ლიბანი. სახელმწიფო დაცვა და ჰეზბოლაში იძულებითი გაწევრიანება. ნოემბერი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1997 წლის 8 ოქტომბრიდან, ჰეზბოლა ითვლება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. იგი დაარსდა 1982 წელს, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. ჰეზბოლა წარმოადგენს რადიკალურ შიიტურ ჯგუფს, რომელიც იდეოლოგიურ ინსპირაციას იღებს ირანის რევოლუციიდან და აიათოლა ჰომეინის სწავლებებიდან. იგი დამკვიდრებულია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, ბექაას ხეობაში და სამხრეთ ლიბანში. ირანიდან მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, ჰეზბოლა კვლავ რჩება ლიბანში ყველაზე ქმედუნარიან ტერორისტულ დაჯგუფებად. იგი იყო ძლიერი პოლიტიკური აქტორი და მხარდაჭერა ქონდა ლიბანის შიიტური მოსახლეობისგან, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა ზოგიერთი ქრისტიანი მოკავშირისგან.[1]

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გრძელდებოდა ბრძოლები ჰეზბოლასა და შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, თუმცა, წლის განმავლობაში შემცირდა ძალადობის ფაქტები, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერით ლიბანმა გაამკაცრა თავისი უსაფრთხოება.[2]

ჰეზბოლას შეიარაღებული ფორმირებები ხშირად არიან წარმოდგენილნი უფრო ეფექტურ ძალებად, ვიდრე ლიბანის შეიარაღებული ძალები (LAF).[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიბანში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის განმავლობაში, დაეშის (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში ლიბანი იყო აშშ-ის ერთგული პარტნიორი და მისი სახმელეთო ძალები წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ანტიტერორისტულ ძალებს. 2016 წელს ლიბანის წინაშე იდგა შიდა და გარე ტერორისტული საფრთხეები და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, აქედან გამომდინარე, აშშ-ის ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ ლიბანის თავდაცვით და სამართალდამცავ უსაფრთხოების ორგანოებთან. მიუხედავად ცენტრალური მთავრობის სრული ფუნქციონირების ნაკლებობისა, ლიბანის სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ შორის ლიბანის შეიარაღებული ძალები, შიდა უსაფრთხოების ძალები (ISF), გენერალური უსაფრთხოების დირექტორატი (DGS), სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი (DGSS) და ცენტრალური ბანკი კვლავ აგრძელებდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და წარმატებული შედეგი აჩვენეს ტერორისტული ქსელების განადგურებასა და ტერორისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.[4] აშშ მჭიდროდ თანამშრომლობდა ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან და შიდა უსაფრთხოების ძალებთან, რათა  ანტიტერორისტული ტრენინგების, სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მეშვეობით, გამკლავებოდა ტერორისტულ საფრთხეებს ლიბანსა და მის საზღვრებთან ახლოს.[5] ლიბანმა გააძლიერა თავისი ქმედებები ფულის გათეთრებისა და ტერორისტების, მათ შორის ჰეზბოლას, დამფინანსებელი აქტივობების აღმოსაფხვრელად.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიბანში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ლიბანის შესაძლებლობას, რომ თავის ტერიტორიაზე ჰქონოდა სრული სუვერენიტეტი და უფლებამოსილება, აფერხებდა სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ჰეზბოლას მებრძოლებისა და სხვა ჯგუფების ყოფნა.[7] ლიბანში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად გაეროსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლობისა, ჰეზბოლა ინარჩუნებდა მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში და მთავრობას არ ჰქონდა პროგრესი შეიარაღებული დაჯგუფებების, მათ შორის ჰეზბოლას განიარაღებისა და დაშლის საკითხებში. როგორც წესი, სამთავრობო ძალები ვერ აღასრულებდნენ კანონმდებლობას ძირითადად ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ ნაწილებში.[8] ლიბანის მმართველ კოალიციაში მისი წევრებისა და სოციალური მომსახურების ქსელების უმრავლესობის მართვის საშუალებით ჰეზბოლა ძლიერაა ჩართული ლიბანის პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში.[9]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიბანში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთავრობაში ჰეზბოლასა და მისი მოკავშირეების არსებობის გამო შეუძლებელი იყო მთავრობის მხრიდან ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების შემოღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ჰეზბოლას ოპერაციებს. სხვა ანტიტერორისტულ ქმედებებში, რომელიც არ ეხებოდა ჰეზბოლას, სახელმწიფო სააგენტოები იყვნენ ფუნქციურები.[10]

