ნიგერია – უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია შტატების მიხედვით – აპრილი, 2019

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის საკითხთა დოკუმენტირების და კვლევის ცენტრი (ACCORD) 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში[1] (შემდგომში – ანგარიში) წერს ნიგერიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში ასევე გამოქვეყნებულია რუქა, რომელზედაც აღნიშნულია უსაფრთხოების თვალსაზრისით ინციდენტების რაოდენობა შტატების მიხედვით (საანგარიშო პერიოდი – 2018 წლის ივნისი-სექტემბერი).

უფრო კონკრეტულად, რუქაზე აღნიშნულია უსაფრთხოების კუთხით დაფიქსირებული  იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელსაც სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედარებით ღია ფერებით აღნიშნულია ის შტატები, სადაც შედარებით ნაკლები რაოდენობის ინციდენტები მოხდა (0-დან 24-მდე). რაც შეეხება შედარებით მუქ ფერებს (ნარინჯისფერი, წითელი, მუქი წითელი), ისინი ასახავენ იმ შტატებს სადაც უსაფრთოების კუთხით შემხვევების რაოდენობა 25-დან 200-მდეა.

რუქის ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედარებით მძიმე სიტუაცია ფიქსირდება ნიგერიის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში (სოკოტო, ზამფარა, ბორნო, პლატო, ადამავა, ტარაბა, კადუნა).

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო რაც შეეხება სამხრეთი ნიგერიის შტატებს – აქ სიტუაცია არაერთგვაროვანია. ზოგიერთ შტატში გვხვდება უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების საშუალო ან მაღალი მაჩვენებელი.

ცენტრალური ნიგერია და დედაქალაქი აბუჯა

(შტატები: ადამავა; ბენუე; ფედერალური დედაქალაქი; კოგი; კვარა; ნასარავა; ნიგერი; პლატო; ტარაბა)

ზოგადი ინფორმაცია

პლატოს შტატი წარმოადგენს გამყოფ ხაზს ნიგერიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ ქრისტიან და ჩრდილოეთში –  მუსლიმ მოსახლეობას შორის. შესაბამისად, აღნიშნულ შტატში ათწლეულების მანძილზე შეინიშნებოდა სპორადული დაპირისპირებები, მოტივირებული როგორც ეთნიკური, ასევე – რელიგიური კონტექსტით. მიწათმოქმედი ქრისტიანი მოსახლეობა ადანაშაულებს ფულანი მუსლიმებს მათი მიწების მითვისებაში. ამის საწინააღმდეგოდ, ფულანი მუსლიმთა ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ხალხი პლატოს შტატში დისკრიმინირებულია და მათ არ გააჩნიათ წვდომა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორიცაა: განათლება, საცხოვრებელზე წვდომა, პოლიტიკური უფლებები და ა.შ. დაპირისპირებები ხშირად იჩენს თავს, რომელთა შედეგადაც, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი (ICG) 2017 წლის ანგარიშში წერდა, რომ „ძალადობრივი კონფლიქტები, რომლებიც ძირითადად, ქრისტიანებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობს ფულანი მუსლიმ მწყემსებსა და ეთნიკურად დივერსიფიცირებულ მიწათმოქმედებს შორის, გადატანილია როგორც ტომობრივ, ასევე, რელიგიურ და რეგიონალურ კონტექსტში. რეგიონის ცენტრალური  და სამხრეთი ნაწილებში მიმდინარე შეტაკებებს ყოველწლიურად დაახლოებით 2 500 ადამიანი ეწირება. ამჟამინდელი მდგომარეობით, დაპირისპირებებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ნიგერიელები შიშობენ, რომ აღნიშნული კონფლიქტი ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც  ჯგუფი „ბოკო ჰარამი“.[2]

მიმდინარე სიტუაცია

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ „ათწლეულების მანძილზე მომთაბარე მწყებსა და ფერმერებს შორის მიმდინარე კონფლიქტი განსაკუთრებით გამძაფრდა 2018 წელს, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია. ძალადობის შედეგად, სულ მცირე 1 600 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დააახლოებით 300 000 – იძულებით გადაადგილდა“.

ივნისში, პლატოს შტატში მომხდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინციდენტის დროს, ფერმერებმა სავარაუდოდ, მოკლედ 5 მომთაბარე მათ მიწებზე უნებართვოდ შესვლისთვის. ამის საპასუხოდ, მომთაბარე მწყემსები თავს დაესხნენ რეგიონში არსებულ სოფლებს, მოკლეს 86, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ასობით ადამიანს, მათ შორის – ქალებსა და ბავშვებს.

სექტემბერში, ადამავას შტატის პროვინცია ნუმანში, სადავაუდოდ მწყემსებმა, განახორციელეს თავდასხმა, რასაც 51 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელებმა, ასევე, გაიტაცეს 24 პირი.[3]

ICG, საკუთარ ანგარიშში ასევე ყურადღებას ამახვილებდა ზემოაღნიშნულ პრობლემაზე და წერდა, რომ კონფლიქტების კუთხით განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო ბენუეს, პლატოს, ადამავას, ნასარავას და ტარაბას შტატებში.[4]

23 ივნისს, პლატოს შტატის ბერკინ ლადის პროვინციაში ფულანებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული თავდასხმა „ბარომ“-ის ეთნიკურ ჯგუფზე, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომდევნო დღეს, მთავრობამ სიტუაციის გასაკონტროლებლად შტატში განალაგა 300-მდე სამხედრო და 7 ვერტმფრენი. თუმცა, გარკვეული შეტაკებები მომდევნო დღეების განმავლობაში მაინც გრძელდებოდა.

ჩრდილოეთი ნიგერია დ ბოკო ჰარამი.

(შტატები: ბაუჩი; ბორნო; გომბე; ჯიგავა; კადუნა; კანო; კაცინა; კები; სოკოტო; იაბე; ზამფარა.)

მიმდინარე სიტუაცია

საერთაშორისო ორგანიზაია Amnesty International 2019 წლის 14 ინვარს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში (საანაგრიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ რანნის პროვინციაში ბოკო ჰარამის სასტიკი თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილდა 9000-ზე მეტი პირი. სატელიტის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს თავდასხმის შედეგად განადგურებული ან მძიმედ დამწვარი 100-მდე  შენობა-ნაგებობა.[5]

Human Rights Watch 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ დაჯგუფება ბოკო ჰარამის მიერ გატაცებების, თვითმკვლელი ტერორისტებისა და სამოქალაქო პირებზე თავდასხმების შემთხვევები კვლავ გრძელდებოდა. აღნიშნულ ინციდენტებს 2018 წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სულ მცირე 1200 ადამიანი  ემხვერპლა, ხოლო 200 000 – იძულებით იქნა გადაადგილებული. ჩრდილოეთ შტატებში, განსაკუთრებით – ზამფარასა და კადუნას შტატებში მიმდინარე ძალადობა, რაც განპირობებული იყო მწყემსებსა და ფერმერებს შორის საქონლის ქურდობასთან დაკავშირებული შეიარაღებული დაპირისპირებებით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მშვიდობას და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას ქვეყანაში. [6]

მაისში, კადუნას შტატის სოფელ გვასკაში ბანდიტების თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო ზამფარას შტატში, სადაც მიმდინარე წელს ყაჩაღების თავდასხმებს 400  ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 38 000 კი იძულებით იქნა გადაადგილებული.

Amnesty International 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივენ ნიგერიის რამდენიმე შტატს (ადამავა, ბენუე, კადუნა, ზამფარა და ტარაბა) და გაესაუბრნენ თავდასხმების შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი თავდასხმა გრძელდებოდა საათების და დღეების განმავლობაშიც კი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთვევაში შემთხვევის ადგილის ახლოს განლაგებული უსაფრთხოების ძალების საპასუხო ქმედება იყო ზედმეტად დაგვიანებული. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ადამავას და ტარაბას შტატებში, უსაფრთხოების ძალებმა წინასწარ იცოდნენ, რომ თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონეს.[7]

რეგიონში კვლავაც აქტიური იყო და მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა არაერთი მასშტაბური თავდასხმა როგორც ნიგერიის არმიის დისლოკაციის ადგილებზე, ასევე, სამოქალაქო მიზნების – სოფლების, ქალაქების, სამოქალაქო პირების მიმართ. თავდასხმების შედეგად მსხვერპლი ფიქსირდებოდა როგორც შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო მოსახლეობის, ასევე – თავად ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში. თავდასხმები ძირითადად ხდებოდა ბორნოს შტატში.

ანგარიშში წარმოდგენილი სრული ინფორმაციის ანალიზით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ შტატში და ზოგადად, ჩრდილოეთ ნიგერიაში, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ყველაზე მძიმეა. გარდა იმისა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი კვლავაც აქტიურად აგრძელებს როგორც სამხედრო, ისე – სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმას, ასევე მძიმე პრობლემას წარმოადგენს ეთნიკურ თუ ტომობრივ ერთეულებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, ზოგჯერ, რელიგიური კონტექსტითაცაა მოტივირებული.

სამხრეთი ნიგერია, ბიაფრა და ნიგერის დელტა.

(შტატები: აბია; აკვა-იბომ; ანამბრა; ბაიელსა; ქროსს რივერ სთეით; დელტა; ედო; ენუგუ; იმო; ონდო; რივერსი.)

ზოგადი ინფორმაცია

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე დელტა (Niger Delta), პარადოქსულად, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ღარიბი და დაბალი უსაფრთხოების მქონე შტატია. ადგილობრივთა ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან, სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, რეგიონის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალთან და მისი ეროვნულ პოლიტიკაში მარგინალიზაციის საკითხთან დაკავშირებულმა საჩივრების ერთობლიობა 2006 წელს ამბოხში გადაიზარდა. დელტაში მიმდინარე კონფლიქტისთვის დამახასიათებელი გახდა ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება და ნავთობის მოპარვა, საპროტესტო აქციები ნავთობის გამო გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, გატაცებები გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების არ არსებობა და თემური ძალადობა. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნები სხვადასხვაა; ძირითადად, ისინი ითხოვენ ფართო ავტონომიას და მეტ შემოსავალს ნავთობის პროდუქციიდან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის ცენტრალურ შტატებში, ისევე როგორც სამხრეთით მდებარე ედოს (Edo), ებონისა (Ebonyi) და კოგის (Kogi) შტატებში, ხშირია დაპირისპირებები მწყემსებსა და ფერმერებს შორის, რასაც თან სდევს მსხვერპლი, ქონების დაზიანება და მოსახლეობის გადაადგილება.

