დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 ნოემბერი, 2017

ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში 530 ჟურნალისტი მოკლეს – 2006 წლიდან 11 წლის განმავლობაში კი მედიის 930 წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ საუბარია UNESCO-ს ანგარიშში. უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე 47 ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე დაუსჯელია.

ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტები არიან, რომლებიც ბლოგებსა და სოციალურ ქსელში ინფორმაციებს ისეთი რეგიონებიდან ავრცელებენ, სადაც წასვლას ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვერ ბედავს. 2012 წლიდან ჟურანლისტებისთვის ყველაზე სახიფათო არაბული ქვეყნებია. პირველ რიგში კი სირია, ერაყი და იემენი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.[1]

ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა – ოფიციალური ბაღდადის მიერ ერაყის ქურთისტანზე კონტროლის მოსაპოვებლად დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ, მიგრაციის მაღალი დონე დაფიქსრიდა ერბილის რეგიონში (80 802 ადამიანი), სულეიმანიასა (46 734 ადამიანი) და დაჰუკში (17 154 ადამიანი).

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 8 თვით გადადო. არჩევნების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არ დარეგისტრირებულან.

25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ერაყი რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მის გაუქმებას მოითხოვს.[2]

ნიუ-იორკში მიმხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. მას ბრალდება უკვე წაუყენეს. 

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა. მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი ადამიანი და ორიც ბავშვი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საიფულო საიპოვი პოლიციამ დაჭრა. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.[3]

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქი სირიის ჯარმა აიღო – ქალაქ დეირ ერ ზორს ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც სირიის სამთავრობო ჯარი, ისე რუსული სამხედრო ავიაციაც. ეს ქალაქი სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენი იყო. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.[4]

იემენში ზედიზედ ორი ტერაქტი მოხდა – იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა. მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. იემენში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა კონფლიქტი დაარეგულირონ, ამ დრომდე უშედეგოა.[5]

რაბულმა კოალიციამ იემენში ყველა პორტის დახურვა გადაწყვიტა – არაბულმა კოალიციამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ერ-რიადის მიმართულებით რაკეტის გაშვების გამო დახურა იემენის ყველა აეროპორტი, სახმელეთო და საზღვაო პორტები. „ეს ზომები მიღებული იქნება ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის აუცილებლობის შესაბამისად,“ – ნათქვამია განცხადებაში. 5 ნოემბერს საუდის არაბეთმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში გაანეიტრალა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა „შეზღუდული ზომის“ იყო და არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.

იემენში ყველა აეროპორტის, სახმელეთო და საზღვაო პორტების დახურვაზე არაბული კოალიციის გადაწყვეტილებამ გაეროს იემენის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ გაეროს მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განაცხადა. მისი თქმით, იემენში გაეროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ორი რეისი დროებით შეფერხდა.[6]

საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს მექრთაეობის, გაფლანგვის, ფულის გათეთრების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს – ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალას, რომელიც ფორბსის მდიდარი ადამიანების რეიტინგში 45-ე ადგილზეა, მექრთამეობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ყოფილი მეფის აბდალას შვილი გაფლაგვაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ერ-რიადის ყოფილი გუბერნატორის, პრინც თურქის მიმართ კი ბრალდებად მეტროპოლიტენის მშენებლობის საქმეში კორუფციული გარიგებებია წამოყენებული. ფინანსთა ყოფილი მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფი მექაში მეჩეთის გაფართოების საქმეში გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს. საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა განაცხადა, რომ სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს.[7]

[1] Georgia Today; 530 Journalists Killed Worldwide in 2012-2016; Thea Morrison; 3 November, 2017; available at: http://georgiatoday.ge/news/8064/530-Journalists-Killed-Worldwide-in-2012-2016-

[2] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა; 2 ნოემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/34204/erakis-qurtistanshi-183-atasze-meti-adamiani-devnilad-iqtsa

[3] Independent; Isis claims responsibility for New York terror attack that killed eight people; Lizzie Dearden; 3 November 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/americas/isis-new-york-attack-responsibility-claim-terrorism-killed-people-victims-truck-sayfullo-saipov-a8030881.html

[4] CNN; ISIS ousted from last major city in Syria, state media reports; By Hamdi Alkhshali, Frederik pleitgen and Laura Smith-Spark; 3 November, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/11/03/middleeast/syria-isis-deir-ezzor/index.html

[5] Al Arabiya; Suicide car bomber kills at least five Yemeni soldiers in Aden; 5 November, 2017; available at: https://english.alarabiya.net/en/News/gulf/2017/11/05/Suicide-car-bomber-kills-at-least-five-Yemeni-soldiers-in-Aden.html

[6] Arab News; Saudi-led Coalition closes land, sea and air ports in Yemen to stop Iranian arms smuggling; 6 November, 2017; available at: http://www.arabnews.com/node/1189056/saudi-arabia

[7] Reuters; Saudi princes accused of bribery, embezzlement, money laundering; 6 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-arrests-accusations/saudi-princes-accused-of-bribery-embezzlement-money-laundering-official-idUSKBN1D516P?il=0

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-31 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობამ ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებები და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის განცხადებაში სამ ძირითად მიმართულებაზეა საუბარი, კერძოდ: უნდა შეწყდეს ცეცხლი და სამხედრო ოპერაცია ქურთისტანის ტერიტორიაზე, ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები უნდა გაიყინოს და კონსტიტუციის საფუძველზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.[1]

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მიუხედავად, ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქალაქ მოსულთან ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს. ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელისუფლებო ჯარებმა ქურთული სამხედრო დანაყოფების სიახლოვეს მძიმე არტილერია და ტანკები განათავსეს. „პეშმერგას“ მებრძოლებმა შიიტური სამხედრო დაჯგუფების მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ქურთების თავდაცვით პოზიციებზე ინფორმაციას აგროვებდა.[2]

27 ოქტომბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის 24 საათის განმავლობაში შეჩერების ბრძანება გასცა. „ოპერაციის შეჩერება ფედერალურ ძალებსა და რეგიონს შორის შესაძლებლობის გაჩენას ისახავს მიზნად. ერაყის არმია ყველა სადავო ტერიტორიაზე და საერთაშორისო საზღვრებზე უნდა განთავსდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული სისხლისღვრა ერთი სამშობლოს შვილებს შორის“, – ნათქვამი იყო ჰაიდერ ალ-აბადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცოტა ხნით ადრე, ერაყის მთავრობამ ქურთებს თურქეთის სასაზღვრო რაიონიდან გასასვლელად რამდენიმე საათი მისცა. აღნიშნულ ზონაში ნავთობსადენი „კირკუკი – ჯეიჰანი“ გადის.[3]

ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები რეგიონული პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი ერაყის ქურთისტანის მეთაურის, მასუდ ბარზანის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმებოდნენ. მასუდ ბარზანიმ რამდენიმე საათით ადრე რეგიონულ პარლამენტს წერილობით აცნობა, რომ პირველი ნოემბრიდან ის საკუთარ პოზიციას ტოვებს. მიზეზად კი ერაყის ქურთისტანის ლიდერი წარმატებით დაძლეულ რეფერენდუმის შედეგებს ასახელებს, რომელმაც საბოლოო ჯამში რეგიონალური კრიზისი გაამწვავა. ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა ბარზანის გადაწყვეტილებას მხარი 70 ხმით, 23-ის წინააღმდეგ დაუჭირა, რასაც პეშმერგას მებრძოლთა გაღიზიანება და პარლამენტის შენობაში შეჭრა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმაც.[4]

ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ.[5]

ირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა – გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად დამარცხებული და განდევნილი ჯიჰადისტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ხუთი ათას 600 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა. მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში 40 ათასზე მეტი სხვა ქვეყნის (სირიისა და ერაყის გარდა) მოქალაქე იბრძოდა. გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ყველაზე მეტი ჯიჰადისტი თურქეთში, რუსეთში, საუდის არაბეთსა და ტუნისში დაბრუნდა, ევროპის ქვეყნებს შორის კი ამ მხრივ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია გამოირჩევა, სადაც დაეშის რიგებში მებრძოლი ამ ქვეყნების 300-დან 500-მდე მოქალაქე ჩავიდა. ზემოთ ხსენებულ 40 ათას უცხოელ მებრძოლს შორის 19 ათასი იდენტიფიცირებულია.[6]

ურქეთში დაკავებული 8 უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს – თურქეთში დაკავებული რვა უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულ გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ თურქეთის ბიუროს დირექტორსა და მათ თურქ კოლეგებს. თურქეთის პროკურატურამ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. გერმანელ პეტერ შტოიდტნერს, რომლის გამოც ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები დაიძაბა, შეუძლია თურქეთის ტერიტორია დატოვოს. ის სამშობლოში გამგზავრებას უახლოესი ავიარეისით გეგმავს. უფლებადამცველები სტამბულში 5 ივლისს დააპატიმრეს. ისინი სემინარს ესწრებოდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამჟამად ციხეში რჩება კიდევ 3 ადამიანი. შტოიდტნერის დაპატიმრების გამო, ბერლინმა მოუწოდა ევროკომისიას, თურქეთის ფინანსურ დახმარებას გადახედოს.[7]

თურქეთში სანაპირო დაცვის ყოფილი ოფიცრები გაასამართლეს – ანკარის სასამართლომ თურქეთის სანაპირო დაცვის ყოფილ ოფიცრებს და ყოფილ ხელმძღვანელს ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. სულ აღნიშნულ საქმეში სანაპირო დაცვის 25 ოფიცერს ედებოდა ბრალი. მათგან სამი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.[8]

ტერაქტი მოგადიშუში – სომალის დედაქალაქში, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვია. მოგადიშუს ცენტრში მდებარე სასტუმროში ექსტრემისტები შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, გაქცევის მცდელობისას ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, კიდევ სამი ბოროტმოქმედის დაკავება პოლიციამ მოახერხა. გამოძიების ცნობით, თავდასხმა მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ექსტრემისტების იერიში. თვითმხილველების ცნობით, სასტუმროს, რომელსაც თავს დაესხნენ, ბევრი სომალელი სამხედრო მოსამსახურე იცავდა, რადგან იქ სომალის მთავრობის წევრების მონაწილეობით კონფერენცია იყო დაგეგმილი. „ასოშიეთედ პრესი“ იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა სასტუმროში მყოფი 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის იყო ერთი მინისტრი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ალ შაბააბმა“ აიღო. ისინი სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრება სურთ.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებებს სთავაზობს; ავტორი – გივი ბარამიძე; 25.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185540.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 26.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185726.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის პრემიერმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა; ავტორი – გივი ბარამიძე; 28.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185984.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ; ავტორი – სალომე თორაძე; 30.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186159.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის საზღვარზე კონტროლი დაამყარა; 31.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186454.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური – სირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა; ავტორი – ქეთი თუთბერიძე; 24.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185499.html

[7] The Washington Post; Turkish court frees 8 activists from jail pending verdicts; By Neyran Elden and Suzan Fraser; October 26, 2017; available at: https://www.washingtonpost.com/world/europe/turkish-court-frees-8-activists-from-jail-pending-verdicts/2017/10/26/a4fb80c6-ba0b-11e7-9b93-b97043e57a22_story.html?utm_term=.a34cb9423896

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ანკარის სასამართლომ სანაპირო დაცვის 25 ყოფილ ოფიცერს, მათ შორის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ავტორი – ქეთი ჩოხელი; 27.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185913.html

[9] Reuters; At least 29 dead after Islamist attack on Somali hotel; By Abdi Sheikh, Feisal Omar; October 29, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-violence/at-least-29-dead-after-islamist-attack-on-somali-hotel-idUSKBN1CY047

ერაყი. ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი რეფერენდუმის შემდეგ. ოქტომბერი, 2017

2017 წლის 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში შედგა რეფერენდუმი, რომლის შედეგად, ქურთების 92% -მა მხარი დაუჭირა ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. აღნიშნული რეფერენდუმი ერაყმა უკანონოდ გამოაცხადა.

რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ, ერაყის მთავრობამ დააწესა სანქციები ქურთულ ბანკებზე, შეაჩერა რეგიონში უცხოური ვალუტის გადარიცხვები და აკრძალა ქურთისტანის ტერიტორიაზე ფრენები, ყველა საერთაშორისო რეისი, რომელიც ახორციელებდა ფრენებს ერაყის ქურთისტანის ტერიტორიის აეროპორტებში.[2] ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ შეაჩერა საერთაშორისო ფრენები როგორც ქურთისტანის რეგიონიდან, ასევე ქურთისტანის რეგიონში. BBC -ს მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ მხოლოდ შიდა ფრენები იქნება დაშვებული პარასკევს 18:00 (15:00 GMT), სანამ ქურთები გადასცემდნენ კონტროლს ერბილისა და სულეიმანიის აეროპორტებზე. ცნობების მიხედვით, თავისუფალი იყო ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური ფრენები.[3]

ერაყის ფედერალურმა სასამართლომ ბრძანება გასცა იმ ქურთი თანამდებობის პირების დაჭერის შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ხელმძღვანელობაში. აღნიშნული ბრძანება დაჭერის შესახებ ასევე ეხებათ ქურთისტანის რეგიონული საარჩევნო კომისიის წევრებს.[4]

რეფერენდუმს ნეგატიურად შეხვდნენ ასევე თურქეთი და ირანი, რომლებსაც ჰყავთ ქურთი უმცირესობა. ისინი უპირისპირდებიან ერაყის ქურთების მიერ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და მათ ასევე გაზარდეს ზეწოლა ქურთისტანის რეგიონულ მთავრობაზე (KRG).

