კენია. ადამიანის უფლებების დაცვა და ეთნიკურად სომალელთა მდგომარეობა. სექტემბერი, 2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) კენიაში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ კენია არის რესპუბლიკა, რომელსაც ხელისუფლების სამი შტო მართავს – აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი მეთაურობს; ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება სენატისა და ეროვნული ასამბლეისგან და სასამართლო.

2017 წლის 8 აგვისტოს ქვეყანაში ჩატარდა რიგით მეორე არჩევნები მას შემდეგ, რაც დამტკიცებული იქნა 2010 წლის კონსტიტუცია. საყოველთაო არჩევნებზე მოქალაქეებმა აირჩიეს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, გუბერნატორები და კანონმდებლები. საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნები სანდოდ შეაფასეს; თუმცა ზოგიერთი სამოქალაქო და ოპოზიციური ჯგუფი მიუთითებდა დარღვევების არსებობაზე. 11 აგვისტოს საარჩევნო კომისიამ ჯუბილეს კოალიციური პარტიის (Jubilee Coalition Party) კანდიდატის უჰურუ კენიატას (Uhuru Kenyatta) პრეზიდენტად ხელახლა არჩევა დაადასტურა.

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა რაილა ოდინგამ (Raila Odinga) საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. 1-ელ სექტემბერს სასამართლომ არჩევნების შედეგების ოქმების გადაცემისა და დადასტურების პროცესში ხარვეზები გამოავლინა და ბათილად ცნო პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩევნების შედეგები. ხელახალი არჩევნები 26 ოქტომბერს დაინიშნა. 10 ოქტომბერს ოპოზიციონერმა ოდინგამ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და ამომრჩეველს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა. 26 ოქტომბრის არჩევნები დაბალი აქტივობით ჩატარდა და უჰურუ კენიატას გამარჯვებით დასრულდა. ხელახალი არჩევნების შედეგები უზენაესმა სასამართლომ 20 ნოემბერს დაადასტურა.

სამოქალაქო ხელისუფლება დროდადრო ვერ ახერხებდა უსაფრთხოების ძალებზე ეფექტური კონტროლის შენარჩუნებას. ადამიანის უფლებათა განსაკუთრებით აღსანიშნავ დარღვევებს წარმოადგენდა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები; ადამიანის უფლებათა აქტივისტების იძულებითი გაუჩინარებები; წინასწარ დაკავებაში მყოფი პირების, ეჭვმიტანილებისა და პატიმრების წამების ფაქტები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; დაუსჯელობა; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; არა ეფექტური სასამართლო; პრესისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვები; პასუხისმგებლობების ნაკლებობა ქალების წინააღმდეგ ძალადობისას, მათ შორის გაუპატიურებისა და სასქესო ორგანოების დამახინჯების პრაქტიკისას და ასევე, ერთსქესიანთა კავშირის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება.

ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბი კვლავ ახორციელებდა იერიშებს და პარტიზანულ თავდასხმებს სომალის საზღვართან, რომელთაც ახლდათ მსხვერპლი. ტერორისტების სამიზნეს წარმოადგენდა, როგორც უსაფრთხოების ძალები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების თქმით, უსაფრთხოების ძალები ასევე არღვევდნენ ადამიანის უფლებებს კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებისას.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში კენიის შესახებ ქვეყანას ნახევრად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. თავისუფლების ხარისხი, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები შეფასებულია 4-4 ქულით (1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე უარესი). ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მედია ასევე ნახევრად თავისუფალია; ხოლო ინტერნეტზე წვდომა თავისუფალი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წლის არჩევნებს ბოლომდე მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია. აგვისტოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს საარჩევნო კომისიის წევრი კრის მსანდო (Chris Msando), რომელიც ხმის დათვლის სისტემაზე იყო პასუხისმგებელი. არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დარბევისას ათობით ადამიანი დაიღუპა.[2]

ეთნიკურად სომალელთა მიმართ დამოკიდებულება

უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“ 2018 წლის იანვრის ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ კენია ეთნიკურად, ლინგვისტურად, კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ეთნიკური უმცირესობები, როგორებიც არიან ნუბიანები და სომალელები, არ არიან აღიარებულნი უმცირესობად კენიის მთავრობის მიერ და აქვთ პრობლემები მოქალაქეობის დოკუმენტაციაზე წვდომის კუთხით. უკანასკნელ წლებში მკვეთრად იმატა პოლიტიკურმა კონფლიქტმა ეთნიკურ ნიადაგზე. ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეთნიკური ნიშნით ძალაუფლების მიღმა დატოვება დაძაბულობის ძირითად წყაროდ იქცა კენიაში. მოწყვლად უმცირესობებს მიეკუთვნებიან მუსლიმები, მაგალითად მომთაბარე მწყემსები, როგორებიც არიან სომალელები და მაასაები და მონადირე-შემგროვებლები.

