მსოფლიო. მიმდინარე მოვლენები შერჩეულ წარმოშობის ქვეყნებში. მარტი, 2023

თურქეთი – ერდოღანმა საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩანიშნა. თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება 10 მარტს გააკეთა.[1]

მიწისძვრით დაზარალებულ 2 პროვინციაში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა. 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიას ორი ადამიანი ადიამანის პროვინციაში ემსხვერპლა, როდესაც მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო კონტეინტერი, რომელსაც მიწისძვრისას გადარჩენილი ოჯახი თავს აფარებდა. 12 ადამიანი დაიღუპა სანლიურფის პროვინციაში, მათ შორის 5 სირიელია.[2]

ერდოღანს ამომრჩეველთა 47.4% უჭერს მხარს. სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუ 45,3%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს. კვლევა 13-18 მარტის პერიოდში ჩატარდა. რაც შეეხება პარტიებს, მმართველ პარტიას 38.4% უჭერს მხარს. თურქეთის საყოველთაო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.[3]

ირანის ისლამური რესპუბლიკა

სკოლის მოსწავლე გოგონების მოწამვლის საქმეზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ირანის 11 პროვინციაში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; მათ „მტრული მიზნებით“ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება ედებათ ბრალად. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებს კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მოქმედ დისიდენტურ ირანულ მედიასთან და მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში. უწყების მტკიცებით, დაკავებულები ცდილობდნენ, შიში დაეთესათ მოქალაქეებში და სკოლების დახურვის პროვოცირება მოეხდინათ; რაც საზოაგდოებაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოიწვევდა. ზოგიერთი ირანელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, გოგონები რელიგიური ჯგუფების სამიზნეები გახდნენ, რომლებიც ქალთა განათლებას ეწინააღმდგებიან. 2022 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მოწამვლის შედეგად, ირანის 25 პროვინციაში, 230-მდე სკოლაში 5 ათასზე მეტი მოსწავლე დაზარალდა.[4]

ირანში საპროტესტო აქციების მონაწილე 22 ათასი პატიმარი შეიწყალეს. ირანის სახელმწიფო მედია საშუალების ინფორმაციით, ჯამში 82 ათასი პატიმრის შეწყალება მოხდა, რომელთაგან 22 ათასი დემონსტრაციებში მონაწილე პირები არიან.[5]

ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. საუდის არაბეთის მეფემ ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტითაც მიიწვია. უახლოესი ორი თვის განმავლობაში, თეირანსა და ერ-რიადში ირანისა და საუდის არაბეთის საელჩები გახისნება და განახლდება სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში უერთიერთობა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრისთვის სამი სავარაუდო ადგილმდებარეობა განიხილება. შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.[6]

ბელარუსი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. სვეტლანა ციხანოვსკაიას და მის თანამოაზრეებს ბელარუსის ხელისუფლება ადანაშაულებს ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნასა და მის ხელმძღვანელობაში, ასევე ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებსა და სხვა ქმედებებში. სვეტლანა ციხანოვსკაია ბელარუსიდან გაქცეულია. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ქმრის ნაცვლად მონაწილეობდა, რომელიც იმ დროს, წინასაარჩევნო პერიოდში, დააპატიმრეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[7]

რუსეთის ფედერაცია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და აქცენტს აკეთებს უკრაინიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის შემთხვევებზე. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ორდერს „აღმაშფოთებელს უწოდებს“.[8]

ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტების თქმით, რუსეთი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ბევრ საკითხში მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინს „უკრაინის კონფლიქტის“ დარეგულირების საკუთარი სამშვიდობო გეგმაც გააცნო.[9]

პაკისტანი

პაკისტანის ყოფილი პრემიერის დასაკავებლად მისულ სამართალდმცველებს ხანის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. იმრან ხანის დაკავებას სამართალდამცველები 2 დღე ცდილობდნენ. მას ბრალი ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული სახელმწიფო საჩუქრების გაყიდვაში. მოგვიანებით, ყოფილმა პრემიერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა. იმრან ხანი ირწმუნება, რომ პოლიციას მისი დაკავების საბაბი არ აქვს, რადგან გირაოს პირობებს არ არღვევს. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მისი დაპატიმრებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს.[10]

[1] მედია საშუალება „Reuters“; ერდოღანმა არჩევნები 14 მაისს დანიშნა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/erdogan-officially-calls-turkish-elections-may-14-2023-03-10/ [ნანახია 2023 წლის 13 მარტს]

[2] საინფორმაციო სააგენტო AP; თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციებში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 15 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://apnews.com/article/turkey-floods-hit-earthquake-survivors-528f093d35104a9041693ab8d27bffd8?fbclid=IwAR1DFEmgd2uRfj8UUY9iVSN3oe4kmzbgiyAdXTXuP4Nd58v9vSHp_F55N18 [ნანახია 2023 წლის 17 მარტს]

[3] მედია საშუალება Hurriyet; ერდოღანისა და კილიჩოღლუს წინასაარჩევნო პოზიციები; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.hurriyet.com.tr/yazarlar/abdulkadir-selvi/anketlerde-erdogan-ile-kilicdaroglu-ne-durumda-42239419?fbclid=IwAR094kk9xv26mo8PLtb7fHIy0rz2SVvaa4wadgadlr2yRa8QP6a3fhm61jw [ნანახია 2023 წლის 27 მარტს]

[4] მედია საშუალება CNN; ირანში მოსწავლე გოგონების მოწავლის საქმეზე 100-ზე მეტი პირი დააპატიმრეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 11 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2023/03/11/world/iran-schoolgirl-poisonings-arrests-intl-hnk/index.html [ნანახია 2023 წლის 13 მარტს]

[5] მედია საშუალება Reuters; ირანში აქციების მონაწილე 22 ათასი პატიმარი შეიწყალეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 13 მარტს; ხელმისაწვოდმია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/iran-pardons-22000-people-who-took-part-protests-2023-03-13/?fbclid=IwAR1WG4MEwWGOkV1z9RDCYC6KumA6Z_oqbnOiwxWRvdXOjtP-Kvu6xM9tPrQ [ნანახია 2023 წლის 13 მარტს]

[6] მედია საშუალება BBC; საუდის არაბეთმა ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-65010185 [ნანახია 2023 წლის 22 მარტს]

[7] მედია საშუალება BBC; სვეტლანა ციხანოვსკაიას 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 6 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-64864490 [ნანახია 2023 წლის 13 მარტს]

[8] მედია საშუალება BBC; ომის დანაშაულების ბრალდებით, პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-64992727?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

[9] მედია საშუალება CNN; ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირველად ეწვია და „ძვირფას მეგობართან“ მჭიდრო კავშირებს გაუსვა ხაზი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2023/03/20/europe/xi-putin-china-russia-visit-monday-intl-hnk/index.html [ნანახია 2023 წლის 24 მარტს]

[10] მედია საშუალება BBC; იმრან ხანი: პაკისტანის ყოფილი პრემიერის დაკავების მცდელობას ძალადობა მოჰყვა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 15 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-64957293?fbclid=IwAR2HJu6ppck9QEijIMLNNwPL6gx3KodBI9DVHkEiuI94XoIRpNeyUO3CTlo [ნანახია 2023 წლის 17 მარტს]

მსოფლიო. მიმდინარე მოვლენები შერჩეულ წარმოშობის ქვეყნებში. თებერვალი, 2023

თურქეთი – თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, თურქეთსა და სირიაში 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაუზუსტებელია ინფორმაცია დაშავებული და დაკარგული პირების შესახებ. სტიქიის ზონაში 200 ათასზე მეტი კარავი გაშიშალა და საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. კაჰრამანმარაშისა და ჰაითის პროვინციებში თურქეთის შესაბამისი სამსახურები სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ. სეისმოლოგების ცნობით, დამანგრეველ ორ ბიძს ათასობით პატარა ბიძგი მოჰყვა.[1]

ირანის ისლამური რესპუბლიკა

ირანის უზენაესმა ლიდერმა ათობით ათასი პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ბოლო პერიოდის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიც არიან. შეწყალება შეეხო მათ, ვინც არ იყო ბრალდებული ჯაშუშობაში, უცხოურ აგენტებთან პირდაპირ კონტაქტებში, განზრახ მკვლელობის ჩადენასა და სხეულის დაზიანებაში, სახელმწიფო ქონების განადგურებაში და ასევე, რომელთა საქმეზე არ ფიგურირებდა კერძ მოსარჩელე.[2]

რუსეთის ფედერაცია

რუსეთის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გამოჩნდა. ყაზანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლენინის ბაღში დანგრეული უკრაინული ქალაქების სურათები და ომის საწინააღმდეგო პლაკატები მიიტანეს. ტომსკში ადგილობრივებმა უკრაინისადმი სოლიდარობის მემორიალი მოაწყვეს. ხაბაროვსკში დააკავეს აქტივისტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციას მართავდა. პიკეტის მონაწილე დააკავეს ვლადივოსტოკში. ორივე დაკავებული პოლიციის განყოფილებიდანვე გაათავისუფლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც აქციის ჩატარებაა მოსალოდნელი, პოლიციაა მობილიზებული.[3]

იმავე დღეს, 2023 წლის 24 თებერვალს, პეტერბურგში დააკავეს 15 ადამიანი, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად, ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს. კიდევ სამი ქალი პოლიციამ მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან დააკავა. სამი ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში. ბარნაულში მოედანზე აქციის გამართვისას ოთხი პირი დააკავეს. უკრაინის მხარდამჭერები დააკავეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ნიჟეგოროდში დააპატიმრეს ადგილობრივი დეპუტატი, რომელიც ერთკაციან პიკეტს მართავდა პლაკატით – „მშვიდეობა უკრაინას. ჯარისკაცი – სახლში“.[4]

სომალი

სომალილენდში მომხდარ შეტაკებას 34 ადამიანი ემსხვერპლა. თვითგამოცხადებული სომალილენდის ძალებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად მინიმუმ 34 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია საავადმყოფოს ექიმებზე დაყრდნობით გავრცელდა. სომალილენდის თვითაღიარებულ მთავრობას ინფორმაცია ინციდენტის შესახებ არ გაუვრცელებია.[5]

ნიგერია

საპრეზიდენტო არჩევნები ლაგოსის ყოფილმა გუბერნატორმა ბოლა ტინუბუმ მოიგო. ნიგერიის დამოუკიდებელმა ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ „საერთო პროგრესული კონგრესის“ წევრი ბოლა ტინუბუ გამარჯვებულად გამოაცხადა. ტინუბუმ ჯამში 9 მილიონამდე ხმა მიიღო. მისმა უშუალო კონკურენტმა, ატიკუ აბუბაქარმა „სახალხო დემოკრატიული პარტიიდან“, დაახლოებით, 2 მილიონი ხმით ნაკლები მიიღო.[6]

ავღანეთი

თალიბანმა დააკავა პროფესორი, რომელიც ქალთათვის განათლების შეზღუდვას აპროტესტებდა. თალიბანმა დაადასტურა ისმაილ მაშალის დაკავების ფაქტი. ისმაილ მაშალმა ქალებისთვის განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად, საკუთარი დიპლომები პირდაპირ ეთერში დახია. ის ამბობდა, რომ აღარ სჭირდებოდა დიპლომები, რადგან ავღანეთში განათლების ადგილი აღარ არის.[7]

ავღანეთს პაკისტანის თავდაცვისა და დაზვერვის უფროსი ეწვია. პაკისტანის მაღალი დონის დელეგაცია ავღანეთში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ჩავიდა. ვიზიტი მოჰყვა პაკისტანსა და ავღანეთს შორის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვას. მოგვიანებით, სასაზღვრო პუნქტები გაიხსნა და ვაჭრობაც განახლდა. თალიბანის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პაკისტანი და ავღანეთი მეზობლები არიან და სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნისთის მომგებიანი და სასარგებლოა.[8] [9]

იემენი

გაერო იემენის დასახმარებლად დონორებს 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზაციისკენ მოუწოდებს. გაეროს მოწოდება დონორთა კონფერენციის წინ გავრცელდა. ქვეყანაში მიმდინარე 8-წლიანი ომის შედეგად, მილიონობით ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. გაეროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სათანადო ჰუმანიტარული დახმარების გარეშე, იემენის მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.[10]

[1] საინფორმაციო საშუალება „როიტერსი“; პანიკა თურქეთსა და სირიაში, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრემ 6.3 მაგნიტუდა შეადგინა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/magnitude-63-earthquake-strikes-turkey-syria-border-region-emsc-2023-02-20/ [ნანახია 2023 წლის 21 თებერვალს]

[2] მედია საშუალება „როიტერსი“; ირანის უზენაესმა ლიდერმა ათობით ათასი პატიმარი შეიწყალა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 5 თებერვალს; ხელმისაწვდომაი ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/irans-supreme-leader-pardons-large-number-security-related-prisoners-linked-2023-02-05/?fbclid=IwAR3J7F-ou-Y1HprYS2rEYqWxBOGfScj-kdY9CocKNpVA_as6eEODxR7_YOg [ნანახია 2023 წლის 6 თებერვალს]

[3] მედია საშუალება „ბი-ბი-სის“ რუსულენოვანი სამსახური; რუსულ ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/live/news-64666798?ns_mchannel=social&ns_source=twitter&ns_campaign=bbc_live&ns_linkname=63f86c7686b6c015d31e6af4%26%D0%92%20%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B8%D1%85%20%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%B0%D1%85%20%D0%BD%D0%B0%D1%87%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%81%D1%8C%20%D0%B0%D0%BA%D1%86%D0%B8%D0%B8%20%D0%B2%20%D0%BF%D0%BE%D0%B4%D0%B4%D0%B5%D1%80%D0%B6%D0%BA%D1%83%20%D0%A3%D0%BA%D1%80%D0%B0%D0%B8%D0%BD%D1%8B%262023-02-24T08%3A05%3A13.789Z&ns_fee=0&pinned_post_locator=urn%3Aasset%3A0d57e6b8-a1f7-4ce8-9ebd-0d8d17e02e1f&pinned_post_asset_id=63f86c7686b6c015d31e6af4&pinned_post_type=share&fbclid=IwAR0-ye0MxF2BpHhQ4VJJHiUe4BTa5Y9y1DyERwa9sJwzjN7–XjetPcc64I [ნანახია 2023 წლის 27 თებერვალს]

[4] მედია საშუალება „ბი-ბი-სის“ რუსულენოვანი სამსახური; პეტერბურგში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე 15 პირი დააკავეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/live/news-64666798?ns_mchannel=social&ns_source=twitter&ns_campaign=bbc_live&ns_linkname=63f8c69c86b6c015d31e6ba3%26%D0%92%20%D0%9F%D0%B5%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B1%D1%83%D1%80%D0%B3%D0%B5%20%D0%B7%D0%B0%D0%B4%D0%B5%D1%80%D0%B6%D0%B0%D0%BB%D0%B8%20%D0%BD%D0%B5%20%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B5%D0%B5%2015%20%D1%87%D0%B5%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B5%D0%BA%20%D0%BD%D0%B0%20%D0%B0%D0%BA%D1%86%D0%B8%D0%B8%20%D0%B2%20%D0%BF%D0%BE%D0%B4%D0%B4%D0%B5%D1%80%D0%B6%D0%BA%D1%83%20%D0%A3%D0%BA%D1%80%D0%B0%D0%B8%D0%BD%D1%8B%262023-02-24T14%3A20%3A06.502Z&ns_fee=0&pinned_post_locator=urn%3Aasset%3Ab6eb6492-4f20-4707-8d2a-b512d8bec9a3&pinned_post_asset_id=63f8c69c86b6c015d31e6ba3&pinned_post_type=share&fbclid=IwAR0FJGZHpKawymNVx5kI3EC8GptmqCe2OyPuo03NPb8Im8aa21LnjqR6Ybo [ნანახია 2023 წლის 27 თებერვალს]

[5] მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“; სომალილენდში მომხდარ შეტაკებას მინიმუმ 34 ადამიანი ემსხვერპლა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 6 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 9 თებერვალს]

[6] მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“; ნიგერიის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნები; გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2023/2/28/nigeria-presidential-election-results-2023 [ნანახია 2023 წლის 6 მარტს]

[7] მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“; თალიბანმა დააკავა პროფესორი, რომელიც ქალთათვის განათლების უფლების შეზღუდვას აპროტესტებდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 3 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2023/2/3/taliban-detains-afghan-educator-ismail-mashal-over-ban-on-women-education [ნანახია 2023 წლის 6 თებერვალს]

[8] მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“; პაკისტანის თავდაცვისა და დაზვერვის უფროსი თალიბანს შეხვდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 22 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2023/2/22/pakistan-defence-minister-isi-head-discuss-security-with-taliban [ნანახია 2023 წლის 24 თებერვალს]

[9] მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“; პაკისტანმა და ავღანეთმა ტორკჰამის სასაზრო პუნქტი გახსნეს – ვაჭრობა განახლდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 25 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2023/2/25/pakistan-afghanistan-reopen-torkham-border-trade-resumes [ნანახია 2023 წლის 27 თებერვალს]

[10] მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“; გაერო იემენის დასახმარებლად დონორებს 4.3 მილიარდ აშშ დოლარის მობილიზებისკენ მოუწოდებს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 თებერვალს; ხელმსიაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2023/2/27/un-appeals-for-4-3-billion-for-war-torn-yemen [ნანახია 2023 წლის 28 თებერვალს]

მსოფლიო. მიმდინარე მოვლენები შერჩეულ წარმოშობის ქვეყნებში. იანვარი, 2023

სომალი

სომალის პროვინცია ჰირაანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2023 წლის 4 იანვარს, სომალის პროვინცია ჰირაანში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ქალაქ მაჰასის რაიონული კომისრის თქმით, სამიზნეს მისი და ადგილობრივი დეპუტატების სახლები წარმოადგენდა. მეორე აფეთქება კი ქალაქის ბაზართან მოხდა. ინციდენტების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი, მათ შორის, 9-სულიანი ოჯახი დაიღუპა. დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდი მანძილით დაშორებით მყოფი პირებიც დააზიანა.[1]

თურქეთი

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პროქურთულ „სახალხო დემოკრატიულ პარტიას [HDP]“ ანგარიშები დაუყადაღა. 2023 წლის 5 იანვარს, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პროქურთული პარტიის ანგარიშები დააყადაღა. „სახალხო დემოკრატიული პარტია“ თურქეთში სიდიდით მესამე ოპოზიციური პარტიაა. პოლიტიკურ პარტიას ბრალს სდებენ იმ დაჯგუფებებთან კავშირში, ვინც თურქეთში ტერაქტები მოაწყო. პარტიის წევრები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მომხდარის მთავარი მიზეზი მათი პარტიის არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვაა. პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი უნდა მიეღო. პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული თანხის გარეშე, ისინი საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად განხორციელებას ვერ შეძლებენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა. უკანასკნელ არჩევნებში „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების დაახლოებით 10% მიიღო. 2021 წლის მარტში პარტიას „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში დასდეს ბრალი და მისი რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს. აღნიშნული საქმის განხილვა გრძელდება.[2]

ავღანეთი

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა. 2023 წლის 5 იანვარს, ჩინეთი და თალიბანი ნავთობის მოპოვებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია ცენტრალური აზიის ერთერთი უმთავრესი მდინარე ამუ დარიის აუზიდან ნავთობის მოპოვებას დაიწყებს. ავღანეთზე თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ, ეს ქვეყნის პირველი საერთაშორისო კონტრაქტია. კონტრაქტს, სპეციალურ ცერემონიაზე, ხელი მოაწერეს თალიბანის მაღალჩინოსნებმა და ქაბულში ჩინეთის ელჩმა. თალიბანის წარმომადგენლის თქმით, პირველი სამი წელი საცდელი პერიოდი იქნება და ჯამში 540 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. კონტრაქტის ხანგრძლივობა 25 წელია. თალიბანის თქმით, ავღანეთი მიიღებს 20%-იან წილს და 15%-იან მოგებას, რაც წლების განმავლობაში 75%-მდე გაიზრდება. აღნიშნული პროექტი, ასევე, 3 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის.[3]

