ერაყი. მუხაბარათის მოხელეთა მდგომარეობა. ნოემბერი, 2017

ავსტრალიის Refugee Review Tribunal-ის მიერ 2011 წლის მაისში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისა და 2005 წლის არჩევნებში შიიტების პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდის შემდეგ, სისტემური თავდასხმები, ძირითადად შიიტური სამხედროების მხრიდან, ხდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ან ასოცირდებოდნენ ერაყის ყოფილ მთავრობასთან, ბაასის პარტიის წევრობის გამო ან თავიანთი ფუნქციებიდან ან პროფესიიდან გამომდინარე. თუმცა, ამავე წყაროში მოყვანილია გაერთიანებული სამეფოს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბაასის პარტიისა და ყოფილი რეჟიმის წევრები აღარ ექვემდებარებიან სისტემატურ თავდასხმებს, ინდივიდუალურ შემთხვევებში ისინი შესაძლოა კვლავ გახდნენ იმ პირების შურისძიების მსხვერპლები, ვინც ადრე დაზარალდა მათი მხრიდან.[1]

მუხაბარათის ყოფილმა წევრებმა ან ჩამოაყალიბეს თავიანთი დაჯგუფებები, ან შეუერთდნენ არსებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს, ანდა გახდნენ ამბოხებული ძალების მოკავშირეები. ყველა შემთხვევაში, აღნიშნულ ჯგუფებს მათ გააცნეს გამოცდილება ფარულ ოპერაციებში, დაზვერვის მონაცემების შეგროვებასა და მძევლების აყვანასა და დაკითხვაში.[2]

სუნიტური დაჯგუფება: „Jaysh Rijjal al Tariqah al Naqshbandiyya“ -ს შემადგენლობაში შედიან ბაასის პარტიის გადარჩენილი წევრები, მუხაბარათის წევრები და სპეციალური რესპუბლიკური გვარდიის (Special Republican Guard) წევრები.[3]

სხვადასხვა წყაროს ცნობით, მუხაბარათის ბევრი წევრი გადავიდა სხვადასხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებში, მათგან ბევრი – დაეშის (ISIS) შემადგენლობაშია. მაგალითად, ერაყის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ბაქრი (Bakr) იყო დაეშის სამხედრო მეთაური და შეძლო სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის მქონე მებრძოლების რეკრუტირება 2013 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც იგი იყო ალეპოში. მან შეძლო 2 650 უცხოელი მებრძოლის რეკრუტირება.[4]

ერაყის შესახებ არსებულ უახლეს ანგარიშებში არ იძებნება ინფორმაცია მუხაბარათის თანამშრომელთა მდგომარეობის შესახებ.

[1] Australia: Refugee Review Tribunal, Iraq: 1. Is there information to suggest that those who are imputed to be former Ba’ath Party members or associated with Saddam Hussein’s regime are targeted by any non-state actors such as extremist groups or foreign intelligence agencies operating in Iraq? 2. Are those who are imputed to be former Ba’ath Party members targeted by Iraqi authorities? 3. If not, can those imputed to be former Ba’ath Party members obtain state protection? 4. Are there any areas in Iraq where a former Ba’ath Party member may be able to relocate to without fear of attack? 5. Is there information to suggest that artists or musicians, well-known or otherwise, are targeted by non-state actors such as extremist groups? 6. Is this any different for secular musicians?, 6 May 2011, IRQ38656, available at:

[accessed 15 November 2017]

[2] Australia: Refugee Review Tribunal, Iraq: 1. Please provide an update of the general security situation within Iraq, and particularly in Baghdad, and the effectiveness of the Interim Government. 2. What is the current strength of former supporters of Saddam/Ba’athists? 3. Who are their main targets? 4. What is the current strength of Islamic extremists such as the al-Sadr militants? 5. Who are their main targets? 6. How effective are the security forces in providing protection to potential targets? 7. Is there any evidence that returning refugees are being targeted because they are seen as supporters of the Coalition occupation or for other reasons eg wealth? 8. Are there any reports of insurgents – Baathist, Sunni or Shia – targeting Iraqis who have returned from the West because they are deemed “collaborators”? 9. By what means are Iraqi returnees transported from neighbouring countries to Baghdad? 10. Have there been any reports of employees of transport companies providing information about their passengers to insurgents or any other non-State organisation within Iraq?, 18 March 2005, IRQ17229, available at:

[accessed 15 November 2017]

[3] ACAPS – Assessment Capacities Project: Humanitarian Implications of Violence in Northern and Central Iraq, 18 June 2014 (published by ReliefWeb) available at:

[accessed 15 November 2017]

[4] FES – Friedrich Ebert Stiftung: The Secret of Attraction; ISIS Propaganda and Recruitment , May 2016, available at: 

 [accessed 15 November 2017]

პაკისტანი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება BAJAUR AGENCY რეგიონში. ნოემბერი,2017

ბაჯური წარმოადგენს შვიდიდან ერთ-ერთ შემადგენელ ორგანოს პაკისტანში ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობის (FATA) ტერიტორიულ ერთეულში. იგი მდებარეობს FATA-ს ჩრდილოეთით და წარმოადგენს FATA-ში ყველაზე პატარა ორგანოს. იმის გამო, რომ საზღვრის ძირითადი ნაწილი აქვს ავღანეთთან, იგი განსაკუთრებით დაუცველია საზღვრისპირა თავდასხმების მიმართ.[1]

FATA-ს კვლევითმა ცენტრმა (FRC) 2016 წელს ბაჯურში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია შეაფასა როგორც საკმაოდ მოშლილი. ბაჯურში 2016 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 9 ინციდენტი, ხოლო 2016 წლის ბოლო კვარტალში მცირედით შემცირდა ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტები. FATA-ს კვლევითი ცენტრის მონაცემებით 2016 წელს დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 29 ინციდენტი, რის შედეგადაც მოკლულ იქნა 17 ადამიანი და დაშავდა-22.[2]

პაკისტანის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (PIPS) მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბაჯურში დაფიქსირდა 15 ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა 9 ადამიანი და დაშავდა-14. ბაჯურში ბოევიკების დომინანტურ ტენდენციებში შედიოდა თავდასხმები თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით  და მოქალაქეებზე ჩასაფრებები. FATA-ს კვლევითი ცენტრის მონაცემებით 2017 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა 15 ტერორისტული თავდასხმა. ამავე პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებმა ჩაატარეს ბოევიკების წინააღმდეგ მიმართული 12 სამძებრო ოპერაცია. 13 ადამიანი იქნა მოკლული და 19-დაშავებული, საიდანაც მოკლულთა შორის 9 და დაშავებულთა შორის 13 ადამიანი იყო სამოქალაქო პირი. 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ბაჯურში ძალადობრივი ინციდენტები გაიზარდა 250%-ით.[3] 2017 წლის 11 აგვისტოს ბაჯურში, ჩარ მანგის დასახლებაში, ძლიერმა აფეთქებამ იმსხვერპლა სულ ცოტა 3 ადამიანი და დაშავდა 20-ზე მეტი. სექტემბერში გზის პირას ბომბის აფეთქებას შეეწირა მთავრობის ადმინისტრატორი და ტომის პოლიციის 6 ოფიცერი.[4]

ACCORD-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაჯურში თავს ესხმოდნენ სამოქალაქო მოსახლეობას. 2015 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებზე განხორციელდა 14 ტერორისტული თავდასხმა, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია 65%-ით. ყველაზე მეტჯერ სასწავლო დაწესებულებებზე თავდასხმა განხორციელდა FATA-ში, კერძოდ ბაჯურში, მოჰმანდში, ორაკზაიში, კურამსა და ხიბერში. 2014 წელს ბაჯურში ბოევიკები შევიდნენ სკოლის შენობაში, რამდენიმე ადგილას დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და დაანგრიეს აღნიშნული შენობა.[5]

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მარტში, ბაჯურში განხორციელდა თავდასხმა პოლიომიელიტის ვაქცინაციის ჯგუფზე. სროლის შედეგად, მოკლეს პოლიომიელიტის წინააღმდეგ მომუშავე ერთი მუშაკი, ხოლო მეორე დაიჭრა.[6]

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი (FCO) უკრძალავს პირებს FATA-ში მოგზაურობას.[7]

[8]

პაკისტანში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები ძირითადად მოქმედებენ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების გარეშე, იძიებენ და აქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებში. ძალიან ცოტა არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა წვდომა ხაიბერ-პახტუნხვას (KP) და ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობის (FATA) ტერიტორიებზე, ასევე ბელუჯისტანის კონკრეტულ ტერიტორიებზე. მთავრობა სულ უფრო მეტად ზღუდავდა ადამიანის უფლებებზე მომუშავე იმ ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მთავრობის მხრიდან შევიწროება, იძულებით გადაადგილებული პირები, კონფლიქტის ზონები და დაცვა. ასეთი ორგანიზაციები წააწყდნენ მგზავრობასთან, ვიზასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ რეგულაციებს, რამაც შეაფერხა მათი გეგმისა და სახსრების მოძიების შესაძლებლობა. ორგანიზაციების უცხოელი წევრები, მათ შორის დარეგისტრირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კვლავ ფერხდებოდნენ ვიზის გაცემისას. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკებისთვის პრობლემას წარმოადგენდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები. გარკვეული დაბრკოლებები ხვდებოდათ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალთა უფლებების დაცვას.[9]

პაკისტანის შესახებ Freedom House-ს მიერ 2017 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელ წლებში, ფედერალურ და პროვინციულ დონეზე მოქმედმა მთავრობამ, მკაცრი მარეგულირებელი წესების გატარებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირების უნარი.[10]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Pakistan Security Situation, August 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

[2] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Pakistan Security Situation, August 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

[3] Ibid

[4] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Roadside Bomb kills Government Administrator In Northwestern Pakistan, 17 September 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/346622/478032_en.html [accessed 10 November 2017]

[5] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Pakistan: COI Compilation , 31 August 2016, available at:

[accessed 10 November 2017]