რეფერენდუმის პასუხად, 2017 წლის 16 ოქტომბერს ერაყის ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო ოპერაცია, სადავო ტერიტორიებზე ერაყის სუვერენიტეტის აღსადგენად.[5] ერაყის სამთავრობო ძალები და მათთან ალიანსში მყოფი შიიტური მილიციის მებრძოლები გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც იკავებდნენ პეშმერგას სამხედრო ძალები, აღნიშნულმა ნაბიჯმა დიდი დარტყმა მიაყენა რეგიონის პრეზიდენტს მასუდ ბარზანს, რომელიც არის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDP) ლიდერი და 2005 წლიდან იკავებს რეგიონის პრეზიდენტის პოსტს. 2013 წელს რეგიონში აირჩიეს პარლამენტი.[6]

Amnesty International -ის მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მათ მიერ შეგროვებული სატელიტური სურათების, ვიდეოების, ფოტოებისა და ათეულობით მტკიცებულებით ნათელია, რომ სამოქალაქო პირები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, მას შემდეგ, რაც ერაყის სამთავრობო ძალებსა და პეშმერგას შორის დაიწყო შეტაკებები მულტი ეთნიკურ ქალაქ ტუზ ხურმატუში (Tuz Khurmatu). ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ განურჩეველ შეტაკებებში მოკლულ იქნა სულ ცოტა 11 ადამიანი, გაძარცვეს, დაწვეს ან გაანადგურეს ასობით სახლი, რომელიც როგორც ჩანს წარმოადგენდა მიზანმიმართულ თავდასხმებს, ძირითადად ქალაქის ქურთულ ნაწილში.[7]

2017 წლის 20 ოქტომბერს ერაყის ძალებმა აიღეს უკანასკნელი რაიონი ნავთობით მდიდარ კირკუკში, რომელიც აქამდე კვლავ რჩებოდა პეშმერგას მებრძოლების ხელში. კირკუკის დაკარგვამ გამოიწვია ქურთისტანის რეგიონში მთავარი ოპოზიციური პარტია გორანის მხრიდან მოწოდებები ბარზანისა და მისი მოადგილის კოსრატ რასულის გადადგომის შესახებ.[8]

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაჟღერებული მონაცემების მიხედვით, შეტაკებებში დაიღუპა პეშმერგას 30 მებრძოლი და შიიტური მილიციის 10 წევრი და ათასობით ქურთმა დატოვა კირკუკი, რომლებიც გადავიდნენ სულეიმანიასა და ერბილში.[9] გაერომ შეშფოთება გამოხატა სამოქალაქო პირების იძულებით გადაადგილების შესახებ, რომლებიც ძირითადად იყვნენ ქურთები სადავო ტერიტორიებიდან. გაერომ ასევე აღნიშნა, რომ მიიღო ბრალდებები, რომლებიც ეხება ტუზ ხურმატუში  შეიარაღებული ჯგუფების მიერ 150 სახლის დაწვის ფაქტს, რომლიდანაც 11-მდე სახლი ეკუთვნის ქურთულ ოჯახებს და ასევე ბრალდებები, რომლებიც ეხება ქურთული პოლიტიკური პარტიების თანამდებობის პირებზე თავდასხმების ფაქტს.[10]

[11] [12]

[13]

შეტაკებების დაწყების შემდგომ, ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ, შემდგომი ძალადობის თავიდან ასარიდებლად და დიალოგის დასაწყებად, შესთავაზა ერაყის მთავრობას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგების შეჩერება. 24 ოქტომბერს ქურთისტანის მთავრობამ ერბილში განაცხადა, რომ: „განუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებები არცერთ მხარეს არ მიიყვანს გამარჯვებამდე და ის ქვეყანას მიიყვანს უწესრიგობამდე და ქაოსამდე, რომელიც აისახება ცხოვრების ყველა ასპექტზე.“[14] ქურთისტანის მთავრობამ ერაყის მთავრობას შესთავაზა ქურთისტანის რეგიონში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა, რეფერენდუმის შედეგების შეჩერება და ქვეყნის კონსტიტუციაზე დამყარებული დიალოგის დაწყება ერაყის ხელისუფლებასთან.[15] ერაყის პრემიერ მინისტრმა მოითხოვა, რომ ქურთისტანის ლიდერებს კი არ შეეჩერებინათ, არამედ გაეუქმებინათ რეფერენდუმის შედეგები და დაეწყოთ მოლაპარაკებები რეგიონის მომავალზე. ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ქურთისტანის რეგიონული მთავრობა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ქვეყნის კონსტიტუციასთან. მისი განცხადებით: „ჩვენთვის მისაღები იქნება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების გაუქმება და კონსტიტუციის დაცვა.“[16]

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ირანმა გახსნა ქურთისტანის რეგიონთან საზღვარი, რომელიც დაკეტილი იყო დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ შესთავაზა ერაყის ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების შეჩერება და დიალოგის დაწყება. ირანში საინფორმაციო სააგენტოს Islamic Republic of Iran Broadcasting (IRIB) -ზე დაყრდნობით, საბაჟო საზღვრის გადაკვეთის სამსახურის უფროსმა ჯაჰანგირ ბახშიმ (Jahangir Bakhshi) განაცხადა: „რეფერენდუმისა და ქურთისტანის რეგიონში მიმდინარე ცვლილებების შემდგომ ჩვენი საზღვარი ქურთისტანის რეგიონში იყო ჩაკეტილი….დღეისათვის ბაშმარგის საზღვარი გახსნილია“[17] მისი განცხადებით, ჯერჯერობით უცნობი იყო როდის გაიხსნებოდა ირანსა და ქურთისტანს შორის სხვა საზღვრები. „ხელისუფლებას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია ჰაიჯი ომრანისა (Haji Omran) და პარვიზხანის (Parvizkhan) სასაზღვრო პოსტებთან დაკავშირებით.“[18] ბაშმარგის საზღვარი მდებარეობს სულეიმანიიდან 50 კმ-ით აღმოსავლეთით.

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ქურთისტანში რეგიონული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავდაპირველად ჩანიშნული იყო 1 ნოემბერს, გადაიდო 8 თვით. აღნიშნულის შესახებ 24 ოქტომბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ერთი დღის წინ საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ წარადგინეს ორივე არჩევნებისთვის კანდიდატურები, იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან გამომდინარე დაძაბულ ვითარებაში იმყოფებოდნენ ერაყის ხელისუფლებასთან.[19]

[1] BBC – Iraqi Kurdistan profile, 26 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-28147263 [accessed 26 October 2017]

[2] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Meeting In Tehran, Iranian And Turkish Presidents Stress Opposition To Kurdish State, 4 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/turkey-iran-iraq-kurdistan-erdogan-rohani-supreme-leader/28772561.html   [accessed 26 October 2017]

[3] BBC – Iraq halts international flights to Kurdistan Region, 29 September 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41440747 [accessed 26 October 2017]

[4] BBC – Iraq orders arrest of Kurdistan officials over independence vote, 19 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41583900 [accessed 26 October 2017]

[5] International Crisis Group (ICG), Oil and Borders: How to Fix Iraq’s Kurdish Crisis, 17 October 2017, available at:

[accessed 26 October 2017]

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraqi Kurdistan Elections Delayed By Eight Months, 24 October 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/348226/479912_en.html [accessed 26 October 2017]

[7] Amnesty International, Iraq: Fresh evidence that tens of thousands forced to flee Tuz Khurmatu amid indiscriminate attacks, lootings and arson, 24 October 2017 available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2017/10/iraq-fresh-evidence-that-tens-of-thousands-forced-to-flee-tuz-khurmatu-amid-indiscriminate-attacks-lootings-and-arson/ [accessed 26 October 2017]

[8] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraqi Kurdistan Elections Delayed By Eight Months, 24 October 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/348226/479912_en.html [accessed 26 October 2017]

[9] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraq’s Kurdistan Government Offers To ‘Freeze’ Independence Vote Results, 25 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iraq-kurdish-government-freeze-independence-results/28814480.html  [accessed 26 October 2017]

[10] BBC – Court in Iraq orders arrest of Kurdistan VP Kosrat Rasul, 19 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41681598 [accessed 26 October 2017]

[11] BBC – Kirkuk: Iraqi forces seize largest oilfields near city, 17 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41649729 [accessed 26 October 2017]

[12] BBC – Iraq takes disputed areas as Kurds ‘withdraw to 2014 lines’, 18 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41649729 [accessed 26 October 2017]

[13] BBC – Iraq rejects Kurdish offer to ‘freeze’ independence, 26 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41760519 [accessed 27 October 2017]

[14] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraq’s Kurdistan Government Offers To ‘Freeze’ Independence Vote Results, 25 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iraq-kurdish-government-freeze-independence-results/28814480.html  [accessed 26 October 2017]

[15] Ibid

[16] CNN – Iraq’s Abadi rejects Kurdish call to ‘freeze’ independence referendum, 26 October 2017 available at: http://edition.cnn.com/2017/10/26/middleeast/iraq-abadi-kurdish-referendum/index.html [accessed 26 October 2017]

[17] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iran Reopens Border Crossing With Iraq’s Kurdish Region, 26 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iran-reopens-border-crossing-iraqs-kurdish-region-bashmagh/28816540.html  [accessed 26 October 2017]

[18] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iran Reopens Border Crossing With Iraq’s Kurdish Region, 26 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iran-reopens-border-crossing-iraqs-kurdish-region-bashmagh/28816540.html  [accessed 26 October 2017]

[19] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraqi Kurdistan Elections Delayed By Eight Months, 24 October 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/348226/479912_en.html [accessed 26 October 2017]

ეგვიპტე. ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირების მდგომარეობა. ოქტომბერი, 2017

Human Rights Watch-ის მიხედვით, 2013 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც ეგვიპტის სამხედრო ძალებმა გადააყენეს ქვეყანაში პირველად თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი, წამება დაბრუნდა უსაფრთხოების ძალების სავიზიტო ბარათად და ამ პრაქტიკის დაუსჯელობა დაეხმარა პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ადმინისტრაციას ავტორიტარიზმის განმტკიცებაში. ალ-სისის მიზანმა, რომ ნებისმიერ ფასად მიიღოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა თავისუფლად მოქმედების საშუალება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იგივე დარღვევებს აქვს ადგილი, რომელმაც 2011 წელს გამოიწვია ხალხის აჯანყება.[1]

Freedom House-ს მიერ ეგვიპტეზე გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში ნახსენებია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია, რადგან ლიბერალი და ისლამისტი აქტივისტებიც განიცდიან სისხლისსამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებას. მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელიც არმიის პოლიტიკურ დომინანტობას ეწინააღმდეგება, წარმოადგენს „6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ (April 6 Youth Movement) და უფრო ნაკლებად სხვა მემარცხენე ჯგუფები, როგორიცაა პარტია: „Popular Current“. აღნიშნული პარტიები მხარს უჭერდნენ არმიის ჩარევას პრეზიდენტ მორსის გადაყენებაში, თუმცა, ამის შემდგომ აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ არმიის ამბიციებს, მათ შორის არმიის კონსტიტუციურად გამყარებულ უფლებას, რომ წარადგინოს სამოქალაქო პირები სამხედრო სასამართლოებზე და პრეზიდენტად ალ-სისის არჩევას. მორსის გადაყენების შემდგომ „6 აპრილის ახალგაზრდულ მოძრაობაზე“ უარყოფითად აისახა უსაფრთხოების მკაცრი ზომები და მათი წამყვანი წევრების დაკავება. ვერც-ერთმა ზემოთხსენებულმა პარტიამ ვერ შეძლო წარმატებით გაერთიანებულიყო ინსტიტუციონალიზებულ ოპოზიციაში. ამ ორი პარტიის მიერ ლეგიტიმური ინსტიტუტების შექმნის წარუმატებლობის შედეგად, რომლებიც ერთიანი ძალებით დაუპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას, ეს მოძრაობები  არაფრის მომტანი აღმოჩნდა ეგვიპტის ოპოზიციისთვის.[2]

Freedom House -ს მიხედვით, ხელისუფლება მკაცრად ზღუდავდა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას პოლიტიკური სპექტრის აქტივისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მიღებულმა  კანონმდებლობამ საფრთხე შეუქმნა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების საქმიანობას. მედია ასევე წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების სამიზნეს და ზოგჯერ აპატიმრებდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ოპოზიციას. მოგზაურობაზე თვითნებური აკრძალვები უფრო და უფრო მეტად აისახება აკადემიკოსებსა და სხვა პირებზე, რომლებსაც სურთ ეგვიპტეში ვიზიტი ან ეგვიპტის დატოვება. მთავრობა სისტემატურად დევნის ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკურ მოძრაობებს, ხელს უშლის მათ ოპერაციებში და ორგანიზების შესაძლებლობაში.[3]

ეგვიპტის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მუსლიმთა საძმო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალულია 2013 წლიდან, კვლავ რჩება ძირითად პოლიტიკურ ოპოზიციად და დაახლოებით ერთი მილიონი წევრი ჰყავს. აღნიშნული ჯგუფი განიცდის შევიწროებას პრეზიდენტ ალ-სისის მხრიდან. ასევე სახელმწიფოს მხრიდან სამიზნეს წარმოადგენენ ის ჟურნალისტები, რომლებიც დაკავშირებული არიან აღნიშნულ პარტიასთან ან რომლებიც დადებითად არიან განწყობილნი აღნიშნული პარტიის მიმართ. ხელისუფლებამ დახურა ასობით სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მუსლიმთა საძმოსთან. საპროტესტო აქციების განმავლობაში, მუსლიმთა საძმოს ასობით წევრი იქნა მოკლული და დაშავებული, ათასობით ადამიანი – დაკავებული, ზოგიერთი მათგანი დაკავებული იყო დაკავების არაოფიციალურ ადგილებში. ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ასევე ფიქსირდებოდა მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერების სიკვდილის ფაქტები პოლიციის განყოფილებებში, მათი სიკვდილამდე წამებისა და მკვლელობებზე სხვა ბრალდებების შესახებ ფაქტები. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილია დააკავოს ნებისმიერი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია მუსლიმთა საძმოს წევრობაში, თუმცა, პრაქტიკაში დაპატიმრებები და გრძელვადიანი დაკავებები ძირითადად ეხებათ მაღალი და საშუალო რანგის ლიდერებს და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს. პარტიის ზომიდან გამომდინარე და წევრებისა და მხარდასაჭერი ბაზების ნაირსახეობიდან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, უნარი ან ინტერესი, მიზანში ამოიღოს მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებული ყველა პიროვნება. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხოლოდ წევრობა ან მუსლიმთა საძმოს მხარდაჭერა ან აღქმა, რომ პირი მხარს უჭერს მუსლიმთა საძმოს, დააყენებს აღნიშნულ პირს დევნის ან სერიოზული ზიანის რისკის ქვეშ. დაექვემდებარება თუ არა პირი არასათანადო მოპყრობას მისი ჩართულობის გამო, დამოკიდებულია მის გარემოებებზე, პროფილზე, აქტივობებზე, ადრინდელ კონტაქტებზე და სახელმწიფოსთან არსებულ სირთულეებზე. მტკიცების ტვირთი თავად ამ პიროვნებას ეკისრება, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ იგი სახელმწიფოსათვის წარმოადგენს ინტერესს და ექვემდებარება დევნასთან ან სერიოზულ ზიანთან გათანაბრებულ მოპყრობას.[4]

