ნიგერია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2019

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის საკითხთა დოკუმენტირების და კვლევის ცენტრი (ACCORD) 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში[1] (შემდგომში – ანგარიში) წერს ნიგერიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში ასევე გამოქვეყნებულია რუქა, რომელზედაც აღნიშნულია უსაფრთხოების თვალსაზრისით ინციდენტების რაოდენობა შტატების მიხედვით (საანგარიშო პერიოდი – 2018 წლის ივნისი-სექტემბერი).

უფრო კონკრეტულად, რუქაზე აღნიშნულია უსაფრთხოების კუთხით დაფიქსირებული  იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელსაც სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შედარებით ღია ფერებით აღნიშნულია ის შტატები, სადაც შედარებით ნაკლები რაოდენობის ინციდენტები მოხდა (0-დან 24-მდე). რაც შეეხება შედარებით მუქ ფერებს (ნარინჯისფერი, წითელი, მუქი წითელი), ისინი ასახავენ იმ შტატებს სადაც უსაფრთოების კუთხით შემხვევების რაოდენობა 25-დან 200-მდეა.

რუქის ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედარებით მძიმე სიტუაცია ფიქსირდება ნიგერიის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში (სოკოტო, ზამფარა, ბორნო, პლატო, ადამავა, ტარაბა, კადუნა).

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო რაც შეეხება სამხრეთი ნიგერიის შტატებს – აქ სიტუაცია არაერთგვაროვანია. ზოგიერთ შტატში გვხვდება უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების საშუალო ან მაღალი მაჩვენებელი.

ცენტრალური ნიგერია და დედაქალაქი აბუჯა

(შტატები: ადამავა; ბენუე; ფედერალური დედაქალაქი; კოგი; კვარა; ნასარავა; ნიგერი; პლატო; ტარაბა)

ზოგადი ინფორმაცია

პლატოს შტატი წარმოადგენს გამყოფ ხაზს ნიგერიის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ ქრისტიან და ჩრდილოეთში –  მუსლიმ მოსახლეობას შორის. შესაბამისად, აღნიშნულ შტატში ათწლეულების მანძილზე შეინიშნებოდა სპორადული დაპირისპირებები, მოტივირებული როგორც ეთნიკური, ასევე – რელიგიური კონტექსტით. მიწათმოქმედი ქრისტიანი მოსახლეობა ადანაშაულებს ფულანი მუსლიმებს მათი მიწების მითვისებაში. ამის საწინააღმდეგოდ, ფულანი მუსლიმთა ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ხალხი პლატოს შტატში დისკრიმინირებულია და მათ არ გააჩნიათ წვდომა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორიცაა: განათლება, საცხოვრებელზე წვდომა, პოლიტიკური უფლებები და ა.შ. დაპირისპირებები ხშირად იჩენს თავს, რომელთა შედეგადაც, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი (ICG) 2017 წლის ანგარიშში წერდა, რომ „ძალადობრივი კონფლიქტები, რომლებიც ძირითადად, ქრისტიანებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარეობს ფულანი მუსლიმ მწყემსებსა და ეთნიკურად დივერსიფიცირებულ მიწათმოქმედებს შორის, გადატანილია როგორც ტომობრივ, ასევე, რელიგიურ და რეგიონალურ კონტექსტში. რეგიონის ცენტრალური  და სამხრეთი ნაწილებში მიმდინარე შეტაკებებს ყოველწლიურად დაახლოებით 2 500 ადამიანი ეწირება. ამჟამინდელი მდგომარეობით, დაპირისპირებებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ნიგერიელები შიშობენ, რომ აღნიშნული კონფლიქტი ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც  ჯგუფი „ბოკო ჰარამი“.[2]

მიმდინარე სიტუაცია

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ „ათწლეულების მანძილზე მომთაბარე მწყებსა და ფერმერებს შორის მიმდინარე კონფლიქტი განსაკუთრებით გამძაფრდა 2018 წელს, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია. ძალადობის შედეგად, სულ მცირე 1 600 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დააახლოებით 300 000 – იძულებით გადაადგილდა“.

ივნისში, პლატოს შტატში მომხდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინციდენტის დროს, ფერმერებმა სავარაუდოდ, მოკლედ 5 მომთაბარე მათ მიწებზე უნებართვოდ შესვლისთვის. ამის საპასუხოდ, მომთაბარე მწყემსები თავს დაესხნენ რეგიონში არსებულ სოფლებს, მოკლეს 86, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ასობით ადამიანს, მათ შორის – ქალებსა და ბავშვებს.

სექტემბერში, ადამავას შტატის პროვინცია ნუმანში, სადავაუდოდ მწყემსებმა, განახორციელეს თავდასხმა, რასაც 51 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელებმა, ასევე, გაიტაცეს 24 პირი.[3]

ICG, საკუთარ ანგარიშში ასევე ყურადღებას ამახვილებდა ზემოაღნიშნულ პრობლემაზე და წერდა, რომ კონფლიქტების კუთხით განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო ბენუეს, პლატოს, ადამავას, ნასარავას და ტარაბას შტატებში.[4]

23 ივნისს, პლატოს შტატის ბერკინ ლადის პროვინციაში ფულანებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული თავდასხმა „ბარომ“-ის ეთნიკურ ჯგუფზე, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომდევნო დღეს, მთავრობამ სიტუაციის გასაკონტროლებლად შტატში განალაგა 300-მდე სამხედრო და 7 ვერტმფრენი. თუმცა, გარკვეული შეტაკებები მომდევნო დღეების განმავლობაში მაინც გრძელდებოდა.

ჩრდილოეთი ნიგერია დ ბოკო ჰარამი.

(შტატები: ბაუჩი; ბორნო; გომბე; ჯიგავა; კადუნა; კანო; კაცინა; კები; სოკოტო; იაბე; ზამფარა.)

მიმდინარე სიტუაცია

საერთაშორისო ორგანიზაია Amnesty International 2019 წლის 14 ინვარს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში (საანაგრიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ რანნის პროვინციაში ბოკო ჰარამის სასტიკი თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილდა 9000-ზე მეტი პირი. სატელიტის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს თავდასხმის შედეგად განადგურებული ან მძიმედ დამწვარი 100-მდე  შენობა-ნაგებობა.[5]

Human Rights Watch 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ დაჯგუფება ბოკო ჰარამის მიერ გატაცებების, თვითმკვლელი ტერორისტებისა და სამოქალაქო პირებზე თავდასხმების შემთხვევები კვლავ გრძელდებოდა. აღნიშნულ ინციდენტებს 2018 წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სულ მცირე 1200 ადამიანი  ემხვერპლა, ხოლო 200 000 – იძულებით იქნა გადაადგილებული. ჩრდილოეთ შტატებში, განსაკუთრებით – ზამფარასა და კადუნას შტატებში მიმდინარე ძალადობა, რაც განპირობებული იყო მწყემსებსა და ფერმერებს შორის საქონლის ქურდობასთან დაკავშირებული შეიარაღებული დაპირისპირებებით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მშვიდობას და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას ქვეყანაში. [6]

მაისში, კადუნას შტატის სოფელ გვასკაში ბანდიტების თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო ზამფარას შტატში, სადაც მიმდინარე წელს ყაჩაღების თავდასხმებს 400  ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 38 000 კი იძულებით იქნა გადაადგილებული.

Amnesty International 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივენ ნიგერიის რამდენიმე შტატს (ადამავა, ბენუე, კადუნა, ზამფარა და ტარაბა) და გაესაუბრნენ თავდასხმების შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი თავდასხმა გრძელდებოდა საათების და დღეების განმავლობაშიც კი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთვევაში შემთხვევის ადგილის ახლოს განლაგებული უსაფრთხოების ძალების საპასუხო ქმედება იყო ზედმეტად დაგვიანებული. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ადამავას და ტარაბას შტატებში, უსაფრთხოების ძალებმა წინასწარ იცოდნენ, რომ თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონეს.[7]

რეგიონში კვლავაც აქტიური იყო და მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა არაერთი მასშტაბური თავდასხმა როგორც ნიგერიის არმიის დისლოკაციის ადგილებზე, ასევე, სამოქალაქო მიზნების – სოფლების, ქალაქების, სამოქალაქო პირების მიმართ. თავდასხმების შედეგად მსხვერპლი ფიქსირდებოდა როგორც შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო მოსახლეობის, ასევე – თავად ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში. თავდასხმები ძირითადად ხდებოდა ბორნოს შტატში.

ანგარიშში წარმოდგენილი სრული ინფორმაციის ანალიზით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ შტატში და ზოგადად, ჩრდილოეთ ნიგერიაში, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია ყველაზე მძიმეა. გარდა იმისა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი კვლავაც აქტიურად აგრძელებს როგორც სამხედრო, ისე – სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმას, ასევე მძიმე პრობლემას წარმოადგენს ეთნიკურ თუ ტომობრივ ერთეულებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, ზოგჯერ, რელიგიური კონტექსტითაცაა მოტივირებული.

სამხრეთი ნიგერია, ბიაფრა და ნიგერის დელტა.

(შტატები: აბია; აკვა-იბომ; ანამბრა; ბაიელსა; ქროსს რივერ სთეით; დელტა; ედო; ენუგუ; იმო; ონდო; რივერსი.)

ზოგადი ინფორმაცია

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე დელტა (Niger Delta), პარადოქსულად, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ღარიბი და დაბალი უსაფრთხოების მქონე შტატია. ადგილობრივთა ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან, სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, რეგიონის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალთან და მისი ეროვნულ პოლიტიკაში მარგინალიზაციის საკითხთან დაკავშირებულმა საჩივრების ერთობლიობა 2006 წელს ამბოხში გადაიზარდა. დელტაში მიმდინარე კონფლიქტისთვის დამახასიათებელი გახდა ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება და ნავთობის მოპარვა, საპროტესტო აქციები ნავთობის გამო გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, გატაცებები გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების არ არსებობა და თემური ძალადობა. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნები სხვადასხვაა; ძირითადად, ისინი ითხოვენ ფართო ავტონომიას და მეტ შემოსავალს ნავთობის პროდუქციიდან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის ცენტრალურ შტატებში, ისევე როგორც სამხრეთით მდებარე ედოს (Edo), ებონისა (Ebonyi) და კოგის (Kogi) შტატებში, ხშირია დაპირისპირებები მწყემსებსა და ფერმერებს შორის, რასაც თან სდევს მსხვერპლი, ქონების დაზიანება და მოსახლეობის გადაადგილება.

