საუდის არაბეთი. ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობა. ივლისი, 2023.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებების საჯაროდ დაცვა უკანონოა და პირი შესაძლოა დაექვემდებაროს დაპატიმრებასა და შემდგომ პატიმრობას.

2022 წლის 14 ივნისს ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა კონფისკაცია გაუკეთეს ცისარტყელის ფერებში არსებულ სათამაშოებსა და ბავშვის ტანსაცმელს. შემდგომ განაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ისლამურ რწმენას და საჯარო მორალს. ეს ფერები კი პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმს ახალგაზრდა თაობაში.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები.

ანგარიშის თანახმად კანონი არ კრძალავს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას. გარდა ამისა, კანონით აღიარებული არა არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ასევე დაფიქსირდა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაცია დასაქმების ადგილზე, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. სასულიერო პირები გმობდნენ ჰომოსექსუალიზმს ზოგიერთ მეჩეთში გამართული ქადაგებების დროს.

წლის განმავლობაში ადგილობრივი გაზეთები აქვეყნებდნენ სტატიებს ჰომოსექსუალიზმის წინააღდეგ და სთხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას მკაცრად დაესაჯათ ერთსქესიანი ურთიერთობები.

აღნიშნულია ისიც, რომ ხელისუფლება არ იძლევა გენდერული იდენტობის მარკერის შეცვლის შესაძლებლობას.

ლგბტ წარმომადგენლების დაცვა იყო უკანონო, ხოლო ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციები ღიად არ ფუნქციონირებდნენ. გარდა ამისა, წლის განმავლობაში არ განხორციელებულა ლგბტ თემის დაცვაზე მიმართული ღონისძიება.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ მართალია პოლიტიკური უფლებები საუდის არაბეთში ყველა ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად შეზღუდულია, თუმცა, ქალები, რელიგიური უმცირესობები და ლგბტ თემის წარმომადგენლები ამ კუთხით აწყდებიან დამატებით ბარიერებს.

შარიათის წესების ფარგლებში ზოგადად აღქმულია, რომ აკრძალულია ერთსქესიანი სექსუალური ურთიერობა და ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან შევიწროების, დისკრიმინაციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ძალადობის რისკის ქვეშ.

2022 წლის მაისში საუდის არაბეთის მთავარმა რელიგიურმა პირმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმი ისჯება 5 წლამდე პატიმრობით და ჯარიმით 800 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. 2023 წლის ივნისში ხელისუფლებამ ჩაატარა რეიდები მაღაზიებში და კონფისკაცია გაუკეთა ცისარტყელის ფერებში არსებულ პროდუქციას, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ლგბტ იდენტობასთან.[2]

აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ 2023 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები დაექვემდებარნენ პატიმრობას რელიგიური საფუძვლით. გარდა ამისა, ზოგიერთი დააპატიმრეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები გამო, რომელსაც ხელისუფლების თქმით შესაძლოა ჰქონდეს ნეგატიური გავლენა საჯარო მორალზე. ხელისუფლება ასევე ზღუდავდა ლგბტ თემის წარმომადგენლების რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას. ხელისუფლების მიერ რელიგიის ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობა ისჯება სიკვდილით, თუმცა ბოლო წლებში ამ საფუძვლით სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ 2023 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ საუდის არაბეთს არ აქვს დაწერილი კანონმდებლობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მოსამართლეები იყენებენ დაუწერელი ისლამური კანონის პრინციპებს იმისთვის, რომ სამართლებრივი სანქცია დაუწესონ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ქორწინების მიღმა სექსუალურ ურთიერთობაში, ღალატში, ერთსქესიან სექსუალურ ურთიერთობაში და ა.შ. თუ პირები ჩართულები არიან მსგავს ონლაინ ქმედებებში, მოსამართლეები და პროკურორები იყენებენ ქვეყნის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ კანონის ბუნდოვან ნორმებს, რომლითაც კრიმინალიზებულია ის ონლაინ  აქტივობები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საჯარო წესრიგთან, რელიგიურ ღირებულებებთან, საჯარო მორალთან და პირად ცხოვრებასთან.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „ILGA”-ს (ლგბტ თემის საერთაშორისო ასოციაცია) მიერ 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში შერჩეულ ქვეყნებში ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობების შესახებ წერია, რომ საუდის არაბეთში არ არის კოდიფიცირებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა და შარიათის კანონი და მისი ადგილობრივი ინტერპრეტაცია წარმოადგენს ქვეყნის მთავარ კანონს. ქორწინების მიღმა ყველა (ნებისმიერი) სექსუალური ურთიერთობა არის უკანონო და ქორწინებაში მყოფი მამაკაცისთვის, ერთსქესიან სექსუალურ ურთიერთობაში მონაწილეობისთვის, სასჯელი ზოგადად აღქმულია, რომ არის სიკვდილით დასჯა ჩაქოლვით.

„ILGA”-ს ცნობებით 2000-2021 წლების პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნის 40 შემთხვევა დაფიქსირდა. დაპატიმრებების, გასამართლებისა და მსჯავრის დადების სრული რაოდენობა უცნობია. საუდის არაბეთის ერთ-ერთი ჟურნალის („Okaz“)  2012 წლის ცნობებით საუდის არაბეთში ერთი წლის პერიოდში (2012 წელს) დააპატიმრეს 260 პირი ჰომოსექსუალიზმისთვის. ანგარიშში მითითებულია, რომ აღნიშნული ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბევრი ისტორია არ საჯაროვდება.[5]

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2022 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ახლო აღმოსავლეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების შესახებ წერია, რომ საუდის არაბეთში მოქმედებს შარიათის კანონმდებლობა, მაშინ როდესაც კოდიფიცირებული კანონმდებლობა მცირე რაოდენობით აქვთ. აღნიშნული კანონმდებლობით (შარიათი) ერთსქესიანი ურთიერთობები აკრძალულია და ისჯება პატიმრობით ან სიკვდილით დასჯით. ქვეყანაში ასევე კრიმინალიზებულია გენდერული გამოხატვის ფორმები.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მოსამართლეები იყენებენ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობას ლგბტ თემის წარმომადგენლების ონლაინ აქტივობების კრიმინალიზებისთვის.

ლგბტ თემის საერთაშორისო ასოციაციის (ILGA) განცხადებით ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად ექვემდებარებიან დაპატიმრებას. გარდა ამისა, მათ ბრალი ედებათ რამდენიმე დანაშაულში. ეს უკანასკნელი შესაძლოა იყოს „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ან ხელშეწყობა“; „საჯარო მორალისა და წესრიგის დარღვევა“ და სხვა. მიუხედავად ამისა, დაპატიმრებათა რიცხვი ცნობილი არ არის.

ILGA-ს განცხადებით, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საუდის არაბეთი არის გაეროს იმ 6 წევრ ქვეყანას შორის, სადაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ პირს მიესაჯოს სიკვდილით დასჯა ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობისთვის. ანგარიშის თანახმად უცნობია თუ რამდენ პირს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. 2010 წელს Amnesty International-ის განცხადებით საუდის არაბეთში გაასამართლეს პირები ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით. სასჯელის სახით გამოყენებული იყო, როგორც ფიზიკური დასჯა (Corporal punishment), ისე სიკვდილით დასჯა.

2019 წელს Amnesty International-ის განცხადებით საუდის არაბეთში დაფიქსირდა სიკვდილით დასჯის 184 შემთხვევა, რაც 2018 წელთან შედარებით წარმოადგენს სიკვდილით დასჯის რიცხვის მატებას (2018 წელს იყო 149) (Amnesty International-ის მიერ 2020 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში სიკვდილით დასჯის შესახებ წერია, რომ საუდის არაბეთში 2019 წელს სიკვდილით დასჯის 184 შემთხვევიდან: 84 დაკავშირებული იყო ნარკოტიკულ დანაშაულებთან; 55 – მკვლელობასთან; 37 – ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებთან; 5 – გაუპატიურებასთან; 2 – ცემასა და გაუპატიურებასთან; ხოლო 1 – ძარცვასა და გაუპატიურებასთან.[6]).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით 2020 წელს არ გავრცელებულა ცნობები პროკურორის ოფისის მიერ  ლგბტ თემთან დაკავშირებულ საქმეში პირისთვის სიკვდილის დასჯის მოთხოვნასთან დაკავშირებით.[7]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საუდის არაბეთი: ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 14 ივლისს]

[2] Freedom House – საუდის არაბეთი: ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 14 ივლისს]

[3] აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის შესახებ – საუდის არაბეთი: ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 17 ივლისს]

