დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-31 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობამ ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებები და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის განცხადებაში სამ ძირითად მიმართულებაზეა საუბარი, კერძოდ: უნდა შეწყდეს ცეცხლი და სამხედრო ოპერაცია ქურთისტანის ტერიტორიაზე, ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები უნდა გაიყინოს და კონსტიტუციის საფუძველზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.[1]

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მიუხედავად, ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქალაქ მოსულთან ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს. ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელისუფლებო ჯარებმა ქურთული სამხედრო დანაყოფების სიახლოვეს მძიმე არტილერია და ტანკები განათავსეს. „პეშმერგას“ მებრძოლებმა შიიტური სამხედრო დაჯგუფების მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ქურთების თავდაცვით პოზიციებზე ინფორმაციას აგროვებდა.[2]

27 ოქტომბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის 24 საათის განმავლობაში შეჩერების ბრძანება გასცა. „ოპერაციის შეჩერება ფედერალურ ძალებსა და რეგიონს შორის შესაძლებლობის გაჩენას ისახავს მიზნად. ერაყის არმია ყველა სადავო ტერიტორიაზე და საერთაშორისო საზღვრებზე უნდა განთავსდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული სისხლისღვრა ერთი სამშობლოს შვილებს შორის“, – ნათქვამი იყო ჰაიდერ ალ-აბადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცოტა ხნით ადრე, ერაყის მთავრობამ ქურთებს თურქეთის სასაზღვრო რაიონიდან გასასვლელად რამდენიმე საათი მისცა. აღნიშნულ ზონაში ნავთობსადენი „კირკუკი – ჯეიჰანი“ გადის.[3]

ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები რეგიონული პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი ერაყის ქურთისტანის მეთაურის, მასუდ ბარზანის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმებოდნენ. მასუდ ბარზანიმ რამდენიმე საათით ადრე რეგიონულ პარლამენტს წერილობით აცნობა, რომ პირველი ნოემბრიდან ის საკუთარ პოზიციას ტოვებს. მიზეზად კი ერაყის ქურთისტანის ლიდერი წარმატებით დაძლეულ რეფერენდუმის შედეგებს ასახელებს, რომელმაც საბოლოო ჯამში რეგიონალური კრიზისი გაამწვავა. ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა ბარზანის გადაწყვეტილებას მხარი 70 ხმით, 23-ის წინააღმდეგ დაუჭირა, რასაც პეშმერგას მებრძოლთა გაღიზიანება და პარლამენტის შენობაში შეჭრა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმაც.[4]

ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ.[5]

ირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა – გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად დამარცხებული და განდევნილი ჯიჰადისტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ხუთი ათას 600 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა. მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში 40 ათასზე მეტი სხვა ქვეყნის (სირიისა და ერაყის გარდა) მოქალაქე იბრძოდა. გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ყველაზე მეტი ჯიჰადისტი თურქეთში, რუსეთში, საუდის არაბეთსა და ტუნისში დაბრუნდა, ევროპის ქვეყნებს შორის კი ამ მხრივ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია გამოირჩევა, სადაც დაეშის რიგებში მებრძოლი ამ ქვეყნების 300-დან 500-მდე მოქალაქე ჩავიდა. ზემოთ ხსენებულ 40 ათას უცხოელ მებრძოლს შორის 19 ათასი იდენტიფიცირებულია.[6]

ურქეთში დაკავებული 8 უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს – თურქეთში დაკავებული რვა უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულ გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ თურქეთის ბიუროს დირექტორსა და მათ თურქ კოლეგებს. თურქეთის პროკურატურამ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. გერმანელ პეტერ შტოიდტნერს, რომლის გამოც ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები დაიძაბა, შეუძლია თურქეთის ტერიტორია დატოვოს. ის სამშობლოში გამგზავრებას უახლოესი ავიარეისით გეგმავს. უფლებადამცველები სტამბულში 5 ივლისს დააპატიმრეს. ისინი სემინარს ესწრებოდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამჟამად ციხეში რჩება კიდევ 3 ადამიანი. შტოიდტნერის დაპატიმრების გამო, ბერლინმა მოუწოდა ევროკომისიას, თურქეთის ფინანსურ დახმარებას გადახედოს.[7]

თურქეთში სანაპირო დაცვის ყოფილი ოფიცრები გაასამართლეს – ანკარის სასამართლომ თურქეთის სანაპირო დაცვის ყოფილ ოფიცრებს და ყოფილ ხელმძღვანელს ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. სულ აღნიშნულ საქმეში სანაპირო დაცვის 25 ოფიცერს ედებოდა ბრალი. მათგან სამი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.[8]

ტერაქტი მოგადიშუში – სომალის დედაქალაქში, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვია. მოგადიშუს ცენტრში მდებარე სასტუმროში ექსტრემისტები შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, გაქცევის მცდელობისას ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, კიდევ სამი ბოროტმოქმედის დაკავება პოლიციამ მოახერხა. გამოძიების ცნობით, თავდასხმა მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ექსტრემისტების იერიში. თვითმხილველების ცნობით, სასტუმროს, რომელსაც თავს დაესხნენ, ბევრი სომალელი სამხედრო მოსამსახურე იცავდა, რადგან იქ სომალის მთავრობის წევრების მონაწილეობით კონფერენცია იყო დაგეგმილი. „ასოშიეთედ პრესი“ იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა სასტუმროში მყოფი 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის იყო ერთი მინისტრი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ალ შაბააბმა“ აიღო. ისინი სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრება სურთ.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებებს სთავაზობს; ავტორი – გივი ბარამიძე; 25.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185540.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 26.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185726.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის პრემიერმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა; ავტორი – გივი ბარამიძე; 28.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185984.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ; ავტორი – სალომე თორაძე; 30.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186159.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის საზღვარზე კონტროლი დაამყარა; 31.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186454.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური – სირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა; ავტორი – ქეთი თუთბერიძე; 24.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185499.html

[7] The Washington Post; Turkish court frees 8 activists from jail pending verdicts; By Neyran Elden and Suzan Fraser; October 26, 2017; available at: https://www.washingtonpost.com/world/europe/turkish-court-frees-8-activists-from-jail-pending-verdicts/2017/10/26/a4fb80c6-ba0b-11e7-9b93-b97043e57a22_story.html?utm_term=.a34cb9423896

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ანკარის სასამართლომ სანაპირო დაცვის 25 ყოფილ ოფიცერს, მათ შორის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ავტორი – ქეთი ჩოხელი; 27.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185913.html

[9] Reuters; At least 29 dead after Islamist attack on Somali hotel; By Abdi Sheikh, Feisal Omar; October 29, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-violence/at-least-29-dead-after-islamist-attack-on-somali-hotel-idUSKBN1CY047

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო. „სქაი არაბიას“ ცნობით, ერაყელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს რეგიონში მდებარე ბუნებრივი აირის საბადო და ელექტრო სადგური. სამხედროებმა, ასევე, დაამყარეს კონტროლი პოლიციის განყოფილების შენობაზე და გადაკეტეს კირკუკისკენ მიმავალი რამდენიმე საავტომობილო გზა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ კირკუკის სიახლოვეს ერაყელ ჯარისკაცებსა და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. ორშაბათს დილით ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეირდარ ალ აბადიმ გასცა განკარგულება, რომ სამხედროებმა კირკუკში სტაბილურობის აღსადეგნად სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.

ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სადავო ტერიტორიად მიჩნეულ კირკუკში უსაფრთხოება ადგილობრივ საჯარისო დანაყოფებთან ერთად ცენტრალური მთავრობის მიერ გაგზავნილმა სამხედროებმა უნდა დაიცვან. კირკუკი ერაყის ქურთისტანის ნაწილი არ არის, თუმცა სექტემბერში ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კირკუკის მოსახლეობამ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით ჩატარებულ რეფერენდუმში მაინც მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბაღდადთან ურთიერთობები დაიძაბა.[1]

ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა. ამის შესახებ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წევრებმა განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ავტონომიური რეგიონის ქალაქებში ერბილსა და სულაიმანიაში 18 ათასამდე ოჯახისთვის თავშესაფრებია მოწყობილი. ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონი 16 ოქტომბერს დაიკავა. ქურთულმა სამხედრო შენაერთმა „პეშმერგამ“ დაკავებული პოზიციები უბრძოლველად დატოვა. ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.[2]

ქურთების „პეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრიც დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ კირკუკსა და ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.[3]

ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, – ნათქვამია ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერბილში ამბობენ, რომ ერაყის ხელისუფლება განაგრძობს ტანკების, არტილერიის, ასევე ამერიკული აღჭურვილობის, მათ შორის სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორების განთავსებას.