ICG 2017 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ „დელტას შტატში შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებს არ განუხორციელებიათ თავდასხმები ნავთობის ჭაბურღილებზე მას შემდეგ, რაც ნიგერიის ფედერალურმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები გამართა ადგილობრივ ეთნიკურ და პოლიტიკურ ლიდერებთან გასულ ნოემბერში, დაპირდა რა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენას, დაბინძურებული ოგონის რეგიონის გაწმენდას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი, მოდულარული ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების გამართვაზე ნების დართვას.[8]

მიმდინარე სიტუაცია

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 23 სექტემბერის სტატიაში BBC წერდა, რომ ნიგერიელმა მეკობრეებმა ნიგერის დელტას შტატის მიმდებარე წყლებში შვეიცარული ტვირთმზიდი გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს.[9]

გაეროს უშიშროების საბჭო 2018 წლის 29 ივნისს წერდა, რომ „ნიგერიაში, ქვეყნის შუა და სამხრეთ შტატებში (ედო, ებონიი და კოგი) მიმდინარე მასობრივმა შეტაკებებემა ადამიანური მსხვერპლი, იძულებითი გადაადგილება და ქონების მაშტაბური განადგურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერის დელტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში ძალადობის მაჩვენებელმა იკლო, შეიარაღებული ჯგუფები იმუქრებოდნენ, რომ განაახლებდნენ თავდასხმებს.[10]

ამას გარდა, იგივე უშიშროების საბჭო 2017 წლის 26 დეკემბერს წერდა, რომ დელტას რეგიონში შეიარაღებული ძალადობის მაჩვენებელი დაბალი იყო, რაც განპირობებეული იყო იმით, რომ მთავრობამ ხელახლა შემოიღო ამნისტიის პროგრამა და სამხედრო შენაერთები განალაგა დელას 6 შტატში, ამას გარდა, ადგილობრივმა, რეგიონალურმა და ეროვნულმა ლიდერები გამოვიდნენ სამშვიდობო ინიციატივებით.[11]

Freedom House 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერდა, რომ გატაცებები ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს დელტასა და სამხრეთით მდებარე აბიას (Abia), იმოსა (Imo) და ანამბრას (Anambra) შტატებში.[12]

იმავე პრობლემაზე უთითებას ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოვეწლიურ ანგარიშში წერს, რომ ნიგერის დელტას შტატსა და ქვეყნის სახმრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსი ოპერირებენ დამნაშავეთა ჯგუფები, რომლებიც იტაცებენ სამოქალაქო პირებს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ითხოვენ გამოსასყიდს. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული საზღვაო გატაცებები. მაგალითად, 26 მარტს ნიგერიელი მეკობრები განის სანაპიროდან გადასხდნენ ერთ-ერთ თევზმჭერ გემზე, გაიტაცეს 3 კორეელი მეზღვაური და წაიყვანეს ნიგერის დელტაში. გავრცელებული ინფორმაციით, მეკობრეებმა ტყვეები გაათავისუფლეს მაშ შემდეგ, რაც განურმა კომპანიამ მათი გამოსასყიდი გაიდახადა.[13]

[1] ACCORD – Nigeria Security Situation report, 30 January 2019, available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 16 April 2019]

[2] International Crisis Group (ICG) –  report “Herders against Farmers: Nigeria’s Expanding Deadly Conflict”; available at

[accessed 16 April 2019]

[3] Human Rights Watch – World Report 2019 – Nigeria available at

[accessed 16 April 2019]

[4] ICG – “Nigeria: Growing Insecurity on Multiple Front”; available at

[accessed 17 April 2019]

[5] Amnesty International – Nigeria: Satellite imagery shows charred remains of Rann after Boko Haram attack; available at

[accessed 17 April 2019]

[6] Human Rights Watch – World Report 2019 – Nigeria available at

[accessed 16 April 2019

[7] Amnesty International – “HARVEST OF DEATH THREE YEARS OF BLOODY CLASHES BETWEEN FARMERS AND HERDERS IN NIGERIA” – available at

[accessed 17 April 2019]

[8] ACCORD – Nigeria Security Situation report, 30 January 2019, available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 17 April 2019

[9] BBC – article “Nigerian pirates kidnap 12 crew from Swiss cargo ship”; publ. 23 September 2019; available at https://www.bbc.com/news/world-africa-45618679 [accessed 17 April 2019]

[10] UN Security Council – Report of the Secretary-General on the activities of the United Nations Office for West Africa and the Sahel (29 June 2018); available at

[accessed 17 April 2019]

[11]UN Security Council Report of the Secretary-General on the activities of the United Nations Office for West Africa and the Sahel (26 December 2017] available at

[accessed 17 April 2019]

[12] Freedom House – Freedom in the World 2019 – Nigeria; available at

[accessed 17 April 2019]

[13] USDOS – Country Report on Human Rights Practices 2018 – Nigeria; available at

[accessed 17 April 2019]

ნიგერია. სახელების დარქმევის ადგილობრივი ტრადიციები. მარტი, 2019

ნიგერიაში სახელის დარქმევის დამკვიდრებული პრაქტიკა განსხვავებულია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის; თუმცა, ზოგადად, ნიგერიელ მშობლებს უყვართ შვილებისთვის აღწერითი სახელების დარქმევა. იჯოს ეთნიკური ჯგუფის ბევრ წარმომადგენელს სახელი კოლონიური ეპოქიდან გადაეცა, ბევრის სახელი ბიბლიურია. ზოგი ოჯახი ამჯობინებს ანგლიკანურ სახელებს, ზოგი კი არა; თუმცა, ორივე შემთხვევაში, სახელები გამოხატავენ ბავშვის მიმართ მშობლების მოლოდინებს ან აღწერენ იმ გარემოებებს, რომლებიც ბავშვის დაბადებას ახლავს თან. მაგალითად, სახელი „Patience“, შეიძლება ვივარაუდოთ, ბავშვს იმიტომ დაარქვეს, რომ იმედოვნებენ, ბავშვი მომთმენი იქნება ან შეიძლება, მშობლები მის დაბადებას მოთმინებით ელოდნენ. იჯოელებს შორის გავრცელებული გოგოს სახელი „Oweizighe“, რომელიც ნიშნავს „ბიჭი არ დაიბადა“, აშკარაა, რომ გამოხატავს მშობლების იმედგაცრუებას.

იბოელებისთვის, სამხრეთ ნიგერიის კიდევ ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის, სახელი დიდი მნიშვნელობის მატარებელია. იბოელთა ანდაზის მიხედვით, „როდესაც ბავშვს სახელი დაერქმევა, მას მისი ღმერთები მიიღებენ“; ეს ნიშნავს იმას, რომ სახელს შეიძლება ჰქონდეს ცხოვრების განმსაზღვრელი ეფექტი. სახელის დარქმევის ტრადიცია იბოელთა მსგავსია იორუბას ეთნიკური ჯგუფისთვის, რომლის წარმომადგენლები ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით ცხოვრობენ. ტრადიციული სახელი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც კვირა დღეს იბადებიან, არის „კვირა“; ზოგადად, ბავშვისთვის იმ დღის სახელის დარქმევა, რომელ დღესაც დაიბადა, მიღებული პრაქტიკაა ნიგერიის ბევრ რეგიონში. მუსლიმური ჯგუფების წარმომადგენლებს, როგორიცაა მაგალითად ჰაუსა-ფულანი, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ძირითადად ისლამური სახელები აქვთ, როგორიცაა აჰმადი, აბდული, იბრაჰიმი ან კარიმი.[1]

იორუბას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ბევრი სახელი არაბული წარმოშობისაა, თუმცა ძნელად ამოსაცნობია, რადგან სახელებმა ტრანსფორმაცია განიცადეს ადგილობრივი ენების სპეციფიკის შესაბამისად. მაგალითად, მამანი ნიშნავს მუჰამედს, შეჰუ ნიშნავს შეიხს, ბაკარე – აბუბაქრს და ა.შ.[2]

პროფესორი დევიდ დორუორდი მიიჩნევს, რომ ეთნიკურ ჯგუფებში სახელდების იდეალური სტრუქტურის მიუხედავად, რეალობაში, შეუძლებელია პირის ეთნიკური კუთვნილების განსაზღვრა მისი სახელის მიხედვით. ნიგერიაში 450 ენაა; ნიგერიელებს სწამთ, რომ სახელი არის რაღაც ისეთი, რაც პირის ხასიათსა და ბედზე ახდენს გავლენას. ნიგერიაში ძალიან ხშირად იცვლიან სახელს. ადამიანები იმ სახელებს ატარებენ, რაც მათ მშობლებმა მიანიჭეს. იმ შემთხვევაში, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც სასურველია, მათ შეუძლიათ შეიცვალონ სახელი და ამით, მაგალითად, განდევნონ ეშმაკის თვალი ან აირიდონ რაიმე სახის ჯადოქრობა. ბევრ რეგიონში პირებს შეიძლება ჰქონდეთ ბევრი სახელი; ამას განაპირობებს სახელების „თავიდან აცილების“ სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა სახელს ეძახის – იმის მიხედვით, თუ რა ურთიერთობაა მათ შორის.[3]

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდერ ჯეი სარსტონის თქმით, ძალიან ბევრი მანიშნებელია იმისა, თუ როგორ არის შერწყმული რელიგია ადამიანების ცხოვრებას; მაგალითად, სახელები – ხანდახან, ეს მომენტალურად აშკარა არ არის, მაგრამ ხშირად ეს ასეა. მაგალითად, სახელი მუჰამედ სანი უმარი. აშკარაა, რომ პირს სახელი მუჰამედის საპატივსაცემოდ დაარქვეს. სანი ასევე მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს მეორეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს პიროვნება ოჯახში მეორე მუჰამედია. ანუ მას ჰყავს უფროსი ძმა, რომელსაც ჰქვია მუჰამედ აუალი, რაც შვილებს შორის პირველ მუჰამედს ნიშნავს. გვარი უმარი, მისი მამის სახელია, რომელიც მას ისლამის მეორე ხალიფის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ყველა ეს გზა მიანიშნებს, რომ ხშირად ხალხის სახელი რელიგიური იდენტობის მატარებელია.[4]

ნიგერიაში სახელის შეცვლა კანონიერია და ამის უფლება აქვს ყველას; თუმცა, როგორც ყველა სხვა უფლების შემთხვევაში, არის განსაზღვრული გარკვეული გარემოებები. იმისათვის, რომ პირმა სახელი შეიცვალოს, უნდა იყოს სრულწლოვანი. ბავშვს არ შეუძლია სამართლებრივად შეიცვალოს სახელი თუ ამას მისი მეურვე არ გააკეთებს მის ნაცვლად. ნიგერიაში სრულწლოვანი პირი ხდება 18 წლის ასაკში. გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქეს არ შეუძლია შეიცვალოს სახელი იმ მოტივით, რომ გაექცეს ფინანსურ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. ამასთან, პირს არ შეუძლია დაირქვას ისეთი სახელები, რომლებიც რასიზმის მნიშვნელობას შეიცავს ან სხვა სახით არის შეურაცხმყოფელი.

ძირითადი მიზეზი, რატომაც ნიგერიაში იცვლიან სახელს, არის ქორწინება. ქორწინების შემდეგ ქალები ირჩევენ ქმრის გვარზე გადასვლას ან პირიქით. სახელის შეცვლის ასევე გავრცელებული მიზეზია განქორწინება, რა დროსაც პირი იბრუნებს ქორწინებამდე არსებულ სახელს და გვარს.