თვითმკვლელის აფეთქებას ქაბულში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2023 წლის 11 იანვარს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. პოლიციის ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. თალიბანის ინფორმაციის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაღუპულთა რაოდენობამ 20 შეადგინა. მისივე თქმით, თავდამსხმელი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. გაერომ და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, პაკისტანმა და გაერთიანებულმა სამეფომ, თავდასხმა დაგმეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[4]

ქაბულში ყოფილი დეპუტატი ქალი მოკლეს. 2023 წლის 16 იანვარს, ქაბულში, ყოფილი დეპუტატი ქალი, 32 წლის მურსალ ნაბიზადა, პირადი დაცვის წევრთან ერთად, საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, დაცვის კიდევ ერთი წევრი და ნაბიზადას ძმა თავდასხმის შედეგად დაშავდნენ. ყოფილი კოლეგები ნაბიზადას ავღანეთისთვის თავდაუზოგავ მებრძოლად ახასიათებდნენ. მათი თქმით, ნაბიზადას ქვეყნის დატოვება შესთავაზეს, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება თალიბანმა ჩაიგდო ხელში; თუმცა, მან წასვლაზე უარი თქვა, ავღანეთში დარჩენა და ხალხისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. ქაბულის პოლიციის განცხადებით, მათ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.[5]

ძლიერი ყინვების შედეგად, ავღანეთში, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში, ავღანეთში, ძლიერ ყინვებს 158 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთში ბოლო ათლწლეულების ერთერთი ყველაზე მძიმე ზამთარი დგას. ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა. ავღანეთზე თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ, აშშ-მა ქვეყანას სანქციები დაუწესა. ამას დაემატა ისიც, რომ თავად თალიბანი ზღუდავს ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას [მათ შორის, ორგანიზაციაში ქალების დასაქმების გამო]; შედეგად, ავღანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; მათ ხელი არ მიუწვდებათ გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელებსა და თბილ ტანსაცმელზე.[6]

ირანის ისლამური რესპუბლიკა

ირანის ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილით დასაჯა. მოჰამად ქარამსა და მოჰამად ჰოსეინს ბრალად ედებოდათ, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ბასიჯების მოხალისეთა ჯგუფის წევრების მკვლელობა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაჩენის აღსრულება დაგმო და განაცხადა, რომ არასამართლიანი სასამართლო პროცესი იძულებით აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობოდა. ქარიმისა და ჰოსეინის სიკვდილით დასჯით, ოთხამდე გაიზარდა მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციებთან კავშირში მყოფი სიკვდილმისჯილების რიცხვი. საერთო ჯამში, აქციების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 20 ათასამდე კი დააკავეს.[7]

ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაცია მედიაში 2023 წლის 14 იანვარს გავრცელდა. ირანული მედიის ინფორმაციით, განაჩენის აღსრულების ზუსტი თარიღი უცნობია. ალი რეზა აკბარი ჩამოახრჩვეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ირანისა და გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქე იყო. ის 2019 წელს დააკავეს და გაასამართლეს გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. აკბარი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს აწამებდნენ. გაერთიანებულმა სამეფომ აკბარის სიკვდილით დასჯას „ბარბაროსული რეჟიმის პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება“ უწოდა.[8]

ევროპარლამენტმა ირანის გუშაგთა კორპუსის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 598-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრამდე, ევროპარლამენტის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სიკვდილით დასჯის ფაქტებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი გუშაგთა კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ჯგუფისადმი კუთვნილება, მის შეხვედრებზე დასწრება და ჯგუფის ლოგოს თუ ემბლემის საჯაროდ ტარება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.[9]

თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. 2023 წლის 27 იანვარს, თეირანში, აზერბაიჯანის სელჩოს შენობაში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი შეიჭრა და საელჩოს თანამშრომლებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა დაცვის სამსახურის უფროსი და დაშავდა დაცვის ორი წევრი. თავდამსხმელი ერთერთმა მათგანმა გააუვნებელყო. აზერბაიჯანმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და თეირანს მომხდარის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავდამსხმა არ იყო წინასწარ განზრახული ტერორისტული იერიში და თავდამსხმელი „პირადი მოტივებით მოქმედებდა“. ირანის პრეზიდენტმა მომხდარის სრულყოფილი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.[10]

რუსეთის ფედერაცია

აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა. ოფიციალური ვაშინგტონი, ასევე, გეგმავს, დამატებითი სანქციები დაუწესოს „ვაგნერს“, მის ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს და მებრძოლებს. სანქციებს დაუწესებენ მათაც, ვინც „ვაგნერთან“ თანამშრომლობს ან ეხმარება. პენტაგონის განცხადებით, „ვაგნერის“ წევრები როგორც უკრაინაში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არღვევენ ადამიანის უფლებებს. აშშ მიიჩნევს, რომ ამჟამად, უკრაინაში „ვაგნერის“ 50 ათასი მებრძოლი იმყოფება; მათგან 40 ათასი მსჯავრდებულია. თეთრი სახლის განცხადებით, მათ გაეროს მიაწოდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ „ვაგნერი“ შეიარაღებას, მათ შორის რაკეტებს, ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს.[11]

პაკისტანი

ფეშავარის მეჩეთში თვითმკვლელის აფეთქებას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2023 წლის 30 იანვარს, ქალაქ ფეშავარში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში, პკასიტანში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ძალადობის შემთვევაა, ასევე, 200-მდე ადამიანი დაშავდა. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავი ლოცვის დროს აიფეთქა. რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, დაზვერვისა და კონტრტერორისტული სამსახურებია განთავსებული. მეჩეთში, აფეთქების დროს, 300-ზე მეტი სამართალდაცმველი იმყოფებოდა. მეჩეთი გამკაცრებული უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს და გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, როგორ შეაღწია თავდამსხმელმა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობით. პაკისტანის პრემიერის თქმით, ტერორისტებს სურთ, შიში დათესონ მათში, ვინც პაკისტანის დაცვითაა დაკავებული. „თალიბანმა“ მომხდართან ყველანაირი კავშირი უარყო.[12]

[1] მედია საშუალება BBC; დანაღმული ავტომობილების აფეთქება სომალიში: ჰირანში მომხდარ თავდასხმას 9-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 4 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-africa-64167474?fbclid=IwAR1JAXvmsfBTsnTwujZC4yXPFBMl1hJv_kAKXIDd7Zz53biCo988qyvsJ-A [ნანახია 2023 წლის 9 იანვარს]

[2] მედია საშუალება BBC; თურქეთმა პროქურთული პარტიის ანგარიშები დააყადაღა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 5 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-64179858?fbclid=IwAR0c_ejR_L6ZKQ-sBmWeQMTxeECn5AL6-ATgRHmYC8ovEF3NIRf2PrTJFx0 [ნანახია 2023 წლის 9 იანვარს]

[3] მედია საშუალება TOLO News; კონტრაქტი ნავთობის მოპოვებაზე; გამოქვეყნებულია 2023 წლის 5 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tolonews.com/index.php/business-181482?fbclid=IwAR1EWK4iqCTaYcQU0yPmhacS4uhzR9-96aCjsyPz3SiTRbMgwbJvavKaNes [ნანახია 2023 წლის 9 იანვარს]

[4] მედია საშუალება „Reuters“; ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თვითმკვლელის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/asia-pacific/explosion-near-taliban-run-afghan-foreign-ministry-kabul-reports-2023-01-11/?fbclid=IwAR1cBbDDbjt6_AqRaE376mC_m7wlpYCCBcbD1wsOx-wvcI8feZROcIhz-KA [ნანახია 2023 წლის 16 იანვარს]

[5] მედია საშუალება BBC; მურსალ ნაბიზადა: შეიარაღებულმა პირმა ავღანეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი საკუთარ სახლში მოკლა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 16 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-64285789?fbclid=IwAR2RI6EGy5W6zaEoW-m4lRT8LOl7JIHcTLUuMlRGsithv9jRsEAi6bVEIns [ნანახია 2023 წლის 18 იანვარს]

[6] მედია საშუალება CNN; ძლიერი ყინვების შედეგად, ავღანეთში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2023/01/24/asia/afghanistan-freezing-temperature-deaths-taliban-intl-hnk/index.html [ნანახია 2023 წლის 30 იანვარს]

[7] მედია საშუალება „France 24“; ირანმა პროტესტებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ ორი მამაკაცი დასაჯა სიკვდილით; გამოქვეყნებულია 2023 წლის 7 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.france24.com/en/asia-pacific/20230107-iran-executes-2-more-men-detained-amid-nationwide-demonstrations?fbclid=IwAR1vakoTGhdSlzz7ZhzZkf6l-uMZru28Z2ucDwPFIgHSYIw0aqzo0M9yJag [ნანახია 2023 წლის 9 იანვარს]

[8] მედია საშუალება „Deutsche Welle“; ირანში ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს ირანისა და გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქე; გამოქვეყნებულია 2023 წლის 14 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/en/iran-executes-british-iranian-national-on-spying-charges/a-64393016?fbclid=IwAR0RF1RboJnt1qZecIOlsx5GGkQpVI_7jAQ5hz7ynPeC2sHFvtW-YgpXyus [ნანახია 2023 წლის 16 იანვარს]

[9] მედია საშუალება „i24 News“; ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანის თაობაზე; გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.i24news.tv/en/news/international/europe/1674052465-eu-parliament-calls-on-member-states-to-place-irgc-on-terror-list?fbclid=IwAR3Pq-kTJURt3B-RV2vLJoQIw7BzXiXi2AdmxFhSeeZ2hhJcUffDxNOcbM4 [ნანახია 2023 წლის 23 იანვარს]

[10] მედია საშუალება „Reuters“; აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ირანში საელჩზე მომხდარ თავდასხმას; გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/asia-pacific/guard-killed-shooting-azerbaijans-embassy-iran-2023-01-27/?fbclid=IwAR1EYSXsED6uVprcv4u0X4oyJIVjfd1uhEAJjQAgygM0OZdbryjLmuJO8g4 [ნანახია 2023 წლის 30 იანვარს]

[11] მედია საშუალება BBC; აშშ „ვაგნერს“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადებს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-us-canada-64353688?fbclid=IwAR3aagwjGKW52vFWsc8gnsJefN2aQMefmVP7IuCA5TGFMicVqE4OuUWYqNw [ნანახია 2023 წლის 23 იანვარს]

[12] მედია საშუალება BBC; აფეთქება პაკისტანის მეჩეთში; დაღუპულია 100 ადამიანი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 31 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-64462321?fbclid=IwAR2I6AY3h7G2-pSl_lKIzBbGVKbRmugRawEQdpMA5-dn-9RC0WN1stCbT8w [ნანახია 2023 წლის 31 იანვარს]

მსოფლიო. პრეზიდენტის/მონარქის შეურაცხყოფისთვის დაწესებული სასჯელი. ნოემბერი, 2022

ინტერნეტ მედია რესურსი „The World“ 2014 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის საჯაროდ შეურაცხყოფა სამ წლამდე პატიმრობით დასჯადი დანაშაულია. ამავე სტატიის მიხედვით, ნიდერლანდების მონარქის განზრახ შეურაცხყოფა 5 წლამდე პატიმრობით დასჯადი ქმედებაა. პრეზიდენტის შეურაცხყოფა დასჯადი ქმედებაა, ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სასჯელის სახით 4 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.[1]

ინტერნეტ რესურსი „Euroactiv“ 2022 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პოლონელი მწერალი იაკუბ ზულცზუკი პრეზიდენტის შეურაცხყოფაში იყო ბრალდებული [მწერალმა პრეზიდენტს ჭკუასუსტი უწოდა], რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სტატიის მიხედვით, ვარშავის რეგიონულმა სასამართლომ საქმე დახურა და განაცხადა, რომ ბრალდებულს არაფერი ჩაუდენია ისეთი, რის გამოც ის დასჯას დაიმსახურებდა. მოსამართლის განცხადებით, პრეზიდენტის ზედმეტად დაცვა სიტყვის თავისუფლების ფასად, ქვეყანას ინსტიტუტის ავტორიტეტის ხელოვნურ პატივისცემამდე მიიყვანს ქვეყანას.[2]

მედია საშუალება „The Guardian“ 2018 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ნიდერლანდებში დებატებია მონარქის შეურაცხყოფის კრიმინალიზების გარშემო. ბევრი კანონს ჯართად მიიჩნევდა და მის გაუქმებას მოითხოვდა. სტატიის მიხედვით, უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მონარქის შეურაცხყოფის ბრალდებით საქმე აღიძრა, 2016 წელს დაფიქსირდა.[3]

მედია საშუალება „The Sydney Morning Herald“ 2018 წლის 11 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნიდერნალნდებმა, 120 ხმით 30-ის წინააღმდეგ, შეცვალა საუკუნეების განმავლობაში მოქმედი კანონი მონარქის შეურაცხყოფის შესახებ. ახალი კანონით, მონარქის და მისი ოჯახის [ისევე როგორც სხვა ქვეყნის მეთაურის] შეურაცხყოფა, როგორც ქმედება, გაუტოლდა პოლიციის ოფიცრის, სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლის, გადაუდებელი დახმარების პერსონალისა და სოციალური მუშაკის შეურაცხყოფას. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ნიდერლანდებში, მონარქის შეურაცხყოფა მაქსიმუმ 4-თვიანი პატიმრობით ისჯება.[4]

ინტერნეტ რესურსი „Daktilo 1984“ 27 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით, პირი, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს პრეზიდენტს, დაისჯება პატიმრობით ერთიდან 4 წლამდე ვადით. თუ ქმედება ჩადენილია საჯაროდ, სასჯელს დაემატება, ვადის ერთი მეექვსედი. სტატიის მიხედვით, აბდულა გულის პრეზიდენტობის მთლიანი ვადის განმავლობაში 299-ე მუხლით 858 საქმე აღიძრა. ერდოღანის პრეზიდენტობისას კი, მხოლოდ 2020 წელს, პრეზიდენტის შეურაცხყოფის მუხლით, 31 ათასზე მეტი საქმე აღიძრა. მათ შორის, 290 არასრულწლოვნის მიმართ [84 მათგანი იყო 12-15 წლის და 206 – 15-18 წლის].[5]

[1] ინტერნეტ მედია რესურსი „The World“; 12 ქვეყანა, სადაც ქვეყნის მეთაურის შეურაცხყოფისთვის დაგსჯიან; გამოქვეყნებულია 2014 წლის 12 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://theworld.org/stories/2014-03-12/how-these-12-countries-will-punish-you-insulting-their-heads-state [ნანახია 2022 წლის 16 ნოემბერს]

[2] ინტერნეტ რესურსი „Euroactiv“; პოლონეთის პრეზიდენტის შეურაცხყპფაში ბრალდებული მთავრობის კრიტიკოსი სასამართლომ გაამართლა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 11 იანვარს; ხელმისაწვდომაი ბმულზე: https://www.euractiv.com/section/politics/short_news/government-critic-acquitted-of-insulting-polish-president/ [ნანახია 2022 წლის 16 ნოემბერს]

[3] მედია საშუალება „The Guardian“; ნიდერლანდელები მონარქის შეურაცხყოფის კანონთან დაკავშირებით ორად გაიყვნენ; გამოქვეყნებულია 2018 წლის 5 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.theguardian.com/world/2018/feb/05/dutch-divided-over-law-against-insulting-the-king [ნანახია 2022 წლის 16 ნოემბერს]

[4] მედია საშუალება „The Sydney Morning Herald“; ნიდერლანდების პარლამენტმა მონარქის შეურაცხყოფისთვის დაწესებული სასჯელი შეამსუბუქა; გამოქვეყნებულია 2018 წლის 11 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.smh.com.au/world/europe/dutch-parliament-reduces-penalties-for-insulting-king-20180411-p4z8yx.html [ნანახია 2022 წლის 16 ნოემბერს]

[5] ინტერნეტ რესურსი „Daktilo 1984“; დანაშაული – პრეზიდენტის შეურაცხყოფა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 27 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://daktilo1984.com/d84intelligence/an-analysis-of-unending-prosecutions-the-crime-of-insulting-president/ [ნანახია 2022 წლის 16 ნოემბერს]

მსოფლიო. იეჰოვას მოწმეების რწმენა და რელიგიური შეხედულებები. ივლისი, 2022

იეჰოვას მოწმეების ოფიციალური საერთაშორისო ინტერნეტ გვერდის მიხედვით, იეჰოვას მოწმეები ისწრაფვიან და იზიარებენ იმ ქრისტიანობას, რომელსაც ასწავლიდა იესო და რომელსაც მისდევდნენ მოციქულები. იეჰოვას მოწმეები ეთაყვანებიან ერთადერთ ნამდვილ და ყოვლისშემძლე ღმერთს, შემქმნელს, ვისი სახელიცაა იეჰოვა [ფსალმუნი 83:18; გამოცხადება 4:11]. ის არის აბრაამის, მოსეს და იესოს ღმერთი [გამოსვლა 3:6; 32:11].

იეჰოვას მოწმეები აღიარებენ ბიბლიას, როგორც ღმერთის შთამაგონებელ გზავნილს კაცობრიობისთვის და აფუძნებენ საკუთარ რწმენას ბიბლიის ორივე წიგნზე – ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები ეთანხმებიან ბიბლიას სრულად, ისინი არ არიან ფუნდამენტალისტები და აცნობიერებენ, რომ ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი ხატოვანი ენითაა დაწერილი და არ უნდა იქნეს გაგებული სიტყვასიტყვით [გამოცხადება 1:1].

იეჰოვას მოწმეები მისდევენ იესო ქრისტეს სწავლებებს და მაგალითებს. ისინი პატივს სცემენ მას, როგორც მხსნელს და ღმერთის შვილს [მათე 20:28; ქმედებები 5:31]. აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ [ქმედებები 11:26]. ამავდროულად, იეჰოვას მოწმეებისთვის იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი და მათი თქმით, ბიბლიაში არ არის ჩანაწერი სამების დოქტრინის შესახებ [ჯონი 14:28]. იეჰოვას მოწმეები არ სცემენ თაყვანს ჯვარს ან რაიმე სხვა გამოსახულებას [მეორე კანონი 4:15-19].