ICG 2017 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ „დელტას შტატში შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებს არ განუხორციელებიათ თავდასხმები ნავთობის ჭაბურღილებზე მას შემდეგ, რაც ნიგერიის ფედერალურმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივ ეთნიკურ და პოლიტიკურ ლიდერებთან გასულ ნოემბერში, დაპირდა რა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენას, დაბინძურებული ოგონის რეგიონის გაწმენდას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი, მოდულარული ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების გამართვაზე ნების დართვას.[8]

მიმდინარე სიტუაცია

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 23 სექტემბერის სტატიაში BBC წერდა, რომ ნიგერიელმა მეკობრეებმა ნიგერის დელტას შტატის მიმდებარე წყლებში შვეიცარული ტვირთმზიდი გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს.[9]

გაეროს უშიშროების საბჭო 2018 წლის 29 ივნისს წერდა, რომ „ნიგერიაში, ქვეყნის შუა და სამხრეთ შტატებში (ედო, ებონიი და კოგი) მიმდინარე მასობრივმა შეტაკებებემა ადამიანური მსხვერპლი, იძულებითი გადაადგილება და ქონების მაშტაბური განადგურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერის დელტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში ძალადობის მაჩვენებელმა იკლო, შეიარაღებული ჯგუფები იმუქრებოდნენ, რომ განაახლებდნენ თავდასხმებს.[10]

ამას გარდა, იგივე უშიშროების საბჭო 2017 წლის 26 დეკემბერს წერდა, რომ დელტას რეგიონში შეიარაღებული ძალადობის მაჩვენებელი დაბალი იყო, რაც განპირობებეული იყო იმით, რომ მთავრობამ ხელახლა შემოიღო ამნისტიის პროგრამა და სამხედრო შენაერთები განალაგა დელას 6 შტატში, ამას გარდა, ადგილობრივმა, რეგიონალურმა და ეროვნულმა ლიდერები გამოვიდნენ სამშვიდობო ინიციატივებით.[11]

Freedom House 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერდა, რომ გატაცებები ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს დელტასა და სამხრეთით მდებარე აბიას (Abia), იმოსა (Imo) და ანამბრას (Anambra) შტატებში.[12]

იმავე პრობლემაზე უთითებას ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ ნიგერის დელტას შტატსა და ქვეყნის სახმრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსი ოპერირებენ დამნაშავეთა ჯგუფები, რომლებიც იტაცებენ სამოქალაქო პირებს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ითხოვენ გამოსასყიდს. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული საზღვაო გატაცებები. მაგალითად, 26 მარტს ნიგერიელი მეკობრები განის სანაპიროდან გადასხდნენ ერთ-ერთ თევზმჭერ გემზე, გაიტაცეს 3 კორეელი მეზღვაური და წაიყვანეს ნიგერის დელტაში. გავრცელებული ინფორმაციით, მეკობრეებმა ტყვეები გაათავისუფლეს მაშ შემდეგ, რაც განურმა კომპანიამ მათი გამოსასყიდი გაიდახადა.[13]

[1] ACCORD – Nigeria Security Situation report, 30 January 2019, available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 16 April 2019]

[2] International Crisis Group (ICG) –  report “Herders against Farmers: Nigeria’s Expanding Deadly Conflict”; available at

[accessed 16 April 2019]

[3] Human Rights Watch – World Report 2019 – Nigeria available at

[accessed 16 April 2019]

[4] ICG – “Nigeria: Growing Insecurity on Multiple Front”; available at

[accessed 17 April 2019]

[5] Amnesty International – Nigeria: Satellite imagery shows charred remains of Rann after Boko Haram attack; available at

[accessed 17 April 2019]

[6] Human Rights Watch – World Report 2019 – Nigeria available at

[accessed 16 April 2019

[7] Amnesty International – “HARVEST OF DEATH THREE YEARS OF BLOODY CLASHES BETWEEN FARMERS AND HERDERS IN NIGERIA” – available at

[accessed 17 April 2019]

[8] ACCORD – Nigeria Security Situation report, 30 January 2019, available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 17 April 2019

[9] BBC – article “Nigerian pirates kidnap 12 crew from Swiss cargo ship”; publ. 23 September 2019; available at https://www.bbc.com/news/world-africa-45618679 [accessed 17 April 2019]

[10] UN Security Council – Report of the Secretary-General on the activities of the United Nations Office for West Africa and the Sahel (29 June 2018); available at

[accessed 17 April 2019]

[11]UN Security Council Report of the Secretary-General on the activities of the United Nations Office for West Africa and the Sahel (26 December 2017] available at

[accessed 17 April 2019]

[12] Freedom House – Freedom in the World 2019 – Nigeria; available at

[accessed 17 April 2019]

[13] USDOS – Country Report on Human Rights Practices 2018 – Nigeria; available at

[accessed 17 April 2019]

სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. აპრილი, 2019

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ 2018 წლის განმავლობაში, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს დამასკოს მიმდებარე აღმოსავლეთ გოუტასა და დარაა-ს რეგიონებზე. თუმცა, მთავრობა იმისთვის, რომ ეიძულებინა აჯანყებული ანტი-სამთავრობო ჯგუფები, რომ დანებებულიყვნენ, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: უკანონო ტაქტიკა, აკრძალული იარაღის გამოყენება, განურჩეველი თავდასხმები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვის დაწესება. მაგალითად, 18 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, აღმოსავლეთ გჰოუტას სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას 1600-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსმა დაბომბა 25 სამედიცინო დაწესებულება, 11 სკოლა და უამრავი სხვა სამოქალაქო საცხოვრებელი.

იმ რეგიონებში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლისგან გაათავისუფლეს, მაღალი სამოქალაქო დანაკარგები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. გაქცეული ტერორისტების მიერ დამონტაჟებული მიწისქვეშა ნაღმების აფეთქებებს მრავალი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ზოგი კი დასახიჩრდა. ISIS და ალ-ქაიდასთან აფილირებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებდნენ ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ჩადენას, როგორიცაა: სიკვდილით დასჯა, გატაცებები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვები. მაგალითად, 25 ივლისს ISIS-მა მოაწყო რამდენიმე ერთდროული თავდასხმა ალ-სუვეიდას რეგიონში, რასაც შედეგად 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 პირი გაიტაცეს. სახელმწიფო მედია საშუალების ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით ყველა ტყვე გათავისუფლებული იყო.

რახან აქტიური შეიარაღებული მოქმედებები ნაწილობრივ შემცირდა, რუსეთმა და სირიამ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. ამას გარდა, სირიის მთავრობა მიიღო კონკრეტული კანონები, რითაც ხელს შეუწყობს რეკონსტრუქციას. თუმცა, მიუხედავად ამისა,  სამთავრობო ძალები კვლავ აგრძელებდნენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, რაც გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: თვითნებური დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა, მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია – Syrian Network for Human Rights (SNHR) ცნობით, 30 აგვისტოს მდგომარეობით იძულებით გაუჩინარებულ პირთა რაოდენობა 90 000 აჭარბებდა, რომელთა უმრავლესობის შემთხვევაში დამნაშვე სირიის მთავრობა იყო.

რაც შეეხება იძულებით გადაადგილებას, გაეროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში დაფიქსირდა კიდევ 920 000-ზე მეტი ახალი იძულებითი გადაადგილების შემთხვევა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ან თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – ქიმიური იარაღის გამოყენებით; პირთა იძულებითი გაუჩინარებები, წამება; თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის – ინტერნეტსა და პრესაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები და ა.შ.

მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯებს ზემოხსენებულ უფლებადარღვევების გამოძიების და დამნაშავე პირების დასჯის კუთხით. ამას გარდა, მთავრობასთან აფილირებული გასამხედროებული ჯგუფები  ჩადიოდნენ ისეთ სამართალდარღვევებს, როგორიცაა მასობრივი ხოცვა; განურჩეველი მკვლელობები; სამოქალაქო პირთა გატაცებები და ა.შ. ანალოგიურად, გარკვეული სამართალდარღვევები ფიქსირდებოდა აჯანყებული ჯგუფების და ქურთული შეიარაღებული ძალების მხრიდან.[2]

რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტი (SHRC) ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად მსხვერპლის სტატისტიკას. მაგალითად, 2019 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე დღეს დაღუპულთა რიცხვი იყო 5 პირი, რომელთაგან 4 იდლიბში მიმდინარე დაბობმვამ იმსხვერპლა.[3] 12 მარტს გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ადამიანს შედგენდა, რომელთა რიგებშიც იყვნენ ქალი  და ბავშვი. ზემოხსენებული გარდაცვლილებიდან 5 პირი ალეპოსა და იდლიბში დაბომბვებს ემსხვერპლა, ხოლო 4 – საპატიმრო დაწესებულებაში სამთავრობო ძალების მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა.[4]  16 მარტს დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, რომელთაგან 5 ბავშვი, ხოლო 18 კი – ქალი იყო.[5]

[1] Human Rights Watch – World Report 2019 – Syria, available at https://www.hrw.org/world-report/2019/country-chapters/syria [accessed 2 April 2019]

[2] United States Department of State – Annual report on human rights in 2018 – available at

[accessed 2 April 2019]

[3] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 11-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32159 [accessed 2 April 2019

[4] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 12-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32163 [accessed 2 April 2019]

[5] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 16-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32181 [accessed 2 April 2019

ირანი. იეჰოვას მოწმეები; კონვერტაციის შემდგომი საფრთხეები. აპრილი, 2019

  1. ზოგადი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების შესახებ და განსხვავებები მათ რწმენასა და ქრისტიანობას შორის – ვებ-გვერდი Christianity.com მიხედვით, იეჰოვას მოწმეთა მიმდინარეობა დაფუძვნებულ იქნა 1870 წელს ვინმე ჩარლზ ტაზე რასელის მიერ, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში. თავიდან აღნიშნული ჯგუფი ბიბლიის შემსწავლელი მოძრაობის სახელით იყო ცნობილი. ადრეულ ეტაპზე, ჯგუფს ასევე მოიხსენიებდნენ „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ სახელი, რადგან ბატონი რასელი გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „სიონის საგუშაგო კოშკი“. დღესდღეისობით, მსოფლიოში დაახლოებით 8.3 მილიონი იეჰოვას მოწმეა, ხოლო მათი კონგრეგაციების რაოდენობა თითქმის 120 000 არის.

იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის ძირითადი ობიექტი არის მამა ღმერთი იგივე იაჰვე, სწორედ აქედან მოდის მათი სახელი. შესაბამისად, მათ არ სჯერათ წმინდა სამების და ღმერთის სამბუნებიანობის. ისინი არ იყენებენ ბიბლიის სტანდარტულ ვერსიას და ამის მაგივრად, გააჩნიათ ბიბლიის საკუთარი თარგმანი, რომელსაც „ახალი სამყაროს თარგმანს“ უწოდებენ.  იეჰოვას მოწმეები, ასევე, არ აღიარებენ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთს და, შესაბამისად, მასზე არ ლოცულობენ. იეჰოვას მოწმეების აზრით, იესო დედამიწაზე ღმერთმა გამოაგზავნა სამოთხიდან და სწორედ მისი კაცობრიობისადმი მსხვერპლშეწირვითა და აღდგომით გახდა შესაძლებელი, ადამიანებისთვის სასუფევლის დამკვიდრება. მათ ასევე სჯერათ, რომ იესო ახლა „ღმერთის ზეციურ სამეფოს“ მართავს, როგორც მეფე, თუმცა, მათთვის მთავარია იესოს სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ „მამა ღმერთი ჩემზე გაცილებით აღმატებულია“. შესაბამისად, ისინი თაყვანს არ სცემენ იესოს, რახან მათ ის ღმერთად არ მიჩნიათ.

მათ ასევე არ სჯერათ სულიწმინდის, როგორც ღმერთის განუყოფელი ნაწილის ცნების. მათი აზრით, სულიწმინდა წარმოადგენს ღმერთის მიერ ბოძებულ ძალას. ისინი არ აღიქვამენ სულიწმინდას, როგორც კონკრეტულ „არსებას“, არამედ მათი აზრით, როდესაც ბიბლიაში სულიწმინდაზეა საუბარი, ეს მიუთითებს ღმერთის ხელებზე, ხელებზე. იეჰოვას მოწმეების რწმენით, როგორც ოსტატის ხელები და თითები ვერ იმუშავებენ მისი გონებისაგან დამოუკიდებლად, ისე ვერ იამოქმედებს სულიწმინდა უშუალოდ ღმერთის მითითების გარეშე.

იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ ისეთ სადღესასწაულო დღეებს, როგორიცაა – შობა ან აღდგომა, რაც ბუნებრივია, რახან მათ არ სჯერათ იმის, რომ იესო ქრისტე და მამა ღმერთი თანაბარნი არიან. ისინი ასევე არ აღნიშნავენ სხვა, ეროვნულ სადღესასწაულო დღეებსა თუ საკუთარ დაბადების დღეებსაც კი, იმ მიზნით, რომ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულნი იყვნენ. ისინი ასევე ცდილობენ, იყვნენ პოლიტიკურად მაქსიმალურად ნეიტრალურები. ისინი არ მსახურობენ სამხედრო სამსახურში თუ პოლიტიკურ თანამდებობებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ გზით საკუთარ კულტურას დაშორდებიან. ამის მაგივრად, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ „ღმერთის ზეციერ სამეფოში“ მოხვედრასა და მოქალაქეობას. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ სამოთხეში ღმერთის ნამდვილი სამეფო არსებობს, რომელიც ადამიანთა სამეფოებსა და მთავრობებს ჩაანაცვლებს და ამით ღმერთის მიერ კაცობრიობისთვის დაწესებულ მიზანს შეასრულებს. მათი აზრით, ზეციურ სამეფოში იაჰვე ღმერთი, იესო და ანგელოზები ცხოვრობენ, ხოლო დაახლოებით 144 000 ადამიანი მკვდრეთით აღსდგება, რათა იესოსთან ერთად სამოთხის სამეფო მართონ.

რაც შეეხება ჯოჯოხეთს, იეჰოვას მოწმეებს მისი არსებობის არ სჯერათ და  მიიჩნევენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს, შესაბამისად, ის არ იტანჯება ცეცხლით სავსე ჯოჯოხეთში.

საინტერესო ფაქტია, რომ იეჰოვას მოწმეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სისხლის გადასხმას, მაშინაც კი, როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლო სიტუაციაა. ისინი ამას ბიბლიით ხსნიან და ამბობენ, რომ ბიბლია კრძალავს საკუთარი სხეულის შესანარჩუნებლად სისხლის მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არიან, იეჰოვას მოწმეები არ იყენებენ ჯვარს, როგორც თაყვანისცემის ობიექტს. მათი განმარტებით, ეს განპირობებულია ორი ფაქტორით: 1. მათი ბიბლიის მიხედვით, იესო ჯვარზე არ გაუკრავთ და ეს ობიექტი უბრალო ძელი იყო; 2 – ბიბლია მკაცრად მოუწოდებს ქრისტიანებს, „განერიდონ ყველანაირ კერპს“, შესაბამისად, ისინი ვერ გამოიყენებენ ჯვარს, როგორც თაყვანისცემის ობიექტს. ბუნებრივია, ისინი ასევე არ იყენებენ პირჯვარს.

იეჰოვას მოწმეებს სჯერათ და იყენებენ მთლიან ბიბლიას, რაც მოიცავს საღვთო წიგნის  ორივე ნაწილს – ძველსა და ახალ აღთქმებს. მათ არ სჯერათ კრეციონიზმის (მოძღვრება იმის შესახებ, რომ ღმერთმა სამყარო პირდაპირი გაგებით 6 დღეში შექმნა), რადგან მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ნახსენებ სიტყვა „დღე“-ში გაცილებით დიდი დრო იგულისხმება, ასევე, მათი აზრით, ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთის მიერ დედამიწის 6 დღეში შექმნამდე გაცილებით ადრე არსებობდა.

იეჰოვას მოწმეების რწმენა მათ სხვა რელიგიებისადმი ტოლერანტული მიდგომისკენ მოუწოდებს, რასაც ისინი ბიბლიით ხსნიან, სადაც წერია, რომ „ყველას პატივი უნდა სცე“. თუმცაღა, მათი რწმენით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რელიგიის რწმენით, სწორედ მათი რელიგიაა ერთადერთი და ნამდვილი.

გამოყენებული წყაროები

  1. christianity.com – article “10 THINGS EVERYONE SHOULD KNOW ABOUT JEHOVAH’S WITNESSES AND THEIR BELIEFS” available at https://www.christianity.com/church/denominations/10-things-everyone-should-know-about-jehovah-s-witnesses-and-their-beliefs.html [accessed 1 April 2019]
  2. Official Web-page of Jehovah Witnesses – Frequently Asked Questions – available at https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/ [accessed 1 April 2019]
  3. Official Web-page of Jehovah Witnesses – “What Do Jehovah’s Witnesses Believe?” – available at https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/jehovah-witness-beliefs/ [accessed 1 April 2019]

Official Web-page of Jehovah Witnesses – Jesus dying Do Jehovah’s Witnesses Believe in Jesus? – available at https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/believe-in-jesus/ [accessed 1 April 2019]

  1. ექმნებათ თუ არა საფრთხე ირანში ისლამის შიიტური მიმდინარეობიდან ქრისტიანობაზე (იეჰოვას მოწმეები) კონვერტირებულ პირებს?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში რელიგიის თავისუფლების შესახებ საკუთარ 2018 წლის ანგარიშში (რომელიც 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს) წერს, რომ კონსტიტუციის თანახმად, ირანი წარმოადგენს ისლამურ რესპუბლიკას და ყველა კანონი შესაბამისობაში უნდა იყოს შარიათთან. ასევე, ადამიანებს აქვთ საკუთარ ძირითად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის უფლებებზე წვდომა, მხოლოდ „ისლამისტური კრიტერიუმების“ გათვალისწინებით. ირანის სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს სიკვდილით დასჯას მუსლიმების მიმართ სხვა რელიგიის წარმომადგენელი პირის მხრიდან პროზელიტიზმისთვის (რელიგიის აქტიური ქადაგება, მისწრაფება საკუთარ სარწმუნოებაზე მოაქციო სხვები), ასევე, „ღმერთის მიმართ მტრობისა“ და წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის. კონსტიტუცია, ასევე, უკრძალავს მუსლიმ მოქალაქეებს საკუთარი რელიგიის შეცვლას ან უარყოფას.

რელიგიური დემოგრაფიის კუთხით მდგომარეობა შემდეგია: ირანის მოსახლეობა 80 მილიონზე მეტია. აქედან 99.4% არის მუსლიმი, მათ შორის 90-95 % შიიტი, ხოლო 5-10 % სუნიტი; რელიგიური უმცირესობა ირანში მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს და მოიცავს ბაჰაებს, ქრისტიანებს, საბეან-მანდეანებს, ზოროასტრებს, ებრაელებს და იარსანებს. სამი ყველაზე დიდი არა-მუსლიმური უმცირესობა არიან ბაჰაები, ქრისტიანები და იარსანები.[1]

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია საკუთარ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ კონსტიტუცია ცნობს მხოლოდ ქრისტიანებს, ებრაელებს და ზოროასტრებს, როგორც დაცულ რელიგიურ უმცირესობას და ნებას რთავს მათ, აღასრულონ საკუთარი რელიგიური რიტუალები „კანონის მოთხოვნების ფარგლებში“.  ზემოხსენებული ჯგუფების უფლებების დასაცავად, პარლამენტის 290 ადგილიდან გამოყოფილია 5.

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ირანში რელიგიური უმცირესობების მდგომაროება გაუარესდა, განსაკუთრებით კი, სამთავრობო ძალების მხრიდან ძალადობის სამიზნეს წარმოადგენდნენ ბაჰაები და კონვერტირებული ქრისტიანები. კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ გამოიყენებოდა განსაკუთრებით მკაცრი სადამსჯელო ზომები, მაგალითად, საკუთარი რელიგიური აქტივობების გამო, ზოგიერთ მათგანს შეეფარდა 10 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, გამახვილებული იყო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ კონვერტირებული ქრისტიანები განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ იმის გამო, რომ ისინი, როგორც სპარსელები, წირვებს ატარებენ სპარსულ ენაზე და, ასევე,  მიმართავენ პროზელიტიზმს სხვა რელიგიის წარმომადგენელი პირების მიმართ.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი საკუთარ 2017 წლის ანგარიშში ირანში ქრისტიანებისა და კონვერტირებული ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ შარიათის მიხედვით, მუსლიმებს სხვა რელიგიაზე კონვერტაცია ეკრძალებათ. ასევე, კონვერტირებულ პირებს, სახელწმიფო არ რთავს ნებას, საკუთარი რელიგიის ცვლილება ასახონ შესაბამის დოკუმენტში. ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რადგან ისინი მიიჩნევიან განდგომილებად, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და შესაძლო სიკვდილით დასჯის წინაპირობას შარიათის მიხედვით. კონვერტირებული ქრისტიანები ხშირად წარმოადგენენ თავდასხმების სამიზნეს; ისინი ასევე, ხშირად ექვემდებარებიან სამთავრობო ძალების მხრიდან ძალადობას, დაკავებას, საპატიმროებში წამებისა და ა.შ.

ანგარიშში ასევე საუბარია ზემოხსენებული პირების მიმართ საზოგადოების და ოჯახის მხრიდან დამოკიდებულებაზე. მაგალითად, კონვერტირებული პირები, რომლებიც არიან რელიგიური ოჯახებიდან, ხშირად სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები შეიტყობენ მათი კონვერტაციის ფაქტის შესახებ.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Amnesty International“ საკუთარი 2018 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლება, შეიცალოს საკუთარი რელიგია, ხშირად ირღვეოდა. მაგალითად, კონვერტირებული ქრისტიანების შემთხვევაში, სახეზე იყო ზედმეტად მკაცრი საპატიმრო ვადები (10-15 წელი), ასევე, ხშირ რეიდებს ექვემდებარებოდა მათი სალოცავი ადგილები.[4]

„საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერს, რომ მუსლიმური წარმომავლობის მქონე კონვერტირებული ქრისტიანები ხშირად წარმოადგენენ სამთავრობო ძალების მხრიდან სამიზნეებს. ასევე, საუბარი იყო ე.წ. სახლის ეკლესიების (ადგილები, სადაც კონვერტირებული ქრისტიანები ატარებენ წირვას, ლოცულობენ და ა.შ) დარბევის ფაქტებზე.[5]

„Freedom House“ ირანის შესახებ საკუთარ 2018 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ სამთავრობო ძალების მხრიდან ხშირია არა-მუსლიმური რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის ფაქტები. ხშირია კონვერტირებული ქრისტიანების დარბევის ფაქტები. გასული წლების განმავლობაში, ფიქსირდებოდა ე.წ. სახლის ეკლესიებზე განხორციელებული რეიდებისა და პასტორების დაკავების შემთხვევები.[6]

Human Rights Watch ირანის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ ირანულ არასამთავრობო ორგანიზაცია Article 18-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაპატიმრებული იყო ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული 37 პირი „მისიონერული საქმიანობისთვის“ (ქადაგება).[7]

[1] United States Department of State, Annual report on religious freedom (covering 2017), available at

[accessed 1 April 2019]

[2] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018,  available at

[accessed 1 April 2019]

[3] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Christians and Christian converts, 27 February 2017, Version 3.0, available at:

[accessed 1 April 2019]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iran, 22 February 2018, available at:

[accessed 1 April 2019]

[5] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 1 April 2019]

[6] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 1 April 2019]

[7] Human Rights Watch, World Report 2019 Iran – available at

[accessed 1 April 2019]

თურქეთი. ქურთების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2019

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, წერს, რომ სექტემბერში დაკავებული იქნა სალაჰატტინ დემირტასი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-ქურთული „ხალხის დემოკრატიული პარტიის“ (HDP) კანდიდატი იყო. მას ბრალად ტერორიზმის ხელშეწყობა დასდეს და 4 წლით  და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მუნიციპალურ დონეზე ბევრი თანამდებობის პირი იქნა დათხოვნილი. მათი უმრავლესობა გაათავისუფლეს ტერორიზმისთვის ხელშეწყობის მოტივით, საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული სპეციალური კანონების მეშვეობით, რომელსაც ფართოდ განმარტავენ და უკანასკნელ ხანებში ძირითადად ქურთი პოლიტიკოსების მისამართით იყენებენ. მაგალითად, 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, იმ 102 მუნიციპალიტეტიდან, რომლებშიც ქურთები უმრავლესობას წარმოადგნენე, 94-ში ქალაქის მერები დაითხოვეს და ჩაანაცვლეს მმართველი პარტიის მხარდამჭერი პირებით.