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ცენტრსა და ავტონომიურ რეგიონს შორის ურთიეერთობის დაძაბვა მოჰყვა. უთანხმოების საფუძველი ქურთების მიერ ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის კონტროლი გახდა, რომელიც ერაყის კონსტიტუციის მიხედვით ქურთისტანის შემადგენლობაში არ შედის. ერაყის არმიამ კირკუკი მცირე შეტაკებების შემდეგ დაიკავა.[4]

ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში 15 ათასი მებრძოლი იყო ჩართული. რაქა რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალად იყო გამოცხადებული. ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალები“ ამჟამად ტერიტორიის განაღმვას ცდილობენ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა. ისლამისტებმა რაქაში შარიათის კანონები შემოიღეს და აღნიშნული წესების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებდნენ და თავს კვეთდნენ. აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რაქას გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. ქალაქის გარეუბნებში ჯიჰადისტების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა კი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.[5]

ქალებისთვის ყველაზე საშიშ მეგაპოლისად კაირო დაასახელეს – სააგენტომ „Reuters“ ქალებისთვის ყველაზე საშიში მეგაპოლისები დაასახელა. პირველი ადგილი ეგვიპტის დედაქალაქს ერგო. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კაიროში გავრცელებულია ქორწინების იძულების და ქალების წინადაცვეთის პრაქტიკა. მეორე ადგილზე მოხვდა პაკისტაში მდებარე კარაჩი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა. ქალებისთვის სახიფათო მეგაპოლისებს შორის მეოთხეა დელი, სადაც ბოლო წლებში გაუპატიურებისა და მკვლელობის არაერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა. ლათინურ ამერიკაში ყველაზე საშიში ქალებისთვის პერუს დედაქალაქსა და სან პაულუში ცხოვრება აღმოჩნდა. მეათე ადგილზე გავიდა სტამბოლი, ხოლო მე-16 მოსკოვია. აშშ-დან ყველაზე საშიში ქალებისთვის ნიუ იორკია – მე-13 ადგილი, ხოლო ტოკიო, პარიზი და ლონდონი ნუსხაში ბოლო ადგილებს იკავებენ – აქ ცხოვრება მდედრობითი სქესის წარმომადგებლებისთვის შედარებით უსაფრთხოა. რეიტინგი ექსპერტების გამოკითხვის გზით შეადგინეს. მთავარი კრიტერიუმები ქალაქებში სექსუალური ძალადობის საფრთხე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მავნე ტრადიციების გავრცელება, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები და განათლების დონე იყო.[6]

ომალის ტერაქტის ახალი დეტალები – თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო იყო, რომლის მშობლიურ ქალაქშიც ორი თვის წინ, ადგილობრივმა სამხედროებმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. აღნიშნულ ოპერაციას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სომალის არმიაში მიაჩნიათ, რომ ყოფილმა ჯარისკაცმა სწორედ მათი სიკვდილისთვის იძია შური.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ორი მანქანა. ერთი „ტოიოტას“ მინივენი და სატვირთო, რომელიც 350 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული. სამიზნე მოგადიშუს აეროპორტი იყო, რომლის სიახლოვესაც გაერო-სა და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების შტაბბინა და უცხო ქვეყნების საელჩოები მდებარეობდა. აფეთქების დროს ცეცხლი კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილს მოედო, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. ბოლო ინფორმაციით, სომალის დედაქალაქში ტერაქტს 300 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ერორისტული თავდასხმები ავღანეთში – რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ტერაქტების ობიექტი ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში პოლიციის შენობები და სამთავრობო დაწესებულებები გახდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმების დროს დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს და რამდენიმე ადგილას ე.წ. „შაჰიდის ქამრებით“ პოლიციის შენობებში შეჭრა სცადეს. თუმცა, მათი განეიტრალება პოლიციამ შეძლო. ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სხეულის დაზიანება 200-მდე ადამიანმა მიიღო.[8]

70 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ასევე, ქაბულის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ავღანეთის სამართალდამცავების ცნობით, 72 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში, მოგვიანებით კი გურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო; ავტორი – ლევან ახალაია; 16.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183927.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა; ავტორი – გივი ბარამიძე; 19.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184521.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა; ავტორი – გივი ბარამიძე; 20.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184751.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს; ავტორი – გივი ბარამიძე; 23.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185301.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 17.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184165.html

[6] Reuters; Cairo named riskiest megacity for women, worse since Arab spring; By Heba Kanso; October 16, 2017; available at: https://af.reuters.com/article/africaTech/idAFL8N1LM1H1

[7] The Guardian; Somalia bombing may have been revenge for botched US-led operation; By Jason Burke; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/somalia-bomber-was-ex-solider-whose-town-was-raided-by-us-forces

[8] The Guardian; Wave of Taliban suicide attacks on Afghan forces kills at least 74; By Associated Press in Kabul; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/attack-afghan-police-training-centre-gardez-taliban

[9] The New York Times; Twin Mosque Attacks Kill Scores in One of Afghanistan’s Deadliest Weeks; By Jawad Sukhanyar and Mujib Marshal; October 20, 2017; available at: https://www.nytimes.com/2017/10/20/world/asia/afghanistan-kabul-attack-mosque.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 8-15 ოქტომბერი, 2017

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში მისიის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს – ორგანიზაციამ თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მისიაზე გახშირებული თავდასხმების გამო გადაწყვიტა. მიმდინარე წელს ავღანეთში განხორციელებული თავდასხმების შედეგად „წითელი ჯვრის“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვრჩება, გარდა ავღანეთში ჩვენი მისიის მნიშვნელოვნად შემცირებისა“, – განაცხადა ავღანეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.[1]

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვან მეუღლესთან ინტიმური კავშირი გაუპატიურების ბრალდებას გაუთანაბრა – არასრუწლოვან ცოლს საჩივრის დაწერა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. მანამდე, არსებული ზღვარი კი, რომელიც 15 წლით განისაზღვრებოდა, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ქვეყანაში, სადაც ქორწინებაში 23 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა იმყოფება, სასამართლო დადგენილება მოწინააღმდეგე ჯგუფებს არამიზნობრივად მიაჩნიათ. ინდოეთი ერთ-ერთია სამხრეთ აზიისა და აფრიკის მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც მცირეწლოვანთა ქორწინება ნორმად ითვლება და რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული.[2]

ალიბებმა კანადელი ტყვეები გაათავისუფლეს – ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ კანადელი ცოლ-ქმარი ჯოშუა ბოილი და კეტლინ კოლმანი ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ გაათავისუფლა. წყვილი ტერორისტებმა 2012 წელს პაკისტანში დაატყვევეს. 34 წლის ჯოშუა ბოილს და 31 წლის კეტლინ კოლმანს ტყვეობაში სამი შვილი შეეძინათ. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კანადისა და პაკისტანის მთავრობებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. კანადის სპეცსამსახურმა პაკისტანის დაზვერვას კანადის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ თალიბებთან შუამავლობა სთხოვა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები. დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ისლამაბადს არაერთხელ მოუწოდა, კანადის მოქალაქეების გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაეშურათ. კანადის მთავრობამ დაადასტურა, რომ წყვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობიდან გათავისუფლებულია.[3]

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ ტერაქტს 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა – დანაღმული სატვირთო ავტომობილი ხალხით სავსე ქუჩაზე შევარდა და სასტუმრო „საფარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. თავდაპირველად 20 დაღუპულისა და 15 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა; გარდა ამისა, მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[4]

სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადინში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია – სირიელმა ჯარისკაცებმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლება მარატ ელ-ფაუკანი აიღეს. შესაბამისად, სამხედროებმა ელ-მაიადინში გამაგრებული ტერორისტები ალყაში მოაქციეს. ელ-მაიადინი, პროვინცია დეი-ელ-ზორის ცენტრალური ნაწილიდან 45 კილომეტრშია განლაგებული და ტერორისტული დაჯგუფების წევრებისთვის მნიშნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს. აღნიშნული ქალაქი ერაყის საზღვრის სიახლოვეს არის განლაგებული. პარალელურად, თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ქალაქ იდლიბში შევიდნენ. 7 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სირიელ მეამბოხეებთან ერთად იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციას დაიწყებს.[5]

რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა – „წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება, თუმცა ეს ბრძოლა იქნება მთავარი დარტყმა ისლამურ სახელმწიფოზე. რაქას აღება დაწყებულია, 100 ჯიჰადისტი საკუთარი ნებით ჩაგვბარდა“, – განაცხადა საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა. სირიის დემოკრატიული ძალები და ხალხის დამცველთა ერთობა (Yekîneyên Parastina Gel) ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებულ დედაქალაქში უკვე შევიდნენ. ისინი ქურთ მებრძოლებთან ერთად ქალაქის შემოგარენში არიან გამაგრებულები. სირიელი ქურთების მიერ ფორმირებული, – ქურთისტანის უმაღლესი კომიტეტის სამხედრო ფრთა ხალხის დამცველთა ერთობა აცხადეს, რომ ახლო მომავალში რაქას აღება და თვითგამოცხადებული ისლამური სახელწმიფოს დამარცხება, გარდაუვალია.[6]