[4] Human Rights Watch – საუდის არაბეთი: ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 17 ივლისს]

[5] ILGA – „Our Identities under Arrest“; გამოქვეყნებულია 2021 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 17 ივლისს]

[6] Amnesty International – „Death sentences and executions 2019”; გამოქვეყნებულია 2020 წლის 21 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 17 ივლისს]

[7] დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა – „ლგბტ უფლებები და პრობლემები ახლო აღმოსავლეთში; გამოქვეყნებულია 2022 წლის თებერვალში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 17 ივლისს]

ირანი. ფეილი ქურთების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2023.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ირანის ხელისუფლება ხელს უწყობს მოქალაქეობის არქონის პრობლემის არსებობას, რასაც დისკრიმინაციული მოქალაქეობის შესახებ კანონითა და დაბადების რეგისტრაციის გზით ახორციელებს. არ მოიპოვება ინფორმაცია ირანში მოქალაქეობის არმქონე პირთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებამ (მოიცავს 170-ზე მეტ ორგანიზაციას) დააფიქსირა, რომ მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მეტად არის მოქალაქეობის არმქონეობის საფრთხის წინაშე მოიცავს ფეილი ქურთებს (Faili Kurds), ბალუჩებს (რომლებიც ავღანეთის საზღვართან ცხოვრობენ), ავღანელ ლტოლვილებს და ხავარებს.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის მიერ 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის შესახებ წერია, რომ ფეილი ქურთები (Faili/Fayli Kurds) არიან შიიტები და მათი განსახლების ძირითადი არეალი მოიცავს ირანის ქურთისტანის სამხრეთ ტერიტორიას. კერძოდ, ერაყის საზღვართან მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის ხუზესტანის, ლორესტანის, ქერმანშაჰის, ილამის პროვინციებს ან დიდ ქალაქებს.[2]

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის შესახებ წერია, რომ ფეილი ქურთები წარმოადგენენ ქურთული მოსახლეობის განშტოებას. ისინი ისტორიულად ცხოვრობდნენ ზაგროსის მთებში, ირანი-ერაყის საზღვარზე.

ფეილი ქურთების უმეტესობა, თუმცა არა ყველა, არიან წარმოშობით ერაყელები. ირანში აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ ერაყის საზღვართან ახლოს, მათ შორის ხუზესტანის, ლორესტანის, ქერმანშაჰის და ილამის პროვინციებში ან დიდი ქალაქებში. ისინი ირანელი ქურთებისგან განსხვავდებიან რელიგიით (რადგან ფეილი ქურთები არიან შიიტები), საცხოვრებელი ლოკაციით და დიალექტით.

ირანში მცხოვრები ფეილი ქურთები სამ ჯგუფად იყოფიან: (1) ირანის მოქალაქეები; (2) წარმოშობით ერაყელები, რომლებიც არიან ლტოლვილებად დარეგისტრირებული (Amayesh-ის მფლობელები); (3) წარმოშობით ერაყელები, რომლებიც არ არიან ლტოლვილებად დარეგისტრირებული. მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის თანახმად ირანი ფეილი ქურთების უმეტესობას, თუმცა არა ყველას, მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი. ის, ვინც აღიარებულია ლტოლვილად ხელი მიუწვდება სახელმწიფო სერვისებზე და ასევე, სხვა უფლებებზე Amayesh-ის (ლტოლვილთა რეგისტრაციის სისტემა) სისტემის ფარგლებში.

მეორე მხრივ, ის ფეილი ქურთები, რომლებიც არ ფლობენ დოკუმენტაციას არ აქვთ დასაქმების უფლება, დაბადების, ქორწინების და გარდაცვალების რეგისტრაციის მიღების უფლება. ასევე, ხელი არ მიუწვდებათ სახელმწიფო სერვისებზე.

ანგარიშის თანახმად ფეილი ქურთები, რომლებიც ლტოლვილები იყვნენ, ერაყში დაბრუნდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ და აღიდგინეს ერაყის მოქალაქეობა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი არ ფლობს ინფორმაციას ერაყში დაბრუნებული ფეილი ქურთების რაოდენობის შესახებ.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის შესახებ წერია, რომ ფეილი ქურთები (ლტოლვილები), რომელთაც ყავთ ირანელი წინაპრები შესაძლებლობა აქვთ აიღონ ირანის მოქალაქეობა. გავრცელებული ცნობების თანახმად ბევრმა ქურთმა შეიტანა განაცხადი მოქალაქეობაზე თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობამ მიაღწია წარმატებას. მათ შორის იყვნენ ის პირები, ვინც დაქორწინდნენ ირანის მოქალაქეებზე. ფეილი ქურთები, რომლებიც არიან ირანის მოქალაქეები სარგებლობენ იმავე უფლებებით, რა უფლებებითაც ირანის სხვა მოქალაქეები. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი არ ფლობს ინფორმაციას ფეილი ქურთების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან.[3]

მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელის მიერ 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის შესახებ წერია, რომ 1970-იან წლებში ერაყმა დაახლოებით 40 000 ფეილი ქურთი (უმეტესად შიიტი ქურთები) გააძევა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიიდან ირანში. იმ პერიოდში ქურთებმა, რომლებმაც დაამტკიცეს მათი ირანული წარმომავლობა შეძლეს ირანული მოქალაქეობის მიღება. 1980 წელს ერაყის პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად დაახლოებით 300 000 ფეილი ქურთმა დაკარგა მოქალაქეობა, ხოლო მათი ქონება სახელმწიფოს საკუთრება გახდა. ირანში გადასახლებული ბევრი ქურთული ოჯახი ბანაკებში ცხოვრობდა და არ ჰქონდათ დასაქმებაზე, განათლებაზე, დოკუმენტაციასა და სამოქალაქო რეგისტრაციაზე წვდომა.

2006 წელს ერაყის ეროვნულმა კანონმდებლობამ შესაძლებლობა მისცა პირებს, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ერაყის მოქალაქეობა დაკარგეს, აღედგინათ მოქალაქეობა. ერაყის განსახლებისა და მიგრაციის სამინისტროს ცნობებით დაახლოებით 20 000 ოჯახმა აღიდგინა ერაყის მოქალაქეობა. ანგარიშის თანახმად პირები, რომლებიც ვერ ამტკიცებენ 1957 წლის აღწერის დროს საკუთარი ან მათი წინაპრების რეგისტრაციის ფაქტს ვერ სარგებლობენ ამ ინიციატივით. აღნიშნულია ისიც, რომ ბევრი ოჯახის სამოქალაქო დოკუმენტაცია ომის დროს განადგურდა.

ირანში ფეილი ქურთების რაოდენობის შესახებ უახლესი ინფორმაცია არ არსებობს. 2008 წელს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით დაახლოებით 760 ქურთმა, რომლებიც ირანის ილამის პროვინციაში  ცხოვრობდნენ, მიიღო ირანის მოქალაქეობა. 2008 წლის მდგომარეობით დაახლოებით 7 000 ფეილი ქურთი ცხოვრობდა ირანში.[4]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ირანი – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 7 ივნისს]

[2] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი – ირანი: ქურთები და ქურთული პოლიტიკური ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 7 ივნისს]

[3] ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი – ირანი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 14 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 8 ივნისს]

[4] მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ ევროპული ქსელი – „Statelessness in Iran”; გამოქვეყნებულია 2019 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 8 ივნისს]

არაბთა გაერთიანებული საამიროები. მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშ პერიოდი 2022 წელი] არაბთა გაერთიანებული საამიროების შესახებ წერს, რომ არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 20-დან 100 ათასამდე ბიდუნი [Bidoon] ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი ცხოვრობს. საამიროების მთავრობის მონაცემებით, ბიდუნების რაოდენობა, დაახლოებით, 10 ათასია. ბიდუნთა უმეტესობას მოქალაქეობა არ აქვთ, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფოს ფორმირებისას, ისინი არ მიეკუთვნებოდნენ არცერთ იმ ტომს, რომლის წარმომადგენლებსაც მოქალაქეობა მიენიჭათ. სხვები ქვეყანაში შევიდნენ ლეგალური ან არალეგალური გზებით, ძირითადად, სამუშაოს საძებნელად. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს მოქალაქეობა ენიჭშება მამისგან, ბიდუნი ბავშვები, რომლებიც საამიროებში იბადებიან, მოქალაქეობის არმქონედ რჩებიან. პასპორტისა თუ სხვა სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გარეშე, ბიდუნების გადაადგილება რჩება შეზღუდულად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