იეჰოვას მოწმეების რწმენით, ადამიანი როდესაც კვდება, ის წყვეტს არსებობას [ფსალმუნი 146:4; ეკლესიასტე 9:5, 10]. ისინი არ იტანჯებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღმერთი მილიარდობით ადამიანს დააბრუნებს სიკვდილიდან [აღდგომა]. თუმცა, ისინი, ვინც უარს იტყვიან ისწავლონ უფლის გზა, სამუდამოდ განადგურდებიან და არ აღდგებიან [გამოცხადება 20:14, 15].[1]

იეჰოვას მოწმეების ოფიციალური საერთაშორისო ინტერნეტ გვერდის მიხედვით, იეჰოვას მოწმეები არ მიდიან საომრად, რადგან ისინი ემორჩილებიან ღმერთს და ქრისტეს. იეჰოვას მოწმეების განმარტებით, ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის მსახურებმა ხმლები უნდა ჩააგონ და არაღასდროს ისწავლონ ომი [ესაია 2:4]. ასევე, პეტრე მოციქულს იესომ უთხრა: „დააბრუნე შენი ხმალი თავის ადგილას, ყველა, ვინც ხმალს აიღებს, ხმლითვე დაიღუპება“ [მათე 26:52]. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ იესომ ამით აჩვენა, რომ მისმა მიმდევრებმა არ უნდა აიღონ იარაღი. იეჰოვას მოწმეების თქმით, ისინი არ მონაწილეობენ სამხედრო სამსახურში, მაგრამ მაინც საზოგადოების სასარგებლო წევრები არიან და არ უქმნიან საფრთხეს იმ ქვეყნების უსაფრთხოებას, სადაც ისინი ცხოვრობენ. იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ სამთავრობო ხელისუფლებას [„მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა“ – მათე 22:21]. ისინი იხდიან გადასახადებს, ემორჩილებიან კანონს და თანამშრომლობენ მთავრობებთან საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნისკენ მიმართულ ძალისხმევაში.[2]

იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო ოფიციალური ინტერნეტ გვერდი განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს იეჰოვას მოწმეებს არ სჯერათ მედიცინის. ისინი, როგორც ყველა სხვა, თავიანთი თავისთვის და ოჯახებისთვის საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას ეძებენ. იეჰოვას მოწმეების განმარტებით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს მათ სჯერათ, რომ ადამიანს რწმენა უმკურნალებს; იეჰოვას მოწმეები რწმენით განკურნების პრაქტიკას არ მისდევენ. მათივე თქმით, ქირურგები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს სისხლის გადასხმის გამოყენების გარეშე; მათ შორის ისეთ რთულ და კომპლექსურ პროცედურებზე, როგორიცაა გულის ოპერაციები, ორთოპედული ქირურგია და ორგანოების ტრანსპლანტაცია. იეჰოვას მოწმეების მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში, არავის შეუძლია თქვას დარწმუნებით, რომ პაციენტი მოკვდება სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო ან იცოცხლებს სისხლის გადასხმაზე დათანხმების გამო. იეჰოვას მოწმეების თქმით, სისხლის გადასხმაზე უარის თქმა რელიგიური საკითხია და არა სამედიცინო. მათი განმარტებით, სისხლის გადასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმა [დაბადება 9:4; ლევიტელთა წიგნი 17:10; მეოკე კანონი/სჯული 12:23; ქმედებები 15:28, 29]. გარდა ამისა, ღმერთისთვის სისხლი სიცოცხლეს განასახიერებს [ლევიტელთა წიგნი 17:14], ამიტომ იეჰოვას მოწმეები ერიდებიან სისხლის მიღებას როგორც ღმერთისადმი მორჩილების, ასევე მის, როგორც სიცოცხლის მომცემის, მიმართ პატივისცემის გამო. ასევე, იეჰოვას მოწმეების თქმით, სისხლის გადასხმის გარეშე ქირურგია უკანასკნელ წლებში საკმაოდ განვითარდა და ათასობით ექიმი მსოფლიო მასშტაბით იყენებს სისხლის კონსერვაციის ტექნიკას, რათა ოპერაციები სისხლის გადასხმის გარეშე ჩაატაროს. იეჰოვას მოწმეების თქმით, ასეთი ალტერნატივა ბევრ განვითარებად ქვეყანაშიცაა ხელმისაწვდომი და ბევრი პაციენტი ითხოვს ასეთი ალტერნატივის გამოყენებას; მათ შორის ისინიც, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები.[3]

იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო ოფიციალური ინტერნეტ გვერდი განმარტავს, რომ ღმერთი მიესალმება მარხვას სწორი მოტივით; ხოლო არასწორი მოტივით მარხვა განარისხებს მას. იეჰოავს მოწმეები მიიჩნევენ, რომ ადამიანს შეუძლია იმარხულოს, როდესაც ეძებს დახმარებას და გზას ღმერთისგან [ეზრა 8:21-23; ქმედებები 14:23]; ღმერთის განზრახვაზე დაფიქრებისას [ლუკა 4:1, 2]; წარსული ცოდვების მონანიების საჩვენებლად [ჯოელი 2:12-15] და გამოსყიდვის დღის აღნიშვნის დროს [ლევიტელთა წიგნი 16:29-31]. იეჰოვას მოწმეების რწმენით, მარხვის არასწორი მოტივია სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა; იმის მტკიცება, რომ პირი მორწმუნეა; ცოდვების კომპენსაცია და რელიგიური ფორმალობების აღსრულება. იეჰოვას მოწმეების რწმენით, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მარხვა. ღმერთი სთოვდა ებრაელებს, ემარხულათ გამოსყიდვის დღეს და ეს მოთხოვნა გაუქმდა, როდესაც ქრისტემ სამუდამოდ გამოისყიდა ხალხის ცოდვები. იეჰოვას მოწმეების რწმენით, არც ღმერთი, არც ბიბლია და არც იესო არც ავალდებულებს და არც უკრძალავს ქრისტიანებს მარხვას; ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, როდის იმარხულებს და როდის არა [ებრაელები 9:24-26; ეკლესიასტე 3:12].[4]

[1] იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; რისი სწამთ იეჰოვას მოწმეებს? ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/jehovah-witness-beliefs/ [ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

[2] იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; რატომ არ მიდიან იეჰოვას მოწმეები ომში? ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/why-dont-jw-go-to-war/ [ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

[3] იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; რატომ არ ეთანხმებიან იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმას? ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.jw.org/en/jehovahs-witnesses/faq/jehovahs-witnesses-why-no-blood-transfusions/ [ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

[4] იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; რას ამბობს ბიბლია მარხვის შესახებ? ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.jw.org/en/bible-teachings/questions/bible-fasting-christian/ [ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

მსოფლიო. ინფორმაცია რელიგიური მიმდინარეობა Non-Denominational შესახებ. მაისი, 2022

ტერმინი პროტესტანტი [Protestant] და არა-კონფესიური [Non-Denominational], ორივე გაიგივებულია ქრისტიანობასთან. ხანდახან ტერმინები აღწერენ ეკლესიებს, ხან კი ხალხს. ტერმინი „პროტესტანტი“ გამოხატავს ქრისტიანობის ისტორიული სამი განშტოებიდან ერთერთს [დანარჩენი ორი არის კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა]. ტერმინი „არა-კონფესიური“ აღწერს კონკრეტულ ეკლესიებს, რომლებიც თავისი არსით პროტესტანტები არიან, მაგრამ არ არიან გაიგივებული პროტესტანტიზმის რომელიმე სხვა კონფესიასთან [Denomination].

არა-კონფესიური ეკლესიები შედარებით ახალი ფენომენია ქრისტიანობაში. ისინი რამდენიმე საუკუნის წინ, პროტესტანტულ ტრადიციებში ჩაისახა. არა-კონფესიური ეკლესიების უდიდესი უმრავლესობა დღეს განასახიერებს პროტესტანტულ რწმენას და პრაქტიკას. ბევრის აზრით, არა-კოფესიური მოძღაობა ვერ წარმოიშობოდა კათოლიციზმსა თუ მართლმადიდებლობაში, რადგან აღნიშნული ორი მიმდინარეობის ტრადიციები ცენტრალიზებულ მმართველობით სტრუქტურაზეა აგებული, რასაც პროტესტანტიზმი არ აღიარებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის რეალობა, რომ არა-კონფესიური ეკლესიები შეიქმნა ქვეყნებში, რომლებიც ჩემპიონები არიან რელიგიის თავისუფლების კუთხით. ხალხს არ აქვს საშუალება, სხვაგვარად მოწყობილ ქვეყნებში ახალი რელიგიები შვას.

არა-კონფესიური ეკლესიების პასტორები თუ წევრები არაა აუცილებელი, ეწინააღმდეგებოდნენ პროტესტანტიზმის ისტორიულ თეოლოგიურ პრინციპებს. უფრო მეტად, ისინი იმედგაცრუებულნი არიან პროტესტანტიზმის ძირითადი კონფესიების ბიუროკრატიით და მიისწრაფვიან ლიბერალური და პროგრესული ხედვისკენ.

არა-კონფესიური ეკლესიების რიცხვმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იმატა, თუმცა მოძრაობა მეცხრამეტე საუკუნეში ჩაისახა. არა-კონფესიურ ეკლესიებს არ აქვთ ფორმალური კავშირი პროტესტანტიზმის ისტორიულ მიმდინარეობებთან [ლუთერანიზმი, პრესბიტერიანიზმი, მეთოდიზმი, ბაპტისტური და სხვა]. არ არსებობს არა-კონფესიური ეკლესიების ერთადერთი დამფუძნებელი. ბიბლიის გარდა, არა-კონფესიური ეკლესიებისთვის, მნიშვნელოვანია ძირითადად იგივე ნაშრომები, რაც კონსერვატული ევანგელისტებისთვის. დოქტრინული აქცენტები სხვადასხვა ეკლესიისთვის სხვადასხვაა. ასეთ ეკლესიებში შეიძლება იყოს ნებისმიერი დოქტრინა, რომელიც დამახასიათებელია სხვა პროტესტანტური ტრადიციისთვის. არა-კონფესიური ეკლესიები, ძირითადად, კრებითი პრინციპების მიმდევარია; თუმცა, ზოგიერთ ეკლესიას პასტორი ან უხუცესი ხელმძღვანელობს. არავის აქვს რეგიონული ან პროვინციული მმართველობითი ორგანიზაცია. პასტორთა უმეტესობა ბიბლიის სასწავლო კურსებს ან სემინარებს ესწრებოდა. არა-კონფესიური ეკლესიების უდიდესი უმრავლესობა თეოლოგიურად და სოციალურად კონსერვატულია.

არა-კონფესიური ეკლესიების უმრავლესობა წყლით ნათლობის პრაქტიკის მიმდევარია. ძირითადად, აღნიშნული ეკლესიები მისდევენ „მორწმუნეთა მონათვლის“ პრაქტიკას და არა დაბადებით ნათლობის პრაქტიკას. აღნიშნული პრაქტიკის ფესვები ახალ აღთქმის სწავლებებიდან მომდინარეობს.

არა-კონფესიური ეკლესიები ზოგადად ევანგელისტური და კონსერვატულია. მათი შთაგონება და საღვთო წერილი ხშირად მათივე დოქტრინული განცხადებების ნაწილია. აღნიშნული ეკლესიები ტრინიტარულია [სამება]. არა-კონფესიური ეკლესიები აღიარებენ პროტესტანტიზმის ისტორიულ ხედვას ქრისტეს პიროვნებისა და საქმიანობის შესახებ – ქრისტე 100%-ით ღმერთია და 100%-ით ადამიანია; ის უბიწოდ იშვა, იცხოვრა უცოდველად და გარდაიცვალა ცოდვების საპატიებლად; და ფიზიკურად აღდგა მესამე დღეს.

არა-კონფესიური ეკლესიებისთვის ხსნა შეიძლება იყოს კალვინური ან სომხური გააზრებით, მაგრამ არა ლუთერანული. ზოგიერთი ეკლესია ხსნას ხედავს როგორც კალვინურ, ასევე სომხურ ხედვაში. აღნიშნული ეკლესიებს სწამთ ქრისტეს მეორედ მოსვლა. ზოგადად, არა-კონფესიურ ქრისტიანულ ეკლესიებს სწამთ, რომ ბიბლია არის მთავარი ავტორიტეტი და სწორედ ბიბლია განსაზღვრავს სწავლების, თაყვანისცემის და საეკლესიო ცხოვრების სხვა ასპექტებს.[1] [2]

[1] ინტერნეტ რესურსი „ქრისტიანობა – ხშირად დასმული კითხვები“; პროტესტანტიზმი და არა-კონფესიური: რა განსხვავებაა?; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://christianityfaq.com/protestant-vs-non-denominational-comparison/ [ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

[2] ინტერნეტ რესურსი Grace Church; არა-კონფესიური ეკლესიის განმარტება; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://graceplano.church/about/non-denominational-churches-explained/ [ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

მსოფლიო. ინფორმაცია იეზიდიზმის შესახებ – ოქტომბერი, 2021

მსოფლიო ისტორიის ონლაინ-ენციკლოპედიის მიხედვით, იეზიდიზმი წარმოადგენს სინკრეტულ, მონოთეისტურ რელიგიას, რომელიც გავცელებულია იეზიდებსი (ეთნო-რელიგიური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ერაყში, სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ბინადრობს. იეზიდიზმი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და მოახდინა ისეთი რელიგირების ინკორპორირება, როგორიაა: ზოროასტრიზმი, მანიქეიზმი, გნოსტიციზმი, ქრისტიანობა და ისლამი.

იეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც იეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ. ის იყო ცნობილი სუფიტი მისტიკოსი, რომელიც ბაღდადში ისლამურ მისტიციზმს სწავლობდა. მე-12 საუკუნის დასაწყისში, შეხმა ალიმ ბარდადი დატოვა და ერაყში, ლალიშის ხეობაში დაარსა დერვიშთა (სუფიტი ასკეტები) ორდენი. ის 1162 წელს გარდაიცვალა და მისი საფლავი მიმდევრებისთვის თაყვანისცემისა და მოსალოცი ადგილი. საბოლოოდ, ადის მიმდევრებმა მუსლიმური „ქიბლას“ (ლოცვის დროს მექას მიმართულებით შეტრიალება) ტრადიცია შეცვალეს და ლოცულობდნენ ლალიშის მიმართულებით. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მომენტი იეზიდური რელიგიის ისლამისგან განყენებისა და სწორედ ამის შემდგომ უწოდეს ადის მიმდევრებმა საკუთარი თავს იეზიდები. მათ ასევე დაიწყეს ღვინის სმა.

იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. იეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).

იეზიდებს სჯერათ ერთი ღმერთის არსებობის, რომელსაც Xwede სახელით იცნობენ. იეზიდური ზეპირი ტრადიციების მიხედვით, რომლითაც იეზიდიზმის შესახებ ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა, Xwede-მ სამყარო თეთრი მარგალიტის ფორმით შექმნა. შემდგომ მან შექმნა პირველი ჩიტი – ანფარი და მარგალიტი ზურგის მხარეს 40 000 წლით შეატრიალა. აღნიშნული პროცესის შემდგომ, გაჩნდა დედამიწა.

Xwede-ს შესახებ ინფორმაცია მოცემულია ორ ძირითად იეზიდურ წმინდა წიგნში „Kitab al-Jilwah“ და „Mishefa Resh“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წიგნები დასავლელი სწავლულების მიერ შექმნილი კომპილაციებია, მათი შინაარსი შესაბამება იეზიდურ ზეპირ ტრადიციებს და ბევრის აზრით, ავთენტურია. მიუხედავად იმისა, რომ იეზიდიზმსა და ისლამს ბევრი საერთო გააჩნიათ, ისინი განსხვავდებიან ღმერთის აღქმის კუთხით. მართალია, იეზიდიზმი მონოთეისტური რელიგიაა, მაგრამ აღიარებს წმინდა სამებას, რომელიც შედგება მალაქ-ტაუსის, შეიხი ადისა და სულთანი ეზისგან. მალაქ-ტაუსი ანუ ანგელოზი ფარშევანგი ითვლება წმინდა სამების მთავარ წევრად და ღმერთის განსახიერებად, რომელიც კაცობრიობისთვის წარგზავნილ მაცნეს წარმოადგენს და მისი მიზანია ყოველ 1 000 წელიწადში ერთხელ იეზიდი ხალხისთვის ღვთებრივი სიბრძნის გაზიარება. როგორც შვიდი ანგელოზის (Heft Sir) მეთაური, ფარშევანგი ანგელოზისა და მისი დაქვემდებარებულების მოვალეობაა მომავლის წინასწარ განსაზღვრა. იეზიდები მას რწმენის მთავარ სიმბოლოდ აღიქვამენ.

სტატიის მიხედვით, იეზიდები საკუთარი ტრადიციისა და რელიგიური რწმენის საიდუმლოს განსაკუთრებით უფრთხილედებიან, რომელიც ზეპირი წესით გადაეცემა თაობიდან თაობას, კონკრეტული სასულიერო კასტის „ყავალების“ მიერ. იეზიდები ასევე არ უშვებენ უცხოელების მიერ მათი წმინდა ტრადიციების შესწავლას ან მათში მონაწილეობის მიღებას. ამას გარდა, იეზიდები აუცილებლად ერთმანეთზე ქორწინებდებიან, რათა შეინარჩუნონ რწმენის, ტრადიციებისა და თემის უსაფრთხოება. თუ იეზიდი იქორწინებს არა-იეზიდზე, ის მიიჩნევა უცხოდ და გაძევებული იქნება იეზიდური რწმენიდან.[1]

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ეზიდიზმის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი მეცნიერებს შორის. ზოგიერთი მეცნიერი სიტყვა ეზიდს და ეზიდების წარმომავლობას ირანულ ქალაქ იეზდს უკავშირებს, ზოგი კი ძველ ირანულ სიტყვას – იაზატას, ზოგი ომაელ ხალიფა იაზიდ იბნ მუავის და ა.შ.

მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგად ეზიდიზმი საბოლოოდ მონოთეისტურ რელიგიად ჩამოყალიბდა. ეზიდები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, რომელმაც შექმნა სამყარო და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყნად. ღმერთი – ხუდე ან იაზდანი (ეზიდი) არის ყველგან და ყველაფერში, ის არის სიყვარული და სინათლე, რომელიც სხადასხვანაირად ევლინება ადამიანებს. მაგალითად, მზის სითბოსა და სხივებში ეზიდები ღვთის სინათლეს ხედავენ და ამიტომ ლოცვისას მზის მიმართულებით იყურებიან. ეზიდები ღმერთს და მის ანგელოზებს ეთაყვანებიან და მიიჩნევენ, რომ ანგელოზები ღვთის ნებას აწვდიან მათ. ანგელოზებს სათავეში მალაქ ტაუსი უდგას, რომელიც ღმერთის ნებით მართავს სამყაროს (ანგელოზთა სიმბოლოდ ეზიდიზმში ფარშევანგი ითვლება, რომლის სპილენძის გამოსახულება ეზიდთა რელიგიური ნიშანია.

მკვლევართა უმრავლესობა ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმში ბევრ საერთოს ხედავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ორ რელიგიას შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს. საქმე ის არის, რომ ეზიდიზმი ძველი არიული და მესოპოტამიური წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა. ეზიდიზმის თანახმად, ღმერთი ერთია და ის ყოვლისშემძლეა. კეთილიც და ბოროტიც, ბნელიც და ნათელიც, დღე და ღამეც და ა.შ., მისი ნებით არსებობს. ეზიდები თვლიან, რომ ყველაფერი მისი ნებით ხდება და შეუძლებელია, რომ ბოროტების ღმერთი ან ღვთაება არსებობდეს, რომელიც ყოვლის შემოქმედ ღმერთს შეიძლება წინ აღუდგეს. მაგრამ ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა, რათა ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს უძველესი წარმოდგენები მითრაიზმში, ზურვანიზმსა და შემდეგ ეზიდიზმში გადაიზარდა. ამის საპირისპიროდ ზარატუშტრა (ზოროასტრი) ქადაგებდა, რომ არსებობს ნათელი ღვთაება აჰურა მაზდა და ბნელი ღვთაება ანხრა მანიუ, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ცნობილია, რომ ზოროასტრი წინაპართა ძველ რელიგიას დაუპირისპირდა და ირანის სამხრეთით გადაიხვეწა. აქედან გამომდინარე, ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს მრავალი საერთო, მაგრამ მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტიც აქვთ.