კენიაში სომალელი უმცირესობა არცთუ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მათ შორის არიან როგორც სომალური წარმოშობის კენიის მოქალაქეები, ასევე სომალელი ლტოლვილები. სომალური ექსტრემისტული ორგანიზაცია ალ-შაბაბის მხრიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხის ზრდამ კენიის შიგნით, გამოიწვია კენიის მთავრობის მხრიდან სულ უფრო ნაკლები შემწყნარებლობა სომალელი ლტოლვილების მიმართ. კერძოდ, 2016 წელს, მთავრობის მიდგომის ცვლილებამ გამოიწვია დიდი მცდელობების სერია, დაეხურათ სომალელი ლტოლვილებით დასახლებული ბანაკი და სომალელი ლტოლვილები დაებრუნებინათ სომალიში.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2018 წლის თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 83% ქრისტიანი, ხოლო 11% – მუსლიმია. მუსლიმთა უმეტესობა ჩრდილო-აღმოსავლეთით სანაპირო რეგიონებში ცხოვრობს, სადაც ეთნიკურობა და რელიგია ხშირად გადაჯაჭვულია. დადააბის ლტოლვილთა ბანაკში, დაახლოებით, 280 ათასი ეთნიკურად სომალელი ლტოლვილი ცხოვრობს. 160 ათასამდე ლტოლვილი ცხოვრობს კაკუმას ბანაკში, მათ შორის არიან სომალელები, სამხრეთ სუდანელები და ეთიოპიელები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები არიან.[4]

„Amnesty International“ 2017/18 წლების ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ 2017 წლის 25 აპრილს გარისას უზენაესმა სასამართლომ ბრძანა 29 სომალელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაცია სომალიში. ჯგუფი მარტში დააპატიმრეს და მაგისტრატი სასამართლოს წინაშე წარადგინეს კენიაში უკანონოდ ყოფნის ბრალდებით. მაგისტრატმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი დადააბის ბანაკში უნდა გადაეყვანათ, სადაც ლტოლვილთა საკითხთა სამდივნოს უნდა დაერეგისტრირებინა ისინი; თუმცა სამდივნოს თანამშრომელმა უარი თქვა ჯგუფის რეგისტრაციაზე. მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება გააუქმა უზენაესმა სასამართლომ და 29-ვე პირი, მათ შორის 10 ბავშვი 2017 წლის 4 მაისს სომალიში დაადეპორტეს.[5]

„Human Rights Watch“ თავის 2018 წლის ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ კენიის უსაფრთხოების ძალები გარეულნი იყვნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში, მათ შორის იმ პირთა მიმართ უკანონო მკვლელობებსა იძულებით გაუჩინარებებში, ვისაც მოიაზრებდნენ, რომ კავშირი ჰქონდა ალ-შაბაბთან. ასევე, ადგილი ჰქონდა, ძალადობრივ საპოლიციო ოპერაციებს, რომელთა მიზანს ძირითადად კენიელი და არა-კენიელი სომალელები და მუსლიმები წარმოადგენდნენ. 2016 წლის დეკემბერში პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში კენიური და საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები უჰურუ კენიატას მოუწოდებდნენ ასეთი მკვლელობებისა და გაუჩინარებების შეჩერებას; თუმცა, პრეზიდენტს წერილისთვის პასუხი არ გაუცია.

2017 წლის თებერვალში კენიის უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა მთავრობის განკარგულება დადააბის ლტოლვილთა ბანაკის დახურვის შესახებ, სადაც 240 ათასი, ძირითადად, სომალელი ლტოლვილი ცხოვრობს. 2011 წელს ბანაკში 465 ათასი ლტოლვილი ცხოვრობდა, თუმცა მთავრობის მხრიდან დახურვის მუქარებისა და საკვებისა და სხვადასხვა სერვისის შეზღუდვის შედეგად, რაოდენობა განახევრდა. დაახლოებით, 32 ათასი დაბრუნდა სომალიში 2017 წელს. 2016 წლის მაისში კენიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დახურავენ ბანაკს და იძულებით დააბრუნებენ სომალელ ლტოლვილებს, რადგან ისინი ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენენ.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ პოლიცია თვითნებურად აკავებდა და აპატიმრებდა ხალხს. ასეთი ქმედებების მსხვერპლნი, ძირითადად, ღარიბი ახალგაზრდა კაცები ხდებოდნენ. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩიოდნენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით დაკავებებს და დაპატიმრებებს, რომელთა სამიზნესაც, ძირითადად, ეთნიკურად სომალელები და კენიელი მუსლიმები წარმოადგენდნენ. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ხშირად ჰქონდა ადგილი კონფლიქტებს სომალურ, ტურკანა, გაბრა, ბორანა, სამბურუ, რენდილისა და პოკოტეს ეთნიკურ ჯგუფებს შორის; მათ შორის, ადგილი ჰქონდა ბანდიტობებს, მიწის გამო ჩხუბებსა და პირუტყვის ქურდობებს. ქვეყნის საზღვრების გარშემო მიმდინარე დავა ასევე იყო ძალადობის წყარო. ოჯახში მომუშავეები უგანდიდან, მწყემსები ეთიოპიიდან და სხვები სომალიდან, სამხრეთ სუდანიდან და ბურუნდიდან იძულებითი შრომის მსხვერპლები ხდებოდნენ.[7]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Kenya, 20 April 2018

 (accessed on 13 September 2018)

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Kenya, 28 May 2018, available at:

[accessed 13 September 2018]

[3] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Kenya, January 2018, available at:

[accessed 13 September 2018]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Kenya: Background information, including actors of protection and internal relocation , February 2018, Version 1.0, available at:

accessed 13 September 2018]

[5] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Kenya, 22 February 2018, available at:

[accessed 13 September 2018]

[6] Human Rights Watch, World Report 2018 – Kenya, 18 January 2018, available at:

[accessed 13 September 2018]

[7] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Kenya, 20 April 2018

 (accessed 13 September 2018)

კენია. ეთნიკურად სომალელთა მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2018

უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „Minority Rights Group International“ 2018 წლის იანვრის ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ კენია ეთნიკურად, ლინგვისტურად, კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ეთნიკური უმცირესობები, როგორებიც არიან ნუბიანები და სომალელები, არ არიან აღიარებულნი უმცირესობად კენიის მთავრობის მიერ და აქვთ პრობლემები მოქალაქეობის დოკუმენტაციაზე წვდომის კუთხით. უკანასკნელ წლებში მკვეთრად იმატა პოლიტიკურმა კონფლიქტმა ეთნიკურ ნიადაგზე. ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეთნიკური ნიშნით ძალაუფლების მიღმა დატოვება დაძაბულობის ძირითად წყაროდ იქცა კენიაში. მოწყვლად უმცირესობებს მიეკუთვნებიან მუსლიმები, მაგალითად მომთაბარე მწყემსები, როგორებიც არიან სომალელები და მაასაები და მონადირე-შემგროვებლები.