კომიტეტი, რომელიც განიხილავს დედის მიერ შეტანილ განცხადებებს ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ასევე განიხილავს განაცხადებს ბიდუნებისგან, რომლებიც შეიძლება აკმაყოფილებდნენ მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებისთვის არსებულ კრიტერიუმებს. მოქალაქეობის მინიჭება ნიშნავს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა საჯარო მომსახურებაზე წვდომას, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებს შეზღუდული აქვთ. რამდენიმე შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირებს არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა მიენიჭათ. ზოგიერთი ბიდუნისთვის გაიცა საამიროების პასპორტი მხოლოდ სამოგზაურო მიზნებისთვის და ისინი საამიროების მოქალაქეებად არ უღიარებიათ.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] არაბთა გაერთიანებული საამიროების შესახებ წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ უზღუდავს საამიროებში დაბადებულ მოქალაქეობის არმქონე მოსახლეობას [რომელთა წინაპრები მოდიან აღმოსავლეთ აფრიკიდან, სამხრეთ აზიიდან და არაბეთის ნახევარკუნძულიდან] სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფილ ჯანდაცვასა და განათლებაზე. მოქალაქეობის არმქონე საამიროელები იძლებულნი არიან განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად მიმართონ კერძო სექტორს და გადაიხადონ თანხა. მოქალაქეობის არმქონე პირები ასევე იძულებულნი არიან, მოიძიონ „სპონსორი“, რათა მიიღონ დროებითი ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის გარეშე ისინი „არალეგალურ მობინადრეებად“ მიიჩნევიან და არ აქვთ უფლება დასაქმდნენ უფრო მაღალანაზღაურებად სამთავრობო სექტორში.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] არაბთა გაერთიანებული საამიროების შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90% არამოქალაქეები [noncitizens] არიან და ისინი პოლიტიკური და საარჩევნო უფლებებით არ სარგებლობენ; მათ შორაა მოქალაქეობის არმქონე [stateless] ათასობით რეზიდენტი. ქვეყანაში არ არის მკაფიოდ გაწერილი პროცედურა, როგორ შეიძლება პირი გახდეს საამიროების მოქალაქე თუ მისი მშობლები არ არიან მოქალაქეები ან პირი არ დაქორწინდება საამიროების მოქალაქე მამაკაცზე. საამიროების მოქალაქე დედისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მამის შვილმა მოქალაქეობის მისაღებად ნატურალიზაციისთვის უნდა მიმართოს.

მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, რადგან მათ სამგზავრო დოკუმენტები არ აქვთ. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეობის არმქონე ბევრმა პირმა მიიღო კომორის კუნძულების პასპორტი, რათა გაადვილებოდათ მოგზაურობა და სხვა საქმიანობა, მაგრამ მათ არ მინიჭებიათ სრული მოქალაქეობა.[3]

მედია საშუალება „Financial Times“ 2012 წლის 4 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში – „არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის არმქონე პირებმა უცხოური პასპორტები მიიღეს“ – წერს, რომ მინიმუმ ათასმა მოქალაქეობის არმქონე რეზიდენტმა კომორის კუნძულების დოკუმენტები არიღო. საამიროებში მცხოვრები ბიდუნები აცხადებდნენ, რომ კომორის კუნძულების პასპორტის მიღებამ გაცილებით მარტივი გახადა რთული ოფიციალური საიდენტიფიკაციო პროცედურა, რაც საჭირო იყო, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების განახლების საბუთებისთვის.[4]

მედია საშუალება „The New York Times“ 2018 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში – „ვინ აგებს, როდესაც ქვეყანას მოქალაქობა გასაყიდად გამოაქვს?“ – წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ბიდუნებს ნამდვილ საამიროელებად არ მიიჩნევენ და ამიტომ არ სურთ მათ მიანიჭონ მოქალაქეობა და გაიღონ მათთვის ის დიდი სოციალური სარგებელი, რითიც საამიროების მოქალაქეები სარგებლობენ. სტატიის მიხედვით, 9 წლის წინ [2009 წელს] არაბთა გაერთიანებული საამიროებმა გამოსავალს მიაგნო – ბიდუნებისთვის მოქალაქეობის მინიჭების ნაცვლად, მათ დაიწყეს ასობით მილიონი დოლარის გადახდა კომორის კუნძულების მთავრობისთვის, რათა მათ საამიროების მოქალაქეობის არმქონე ბიდუნებისთვის კომორის პასპორტები მიეცათ.[5]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადაიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 ივნისს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 ივნისს]

[4] მედია საშუალება „Financial Times“; არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის არმქონე პირებმა უცხოური პასპორტები მიიღეს; გამოქვეყნებულია 2012 წლის 4 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ft.com/content/8abfc14a-a8aa-11e1-be59-00144feabdc0 [ნანახია 2023 წლის 6 ივნისს]

[5] მედია საშუალება „The New York Times“; ვინ აგებს, როდესაც ქვეყანას მოქალაქეობა გასაყიდად გამოაქვს? გამოქვეყნებულია 2018 წლის 5 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2018/01/05/opinion/sunday/united-arab-emirates-comorans-citizenship.html [ნანახია 2023 წლის 6 ივნისს]

ლიბია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა ზავიაში. ივნისი, 2023

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ლიბიაში ადგილი აქვს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს. 2011 წელს კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია მუდმივი პოლიტიკური დაუმორჩილებლობისა და თანმდევი შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში იმყოფება. ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავრობების და სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების [რომლებიც მუდმივად იცვლიან მოკავშირეებს და, როგორც ჩანს, მოქმედებენ ავტონომიურად] არსებობამ გააუარესა მდგომარეობა და გამოიწვია ზოგადი გაურკვევლობა. 2014 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობენ: ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, ლიბიის ეროვნული არმია [LNA], სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი და უცხო ძალები.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ლიბიის შესახებ წერს, რომ რიგით მოქალაქეებს არანაირი როლი არ აქვთ ლიბიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ამჟამად შეიარაღებული ფრაქციების, უცხო ქვეყნების მთავრობების, ნავთობთან დაკავშირებული ინტერესების, კონტრაბანდით დაკავებული სინდიკატებისა და სხვა არაპოლიტიკური ძალების დომინაციას განიცდის. მოქალაქეები და სამოქალაქო პოლიტიკური ფიგურები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობის და დაშინების ობიექტები არიან.[2]

დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“ 2015 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ლიბია აფრიკის უმსხვილეს ნავთობის რეზერვებს ფლობს და დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, რაც საპასუხოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის გენერირებას ახდენდა. ნავთობი, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 96%-ს წარმოადგენდა, იგივე მოცულობით აღარ მოიპოვება. 2011 წლამდე, ლიბია დღეში 1.6 მილიონი ბარელის ექსპორტს ახდენდა; 2015 წლისთვის ნავთობის ექსპორტი მეოთხედამდე იყო შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნავთობის საბადოები, მილსადენები და ექსპორტის ინფრასტრუქტურა შეიარაღებული ჯგუფების [Militias] კონტროლის ქვეშაა. თავდაპირველად, მათი მიზანი იყო ნავთობის დინების შენარჩუნება და ცენტრალური მთავრობისგან ფულის გამოძალვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ორ დაპირისპირებულ მთავრობად დაიყო, ისინი უბრალოდ იბრძვიან ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ერთმანეთისგან შენარჩუნებისთვის; თუ ერთი მხარე საბადოზე კონტროლს დააწესებს, მეორე მხარე მილსადენის ბლოკირებას ახდენს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ დროა აღიარების; რომ ლიბიის სამოქალაქო ომი მხოლოდ მეორეხარისხოვნად არის დაკავშირებული იდეოლოგიასთან, რელიგიასთან თუ ლეგიტიმაციასთან. პირველ რიგში, ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, ვინ გააკონტროლებს ქვეყნის ნავთობის რესურსებს და აქედან მიღებულ შემოსავალს.[3]

ინტერნეტ რესურსი „Atalayar“ [ახალი ამბები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში] 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ნავთობის ინფრასტრუქტურა იქცა თავდასხმების სამიზნედ, შეტაკებების ეპიცენტრად და შანტაჟის ინსტრუმენტად დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 2020 წელი გამოირჩეოდა ყველა მნიშვნელოვანი ბლოკადებით ქვეყნის ისტორიაში – თვეების განმავლობაში ლიბიის ეროვნულმა არმიამ ქვეყნის ნავთობის რამდენიმე საბადოსა და ინფრასტრუქტურის პარალიზება მოახდინა.

კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“ 2020 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში წერს, რომ ლიბიის კრიზისში ნავთობის როლის გასააზრებლად, აუცილებელია ქვეყანის ამჟამინდელი ფრაგმენტაციის ცოდნა, რასაც დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა სფეროზე და პოლიტიკაზე. კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია, რომელიც სოციალური ერთიანობით დიდად არც გამოირჩეოდა, გავლენების სხვადასხვა ზონებად დაიყო. ამჟამად, ლიბია ორ ძირითად რეგიონადაა დაყოფილი – საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, რომელიც ტრიპოლიშია და აკონტროლებს ლიბიის დასავლეთ ნაწილს და ტობრუკში მდებარე ლიბიის ეროვნული არმია, რომელიც აკონტროლებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ლიბიას. კადაფის რეჟიმის დამხობას მოჰყვა რესურსების განაწილების კუთხით არსებული სტატუს ქვოს დაშლა და ნავთობზე კონტროლი გახდა ფრაქციებს შორის კონფლიქტისა და დაძაბულობის შექმნის მიზეზი.[4]

ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“ 2020 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბრძოლის ველი ხდება. სამხედროები მიმართავენ ნავთობისა და გაზის საკვანძო ინფრასტრუქტურის ბლოკირების მეთოდს, რათა მთავრობას სხვადასხვა საკითხზე დათმობები აიძულოს. ლიბიის პრემიერი აცხადებდა, რომ ასეთი მეთოდებით მილიარდზე მეტი იკარგებოდა. მისი თქმით, ნავთობის გამოყენება ზეწოლის იარაღად საფრთხეს უქმნიდა 2020 წლის ბიუჯეტს.[5]

ქალაქი ზავია [Zawiya] [ასევე გამოიყენება Az Zawiyah] ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტრიპოლიტანიის რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO] 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქალაქ ზავიაში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებდა. ქალაქში წარმოდგენილნი იყვნენ ლიბიის ეროვნულ არმიასთან ასოცირებული ჯგუფებიც, თუმცა ქალაქის უდიდეს ნაწილს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის [GNA] ძალები აკონტროლებდნენ. ზავიის ნავთობის კომპლექსს GNA-ის მომხრე ალ-ნასრის ბრიგადა აკონტროლებდა.

ACLED მონაცემთა ბაზის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ზავიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1% ფიქსირდებოდა. ზავიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის კუთხითაც. 2019 წლის განმავლობაში ზავიაში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 21 ინციდენტი [11 აფეთქება, 7 შეტაკება და სამოქალაქო პირთა მიმართ ძალადობის 3 ეპიზოდი]. 16 ინციდენტს ადგილი ჰქონდა ქალაქ ზავიაში, 3 ინციდენტი დაფიქსირდა ალ ჰარშაში და თითო აბუ ისასა და ალ მუტრადში. 2020 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში ზავიაში ადგილი ჰქონდა 4 ძალადობრივ ინციდენტს [2 შეტაკება და 2 აფეთქება]. 3 ინციდენტს ადგილი ჰქონდა სურმანში და ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აბუ ისაში.[6]

ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“ 2023 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ლიბიის ქალაქ ზავიაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მთავრობასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შორის მოხდა. სამაშველო ჯგუფებმა 30 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილის პირველ რიცხვებში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაზიანდა ლიბიაში უდიდესი ზავიის ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა. სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ქალაქი ზავია, ისევე როგორც სხვა ქალაქები ლიბიაში, შეიარაღებული ჯგუფების დაპირისპირების მოწმეები რეგულარულად არიან. აღნიშნული ჯგუფები ძალაუფლებისა და გავლენებისთვის იბრძვიან და სარგებელს იღებენ არსებული კრისიზით, ნარკოტიკების, ნავთობისა და ადამიანების ტრეფიკინგით.[7]

[1] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ლიბია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ლიბიაში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[3] დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“; ქაოსი ლიბიაში: საქმე ნავთობშია, სისულელე; სტატიის ავტორი: ესანდრ ელ ამრანი; გამოქვეყნებულია 2015 წლის 13 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.crisisgroup.org/middle-east-north-africa/north-africa/libya/chaos-libya-it-s-oil-stupid [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[4] კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“; შენი მადლი შენივე წყევლა იქნება: ნავთობის როლი ლიბიის კრიზისში; სტატიის ავტორი: ელისა მარა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 27 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thesecuritydistillery.org/all-articles/your-blessing-will-be-your-curse-the-role-of-oil-in-the-libyan-crisis [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[5] ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“; ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბძოლის ველი ხდება; გამოქვეყნებულია 2020 წლის 18 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nsenergybusiness.com/features/libya-oil-blockades/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[6] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO]; უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ლიბიაში; გამოქვეყნებულია 2020 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[7] ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“; ლიბიის ქალაქ ზავიაში, შეტაკებების შემდეგ, სიმშვიდე დაბრუნდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://libyaupdate.com/calm-returns-to-libyas-zawiya-after-night-of-clashes/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

თურქეთი. ინფორმაცია პოლიტიკური პარტია კარგი პარტიის შესახებ. ივნისი, 2023

„კარგი პარტია“ [IYI Party] ნაციონალისტური, ქემალისტური და ეროვნულ კონსევატული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 2017 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა. პარტია დააარსა მერალ აკსენერმა, რომელიც ამჟამადაც პარტიის ლიდერია. „კარგი პარტიის“ მოძმე პარტიაა ლიბერალ-კონსერვატული დემოკრატიული პარტია. „კარგი პარტიის“ სახელი და დროშა მომდინარეობს „კაიის“ [Kayi] ტომის ემბლემიდან. პარტიის ფერებია ცისფერი და ყვითელი. პარტიის მთავარი ოფისი მდებარეობს ანკარაში [ჩანკაიას რაიონში]. პარტია შეიქმნა თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის [MHP] ცნობილი ყოფილი წევრების გაყოფის შედეგად; მოგვიანებით „კარგ პარტიას“ მთავარი ოპოზიციური პარტია სახალხო რესპუბლიკური პარტიის [CHP] ზოგიერთი წევრიც შეუერთდა.

„კარგი პარტიის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერალ აკსენერი და მისი მოადგილე ქორაი აიდინი ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის [MHP] ყოფილი წევრები არიან. პარტიაში განხეთქილება მოხდა მას შემდეგ, რაც MHP-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წლის სადავო საკონსტიტუციო რეფერენდუმში მხარი დაეჭირა წამოყენებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

„კარგი პარტია“ საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც პოლიტიკური სპექტრის ცენტრს და ადვოკატირებას უწევს დღის წესრიგს, რომელიც თურქეთსა და ევროკავშირს კვლავ დაახლოვებს ერთმანეთთან; ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ თურქეთი კვლავ დასავლური ბლოკის ნაწილი უნდა იყოს. წყაროები პარტიას ახასიათებენ მემარჯვენე-ცენტრისტული ან მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის ნაწილად. პარტია მხარს უჭერს საპარლამენტო მმართველობის აღდგენას და სასამართლოსა და სხვა ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. „კარგი პარტია“ მიიჩნეოდა ანტი-ერდოღანისტულ ალტერნატივად იმ მემარჯვენე ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმედგაცრუებულნი იყვნენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე MHP-ის მიმართ. 2018 წელს „კარგი პარტია“ ეროვნული ალიანსის წევრი იყო CHP-სთან და სხვა პარტიებთან ერთად. 2018 წელს თურქეთის პარლამენტში „კარგმა პარტიამ“ 43 მანდატი მოიპოვა. მერალ აკსენერი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.[1]

ინტერნეტ რესურსი „PolitPro“ „კარგი პარტიის“ შესახებ წერს, რომ პარტია მხარს უჭერს ცენტრალიზებულ პოლიტიკურ სისტემას, მკაცრს საიმიგრაციო პოლიტიკას და სურს, თურქეთი იყოს ძლიერი ეროვნული სახელმწიფო. წყარო მიიჩნევს, რომ პარტია ეწინააღმდეგება მულტიკულტურალიზმს და ძლიერი ნაციონალიზმის იდეების მატარებელია.[2]

