კამერუნი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

„Amnesty International“-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება 2016 წელს კამერუნში განვითარებულ მოვლენებს, შეიარაღებული დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ ქმედებებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჩრდილოეთ კამერუნში. მათ არაერთხელ დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი. იგულისხმება უკანონო მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, ყაჩაღობა და ადამიანთა გატაცებები. „ბოკო ჰარამის“ მხრიდან თავდასხმების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ძალებმა განახორციელეს თვითნებური დაკავებები, დაპატიმრებები, ადამიანთა იძულებით გატაცებები და დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი პირების სასამართლოს გარეშე დასჯა. 2014 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის შედეგად 170,00 ადამიანი იძულებით გადაადგილდა. საანგარიშო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების უფლება კვლავ იზღუდებოდა. ოქტომბერში, ინგლისურად მოლაპარაკე რეგიონებში გამართული დემონსტრაციები ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშვეს უსაფრთხოების ძალებმა. ჟურნალისტებს, სტუდენტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ოპოზიციური პარტიების წევრებს იჭერდნენ; ზოგიერთ მათგანს სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწია. LGBTI თემის წარმომადგენლები კვლავ განიცდიდნენ დისრკიმინაციას, დაშინებას  და შევიწროვებას, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, დაკავებებმა და სამართლებრივმა დევნამ იკლო. [1]

შეიარაღებული დაჯგუფებების ძალადობრივი ქმედებები

„ბოკო ჰარამმა“ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ადამიანის უფლებები, იგულისხმება მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები,სასამართლოს გარეშე ადამიანთა დასჯა, წამება, მძევლების აყვანა, ადამიანთა გატაცებები, ბავშვი ჯარისკაცების გაწვევა, საჯარო, კერძო და რელიგიური ობიექტების ძარცვა და განადგურება.  წლის განმავლობაში დაჯგუფებამ განახორციელა 150 თავდასხმა, მათ შორის 22 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რასაც დაახლოებით  260 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული თავდასხმები იყო  კამერუნის ჩრდილოეთით ჩადის ტბასთან მდებარე დასახლებებში დაწყებული სისტემატიური თავდასხმების ნაწილი.

„ბოკო ჰარამი“ მიზანმიმართულად ესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბაზრობებზე, მეჩეთებში, ტაძრებში, სკოლებში, ავტობუსის გაჩერებებზე. მხოლოდ იანვარში სულ მცირე 9 თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა 60-მდე ადამიანი. 10 თებერვალს, ქალაქ Nguéchéwé-ში, მარუადან 60 კილომეტრში, ორმა  თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავდასხმა განახორციელა  დაკრძალვის პროცესიის მიმდინარეობის დროს, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო ბავშვიც, ხოლო 40-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. 19 თებერვალს მორასთან ახლოს მდებარე სოფელ Mémé-ში ხალხით გადატვირთულ ბაზრობაზე ორმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა თავდასხმა, შედეგად 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 112 კი დაიჭრა.

უკანონო დაკავებები

უსაფრთხოების ძალები კვლავ განაგრძობდნენ „ბოკო ჰარამის“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი პირების უკანონოდ დაკავებაას,  მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც კი და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამყოფებდნენ. ასობით ეჭვმიტანილი პირი დაკავებული ჰყავდათ არაფორმალურ დაკავების ცენტრებში, მაგ. სამხედრო ბაზებში ან სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სახელმწიფო დაზვერვის კუთვნილებაში იყო. მათ არ ჰქონდათ ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

საპატიმროებში არსებული ვითარება

საპატიმროებში არსებული ვითარება კვლავ მძიმეა: საპატიმროები მუდმივად გადატვირთულია, ნორმალურ საკვებზე და მედიკამენტებზე წვდომა შეზღუდულია, ხოლო, სანიტარული და ჰიგიენური თვალსაზრისით მდგომარეობა სავალალოა.მარუას ციხეში 1,400 პატიმარი იმყოფება, რაც იმაზე სამჯერ მეტია რა რაოდენობაზეც არის გათვლილი აღნიშნული ციხე.იაუნდეს ცენტრალური  საპატიმრო გათვლილია მაქსიმუმ 2,000 ადამიანზე, მაგრამ დაახლოებით 4,100 პატიმარია განთავსებული.საპატიმროების გადატვირთვა განპირობებულია „ბოკო ჰარამის“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი პირების ნაკადების დაკავებებით. რომელთა უმეტესობა ბრალის წაყენების გარეშე არიან დაკავებულები. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობამ მარუას ციხესთან დამატებითი შენობების განთავსება გადაწყვიტა და მარუაში დაიწყო 12 ახალი ციხის აშენება. თუმცა, აღნიშნული ქმედებები არ კმარა კრიზისის დასაძლევად.

ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებები                          

სულ მცირე 276,000 ლტოლვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან ცხოვრობდა მძიმე პირობებში და გადატვირთულ ბანაკებში ან მასპინძელ ოჯახებში სამხრეთ-აღმოსავლეთ კამერუნის საზღვრის ტერიტორიაზე. 59.000 ნიგერიელი ლტოლვილი ცხოვრობდა  კამერუნის შორეული ჩრდილოეთით მდებარე გაეროს ბანაკში მარუაში. თუმცა 27,000 ლტოლვილი რომელიც ბანაკს გარეთაა დარჩენილი უკიდურეს მდგომარეობაში იყნენ, მათ არ ჰქონდათ წვდომა საკვებზე და ძირითად სერვისებზე, ასევე განიცდიდნენ შევიწროვებას უშიშროების ძალების მხრიდან. „ბოკო ჰარამის“ და ასევე სახელმწიფო ძალების მხრიდან უსაფრთხოების კუთხით შექმნილმა პრობლემებმა მოსახლეობის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, დაახლოებით 199,000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა შორეული ჩრდილოეთის რეგიონიდან. ლტოლვილთა ნებაყოფილობით დაბრუნების შესახებ, კამერუნს, ნიგერიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ასევე, გლუკის და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების  განხორციელება დასრულდა წლის ბოლოსთვის.

სიკვდილით დასჯა

საანგარიშო პერიოდში, სამხედრო სასამართლოებში, არასამართლიანი პროცესებზე „ბოკო ჰარამის“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კვლავ გრძელდებოდა.თუმცა სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. საქმეების უმეტესობა აღძრული იყო  2014 წელს მიღებული ანტიტერორიზმის კანონის საფუძველზე.[2]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიხედვით, რომელიც მოქალაქალაქეებისათვის აქვეყნებს ინფორმაციას სადაც მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები.  რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურიტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ; ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.კამერუნის შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ ტერორიზმის საკმაოდ მაღალი საფრთხეა ქვეყანაში. ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ აქტიურია ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ თავდასხმებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძირითად ქალაქებშიც, მაგალითად იაუნდეს და დუალას ქალაქებში.

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კამერუნის შორეულ ჩრდილოეთ რეგიონში და ცენტრალური აფრიკის, ჩადის და ნიგერიის ადამავას შტატის საზღვართან 40 კილომეტრში, ასევე, კამერუნის უკიდურეს სამხრეთით, ბაკასის ნახევარკუნძულის რეგიონში მოგზაურობას უკრძალავს თავის მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი.

2016 წლის 21 ნოემბრიდან ბამენას და ბუეას (ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონები) ტერიტორიებზე დემონსტრაციები მიმდინარეობდა. ანგარიშების მიხედვით 2016 წლის 8 დეკემბერს უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მდგომარეობა კვლავ ცვალებადია და შესაძლებელია მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია სხვა ანგლოფილურ ქალაქებსა და სოფლებში.

2016 წელს კამერუნის შორეულ ჩრდილოეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმების  ძირითადი სამიზნე იყო დიდი ბაზრობები, სასტუმროები, სკვერები, სპორტული დაწესებულებები. ბაბუანგის, მბარაგის ტერიტორიებზე, ადამავას რეგიონში ადგილი ჰქონდა ადამიანთა გატაცების მცდელობებს. „ბოკო ჰარამი“ საჯაროდ ემუქრებოდა კამერუნს დაჯგუფების წინააღმდეგ  რეგიონულ ბრძოლაში ჩართვის გამო.

ვრცელდებოდა ინფორმაცია კრიმინალური დაჯგუფებების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რაც განსაკუთრებით კამერუნის აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს ხდებოდა. ხშირია ძალადობის ფაქტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და კამერუნის საზღვრის მიდამოებში.[3]

[1] The Central Intelligence Agency, The World Factbook: Cameroon; Page last updated on July 11, 2016  https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/cm.html [accessed 20 July 2016]

[2] Amnesty International:Annual Report:Cameroon 2016/2017 https://www.amnesty.org/en/countries/africa/cameroon/report-cameroon/ [accessed 27 March 2017]

[3] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office: Foreign travel advice:Cameroon; Updated:21 December 2016 https://www.gov.uk/foreign-travel-advice/cameroon [accessed 27 March, 2017]

კამერუნი – ლევირატის ტრადიცია – დაქვრივებული ქალის მაზლზე გათხოვება – მარტი, 2017

CNN-ის 2016 წლის 16 აგვისტოს ინფორმაციით, კამერუნის ერთ-ერთი რეგიონის, ბაფუტის „ფონი“-ს ანუ მეფეს – აბუმბი II-ს დაახლოებით 100 ცოლი ჰყავს რომელთაგან 72 მანამდე მისი მამის მეუღლეები იყვნენ. კამერუნის კანონმდებლობით პოლიგამია დაშვებულია, ხოლო ბაფუტში, ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, როდესაც „ფონი“ გარდაიცვლება, მისი მემკვიდრე ირთავს მის ყველა ცოლს და შემდეგ, ქორწინდება საკუთარ დედოფლებზე. მათი ახსნით, ამ ტრადიციის მიზანია ის, რომ ძველი ცოლები დაეხმარონ ახალგაზრდა მეფეს და მის ახალგაზრდა ცოლებს, ქვეყნის უკეთესად მართვაში.[1]

ასევე, “The News Minute”-ს 2016 წლის 23 ივლისის ერთ-ერთი სტატიის მიხდვით, რომელიც კამერუნში პოლიგამიის ტრადიციაზეა, მმართველებს შეუძლიათ დაქორწინდნენ იმდენ ქალზე, რამდენიც სურს და, ასევე, როდესაც მმართველი გარდაიცვლება, მისი მემკვიდრე ცოლად ირთავს გარდაცვლილის ცოლებს. სტატიაში კონკრეტულად საუბარია ჩრდილო-დასავლეთი კამერუნის ფონის (მეფის) – Zofoa Ndofoa III-ს შესახებ რომელსაც, საკუთარი 10 ცოლის გარდა, მამისგან მემკვიდრეობით მიღებული 72 ცოლი ჰყავს. გარდა ცოლებისა, მან მემვიდრეობად მამის შვილებიც მიიღო.[2]

კანადის მიგრაციის და ლტოლვილთა საბჭოს 2004 წლის ანგარიშის მიხედვით, კამერუნის კონკრეტულ რეგიონებში, „ცოლი მიიჩნება ქმრის საკუთრებად და ხშირად ქვრივს აიძულებენ, დაქორწინდეს გარდაცვლილი ქმრის ერთ-ერთ ძმაზე“. იგივე წყაროს მიხედვით, „თუ ქალი უარზეა,  მან უნდა გადაიხადოს მზითევის რაოდენობა და დატოვოს ოჯახი“.