[6] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2015 – Foreign Terrorist Organizations: Tehrik-e Taliban Pakistan, 2 June 2016, available at:

[accessed 10 November 2017]

[7] GOV.UK: Pakistan.” Pakistan travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/pakistan [accessed 10 November 2017]

[8] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Pakistan, 2. Quartal 2017: Kurzübersicht über Vorfälle aus dem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED), 19 September 2017 available at:

[accessed 10 November 2017]

[9] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Pakistan, 3 March 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

[10] Freedom House, Freedom in the World 2017 – Pakistan, 19 May 2017, available at:

[accessed 10 November 2017]

ლიბანი. სახელმწიფო დაცვა და ჰეზბოლაში იძულებითი გაწევრიანება. ნოემბერი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1997 წლის 8 ოქტომბრიდან, ჰეზბოლა ითვლება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. იგი დაარსდა 1982 წელს, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. ჰეზბოლა წარმოადგენს რადიკალურ შიიტურ ჯგუფს, რომელიც იდეოლოგიურ ინსპირაციას იღებს ირანის რევოლუციიდან და აიათოლა ჰომეინის სწავლებებიდან. იგი დამკვიდრებულია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, ბექაას ხეობაში და სამხრეთ ლიბანში. ირანიდან მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, ჰეზბოლა კვლავ რჩება ლიბანში ყველაზე ქმედუნარიან ტერორისტულ დაჯგუფებად. იგი იყო ძლიერი პოლიტიკური აქტორი და მხარდაჭერა ქონდა ლიბანის შიიტური მოსახლეობისგან, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა ზოგიერთი ქრისტიანი მოკავშირისგან.[1]

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გრძელდებოდა ბრძოლები ჰეზბოლასა და შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, თუმცა, წლის განმავლობაში შემცირდა ძალადობის ფაქტები, რადგან საერთაშორისო მხარდაჭერით ლიბანმა გაამკაცრა თავისი უსაფრთხოება.[2]

ჰეზბოლას შეიარაღებული ფორმირებები ხშირად არიან წარმოდგენილნი უფრო ეფექტურ ძალებად, ვიდრე ლიბანის შეიარაღებული ძალები (LAF).[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიბანში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის განმავლობაში, დაეშის (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში ლიბანი იყო აშშ-ის ერთგული პარტნიორი და მისი სახმელეთო ძალები წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ანტიტერორისტულ ძალებს. 2016 წელს ლიბანის წინაშე იდგა შიდა და გარე ტერორისტული საფრთხეები და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, აქედან გამომდინარე, აშშ-ის ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ ლიბანის თავდაცვით და სამართალდამცავ უსაფრთხოების ორგანოებთან. მიუხედავად ცენტრალური მთავრობის სრული ფუნქციონირების ნაკლებობისა, ლიბანის სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ შორის ლიბანის შეიარაღებული ძალები, შიდა უსაფრთხოების ძალები (ISF), გენერალური უსაფრთხოების დირექტორატი (DGS), სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი (DGSS) და ცენტრალური ბანკი კვლავ აგრძელებდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და წარმატებული შედეგი აჩვენეს ტერორისტული ქსელების განადგურებასა და ტერორისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.[4] აშშ მჭიდროდ თანამშრომლობდა ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან და შიდა უსაფრთხოების ძალებთან, რათა  ანტიტერორისტული ტრენინგების, სამხედრო აღჭურვილობისა და შეიარაღების მეშვეობით, გამკლავებოდა ტერორისტულ საფრთხეებს ლიბანსა და მის საზღვრებთან ახლოს.[5] ლიბანმა გააძლიერა თავისი ქმედებები ფულის გათეთრებისა და ტერორისტების, მათ შორის ჰეზბოლას, დამფინანსებელი აქტივობების აღმოსაფხვრელად.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიბანში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ლიბანის შესაძლებლობას, რომ თავის ტერიტორიაზე ჰქონოდა სრული სუვერენიტეტი და უფლებამოსილება, აფერხებდა სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ჰეზბოლას მებრძოლებისა და სხვა ჯგუფების ყოფნა.[7] ლიბანში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად გაეროსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლობისა, ჰეზბოლა ინარჩუნებდა მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში და მთავრობას არ ჰქონდა პროგრესი შეიარაღებული დაჯგუფებების, მათ შორის ჰეზბოლას განიარაღებისა და დაშლის საკითხებში. როგორც წესი, სამთავრობო ძალები ვერ აღასრულებდნენ კანონმდებლობას ძირითადად ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ ნაწილებში.[8] ლიბანის მმართველ კოალიციაში მისი წევრებისა და სოციალური მომსახურების ქსელების უმრავლესობის მართვის საშუალებით ჰეზბოლა ძლიერაა ჩართული ლიბანის პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში.[9]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიბანში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთავრობაში ჰეზბოლასა და მისი მოკავშირეების არსებობის გამო შეუძლებელი იყო მთავრობის მხრიდან ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების შემოღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ჰეზბოლას ოპერაციებს. სხვა ანტიტერორისტულ ქმედებებში, რომელიც არ ეხებოდა ჰეზბოლას, სახელმწიფო სააგენტოები იყვნენ ფუნქციურები.[10]

აღნიშნული წყაროს მიხედვით, ლიბანი კვლავ რჩებოდა გარკვეული ტერორისტული დაჯგუფებების უსაფრთხო თავშესაფრად. ლიბანის მთავრობა არ მიმართავდა მნიშვნელოვან ქმედებებს ჰეზბოლას განიარაღებისთვის და ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, სირიიდან ან სირიაში, ან ერაყში ჰეზბოლას წევრების მიმოსვლის შეზღუდვისთვის. ლიბანის მთავრობა სრულად არ აკონტროლებს ქვეყანაში ყველა რეგიონსა და საზღვრებს სირიასა და ისრაელთან. ჰეზბოლას წვდომა აქვს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებზე და გავლენა აქვს გარკვეულ ელემენტებზე ლიბანის უსაფრთხოების სამსახურში, რაც მას დაუსჯელად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.[11]

[12]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი კრძალავს მოგზაურობას ლიბანის შემდეგ ტერიტორიებზე: პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში, ჰერმელის ტერიტორიაზე, მათ შორის არსალსა და რას ბაალბეკში, ბექაას ხეობაში სირიის საზღვართან ელ ჰერმელის ავტობანზე ბაალბეკის აღმოსავლეთით და ძირითადი გზის აღმოსავლეთით, რომელიც რეიაკზე გადის მასნაას, რაჩაიას, ჰასბაიას,  მარჟაიოუნისა და ელ ხაიმის გავლით საზღვარზე. გამონაკლისია ქალაქი ბაალბეკი და გზა ბაალბეკიდან ზაჰლემდე.

აკრძალულია ასევე აკკარის რაიონში მოგზაურობა, ააბდეჰის ჩრდილოეთით.

აკკარის აღმოსავლეთით ყველა სხვა არეალში, სირიის საზღვრიდან 8კმ-ის ფარგლებში, აკკარის რაიონში მდებარე ქალაქ აკკარსა და ალ აატიქაში, ტრიპოლის სამხრეთით ტრაბლოუსში (Trablous), ბეირუთის სამხრეთ ნაწილებში.

მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მოგზაურობა აკკარის ყველა სხვა დასახლებაში, მათ შორის ტრიპოლში, ჰალბასა და ქოუბაიატში(Qoubaiyat), საიდაში, აინ ელ ჰილვეჰის პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდან 500მ-ის რადიუსში, ბაალბეკში და ბაალბეკიდან ზაჰლეში მიმავალ გზაზე, ბაალბეკის დასავლეთით ბექაას ხეობაში, ელ ჰერმელის ავტობანზე და ბეირუთი-დამასკოს ავტობანის ჩრდილოეთით, გარდა ქალაქებისა ზაჰლე და ჩტაურა და აღნიშნული ტერიტორიებიდან ბეირუთში მიმავალი მთავარი გზების ტერიტორიისა. ასევე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მდინარე ლიტანის სამხრეთით ყოფნა, გარდა ნაქოურა-ტაირე-საიდას ავტობანისა და მის დასავლეთით მდებარე ყველა არეალის.[13]

აღნიშნული წყაროს მიხედვით, ლიბანში შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს სიტუაცია უსაფრთხოების მხრივ და არსებობს ძალადობის აღმოცენების პოტენციალიც.[14]

რეკრუტირება

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიხედვით, ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ჰეზბოლა აღარ ახორციელებს თავისი წევრების იძულებით რეკრუტირებას. მიუხედავად სირიის კონფლიქტის შედეგად დაკარგული ცოცხალი ძალისა, 2013 წლის შემდეგ ჰეზბოლა არ იყო ჩართული იძულებით რეკრუტირებაში. ორგანიზაციის რეკრუტირების სტრატეგიაში არ შედის ინდივიდების იძულებით რეკრუტირება ჰეზბოლაში გასაწევრიანებლად. წყაროების მიხედვით, ჰეზბოლა, ლიბანის შიიტური თემიდან წევრების მოსაზიდად იყენებს  „სატყუარის“ სისტემას. ჰეზბოლა იყენებს მობილიზაციის კამპანიებს, სადაც მოხსენებები მიმართულია ლიბანის შიიტური მოსახლეობისკენ, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებისკენ. მოხსენებების დროს, ჰეზბოლა ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რომელსაც ის უზრუნველყოფს თავისი წევრებისთვის, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტის საფასურისთვის ფინანსური დახმარებას, სესხებს მცირე ბიზნეს მეწარმეებისთვის და მთავრობაში სამუშაო ადგილებს. ლიბანის უნივერსიტეტებში ჰეზბოლას გააჩნია საკუთარი სტუდენტური კავშირები, რომლებიც რეგულარულად ავრცელებენ აღნიშნულ სატყუარებს. ადგილობრივ პირობებში, ჰეზბოლას შეუძლია შესთავაზოს მისაღები ხელფასები. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია სხვა წყაროს ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, არსებობს „ანეკდოტური მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ სირიის კონფლიქტში უფრო მეტად ჩართულობის შემდეგ ჰეზბოლამ დაიწყო იძულებითი რეკრუტირება. იგივე წყარო აღნიშნავს, რომ ბევრი შიიტი ლიბანელი თავს მიიჩნევს ლიბანელად და არა სირიელად, შესაბამისად მათ არ უნდათ ჰეზბოლას რიგებში გაწევრიანება ასადისთვის საბრძოლველად. იძულებით რეკრუტირებას ძირითადად ადგილი აქვს სოფლებში, სადაც ჰეზბოლას აქვს ძლიერი გავლენა, როგორიცაა მაგალითად სამხრეთი ლიბანი და ბექაას ხეობა. აღნიშნული წყაროს მიხედვით, ასევე საუბრები მიმდინარეობს იმ პირების გაუჩინარების ფაქტებზე, რომლებმაც უარი განაცხადეს ჰეზბოლას რიგებში გაწევრიანებაზე, თუმცა, ამავე წყაროზე დაყრდნობით არ ყოფილა დაფიქსირებული არცერთი ფაქტი, როდესაც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ პირები დაექვემდებარნენ შევიწროებას.[15]