„კარგი პარტია“ 2023 წლის არჩევნებში ოპოზიციური ალიანსის წევრი იყო. ოპოზიციური ალიანსი, „კარგი პარტიასთან“ ერთად, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ [CHP], „დემოკრატიული პარტიის“, „ბედნიერების პარტიის“, „დემოკრატიისა და პროგრესის პარტიისა“ და „მომავლის პარტიისგან“ შედგებოდა. ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ჯილიჩდაროღლუ იყო. საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო „რესპუბლიკის ალიანსმა“ ხმების 49.31% მიიღო და გაიმარჯვა. ოპოზიციურმა „ეროვნულმა ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხმების 35.19% მიიღო.[3] საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა, თუმცა 50%-ზე მეტი ხმის აღება ვერ შეძლო, ამიტომ მასსა და მეორე ადგილზე გასულ ქემალ კილიჩდაროღლუს შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა და ერდოღანის გამარჯვებით დასრულდა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თანახმად, ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52.14% მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება.[4]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] თურქეთუს რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2018 წლის არჩევნების წინსაარჩევნო პერიოდში „კარგი პარტია“ დე-ფაქტო მედია ემბარგოს განიცდიდა. 2018 წლის 14-30 მაისის პერიოდში, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიაში 67 საათი დაეთმო ერდოღანს, 7 საათი დაეთმო CHP-ის კანდიდატს და 12 წუთი „კარგი პარტიის“ კანდიდატ მერალ აკსენერს.[5]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წლის 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში [საანგარიშო პერიოდი 2021 წლის მაისი – 2022 წლის ივნისი] თურქეთში მედია და ინტერნეტ თავისუფლების შესახებ წერს, რომ 2022 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს ჟურნალისტი სედეფ კაბასი, ოპოზიციური „კარგი პარტიის“ წევრი ალფ ემექი სოციალურ მედიაში დაპატიმრებული ჟურნალისტის გვარის [კაბასი] დაწერის გამო დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ემექმა პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა, ის 12 დღის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდათ.[6]

[1] ინტერნეტ რესურსი „Dbpedia“; ინფორმაცია „კარგი პარტიის“ შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://dbpedia.org/page/Good_Party [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[2] ინტერნეტ რესურსი „PolitPro“; ინფორმაცია „კარგი პარტიის“ შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://politpro.eu/en/turkey/parties#iyi [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[3] მედია საშუალება „პირველი არხი“; თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო „რესპუბლიკის ალიანსს“ ხმების 49.31 პროცენტი აქვს, ოპოზიციურ „ეროვნულ ალიანსს“ კი, 35.19 პროცენტი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 15 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/turqetis-saparlamento-archevnebshi-mmartveli-partiis-saarchevno-respublikis-alianss-khmebis-49-31-procenti-aqvs-opoziciur-erovnul-alianss-ki-35-19-procenti/ [ნანახია 2023 წლის 15 მაისს]

[4] მედია საშუალება „Anadolu Agency“; ერდოღანი ხელახლა იქნა არჩეული თურქეთის პრეზიდენტად; გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/politics/erdogan-reelected-turkiye-s-president-in-runoff-election-supreme-election-council/2908385 [ნანახია 2023 წლის 30 მაისს]

[5] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვოდმია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[6] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ანგარიში ციფრული მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების შესახებ [საანგარიშო პერიოდი 2021 წლის მაისი – 2022 წლის ივნისი]; გამოქვეყნებულია 2022 წლის 18 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

მსოფლიო. მიმდინარე მოვლენები შერჩეულ წარმოშობის ქვეყნებში. მაისი, 2023

თურქეთი – 14 მაისს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო „რესპუბლიკის ალიანსმა“ ხმების 49.31% მიიღო და გაიმარჯვა. ოპოზიციურმა „ეროვნულმა ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხმების 35.19% მიიღო. სახელისუფლებო ალიანში გაერთიანებულნი იყვნენ მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“, „კეთილდღეობის პარტია“ და „დიდი ერთიანობის პარტია“. ოპოზიციური ალიანსი კი „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“, „კარგი პარტიის“, „დემოკრატიული პარტიის“, „ბედნიერების პარტიის“, „დემოკრატიისა და პროგრესის პარტიისა“ და „მომავლის პარტიისგან“ შედგებოდა. მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ხმათა 35.42 პროცენტი მიიღო. ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ კი მხარი 25.40 პროცენტმა დაუჭირა.[1]

საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა, თუმცა 50%-ზე მეტი ხმის აღება ვერ შეძლო, ამიტომ მასსა და მეორე ადგილზე გასულ ქემალ კილიჩდაროღლუს შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა და ერდოღანის გამარჯვებით დასრულდა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თანახმად, ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52.14% მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება.[2]

ირანის ისლამური რესპუბლიკა – ირანის ხელისუფლებამ გასული წლის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯა. სამივე მათგანი მსავრდებული იყო გასული წლის ნოემბერში, სავარაუდო, შეიარაღებულ თავდასხმაში, რასაც უსაფრთხოების ძალების სამი წევრი ემსხვერპლა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, სამივე მათგანის სასამართლო პროცესი დარღვევებით ჩატარდა და, სავარაუდოდ, ისინი წამების მსხვერპლნი გახდნენ. 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, ირანში საპროტესტო აქციების უკვე 7 მონაწილე დასაჯეს სიკვდილით.[3]

ირანისა და ავღანეთის საზღვარზე სროლის შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე და თალიბანის ერთი მებრძოლი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. უცნობია, რამ გამოიწვია შეტაკებების პროვოცირება; თუმცა, ინციდენტი წყლის უფლების შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე მოხდა. ირანი ავღანეთს 1973 წელს გაფორმებული შეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც, ავღანეთი ვალდებულია, მდინარე ჰელმანდიდან ირანს ყოველწლიურად მიაწოდოს წყალი. მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.[4]

ბელარუსი – ბელარუს დისიდენტ რომან პროტასევიჩს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 3 მაისს, მინსკის რაიონულმა სასამართლომ პროტასევიჩი ოპოზიციური მედიასაშუალების რედაქტორად მუშაობასთან დაკავშირებით მთელ რიგ დარღვევებში ცნო დამნაშავედ. მას ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების ორგანიზება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება. პროტასევიჩი, 2021 წლის მაისში ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ბელარუსის ხელისუფლებამ მისი რეისი მინსკში იძულებით დასვა და პროტასევიჩ და მისი თანმხლები სოფია საპეგა აეროპორტშივე დააკავა. 2022 წლის მაისში საპეგას, შუღლის გაღვივებისთვის, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროტასევიჩი ინტერნეტ არხის „Nexta“ ყოფილი ხელმძღვანელია. „Nexta“ ბელარუსმა დისიდენტმა სტეპან პუტილომ დააფუძნა, რომელსაც დაუსწრებლად აქვს მისჯილი 20 წლით პატიმრობა და ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს.[5]

22 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკოკომ პროტასევიჩი შეიწყალა. მედიასთან დაუბრისას, პროტასევიჩმა განაცხადა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი მოაწერა და პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა.[6]

პაკისტანი – სკოლაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კურამის რაიონში მოხდა. დაღუპულთა შორის 4 მასწავლებელია. სროლა პატარა ქალაქ ტარი მანგალის სახელმწიფო სკოლის სამასწავლებლოში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, რომელთაც პოლიცია ეძებს. გავრცელებული ვარაუდებით, ინციდენტი კურამის რაიონში იმავე დღეს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, რომლის დროსაც მამაკაცი საკუთარი მანქანაში მოკლეს. აღნიშნული მამაკაცი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის თანამშრომელი იყო.[7]

სუდანი – სუდანის დედაქალაქ ხართუმში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ქალაქზე განხორციელდა ავია იერიშებიც. საბრძოლო მოქმედებები არ წყდება იმის მიუხედავად, რომ დაპირისპირებული მხარეები საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებიან. შეხვედრა გაეროსა და საუდის არაბეთის შუამავლობით იმართება.[8]

გაეროს მონაცემებით, სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყანა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 300 ათასზე მეტი კი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილდა.[9]

[1] მედია საშუალება „პირველი არხი“; თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო „რესპუბლიკის ალიანსს“ ხმების 49.31 პროცენტი აქვს, ოპოზიციურ „ეროვნულ ალიანსს“ კი, 35.19 პროცენტი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 15 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://1tv.ge/news/turqetis-saparlamento-archevnebshi-mmartveli-partiis-saarchevno-respublikis-alianss-khmebis-49-31-procenti-aqvs-opoziciur-erovnul-alianss-ki-35-19-procenti/ [ნანახია 2023 წლის 15 მაისს]

[2] მედია საშუალება „Anadolu Agency“; ერდოღანი ხელახლა იქნა არჩეული თურქეთის პრეზიდენტად; გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/politics/erdogan-reelected-turkiye-s-president-in-runoff-election-supreme-election-council/2908385 [ნანახია 2023 წლის 30 მაისს]