ტერორი

[1] Reuters; International Red Cross to “drastically” cut Afghan operations after attacks; Josh Smith; October 9, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-icrc/international-red-cross-to-drastically-cut-afghan-operations-after-attacks-idUSKBN1CE0AG?il=0

[2] The Guardian; Sex with underage wife is rape, Indian supreme court rules; Michael Safi; October 11, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/11/sex-with-underage-wife-is-indian-supreme-court-rules

[3] CNN; Freed Taliban hostage family arrives home in Canada; Adeel Raja; October 14, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/10/13/asia/taliban-family-freed-london-canada/index.html

[4] The Guardian; Mogadishu truck bomb: 500 casualties in Somalia’s worst terrorist attack; Jason Burke; October 16, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/15/truck-bomb-mogadishu-kills-people-somalia

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადანში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია; ლევან ახალაია; 8.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/182697.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ – რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა; ქეთი თუთბერიძე; 14.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183752.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 ოქტომბერი, 2017

საუდის არაბეთში სტუდენტ გოგონებს მობილური ტელეფონის ტარების უფლება მისცეს – საუდის არაბეთის განათლების მინისტრმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტ გოგონებს უფლებას მისცემენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით ისარგებლონ. მან მოუწოდა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ხელმძღვანელებს, არ შეუშალონ ხელი გოგონებს მობილურის გამოყენების შემთხვევაში. გავრცელებული ვერსიით, განათლების მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე გოგონას მშობელმა სამინისტროს საჩივრით მიმართა. მშობლები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტების უსაფრთხოების თანამშრომლები გოგონებს განსაკუთრებით აკონტროლებდნენ, შემდეგ კი მათ ტელეფონებს ართმევდნენ.[1]

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯამუ და ქაშმირის შტატის ქალაქ სრინაგარში თვითმკვლელი ტერორისტების ჯგუფი სამხედრო ნაწილს თავს დაესხა – ორმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაშავებულია სამი სამხედრო. სამხედრო ნაწილი სრინაგარის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს. თავდასხმის გამო, შეწყვეტილია ფრენა. აეროპორტი სამხედროებს აქვთ ბლოკირებული. ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ („მუჰამედის არმია“) აიღო. ქაშმირის შტატი ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. შტატის ერთ ნაწილს ინდოეთი აკონტროლებს, მეორეს კი პაკისტანი.[2]

კატალონიის რეფერენდუმი – კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეთა 90.1%-მა ხმა რეგიონის დამოუკიდებლობას მისცა, – ამის შესახებ კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა. მათი ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42,3% შეადგინა. მანამდე კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგად, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა უფლება, ჰქონდეთ საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბარსელონასა და სხვა ქალაქების ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ საგანგებო განცხადებით ესპანეთის მოსახლეობას. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიის რეგიონული მთავრობის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის რეგიონის მასშტაბით სულ 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო. შეტაკებების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.[3]

ქურთისტანის რეფერენდუმი – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და ირანის ლიდერმა ჰასან როუჰანიმ თეირანში მოლაპარაკებები გამართეს. ორივე ლიდერმა ერაყის ქურთისტანში გამართული რეფერენდუმი დაგმეს. ერდოღანმა რეფერენდუმს უკანონო უწოდა; როუჰანის შეფასებით, გამართული გამოკითხვის შედეგები „დასავლური სახელმწიფოების შეთქმულებაა“. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა და თეირანი მზად არიან, უკანონო რეფერენდუმის წინააღმდეგ ზომები მიიღონ, თუმცა ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებზეა საუბარია. ჰასან როუჰანის თქმით, თურქეთისთვის და ირანისთვის სირიისა და ერაყის საზღვრების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელი იქნება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს და განცხადეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სავაჭრო ბრუნვის გასამმაგებას გეგმავენ. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკანასკნელად თეირანში ვიზიტით 2015 წლის იანვარში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო და ლიდერებმა ერთმანეთი რეგიონში ვითარების ესკალაციაში დაადანაშაულეს.[4]

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულ 34 სამხედროს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა – პროკურატურა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. თურქული მედიის ცნობით, მათ შორისაა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირადი დაცვის უფროსიც. ჯარისკაცების სასამართლო პროცესი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მუგლაში გაიმართა. სასამართლოს შენობასთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წელს მოხდა. არეულობის დროს ოფიციალური ცნობებით, 240 ადამიანი დაიღუპა.[5]

ერაყის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან კირკუკის პროვინციაში ქალაქ ჰავიჯას გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ქალაქის ცენტრსა და რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართული არიან სწრაფი რეაგირებისა და უსაფრთხოების ძალები, ასევე „შიიტური მილიცია“. ერაყის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯიჰადისტების კონტროლისგან ამ დროისთვის ქვეყნის 90 პროცენტი გათავისუფლებულია, 2.2 მილიონი ლტოლვილი კი უკვე დაუბრუნდა ერაყის გათავისუფლებულ ტერიტორიებს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ კირკუკის პროვინციაში ქალაქი ჰავიჯა და მისი შემოგარენი 2014 წელს დაიკავა. მიმდინარე წლის ივლისში ერაყის არმიის მიერ ქალაქ მოსულის გათავისუფლების შემდეგ, ქალაქი ჰავიჯა რადიკალი ისლამისტების მთავარი დასაყრდენი გახდა.[6]

[1] Gulf News; Now, Saudi female students allowed to carry mobiles on campus; By Habib Toumi; October 3, 2017; available at: http://gulfnews.com/news/gulf/saudi-arabia/now-saudi-female-students-allowed-to-carry-mobiles-on-campus-1.2099683

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ინდოეთში თვითმკვლელი ტერორისტები პაკისტანის საზღვართან მდებარე სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს; ქეთი ჩოხელი; 3.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181869.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; კატალონიის მთავრობა – ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეთა 90.1%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა, დათვლილია ხმების 95%; აკაკი შენგელია; 2.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181657.html

[4] Al-Monitor; Erdogan, Rouhani stand together against Iraqi Kurdish state; Amberin Zaman; October 4, 2017; available at: https://www.al-monitor.com/pulse/originals/2017/10/erdogan-begins-iran-visit.html

[5] Tribune; Turkey sentences 34 to life in jail over Erdogan death plot; By AFP; October, 2017; available at: https://tribune.com.pk/story/1522911/turkey-sentences-34-life-jail-erdogan-death-plot/

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ქალაქ ჰავიჯას გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო; გივი ბარამიძე; 4.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/182198.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-30 სექტემბერი

გერმანიაში მძღოლებს მანქანის მართვისას სახის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვა აეკრძალათ – შეზღუდვა ავტოსაგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გამკაცრებას მოყვა. კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 60 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. შეზღუდვის დაწესების მიზეზად კანონმდებლებმა სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა შემთხვევის დროს მძღოლის იდენტიფიცირების პრობლემა დაასახელეს. მათი განმარტებით, საჭესთან მჯდომი მძღოლის სახე ადვილად გასარჩევი უნდა იყოს. კანონის გამკაცრების შესახებ უკმაყოფილება გერმანიაში მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელმა ნურჰან სოიკანმა გამოთქვა. მისი განმარტებით, „კანონი მკაცრდება იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არ არის. არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული, სადაც დამნაშავე ჩადრიანი ან ხიჯაბიანი მძღოლი იყო“. 2017 წლის დასაწყისში, გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოსა და სამხედრო სამსახურში ქალებს ხიჯაბის და ჩადრის ტარებას უკრძალავდა.[1]

თალიბანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოკვლა სცადა – ავღანეთის აეროპორტზე სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა სამხედრო მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს მთვარი სამიზნე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი იყო. ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩავიდა. ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტის აფეთქების შედეგად არავინ დაშვებულა. სარაკეტო იერიშის შემდეგ აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო და ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს.[2]

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს 2018 წლიდან ავტომანქანის მართვის უფლება მიენიჭებათ – საუდის არაბეთის მეფის აღნიშნულ განკარგულებას პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში დაამტკიცებს, კანონი კი 2018 წლიდან ამოქმედდება. საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფო იყო მსოფლიოში, სადაც ქალს საჭესთან დაჯდომა ეკრძალებოდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ აქამდე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ.[3]

Human Rights Watch მიანმარის შეიარაღებულ ძალებს როჰინჯების მიმართ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს – „სამხედროები აიძულებდნენ დეპორტაციას, კვლავდნენ, აუპატიურებდნენ და დევნიდნენ მუსლიმ როჰინჯებს რაქჰაინის შტატის ჩრდილოეთით, რამაც მასობრივი გადაადგილება და ურიცხვი სიკვდილი გამოიწვია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოს და დაინტერესებულ ქვეყნებს მოუწოდებს სასწრაფოდ დაუწესონ სანქციები და იარაღის ემბარგო მიანმარის შეიარაღებულ ძალებს. ასევე ქვეყნის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა დაზარალებულ ხალხთან. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის ზომები.