„ლევირატი“ (ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ცოლი უნდა მისთხოვდეს გარდაცვლილი ქმრის ძმას) საკმაოდ გავრცელებული და მიღებულია ყველა ეთნიკურ ჯგუფში კამერუნის უკიდურეს ჩრდილოეთ პროვინციებში. როდესაც ქმრის ოჯახი გადაიხდის მზითევს, ქალი ავტომატურად ხდება მისი საკუთრება. როდესაც ქმარი კვდება,  მთელი მისი საკუთრება, მათ შორის, ცოლიც, გადადის მის ოჯახზე. როგორც წესი, ცოლი მემკვიდრეობად  ერთ-ერთ ძმას რჩება. დასავლეთ კამერუნის მაცხოვრებლებში, მათ შორის Bamileke-ს ტომში, მიღებული წესია, რომ ადგილობრივი ტომის ბელადის უფროსი ვაჟი დაქორწინდეს მამის რამდენიმე ქვრივზე,  ხოლო საკუთარ დედაზე ქორწინება გამოირიცხება.

ზოგადად, ქალები თანახმა არიან ამ ტიპის ქორწინებაზე, იმიტომ, რომ საზოგადოების, მათ შორის – საკუთარივე მშობლების მხრიდან გაკიცხვის ობიექტები არ აღმოჩდნენ. ეს სოციალური სტრუქტურა იმდენა ღრმად არის გამჯდარი ხალხის მენტალობაში,  რომ ძალიან რთულია ერთი ქალისთვის იმის უარყოფა, რაც მთელი საზოგადოებისთვის ნორმალური და მისაღებია.

ნაკლებად განათლებული ქალები, განსაკუთრებით ისინი, ვინც უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონებში ცხოვრობენ, არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. ფემინისტური ორგანიზაცია „ALVF“-ის წარმომადგენელს არ აქვს ინფორმაცია თუნდაც ერთი საქმის შესახებ, სადაც ქალმა საჩივარი განაცხადა შესაბამის ადმინისტრაციულ სასამართლოში, იმასთან დაკავშირებით, რომ მას იძულებით აქორწინებდნენ გარდაცვლილი ქმრის ერთ-ერთ ძმაზე. თავის მხრივ, მთავრობა ერიდება ასეთი ტიპის ტრადიციების განხორციელებაში ჩარევას.[3]

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი მოხსენებაში, კამერუნის მთავრობამ განაცხადა, რომ “ლევირატი“ განსაკუთრებით გავრცელებულია კამერუნის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში. ამას გარდა, კამერუნში მოქმედი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის „Reach Out Cameroon“-ის დირექტორმა, განაცხადა, რომ „ლევირატის“ პრაქტიკა განსაკუთრებით ძლიერია დასავლეთ რეგიონებში. იგივე წყაროს ინფორმაციით,  იმ შემთხვევაში, თუ ცოლი უარს განაცხადებს, ის დაკარგავს მხარდაჭერას ქმრის ოჯახისგან,   მას დაამცირებენ და შეუზღუდავენ მთელ რიგ უფლებებს, ის განიდევნება საზოგადოებიდან და გაიკიცხება.

ასევე, კამერუნის ადვოკატ ქალთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDA) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ქვრივი, რომელიც უარს განაცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ლევირატში, იძულებული იქნება გადაიხადოს მისი სამზითვო თანხა და ამავდროულად, დაკარგავს ყოველგვარ უფლებას მემკვიდრეობაზე. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ქალი უარს აცხადებს ლევირატზეც და მზითვის გადახდაზეც, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს.[4]

[1] CNN, article “The king with 100 wives” available at http://edition.cnn.com/2015/06/17/africa/the-king-with-100-wives-cameroon/ [accessed 29 March,  2017]

[2] The News Minute, article “Cameroon’s polygamy tradition” available at; July 23, 2016 http://www.thenewsminute.com/article/cameroons-polygamy-tradition-where-heir-takes-over-fathers-wives-46958  [accessed 29 March, 2017]

[3] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Whether a tradition exists in which a widow is forced by her in-laws or by the village chief to marry her dead husband’s brother; if so, the ethnic groups that practice this tradition and the regions of Cameroon where it is common; the consequences for a widow who refuses to adhere to this practice; the recourses and protection available to such a woman (July 2005) [CMR100428.FE], 29 July 2005 (available at ecoi.net) http://www.ecoi.net/local_link/60514/154135_en.html  (accessed 29 March 2017)

[4] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Cameroon: The practice of levirate marriage, including the regions of Cameroon where this tradition is widespread and the ethnic groups that practice it; the consequences if a widow refuses to take part in this practice, recourse and protection available, including police intervention in the cities of Douala and Yaoundé (June 2013-December 2014), 23 December 2014, CMR105020.FE, available at:

   [accessed 30 March 2017]

ისრაელი – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა, ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად (ISA), რომელიც შაბაკის სახელითაა ცნობილი, წლის განმავლობაში პალესტინელებმა 47 ტერორისტული აქტი მოაწყეს (მათ შორის დანით დაჭრა, თავდასხმა, სროლა, ჭურვებისა და სარაკეტო თავდასხმა).

ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IED) თავდასხმამ მწვანე ზონის ფარგლებში ხუთი ებრაელისა და ერთი ერითრიელის სიკვდილი გამოიწვია; მწვანე ზონაში (არა იერუსალიმში) ადგილი ჰქონდა ებრაელის მხრიდან დანით მუქარის ორ ფაქტს. ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს მიხედვით, ჰამასმა, ჰეზბოლამ და სხვა შეიარაღებულმა ჯგუფებმა 22 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ისრაელში და 11 სხვა შემთხვევაში ან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს ან ჭურვებით თავდასხმა მოახდინეს ისრაელში და გოლანის მაღლობზე.

ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმოადგენს მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმები, პოლიტიკურად და რელიგიურად მოტივირებული სოციალური ძალადობა, ისრაელის არაბი მოქალაქეების, რომლებიც ხშირად პალესტინელებად იდენტიფიცირდებიან და ასევე, ბედუინების ინსტიტუციური და სოციალური დისკრიმინაცია, განსაკუთრებით განათლებისა და დასაქმების კუთხით; ეთიოპიელი ებრაელებისა და ქალების ინსტიტუციური და სოციალური დისკრიმინაცია; ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და მიგრანტების ზოგადი მოპყრობა. სხვა პრობლემებს წარმოადგენს არაორთოდოქსი ებრაელებისა და შერეული ოჯახების ინსტიტუციური და სოციალური დისკრიმინაცია; უცხოელი მუშა ხელის სამუშაო უფლებების დარღვევა.

მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა შეურაცხყოფისა და უდიერი მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად და დანაშაულის ჩამდენი პირების დასასჯელად მიუხედავად ასეთი პირების ავტორიტეტისა. მთავრობამ ასევე სტრუქტურული რეფორმები გაატარა დაუსჯელობის შესამცირებლად და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად.[1]

„Amnesty International“ 2015/2016 წლების ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ საერთაშორისო მცდელობები ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებების განახლების შესახებ ჩავარდა. ისრაელის მთავრობა განაგრძობდა დასავლეთ სანაპიროზე არალეგალური დასახლებების ექსპანსიასა და მხარდაჭერას, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში და მთავრობამ, ასევე, გადადგა გარკვეული ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე იმ დასახლებების ავტორიზებისთვის, რომლებიც მთავრობის ნებართვის გარეშე შეიქმნა. ღაზაში პალესტინური შეიარაღებული ჯგუფები დრო და დრო ახორციელებდნენ სარაკეტო თავდასხმებს სამხრეთ ისრაელში; სიკვდილი არ დაფიქსირებულა. ისრაელი ღაზაში საპასუხო შეტევებს ახორციელებდა – ოქტომბერში ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა შეტევის შედეგად. ისრაელმა, ასევე, რამდენიმე საჰაერო და სხვა სახის შეტევა განახორციელა სირიაში.[2]

„Freedom House“ თავის უკანასკნელ ანგარიშში ისრაელის შესახებ ქვეყნის თავისუფლების სტატუსს განსაზღვრავს, როგორც „თავისუფალი“. თავისუფლების ხარისხი შეფასებულია 1.5 ქულით (1 – ყველაზე კარგი; 7 ყველაზე უარესი); პოლიტიკური უფლებები შეფასებულია 1 ქულით და სამოქალაქო უფლებები 2 ქულით. ანგარიშში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა წელიწადის ბოლო მესამედში გაუარესდა. შეტევები ძირითადად პალესტინელი ინდივიდების მიერ ხორციელდებოდა უსაფრთხოების პოსტებსა და სხვა ლოკაციებზე; ისრაელი საპასუხოდ სასიკვდილო იერიშით პასუხობდა. იმ ინციდენტების შედეგად, რომელიც ძირითადად დასავლეთ სანაპიროზე მოხდა, 20 ებრაელი და 100 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ შეჩერებულია.[3]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ 2016 წელს 2015 წლის ოქტომბერში დაწყებული ძალადობა კიდევ უფრო გაუარესდა, რაც გამოიხატა დემონსტრაციებსა და ძალადობაში დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, ისრაელის მოსაზღვრედ, რასაც ისრაელის ძალები ხშირად ღია ცეცხლით პასუხობდნენ. ებრაელი ფეხით მოსიარულეებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართ, დასავლეთ სანაპიროსა და ისრაელში, ადგილი ჰქონდა დანით დაჭრებსა და დანით დაჭრის მცდელობებს ძირითადად იმ პალესტინელების მხრიდან, რომლებიც არც ერთი შეიარაღებული ჯგუფის წევრები არ ყოფილან.[4]

[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Israel and The Occupied Territories, 13 April 2016, available at:

[accessed 15 March 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2015/16 – Israel and the Occupied Palestinian Territories, 24 February 2016, available at:

[accessed 15 March 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016 – Israel, 24 May 2016, available at:

[accessed 15 March 2017]

[4] Human Rights Watch, World Report 2017 – Israel/Palestine, 12 January 2017, available at:

[accessed 15 March 2017]

ირანი – სამართალდამცავი ორგანოები და კანონის უზენაესობა – მარტი, 2017

ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრის 2015 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სხვადასხვა სააგენტოს შორისაა გადანაწილებული კანონის აღსრულებისა და წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოებია: დაზვერვის სამინისტრო, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ბასიჯი და კანონის აღმასრულებელი ძალები (სარეიდო პოლიცია, რეგულარული პოლიცია და ჟანდარმერია). დამატებით, კულტურისა და ისლამური წესების სამინისტრო ახდენს მედიისა და საკომუნიკაციო ატივობების მონიტორინგს.