Freedom House-ს მიერ 2016 წლის მოვლენების გაშუქების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერები და წევრები, მათ შორის თითქმის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და თვითონ მორსიც დააკავეს გადატრიალების შემდგომ, დაკავებები გაგრძელდა 2016 წლის განმავლობაში. მუსლიმთა საძმოს ზოგიერთი წევრი მოკლულ იქნა გაურკვეველ გარემოებაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ 2016 წლისთვის პოლიტიკური მოტივებით დააკავეს დაახლოებით 40 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ნამდვილად იყო ან ეჭვმიტანილი იყო მუსლიმთა საძმოსთან კავშირში. 2013 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, ტერორიზმის კუთხით, ბრალი წაეყენებინა ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვინც მონაწილეობდა მორსის მხარდამჭერ დემონსტრაციებში და ამით საფუძველი ჩაუყარა ისლამისტური ოპოზიციის სრულ პოლიტიკურ იზოლაციას.[5]

Amnesty International -ის მიხედვით, ქვეყანაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეგვიპტის ხელისუფლებამ გაახშირა თავისი ზეწოლა ოპოზიციის აქტივისტებზე. 17 ქალაქში დაიჭირა სულ ცოტა 36 ადამიანი 5 ოპოზიციური პარტიიდან და ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებიდან. ბევრი დაიჭირეს ინტერნეტში არჩევნების შესახებ თავიანთი კომენტარების გამო.[6]

დაიჭირეს ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი ხალიდ ალი, რომელიც მიიჩნეოდა ალ-სისის მთავარ კონკურენტად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. Amnesty International -ის შეფასებით, აღნიშნული ქმედება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.[7]

Freedom House-ს 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წლის გადატრიალების შემდეგ, სამხედრო ხელისუფლებამ დახურა ყველა ისლამისტური და ოპოზიციური მედია საშუალებები, ხოლო სხვა მედია საშუალებებზე ახორციელებდა ზეწოლას, რათა არ გაეშუქებინათ ახალი მთავრობა კრიტიკულად. შედეგად, სახელმწიფო მედია და კერძო საშუალებები აქტიურად უჭერენ მხარს ალ-სისის და სამხედროებს.[8]

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) შეშფოთებას გამოხატავდნენ 4 დამოუკიდებელი მედია საშუალების: 2 ყოველდღიური გაზეთისა და 2 ინტერნეტ-გვერდის ნაციონალიზაციის ფაქტზე. მათი შეფასებით, ეს არის მთავრობის ახალი მეთოდი, კონტროლი დაამყაროს მედიაზე, რომელიც მოიაზრება მუსლიმთა საძმოსთან კავშირში.[9]

Human Rights Watch-ის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დისიდენტებად მიჩნეული პირების მიმართ, იყენებდა თვითნებურ დაკავებებს, გაუჩინარებებს და წამებას. ბევრი მათგანი სავარაუდოდ იყო მუსლიმთა საძმოს წევრი ან მათდამი დადებითად განწყობილი პირი.[10]

Human Rights Watch-ის 2017 წლის 15 ივნისის მონაცემებით, უკანასკნელ კვირებში ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა სულ ცოტა 50 მშვიდობიანი პოლიტიკური აქტივისტი, დაბლოკა სულ ცოტა 62 ვებ-გვერდი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატობის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.[11]

[1] Human Rights Watch, “We Do Unreasonable Things Here” – Torture and National Security in al-Sisi’s Egypt, September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Background Information, including actors of protection, and internal relocation, 24 July 2017, v 2.0, available at:

 [accessed 24 October 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 24 October 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 24 October 2017]

[6] Amnesty International, Egypt: Former presidential candidate Khaled Ali facing trial amid crackdown on political activists, 24 May 2017, available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2017/05/egypt-former-presidential-candidate-khaled-ali-facing-trial-amid-crackdown-on-political-activists/ [accessed 24 October 2017]

[7] Amnesty International, Egypt: Former presidential candidate given jail term in bid to stop him running in 2018 election, 25 September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[8] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Background Information, including actors of protection, and internal relocation, 24 July 2017, v 2.0, available at:

 [accessed 24 October 2017]

[9] Reporters Without Borders, Egyptian regime takes over four independent media, 13 September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[10] Human Rights Watch, “We Do Unreasonable Things Here” – Torture and National Security in al-Sisi’s Egypt, September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[11] Human Rights Watch, Egypt: Intensifying Repression of Basic Freedoms, 15 June 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო. „სქაი არაბიას“ ცნობით, ერაყელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს რეგიონში მდებარე ბუნებრივი აირის საბადო და ელექტრო სადგური. სამხედროებმა, ასევე, დაამყარეს კონტროლი პოლიციის განყოფილების შენობაზე და გადაკეტეს კირკუკისკენ მიმავალი რამდენიმე საავტომობილო გზა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ კირკუკის სიახლოვეს ერაყელ ჯარისკაცებსა და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. ორშაბათს დილით ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეირდარ ალ აბადიმ გასცა განკარგულება, რომ სამხედროებმა კირკუკში სტაბილურობის აღსადეგნად სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.

ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სადავო ტერიტორიად მიჩნეულ კირკუკში უსაფრთხოება ადგილობრივ საჯარისო დანაყოფებთან ერთად ცენტრალური მთავრობის მიერ გაგზავნილმა სამხედროებმა უნდა დაიცვან. კირკუკი ერაყის ქურთისტანის ნაწილი არ არის, თუმცა სექტემბერში ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კირკუკის მოსახლეობამ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით ჩატარებულ რეფერენდუმში მაინც მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბაღდადთან ურთიერთობები დაიძაბა.[1]

ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა. ამის შესახებ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წევრებმა განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ავტონომიური რეგიონის ქალაქებში ერბილსა და სულაიმანიაში 18 ათასამდე ოჯახისთვის თავშესაფრებია მოწყობილი. ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონი 16 ოქტომბერს დაიკავა. ქურთულმა სამხედრო შენაერთმა „პეშმერგამ“ დაკავებული პოზიციები უბრძოლველად დატოვა. ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.[2]

ქურთების „პეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრიც დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ კირკუკსა და ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.[3]

ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, – ნათქვამია ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერბილში ამბობენ, რომ ერაყის ხელისუფლება განაგრძობს ტანკების, არტილერიის, ასევე ამერიკული აღჭურვილობის, მათ შორის სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორების განთავსებას.

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ცენტრსა და ავტონომიურ რეგიონს შორის ურთიეერთობის დაძაბვა მოჰყვა. უთანხმოების საფუძველი ქურთების მიერ ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის კონტროლი გახდა, რომელიც ერაყის კონსტიტუციის მიხედვით ქურთისტანის შემადგენლობაში არ შედის. ერაყის არმიამ კირკუკი მცირე შეტაკებების შემდეგ დაიკავა.[4]

ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში 15 ათასი მებრძოლი იყო ჩართული. რაქა რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალად იყო გამოცხადებული. ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალები“ ამჟამად ტერიტორიის განაღმვას ცდილობენ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა. ისლამისტებმა რაქაში შარიათის კანონები შემოიღეს და აღნიშნული წესების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებდნენ და თავს კვეთდნენ. აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რაქას გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. ქალაქის გარეუბნებში ჯიჰადისტების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა კი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.[5]

ქალებისთვის ყველაზე საშიშ მეგაპოლისად კაირო დაასახელეს – სააგენტომ „Reuters“ ქალებისთვის ყველაზე საშიში მეგაპოლისები დაასახელა. პირველი ადგილი ეგვიპტის დედაქალაქს ერგო. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კაიროში გავრცელებულია ქორწინების იძულების და ქალების წინადაცვეთის პრაქტიკა. მეორე ადგილზე მოხვდა პაკისტაში მდებარე კარაჩი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა. ქალებისთვის სახიფათო მეგაპოლისებს შორის მეოთხეა დელი, სადაც ბოლო წლებში გაუპატიურებისა და მკვლელობის არაერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა. ლათინურ ამერიკაში ყველაზე საშიში ქალებისთვის პერუს დედაქალაქსა და სან პაულუში ცხოვრება აღმოჩნდა. მეათე ადგილზე გავიდა სტამბოლი, ხოლო მე-16 მოსკოვია. აშშ-დან ყველაზე საშიში ქალებისთვის ნიუ იორკია – მე-13 ადგილი, ხოლო ტოკიო, პარიზი და ლონდონი ნუსხაში ბოლო ადგილებს იკავებენ – აქ ცხოვრება მდედრობითი სქესის წარმომადგებლებისთვის შედარებით უსაფრთხოა. რეიტინგი ექსპერტების გამოკითხვის გზით შეადგინეს. მთავარი კრიტერიუმები ქალაქებში სექსუალური ძალადობის საფრთხე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მავნე ტრადიციების გავრცელება, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები და განათლების დონე იყო.[6]

ომალის ტერაქტის ახალი დეტალები – თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო იყო, რომლის მშობლიურ ქალაქშიც ორი თვის წინ, ადგილობრივმა სამხედროებმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. აღნიშნულ ოპერაციას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სომალის არმიაში მიაჩნიათ, რომ ყოფილმა ჯარისკაცმა სწორედ მათი სიკვდილისთვის იძია შური.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ორი მანქანა. ერთი „ტოიოტას“ მინივენი და სატვირთო, რომელიც 350 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული. სამიზნე მოგადიშუს აეროპორტი იყო, რომლის სიახლოვესაც გაერო-სა და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების შტაბბინა და უცხო ქვეყნების საელჩოები მდებარეობდა. აფეთქების დროს ცეცხლი კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილს მოედო, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. ბოლო ინფორმაციით, სომალის დედაქალაქში ტერაქტს 300 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ერორისტული თავდასხმები ავღანეთში – რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ტერაქტების ობიექტი ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში პოლიციის შენობები და სამთავრობო დაწესებულებები გახდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმების დროს დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს და რამდენიმე ადგილას ე.წ. „შაჰიდის ქამრებით“ პოლიციის შენობებში შეჭრა სცადეს. თუმცა, მათი განეიტრალება პოლიციამ შეძლო. ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სხეულის დაზიანება 200-მდე ადამიანმა მიიღო.[8]

70 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ასევე, ქაბულის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ავღანეთის სამართალდამცავების ცნობით, 72 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში, მოგვიანებით კი გურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო; ავტორი – ლევან ახალაია; 16.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183927.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა; ავტორი – გივი ბარამიძე; 19.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184521.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა; ავტორი – გივი ბარამიძე; 20.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184751.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს; ავტორი – გივი ბარამიძე; 23.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185301.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 17.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184165.html

[6] Reuters; Cairo named riskiest megacity for women, worse since Arab spring; By Heba Kanso; October 16, 2017; available at: https://af.reuters.com/article/africaTech/idAFL8N1LM1H1

[7] The Guardian; Somalia bombing may have been revenge for botched US-led operation; By Jason Burke; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/somalia-bomber-was-ex-solider-whose-town-was-raided-by-us-forces

[8] The Guardian; Wave of Taliban suicide attacks on Afghan forces kills at least 74; By Associated Press in Kabul; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/attack-afghan-police-training-centre-gardez-taliban

[9] The New York Times; Twin Mosque Attacks Kill Scores in One of Afghanistan’s Deadliest Weeks; By Jawad Sukhanyar and Mujib Marshal; October 20, 2017; available at: https://www.nytimes.com/2017/10/20/world/asia/afghanistan-kabul-attack-mosque.html

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია – ალბანელების ამბოხება 2001 წელს – ოქტომბერი, 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2001 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ 2001 წლის თებერვალში ეთნიკურად ალბანელმა შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა დაიწყეს ძალადობრივი ამბოხი კოსოვოს საზღვართან. კოსოვარების და მაკედონიელი ალბანელების ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას“ ეძახდნენ, დაიწყო ბრძოლა უფრო მეტი უფლებებისთვის მაკედონიაში ეთნიკური ალბანელებისთვის, დაიკავა ტერიტორია და დაიწყო სამთავრობო ძალებზე იერიშები. ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევდა, რომ „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას“ სხვა ინტერესებიც ჰქონდა, მათ შორის კრიმინალის ხელშეწყობა და დაკავებული ტერიტორიის პოლიტიკური კონტროლი. ამბოხი ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში გავრცელდა. ივნისში მეამბოხეებმა დედაქალაქ სკოპიედან 5 კილომეტრით მოშორებული სოფლის არაკინოვოს ოკუპაცია მოახდინეს. მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალების შეტევა არაკინოვოს გასათავისუფლებად კრახით დასრულდა, მთავრობამ დახმარებისთვის ნატოს მიმართა და სთხოვა მათ მოლაპარაკებების წარმართვა და სოფლის ამბოხებულებისაგან გათავისუფლება.