როცა ქურთისტანის ტერიტორია არაბთა სახალიფოს საზღვრებში მოექცა, ეზიდები იძულებულნი გახდნენ ახალ რეალობას მორგებოდნენ და ამ მისიის შესრულება შეიხმა ადი იმბნ მუსაფირმა შეძლო. XII საუკუნეში შეიხმა ადიმ მოახერხა ეზიდთა გაერთიანება, ხოლო მისმა მიმდევრებმა ეზიდური საზოგადოების რეფორმირება მოახდინეს და ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც სხვადასხვა რაიონში დასახლებულ ეზიდებს ერთმანეთთან დააკავშირებდა (შეიხი ადი წმინდა ტრიადაში შედის და ის მთავარანგელოზის გამოვლენად ითვლება: მალაქ გაუსი, ეზიდი, შეიხი ადი).

ეზიდური რელიგია წმინდა რელიგიურ ტექსტებს – ყავლებს (სიტყვა), ანუ ღვთაებრივ მეცნიერებას ეფუძნება, რომელთა ავტორიტეტი ურყევია მორწმუნე ეზიდისათვის. ეზიდთა მსოფლმხედველობა, კოსმოგონია, მცნებები, ზნეობრივი კოდექსი, ისტორია და სხვა ამ ტექსტების მეშვეობით არის წარმოდგენილი. ეს ტექსტები, ძირითადად, ზეპირად გადაეცემოდა მცოდნე ოსტატებისაგან (ჰოსტა) მომდევნო თაობას. თუმცა ირკვევა, რომ ისინი წერილობითი ფორმითაც არსებობდნენ, მაგრამ ეზიდებზე ხანგრძლივი თავდასხმების შემდეგ ხელნაწერები განადგურდა და XIII საუკუნიდან ზეპირგადმოცემა ტრადიციად იქცა. ამ ტექსტებს არაერთი ავტორი ჰყავს, რომელებიც ეზიდთა წმინდანები არიან. მაგალითად, დარვეშ ყათანი, შეიხ ფახრი, ფირ რაშე ჰაირანი, პესე ჯამი, ჰასად თაური და ა.შ. ესენი, ძირითადად, შეიხ ადის მოსწავლეები არიან, რომლებმაც მდიდარი პოეტური ხასიათის რელიგიური ლიტერატურა შექმნეს, სადაც შეიხ ადის და სხვა წმინდანთა ცხოვრება არის აღწერილი. მათ მოახდინეს, აგრეთვე, უძველესი ტექსტების რედაქტირება და ისინი იმდროინდელი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ფორმით გამართეს. ეზიდური ტექსტები, ძირითადად, ქურთულად (კურმანჯიზე) არის შექმნილი.

გარდა ყავლებისა, არსებობდა ორი ცნობილი წიგნი – „მასჰაფა რაშ“ და „ქეთება ჯელვა“ („შავი წიგნი“ და „გამოცხადების წიგნი“), რომელთა დედანი დაკარგულია და ჩვენამდე მხოლოდ მათმა ფრაგმენტებმა მოაღწია. ეზიდთა სასულიერო პირები მათ არ აღიარებენ, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ფრაგმენტები არ შეიძლება სანდო იყოს. ცნობილია, რომ ეს წიგნები, განსაკუთრებული ეზიდური ანბანით, ქურთულ ენაზე იყო დაწერილი. ამ ორი წიგნის გარდა, არსებობს არაბულ ენაზე ტყავზე დაწერილი წიგნები „მშურ“, რომლებშიც წმინდანთა ცხოვრება და მათი ხალხთან ურთიერთობა არის აღწერილი. ეს ხელნაწერები ეზიდთა სასულიერო გვარების წარმომადგენლებს – ფირებს ეკუთვნის და დღემდე მათ ოჯახებში ინახება. ის წიგნები XIII საუკუნით თარიღდება.

ერთ-ერთი მცნება ის არის, რომ ეზიდმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მისი რჯულისა და აღმსარებლობის მიუხედავად, დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს. ეზიდებს სწამთ, რომ ყველა სხვა რელიგია ღმერთის ნებით არსებობს, მაგრამ ისინი მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის ცალკეული ნაწილებია. ღვთის სრულყოფილი ცოდნა (ზანინა ხუდე, ან „ილმე ხუდე“) მხოლოდ ეზიდთა წმინდანებმა მიიღეს ღმერთისგან ყავლების სახით. ეზიდები პატივისცემით ეპყრობიან სხვა რელიგიის მოციქულებსა და დამაარსებლებს: აბრაამს, მოსეს, იესოსა და ა.შ., თუმცა მათი ცხოვრების შესახებ თავიანთი ვერსიები აქვთ. ისინი თვლიან, რომ ეზიდთა ღმერთმა (ხუდემ) ეს მოციქულები გაუგზავნა სხვადასხვა ხალხს, რომ ისინი ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს. ეს ეპიზოდები სულიერი შინაარსისაა და თითოეული მათგანი გარკვეულ თეოლოგიურ ცოდნას შეიცავს, რომლის ამოკითხვა და გააზრება რჯულის მეცნიერთა, განსწავლულ ღვთისმსახურთა ქადაგებებშია მოცემული. ეს ის ლიტერატურაა, რომელსაც ებრაულ და ქრისტიანულ ტრადიციაში ეგზეგეტიკა ჰქვია. მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია ეზიდური ტექსტების შესწავლა და სხვა რელიგიების ტექსტებთან მათი შედარებითი ანალიზი. სამწუხაროდ, ეზიდთა საზოგადოების კარჩაკეტილობის გამო, მათი მრავალი წმიდა ტექსტი დღემდე არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

ზიდიზმში, სხვა მრავალი რელიგიის მსგავსად, არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ორი სახისაა: ფარზე თარიყატე და ფარზე ჰაყიყატე. ფარზე თარიყატე მრავალ ვალდებულებას მოიცავს: ლოცვას (დუა), მარხვას (როჟი), სიცოცხლეში ერთხელ მაინც ლალიშში ჩასვლას (ზიარატ ან ჰაჯი), წინადაცვეთას (სუნატ), ორი სახის ნათლობას (ბისკ) და სალოცავში წმინდა წყაროს წყლის სხურებას (მორკერენ), შეწირულებას (ხერატ, ფეტუ, რესმ, ზაქათ), საკლავის შეწირვას (სარბერ, ყურბან, ხერ), აკრძალული საკვების მიუღებლობას (ღორის ხორცი, კომბოსტო, სალათი) და ა.შ.

ეზიდიზმში მხოლოდ მშრალი მარხვა არსებობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა დღისით არ უნდა ჭამოს. ყოველი ეზიდი ვალდებულია დეკემბრის პირველ პარასკევამდე (აღმოსავლური კალენდრით) მარხვა სამ დღეს დაიცვას. მეოთხე დღეს კი (პარასკევს) დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც უწოდებენ აიდა ეზიდ. ეს დღესასწაული მზის კულტთანაა დაკავშირებული. ასევე არსებობს სამდღიანი მარხვა თებერვლის მეორე ნახევარში, რომელიც ორ წმინდანს – ხიდირ ნაბისა და ხიდირ აილასს – ეძღვნება. ამ მარხვის დაცვა აუცილებელია მათთვის, ვისაც ხიდირი ან აილასი ჰქვია. გარდა ამ ორი მარხვისა, უმაღლესი სასულიერო პირები და ის ეზიდები, რომლებიც ასკეტურ ცხოვრებას მისდევენ, წელიწადში ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) ორმოცდღიან მარხვას იცავენ (ჩელე ზევესტანე და ჩელე ჰავინე), რაც ისევ ასტრალურ კულტებს უკავშირდება.

ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია ახალი წელი – ჩარშამა სორ (ოთხშაბათის დღესასწაული) ან სარსალ (ახალი წელი), რომელიც აპრილის პირველ ოთხშაბათს (აღმოსავლური კალენდრით) უნდა დაემთხვეს. ამ დღეს ეზიდები კვერცხებს ღებავენ ნაირფრად და მათ ნაჭუჭებს მოხნულ მინდორში ფანტავენ. სახლში შემოსასვლელ კარს თავს გარედან მინდვრის წითელი ყვავილებით მორთავენ და ქადებს აცხობენ. ამ დღეს ქალები საფლავზეც გადიან. ახალი წლის ღამეს მრავალი ეზიდი ლალიშის ტაძარში ხვდება, სადაც დაბნელებისთანავე სასულიერო პირები ღვთაებრივ ცეცხლს გამოიტანენ ტაძრიდან და მრავალი ეზიდი ზეთით გაჟღენთილ ფითილებს უკიდებს ცეცხლს. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის თვე წმინდა თვედ ითვლება, რის გამოც აპრილში დაქორწინება იკრძალება.

ოქტომბრის 6-13 რიცხვები პილიგრიმობის დღეებია (ჯამაია შიხადი). სხვადასხვა ქვეყნიდან ეზიდები ლალიშში ჩადიან, სადაც მრავალი რელიგიური რიტუალი იმართება.

რელიგიური სიმბოლოებიდან (მრწამსიდან) უპირველესია შაჰადა დინ (მოწმობა ეზიდობის შესახებ), რაც წმინდა ტექსტის წაკითხვაში გამოიხატება, რომელშიც გადმოცემულია ეზიდთა სარწმუნოების ძირითადი არსი. ამასთანავე, მამაკაც ეზიდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ულვაში, უნდა ეცვას თეთრი პერანგი (კრას), რომლის საყელო მრგვლად უნდა იყოს ამოჭრილი. საყელოზე თეთრი კანტი (თოკ, გრივან) ეკერება, რომელიც მორჩილების სიმბოლოა. ეზიდებს ეკრძალებათ ლურჯი ფერის (რანგე შინ) ტანისამოსის ჩაცმა, ვინაიდან ეს ზეციური ფერია და, ამავე დროს, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში სამგლოვიარო ფერად ითვლებოდა.

გარდა ამისა, ეზიდიზმში არსებობს სამი ბურჯი „სე ჰარფ“ (სამი მცნება) და ერთი მათგანის დარღვევის შემთხვევაში, ეზიდი ავტომატურად კარგავს ეზიდობას. მათ ეწოდებათ: შარიათ, თარიყათ, დარბა ხარყა.

  • შარიათ ან, როგორც სხვანაირად უწოდებენ, დიზკა დანე (ჭურჭელი ლურჯი საღებავით), გულისხმობს, რომ ეზიდმა არ უნდა იქორწინოს სხვა რჯულის ადამიანზე.
  • თარიყათ ან, როგორც უწოდებენ, შარბკე ზერინ (ოქროს თასი), კასტებს შორის ქორწინების აკრძალვას გულისხმობს.
  • დარბა ხარყა (ჯვალოსთვის დარტყმის მიყენება), გულისხმობს სასულიერო პირებისადმი პატივისცემას.

ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ და ეზიდის ყოველდღიური ცხოვრება რელიგიასთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეზიდებს ეკრძალებათ სხვა სარწმუნოების ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნა. ეზიდური რელიგიის თანახმად, ეზიდი დედითაც და მამითაც ეზიდი უნდა იყოს. ეზიდები სამ შტოდ („კასტად“) იყოფიან: შეიხები, ფირები და მურიდები (მურიდი მიმდევარს ნიშნავს). ინდური კასტებისაგან განსხვავებით ეზიდური „კასტები“ რელიგიის წინაშე თანასწორნი არიან. აქ არ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური პრინციპი და ეზიდური საზოგადოება მხოლოდ სულიერ კავშირებზეა აგებული. შ

ეიხები და ფირები სასულიერო ფენას მიეკუთვნებიან, ხოლო მურიდების ძირითადი ნაწილი ერისკაცები არიან. ერთი კასტიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. მურიდებისათვის, რომლებიც ღრმა რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან, არსებობს სხვადასხვა რელიგიური წოდებები: ხლმატქარ, ყავლბეჟ, ქოჩაკ, ფაყირ, ყავალ და ა.შ. ეზიდური რელიგიის თანახმად, ყოველი ეზიდი თავისი შეიხისა და ფირის მურიდია, ანუ მიმდევარია. ეს შეიხებსა და ფირებზეც ვრცელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინიც თავიანთი შეიხისა და ფირის მურიდები არიან.

უბრალო მურიდებისაგან განსხვავებით მათ კიდევ თავიანთი მურიდები ჰყავთ. რელიგიის თანახმად, ამ სამი შტოს წარმომადგენელთა შორის ქორწინება იკრძალება, ვინაიდან მათ მხოლოდ სულიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. მათ შორის ქორწინება დისა და ძმის ერთმანეთზე ქორწინების ტოლფასია.

ეზიდებს მართავს ეზიდთა სასულიერო კრება, სადაც სხვადასხვა თანამდებობა არსებობს. სასულიერო კრების შეკრების ადგილი შეიხანშია (ერაყის ქურთისტანი). შეიხანი და ბაადრი ეზიდთა სამთავროს ადმინისტრაციული ცენტრები იყო.  ეზიდებს სათავეში მირი (ამირა) უდგას. ვინაიდან ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ, მირი როგორც რელიგიური, ასევე საერო მეთაურია. მას ეზიდთა და მათი წმინდა ადგილების დაცვა ევალება. ეზიდთა სულიერი მამა არის ახტიარე მარგაჰი (მარგაჰი – უხუცესი, მარგაჰ – ადგილი, სადაც იეზიდთა მთავარი ტაძარია). ისინი, ძირითადად, შეიხთა ფახრადინის (შამსანის) გვარიდან ირჩევიან და მათი მეორე წოდებაა ბავე შეხ, რაც შეიხთა მამას ნიშნავს.

სასულიერო კრებაში შედიან აგრეთვე: ბავე გავანი, პეშიმამი, ბავე ჩავიში, ყავალთა მეთაური, ფაყირები და სხვა მღვდელმსახურები. ეზიდთა სასულიერო კრება („დივანა დინ“ ან „ჯვატა რუჰანი“) თავის გადაწყვეტილებას ეზიდებს შორის ყავალების მეშვეობით ავრცელებს. სასულიერო კრების ნებას ფარშევანგის სპილენძის გამოსახულება ადასტურებს, რომელსაც ყავალები წელიწადში ერთხელ ეზიდთა სოფლებში ატარებენ წმინდა ტექსტების გალობის ფონზე.[2]

[1] World History Encyclopedia – Yazidism; available at https://www.worldhistory.org/Yazidism/ [accessed 8 October 2021]

[2] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – სტატია „იეზიდიზმი“; ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%98%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98 [accessed 8 October 2021]

მსოფლიო. ინფორმაცია რელიგიური მიმდინარეობა ისლამის შესახებ. ოქტომბერი, 2020

ისლამი – სამიდან ერთერთი აბრაამული, მკაცრად მონოტეისტური მსოფლიო რელიგიაა, რომელიც იუდაიზმისა და ქრისტიანობის შემდეგ წარმოიშვა (VII საუკუნე). ისლამი, გარკვეულწილად, ორივე წინა რელიგიის წერილობით და ზეპირ ტრადიციებს მოიცავს. ეს ტრადიციები, მუსლიმთა რწმენით, შევსებულია ახალი გამოცხადებით და, შესაბამისად, ახალი საღვთო ლიტერატურით. ესაა, პირველ ყოვლისა, ყურანი, რომელიც, თვითშეფასების თანახმად, მანამდე არსებულ ყველა საღვთო გამოცხადებას ავსებს, აზუსტებს და აგვირგვინებს.

ისლამი არაბულ გარემოში, ერთერთი არაბული ტომის წიაღში ჩამოყალიბდა. გამოცხადება მოციქულსაც არაბულ ენაზე ეუწყა და საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ლიტერატურაც ამ ენაზე დაიწერა, მაგრამ იგი ასპარეზზე მსოფლიო რელიგიის ნიშნით გამოვიდა და სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიციების ქვეყნებსა და ხალხებში სწრაფად გავრცელდა.

დღეს ისლამი დედამიწის თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ბევრგან იგი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სახელმწიფო ინსტიტუტის რანგშია აყვანილი და პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული გარემოს ხასიათს განსაზღვრავს. მსოფლიოში მუსლიმთა საერთო რიცხვი ამჟამად მილიარდს აღემატება.

ისტორია – ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე VII საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. იმ დროს ეს მხარე, უპირატესად, არაბებით იყო დასახლებული. ისინი პოლითეისტები იყვნენ და სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ. წარმართობა არაბეთში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე ირანიდან და რომის იმპერიიდან შემოტანილი კულტებით. არაბეთში გადასახლებულთა შორის იყვნენ ებრაელებიც და ქრისტიანებიც, – უმეტესად ის ქრისტიანები, რომელთა მრწამსი საეკლესიო კრებებმა ერესად შეაფასა და, რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები სდევნიდნენ. როგორც მკვლევარები ამბობენ, იქ სარწმუნოებათა და კონფესიათა ქაოსი იყო. მითუმეტეს, რომ ამ ნახევარკუნძულზე არ არსებობდა ცენტრალიზებული სახელმწიფო და თითქმის არ ვრცელდებოდა რომელიმე ქვეყნის რეჟიმი.

არაბთა შორის ყველაზე მეტად ყურეიშელთა (კურაიშის) ტომი დაწინაურდა, რომელთა ღვთაებას ალლაჰი ერქვა. ეს სახელი ეტიმოლოგიურად, სავარაუდოდ, კავშირშია ებრაელთა უზენაესი ღმერთის სახელთან – ელოაჰ. საქმე ისაა, რომ ებრაელი ხალხი და მათი რელიგია არაბებისათვის ძველთაგანვე იყო ცნობილი. გასათვალისწინებელია, რომ ორივე სემიტი ხალხია და მათ ენებს საერთო ფუძე აქვთ. არაბთა ტომებმა ებრაელებისაგან ისტორიული კონტაქტების შედეგად შეითვისეს მოსეს რჯულის ზოგიერთი ელემენტი, რაც ყურეიშელების კულტმსახურებაშიც უნდა ასახულიყო, კერძოდ, ღვთაების სახელსა და შინაარსში, – ალლაჰი. ყურეიშელთა წარმომადგენელი იყო ვაჭარი მუჰამედი (მუჰამმადი), რომელმაც კაცობრიობას ახალი რელიგიური სისტემა შესძინა.

ალაჰის მოციქული – მუჰამედი (მუჰამმად იბნ აბდ ალლაჰ) 570-632 წლებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ მექაში, ჰაშიმის გვარში, ღარიბი ვაჭრის, აბდალაჰის, ოჯახში დაიბადა. თვე და რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეტი ალბათობით, ეს 570 წლის 20 აპრილს მოხდა. მუჰამედის დაბადება იმ დღეს დაემთხვა, როდესაც იემენის ეთიოპიელმა გამგებელმა აბრაჰამმა მექაზე წარუმატებლად ილაშქრა. ამ ლაშქრობაში საბრძოლო სპილოც მონაწილეობდა, რომელმაც დამხვდურებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ წელიწადს „სპილოს წელიწადი“ უწოდეს. მუსლიმები ამბობენ, მუჰამედი „სპილოს წელიწადს“ იშვა და არაბებს გამარჯვება მისმა დაბადებამ მოუტანაო. მუჰამედი ადრე დაობლდა. მისი აღზრდა ბიძამ, აბუ ტალიბმა იკისრა. მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა. იყო მწყემსი, შემდეგ – ქარავნის გამყოლი (აქლემთა გამრეკავი). არსებობს გადმოცემა: იგი იმდენად კეთილშობილი ბავშვი ყოფილა, რომ მას „ალამანი“, ანუ „სანდო“ შეარქვეს. დაახლოებით 595 წელს მუჰამედმა მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. მათ შვიდი შვილი შეეძინათ, მაგრამ ვაჟები ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა. ამ ტრაგედიამ მუჰამედში შინაგანი გარდატეხა მოახდინა – მის არსებას ყოფნა-არყოფნის კითხვები დაეუფლა.