კანონის აღმასრულებელი ძალები (ირანის ეროვნული საპოლიციო ძალები LEF) 1992 წელს შეიქმნა და თავის თავში გააერთიანა პოლიცია, ჟანდარმერია, რევოლუციის კომიტეტი და სასაზღვრო პოლიცია. ძველი ინსტიტუციების უმეტესობა ამჟამადაც წარმოდგენილია ძალების შიდა სტრუქტურაში და თანამშრომლები თავს კვლავაც ძველი კუთვნილებით აღიქვამენ. რევოლუციის კომიტეტი სრულად გამქრალია.

ირანის ეროვნული საპოლიციო ძალები მოიცავს – საზღვრის კონტროლს; დანაშაულთან ბრძოლას; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას; ინტერპოლთან თანამშრომლობას დამნაშავეების დაკავებისა და ექსტრადირების კუთხით; ტერორიზმთან ბრძოლას და პრევენციას; ნაკროდანაშაულთან ბრძოლას, ადამიანებისა და იარაღის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას; და ასევე, საჯარო უსაფრთხოების, მშვიდობისა და საგზაო მოძრაობის კონტროლს. საპოლიციო ძალები მოიცავს შემდეგ დანაყოფებს: საჰაერო პოლიცია, ანტი-ნარკოტიკული პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, კიბერდანაშაულთან ბრძოლის პოლიცია, კრიმინალური სადაზვერვო საგამოძიებო პოლიცია, საგანგებო საპოლიციო ცენტრი, სადაზრვერვო და საჯარო უსაფრთხოების პოლიცია, საერთაშორისო ურთოერთობების და ინტერპოლის დეპარტამენტი, პრევენციის განყოფილება დასაგზაო მოძრაობის კონტროლის პოლიცია.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის უკანასკნელ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების ძალები არ იყვნენ სრულყოფილად ეფექტურები დანაშაულთან ბრძოლაში და კორუფცია და დაუსჯელობა დარჩა პრობლემად. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ხშირად ადანაშაულებდნენ რეგულარულ და ნახევრად სამხედრო უსაფრთხოების ძალებს, როგორიცაა მაგალითად ბასიჯი, ადამიანის უფლებების დარღვევაში, მათ შორის საჯარო დემონსტრაციებში მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაში. არ ყოფილა გამჭვირვალე მექანიზმი უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის და ძალიან მცირე იყო მთავრობის მიერ დისციპლინური სანქციების გამოყენების ფაქტები.[2]

დიდი ბრიტანეთის საშიანო საქმეთა ოფისის მიერ 2016 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერია, რომ ეფექტური დაცვის მიღების შესაძლებლობა, როდესაც საუბარია არასახელმწიფო აქტორებისგან დაცვის აუცილებლობაზე, მცირდება უსაფრთხოების ძალების არაეფექტურობის, კორუფციისა და არასამართლიანი სასამართლოების გამო.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის უკანასკნელ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ კონსტიტუცია ადგენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელ ძალას, რომელიც თავისუფალია ყველანაირი სახის არაჯანსაღი ურთიერთობისა და კავშირებისგან. ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემა იყო პოლიტიკური გავლენის ობიექტი და მოსამართლეების დანიშვნა მოხდა რელიგიური კრიტერიუმებით. უზენაესი ლიდერი ნიშნავს სასამართლო ხელისუფლების მეთაურს. სასამართლო ხელისუფლების მეთაური, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და გენერალური პროკურორი არიან სასულიერო პირები. საერთაშორისო დამკვირვებლები აკრიტიკებენ ქვეყნის სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გამო და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესებზე ხდება სამართლიანობის საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეებს მცირე შესაძლებლობა ჰქონდათ, ეჩივლათ მთავრობისთვის და ამასთან არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შიგა სასამართლოებში სარჩელი შეეტანათ მთავრობის წინააღმდეგ სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაღვევის გამო.[4]

„Freedom House“ 2016 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება კრიტიკული აზრის მქონე ხალხის და ოპოზიციის წევრების გასაჩუმებლად. სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ინიშნება ხუთი წლის ვადით უზენაესი ლიდერის მიერ. ამჟამინდელი ხელმძღვანელის აიათოლა სადეგ ლარიჯანის მმართველობისას, სასამართლო ხელისუფლებაზე უსაფრთხოების სამსახურების კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ადამიანის უფლებათა ადვოკატებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა უსამართლო სასამართლო პროცესებს. უსაფრთხოების ძალებს იშვიათად ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის.[5]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის სასამართლოებს, განსაკუთრებით კი რევოლუციის სასამართლოებს, რეგულარულად აქვთ ჩავარდნა სამართლიანი სასამართლო პროცესების გამართვის მხრივ და სავარაუდოდ, იყენებენ ისეთ აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც მოპოვებულია წამების გამოყენებით. ირანის კანონმდებლობით, მოპასუხეს ეზღუდება ადვოკატზე წვდომა, განსაკუთრებით ძიების მიმდინარეობის დროს.[6]

[1] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Iran: Political Opposition Groups, Security Forces, Selected Human Rights Issues, Rule of Law: COI Compilation, July 2015, available at:

[accessed 22 March 2017]

[2] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

[3] United Kingdom: Home Office, Country Information and Guidance – Iran: Background Information, including actors of protection and internal relocation, July 2016, Version 3.0, available at:

[accessed 22 March 2017]

[4] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

[5] Freedom House, Freedom in the World 2016 – Iran, 7 March 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

[6] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 22 March 2017]

თურქეთი – სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა – მარტი, 2017

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ ახდენს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსი ადამიანების დისკრიმინაციას. ჰომოსექსუალური აქტები ლეგალურია 1858 წლიდან და კანონმდებლობა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების მსგავსად იმავე ასაკს აწესებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზეც. თუმცა, საკანონმდებლო შეზღუდვად მიჩნეულია ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების დროს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში არ იქნა განხილული სექსუალური ორიენტაცია. არადისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩოს მიუხედავად, სხვადასხვა წყარო საუბრობს ლგბტი პირების მოწყვლადობის შესახებ თურქეთში; დოკუმენტირებულია სიძულვილის ენის გამოყენება ამ ადამიანების წინააღმდეგ და ასევე, საუბრობენ მკაფიო ლეგალური დაცვის ნაკლებობაზე, დისკრიმინაციაზე, დაშინებაზე, პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფასა და ძალადობრივ აქტებზე ლგბტი პირების წინააღმდეგ. ევროპული საბჭოს კომუნიკაციების დირექტორატი 2015 წელს მოუწოდებდა თურქეთს, რომ „ეფექტურად ყოფილიყო გარანტირებული ქალების, ბავშვებისა და ლგბტი პირების უფლებები“.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ, ვებ-გვერდის „Habervaktim.com“ შემთხვევაში პირველად დაადგინა, რომ ლგბტი პირების „გარყვნილ“ ადამიანებად მოხსენიება სიძულვილის ენას წარმოადგენდა, სასამართლოს დადგენილება არ გამოუტანია ვებ-გვერდის წინააღმდეგ. ასევე, 2014 წელს სასამართლომ გაამართლა კონსერვატორული გაზეთი „Yeni Akitfor“ მას შემდეგ, რაც მათ ლგბტი ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „Kaos GL“ თავიანთ 2012 წლის სტატიაში მოიხსენია, როგორც „ანომალური (გადახრების მქონე)“ და „გარყვნილი“. საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა“, „ოჯახის დაცვა“ და „არაბუნებრივი სექსუალური ქცევისადმი“ ლეგალური მითითება ხანდახან გამოიყენება დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაციისა და პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფის ბაზისად. 2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ზოგიერთი პოლიტიკოსი ლგბტი პირებისა და სხვა უმცირესობების მისამართით სიძულვილის ენას იყენებდა.

რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობაში არსებობს დათქმა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელე შეიძლება დათხოვნილ იქნას სამსახურიდან, თუკი „მისი ქმედება არის სამარცხვინო და სათაკილოა საჯარო მოხელისათვის“. 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდში, ლგბტი საზოგადოების ვებ-გვერდმა „LGBTI News Turkey“, სხვადასხვა ონლაინ წყაროსა და ლგბტი ასოციაციებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 47 პირი მოკლეს მათი რეალური თუ მიწერილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.

2015 წლის ივნისში, პირველად მას შემდეგ, რაც 2003 წელს ყოველწლიური ლგბტი აღლუმი დაარსდა, სამართალდამცავი პირები ძალადობრივად ჩაერივნენ აღლუმში და გამოიყენეს გადამეტებული ძალა მონაწილეების წინააღმდეგ. 2015 წლის ივლისში, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა (OHCHR) „გამოხატა ღრმა შეშფოთება თურქეთში ლგბტი პირების წინააღმდეგ თავდასხმებსა და შეურაცხყოფის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, მიეღო შესაბამისი ზომები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“. აღნიშნულს ინციდენტების სრული სერია მოჰყვა: „ანკარაში ლგბტი პირების მკვლელობის მოწოდებით პოსტერები გამოქვეყნდა; ძალადობრივი ჰომოფობიური თავდასხმა მოხდა სტამბოლში ახალგაზრდა გეი მამაკაცების წინააღმდეგ; ქემალ ორდეკის – ოგანიზაციის „Red Umbrella Sexual Health and Human Rights Association“ დამფუძნებლისა და ადამიანის უფლებების დამცველის გაუპატიურება, ძარცვა და თავდასხმა“.