აღნიშნული წყაროს მიხედვით, ლიბანი კვლავ რჩებოდა გარკვეული ტერორისტული დაჯგუფებების უსაფრთხო თავშესაფრად. ლიბანის მთავრობა არ მიმართავდა მნიშვნელოვან ქმედებებს ჰეზბოლას განიარაღებისთვის და ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, სირიიდან ან სირიაში, ან ერაყში ჰეზბოლას წევრების მიმოსვლის შეზღუდვისთვის. ლიბანის მთავრობა სრულად არ აკონტროლებს ქვეყანაში ყველა რეგიონსა და საზღვრებს სირიასა და ისრაელთან. ჰეზბოლას წვდომა აქვს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებზე და გავლენა აქვს გარკვეულ ელემენტებზე ლიბანის უსაფრთხოების სამსახურში, რაც მას დაუსჯელად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.[11]

[12]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი კრძალავს მოგზაურობას ლიბანის შემდეგ ტერიტორიებზე: პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში, ჰერმელის ტერიტორიაზე, მათ შორის არსალსა და რას ბაალბეკში, ბექაას ხეობაში სირიის საზღვართან ელ ჰერმელის ავტობანზე ბაალბეკის აღმოსავლეთით და ძირითადი გზის აღმოსავლეთით, რომელიც რეიაკზე გადის მასნაას, რაჩაიას, ჰასბაიას,  მარჟაიოუნისა და ელ ხაიმის გავლით საზღვარზე. გამონაკლისია ქალაქი ბაალბეკი და გზა ბაალბეკიდან ზაჰლემდე.

აკრძალულია ასევე აკკარის რაიონში მოგზაურობა, ააბდეჰის ჩრდილოეთით.

აკკარის აღმოსავლეთით ყველა სხვა არეალში, სირიის საზღვრიდან 8კმ-ის ფარგლებში, აკკარის რაიონში მდებარე ქალაქ აკკარსა და ალ აატიქაში, ტრიპოლის სამხრეთით ტრაბლოუსში (Trablous), ბეირუთის სამხრეთ ნაწილებში.

მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მოგზაურობა აკკარის ყველა სხვა დასახლებაში, მათ შორის ტრიპოლში, ჰალბასა და ქოუბაიატში(Qoubaiyat), საიდაში, აინ ელ ჰილვეჰის პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდან 500მ-ის რადიუსში, ბაალბეკში და ბაალბეკიდან ზაჰლეში მიმავალ გზაზე, ბაალბეკის დასავლეთით ბექაას ხეობაში, ელ ჰერმელის ავტობანზე და ბეირუთი-დამასკოს ავტობანის ჩრდილოეთით, გარდა ქალაქებისა ზაჰლე და ჩტაურა და აღნიშნული ტერიტორიებიდან ბეირუთში მიმავალი მთავარი გზების ტერიტორიისა. ასევე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მდინარე ლიტანის სამხრეთით ყოფნა, გარდა ნაქოურა-ტაირე-საიდას ავტობანისა და მის დასავლეთით მდებარე ყველა არეალის.[13]

აღნიშნული წყაროს მიხედვით, ლიბანში შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს სიტუაცია უსაფრთხოების მხრივ და არსებობს ძალადობის აღმოცენების პოტენციალიც.[14]