გაეროს მიხედვით, ალ-ნუსრას ფრონტისა და ჰეზბოლას მიერ განხორციელდა ბავშვების  შეიარაღებულ ჯგუფებში რეკრუტირება.[16]

[1] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Foreign Terrorist Organizations: Hizballah, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[2] International Committee of the Red Cross (ICRC), Annual Report 2016 – Lebanon, 23 May 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[3] United States Congressional Research Service, Lebanon, 20 September 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[4] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Lebanon, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[5] Ibid

[6] Ibid

[7] UN Security Council, Report of the Secretary-General on the implementation of Security Council resolution 1701 (2006), 8 March 2017, S/2017/201, available at:

[accessed 8 November 2017]

[8] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Lebanon, 3 March 2017, available at:

[accessed 8 November 2017

[9] United States Congressional Research Service, Lebanon, 20 September 2017, available at:

[accessed 9 November 2017]

[10] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Lebanon, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[11] United States Department of State, Country Reports on Terrorism 2016 – Terrorist Safe Havens: Lebanon, 19 July 2017, available at:

[accessed 8 November 2017]

[12] GOV.UK, Lebanon. Lebanon travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/lebanon. [accessed 8 November 2017]

[13] GOV.UK, Lebanon. Lebanon travel advice, available at: www.gov.uk/foreign-travel-advice/lebanon. [accessed 8 November 2017]

[14] Ibid

[15] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Lebanon: Recruitment practices of Hezbollah, including forced recruitment, such as Shi’ite youth; consequences for those that refuse to join; availability of state protection; regions controlled by Hezbollah, including ability to locate a person wanted by the group who returns to Lebanon; presence of Hezbollah spies or informers in areas outside the organization’s control; whether Lebanese Shi’ite students returning from international study are considered spies upon returning to the country (2013- October 2015), 29 October 2015, LBN105332.E, available at:

[accessed 9 November 2017]

[16] United States Department of Labor, 2015 Findings on the Worst Forms of Child Labor – Lebanon, 30 September 2016, available at:

[accessed 9 November 2017]

ირანი. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. ნოემბერი, 2017

ირანში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მიერ 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ირანში 18-დან 40-წლამდე მამაკაცებისთვის სავალდებულოა სამხედრო სამსახური, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 24 თვეს, გაწვევა შესაძლოა დაიწყოს 16 წლის ასაკიდან. არსებობს სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდული შესაძლებლობები, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის ხელახლა გახდა შესაძლებელი სამხედრო სამსახურის თანხით „გამოსყიდვა“.[1]

კანადის ლტოლვილთა და საემიგრაციო საბჭოს მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან შემდეგი პირები:

  • ოჯახში ერთადერთი ბიჭი. ირანის ადამიანის უფლებათა სადოკუმენტაციო ცენტრის (IHRDC) მიხედვით, ეს გამონაკლისი ეხებათ მხოლოდ იმ მამაკაცებს, რომლებიც ოჯახში არიან მამრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენლები და რომელთა მამების ასაკი აღემატება 65 წელს. (IHRDC 7 Nov. 2014) გაერთიანებული სამეფოს მიერ 2013 გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოჯახში მამრობითი სქესის წარმომადგენელი ერთადერთი ბავშვი უნდა აღემატებოდეს 18 წელს, ხოლო მამამისი- 60 წელს; (UK 26 Sept. 2013, 56);
  • მშობლის, არასრულწლოვნის, შეუძლოდ მყოფი დედმამიშვილის ან ბაბუა-ბებიის ერთადერთი მზრუნველი/მომვლელი (IHRDC 7 Nov. 2014) ან Al-Monitor-ის მიხედვით, ერთადერთი შვილი, რომელიც უვლის მშობლებს; (19 Dec. 2013)
  • ვისაც გააჩნია განსაკუთრებული სასწავლო მიღწევები/წარმატებები; (IHRDC 7 Nov. 2014)
  • რადიო თავისუფლების მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან ასევე ბასიჯები (Basij) (RFE/RL 19 June 2009), ხოლო Middle East Journal-ის მიხედვით, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 5 ან მეტი წელია აქტიურები არიან დაჯგუფებაში; (30 June 2013)
  • Al-Monitor-ის მიხედვით, ისინი, ვინც მუშაობენ მთავრობისთვის ან სამხედრო კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში შესაძლოა ასევე განთავისუფლდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან; (19 Dec. 2013).[2]

მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირი განთავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, მასზე გაიცემა სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების ბარათი, რომელშიც დაფიქსირებულია განთავისუფლების მიზეზები.[3]

აღნიშნული ბარათი მოიცავს ძირითად ბიოგრაფიულ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი და დაბადების თარიღი. ზოგიერთი მიუთითებს იმ მიზეზებზე, რის გამოც განთავისუფლდა ბარათის მფლობელი სამხედრო სამსახურიდან. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც პირი შესაძლოა განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან, მათ შორის თანხით გამოსყიდვის შემთხვევაში, სამედიცინო მიზეზების არსებობისას, თუ ოჯახში ის ერთადერთი ვაჟია, რომელსაც ჰყავს ხანდაზმული მშობლები ან ძმა, რომელიც იმ მომენტისთვის მსახურობს სამხედრო სამსახურში. სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ჩამონათვალით. ბარათი, რომელზეც ახსნილია განთავისუფლების მიზეზები, შესაძლოა არ გაიცეს იმ მამაკაცებზე, რომლებიც 1990 წლამდე განთავისუფლდნენ სამხედრო სამსახურიდან.[4]

ირანში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლდნენ სექსუალური ორიენტაციის გამო, გაიცემა განთავისუფლების სპეციალური ბარათი, რომელზეც მითითებულია განთავისუფლების მიზეზი. ირანული კანონმდებლობით, 18 წელს გადაჭარბებული მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი ვალდებულია მსახურობდეს სამხედრო სამსახურში, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენენ გეი და ტრანსგენდერი მამაკაცები, რომლებიც კლასიფიცირებულნი არიან ფსიქიკური დარღვევის მქონე პირებად. ახალ სამხედრო საიდენტიფიკაციო ბარათებში ასახული იქნება, კანონის მიხედვით, რომელი ქვეპუნქტის მიხედვით იქნა განთავისუფლებული აღნიშნული პირი სამხედრო სამსახურიდან. ადგილობრივი LGBTI აქტივისტთა ჯგუფ 6Rang-ის მიხედვით, აღნიშნული ბარათები პიროვნებას განსაზღვრავს როგორც გეის ან ტრანსგენდერს და აყენებს მათ ფიზიკური საფრთხისა და ზოგადი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ.[5]

გაერთიანებული სამეფოს მიერ 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ირანში, კანონმდებლობის მიხედვით, ჰომოსექსუალად ან ტრანსსექსუალად/ტრანსგენდერად აღნიშვნა, როგორც წესი, ასახავს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების გარანტიას. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მათ, ვისაც თავიანთი სექსუალური/გენდერული იდენტობის გამო სურს სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება, უნდა გაიარონ რამდენიმე დამამცირებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შემოწმებები და გამოცდები, ასევე უნდა წარმოადგინონ ინტიმური ინფორმაცია თავიანთი ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, მათი სექსუალური ორიენტაცია მითითებული იქნება სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების ბარათზე, რომელიც შემდგომში შესაძლოა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი. პიროვნებას, რომელიც სექსუალური/გენდერული იდენტობის გამო, განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან,  შესაძლებლობა ექნება დაამტკიცოს, რომ ეს მას აყენებს დევნის რისკის ქვეშ.[6]

ამავე წყაროში აღნიშნულია, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ პიროვნება ჰომოსექსუალია, აღნიშნულმა პიროვნებამ უნდა დაასაბუთოს, რომ იმავე სქესთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, რაც წარმოადგენს არალეგალურ ქმედებას. გეი მამაკაცებს, ტრანსსექსუალებს ან ტრანსგენდერებს შესაძლებლობა აქვთ განთავისუფლებულნი იყვნენ სამხედრო სამსახურიდან, თუმცა, ამის შედეგად მათ, თავიანთი სექსუალური/გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, შესაძლოა ემუქრებოდეთ დისკრიმინაცია ან/და დევნა ირანში.[7]

ACCORD-ის 2015 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია არმიაში ჰომოსექსუალურობა. მამაკაცები, რომელთა ჰომოსექსუალურობა გამოაშკარავდა სამედიცინო შემოწმების დროს და რომელთაც თავიანთ სამხედრო ბარათებზე შემდგომში მიენიჭათ „ფსიქიკურად დაავადებულების“ სტატუსი, განთავისუფლებულები არიან სამხედრო სამსახურიდან.[8]