სასამართლოს გარეშე და თვითნებური დაკავებების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, „გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ლგბტი პირების დაცვას, ხშირად გამწვავებულია აღნიშნული პირების ოჯახის წევრების დამოკიდებულებით. სასამართლო და საკანონმდებლო ოფიციალური პირები ლგბტი პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

„Amnesty International“-ის მიხედვით, დაფიქსირდა გეი პირების „ღირსების სახელით“ მკვლელობის ფაქტები, რომელთა გამოძიების სურვილის ნაკლებობა იყო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2014 წელს, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მამას, რომელმაც საკუთარი ვაჟი მოკლა 2012 წელს სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული საქმის შესახებ მოხსენება გააკეთა ასოციაციამ ILGA – ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა, ტრანს და ინტერსექსთა საერთაშორისო ასოციაციამ. 2016 წლის ივნისში, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ტრანსგენდერთა და გეი აღლუმის სტამბოლში ჩატარება აკრძალეს, რათა დაეცვათ „უსაფრთხოება და საჯარო წესრიგი“. 19 ივნისს, აკრძალვის მიუხედავად, უამრავი დემონსტრანტი შეიკრიბა სტამბოლში იმისთვის, რომ დაეცვათ ლგბტი პირების უფლებები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა აქტივისტების დასაშლელად.

2016 წლის 25 ივლისს, სირიელი გეი ლტოლვილი იპოვეს მოკლული სტამბოლში მას შემდეგ, რაც იგი გაიტაცეს, გააუპატიურეს და თავი მოჰკვეთეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი სიკვდილამდე ხუთი თვით ადრე გაიტაცა და გააუპატიურა ხუთმა მამაკაცმა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა, ვინაიდან ისინი არიან სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, თავდასხმების, ადმინისტრაციული ჯარიმების, საოჯახო რეიდებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი. „ILGA‐Europe“, თავის ანგარიშში, რომელიც 2014 წელს ფარავს, საუბრობს რამდენიმე საქმეზე, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხება. „ILGA‐Europe“-ის ანგარიშში საუბარია ხუთი ტრანსგედერი ქალის მკვლელობაზე, რომელიც 2014 წელს მოხდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის 2015 წლის ანგარიშში საუბრობს ფაქტებზე, როდესაც პოლიციამ და პროკურატურამ ვერ გამოიძიეს ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული ძალადობის ფაქტები; საუბარია რამდენიმე დაკავებაზე და იმ პირთა მცირე სასჯელზე, ვინც დააკავეს.

გაზეთის „Daily Sabah“ თანახმად, 2016 წლის ივნისში, რამადანის პერიოდში, იფტარზე (საღამოს ვახშამი რამადანის მარხვის პერიოდში) პრეზიდენტი ერდოღანი ცნობილ ტრანსსექსუალ თურქ მომღერალ ბიულენთ ერსოის შეხვდა.

2016 წლის 12 აგვისტოს, ცნობილი ლგბტი აქტივისტის და ტრანსგენდერი ქალის ჰანდე კადერის ცხედარი იპოვეს, რომელიც გაუპატიურებული და ნაწამები იყო. მისმა ძალადობრივმა მკვლელობამ საზგადოება შოკში ჩააგდო და სათავე დაუდო დემონსტრაციებს, რომელიც ასობით ადამიანმა სხვადასხვა ქალაქში ჩაატარა. თურქეთში ტრანსგენდერების მკვლელობის რიცხვი ყველაზე მაღალია ევროპაში. ერთი კვირის ვადაში ორმა ტრანსგენდერმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რადგან მათივე განცხადებით, დისკრიმინაცისა და ზეწოლის პირობებში ცხოვრება აღარ შეეძლოთ.

თურქეთში რამდენიმე ლგბტი ორგანიზაციაა, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში. ტრანსგენდერთა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის „წითელი ქოლგა“ ხელმძღვანელს თავს დაესხნენ და გააუპატიურეს 2015 წლის 5 ივლისს, ქ. ანკარაში.[1]

„Freedom House“ თავის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობა მკაფიოდ აკრძალული არ არის, თუმცა ლგბტ პირები ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაციის, პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფისა და ხანდახან, ძალადობის მსხვერპლნი არიან. კანონმდებლობა არ არეგულირებს პირთა დაცვას სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე. წინა წლებისგან განსხვავებით, ივნისში, სტამბოლის ყოველწლიური ლგბტი აღლუმი პოლიციამ დაიშალა.[2]

აშში-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის უკანასკნელ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ახდენს ლგბტი პირების დისკრიმინაციას, სამართლებრივი საფუძვლებით – „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა“, „ოჯახის დაცვა“ და „არაბუნებრივი სექსუალური ქცევა“ – ბრალდებით ხორციელდება ლგბტ პირების დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაცია და პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფა – არასათანადო მოპყრობა. ლგბტი პროსტიტუტები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ქრთამის გამოძალვის მიზნით დააკავა. ლგბტი პირთა დამცველები ადანაშაულებენ სასამართლოებსა და პროკურორებს ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც პროსტიტუციაში ჩართულ ტრანსგენდერებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება.

თურქული კანომდებლობის თანახმად, სიძულვილის ენისა და ენის, რასის, ეროვნების, კანის ფერის, გენდერის, უუნარობის, პოლიტიკური შეხედულების, ფილოსოფიური რწმენის / ღირებულების, რელიგიის ან მწვალებლობის/სექტანტური ნიადაგზე ჩადენილი საზიანო/შეურაცხმყოფელი ქმედება ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ კანონმდებლობას და მიუთითებენ იმაზე, რომ აღნიშნული კანონი არ მოიცავს გენდერულ იდენტობის გამო პირთა დაცვას და აცხადებენ, რომ ხანდახან კანონი სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად უფრო გამოიყენება, ვიდრე უმცირესობების დასაცავად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ლგბტი განსაზღვრება კანონში არ ფიგურირებს, რადგან ლგბტი პირების დასაცავად გამოიყენება ზოგადი „გენდერის“ კონცეფცია. KAOS-GL, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია ლგბტი პირების უფლებებზე, აცხადებს, რომ ლგბტი პირების არსებობის გაუთვითცნობიერებლობის გამო, ოფიციალური პირები ლგბტი პირებს სოციალური დაცვის უფლებას ართმევენ. KAOS-GL აცხადებს, რომ არც ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო და არც შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო ჩაერთვება ლგბტი პირების დასაცავად და არ აღიარებს მათ უფლებას ან საჭიროებას დაცვასა და მომსახურებაზე.

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ პოლიცია და პროკურორები ხშირად არ იძიებდნენ ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტებს. ისინი ხშირად არც ეჭვმიტანილებს აკავებდნენ და არც წინასწარი დაკავების ცენტრებში გადაჰყავთ, როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე სხვა დაკავებულებთან მიმართებაში. როდესაც დაკავებები ხორციელდებოდა, დამცველები განაცხადებდნენ „გაუმართლებელ პროვოკაციასთან“ დაკავშირებით და მოითხოვდნენ შემცირებულ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად. აღნიშნული გარემოების თანახმად, სასჯელი „შემცირდება, თუკი დანაშაულის ჩამდენი ჩაიდენს დანაშაულს გაშმაგებული ან ძლიერი, უცაბედი ემოციურობის ფონზე (აფექტის მდგომარეობა), რაც გამოწვეულია უკანონო აქტით“. მოსამართლეები რუტინულად იყენებდნენ აღნიშნულ გარემოებას იმ დამნაშავეების სასჯელის შესამცირებლად, რომელთაც ლგბტი პირები მოკლედ. სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ვერდიქტები ნაწილობრივ მსხვერპლთა „ამორალური ბუნების“ გამო.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, ზოგიერთ პოლიტიკოსი სიძულვილის ენით საუბრობდა ლგბტი პირებისა და სხვა უმცირესობების შესახებ. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ივნისსა და ივლისში გაზრდილი თავდასხმები ლგბტი პირების წინააღმდეგ პოლიტიკური ლიდერების ფანატიზმის პირდაპირი შედეგი იყო. მას შემდეგ, რაც სტამბოლის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა ლგბტი აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ 28 ივნისს, მომდევნო კვირას სტამბოლსა და ანკარაში ანტი-ლგბტი ინციდენტთა სერიები მოხდა. 30 ივნისს სავაჭრო ცენტრის წინ თავს დაესხნენ გეი მამაკაცებს; არასამთავრობო ტრანსგენდერ ადამანთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „წითელი ქოლგა“ ხელმძღვანელს თავს დაესხნენ და გააუპატიურეს 5 ივლისს, ქ. ანკარაში; და 8 ივლისს, ქ. ანკარაში ანტი-ლგბტი პოსტერები გავრცელდა. ლგბტი საზოგადოებამ სარჩელი შეიტანა იმ ახალგაზრდული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელმაც პოსტერები შექმნა და მოითხოვეს, „წითელი ქოლგის“ ხელმძღვანელის დაცვითი ორდერი. მთავრობას საჯაროდ არ უპასუხია პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, პოლიციის მხრიდან ძალადობის, ანტი-ლგბტ ძალადობის მოწოდებისა და თავსახმების ბრალდებებზე. 7 ივნისის არჩევნებისთვის, ერთმა ღიად ლგბტი კანდიდატმა ბარის სულუმ მანდატი ვერ მოიპოვა და აგვისტოში ქვეყანა დატოვა, როგორც აცხადებენ ინტენსიური მუქარების გამო მის ლგბტი სტატუსთან დაკავშირებით.

სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, მერსინში, გაზიანტეპში, ესკისეჰირში და დიიარბაკირში აქტიური ლგბტი ორგანიზაციები არსებობდა, ისევე, როგორც არაოფიციალური ჯგუფები – სხვა პატარა ქალაქებსა და უნივერსიტეტების კამპუსებში. ჯგუფები საუბრობენ პოლიციისა და სამთავრობო ძალების მხრიდან შეურაცხყოფაზე. მცირე ქალაქების უნივერსიტეტებში არსებული ჯგუფები აცხადებდნენ, რომ მათ რექტორები შეკრების უფლებას არ აძლევდნენ.