ამას გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია იმ საკითხზეც, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში სათანადოდ არ არიან ჩაბმულნი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს CHP  და HDP (პრო-ქურთული პარტიები) პარტიების სახით, მთავრობის მიერ წამოწყებულმა ოპოზიციურ პარტიათა წინააღმდეგ მიმართულმა სადამსჯელო კამპანიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქურთებისა თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საარჩევნო უფლებები.

ქურთ მუშათა პარტიასთან (PKK) მიმდინარე კონფლიქტი გამოყენებული იყო ქურთი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების გასამართლებლად. მაგალითად, აღნიშნული მიზეზით აკრძალეს ქურთული ფესტივალის ჩატარება და ქურთული ენისა და კულტურის პროპაგანდა. 2015 წლის შემდგომ, ბევრი ქურთული სკოლა თუ კულტურული ორგანიზაცია იქნა დახურული მთავრობის მიერ.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ თურქეთის კონტიტუცია არ ცნობს არც ერთ ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას გარდა სამი არამუსლიმური რელიგიური უმცირესობისა: სომეხი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ებრაელები და ბერძენი მართმადიდებელი ქრისტიანები. შესაბამისად, ბევრ ეროვნულ თუ ეთნიკურ უმცირესობებს (მათ შორის, ქურთებს) არ აქვთ საშუალება, სრულად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ რელიგიურ, ლინგვისტურ თუ კულტურულ უფლებებზე.

თურქეთში ქურთული წარმომავლობის და ქურთულ ენაზე თუ დიალექტებზე მოლაპარაკე დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ძალების მიერ ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებები არაპროპორციულ ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ ადგილობრვ თემებზე. რამდენიმე, ძირითადად ქურთული ადგილობრივი თემის წარმომადგენლები აცხადებნდნენ, რომ მთავრობა მათ უქვემდებარებდა ე.წ. კომენდანტის საათს, რაც ახსნილი იყო PKK-ს წინააღმდეგ მიმართული უსაფრთოების ზომებით.

ქურთების და პრო-ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა მზარდი პრობლემები მათ მიერ შეკრების და მანიფესტაციის უფლებების განხორციელების კუთხით. მთავრობამ, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ასობით ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და მედია საშუალება დახურა. არც ერთი აღნიშნული ორგანიზაცია არ გახსნილა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც. გასული წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, 2016 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სულ 2654 პირი, მათ შორის, სამხედროები, პოლიციელები, PKK წევრები და სამოქალაქო პირები, დაიღუპა PKK-სთან შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად.

კანონი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, გახსნან კერძო სასწავლო დაწესებულებები, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებენ იმ ენასა თუ დიალექტზე, რომელზედაც ისინი ლაპარაკობენ. თუმცა, ქურთული ენა საჯარო სკოლებში არ ისწავლება. ამას გარდა, მართალია, ზოგიერთ უნივერსიტეტში არსებობს ქურთული ენის არჩევითი კურსები, ხოლო 2 კონკრეტულ სასწავლებელში – ქურთული ენის დეპარტამენტი, თუმცა, აღნიშნულ დეპარტამენტებში მომუშავე პერსონალის ბევრი წევრი იყო იმ ათასთა შორის, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული კანონების საფუძველზე დაითხოვეს, შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე ლექტორი სპეციალისტების ნაკლებობაა.

ანგარიშში ასევე საუბარია ქურთების პოლიტიკურ აქტივობებსა და აღნიშნულთან დაკავშირებული სამთავრობო ქმედებების შესახებ. პროკურორები იყენებდნენ ტერორიზმისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხის ფართო დეფინიციას, რაც საშუალებას აძლევდათ დაეპატიმრებინათ ადამიანის უფლებათა აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, PKK-ს მიმართ სიმპათიით განწყობილი პირები, ბიზნესმენები, დაეხურათ პრო-ქურთული ორგანიზაციები და ა.შ. მთავრობა ქურთულ ენაზე მომუშავე მედია საშუალებების პერსონალს ასევე მიიჩნევდა „ტერორისტებად“, რასაც ამართლებდნენ მათი PKK-სთან სავარაუდო კავშირით.

დახურულია თითქმის ყველა ქურთულ ენაზე მომუშავე ტელევიზია, გაზეთი თუ რადიო სადგური. თუმცა, ივლისში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ, ერთ-ერთი მათგანი – Amed Radio-Television კვლავ გაიხსნა.

ანგარიშის მიხედვით, მედია საშუალებები ზოგადად, იყენებდნენ თვით-ცენზურას და თავს არიდებდნენ ისეთ თემებზე სტატიების გამოქვეყნებას, რომელსაც შესაძლოა სამართლებრივი დევნა მოჰყოლოდა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ ზოგიერთი ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნის, ასევე, პრო-ქურთული ან გიულენისტური წიგნის ქონა უტოლდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის სარწმუნო მტკიცებულებას.

შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ ქეისებში, ყველაზე მეტად, სამიზნეს წარმოადგენდნენ პოლიტიკური პარტიების წევრი, განსაკუთრებით, პრო-ქურთული HDP პარტიიდან. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, 6000-მდე HDP წევრი იმყოფებოდა ციხეში ტერორიზმისა თუ შეურაცხყოფასთანა დაკავშირებული ბრალდებების გამო.

ასევე, წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის პრო-ქურთული დემონსტრაციების მიმდინარეობისას, პოლიცია იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს. მაგალითად, ივნისში HDP-ს წევრები აღნიშნავდნენ პარტიის წარმატებას არჩევნებში, როდესაც ზოგიერთმა მათგანმა პოლიციის მანქანების ქვები ესროლეს. საპასუხოდ, პოლიციამ დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.[2]

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ფედერალური სამსახური (BAMF) 2019 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ თურქეთში ასობით ქურთი დაალავეს. სამთავრობო მედია სააგენტო Anadolu-ს მიხედვით, 15 თებერვალს ჩატარებული 156 ერთდროული სპეც. ოპერაციის შედეგად, 735 ქურთი პირი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ PKK-ს მხარდაჭერა. სპეც. ოპერაციები ჩატარდა PKK-ს დამაარსებლისა და ლიდერის – აბდულა ოჩალანის დაჭერიდან 20 წლის თავზე. დაკავებულებს ბრალად სდებდნენ ისეთი ტიპის მასობრივი პროტესტების ორგანიზებას, რომლითაც „შეიქმნებოდა ქაოსი“ წინასაარჩვნო პერიოდში (თურქეთში 31 მარტს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ტარდება). სააგენტოს ინფორმაციით, 226 პირი იმ დღესვე გაათავისუფლეს. რეიბის დროს, პოლიციამ ამოიღო იარაღი, ტყვია-წამალი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.[3]

[1]Freedom House –  Freedom in the World 2019 – Turkey, available at

[accessed 18 March 2019]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Turkey available at

[accessed 19 March 2019]

[3] BAMF – Federal Office for Migration and Refugees (Germany) – Brief update on recent developments (security, politics, economy) in selected countries 18 February 2019 – available at

[accessed 19 March 2019]

სომალი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობა. მარტი, 2019

უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ზოგადი მდგომარეობა სომალიში – მედია საშუალება BBC-ის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიაში მოცემულია რუკა, სადაც, სადაც აღნიშნულია თუ რა ტერიტორიებს აკონტროლებენ ქვეყნის ოფიციალური მთავრობა და ორგანიზაცია ალ-შაბაბი სომალიში. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქი მოგადიშუ სწორედ ალ-შაბაბის აქტივობის არეალში ხვდება.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სომალის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ წლის განმავლობაში მიმდინარე  ხშირმა საბრძოლო მოქმედებებმა, სახელმწიფოს მხრიდან დაცვის არარსებობამ და ჰუმანიტარულმა კრიზისმა გამანადგურებელი ზიანი მიაყენა სომალის მოქალაქეებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ, რომელთა დიდი ნაწილიც ყოველგვარი დახმარების გარეშე და სერიოზული უფლებადარღვევების რიკის ქვეშ იმყოფება, 2.7 მილიონს მიაღწია.

ისლამისტთა ჯგუფები „ალ-შაბაბი“ (Al-Shabab) საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უქვემდებარებდა არასათანადო მოპყრობას, იძულებით გაწვევას და, ასევე, ახორციელებდა მომაკვდინებელ თავდასხმებს მოსახლეობაზე.

გაეროს სომალის ასისტირების მისიის (UNSOM) ინფორმაციით, ოქტომბრის თვის მდგომარეობით სახეზე იყო 982 სამოქალაქო დანაკარგი, რომელთაგან ნახევარზე მეტი ალ-შაბაბის თავდასხმების შედეგად იყო გამოწვეული. კლანებს შორის შიდა დაპირისპირებებს, ასევე, შიდა შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებში და სომალის მთავრობის მიერ ალ-შაბაბის წინააღმდეგ განხორციელებულ სპორადულ თავდასხმებს შედეგად მოჰყვა სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილება, დაშავებისა და გარდაცვალების უამრავი ფაქტი.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურმა და რეგიონალურმა ორგანოებმა უსაფრთხოების და იუსტიციის კუთხით ფუნქციების განსაზღვრის კუთხით გარკვეული პროგრესული ნაბიჯები გადადგეს, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა არ ქმნიდა მეტად საჭირო რეფორმების დანერგვის საფუძველს. პარლამენტის სპიკერ მოჰამედ ოსმან ჯავარისა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება საბოლოოდ აღნიშნული პირის გადადგომით დასრულდა.

მთავრობას ჯერ კიდევ არ დაუკომპლექტებია ქვეყნის ისტორიაში პირველი,  ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისია. ასევე, არ აღინიშნებოდა არანაირი პროგრესი ბოროტმოქმედი უსაფრთხოების ძალების (განსაკუთრებით – დაზვერვის სააგენტოს) წევრების  დასჯის კუთხით. ქვეყანაში კვლავ გრძელდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებითი გამოსახლება.