[3] მედია საშუალება „BBC“; ირანში აქციების მონაწილე სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 19 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-65640263?fbclid=IwAR1XiBy0z0VHJWEsn6mHd3LwicA-O-HALW9e5bOumKqDxvuhscN_ZFfGoos [ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[4] მედია საშუალება „Reuters“; ირან-ავღანეთის საზღვარზე შეტაკებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მაისს; ხელმისაწვდომაი ბმულზე: https://www.reuters.com/world/two-killed-clash-iran-afghan-border-taliban-official-says-2023-05-27/?fbclid=IwAR2n6oD-i-O1vn9nJFbkbljIfJ2HXylq5rxqBZt2gxgbF0SIR-C5ZBhHdnc [ნანახია 2023 წლის 30 მაისს]

[5] მედია საშუალება „BBC“; ბელარუს დისიდენტს რომან პროტასევიჩს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 3 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-65466698?fbclid=IwAR2f3ECWm1YT7L4Gmm4nJqQ5ls61-CPTs42o1I-L6tM_3BQ1DNMmPM02Rb0 [ნანახია 2023 წლის 15 მაისს]

[6] მედია რესურსი „Politico“; ბელარუსი აქტივისტი პრეზიდენტმა შეიწყალა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 22 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.politico.eu/article/belarus-pardon-roman-protasevich-jail-plane-hijack/?fbclid=IwAR1BoBVe4pBnJRAk48ip3bX6fnjcbjMTrp1ER7bJHupiPre8WIu5ZIWWMJE [ნანახია 2023 წლის 30 მაისს]

[7] მედია საშუალება „BBC“; პაკისტანის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 4 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-65480770?fbclid=IwAR3evVbhxJro0vPQ2TcujQ62rW79RutAC85wGJYmoMjrsLD4Pvi_H_pvhcU [ნანახია 2023 წლის 15 მაისს]

[8] მედია საშუალება „Deutsche Welle“; დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ხართუმზე საჰაერო იერიშები განხროციელდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 13 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/en/in-sudan-airstrikes-hit-khartoum-despite-scheduled-talks/a-65614464?fbclid=IwAR1XEsQ1bNI_SrJwYLUkKe6A0TGcG5pcQhNeBq7GygPpRL1GoYkyWZnJxwY [ნანახია 2023 წლის 15 მაისს]

[9] მედია საშუალება „BBC“; სუდანის კრიზისი: მშვიდობიანი მოსახლეობა კატასტროფის პირას; გამოქვეყნებულია 2023 წლის 2 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-africa-65448691?fbclid=IwAR1slceZchl1cJKlal9G0yyRls2j8lQS4JrloiCEI_vesrb01AVhEO7yDwk [ნანახია 2023 წლის 5 მაისს]

ბელარუსი. მდუმარე საპროტესტო აქციები, ჩერნობილის მარში. მაისი, 2023

„მდუმარე აქციები“ – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2011 წელი] ბელარუსის შესახებ წერს, რომ 2011 წლის ივნისში, ინტერნეტ ჯგუფმა „რევოლუცია სოციალური ქსელით“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდა, ლუკაშენკოს არადემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, „მდუმარე“ აქციები გაემართათ. ჯგუფის ინციატივით, ხალხი უნდა შეკრებილიყო საჯარო ადგილებში და, ყოველგვარი დროშების, ბანერების, პოლიტიკური კუთვნილების მაიდენტიფიცირებელი სიმბოლიკის და ლოზუნგების გაჟღერების გარეშე, გაეპროტესტებინათ ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.

14 ივნისს, გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა გაფრთხილება არასანქცირებული აქციების წინააღმდეგ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დემონსტრაციებზე მოსალოდნელი იყო „აფეთქებები და სროლა“. მიუხედავად ძალოვანი სტრუქტურების განცხადებებისა, 2011 წლის 15 ივნისს რამდენიმე ათასი ადამიანი მინსკის ცენტრსა და ბელარუსის 20-მდე სხვა ქალაქში შეიკრიბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მდომარედ გადაადგილდებოდნენ და ტაშს უკრავდნენ. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ინფორმაციით, 250-მდე დემონსტრანტი, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტები, დააკავეს ქვეყნის მასშტაბით. მათი სრული უმრავლესობა, ბრალდების წაყენების გარეშე, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

22 ივნისს, ქვეყნის მასშტაბით, მდუმარე აქციებში 6 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ 450-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის ჟურნალისტები, დააკავა. საპროტესტო აქციების 33 მონაწილეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, 127 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

მინსკის პოლიციამ მოქალაქეებს „თავისუფლად ტაშის დაკვრის“ უფლება მისცა 3 ივლისს, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღის აღლუმის ფარგლებში; ამასთან, „მდუმარე პროტესტის“ ტაქტიკა კრიმინალიზებულად გამოაცხადა. 3 ივლისს გამართული აქციის დროს, პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის 20 დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო. დაკავებულთა უმეტესობას 15 დღით, ადმინისტრაციული წესით პატიმრობა მიესაჯათ; სხვებს 127 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. 6 ივლისს, ბელარუსის მასშტაბით 35 სხვადასხვა ლოკაციაზე, მდუმარე აქციის 2,500 მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. პოლიციამ 400 პირი დააკავა, მათ შორის 28 დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ადმინისტრაციულმა სასამართლომ 193 აქტივისტი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა და უმეტესობას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხვებს 127 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

„მდუმარე“ აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო შეკრება 21 სექტემბერს დააანონსეს. პოლიციამ პრევენციულ დაპატიმრებებს და ქვეყნის მასშტაბით აქტივისტებთან „პრევენციულ საუბრებს“ მიმართა. რამდენიმე უნივერსიტეტმა საღამოს საათებში ლექციები ჩანიშნა, რათა სტუდენტების აქციაში მონაწილეობა შეეზღუდა. 21 სექტემბერს დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საერთო ჯამში, „მდუმარე“ აქციის 2 ათასზე მეტი მონაწილე დააკავეს და ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. „მდუმარე“ აქციების დროს დაკავებული ათობით დემონსტრანტი მოგვიანებით აცხადებდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან პოლიციელები მათ სასტიკად სცემდნენ დაპატიმრების და ტრანსპორტირების დროს; ასევე, დაკავების ცენტრებშიც.

აქციების ორგანიზება ხდებოდა რუსული სოციალური ქსელის „vkontakte.ru“ გამოყენებით. ინტერნეტ მომხმარებლების თქმით, აქციებამდე რამდენიმე საათით ადრე, გვერდზე წვდომა შეზღუდული იყო ხოლმე; ან ხდებოდა გადამისამართება ყალბ გვერდებზე, რომლებიც პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდნენ.[1]

მედია საშუალება „Al Jazeera“ 2011 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ მინსკის პოლიციამ ლუკაშენკოს 17-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია დაარბია და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია დემონსტრანტებს, ასევე, სცემდა. სტატიის მიხედვით, „რევოლუცია სოციალური ქსელით“ ჯგუფის [„მდუმარე“ აქციების ორგანიზატორები] მთავარი გვერდი რუსულ სოციალურ ქსელში დაბლოკეს.[2]

მედია საშუალება BBC 2011 წლის 30 ივნისს „მდუმარე“ [ტაშის] აქციების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 2010 წლის დეკემბერში, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში [რომელიც გაყალბებულად შეფასდა] ლუკაშენკოს მორიგი გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლებამ დააპატიმრა ოპოზიციის წევრები და არბევს განსხვავებული აზრის ნებისმიერ გამოვლინებას.[3]

„ჩერნობილის გზა“ – მედია საშუალება „BBC“ [რუსულენოვანი განყოფილება] 2018 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მინსკში „ჩერნობილის გზის“ მორიგი მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას „სოციალური ჩერნობილისთვის“ – ფასების ზრდისა და მოსახლეობის გაღატაკებისთვის; ყველაზე მეტად კი, მსვლელობის მონაწილეები, აპროტესტებდნენ ქვეყანაში ატომური სადგურის აშენებას.[4]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2019 წლის 25 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ „ჩერნობილის გზა“ არის მსვლელობა, რომელიც ბელარუსში, ყოველწლიურად, 26 აპრილს იმართება, ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფასთან დაკავშირებით. პირველი მსვლელობა 1989 წლის 30 სექტემბერს გაიმართა. მონაწილეების მესამედი კატასტროფის შედეგად დაზარალებული დასახლებებიდან იყო და მათ ხელში ეჭირადთ ბანერები თავიანთი დასახლებების სახელწოდებებით. კომუნისტურმა ხელისუფლებამ დემონსტრაციის გამართვის ნებართვა არ გასცა; მეტიც, მათ ამ დღეს ეროვნული დღესასწაულიც კი დააწესეს. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 30 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა მინსკის ქუჩებში და დამოუკიდებლობის მოედნისკენ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩერნობილის გზის“ იდეა ნატალია როსლავას ეკუთვნის. მან მოგილევის რეგიონში დააფუძნა „ბელარუსის ეროვნული ფრონტის“ საზოგადოება, რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ „ჩერნობილის რეზიდენტები“. პირველი მსვლელობის ორგანიზატორები დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმებით დასაჯეს. თავდაპირველად, „ჩერნობილის გზა“ კომუნისტური მთავრობის ოპოზიცია იყო, რომელიც კატასტროფის შესახებ სიმართლეს მალავდა და ხალხის პრობლემებს უგულებელყოფდა. ბელარუსის დამოუკიდებლობის პირველ წლებში მსვლელობა ორგანიზებული იყო როგორც ხსოვნის ღონისძიება. როდესაც ხელისუფლებაში ლუკაშენკო მოვიდა, მარშმა მისი მმართველობის საწინააღმდეგო პროტესტის ხასიათი შეიძინა.