ლგბტი ორგანიზაციები ახადებენ, რომ მთავრობა რეგულარულ და დეტალურ აუდიტს იყენებს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული მსჯავრის დადების მიზნით და ემუქრებოდნენ მათ დიდი ჯარიმებით. ისინი, ასევე, საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საოფისე ფართის ქირაობის დროს აწყდებიან ფართის მფლობელების მხრიდან დისკრიმინაციის გამო. 5 ივლისის თავდასხმის შემდეგ, „წითელი ქოლგის“ ხელმძღვანელი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი ადრინდელი საცხოვრებელი და ახალი ბინა მოეძებნა, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სამი თავდამსხმელის დაკავების თაობაზე, რაც ზრდიდა განმეორებითი თავდასხმის ალბათობს რისკს. ლგტი პირები აწყდებიან დისკრიმინაციას დასაქმების კუთხით.[3]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information. Report Turkey Country Focus, November 2016, available at:

[accessed 13 March 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2016 – Turkey, 7 March 2016, available at:

[accessed 13 March 2017]

[3] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Turkey, 13 April 2016, available at:

[accessed 13 March 2017]

ეგვიპტე – სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ქორწინება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერია, რომ ეგვიპტეში ქვეყნის კონსტიტუცია ისლამს სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ანიჭებს და ადგენს, რომ კანონმდებლობის პირველ წყაროს შარიათის პრინციპები წარმოადგენს. კონსტიტუცია რწმენის თავისუფლებას აღიარებს როგორც აბსოლუტურ უფლებას, მაგრამ ზღუდავს რელიგიური რიტუალების პრაქტიკის თავისუფლებას.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ შარიათის კანონების თანახმად, არა-მუსლიმი მამაკაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე, რათა ცოლად შეირთოს მუსლიმი ქალი; ასევე არა-მუსლიმი ქალი უნდა კონვერტირდეს ისლამზე, რათა ცოლად გაჰყვეს მუსლიმ კაცს.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერია, რომ მუსლიმ ქალს არ შეუძლია ოფიციალურად გაჰყვეს ცოლად არა-მუსლიმ კაცს. თუ მუსლიმი ქალი არაოფიციალურად გაჰყვება ცოლად არა-მუსლიმ კაცს, იგი გახდება სერიოზული სოციალური ძალადობის ობიექტი. ისლამური რელიგიური კანონის მთავრობისეული განმარტებით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები შეიძლება მოათავსონ მუსლიმი მამაკაცი მეურვის მფარველობის ქვეშ.[2]

[1] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 28 March 2017]

[2] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 13 April 2016, available at:

[accessed 28 March 2017]

ბანგლადეში – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერია, რომ ბანგლადეში სეკულარული, პლურალისტული, საპარლამენტო დემოკრატიაა. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო და საერთაშორისო სტანდატრებთან შესაბამისობაში არ ჩაუვლია, პრემიერმა შეიხ ჰასინამ და ავამი ლიგამ ძალაუფლება განიმტკიცეს.

ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ასოცირებულები არიან ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდასთან, გააძლიერეს თავიანთი აქტივობა ინდურ სუბკონტინენტზე, რაც გამოიხატა თავდასხმებში რელიგიურ უმცირესობებზე, აკადემიკოსებზე, უცხოელებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ლგბტი საზოგადოების წევრებსა და სხვა ჯგუფებზე. მთავრობა ძლიერი ანტი-საომარი იერიშებით პასუხობდა, რასაც, როგორც ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, მოჰყვა გახშირებული მკვლელობები, ქრთამის აღების მიზნით დაკავებები, გაუჩნარებები, წამება და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები. მთავრობა იყენებდა კონტრ-ტერორიზმის საბაბს იმისათვის, რომ გაემართლებინა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა მნიშნელოვან დარღვევებს წარმოადგენს სასამართლოსგარეშე მკვლელობები, თვითნებური ან უკანონო დაკავებები, იძლებითი გაუჩინარება სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მარგინალიზებული და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წევრების მკვლელობები, ნაადრევი და იძულებითი ქორწინებები, გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების მიმართ; ცუდი სამუშაო პირობები და მშრომელთა უფლებების დარღვევები.

სხვა პრობლემებს წარმოადგენს უსაფრთხოების ძალების მხრიდან წამება და ცუდი მოპყრობა, თვითნებური დაპატიმრებები, სუსტი სასამართლო და მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ხანგრძლივვადიანი წინასასამართლო დაკავებები, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, ოფიციალური კორუფცია, ონლაინ აქტივობისა და პრესის შეზღუდვა. ოფიციალური პირები არღვევდნენ მოქალაქეთა კერძო უფლებებს. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თავიანთ აქტივობებზე ლეგალურ და არაფორმალურ შეზღუდვებს აწყდებოდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაცია პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ბავშვების საჯარო სკოლებში მიღების შემთხვევებში. ადგილი აქვს საზოგადოებრივ ძალადობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მისამართით. გაიზარდა დისკრიმინაცია პირთა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე.

უსაფრთხოების ძალების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა ფართოდაა გავრცელებული. მთავრობა არ იღებდა ზომებს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ჩადენილი მკვლელობებისა და დანაშაულების გამოსაძიებლად და დასასჯელად, მათ შორის სწრაფი მოქმედების ბატალიონის (Internal Enquiry Cell of the Rapid Action Battalion (RAB)) მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლიციას და უსაფრთხოების ძალებს არ გააჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების ნდობა; შესაბამისად, ბევრი ადამიანი კრიმინალური ინციდენტების დროს არ მიმართავს სამთავრობო ძალებს დახმარებისათვის. ზოგიერთ შემთხვევებში მთავრობა ექსტრემისტული თავდასხმების მსხვერპლთ ადანაშაულებდა, რაც თავდამსხმელთა დაუსჯელობას ზრდიდა.

არსებობს ცნობები პოლიტიკური პატიმრებისა და დაკავებულების შესახებ. პოლიტიკური აფილიაცია წარმოადგენდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტორს; მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების ცრუ ბრალდებებს. ყოფილი პრემიერ მინისტრს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ხალიდა ზიას  ბრალად დაედო 1971 წლის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს აჯანყებისკენ მოწოდება, რასაც გარკვეული რაოდენობის პირთა მკვლელობა მოჰყვა. მთავრობას არ დაუკავებია იგი სასამართლო პროცესებამდე. ოპოზიციური პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ძალებმა მათი დაახლოებით 2 000 წევრი დააკავეს ივნისის დასაწყისში მასობრივი დაკავებების დროს; თუმცა, მათ მიმართ ოფიციალურად საქმე არ აღძრულა და ისინი ოფიციალურად არ დაუპატიმრებიათ; ზოგიერთი მათგანი ქრთამის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კონსტიტუციით გარანტირებულია სიტყვისა და პრესის თავისუფლება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობა არ იცავს ამ უფლებებს. დაფიქსირდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვანი ფაქტები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მუქარისა და შევიწროვების შედეგად, მთავრობის კრიტიკაზე თავადვე დაიწესა ცენზურა.

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია, ასევე, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება, თუმცა მთავრობა არ იცავდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აღნიშნულ უფლებებს. პოლიტიკური მიზეზების გამო, მთავრობა ორივე უფლებას ზღუდავდა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის მომიზეზებით.

კონსტიტუცია საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი პერიოდული არჩევნებით, ფარული კენჭისყრით, თუმცა ბოლო არჩევნები მთავრობის მხრიდან ჩარევითა და ძალადობით ჩატარდა. მთავრობის მხრიდან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს არ მისცა დემოკრატიულ პროცესებში ეფექტურად მონაწილეობის საშუალება.

მთავრობამ საპოლიციო რესურსების მობილიზება მოახდინა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების, მათ შორის ბნპ-ის ლიდერის ხალიდა ზიასა და უფროსი ვიცე სპიკერის ტარიქ რაჰმანის წინააღმდეგ სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. ჯამაათის ლიდერებს ღიად მოქმედების უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან მათ პოლიცია ავიწროვებდა და ავამი ლიგა ტერორისტული აქტების გახშირებაში ადანაშაულებდა. მედია გამომცემლობები, რომლებიც მთავრობისა და ავამი ლიგის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, მთავრობის მხრიდან დაშინების, საქმის აღძვრისა და იძულებითი დახურვის მსხვერპლნი არიან. ავამი ლიგასთან აფილირებული ორგანიზაციები (მაგალითად სტუდენტური ლიგა) პერიოდულად მიმართავდა ძალადობასა და დაშინებას ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ქვეყნის მასშტაბით.

ზოგიერთ შემთხვევებში მთავრობა ზღუდავდა ოპოზიციური პარტიების უფლებას, მოეხდინათ საჯარო შეხვედრები და ასევე, ზღუდავდა პოლიტიკური პარტიების ღინისძებების გაშუქებას. ჯამაათმა გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აიკრძალა პარტიის რეგისტრაცია და მოქმედება. ახალი კანონპროექტით, ნებისმიერი ორგანიზაციის ქმედება, რომელიც ბრალდებულია ომის დანაშაულებში, იკრძალება. ჯამაათის საჩივარი წლის ბოლოსათვის კვლავ განიხილებოდა.[1]

„Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში ბანგლადეშის შესახებ წერს, რომ შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმებმა, რომლებიც ისლამის სახელით მოქმედებდნენ, გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი, მათ შორის უცხოელების, სეკულარული აქტივისტებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლების. მთავრობა საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევებს იყენებდა, რაც გამოიხატებოდა დაკავებებში, იძულებით გაუჩინარებებში, მკვლელობებში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. უფრო მეტად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ვინაიდან მთავრობა კრიტიკოსების მიმართ რეპრესიულ კანონებს მიმართავდა.[2]

„Human Rights Watch“ თავის 2017 წლის ანგარიშში ბანგლადეშის შესახებ წერს, რომ 2016 წელს მოხდა რამდენიმე კანონის ინიცირება, რომლითაც იზღუდებოდა გამოხატვის თავისუფლება. ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომის დანაშაულების ისტორიის დამახინჯების აქტის თანახმად, გათვალისწინებულია პატიმრობა და ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი  1971 წლის ომის დეტალები სადავო ან საკამათოა. საგარეო დონაციის რეგულაციის აქტი, რომელიც ოქტომბერში მიიღეს და გამიზნულია არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლისათვის, საფრთხეს უქმის გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებებს. შეთავაზებული პრესის საბჭოს აქტი მოიცავს გაზეთების დახურვის დებულებებს.

მთავრობა აგრძელებს ბუნდოვანი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიის აქტს მთავრობის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებების და აქტივობების კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ.