იმისათვის, რომ ნიგერიის მოქალაქემ შეიცვალოს სახელი, მან წერილობითი ჩვენება უნდა მისცეს სასამართლოს, რითიც დაადასტურებს თავის სურვილს, შეიცვალოს სახელი. ამის შემდეგ, პირი აქვეყნებს განცხადებას სახელის შეცვლის შესახებ ეროვნულ გაზეთში, რათა სახელის ცვლილების შესახებ საჯაროდ განაცხადოს. ამის შემდეგ ის ვალდებულია, სახელის შეცვლის შესახებ აცნობოს ყველა შესაბამის პიროვნებას. ახალი პასპორტის ან მართვის მოწმობის აღება ან საბანკო ანგარიშის გახსნა არ მოხდება, თუ პირი შესაბამის დაწესებულებაში არ წარადგენს სასამართლოში დამოწმებულ წერილობით ჩვენებას ან/და ქორწინების მოწმობას. სახელის ცვლილების შემდეგ, პირმა უნდა აცნობოს ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დამსაქმებელს, კრედიტორებსა და დებიტორებს და ა.შ.[5]

 

[1] Stale; Is Goodluck Jonathan Lucky? Naming practices in Nigeria; By Juliet Lapidos; 9 September, 2010; available at: https://slate.com/news-and-politics/2010/09/naming-practices-in-nigeria.html [accessed 19 March 2019]

[2] Daily Trust; Top 10 Yoruba names you never guessed were Arabic names; By Farooq Kperogi (PhD); 13 July, 2014; available at: https://www.dailytrust.com.ng/top-10-yoruba-names-you-never-guessed-were-arabic-names.html [accessed 19 March 2019]

[3] Refugee Review Tribunal Australia; RRT Research Response; 15 November, 2007; available at:

[accessed 19 March 2019]

[4] Council on Foreign Relations; Divinely Divided: How Christianity and Islam Coexist in Nigeria; 21 June, 2018; available at: https://www.cfr.org/event/divinely-divided-how-christianity-and-islam-coexist-nigeria [accessed 20 March 2019]

[5] Lawpadi; How to change your name in Nigeria; available at: https://lawpadi.com/change-name-nigeria/ [accessed 20 March 2019]

ნიგერია. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა; მარტოხელა დედების მდგომარეობა. მარტი, 2019

ნიგერიის კონსტიტუცია ადგენს თანაბარ სამართლებრივ უფლებებს ქალებისა და მამაკაცებისთვის; თუმცა, ქალები განიცდიან სერიოზულ ეკონომიკურ დისკრიმინაციას. კანონი არ აწესებს არც თანაბარი ანაზღაურების ვალდებულებას და არც გამორიცხავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ მიდგომას დაქირავებისას. ქალები, ზოგადად, მარგინალიზებულები არიან. ოფიციალურად, კანონი არ უკრძალავს ქალს, საკუთრებაში ჰქონდეს მიწა, მაგრამ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ მიწა იქონიონ; ქალებს მიწის მოპოვების შესაძლებლობა უჩნდება მხოლოდ ქორწინების ან ოჯახის დახმარების გზით. საზოგადოებაში დამკვიდრებული ბევრი ჩვეულებითი წესი, ასევე, არ აღიარებს ქალის უფლებას, მემკვიდრეობით მიიღოს ქმრის ქონება; შედეგად, ბევრი ქვრივი ქალი იქცევა გაჭირვებულად, როდესაც ქმრის ნათესავები პრაქტიკულად ეპატრონებიან მთელ ქონებას. ბევრ სისხლის სამართლის სასამართლო ინსტანციაში ქალის ჩვენებას მამაკაცის ჩვენებაზე ნაკლები ძალა აქვს. იმ შტატებში, სადაც შარიათის კანონები მოქმედებს (ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში), სოციალური ნორმები ქალებზე სხვადასხვა ხარისხით ნეგატიურ გავლენას ახდენენ.

ნიგერიაში არ არსებობს სრულყოფილი კანონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მსხვერპლებს ან ძალიან მცირედ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამართალზე. ქვეყნის სამხრეთის შტატებში ხელისუფლებამ მიიღო რიგი კანონებისა, რომლებიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ და ქალთა გარკვეული უფლებების დაცვას ითვალისწინებს; ქვეყნის შტატების უმრავლესობაში მსგავსი კანონები არ არსებობს. ნიგერიის „პირთა მიმართ ძალადობის აკრძალვის აქტი“, მიმართულია სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის, მავნებლური და საზიანო ტრადიციების და სოციალურ-ეკონომიკური ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, აქტი მიმართულია ძალადობის, ოჯახიდან იძულებით გაგდების, იძულებითი ფინანსური დამოკიდებულების ან ეკონომიკური შევიწროვების, ქვრივთა მიმართ საზიანო პრაქტიკის, ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯების, პოლიტიკური ძალადობის და სახელმწიფო აქტორების (კერძოდ, უსაფრთხოების ძალების) მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ. მსხვერპლთათვის გათვალისწინებულია სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერის სამთავრობო სააგენტოებისგან და სერვისის მიმწოდებელი აკრედიტებული ინსტიტუტებისგან მიღების უფლება. ამასთან, დადგენილია, რომ მათი ვინაობა უნდა იყოს დაცული სასამართლო მოსმენების დროს. თუმცა, ვიდრე შტატები არ დაამტკიცებენ აქტს, მას ძალა აქვს მხოლოდ დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია გაუპატიურება, თუმცა ასეთი ქმედება ფართოდაა გავრცელებული. გაუპატიურებისთვის დადგენილი სასჯელი არა სათანადო და დაბალი იყო. „პირთა მიმართ ძალადობის აკრძალვის აქტი“ ადგენს, რომ გაუპატიურებისთვის სასჯელი უნდა იყოს 12 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე 14 წელს ზევით ასაკის დამნაშავეებისთვის. სხვა დანარჩენისთვის მაქსიმუმ 14 წელი. ოჯახში ძალადობა ფართოდაა გავრცელებული და ბევრი ამას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს. პოლიცია ხშირად არ ერევა ოჯახში ძალადობის საქმეებში ან მსხვერპლს ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ქვეყნის პერიფერიებში სასამართლო და პოლიცია უარს ამბობს, ჩაერიოს ოჯახში ძალადობის საკითხებში, თუ მიიჩნევა, რომ სავარაუდო ძალადობის დონე არ აღემატება სოციალურად დადგენილ დასაშვებ ნორმას.

კანონი ეროვნული მასშტაბით არ განსაზღვრავს გენდერული ნიშნით ძალადობას სისხლის სამართლის დანაშაულად. „პირთა მიმართ ძალადობის აკრძალვის აქტი“ ითვალისწინებს დამცავი ორდერების გაცემას ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით. ასეთი ფედერაციული დებულება კანონში ასახული აქვთ მხოლოდ კროს რივერის, ებონის, ჯიგავას და ლაგოსის შტატებს, მაგრამ ფედერალური მთავრობა არ დგამს სამართლებრივ ნაბიჯებს არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ.

„პირთა მიმართ ძალადობის აკრძალვის აქტით“ ნებისმიერი პირი, ვინც სხვა პირის მიმართ ძალადობრივ ან საზიანო ტრადიციას პრაქტიკაში გაატარებს, დაისჯება 4 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით 500 ათასი ნაირით (1,560$) ან სასჯელის ორივე ფორმით ერთად. აღნიშნული ქმედება განხორციელებული ქვრივის მიმართ ითვალისწინებს იგივე ოდენობის ფულად ჯარიმას ან ორი წლით პატიმრობას ან სასჯელის ორივე ფორმას ერთად. აქტი ძალადობრივ ან საზიანო ტრადიციაში გულისხმობს ნებისმიერ ტრადიციულ ქმედებას ან დამოკიდებულებას, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ქალთა და გოგონათა ფუნდამენტურ უფლებებზე, მათ შორისაა მემკვიდრეობა, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, იძულებითი ქორწინება და ოჯახისა და მეგობრებისგან იძულებითი იზოლირება.

ფედერალური კანონის მიუხედავად, პურდაჰი, კულტურული პრაქტიკა, რომელიც აიძულებს ქალებს იცხოვრონ ისე, რომ არ ჰქონდეთ შეხება „არასასურველ“ მამაკაცებთან, კვლავ მოქმედებს ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში. „პატიმრობაში“ გამწესება მიღებული ტრადიციაა ქვრივებისთვის ჩრდილოეთ ნაწილში. იზოლირებული ქვრივები სოციალური  შეზღუდვების ობიექტები არიან – ერთი წლის განმავლობაში მათ ძირამდე ჭრიან თმას და აცმევენ შავებს. სხვა ადგილებში ქვრივ ქალს ქმრის საკუთრების ნაწილად განიხილავენ, რომელიც ოჯახს „მემკვიდრეობით უნდა დარჩეს“. რიგ სამხრეთულ ტრადიციულ საზოგადოებებში, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქვრივებზე ეჭვი მიაქვთ. იმისთვის, რომ დაამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა, მათ აიძულებენ, დალიონ ის წყალი, რომლითაც მათი გარდაცვლილი ქმრის გვამი განიბანა.

სექსუალური შევიწროვება გავრცელებულ პრობლემად რჩება. სექსუალური შევიწროვება კანონის ძალით არაა აკრძალული; კანონი ადგენს სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სექსუალურ შევიწროვებას ახლავს ძალადობა. სექსუალური კავშირის მოთხოვნა დასაქმების ან საუნივერსიტეტო ხარისხის სანაცვლოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.[1]

ნიგერიაში ქალები სარგებლობენ ფორმალური პოლიტიკური თანასწორობით; თუმცა, შემზღუდველი სოციალური ნორმები ზღუდავს ქალთა მონაწილეობას პრაქტიკაში. 2015 წლის არჩევნებში სენატის 109 მანდატიდან ქალებმა მიიღეს 8 და მათი წილი 360-ადგილიან წარმომადგენლობით სახლში 24-დან შემცირდა 18-მდე. ქალები განათლებისა და დასაქმების კუთხით ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაციის ობიექტები არიან. ბევრი ოჯახის არჩევანია, რომ ვაჟები გაგზავნონ სკოლაში, ხოლო გოგონები ქუჩის მოვაჭრეებად ან ოჯახში მომუშავეებად აქციონ. ქალები სერიოზულ სამართლებრივ უთანასწორობაში არიან იმ შტატებში, სადაც შარიათი მოქმედებს (ნიგერიის ჩრდილოეთი ნაწილი).[2] გარკვეულ ადგილებში, ის ოჯახები, სადაც შინამეურნეობას ქალები უძღვებიან, საუბრობენ დისკრიმინაციაზე საკვებით მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროების შესაძლებლობების კუთხით.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Nigeria, 20 April 2018

 (accessed on 11 March 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2018 – Nigeria, January 2018

 (accessed on 11 March 2019)

[3] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2017/18 – The State of the World’s Human Rights – Nigeria, 22 February 2018

 (accessed on 11 March 2019)

ნიგერია. ქრისტიანებისა მდგომარეობა (ლაგოსი; რივერსი). თებერვალი, 2019

ნიგერიის მოსახლეობა დაახლოებით 190 მილიონია. ქვეყნის მოსახლეობის 49.3% მუსლიმი, ხოლო 48.8% ქრისტიანია. დანარჩენი 2% ან სხვა რელიგიური კუთვნილებისაა ან საერთოდ არ მიაკუთვნებს თავს რომელიმე რელიგიას. ბევრი ნიგერიელი, ქრისტიანობასა თუ ისლამთან ერთად, მკვიდრი რწმენების მიმდევარია.