კენიაში სომალელი უმცირესობა არცთუ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მათ შორის არიან როგორც სომალური წარმოშობის კენიის მოქალაქეები, ასევე სომალელი ლტოლვილები. სომალური ექსტრემისტული ორგანიზაცია ალ-შაბაბის მხრიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხის ზრდამ კენიის შიგნით, გამოიწვია კენიის მთავრობის მხრიდან სულ უფრო ნაკლები შემწყნარებლობა სომალელი ლტოლვილების მიმართ. კერძოდ, 2016 წელს, მთავრობის მიდგომის ცვლილებამ გამოიწვია დიდი მცდელობების სერია, დაეხურათ სომალელი ლტოლვილებით დასახლებული ბანაკი და სომალელი ლტოლვილები დაებრუნებინათ სომალიში.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2018 წლის თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 83% ქრისტიანი, ხოლო 11% – მუსლიმია. მუსლიმთა უმეტესობა ჩრდილო-აღმოსავლეთით სანაპირო რეგიონებში ცხოვრობს, სადაც ეთნიკურობა და რელიგია ხშირად გადაჯაჭვულია. დადააბის ლტოლვილთა ბანაკში, დაახლოებით, 280 ათასი ეთნიკურად სომალელი ლტოლვილი ცხოვრობს. 160 ათასამდე ლტოლვილი ცხოვრობს კაკუმას ბანაკში, მათ შორის არიან სომალელები, სამხრეთ სუდანელები და ეთიოპიელები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები არიან.[2]

„Amnesty International“ 2017/18 წლების ანგარიშში სომალის შესახებ წერს, რომ 2017 წლის 25 აპრილს გარისას უზენაესმა სასამართლომ ბრძანა 29 სომალელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაცია სომალიში. ჯგუფი მარტში დააპატიმრეს და მაგისტრატი სასამართლოს წინაშე წარადგინეს კენიაში უკანონოდ ყოფნის ბრალდებით. მაგისტრატმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი დადააბის ბანაკში უნდა გადაეყვანათ, სადაც ლტოლვილთა საკითხთა სამდივნოს უნდა დაერეგისტრირებინა ისინი; თუმცა სამდივნოს თანამშრომელმა უარი თქვა ჯგუფის რეგისტრაციაზე. მაგისტრატი სასამართლოს დადგენილება გააუქმა უზენაესმა სასამართლომ და 29-ვე პირი, მათ შორის 10 ბავშვი 2017 წლის 4 მაისს სომალიში დაადეპორტეს.[3]

„Human Rights Watch“ თავის 2018 წლის ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ კენიის უსაფრთხოების ძალები გარეულნი იყვნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში, მათ შორის იმ პირთა მიმართ უკანონო მკვლელობებსა იძულებით გაუჩინარებებში, ვისაც მოიაზრებდნენ, რომ კავშირი ჰქონდა ალ-შაბაბთან. ასევე, ადგილი ჰქონდა, ძალადობრივ საპოლიციო ოპერაციებს, რომელთა მიზანს ძირითადად კენიელი და არა-კენიელი სომალელები და მუსლიმები წარმოადგენდნენ. 2016 წლის დეკემბერში პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში კენიური და საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები უჰურუ კენიატას მოუწოდებდნენ ასეთი მკვლელობებისა და გაუჩინარებების შეჩერებას; თუმცა, პრეზიდენტს წერილისთვის პასუხი არ გაუცია.

2017 წლის თებერვალში კენიის უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა მთავრობის განკარგულება დადააბის ლტოლვილთა ბანაკის დახურვის შესახებ, სადაც 240 ათასი, ძირითადად, სომალელი ლტოლვილი ცხოვრობს. 2011 წელს ბანაკში 465 ათასი ლტოლვილი ცხოვრობდა, თუმცა მთავრობის მხრიდან დახურვის მუქარებისა და საკვებისა და სხვადასხვა სერვისის შეზღუდვის შედეგად, რაოდენობა განახევრდა. დაახლოებით, 32 ათასი დაბრუნდა სომალიში 2017 წელს. 2016 წლის მაისში კენიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დახურავენ ბანაკს და იძულებით დააბრუნებენ სომალელ ლტოლვილებს, რადგან ისინი ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენენ.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში კენიის შესახებ წერს, რომ პოლიცია თვითნებურად აკავებდა და აპატიმრებდა ხალხს. ასეთი ქმედებების მსხვერპლნი, ძირითადად, ღარიბი ახალგაზრდა კაცები ხდებოდნენ. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩიოდნენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ადგილი ჰქონდა დიდი რაოდენობით დაკავებებს და დაპატიმრებებს, რომელთა სამიზნესაც, ძირითადად, ეთნიკურად სომალელები და კენიელი მუსლიმები წარმოადგენდნენ. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ხშირად ჰქონდა ადგილი კონფლიქტებს სომალურ, ტურკანა, გაბრა, ბორანა, სამბურუ, რენდილისა და პოკოტეს ეთნიკურ ჯგუფებს შორის; მათ შორის, ადგილი ჰქონდა ბანდიტობებს, მიწის გამო ჩხუბებსა და პირუტყვის ქურდობებს. ქვეყნის საზღვრების გარშემო მიმდინარე დავა ასევე იყო ძალადობის წყარო. ოჯახში მომუშავეები უგანდიდან, მწყემსები ეთიოპიიდან და სხვები სომალიდან, სამხრეთ სუდანიდან და ბურუნდიდან იძულებითი შრომის მსხვერპლები ხდებოდნენ.[5]