2016 წელს თავდასხმები მოხდა სეკულარულად განწყობილ ბლოგერებზე და იმ რედაქტორებსა და მწერლებზე, რომლებიც მხარს უჭერენ სექსუალური უმცირესობების უფლებებს; ბევრი მათგანი საჯარო ადგილებში მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმები, ზოგიერთმა გამოხატა აზრი, რომ იმ პირებმა, რომელთაც არაპოპულარული შეხედულებები აქვთ, თავად უნდა დაიწესონ ცენზურა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ თავდასხმები.[3]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Bangladesh, 3 March 2017, available at:

[accessed 12 April 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Bangladesh, 22 February 2017, available at:

[accessed 12 April 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Bangladesh, 12 January 2017, available at:

[accessed 12 April 2017]

ავღანეთი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

“Amnesty International”-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ინტენსიური კონფლიქტის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევამ და ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, ზოგი დაიჭრა, ზოგი კი იძულებით გადაადგილდა.უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების შედეგად კიდევ უფრო შეიზღუდა განათლებაზე, ჯანდაცვის და სხვა სერვისებზე წვდომა. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე უმეტესად შეიარაღებული დაჯგუფებები არიან პასუხსიმგებლები, თუმცა სამთავრობო ძალების მხრიდანაც ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაჭრის ან მკვლელობის ფაქტებს. მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალები კვლავ განაგრძობდნენ ბავშვების  გამოყენებას ბრძოლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია. რაც შეეხება ლტოლვილთა რაოდენობას, 2.6 მილიონი ავღანელი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, უმეტესად გაუსაძლის პირობებში. საანგარიშო პერიოდში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კვლავ გრძელდებოდა. შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ქალთა სახალხოდ დასჯის და გამათრახების ფაქტებმა იმატა. სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები კვლავ განაგრძობდნენ მუქარებს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ და ხელს უშლიდნენ თავიანთი ვალდებულების შესრულების პროცესში, ჟურნალისტები განიცდიდნენ ძალადობას და ცენზურას. მთავრობა კი განაგრძობდა სიკვდილით დასჯას არასამართლიანი სასამართლოს შემდეგაც კი.

მთავრობასა და ქვეყნის სიდიდით მეორე ამბოხებულ დაჯგუფება “ჰეზბ-ი-ისლამს” შორის ექვსწლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც გულბუდინ ჰეკმათიარი ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა ღანიმ და გულბუდინ ჰეკმათიარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჰეკმათიარი და მისი მებრძოლები ამნისტიას დაექვემდებარებოდნენ და “ჰეზბ-ი-ისლამის” წევრების ნაწილი ციხიდან გათავისუფლდებოდა.

პრეზიდენტ ღანის და პრემიერ-მინისტრის აბდულა აბდულას მომხრეებს შორის დაპირისპირების შედეგად პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო იმატა. ოქტომბერში გაიმართა დონორი ორგანიზაციების საერთაშორიო კონფერენცია ავღანეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით. საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ 15.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს ავღანეთში უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციამდე, ევროკავშირმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიდი რაოდენობით ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი პირების დეპორტაციის უფლებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულია ვითარება.

ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირების და უმუშევრობის დონის ზრდის პარალელურად.

სექტემბერსა და ოქტომბერში, თალიბანის თავდასხმების რაოდენობამ და პროვინციის ქალაქების დაკავების მცდელობამ საგრძნობლად იმატა. ოქტომბერში თალიბანმა ხელში ჩაიგდო კუნდუზი, რომლის დაკავების დროსაც ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეაჩერა. საავადმყოფოებში წამლები გათავდა, ხოლო დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა. გაეროს ოფისის ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურის (UNOCHA) ანგარიშით, ერთი კვირის განმავლობაში, კუნდუზიდან დედაქალაქში, ქაბულში და მეზობელ ქვეყნებში  25,000 ავღანელი იძულებით გადაადგილდა.

შეიარაღებული კონფლიქტი

2016 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე UNAMA-მ აღრიცხა 8,397 კონფლიქტის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებში არსებული მსხვერპლი (2,562 მოკლული და 5,835 დაჭრილი). UNAMA-ს მიხედვით, სამთავრობო ძალები – მათ შორის ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია, მთავრობის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები და საერთაშორისო სამხედრო ძალები – იყვნენ პასუხისმგებლები შემთხვევების 23%-ზე.

2016 წლის პირველ ნახევარში UNAMA-მ აღრიცხა სულ მცირე 15 ინციდენტი, რომელშიც მთავრობის მომხრე ძალებმა განახორციელეს სამძებრო ოპერაციები საავადმყოფოებსა და კლინიკებში, შეაფერხეს ან ხელი შეუშალეს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ან სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. აღნიშნულმა ფაქტებმა წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად იმატა.

18 თებერვალს, ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შევიდა თალიბანის მიერ კონტროლირებად სოფელ „Tangi Saidan“-ში არსებულ კლინიკაში, ვარდაკის პროვინციაში. შვედური დახმარების ჯგუფმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კლინიკას, განაცხადა, რომ მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაღენა კლინიკის თანამშრომლებს და მოკლა ორი პაციენტი და 15 წლის მომვლელი. NATO-მ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის გამოძიება. წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ არ იყო გაკეთებული არანაირი განცხადება.

შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები

UNAMA-ს მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეებში არსებული მსხვერპლის უმეტეს ნაწილზე, დაახლოებით 60%-ზე პასუხისმგებლობა თალიბანს და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ეკისრებათ.

3 თებერვალს, თალიბანმა მოკლა 10 წლის ბიჭი, რომელიც სამხრეთ ურუზგანში, ტირინ კოტში მდებარე სკოლისკენ მიემართებოდა. მიზეზად ითვლებოდა ის, რომ ადრე ის თალიბანის მხარეს იბრძოდა ბიძამისთან ერთად, რომელიც შემდეგ ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი გახდა.

19 აპრილს, თალიბანის მებრძოლები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ჯგუფს, რომელიც იცავდა მაღალი რანგის მთავრობის წევრს ქაბულში, შედეგად 64 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 347 კი დაიჭრა. 2001 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა დასახლებულ ტერიტორიაზე.

31 მაისს, თალიბანის მებრძოლებმა გაიტაცეს 220 მშვიდობიანი მოქალაქე კუნდუზ-ტახარის გზატკეცილზე სპეციალურად შექმნილ ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, არზან ანგორის სიახლოვეს, კუნდუზის პროვინციაში. 17 ადამიანი მოკლეს, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლეს. სულ მცირე 40 ადამიანი იქნა გატაცებული იმავე ტერიტორიაზე, 8 ივნისს.

23 ივლისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც თავს ისლამური სახელმწიფოს წევრად აცხადებდა, თავდასხმა განახორციელა ჰაზარას უმცირესობის მიერ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მსვლელობის დროს ქაბულში, რის შედეგადაც მოკლა 80 და დაჭრა 230-ზე მეტი ადამიანი.

12 აგვისტოს, სამი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ამერიკულ უნივერსიტეტს ქაბულში, შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმაზე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა.

11 ოქტომბერს, ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე ქაბულში. თავდამსხმელებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და შტურმით აიღეს მეჩეთი. შედეგად მძევლად აიყვანეს ასობით ადამიანი. სულ მცირე 18 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 40 კი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.

სამხედრო სამსახურის ასაკი  და ვალდებულება:

სამხედრო სამსახური ნებაყოფილობითია 18 წლის ასაკიდან, არ ხდება გაწვევა.[1]

ადამიანის უფლებათა დამცველები

შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებდნენ ზეწოლასა და მუქარას ადამიანის უფლებათა დამცველებზე. განსაკუთრებით, ქალი უფლებადამცველების მიმართ ხორციელდებოდა სასიკვდილო მუქარები, რომლებიც მიმართული იყო როგორც უშუალოდ მათი, ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ.

2016 წლის დასაწყისში, ერთ-ერთმა ცნობილმა უფლებადამცველმა სოციალურ ქსელის  “Facebook”-ის მეშვეობით მიიღო წერილი თალიბანისგან, სადაც მას და კიდევ სხვა 9 პირს  მოკვლით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ რაც ათივე ზემოხსენებულმა პირმა მიმართა მთავრობას და ითხოვა დახმარება, დაზვერვის სააგენტომ  – „უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ“ ორი მათგანი დააკავა თალიბანთან კავშირის ბრალდებით, თუმცა, შემდგომი ინფორმაცია ამ საკითხზე მათი კოლეგებისთვის არ მიუწოდებიათ. მუქარები გაგრძელდა აქტივისტების მიმართ, რომლებმაც, თავის მხრივ, შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა.

აგვისტოში, ერთ-ერთ სამხრეთ პროვინციაში, დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ქალთა უფლებების დამცველის ძმა მოიტაცეს, აწამეს და მოკლეს. დამნაშავეებმა ოჯახის დაშინებისთვის გამოიყენეს მსხვერპლის ტელეფონი და მოკლულის და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა. ზემოხსენებული დანაშაულებისთვის, წლის ბოლოსთვისაც კი, არავინ არ დაუკავებიათ.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საკმაოდ განტკიცდა  თალიბანის დაცემის შემდეგ 2001 წელს, თანდათან დაკნინდა  ძალადობრივი თავდასხმების, დაშინებებისა და ჟურნალისტების მკვლელობების შემდეგ.

„Nai”, მედიის თავისუფლების გამშუქებელმა ორგანიზაციამ, იანვრიდან ნოემბრამდე დააფიქსირა 100-ზე მეტი თავდასხმა ჟურნალისტებსა და მედიის ოფისებზე, მათ შორის, მკვლელობები, ცემის ფაქტები, დაკავებები, ცეცხლის წაკიდების შემთხვევები, მუქარები და სხვა ძალადობრივი ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე, არასახელმწიფო ქმედების სუბიექტების მხრიდან.

20 იანვარს,  თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა  ავტობუსს, რომელსაც გადაჰყავდა  ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზიის – TOLO TV-ის ჟურნალისტები. შედეგად, გარდაიცვლა 7, ხოლო დაშავდა 27 პირი.  დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც მანამდე რამდენჯერმე დაემუქრა ზემოხსენებულ ტელევიზიას.

29 იანვარს,  ცნობილი ჟურნალისტი – Zubair Khaksar, რომელიც მუშაობდა ავღანეთის ეროვნულ ტელევიზიაში „Nangarhar“-ის პროვინციაში, მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, როდესაც ის გადაადგილდებოდა  ქალაქ ჯალალაბადიდან „Surkhrood“-ის დასახლებაში.

19 აპრილს, ქაბულის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს Ariana TV-ის ორი ჟურნალისტი, რომლების საკუთარ მოვალეობას ახორციელებდნენ.

ქაბულის მიმდებარე პროვინციებში, აქტივისტები აცხადებნენ, რომ ეშინოდათ დემონსტაციების მოწყობის, რადგან, შედეგად, აღმოჩნდებოდნენ მთავრობის მხრიდან რეპრესიების საფრთხის ქვეშ.