ნიგერიის კონსტიტუცია უკრძალავს როგორც ფედერალურ, ასევე შტატების მთავრობებს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას; აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის არჩევის, აღმსარებლობის, პროპაგანდისა და შეცვლის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ფედერალური მთავრობა ხშირად ვერ ახერხებს რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციას ან შემდგომ ეფექტურ რეაგირებას, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

ქრისტიანთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ისინი განიცდიან მთავრობის მხრიდან ეკლესიებისა და ქრისტიანული საზოგადოებების დაცვის ნაკლებობას, განსაკუთრებით ცენტრალურ და ჩრდილოეთის შტატებში. ისინი, ასევე, საუბრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში არსებულ დისკრიმინაციაზე ეკლესიის მშენებლობისთვის მიწაზე ნებართვისა და უნივერსიტეტებში ჩაბარების კუთხით.

დამკვირვებლების მტკიცებით, გარკვეულ შემთხვევებში ძალადობისა და მკვლელობების მოტივი რელიგია მხოლოდ ნაწილობრივაა და სხვა ფაქტორები, როგორიცაა ეთნიკური კომპონენტი, კორუფცია, კრიმინოგენული ვითარება და კონფლიქტი საძოვრების გამო, არანაკლებ მნიშვნელოვანია.[1]

წყაროები რელიგიური მოტივით ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ განიხილავენ. ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ 2009 წლამდე „ბოკო ჰარამის“ მთავარ სამიზნეს ქრისტიანები არ წამოადგენდნენ. მაგალითად, 2003 წლის 24 დეკემბერს (შობის ღამეს) განხორციელებული თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე არანაირ კავშირში არ ყოფილა რელიგიურ სიმბოლიზმთან. მიდგომა შეიცვალა 2009 წლის შემდეგ, როდესაც დაჯგუფებამ „ამბოხებიდან ტერორიზმისკენ“ დაიწყო ტრანსფორმაცია. აღნიშნულ გარდაქმნას მკვლევარები ხსნიან „საერთაშორისო აუდიენციის“ ყურადღების მიქცევის სურვილით. დასავლეთის მედია, უპირველესად, ქრისტიანებზე თავდასხმას უფრო დაუთმობს ყურადღებას, ვიდრე ისლამური სექტის შიგა ბრძოლას. ასეა თუ ისე, ამჟამად „ბოკო ჰარამი“ თავს მიიჩნევს გლობალური წმინდა ომის ნაწილად, როდესაც თავს აჩვენებს ქრისტიანი აგრესორებისგან მუსლიმების დამცველად. 2014 წელს „ბოკო ჰარამის“ სამიზნე უფრო ხშირად ეკლესიები იყო, ვიდრე მეჩეთები. წყაროები ამ ფაქტს იმით ხსნია, რომ „ბოკო ჰარამი“ ქრისტიანობას მჭიდროდ აკავშირებს დასავლეთთან, ქვეყნის სეკულარულ მთავრობასა და ნიგერიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ადგილობრივი გავლენის მოპოვების პროცესში მისი მეტოქეები არიან. 2014 წლის თებერვალში დაჯგუფებამ 106 ქრისტიანი მოკლა იზგეში (კამერუნის საზღვართან ახლოს). წყაროების თანახმად, ტერორისტებმა გააცალკევეს მუსლიმები და ქრისტიანები და ქრისტიანები იქვე დახოცეს. 2016 წლის 4 აგვისტოს აბუ მუსაბ ალ-ბარნავიმ, რომელიც თავს „ბოკო ჰარამის“ ახალ ლიდერად მოიხსენიებდა, ფიცი დადო, რომ ამიერიდან მისი სამიზნე იქნებოდნენ ქრისტიანები და ეკლესიები და დასრულდებოდა იერიშები მეჩეთებსა და რიგით მუსლიმებზე. ეს იყო უდიდესი ცვლილება ნიგერიელი ექსტრემისტების სტრატეგიაში, რომელთაც მეჩეთებზე თავდასხმებისას, გაცილებით მეტი მუსლიმი ჰყავდათ მოკლული, ვიდრე ქრისტიანი.

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ბოკო ჰარამს“ 250 ქრისტიანი ჰყავდა მოკლული. აღნიშნული მაჩვენებელი 2 450 შეადგენდა 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის.

ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან, მუსლიმებისთვის მოქმედებს შარიათის კანონები; შარიათის კანონები, ასევე, გამოიყენება იმ არა მუსლიმთა მიმართ, ვინც სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ დავას აწარმოებს მუსლიმებთან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შტატებში, სადაც შარიათია გამოცხადებული, რელიგიური უმცირესობები განიცდიან დისკრიმინაციას და არიან მძიმე სასჯელების მსხვერპლნი. იმ შტატებში, სადაც ამის დისკრეცია არსებობს, საერთო სამართლის სასამართლოები განიხილავენ არა მუსლიმების და ასევე იმ მუსლიმების საქმეებს, რომლებიც არ ირჩევენ შარიათის სასამართლოებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ქრისტიანულ ჯგუფებს აღარ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, ჩრდილოეთ შტატებში არა მუსლიმთა შარიათის სასამართლოში მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადების შესახებ. წყაროების ცნობით, ქრისტიანთა უმრავლესობამ ისწავლა, რომ მათ აქვთ უფლება უარი თქვან შარიათის სასამართლოში გამოცხადებაზე და იყენებენ ამ უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად გადაწყვეტენ ასეთ სასამართლოებში მისვლას.

დავათა კონსტრუქციული გადაწყვეტის აფრიკული ცენტრის თანახმად, 1999 წლის შემდეგ, ნიგერიის ყველაზე სერიოზული რელიგიურად მოტივირებული კონფლიქტები დაკავშირებულია „ბოკო ჰარამთან“. დაჯგუფება ცდილობს ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთში შარიათზე დაფუძნებული მმართველობა დანერგოს. გარდა „ბოკო ჰარამისა“, ქრისტიანული ორგანიზაციები და თემების ლიდერები მუდმივად აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ლიდერები ცდილობენ ქვეყნის ისლამიზაციას. ამის დასტურად, მათ შორის, მოჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას მისცემს ეკლესიების კონტროლის საშუალებას, რადგან ეკლესიები, რეგისტრაციის სტატუსით, არასამთავრობო ორგანიზაციების კატეგორიის ქვეშაა. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მტკიცებით, აღნიშნული აქტის ნამდვილი მიზანი ნიგერიაში ისლამის გავრცელებაა.[2]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში არ მოიძებნა სხვა დამატებითი ინფორმაცია ქრისტიანებისა თუ კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ ქვეყნის სამხრეთ, კონკრეტულად ლაგოსისა და რივერსის შტატებში.

შეჯამება

ნიგერიის კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას და აღიარებს რელიგიის არჩევისა და შეცვლის თავისუფლებას. ქვეყნის მოსახლეობა თითქმის თანაბრადაა გაყოფილი ქრისტიანებად და მუსლიმებად. წყაროები ქრისტიანების მიმართ ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ასახელებენ. დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშია აქტიური. ბოლო პერიოდში ნიგერიის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ რეგიონებშიც საგრძნობლად სუსტდება „ბოკო ჰარამის“ პოზიციები. ქრისტიანები დისკრიმინაციასა და მათი უფლებების დარღვევებს, ძირითადად, ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებში უჩივიან.

ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ და იქ შარიათის კანონები მოქმედებს. ცენტრალური შტატები შერეული რელიგიური კომპოზიციისა. სამხრეთ შტატებში კი უმრავლესობას ქრისტიანები წარმოადგენენ. ლაგოსისა და რივერსის შტატები ნიგერიის სამხრეთით მდებარეობს. აღნიშნულ შტატებში „ბოკო ჰარამი“ არ არის აქტიური, ქრისტიანები კი უმრავლესობას წარმოადგენენ. შესწავლილ წყაროებში არ მოიძებნა ინფორმაცია ქრისტიანებისა თუ კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, დევნის, დისკრიმინაციისა თუ შევიწროვების შესახებ ქვეყნის სამხრეთ, კონკრეტულად ლაგოსისა და რივერსის შტატებში.

[1] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Nigeria, 29 May 2018

 (accessed on 27 February 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Nigeria; Targeting of individuals, November 2018

 (accessed on 27 February 2019)

ნიგერია. დელტასა და ლაგოსში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. სექტემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ფართო და ძლიერი სამოქალაქო სექტორია. სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები ხდებიან დაშინებისა და ფიზიკური ზიანის მსხვერპლები, როდესაც საუბრობენ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ (Boko Haram) წინააღმდეგ ან აწყდებიან დაბრკოლებებს, როდესაც ცდილობენ გამოიძიონ სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევები სამხედრო ძალების მხრიდან „ბოკო ჰარამის“ სავარაუდო წევრების მიმართ. იგივე პრობლემებს აწყდებიან დელტას რეგიონში (Niger Delta Region) მოქმედი ორგანიზაციები. ძალადობრივი დანაშაული ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს; სერიოზული პრობლემაა ასევე ნარკოტიკისა და მსუბუქი შეიარაღების გადაზიდვა. გატაცებები ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს დელტასა და სამხრეთით მდებარე აბიას (Abia), იმოსა (Imo) და ანამბრას (Anambra) შტატებში.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებული გარემოს დაბინძურება კვლავ ძირს უთხრის დელტას საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. 2017 წლის აგვისტოში, მოქმედმა პრეზიდენტმა იემი ოსინბაჯომ სამხედროების იერ ადამიანის უფლებების დარღვევების საგამოძიებო პანელი შექმნა. აღნიშნული ერთეული 11 სექტემბერიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებდა დედაქალაქ აბუჯაში (Abuja) და ქალაქებში მაიდუგური (Maiduguri), ენუგუ (Enugu), პორტ ჰარკოტი (Port Harcourt), ლაგოსი (Lagos) და კადუნა (Kaduna). ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ გრძელდებოდა გამოსახლებები – ხელისუფლებამ ლაგოსში, იმოსა და რივერსში ათასობით მაცხოვრებელი გამოასახლა ყოველგვარი გაფრთხილების, კომპენსაციისა თუ ალტერნატიული განსახლების შეთავაზების გარეშე. ლაგოსის შტატში, 2017 წლის მარტი-აპრილის პერიოდში 5 ათასზე მეტი პირი გამოასახლეს იძულებით ოტოდო-გბამესა (Otodo-Gbame) და ილუბირინის (Ilubirin) თემებიდან. გამოსახლების დროს, პოლიციამ უიარაღო მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა; მათგან ერთი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა. გამოსახლებები გრძელდებოდა მომდევნო თვეებშიც. 15 ნოემბერს, ლაგოსში პოლიციამ დააკავა 158 პირი, მათ შორის 6 ორსული ქალი, რომლებიც გამოსახლებებს აპროტესტებდნენ. 21 ივნისს ლაგოსის სასამართლომ იძულებითი გამოსახლება და გამოსახლებით დამუქრება არაკონსტიტუციურია და უთანაბრდება არა ადამიანურ და ღირსების შემლახავ ქმედებას.