[1] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Kenya, January 2018, available at:

[accessed 25 June 2018]

[2] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note Kenya: Background information, including actors of protection and internal relocation , February 2018, Version 1.0, available at:

[accessed 25 June 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Kenya, 22 February 2018, available at:

[accessed 25 June 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2018 – Kenya, 18 January 2018, available at:

[accessed 25 June 2018]

[5] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Kenya, 20 April 2018

 (accessed on 25 June 2018)

კენია. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2017

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კენია წარმოადგენს მრავალპარტიული დემოკრატიის სახელმწიფოს, რომელიც ატარებს რეგულარულ არჩევნებს, თუმცა პოლიტიკური უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყანაში გავრცელებული კორუფცია, ნეპოტიზმი, სისასტიკე პოლიციის მხრიდან და დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური ლიდერები.[1]

2017 წლის 8 აგვისტოს კენიაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგად პრეზიდენტი უჰურუ კენიატა ხელახლა იქნა არჩეული, თუმცა, მისი კონკურენტი, ოპოზიციონერი ოდინგა ამტკიცებდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ამის შესახებ მან პეტიცია შეიტანა სასამართლოში, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა სასამართლოს მხრიდან. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 26 ოქტომბრისთვის.[2] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავარი ოპონენტი ოდინგა არჩევნებიდან გამოვიდა, რადგან მისი განცხადებით არაფერი არ შეცვლილა და ახალ არჩევნებშიც სავარაუდოდ იგივე შეცდომები იქნება დაშვებული. ამავდროულად პარლამენტმა შეიტანა საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ოპოზიციამ დაგმო.[3]

2017 წლის 8 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები კენიაში ჩატარდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით, მათ შორის პოლიციის მიერ მომიტინგეების უკანონო მკვლელობებითა და ცემის ფაქტებით, დასავლეთ კენიაში სახლებში მიმდინარე ოპერაციებით. Human Rights Watch -ის აგვისტოს მონაცემებით, სულ ცოტა 12 ადამიანი იქნა მოკლული და  დაშავდა 100 ადამიანი.[4] Amnesty International –ის მონაცემებით, ძალადობის შედეგად, მხოლოდ ნაირობიში, მოკლული იქნა 33 ადამიანი, მათი უმრავლესობა გარდაიცვალა პოლიციის ქმედებების შედეგად. პოლიციის მიერ, როგორც ჩანს გასროლის ან ცემის შედეგად, მოკლულ იქნა 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დანარჩენები დაიხოცნენ ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის აეროზოლის ახლო მანძილზე გახსნის შედეგად ან გაქცევისას ბრბომ გათელა ისინი, ტრავმული შოკისგან გარდაიცვალა 2 ადამიანი. ბრბოს მიერ ჩაიქოლა 2 ადამიანი. ეროვნულ დონეზე დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაუტოლდეს 67 ადამიანს. პოლიციის ძალადობის შედეგად ასობით ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის ტრავმა.[5]

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მათ შორის უკანონო მკვლელობები, იძულებითი გაუჩინარებისა და დაუსჯელობის ფაქტები. აღნიშნულ ანგარიშში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებში სახელდება ციხეებში მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში პირობები, თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები, ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის ვადები, მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპის ხელყოფა, შეზღუდვები შეკრებისა და პრესის თავისუფლებაზე, არაეფექტიანი სასამართლო, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია, მათ შორის ქალებისთვის სასქესო ორგანოს დამახინჯების/მოჭრის ფაქტები, იძულებითი ქორწინება ადრეულ ასაკში, ბავშვთა პროსტიტუცია, ტრეფიკინგი და ა.შ.[6]

პოლიტიკური უფლებები

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კენიის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ჩამოაყალიბონ პარტიები, რომელიც დაფუძნებული იქნება იდეოლოგიურ, რელიგიურ და ეთნიკურ ინტერესებზე, თუმცა,  კენიაში პარტიები ძირითადად არიან სუსტები და ხშირად, არჩევნებში გამარჯვების მიზნით,  კოალიციებში ერთიანდებიან. პოლიტიკური პარტიების შესახებ აქტიდან გამომდინარე, პარტიას, რომელიც არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა სულ ცოტა 5%-ს, უფლება აქვს მიიღოს საჯარო დაფინანსება.[7] აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით კენიაში არ ფიქსირდება ინფორმაცია პოლიტ-პატიმრებისა და დაკავებულების შესახებ.[8]

სამოქალაქო თავისუფლებები

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის კონსტიტუციამ გააძლიერა სიტყვისა და პრესის თავისუფლება და კენიაში არის ფართო, დამოუკიდებელი და აქტიური მედია სექტორი. 2016 წელს მედიამ გააშუქა კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ეხებოდა მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ამის მიუხედავად, რამდენიმე კანონი ზღუდავს პრესის თავისუფლებას და მთავრობა და უსაფრთხოების ძალები ავიწროებენ ჟურნალისტებს, ზოგ შემთხვევაში მიჰყავთ ისინი თვითცენზურამდე/თვითკონტროლამდე.[9]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური თავისუფლება კენიაში ტრადიციულად ძლიერია, მას სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხე ეთნიკური პოლიტიკისა და პოლიტიკური ძალადობის მხრიდან. სტუდენტური კავშირის არჩევნებმა გამოიწვია თაღლითობის ბრალდებები და ძალადობრივი საპროტესტო აქციები. 2016 წლის აპრილში ნაირობის უნივერსიტეტში სტუდენტურ არჩევნებზე გამოწვეული აქციების ჩასახშობად პოლიციამ გამოიყენა ძალისმიერი მეთოდები. დამატებით, იზრდება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეთნიკური ფაქტორები გავლენას ახდენს უნივერსიტეტში მიღებაზე, რის შედეგადაც, ზოგიერთ უნივერსიტეტში პერსონალის მხრივ არსებობს მნიშვნელოვანი ეთნიკური დისბალანსი.[10]