მექა და მისი შემოგარენი ერთგვარ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წარმართი არაბების გვერდით ებრაელები და ქრისტიანები ცხოვრობდნენ. აქ ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა, მაგრამ ყურადღებას, პირველ ყოვლისა, ტაძარი ქააბა იპყრობდა. ტაძარში ესვენა შავი ქვა. არაბული გადმოცემის მიხედვით, ალლაჰმა სამოთხიდან გამოძევებულ ადამს, წყალობის ნიშნად, ეს ქვა გარდამოუვლინა, რომელიც თავდაპირველად თეთრი იაგუნდი იყო, მოგვიანებით კი ადამიანთა ცოდვების გამო გაშავდა, რათა ვეღარ დაენახათ სამოთხე, მის სიღრმეში რომ ჩანდა. მექელებს მიაჩნდათ, რომ ადამის შვილმა შისმა (სეთმა) მისთვის ტაძარი ქააბა (არაბულად „კუბი“) ააგო. წარღვნისას იგი ზეცაში იქნა ატანილი, შემდეგ დაინგრა, მაგრამ „ალაჰის მეგობრებმა“ – იბრაჰიმმა (აბრაამმა) და ისმაილმა – განაახლეს და დიდი პილიგრიმობაც დაიწყო.

მუჰამედი ქააბას მომლოცველი იყო. იგი ებრაელთა სინაგოგებში და ქრისტიანთა ეკლესია-მონასტრებშიც დადიოდა. ხშირად უდაბნოშიც, მთებსა და გამოქვაბულებში, ბერ-მონაზვნების მსგავსად, განმარტოვდებოდა და ლოცვებს აღავლენდა. ყურანის თანახმად, 610 თუ 612 წელს, როდესაც მუჰამედი ორმოცი წლის იყო, მას ანგელოზი გამოეცხადა და ალლაჰის სიტყვა აუწყა. ყურანის 53-ე სურაში, რომლის სახელია „ვარსკვლავი“, აღნიშნულია: მან (მუჰამედმა) იხილა ქმნილება, რომელიც მის პირდაპირ, ცის კიდეზე დადგა. შემდეგ მოუახლოვდა და დაეშვა. როდესაც უფრო ახლოს მოვიდა, ორი მშვილდის მანძილზე, „ზეშთააგონა თავის მონას, რაც ზეშთააგონა“. მუსლიმური ტრადიციით, ეს „ქმნილება“ მთავარანგელოზი ჯიბრაილია (გაბრიელი). ჯიბრაილს ხელში გრაგნილი ეჭირა და ტექსტს კითხულობდა, მუჰამადი კი იმეორებდა და იმახსოვრებდა. პირველ გამოცხადებას მეორე მოჰყვა და ა.შ. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: სხვასაც უამბე, რაც მოისმინე! მუჰამადი მოხმობას დაჰყვა და ამიერიდან იგი წინასწარმეტყველი (ნაბი) და ერთი ღმერთის – ალლაჰის – მოციქული (რასულ) გახდა.

მუჰამედის გამოცხადებისეული მოძღვრება თავდაპირველად მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა ირწმუნეს, პირველ ყოვლისა, ხადიჯამ და ბიძაშვილმა ვარაკა იბნ ნავ ალიმ, რომელიც, იბნ ისჰაკ ალმუტალიბის (VIII ს.) ცნობით, ქრისტეს რჯულს იცნობდა ან სულაც ქრისტიანი იყო. სწორედ მან დაარწმუნა მუჰამადი, რომ მას ის შეემთხვა, რაც მოსემ სინას მთაზე იხილა და განიცადა. მალე ხადიჯა გარდაიცვალა და მუჰამედმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი ერთერთი პირველი თანამორწმუნის, აბუ ბაქრის ქალიშვილი იყო. ოჯახურ გარემოს მუჰამედის მისიისათვის ხელი არ შეუშლია. მან ალლაჰის ნების შესრულება გადაწყვიტა. გავიდა ხალხში და ალლაჰის სიტყვა – ყურანი – გამოაცხადა. მისი პირველი ერთგული მიმდევრები, ოჯახის წევრების შემდეგ, იყვნენ ბიძაშვილი: ალი აბი ტალიბი, მდიდარი მექელი ვაჭარი აბუ ბაქრი, აბდ არრაჰმან ავთი, ჯაფარი და სხვა. პირველად მათ ეწოდათ მუსლიმები, რადგან „ალაჰს მიცეს თავი“. ასე შეიქმნა მუსლიმთა პირველი თემი.

მუჰამედის ქადაგება იყო მარტივი. ის მექელებს ასაკის, სქესის, სოციალური ფენისა და ეთნიკური წარმომავლობის განუსხვავებლად მოუწოდებდა, რათა მრავალღმერთიანობის რწმენაზე უარი ეთქვათ და თაყვანი ეცათ ერთი და ერთადერთი ღმერთისათვის, რომელმაც სამყარო და ადამიანი შექმნა. მუსლიმთა ჯგუფმა, როდესაც მისი წევრების რიცხვმა სამ ათეულს გადააჭარბა, საზოგადო ლოცვა ასაფის ბორცვზე, ახალგაზრდა მუსლიმის არკამ არკამის სახლში, მოაწყო, რამაც საყოველთაო რეზონანსი გამოიწვია. ეს, ფაქტობრივად, ახალი რელიგიური თემის პირველი საჯარო მსახურება იყო. მმართველმა ელიტამ და საზოგადოების ზედაფენამ საშიშროება იგრძნო და მექაში მუსლიმთა დევნა დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მუჰამედის მოკვლაც განიზრახეს და ამიტომ 622 წლის 24 სექტემბერს მან მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას, არაბულად – ჰიჯრას, მუსლიმთა, ანუ ალაჰის მორჩილთა პირველი დიდი თემის, უმას, ჩამოყალიბება მოჰყვა – აიგო მეჩეთი და ღვთისმსახურების ახალი წესი დაფუძნდა. ამის გამო ჰიჯრას მუსლიმები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ წელთაღრიცხვას იქიდან, ახ. წ. 622 წლის 24 სექტემბრიდან, იწყებენ.

ახალ რჯულზე თითქმის მთელი ქალაქი მოექცა, რის გამოც მას, იასრიბს, მედინა (მადინა) ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“ ეწოდა. მედინას თემი შედგებოდა მუჰაჯირებისაგან, ანუ ჰიჯრის დროს მუჰამადთან ერთად გადასახლებულთაგან და ანსარებისაგან ანუ იასრიბმედინას მკვიდრი მოსახლეობისაგან, რომლებიც მუჰაჯირებს ნებაყოფლობით დაეხმარნენ და მოციქულის ქადაგება ირწმუნეს (ალანსარ – „დამხმარე“). მუსლიმებს არა სისხლით ნათესაობა, არა პოლიტიკური მოქალაქეობა და სოციალური წარმომავლობა, არამედ სარწმუნოება აერთიანებდა. მუჰამედი იუდაიზმსაც და ქრისტიანობასაც გაემიჯნა და ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომ მან ახალ რელიგიას დაუდო სათავე. 630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ, მუჰაჯირები (ლტოლვილები) მუჰამადის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ, ბრძოლით აიღეს ქალაქი და ზარზეიმით შევიდნენ. ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, რომლის რელიგიური და საერო მმართველისა და მთავარსარდლის მისია ისლამის ფუძემდებელმა მუჰამედმა იკისრა. მუჰამედს ისლამის გავრცელების ფართომასშტაბიანი გეგმა ჰქონდა და დიდი სამხედრო ექსპედიციისათვის ემზადებოდა, მაგრამ 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ალლაჰის წმინდა შუამავალი მექაში გარდაიცვალა. იქ იგი მომლოცველად შევიდა, რის გამოც ამ გზას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად მუჰამედი იერუსალიმსაც ეწვია და წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა, მედინა და იერუსალიმი მუსლიმთა წმინდა ქალაქებია.

ისლამური სახელმწიფო – მუჰამადის საქმე მისმა ხალიფებმა (ხალიფა არაბულად მოადგილეს ნიშნავს) გააგრძელეს. ესენია: აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი. სუნიტები მათ „მართლმორწმუნე ხალიფებად“ მოიხსენიებენ. შიიტების რწმენით, მართლმორწმუნე მათ შორის მხოლოდ ალია, დანარჩენი სამი კი – უზურპატორია. დასახელებული ხალიფები თავიანთ თავს ალლაჰის მოციქულის მოადგილეებად მიიჩნევდნენ, მაგრამ შემდგომი დინასტიის ხალიფები, ომაიანები და აბასიანები, ალლაჰის მოადგილეებად იწოდებიან. ხალიფებმა მუჰამედის ოცნებას – არაბი ტომების ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებას – ხორცი შეასხეს. მეტიც, მათ არაბეთის საზღვრები გააფართოვეს და VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე სახალიფო ანუ ხალიფატი შექმნეს – უზარმაზარი იმპერია პირინეიდან ინდოეთამდე. ეს იყო თეოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთსა და იმავე უწყებას წარმოადგნდა. სახალიფოს პროვინციებში ხალიფების ფუნქციას ამირები (მმართველები) ან იმამები (წინამძღვრები, ხელმძღვანელები) ასრულებდნენ. სახელმწიფო კანცელარიებში ლათინური, ბერძნული, სირიული, სპარსული და სხვა ადგილობრივი ენები არაბულმა შეცვალა, თუმცა ნაციონალური სალიტერატურო ენების იგნორირება არ მომხდარა და თითქმის ყველა გამუსლიმებულმა ერმა საკუთარი წერილობითი ტრადიცია შეინარჩუნა. ამასთანავე, დაიწყო კულტურათა დიალოგისა და ურთიერთგამდიდრების პროცესი, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც საკუთრივ არაბულ კულტურაზე, ისე არაბეთის პოლიტიკურ და რელიგიურ სივრცეში მოქცეული ხალხების კულტურებზეც.

XXI საუკუნეებში არაბთა იმპერია დაიშალა, მაგრამ ისლამური მსოფლმხედველობა საფუძვლად სხვა იმპერიებსაც დაედო – მონღოლების, თურქების (ოსმალების) და ირანელების იმპერიებს, თუმცა ისინი უფრო სამოქალაქო სახელმწიფოები იყვნენ, ვიდრე თეოკრატიული. ამის გამო XX საუკუნის II ნახევარში, როდესაც აზიისა და აფრიკის ისლამური ქვეყნები ინგლისისა და საფრანგეთის კოლონიური ბატონობისაგან გათავისუფლდნენ, რეისლამიზაციის პროგრამა შემუშავდა, შეიქმნა კონცეფციები: „ისლამური სახელმწიფო“, „ისლამური ეკონომიკა“, „ისლამური სოციალიზმი“, „ისლამური რევოლუცია“ და ა.შ, რომელთა მიზანია ისლამური ტრადიციის, იმ პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების აღდგენა, მუსლიმთა პირველ სახელმწიფოს რომ ახასიათებდა. ასეთი კონცეფციების საფუძველზე 1978-1989 წლებში ირანში, აიათოლა ხომეინის (1902-1989) სულიერი წინამძღვრობით, რევოლუცია მოხდა და „ისლამური რესპუბლიკა“ შეიქმნა. ამ და ზოგი სხვა ისლამური სახელმწიფოს კანონები შარიათის პრინციპებს ექვემდებარება.

დღეს ისლამი მილიარდზე მეტ მიმდევარს ითვლის. არაბეთი და მისი მიმდებარე ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, ერაყი, ირანი, თურქეთი და სხვ.) ოფიციალურად თუ არაოფიციალურად კვლავაც ისლამური სახელმწიფოები არიან. არაბები მუსლიმთა საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენენ. აზიის ბევრ ქვეყანაში მუსლიმები უმრავლესობაში არიან (ინდონეზიაში, ინდოეთში, პაკისტანშიბანგლადეშში), ასევე – აფრიკასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში. დღითიდღე მატულობს ისლამის მიმდევართა რაოდენობა ევროპასა და ამერიკაში. არაბული ენა, რომელზედაც მუჰამედს ყურანი ეუწყა, ისლამის წმინდა ენად რჩება და მუსლიმები ლოცვებს ამ ენაზე წარმოთქვამენ, თუმცა ნაციონალური ენების საზოგადოებრივ-კულტურულ მნიშვნელობას არავინ უარყოფს.

მიმართულებები – მოციქულის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ მუსლიმთა საკრებულოს ერთიანობა დაირღვა. დაისვა კითხვა, თუ ვის უნდა რგებოდა მოციქულის მემკვიდრის, ხალიფის, პატივი. მორწმუნეთა უმრავლესობა პიროვნულ ღირსებას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი კი – შთამომავლობას, გენეტიკურ მემკვიდრეობას. გაიმარჯვა პირველმა პარტიამ და მოციქულის მოსაყდრედ ჯერ აბუ ბაქრი გამოცხადდა, შემდეგ ომარი და შემდეგ – ოსმანი. როდესაც მეოთხე ხალიფის არჩევის დრო დადგა, ის პარტია გააქტიურდა, რომელიც მემკვიდრეობითობის პრინციპს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ პარტიამ მაშინ წარმატება მოიპოვა. რადგან მუჰამადს ვაჟი არ დარჩა, ხალიფად მისი ბიძაშვილი და სიძე, ქალიშვილ ფატიმას ქმარი, ალი იბნ აბი ტალიბი გამოაცხადეს. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც ალი შეიწირა: 661 წლის 21 იანვარს ერთერთმა თანამებრძოლმა ქუფის საკრებულო მეჩეთში იგი სასიკვდილოდ განგმირა. ალი მოწამედ გამოაცხადეს და იქვე დაკრძალეს. ეს საფლავი (ქნაჯიფი) დღემდე ალის სულიერ მემკვიდრეთა (შიიტთა) სათაყვანებელი ადგილია. აღნიშნული წლიდან მუსლიმთა სამყარო ორ ბანაკად გაიყო: სუნიტებად და შიიტებად. ორივე არაბული სიტყვაა: „სუნა“ წმ. გადმოცემას (ტრადიციას) ნიშნავს, „შია“ – პარტიას, ამხანაგობას (მხარდამჭერთა კრებულს), უფრო ზუსტად – მეგობართა პარტიას. პირველნი თავიდანვე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეორენი დღესაც უმცირესობაში არიან.

შიიტები კანონიერ ხალიფად მხოლოდ მუჰამედის ასულის, ფატიმას, და მისი მეუღლის, ალის შთამომავლებს მიიჩნევენ. ისინი დღესაც აღიარებენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდ აცხადებენ არაბეთის პირველ ხალიფებს – აბუ ბაქრს, ომარს, ოსმანსა და სხვებს. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს „სუნას“ ის ვერსია, რომელიც პირველი სამი ხალიფის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს და სახელმძღვანელოდ გამოაცხადეს. შიიტებმა შეიმუშავეს „ბიდა“ (სიახლე), რომელსაც ისინი „მართებულ სუნად“ მიიჩნევენ. ანტაგონიზმმა შიიტებსა და სუნიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში.

1996 წლის მონაცემებით, სუნიტები მსოფლიო მუსლიმური მოსახლეობის 83%-ს შეადგენენ, შიიტები – 16%-ს. შიიტები უმრავლესობაში სამ ქვეყანაში არიან – ირანში, აზერბაიჯანსა და ერაყში. მძლავრი შიიტური თემებია ლიბანში, ინდოეთში, პაკისტანში, ავღანეთში, იემენსა და თურქეთში, აგრეთვე – დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. ამ კონფესიის მიმართ საერთაშორისო ინტერესი განსაკუთრებით ირანის 1978-1979 წლების ისლამური რევოლუციის შემდეგ გაიზარდა. ისლამში სხვა მიმდინარეობები და რელიგიური თუ ფილოსოფიური თეორიებიცაა ცნობილი, რომლებმაც რელიგიისა და კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.

ხარაჯიტები – ხარიჯიტები (არაბ. „გამოსულები“, „ამბოხებულები“), ანუ ისინი, ვინც ალის გადაუდგნენ. ისლამის ისტორიაში ყველაზე ძველი რელიგიურ-პოლიტიკური პარტიის მიმდევრები არიან. ამ პარტიამ (12 ათასმა მეომარმა) 657 წ. პროტესტი გამოუცხადა ალის, რადგან მან სირიის გამგებლის, მუავიას, წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე გადასვლა ვერ გაბედა და სამედიატორო სასამართლოს დათანხმდა. ისინი, სარდლის უმოქმედობით შეურაცხყოფილნი, შეიკრიბნენ სოფელ ჰარურასთან (აქედან მოდის მათი თავდაპირველი სახელწოდება „ჰარურიტები“), გაწყვიტეს კავშირი ალისთან, მოკლეს იგი და ისლამში ახალი მიმართულება შექმნეს.

ხარიჯიტებმა თეოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები დაამუშავეს. ისინი აღიარებდნენ რელიგიური თემისა და სახელმწიფოს მეთაურის არჩევითობის პრინციპს და, ამასთანავე, კანდიდატის წარმომავლობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ (იმამად მონის არჩევაც შეიძლებოდა). პრეტენდენტობის აუცილებელ პირობას ყურანისა და სუნას მითითებათა შესრულება, ადამიანებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება და ტირანიის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლის უნარი წარმოადგენდა. ისინი ისლამის სიწმინდის დამცველებად გამოდიოდნენ და რელიგიურ მოვალეობათა მკაცრად დაცვას მოითხოვდნენ. ამიტომ მათ ხშირად „ისლამის პურიტანებსაც“ უწოდებენ. ხარიჯიტები რჯულგანდგომილთა მიმართ ყოვლად უშეღავათონი იყვნენ და ასეთი ადამიანების სიკვდილით დასჯა მათ რელიგიური მოვალეობის დონეზე აჰყავდათ.

ხარიჯიტთა მოძრაობა ადრევე დანაწევრდა. შეიქმნა სამი მიმართულება: აზრაკიტები (ამირა ალაზრაკის მიმდევრები), იბადიტები (აბდალაჰ ბ. იბადის მიმდევრები) და სუფრიტები (სუფრის ძის, ზიად ბ.ასფარის, მიმდევრები). მათ შორის ხშირად დიდი უთანხმოება იყო, რამაც ეს მოძრაობა დაასუსტა და წარმოშობიდან ორისამი საუკუნის შემდეგ იგი ისტორიის ასპარეზიდან გაქრა.

სუფიზმი – ასკეტურმისტიკური მიმდინარეობა, ღვთის შემეცნების სისტემა და მეთოდია ისლამში. სიტყვა არაბულია და ეტიმოლოგიურად „მატყლს“ უკავშირდება. სუფიზმის სინონიმებია „თასავაფი“ („მატყლის ტანისამოსში გამოწყობა“) და „ტარიკა“ („გზა“). სუფიზმს საფუძვლად უდევს ისლამის ერთ-ერთი მთავარი ეთიკური ცნება ზუჰდი, რაც „თავშეკავებას“, „სურვილთა დათმობას“, „ასკეტიზმს“ ნიშნავს. ვინც ზუჰდის გზით დადის ანუ ზნეობრივი და სულიერი სრულყოფილებისათვის იღწვის, ზაჰიდად (ასკეტად) მოიხსენიება. ასკეტებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ალაჰის ხშირ მოხსენიებას (ზიქრ) და პიროვნულ კათარზისს მიანიჭეს.