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, სექსუალური უმცირესობის წევრების სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება დაფუძნებულია სამედიცინო განთავისუფლების შესახებ არმიის რეგულაციების 33-ე მუხლზე. ირანის ადამიანის უფლებათა სადოკუმენტაციო ცენტრის (IHRDC) მიხედვით, მარეგულირებელი კოდექსის 33-ე მუხლის მე-8 პარაგრაფში, რომელიც აწესებს სამხედრო სამსახურიდან სამედიცინო მიზეზების გამო განთავისუფლებას, აღნიშნულია, რომ მორალური და სექსუალური გადახრა, როგორიცაა ტრანსსექსუალობა, წარმოადგენს საფუძველს სამედიცინო მიზეზით განთავისუფლებისთვის.[9]

რეგულაციები ასევე ეხება გეი მამაკაცების განთავისუფლების საკითხს, თუმცა, ეს ხდება მე-7 მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, „გადახრები, რომლებიც არღვევენ ქცევის სოციალურ და სამხედრო კოდექსს (როგორიცაა სექსუალური გადახრა და ჰომოსექსუალურობა), წარმოადგენს 6-თვიანი გადავადების გარანტიას.“ „6-თვიანი გადავადებისა და შეიარაღებული ძალების სამედიცინო ცენტრების მხრიდან დასტურის მიღების შემდგომ, პირს უფლება აქვს სამუდამოდ იქნას განთავისუფლებული.“[10] რეგულაციების საფუძველზე სამხედრო საბჭოს სხდომა (MDB) უფლებამოსილია სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლოს პიროვნება 2 სახით: 1) გენდერული დარღვევის მქონე პირები გაათავისუფლოს სამუდამოდ, სამედიცინო მიზეზებით და 2) დროებით გაათავისუფლოს ის პირები, რომლებმაც განაცხადეს და ჯერ კიდევ ელიან ნებართვის გაცემას. (დროებითი გათავისუფლება არის ორ ეტაპიანი და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში).[11]

გაერთიანებული სამეფოს მიერ 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ახალ რეგულაციას, რომელიც გამოვიდა 2014 წელს, აქვს ორი ახალი ნიშანი: პირველ რიგში, ის გამოყოფს ჰომოსექსუალურობას ტრანსსექსუალურობიდან და ტრანსექსუალურობა აღარ ითვლება სექსუალურ გადახრად, ამგვარად ტრანსსექსუალებს ეძლევათ მუდმივი სამხედრო გათავისუფლების უფლება. ამავდროულად, ახალი კატეგორიებით, ჰომოსექსუალურობაც და ტრანსსექსუალურობაც ითვლება ფსიქიკური აშლილობის ფორმად.[12]

 

 

 

[1] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Military service, 24 October 2016, Version 1.0, available at:

[accessed 31 October 2017]

[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Iran: Military service, including recruitment age, length of service, reasons for exemption, the possibility of performing a replacement service and the treatment of people who refuse military service by authorities; whether there are sanctions against conscientious objectors [IRN104809.E], 28 March 2015 available at: http://www.ecoi.net/local_link/299167/421685_en.html [accessed 31 October 2017]

[3] OutRight Action International, Being Transgender in Iran, 2016, available at:

 [accessed 31 October 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Military service, 24 October 2016, Version 1.0, available at:

[accessed 31 October 2017]

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 31 October 2017]

[6] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Military service, 24 October 2016, Version 1.0, available at:

[accessed 31 October 2017]

[7] Ibid

[8] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Iran: Women, children, LGBTI persons, persons with disabilities, “moral crimes”: COI Compilation, December 2015, available at:

[accessed 31 October 2017]

[9] Ibid

[10] OutRight Action International, Being Transgender in Iran, 2016, available at:

 [accessed 31 October 2017]

[11] Ibid

[12] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Iran: Military service, 24 October 2016, Version 1.0, available at:

[accessed 31 October 2017]

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 ნოემბერი, 2017

ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში 530 ჟურნალისტი მოკლეს – 2006 წლიდან 11 წლის განმავლობაში კი მედიის 930 წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ საუბარია UNESCO-ს ანგარიშში. უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე 47 ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე დაუსჯელია.

ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტები არიან, რომლებიც ბლოგებსა და სოციალურ ქსელში ინფორმაციებს ისეთი რეგიონებიდან ავრცელებენ, სადაც წასვლას ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვერ ბედავს. 2012 წლიდან ჟურანლისტებისთვის ყველაზე სახიფათო არაბული ქვეყნებია. პირველ რიგში კი სირია, ერაყი და იემენი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.[1]

ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა – ოფიციალური ბაღდადის მიერ ერაყის ქურთისტანზე კონტროლის მოსაპოვებლად დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ, მიგრაციის მაღალი დონე დაფიქსრიდა ერბილის რეგიონში (80 802 ადამიანი), სულეიმანიასა (46 734 ადამიანი) და დაჰუკში (17 154 ადამიანი).

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 8 თვით გადადო. არჩევნების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არ დარეგისტრირებულან.

25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ერაყი რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მის გაუქმებას მოითხოვს.[2]

ნიუ-იორკში მიმხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. მას ბრალდება უკვე წაუყენეს. 

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა. მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი ადამიანი და ორიც ბავშვი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საიფულო საიპოვი პოლიციამ დაჭრა. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.[3]

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქი სირიის ჯარმა აიღო – ქალაქ დეირ ერ ზორს ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც სირიის სამთავრობო ჯარი, ისე რუსული სამხედრო ავიაციაც. ეს ქალაქი სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენი იყო. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.[4]

იემენში ზედიზედ ორი ტერაქტი მოხდა – იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა. მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. იემენში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა კონფლიქტი დაარეგულირონ, ამ დრომდე უშედეგოა.[5]

რაბულმა კოალიციამ იემენში ყველა პორტის დახურვა გადაწყვიტა – არაბულმა კოალიციამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ერ-რიადის მიმართულებით რაკეტის გაშვების გამო დახურა იემენის ყველა აეროპორტი, სახმელეთო და საზღვაო პორტები. „ეს ზომები მიღებული იქნება ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის აუცილებლობის შესაბამისად,“ – ნათქვამია განცხადებაში. 5 ნოემბერს საუდის არაბეთმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში გაანეიტრალა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა „შეზღუდული ზომის“ იყო და არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.

იემენში ყველა აეროპორტის, სახმელეთო და საზღვაო პორტების დახურვაზე არაბული კოალიციის გადაწყვეტილებამ გაეროს იემენის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ გაეროს მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განაცხადა. მისი თქმით, იემენში გაეროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ორი რეისი დროებით შეფერხდა.[6]

საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს მექრთაეობის, გაფლანგვის, ფულის გათეთრების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს – ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალას, რომელიც ფორბსის მდიდარი ადამიანების რეიტინგში 45-ე ადგილზეა, მექრთამეობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ყოფილი მეფის აბდალას შვილი გაფლაგვაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ერ-რიადის ყოფილი გუბერნატორის, პრინც თურქის მიმართ კი ბრალდებად მეტროპოლიტენის მშენებლობის საქმეში კორუფციული გარიგებებია წამოყენებული. ფინანსთა ყოფილი მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფი მექაში მეჩეთის გაფართოების საქმეში გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს. საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა განაცხადა, რომ სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს.[7]

[1] Georgia Today; 530 Journalists Killed Worldwide in 2012-2016; Thea Morrison; 3 November, 2017; available at: http://georgiatoday.ge/news/8064/530-Journalists-Killed-Worldwide-in-2012-2016-

[2] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა; 2 ნოემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/34204/erakis-qurtistanshi-183-atasze-meti-adamiani-devnilad-iqtsa

[3] Independent; Isis claims responsibility for New York terror attack that killed eight people; Lizzie Dearden; 3 November 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/americas/isis-new-york-attack-responsibility-claim-terrorism-killed-people-victims-truck-sayfullo-saipov-a8030881.html

[4] CNN; ISIS ousted from last major city in Syria, state media reports; By Hamdi Alkhshali, Frederik pleitgen and Laura Smith-Spark; 3 November, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/11/03/middleeast/syria-isis-deir-ezzor/index.html

[5] Al Arabiya; Suicide car bomber kills at least five Yemeni soldiers in Aden; 5 November, 2017; available at: https://english.alarabiya.net/en/News/gulf/2017/11/05/Suicide-car-bomber-kills-at-least-five-Yemeni-soldiers-in-Aden.html

[6] Arab News; Saudi-led Coalition closes land, sea and air ports in Yemen to stop Iranian arms smuggling; 6 November, 2017; available at: http://www.arabnews.com/node/1189056/saudi-arabia

[7] Reuters; Saudi princes accused of bribery, embezzlement, money laundering; 6 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-arrests-accusations/saudi-princes-accused-of-bribery-embezzlement-money-laundering-official-idUSKBN1D516P?il=0

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-31 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობამ ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებები და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის განცხადებაში სამ ძირითად მიმართულებაზეა საუბარი, კერძოდ: უნდა შეწყდეს ცეცხლი და სამხედრო ოპერაცია ქურთისტანის ტერიტორიაზე, ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები უნდა გაიყინოს და კონსტიტუციის საფუძველზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.[1]

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მიუხედავად, ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქალაქ მოსულთან ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს. ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელისუფლებო ჯარებმა ქურთული სამხედრო დანაყოფების სიახლოვეს მძიმე არტილერია და ტანკები განათავსეს. „პეშმერგას“ მებრძოლებმა შიიტური სამხედრო დაჯგუფების მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ქურთების თავდაცვით პოზიციებზე ინფორმაციას აგროვებდა.[2]

27 ოქტომბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის 24 საათის განმავლობაში შეჩერების ბრძანება გასცა. „ოპერაციის შეჩერება ფედერალურ ძალებსა და რეგიონს შორის შესაძლებლობის გაჩენას ისახავს მიზნად. ერაყის არმია ყველა სადავო ტერიტორიაზე და საერთაშორისო საზღვრებზე უნდა განთავსდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული სისხლისღვრა ერთი სამშობლოს შვილებს შორის“, – ნათქვამი იყო ჰაიდერ ალ-აბადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცოტა ხნით ადრე, ერაყის მთავრობამ ქურთებს თურქეთის სასაზღვრო რაიონიდან გასასვლელად რამდენიმე საათი მისცა. აღნიშნულ ზონაში ნავთობსადენი „კირკუკი – ჯეიჰანი“ გადის.[3]

ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები რეგიონული პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი ერაყის ქურთისტანის მეთაურის, მასუდ ბარზანის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმებოდნენ. მასუდ ბარზანიმ რამდენიმე საათით ადრე რეგიონულ პარლამენტს წერილობით აცნობა, რომ პირველი ნოემბრიდან ის საკუთარ პოზიციას ტოვებს. მიზეზად კი ერაყის ქურთისტანის ლიდერი წარმატებით დაძლეულ რეფერენდუმის შედეგებს ასახელებს, რომელმაც საბოლოო ჯამში რეგიონალური კრიზისი გაამწვავა. ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა ბარზანის გადაწყვეტილებას მხარი 70 ხმით, 23-ის წინააღმდეგ დაუჭირა, რასაც პეშმერგას მებრძოლთა გაღიზიანება და პარლამენტის შენობაში შეჭრა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმაც.[4]

ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ.[5]

ირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა – გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად დამარცხებული და განდევნილი ჯიჰადისტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ხუთი ათას 600 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა. მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში 40 ათასზე მეტი სხვა ქვეყნის (სირიისა და ერაყის გარდა) მოქალაქე იბრძოდა. გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ყველაზე მეტი ჯიჰადისტი თურქეთში, რუსეთში, საუდის არაბეთსა და ტუნისში დაბრუნდა, ევროპის ქვეყნებს შორის კი ამ მხრივ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია გამოირჩევა, სადაც დაეშის რიგებში მებრძოლი ამ ქვეყნების 300-დან 500-მდე მოქალაქე ჩავიდა. ზემოთ ხსენებულ 40 ათას უცხოელ მებრძოლს შორის 19 ათასი იდენტიფიცირებულია.[6]

ურქეთში დაკავებული 8 უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს – თურქეთში დაკავებული რვა უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულ გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ თურქეთის ბიუროს დირექტორსა და მათ თურქ კოლეგებს. თურქეთის პროკურატურამ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. გერმანელ პეტერ შტოიდტნერს, რომლის გამოც ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები დაიძაბა, შეუძლია თურქეთის ტერიტორია დატოვოს. ის სამშობლოში გამგზავრებას უახლოესი ავიარეისით გეგმავს. უფლებადამცველები სტამბულში 5 ივლისს დააპატიმრეს. ისინი სემინარს ესწრებოდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამჟამად ციხეში რჩება კიდევ 3 ადამიანი. შტოიდტნერის დაპატიმრების გამო, ბერლინმა მოუწოდა ევროკომისიას, თურქეთის ფინანსურ დახმარებას გადახედოს.[7]

თურქეთში სანაპირო დაცვის ყოფილი ოფიცრები გაასამართლეს – ანკარის სასამართლომ თურქეთის სანაპირო დაცვის ყოფილ ოფიცრებს და ყოფილ ხელმძღვანელს ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. სულ აღნიშნულ საქმეში სანაპირო დაცვის 25 ოფიცერს ედებოდა ბრალი. მათგან სამი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.[8]

ტერაქტი მოგადიშუში – სომალის დედაქალაქში, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვია. მოგადიშუს ცენტრში მდებარე სასტუმროში ექსტრემისტები შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, გაქცევის მცდელობისას ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, კიდევ სამი ბოროტმოქმედის დაკავება პოლიციამ მოახერხა. გამოძიების ცნობით, თავდასხმა მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ექსტრემისტების იერიში. თვითმხილველების ცნობით, სასტუმროს, რომელსაც თავს დაესხნენ, ბევრი სომალელი სამხედრო მოსამსახურე იცავდა, რადგან იქ სომალის მთავრობის წევრების მონაწილეობით კონფერენცია იყო დაგეგმილი. „ასოშიეთედ პრესი“ იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა სასტუმროში მყოფი 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის იყო ერთი მინისტრი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ალ შაბააბმა“ აიღო. ისინი სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრება სურთ.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებებს სთავაზობს; ავტორი – გივი ბარამიძე; 25.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185540.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 26.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185726.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის პრემიერმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა; ავტორი – გივი ბარამიძე; 28.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185984.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ; ავტორი – სალომე თორაძე; 30.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186159.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის საზღვარზე კონტროლი დაამყარა; 31.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186454.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური – სირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა; ავტორი – ქეთი თუთბერიძე; 24.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185499.html

[7] The Washington Post; Turkish court frees 8 activists from jail pending verdicts; By Neyran Elden and Suzan Fraser; October 26, 2017; available at: https://www.washingtonpost.com/world/europe/turkish-court-frees-8-activists-from-jail-pending-verdicts/2017/10/26/a4fb80c6-ba0b-11e7-9b93-b97043e57a22_story.html?utm_term=.a34cb9423896

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ანკარის სასამართლომ სანაპირო დაცვის 25 ყოფილ ოფიცერს, მათ შორის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ავტორი – ქეთი ჩოხელი; 27.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185913.html

[9] Reuters; At least 29 dead after Islamist attack on Somali hotel; By Abdi Sheikh, Feisal Omar; October 29, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-violence/at-least-29-dead-after-islamist-attack-on-somali-hotel-idUSKBN1CY047

ერაყი. ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი რეფერენდუმის შემდეგ. ოქტომბერი, 2017

2017 წლის 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში შედგა რეფერენდუმი, რომლის შედეგად, ქურთების 92% -მა მხარი დაუჭირა ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. აღნიშნული რეფერენდუმი ერაყმა უკანონოდ გამოაცხადა.

რეფერენდუმის გამოცხადების შემდეგ, ერაყის მთავრობამ დააწესა სანქციები ქურთულ ბანკებზე, შეაჩერა რეგიონში უცხოური ვალუტის გადარიცხვები და აკრძალა ქურთისტანის ტერიტორიაზე ფრენები, ყველა საერთაშორისო რეისი, რომელიც ახორციელებდა ფრენებს ერაყის ქურთისტანის ტერიტორიის აეროპორტებში.[2] ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ შეაჩერა საერთაშორისო ფრენები როგორც ქურთისტანის რეგიონიდან, ასევე ქურთისტანის რეგიონში. BBC -ს მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ მხოლოდ შიდა ფრენები იქნება დაშვებული პარასკევს 18:00 (15:00 GMT), სანამ ქურთები გადასცემდნენ კონტროლს ერბილისა და სულეიმანიის აეროპორტებზე. ცნობების მიხედვით, თავისუფალი იყო ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური ფრენები.[3]

ერაყის ფედერალურმა სასამართლომ ბრძანება გასცა იმ ქურთი თანამდებობის პირების დაჭერის შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ხელმძღვანელობაში. აღნიშნული ბრძანება დაჭერის შესახებ ასევე ეხებათ ქურთისტანის რეგიონული საარჩევნო კომისიის წევრებს.[4]

რეფერენდუმს ნეგატიურად შეხვდნენ ასევე თურქეთი და ირანი, რომლებსაც ჰყავთ ქურთი უმცირესობა. ისინი უპირისპირდებიან ერაყის ქურთების მიერ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და მათ ასევე გაზარდეს ზეწოლა ქურთისტანის რეგიონულ მთავრობაზე (KRG).

რეფერენდუმის პასუხად, 2017 წლის 16 ოქტომბერს ერაყის ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო ოპერაცია, სადავო ტერიტორიებზე ერაყის სუვერენიტეტის აღსადგენად.[5] ერაყის სამთავრობო ძალები და მათთან ალიანსში მყოფი შიიტური მილიციის მებრძოლები გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც იკავებდნენ პეშმერგას სამხედრო ძალები, აღნიშნულმა ნაბიჯმა დიდი დარტყმა მიაყენა რეგიონის პრეზიდენტს მასუდ ბარზანს, რომელიც არის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDP) ლიდერი და 2005 წლიდან იკავებს რეგიონის პრეზიდენტის პოსტს. 2013 წელს რეგიონში აირჩიეს პარლამენტი.[6]

Amnesty International -ის მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მათ მიერ შეგროვებული სატელიტური სურათების, ვიდეოების, ფოტოებისა და ათეულობით მტკიცებულებით ნათელია, რომ სამოქალაქო პირები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, მას შემდეგ, რაც ერაყის სამთავრობო ძალებსა და პეშმერგას შორის დაიწყო შეტაკებები მულტი ეთნიკურ ქალაქ ტუზ ხურმატუში (Tuz Khurmatu). ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ განურჩეველ შეტაკებებში მოკლულ იქნა სულ ცოტა 11 ადამიანი, გაძარცვეს, დაწვეს ან გაანადგურეს ასობით სახლი, რომელიც როგორც ჩანს წარმოადგენდა მიზანმიმართულ თავდასხმებს, ძირითადად ქალაქის ქურთულ ნაწილში.[7]

2017 წლის 20 ოქტომბერს ერაყის ძალებმა აიღეს უკანასკნელი რაიონი ნავთობით მდიდარ კირკუკში, რომელიც აქამდე კვლავ რჩებოდა პეშმერგას მებრძოლების ხელში. კირკუკის დაკარგვამ გამოიწვია ქურთისტანის რეგიონში მთავარი ოპოზიციური პარტია გორანის მხრიდან მოწოდებები ბარზანისა და მისი მოადგილის კოსრატ რასულის გადადგომის შესახებ.[8]

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაჟღერებული მონაცემების მიხედვით, შეტაკებებში დაიღუპა პეშმერგას 30 მებრძოლი და შიიტური მილიციის 10 წევრი და ათასობით ქურთმა დატოვა კირკუკი, რომლებიც გადავიდნენ სულეიმანიასა და ერბილში.[9] გაერომ შეშფოთება გამოხატა სამოქალაქო პირების იძულებით გადაადგილების შესახებ, რომლებიც ძირითადად იყვნენ ქურთები სადავო ტერიტორიებიდან. გაერომ ასევე აღნიშნა, რომ მიიღო ბრალდებები, რომლებიც ეხება ტუზ ხურმატუში  შეიარაღებული ჯგუფების მიერ 150 სახლის დაწვის ფაქტს, რომლიდანაც 11-მდე სახლი ეკუთვნის ქურთულ ოჯახებს და ასევე ბრალდებები, რომლებიც ეხება ქურთული პოლიტიკური პარტიების თანამდებობის პირებზე თავდასხმების ფაქტს.[10]