მიანმარელი როჰინჯების რიცხვმა კი, რომელთაც გასული ერთი თვის განმავლობაში ბანგლადეშს შეაფარეს თავი, უკვე 436 ათასს გადააჭარბა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ედრიან ედვარდსი ბანგლადეშში ჰუმანიტარული დახმარების გაორმაგების მოწოდებით გამოდის.

რაქჰაინის შტატში ვითარება 25 აგვისტოდან გამწვავდა, მას შემდეგ რაც მოძრაობა „როჰინჯას“ გადარჩენის არაკანულმა არმიამ პოლიციის 30-მდე პუნქტზე თავდასხმა განახორციელა. დღეისათვის ბანგლადეშში 800 ათასზე მეტი მუსლიმი როჰინჯა ცხოვრობს.[4]

ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა – ერთერთი ლგბტ აქტივისტი იხსენებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანი დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.[5]

ქურთისტანის რეფერენდუმი – ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ახლო აღმოსავლეთში. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ქურთებს, ისტორიაში პირველად, საკუთარი სახელმწიფო ექნებათ. საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ერბილში უკვე სახალხო ზეიმია. თურქეთში კი ერაყის ქურთისტანს სანქციებით და საზღვრის ჩაკეტვით ემუქრებიან. მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ევროკავშირი და ოფიციალური ვაშინგტონი ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ხაზს უსვამენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების დრო არასწორად შეირჩა.

რეფერენდუმის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობამ 72,16% შეადგინა. მაღალი აქტივობის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათით გახანგრძლივდა. სულ 6800-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერაყის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლოთ. ხმის მიცემის უფლება ქურთისტანის ავტონომიაში, ასევე ერაყის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის სადავო ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჰქონდათ – სულ ხუთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს. ერაყის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერაყის მთავრობამ ქურთებთან სადავო რეგიონებში სამხედრო დანაყოფები განათავსა.

რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აშშ არ აღიარებს. „რეფერენდუმი და მისი შედეგები ლეგიტიმაციას მოკლებულია და ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ერთიან, ფედერალურ, დემოკრატიულ და აყვავებულ ერაყს“, – განაცხადა რექს ტილერსონმა. ვაშინგტონმა ასევე მოუწოდა მხარეებს, მათ შორის ერაყის მეზობლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვან ძალის გამოყენებაზე.

რეფერენდუმის შემდეგ ერაყის ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რეგიონზე ზეწოლას აძლიერებს. სადავო ტერიტორიებზე შესაძლოა სამხედრო ძალები გაგზავნონ. სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, ქურთისტანი წინააღმდეგობის გასაწევად მზადყოფნას აცხადებს. შექმნილი კრიზისის დასაძლევად, ერაყის ქურთისტანის ლიდერი ოფიციალურ ბაღდადს ერაყიდან გამოყოფის პროცესის დროებით შეჩერებას სთავაზობს. ბაღდადი ამ თემაზე მოლაპარაკებას გამორიცხავს. ერაყის ხელისუფლებამ ქურთისტანის ქალაქების, ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებიდან საერთაშორისო ფრენები აკრძალა. „ადგილობრივი დროით 29 სექტემბრის 18:00 საათიდან ერბილისა და სულაიმანიას აეროპორტებში ავიარეისების მიღება და გაშვება შეიზღუდა შემდგომ შეტყობინებამდე. გამონაკლისია მხოლოდ ერაყული ავიახაზების შიდა რეისები“, – ნათქვამია ერაყის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერაყის თავდაცვის სამინისტრო ირანთან და თურქეთთან კოორდინაციით ერაყის ქურთისტანის სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დაწესებას გეგმავს. ბაღდადში ამბობენ, რომ ქურთისტანის ტერიტორიაზე არსებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დასაწესებლად სამი სამხედრო კოლონა გაიგზავნება. ერაყის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქურთისტანის რეგიონული ხელისუფლება სასაზღვრო პოსტებზე კონტროლის დათმობას არ აპირებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყის ქურთისტანის ტერიტორია დატოვონ. შესაბამისი რეკომენდაცია უწყებამ ერაყის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოსცა. რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე, თურქეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ერაყსა და სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა.[6]

ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელა – 46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულმა სააგენტომ გაავრცელა. აუდიოჩანაწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყზე, ასევე აშშ-სა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეიდან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. 2017 წლის 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.[7]

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს – გერმანიაში არჩევნები დასრულდა. პირველ ადგილზე გასული „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი, ანგელა მერკელი გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მზადყოფნას აცხადებს. „ჩვენ ყველაზე ძლიერი პარტია ვართ და ჩვენი ამოცანა მთავრობის ფორმირებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვქონდა უკეთესი შედეგების“, – აღნიშნა მერკელმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. ანგელა მერკელის მეთაურობით „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 32.9%-ით გერმანიის პარლამენტის არჩევნებში ლიდერობს.

გამარჯვების მიუხედავად, პარტიამ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. შესაძლოა ამომრჩევლებმა მსგავსი რეაგირება ლტოლვილებთან დაკავშირებით მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკაზე მოახდინეს, რომლის შედეგად გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ანგელა მერკელს სავარაუდო კოალიციური პარტნიორები ჯერჯერობთ არ დაუსახელებია. „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან“ სამთავრობო ალიანსის სურვილი უკვე გამოთქვეს „მწვანეებმა.“

გერმანიის „სოციალ-დემოკრტიულმა“ პარტიამ, რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, არჩევნებში 20.8% აიღო. შულცმა და პარტიის სხვა ლიდერებმა უკვე აღნიშნეს, რომ სოციალ-დემოკრატები სამთავრობო ალიანსში შესვლას არ გეგმავენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად ოპოზიციაში წავლენ. „ჩვენს მთავარ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე დამარცხების შემდეგ, ჩვენ ბუნდესტაგის არჩევნებშიც წავაგეთ“, – განაცხადა შულცმა პარტიის შტაბში და არჩევნების დღეს გერმანიის „სოციალ-დემოკრატებისთვის“ მძიმე დღე უწოდა.

ბუნდესტაგში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდის, არ ემხრობა ევროს და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა სურს. პარტიამ არჩევნებში 13% აიღო. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიას თითქმის 23%-მა მისცა ხმა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მსგავს შედეგს თავადაც არ ელოდნენ და გერმანიაში „პოლიტიკური მიწისძვრა“ მოხდა.

საერთო ჯამში ბუნდესტაგში ექვსი პარტია შევიდა. მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარცხენეები“ და „მწვანეები.“ არჩევნების შედეგების თანახმად, გერმანიის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 709-მდე გაიზრდება, სკამების რაოდენობა კი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ – 246 (ადრე 311), „სოციალ-დემოკრატები“ – 153, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 94, „თავისუფალი დემოკრატები“ – 80, პოზიციები გაიმყარა „მემარცხენეების“ ფრაქციამ, რომელმაც 69 მანდატი მიიღო (ადრე 64), ფრაქცია „მწვანეები“ – 67 (ადრე 63).

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ანგელა მერკელს კოალიციური პარტნიორების ძებნა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ ალიანსში არ მიიწვევენ ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის.“ გარდა ამისა, მერკელმა უნდა დაარწმუნოს მთელი ქვეყანა და შესაძლოა პარტიის ზოგიერთი წევრიც, რომ ყველაზე უკეთ უხელმძღვანელებს ქვეყანას. ეს იყო ხანგრძლივი და დამღლელი კამპანია. მართალია მერკელმა გაიმარჯვა, თუმცა შედეგი ტრიუმფით გამარჯვებას ნამდვილად არ ადასტურებს.

არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ბუნდესტაგში მართვის სადავეების ასაღებად გამარჯვებულ „ქრისტიან დემოკრატების კავშირს“ კოალიცია მინიმუმ ორ პარტიასთან სჭირდება. შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებას მერკელის პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „მწვანეებთან“ ერთად მოახდენს. მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება აღნიშნულ პარტიებს უკვე აქვთ. მსგავსი კოალიცია არსებობს შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ მიწაზე.