2017 წლის აგვისტოში 12-დან 28 წლამდე ასაკის 42 მამაკაცი დააპატიმრეს ლაგოსის ერთერთ სასტუმროში, სადაც ისინი აივ ინფექციის ინტერვენციის პროგრამას ესწრებოდნენ. მათ ბრალი დასდეს „ჰომოსექსუალურ აქტივობებში მონაწილეობაში“. პოლიციამ ისინი მედიით უჩვენა საზოგადოებას. სიკვდილით დასჯის სასჯელად გამოყენება კვლავ გრძელდებოდა; საანგარიშო წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის აღსრულების ფაქტი არ ყოფილა.[2]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი (ACCORD) ნიგერიაში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ 2018 წლის 26 ივლისს განახლებულ ინფორმაციაში წერს, რომ სამხრეთით მდებარე დელტა (Niger Delta), პარადოქსულად, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ღარიბი და დაბალი უსაფრთხოების მქონე შტატია. ადგილობრივთა ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან, სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, რეგიონის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალთან და მისი ეროვნულ პოლიტიკაში მარგინალიზაციის საკითხთან დაკავშირებულმა საჩივრების ერთობლიობა 2006 წელს ამბოხში გადაიზარდა. დელტაში მიმდინარე კონფლიქტისთვის დამახასიათებელი გახდა ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება და ნავთობის მოპარვა, საპროტესტო აქციები ნავთობის გამო გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, გატაცებები გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების არ არსებობა და თემური ძალადობა. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნები სხვადასხვაა; ძირითადად, ისინი ითხოვენ ფართო ავტონომიას და მეტ შემოსავალს ნავთობის პროდუქციიდან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის ცენტრალურ შტატებში, ისევე როგორც სამხრეთით მდებარე ედოს (Edo), ებონისა (Ebonyi) და კოგის (Kogi) შტატებში, ხშირია დაპირისპირებები მწყემსებსა და ფერმერებს შორის, რასაც თან სდევს მსხვერპლი, ქონების დაზიანება და მოსახლეობის გადაადგილება.

იმის ფონზე, რომ ძალადობრივი ინციდენტები შემცირებულია დელტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სამხედრო დაჯგუფებები იმუქრებიან იერიშების განახლებით. დელტას რეგიონში შეიარაღებული ძალადობის დონე რჩება დაბალი, რაც ამნისტიის პროგრამის, დელტას ზოლის ექვს შტატში ახალი სამხედრო ძალის განლაგებისა და ადგილობრივი, რეგიონული და სახელმწიფო ლიდერების სამშვიდობო ინიციატივების შედეგია. კრიმინალური ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ფულის გამოძალვის მიზნით მოსახლეობის გატაცებებს დელტას შტატსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში. მაგალითად, პრესის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა რივერის შტატის კალაბარში, ივნისში გაიტაცეს ცემენტის კომპანიაში დასაქმებული 7 პირი. გამტაცებლებმა ისინი რამდენიმე დღეში უვნებლად გაათავისუფლეს.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Nigeria, 28 May 2018, available at:

[accessed 28 September 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Nigeria, 22 February 2018, available at:

[accessed 28 September 2018]

[3] ACCORD; Nigeria: Security Situation; 26 July, 2018; available at: https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 28 September 2018]

ნიგერია. კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. აპრილი, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის რელიგიური დემოგრაფიის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ნიგერიის მოსახლეობის 50% მუსლიმია, 40% – ქრისტიანი და 10% ძირძველი რელიგიების მიმდევარი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მკვლევართა უმეტესობა ქვეყნის მოსახლეობას ორ ნაწილად ჰყოფს – მოსახლეობის 50% მუსლიმია და 50% ქრისტიანი. ბევრი ნიგერიელი ძირძველი რელიგიის პარალელურად არის ან მუსლიმი ან ქრისტიანი. ზოგადად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ნიგერიელების უმეტესობა მუსლიმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში მცხოვრებთა უმრავლესობა ქრისტიანი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურები იკვეთება, ბევრი მომთაბარე ტომი მუსლიმია, ხოლო სხვა ტომები ქრისტიანები.

ნიგერიის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას ეკრძალება სახელმწიფო რელიგიის დაწესება და ინდივიდები თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში და შეუძლიათ დისკრიმინაციის გარეშე აირჩიონ და აღასრულონ ესა თუ ის რელიგია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რელიგიური და სხვა ჯგუფები აცხადებენ, რომ მთავრობა ყოველთვის ეფექტურად არ რეაგირებს რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულზე, მსხვერპლთა რელიგიური კუთვნილების გამო. მუსლიმები და ქრისტიანები დისკრიმინაციაზე საუბრობენ იმ რეგიონებში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი ასევე, საუბრობენ ძალადობის საფრთხესა და სოციალურ გარიყულობაზე თუ ისინი შეიცვლიან ან უარს იტყვიან თავიანთ რწმენაზე.

ნიგერიაში კონფლიქტურ სიტუაციებს ხშირად უკავშირებენ რელიგიურ მოტივს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მედია, თუმცა მკვლევარის აკინოლა ეიოდამე ოლოიოს მოსაზრებით, ასეთი მიდგომა ძალიან მარტივი ხედვაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში შეიძლება რელიგიური ჯგუფები მონაწილეობდნენ, არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტის მიზეზი რელიგიაა. შიდა მუსლიმური დაპირისპირება და ძალადობა თითქმის ექსკლუზიურად ჩრდილოეთ ნიგერიისთვის დამახასითებელი ფენომენია, სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ. კონფლიქტი ბოკო ჰარამთან არ არის მხოლოდ ტერორისტებისა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ბოკო ჰარამის სამიზნეებს ასევე წარმოადგენენ მუსლიმები და მშვიდობიანი მოქალაქეები – როგორც ადგილობრივი მუსლიმები, ასევე ქრისტიანები სამხრეთის რეგიონებიდან. ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი, ძირითადად, ჩრდილოეთ და ცენტრალური შტატებისთვისაა დამახასიათებელი.[1]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციურად და სამართლებრივად დაცულია და მთავრობა, ძირითადად, პრაქტიკაშიც პატივს სცემს აღნიშნულ უფლებას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ინსტანციაში სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს რელიგიურ აქტივობებზე და შემოაქვთ დომინანტი აღმსარებლობა.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ნიგერიაში კონვერტირებულთა მდგომარეობის შესახებ 2012 წლის ანგარიშში წერს, რომ „ჰაუსა-ფულანი“ და მსგავსი ჯგუფები ჩრდილოეთ ნიგერიაში თავს მიიჩნევენ ქრისტიანობისა და დასავლური კულტურის ნიგერიაში გავრცელების პრევენციის ბასტიონად. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დასავლური კულტურის მზარდ გავლენას მათ ხალხზე „მძიმე შეშფოთების“ საფუძვლად მიიჩნევენ, ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტაციას ღალატის ტოლფას ქმედებად მიიჩნევენ. კონვერტირებულები გარიყულები ხდებიან თავიანთი საზოგადოებისგან და ეზღუდებათ სარგებელი და პატრონაჟი როგორც მთავრობისგან, ასევე მუსლიმი ნათესავებისგან და აქედან გამომდინარე, საფრთხეში იგდებენ თავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა სარწმუნო ინფორმაცია კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიერ ვერ იქნა მოძიებული. მკვლევარები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ „ჰაუსა-ფულანი“ არის მუსლიმთა ქრისტიანების მიმართ არა-ტოლერანტულობის ყველაზე მძიმე ფორმის გამომხატველი.[3]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report: Nigeria – Country Focus, June 2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2017 – Nigeria, 2 June 2017, available at:

[accessed 10 April 2018]

[3] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Nigeria: Treatment of Christians who convert to Islam; treatment of Muslims who convert to Christianity; information on state protection for mistreated religious converts, 8 November 2012, NGA104211.E, available at:

[accessed 10 April 2018]

ნიგერია. ლგბტ პირების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მარტი, 2018

„Amnesty International“ 2017-2018 წლების ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვრცელდებოდა ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე პირების დაპატიმრებების, საჯარო დამცირების, გამოძალვის და დისკრიმინაციის შესახებ. 2017 წლის აპრილში, კადუნას შტატში, ზარიაში ნიგერიის პოლიციამ 53 კაცს ბრალი დასდო კონსპირაციაში, უკანონო შეკრებაში და აკრძალული საზოგადოების წევრობაში. მათ ბრალი დასდეს გეი ქორწილზე დასწრებაში. 2017 წლის ზაფხულს, ლაგოსის ერთერთ სასტუმროში  12-დან 28 წლამდე 42 კაცი და ბიჭი დააპატიმრეს; ისინი აივ ინფექციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პროგრამას ესწრებოდნენ. მათ ბრალი დასდეს „გეი აქტივობებში ჩართულობაში“; პოლიციამ ისინი მედიის საშუალებით საჯაროდ აჩვენა.[1]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ 2014 წლის იანვარში ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) აქტის (SSMPA) მიღებამ, ეფექტურად დააკანონა ლგბტ თემის შეურაცხყოფა 2017 წელს. კანონმა შეარყია ლგბტ თემის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზების და სხვათა გამოხატვის თავისუფლება. 2017 წლის ზაფხულს, ლაგოსის ერთერთ სასტუმროში პოლიციამ 40 კაცზე მეტი დააპატიმრა; ისინი ესწრებოდნენ აივ ინფექციის შესახებ ღონისძიებას. პოლიციამ მათ ბრალი დასდო იგივე სქესთან სექსუალური კავშირის დამყარებაში, რაც 14 წლამდე პატიმრობით ისჯება. 2017 წლის აპრილში 53 კაცი დააპატიმრეს გეი ქორწილის აღნიშვნისთვის; მათ ბრალი დასდეს აკრძალული საზოგადოების წევრობაში.

ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) აქტის (SSMPA) გარდა, ნიგერიის სისხლის სამართლის კოდექსით, ნებისმიერი პირის მიერ სექსუალური კავშირის დამყარება იგივე სქესის წარმომადგენელთან ისჯება პატიმრობით მაქსიმუმ 14 წლის ვადით. შარიათის სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც ჩრდილოეთის ზოგიერთ შტატში მიღებულია, იკრძალება ერთსქესიანთა სექსუალური ურთიერთობა; მაქსიმალური სასჯელი კაცისთვის შეიძლება იყოს ჩაქოლვით სიკვდილი; ხოლო ქალისთვის – გამათრახება და/ან პატიმრობა.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ შეიარაღებული და ექსტრემისტული ჯგუფები და უსაფრთხოების ძალები თანმიმდევრულად არღვევენ ნიგერიელთა ადამიანის უფლებებს, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე. ასევე, გავრცელებულია ქალთა და ლგბტ საზოგადოების მიმართ დისკრიმინაცია. მთავრობა და საზოგადოება განაგრძობს დისკრიმინაციულ მიდგომას ლგბტ თემის მიმართ. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) აქტის (SSMPA) მიღებას არ გამოუწვევია სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ, თუმცა აღნიშნული კანონის გამო, პოლიციის და საზოგადოების მხრიდან გაიზარდა ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტ თემის მიმართ. ჩრდილოეთის შტატებში იგივე სქესთან კავშირი, შარიათის კანონებით, შესაძლოა დაისაჯოს სიკვდილით.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) 2014 წლის აქტით (SSMPA) ეფექტურად აიკრძალა ნებისმიერი ფორმის აქტივობა, რომელიც ლგბტი საზოგადოების უფლებების მხარდაჭერას გულისხმობს. აქტის მიხედვით, ნებისმიერი პირი, ვინც სამოქალაქო კავშირს დაამყარებს ან იქორწინებს იგივე სქესის წარმომადგენელზე, შეიძლება დაისაჯოს მაქსიმუმ 14 წლამდე პატიმრობით. ასევე, 10 წლამდე პატიმრობით ისჯება ის პირი, რომელსაც მსჯავრს დასდებენ ერთსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო კავშირის ხელშეწყობისა ან რეგისტრაციისთვის; ასევე, გეი კლუბების, საზოგადოებების, ორგანიზაციების და შეხვედრების ორგანიზებაში და/ან გეი კლუბების, საზოგადოებების, ორგანიზაციების საქმიანობაში ან შეხვედრებში მონაწილეობაში; ასევე, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ერთსქესიანთა ურთიერთობის საჯაროდ ჩვენებაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში მთავრობას ეს მუხლი არ აუმოქმედებია.

ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) აქტის მიღების შემდეგ, ლგბტი პირების მიმართ გაიზარდა ძალადობა და მუქარები მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. ახალი ამბების სააგენტოები და ლგბტი პირების უფლებათა დამცველები ავრცელებდნენ ინფორმაციებს დაკავებების შესახებ – დაკავებულებს ყველა შემთხვევაში ოფიციალური ბრალდების გარეშე ათავისუფლებდნენ თანხის გადახდის შემდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში სხვა არაფერი იყო თუ არა ქრთამი. ანგარიშში „Human Rights Watch“-ის 2016 წლის ოქტომბრის ანგარიშზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) აქტის საფუძველზე ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიცია და საზოგადოების ნაწილი კანონს იყენებდნენ ლგბტი პირების წინააღმდეგ ძალადობის, მათ შორის წამების, სექსუალური ძალადობის, თვითნებური დაკავების, გამოძალვისა და საპროცესო უფლებების დარღვევების ლეგიტიმაციის საშუალებად. კანონმა ასევე გამოიწვია ლგბტი პირების იზოლაცია და თვით-ცენზურა; ასევე, ლგბტი პირები ხშირად იძულებით ქორწინდებოდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე, რათა ჰყოლოდათ შვილები და საზოგადოებისთვის მისაღები ნორმის ფარგლებში ყოფილიყვნენ. კვლევამ აჩვენა, რომ კანონიდან გამომდინარე შიშის გამო შემცირდა გეი და ბისექსუალი მამაკაცების აივ ინფექციასთან დაკავშირებული ვიზიტები კლინიკებში.

ჩრდილოეთის 12 შტატში, სადაც შარიათის კანონი მოქმედებს, სრულწლოვანი პირი, რომელიც იგივე სქესის წარმომადგენელთან სქესობრივ კავშირს დაამყარებს, შეიძლება ჩაქოლვის გზით სიკვდილით დაისაჯოს. თუმცა, საანგარიშო  წლის განმავლობაში შარიათის სასამართლოს ასეთი განაჩენი არ გამოუტანია. წინა წლებში ერთსქესიანთა სექსუალური კავშირის გამო პირების მიმართ გამოიტანეს გამათრახების განაჩენი.

2016 წლის აგვისტოში, სოკოკოში პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც გეი ქორწილის აღნიშვნას ცდილობდნენ. მოგვიანებით პოლიციამ ისინი გაათავისუფლა და გააკეთა განცხადება, რომ ისინი შეცდომით დააკავეს და რომ ისინი ტრადიციულ ცერემონიაში მონაწილებდნენ, სადაც გამოიყენეს ე.წ. ჯვარედინი ჩაცმულობა (როდესაც ქალს კაცის, ხოლო კაცს ქალის ტანსაცმელი აცვია).

გავრცელებული სოციალური ტაბუს გამო, ძალიან ცოტა ლგბტი პირი აფიქსირებდა ღიად თავის სექსუალურ ორიენტაციას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ლგბტი პირთა ჯგუფებს სთავაზობდა სამართლებრივ კონსულტაციებს და მომსახურებას, ასევე აივ ინფექციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას; გარდა ამისა, ლგბტი პირებს უზრუნველყოფდნენ უსაფრთხო გარემოთი. საანგარიშო წლის განმავლობაში მთავრობა არ აფერხებდა ასეთი ორგანიზაციებისა თუ სააგენტოების მუშაობას.[4]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2015 წლის ანგარიშში ნიგერიაში ლგბტი პირების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ლგბტ პირები ნიგერიაში სოციალური ჯგუფია. 2014 წელს ერთსქესიანთა ქორწინების (აკრძალვის) აქტის მიღების შემდეგ, ადგილი ჰქონდა ლგბტ პირების დაკავების და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევებს. ძალიან გავრცელებულია ასევე საზოგადოებრივი დისკრიმინაცია, მათ შორის დაშინება, შევიწროვება და ძალადობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ კუმულაციური პრინციპის გამოყენებით, ლგბტ პირების მიმართ სამართლებრივი და საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაცია, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, გაუტოლდეს დევნას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ლგბტ პირი სარგებლობს ღიაობის გარკვეული ხარისხით და თავის სექსუალურ კუთვნილებას გამოხატავს; განსაკუთრებით მსხვილ დასახლებებში, მაგალითად აბუჯასა და ლაგოსში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ასევე ლგბტ უფლება დამცველებს როგორც სახელმწიფო, ასევე არა-სახელმწიფო აქტორებისგან. გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის შეფასებით, ლგბტ პირებისთვის ნიგერიაში ეფექტური დაცვა არაა ხელმისაწვდომი.[5]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Nigeria, 22 February 2018, available at:

[accessed 9 March 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Nigeria, 18 January 2018, available at:

[accessed 9 March 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Nigeria, 2 June 2017, available at:

[accessed 9 March 2018]

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Nigeria, 3 March 2017, available at:

[accessed 9 March 2018]

[5] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Nigeria: Sexual orientation and gender identity, 18 March 2015, available at:

[accessed 9 March 2018]

ნიგერია – დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ნიგერიაში უმუშევრობის მაჩვენებელი, წინა კვარტალთან შედარებით (13.3%), 13.9%-მდე გაიზარდა. აღნიშნული, 2009 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავდროულად, ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 25%-მდე გაიზარდა, წინა წელს კი 24%-ს შეადგენდა. 2006 წლიდან 2016 წლამდე ნიგერიაში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი  9.52 %-ს წარმოადგენდა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა და შეადგინა  19.7%, ხოლო ყველაზე დაბალი 2010 წელს – 5.10%. [1]

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, უმუშევარი მუშახელის რაოდენობა 555,311 პირით გაიზარდა, ხოლო არასრული სამუშაო განაკვეთით (გულისხმობს კვირაში 20 საათიან სამუშაოს, 40 საათის ნაცვლად) მომუშავეთა პროცენტული მაჩვენებელი კი – 19.3%-დან 19.7%-მდე. ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევამ მოიცვა ის უმუშევარი პირები (ასაკი 15-64), რომლებიც საანგარიშო პერიოდში შრომისუნარიანები იყვნენ და აქტიურად ეძებდნენ სამსახურს, თუმცა ვერ დასაქმდნენ. იქვე ნათქვამია, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (15-დან  და 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) რიცხვი გაიზარდა, 2016 წლის მეორე კვარტალური მონაცემებით, 106.69 მილიონი შეადგინა, ხოლო მესამე კვარტალში – 108.03 მილიონი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 27.36 მილიონმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ ემუშავათ. მათ აღნიშნული გადაწყვეტილება, ამა თუ იმ მიზეზის გამო, 2016 წლის მესამე კვარტალში მიიღეს და შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ მუშახელის შემადგენელ ნაწილს და არ მიიჩნეოდნენ უმუშევრებად. ანგარიშის თანახმად, 2014 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ, აღნიშნული წარმოადგენს უმუშევრობის ზრდის ზედიზედ მერვე მაჩვენებელს.[2]

დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის მხრიდან, ახალგაზრდობის უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა პროგრამები დაინერგა. აღნიშნული საკითხი ნიგერიაში არსებული სამხედრო ხელისუფლების მმართველობისას გახდა სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ აქცენტი.

სახელმწიფოს თავდაპირველი რეაგირება გამოიხატებოდა იმაში, რომ უმუშევარი ახალგაზრდებისთვის შემუშავდა საჯარო პროგრამები, როგორიცაა “ხალხის საკვებით უზრუნველყოფის ოპერაცია“ (OFN) და „კვების, საგზაო და სოფლის ინფრასტრუქტურის დირექტორატი“ (DIFRRI), რომელიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მონაწილეებს სთავაზობდა პირდაპირ და სწრაფ დასაქმებას.

აღნიშნულ ინიციატივას შემდგომში უფრო კოორდინირებული და დაგეგმილი ღონისძიებები მოჰყვა, რომელიც სამ კატეგორიად დაიყო: შრომის მოთხოვნა, შრომის მიწოდება და შრომის ბაზრის ინტერვენცია. შრომის მოთხოვნის სტრატეგია ორიენტირებული იყო დაუყონებლივ შეექმნა სამუშაო ადგილები საზოგადოებრივი სამუშაოების ან კერძო სექტორში დასაქმების მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავდა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებას. შრომის მიწოდების სტრატეგია გულისხმობდა პერსპექტიული სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას და განათლების მიცემას. შრომის ბაზრის სტრატეგია მიმართული იყო შრომის ბაზრის გაუმჯობესებისკენ და მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობისკენ. გარდა ამისა, ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა ზოგიერთი ინსტიტუციონალური სააგენტო, რომელთაც არსებულ სიტუაციაზე მცირე გავლენა ჰქონდათ ან საერთოდ არ ჰქონდათ.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ნიგერიაში დგას ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემა. ერთ-ერთია მოსახლეობის რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი, რაც უკვე არსებულ დიდი რაოდენობის მოსახლეობას (170 მილიონი ადამიანი) ემატება. გარდა ამისა, სკოლის არასაკმარისი სასწავლო პროგრამა და მასწავლებლების მომზადების დაბალი დონე, ხელს უშლის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს სტუდენტებს მიაწოდონ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა დასაქმდნენ.

უმუშევართათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენა და სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ რჩება ნიგერიის ხელისუფლების პოლიტიკის მთავარ საკითხად, რომელიც სათანადოდ არ დანერგილა. დასაქმების სახელმწიფო პროგრამების ეფექტურ განხორციელებას, სხვა მიზეზებთან ერთად, ხელს უშლის არასათანადო დაფინანსება და დაფინანსების დაგვიანებით მიწოდება.[3]

[1] Trading Economics, Nigeria Unemployment Rate 2006-2017, last updated in March 2017,  available at: http://www.tradingeconomics.com/nigeria/unemployment-rate (accessed 16 March 2017)

[2] Vanguard, Nigeria’s unemployment rate rises to 13.9% – NBS, 16 December 2016, available at: http://www.vanguardngr.com/2016/12/nigerias-unemployment-rate-rises-13-9-nbs/ (accessed 16 March 2017)

[3] Vanguard, Youth unemployment in Nigeria: A weapon of destruction, 21 December 2016, available at: http://www.vanguardngr.com/2016/12/youth-unemployment-nigeria-weapon-destruction/ (accessed 16 March 2017)

ნიგერია – ფულანის ნახევრად მომთაბარე ჯგუფი – მარტი, 2017

„BBC“-ის 2016 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიგერიაში ფულანი მწყემსების მხრიდან განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების პასუხად, ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანა აღნიშნული ჯგუფის სამხედრო ძალის გამოყენებით დარბევა.