5 ივლისს, საერთაშორისო თანამონაწილეობით, მთავრობა და ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და 13 აგვისტოს მმართველი ეთნიკურად მაკედონიელების პარტიის და ეთნიკურად ალბანელების პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და თანმდევ დანართებს, რაც გახდა მშვიდობიანი, უნიტარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს საფუძველი, გაუმჯობესებული სამოქალაქო უფლებებით ეთნიკური უმცირესობებისთვის. შეთანხმება ითხოვდა საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებს. 26 სექტემბერს, დემილიტარიზაციის შეთანხმების შესაბამისად, „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიის“ მებრძოლებმა დაასრულეს იარაღის ნებაყოფლობით გადაცემა ნატოსთვის და გამოაცხადეს საკუთარი დაშლის შესახებ. ჩარჩო შეთანხმების პარლამენტის მიერ რატიფიცირება სამ ეტაპად განხორციელდა. 16 ნოემბერს, საბოლოო კენჭისყრაზე, როგორც მოთხოვნილი იყო სამშვიდობო შეთანხმებით, მოქალაქეების უფლებების უკეთესად დაცვის მიზნით, პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა.[1]

„Amnesty International“ 2002 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება შეირყა, მას შემდეგ, რაც 2001 წლის პირველ ნახევარში მოხდა სამთავრობო ძალებსა და ეთნიკური ალბანელების შეიარაღებულ ჯგუფს შორის ბრძოლის ესკალაცია. ვრცელდებოდა ინფორმაციები ორივე მხარის მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობების შესახებ. პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენების ბრალდებები გახშირდა. 170 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. აგვისტოში დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ბრძოლა შენელდა.[2]

„Freedom House“ 2002 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ 2001 წელს მაკედონიელებსა და ალბანელებს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტი ღია საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. თებერვალში „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიამ“, რომელიც დაკომპლექტებული იყო 1999 წელს კოსოვოს ომში გამოცდილი მებრძოლებისგან, დაიწყო შეიარაღებული ამბოხი მაკედონიის მთავრობის წინააღმდეგ. კონფლიქტის პერიოდში ორივე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევებს, მათ შორის იძულებით გაძევებას, როგორც მეომრების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის აშკარა ხოცვას და ქონების განადგურებას. ადგილობრივი პოლიტიკოსების და საერთაშორისო ოფიციალური პირების ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა კონფლიქტის გავრცელების პრევენცია და ისეთი უკონტროლო სიტუაციის თავიდან აცილება, რასაც ადგილი ჰქონდა ბალკანეთის ომში ბოსნიასა და კოსოვოში.

ოჰრიდის (Ohrid) შეთანხმებით, რომლის რატიფიცირება მაკედონიის პარლამენტმა ნოემბერში მოახდინა, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მაკედონიის შესახებ – „მაკედონიელი ხალხის მიწა“ – წაიშალა; ასევე, ალბანური ენა გახდა ოფიციალური ენა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკურად ალბანელები მოსახლეობის 20%-ს შეადგენდნენ. დამატებითი საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, მეტ დეცენტრალიზაციას და თვითმმართველობების გაძლიერებას გულისხმობდა. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო პოლიციის შემადგენლობაში ალბანელების რაოდენობის არსებული 5%-დან 25%-მდე ზრდა 2003 წლისთვის, რაც დაახლოებით 1000 ალბანელი პოლიციის ოფიცრის დაქირავებით უნდა მომხდარიყო. ასევე, ერთერთი მოთხოვნა იყო ალბანელი მეამბოხეების ამინისტია.[3]

[1] United States Department of State, U.S. Department of State Country Report on Human Rights Practices 2001 – Macedonia, The Former Yugoslav Republic of , 4 March 2002, available at:

[accessed 23 October 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2002 – Macedonia , 28 May 2002, available at:

[accessed 23 October 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2002 – Macedonia, 18 December 2001, available at:

[accessed 23 October 2017]

ალჟირი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2017

ალჟირი წარმოადგენს მრავალპარტიულ რესპუბლიკას, რომლის მეთაურიც არის პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს ხალხი, 5 წლის ვადით. კონსტიტუციით, პრეზიდენტს, რომელიც მთავრობის მეთაურს წარმოადგენს, უფლება აქვს დანიშნოს და მოხსნას მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი.[1]

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ 3 პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვები შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ, სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობა და შეზღუდვები პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ეხება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, მათ შორის წამების ბრალდებებს, შეზღუდვას მოქალაქეების უფლებაზე, აირჩიონ თავიანთი მთავრობა, მთავრობის ნაკლებად გამჭვირვალობასთან ერთად ფართოდ გავრცელებულ კორუფციას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აივ ინფექციით დაავადებული და LGBTI პირების სოციალურ დისკრიმინაციას. ქალები ასევე განიცდიან ძალადობასა და დისკრიმინაციას; დაფიქსირდა ბავშვთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ფაქტი. გარდა ამისა, მთავრობამ შეინარჩუნა შეზღუდვები მომუშავეთა უფლებებზე.[2]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, არ ფიქსირდებოდა მთავრობისა და მისი აგენტების მხრიდან თვითნებური ან უკანონო მკვლელობების ფაქტები, ასევე არ ფიქსირდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული გაუჩინარების ფაქტებიც. მდგომარეობა ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ძირითადად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კანონმდებლობით აკრძალულია წამება, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა ადგილობრივი აქტივისტები ეჭვობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ, აღიარების მისაღებად, იყენებდნენ წამებასა და ძალადობრივ ქმედებებს. მთავრობამ უარყო აღნიშნული ბრალდებები. აღნიშნული ქმედებების ჩადენისთვის მთავრობის აგენტებს ემუქრებათ 10-დან 20-წლამდე პატიმრობა და 2016 წლის განმავლობაში, ამ მხრივ იყო ორი მსჯავრდებული. არ ფიქსირდებოდა სამოქალაქო ან უსაფრთხოების სამსახურის პირების მიმართ დევნის, წამებისა და ძალადობრივი ქმედების ჩადენის სხვა ფაქტები. 2016 წლის 12 მაისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ალჟირი დაადანაშაულა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის[3] დარღვევაში, გადაწყვეტილება დამყარებული იყო მთავრობის წარუმატებლობაზე, დაეცვა თავისი პოზიციები ფინანსური კონსულტანტის ჩანი მეჯოუბის (Chani Medjoub) საქმეში, რომელიც დაიჭირეს 2009 წელს კორუფციის გამო და რომელიც ამტკიცებდა, რომ დაზვერვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის წევრებმა იგი აწამეს.[4]

უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტები

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩებოდა წინასწარი პატიმრობა. უსაფრთხოების ძალები აკავებდნენ პირებს, რომლებიც ჩადიოდნენ სახელმწიფო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებებს, როგორიცაა მიტინგები, გაფიცვა, აჯანყება. დაკავებულები იტყობინებოდნენ, რომ ბრალდების წაყენების გარეშე, გათავისუფლებამდე ისინი დაკავებულები იყვნენ 4-დან 8-საათამდე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩებოდა დაუსჯელობა. კანონმდებლობა უზრუნველყოფს ძალადობისა და კორუფციის ფაქტების გამოძიების მექანიზმებს, თუმცა, მთავრობა ყოველთვის არ ასაჯაროებს ინფორმაციას  პოლიციის, სამხედროების ან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია თვითნებური დაკავება ან დაჭერა, ხელისუფლება, იმ პირების დასაჭერად და დასაკავებლად, ვინც აკრიტიკებს მთავრობას და მიიჩნევა საჯარო წესრიგის დამრღვევად, ზოგჯერ იყენებს ბუნდოვან დებულებებს, როგორიცაა: „შეუიარაღებელი შეკრებების წაქეზება“ და „სახელისუფლებო უწყების შეურაცხყოფა“. ანგარიშის მიხედვით, სერიოზულ პრობლემად რჩებოდა ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის ვადა. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ვარაუდობდნენ, რომ დაკავებულთა დიდ ნაწილს შეადგენენ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ამ მხრივ სპეციფიკური სტატისტიკა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 2016 წლის სექტემბრისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორებში დაკავებულების რაოდენობა, მთლიანად დაკავებულთა და პატიმართა რაოდენობიდან, შეადგენდა პროპორციულად 13.85%-ს, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელს იგივე პერიოდში შეადგენდა 15.02%-ს და პოლიციის პატიმრობაში იმყოფებოდა – 5.66%.[5]

პირად ცხოვრებაში უკანონო და თვითნებური ჩარევის ფაქტები

კონსტიტუციით დაცულია ადამიანთა პირადი ცხოვრება, მათ შორის კომუნიკაციის და კორესპონდენციის კონფიდენციალურობა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევდნენ მოქალაქეებისთვის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების მიხედვით, მოქალაქეებს აქტიურად სჯეროდათ, რომ მთავრობა ხშირად აწარმოებდა ელექტრონულ მეთვალყურეობას კონკრეტულ მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებზე და ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებზე. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები ორდერის გარეშე ჩხრეკდნენ სახლებს და მოულოდნელად მიდიოდნენ სახლებში.[6]

სამოქალაქო უფლებები

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სიტყვისა და პრესის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია საშუალებები აკრიტიკებენ მთავრობის წევრებსა და პოლიტიკას, თუმცა, მთავრობამ შეზღუდა ეს უფლებები. მთავრობის ქმედებები შეიცავდა ზოგიერთი კრიტიკის შეზღუდვას, ბუნდოვანი კანონების თვითნებურ აღსრულებას, არაფორმალურ ზეწოლას გამომცემლებზე, რედაქტორებზე, რეკლამის დამკვეთებსა და ჟურნალისტებზე და ქვეყანაში სარეკლამო ფინანსებსა და საბეჭდ შესაძლებლობებზე კონტროლს. ინდივიდებს შეზღუდული ჰქონდათ საჯაროდ მთავრობის კრიტიკის შესაძლებლობა. ხელისუფლება, ასეთი ქმედებისთვის, იჭერდა და აკავებდა მოქალაქეებს და მათ, საჯარო კრიტიკისას უწევდათ თვითკონტროლი. კანონმდებლობით იკრძალება და დასჯადია 1990-იან წლებში შიდა კონფლიქტის დროს უსაფრთხოების ძალების ქმედებების შესახებ მოხსენება/სიტყვით გამოსვლა, თუმცა, 2016 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა ამ ნიშნით დაკავების ან დევნის შემთხვევა. კანონმდებლობა ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას ბროშურებისთვის, ბიულეტენისთვის ან ფლაერებისთვის, რამაც “შეიძლება ზიანი მიაყენოს ეროვნულ ინტერესს”, ან ერთ წლამდე პატიმრობას იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ცილს დასწამებს ან შეურაცხყოფას მიაყენებს პრეზიდენტს, პარლამენტს, არმიას ან სახელმწიფო ინსტიტუტებს. მთავრობის წარმომადგენლები აკვირდებიან პოლიტიკურ მიტინგებს. ორგანიზაციებმა, რომელთაც სურთ რეგულარული პუბლიკაციების გამოქვეყნება, მთავრობისგან უნდა მიიღონ ავტორიზაცია, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ პუბლიკაციის დირექტორს გააჩნდეს ალჟირის მოქალაქეობა. ადგილობრივ გამოცემებს კანონმდებლობით ეკრძალებათ უცხოური წყაროებისგან პირდაპირი ან ირიბი მატერიალური დახმარების მიღება.[7]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ შეაფერხა ინტერნეტზე წვდომა და აკვირდებოდა კონკრეტულ ელექტრონულ ფოსტებსა და სოციალური მედიის გვერდებს. კანონი კიბერდანაშაულზე ადგენს ელექტრონული მონაცემების გამოყენების პროცედურებს და სერვისის პროვაიდერებს აკისრებს მთავრობასთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონით მთავრობას, სასამართლოდან წერილობითი ნებართვის საფუძველზე, შეუძლია ჩაატაროს ელექტრონული დაკვირვება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე შეტევის თავიდან ასაცილებლად.[8]

Amnesty International – ის მიხედვით, ალჟირის ხელისუფლება განაგრძობდა ჟურნალისტების, ბლოგერების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების დაკავებას, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ შეხედულებებს. მათ შორის იყო ბრიტანელ-ალჟირელი ჟურნალისტი მოჰამედ ტამალტი (Mohamed Tamalt), რომელიც პატიმრობაში გარდაიცვალა 2016 წლის დეკემბერში.[9]

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს შეკრებისა და გაერთიანების უფლებას, რამდენიმეჯერ მთავრობამ შეზღუდა ეს უფლებები. ძალაში რჩებოდა ალჟირში დემონსტრაციების აკრძალვა. ქვეყნის მასშტაბით მთავრობა, მოქალაქეებისა და ორგანიზატორებისგან, საჯარო მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვამდე ითხოვდა ნებართვის მიღებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან. მთავრობამ შეზღუდა პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის აქციების მოწყობის ლიცენზიების გაცემა ან აგვიანებდა მათ გაცემას, რითაც ხელს უშლიდა ღონისძიების ორგანიზებას.[10] Amnesty International – ის მიხედვით, ხელისუფლება რეგულარულად არ გასცემდა ავტორიზაციას საჯარო მიტინგებსა და შეკრებებზე.[11]

Human Rights Watch – ის 2017 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მთავრობამ გაზარდა სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტები ბლოგერების, ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო მუხლები, რომლითაც ისჯება „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“, „სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფა“ ან „ისლამის დაძრახვა“. მთავრობა ასევე ავიწროებს მშრომელ აქტივისტებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ და მოუწოდებენ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, იმ ბრალდებით, რომ ახორციელებენ „არასანქცირებულ შეკრებას.“[12]

პოლიტიკური უფლებები

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები, ლეგალურად მოქმედებების დაწყებამდე, უნდა დაამტკიცოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მთავრობა ინარჩუნებდა მედიაზე გავლენას და ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათ არ ჰქონდათ საჯარო ტელევიზიებსა და რადიოში წვდომა. უსაფრთხოების ძალები არბევდნენ ოპოზიციის პოლიტიკურ აქციებს და ერეოდნენ ორგანიზების უფლებაში. ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიამ, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა მიიღოს ამომრჩეველთა 4% ან საარჩევნო ოლქში უნდა შეაგროვოს 250 ხელმოწერა. ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს აღნიშნული კანონი და აღნიშნეს, რომ ამით უფრო გამკაცრდა მათთვის საკვალიფიკაციო ბარიერი, ასევე გააკრიტიკეს არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანოს შექმნა, რომლის წევრებსაც დანიშნავს პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აკონტროლებს კოალიცია. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა კრძალავს რელიგიაზე, ეთნიკურობაზე, გენდერზე, ენაზე ან რეგიონზე დაფუძნებულ პარტიებს, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც შეიქმნა ისლამზე დაფუძნებული რამდენიმე პარტია, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია მწვანეთა ალიანსის წევრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის აგვისტოში ფიქსირდებოდა 71 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია. არალეგალური იყო ისლამური ხსნის ფრონტის (Islamic Salvation Front) წევრობა, რომელიც ქვეყანაში აკრძალულია 1992 წლიდან. კანონმდებლობა ასევე კრძალავს პოლიტიკური პარტიის კავშირებს არაპოლიტიკურ გაერთიანებებთან და არეგულირებს პარტიის დაფინანსების მოთხოვნებს. კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მიიღონ უცხოური პარტიებისგან პირდაპირი ან ირიბი ფინანსური ან მატერიალური დახმარება.[13]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ოფიციალურად კორუფციისთვის, კანონმდებლობა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 10-წლამდე, თუმცა, მთავრობა ძირითადად ამას ეფექტურად არ ახორციელებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის ინდექსის მიხედვით, ალჟირში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.[14]