ყველაზე მასშტაბური „ჩერნობილის გზა“ 1996 წელს, კატასტროფიდან 10 წლისთავზე, გაიმართა. მისნკის ქუჩებში 50 ათასი ადამიანი გამოვიდა. მსვლელობისას არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ბევრი პოლიტიკური აქტივისტი, ვინც ლუკაშენკოს მმართველობას აპროტესტებდა, დააკავეს. აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერმა ზენონ პაზნიაკმა ბელარუსი დატოვა. პარალელურად, მაკსიმ ბოგდანოვიჩს სახელობის მუზეუმის [რომელსაც ალეს ბიალიატსკი ხელმძღვანელობდა] თანამშრომლების ნაწილმა დაპატიმრებულებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება დაიწყო. ასე შეიქმნა ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“.[5]

 

მედია საშუალება „RFI [Radio Frabce International]“ 2021 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 2020 წელს „ბელარუსის გზის“ მსვლელობის ჩატარებას ხელი პანდემიამ შეუშალა; 2021 წელს კი კატასტროფის ხსოვნის მსვლელობა ხელისუფლებამ აკრძალა. მსვლელობის საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია შედიოდა, განაცხადი 9 აპრილს შეიტანა. სხვადასხვა საფუძვლით, მინსკის საქალაქო საბჭომ მსვლელობის გამართვის ნებართა არ გასცა. ერთერთ მიზეზად, კვლავ პანდემია დასახელდა. მიუხედავად ამისა, მცირე ჯგუფმა მსვლელობა მაინც გამართა. 23 აპრილს, „ჩერნობილის რაიონებში“, ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია – ავტომობილების გარბენი – გაიმართა. აქციაში, ოფიციალური დროშებით გაფორმებული, 40-მდე ავტომობილი მონაწილეობდა. ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნული ტერიტორიები მოინახულა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.[6]

ინტერნეტ მედია რესურსი „ზერკალო“ 2022 წლის 22 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მინსკის საქალაქო საბჭომ ჩერნობილის გზის მსვლელობის განართვის ნებართვა კვლავ არ გასცა. პარტია „მწვანეებმა“ განაცხადი 8 აპრილს შეიტანეს. მსვლელობის ორგანიზატორები გეგმავდნენ აქციას, რომლის მოთხოვნები იქნებოდა ბელარუსის ნეიტრალიტეტი, ბელარუსელი სამხედროების კონფლიქტებში არ ჩართვა, რუსეთის ჯარის ბელარუსიდან გაყვანა და უკრაინელების სოლიდარობა. 22 აპრილს, მინსკის საქალაქო საბჭომ მსვლელობის გამართვის ნებართვა არ გასცა.[7]

ინტერნეტ რესურსი „Belsat“ 2023 წლის 25 აპრილს წერს, რომ ჩერნობილის გზა, რომელიც ბელარუსში ყოველწლიურად იმართებოდა 2020 წლამდე, ბელარუსში 2023 წელსაც არ გაიმართება. ჩერნობილის გზის ფარგლებში მსვლელობები ბელარუსულმა დიასპორამ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში [ვილნიუსი, ვარშავა, კრაკოვი, ბერლინი, კოპენჰაგენი, ტორონტო, ნიუ იორკი და სხვა] გამართა.[8]

„საბჭოთა რესპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე“ – 29 ოქტომბერს, ბელარუსში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა დღე აღინიშნება. 1937 წლის 29 ოქტომბრის ღამეს მინსკში ბელარუსის ეროვნული ელიტის 100-მდე წარმომადგენელი დახვტირეს. ბელარუსი ისტორიკოსი დმიტრი დროზდი ამბობს, რომ დახვრეტილთა შორის 22 იყო ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელი; დანარჩენი კი სახელმწიფო, პარტიული, სამხედრო მოღვაწეები იყვნენ.[9]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ბელარუსში – 2011 წელი; გამოქვეყნებულია 2012 წლის 24 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[2] მედია საშუალება „Al Jazeera“; „ტაშის“ პროტესტის ათობით დაკავებული ბელორუსში; გამოქვეყნებულია 2011 წლის 3 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2011/7/3/dozens-arrested-in-belarus-clapping-protest [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[3] მედია საშუალება BBC; ბელაური: რეჟიმს მდუმარე აქციების ეშინია; გამოქვეყნებულია 2011 წლის 30 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-13975788 [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[4] მედია საშუალება „BBC“ [რუსულენოვანი განყოფილება]; „ჩერნობილის გზა“ მინსკიდან ოსტროვცამდე?; გამოქვეყნებულია 2018 წლის 26 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/features-43915925 [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[5] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; ბელარუსის ჩერნობილის გზა; გამოქვეყნებულია 2019 წლის 25 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svaboda.org/a/29903014.html [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[6] მედია საშუალება „RFI“; ჩერნობილის გზა მინსკში: სპეცტექნიკა და ძალოვნების პატრული მსვლელობის ნაცვლად; გამოქვეყნებულია 2021 წლის 26 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rfi.fr/ru/%D0%B5%D0%B2%D1%80%D0%BE%D0%BF%D0%B0/20210426-%D1%87%D0%B5%D1%80%D0%BD%D0%BE%D0%B1%D1%8B%D0%BB%D1%8C%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9-%D1%88%D0%BB%D1%8F%D1%85-%D0%B2-%D0%BC%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B5-%D0%B2%D0%BC%D0%B5%D1%81%D1%82%D0%BE-%D1%88%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B8%D1%8F-%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BD%D0%BD%D1%8B-%D1%81%D0%BF%D0%B5%D1%86%D1%82%D0%B5%D1%85%D0%BD%D0%B8%D0%BA%D0%B8-%D0%B8-%D0%BF%D0%B0%D1%82%D1%80%D1%83%D0%BB%D0%B8-%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%B2 [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[7] ინტერნეტ მედია რესურის „ზერკალო“; ბელარუსში ჩერნობილის გზა 2022 არ გაიმართება – ხელისუფლებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 22 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://news.zerkalo.io/life/13127.html [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[8] ინტერნეტ რესურსი „Belsat“; სად გაიმართება ჩერნობილის გზა 2023? ანონსი და რუქა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 25 აპრილს; ხელმისაწვოდმია ბმულზე: https://belsat.eu/ru/news/25-04-2023-gde-projdet-chernobylskij-shlyah-2023-varshava-vilnyus-berlin-nyu-jork-anonsy-i-karta [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

[9] მედია საშუალება „Deutsche Welle“; როგორ მოხდა სტალინური რესპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია ბელარუსში? გამოქვეყნებულია 2021 წლის 29 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/rasstreljannoe-pokolenie-kak-reabilitirovali-zhertv-stalinskogo-terrora-v-belarusi/a-59663574 [ნანახია 2023 წლის 24 მაისს]

ეგვიპტე. სამართალდამცავი სისტემის ფუნქციონირება. მაისი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობს სამართალდამცავ და საშინაო უსაფრთხოების ორგანოებს, მათ შორის, საჯარო უსაფრთხოების სექტორის პოლიციას, ცენტრალური უსაფრთხოების ძალებს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს.ქვეყნის მასშტაბით სამართალდცავითი ფუნქცია აკისრია საჯარო უსაფრთხოების სექტორის პოლიციას. ცენტრალური უსაფრთხოების ძალები იცავენ ინფრასტრუქტურას და პასუხისმგებელი არიან ხალხთა მასობრივი შეკრებების [ბრბოს] კონტროლზე. საშინაო საფრთხეებზე რეაგირება კონტრ-ტერორსტული საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ფუნქციებია. სამოქალაქო ხელისუფლება უსაფრთოების ძალების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ვრცელდებოდა ინფორმაციები უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მრავალი დარღვევის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დარღვევების მნიშვნელოვან ფაქტებს შორისაა უკანონო და თვითნებური მკვლელობები, რომელსაც სამთავრობო აგენტები ან ტერორისტული ჯგუფები სჩადიან; ასევე, იძლებითი გაუჩნარებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან; წამება და არა-ადამიანური მოპყრობა ან სასჯელი; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები.