რეკრუტირება

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიხედვით, ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ჰეზბოლა აღარ ახორციელებს თავისი წევრების იძულებით რეკრუტირებას. მიუხედავად სირიის კონფლიქტის შედეგად დაკარგული ცოცხალი ძალისა, 2013 წლის შემდეგ ჰეზბოლა არ იყო ჩართული იძულებით რეკრუტირებაში. ორგანიზაციის რეკრუტირების სტრატეგიაში არ შედის ინდივიდების იძულებით რეკრუტირება ჰეზბოლაში გასაწევრიანებლად. წყაროების მიხედვით, ჰეზბოლა, ლიბანის შიიტური თემიდან წევრების მოსაზიდად იყენებს  „სატყუარის“ სისტემას. ჰეზბოლა იყენებს მობილიზაციის კამპანიებს, სადაც მოხსენებები მიმართულია ლიბანის შიიტური მოსახლეობისკენ, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებისკენ. მოხსენებების დროს, ჰეზბოლა ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რომელსაც ის უზრუნველყოფს თავისი წევრებისთვის, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტის საფასურისთვის ფინანსური დახმარებას, სესხებს მცირე ბიზნეს მეწარმეებისთვის და მთავრობაში სამუშაო ადგილებს. ლიბანის უნივერსიტეტებში ჰეზბოლას გააჩნია საკუთარი სტუდენტური კავშირები, რომლებიც რეგულარულად ავრცელებენ აღნიშნულ სატყუარებს. ადგილობრივ პირობებში, ჰეზბოლას შეუძლია შესთავაზოს მისაღები ხელფასები. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია სხვა წყაროს ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, არსებობს „ანეკდოტური მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ სირიის კონფლიქტში უფრო მეტად ჩართულობის შემდეგ ჰეზბოლამ დაიწყო იძულებითი რეკრუტირება. იგივე წყარო აღნიშნავს, რომ ბევრი შიიტი ლიბანელი თავს მიიჩნევს ლიბანელად და არა სირიელად, შესაბამისად მათ არ უნდათ ჰეზბოლას რიგებში გაწევრიანება ასადისთვის საბრძოლველად. იძულებით რეკრუტირებას ძირითადად ადგილი აქვს სოფლებში, სადაც ჰეზბოლას აქვს ძლიერი გავლენა, როგორიცაა მაგალითად სამხრეთი ლიბანი და ბექაას ხეობა. აღნიშნული წყაროს მიხედვით, ასევე საუბრები მიმდინარეობს იმ პირების გაუჩინარების ფაქტებზე, რომლებმაც უარი განაცხადეს ჰეზბოლას რიგებში გაწევრიანებაზე, თუმცა, ამავე წყაროზე დაყრდნობით არ ყოფილა დაფიქსირებული არცერთი ფაქტი, როდესაც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ პირები დაექვემდებარნენ შევიწროებას.[15]

გაეროს მიხედვით, ალ-ნუსრას ფრონტისა და ჰეზბოლას მიერ განხორციელდა ბავშვების  შეიარაღებულ ჯგუფებში რეკრუტირება.[16]

[1] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Foreign Terrorist Organizations: Hizballah, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[2] International Committee of the Red Cross (ICRC), Annual Report 2016 – Lebanon, 23 May 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[3] United States Congressional Research Service, Lebanon, 20 September 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[4] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Lebanon, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[5] Ibid

[6] Ibid

[7] UN Security Council, Report of the Secretary-General on the implementation of Security Council resolution 1701 (2006), 8 March 2017, S/2017/201, available at:

[accessed 8 November 2017]

[8] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Lebanon, 3 March 2017, available at:

[accessed 8 November 2017

[9] United States Congressional Research Service, Lebanon, 20 September 2017, available at:

[accessed 9 November 2017]

[10] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Lebanon, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[11] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Terrorist Safe Havens: Lebanon, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[12] GOV.UK, Lebanon. Lebanon travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/lebanon. [accessed 8 November 2017]

[13] GOV.UK, Lebanon. Lebanon travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/lebanon. [accessed 8 November 2017]

[14] Ibid

[15] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Lebanon: Recruitment practices of Hezbollah, including forced recruitment, such as Shi’ite youth; consequences for those that refuse to join; availability of state protection; regions controlled by Hezbollah, including ability to locate a person wanted by the group who returns to Lebanon; presence of Hezbollah spies or informers in areas outside the organization’s control; whether Lebanese Shi’ite students returning from international study are considered spies upon returning to the country (2013- October 2015), 29 October 2015, LBN105332.E, available at:

[accessed 9 November 2017]

[16] United States Department of Labor, 2015 Findings on the Worst Forms of Child Labor – Lebanon, 30 September 2016, available at:

[accessed 9 November 2017]