წამება და  სხვა არასათანდო მოპყრობა

შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის – თალიბანი, აგრძელებდნენ მკვლელობებს, წამებას და სხვა სამართალდარღვევებს, როგორც “სასჯელს”  მათ მიერ მიჩნეული დანაშაულებისა თუ სხვა დარღვევებისთვის.

1 იანვრიდან 30 ივნისამდე, UNAMA-მა  მოახდინა 26 სხვადასხვა საქმის დოკუმენტირება, მათ შორის იყო მკვლელობები, გაროზგვები, ცემისა და უსამართლო დაკავებების ფაქტები. ზემოხსენებული სასჯელები პირებს დაეკისრათ მათ მიერ “შარიათის” კანონის დარღვევებისთვის, უსაფრთხოების ძალებთან კავშირისა ან მათ სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ფაქტების უმრავლესობა მოხდა დასავლეთ რეგიონში, უფრო კონკრეტულად, ფარაჰსა და ბადღის პროვინციებში.

14 თებერვალს, ადგილობრივმა პოლიციამ ხაკ-ე-საფიდის დასახლებაში, ფარაჰის პროვინციაში, დააკავა, აწამა  და მოკლა მეცხვარე, რომელიც მათი ვარაუდით დაკავშირებული იყო IED-ის (თვითნაკეთი ასაფეთქებელი დანადგარი) დაყენებასთან, რისი აფეთქების შედეგადაც გარდაიცვლა 2 პოლიციელი. UNAMA-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შესახებ ავღანეთის ეროვნული პოლიციის პროკურორის ოფისი ინფორმაციას ფლობდა,  მათ არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე,  ან არ დაუწყიათ გამოძიება და არ დაუკავებიათ რომელიმე ეჭვმიტანილი.

სიკვდილით დასჯა

8 მაისს,  6 სიკვდილმისჯილი პატიმარი ჩამოახრჩვეს   „Pol-e Charkhi“ ციხეში ქაბულში. ჩამოხრჩობის ფაქტები შედეგად მოყვა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 25 აპრილს, მას შემდეგ რაც თალიბანმა განახორციელა მასიური თავდასხმა 19 აპრილს, რომელშიც მან პირობა დადო, მიმართავდა უმკაცრეს სასჯელებს, მათ შორის – სიკვდილით დასჯასაც.

არსებობდა შიში იმისა, რომ სიკვდილით დასჯის ფაქტები კიდევ გაგრძელდებოდა. დაახლოებით 600 პატიმარი იყო სიკვდილმისჯილი და სასჯელის მომლოდინე, მათ შორის ბევრი იყო მსჯავრდებული ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა. მათი სასამართლო პროცესების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა „სამართლიანი სასამართლოს“ სტანდარტებს. წლის განმავლობაში, დაახლეობით 100 პირს მიუსაჯეს სიკვდილი  ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება,  ტერორიზმი, რომელმაც გამოიწვია მასობრიცი მკვლელობები და ა.შ.[2]

ბოლო მოვლენები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით, ქაბულის პროვინციაში, მათ შორის უშუალოდ ქალაქში, დაფიქსირდა 312 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი. შემდგომ ცხრილში წარმოდგენელია ამ ინციდენტების სახეები:

                                                                               ქაბულში           ქაბულის გარეთ

კერძო პირების მიმართ ძალადობა                       26                         5

შეიარაღებული დაპირისპირებები

და საჰაერო დაბომბვები                                       107                       89

აფეთქებები                                                           80                        30

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული

იძულებითი ღონისძიება                                       67                       36

კონფლიქტთან დაუკავშირებელი ინციდენტები    29              1

სხვა ინციდენტები                                                      3                 0

სულ                                                                             312               161

ქაბული, ქალაქის ზოგადი აღწერილობა

ქალაქი ქაბული არის განცალკევებული დასახლება ქაბულის პროვინციაში, სხვა 14 დასახლებასთან ერთად.

ამ ანგარიშში, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ქალაქ ქაბულზე, რადგანაც ის წარმოადგენს ავღანეთის დედაქალაქს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მდებარეობს სამთავრობო შენობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო თუ ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ქალაქში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განსხვავებულია ქვეყნის სხვა პროვინციებისგან.

ქაბული, უდაოდ არის ავღანეთის ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ქალაქი.   რეპატრიანტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკო-მიგრანტების მასიურმა ნაკადებმა  გამოიწვია პოპულაციის  სწრაფი ზრდა. 2015 წელს, UN OCHA-ს გათვლებით, ქაბულის მოსახლეობა შეადგენდა 3.678.034 მოსახლეს. სხვა წყაროებით ეს რიცხვი 7 მილიონსაც აღწევს. ქაბულის პროვინციის ¾-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქ ქაბულში.

ქალაქი ქაბული დაყოფილია 17 დასახლებად, რომელთაც, ხშირად, 1-დან 17-მდე რიცხვებით აღნიშნავენ. UNOCHA-ს 2016 წლის 4 იანვრის რუკაზე ნაჩვენებია 22 პოლიციის განყოფილება. 2016 წლის დასაწყისში, ქალაქს არ ჰყავდა მერი, რაც გამოწვეული იყო პრეზიდენტ ღანისა და CEO Abdullah-ს შორის თანხმობის არქონით.

ქაბული არის ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი, სადაც თითქმის ყველა ეთნოსია წარმოდგენილი. ფაშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარასები, უზბეკები, ბალუჩები, სიქები და ჰინდუსები, ყველა ცხოვრობენ ქაბულში და არც ერთ ჯგუფს არ უკავია დომინანტური პოზიცია. სამეზობლოები ძირითადად შედგება ერთი და იგივე ეთნოსის წარმომადგენლებისგან.

2016 წლის აპრილში, UNHCR-მა დააფიქსირა თავის სახელმძღვანელო პრინციპებში, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები (ANSF) ეფექტურად იცავდნენ დედაქალაქს და მის ურბანულ ცენტრებს, თუმცა იყო გამონაკლისი, 2015 წლის სექტემბერში, როდესაც თალიბანმა მოახერხა კუნდუზის ხელში ჩაგდება. ქაბული რეგულარულად ხდება ძალადობის მოწმე. ქაბულში, ძირითადად თავდასხმის სამი ფორმა ფიქსირდება: „გახმაურებული თავდასხმები“, „კომპლექსური თავდასხმები“ და „თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები“. UNAMA კომპლექსურ თავდასხმას განსაზღვრავს, როგორც „წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ თავდასხმას“, რაც გულისხმობს რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ  რამდენიმე სახის თავდასხმას.

აღნიშნული თავდასხმების ძირითად სამიზნეს მაღალი რანგის საერთაშორისო ინსტიტუტები, სამხედრო და სამოქალაქო კადრები, მათ შორის დიპლომატები, დასავლური ორგანიზაციები, ავღანეთის ხელისუფლების და უსაფრთხოების ძალების წევრები წარმოადგენენ.

კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის გარდა, ქაბულში დანაშაულის დონე მაღალია. ავღანეთის პოლიცია ერთი თვის მანძილზე რეგულარულად აკავებს ასობით დამნაშავეს, რომლებიც ჩართულები არიან მკვლელობში, შეიარაღებულ ძარცვასა და ავტომობილთა გატაცებებში.[3]

ავღანეთში მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს ძალადობრივი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტიპს. ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტმა  (Usip) და მიწის საკითხებთან დაკავშირებით ავღანეთის დამოუკიდებელმა ორგანომ (ARAZI) შექმნეს საპილოტო სისტემა მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავების რეგისტრაციისთვის, რომლებიც ტომობრივი და ჩვეულებითი სამართლით იქნა გადაწყვეტილი. ეს გულისხმობს საბჭოების შექმნას, რომელიც უთანხმოების მოგვარების მიზნით ითანამშრომლებს ARAZI-სთან ან სხვა რომელიმე ტრადიციულ ორგანოსთან. ARAZI-ს პრიორიტეტია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მიწების მიტაცების პრევენცია და  მიტაცებული მიწების დაბრუნების უზრუნველყოფა.[4]

ავღანეთში მიწის საკითხთან დაკავშირებით უფლებების დადგენა შესაძლებელია კონტიტუციის, რელიგიის კანონით, სამოქალაქო და ჩვეულებითი სამართლით. პრინციები შეიძლება იყო ერთმანეთის საპირისპირო. მაგალითად, ისლამური სამართალი ქალებს და ქვრივებს ანიჭებს მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას, მაშინ როდესაც, პაშტუნვალი (ეთიკური კოდი და პუშტუნების ტრადიციული ცხოვრების სტილი) პირიქით გამორიცხავს ქალთა უფლებას. გადაწყვეტილების მიმღები არაფორმალური და ფორმალური მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწის ფლობის უფლება უნდა განისაზღვრებოდეს ისლამური კანონმდებლობით, რომელიც თანაბარ უფლებებს ანიჭებს როგორც ქალს ისე მამაკაცს.

საოჯახო მიწების მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის ფართოდ გავრცელებული პრობლმაა ავღანეთში, განსაკუთრებით კუნდუზის, იმამ საჰიბის და ხან აბადის რაიონებში: 87% ფორმალური და არაფორმალური სამართლის აქტორები აცხადებდნენ, რომ მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს მიწის დავების უმეტეს ნაწილს. სამართლებრივი და რელიგიური ცოდნის სიმწირემ მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებით გამოიწვია ის რომ ოჯახის წევრები ასაჩივრებდნენ გაურკვეველ საქმეებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ძალით იტაცებდნენ ადგილებს, წინააღმდეგობას უწევდნენ ქალებს მემკვიდრეობის მიღების პროცესში. მიწებთან დაკავშირებული დავები შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თაობას შორის. უმეტესად კონფლიქტი ეხება ქალის მიერ მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას.

მიწის საკითხთან არსებული დავების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი უხუცესების და საბჭოების მიერ განიხილება. ზოგ შემთხვევაში ფორმალური სასამართლოები მიწასთან  დაკავშირებულ საკითხებს გადასცემენ ადგილობრივ უხუცესებს. მიწასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კუთხით, ფორმალური და არაფორმალურ სამართლის მწარმოებლებს შორის არსებობს არაოფიციალური დონის თანამშრომლობა.