ალ-შაბაბი აგრძელებდა სერიოზული სამართალდარღვევების ჩადენას, მათ შორის იყო –  ბავშვთა და ზრდასრულთა იძულებითი რეკრუტირება; თვითნებური სიკვდილით დასჯა, განსაკუთრებით, იმ პირთა შემთხვევაში, რომელთაც ბრალი ედებოდათ მთავრობისთვის ჯაშუშობაში; „გადასახადის“ იძულების წესით გამოძალვა და ა.შ. დედაქალაქ მოგადიშუში ტერორისტული ჯგუფი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების თუ თვითმკვლელი პირების მეშვეობით თავს ესხმოდა სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურას, ასევე, აწარმოებდა ქალაქის დისტანციურ დაბომბვას, რასაც ასობით სამოქალაქო დანაკარგი მოყვა. ამას გარდა, ალ-შაბაბი ბლოკადას უქვემდებარებდა სამთავრობო ქალაქებს და თავს ესხმოდა იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.[2]

უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მოგადიშუში და აღნიშნულ ქალაქში ალ-შაბაბის აქტივობები

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი – Landinfo 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები მოგადიშუში“ წერს, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ სტატისტიკურად რამდენი უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი მოხდა მოგადიშუში. თუმცა, ორგანიზაცია ACLED გააჩნია სხვადასხვა წყაროებიდან შეგროვებული მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს კონკრეტულად ქალაქ მოგადიშუში 678 ინციდენტს ქონდა ადგილი, რომელთაგან 313 სამხედრო ხასიათის იყო, 321 წარმოადგენდა თავდასხმას სამოქალაქო პირებზე, ხოლო 44 – სხვა ტიპის. აღნიშნულ შემთხვევებს შედეგად 1004 სამოქალაქო პირისა და 366 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ თავდასხმებს, 115 ინციდენტის შემთხვევაში ინიციატორი იყო ალ-შაბაბი, 51 – სამთავრობო ძალები, ხოლო 155 – სხვა .სამთავრობო ძალების ინციდენტებს შედეგად 52, ხოლო ალ-შაბაბის თავდასხმებს 809 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშის მიხედვით, მართალია, ალ-შაბაბს მოგადიშუში შესამჩნევი გავლენა არ გააჩნია, თუმცა, აღნიშნული ორგანიზაცია ფარული მხარდამჭერების, აგენტების, ინფორმატორების და მისდამი სიმპათიით განწყობილი პირების საშუალებით კვლავ აგრძელებს თავდასხმების მოწყობას. ACLED-ის ინფორმაციით, 2017 წელს მოგადიშუში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთა თითქმის ნახევარზე (344 ჯამური 678-იდან) პასუხისმგებელი სწორედ ალ-შაბაბი იყო. აღნიშნულ ინციდენტთა მესამედი ანუ 115, წარმოადგენდა უშუალოდ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს. ამ მხრივ აღსანიშნავია 2017 წლის 14 ოქტომბრის ინციდენტი, როდესაც მოგადიშუს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც ჯამში 512 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[3]

უკანაკსნელი პერიდოში მომხდარ ინციდენტებს ეხმარება მედია საშუალება BBC , რომელიც 2019 წლის 1 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ „გასულ ხუთშაბათს ალ-შაბაბის წევრები თავდასხმა მოაწყვეს მოგადიშუს ერთ-ერთ უბანში, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემდგომ, მათ დაიკავეს ერთ-ერთი მიმდებარე შენობა და აიყვანეს მძევლები, რომელთაც გავრცელებული ცნობების მიხედვით, „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ. 22 საათიანი ოპერაციის შემდეგ, სპეც. დანიშნულების რაზმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.[4]

ქალებისა და გოგონების იძულებითი ქორწინების საფრთხე

რაც შეეხება საკითხს, არსებობს  თუ არა ალ-შაბაბის მხრიდან ქალებზე იძულებითი ქორიწინების საფრთხე, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სომალიში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ ალ-შაბაბი საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს უქვემდებარებდა სექსუალური ხასიათის ძალადობას, მათ შორის – იძულებით ქორწინებას. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია მათ აიძულებდა, დაქორწინებულიყვნენ  ჯგუფის წევრი მებრძოლებზე და აღნიშნული მეთოდი გამოიყენებოდა, როგორც ახალი წევრების სამხედრო გაწვევის ერთ-ერთი ფორმა. ცენტრალური და რეგიონული მთავრობა ვერ ახერხებდა, გოგონების ადრეულ ასაკში ან იძულებითი ქორწინების შემთხვევების აღკვეთა/პრევენციას.[5]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House სომალის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ  ადრეულ ასაკში ქორწინება გავრცელებულია. ამას გარდა, ორგანიზაცია ალ-შაბაბი აიძულებს ქალებს და გოგონებს, დაქორწინდნენ ჯგუფის წევრებზე.[6]

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების სააგენტოც (UNOCHA) 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საუბარია სომალიში არსებულ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ზოგადად, გოგონები იმყოფებიან ადრეულ ასაკში ან იძულებითი ქორწინების რისკის წინაშე.[7]

[1] BBC – article “Al-Shabab in Somalia: Air strikes kill 62 militants, US says” of 27 December 2018 available at https://www.bbc.com/news/world-africa-46592101 [accessed 7 March 2019]

[2] Human Rights Watch – World Report 2019  Somalia – available at https://www.hrw.org/world-report/2019/country-chapters/somalia [accessed 10 March 2019]

[3] Landinfo – Somalia: Security challenges in Mogadishu – available at

[accessed 10 March 2019]

[4] BBC – Somali forces end day-long Mogadishu siege 1 March 2019, available at https://www.bbc.com/news/world-africa-47412700 [accessed 10 March 2019]

[5] USDOS – SOMALIA 2017 HUMAN RIGHTS REPORT available at

[accessed 10 March 2019]

[6] Freedom House – Freedom on the Net 2018 – Somalia available at

[accessed 10 March 2019]

[7] UNOCHA – Report on Humanitarian Needs Somalia – available at

[accessed 10 march 2019]

აზერბაიჯანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა. მარტი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობას. მეტიც, მინისტრთა კაბინეტში ერთი ქალი წევრია, ხოლო პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 16.8 პროცენტს სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები იკავებენ.

ანგარიშის მიხედვით, ქალთა უფლებების კუთხით არსებული პრობლემები იკვეთებოდა შემდეგ ასპექტებში:

  • გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა – აზერბაიჯანის კანონმდებლობით, გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულია და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას გარდა, დასჯადია ქმრის მიერ ქალის გაუპატიურებაც, თუმცა, დამკვირვებლების განცხადებით, პოლიცია აღნიშნულ საკითხზე საჩივრებს სათანადოდ არ იძიებდა.

კანონითაა  განსაზღვრული ოჯახში ძალადობის შესახებ საჩივრების გამოძიების ჩარჩო, ასევე, შემაკავებელი ორდერის  გამოცემისთვის დადგენილ პროცესი და მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების განთავსების საკითხები. თუმცა, ზოგიერთი აღნიშნულ კანონს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მკაფიოდ განსაზღვრული საიმპლემენტაციო სახელმძღვანელო პრინციპების არ არსებობა ზღუდავდა მის ეფექტურობას. ეროვნული ასანბლეის ქალი წევრები და „ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის“ (SCFWCA) ხელმძღვანელი აგრძელებდნენ აღნიშნული მიმართულებით აქტივობების გამართვას. კომიტეტი ასევე მართავდა  კამპანიებს ცნობიერების ამაღლების კუთხით.

თუმცა, სახელმწიფო ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის მხოლოდ შეზღუდულ დაცვას უზრუნველყოფდა.

  • სექსუალური შევიწროება – კანონით სექსუალური შევიწროება დასჯადია, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული ნორმა აღსრულებას იშვიათად ექვემდებარებოდა. SCFWCA აქტიურად მართავდა ღონისძიებებსა და კონფერენციებს, რათა აემაღლებინა საზოგადეობის ცნობიერება აღნიშნული საკითხის გარშემო.
  • ზოგადი დისკრიმინაცია – მართალია, ქალები ფორმალურად იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორითაც მამაკაცები, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მომავალი დისკრიმინაცია პრობლემას წარმოადგენდა. ამას გარდა, ქალების დისკრიმინაციას განიცდიდნენ დასაქმების კუთხითაც. კანონი კრძალავს ქალთა დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც აშკარად სახიფათო პირობებს ითვალისწინებს (მაგალითად, მაღარო). ქალების არასათანადოდ არიან წარმოდგენილი მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის, ბიზნეს სექტორში. ამას გარდა, ქალების ანაზღაურება ჩამოუვარდებოდა მამაკაცებისას. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანელი ქალის საშუალო ხელფასი შეადგენდა 317 მანათს (185 $), ხოლო მამაკაცების შემთხვევაში – 630 მანათს (368 $) SCFWCA მართავდა ღონისძიებებს, რათა აემაღლებინა საზოგადეობის ცნობიერება ქალთა უფლებების საკითხის გარშემო.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აზერბაიჯანის შესახებ 2018 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ტრადიციული საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებები და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ზღუდავს ქალთა როლს პროფესიულ დონეზე. ამას გარდა, პრობლემას წარმოადგენს როგორც ქალთა, ასევე – ბავშვთა მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობა.[2]

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აზერბაიჯანში გოგონათა და ქალთა დისკრიმინაციის საკითხის შესახებ 2018 წლის  დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საოჯახო კოდექსის მიხედვით, დაქორწინებული ქალი აბსოლუტურად იგივე უფლებებს ატარებს, როგორსაც დაქორწინებული ქალი და ქმართან ერთად, მიიჩნევა ოჯახის უფროსად. ამას გარდა, კონსტიტუციის მიხედვით, ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ბავშვზე მეურვეობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს ყველას, გავრცელებული ცნობებით, ქალები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია ქმრებს იმის შესახებ, რომ სახლიდან წასვლას აპირებენ. ამას გარდა, ქალის მიერ ქმრისადმი დაუმორჩილებლობა ან ქმრისთვის შეუტყობინებლობა იმაზე, რომ ქალი სახლიდან გასვლას აპირებს, საზოგადოების მიერ აღქმული იყო, როგორც ფიზიკური ძალადობის გამამართლებელი მიზეზი.

ქალთა როლის დისკრიმინაციული წარმოჩინება, ისევე როგორც გენდერული სტერეორიპები (სახლის დალაგება, ბავშვების მიხედვა, ა.შ.)  აზერბაიჯანში ფართოდაა გავრცელებული. ისეთი მიდგომები, როგორიცაა  პატრიარქალური დამოკიდებულება და ოჯახური ღირსების შენარჩუნება, განსაზღვრავს ქალებსა და გოგონებზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო უფლებების და სასამართლოზე წვდომის კუთხით მდგომარეობას, ანგარიშის მიხედვით, კანონი თანაბარ საშუალებას როგორც ქალებს, ასევე – მამაკაცებს, შეიტანონ სარჩელი სასამართლოში. ქალთა მიერ მიცემული ჩვენებები ისეთი სამართლებრივი ძალისა, როგორიც კაცთა. ამას გარდა, კანონი საშუალებას აძლევს ქალებს, სრულფასოვნად ისარგებლონ სასამართლოზე წვდომის უფლებით, რაც განპირობებულია იმით, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა ადვოკატზე, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო ფარავს. ასევე, ქალთა და გოგონათა კონკრეტული ინტერესები  გათვალისწინებულია მათ შორის ისეთი ნორმებით, როგორიცაა მაგალითად, დახურული სასამართლო პროცესი, როდესაც საკითხი ეხება პირად ან ოჯახურ ცხოვრებას.

ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ზოგჯერ ქალები აწყდებიან გარკვეულ ბარიერებს სასამართლოზე წვდომის კუთხით, რისი მიზეზიც ყველაზე ხშირად არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საქმეების სათანადო ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა (Underreporting), მაღალი საზოგადოებრივი თმენა გენდერული ძალადობის მიმართ, შესაბამისი ორგანოების არასათანადო რეაგირება და მოსამართლეების და პროკურორების მხრიდან შეუსაბამო ენისა და მიმართვების გამოყენება. წარმომადგენლის თქმით, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა აღქმულია, როგორც პირადი, საოჯახო საკითხი, რომელიც ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს.