კონსტიტუციით დაცულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება. კანონმდებლობით, საჯარო აქციების ორგანიზატორებს მოეთხოვებათ წინასწარ ადგილობრივი პოლიციის გაფრთხილება და პრაქტიკაში პოლიცია, უსაფრთხოებასა და სხვა საფუძვლებზე დაყრდნობით, რეგულარულად კრძალავს ასეთ შეკრებებს ან ძალისმიერი მეთოდებით არბევს ისეთ შეკრებებს, რომელიც არ აუკრძალავთ ოფიციალურად. სხვა ეპიზოდებთან ერთად, 2016 წელს პოლიციამ, მაისსა და ივნისში ძალისმიერი მეთოდებით დაარბია საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ საარჩევნო რეფორმას. Freedom House -ს ცნობით, სულ ცოტა ხუთი დემონსტრანტი იქნა მოკლული.[11]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კენიას გააჩნია  არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური სექტორი, თუმცა, უკანასკნელ წლებში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ხვდებიან გარკვეულ წინაღობებს, მათ შორის მთავრობის მხრიდან ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის გაუქმების მცდელობას, სავარაუდო ფინანსური დარღვევების საფუძველზე.[12]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, კორუფციისა და დანაშაულებრივი ქმედებების გამო, პოლიციის საქმიანობა საფუძვლიანად არის ძირგამოთხრილი. 2016 წლის მაისის სამთავრობო სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს დაფიქსირებული დანაშაულების მესამედში ფიგურირებდნენ პოლიციის ოფიცრები. Daily Nation – ის მიხედვით, 2016 წლის პირველ 8 თვის განმავლობაში სულ ცოტა 122 სამოქალაქო პირი მოკლა პოლიციამ, რაც 2015 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 7% -ით არის გაზრდილი.[13] ამ მხრივ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატის ვილი კიმანისა (Willie Kimani) და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯოზეფატ მვენდას (Josephat Mwenda) მკვლელობა, რომლებიც პოლიციის ოფიცრებმა სავარაუდოდ გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს. აღნიშნულ პირებს სასამართლოში საჩივარი ჰქონდათ შეტანილი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელმაც უკანონოდ ესროლა ჯოზეფატ მვენდასა და მის მძღოლს – ჯოზეფ მუირურის (Joseph Muiruri). მათი დაკარგვიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ამ სამი ადამიანის ცხედარი მდინარეში იპოვეს. წლის ბოლოსთვის, აღნიშნული დანაშაულისთვის პოლიციის 5 ოფიცერი წარსდგა სასამართლოს წინაშე. აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში გამოუძიებელი დარჩა რამდენიმე გახმაურებული დანაშაული, მათ შორის მაისში, ცნობილი ბიზნესმენისა და ოპოზიციის მხარდამჭერის, ჯეიკობ ჯუმას მკვლელობის საქმე. ოპოზიციონერი ლიდერის რაილა ოდინგას მტკიცებით, აღნიშნულ დანაშაულზე პასუხისმგებელია პოლიცია.[14]

კენიაში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა განახორციელეს ეჭვმიტანილების, მათ შორის ტერორისტების თვითნებური და უკანონო მკვლელობები. აღნიშნულ ანგარიშში ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციის Independent Medico Legal Unit 2016 წლის 7 სექტემბრის ანგარიში, რომლის მიხედვითაც იანვარიდან აგვისტოს ჩათვლით დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ადამიანების მკვლელობის 114 შემთხვევა , მათ შორის 101 ადამიანი სავარაუდოდ მოკლული იქნა უკანონოდ და 13 ადამიანი – გაურკვეველ ვითარებაში.[15]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია დაკითხვისას იყენებდა წამებისა და ძალადობის მეთოდებს იმისათვის, რათა დაესაჯა როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები, ასევე მსჯავრდებულები. Human Rights Watch -ის მონაცემებით დაკავებულების წამების 6 შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ გარისას, ვაჯირის და მანდერას სამხედრო ბანაკებსა და ბაზებში. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ძირითად პრობლემად რჩება კორუფცია პოლიციაში. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, პოლიციელები, ქრთამის აღების მიზნით, ხშირად აჩერებდნენ და აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ აკავებდნენ შეთითხნილი ბრალდებებით და ზოგჯერ სცემდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გადახდა არ შეეძლო.[16]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ერთსქესიანთა სქესობრივი აქტივობა და ითვალისწინებს მაქსიმალურ სასჯელს – 14 წლიან პატიმრობას. LGBT საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას, შევიწროებასა და თავდასხმებს. 2016 წლის ივნისში, მომბასაში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, ერთსქესიანთა სქესობრივ აქტივობებზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაამტკიცა იძულებითი ანალური, აივ ინფექციისა და B ჰეპატიტის გამოკვლევები. ასეთ პრაქტიკას სხვა ექსპერტებთან ერთად, გმობს გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში.[17] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცალკე გამოიყოფა და ისჯება მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი და  დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 21 წლიან პატიმრობას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფართოდაა გავრცელებული ძალადობა და დისკრიმინაცია LGBT საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ.[18]