[11] [12]

[13]

შეტაკებების დაწყების შემდგომ, ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ, შემდგომი ძალადობის თავიდან ასარიდებლად და დიალოგის დასაწყებად, შესთავაზა ერაყის მთავრობას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგების შეჩერება. 24 ოქტომბერს ქურთისტანის მთავრობამ ერბილში განაცხადა, რომ: „განუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებები არცერთ მხარეს არ მიიყვანს გამარჯვებამდე და ის ქვეყანას მიიყვანს უწესრიგობამდე და ქაოსამდე, რომელიც აისახება ცხოვრების ყველა ასპექტზე.“[14] ქურთისტანის მთავრობამ ერაყის მთავრობას შესთავაზა ქურთისტანის რეგიონში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა, რეფერენდუმის შედეგების შეჩერება და ქვეყნის კონსტიტუციაზე დამყარებული დიალოგის დაწყება ერაყის ხელისუფლებასთან.[15] ერაყის პრემიერ მინისტრმა მოითხოვა, რომ ქურთისტანის ლიდერებს კი არ შეეჩერებინათ, არამედ გაეუქმებინათ რეფერენდუმის შედეგები და დაეწყოთ მოლაპარაკებები რეგიონის მომავალზე. ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ქურთისტანის რეგიონული მთავრობა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ქვეყნის კონსტიტუციასთან. მისი განცხადებით: „ჩვენთვის მისაღები იქნება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების გაუქმება და კონსტიტუციის დაცვა.“[16]

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ირანმა გახსნა ქურთისტანის რეგიონთან საზღვარი, რომელიც დაკეტილი იყო დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ შესთავაზა ერაყის ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების შეჩერება და დიალოგის დაწყება. ირანში საინფორმაციო სააგენტოს Islamic Republic of Iran Broadcasting (IRIB) -ზე დაყრდნობით, საბაჟო საზღვრის გადაკვეთის სამსახურის უფროსმა ჯაჰანგირ ბახშიმ (Jahangir Bakhshi) განაცხადა: „რეფერენდუმისა და ქურთისტანის რეგიონში მიმდინარე ცვლილებების შემდგომ ჩვენი საზღვარი ქურთისტანის რეგიონში იყო ჩაკეტილი….დღეისათვის ბაშმარგის საზღვარი გახსნილია“[17] მისი განცხადებით, ჯერჯერობით უცნობი იყო როდის გაიხსნებოდა ირანსა და ქურთისტანს შორის სხვა საზღვრები. „ხელისუფლებას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია ჰაიჯი ომრანისა (Haji Omran) და პარვიზხანის (Parvizkhan) სასაზღვრო პოსტებთან დაკავშირებით.“[18] ბაშმარგის საზღვარი მდებარეობს სულეიმანიიდან 50 კმ-ით აღმოსავლეთით.

რადიო თავისუფლების მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ქურთისტანში რეგიონული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავდაპირველად ჩანიშნული იყო 1 ნოემბერს, გადაიდო 8 თვით. აღნიშნულის შესახებ 24 ოქტომბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ერთი დღის წინ საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ წარადგინეს ორივე არჩევნებისთვის კანდიდატურები, იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან გამომდინარე დაძაბულ ვითარებაში იმყოფებოდნენ ერაყის ხელისუფლებასთან.[19]

[1] BBC – Iraqi Kurdistan profile, 26 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-28147263 [accessed 26 October 2017]

[2] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Meeting In Tehran, Iranian And Turkish Presidents Stress Opposition To Kurdish State, 4 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/turkey-iran-iraq-kurdistan-erdogan-rohani-supreme-leader/28772561.html   [accessed 26 October 2017]

[3] BBC – Iraq halts international flights to Kurdistan Region, 29 September 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41440747 [accessed 26 October 2017]

[4] BBC – Iraq orders arrest of Kurdistan officials over independence vote, 19 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41583900 [accessed 26 October 2017]

[5] International Crisis Group (ICG), Oil and Borders: How to Fix Iraq’s Kurdish Crisis, 17 October 2017, available at:

[accessed 26 October 2017]

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraqi Kurdistan Elections Delayed By Eight Months, 24 October 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/348226/479912_en.html [accessed 26 October 2017]

[7] Amnesty International, Iraq: Fresh evidence that tens of thousands forced to flee Tuz Khurmatu amid indiscriminate attacks, lootings and arson, 24 October 2017 available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2017/10/iraq-fresh-evidence-that-tens-of-thousands-forced-to-flee-tuz-khurmatu-amid-indiscriminate-attacks-lootings-and-arson/ [accessed 26 October 2017]

[8] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraqi Kurdistan Elections Delayed By Eight Months, 24 October 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/348226/479912_en.html [accessed 26 October 2017]

[9] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraq’s Kurdistan Government Offers To ‘Freeze’ Independence Vote Results, 25 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iraq-kurdish-government-freeze-independence-results/28814480.html  [accessed 26 October 2017]

[10] BBC – Court in Iraq orders arrest of Kurdistan VP Kosrat Rasul, 19 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41681598 [accessed 26 October 2017]

[11] BBC – Kirkuk: Iraqi forces seize largest oilfields near city, 17 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41649729 [accessed 26 October 2017]

[12] BBC – Iraq takes disputed areas as Kurds ‘withdraw to 2014 lines’, 18 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41649729 [accessed 26 October 2017]

[13] BBC – Iraq rejects Kurdish offer to ‘freeze’ independence, 26 October 2017 available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-41760519 [accessed 27 October 2017]

[14] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraq’s Kurdistan Government Offers To ‘Freeze’ Independence Vote Results, 25 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iraq-kurdish-government-freeze-independence-results/28814480.html  [accessed 26 October 2017]

[15] Ibid

[16] CNN – Iraq’s Abadi rejects Kurdish call to ‘freeze’ independence referendum, 26 October 2017 available at: http://edition.cnn.com/2017/10/26/middleeast/iraq-abadi-kurdish-referendum/index.html [accessed 26 October 2017]

[17] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iran Reopens Border Crossing With Iraq’s Kurdish Region, 26 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iran-reopens-border-crossing-iraqs-kurdish-region-bashmagh/28816540.html  [accessed 26 October 2017]

[18] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iran Reopens Border Crossing With Iraq’s Kurdish Region, 26 October 2017 available at: https://www.rferl.org/a/iran-reopens-border-crossing-iraqs-kurdish-region-bashmagh/28816540.html  [accessed 26 October 2017]

[19] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Iraqi Kurdistan Elections Delayed By Eight Months, 24 October 2017 available at: http://www.ecoi.net/local_link/348226/479912_en.html [accessed 26 October 2017]

ეგვიპტე. ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირების მდგომარეობა. ოქტომბერი, 2017

Human Rights Watch-ის მიხედვით, 2013 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც ეგვიპტის სამხედრო ძალებმა გადააყენეს ქვეყანაში პირველად თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი, წამება დაბრუნდა უსაფრთხოების ძალების სავიზიტო ბარათად და ამ პრაქტიკის დაუსჯელობა დაეხმარა პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ადმინისტრაციას ავტორიტარიზმის განმტკიცებაში. ალ-სისის მიზანმა, რომ ნებისმიერ ფასად მიიღოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა თავისუფლად მოქმედების საშუალება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იგივე დარღვევებს აქვს ადგილი, რომელმაც 2011 წელს გამოიწვია ხალხის აჯანყება.[1]

Freedom House-ს მიერ ეგვიპტეზე გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში ნახსენებია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია, რადგან ლიბერალი და ისლამისტი აქტივისტებიც განიცდიან სისხლისსამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებას. მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელიც არმიის პოლიტიკურ დომინანტობას ეწინააღმდეგება, წარმოადგენს „6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ (April 6 Youth Movement) და უფრო ნაკლებად სხვა მემარცხენე ჯგუფები, როგორიცაა პარტია: „Popular Current“. აღნიშნული პარტიები მხარს უჭერდნენ არმიის ჩარევას პრეზიდენტ მორსის გადაყენებაში, თუმცა, ამის შემდგომ აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ არმიის ამბიციებს, მათ შორის არმიის კონსტიტუციურად გამყარებულ უფლებას, რომ წარადგინოს სამოქალაქო პირები სამხედრო სასამართლოებზე და პრეზიდენტად ალ-სისის არჩევას. მორსის გადაყენების შემდგომ „6 აპრილის ახალგაზრდულ მოძრაობაზე“ უარყოფითად აისახა უსაფრთხოების მკაცრი ზომები და მათი წამყვანი წევრების დაკავება. ვერც-ერთმა ზემოთხსენებულმა პარტიამ ვერ შეძლო წარმატებით გაერთიანებულიყო ინსტიტუციონალიზებულ ოპოზიციაში. ამ ორი პარტიის მიერ ლეგიტიმური ინსტიტუტების შექმნის წარუმატებლობის შედეგად, რომლებიც ერთიანი ძალებით დაუპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას, ეს მოძრაობები  არაფრის მომტანი აღმოჩნდა ეგვიპტის ოპოზიციისთვის.[2]

Freedom House -ს მიხედვით, ხელისუფლება მკაცრად ზღუდავდა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას პოლიტიკური სპექტრის აქტივისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მიღებულმა  კანონმდებლობამ საფრთხე შეუქმნა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების საქმიანობას. მედია ასევე წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების სამიზნეს და ზოგჯერ აპატიმრებდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ოპოზიციას. მოგზაურობაზე თვითნებური აკრძალვები უფრო და უფრო მეტად აისახება აკადემიკოსებსა და სხვა პირებზე, რომლებსაც სურთ ეგვიპტეში ვიზიტი ან ეგვიპტის დატოვება. მთავრობა სისტემატურად დევნის ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკურ მოძრაობებს, ხელს უშლის მათ ოპერაციებში და ორგანიზების შესაძლებლობაში.[3]