ამას გარდა, 2014 წლის ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო წერდა, რომ „ყველაზე მეტად ქალთა წინააღმდეგ დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებს ხელს უწყობდა ღრმად გამჯდარი პატრიარქალური დამოკიდებულება პოლიციის, სასამართლოს, სხვა რელევანტური საჯარო მოხელეების თუ ადგილობრივი თემის ლიდერების მხრიდან. შედეგად, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საქმეებში სისხსლისამართლებრივი დევნა ხშირად არ იწყება, ქალებს სისტემატურად არ ანიჭებენ დამცავ ორდერებს და ზოგიერთი ქალი აწყდება სირთულეებს განქორწინების დროს, ზოგჯერ ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროსაც კი.[3]

[1] United States Department of State – AZERBAIJAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT available at

[accessed 6 March 2019]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Azerbaijan, 28 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ac48b0ea.html [accessed 6 March 2019]

[3] OECD – Organisation for Economic Co-operation and Development – Country profile on discrimination of women and girls (laws, social norms and practices) Azerbaijan – available at

[accessed 7 March 2019]

სიერა-ლეონე. ინფორმაცია საზოგადოება “Poro Society” შესახებ. მარტი, 2018

ირლანდიის ლტოლვილთა დოკუმენტირების ცენტრი სიერა-ლეონეში მოქმედი პოროს საზოგადოების შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2009 წელს გამოქვყენებული ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, პოროს საზოგადოება წარმოადგენს  სიერა-ლეონეში დიდი ხნის წინ დაფუძვნებულ კულტურულ ჯგუფს, რომელიც ასევე წარმოადგენილია სომალისა და კოტ-დ’ივუარში. საზოგადოების წევრები არიან მხოლოდ მამაკაცები, რომლებიც არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის – მენდესა და ტემნეს წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით, Bloomberg 2015 წელს წერდა, რომ „პოროს საზოგადოებაში გაწევრიანება სიერა-ლეონელი ბიჭისთვის (ხოლო „ბონდოს“ საზოგადოებაში – გოგონებისთვის) სერიოზული წარმატების ნიშანია, შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფის წევრი, ბევრი გავლენიანი პირია.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების ბორდი სიერა-ლეონეში მოქმედი ჯგუფი სახელწოდებით – Poro Society-ს შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2015-2017 წლის ივლისი) წერს, რომ აღნიშნული საზოგადოება წარმოადგენს მამაკაცთა საიდუმლო ჯგუფს. აღნიშნული საზოგადოების წევრები, ძირითადად, არიან ტემნეს და მენდეს ეთნიკური ჯგუფებიდან. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ თემაზე ერთ-ერთი ექსპერტი უთითებს, რომ “ასეთი დაჯგუფებები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არეგულირებენ და აკონტროლებენ ცხოვრების მრავალ ასპექტს“. ანგარიშის მიხედვით, მსგავსი საიდუმლო საზოგადეობები სიერა-ლეონეში „შეიქმნა იმ მიზნით, რომ ზრდასრულობისთვის მოემზადებინა მოზარდი გოგონები და ბიჭები“. 2012 წელს გამოცემული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს მიხედვით, „პოროს საზოგადოება ყოველთვის ყურადღებას ამახვილებდა და დღესაც ამახვილებს მოზარდი ბიჭების მომზადებაზე, რათა მათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიკავონ“. ამ საკითხის გარშემო, 2017 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, „საიდუმლო საზოგადოებების წევრობა სიერა-ლეონეში პიროვნებად ჩამოყალიბების წინაპირობაა და ისინი (წევრები) დიდი გავლენითა და საზოგადოებრივი პრესტიჟით სარგებლობენ როგორც ადგილობრივ საზოგადოებაში, ასევე – ეროვნული პოლიტიკის დონეზე.“

წყაროთა მიხედვით, საზოგადოების ახალწვეულების იარებით ნიშნავენ. ისინი ღამით მშობლებისა და მეგობრებისგან მოშორებით, ბანაკებში ღია ცის ქვეშ იძინებენ, სწავლობენ ანტიკურ ტრადიციებსა, ეუფლებიან დასარტყამ ინსტრუმენტსა და პოროს სიმღერებს. ბოლოს, ისინი მიჰყვათ ნიღბიან სხვა წევრებთან, რომლებიც სულებს განასახიერებენ. აღნიშნული წვრთნების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები სახლებს უბრუნდებიან, როგორც სრულფასოვანი ზრდასრულები.

წყაროთა ინფორმაციით, აღნიშნული გაწევრიანების „პროცედურები“ და სწავლებები, როგორც წესი, ნეომბრიდან მაისამდე პერიოდში იმართება. ზოგიერთ შემთხვევაში, პირისთვის საზოგადოებაში მისი როლის სწავლება და წვრთნები 3 წლამდეც გრძელდება.

ანგარიშის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან ის პირები, რომლებიც უარს ამბობენ გაწევრიანებაზე ან საზოგადოების შიგნით მმართველობითი თანამდებობების დაკავებაზე, კვლევითმა დირექტორატმა ვერ მოიპოვა. აგრეთვე, წყაროების მიხედვით, მწირი იყო ინფორმაცია ასეთი შემთხვევების დროს სახელმწიფო დაცვის თაობაზე.

წყაროთა მიხედვით, „ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი არის პოროს საზოგადოების წევრი“. ამ საკითხზე 2017 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, „მმართველი ელიტის მამაკაცთა უმრავლესობა ატარებს პოროს წევრის სტატუსის, რაც განპირობებულია საზოგადოების სიმბოლური ძალით. ამას გარდა, ისინი ასევე იყენებენ საკუთარ თანამდებობრივ მდგომარეობასა და პოზიციას, რათა თავი აარიდონ კანონსა და პასუხისმგებლობას ადამინის უფლებათა იმ დარღვევებისთვის, რომელსაც ისინი „კულტურის დაცვის“ მოტივით ჩადიან.

2016 წელს ადგილობრივი მედია საშუალება Concord Times წერდა, რომ პოროს საზოგადოების წევრები თავს დაესხნენ ქალაქ ბრონტჰეში მდებარე სიერა-ლეონეს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საზღვაო ბაზას. ინციდენტის შედეგად პოლიციამ 12 პირი დააკავა.

2017 წელს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა წერდა, რომ A.P.C პარტიის ერთ-ერთი ახალგარზდა აქტივისტის – მოჰამედ ტაიმეჰის მკვლელეობის ბრალდებით, დაკავებული იყო 7 პირი. სტატიის მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა, სავარაუდოდ სიკვდილამდე აწამეს ტაიმეჰი მას შემდეგ, რაც მოტყუებით წაიყვანეს პოროს საზოგადოების წმინდა ტყეში. ბრალდებული პირების საქციელით განაწყენებულმა პოროს საზოგადოების ლიდერებმა, თავისივე რიგებიდან  სწრაფადვე გამოაშკარავეს დამნაშავეები და გადასცეს შესაბამის სამსახურებს. სტატიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ სასამართლო პროცესზე პოროს ლიდერებმა ჩვენებაც მისცეს, რომლის მიხედვითაც, მათ არ უნდოდა საზოგადოებისთვის აღნიშნული ქმედების გამო ჩირქის მოცხება და და რომ ისინი ემიჯნებოდნენ ტაიმეჰის მკვლელობას.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში სიერა-ლეონეში ზოგიერთი საიდუმლო საზოგადოების შესახებ წერს, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დომინირებს ოჯეჰ-ის საზოგადოება, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში სანდე/ბონდო ჯგუფები, ხოლო სამხრეთში – პოროს საზოგადოება.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის მიხედვით, 2016 წელს ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც 12 პირი, მათ შორის – საზოგადოების ლიდერი დააკავეს. ამას გარად, 2018 წლის 16 აპრილს სიერა-ლეონეს უზენაესმა სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მმართველი პარტია SLPP წევრს ოპოზიციური APC პარტიის  ახალგაზრდა წევრის მკვლელობისთვის. მკვლელობის მოტივი იყო ის ფაქტი, რომ ახალგაზრდამ უარი განაცხადა გაწევრიანებულიყო ქალაქ კენემაში მოქმედ პოროს საზოგადოებაში, რადგან აღნიშნულ ქალაქში ძირითადად SLPP მხარდამჭერები ცხოვრობდნენ. მას სურდა პოროს საზოგადოებას მიერთებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში.[3]

[1] RDC – Refugee Documentation Centre, Legal Aid Board – Query response on Sierra Leone: Poro society, available at

[accessed 27 February 2019]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Sierra Leone: Information on the Poro Society, including rituals and initation; ability to refuse initiation or leadership roles; availability of state protection (2015-July 2017), 18 September 2017, SLE105973.E, available at: https://www.refworld.org/docid/5aa90b854.html [accessed 27 February 2019]

[3] EASO – COI QUERY – Query response on the Ojeh or Oje society, available at 

[accessed 28 February 2019]

არაბთა გაერთიანებული საამიროები. პალესტინელების მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2019

ავსტრიის წარმოშობისა და თავშესაფრის საკითხთა კვლევების და დოკუმენტირების ცენტრი – ACCORD 2018 წლის 25 ივნისს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პალესტინელთა ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

1.1 მდგომარეობა გადაადგილების თავისუფლების კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების კუთხით, მოქალაქეობის არმქონე პირებს გარკვეული შეზღუდვები ექმნებათ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა გადაადგილებასთან დაკავშირებით, რაც ხშირად გამოწვეულია პასპორტისა თუ სხვა ტიპის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ ქონით. თუმცა, დუბაის ერთ-ერთი იურიდიული ფირმის უფროსმა წარმომადგენელმა კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითების საბჭოს (შემდგომში – IRB) განუცხადა, რომ „პალესტინელებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ პალესტინის მიერ გაცემული შესაბამისი ვიზა“.

1.2 განათლებაზე, ჯანდაცვასა და დასაქმებაზე წვდომა.

დუბაის ბინადრობისა და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორატის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლებზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა შვილებს, „სპარსეთის ყურის ურთიერთანამშრომლობის საბჭოს“ (Gulf Cooperation Council) წევრთა შვილებს და იმ პირთა შვილებს, რომლებიც ფლობენ ქვეყნის პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტის მიერ გაცემულ დეკრეტს. კერძო სკოლებში განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ ბავშვს, ხოლო სწავლის წლიური ღირებულება მერყეობს 5000-დან 70 000 დირჰამამდე (1164-დან 16 296 ევრომდე).

IRB პალესტინურ არასამთავრობო ორგანიზაცია BADIL-ის მკვლევარზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებულ საამიროებში იმ პალესტინელებს, რომელთაც გააჩნიათ სამუშაო ნებართვა, არ აქვთ წვდომა ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, შესაბამისად, ამ კუთხით, ისინი დამოკიდებულნი არიან კერძო სექტორზე. თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევეს უცხო ქვეყნის საჯარო სექტორში მომუშავე პირის ორ შვილს, უფასოდ ისწავლონ საამიროების საჯარო სკოლებში.