თებერვალში, ბენუს ცენტრალურ შტატში 300-მდე ადამიანის დახოცვამ და აპრილში, ენურგუს სამხრეთით დარბევამ, რამაც 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, აღშფოთება გამოიწვია მთელს ნიგერიაში. კერძო საკუთრებები განადგურდა და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. პრეზიდენტმა მუჰამმადუ ბუჰარიმ, რომელიც თავადაც ფულანია, უსაფრთხოების ძალებს უბრძანა, დაერბიათ მწყემსები.

მიიჩნევა, რომ ფულანები წარმოადგენენ მსოფლიოში უდიდეს ნახევრად მომთაბარე ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში – სენეგალიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე. ნიგერიაში, ზოგიერთი კვლავ განაგრძობს ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას, ხოლო დანარჩენი ნაწილი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ქალაქის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ინტეგრირებულები არიან, მომთაბარე ჯგუფები ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ ბუშში (ბუჩქნარი) და მეტწილად ჩართულნი არიან შეტაკებებში. ისინი ვრცელ ტერიტორიაზე მწყემსავენ საკუთარ საქონელს და ხშირად შედიან კონფლიქტში ფერმერებთან. ფულანებს ხშირად უკავშირებენ ჯგუფ „ჰაუსას“, რომლებთან ერთადაც დიდი ხანია ცხოვრობენ, ზოგიერთი მათ მოიხსენიებს, როგორც ჰაუსა-ფულანის, თუმცა ორივე მათგანი სხვადასხვა ჯგუფია. ფულანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მე-19 საუკუნეში, ნიგერიაში, ისლამის აღორძინებაში.

მწყემსებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის არსებული კონფლიქტის მთავარ წყაროს წარმოადგენს უთანხმოება ისეთ აუცილებელ რესურსებზე, როგორიცაა სამეურნეო ნაკვეთები, საძოვრები და წყალი. დიდი რაოდენობით ფულანი მწყემსები, საქონლისთვის საძოვრების მოსაძებნად, ასობით მილს გადიან. ისინი ხშირ შემთხვევაში შეიარაღებულები არიან, რათა დაიცვან საკუთარი საქონელი. ხშირად ხდება ფერმერებთან შეტაკებები, რომლებიც მწყემსებს ადანაშულებენ მოსავლის დაზიანებასა და საქონლის უყურადღებოდ დატოვებაში. თავის მხრივ, ფულანები აცხადებენ, რომ ფერმერების დაჯგუფებები, საქონლის მოპარვის მიზნით, თავს ესხმიან მათ, თავად კი, მხოლოდ თავს იცავენ.

შეტაკებები შემოიფარგლებოდა ნიგერიის ცენტრალური რეგიონით, ძირითადად პლატეაუს შტატში, ქრისტიანი ბერომის ფერმერთა თემი ჩართული იყო მომთაბარე მუსლიმი მწყემსების, თვალი თვალის წილ კბილი კბილის წილ პრინციპით, მკვლელობაში. თუმცა, კლიმატური პირობების შეცვლამ, საძოვრებისა და წყლის ძიების მიზნით, გამოიწვია ფულანი მწყემსების სამხრეთით გადაადგილება. შედეგად, გაფართოვდა სასიკვდილო ინციდენტების არეალი ქვეყნის სამხრეთით.

ფერმერებთან შეტაკებების გარდა, ზოგიერთი ფულანის მიმართ არსებობს ბრალდება, რომ ისინი ჩართულნი არიან ყაჩაღობაში, გაუპატიურებაში და სათემო ძალადობაში, განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. თავის მხრივ, ზოგჯერ, ფულანები ხდებიან თავდასხმის ობიექტები ბანდიტების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ საქონლის მიტაცებას, რაზეც ისინი სასტიკი ანგარიშსწორებით პასუხობენ. აღნიშნული არ წარმოადგენს მხოლოდ ნიგერიის ცენტრალური ნაწილისთვის დამახასიათაებელ მოვლენას, არამედ მსგავს სიტუაციას ადგილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დედაქალაქ აბუჯასგან მოშორებით, პოლიციამ დააკავა „საშიში იარაღით“ შეიარაღებული რამდენიმე ფულანი, თუმცა მწყემსებმა განაცხადეს, რომ ისინი საკუთარი მოპარული საქონლის დასაბრუნებლად მიდიოდნენ. ფულანები მუდმივად უარყოფენ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან რაიმე კავშირის ქონას და აცხადებენ, რომ მათ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო სდებენ ბრალს.

დიდ ბრიტანეთში არსებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „Mercy Corps“-ის მიხედვით, 2015 წლამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, აღნიშნული კონფლიქტი აფრიკის ეკონომიკას დაუჯდა 14 მილიარდ დოლარზე მეტი.

ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, პარლამენტის წევრები ცდილობენ შეიმუშაონ კანონი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შექმნის საძოვრებს, რათა ჩააქროს კონკურენტ ჯგუფებს შორის არსებული დაძაბულობა. თუმცა, აღნიშნული ინიციატივა ბევრმა არ მოიწონა, განსაკუთრებით კი ქვეყნის სამხრეთში.

„BBC“-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფულანებს აქვთ რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მიზანი. შესაბამისად, ბევრი თვალსაზრისით, არასწორია მათი დახასიათება, როგორც შეიარაღებული დაჯგუფება. აღნიშნული კი აძნელებს ხელისუფალთა მხრიდან რაიმე მდგრადი გეგმის შემუშავებას, რაც ბოლოს მოუღებდა კრიზისს.[1]

2016 წლის ივნისის მონაცემებით, ფულანი მწყემსების მხრიდან განხორციელებული შეტაკებების რიცხვი გაიზარდა და მოიცავდა დელტას შტატის აღმოსავლეთ ნაწილს, ოსსისსას თემს ნდოკვაში და ბენუს შტატის სამ თემს (უგონდო, ტურანმ, გაბო ნენზევ). მკვლელობების საერთო რაოდენობა, არანაკლებ 60 ადამიანს შეადგენდა.

“Global Terrorism Index” 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მკვლელობების რაოდენობის კუთხით, ფულანები შედიოდნენ მსოფლიოს ოთხი ყველაზე მომაკვდინებელი დაჯგუფებების რიცხვში, 2014 წლის განმავლობაში მათ 1229 ადამიანი იმსხვერპლეს.

ნიგერიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, მწყემსების უმეტესობა, რომელიც ჩართულია თემებს შორის შეტაკებებში, არ არიან ნიგერიის მოქალაქეები. „ECOWAS Transhumance“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც წევრი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს, ნიგერიის მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქონლისთვის საძოვრების მოძიების მიზნით, ვერ უკრძალავს ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებას.

ნიგერიაში ფულანების ძირითად ქვეჯგუფებს წარმოადგენენ: ფულბე ადამავა, ფულბე მბორორო, ფულბე სოკოტო, ფულბე გომბე და ფულბე ბორგუ.

2012-2016 წლებში, ნიგერიაში, ფულანების მიერ ჩადენილი თავდასხმების ძირითადი გეოგრაფიული არეალი მოიცავს შემდეგ შტატებს: დელტას შტატი, ბენუს შტატი (აილა, აკვუ, ადაგბო, ოკოკოლო, უგბოჯუ, ოდუგბეჰო, ოგბაულუ ეგბა და ობაგაჯის თემები), ტარაბას შტატი, ოიოს შტატი და ენუგუს შტატი.[2]

ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტის “Global Terrorism Index”-ის 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტერორიზმით გამოწვეული სიკვდილიანობა ნიგერიაში 34%-ით შემცირდა, აღნიშნული გამოწვეული იყო ნიგერიის შეიარაღებული ძალების და მრავალეროვანი ერთობლივი ძალების (კამერუნი, ჩადი, ნიგერია და ნიგერი) მხრიდან ბოკო ჰარამის წინააღმდეგ მიღწეული წარმატებით. რაც შეეხება ფულანების მხრიდან 2015 წელს ჩადენილ მკვლელობებს, წინა წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 630 პირს შეადგენდა.

2015 წელს ჩადენილი, 50 ყველაზე საზარელი ტერორისტული თავდასხმის სიაში, ფულანების მიერ 2015 წლის 15 მარტს განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 95 ადამიანი იმსხვერპლა, მე-17 ადგილს იკავებს.[3]

„The Guardian“-ის 2017 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის აგვისტოში, სოფელ დემსაში, მწყემსების მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ 30 ადამიანი იმსხვერპლა, სამი თვით ადრე მომხდარ შეტაკებას კი 50 ადამიანი შეეწირა. აღნიშნულმა ინციდენტებმა გამოიწვია კრიზისული შემთხვევების განსახილველი შეხვედრის გამართვა, სახელმწიფოს გუბერნატორსა და ადგილობრივ მმართველებს შორის. ნიგერიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციაში “Crudan” მომუშავე პირის, ჯონ რეჯინალდის, განცხადებით, აღნიშნულ თავდასხმებზე სამხედროების, ან პოლიციის მხრიდან მცირე წინააღმდეგობა იქნა გაწეული. მისი განცხადებით,  მიმდინარე კრიზისი, ნაწილობრივ, გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ სოფლებში უსაფრთხოების ზომები, დღესდღეობით, ძალიან მცირე დოზით არსებობს. ხშირ შემთხვევაში, მწყემსების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ხალხი მოგვიანებით იგებს, მაშინ, როდესაც მათი შეჩერება უკვე დაგვიანებულია. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ნიგერიელების 52% ჯერ კიდევ სოფლად ცხოვრობს, სადაც მოსახლეობა ყველაზე დაუცველია არარეგულარული და მდგრადი თავდასხმების მიმართ.

ფედერალური მთავრობის გეგმა საძოვრების გამოყოფის შესახებ, უარყოფილ იქნა ნიგერიის პარლამენტის მხრიდან. მთავრობის პოზიციის საწინააღმდეგოდ, ზოგიერთი შტატი, მაგალითად ეკიტი და აბია, ატარებენ კანონმდებლობას, რომელიც უფლებას აძლევს შეზღუდონ მწყემსების აქტივობები და საქმე აღძრან მათ წინააღმდეგ, ვინც პირად საკუთრებაში არსებულ საძოვრებს უკანონოდ გამოიყენებს. კადუნას შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შემდგომი მკვლელობების თავიდან აცილების მიზნით, კომპენსაციას გადაუხდის დაზარალებულ მწყემსებს. აღნიშნულ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ადამავას შტატზე, რომელსაც ისედაც შეზღუდული რესურსები გააჩნდა, იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაკადის გამო (შტატში ბოკო ჰარამისგან დაზარალებული 166,000 დევნილი ცხოვრობს).  ფედერალური მთავრობის განცხადებებისა და დიდი რაოდენობით მსხვერპლის მიუხედავად, კრიზისის დასრულების კუთხით, მცირე პროგრესი შეინიშნება.[4]

„Amnesty International“-ის 2016/2017 წლების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მწყემსების თავდასხმების შედეგად, თებერვალში, ბენუს შტატში, მოკლულ იქნა 45 ადამიანი, ხოლო აპრილში, ენუგუს შტატში – სულ მცირე ცხრა ადამიანი. ადგილობრივი თემის განცხადებით, მათ აცნობეს პოლიციას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ვერ შეძლეს ხელის შეშლა. პოლიციელებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მაისში, ეკიტის შტატის ოკე-აკოს თემში ეჭვმიტანილი მწყემსების მიერ მოკლულ იქნა სულ მცირე ორი ადამიანი. პასუხად, აგვისტოში, ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს საქონელს იმ ადგილებში, რომელიც არ არის სპეციალურად მათთვის გამოყოფილი.[5]