დისკრიმინაცია, სოციალური ძალადობა და ტრეფიკინგი

ალჟირში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფიქსირდებოდა გაუპატიურების ფაქტები, მათ შორის მეუღლეებს შორის. კანონმდებლობით გაუპატიურება დასჯადია, თუმცა, ეს არ ეხება მეუღლეებს შორის გაუპატიურების ფაქტებს. გაუპატიურება ისჯება 5-დან 10-წლამდე და ხელისუფლება ძირითადად იცავს ამ კანონს. სოციალური და ოჯახისგან მომავალი წნეხის გამო, ბევრი ქალი არ აფიქსირებს გაუპატიურებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს. ფართოდაა გავრცელებული ოჯახური ძალადობა. კანონმდებლობა მოითხოვს, რომ პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, წავიდეს ექსპერტიზაზე გამოკვლევისთვის, რათა აღირიცხოს დაზიანებები/ტრავმები და შემდგომ ექსპერტმა უნდა განსაზღვროს, რომ მსხვერპლს გააჩნია დაზიანებები, რომელიც მას ხდის უუნაროს 15 დღის განმავლობაში. კანონმდებლობა ასევე მოითხოვს, რომ ექსპერტმა დაზარალებულზე გასცეს „ქმედუუნარობის სერთიფიკატი“, რომლითაც დასტურდება დაზიანებები და რომელსაც დაზარალებული წარუდგენს ხელისუფლებას, როგორც საჩივრის საფუძველს. მთავრობამ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ჩაატარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია, რათა ქალებისთვის გაეცნოთ მათი უფლებები, წაეხალისებინათ ოჯახური ძალადობის დაფიქსირების ფაქტები და ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე სასაუბროდ ჩაერთოთ კაცები. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის დასაწყისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 14 366 შემთხვევა, საიდანაც 12 804 შემთხვევაში მოძალადე იყო მამაკაცი. მთავრობის განცხადებით, აქედან უმრავლესობა მსჯავრდებულია და ასევე მიიღეს ჯარიმები. ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფების მიერ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს დაახლოებით 100-დან 200-მდე ქალი იღუპება ოჯახური ძალადობის გამო.[15] ქალები დისკრიმინაციას განიცდიდნენ დასაქმების კუთხითაც, ქალთა ორგანიზაციების ლიდერები აცხადებდნენ, რომ ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალები ნაკლებად იღებდნენ მსგავს ანაზღაურებას.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა  მამაკაცს მრავალცოლიანობის ნებას რთავს. კანონმდებლობით პოლიგამია დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ცოლი თანახმაა და მოსამართლე ჩათვლის, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ქმნის დამატებითი ცოლის ყოლის საშუალებას. 2013 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი კვლევის საფუძველზე დაყრდნობით, პოლიგამიური ოჯახები ქვეყანაში ქმნიან დაახლოებით 3%-ს. [16]

არალეგალურია ბავშვთა მიმართ ძალადობა, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რაზეც მთავრობამ გაზარდა რესურსები და ყურადღება. 2016 წლის ივნისში მთავრობამ დანიშნა ეროვნული ომბუდსმენი, რომელიც პასუხისმგებელია დააკვირდეს და ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ანგარიში ბავშვთა უფლებებზე. ქორწინების მინიმუმი ასაკობრივი ზღვარი არის 19 წელი როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის, მაგრამ არასრულწლოვნებს შეუძლიათ დაქორწინება მშობლის თანხმობით, განურჩევლად სქესისა. კანონმდებლობა უკრძალავს მეურვეებს იძულებით ქორწინებას, თავიანთი მეურვეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების სურვილის გარეშე. რელიგიურ საქმეთა სამინისტრო, რელიგიური საქორწილო ცერემონიის ჩატარებამდე, ითხოვს წყვილებისგან მთავრობის მიერ გაცემულ საქორწინო მოწმობას.[17]

კანონმდებლობა კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაციას დასაქმების, განათლების მიღების, ჯანდაცვის მიღების, ან სხვა სახელმწიფო მომსახურებით უზრუნველყოფის კუთხით, თუმცა, მთავრობა ეფექტიანად არ ასრულებს ამ დებულებებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან ფართოდ გავრცელებულ სოციალურ დისკრიმინაციას, მათთვის მხოლოდ რამდენიმე სამთავრობო შენობა იყო ხელმისაწვდომი.[18]

კანონმდებლობით დასჯადია ერთსქესიანთა სექსუალური ურთიერთობები და ითვალისწინებს 6 თვიდან 3-წლამდე პატიმრობას და ჯარიმას 9$-დან 92$-მდე. LGBTI პირები განიცდიდნენ სოციალურ და რელიგიურ დისკრიმინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გახსნილად ცხოვრობს, უმრავლესობა მაინც ვერ ააშკარავებს თავიანთ თავს და ბევრ მათგანს ეშინია ოჯახის ან ხელისუფლების მხრიდან სასჯელის. LGBTI პირებს უარს ეუბნებიან დამსაქმებლები, ძირითადად კაცებს, რადგან ისინი სუსტ არსებებად აღიქმებიან.[19] მიუხედავად იმისა, რომ „ამორალური საქციელისთვის“ დაკავებული იყო რამდენიმე LGBTI პირი, ძალიან იშვიათია დევნა ერთსქესიანთა შორის სქესობრივი აქტის გამო. გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დასჯადია ერთსქესიანთა შორის სქესობრივი აქტი, ძირითად შემთხვევებში LGBTI პირები სახელმწიფოს მიერ არ იდევნებიან.[20]

ალჟირში ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ალჟირის მთავრობა სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა, მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევა ამისათვის. უკანასკნელი 5 წლის ანგარიშების მიხედვით, ალჟირი არის სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყანა და ძალიან გამონაკლის შემთხვევებში, საწყისი ქვეყანა ბავშვების სექსუალური ტრეფიკინგის და კაცების იძულებით შრომისთვის. დოკუმენტების არმქონე სუბ-საჰარელი მიგრანტები ალჟირში, ძირითადად მალიდან, ნიგერიდან, ბურკინა ფასოდან, კამერუნიდან, გვინეიდან, ლიბერიიდან და ნიგერიიდან არიან ყველაზე მეტად მოწყვლადები შრომისა და სექსუალური ტრეფიკინგის მიმართ, ძირითადად მათი არარეგულარული მიგრაციის სტატუსიდან, სიღარიბიდან და ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე. მარტოხელა ქალები და ის ქალები, რომლებიც მოგზაურობენ შვილებთან ერთად ასევე გადიან მოწყვლად კატეგორიაში.[21]

რელიგიური თავისუფლება

ალჟირში რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს რწმენისა და წირვა-ლოცვის თავისუფლებას. კონსტიტუციით სახელმწიფო რელიგია არის ისლამი და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის აკრძალულია ისლამთან შეუსაბამო ქცევები. კანონმდებლობა ყველა მოქალაქეს აძლევს თავისი რელიგიის პრაქტიკის უფლებას მანამ, სანამ ისინი პატივს სცემენ საჯარო წესრიგსა და რეგულაციებს. სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება ნებისმიერი რელიგიის შეურაცხყოფა. დანაშაულია ასევე არამუსლიმის მიერ მუსლიმის თავის რწმენაზე მოქცევა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პოლიციამ, არაავტორიზებული რელიგიური აქტივობებისთვის, როგორიცაა ლოცვა და ბეჭდვითი რელიგიური წიგნები, დააკავა აჰმადიის მიმდევარი მუსლიმები. ასევე, სასამართლომ ქრისტიანობაზე გადმოსულ პირს მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფისთვის. ასევე იყო ოჯახის წევრებისგან იმ მუსლიმების შევიწროების ფაქტები, რომლებიც გადავიდნენ ან ინტერესი გამოიჩინეს ქრისტიანობის მიმართ. სუნიტური ისლამის გარდა სხვა რელიგიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ისინი იღებდნენ მუქარებს. საოჯახო კოდექსი უკრძალავს მუსლიმ ქალს დაქორწინდეს არა-მუსლიმ მამაკაცზე მანამ, სანამ ის არ მიიღებს ისლამს. იგივე კოდექსი არ უკრძალავს მუსლიმ მამაკაცს ქრისტიან ან ებრაელ ქალზე დაქორწინებას. კანონის მიხედვით, პირს, რომელიც ისლამიდან გადავიდა სხვა რელიგიაზე, არ აქვს უფლება მიიღოს მემკვიდრეობა. კანონი უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისგან ან უცხოური  ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღებას. კონსტიტუციით იკრძალება რელიგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის შექმნა.[22]

Amnesty International – ის ცნობით, უკანასკნელი წლის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა და პრესამ გააჟღერა სიძულვილის შემცველი ან დისკრიმინაციული კომენტარები აჰმადიის წევრების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში  აჰმადიის დაახლოებით 280 წევრის მიმართ დაიწყო გამოძიების ან დევნის ფაქტები, მას შემდეგ, რაც აჰმადიის მიმდევრებმა წარუმატებლობა განიცადეს დარეგისტრირებისას და ახალი მეჩეთის ინაუგურაციის დროს.[23]

ტერორიზმი

გაერთიანებული სამეფოს 2017 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ალჟირში მოქმედებენ ისლამისტური ტერორისტული ჯგუფები, ისინი  შეზღუდული რაოდენობის არიან და გააჩნიათ მთავრობის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობები. ალჟირის ჩრდილოეთით მცხოვრები მოქალაქეები ძირითადად არ წარმოადგენენ სამიზნეს. სოფლებში რამდენიმე შეტევა განხორციელდა უსაფრთხოების ძალებზე, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. თუ გავითვალისწინებთ ზოგადად მოსახლეობის რაოდენობას ტერორისტული ჯგუფების შესაძლებლობების ფონზე და თავდასხმების შედარებით მცირე რაოდენობას, სტატისტიკურად ძალიან დაბალია რისკი, რომ მოქალაქე დაექვემდებარება ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან სერიოზულ ზიანს. მთავრობას აქვს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და სურვილი, რომ უზრუნველყოს ეფექტიანი დაცვა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, უმეტეს შემთხვევებში გონივრულ გამოსავალს წარმოადგენს შიდა გადაადგილება.[24]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[2] Ibid

[3]  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი: არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს, კერძოდ, არც ერთ პირზე, თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.“

[4] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[5]  Ibid

[6]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[7]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017

[8]  Ibid

[9]  Amnesty International, Algeria: Submission to the United Nations Human Rights Committee, List of Issues, 24 July 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[10]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[11]  Amnesty International, Algeria: Submission to the United Nations Human Rights Committee, List of Issues, 24 July 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[12]  Human Rights Watch, World Report 2017 – Algeria, 12 January 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[13] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[14]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[15]  Ibid

[16]  United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Algeria, 3 March 2017, available at:

[accessed 22 October 2017

[17] Ibid

[18] Ibid

[19] Ibid

[20]  United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Algeria: Sexual orientation and gender identity, September 2017, v 2.0, available at:

[accessed 22 October 2017]

[21]  United States Department of State, 2017 Trafficking in Persons Report – Algeria, 27 June 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[22]  United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Algeria, August 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[23]  Amnesty International, Algeria: Wave of arrests and prosecutions of hundreds of Ahmadis, 19 June 2017, available at:

[accessed 22 October 2017]

[24]  United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Algeria: Fear of Islamic terrorist groups, August 2017, v 1.0, available at:

[accessed 22 October 2017]

ავღანეთი – ჰერათის პროვინციაში არსებული ვითარება – ოქტომბერი, 2017

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ავღანეთის შესახებ 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ჰერათი ავღანეთის ერთერთი ყველაზე დიდი პროვინციაა და ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს. პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება ბადგჰისის (Badghis) პროვინცია და თურქმენეთი, ფარაჰის (Farah) პროვინცია – სამხრეთით, აღმოსავლეთით – გჰორის (Ghor) პროვინცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთით. ჰერათის პროვინცია შედგება 16 რაიონისგან: არდასკანი (Adraskan), ჩისტე შარიფი (Chiste Sharif), ფარსი (Farsi), გჰორიანი (Ghoryan), გულრანი (Gulran), გუზარა (Guzara), ჰერათი (Herat), ინჯილი (Injil), კარუხი (Karukh), კოჰსანი (Kohsan), კუშკი (Kushk), კუშკე კოჰნა (Kushke Kohna), ობე (Obe), პაშტუნ ზარგჰუნი (Pashtun Zarghun), შინდანდი (Shindand), ზინდა ჯანი (Zinda Jan). პროვინციის დედაქალაქია ჰერათი, რომლის მოსახლეობაა დაახლოებით 477,452; პროვინციის მოსახლეობაა დაახლოებით 1,890,202. ჰერათის პროვინციაში უმრავლესობა პაშტუნია. ქალაქ ჰერათში ტაჯიკური დომინირების ანკლავებია და მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი ჰაზარასა და აიმაქის უმცირესობები.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰერათის პროვინციის ყველაზე არასტაბილური რაიონია შინდანდი, რომელიც ქალაქ ჰერათიდან 130 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 800 ათასია. შინდანდი ავღანეთის უმსხვილესი რაიონია, მაგრამ დაფინანსებას სხვა რაიონების მსგავსად იღებს. შინდანდზე მთელი ჰერათის პროვინციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების მესამედი მოდის. უკანასკნელ წლებში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შეირყა პროვინციის სხვა რაიონებშიც. პროვინციაში მდებარეობს საბჭოთა კავშირის მიერ აშენებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო საჰაერო ბაზა, რომელიც შემდეგ განაახლა შეერთებულმა შტატებმა, ძირითადად განიხილება ერთერთ დასაყრდენად ირანთან კონფრონტაციის შემთხვევაში. ამჟამად ბაზაზე ავღანელ პილოტებს წვრთნიან. შინდანდი ისტორიულად წარმოადგენს ოპიუმის რაიონს. აქ ასევე მოქმედებს ორი მნიშვნელოვანი გზა: წრიული გზა, რომელიც აკავშირებს ჰერათს და ყანდაჰარს, საიდანაც მეორე გზა მიდის ფარაჰისკენ.