ისტორიაში 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნები რამდენიმე მიზეზით შევა. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდება, ეს მისი ყველაზე ცუდი შედეგია არჩევნებში. მეორე, „მემარჯვენე ნაციონალისტები“ ოფიციალურად გახდნენ გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ის, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია ნორმა გახდა, ომის შემდგომ გერმანიაში წარმოუდგენელი იყო. ახლა უკვე ეს რეალობაა.

გერმანიაში ფედერალური არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 18 წელს ზემოთ ამომრჩეველთა რაოდენობა 61.5 მილიონს აღწევს. გერმანიის პარლამენტი შერეული სისტემით ფორმირდება. ადგილების ნახევარი ეკუთვნის ერთმანდატიან ოლქებში არჩეულ კანდიდატებს, რომლებმაც უბრალო უმრავლესობით მოიპოვეს გამარჯვება. ეს არის მაჟორიტარული სისტემით არჩევა. მანდატების მეორე ნახევარი კი ნაწილდება პარტიულ სიაში მოხვედრილ კანდიდატებზე იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა აიღო პარტიამ არჩევნებზე.[8]

[1] Deutche Welle; German Bundesrat approves “burqa ban” for drives, beefs up road-race sanctions; By Jefferson Chase; 22.09.2017; available at: http://www.dw.com/en/german-bundesrat-approves-burqa-ban-for-drivers-beefs-up-road-race-sanctions/a-40642060

[2] CNN; Mattis target of failed Kabul airport rocket attack, Taliban says; By Euan McKirdy, Keith Allen and Ryan Browne; September 27, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/09/26/politics/mattis-afghanistan/index.html

[3] AlJazeera; Saudi Arabia to allow women to drive; 27 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/saudi-arabia-women-drive-170926190857109.html

[4] AlJazeera; HRW: Myanmar committing “crimes against humanity”; 26 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/hrw-myanmar-committing-crimes-humanity-170926084344042.html

[5] The Guardian; Outcry as Azerbaijan police launch crackdown on LGBT community; By Shaun Walker; 28 September 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/sep/28/azerbaijan-police-crackdown-lgbt-community

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ახალი ამბები ქურთისტანის რეფერენდუმის შესახებ; 24-30 სექტემბერი; სტატიები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://1tv.ge/ge/news/view/180934.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180775.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181452.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181426.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181007.html ; http://1tv.ge/ge/news/view/181460.html ; http://1tv.ge/ge/news/view/180606.html

[7] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის აუდიო მიმართვა გაავრცელეს; თამთა რუხაძე; 29.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/181288.html

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; არჩევნები გერმანიაში – ბერლინი ახალი პოლიტიკური გადანაწილების მოლოდინში; გივი ბარამიძე; 25.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180676.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 სექტემბერი, 2017

ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო – ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაშავდა 29 ადამიანი. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.[1]

ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება – პლებისციტი 25 სექტემბერსაა ჩანიშნული. რეგიონის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ოფიციალური ბაღდადი ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის ჩატარებას საფრთხის შემცველად ასახელებს რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი სახელმწიფოც.

ერაყის ქალაქ კირკუკში ქურთისტანის რეფერენდუმის მხარდასაჭერად ქურთებმა და არაბებმა აქცია გამართეს. დემონსტრაციაში მონაწილეობა ორი ათასამდე ადამიანმა მიიღო. ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას 25 სექტემბერს გეგმავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ერაყის ხელისუფლება ეწინააღმდეგება. რეფერენდუმმა გარკვეული დაძაბულობა შესაძლოა, სწორედ ქალაქ კირკუკში გამოიწვიოს, სადაც ქურთები, არაბები და თურქმენები ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობენ. კირკუკი დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 290 კილომეტრში მდებარეობს. კირკუკის პროვინციაზე კონტროლის პრეტენზიას, ერაყის ცენტრალური ხელისუფლება და ქურთისტანის რეგიონი აცხადებს.

აშშ-ის და თურქეთის ლიდერები ერაყის ქურთისტანში დაგეგმილ რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმის ჩატარებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ 25 სექტემბერს დაგეგმილ რეფერენდუმს არ ემხრობიან. მათ ქურთების ლიდერებს მოუწოდეს, ყველა საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყონ. აშშ და თურქეთი მზად არიან, მოლაპარაკების პროცესს მხარი დაუჭირონ.

თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო სწავლება სილოპისა და ჰაბურის რაიონებში დაიწყეს. წვრთნების პარალელურად რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაცია მიმდინარეობს. ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 25 სექტემბერსაა დანიშნული. ერაყელი ქურთების გადაწყვეტილებას რეგიონის ქვეყნების ნაწილი, თურქეთი და ირანი, ასევე არაბული სახელმწიფოების ლიგა ეწინააღმდეგება.[2] [3] [4] [5]

თურქეთმა დაკავებული ფრანგი ჟურნალისტი ლუპ ბურო პატიმრობიდან გაათავისუფლა – 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თურქეთმა ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ფრანგი ჟურნალისტი, ლუპ ბურო გაათავისუფლა. ჟურნალისტი სტამბოლიდან პარიზში უკვე დაბრუნდა. „უდიდეს შვებას ვგრძნობ, რადგან დღეს დილამდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მათავისუფლებდნენ. ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა. შემდეგ უბრალოდ აეროპორტში მიმიყვანეს და მთელი ეს ისტორია დასრულდა“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. საფრანგეთში ლუპ ბუროს ახლობლები და კულტურის მინისტრი ფრანსუაზა ნისენი დახვდნენ. ჟურნალისტს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. ლუპ ბუროს გათავისუფლება ანკარაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტის შედეგად მოხერხდა, რომელმაც მოლაპარაკებები თურქ კოლეგასთან და პრეზიდენტ ერდოღანთან გამართა. ლუპ ბურო ერაყ-თურქეთის საზღვარზე 26 ივლისს დააკავეს. ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმაურება ეუთოს მედიათავისუფლების ბიუროც და თურქეთის ხელისუფლებას დაკავებული ჟურნალისტების, მათ შორის ოპოზიციური გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ რედაქციის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.[6]

გერმანელ მოზარდს ერაყში სიკვდილით დასჯა ემუქრება – გერმანიის 16 წლის წლის მოქალაქე ლინდა ვენზელს, რომელიც თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრის არაოფიციალური ცოლი იყო, ერაყის სასამართლომ, შესაძლოა, სიკვდილი მიუსაჯოს. ლინდა ვენზელი მოსულში ჯიჰადისტების განდევნის შემდეგ, ერაყელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს. ის დღესდღეობით ბაღდადის ციხეში იმყოფება. ერაყის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლინდა ვენზელი ჯიჰადისტებს შორის ერთ-ერთი იყო, „ვინც უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი ხელით ხოცავდა“. ვენზელი დრეზდენიდან ერაყში 2016 წელს ჩავიდა. მან თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წევრი ინტერნეტით გაიცნო. როგორც ირკვევა, ჯიჰადისტს თურქეთში შეხვდა, საიდანაც ჯერ სირიაში, შემდეგ კი ერაყის ქალაქ მოსულში გაემგზავრნენ. ლინდა ვენზელის ქმარი რამდენიმე თვის წინ მოკლეს. ვენზელის საქმით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მოქალაქეთა ექსტრადირების შესახებ ამ დრომდე არ გაფორმებულა, რაც გოგონას სამშობლოში დაბრუნების პროცესს აფერხებს. ვენზელის ჩათვლით ბაღდადის ციხეში სასჯელს გერმანიის სამი მოქალაქე იხდის. 2016 წელს ერაყის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ 80-მდე ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუ ერაყის პრემიერ-მინისტრი გერმანელ მოზარდს არ შეიწყალებს, შესაძლოა, ლინდა ვენზელი ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლონ, რაც ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უმკაცრეს სასჯელს – ჩამოხრჩობას ითვალისწინებს.[7]

დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, სირიის არმიამ მდინარე ევფრატი გადალახა – სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქის მახლობლად რამდენიმე სოფელი გათავისუფლდა. სირიის არმიამ სატანკო დივიზიისა და რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, მდინარე ძალის გამოყენებით გადალახა. ოპერაციის დროს საინჟინრო დანაყოფის მიერ გაკეთებული ხიდი იქნა გამოყენებული. ოპერაციის დროს სირიის არმიამ ჯიჰადისტების სამხედრო ავტომობილები გაანადგურა. სირიის სამთავრობო ძალები შეტევას ქალაქშიც ახორციელებენ. ჯიჰადისტების კონტროლისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი უბანი გათავისუფლდა. ქალაქ დეირ ელ-ზორს რადიკალი ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.[8]

აშშ ავღანეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის – მათი უმრავლესობა დანიშნულების ადგილზე უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა. ამჟამად ავღანეთში უკვე იმყოფება 11 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი. გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთის შესახებ სტრატეგია გაასაჯაროვა, რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში ამერიკული კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, დონალდ ტრამპი თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ხშირად მოუწოდებდა, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისკენ. თუმცა გასულ თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ამ ქვეყანაში ტერორისტების დამარცხებამდე დარჩებიან. ამერიკელი სამხედროები ავღანეთში უკვე 16 წელია იმყოფებიან. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერასთან ერთად, ისინი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, ავღანეთის მთავრობა სრულად მხოლოდ ტერიტორიების ნახევარს აკონტროლებს.[9]

პირველ ოქტომბერს კატალონიის ხელისუფლება ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს – ესპანეთის ხელისუფლება რეგიონის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს, ფედერალურმა მოსამართლეებმა კი რეფერენდუმის აკრძალვასთან დაკავშირებით ინსტრუქციები გამოაქვეყნეს. ესპანეთის პოლიციამ რამდენიმე კატალონიელი მაღალჩინოსანი დააკავა, ასევე რამდენიმე რეგიონულ განყოფილებაში ჩხრეკა ჩატარდა. ამის საპასუხოდ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ათასობით კატალონიელი ქუჩებში გამოვიდა.