სუფიზმის უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსია ალღაზალი (1058-1111). მან არაბულ ენაზე შექმნა ტრაქტატები, რომლებშიც წარმოდგენილია სულიერი სრულყოფის სისტემა. მიიჩნევა, რომ სუფიზმი არის ისლამის ეზოთერული (დაფარული, შინაგანი) მხარე. მისი არსებითი ნიშანია პიროვნებაში აბსოლუტის აღმოჩენა და ინდივიდის უზენაესთან ერთყოფა. მასწავლებლებს ჰქვიათ შეიხები, მწირმოძღვრებს კი – დერვიშები, მოწაფეებს – მიურიდები. პიროვნება სრულყოფის გზაზე სამ ძირითად ეტაპს გადის:

  1. ტარიკათი, ანუ „გზა“ ნიშნავს მოწაფის მართებულ გზაზე დადგომას, წესების დაცვას, რიტუალების შესრულებას, მედიტაციებისა და მისტიკური სავარჯიშოების ჩატარებას მუსიკისა და საცეკვაო მოძრაობის თანხლებით,
  2. ჰაყიყათი, ანუ ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორება. ამ დროს მურიდს სულიერი მზერა ეხსნება და ცნობიერება უფაქიზდება,
  3. ფანა, ანუ დანთქმა. ეს განმღრთობაა, რასაც ცოტანი აღწევენ. ამ დროს პიროვნება ქრება და იგი მთლიანად უზენაესს ერწყმის.

სუფიზმი თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში გავრცელდა. მან განსაკუთრებული გავლენა იქონია კულტურაზე, კერძოდ, კლასიკურ სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები არიან: ჯალალ ედდინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯელი, აბდულრაჰმან ჯამი და სხ.

ვაჰაბიზმი – შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ტრადიციულ ისლამს (სუნიტებსა და შიიტებს) უპირისპირდება. იგი XVIII საუკუნის შუა წლებში საუდის არაბეთში აღმოცენდა. მისი დამაარსებელია მუჰამად იბნ აბდ ალვაჰაბი (აქედან – ამ მიმართულების სახელწოდება – ვაჰაბიზმი). ვაჰაბი თავის მოძღვრებასა და რელიგიურ პრაქტიკას „სუფთა ისლამს“ უწოდებდა და რწმენის ერთადერთ წყაროდ ყურანს მიიჩნევდა. მან გაილაშქრა ტრადიციული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც ყურანში მოცემული არ არის. ასეთია, კერძოდ, წმინდანებისა და წმინდა ადგილების თაყვანისცემა. ვაჰაბმა მსოფლიოს ისლამიზაციის იდეა წამოაყენა, რაც მისმა მიმდევრებმა აიტაცეს და მეზობელ ქვეყნებშიც დანერგეს.

ვაჰაბიტთა ცნობიერებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ჯიჰადს. ვაჰაბისტები ქმნიან თანამოაზრეთა თემებს – ჯამაათებს, რომლებსაც ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი აქვთ. ჯამაათი უპირისპირდება იმ ისლამურ საზოგადოებას, რომელიც საერო კულტურაზე, ზოგად განათლებაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე უარს არ ამბობს. ჯამაათის წევრებს რჯულისადმი ტოტალური მორჩილება და საბრძოლო მზადყოფნა ევალებათ. ვაჰაბიზმი საუდის არაბეთის ოფიციალური რელიგიაა.

მოძღვრება – საღვთო წიგნები (ქითაბი). ისლამი საღვთო მოძღვრებისა და საღვთო მსახურების ერთობლიობაა, რომელსაც მყარი წერილობითი ტრადიცია აქვს. ისლამური მოძღვრებისა და ღვთისმსახურების პირველწყაროა ყურანი. მუსლიმთა რწმენით, ესაა „ღვთაებრივი ზეშთაგონებების“ კრებული. სახელწოდება, ტრადიციული განმარტებით, „ხმამაღლა წართქმით კითხვას“, „დეკლამაციას“ ნიშნავს. ახალი (მეცნიერული) თვალსაზრისით, სიტყვა მომდინარეობს სირიული ზმნისაგან „ყარა’ა“, რაც „კითხვასთან“, „დარიგებასთან“ არის დაკავშირებული.

მუსლიმთა რწმენით, ყურანი ზეცაში დაწერილი წიგნია, რომელიც ალლაჰმა თავის მოციქულს მექასა და მედინაში გამოუცხადა. მოციქულმა ზეპირად დაისწავლა ტექსტი და თანამოძმეებსაც უამბო, რომლებსაც ასევე უნდა დაემახსოვრებინათ იგი. იყვნენ ისეთებიც, ვინც მთელი ყურანი ზეპირად იცოდა (ჰაფიზები). წმინდა წიგნის პირველი ჩანაწერები, მუსლიმთა გადმოცემით, ინდისხურმის ფოთლებზე, ტყავის ნაჭრებზე, აქლემების ბეჭებზე, თიხისა და სპილენის ფირფიტებზე გაკეთდა. ამ წიგნის საბოლოო რედაქცია ხალიფა ოსმანმა ჩამოაყალიბა (644-656). ერთ-ერთი გადმოცემით მან ხელით შვიდი ეგზემპლარი გადაწერა.

მუსლიმთა რწმენით, ყურანი ალლაჰის წმინდა უწყებაა და მასში არც ანგელოზებისა და არც მუჰამედის სიტყვები არ არის გადმოცემული. აქედან გამომდინარეობს რწმენა იმისა, რომ ყურანის ტექსტი, ანუ „დედა წიგნისა“ ზეცაშია (ყურანი 43:3). ნაწყვეტები ამ წიგნიდან მუჰამადამდე სხვა წინასწარმეტყველებსაც გამოეცხადა, მაგრამ გამოცხადების სისავსე მხოლოდ მუჰამადს მიემადლა.

ყურანი 114 სურის (რიგის, თავის) და 6226 აიასაგან (აიათისაგან, მუხლისაგან) შედგება. ტექსტი მუჰამადის მდივანმა ზაიდ საბითმა სიდიდის მიხედვით დაალაგა. ჯერ მოცემულია გრძელი, შემდეგ კი მოკლე სურები. გამონაკლისებია: პირველი სურა (ფათიჰა), რომელიც, ფაქტობრივად, ლოცვაა, და 113-ე და 114-ე სურები, რომლებშიც არის შელოცვა, მკითხველებსა და მსმენელებს ეშმაკისაგან (არაბულად – შაიტანისაგან), მისი მორჩილი ბოროტი სულებისაგან და ადამიანთა ხრიკებისაგან რომ იცავს.

ყურანი დაწერილია გარითმული პროზით (საჯ). მისი სურები ორ კატეგორიად იყოფა იმის მიხედვით, თუ სად მოხდა ესა თუ ის გამოცხადება – მექაში თუ მედინაში. მექურია 90 სურა, მედინური – 24.

ისლამოლოგიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ტექსტის ისტორიის საკითხებსაც. როდესაც ოსმანმა ყურანის საბოლოო რედაქცია ჩამოაყალიბა, სხვა რედაქციის შემცველი ნუსხები განადგურდა. კანონიკური (ოსმანისეული) რედაქციის ძველ ნუსხებზე გვხვდება მუქი ფერის ლაქები, რაც, მუსლიმთა რწმენით, ოსმანის სისხლია, რომელიც მან დაღვარა, როდესაც იგი ყურანის კითხვის დროს მოკლეს. ასეთია, მაგალითად, ყურანის სამარყანდული ნუსხა, რომელიც დღეს ტაშკენტში ინახება.

ყურანის გვერდით დგას, მაგრამ მას ვერ უთანაბრდება, სუნა. ეს სიტყვა (არაბ. „ასსუნნა“) თავდაპირველი აზრით „გზას“, „მიმართულებას“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით – ადათს, ჩვეულებას, გადმოცემას. ისლამოლოგიაში სუნას მიზანია ყურანის ამა თუ იმ ადგილის დაზუსტება და განმარტება. თავიდან იგი ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მაგრამ IX საუკუნეში მას წიგნის სახე მისცეს. სუნას საფუძველია ჰასიდები, ანუ გადმოცემები, ისტორიული მოთხრობები მუჰამედსა და მუსლიმთა პირველ საკრებულოებზე, ომებსა და საზოგადოებრივპოლიტიკურ მოვლენებზე. სუნა ასევე მუჰამედის ოჯახის წევრებისა და თანამოღვაწეების ახსნა-განმარტებებსა და მემუარებსაც მოიცავს.

საღვთო მოძღვრება. „ისლამი“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს „ერთი და საყოველთაო ღმერთის მორჩილებას“ („ალისლამ“ – „ალაჰისადმი თავის მიცემა“, „მორჩილება“). ყურანში აღნიშნულია: „ჭეშმარიტი რელიგია ალაჰის წინაშე ისლამია“ (3:17). სიტყვა „ისლამი“, თავისი მნიშვნელობით, ახლოს დგას სიტყვებთან „იმან“ (რწმენა) და „დინ“ (რელიგია). ამიტომ ყურანში სიტყვები „იმანი“ და „ისლამი“ ხშირად ერთმანეთის ნაცვლად იხმარება და განუყოფელი ნაწილები არიან ცნებისა რელიგია – „დინ“.

ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, რელიგიას სამი ძირითადი ელემენტი განსაზღვრავს:

  1. ალლაჰის, მისი წერილისა და მოციქულების ჭეშმარიტებათა სიტყვიერი აღიარება,
  2. შინაგანი რწმენა, ანუ ალლაჰის ჭეშმარიტებათა გულით (არა მხოლოდ გონებით) გაცნობიერება (გულწრფელობა) და
  3. კეთილი საქმეები, ანუ რელიგიური ვალდებულებებისა და ისლამის მითითებების შესრულება.

ისლამური ღვთისმეტყველება დაფუძნებულია ექვს ძირითად თეზისზე (დოგმატზე):

ერთი ღმერთის რწმენა. ისლამი მკაცრად და თანმიმდევრულად მონოთეისტური და თეოცენტრული რელიგიაა. იგი ქადაგებს ერთ ღმერთს, როგორც ყოვლისშემოქმედს, ყოვლისმპყრობელსა და ყოვლადმოწყალეს. მისი სახელია ალლაჰ (არაბ. ალლაჰ, ალილლაჰ – „ღვთაება“). ისლამი კატეგორიულად უარყოფს ტრიადას – ერთარსება სამების დოგმატს. მუჰამადის თქმით, ქრისტიანები სამ ღმერთს ეთაყვანებიან: ალლაჰს, ისას და მარიამს, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან ასეთი ღვთისმეტყველება წარმართობის ელემენტებს შეიცავს.

ალლაჰი აბსოლუტია; არსებობს თავის თავში, თავისთავად და სამყაროზე; არ შობს და არ შობილა; არ ჰყავს შვილები, ამხანაგები და მოზიარეები. ის განსაზღვრავს ადამიანთა ბედს და ადამიანები მას უნდა ემორჩილებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ალლაჰი არის უსხეულო სული, ყურანში გვხვდება ფრაზები, რომლებიც მკითხველებს მის შესახებ ანთროპომორფულ წარმოდგენებს უქმნიან: ის ლაპარაკობს, ზის ტახტზე და ა.შ., რაც მეტაფორებია. რწმენა და მოძღვრება ალლაჰის ერთობისა და ერთადერთობის შესახებ (ალთავჰიდ) იმდენად მძლავრია, რომ ალლაჰის რომელიმე ქმნილებასთან მიმსგავსება ან შედარება უდიდეს და უპატიებელ ცოდვად ითვლება – შირქად, იგივე მრავალღმერთიანობად, „ვინმეს ალლაჰის თანამონაწილედ მიჩნევად“.

ალლაჰის ერთადერთობის რწმენა, რომლის საფუძველზე მუსლიმთა მთელი ცხოვრება უნდა მოეწყოს, ასახულია ღვთის სადიდებელ „ბასმალასა“ და რწმენის სიმბოლო „შაჰადში“. ისინი (ყურანისეული ექსცერპტების გარდა) პირველად დადასტურებულია ბაჰიბ ბ. მასლამის „დაცვის სიგელში“, რომელიც შედგენილია VII საუკუნის 40-50-იან წლებში და წარმოადგენს სახელმწიფო ხელშეკრულებას არაბეთსა და საქართველოს შორის.

ანგელოზების რწმენა. მუსლიმთა აზრით, არსებობენ უამრავი უსხეულო და გონიერი ქმნილებანი – ანგელოზები (არაბ. მალაიქა; მხ. რ. მალაქ), რომლებსაც ალლაჰსა და ადამიანს შორის შუალედური ადგილი უჭირავთ. ისინი უსქესონი არიან (ჰარუთისა და მარუთის გარდა); ცხოვრობენ ზეცაში, დგანან ალაჰის ტახტის გარშემო და ხოტბას ასხამენ მას, იცავენ ადამიანებსა და წინასწარმეტყველებს ალლაჰის სიტყვას გადასცემენ, თვალყურს ადევნებენ ადამიანებს და აღნუსხავენ ყველაფერს, რასაც ისინი ჩადიან.

ყურანი ანგელოზთა რამდენიმე კატეგორიას ასახელებს. უმაღლესი რანგისანი ის ანგელოზები არიან, რომლებიც ალლაჰის ტახტთან დგანან – ჯაბრაილი, მიქაილი, ისრაფილი და იზრაილი. ჯაბრაილი (ჯაბრილ, ჯიბრაილ, იგივე გაბრიელი), ყურანის მიხედვით, მუჰამედის მფარველია, გამოგზავნილი ალლაჰისაგან ყურანის ზეშთაგონებისათვის. მიქაილი (მიქალი, იგივე მიქაელი, მიხაილი) ემსახურებოდა ალლაჰს, როდესაც მიწისაგან ადამიანს ქმნიდა და იცავდა მუჰამედს ურწმუნო ხალხისაგან. ისრაფილი (სხვაგვარად სარაფილ) კითხულობს რჯულის ფიცარზე ნაწერ გადაწყვეტილებებს ადამიანთა და სამყაროს ბედის შესახებ, აქვს საყვირი, რომელსაც ჩაბერავს იერუსალიმის წმინდა კლდეზე მაშინ, როდესაც საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის დღე მოახლოვდება. იზრაილი არის სიკვდილის ანგელოზი, რომელმაც დედამიწაზე მოიპოვა თიხა, რისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა.

ალლაჰმა ანგელოზები ცეცხლისაგან შექმნა: თავდპირველად ისინი, შემდეგ – ადამი. მან უბრძანა ანგელოზებს: „თაყვანი ეცით ადამს!“ უფლის ნებას მხოლოდ იბლისი არ დაემორჩილა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ადამი მიწისგანაა შექმნილი, თვითონ კი ცეცხლისაგან (ყურანი 7:1012). ამის გამო ის ზეციდან იქნა გამოძევებული და გახდა ეშმაკი, სატანა. სახელი „იბლისი“ ბერძნული სიტყვისაგან მომდინარეობს – „დიაბოლოს“. იბლისი მორწმუნეთა ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენას ცდილობს და წუთისოფელში ღვარძლს თესს. მან მრავალი ბოროტი სული (დემონი) შვა – შაიტნები და ჯინები, რომელთა გარდაუვალი ხვედრი ჯოჯოხეთია. განკითხვის დღეს, იბლისისა და მისი ჯინების გარდა, სატანჯველი კიდევ ორ ანგელოზს ელოდება – ჰარუთს და მარუთს, რომლებმაც ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი ვერ თქვეს.

საღვთო წერილის რწმენა. საღთვო წერილი (ყურანის გარდა) გულისხმობს წიგნებს, რომლებიც იუდეველებსა და ქრისტიანებს გამოცხადების გზით ებოძათ. ასეთად ყურანში სამი წიგნია დასახელებული: თავრათი (თორა, მოსეს ხუთწიგნეული), ზებური (ფსალმუნნი დავითისი) და ინჯილი (სახარება). ამის გამო იუდეველებსა და ქრისტიანებს, ყურანის მიხედვით, დანარჩენ ხალხთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავთ. ისინი არ არიან უბირები, ურჯულოები და ურწმუნოები, არამედ – წერილის, წიგნის ხალხი. მართალია, ეს წიგნები, მუსლიმ ღვთისმეტყველთა აზრით, სრულყოფილ ცოდნას არ შეიცავს, რადგან არც შესაბამისი (ე.ი. ყურანამდელი) გამოცხადებანი იყო სრულყოფილი და არც ჩაწერა მომხდარა სრულყოფილად, მაგრამ მათ სტრიქონებში უხვადაა სიბრძნე და ჭეშმარიტი მეცნიერება. გამოცხადებათა გვირგვინი არის ყურანი როგორც მარადიული, ალლაჰისაგან განუყრელი ფენომენი, ალლაჰის მარადიული ნებასურვილი, რომელსაც მთავარანგელოზი ჯაბრაილი მუჰამადს უკითხავდა და აწერინებდა. ხილული ყურანის დედანი ზეცაშია. იგი შეუქმნელი და მარადიულია.

წინასწარმეტყველთა რწმენა (რასულ და ნაბ). ყურანი და სუნა მუსლიმს ალლაჰის ყველა მოციქულისა (რასულ) და წინასწარმეტყველის (ნაბი) აღიარებას მოუწოდებს.

წინასწარმეტყველთა რიცხვი, ჰადისების მიხედვით, 124 000-ს უდრის, მაგრამ ყურანში დასახელებულია მხოლოდ 28. მათგან განსაკუთრებით საპატიოა ცხრა – „დიდნი და მყარნი“, შეუპოვარნი. ესენია: ნუხი (ნოე), რომელსაც ალლაჰისაგან მომავალი წარღვნის ამბავი ეუწყა და რომელმაც კიდობანი ააგი (ამ კიდობნით, სხვათა შორის, ეშმაკი იბლისიც გადარჩა, რადგან ის ვირში შევიდა და იქ ამ გზით აღმოჩნდა); იბრაჰიმი (აბრაამი) – არაბებისა და ებრაელების მამათმთავარი, რომელსაც ალლაჰისაგან წერილის გრაგნილი ებოძა და რომელმაც შვილთან, ისმაილთან, ერთად მიწიერი ქააბა ააგო; მუსა (მოსე), რომელსაც თავრათი (თაირი, თორა) ებოძა; დაუდი (დავუდი, დავითი), რომელმაც ალლაჰისაგან ზებური (ფსალმუნნი) მიიღო და რომელმაც გოლიათი (ჯალუთი) დაამარცხა; იაკუბი (იაკობი); იუსუფი (იოსები); აიუბი (იობი); მარიამის ძე ისა (იესო) – მერვე წინასწარმეტყველი, რომელსაც ალლაჰმა ინჯილი (სახარება) გარდამოუვლინა, რის გამოც იგი ცნობილია როგორც, „რუჰ ალაჰ“ (ალლაჰის სული). წინასწარმეტყველთა რიგს აგვირგვინებს უკანასკნელი წინასწარმეტყველი და „წინასწარმეტყველთა ბეჭედი“ მუჰამედი, რომელსაც ალლაჰმა ყურანი უკარნახა. წინასწარმეტყველთა შორის (ნაბი) იხსენიებიან, აგრეთვე, ალისქანდარ (ალექსანდრე მაკედონელი), ჯირჯისი (წმ. გიორგი) და სხვა ქრისტიანი წმინდანები.

ყურანში აღნიშნულია, რომ თავრათი და ინჯილი „უწიგნური (წერაკითხვის არ მცოდნე) წინასწარმეტყველის“ მოვლინებას წინასწარმეტყველებს. სწორედ მას დააკისრებს ალლაჰი მართალი ადამიანების მხრებიდან „ტვირთებისა და ხუნდების ჩამოხსნას“ (7:156). მუსლიმი თეოლოგები ამბობენ, რომ აქ ლაპარაკია აჰმადის („ყველაზე დიდებულის“), ე.ი. მუჰამედის შესახებ, რომელმაც წერაკითხვა მართლაც არ იცოდა. რაც შეეხება ინჯილს, მათი თქმით, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს შემდეგი სიტვები იგულისხმება: „თუ არ წავედი, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“ (იოანე 16:7). ეს წინასწარმეტყველი, მუსლიმთა კომენტარით, მუჰამედია.