[1] BBC News, Making sense of Nigeria’s Fulani-farmer conflict, 5 May 2016, available at: http://www.bbc.com/news/world-africa-36139388 (accessed 13 March 2017)

[2] Info Guide Nigeria, History of Fulani Herdsmen and Farmers Clashes in Nigeria, 21 June 2016, available at: https://infoguidenigeria.com/fulani-herdsmen-farmers-clashes/ (accessed 13 March 2017)

[3] IEP – Institute for Economic & Peace, Reports, 2016 Global Terrorism Index, available at:

(accessed 13 March 2017)

[4] Theguardian, Drought worsens deadly battle nbetween Fulani herdsmen and farmers in Nigeria, 3 January 2017, available at: https://www.theguardian.com/global-development/2017/jan/03/drought-worsens-deadly-conflict-between-fulani-herdsmen-nigeria-farmers (accessed 10 March 2017)

[5] Amnesty International, Nigeria 2016/2017, available at: https://www.amnesty.org/en/countries/africa/nigeria/report-nigeria/ (accessed 10 March 2017)

ნიგერია – დელტას რეგიონში მოქმედი დაჯგუფებები – იანვარი, 2017

ნიგერიის დელტა არასტაბილური რეგიონია, სადაც ადგილი აქვს შიდა-ეთნიკურ დაპირისპირებებს. ხშირად ძალადობის ძირითად მიზეზს ნავთობსადენზე წვდომა წარმოადგენს. მილსადენებზე რეგულარულად ხდება ქურდობა გაღატაკებული მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად იპარავენ ნავთობს, რის შედეგადაც, ყოველდღიურად ათასობით ბარელი ნავთობი იკარგება. ყოველწლიურად ნიგერიის ეკონომიკის დანაკარგი მილიონ დოლარს შეადგენს.[1]

ნიგერიის სამხრეთით მდებარე დელტას რეგიონი მდიდარია ნავთობის საბადოებით, რომლის რეზერვიც სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის. თუმცა, დელტას რეგიონში მიმდინარეობს გარემოს დეგრადირება, ნავთობის ქურდობა, ინფრასტრუქტურის განადგურება, მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების ახალი თაობების გამოჩენა კიდევ უფრო ართულებს პოლიტიკურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებებს.

რეგიონის უდიდეს ნაწილში არ შეიმჩნევა ხელისუფლების ფუნქციონირება, არც სამთავრობო დაწესებულებები არსებობს. მოსახლეობასთან მთავრობის კავშირი მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როდესაც სამთავრობო ძალები  შეიარაღებული დაჯგუფებების ან ნავთობის ქურდების წინააღმდეგ სამძებრო ოპერაციებს ატარებენ. დელტაში მცხოვრები პირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მათ ეპყრობიან როგორც შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს, ან მათ მოკავშირეებს.

ნიგერიის დელტას რეგიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები (ზოგი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან ან მთავრობასთან):

ნიგერიის დელტას შურისმაძიებლები (Niger Delta Avengers (NDA)):  დაჯგუფებამ ცალმხრივად გადაწყვიტა ცეცხლის შეწყვეტა და მთავრობასთან მოლაპარაკებებში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტი ბუჰარი დაადანაშაულა დელტას რეგიონში „წინასწარ განზრახულ გენოციდში“ და გააფრთხილა არმია, რომ „ნავთობის ომში ჯარისკაცთა დიდი რაოდენობა და სიმულაციური წვრთნებით ვერ გაიმარჯვებენ“.

დაზარალებულ აზალგაზრდათა მოძრაობა (Aggrieved Youth Movement (AYM)): აღნიშნული ჯგუფი ძირითადად  ამინისტირებული მებრძოლებისგან შედგება, რომლებიც რივერსის შტატიდან არიან. დაჯგუფების განცხადებით, იგი არაძალადობრივია და გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურების წინააღმდეგია. იგი სხვა დაჯუფებებს აფრთხილებს, რომ რივერსის შტატისგან თავი შორს დაიჭირონ.

ბიაფრას ძირძველი ხალხი (Indigenous People of Biafra (IPOB)): სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერს NDA-ს. ჯგუფის ლიდერია ნამდი კანუ, ბიაფრას თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია.

ნიგერიის დელტას განმათავისუფლებელი გაერთიანებული ძალები (Joint Niger Delta Liberation Force (JNDLF)): მხოლოდ რამდენიმე თვის შექმნილი დაჯგუფება აცხადებს რომ იგი აფილირებულია NDA-ს-თან და იმუქრება, რომ გამოიყენებს რაკეტებს სამხედრო ვერტმფრენებს. 2016 წლის ივნისის ბოლოს დაჯგუფების წევრებმა მედიას განუცხადეს, რომ ნიგერიის სამხედრო ოფიცრებმა დაჯგუფებას პრეზიდენტ ბუჰარის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში მხარდაჭერა სთხოვეს. თუმცა, აღნიშნული განცხადება საფუძველს მოკლებულია.

ბიაფრას სახელმწიფოს სუვერენიტეტის აქტუალიზაციის მოძრაობა (Movement for the Actualization of the Sovereign State of Biafra (MASSOB)): სეპარატისტული ჯგუფი, რომელსაც რალფ უვაზურუიკე ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ არაძალადობრივმა (რასაც მთავრობა უარყოფს) ჯგუფმა „სრული ერთგულება“ აღუთქვა NDA-ს.

ნიგერიის დელტას განმათავისუფლებელი მოძრაობა (Movement for the Emancipation of the Niger Delta (MEND)): დაჯგუფება დიდად არ აქტიურობს მას შემდეგ, რაც მისი ლიდერების უმეტესობა დააპატიმრეს, ან მათმა ნაწილმა ამინისტია მიიღო (2009 წელს). დაჯგუფება კვლავ ცდილობს დელატას მოლაპარაკებებში გარკვეული როლის მიღებას და აფრთხილებს მთავრობას, რომ თუ Ijaw-ის (დელტას, რივერსის და ბეიელსას შტატების ძირძველი მოსახლეობა) ლიდერი ედვინ კლარკი დაინიშნება დელტის სახელით მომლაპარაკებლად, ის არ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ მოლაპარაკებებში. დაჯგუფება იმუქრება, რომ NDA თუ არ გაყვება მიმდინარე მოლაპარაკებების, იარაღს აიღებს მის წინაარმდეგ.

ახალი ნიგერიის დელტას განმათავისუფლებელი ფრონტი (Emancipation Front (NNDEF)): ახალი დაჯგუფება, რომლის ლიდერიცაა ლუკი ჰუმპრეი,“საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლების ე.წ დირექტორი.“ დაჯგუფება უარყოფს ამბოხებულთა „ვიწრო ინტერესებს“ და მხარს უჭერს ბუჰარის სამხედრო ინტერვენციას შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

Niger Delta Greenland Justice Mandate (NDGJM): დელტის შტატის დაჯგუფებაში ძირითადად დომინირებენ ურჰობოს (Urhobo-შტატში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი) ეთნიკური ჯგუფის წევრები. დაჯგუფებას, რომელსაც მეთაურობს ალდო აგბალაჯა, სჯერა რომ პრეზიდენტ ბუჰარმა ჩაიდინა „გენოციდი“ ნიგერიის დელტას შტატში და განახორციელა თავდასხმები დელტას შტატის მთავარ მაგისტრალზე.დაჯგუფებამ, მთავრობის სამხედრო ოპერაცია „Crocodile Smile“-ს, Ogor-Oteri-ის მილსადენის დაბომბვით უპასუხა. დაჯგუფება მოლაპარაკებების პროცესში  Ijaw-ის ლიდერის ედვინ კლარკის მონაწილეობას აპროტესტებს  და აცხადებს, რომ  იმ შემთხვევაში ჩაერთვება მოლაპარაკებებში, თუ მთავარი მომლაპარაკებელი მეფე ალფრედი დიეტე-სპიფი იქნება.

ნიგერიის დელტას წითელი ბრიგადა (Niger Delta Red Squad (RDRS)): დაჯგუფება მოქმედებს იმოს შტატში. მისი წარმომადგენელია „გენერალი“ დონ ვანიე (ან ვანი). წითელი ბრიგადა თავს დაესხა მილსადენს, სადაც ნიგერიის აგიფის ნავთობის კომპანია  (ნეგირიუ-იტალიური ერთობლივი საწარმო) მუშაობდა და  მათ ადგილობრივი მოსახლეობის უგულვებელყოფაში ადანაშაულებდა. უსაფრთხოების ძალებს კი თავის მოკვეთით დაემუქრა.

Niger Delta Searchlight: დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს „გენერალი“ იგბედე N იგბედე, მთავრობასთან მოლაპარაკების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ განაგრძობს დაბომბვის კამპანიას, სანამ ნავთობის კომპანიები უარს არ იტყვიან დელტას რეგიონზე.

Otugas Fire Force (OFF): დაჯგუფების მეთაურია „გენერალი“ გაბრიელ ოგბუდგე, რომელიც ნიგერიის არმიის მეოთხე ბრიგადამ დააკავა 2016 წლის 4 სექტემბერს ედოს შტატში. იგი მთავარი ეჭვმიტანილი პირია 26 აგვისტოს  ნიგერიის მთავარი ნავთობკომპანიის მილსადენის განადგურებაში. ის ასევე ეჭვმიტანილია უტუროგუს გაზსადენზე თავდასხმის დაგეგმვაში.

ნიგერიის დელტაში ეგბესუს (Ijaw-ის ეთნიკური ჯგუფის ომის ღმერთი) რეფორმირებული ბიჭები (Reformed Egbesu Boys of Niger Delta): დაჯგუფება უარყოფს ნებისმიერ მოლაპარაკებას რომელსაც ნიგერიის დელტას დიალოგის საკონტაქტო ჯგუფი ხელმძღვანელობს (Niger Delta Dialogue Contact Group-NDDCG) და აცხადებს, რომ ნავთობის მოპოვება უნდა შეჩერდეს. დაჯგუფების ლიდერები არიან „გენერალი“ ტონი ალაგბაკერეოვეი და სარდალი ები აბაკორომორი.

ნიგერიის დელტის რეფორმირებული შურისმაძიებლები (Reformed Niger Delta Avengers (RNDA)): ნიგერიის დელტას შურისმაძიებლები (NDA) აცხადებენ, რომ RNDA პრეზიდენტ ბუჰარის შექმნილია. ხოლო RNDA აცხადებს რომ ისინი NDA-ს გამოეყვნენ და მათი მიზანი მთავრობასთან მოლაპარაკების გაგრძელებაა, რომ აღარ გაგრძელდეს გარემოს განადგურება.[2]

[1] Global Security: Nigeria – Niger Delta http://www.globalsecurity.org/military/world/war/nigeria-2.htm [accessed on 10 January, 2017]

[2] Jamestown Foundation, Nigeria Expands Its ‘War on Terrorism’ to the Niger Delta, 16 September 2016, Terrorism Monitor Volume: 14 Issue: 18, available at:

[accessed 6 January 2017]