კატალონიის 700-მდე ქალაქის მერმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. მანამდე ესპანეთის მთავრობამ მერებს მოუწოდა, გაემიჯნონ არაკონსტიტუციურ რეფერენდუმს, რომელიც სასამართლოს მიერ არალეგიტიმურადაა აღიარებული. ესპანეთის სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვიდმეტივე ავტონომიაში ტარდება. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოქტომბრის ე.წ. რეფერენდუმი არაკანონიერად ცნო.

ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ კატალონიის ავტონომიური მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ავტონომიური მთავრობის მეთაურ კარლეს პუიჩდემონს, მის მოადგილეს და თანამდებობის 12 წევრს ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივად გაფლანგვაში ედებათ ბრალი. ე.წ. რეფერენდუმის კითხვა შემდეგნაირად იქნება ფორმულირებული: „გსურთ თუ არა კატალონია იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკური წყობით?“. უახლესი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, კატალონიის დამოუკიდებლობას სულ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. გამოკითხვების თანახმად, თითქმის 7 მილიონი კატალონიელიდან 56% რეფერენდუმს არალეგარულად მიიჩნევს, ხოლო ესპანეთიდან გამოყოფას მხოლოდ 38% უჭერს მხარს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი. ბარსელონაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის პოლიციამ კატალონიის მთავრობის 14 მაღალჩინოსანი დააკავა. მათ ბრალად უკანონო რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება დასდეს. მათ დასაცავად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ესპანეთის ცენტრალური მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. „სად არის ევროპა?“, „ძირს საოკუპაციო ძალები“ – ყვიროდნენ დემონსტრანტები.[10] [11] [12]

[1] New York Post; ISIS claims responsibility for London subway attack; By Chris Perez; September 15, 2017; available at: http://nypost.com/2017/09/15/isis-claims-responsibility-for-london-subway-attack/

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება – ოფიციალური ბაღდადის რეაქცია; გივი ბარამიძე; 16.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179286.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქალაქ კირკუკში ქურთისტანის რეფერენდუმის მხარდასაჭერად ქურთებმა და არაბებმა აქცია გამართეს; გივი ბარამიძე; 20.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179832.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ-სა და თურქეთის ლიდერები ერაყის ქურთისტანში დაგეგმილ რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან; გივი ბარამიძე; 22.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180182.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო; გივი ბარამიძე; 18.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179482.html

[6] Reuters; Turkey releases French journalist detained on Iraqi border; Reuters Staff; September 15, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-france-journalist/turkey-releases-french-journalist-detained-on-iraqi-border-idUSKCN1BQ1VQ

[7] Independent; German teenage “ISIS bride” could face death penalty in Iraq; Rachel Roberts; 18 September 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/german-isis-bride-teenage-iraq-death-penalty-hanging-linda-wenzel-a7952876.html

[8] Reuters; Syrian army sends more troops across Euphrates, near U.S.-backed forces; Reuters Staff; September 18, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-army/syrian-army-sends-more-troops-across-euphrates-near-u-s-backed-forces-idUSKCN1BT2B9

[9] BBC; US sends 3,000 more troops to Afghanistan; 18 September 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-us-canada-41314428

[10] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სურს თუ არა კატალონიას ესპანეთისგან გამოყოფა; გივი ბარამიძე; 22.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180255.html

[11] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; კატალონიელი მერები ოფიციალურ მადრიდს დაუმორჩილებლობას უცხადებენ; ქეთი თუთბერიძე; 17.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/179370.html

[12] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; კატალონიაში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა; ლევან ახალაია; 21.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/180006.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 8-15 სექტემბერი, 2017

რუსეთის ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს ომის მინისტრი გაანადგურა – რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ელ-ზორთან ტერორისტული დაჯგუება ისლამური სახელმწიფოს სამეთაურო პუნქტი დაბომბა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ავიადარტყმის შედეგად მოკლულია ისლამური სახელმწიფოს ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ავიაიერიშებს სულ 40-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. უწყების განცხადებით, 5 სექტემბერს რამდენიმე არხით თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ დეირ-ელ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფების სამეთაურო პუნქტში თათბირი იყო დაგეგმილი.

გულმოროდ ხალიმოვი, მეტსახელად ალ-ტაჯიკი, ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2015 წელს გაწევრიანდა. ტაჯიკეთში მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და მასზე ძებნა გამოაცხადეს. გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხალიმოვის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ალ-ტაჯიკი ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ გახდა.[1]

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – სირია – ერაყის საზღვართან ჯიჰადისტები კონტროლს დღითიდღე კარგავენ. მულტიეთნიკური სამხედრო გაერთიანების, სირიის დემოკრატიული ძალების გენერალმა აჰმედ აბუ ხოლეჰმა განაცხადა, რომ ევფრატის სანაპიროზე დაეშის მიერ კონტროლირებადი სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

„თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს წინააღმდეგ სირიის ჯარმა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუმცა ჩვენ პასუხისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა აჰმედ აბუ ხოლეჰმა.

სირიის ჯარი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფორმირებული საერთაშორისო კოალიცია, ქურთ მებრძოლებთან ერთად და სირიის დემოკრატიული ძალები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. ნავთობით მდიდარი დეირ ელ-ზორის გათავისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტების ერთერთ მთავარ სტრატეგიულ ქალაქს წარმოადგენდა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.[2]

ერაყის მთავრობას ისლამური სახელმწიფოს წევრების უცხოელი ცოლები და შვილები ჰყავს დაკავებული – საუბარია 1400 ადამიანზე. ექსტრემისტების ნათესავები ერაყელ ჯარისკაცებს ერთერთ ბანაკში ჰყავთ დაკავებული. მათი უმრავლესობა რუსეთის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელია. თუმცა, ასევე არიან ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეებიც. როგორც ერაყის სადაზვერვო სამსახურში განაცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს ბანაკში მყოფი პირების ვინაობის დადგენა. ერაყის მთავრობა ცდილობს, იპოვოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ექსტრემისტების ნათესავებს გააჩერებენ, სანამ მათი იდენტიფიცირების პროცესი დასრულდება. მათ ბანაკში ფრანგულ, რუსულ და თურქულ ენაზე მოსაუბრე ქალები ნახეს. ჟურნალისტების შეფასებით, ბანაკში მძიმე სანიტარული მდგომარეობაა. ერაყის უსაფრთხოების ძალებში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ექსტრემისტები, მათი მეუღლეები და ბავშვები ქურთ მებრძოლებს ქალაქ ტალ აფართან ჩაბარდნენ. ქურთმა მებრძოლებმა ქალები და ბავშვები ერაყელ სამხედროებს გადასცეს, მამაკაცები კი კვლავ მათ ჰყავთ დატყვევებული.

