 10 April 2017]

[3] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Pakistan, 13 April 2016, available at:

[accessed 11 April 2017]