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გარანტირებულია გადაადგილების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული უფლებები, პრაქტიკაში ეს ყველაფერი შეფერხებულია უსაფრთხოების მიზეზებიდან და ეთნიკური დაძაბულობიდან გამომდინარე, რაც მოსახლეობას აიძულებს თავი აარიდოს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებს. ბიზნეს საქმიანობას კენიაში კვლავ ხელს უშლის ორგანიზებული დანაშაული. ბიზნეს სექტორზე ასევე აისახება პოლიტიკური კორუფცია და ეთნიკური ფავორიტიზმი, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ქონების მხრივ არსებულ დისბალანსს და წვდომას ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, მათ შორის სამსახურებზე საჯარო სექტორში.[19]

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს კანონმდებლობით დასჯადი გახდა რიგი დარღვევები, როგორიცაა იძულებით ქორწინება, გაუპატიურება მეუღლის მიერ და ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯება, Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კვლავ პრობლემად რჩება და იშვიათად ისჯება გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა.[20] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფართოდ არის გავრცელებული ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა, პოლიციის ოფიცრები ძირითადად თავს იკავებენ ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოძიებისგან, რადგან ისინი ამას მიიჩნევენ ოჯახის პირადულ საკითხად.[21]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაცულია სიტყვისა და პრესის თავისუფლება, თუმცა, მთავრობამ ზოგიერთ შემთხვევებში შეზღუდა ეს უფლებები. 2016 წლის 8 სექტემბერს კენიელმა ჟურნალისტებმა, რამდენიმე ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად.[22]

რელიგიური თავისუფლება

კენიაში რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციითა და სხვა კანონებით იკრძალება რელიგიური დისკრიმინაცია და დაცულია რელიგიური თავისუფლება, მათ შორის ნებისმიერი რელიგიისა თუ რწმენის პრაქტიკა ლოცვის, სწავლების რელიგიური საკითხების განხილვისა და დებატების გზით. კონკრეტული ტიპის საქმეების განსასჯელად, რომელიც დაფუძნებულია ისლამურ სამართალზე, კონსტიტუციით დაშვებულია სპეციალური ყადის სასამართლოები. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, იყო რელიგიურად მოტივირებული მუქარების შემთხვევები, მაგალითად მუსლიმი საზოგადოებიდან მომდინარე მუქარა იმ პირებისთვის, ვინც კონვერტირდა ისლამიდან ქრისტიანობაზე.[23]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთავრობა ძირითადად იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიის თავისუფლებას, თუმცა, კონტრტერორისტულმა ოპერაციებმა მუსლიმები დატოვეს დაუცველები სახელმწიფოს მხრიდან მომავალი ძალადობისა და დაშინების წინაშე.[24]

ტერორიზმი

კენიაში ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კონტრტერორიზმის საკითხებში აღმოსავლეთ აფრიკაში კენია არის აშშ-ის მტკიცე პარტნიორი. კენიისთვის საფრთხეს წარმოადგენს სომალური წარმოშობის ტერორისტული ჯგუფი – ალ-შაბააბი, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო ოპერაციებში კენიის თავდაცვის ძალები ჩართული არიან 2011 წლიდან, რომლებიც წარმოადგენენ სომალიში აფრიკის კავშირის მისიის ნაწილს (AMISOM). ასევე სულ ცოტა ერთ ტერაქტზე, რომელიც ნაირობიში განხორციელდა, პასუხისმგებლობა აიღო დაეშმა (ISIS). [25]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, გრძელდებოდა კონტრტერორისტულ ოპერაციებში კენიის პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის უკანონო მკვლელობები, გაუჩინარებისა და წამების ფაქტები.[26]

მიუხედავად მთავრობის მხრიდან კონტრტერორისტული მცდელობებისა, ალ-შაბააბი კვლავ განაგრძობს თავდასხმებს კენიის ტერიტორიაზე, ძირითადად სომალის საზღვართან ახლოს. Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით თავდასხმების რაოდენობამ იკლო, გარკვეული ინციდენტები მაინც განხორციელდა 2016 წელს, ივლისში მანდერაში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ორ ავტობუსზე, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ოქტომბერში, ისევ მანდერაში საოჯახო ტიპის სასტუმროზე განხორციელდა თავდასხმა, რომლის შედეგადაც მოკლეს 12 ადამიანი.[27]

2016 წლის ივლისში Human Rights Watch -მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, სულ ფიქსირდება 34 საქმე, რომელიც ეხება ადამიანის გაუჩინარებას და 11 საქმე – მკვლელობას, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდა ქალაქ ნაირობსა და კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციების შედეგად, უსაფრთხოების ძალების მიერ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით არ იძიებენ აღნიშნულ საქმეებს. ანგარიშში გამოვლენილია ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალი ფაქტი, რომელიც განხორციელდა კენიის თავდაცვის ძალების მიერ სომალის მოსაზღვრე ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქებში: მანდერაში, გარისაში და ვაჯირში.[28]