2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით პროვინციაში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 496 ინციდენტი.

კონკრეტული პირებისკენ მიმართული ძალადობა  95
შეიარაღებული კონფრონტაცია და საჰაერო იერიშები  197
აფეთქებები  41
უსაფრთხოების ორგანოები  144
კონფლიქტთან კავშირის არ მქონე ინციდენტები  15
სხვა სახის ინციდენტები  4
ჯამი  496

ინციდენტების რაოდენობა პროვინციების მიხედვით:

შინდანდი 154
ჰერათი 68
გუზარა 38
გულრანი 25
გჰორიანი 23
ობე 23
ადრასკანი 22
კუშკი 19
პაშტუნ ზარგჰუნი 19
ინჯილი 18
კუშკე კოჰნა 18
ჩისტე შარიფი 16
კოჰსანი 16
კარუხი 15
ზინდა ჯანი 12
ფარსი 9
ხაკე საფედი 1

ქალაქ ჰერათს თავს აფარებს ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი როგორც მეზობელი რაიონებიდან, ასევე მეზობელი პროვინციებიდან. გლუკის ინფორმაციით, ჰერათში ძირითადად ბადგჰისიდან, კუნდუზიდან, გჰორიდან და ფარიაბიდან გადმოდიან.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის მიერ ავღანეთის შესახებ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჰერათის პროვინციაში 107 ადამიანი დაიღუპა და 108 დაშავდა. აღიშნული მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით მეტია.[2]

ჰერათის პროვინციაში აღნიშნული მსხვერპლი ძირითადად გამოიწვია მეჩეთზე აგვისტოში განხორციელებულმა თავდასხმამ. გაეროს გენერალური მდივანი 2017 წლის 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი საანგარიშო პერიოდში, მათ შორისაა 1-ელ აგვისტოს შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა, რის შედეგადაც 90 ადამიანზე მეტი დაიღუპა; აღნიშნულმა ინციდენტმა ფართო უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ავღანურ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უმეტესობა დოკუმენტირებულ შემთხვევებში ზიანდებოდნენ შიიტები.[3]

გაეროს ახალი ამბების სამსახურის ინფორმაციით, 28 ქალი და ბავშვი შეეწირა და დამატებით 16 დაშავდა ავღანეთში 2017 წლის აგვისტოს ბოლოს განხორციელებული საჰაერო იერიშების დროს. გაეროს მხარდაჭერის მისიამ ავღანეთში მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ინციდენტები დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოიძიოს და მსხვერპლებზე შესაბამისი კომპენსაცია გასცეს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა ჰერათისა და ლოგარის პროვინციებში.[4]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ავღანეთის შესახებ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ გაეროს მონაცემების მიხედვით, ავღანეთში დაბრუნებულთა რაოდენობა ჯამში 85%-ით მეტია 2016 წელს, ვიდრე იყო 2015 წელს. დასავლეთის ქვეყნებიდან დაბრუნებულთა სამი ძირითადი დანიშნულების ადგილია ჰერათი, ქაბული და ბალხი (მაზარ ე-შარიფი). ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მაზარ ე-შარიფის მსგავსად, ჰერათში უფრო დაბალია ადამიანებს შორის მსხვერპლის რაოდენობა, ვიდრე დანარჩენ ავღანეთში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ურბანული გადაადგილების ტენდენციაზე და ხაზი გაუსვა პოზიტიურ პროგრესს ჰერათსა და მაზარ ე-შარიფში, სადაც პროექტებით დაცულია მიწის მფლობელობა თუ დასაქმების უფლებები, საცხოვრისის, საარსებო სერვისებისა და შემოსავლის წყაროების მიწოდება.[5]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ავღანეთის შესახებ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ჰერათი ავღანეთის მთავარი სავაჭრო ჰაბია და აქვს მჭიდრო კავშირები ირანთან და თურქმენეთთან. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, სავარაუდოა ვაჭრობის მკვეთრი ვარდნა, რაც ნეგატიურად აისახება დასაქმებასა და სერვისებზე ჰერათში. ჰერათში კარგადაა განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ძირითადად ხელნაკეთი ნივთების, ხალიჩებისა და აბრეშუმის სფეროში. პროვინციას ასევე აქვს წარმოება, მათ შორის ფეხსაცმელების ფაბრიკა, მობილური ტელეფონებისა და მაცივრების ქარხნები. 2001 წლიდან მოყოლებული ჰერათმა მოიზიდა უფრო მეტი კერძო ინვესტიცია, ვიდრე რომელიმე სხვა ავღანურმა ქალაქმა.

ჰერათის ეკონომიკა განიცდის უსაფრთხოებასთან და პოლიტიკურ გაურკვევლობასთან დაკავშირებული პრობლემების გავლენას. კერძო ინვესტიციების რაოდენობამ ქალაქ ჰერათში იკლო, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში, რასაც ქალაქში დაუმთავრებელი შენობების მოხშირება მოწმობს. ადგილი აქვს დისკრიმინაციას და ნეპოტიზმს ჰერათში ანაზღაურებად დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. პროპორციულობა ქალთა დასაქმების კუთხით, ჰერათში გაცილებით მაღალია, ვიდრე ავღანეთის სხვა ურბანულ საზოგადოებაში. ქალებს ხელი მიუწვდებათ დასაქმებაზე სამკერვალოებში, სოფლის მეურნეობის კოოპერატივებში, ქარგვისა და სილამაზის ცენტრებში. ვრცელდება ცნობები ქალთა შევიწროვებაზე სამსახურებში, განსაკუთრებით ქალაქ ჰერათში.

ქალაქ ჰერათში წერა-კითხვის ცოდნის საერთო მაჩვენებელი 62.8%-ია (70.1% მამაკაცებში და 55.4% ქალებში). ასევე, ჰერათს აქვს უმაღლესი მაჩვენებელი დაწყებითი (78%), საშუალო (42%) და მაღალი კლასის (28.8%) სასკოლო დასწრების მხრივ. ასევე, მაღალია დასწრების მაჩვენებელი უმაღლესი განათლების მიმართულებით (12.9%). ჰერათში იზრდება კერძო განათლების პრაქტიკა. 2015 წელს დაახლოებით 30 ათასი სტუდენტი შევიდა კერძო სკოლაში, სადაც წლიური გადასახადი 1500 ამერიკულ დოლარამდეა. კერძო სკოლები მიმზიდველია უკეთესი პირობებით და სწავლის უფრო მაღალი ხარისხით. 2015 წელს 30 ათასი სტუდენტი, მათ შორის 5 ათასი ქალი დადიოდა ჰერათის მადრასაში (ისლამური რელიგიური სკოლა). ჰერათში მოქმედებს ერთი სახელმწიფო და 7 კერძო უნივერსიტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტს ადანაშაულებდნენ კორუფციაში და პოლიტიკურ ჩარევაში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით.

მაზარ ე-შარიფსა და ჰერათში ფუნქციონირებს ჯანდაცვის ობიექტების ქსელი – კლინიკები, ჰოსპიტალები და მობილური კლინიკები. ქსელი ჯერ კიდევ ვითარდება. 2017 წლის იანვარში ჯანდაცვის სამინისტრომ ჰერათში 14 ახალი ჯანდაცვის ობიექტის მშენებლობა დაიწყო, მათ შორის  ხელოვნური კიდურების სახელოსნო და დამხმარე მოწყობილობები ჰერათის რეგიონული ჰოსპიტალისთვის, ჰერათის რეგიონული სისხლის ბანკი და სამშობიარო ჰოსპიტალი. ჰერათი სარგებლობს უფრო ადვილი ხელმისაწვდომობით ჯანდაცვის ობიექტებზე, ვიდრე სხვა ქალაქები.

ჰერათის პროვინცია ეთნიკურად ჰეტეროგენულია. ქალაქ ჰერათში პოლიციის პირადი შემადგენლობის რაოდენობის, მათ შორის ეთნიკური და გენდერული გადანაწილების შესახებ ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. ქალაქი 16 ადმინისტრაციულ ერთეულადაა დაყოფილი. ქალაქის თითოეულ ურბანულ რაიონს საკუთარი პოლიციის განყოფილება აქვს. ქალაქ ჰერათში პოლიციელების უფრო დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული ვიდრე პროვინციულ ნაწილში. ავღანური საინფორმაციო სააგენტო 2017 წლის თებერვალში წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყო უკმაყოფილო უსაფრთხოებისა და სასამართლო ინსტიტუციების სისუსტით ქალაქ ჰერათში, რაც მოტივირებული იყო 2016 წლის მარტიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდში მკვლელობების გახშირებით. უსაფრთხოება ქალაქსა და ქალაქის გარეთ მერყევია. დაუცველი მდგომარეობა ქალაქ ჰერათში თავისი ბუნებით კრიმინალურია და მოიცავს ისეთ ინციდენტებს, როგორიცაა გატაცებები, მკვლელობები და ძარცვა. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება აღნიშნავს, რომ ჰერათში ახლა ყველაზე მეტად გატაცების ან მათი შვილის გამოსასყიდის მიზნით გატაცების ეშინიათ. ასევე, მზარდი ტენდენცია იგრძნობოდა რელიგიური ლიდერებისა და პოლიტიკოსების მკვლელობის მხრივ.[6]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Afghanistan: Security Situation, November 2016, available at:

[accessed 20 October 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Afghanistan: Security and humanitarian situation, August 2017, v 4.0, available at:

[accessed 20 October 2017]

[3] UN Secretary-General (UNSG), The situation in Afghanistan and its implications for international peace and security , 15 September 2017, A/72/392–S/2017/783, available at:

[accessed 20 October 2017]

[4] UN News Service, Afghanistan: UN mission confirms at least 44 civilians killed, injured in latest airstrikes, 1 September 2017, available at:

[accessed 20 October 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Afghanistan: Security and humanitarian situation, August 2017, v 4.0, available at:

[accessed 20 October 2017

[6] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report Afghanistan: Key socio-economic indicators, state protection, and mobility in Kabul City, Mazar-e Sharif, and Herat City, August 2017, available at:

[accessed 20 October 2017]

კენია. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2017

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კენია წარმოადგენს მრავალპარტიული დემოკრატიის სახელმწიფოს, რომელიც ატარებს რეგულარულ არჩევნებს, თუმცა პოლიტიკური უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყანაში გავრცელებული კორუფცია, ნეპოტიზმი, სისასტიკე პოლიციის მხრიდან და დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური ლიდერები.[1]

2017 წლის 8 აგვისტოს კენიაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგად პრეზიდენტი უჰურუ კენიატა ხელახლა იქნა არჩეული, თუმცა, მისი კონკურენტი, ოპოზიციონერი ოდინგა ამტკიცებდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ამის შესახებ მან პეტიცია შეიტანა სასამართლოში, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა სასამართლოს მხრიდან. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 26 ოქტომბრისთვის.[2] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავარი ოპონენტი ოდინგა არჩევნებიდან გამოვიდა, რადგან მისი განცხადებით არაფერი არ შეცვლილა და ახალ არჩევნებშიც სავარაუდოდ იგივე შეცდომები იქნება დაშვებული. ამავდროულად პარლამენტმა შეიტანა საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ოპოზიციამ დაგმო.[3]

2017 წლის 8 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები კენიაში ჩატარდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით, მათ შორის პოლიციის მიერ მომიტინგეების უკანონო მკვლელობებითა და ცემის ფაქტებით, დასავლეთ კენიაში სახლებში მიმდინარე ოპერაციებით. Human Rights Watch -ის აგვისტოს მონაცემებით, სულ ცოტა 12 ადამიანი იქნა მოკლული და  დაშავდა 100 ადამიანი.[4] Amnesty International –ის მონაცემებით, ძალადობის შედეგად, მხოლოდ ნაირობიში, მოკლული იქნა 33 ადამიანი, მათი უმრავლესობა გარდაიცვალა პოლიციის ქმედებების შედეგად. პოლიციის მიერ, როგორც ჩანს გასროლის ან ცემის შედეგად, მოკლულ იქნა 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დანარჩენები დაიხოცნენ ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის აეროზოლის ახლო მანძილზე გახსნის შედეგად ან გაქცევისას ბრბომ გათელა ისინი, ტრავმული შოკისგან გარდაიცვალა 2 ადამიანი. ბრბოს მიერ ჩაიქოლა 2 ადამიანი. ეროვნულ დონეზე დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაუტოლდეს 67 ადამიანს. პოლიციის ძალადობის შედეგად ასობით ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის ტრავმა.[5]

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მათ შორის უკანონო მკვლელობები, იძულებითი გაუჩინარებისა და დაუსჯელობის ფაქტები. აღნიშნულ ანგარიშში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებში სახელდება ციხეებში მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში პირობები, თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები, ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის ვადები, მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპის ხელყოფა, შეზღუდვები შეკრებისა და პრესის თავისუფლებაზე, არაეფექტიანი სასამართლო, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია, მათ შორის ქალებისთვის სასქესო ორგანოს დამახინჯების/მოჭრის ფაქტები, იძულებითი ქორწინება ადრეულ ასაკში, ბავშვთა პროსტიტუცია, ტრეფიკინგი და ა.შ.[6]

პოლიტიკური უფლებები

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კენიის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ჩამოაყალიბონ პარტიები, რომელიც დაფუძნებული იქნება იდეოლოგიურ, რელიგიურ და ეთნიკურ ინტერესებზე, თუმცა,  კენიაში პარტიები ძირითადად არიან სუსტები და ხშირად, არჩევნებში გამარჯვების მიზნით,  კოალიციებში ერთიანდებიან. პოლიტიკური პარტიების შესახებ აქტიდან გამომდინარე, პარტიას, რომელიც არჩევნებში მიიღებს ამომრჩეველთა სულ ცოტა 5%-ს, უფლება აქვს მიიღოს საჯარო დაფინანსება.[7] აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით კენიაში არ ფიქსირდება ინფორმაცია პოლიტ-პატიმრებისა და დაკავებულების შესახებ.[8]