როგორც ბანაკში მომუშავე არასამთავრობოები აცხადებენ, ექსტრემისტების ნათესავები ბანაკში ერაყელ დევნილებთან ერთად იმყოფებიან, რაც ბანაკში დაძაბულობის მიზეზი ხდება. ერაყის არმიამ ქალაქ ტალ აფარზე კონტროლი 26 აგვისტოს დაამყარა.[3]

გაერომ მიანმარში მუსლიმი როჰინჯას ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას ეთნიკური წმენდა უწოდა – ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა მიანმარის ხელისუფლებას მოუწოდა, ჩრდილოეთის შტატ რაკჰაინში გაეროს დამკვირვებლების წვდომა უზრუნველყოს, სადაც მიანმარის არმიასა და მუსლიმებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, უკვე 1000-ზე მეტი როჰინგაა დაღუპული, დაახლოებით 300 ათასი კი ბანგლადეშისთვის ცდილობს თავის შეფარებას. დაძაბულობის ესკალაცია მიანმარში მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც მუსლიმურმა დაჯგუფებამ პოლიციის გამშვებ პუნქტებსა და სამხედროების ბაზებზე კოორდინირებული შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 12 წევრი დაიღუპა.[4]

დესმონდ ტუტუმ მიანმარის ლიდერს, ანგ სან სუ კის ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სიჩუმის გამო საჯაროდ უსაყვედურა. სამხრეთ აფრიკელი სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და სულიერი მოძღვარი, რომელიც სუ კის მსგავსად, ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში, მიანმარის ლიდერისთვის გაგზავნილ საჯარო წერილში ამბობს, რომ სუ კიმ უნდა ისაუბროს იმ აშკარა საშინელებაზე, რომელსაც ზოგი ეთნიკურ წმენდას, ზოგი კი ნელ გენოციდს უწოდებს.

„ჩემო ძვირფასო დაო: თუ ეს სიჩუმე შენი ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური ფასია, ეს ფასი ნამდვილად ძალიან მაღალია. ქვეყანა, რომელსაც თავის თავში არ აქვს მშვიდობა და ვერ ახერხებს, გააცნობიეროს თავისი ხალხის ღირსება და მნიშვნელობა, არ არის თავისუფალი ქვეყანა. მე უკვე მოხუცი ვარ და პენსიაზეც გავედი, მაგრამ ჩემს აღთქმას, არ ვისაუბრო საჯაროდ, ღრმა მწუხარებით ვარღვევ. ჩვენ ვართ აშკარა საშინელების მოწმე და ვლოცულობთ თქვენთვის, რომ კვლავ მოიკრიბოთ სიმამაცე და გაბედულება. ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ისაუბროთ სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ხალხის გაერთიანებისთვის. ვლოცულობთ, რათა წინ გაუძღვეთ ხალხს სიმართლის გზაზე“, – წერს დესმონდ ტუტუ.

სუ კიმ, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1991 წელს მიიღო, მიანმარში განვითარებულ ძალადობაზე, მრავალი საერთაშორისო მოწოდების შემდეგ, დუმილი 7 სექტემბერს დაარღვია და განაცხადა, რომ მიანმარში როჰენჯა მუსლიმებსა და ბუდისტებს შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირების 18 თვეში მოგვარების მოთხოვნა „ცოტათი არაგონივრულია“.

მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განვითარებული ძალადობა 25 აგვისტოს შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონში კრიზისის წარმოშობის მიზეზად მუსლიმი უმცირესობის მხრიდან პოლიციის 30 შენობაზე თავდასხმა გახდა. როჰინჯას ეთნიკურ უმცირესობასა და მიანმარის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 270 ათასზე მეტი ადამიანი მეზობელი ბანგლადეშისათვის ცდილობს თავის შეფარებას. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე დაგმო მათ წინააღმდეგ ძალადობა, ზოგმა კი მიმდინარე მოვლენები გენოციდად შეაფასა.[5]

ერაყში ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა – ერაყის სამხრეთით, ნასარიაში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ბაღდადიდან 300 კილომეტრში მდებარე დი ქარის პროვინციაში ხალხმრავალ ადგილას ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.[6]

[1] The Guardian; Russia claims killing of IS ‘minister of war’ in Syria; By AFP; 08 September 2017; available at: https://guardian.ng/news/russia-claims-killing-of-is-minister-of-war-in-syria/

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ევფრატის სანაპიროზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა; ქეთი თუთბერიძე; 09.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/178154.html

[3] Reuters; Iraq holding 1,400 foreign wives, children of suspected Islamic State fighters; Raya Jalabi, Ulf Laessing; September 10, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-families-exclusiv/exclusive-iraq-holding-1400-foreign-wives-children-of-suspected-islamic-state-fighters-idUSKCN1BL0SF

[4] BBC; Rohingya crisis: UN sees ‘ethnic cleasing’ in Myanmar; 11 Septe,ber 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-41224108

[5] The Guardian; Desmond Tutu condemns Aung San Suu Kyi: ‘Silence is too high price’; Naaman Zhou and Michael Safi; 8 September 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/sep/08/desmond-tutu-condemns-aung-san-suu-kyi-price-of-your-silence-is-too-steep

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყში ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა; ქეთი თუთბერიძე; 14.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/178996.html

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 სექტემბერი, 2017

აბუ ბაქარ ალბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია – ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის სარდლის სტეფენ თაუნსენდის თქმით, ჯიჰადისტების ლიდერი სავარაუდოდ ერაყ-სირიის სასაზღვრო ზონაში იმალება. კოალიციის სარდალი ამბობს, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ სანდო მტკიცებულება არ არსებობს. ივლისის ბოლოს არაბულმა გაზეთმა ალ-ქუდს ალ-არაბიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადიკალი ისლამისტების ლიდერი სირიის ქალაქ დეირ ელ-ზორს აფარებს თავს. ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა.[1]

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქ რაქას ძველი უბანი რადიკალი ისლამისტების კონტროლისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ქურთულმა და არაბულმა სამხედრო დანაყოფებმა ჯიჰადისტები რაქას ისტორიული ცენტრიდნ განდევნეს. სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პოზიციებს ქალაქის სხვა უბნებში ინარჩუნებენ. სირიის დემოკრატიული ძალების სარდლობაში ამბობენ, რომ ქალაქ რაქაში საბოლოო გამარჯვებისთვის დაახლოებით ორი თვეა საჭირო. რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალაქად გამოცხადებული ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაცია 2016 წელს დაიწყო.[2]

30-ზე მეტი ლგბტ თემის წარმომადგენელი ჩეჩნეთიდან კანადაში საიდუმლოდ გაიყვანეს – კანადის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებს, ეთნიკურად ჩეჩნებს თავშესაფარი უკვე მისცა. ჟურნალისტების ცნობით, ისინი ჩეჩნეთიდან კანადაში სამი თვის განმავლობაში საიდუმლოდ გაჰყავდათ. ევაკუაციის ორგანიზატორი უფლებადამცველი ორგანიზაცია „Rainbow Railway“ იყო. ორგანიზაციის დირექტორის კიმალიპაუელის თქმით, ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს, ეთნიკურად ჩეჩნებს ლტოლვილის სტატუსი ოფიციალურად აქვთ მინიჭებული და ისინი ენის შემსწავლელ კურსებზე დადიან. ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების მასობრივი წამებისა და მკვლელობის შესახებ აპრილში „ნოვაია გაზეტა“ წერდა. მომხდარის გამოძიების მოწოდებით გამოვიდა გაერო, აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და უფლებადამცველი ორგანიზაციები. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობაში ლგბტ პირების დევნის შესახებ ცნობებს კატეგორიულად უარყოფენ. რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უფლებადამცველები ასეთი ცნობების გავრცელებით, გამდიდრებას ცდილობენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლგბტ თემის რამდენიმე წარმომადგენელი სხვა ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად. მათგან ორს თავშესაფარი ლიტვამ მისცა, კიდევ ერთი კი თურქეთში ცხოვრობს.[3]

სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელზორის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების ოპერაციას ატარებს – სამთავრობო არმიის ნაწილებმა, რუსეთის ავიაციის დახმარებით, ქალაქის ალყა გაარღვიეს. სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ბრძოლები ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სირიის არმიის წინსვლის შეჩერებას დანაღმული ავტომობილების აფეთქებით ცდილობენ.[4]

ინდოეთში ცნობილი ჟურნალისტი გაური ლანკეში მოკლეს – ის ცნობილი იყო ხელისუფლებისა და ინდუისტი ნაციონალისტების მიმართ კრიტიკული მასალებით. გაური ლანკეში ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კარნატაკას შტატში მოკლეს. პოლიციის ცნობით, 55 წლის ჟურნალისტის ცხედარი ბანგალორში, მისი სახლის კიბეებზე სისხლის გუბეში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მოტოციკლით მიმავალმა შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ესროლა, როდესაც ჟურნალისტმა სახლის კარი გააღო. გაური ლანკეში ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ლანკეშის მკვლელობის საქმე ინდოეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე გახმაურებულია. გაური ლანკეში საკუთარი ყოველკვირეული გაზეთის რედაქტორი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მუშაობდა გამოცემაში „The Times of India“, ამის შემდეგ ძმასთან ერთად მამის მიერ დაფუძნებულ დამოუკიდებელ გაზეთს „Lankesh Patrike“ ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით კი საკუთარი გაზეთი „Gauri Lankesh Patrike“ დააფუძნა. გასულ წელს ლანკეშს ინდუისტური ნაციონალისტური „ინდოეთის სახალხო პარტიის“ ლიდერების შესახებ მასალების გამოქვეყნების გამო ცილისწამებაში დასდეს ბრალი. მას სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჟურნალისტმა განაჩენი გაასაჩივრა. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც სასამართლო ლანკეშის აპელაციას განიხილავდა. ჟურნალისტის მკვლელობის გამო ინდოეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბანგალორში, დელისა და მუმბაიში საპროტესტო აქციები დაიგეგმა.[5]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის სარდლის ინფორმაციით, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია; გივი ბარამიძე; 01.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/176800.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; რაქას ძველი უბანი რადიკალი ისლამისტების კონტროლისგან გაათავისუფლეს; გივი ბარამიძე; 01.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/176937.html

