ბიბლიოთეკა

2017 წელს, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ინიციატივით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა “წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ბიბლიოთეკა”. ბიბლიოთეკაში ინახება წიგნები მიგრაციული პროცესებისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ; თემატური ლიტერატურა სხვადასხვა ქვეყნის, რეგიონის, კულტურისა თუ ეთნიკური ჯგუფების შესახებ; ასევე, სხვადასხვა თემატური ლექსიკონი. ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები ხელს უწყობს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მკვლევარებს თემისა და საკითხების უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლასა და დამუშავებაში. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ამჟამად, ბიბლიოთეკაში 500-მდე წიგნი ინახება.