რაც შეეხება დასაქმებაზე წვდომის კუთხით მდგომარეობას, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ დასაქმების ბაზარზე პირის წვდომა, მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც კანონიერი რეზიდენტის სტატუსზე. ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირებს, ასევე იმათ, ვისაც გააჩნიათ დროებითი ან ვადაგასული ვიზა, ზოგადად, შეზღუდული წვდომა აქვთ შრომით ბაზარზე. ამას გარდა, განათლებასა და სხვა საჯარო სერვისებზე, მათ შორის – ჯანდაცვაზე წვდომა, ასევე დამოკიდებულია პირის, როგორც კანონიერი რეზიდენტის სტატუსზე. შესაბამისად, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ზოგიერთ ერაყელ ან სირიელ ლტოლვილს და მათ ოჯახებს, არ გააჩნდათ წვდომა ჯანმრთელობის დაცვასა თუ განათლებაზე. მთავრობა, ხშირად გლუკი-ს ჩარევის შემდეგ, ნებას რთავდა ზოგიერთ ოჯახს, ესარგებლა კონკრეტული სერვისებით, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა. ზოგიერთი საავადმყოფო მზად იყო, ემკურნალა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დაზღვევა არ გააჩნდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, პაციენტებს მკურნალობის თანხა წინასწარ, სრულად უნდა გადაეხადათ.

ორგანიზაცია Gulf  Labour Markets and Migration (GLMM) მიხედვით, ფედერალურ დონეზე, სადაზღვევო პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ხოლო აბუ დაბის საამიროში, დამსაქმებელი ვალდებულია ჯანმრთელობის დაზღვევით დააზღვიოს მასთან მომუშავე ყველა დასაქმებული და მათი ოჯახის წევრებში, რომელშიც შედის მეუღლე და 18 წელს ქვემოთ მაქსიმუმ სამი შვილი.

2013 წლის კანონი N11 მიხედვით, დუბაის საამიროში დამსაქმებელი ვალდებულია მის მიერ დასაქმებული უცხოელებისთვის უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. ამას გარდა, დასაქმებულის გარანტორიც ასევე ვალდებულია, მიაწოდოს მას სადაზღვევო სერვისები, იმ შემთხვევაში, თუ მას დამსაქმებლისგან აღნიშნული დაზღვევა უკვე არ აქვს.[1]

[1] ACCORD – Query response on the United Arab Emirates: 1.) Residence status and possibilities of return; 2.) General situation of Palestinians [a-10656] available at

[accessed 13 February 2019]

ირანი. დერვიშები; მათი უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. თებერვალი, 2019

ონლაინ ენციკლოპედია Britannica-ს მიხედვით, დერვიშები განეკუთვნებიან ისლამის ერთ-ერთ სუფისტურ დენომინაციას. სუფისტური მიმდინარეობები, ძირითადად, დაარსებულ იქნა 12 საუკუნეში და მათთვის დამახასიათებლ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს „შეიხისადმი“ ანუ მიმდინარეობის მეთაურისადმი უსიტყვო მორჩილება და დისციპლინა, ასევე, ახლო სულიერი ურთიერთობა მასსა და მიმდევრებს შორის. მიმდევრები ასევე სწავლობენ „სილსილაჰ“-ს, რაც საძმოში სულიერ ინტეგრაციას ნიშნავს.  ამას გარდა, დერვიშთათვის უმთავრესი ღირებულებებია სიყვარული, ღმერთისდმი მსახურება და პიროვნების ეგოისტური მისწრაფებებისგან გათავისუფლება.

დერვიშების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ლოცვითი რიტუალი არის „დჰიკრ“, რომელიც გულისხმობს ალაჰის მადიდიებელი კონკრეტული ლოცვის მრავალჯერადად გამეორებას, რათა აღნიშნული მეთოდით მიაღწიონ ღმერთთან დამაკავშირებლ ექსტაზის მდგომარეობას. სუფისტური რწმენებით, ზემოხსენებული ექსტაზის მდგომარეობის მიღწევა ასევე შესაძლებელია მრავალჯერადად განმეორებითი ფიზიკური დატვირთვით, რომლის ნათელი მაგალითიცაა ყველასთვის ცნობილივ „სამა“ ანუ სუფისტური „ტრიალი“. დერვიშები შესაძლოა ცხოვრობდნენ როგორც ჯგუფებად, ასევე – განცალკევებულად. მათი წევრები ძირითადად საზოგადოების ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან. დერვიშთა თემი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუა საუკუნეების ცენტრალური ისლამური სახელმწიფოების პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში, თუმცა დღესდღეობით მათი მონასტრები მთავრობების კონტროლსაა დაქვემდებარებული, ხოლო მათ რელიგურ შეხედულებებს კონსერვანტი მუსლიმი თეოლოგები არ იზიარებენ. მოხეტიალე დერვიშს „ფაკირი“ ეწოდება.[1]

კანადის იმიგრაციის საბჭო 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გონაბადი დერვიშების შესახებ წერს, რომ გონაბადის ორდენი არის ნემათოლლაჰი სუფისტური ორდენის 3 ძირითადი განშტოებიდან ერთ-ერთი. ორდენის წარმომადგენლები საკუთარ თავს შიიტებად მიიჩნევენ. თავად სახელი მომდინარეობს ხორასნის პროვინციაში მდებარე ქალაქ გონაბადიდან, სადაც სულთანი ალი შაჰ – ორდენის ერთ-ერთი დიდი მაგისტრი, დაიბადა.

წყაროთა ინფორმაციით, გონაბადის ორდენი ირანში ყველაზე დიდი სუფისტური მიმდინარეობაა. ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მერყეობს. ისინი ცხოვრობენ მთლიანი ირანის მასშტაბით, მათ შორის დიდ ქალაქებში, როგორიცაა თეირანი და ისფაჰანი.

კვლევით ჯგუფთან სატელეფონო საუბრისას, ექსეტერის უნივერსიტეტის არაბული და ისლამური ინსტიტუტის ლექტორმა,  რომელსაც მრავალი ნაშრომი აქვს დაწერილი ირანში სუფიზმის (მათ შორის, გონაბადის ორდენის) შესახებ, განაცხადა, რომ აღნიშნული მიმდინარეობის ძირითადი ეთიკური ღირებულებებია: ალტრუიზმი (სხვათა ინტერესების საკუთარზე წინ დაყენება); გულუხვობა; სულიერი ხედვის სიდიდე და რელიგიური შემწყნარებლობა. როგორც ყველა სუფისტი, გონაბადის მიმდევრებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად, შინაგან სულიერ წეს-ჩვეულებებს და ღმერთთან ურთიერთობას. თუმცა, სხვა სუფისტური მიმდინარეობებისგან განსხვავებით, გონაბადი დერვიშებს მათი ლიდერისგან აკრძალული აქვთ ასკეტიზმი და გარესამყაროსგან გამიჯვნა.

გუნაბადი სუფისტები რჩებიან ისლამური რესპუბლიკის ფუნდემატალური იდეოლოგიის მხარდამჭერებად, რადგან აღნიშნული პოლიტიკური პოზიცია თანხვედრაშია ორდენის იდეოლოგიასთან, კერძოდ, ისლამური სწავლებების ნომოცენტრული მხარის დაცვისა (ჰიფზ-ი ზჰაირ) და უშუალოდ შარიათთან დაკავშირებული საკითხებისადმი ყურადღების კუთხით.

გონაბადის მიმდინარეობის პირველი პრინციპი არის „მორჩილება“ ქუტბის მიმართ, რომელიც ორდენის მოქმედ მეთაურს წარმოადგენს და მიჩნეულია „დედამიწაზე იმამის წარმომადგენლად“. ორი წყაროს ცნობით, აღნიშნული პრინციპი წინააღმდეგობაში მოდის შიიტურ მუტჯაჰიდის ტრადიციასთან, რომლის მიხედვითაც სწორედ მუტჯაჰიდი არის ღმერთსა და ადამიანს შორის დამაკავშირებელი.

თუმცა, გონაბადი დერვიშების ძირითადი ლოცვები და რიტუალები შიიტური ისლამის შესაბამისი რიტუალების იდენტურია (რიტუალური ლოცვა 5-ჯერ დღეში; რამადანის დროს მარხვა და მოწყალების გაცემა).

ორდენის წევრები ყოველკვირეულად იკრიბებიან „ჰოსეინიჰეებში“, რაც მათ სალოცავ ადგილებს წარმოადგნეს. ცნობების მიხედვით, შეკრებები როგორც წესი, იმართება ხუთშაბათ ან კვირა დღეს, რომლის დროსაც მრევლი ლოცულობს და უსმენს ქადაგებებსა და მუსიკას. შეკრებები ერთი საათიდან სამ საათამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქალები და კაცები განცალკევებით იმყოფებიან წირვის დროს.

იერარქია გონაბადის ორდენში შემდეგია: ორდენის სათავეში დგას დიდი მაგისტრი იგივე კუტბ ან პირ. მას ექვემდებარება 5 ან 6 შეიხი (სულიერი ლიდერი), რომელიც უფლებამოსილია, ახალწვეულები მიიღოს ორდენში. შეიხებს ექვემდებარებიან წირვის ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ წირვებს „ლოჟებში“ (სალოცავ ადგილებში). თითოულ „ლოჟას“ საკუთარი წირვის ლიდერი ყავს (დაახლოებით, 30), ხოლო რამდენიმე მათგანს – შეიხი.

იერარქიის საბოლოო რგოლს წარმოადგნენ მრევლი დერვიშები ან ორდენის წევრები. ორდენის დაფინანსება ხდება ინდივიდუალური შემოწირულობებით, მათ შორის როგორც ფულადი, ასევე უძრავი ქონების (მაგ. მიწა, სახლი) სახით.

სტატიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, დიდი მაგისტრის წოდება მემკვიდრეობით გადაიცემა. 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ირანის გონაბადი ორდენის მოქმედი მაგისტრი არის ნურ ალი ტაბანდეჰ (Nour Ali Tabandeh).[2]

ინფორმაცია დერვიშთა წევრების მდგომარეობის (უსაფრთხოების კუთხით) შესახებ ირანში

ა.შ.შ. სახემწიფო დეპარტამენტი ირანში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ 18 ნოემბერს, გონაბადი დერვიში მოჰამედ ეშაქაბადი გარდაიცვალა  რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამას გარდა, გონაბადის მიმდევრებს – კაზემ დეჰგჰანისა და სალაჰადინ მორადის ბრალი დასდეს ისეთი არალეგალური ჯგუფის წევრობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლებას ან/და მის თეოლოგიურ პოლიტიკას, ასევე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაში.

თებერვალში კავარში მცხოვრებ 7 დერვიშს სპეციალურმა სასამართლომ მიუსაჯა შიდა გადასახლება (ქვეყნის ტეროტორიაზე), ბრალდებებს შორის, სხვებთან ერთად, იყო „მოჰარებეჰ“ ანუ „ღვთის მტრობა“.

ხელისუფლება უზღუდავდა გონაბად დერვიშებს უფლებას, ესწავლათ ან ესწავლებინათ უნივერსიტეტებში. მაგალითად, პროფესორ შარამ პაზოუკის აეკრძალა აზადის უნივერსიტეტში სწავლების უფლება მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს მისი კავშირები გონაბადი დერვიშების თემთან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ირანის შესახებ ყოვეწლიურ, 2017-18 წლების ანგარიშში წერს, რომ გონაბადი დერვიშების მიმართ გამოიყენებოდა დაპატიმრებები და, ასევე, ხდებოდა მათ სალოცავ ადგილებზე თავდასხმა. რამდენიმე მათგანი თვითნებურად იქნა გათავისუფლებული სამუშაო ადგილიდან, ხოლო ზოგიერთს არ მიეცა საშუალება, სწავლა გაეგრძელებინათ უმაღლეს სასწავლებელში.[4]

Freedom House ირანის შესახებ 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ზეწოლა სუფისტურ ორდენ – ნემათოლაჰი გონაბადიზე. ადგილი ჰქონდა ორდენის სალოცავი ადგილების განადგურებისა და  წევრების დაპატიმრებების ფაქტებს.[5]

Human Rights Watch 2018 წლის 15 მარტის სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ თებერვლის ბოლოს, თეირანში დააკავეს დერვიშთა ნემათოლაჰი გონაბადის უმცირესობის დაახლოებით 300 წარმომადგენელი, მათ შორის 60 ქალი, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სცადა აქციის ძალისმიერი გზით დაშლა. შეხლა-შემოხლის შედეგად, ათობით სამოქალაქო დაშავდა, ხოლო დაიღუპა 3 პოლიციელი და 1 ბესიჯის წევრი.  9 მარტის მდგობარეობით, 130 დერვიში კვლავ რჩებოდა პატიმრობაში, უმრავლესობა – ფაშაფოიეჰის ციხეში.