ეგვიპტის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მუსლიმთა საძმო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალულია 2013 წლიდან, კვლავ რჩება ძირითად პოლიტიკურ ოპოზიციად და დაახლოებით ერთი მილიონი წევრი ჰყავს. აღნიშნული ჯგუფი განიცდის შევიწროებას პრეზიდენტ ალ-სისის მხრიდან. ასევე სახელმწიფოს მხრიდან სამიზნეს წარმოადგენენ ის ჟურნალისტები, რომლებიც დაკავშირებული არიან აღნიშნულ პარტიასთან ან რომლებიც დადებითად არიან განწყობილნი აღნიშნული პარტიის მიმართ. ხელისუფლებამ დახურა ასობით სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ მუსლიმთა საძმოსთან. საპროტესტო აქციების განმავლობაში, მუსლიმთა საძმოს ასობით წევრი იქნა მოკლული და დაშავებული, ათასობით ადამიანი – დაკავებული, ზოგიერთი მათგანი დაკავებული იყო დაკავების არაოფიციალურ ადგილებში. ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ასევე ფიქსირდებოდა მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერების სიკვდილის ფაქტები პოლიციის განყოფილებებში, მათი სიკვდილამდე წამებისა და მკვლელობებზე სხვა ბრალდებების შესახებ ფაქტები. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილია დააკავოს ნებისმიერი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია მუსლიმთა საძმოს წევრობაში, თუმცა, პრაქტიკაში დაპატიმრებები და გრძელვადიანი დაკავებები ძირითადად ეხებათ მაღალი და საშუალო რანგის ლიდერებს და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს. პარტიის ზომიდან გამომდინარე და წევრებისა და მხარდასაჭერი ბაზების ნაირსახეობიდან გამომდინარე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, უნარი ან ინტერესი, მიზანში ამოიღოს მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებული ყველა პიროვნება. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხოლოდ წევრობა ან მუსლიმთა საძმოს მხარდაჭერა ან აღქმა, რომ პირი მხარს უჭერს მუსლიმთა საძმოს, დააყენებს აღნიშნულ პირს დევნის ან სერიოზული ზიანის რისკის ქვეშ. დაექვემდებარება თუ არა პირი არასათანადო მოპყრობას მისი ჩართულობის გამო, დამოკიდებულია მის გარემოებებზე, პროფილზე, აქტივობებზე, ადრინდელ კონტაქტებზე და სახელმწიფოსთან არსებულ სირთულეებზე. მტკიცების ტვირთი თავად ამ პიროვნებას ეკისრება, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ იგი სახელმწიფოსათვის წარმოადგენს ინტერესს და ექვემდებარება დევნასთან ან სერიოზულ ზიანთან გათანაბრებულ მოპყრობას.[4]

Freedom House-ს მიერ 2016 წლის მოვლენების გაშუქების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერები და წევრები, მათ შორის თითქმის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და თვითონ მორსიც დააკავეს გადატრიალების შემდგომ, დაკავებები გაგრძელდა 2016 წლის განმავლობაში. მუსლიმთა საძმოს ზოგიერთი წევრი მოკლულ იქნა გაურკვეველ გარემოებაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ 2016 წლისთვის პოლიტიკური მოტივებით დააკავეს დაახლოებით 40 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ნამდვილად იყო ან ეჭვმიტანილი იყო მუსლიმთა საძმოსთან კავშირში. 2013 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, ტერორიზმის კუთხით, ბრალი წაეყენებინა ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვინც მონაწილეობდა მორსის მხარდამჭერ დემონსტრაციებში და ამით საფუძველი ჩაუყარა ისლამისტური ოპოზიციის სრულ პოლიტიკურ იზოლაციას.[5]

Amnesty International -ის მიხედვით, ქვეყანაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეგვიპტის ხელისუფლებამ გაახშირა თავისი ზეწოლა ოპოზიციის აქტივისტებზე. 17 ქალაქში დაიჭირა სულ ცოტა 36 ადამიანი 5 ოპოზიციური პარტიიდან და ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებიდან. ბევრი დაიჭირეს ინტერნეტში არჩევნების შესახებ თავიანთი კომენტარების გამო.[6]

დაიჭირეს ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი ხალიდ ალი, რომელიც მიიჩნეოდა ალ-სისის მთავარ კონკურენტად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. Amnesty International -ის შეფასებით, აღნიშნული ქმედება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.[7]

Freedom House-ს 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წლის გადატრიალების შემდეგ, სამხედრო ხელისუფლებამ დახურა ყველა ისლამისტური და ოპოზიციური მედია საშუალებები, ხოლო სხვა მედია საშუალებებზე ახორციელებდა ზეწოლას, რათა არ გაეშუქებინათ ახალი მთავრობა კრიტიკულად. შედეგად, სახელმწიფო მედია და კერძო საშუალებები აქტიურად უჭერენ მხარს ალ-სისის და სამხედროებს.[8]

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) შეშფოთებას გამოხატავდნენ 4 დამოუკიდებელი მედია საშუალების: 2 ყოველდღიური გაზეთისა და 2 ინტერნეტ-გვერდის ნაციონალიზაციის ფაქტზე. მათი შეფასებით, ეს არის მთავრობის ახალი მეთოდი, კონტროლი დაამყაროს მედიაზე, რომელიც მოიაზრება მუსლიმთა საძმოსთან კავშირში.[9]

Human Rights Watch-ის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დისიდენტებად მიჩნეული პირების მიმართ, იყენებდა თვითნებურ დაკავებებს, გაუჩინარებებს და წამებას. ბევრი მათგანი სავარაუდოდ იყო მუსლიმთა საძმოს წევრი ან მათდამი დადებითად განწყობილი პირი.[10]

Human Rights Watch-ის 2017 წლის 15 ივნისის მონაცემებით, უკანასკნელ კვირებში ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა სულ ცოტა 50 მშვიდობიანი პოლიტიკური აქტივისტი, დაბლოკა სულ ცოტა 62 ვებ-გვერდი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატობის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.[11]

[1] Human Rights Watch, “We Do Unreasonable Things Here” – Torture and National Security in al-Sisi’s Egypt, September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[2] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Background Information, including actors of protection, and internal relocation, 24 July 2017, v 2.0, available at:

 [accessed 24 October 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Egypt, 15 April 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[4] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 24 October 2017]

[5] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Muslim Brotherhood , 26 July 2017, v 3.0, available at:

[accessed 24 October 2017]

[6] Amnesty International, Egypt: Former presidential candidate Khaled Ali facing trial amid crackdown on political activists, 24 May 2017, available at: https://www.amnesty.org/en/latest/news/2017/05/egypt-former-presidential-candidate-khaled-ali-facing-trial-amid-crackdown-on-political-activists/ [accessed 24 October 2017]

[7] Amnesty International, Egypt: Former presidential candidate given jail term in bid to stop him running in 2018 election, 25 September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[8] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Background Information, including actors of protection, and internal relocation, 24 July 2017, v 2.0, available at:

 [accessed 24 October 2017]

[9] Reporters Without Borders, Egyptian regime takes over four independent media, 13 September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[10] Human Rights Watch, “We Do Unreasonable Things Here” – Torture and National Security in al-Sisi’s Egypt, September 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

[11] Human Rights Watch, Egypt: Intensifying Repression of Basic Freedoms, 15 June 2017, available at:

[accessed 24 October 2017]

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო. „სქაი არაბიას“ ცნობით, ერაყელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს რეგიონში მდებარე ბუნებრივი აირის საბადო და ელექტრო სადგური. სამხედროებმა, ასევე, დაამყარეს კონტროლი პოლიციის განყოფილების შენობაზე და გადაკეტეს კირკუკისკენ მიმავალი რამდენიმე საავტომობილო გზა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ კირკუკის სიახლოვეს ერაყელ ჯარისკაცებსა და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. ორშაბათს დილით ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეირდარ ალ აბადიმ გასცა განკარგულება, რომ სამხედროებმა კირკუკში სტაბილურობის აღსადეგნად სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.

ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სადავო ტერიტორიად მიჩნეულ კირკუკში უსაფრთხოება ადგილობრივ საჯარისო დანაყოფებთან ერთად ცენტრალური მთავრობის მიერ გაგზავნილმა სამხედროებმა უნდა დაიცვან. კირკუკი ერაყის ქურთისტანის ნაწილი არ არის, თუმცა სექტემბერში ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კირკუკის მოსახლეობამ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით ჩატარებულ რეფერენდუმში მაინც მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბაღდადთან ურთიერთობები დაიძაბა.[1]

ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა. ამის შესახებ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წევრებმა განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ავტონომიური რეგიონის ქალაქებში ერბილსა და სულაიმანიაში 18 ათასამდე ოჯახისთვის თავშესაფრებია მოწყობილი. ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონი 16 ოქტომბერს დაიკავა. ქურთულმა სამხედრო შენაერთმა „პეშმერგამ“ დაკავებული პოზიციები უბრძოლველად დატოვა. ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.[2]

ქურთების „პეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრიც დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ კირკუკსა და ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.[3]

ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, – ნათქვამია ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერბილში ამბობენ, რომ ერაყის ხელისუფლება განაგრძობს ტანკების, არტილერიის, ასევე ამერიკული აღჭურვილობის, მათ შორის სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორების განთავსებას.