[3] BBC; Canada has quietly granted asylum to LGBT Chechens; By Jessica Murphy; 7 September 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-us-canada-41075528

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სირიის სამთავრობო არმია ქალაქ დეირ ელ-ზორის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს; გივი ბარამიძე; 06.09.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/177528.html

[5] AlJazeera; Indian journalist Gauri Lankesh shot dead in Bangalore; 5 September 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/09/indian-journalist-gauri-lankesh-shot-dead-bangalore-170905173627310.html

ახალი ამბების დაიჯესტი – 24-31 აგვისტო, 2017

იემენის დედაქალაქში ავიაიერიშს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანიათვითმხილველთა განცხადებით, ავიაიერიში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განახორციელა, რომელიც ბოლო 2.5 წლის განმავლობაში რეგულარულ დაბომბვებს ახორციელებს, მას შემდეგ რაც მეამბოხე ჰუსიტებმა გადატრიალება მოაწყვეს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იძულებული გახდა დედაქალაქი მიეტოვებინა.[1]

ისლამურმა სახელმწიფომ ბრიუსელში სამხედროებზე თავდასხმა საკუთარ თავზე აიღობელგიის დედაქალაქის ცენტრში ე.წ. მაჩეტეთი შეიარაღებული პირი სამხედროებს თავს დაესხა. როგორც პოლიციამ განაცხადა, სამხედროებმა დროული რეაგირება მოახდინეს და თავდამსხმელის განეიტრალება მოხდა. სამხედროებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. ბელგიაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები 2016 წლის 22 მარტიდან არის მიღებული. სამართალდამცავი ორგანოები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ საეჭვო პირის ან ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკონ.[2]

ავღანეთში, ქალაქ ნავაში მომხდარი აფეთქებისას 13 ადამიანი დაიღუპა – გარდაცვლილთა შორის, სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა. მომხდარის შედეგად, დაშავდა 19 ადამიანი.[3]

დაღესტანში პოლიციაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომაიღოდაღესტნის ქალაქ კასპიისკში ბენზინგასამართ სადგურზე დანით შეიარაღებული ორი პირი პოლიციელებს დაესხა თავს. ერთერთი სამართალდამცავი მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა. პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა, კიდევ ერთი კი დაჭრა. რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ თავდამსხმელები ხასავიურტის ბანდის წევრები იყვნენ და ტერორისტულ დანაშაულებთან ჰქონდათ კავშირი.[4]

ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან ქალაქი ტალ აფარი სრულად გაათავისუფლა – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, სამხედრო ოპერაციის შედეგად სახელისუფლებო ძალების კონტროლს უკვე მთლიანად დაუქვემდებარდა ნინევიის რეგიონი. ერაყში რადიკალი ისლამისტების კონტროლირებული ტერიტორიები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამ დროისთვის ჯიჰადისტები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰავიჯას აკონტროლებენ.[5]

[1] Reuters; Yemen air strike kills 12, including six children: rescuers; August 25, 2017; available at: http://www.reuters.com/article/us-yemen-security-casualties/yemen-air-strike-kills-12-including-six-children-rescuers-idUSKCN1B50X5?il=0

[2] The Sun; ISIS claim responsibility for Brussels terror attack after machete-wielding maniac attacked soldiers; By Gemma Mullin; 27th August 2017; available at: https://www.thesun.co.uk/news/4330758/isis-claim-brussels-machete-terror-attack/

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ავღანეთში აფეთქებისას 13 ადამიანი დაიღუპა; 28.08.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/176080.html

[4] The Washington Post; IS claims responsibility for attack in Russia’s Dagestan; August 29, 2017; available at: https://www.washingtonpost.com/world/europe/is-claims-responsibility-for-attack-in-russias-dagestan/2017/08/29/8f6cad4a-8ca0-11e7-9c53-6a169beb0953_story.html?utm_term=.0c49a11e71c6

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის კოალიციურმა არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან ქალაქი ტალ აფარი სრულად გაათავისუფლა; გივი ბარამიძე; 31.08.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/176695.html

ახალი ამბების დაიჯესტი – 16-23 აგვისტო, 2017

ბარსელონაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – ბარსელონაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბარსელონაში რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბარსელონაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 დაღუპულისა და 50-ზე მეტი დაშავებული შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. ესპანელმა სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლეს. ეჭვმიტანილი დრის ოუქაბირია.[1]

ერაყის არმიამ ტალ აფარის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო – სახმელეთო ოპერაციის დაწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ სატელევიზიო მიმართვით გამოაცხადა და აღნიშნა, რომ რადიკალ ისლამისტებს ორი არჩევანი აქვთ, ან დანებება, ან სიკვდილი. ქალაქი ტალ აფარი ჯიჰადისტებმა 2014 წელს დაიკავეს. ტალ აფარი ქალაქ მოსულსა და სირიის საზღვარს შორის სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. აღნიშნული ქალაქი ერაყში რადიკალი ისლამისტების მიერ ბოლო კონტროლირებული ადგილია.[2]

ლიბანის არმია სირიის საზღვართან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის – გავრცელებული ინფორმაცით, სამხედრო ოპერაცია სირიის სახელისუფლებო არმიასთან კოორდინირებული არ არის. ლიბანის არმია ქრისტიანებით დასახლებული ერთ-ერთი სოფლის გათავისუფლებას გეგმავს. როგორც ცნობილია, რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ რაკეტებს და არტილერიას გამოიყენებენ.[3]

თურქეთმა და ირანმა ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ შესაძლოა, ერთობლივი ოპერაცია ჩაატარონ – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურთან საკითხის განხილვის შემდეგ განაცხადა. ირანის გენერალური შტაბის მეთაური თურქეთს გასულ კვირას ეწვია. ეს ორი ქვეყნის ისტორიაში მაღალ დონეზე გამართული პირველი შეხვედრა იყო. ერდოღანის განცხადებით, ქურთების მუშათა პარტიას ირანში ფილიალი აქვს სახელწოდებით, „ქურთების თავისუფალი ცხოვრების პარტია“. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ზიანს აყენებენ როგორც თურქეთს – ისე ირანს. 2015 წლის ივლისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ქურთების მუშათა პარტიასთან შეიარაღებულ კონფლიქტს 900–მდე თურქი სამხედრო და სამართალდამცველი, 300-მდე კი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამავე პერიოდში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთების მუშათა პარტიის 10 ათასამდე წევრი გაანეიტრალეს.[4]

იემენში საჰაერო იერიშს 35-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა – ავიადარტყმა დედაქალაქ სანაას მახლობლად, ამბოხებული ჰუსიტების მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან მდებარე პატარა სასტუმროზე განხორციელდა. დაშავებულთა რიცხვი 15-ს აღწევს. სამოქალაქო ომი იემენში 2015 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ჰუსიტი ამბოხებულები იემენის მთავრობას დაუპირისპირდნენ. იემენის ხელისუფლებას აჯანყებულებთან ბრძოლაში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაცია ეხმარება. გაერო-ს მონაცემებით, იემენში კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 20,7 მილიონი ადგილობრივი მცხოვრები კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. ამასთან, ქვეყანაში აპრილის შემდეგ ქოლერას 2000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.[5]

[1] Al-Jazeera; ISIL claims responsibility for van attack in Barcelona; 18 August 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/08/isil-claims-responsibility-van-attack-barcelona-170817193535815.html

[2] Reuters; Iraq starts offensive to take back Tal Afar from Islamic State; Raya Jalabi, Phil Stewart; August 20, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-tal-afar/iraq-starts-offensive-to-take-back-tal-afar-from-islamic-state-idUSKCN1B0005

[3] Al-Jazeera; Offensives target ISIL on Lebanon-Syria border; 19 August, 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/08/lebanese-army-begins-offensive-isil-border-170819035851822.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; თურქეთმა და ირანმა ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ შესაძლოა, ერთობლივი ოპერაცია ჩაატარონ; სალომე თორაძე; 21.08.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/175016.html

[5] Al-Jazeera; Air raid in Yemen kills at least 35 people; 23 August 2017; available at: http://www.aljazeera.com/news/2017/08/air-strike-yemen-kills-30-people-170823082839979.html