ყურანისა და ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, ისა არ მომკვდარა, ის ალლაჰმა აიყვანა თავისთან და კვლავ მოვა საყოველთაო განკითხვის დღეს. მუჰამედის საფლავის პირდაპირ არის ცარიელი ადგილი, გამზადებული ისასათვის, რომელსაც იქ მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ. მოციქულმა ისამ (თურქ. ისა ფეიღანბარმა) მოციქულ მუჰამედის საქმე უნდა გააგრძელოს და სრულყოს, ქვეყნიერებას აღსასრულის მოახლოება უნდა აუწყოს, დაჯალი (მაცდური სული, ცრუ მესია, ანტიქრისტე) უნდა გაანადგუროს და სამართლიანობა აღადგინოს. პიროვნება, რომელსაც ეს მისია აკისრია, არის მაჰდი. მაჰდი არაბულად „ალლაჰის გზის გაყოლას“ ნიშნავს. ჭეშმარიტი მაჰდი არის ის, ვინც მუჰამედის საქმეს გააგრძელებს და სრულყოფს. იგი მესიაა, რომელიც ქვეყანას ისტორიაში კი არა, ისტორიის დასასრულს ან დასრულების შემდეგ მოევლინება.

დაისმის კითხვა: მაჰდი დამოუკიდებელი, თავისთავადი პიროვნებაა, თუ მეორედ მოსული ისა? თავდაპირველად მაჰდი იესო ქრისტესთან იყო გაიგივებული. მისგან გამიჯნვა მუსლიმთა შემდგომდროინდელ რელიგიურ წარმოდგენებში მოხდა. სუნიტური ტრადიციის თანახმად, ეს არაა დოგმატური შინაარსის კითხვა და, მაშასადამე, ღია საკითხია. შიიტები კი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თვლიან, რომ მაჰდი „ფარული იმამია“. მისი ეპოქა 878 წელს დაიწყო და შესაძლებელია ნებისმიერ დღეს დასრულდეს მისი (იმამიმაჰდის) დაბრუნებით. იგი განაგრძობს მოციქულის საქმეს, აღადგენს ხალიფა ალის საგვარეულოს შელახულ უფლებებს, ისლამის პირვანდელ სახეს, ანუ თეოკრატიას, აღავსებს სამყაროს სიმართლითა და სამართლიანობით, მოსპობს ტირანებსა და ტირანიას. მაჰდის დაბრუნების მოლოდინი განსაკუთრებით გამძაფრდა XVI-XIII საუკუნეების ირანში, როდესაც შიიზმი ამ ქვეყნის ოფიციალური რელიგია გახდა. ისლამის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე, რომლებსაც თავი მაჰდად გამოუცხადებიათ.

საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა. მაადი. ესაა მოძღვრება, რომელიც გულისხმობს მომავალი სამყაროსეული კატასტროფის, საყოველთაო აღდგომის, განკითხვის დღის, ჯოჯოხეთისა და სამოთხის რწმენას. სიტყვა მაადი („ალმაად“) არაბულია და ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს, რაც სამყაროს აღსასრულის ჟამს მოხდება. მაშინ აღდგებიან მკვდრები (ალკიიამა) და ალლაჰის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან – მართალნი სამოთხეს დაიმკვიდრებენ (ალჯანნა), ცოდვილნი – ჯოჯოხეთს (ჯაჰანნამ).

ბედისწერის რწმენა. კადარი. „კადარ“-ი (ბედისწერა) შინაარსით ახლოს დგას ასევე არაბულ სიტყვასთან „ყისმათ“, რომელიც ნიშნავს ბედს, იღბალს. პირველი წინასწარგანსაზღვრულობას გულისხმობს, მეორე – შემთხვევითობასა და საქმეში გამართლებას. ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, ყველაფერი, რაც მომხდარა, ხდება ან მოხდება, ალლაჰის ნებაზეა დამოკიდებული. ყურანში ნათქვამია: „არაფერი დაგვემართება იმის გარდა, რაც დაგვიწერა ალლაჰმა“ (9:51); „არც ერთი სული ისე არ მოკვდება, თუ არ იქნება ალლაჰის ნება, ჟამი წინასწარ განსაზღრული და დაწერილი“ (ყურანი 9:51). მართალია, ადამიანებს თავთავიანთი ზრახვები და საქციელი ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა, მაგრამ ცუდ საქციელსა და დანაშაულზე პასუხისმგებლობაც დააკისრა. ბუნებრივად დაისმის კითხვა: რატომ ან როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მასზე, რაც მის არსებაში მისი ნების გარეშეა განსაზღვრული? ესაა ანტინომია, – წინააღმდეგობა ბედისწერასა და ნების თავისუფლებას შორის, რაც მუსლიმურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: იყვნენ ჯიბრიტები, რომლებიც უარყოფდნენ ნების თავისუფლებას და ცნობდნენ აბსოლუტურ ბედისწერას და იყვნენ კადარიტები, რომლებიც აღიარებდნენ ადამიანის თავისუფალ ნებას და არჩევანის უნარს კეთილსა და ბოროტს შორის.

ღვთისმოსაობა და პრაქტიკა – „ხუთი ბურჯი“ (რუქნ) და ჯიჰადი. მუსლიმთა რწმენისმიერ ცხოვრებას, ანუ ისლამურ სათნოებას „ხუთი ბურჯი“ განსაზღვრავს. ესაა მუსლიმთა ხუთი მცნება, ხუთი ძირითადი მოვალეობა (რუქნ):

  1. ერთადერთ ღმერთად ალაჰის აღიარება– შაჰადა („მოწმობა“). ესაა რიტუალური და ყველაზე ტევადი ფორმულა, რომელიც ისლამის ორ მთავარ თეზისს გამოხატავს.
  2. ყოველდღიური ხუთგზისი ლოცვა– სალათი (არაბ. ალსალათ, სპარს. ნამაზი). ყოველ ასეთ (წესისმიერ) ლოცვას წინ უძღვის განბანვა (ვუდუ). ლოცვა შესაფერის პირობებში სრულდება – ნოხზე დადგომით და დაჩოქებით, პირით მექისაკენ (კიბლა). ლოცვის ყოველდღიური ციკლი ასეთია: ფაჯრი – სრულდება განთიადზე, ზუჰრი – შუადღისას, ასრი – მზის ჩასვლამდე, მაღრიბ – მზის ჩასვლის ჩემდეგ და, მეხუთე, იშა – ღამით, ძილის წინ.
  3. მოწყალება– ზაქათი (სიტყვა-სიტყვით: განწმენდა, გასუფთავება). ყურანის თანახმად (2:211, 216219 და სხვ.), მორწმუნე ვალდებულია, მოწყალება გაიღოს და გაჭირვებულებს დაეხმაროს. მუსლიმთა თვალსაზრისით, ყველა ამქვეყნიური სიკეთე (ფული, ქონება, დიდკაცობა) უწმინდურია. მათი მოპოვება და გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განწმენდისა და ღმერთისათვის ნაწილობრივი დაბრუნების პირობით. ვინც უპოვარს ხელს უმართავს, ის საკუთარ სულს ასუფთავებს. ზაქათის სინონიმია სადაკა.
  4. სავალდებულო მარხვა– საუმი. ესაა მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს წინასწარმეტყველისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. მარხვა მორწმუნე მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისაგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისაგან, სმისაგან და ინტიმური ცხოვრებისაგან. ამ აკრძალვებისაგან იგი თავისუფლდება მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს. მარხვა 30 დღეს გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.
  5. მომლოცველობა– ჰაჯი. ზოგადი აზრით, ჰაჯი ნიშნავს პილიგრიმობას (წმ. ადგილების მოლოცვას), მაგრამ ამ სიტყვას (ალჰაჯჯ) კონკრეტული შინაარსი აქვს და მექაში პილიგრიმობას გულისხმობს. ყურანის თანახმად, მექაში მოგზაურობა და ქააბას მონახულება სავალდებულოა ყველა მუსლიმისათვის, ვისაც ეს ძალუძს (3:9091 და სხვ.). ეს აქტი მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს. ვინც ამას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს, შეუძლია, წარმომადგენელი გააგზავნოს. ჰაჯისაგან მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე, უპოვარი და მონა თავისუფლდებიან. ჰაჯი მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში სრულდება. მორწმუნეს პილიგრიმობის უფლება ყოველთვის აქვს, მაგრამ ალჰაჯჯი მხოლოდ წელიწადის აღნიშნულ მონაკვეთში უნდა შესრულდეს.

ამ დროს მუსლიმები მუჰამადის „გამოსათხოვარ ჰაჯის (პილიგრიმობას)“ იხსენებენ. მორწმუნეები, როდესაც არაბეთის წმინდა მიწას (მექას) მიუახლოვდებიან, იჰრამით (თეთრი უნაკერო სამოსლით) იმოსებიან და განწმენდის წესებსაც ასრულებენ – შემოუვლიან ქააბას და შავ ქვას ეამბორებიან. ჰაჯის დამთავრების დღეს ქააბას ტაძარში სრულდება ქადაგება და საღამოს, ან მეორე დილით, პილიგრიმები მექას ტოვებენ. არსებობს მცირე პილიგრიმობა (უმრა), რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს. მისი რიტუალი შედარებით მოკლე და მარტივია.

ჯიჰადი – მას ისლამის მეესვსე ბურჯად და მუსლიმთა მეექვსე მოვალეობადაც მიიჩნევენ. სიტყვა არაბულია და „გულმოდგინებას“, „მონდომებას“, რწმენაში სიმტკიცეს ნიშნავს. ჯიჰადის იდეა და იდეოლოგია ემყარება რწმენას ისლამის უნივერსალურობის შესახებ, რაც მორწმუნეებს სარწმუნოებრივ შეუპოვრობას ჰკარნახობს. VIII საუკუნეში, როდესაც ისლამური დოგმატიკა ჩამოყალიბდა და ყურანის კომენტარებიც დაიწერა, ჯიჰადის შინაარსი დაზუსტდა. იგი ნიშნავს სარწმუნოებისათვის ბრძოლაში თავგამოდებას, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გულისხმობს, თუმცა არც გამორიცხავს, როდესაც ამის გარდაუვალი აუცილებლობაა. ყურადღება ძირითადად გამახვილებულია პიროვნების საკუთარ თავთან ბრძოლაზე თვითაღზრდისა და თვითგაუმჯობესებისათვის, სულიერი და ზნეობრივი სრულყოფისათვის, ასევე – ქვეყანაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებისათვის. თუკი სარწმუნოებას საფრთხე დაემუქრება, მაშინ შესაძლებელია გამოცხადდეს ღაზავათი („თავდასხმა“), ანუ ომი სარწმუნოებისათვის სარწმუნოების მტრებთან. ოღონდ ესაა ჯიჰადის უკიდურესი გზა და მისი გამოცხადება მხოლოდ უმაღლეს სულიერ ავტორიტეტს შეუძლია, თუკი დაასაბუთებს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა (ღაზავათის მაგალითია კავკასიელ მთიელთა ომი რუსეთის წინააღმდეგ). ასეთ ომში დაღუპული მუსლიმი ხდება შაჰიდი (მოწამე), რომელიც უცილობლად ცხონდება და მისი სულისთვის საგანგებო ლოცვების თქმა და რიტუალების შესრულება საჭირო აღარ არის. განასხვავებენ ჯიჰადის რამდენიმე სახეს: „გულის ჯიჰადი“ – ბრძოლა ისლამის პირველი მტრის, საკუთარი ნაკლოვანების, აღმოფხვრისათვის, „ენის ჯიჰადი“ – ისლამის ფასეულობათა გაბედულად აღიარება და დაცვა, უსამართლობის მხილება, „ხელის ჯიჰადი“ – დისციპლინარული ზომების მიღება კანონისა და ზნეობრივი ნორმების დამრღვევთა მიმართ, „კალმის ჯიჰადი“ – ისლამის დაცვა წერილობით, „მახვილის ჯიჰადი“ – შეიარაღებული ბრძოლა ისლამის დასაცავად.

კერძო და საზოგადო ღვთისმსახურება – ისლამური ღვთისმსახურების ენად არაბული დამკვიდრდა. ღვთისმსახურება და ღვთისმოსაობა კონცენტრირებულია რწმენის ფორმულაში შაჰადა, ანუ მოწმობა. იგი ასე ჟღერს: „ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვა მუჰამადუნ რასულულლაჰ“ („არ არის ღმერთი გარდა ალლაჰისა და მისი შუამავალი მუჰამედია“). ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა, რადგან მასში ისლამის ორი მთავარი თეზისია გაცხადებული:

1) ერთი ღმერთის აღიარება და

2) მის მოციქულად მუჰამედის გამოცხადება.

ღვთის ყველაზე მოკლე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული სადიდებელია ბასმალა, რომელიც ასე ჟღერს: ბისმილლაჰირაჰმანირრაჰიმი („სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“). სხვაგვარად მას თასმია ეწოდება. ამ ფორმულით იწყება ყურანის ყველა სურა, გარდა მე-9-ისა. ბასმალას წარმოთქვამენ ყველა საქმის დაწყების წინ, მით უფრო ლოცვისა და ქადაგებისას. იგი წარმოადგენს დეკორატიულ მოტივსაც და ხშირად გამოიყენება ხელნაწერებსა და არქიტექტურულ ორნამენტებში.

ღვთისმსახურება შეიძლება ნებისმიერ ადგილზე შესრულდეს, მაგრამ საზოგადო მსახურება, თუკი ექსტრემალური ვითარება არაა, უნდა შედგეს საკრებულო ტაძარში, რომელსაც მეჩეთი, მასჯითი, მიზგითი ეწოდება (სიტყვა არამეულია და „ღვთის თაყვანისცემის ადგილს“ ნიშნავს), ანდა – ჯამე (ჯამაათის, ე.ი. მუსლიმთა თემის შესაკრებელი. არაბ.).

სასულიერო იერარქრია – მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი არის შეიხი. პიროვნება, რომელიც მუსლიმთა თემს, საკრებულოს (ერთს ან რამდენიმეს) ხელმძღვანელობს, სალოცავ სახლს ემსახურება, რიტუალებს ასრულებს და ქადაგებას წარმოთქვამს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: იმამი, ახუნდი, მოლა და ხოჯა. ამასთანავე, ერთი და იმავე დასახელების სასულიერო პირს სასულიერო იერარქიაში (სხვადასხვა გარემოში) სხვადასხვა რანგი და თანამდებობა უჭირავს: იმამი ზოგან ზედამხედველი ღვთისმსახურია, ზოგან – რიგითი ახუნდი (სპარს. მასწავლებელი) ზოგან მაღალი თანამდებობის რჯულის მეცნიერია, ზოგან – მეჩეთის მსახური.

ისტორიული თვალსაზრისით ყველაზე გავრცელებული სახელწოდებაა იმამი, რაც სიტყვა-სიტყვით „წინამდგომელს“, „ხელმძღვანელს“ ნიშნავს. არსებობს „დიდი იმამი“ და „მცირე იმამი“. პირველი მოცემული ქვეყნის ან სახელმწიფოს მუსლიმთა სასულიერო და პოლიტიკური ლიდერია (მაგ. იმამი შამილი), მეორე კი ერთი რომელიმე ან (აუცილებლობის შემთხვევაში) რამდენიმე საკრებულოს წინამძღოლია. დიდი იმამის თანამდებობა სუნიტური ტრადიციით არჩევითია, შიიტურით კი – მემკვიდრეობითი და ის მეოთხე კანონიერი ხალიფა ალის (656-661) შთამომავლებს გადაეცემათ. მცირე იმამის ადგილზე ინიშნებოდნენ და ინიშნებიან სასულიერო განათლების მქონე პირები, რომლებიც მაღალი ზნეობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩევიან. ამავე თანამდებობას ასრულებს მოლა (არაბ. – მავლა, სპარსულად – მოლლა „ბატონი“, „მბრძანებელი“, „მეუფე“), რომელსაც თურქულენოვან მუსლიმურ სივრცეში ზოგჯერ ხოჯა ეწოდება (აჭარა).

სიმბოლო – მუსლიმები მთვარის კალენდრით სარგებლობენ. ამის გამო მათი რელიგიის სიმბოლოდ ახალი ნამგალა მთვარე იქცა. ეს ბუნებრივია, რადგან მუსლიმთა მთავარი და სავალდებულო მარხვის დაწყება და დამთავრება ახალმთვარეობაზეა დამოკიდებული. ისლამის სიმბოლოდ ნახევრადმთვარე პირველად ხალიფა ომარ I-მა (634-644) გამოიყენა – მან ის ქააბაზე მიამაგრა და ამით მთელ მუსლიმურ სამყაროს მაგალითი მისცა. მოგვიანებით ნახევარმთვარემ მუსლიმთა სალოცავ სახლებში ის ადგილი დაიკავა, რაც ჯვარმა ეკლესიაში. XIX საუკუნის დასაწყისიდან ეს სიმბოლო ისლამური ტრადიციის ქვეყნებში (პირველად ოსმალურ თურქეთში) ჰერალდიკის (დროშებისა და გერბების) განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღესასწაულები – მუსლიმთა მთავარი მარხვა და დღესასწაულია რამადანი (რამაზანი). იგი რამადანის თვეში სრულდებ: იწყება სავსე მთვარის გამოჩენისთანავე და 29 ან 30 დღეს გრძელდება (თარიღი მოძრავია). ეს მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც ურაზაბაირამი ჰქვია (სხვანაირად: იდ ალფიტრი ან ქუჩუკბაირამი, შექერბაირამი). დღესასწაულს, ზოგადად, არაბულ ენაზე უწოდებენ „yidun“-ს, რაც „გახსენებას“ ნიშნავს. რამაზანის მარხვით და დღესასწაულით მუსლიმები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ალაჰმა მუჰამედს ყურანი გარდმოუვლინა. სხვა დღესასწაულებია: ყურბანბაირამი, მავლიდი, მიჰრაჯი, აშურა, ანუ შაჰსეი, ვაჰსეი და სხვა.

ისლამი და არა მუსლიმები – მუსლიმებს, ისე როგორც სხვა რელიგიების მიმდევრებს, სწამთ, რომ ჭეშმარიტებას სრულყოფილად მხოლოდ ისინი ფლობენ. დანარჩენი კაცობრიობა, ალლაჰთან მიმართების თვალსაზრისით, ორ ნაწილად იყოფა:

  1. ხალხი, რომელსაც წერილობითად ჩამოყალიბებული რჯული არა აქვს. მათი სახელია მუშრიქ; ეს ადამიანები წარმართები და კერპთაყვანისმცემლები არიან და
  2. ხალხი, რომელსაც წერილობითად ჩამოყალიბებული რჯული აქვს და ეს რჯული საღვთო გამოცხადების ნაყოფია. მათი სახელია აჰლ ალქითაბ („საღვთო წერილის მქონე ხალხი“).

ისლამის მიხედვით, ერთ დროს ადამიანები ერთიან უმას („უმა“ არაბული სიტყვაა და ერს, ხალხს ნიშნავს) შეადგენდნენ, რადგან ერთი რელიგიით იყვნენ გაერთიანებულები. შემდეგ მოხდა მათი დაშლა. ისლამური თვალთახედვით, კაცობრიობის ისტორია რელიგიურ თემთა თანმიმდევრული მონაცვლეობაა. დედამიწაზე ჭეშმარიტების მოსატანად ალლაჰმა თავისი მოციქულები (რასულ), წინასწარმეტყველები (ნაბი), გამაფრთხილებლები (ნაზირ) და მაცნენი (მუბაშშირ) გამოგზავნა. მათი მეშვეობით შეიქმნა „საღვთო წერილის ხალხი“ – იუდეველთა და ქრისტიანთა უმები. ის უმა, რომელიც ალლაჰის მთავარმა მოციქულმა მუჰამედმა მედინაში შექმნა, წერილის ხალხებსაც მოიცავდა, მაგრამ მათ, ისლამის მტკიცებით, ჭეშმარიტებას თვალი ვერ გაუსწორეს და ახალი უმის მიღმა აღმოჩნდნენ. ამდენად, ახალი უმა მხოლოდ მართლმორწმუნე მუსლიმებს აერთიანებს.