დერვიშთა საპროტესტო აქციები მანამდე, 4 იანვარს დაიწყო ჩრდილოეთ თეირანის უბან ფასდარანში. აქციის მონაწილეები შიშობდნენ, რომ დაზვერვის წარმომადგენლები ცდილობდნენ, მოეწყოთ კიოსკი მიმდიბარე ტერიტორიაზე, რათა ეთვალთვალათ ორდენის ლიდერის – ნურ ალი ტაბანდეჰის საცხოვრებლისთვის.

4 თებერვალს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და დერვიშებს შორის მოხდა მცირე დაპირისპირება, რაც მალევე აღმოიფხვრა პოლიციის ჩარევის შედეგად. მოგვიანებით, თეირანის პოლიციის უფროსმა პრესას განუცხადა, რომ არ აპირებდნენ დერვიშთა თემთან დაპირისპირებას.

20 თებერვალს გავრცელა ვიდეო, სადაც საავადმყოფოში მოთავსებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც დერვიში მოჰამედ სალლასი, ყვება, თუ როგორ შევარდა ავტობუსით პოლიციელების რიგებში, თუმცა არავის მოკვლის სურვილი არ ამოძრავებდა. 11 მარტს სასამართლო პროცესზე მას ბრალი დასდეს 3 პოლიციელის მკვლელობაში. სალასმა განაცხადა, რომ მას პოლიციელები თავს დაესხნენ და თავის არეში ბევრი ჭრილობა მიაყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

4 მარტს, პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – მოჰამედ რაჯის ოჯახს აცნობა, რომ ის გარდაიცვალა. ოჯახის წევრებო მედიასთან ინტერვიუებში აცხადებნენ, რომ დაპატიმრებისას, რაჯი ცოცხალი, თუმცა მძიმედ დაშავებული იყო. ანონიმური წყაროს ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაპატიმრებებით დაემუქრნენ რაჯის ოჯახის წევრებს, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე კიდევ ისაუბრებდნენ მედიასთან.[6]

Human Rights Watch 2018 წლის 18 ივნისის სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ ზემოხსენებული მოჰამედ სალასი 18 ივნისს სიკვდილით დასაჯეს. სალასს მსჯავრი დაედო მიუხედავად სერიოზული ვარაუდისა, რომ ის აწამეს, რათა მიეღოთ აღიარებითი ჩვენება.[7]

Human Rights Watch ირანის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ 2018 წლის მარტში, სიკვდილით დასაჯეს დერვიში მოჰამედ სალასი, რომელსაც მსჯავრი დაედო იმ ავტობუსის სავარაუდო მართვაში, რომელმაც იმსხვერპლა 3 სამართალდამაცავის სიცოცხლე. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მაისიდან მოყოლებული, ირანის სასამართლოებმა დერვიშთა ტემის 208 წევრს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და თუ სხვა ტიპის სასჯელი.[8]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „Iran’s ‘year of shame’: More than 7,000 arrested in chilling crackdown on dissent during 2018“ წერს, რომ ირანის ყველაზე დიდი სუფისტური მიმდინარეობის – გონაბადი დერვიშების წინააღმდეგ მთავრობამ მასშტაბური სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს. დააპატიმრეს ასზე მეტი ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტ პირს მიესაჯა ისეთი სასჯელები, როგორიცაა – გამათრახება, „შიდა გაძევება“ (ანუ გაძევება ქვეყნის ერთი მხრიდან მეორეში), გადაადგილების აკრძალვა და ასევე აკრძალვა, რომელიც არ აძლევს დერვიშებს საშუალებას, შეურთდნენ რომელიმე პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფს.

ანგარიშში ასევე საუბარი იყო ჟურნალისტ მოსტაფა აბდიზე, რომელიც წარმოადგენდა გამოცემა „მაჯზობაან-ე-ნოორ“ის ადმინისტრატორს. აღნიშნული გამოცემა აშუქებდა დერვიშთა წინააღმდეგ მიმართულ უფლებადარღვევებს. ზემოხსენებულ პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 26 წლისა და 3 თვის ვადით; 148 მათრახი და კიდევ სხვა ტიპის სასჯელი.[9]

[1] Encyclopedia Britannica – “Dervish”, available at https://www.britannica.com/topic/dervish [accessed 12 February 2019]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Iran: Information about the Gonabadi dervishes, including their origin, history in Iran, leaders, ideology, practice; and the treatment of dervishes and their family members by society and authorities in Iran, including whether dervishes can practice their faith in Iran (1965-2014), 23 September 2014, IRN104957.E, available at: http://www.refworld.org/docid/551e5dd14.html [accessed 12 February 2019]

[3] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Iran, 15 August 2017, available at: http://www.refworld.org/docid/59b7d89912.html [accessed 12 February 2019]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iran, 22 February 2018, available at: http://www.refworld.org/docid/5a9938e84.html [accessed 12 February 2019]]

[5] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at: http://www.refworld.org/docid/5a65b23c3.html [accessed 13 February 2019]

[6] Human Rights Watch, Iran: Crackdown on Dervish Minority, 15 March 2018, available at:

[accessed 13 February 2019]

[7] Human Rights Watch, Iran: Dervish member executed, 18 June 2018, available at:

[accessed 13 February 2019]

[8] Human Rights Watch – World Report 2019 – Iran.  available at

[accessed 13 February 2019]

[9] Amnesty International – “Iran’s ‘year of shame’: More than 7,000 arrested in chilling crackdown on dissent during 2018 available at https://www.amnesty.org/en/latest/news/2019/01/irans-year-of-shame-more-than-7000-arrested-in-chilling-crackdown-on-dissent-during-2018/ [accessed 13 February 2019]

თურქეთი. კანონის უზენაესაობა და სამართლიანი სასამართლო. თებერვალი, 2019

საერთაშორისო არასამთავორობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2018 წლის ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი -2017 წელი) წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კონკრეტული მოსამართლე იღებს მთავრობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ზოგადად, თურქეთში სასამართლო ხელისუფლება სერიოზულადაა დასუსტებული. აღნიშნული განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებია უკანასკნელი წლების განმვალობაში ათასობით ახალი, მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მოსამართლის დანიშვნა; მოსამართლეების პროფესიული რისკი, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს აღმსარულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას და, ასევე, ჯერ კიდევ მიმდინარე „წმენდა“. სამართლიანი სასამართლოს კუთხით სიტუაცია 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე შედარებით ნორმალური იყო, თუმცა 2017 წლისთვის, 4000-ზე მეტი მოსამართლე და პროკურორი იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული. საზოგადოების ფართო ფენებისთვის საინტერესო და გახმაურებულ საქმეების განსახილველად მთავრობა ამწესებს კონკრეტულ, მისდამი კეთილად განწყობილ მოსამართლეებს, რატა მათი (მთავრობის) ინტერესი გათვალისწინებული იქნას.

დამოუკიდებელი სასამართლოს კომპონენტში, Freedom House  თურქეთს მაქსიმალური 4 ბალიდან მხოლოდ 1-ით აფასებს; ხოლო კანონის უზენაესობის კომპონენტში – 2 ბალით 16-იდან, რაც წინა წელთან შედარებით 2 ბალიანი კლებაა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ კონსიტუციის მიხედვით, სასამართლო შტო დამოუკიდებელია, თუმცა კრიტიკოსთა აზრით, ის რჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ. აპრილის რეფერენდუმის შედეგად მიღებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, კიდევ უფრო დაასუსტა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ახალი კონსტიტუცია საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის მოსამართლეთა ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარს პარლამენტი ნიშნავს. ამას გარდა ცვლილებები შეეხო მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლეს საბჭოს, რომელიც ირჩევს და ანაწილებს მოსამართლეებს ქვეყნის მასშტაბით. ცვლილებების მიხედვით, საბჭოს სახელი გადაკეთდა და დაიწყო რესტრუქტურიზაცია, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა ერდოღანმა და მმართველმა AKP პარტიამ საბჭოში საკუთარ გავლენას დაქვემდებარებული პირები დანიშნეს.

სასამართლო ხელისუფლება დადგა უამრავი გამოწვევის წინაშე, რომლებმაც ძირითადად, შეასუსტა მისი დამოუკიდებლობა. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო იმ მოქმედი მოსამართლეების თუ სხვა სასამართლო პერსონალის თანამდებობიდან დთხოვნა, დროებითი გათავისუფლება ან დაკავება, რომელთაც ბრალს დებდნენ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის. დამკვირვებლები ასევე ვარაუდობდნენ, რომ მთავრობა ერეოდა კონკრეტულ ისეთ ქეისებში, რომლებიც დაკავშირებული იყო გიულენისტების გასამართლებასთან.

3 აპრილს მოსამართლეთა და პროკურორთა საბჭომ თანამდებობიდან დაითხოვა ის სამი მოსამართლე, რომლებმაც უდანაშაულოდ ცნეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს 21 ჟურნალისტი, რომელთაც გიულენთან კავშირი ედებოდათ ბრალად. ამას გარდა, საბჭომ გააუქმა აღნიშნული 21 ჟურნალისტის გამამართლებელი გადაწყვეტილება. დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ მოსამართლეების დათხოვნა დაკავშირებული იყო სოციალურ მედიაში გავრცელებულ პრო-სამთავრობო კამპანიასთან, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტების გათავისუფლება გაკრიტიკებული იყო.

რაც შეეხება სამართლიან, ღია და გამჭირვალე პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება კანონით გარანტირებულია, ადვოკატები და უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში ადგილი ჰქონდა  აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის მზარდ  შემთხვევებს. მას გარდა, მათი აზრით, საგანგებო მდგომარეობით განპირობებულმა სამთავრობო ქმედებებმა ზემოაღნიშნულ უფლებას ჩრდილი მიაყენა.

აპრილის რეფერენდუმის საფუძველზე გაუქმდა სამხედრო სასამართლოები.[2]

Amnesty International თურქეთის შესახებ 2018 წელს გამოაქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017-2018 წლები) წერს, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც თითქმის სრულიად ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც დაითხოვეს და დააკავეს ქვეყანაში მოსამართლეთა დაპროკურორთა მთლიანი რაოდენობის თითქმის მესამედი, რჩებოდა მძიმე პოლიტიკური წნეხისა და გავლენის ქვეშ.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Turkey, 2 February 2018, available at:

[accessed 25 January 2019]

[2] United States Department of State – TURKEY 2017 HUMAN RIGHTS REPORT available at

[accessed 25 January 2019]

[3] Amnesty International Report 2017/18 – Turkey available at https://www.refworld.org/country,COI,AMNESTY,ANNUALREPORT,TUR,,5a9938470,0.html [accessed 25 January 2019]