ხელისუფლებამ ვერ შეძლო თანმიმდევრული ყოფილიყო დანაშაულის ჩამდენი მოხელეების დასჯის მიმართულებით, როგორც უსაფრთხოების სამსახურებში, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებში; განსაკუთრებით კორუფციის კუთხით. უმეტეს შემთხვევაში, მთავრობა სრულყოფილად არ იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებს, მათ შორის ძალადობრივ ინციდენტებს უსაფრთხოების ძალების მონაწილეობით; რაც, თავის მხრივ, დაუსჯელობის გარემოს ქმნის.

მოსალოდნელი დემონსტრაციების წინ, პოლიცია საჯარო სივრცეებში აჩერებს ახალგაზრდებს და ამოწმებს მათ ტელეფონებს, რათა დააგინოს, მონაწილეობენ თუ არა ისინი პოლიტიკურ საქმიანობაში ან აკრიტიკებენ თუ არა მთავრობას. 25 იანვრის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით, პოლიციის ოფიცრები ამოწმედნენ ტაჰრირის სკვერის მიმდებარე ფარეხებს და მფლობელებს ეკითხებოდნენ ავტომობილებისა და მათი მძღოლების შესახებ. ღონისძიებასთან დაკავშირებით უფრო ინტენსიურად ხდებოდა ტელეფონების შემოწმება და საკონტროლო-გამშვები პუნქტების შექმნა.

სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ინფორმაციით, პოლიცია ხშირად ზეწოლას ახორციელებს გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებზე, რათა მან საჩივარი არ დაწერონ. პჯახში ძალადობას პოლიცია ხშირად მიიჩნევს პირად საქმედ, რომელიც ოჯახს შიგნით უნდა მოგვარდეს და საქმის აღძვრისგან თავს იკავებს. მედია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან სექსუალური შევიწროვება პრობლემას წარმოადგენს. 2022 წლის სექტემბერში პოლიციამ დააპატიმრა ჰელვანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუვრცელა ქალს, რომელმაც უარი განუცხადა მას დაქორწინებაზე.

ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, პოლიცია ავიწროვებს ლგბტ+ პირებს; მათ შორის ადგილი, აქვს ფიზიკურ თავდასხმებს და ქრთამის გამოძალვას დაპატიმრების თავიდან არიდების სანაცვლოდ. პოლიცია იყენებს პაემნების აპლიკაციას ჰომოსექსუალი პირების გამოჭერისა და დაპატიმრების მიზნით.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ წამება კვლავ ფართოდ გავრცელებულია ციხეებში, პოლიციის განყოფილებებსა და უსაფრთხოების სამსახურის დაწესებულებებში. 2022 წლის იანვარში გავრცელდა ვიდეო, სადაც აღწერილი იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა კაიროში, ალ-სალამის პოლიციის პირველ განყოფილებაში. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პოლიციამ გაასამართლა და 5 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელებით დასაჯა 21 პატიმარი მამაკაცი, 1 ქალი და 1 ბიჭი, რომლებიც ვიდეოში ჩანდნენ; ასევე, ისინი „ტერორისტთა სიაში“ შეიყვანა. ხელოსუფლებამ არ ჩაატარა სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალადობის თაობაზე და დამნაშავე პოლიციელების მიმართ სერიოზული საგამოძიებო ქმედებები არ განხორციელებულა.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ პოლიცია და ეროვნული უსაფრთოების სამსახურის წევრები განაგრძობენ ოპონენტების იძლებით გაუჩინარებებს არაოფიციალური დაკავების ცენტრებში, სადაც დაკავებულები ექვემდებარებიან წამებას აღიარებითი ჩვენების იძულების მიზნით.[3]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

ალჟირი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მაისი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშ პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყანა მრავალპარტიული რესპუბლიკაა, რომლის პრეზიდენტსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის წევრები და პრემიერი, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას ხელმძღვანელობს. 2019 წელს აბდელმაჯიდ ტებუნმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. არჩევნებს მასობრივი დემონსტრაციების [„ჰირაკის“ სახელით ცნობილი] თანხლებით ჩატარდა. დამკვირვებლებმა არჩევნები კარგად ორგანიზებულად შეაფასეს. მათივე დასკვნით, არჩევნები მნიშვნელოვანი პრობლემებისა თუ დარღვევების გარეშე ჩატარდა; თუმცა, სამოქალაქო თავისუფლება იზღუდებოდა საარჩევნო პერიოდში და ხმების დათვლის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. 2020 წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რასაც 2021 წელს საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა. არჩევნებზე აქტივობამ 23% შეადგინა, რაც ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ხელისუფლება, ზოგადად, ინარჩუნებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ძალების წევრები სხვადასხვა სახის დარჩვევებს სჩადიან.

ადამიანის უფლებათა დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორის აღსანიშნავია: სარწმუნო ცნობები უსაფრთხოების ძალების მიერ წამების, არა-ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების შესახებ; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები; მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები; სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემები; რელიგიის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა; ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული შეზღუდვები; გენდერული ნიშნით დანაშაულების გამოძიებისა და პასუხისგების კუთხით არსებული პრობლემები; და სხვა.

მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები საჯარო პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძების და დამნაშავეთა დასჯის მიმართულებით, განსაკუთრებით კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ჩაატარა გამოძიება და ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარა იმ ოფიცრების მიმართ, ვინც დამნაშავედ მიიჩნია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წამების ბრალდებით არც სამოქალაქო და არც სამხედრო პირი არ გაუსამართლებიათ. დაუსჯელობა პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებში კვლავ რჩება პრობლემად.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს განსხვავებული აზრის მქონე პირთა და დემონსტრაციებში მონაწილეთა დაპატიმრებებსა და  გასამართლებებს. ხელისუფლება განაგრძობს ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების გასასამართლებლად; ასევე, ორგანიზაციების დასაშინებლად და დასახურად. საპატიმროების თანამშრომლები იყენებენ წამებას და სხვა არასათანადო მოპყრობას პატიმრების მიმართ და ამას დაუსჯელად სჩადიან. ხელმისუფლებამ დახურა სამი ეკლესია და უფრო მეტისთვის არ გასცა ლიცენზია; და, ასევე, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა ზოგიერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს. სამი ადვოკატი, რომლებიც პოლიტპატიმრების ინტერესებს იცავდნენ და საპატიმროებში საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებებს აპროტესტებდნენ, გაასამართლეს. საანგარიშო პერიოდში გავრცელდა ცნობები ფემიციდის 37 შემთხვევის შესახებ. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებები არ მომხდარა. სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენები გააუქმა; საანგარიშო პერიოდში სიკვდილით დასჯის განაჩენი არ აღსრულებულა.[2]

საერთაშრისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური პროცესი, უკვე დიდი ხანია, სამხედრო და მმართველი პარტიის [ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი FLN] შიგნით აღმოცენებული, ჩაკეტილი ელიტის დომინაციას განიცდის. პარლამენტში მრავლად არიან წარმოდგენილნი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ არჩევნები ხასიათდება მოსყოდვით და საარჩევნო პროცესი არაა გამჭვირვალე. კორუფცია ფართოდაა გავცრცელებული, მედიის თავისუფლება იზღუდება, საპროტესტო აქციების მიმართ კი ძალის გამოყენება ხდება. „ჰირაკის“ დემონსტრაციებმა დიდი ზეწოლა მოახდინა ხელისუფლებაზე, თუმცა მომდევნო წლებში დემონსტრანტების და განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ ხელისუფლების ქმედებებმა, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების გაგრძელება შეაფერხა.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება განაგრძობს განსხვავებული აზრის, გამოხატვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. აქტივისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და ადვოკატები გაასამართლეს თავიანთი მშვიდიანი საქმიანობის, მოსაზრებებისა თუ პროფესიასთან დაკავშირებული მიზეზებით. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, დაახლოებით, 250 პირი იმყოფებოდა საპატიმროებში საპროტესტო აქციების მონაწილების გამო. ხელისუფლება მზარდი ტემპით იყენებს ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობას აქტივისტების, სხვა კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ.[4]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ალჟირის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[5]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია: 2023 წლის 11 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 16 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 22 მაისს]

[5] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ალჟირი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 22 მაისს]