მუშრიქებსა და აჰლ ალქითაბელებს შორის დგანან მაზდეანები (ზოროასტრიზმის მიმდევრები, თანამედროვე ღებრები და ფარსები). მათი სახელია მაჯუსი (სირ. მაგუსა – „მოგვი“). მათაც აქვთ წერილი („ავესტა“), მაგრამ ეს არაა საღვთო წერილი (გამოცხადება). ალბათ ამიტომ ისინი („მოგვნი“) ყურანში წერილის ხალხებსა და წარმართებს შორის მოიხსენიებიან (22:17). ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, მუსლიმთა ლაშქრობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მუშრიქების მოქცევა სავალდებულო იყო, აჰლ ალქითაბის წარმომადგენლების გამუსლიმება კი – არა, თუკი ისინი თავს მუსლიმი ხელმწიფის ქვეშევრდომად აღიარებდნენ და გადაიხდიდნენ სულადობრივ გადასახადს – ჯიზიას. სავალდებულო გამუსლიმება ძალმომრეობას არ გულისხმობდა, რადგან ყურანში პირდაპირაა ნათქვამი: „არანაირი იძულება სარწმუნოებაში!“ (2:257).

ისლამური ფუნდამენტალიზმი – თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად გამოიყენება ცნება „ისლამური ფუნდამენტალიზმი“, თუმცა ტერმინი „ფუნდამენტალიზმი“ ისლამური წარმოშობის არ არის. ისლამურ სამყაროში ესაა იმ მისწრაფებებისა და ტენდენციების საერთო სახელი, რომელთა მიზანს საზოგადოებისა და სახელმწიფოს შარიათის საფუძველზე ორგანიზება წარმოადგენს. ასეთი პროგრამა და განწყობილება დამახასიათებელია ისლამის სხვადასხვა, ხშირად დაპირისპირებული, მიმდინარეობებისთვის. ისლამური ფუნდამენტალიზმი მუჰამადისა და ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დროინდელი ისლამისაკენ დაბრუნების იდეას ეფუძნება. მუსლიმი ფუნდამენტალისტები ისლამის მთავარ საფრთხეს დასავლური პოლიტიკური მოდელისა და ცხოვრების წესის დანერგვაში ხედავენ. ფუნდამენტალისტთა დაპირისპირება დასავლური სამყაროსადმი სამ პრინციპს ემყარება: 1. იმის მტკიცებას, რომ სწორედ ისლამმა შეიტანა დასავლეთში ცივილიზაცია, 2. დასავლური ფასეულობებისა და კოლონიზატორული პოლიტიკის მხილებასა და 3. ისლამის აპოლოგიას (ყველაფერი ყურანსა და სუნაშია მოცემული და ისლამი საუკეთესო, სრულყოფილი რელიგიაა).[1]

[1] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ისლამი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98 [ნანახია 2020 წლის 27 ოქტომბერს]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-31 მაისი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – 4 მაისს, ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანმა“ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა. ავღანეთის ჯარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – დაიღუპა 5 სამხედრო მოსამსახურე.[1]

9 მაისს, ღურის პროვინციაში 300-მდე აქტივისტმა საკვების განაწილება გააპროტესტა. დემონსტრანტების თქმით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო საკვებით ხელისუფლება პოლიტიკურად მისაღებ მოქალაქეებს ეხმარება. აქციის მონაწილეებმა თვითმმართველობის შენობას ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.[2]

13 მაისს, ქაბულის ერთერთ საავადმყოფოში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა. შეიარაღებული კაცი შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ინცინდენტის შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანის წინააღმდეგ ოპერაციების განახლება გადაწყვიტა.[3]

ნანგარჰარის პროვინციაში, კუზ კუნარის დასახლებაში ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება პროვინციის ერთერთი რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსის დაკრძალვისას მოხდა. დაშავდა 50 ადამიანზე მეტი. თალიბანმა მომხდართან კავშირი უარყო.[4]

18 მაისს, ღაზნის რაიონში, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[5]

26 მაისს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა „თალიბანის“ 900 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს. 25 მაისს ხელისუფლებამ თალიბანის 100 მებრძოლი გაათავისუფლა.[6]

28 მაისს, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანს შორის შეტაკებებს სამთავრობო ჯარის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. შეტაკება ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა.[7]

30 მაისს, ქაბულში, ტელეარხის „Khurshid“ მიკროავტობუსში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაიღუპა ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[8]

ერაყში არსებული ვითარება – 2 მაისს, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას სახალხო მობილიზაციის ძალების 10 წევრი ემსხვერპლა. ინციდენტები სალაჰადინის პროვინციის ქალაქებში – მაკეეშფასა და ბალადში მოხდა.[9]

6 მაისს, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან „კატიუშას“ ტიპის 3 რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.[10]

ერაყის პრემიერი მუჰამედ ალ-კაზიმი გახდა, რომელიც ყოფილი ჟურნალისტია. ის აქამდე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ერაყის პარლამენტი 5 თვის განმავლობაში ვერ თანხმდებოდა პრემიერის კანდიდატურაზე. მიმდინარე წელს ალ-კაზიმი მესამე წარდგენილი კანდიდატი იყო.[11]

იემენის კრიზისი – 2 მაისს, იემენის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეთანხმება შედგა. რეგიონში სამთავრობო ძალების მოქმედებებს საუდის არაბეთი უჭერდა მხარს, სეპარატისტთა ქმედებების მხარდამჭერი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. დეესკალაციის შესახებ შეთანხმება კუნძულ სოკოტრაზე შეტაკებების დასრულებას ითვალისწინებს. 26 აპრილს იემენელმა სეპარატისტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობა გამოაცხადეს. ამავე რეჟიმის დაწესებას „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ იემენის ყველა სამხრეთ პროვინციაში, მათ შორის საპორტო ქალაქ ადენში გეგმავენ. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-ჰადრამიმ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ქმედებებს შეიარაღებული აჯანყება უწოდა. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავია იერიშებით ეხმარება.[12]

პაკისტანში ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო ნათესავებმა 2 მოზარდი გოგო მოკლეს – შემთხვევა 17 მაისს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მოხდა, ამის მიზეზი კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი. ვიდეო თითქმის 1 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამის შემდეგ ნათესავებმა რგოლში ნაჩვენები 16 და 18 წლის გოგოები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გოგოების და ქალების წინააღმდეგ ძალადობა პაკისტანში სერიოზულ პრობლემად რჩება. აქტივისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ე.წ. ღირსების მკვლელობებს ათასამდე ქალი ეწირება.[13]

ირანელი ექსტრემალი შენობის სახურავზე გადაღებული ფოტოს გამო დააპატიმრეს – 23 მაისს პოპულარული ირანელი პარკურის ოსტატების – ალირეზა ჯაპალაღისა და მისი მეგობარი გოგოს ფოტოს თეირანის კიბერპოლიციაში „ვულგარული აქტი“ უწოდეს. მათი განცხადებით, წყვილის „უკანონო ქცევა შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება“. აღსანიშნავია, რომ ჯაპალაღის მეგობარი გოგო, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, ამ დრომდე არაა დაკავებული.[14]

ირანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 14 წლის გოგო, რომინა აშრაფი ემსხვერპლა – 27 მაისს, მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა. გაქცეული წყვილი პოლიციამ დააკავა და მოზარდი სახლში დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილის საძინებელში შევიდა და თავი ნამგლით მოჰკვეთა. მომხდარმა ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოება „ღირსების მკვლელობის“ პრაქტიკის მოსპობას ითხოვს.[15]

სუდანში ქალთა წინადაცვეთა დასჯადი გახდა – სუდანში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება იმ ქალებზე, ვინც წინადაცვეთას ჩაიტარებს. დანაშაული სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. სუდანის საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალს წინადაცვეთა, მხოლოდ გათხოვების მიზნით სჭირდება. მსოფლიოში წინადაცვეთას 200 მილიონი გოგო და ქალი დაექვემდებარა. ეს პროცედურა აფრიკის 30 ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში და ასევე, რუსეთის სამხრეთ რეგიონებშია გავრცელებული. სუდანში წინადაცვეთა 15-დან 49 წლამდე ქალების 87%-ს ჩაუტარდა.[16]

[1] Tolo News; Car bomb attack in Helmand leaves five dead: official; 4 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/car-bomb-attack-helmand-leaves-five-dead-official

[2] Reuters; At least six killed in protests over food distribution in Afghanistan; 9 May, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-afghanistan-food/seven-killed-in-protests-over-food-distribution-in-afghanistan-local-mp-says-idUSKBN22L0I4?il=0

[3] Washington Post; Brutal attack on mothers and newborns prompts Afghanistan to resume offensive operations against Taliban; 13 May, 2020; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/gunmen-storm-kabul-maternity-ward-killing-13-including-2-newborns/2020/05/12/416a9174-9428-11ea-87a3-22d324235636_story.html

[4] Al Jazeera; Afghanistan: deadly suicide attack targets funeral in Nangarhar; 13 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/afghanistan-deadly-suicide-attack-targets-funeral-nangarhar-200512081739828.html

[5] Tolo News; Suicide bomber in vehicle targets NDS special unit in Ghazni; 18 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/suicide-bomber-vehicle-targets-nds-special-unit-ghazni?fbclid=IwAR0GwSKTxuDcrJSW1ntX8s0hcQjBjMBAsYsofeI0t2IRFfCvPKaKzWsZjg4

[6] იმედის ახალი ამბები; ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანის 900 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა; 26 მაისი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/144590/avganetis-prezidentma-talibanis-900-mebrdzolis-gatavisuplebis-gankargulebas-kheli-moatsera

[7] Daily Sabah; 7 Afghan security personnel killed in 1st attack since cease-fire ended; 28 May, 2020; available at: https://www.dailysabah.com/world/asia-pacific/7-afghan-security-personnel-killed-in-1st-attack-since-cease-fire-ended

[8] Tolo News; Journalist, studio technician killed in Kabul blast, 6 wounded; 30 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/journalist-driver-killed-kabul-ied-blast-6-wounded?fbclid=IwAR1y1Xp3oyQo66rUWer-UmLloQ27pAaxLFWGZSg3d_GQsjWSkk-O1HKfZ3E

[9] Al Jazeera; ISIL attack kills Hashd al-Shaabi forces in Iraq; 2 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/isil-attack-kills-hashd-al-shaabi-forces-iraq-reports-200502021705978.html

[10] Reuters; Rockets hit near Baghdad airport, launcher with timer found; 6 May, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/three-rockets-land-near-baghdad-airport-no-casualties-statement-idUSKBN22I0QN

[11] The Hindu; Former Iraqi intelligence chief approved as new premier; 7 May, 2020; available at: https://www.thehindu.com/news/international/former-iraqi-intelligence-chief-approved-as-new-premier/article31523069.ece

[12] Al Jazeera; Yemeni government, southern separatists, sign Socotra truce; 2 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/yemeni-government-southern-separatists-sign-socotra-truce-200502103232655.html

[13] BBC; Pakistan girls murdered over phone video footage; 17 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-52696032

[14] BBC; Iranian Parkour athlete arrested over a rooftop kiss; 23 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/av/world-middle-east-52777891/iranian-parkour-athlete-arrested-over-a-rooftop-kiss

[15] BBC; Romina Ashrafi: outrage in Iran after girl murdered for eloping; 27 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52811631

[16] Reuters; Sudan makes FGM a crime in new era for women’s rights; 30 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-sudan-women-fgm-trfn/sudan-makes-female-genital-cutting-a-crime-in-new-era-for-womens-rights-idUSKBN22C2YV

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-30 აპრილი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში გზატკეცილზე მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში აქტიურია როგორც „თალიბანი“ ასევე „ისლამური სახელმწიფო“.[1]

ავღანეთის მთავრობამ მოძრაობა „თალიბანთან“ პატიმრების გაცვლის შესახებ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ქაბულში მხარეებს შორის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, თავად მოლაპარაკებები კი იმით დაიწყო, რომ ხელისუფლებამ „თალიბანი“ 1-ელ აპრილს, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ აფეთქებაში დაადანაშაულა. მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1000. მხარეებმა შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოაწერეს.[2]

რამდენიმე დღეში „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. დაჯგუფებამ პროცესს „უნაყოფო“ უწოდა. „სამწუხაროდ, პატიმრების გათავისუფლება სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება. შესაბამისად, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ხვალიდან ამ უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“, – დაწერა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Twitter-ზე. ქაბულში „თალიბანს“ სთხოვენ მოლაპარაკებების პროცესი არ ჩაშალოს.[3]

9 აპრილს, ბაგრამის სამხედრო ბაზის აეროდრომზე 5 რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

29 აპრილს, ქაბულის გარეუბანში სამხედრო ბაზასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ბაზაზე მომუშავე მოქალაქეები დაწესებულებაში შესასვლელად კონტროლს გადიოდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა. მთავრობა მომხდარში დაჯგუფება „თალიბანს“ ადანაშაულებს.[5]

სირიის კრიზისი – 2020 წლის მარტის განმავლობაში სირიაში 103 ადამიანი დაიღუპა. 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. 51 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ავია დარტყმების შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი ნაღმების აფეთქებამ, წამებამ და მკვლელობებმა იმსხვერპლა. ერთი ადამიანი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა შორის 9 არასრულწლოვანი და 16 ქალია. ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიანობის თვალსაზრისით ქვეყანაში 2016 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ალეპოს პროვინციაში საბრძოლო მოქმედებებს 1 590 ადამიანი ემსხვერპლა.[6]

გერმანიის სასამართლო, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებით, სირიის საიდუმლო პოლიციის ორ წარმომადგენელს ასამართლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უყენებენ ბრალს. საქმე ეხება სირიის სამოქალაქო ომის დროს, დამასკოს მახლობლად მდებარე ალ-ხათიბის ციხეში ადამიანთა წამების შემთხვევებს. 57 წლის ანვარ რ. და 43 წლის ეიად ა. 2019 წელს გერმანიაში დააკავეს. ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ჩვენებას რამდენიმე სირიელი ლტოლვილი მისცემს. მათი განცხადებით, ისინი სირიის ციხეში აწამეს. ასადის რეჟიმი ადამიანთა წამების გამო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2017 წელს სირიის ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მაშინ თეთრის სახლის ადმინისტრაციამ მომხდარი სირიელი ხალხის მიმართ ძალადობად შეაფასა და ქვეყნის მთავრობას იქამდე არსებული სანქციებიც გაუგრძელა.[7]

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 27 აპრილის ღამეს ქვეყნის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. სააგენტოს ინფორმაციით, იერიში სირიულმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოიგერიეს. მათივე მტკიცებით, სარაკეტო დარტყმა დამასკოზე ლიბანის საჰაერო სივრციდან ისრაელის თავდაცვის არმიამ განახორციელა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[8]

სირიის ქალაქ აფრინში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა. „აფრინში „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „სახალხო დაცვის შენაერთის“ მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 კი დაშავდა“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ადგილი ჰქონდა საწვავის ავზის აფეთქებას.[9]

იემენის კრიზისი – იემენელმა სეპარატისტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობა გამოაცხადეს. იგივე რეჟიმის დაწესებას „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ იემენის ყველა სამხრეთ პროვინციაში, მათ შორის საპორტო ქალაქ ადენში გეგმავს. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-ჰადრამიმ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ქმედებებს შეიარაღებული აჯანყება უწოდა და განაცხადა, რომ დაჯგუფების ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ ქმედებებზე. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავია იერიშებით ეხმარება.[10]

საუდის არაბეთში გაროზგვა და არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯა აიკრძალა – გაროზგვა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილება გაროზგვის აკრძალვის შესახებ მიღებულია ადამიანის უფლებათა სფეროში დაწყებული რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ატარებს. ასევე, საუდის არაბეთში სიკვდილით აღარ დასჯიან მათ, ვინც დანაშაული მაშინ ჩაიდინეს, როცა არასრულწლოვნები იყვნენ. მეფე სალმანმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. საუდის არაბეთი გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთერთი ხელმომწერია. დოკუმენტის მიხედვით, დასჯის უმკაცრესი ფორმის გამოყენება არასრულწლოვნის მიმართ დაუშვებელია.[11] [12]

ერაყში სარაკეტო იერიში განხორციელდა – იერიში ქალაქ ბასრაში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე მოხდა. საწარმოების მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.[13]

ეგვიპტეში 7 ტერორისტი გაანადგურეს – ოპერაცია ქვეყნის დედაქალაქ კაიროში ჩატარდა. ტერორისტები აღდგომის დღესასწაულზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ეროვნული უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს, ხოლო კიდევ ერთი ოფიცერი დაშავდა.[14]

[1] Deutsche Welle; Afghanistan: Deadly bombing mars Taliban prisoner-swap talks; 1st April, 2020; available at: https://www.dw.com/en/afghanistan-deadly-bombing-mars-taliban-prisoner-swap-talks/a-52980089

[2] BBC; Afghanistan and Taliban begin direct talk with aim of prisoner swap; 1st April, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-52123951

[3] Deutsche Welle; Afghanistan: Taliban breaks off fruitless prisoner exchange talks; 7 April, 2020; available at: https://www.dw.com/en/afghanistan-taliban-breaks-off-fruitless-prisoner-exchange-talks/a-53044480

[4] Reuters; Rockets hit US air base in Afghanistan; no casualties; 9 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-usa-afghanistan-attack/rockets-hit-u-s-air-base-in-afghanistan-no-casualties-idUSKCN21R0TL

[5] იმედის ახალი ამბები; ქაბულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა; 29 აპრილი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/139605/qabulshi-apetqebas-mskhverpli-mohkva

[6] Deutsche Welle; Syria: Record drop in monthly death toll; 1st April, 2020; available at: https://www.dw.com/en/syria-record-drop-in-monthly-death-toll/a-52983563

[7] CP24; Two ex-Syrian secret police officers go on trial for torture in Germany; 23 April, 2020; available at: https://www.cp24.com/world/two-ex-syrian-secret-police-officers-go-on-trial-for-torture-in-germany-1.4908228

[8] SANA; Air defenses repel Israeli missile aggression over Damascus, down most of missiles; 27 April, 2020; available at: https://sana.sy/en/?p=190583

[9] Reuters; Bomb blast kills 40 people in Syrian town of Afrin, Turkey says; 28 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey-blast-afrin/bomb-blast-kills-40-people-in-syrias-afrin-turkey-idUSKCN22A2IC?il=0

[10] Reuters; Yemen separatists announce self-rule in south, complicating peace efforts; By Mohammed Ghobari, Mohammed Mokhashef; 26 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-south/stc-announces-plan-for-self-rule-in-south-yemen-government-calls-move-catastrophic-idUSKCN228003?il=0

[11] BBC; Saudi Arabia to abolish flogging – supreme court; 24 April, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52420307

[12] BBC; Saudi Arabia ends executions for crimes committed by minors, says commission; 27 April 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52436335

[13] Reuters; Rockets land near oil district in southern Iraq; no casualties; By Aref Mohammed; 6 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security-energy/rockets-hit-near-site-of-foreign-oil-firms-state-run-companies-in-iraqs-basra-sources-idUSKBN21O0PT

[14] იმედის ახალი ამბები; ეგვიპტეში შვიდი ტერორისტი გაანადგურეს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ტერაქტებს გეგმავდნენ; 15 აპრილი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/136907/egvipteshi-shvidi-teroristi-gaanadgures-romlebits-agdgomis-dgesastsaulze-teraqtebs-gegmavdnen