სამოქალაქო თავისუფლებები

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის კონსტიტუციამ გააძლიერა სიტყვისა და პრესის თავისუფლება და კენიაში არის ფართო, დამოუკიდებელი და აქტიური მედია სექტორი. 2016 წელს მედიამ გააშუქა კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც ეხებოდა მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ამის მიუხედავად, რამდენიმე კანონი ზღუდავს პრესის თავისუფლებას და მთავრობა და უსაფრთხოების ძალები ავიწროებენ ჟურნალისტებს, ზოგ შემთხვევაში მიჰყავთ ისინი თვითცენზურამდე/თვითკონტროლამდე.[9]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური თავისუფლება კენიაში ტრადიციულად ძლიერია, მას სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხე ეთნიკური პოლიტიკისა და პოლიტიკური ძალადობის მხრიდან. სტუდენტური კავშირის არჩევნებმა გამოიწვია თაღლითობის ბრალდებები და ძალადობრივი საპროტესტო აქციები. 2016 წლის აპრილში ნაირობის უნივერსიტეტში სტუდენტურ არჩევნებზე გამოწვეული აქციების ჩასახშობად პოლიციამ გამოიყენა ძალისმიერი მეთოდები. დამატებით, იზრდება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეთნიკური ფაქტორები გავლენას ახდენს უნივერსიტეტში მიღებაზე, რის შედეგადაც, ზოგიერთ უნივერსიტეტში პერსონალის მხრივ არსებობს მნიშვნელოვანი ეთნიკური დისბალანსი.[10]

კონსტიტუციით დაცულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება. კანონმდებლობით, საჯარო აქციების ორგანიზატორებს მოეთხოვებათ წინასწარ ადგილობრივი პოლიციის გაფრთხილება და პრაქტიკაში პოლიცია, უსაფრთხოებასა და სხვა საფუძვლებზე დაყრდნობით, რეგულარულად კრძალავს ასეთ შეკრებებს ან ძალისმიერი მეთოდებით არბევს ისეთ შეკრებებს, რომელიც არ აუკრძალავთ ოფიციალურად. სხვა ეპიზოდებთან ერთად, 2016 წელს პოლიციამ, მაისსა და ივნისში ძალისმიერი მეთოდებით დაარბია საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ საარჩევნო რეფორმას. Freedom House -ს ცნობით, სულ ცოტა ხუთი დემონსტრანტი იქნა მოკლული.[11]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კენიას გააჩნია  არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური სექტორი, თუმცა, უკანასკნელ წლებში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ხვდებიან გარკვეულ წინაღობებს, მათ შორის მთავრობის მხრიდან ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის გაუქმების მცდელობას, სავარაუდო ფინანსური დარღვევების საფუძველზე.[12]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, კორუფციისა და დანაშაულებრივი ქმედებების გამო, პოლიციის საქმიანობა საფუძვლიანად არის ძირგამოთხრილი. 2016 წლის მაისის სამთავრობო სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს დაფიქსირებული დანაშაულების მესამედში ფიგურირებდნენ პოლიციის ოფიცრები. Daily Nation – ის მიხედვით, 2016 წლის პირველ 8 თვის განმავლობაში სულ ცოტა 122 სამოქალაქო პირი მოკლა პოლიციამ, რაც 2015 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 7% -ით არის გაზრდილი.[13] ამ მხრივ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატის ვილი კიმანისა (Willie Kimani) და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯოზეფატ მვენდას (Josephat Mwenda) მკვლელობა, რომლებიც პოლიციის ოფიცრებმა სავარაუდოდ გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს. აღნიშნულ პირებს სასამართლოში საჩივარი ჰქონდათ შეტანილი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელმაც უკანონოდ ესროლა ჯოზეფატ მვენდასა და მის მძღოლს – ჯოზეფ მუირურის (Joseph Muiruri). მათი დაკარგვიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ამ სამი ადამიანის ცხედარი მდინარეში იპოვეს. წლის ბოლოსთვის, აღნიშნული დანაშაულისთვის პოლიციის 5 ოფიცერი წარსდგა სასამართლოს წინაშე. აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში გამოუძიებელი დარჩა რამდენიმე გახმაურებული დანაშაული, მათ შორის მაისში, ცნობილი ბიზნესმენისა და ოპოზიციის მხარდამჭერის, ჯეიკობ ჯუმას მკვლელობის საქმე. ოპოზიციონერი ლიდერის რაილა ოდინგას მტკიცებით, აღნიშნულ დანაშაულზე პასუხისმგებელია პოლიცია.[14]

კენიაში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა განახორციელეს ეჭვმიტანილების, მათ შორის ტერორისტების თვითნებური და უკანონო მკვლელობები. აღნიშნულ ანგარიშში ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციის Independent Medico Legal Unit 2016 წლის 7 სექტემბრის ანგარიში, რომლის მიხედვითაც იანვარიდან აგვისტოს ჩათვლით დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ადამიანების მკვლელობის 114 შემთხვევა , მათ შორის 101 ადამიანი სავარაუდოდ მოკლული იქნა უკანონოდ და 13 ადამიანი – გაურკვეველ ვითარებაში.[15]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია დაკითხვისას იყენებდა წამებისა და ძალადობის მეთოდებს იმისათვის, რათა დაესაჯა როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები, ასევე მსჯავრდებულები. Human Rights Watch -ის მონაცემებით დაკავებულების წამების 6 შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ გარისას, ვაჯირის და მანდერას სამხედრო ბანაკებსა და ბაზებში. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ძირითად პრობლემად რჩება კორუფცია პოლიციაში. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, პოლიციელები, ქრთამის აღების მიზნით, ხშირად აჩერებდნენ და აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ აკავებდნენ შეთითხნილი ბრალდებებით და ზოგჯერ სცემდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გადახდა არ შეეძლო.[16]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ერთსქესიანთა სქესობრივი აქტივობა და ითვალისწინებს მაქსიმალურ სასჯელს – 14 წლიან პატიმრობას. LGBT საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას, შევიწროებასა და თავდასხმებს. 2016 წლის ივნისში, მომბასაში უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, ერთსქესიანთა სქესობრივ აქტივობებზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაამტკიცა იძულებითი ანალური, აივ ინფექციისა და B ჰეპატიტის გამოკვლევები. ასეთ პრაქტიკას სხვა ექსპერტებთან ერთად, გმობს გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში.[17] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცალკე გამოიყოფა და ისჯება მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი და  დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 21 წლიან პატიმრობას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფართოდაა გავრცელებული ძალადობა და დისკრიმინაცია LGBT საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ.[18]

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გარანტირებულია გადაადგილების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული უფლებები, პრაქტიკაში ეს ყველაფერი შეფერხებულია უსაფრთხოების მიზეზებიდან და ეთნიკური დაძაბულობიდან გამომდინარე, რაც მოსახლეობას აიძულებს თავი აარიდოს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებს. ბიზნეს საქმიანობას კენიაში კვლავ ხელს უშლის ორგანიზებული დანაშაული. ბიზნეს სექტორზე ასევე აისახება პოლიტიკური კორუფცია და ეთნიკური ფავორიტიზმი, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ქონების მხრივ არსებულ დისბალანსს და წვდომას ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, მათ შორის სამსახურებზე საჯარო სექტორში.[19]

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს კანონმდებლობით დასჯადი გახდა რიგი დარღვევები, როგორიცაა იძულებით ქორწინება, გაუპატიურება მეუღლის მიერ და ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯება, Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კვლავ პრობლემად რჩება და იშვიათად ისჯება გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა.[20] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფართოდ არის გავრცელებული ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა, პოლიციის ოფიცრები ძირითადად თავს იკავებენ ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოძიებისგან, რადგან ისინი ამას მიიჩნევენ ოჯახის პირადულ საკითხად.[21]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაცულია სიტყვისა და პრესის თავისუფლება, თუმცა, მთავრობამ ზოგიერთ შემთხვევებში შეზღუდა ეს უფლებები. 2016 წლის 8 სექტემბერს კენიელმა ჟურნალისტებმა, რამდენიმე ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად.[22]

რელიგიური თავისუფლება

კენიაში რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციითა და სხვა კანონებით იკრძალება რელიგიური დისკრიმინაცია და დაცულია რელიგიური თავისუფლება, მათ შორის ნებისმიერი რელიგიისა თუ რწმენის პრაქტიკა ლოცვის, სწავლების რელიგიური საკითხების განხილვისა და დებატების გზით. კონკრეტული ტიპის საქმეების განსასჯელად, რომელიც დაფუძნებულია ისლამურ სამართალზე, კონსტიტუციით დაშვებულია სპეციალური ყადის სასამართლოები. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, იყო რელიგიურად მოტივირებული მუქარების შემთხვევები, მაგალითად მუსლიმი საზოგადოებიდან მომდინარე მუქარა იმ პირებისთვის, ვინც კონვერტირდა ისლამიდან ქრისტიანობაზე.[23]

Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთავრობა ძირითადად იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიის თავისუფლებას, თუმცა, კონტრტერორისტულმა ოპერაციებმა მუსლიმები დატოვეს დაუცველები სახელმწიფოს მხრიდან მომავალი ძალადობისა და დაშინების წინაშე.[24]

ტერორიზმი

კენიაში ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კონტრტერორიზმის საკითხებში აღმოსავლეთ აფრიკაში კენია არის აშშ-ის მტკიცე პარტნიორი. კენიისთვის საფრთხეს წარმოადგენს სომალური წარმოშობის ტერორისტული ჯგუფი – ალ-შაბააბი, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო ოპერაციებში კენიის თავდაცვის ძალები ჩართული არიან 2011 წლიდან, რომლებიც წარმოადგენენ სომალიში აფრიკის კავშირის მისიის ნაწილს (AMISOM). ასევე სულ ცოტა ერთ ტერაქტზე, რომელიც ნაირობიში განხორციელდა, პასუხისმგებლობა აიღო დაეშმა (ISIS). [25]

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, გრძელდებოდა კონტრტერორისტულ ოპერაციებში კენიის პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის უკანონო მკვლელობები, გაუჩინარებისა და წამების ფაქტები.[26]

მიუხედავად მთავრობის მხრიდან კონტრტერორისტული მცდელობებისა, ალ-შაბააბი კვლავ განაგრძობს თავდასხმებს კენიის ტერიტორიაზე, ძირითადად სომალის საზღვართან ახლოს. Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით თავდასხმების რაოდენობამ იკლო, გარკვეული ინციდენტები მაინც განხორციელდა 2016 წელს, ივლისში მანდერაში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ორ ავტობუსზე, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ოქტომბერში, ისევ მანდერაში საოჯახო ტიპის სასტუმროზე განხორციელდა თავდასხმა, რომლის შედეგადაც მოკლეს 12 ადამიანი.[27]

2016 წლის ივლისში Human Rights Watch -მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, სულ ფიქსირდება 34 საქმე, რომელიც ეხება ადამიანის გაუჩინარებას და 11 საქმე – მკვლელობას, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდა ქალაქ ნაირობსა და კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციების შედეგად, უსაფრთხოების ძალების მიერ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით არ იძიებენ აღნიშნულ საქმეებს. ანგარიშში გამოვლენილია ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალი ფაქტი, რომელიც განხორციელდა კენიის თავდაცვის ძალების მიერ სომალის მოსაზღვრე ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქებში: მანდერაში, გარისაში და ვაჯირში.[28]

ალ-შაბააბის მოქმედებები

სომალური წარმოშობის ტერორისტულ ჯგუფს ალ-შაბააბს განხორციელებული აქვს თავდასხმები მანდერაში, ვაჯირში, გარისაში და ლამუში და განაცხადა, რომ მის სამიზნეს წარმოადგენს არა-მუსლიმი ხალხი, თავიანთი რწმენის გამო. მაგალითად: 2016 წლის 6 ოქტომბერს, მანდერაში, საცხოვრებელ კომპლექსში 6 არა-მუსლიმი პირის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო ალ-შაბააბმა.  კენიაში რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, წინა წლებთან შედარებით ალ-შაბააბის მხრიდან ნაკლები თავდასხმები ფიქსირდებოდა სამოქალაქო პირებზე და ამ მხრივ უფრო ნაკლები მსხვერპლი იყო. ალ-შაბააბმა აიღო პასუხისმგებლობა 2016 წლის 25 ოქტომბერს მანდერაში სასტუმროზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი მოკვდა და 31 იანვარს ქალაქ ლამუში მსგავსი ტიპის თავდასხმაზე, რომელსაც ემსხვერპლა 4 ადამიანის სიცოცხლე.[29]  გავრცელებული ინფორმაციით, სომალური წარმოშობის ადამიანები, ძირითადად მუსლიმები ავიწროებდნენ და ემუქრებოდნენ არა-მუსლიმებს. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო იმ არეულობასთან და შიშთან, რომელიც, ალ-შაბააბის სხვა ტერორისტულ თავდასხმებთან ერთად, მოყვა 2015 წელს გარისას საუნივერსიტეტო კოლეჯზე თავდასხმას, სადაც ალ-შაბააბის ტერორისტებმა მოკლეს 147 ადამიანი, მათგან ძირითადი სამიზნე იყვნენ ქრისტიანი სტუდენტები.[30]

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბის ტერორისტებმა, სომალის საზღვართან ახლოს, ცალკეულ საზოგადოებებზე განახორციელეს თავდასხმები და პარტიზანული სახის რეიდები, სამიზნეს წარმოადგენდნენ როგორც უსაფრთხოების ძალები, ასევე სამოქალაქო პირები.[31]

ალ-შაბააბი განაგრძობდა თავდასხმებს კენია-სომალის საზღვარსა და კენიის სანაპიროზე. 2016 წელს ალ-შაბააბის თავდასხმების ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალები და სამთავრობო ინსტიტუტები. თუმცა, ოქტომბერში, მანდერაში ტერორისტებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს  ქრისტიან პერსონალზე.[32]

2017 წლის 8 ივლისს, სოფელ ჯიმასა და ლამუში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კენიაში, დაახლოებით 15-მა პიროვნებამ, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ ალ-შაბააბის მებრძოლები, თავი მოკვეთა 9 სამოქალაქო პირს. 2017 წლის 5 ივლისს ლამუში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად შეტაკება მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და ალ-შაბააბის მებრძოლებს შორის.[33] ლამუში, გარისაში და ტანას ტერიტორიაზე ალ-შაბააბის თავდასხმების აღსაკვეთად, კენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრედ მატიანგიმ 2017 წლის ივლისში გამოაცხადა 90 დღიანი კომენდანტის საათი.[34]