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ცენტრსა და ავტონომიურ რეგიონს შორის ურთიეერთობის დაძაბვა მოჰყვა. უთანხმოების საფუძველი ქურთების მიერ ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის კონტროლი გახდა, რომელიც ერაყის კონსტიტუციის მიხედვით ქურთისტანის შემადგენლობაში არ შედის. ერაყის არმიამ კირკუკი მცირე შეტაკებების შემდეგ დაიკავა.[4]

ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში 15 ათასი მებრძოლი იყო ჩართული. რაქა რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალად იყო გამოცხადებული. ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალები“ ამჟამად ტერიტორიის განაღმვას ცდილობენ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა. ისლამისტებმა რაქაში შარიათის კანონები შემოიღეს და აღნიშნული წესების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებდნენ და თავს კვეთდნენ. აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რაქას გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. ქალაქის გარეუბნებში ჯიჰადისტების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა კი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.[5]

ქალებისთვის ყველაზე საშიშ მეგაპოლისად კაირო დაასახელეს – სააგენტომ „Reuters“ ქალებისთვის ყველაზე საშიში მეგაპოლისები დაასახელა. პირველი ადგილი ეგვიპტის დედაქალაქს ერგო. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კაიროში გავრცელებულია ქორწინების იძულების და ქალების წინადაცვეთის პრაქტიკა. მეორე ადგილზე მოხვდა პაკისტაში მდებარე კარაჩი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა. ქალებისთვის სახიფათო მეგაპოლისებს შორის მეოთხეა დელი, სადაც ბოლო წლებში გაუპატიურებისა და მკვლელობის არაერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა. ლათინურ ამერიკაში ყველაზე საშიში ქალებისთვის პერუს დედაქალაქსა და სან პაულუში ცხოვრება აღმოჩნდა. მეათე ადგილზე გავიდა სტამბოლი, ხოლო მე-16 მოსკოვია. აშშ-დან ყველაზე საშიში ქალებისთვის ნიუ იორკია – მე-13 ადგილი, ხოლო ტოკიო, პარიზი და ლონდონი ნუსხაში ბოლო ადგილებს იკავებენ – აქ ცხოვრება მდედრობითი სქესის წარმომადგებლებისთვის შედარებით უსაფრთხოა. რეიტინგი ექსპერტების გამოკითხვის გზით შეადგინეს. მთავარი კრიტერიუმები ქალაქებში სექსუალური ძალადობის საფრთხე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მავნე ტრადიციების გავრცელება, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები და განათლების დონე იყო.[6]

ომალის ტერაქტის ახალი დეტალები – თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო იყო, რომლის მშობლიურ ქალაქშიც ორი თვის წინ, ადგილობრივმა სამხედროებმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. აღნიშნულ ოპერაციას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სომალის არმიაში მიაჩნიათ, რომ ყოფილმა ჯარისკაცმა სწორედ მათი სიკვდილისთვის იძია შური.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ორი მანქანა. ერთი „ტოიოტას“ მინივენი და სატვირთო, რომელიც 350 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული. სამიზნე მოგადიშუს აეროპორტი იყო, რომლის სიახლოვესაც გაერო-სა და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების შტაბბინა და უცხო ქვეყნების საელჩოები მდებარეობდა. აფეთქების დროს ცეცხლი კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილს მოედო, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. ბოლო ინფორმაციით, სომალის დედაქალაქში ტერაქტს 300 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ერორისტული თავდასხმები ავღანეთში – რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ტერაქტების ობიექტი ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში პოლიციის შენობები და სამთავრობო დაწესებულებები გახდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმების დროს დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს და რამდენიმე ადგილას ე.წ. „შაჰიდის ქამრებით“ პოლიციის შენობებში შეჭრა სცადეს. თუმცა, მათი განეიტრალება პოლიციამ შეძლო. ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სხეულის დაზიანება 200-მდე ადამიანმა მიიღო.[8]

70 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ასევე, ქაბულის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ავღანეთის სამართალდამცავების ცნობით, 72 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში, მოგვიანებით კი გურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო; ავტორი – ლევან ახალაია; 16.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183927.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა; ავტორი – გივი ბარამიძე; 19.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184521.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა; ავტორი – გივი ბარამიძე; 20.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184751.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს; ავტორი – გივი ბარამიძე; 23.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185301.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 17.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184165.html

[6] Reuters; Cairo named riskiest megacity for women, worse since Arab spring; By Heba Kanso; October 16, 2017; available at: https://af.reuters.com/article/africaTech/idAFL8N1LM1H1

[7] The Guardian; Somalia bombing may have been revenge for botched US-led operation; By Jason Burke; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/somalia-bomber-was-ex-solider-whose-town-was-raided-by-us-forces

[8] The Guardian; Wave of Taliban suicide attacks on Afghan forces kills at least 74; By Associated Press in Kabul; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/attack-afghan-police-training-centre-gardez-taliban

[9] The New York Times; Twin Mosque Attacks Kill Scores in One of Afghanistan’s Deadliest Weeks; By Jawad Sukhanyar and Mujib Marshal; October 20, 2017; available at: https://www.nytimes.com/2017/10/20/world/asia/afghanistan-kabul-attack-mosque.html

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია – ალბანელების ამბოხება 2001 წელს – ოქტომბერი, 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2001 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ 2001 წლის თებერვალში ეთნიკურად ალბანელმა შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა დაიწყეს ძალადობრივი ამბოხი კოსოვოს საზღვართან. კოსოვარების და მაკედონიელი ალბანელების ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას“ ეძახდნენ, დაიწყო ბრძოლა უფრო მეტი უფლებებისთვის მაკედონიაში ეთნიკური ალბანელებისთვის, დაიკავა ტერიტორია და დაიწყო სამთავრობო ძალებზე იერიშები. ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევდა, რომ „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას“ სხვა ინტერესებიც ჰქონდა, მათ შორის კრიმინალის ხელშეწყობა და დაკავებული ტერიტორიის პოლიტიკური კონტროლი. ამბოხი ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში გავრცელდა. ივნისში მეამბოხეებმა დედაქალაქ სკოპიედან 5 კილომეტრით მოშორებული სოფლის არაკინოვოს ოკუპაცია მოახდინეს. მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალების შეტევა არაკინოვოს გასათავისუფლებად კრახით დასრულდა, მთავრობამ დახმარებისთვის ნატოს მიმართა და სთხოვა მათ მოლაპარაკებების წარმართვა და სოფლის ამბოხებულებისაგან გათავისუფლება.

5 ივლისს, საერთაშორისო თანამონაწილეობით, მთავრობა და ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და 13 აგვისტოს მმართველი ეთნიკურად მაკედონიელების პარტიის და ეთნიკურად ალბანელების პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და თანმდევ დანართებს, რაც გახდა მშვიდობიანი, უნიტარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს საფუძველი, გაუმჯობესებული სამოქალაქო უფლებებით ეთნიკური უმცირესობებისთვის. შეთანხმება ითხოვდა საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებს. 26 სექტემბერს, დემილიტარიზაციის შეთანხმების შესაბამისად, „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიის“ მებრძოლებმა დაასრულეს იარაღის ნებაყოფლობით გადაცემა ნატოსთვის და გამოაცხადეს საკუთარი დაშლის შესახებ. ჩარჩო შეთანხმების პარლამენტის მიერ რატიფიცირება სამ ეტაპად განხორციელდა. 16 ნოემბერს, საბოლოო კენჭისყრაზე, როგორც მოთხოვნილი იყო სამშვიდობო შეთანხმებით, მოქალაქეების უფლებების უკეთესად დაცვის მიზნით, პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა.[1]

„Amnesty International“ 2002 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება შეირყა, მას შემდეგ, რაც 2001 წლის პირველ ნახევარში მოხდა სამთავრობო ძალებსა და ეთნიკური ალბანელების შეიარაღებულ ჯგუფს შორის ბრძოლის ესკალაცია. ვრცელდებოდა ინფორმაციები ორივე მხარის მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობების შესახებ. პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენების ბრალდებები გახშირდა. 170 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. აგვისტოში დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ბრძოლა შენელდა.[2]

„Freedom House“ 2002 წლის ანგარიშში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის შესახებ წერს, რომ 2001 წელს მაკედონიელებსა და ალბანელებს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტი ღია საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. თებერვალში „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიამ“, რომელიც დაკომპლექტებული იყო 1999 წელს კოსოვოს ომში გამოცდილი მებრძოლებისგან, დაიწყო შეიარაღებული ამბოხი მაკედონიის მთავრობის წინააღმდეგ. კონფლიქტის პერიოდში ორივე მხარის მიერ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სხვადასხვა სახით დარღვევებს, მათ შორის იძულებით გაძევებას, როგორც მეომრების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის აშკარა ხოცვას და ქონების განადგურებას. ადგილობრივი პოლიტიკოსების და საერთაშორისო ოფიციალური პირების ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა კონფლიქტის გავრცელების პრევენცია და ისეთი უკონტროლო სიტუაციის თავიდან აცილება, რასაც ადგილი ჰქონდა ბალკანეთის ომში ბოსნიასა და კოსოვოში.

ოჰრიდის (Ohrid) შეთანხმებით, რომლის რატიფიცირება მაკედონიის პარლამენტმა ნოემბერში მოახდინა, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მაკედონიის შესახებ – „მაკედონიელი ხალხის მიწა“ – წაიშალა; ასევე, ალბანური ენა გახდა ოფიციალური ენა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკურად ალბანელები მოსახლეობის 20%-ს შეადგენდნენ. დამატებითი საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, მეტ დეცენტრალიზაციას და თვითმმართველობების გაძლიერებას გულისხმობდა. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო პოლიციის შემადგენლობაში ალბანელების რაოდენობის არსებული 5%-დან 25%-მდე ზრდა 2003 წლისთვის, რაც დაახლოებით 1000 ალბანელი პოლიციის ოფიცრის დაქირავებით უნდა მომხდარიყო. ასევე, ერთერთი მოთხოვნა იყო ალბანელი მეამბოხეების ამინისტია.[3]

[1] United States Department of State, U.S. Department of State Country Report on Human Rights Practices 2001 – Macedonia, The Former Yugoslav Republic of , 4 March 2002, available at:

[accessed 23 October 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2002 – Macedonia , 28 May 2002, available at:

[accessed 23 October 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2002 – Macedonia, 18 December 2001, available at:

[accessed 23 October 2017]