ალ-შაბააბის მოქმედებები

სომალური წარმოშობის ტერორისტულ ჯგუფს ალ-შაბააბს განხორციელებული აქვს თავდასხმები მანდერაში, ვაჯირში, გარისაში და ლამუში და განაცხადა, რომ მის სამიზნეს წარმოადგენს არა-მუსლიმი ხალხი, თავიანთი რწმენის გამო. მაგალითად: 2016 წლის 6 ოქტომბერს, მანდერაში, საცხოვრებელ კომპლექსში 6 არა-მუსლიმი პირის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო ალ-შაბააბმა.  კენიაში რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, წინა წლებთან შედარებით ალ-შაბააბის მხრიდან ნაკლები თავდასხმები ფიქსირდებოდა სამოქალაქო პირებზე და ამ მხრივ უფრო ნაკლები მსხვერპლი იყო. ალ-შაბააბმა აიღო პასუხისმგებლობა 2016 წლის 25 ოქტომბერს მანდერაში სასტუმროზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი მოკვდა და 31 იანვარს ქალაქ ლამუში მსგავსი ტიპის თავდასხმაზე, რომელსაც ემსხვერპლა 4 ადამიანის სიცოცხლე.[29]  გავრცელებული ინფორმაციით, სომალური წარმოშობის ადამიანები, ძირითადად მუსლიმები ავიწროებდნენ და ემუქრებოდნენ არა-მუსლიმებს. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო იმ არეულობასთან და შიშთან, რომელიც, ალ-შაბააბის სხვა ტერორისტულ თავდასხმებთან ერთად, მოყვა 2015 წელს გარისას საუნივერსიტეტო კოლეჯზე თავდასხმას, სადაც ალ-შაბააბის ტერორისტებმა მოკლეს 147 ადამიანი, მათგან ძირითადი სამიზნე იყვნენ ქრისტიანი სტუდენტები.[30]

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბის ტერორისტებმა, სომალის საზღვართან ახლოს, ცალკეულ საზოგადოებებზე განახორციელეს თავდასხმები და პარტიზანული სახის რეიდები, სამიზნეს წარმოადგენდნენ როგორც უსაფრთხოების ძალები, ასევე სამოქალაქო პირები.[31]

ალ-შაბააბი განაგრძობდა თავდასხმებს კენია-სომალის საზღვარსა და კენიის სანაპიროზე. 2016 წელს ალ-შაბააბის თავდასხმების ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალები და სამთავრობო ინსტიტუტები. თუმცა, ოქტომბერში, მანდერაში ტერორისტებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს  ქრისტიან პერსონალზე.[32]

2017 წლის 8 ივლისს, სოფელ ჯიმასა და ლამუში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კენიაში, დაახლოებით 15-მა პიროვნებამ, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ ალ-შაბააბის მებრძოლები, თავი მოკვეთა 9 სამოქალაქო პირს. 2017 წლის 5 ივლისს ლამუში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად შეტაკება მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და ალ-შაბააბის მებრძოლებს შორის.[33] ლამუში, გარისაში და ტანას ტერიტორიაზე ალ-შაბააბის თავდასხმების აღსაკვეთად, კენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრედ მატიანგიმ 2017 წლის ივლისში გამოაცხადა 90 დღიანი კომენდანტის საათი.[34]

გაუჩინარების ფაქტები გარისაში

2016 წლის ივლისში Human Rights Watch -მა გამოაქვეყნა ნაირობსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში ადამიანების გაუჩინარების 34 ფაქტი, მათგან 16 იყო გარისაში, 8 – მანდერაში, 6 – ვაჯირში და 4 – ნაირობიში. ასევე გაუჩინარების სხვა ფაქტები, რომლებიც მიანიშნებენ კენიის ველური ბუნების სააგენტოს რეინჯერებზე გარისაში, ძირითადად დანიერეში, დამაჯალიში, დადააბსა და მბალამბალაში.[35]

Human Rights Watch -ის მიხედვით, გაუჩინარებული ადამიანების ნათესავები და რეიდის მოწმეები იმედგაცრუებულნი არიან დაკარგული ადამიანების სამძებრო მცდელობებითა და კენიის პოლიციით. ნათესავებმა და მოწმეებმა განაცხადეს, რომ  ინციდენტის შესახებ მათ რამდენჯერმე განაცხადეს გარისას პოლიციის განყოფილებაში, თუმცა, რამდენიმე ადამიანის განცხადებით, პოლიციამ არ გამოიძია ან მხარი არ დაუჭირა ოჯახების მცდელობებს, რათა ეპოვათ თავიანთი ნათესავები.[36]

ეთნიკურად სომალელი ხალხი

კენიაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კენიაში არის 42 ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან არც-ერთი არ ფლობს უმრავლესობას. 2009 წლის აღწერის მიხედვით, კენიაში არის 2.3 მილიონი ეთნიკურად სომალელი.[37] არსებობდა ხშირი კონფლიქტი სომალელებს, ტურკანებს, გაბრას, ბორანას, სამბურუს, რენდილესა და პოკოტის ეთნიკურ ჯგუფებს შორის. პერიოდულად ეს კონფლიქტები მსხვერპლით მთავრდებოდა.[38]

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2017 წლის 8 ივნისის მოხსენებაში აღნიშნულია სახელმწიფოს მხრიდან მცდელობები მოქალაქეობის არმქონე პირების დასარეგისტრირებლად, თუმცა, კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფს, მათ შორის ნუბიელებს, სომალური წარმოშობის პირებსა და საზღვართან ახლოს მცხოვრებ ჯგუფებს ექმნებათ დაბრკოლებები და უწევთ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასაღებად.[39]

ამავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბის წინააღმდეგ კონტრტერორისტულმა აქტივობებმა, მათ შორის კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების ეთნიკურმა პროფილირებამ გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის ათობით უკანონო მკვლელობები და გაუჩინარების ფაქტები.[40]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომისიის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის მხრიდან მცდელობებს, რომ პასუხი გაეცათ ალ-შაბააბისთვის, მოჰყვა სომალელი მოქალაქეებისა და სხვა მუსლიმების ფართო მასშტაბიანი და კოლექტიური დასჯა. 2014 წელს კენიის მთავრობამ ალ-შაბააბის მებრძოლების, ასევე მათი მხარდამჭერების გამოვლენისა და დაკავებისთვის განახორციელა ოპერაცია „Usalama Watch“. ოპერაცია დაიწყო ნაირობიში, ძირითადად სომალურ სამეზობლოში და შემდგომ გაფართოვდა ჩრდილო-აღმოსავლეთით ეთნიკურად სომალელებსა და მუსლიმ უმრავლესობაზე სანაპირო რეგიონებში. ამავე ანგარიშში ნახსენებია, რომ კომისიის წევრებმა 2016 წელს კენიაში ვიზიტისას ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალების სამიზნეს წარმოადგენს მთელი რიგი ეთნიკური და რელიგიური საზოგადოებები და ისინი ჩადიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორისაა თვითნებური დაპატიმრებები, გამოძალვა, უკანონო დაკავება, წამება, მკვლელობა და გაუჩინარება. კენიის მთავრობა უარყოფს ასეთ ქმედებებს. ადამიანის უფლებებზე კენიის ეროვნულმა კომისიამ  (KNCHR) 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დააფიქსირა 4 000 დაპატიმრების ფაქტი, ძირითადად ეთნიკურად სომალელების, რომელთაგან ბევრის მიმართ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, შემდგომში ასობით ადამიანი განთავისუფლდა და მოეხსნა ბრალდებები მტკიცებულების არარსებობის გამო.[41] Freedom House -ის 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კონტრტერორისტული ქმედებები ხშირად გამოირჩევა უხეში და დისკრიმინაციული ტაქტიკით, რომლის სამიზნეც არიან მუსლიმი და ეთნიკურად სომალელი საზოგადოებები.[42]

Human Rights Watch -ის მოხსენების მიხედვით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაუჩინარდა 34 ადამიანი, რომლებიც ბოლოს დაპატიმრებულები იყვნენ უსაფრთხოების ძალების მიერ და აღმოჩენილია იმ ადამიანების 11 ცხედარი, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ პატიმრობაში. მსხვერპლთა უმრავლესობა ეთნიკურად სომალელი იყო.[43]

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, სადაც ძირითადად ეთიოპელები და სომალელები სახლობენ, ისინი არიან კლანებისა და რესურსების გამო ძალადობის მსხვერპლები. აღნიშნულ ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ ნუბიელები, ეთნიკურად სომალელებთან  და სანაპიროზე მცხოვრებ მუსლიმებთან ერთად განიცდიან დისკრიმინაციულ სარეგისტრაციო პოლიტიკას, რომელიც მათ  აქცევს მოქალაქეობის არმქონე პირებად. ეთნიკურად სომალელები და მუსლიმები სანაპიროდან და ეთნიკურად ნუბიელები ნაირობში განიცდიან დისკრიმინაციულ მოპყრობას სარეგისტრაციო ბარათების გაცემასთან დაკავშირებით, ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ზოგჯერ მათ სთხოვს, რომ წარადგინონ დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მათი მშობლები იყვნენ მოქალაქეები.[44]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, 15-დან 49 წლამდე სომალელი გოგონებისა და ქალების დაახლოებით 98%-ს ჩატარებული აქვს ქალთა სქესობრივი ორგანოების დამახინჯება/მოჭრა. ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, მთავრობის წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების პროგრამებში.[45]

 

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[2] Elections 2017 available at: https://www.standardmedia.co.ke/elections2017/results/3/2017-26-10 [accessed 11 October 2017]

[3] Dickens OleweBBC News, What next in Kenya election crisis? 11 October, 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-africa-41580661?intlink_from_url=http://www.bbc.com/news/topics/c4b75bba-56ca-4db4-80c8-7ef25a77ec64/kenya-general-election-2017&link_location=live-reporting-story [accessed 13 October 2017]

[4] Human Rights Watch, Kenya: Post-Election Killings, Abuse, 27 August 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[5] Amnesty International, “Kill Those Criminals” – Security Forces Violations in Kenya’s August 2017 Elections, October 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[6] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[7] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[8] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 18 October 2017]

[9] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[10] Ibid

[11] Ibid

[12] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[13] Ibid

[14] Ibid

[15] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[16] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[17] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[18] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[19] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[20] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[21] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[22] Ibid

[23] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Kenya, 15 August 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[24] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[25] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Kenya, 19 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[26] Ibid

[27] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[28] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[29] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Kenya, 15 August 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[30] Ibid

[31] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[32] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 3: Other countries/regions monitored – Kenya, 26 April 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[33] BAMF – Federal Office for Migration and Refugees (Germany): Briefing Notes vom 10.07.2017, 10 July 2017 available at:

[accessed 17 October 2017]

[34] Kenya: 90-day curfew imposed in three counties after al Shabaab attacks. Available at: http://www.africanews.com/2017/07/10/kenya-90-day-curfew-imposed-in-three-counties-after-al-shabaab-attacks/ [accessed 17 October 2017]

[35] Human Rights Watch, Deaths and Disappearances: Abuses in Counterterrorism Operations in Nairobi and in Northeastern Kenya, 19 July 2016, available at:

[accessed 17 October 2017]

[36] Human Rights Watch, Deaths and Disappearances: Abuses in Counterterrorism Operations in Nairobi and in Northeastern Kenya, 19 July 2016, available at:

[accessed 17 October 2017]

[37] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at

[accessed 17 October 2017]

[38] Ibid

[39] UN Committee on the Elimination of Racial Discrimination (CERD), Concluding observations on the fifth to seventh periodic reports of Kenya, 8 June 2017, CERD/C/KEN/CO/5-7, available at:

[accessed 17 October 2017]

[40] Ibid

[41] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 3: Other countries/regions monitored – Kenya, 26 April 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[42] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[43] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Kenya, 15 August 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[44] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[45] Ibid