გაუჩინარების ფაქტები გარისაში

2016 წლის ივლისში Human Rights Watch -მა გამოაქვეყნა ნაირობსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში ადამიანების გაუჩინარების 34 ფაქტი, მათგან 16 იყო გარისაში, 8 – მანდერაში, 6 – ვაჯირში და 4 – ნაირობიში. ასევე გაუჩინარების სხვა ფაქტები, რომლებიც მიანიშნებენ კენიის ველური ბუნების სააგენტოს რეინჯერებზე გარისაში, ძირითადად დანიერეში, დამაჯალიში, დადააბსა და მბალამბალაში.[35]

Human Rights Watch -ის მიხედვით, გაუჩინარებული ადამიანების ნათესავები და რეიდის მოწმეები იმედგაცრუებულნი არიან დაკარგული ადამიანების სამძებრო მცდელობებითა და კენიის პოლიციით. ნათესავებმა და მოწმეებმა განაცხადეს, რომ  ინციდენტის შესახებ მათ რამდენჯერმე განაცხადეს გარისას პოლიციის განყოფილებაში, თუმცა, რამდენიმე ადამიანის განცხადებით, პოლიციამ არ გამოიძია ან მხარი არ დაუჭირა ოჯახების მცდელობებს, რათა ეპოვათ თავიანთი ნათესავები.[36]

ეთნიკურად სომალელი ხალხი

კენიაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კენიაში არის 42 ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან არც-ერთი არ ფლობს უმრავლესობას. 2009 წლის აღწერის მიხედვით, კენიაში არის 2.3 მილიონი ეთნიკურად სომალელი.[37] არსებობდა ხშირი კონფლიქტი სომალელებს, ტურკანებს, გაბრას, ბორანას, სამბურუს, რენდილესა და პოკოტის ეთნიკურ ჯგუფებს შორის. პერიოდულად ეს კონფლიქტები მსხვერპლით მთავრდებოდა.[38]

გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2017 წლის 8 ივნისის მოხსენებაში აღნიშნულია სახელმწიფოს მხრიდან მცდელობები მოქალაქეობის არმქონე პირების დასარეგისტრირებლად, თუმცა, კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფს, მათ შორის ნუბიელებს, სომალური წარმოშობის პირებსა და საზღვართან ახლოს მცხოვრებ ჯგუფებს ექმნებათ დაბრკოლებები და უწევთ ხანგრძლივი შემოწმების პროცედურები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასაღებად.[39]

ამავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ალ-შაბააბის წინააღმდეგ კონტრტერორისტულმა აქტივობებმა, მათ შორის კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების ეთნიკურმა პროფილირებამ გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის ათობით უკანონო მკვლელობები და გაუჩინარების ფაქტები.[40]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომისიის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის მხრიდან მცდელობებს, რომ პასუხი გაეცათ ალ-შაბააბისთვის, მოჰყვა სომალელი მოქალაქეებისა და სხვა მუსლიმების ფართო მასშტაბიანი და კოლექტიური დასჯა. 2014 წელს კენიის მთავრობამ ალ-შაბააბის მებრძოლების, ასევე მათი მხარდამჭერების გამოვლენისა და დაკავებისთვის განახორციელა ოპერაცია „Usalama Watch“. ოპერაცია დაიწყო ნაირობიში, ძირითადად სომალურ სამეზობლოში და შემდგომ გაფართოვდა ჩრდილო-აღმოსავლეთით ეთნიკურად სომალელებსა და მუსლიმ უმრავლესობაზე სანაპირო რეგიონებში. ამავე ანგარიშში ნახსენებია, რომ კომისიის წევრებმა 2016 წელს კენიაში ვიზიტისას ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალების სამიზნეს წარმოადგენს მთელი რიგი ეთნიკური და რელიგიური საზოგადოებები და ისინი ჩადიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორისაა თვითნებური დაპატიმრებები, გამოძალვა, უკანონო დაკავება, წამება, მკვლელობა და გაუჩინარება. კენიის მთავრობა უარყოფს ასეთ ქმედებებს. ადამიანის უფლებებზე კენიის ეროვნულმა კომისიამ  (KNCHR) 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დააფიქსირა 4 000 დაპატიმრების ფაქტი, ძირითადად ეთნიკურად სომალელების, რომელთაგან ბევრის მიმართ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, შემდგომში ასობით ადამიანი განთავისუფლდა და მოეხსნა ბრალდებები მტკიცებულების არარსებობის გამო.[41] Freedom House -ის 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კონტრტერორისტული ქმედებები ხშირად გამოირჩევა უხეში და დისკრიმინაციული ტაქტიკით, რომლის სამიზნეც არიან მუსლიმი და ეთნიკურად სომალელი საზოგადოებები.[42]

Human Rights Watch -ის მოხსენების მიხედვით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაუჩინარდა 34 ადამიანი, რომლებიც ბოლოს დაპატიმრებულები იყვნენ უსაფრთხოების ძალების მიერ და აღმოჩენილია იმ ადამიანების 11 ცხედარი, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ პატიმრობაში. მსხვერპლთა უმრავლესობა ეთნიკურად სომალელი იყო.[43]

კენიაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, სადაც ძირითადად ეთიოპელები და სომალელები სახლობენ, ისინი არიან კლანებისა და რესურსების გამო ძალადობის მსხვერპლები. აღნიშნულ ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ ნუბიელები, ეთნიკურად სომალელებთან  და სანაპიროზე მცხოვრებ მუსლიმებთან ერთად განიცდიან დისკრიმინაციულ სარეგისტრაციო პოლიტიკას, რომელიც მათ  აქცევს მოქალაქეობის არმქონე პირებად. ეთნიკურად სომალელები და მუსლიმები სანაპიროდან და ეთნიკურად ნუბიელები ნაირობში განიცდიან დისკრიმინაციულ მოპყრობას სარეგისტრაციო ბარათების გაცემასთან დაკავშირებით, ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ზოგჯერ მათ სთხოვს, რომ წარადგინონ დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მათი მშობლები იყვნენ მოქალაქეები.[44]

ამავე წყაროზე დაყრდნობით, 15-დან 49 წლამდე სომალელი გოგონებისა და ქალების დაახლოებით 98%-ს ჩატარებული აქვს ქალთა სქესობრივი ორგანოების დამახინჯება/მოჭრა. ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, მთავრობის წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების პროგრამებში.[45]

 

[1] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[2] Elections 2017 available at: https://www.standardmedia.co.ke/elections2017/results/3/2017-26-10 [accessed 11 October 2017]

[3] Dickens OleweBBC News, What next in Kenya election crisis? 11 October, 2017, available at: http://www.bbc.com/news/world-africa-41580661?intlink_from_url=http://www.bbc.com/news/topics/c4b75bba-56ca-4db4-80c8-7ef25a77ec64/kenya-general-election-2017&link_location=live-reporting-story [accessed 13 October 2017]

[4] Human Rights Watch, Kenya: Post-Election Killings, Abuse, 27 August 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[5] Amnesty International, “Kill Those Criminals” – Security Forces Violations in Kenya’s August 2017 Elections, October 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[6] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[7] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[8] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 18 October 2017]

[9] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[10] Ibid

[11] Ibid

[12] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[13] Ibid

[14] Ibid

[15] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[16] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[17] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[18] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[19] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[20] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[21] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

 [accessed 17 October 2017]

[22] Ibid

[23] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Kenya, 15 August 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[24] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[25] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Kenya, 19 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[26] Ibid

[27] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[28] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[29] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Kenya, 15 August 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[30] Ibid

[31] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[32] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 3: Other countries/regions monitored – Kenya, 26 April 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[33] BAMF – Federal Office for Migration and Refugees (Germany): Briefing Notes vom 10.07.2017, 10 July 2017 available at:

[accessed 17 October 2017]

[34] Kenya: 90-day curfew imposed in three counties after al Shabaab attacks. Available at: http://www.africanews.com/2017/07/10/kenya-90-day-curfew-imposed-in-three-counties-after-al-shabaab-attacks/ [accessed 17 October 2017]

[35] Human Rights Watch, Deaths and Disappearances: Abuses in Counterterrorism Operations in Nairobi and in Northeastern Kenya, 19 July 2016, available at:

[accessed 17 October 2017]

[36] Human Rights Watch, Deaths and Disappearances: Abuses in Counterterrorism Operations in Nairobi and in Northeastern Kenya, 19 July 2016, available at:

[accessed 17 October 2017]

[37] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at

[accessed 17 October 2017]

[38] Ibid

[39] UN Committee on the Elimination of Racial Discrimination (CERD), Concluding observations on the fifth to seventh periodic reports of Kenya, 8 June 2017, CERD/C/KEN/CO/5-7, available at:

[accessed 17 October 2017]

[40] Ibid

[41] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 3: Other countries/regions monitored – Kenya, 26 April 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[42] Freedom House, Freedom in the World 2017 – Kenya, 12 July 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[43] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Kenya, 15 August 2017, available at:

[accessed 16 October 2017]

[44] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Kenya, 3 March 2017, available at:

[accessed 17 October 2017]

[45] Ibid

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 8-15 ოქტომბერი, 2017

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავღანეთში მისიის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს – ორგანიზაციამ თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მისიაზე გახშირებული თავდასხმების გამო გადაწყვიტა. მიმდინარე წელს ავღანეთში განხორციელებული თავდასხმების შედეგად „წითელი ჯვრის“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვრჩება, გარდა ავღანეთში ჩვენი მისიის მნიშვნელოვნად შემცირებისა“, – განაცხადა ავღანეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.[1]

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვან მეუღლესთან ინტიმური კავშირი გაუპატიურების ბრალდებას გაუთანაბრა – არასრუწლოვან ცოლს საჩივრის დაწერა ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. მანამდე, არსებული ზღვარი კი, რომელიც 15 წლით განისაზღვრებოდა, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ქვეყანაში, სადაც ქორწინებაში 23 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა იმყოფება, სასამართლო დადგენილება მოწინააღმდეგე ჯგუფებს არამიზნობრივად მიაჩნიათ. ინდოეთი ერთ-ერთია სამხრეთ აზიისა და აფრიკის მრავალრიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც მცირეწლოვანთა ქორწინება ნორმად ითვლება და რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული.[2]

ალიბებმა კანადელი ტყვეები გაათავისუფლეს – ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ კანადელი ცოლ-ქმარი ჯოშუა ბოილი და კეტლინ კოლმანი ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ გაათავისუფლა. წყვილი ტერორისტებმა 2012 წელს პაკისტანში დაატყვევეს. 34 წლის ჯოშუა ბოილს და 31 წლის კეტლინ კოლმანს ტყვეობაში სამი შვილი შეეძინათ. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კანადისა და პაკისტანის მთავრობებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. კანადის სპეცსამსახურმა პაკისტანის დაზვერვას კანადის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ თალიბებთან შუამავლობა სთხოვა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები. დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ისლამაბადს არაერთხელ მოუწოდა, კანადის მოქალაქეების გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაეშურათ. კანადის მთავრობამ დაადასტურა, რომ წყვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობიდან გათავისუფლებულია.[3]

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ ტერაქტს 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა – დანაღმული სატვირთო ავტომობილი ხალხით სავსე ქუჩაზე შევარდა და სასტუმრო „საფარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. თავდაპირველად 20 დაღუპულისა და 15 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა; გარდა ამისა, მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.[4]

სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადინში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია – სირიელმა ჯარისკაცებმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლება მარატ ელ-ფაუკანი აიღეს. შესაბამისად, სამხედროებმა ელ-მაიადინში გამაგრებული ტერორისტები ალყაში მოაქციეს. ელ-მაიადინი, პროვინცია დეი-ელ-ზორის ცენტრალური ნაწილიდან 45 კილომეტრშია განლაგებული და ტერორისტული დაჯგუფების წევრებისთვის მნიშნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს. აღნიშნული ქალაქი ერაყის საზღვრის სიახლოვეს არის განლაგებული. პარალელურად, თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ქალაქ იდლიბში შევიდნენ. 7 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სირიელ მეამბოხეებთან ერთად იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციას დაიწყებს.[5]

რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა – „წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება, თუმცა ეს ბრძოლა იქნება მთავარი დარტყმა ისლამურ სახელმწიფოზე. რაქას აღება დაწყებულია, 100 ჯიჰადისტი საკუთარი ნებით ჩაგვბარდა“, – განაცხადა საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა. სირიის დემოკრატიული ძალები და ხალხის დამცველთა ერთობა (Yekîneyên Parastina Gel) ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებულ დედაქალაქში უკვე შევიდნენ. ისინი ქურთ მებრძოლებთან ერთად ქალაქის შემოგარენში არიან გამაგრებულები. სირიელი ქურთების მიერ ფორმირებული, – ქურთისტანის უმაღლესი კომიტეტის სამხედრო ფრთა ხალხის დამცველთა ერთობა აცხადეს, რომ ახლო მომავალში რაქას აღება და თვითგამოცხადებული ისლამური სახელწმიფოს დამარცხება, გარდაუვალია.[6]

ტერორი

[1] Reuters; International Red Cross to “drastically” cut Afghan operations after attacks; Josh Smith; October 9, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-icrc/international-red-cross-to-drastically-cut-afghan-operations-after-attacks-idUSKBN1CE0AG?il=0

[2] The Guardian; Sex with underage wife is rape, Indian supreme court rules; Michael Safi; October 11, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/11/sex-with-underage-wife-is-indian-supreme-court-rules

[3] CNN; Freed Taliban hostage family arrives home in Canada; Adeel Raja; October 14, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/10/13/asia/taliban-family-freed-london-canada/index.html

[4] The Guardian; Mogadishu truck bomb: 500 casualties in Somalia’s worst terrorist attack; Jason Burke; October 16, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/15/truck-bomb-mogadishu-kills-people-somalia

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; სირიის არმიამ ქალაქ ელ-მაიადანში გამაგრებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ალყაში მოაქცია; ლევან ახალაია; 8.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/182697.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; აშშ – რაქაში 100-მდე ჯიჰადისტი საერთაშორისო კოალიციას ჩაბარდა; ქეთი თუთბერიძე; 14.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183752.html