არაფორმალური სისტემა, ადგილობრივი უხუცესების მიერ მიწის საკითხთან დაკავშირებული დავების განხილვა ითვლება პრობლემის ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტად, რადგან მათ უფხო მალე შეუძლიათ დავის გადაწყვეტა. როგორც საზოგადოების წევრებმა მათ უკეთ იციან კონტექსტი, ოჯახის ისტორია და ირგვლივ არსებული დავები. არსებობს არაპირდაპირი აღიარება იმ ფაქტისა, რომ ოფიციალური სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ადგილობრივი უხუცესების და საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ლეგიტიმურად და უფრო მდგრადია, ასევე, უფრო სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახელმწიფო სასამართლოს პროცესი.[5]

[1]The Central Intelligence Agency/The World Factbook: Afghanistan  updated on January 12, 2017 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/af.html [accessed 2 March, 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Afghanistan, 22 February 2017, available at:

[accessed 2 March 2017]

 

[3] EASO Country of Origin Information Report: Afghanistan Security Situation; November 2016

[4] The United States Institute of Peace:The Current Situation in Afghanistan; January 13, 2017  https://www.usip.org/publications/2017/01/current-situation-afghanistan [accessed  10 March 10, 2017]

[5] Peace  Training  and  Research  Orga/ United  States  Institute  of  Pe:  Land Titling in Kunduz,  Afghanistan;

3,July 2014 

[accessed  10 March 10, 2017]

ავსტრია – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ ავსტრიის რესპუბლიკა არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც კონსტიტუციური ძალაუფლება განაწილებულია სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტსა და ორპალატიან პარლამენტს შორის. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არ დაფიქსირებულა მთავრობის ან მისი აგენტების მხრიდან ჩადენილი თვითნებური ან უკანონო მკვლელობის ფაქტები; ასევე, არ დაფიქსირებულა პოლიტიკურად მოტივირებული გაუჩინარების ფაქტები.

ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს პოლიციის მხრიდან დაკავებულებისა და ფსიქიატრიული პაციენტების მიმართ. მთავრობამ გამოიძია ასეთი ფაქტები და იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებები არსებობდა, დამნაშავეები დასაჯა.

საპატიმრო და დაკავების ცენტრებში არსებული პირობები შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მთავრობა უშვებს დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ვიზიტებს მონიტორინგების მიზნით.

კანონით აკრძალულია თვითნებური დაკავება და დაპატიმრება და ხელისუფლების მხრიდან დაცულია აღნიშნული აკრძალვა. კანონი ადგენს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მთავრობის მხრიდან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა აღიარებული და დაცულია. არ დაფიქსირებულა პოლიტიკური დაპატიმრებების ფაქტები. მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე. ქვეყანაში, ასევე, ზოგადად აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის ძირითადი პოლიტიკური და სოციალური უფლებები და თავისუფლებები.[1]

უმცირესობათა და მკვიდრი მოსახლეობის მსოფლიო დირექტორატის მიერ ავსტრიაში თურქების შესახებ უკანასკნელი ანგარიში გამოქვეყნებულია 2008 წელს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ავსტრიაში 127,226 თურქი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 1.6%-ია. ბევრი თურქი ნატურალიზებულია და თურქული თემის საერთო რაოდენობა  200-დან 300 ათასამდეა. თურქები ავსტრიის უდიდესი იმიგრანტი ჯგუფია და წამყვანი ავსტრიის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა შორის.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ ფედერალური კანონი ეროვნულ უმცირესობებად აღიარებს ხორვატებს, ჩეხებს, უნგრელებს, ბოშებს, სლოვაკებს და სლოვენიელებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ბოშები აწყდებიან დისკრიმინაციას დასაქმებისა და განსახლების კუთხით.[3]

[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Austria, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

[2] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Austria : Turks, 2008, available at:

[accessed 22 March 2017]

[3] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Austria, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

ერაყი – არაბების მდგომარეობა ქურთისტანში – თებერვალი, 2017

ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი ყოველთვის წარმოადგენდა უსაფრთხო და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ ადგილს ერაყში. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივების შემდეგ, დევნილთა პირველმა ნაკადებმა ქურთისტანს მიაშურა. დაჰუქი, ერბილი და სულეიმანია ყველაზე სასურველი თავშესაფარია დევნილებისთვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მხრივ და ამიტომ ქურთისტანის რეგიონს მილიონზე მეტმა დევნილმა შეაფარა თავი. დაჰუქში, ერბილსა და სულეიმანიაში უსაფრთხოების მხრივ კვლავ სტაბილური და მშვიდი ვითარებაა, თუმცა დევნილთა დიდმა ნაკადებმა პროვინციებში ადგილობრივ ეკონომიკას, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას, ასევე, საბაზისო მომსახურების გაწევის სერვისს დაღი დაასვა და ეკონომიკური შესაძლებლობები მინიმალურ ზღვარზე დაიყვანა.[1]

სამოქალაქო უფლებათა და უმცირესობათა ჯგუფის საერთაშორისო ცენტრის „Ceasefire“ მიერ 2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სუნიტ არაბებს ხშირად ეკრძალებათ პეშმერგას და ერაყის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლა. შესაბამისად, ისინი იძულებულები არიან დაუბრუნდნენ წარმოშობის ადგილს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი და გაერთიანებული ერების მხარდამჭერი მისია ერაყში ერთობლივად იუწყებოდნენ, რომ 2015 წლის 11 ივლისს, ანბარიდან და სალაჰადინიდან იძულებით გადაადგილებულ 55 ოჯახს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უარი ეთქვათ კირკუკში შესვლაზე. იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, მსგავს ინფორმაციას ავრცელებდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. მათი თქმით, 2015 წლის ბოლოს დაახლოებით 1,800 იძულებით გადაადგილებული სუნიტი არაბი თელ აფარის რაიონში გადაადგილდებოდა, სადაც მოქცეულები იყვნენ პეშმერგასა და „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებს შორის. მათ არ ჰქონდათ უფლება გადაეკვეთათ პეშმერგას ხაზი, ვიდრე ქურთისტანის რეგიონის მთავრობა არ გაარკვევდა, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი ან მხარს უჭერდნენ თუ არა „ისლამურ სახელმწიფოს“. ქურთისთანის რეგიონის მთავრობა არაბ ერაყელებს, რომლებიც კირკუკის, სულეიმანიას, ერბილის და დოჰუკის ტერიტორიებზე შესვლას ცდილობენ, ავალდებულებს წარადგინონ დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებენ რომ მათ ქურთი გარანტორი ყავთ. 2014 წლის ბოლოს, ქურთისტანის მთავრობა არაბ ერაყელებს სთხოვდა განახლებულ ბინადრობის უფლებას და ქურთისტანის პროვინციებში გადასაადგილებელ დროებით ნებართვას. თურქმენი შიიტი იძულებით გადაადგილებული პირი ყვება, რომ კალაკის ქურთულ საგუშაგოზე  მათთვის არ მოუთხოვიათ არანაირი დოკუმენტი, თუმცა 3-6 დღით გააჩერეს.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ქრისტიანებზე, რომლებიც ნინევადან ქურთისთანის რეგიონში გადაადგილდებიან. იძულებით გადაადგილებული ქალი ყვება, რომ ქურთული საგუშაგოები ქრისტიანებს თავისუფლად და ჩქარა ატარებენ საზღვარზე. ქრისტიანი დევნილები არ არიან შეზღუდულები ქურთისტანის რეგიონში შესვლის, ცხოვრების და გადაადგილების კუთხით; მაშინ, როდესაც გამოკითხული თურქმენი დევნილების 80% საგუშაგოების გავლის დროს შექმნილ პრობლემებს შორის ასახელებენ საკვებზე და წყალზე წვდომის ნაკლებობას. არსებობს ინფორმაცია რომ ქურთისტანის რეგიონის შიგნითაც იზღუდება გადაადგილება. დეგაბასთან ახლოს მდებარე დროებითი ბანაკი მასპინძლობს 710 სუნიტი არაბის ოჯახს, რომლებიც მკაცრად იზღუდებიან თავისუფალი გადაადგილების კუთხით და მიუხედავად მკაცრი პირობებისა,  იძულებულები არიან დარჩნენ ბანაკში. თუმცა, ქრისტიანი და იეზიდი დევნილების გადაადგილება არ იზღუდება.[2]

ერაყის ქურთისტანის რეგიონში და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიებზე, ქურთთა უშიშროების ძალებს ადანაშაულებენ სუნიტი არაბი იძულებით გადაადგილებული პირების თვითნებურ დაპატიმრებაში, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ზოგჯერ ეს დაკავება ხდება ხანგრძლივი პერიოდით და ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე. დაკავებულთა ოჯახებმა ხშირად არაფერი იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. არსებული ინფორმაციის შესაბამისად, არის დაკავებულთა მიმართ წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები. როგორც იტყობინებიან, დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მათ აიძულებენ დატოვონ რეგიონი, ზოგ შემთხვევაში – ოჯახის წევრებთან ერთად, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ მათ კვლავ კონფლიქტის ზონებში დააბრუნებენ. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი მათგანი ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს გადასცეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, სამთავრობო დაკავების ადგილებში ფართოდ გამოიყენება წამების პრაქტიკა.[3]

ძირითადად, სუნიტი არაბი იძულებით გადაადგილებული პირები ხდებიან თვითნებური დაკავებების და თავისუფლად გადაადგილების კუთხით დისკრიმინაციული შეზღუდვების მსხვერპლნი, როგორც ცენტრალურ ერაყში, ასევე ერაყის ქურთისტანის რეგიონში. იმისათვის რომ ბანაკიდან ქალაქებში გავიდნენ ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაიარონ, რაც გულისხმობს პროვინციიდან პროვინციაში სიარულს, რა დროსაც შესაძლებელია გამშვებ პუნქტებზე გადააწყდნენ ოფიციალურ ან შეიარაღებულ პირებს. ბევრს განსაკუთრებული ნებართვა სჭირდება იმისთვის რომ სამედიცინო საჭიროებების გამო გავიდნენ ბანაკიდან.[4]

[1] International Organization for Migration, Sulaymaniyah Governorate Profile, August, 2015 http://www.iomiraq.net/reports/sulaymaniyah-governorate-profile-may-2015  [accessed on 18 March, 2016]

[2] Ceasefire Centre for Civilian Rights and Minority Rights Group International/December 2016 /Humanitarian challenges in Iraq’s displacement crisis

[accessed 7 February, 2017]

[3] UNHCR POSITION ON RETURNS TO IRAQ; 14 November 2016

[accessed 6 February 2017]

[4] Amnesty International, Iraqis who fled IS rule face harrowing future, 19 August 2016, available at:

  [accessed 6 February 2017]