ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, მიუხედევად კონსტიტუციის 25-ე მუხლისა, რომელიც ნებისმიერ ინდივიდს თანაბარ უფლებებს ანიჭებს სქესის მიუხედავად, ქალები ეგვიპტეში კვლავაც არიან როგორც კერძო, ისე საჯარო დისკრიმინაციის მსხვერპლნი. სახეზეა დაუსჯელი გაუპატიურების უამრავი ფაქტი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ქალების დაახლოებით 45 პროცენტი. გაეროს ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 99 პროცენტმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილან რაიმე ტიპის სექსუალური ძალადობის მსხვეპლნი (ზოგჯერ, პოლიციის მხრიდან), ქორწინება მიბმულია მეუღლეების რელიგიასთან და მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, მაგალითად, მუსლიმ მამაკაცს შეუძლია არა მუსლიმი ცოლის მოყვანა, ხოლო მუსულიმი ქალი ვერ დაქორწინდება არამუსულიმ მამაკაცზე. ქალს არ შეუძლია განქორწინება ქმრის ნებართვის გარეშე, ან თუ მაინც სურს, უარი უნდა განაცხადოს საერთო ქონებაზე, ალიმენტზე, მზითევზე, ყველა ტიპის ფინანსურ ვალდებულებაზე, მემკვიდრე ქალი იღებს მემკვიდრე მამაკაცის წილთან შედარებით ნახევარ წილს საერთო სამკვიდროდან. მუსლიმი მამაკაცის ქრისტიან ქვრივს საერთოდ არ აქვს არანაირი უფლება მემკვიდრეობაზე. მამაკაცის მიმართვა განქორწინების შესახებ სასამართლოში დასაშვებია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ხოლო ქალის მიმართვის შემთხვევაში, ცალკე განიხილება დასაშვებობის ეტაპი და ა.შ. ყოველივე ამაში, დიდ როლს თამაშობს ტრადიციები და შარიათის კანონი.[1] 2014 წელს გაერომ ეგვიპტეში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დარღვევების აღმოფხვრის შესახებ 300 რეკომდენაცია გამოაქვეყნა. სახელმწიფომ გაითვალისწინა და დანერგა 283 რეკომენდაცია, ხოლო უარი თქვა 17-ზე კონსტიტუციასთან და შარიათთან შუასაბამობის გამო, მათ შორის იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ მე-2 და მე-16 მუხლები, განსაკუთრებით მე-16 მუხლი, რომელიც ეხება უშუალოდ ქალის საოჯახო ურთიერთობებისა და ქორწინების უფლებებს.[2] სხვა საერთაშორისი წყაროებიც ერთხმად მიუთითებენ, რომ ქალები ეგვიპტეში განიცდიან დისკრიმინაციას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქორწინება-განქორწინებას, ბავშვზე მეურვეობას, მემკვიდრეობას და ა.შ.[3] [4]
ეგვიპტეში პერსონალური სტატუსის შესახებ კანონი რეგულირდება პლურალიზმის და პერსონალური კანონის პრინციპებით, რელიგიური კუთვნილების საფუძველზე. არამუსლიმ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი რელიგიური კუთვნილების შესაბამისი კანონმდებლობა ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ სფეროში სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით. არამუსლიმი საზოგადოება, რომელიც ოფიციალური სტატუსით არ სარგებლობს, ხელმძღვანელბს მუსლიმთა საოჯახო სამართლით, რომელიც წარმოადგენს ძირითად კანონს ეგვიპტეში. თუ რომელიმე მხარე მუსლიმია, მუსლიმთათვის არსებული პერსონალური სტატუსის შესახებ კანონი მიესადაგება ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ზოგ შემთხვევაში, კონკრეტული აღმსარებლობის კანონები შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ გამონაკლისს: არამუსლიმი წყვილი, რომელიც მიეკუთვნება ოფიციალური სტატუსის მქონე საზოგადოებას, დაექვემდებარება პერსონალური სტატუსის შესახებ არსებულ იმ კანონმდებლობას, რომელიც ამ საზოგადოებას გააჩნია (თუ ისინი ერთი და იგივე რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან). მაგალითად, ორი კოპტი ორთოდოქსი პერსონალური სტატუსის შესახებ არსებულ კოპტურ ორთოდოქსულ კანონმდებლობას დაექვემდებარება. იგივე წესი ეხება სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობასაც. მიუხედავად ამისა, თუ წყვილი არ მიეკუთვნება ერთსა და იმავე საზოგადოებას, ან რელიგიურ მიმდინარეობას, ისინი ეგვიპტის ძირითად კანონს-პერსონალური სტატუსის შესახებ მუსლიმთა კანონმდებლობას – დაექვემდებარებიან. (მაგალითად კოპტ ორთოდოქსსა და სომხური ქრისტიანული ეკლესიის მიმდევარს შორის ქორწინების შემთხვევაში, თუნდაც ორი ორთოდოქსის ქორწინების შემთხვევაში(ერთი კოპტი და მეორე ბერძენი)).
უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის ასაკი, რომელზე მეურვეობაც დედიდან მამაზე გადადის, საერთო უნდა იყოს როგორც მუსლიმთა ისე არამუსლიმთათვის. მუსლიმ დედას შეიძლება მიეცეს მეურვეობის უფლება სანამ 15 წელს მიაღწევს ბავშვი (გოგოც და ბიჭიც), ასეთივე წესი ვრცელდება არამუსლიმ დედაზე.
პერსონალური სტატუსის შესახებ 1938 წლის კოპტურ ორთოდოქსული და 1902 წლის ანგლიკანური კანონმდებლობის რეგულაციებით, ბავსვებზე მეურვეობის უფლება მხოლოდ ქრისტიანი მეურვეს უნდა მიეცეს. კოპტი კათოლიკეების შემთხვევაში მეურვეობის უფლება უნდა მიენიჭოს კათოლიკე მშობელს და შვილებიც უნდა გაიზარდონ კათოლიკური რელიგიის მიხედვით.
1938 წლის კოპტურ ორთოდოქსული რეგულაციებით, განქორწინებაზე პასუხისმგებელი მეუღლეს არ აქვს ბავშვზე მეურვეობის უფლება.
ბავშვები (გოგოც და ბიჭიც) დედის კანონიერი მეურვეობის ქვეშ იქნებიან სანამ 15 წლის გახდებიან. აღნიშნული ასაკის შემდეგ, მოსამართლემ მეურვეობის ვადა შეიძლება გაახანგრძლივოს ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე.
კანონი არ ანსხვავებს მუსლიმ და ქრისტიან დედას. სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილებით, ქრისტიან დედას მუსლიმ შვილებზე მეურვეობაზე უერი ეთქვა მას შემდეგ რაც ბავშვებს 7 წელი შეუსრულდათ, რადგან მიიჩნევენ რომ აღნიშნული ასაკში ბავშვებში „რელიგიური სიმწიფის“ ეტაპი იწყება და მუსლიმთა რელიგიური პრინციპებით უნდა გაიზარდონ, აღნიშნულ აღზრდას კი ქრისტიანი დედისგან ვერ მიიღებენ.[5]
კანადის იმიგრაციის ცენტრის თანახმად, ეგვიპტელი ქალბატონების შვილებს, რომელთაც არ აქვთ ეგვიპტის მოქალაქეობა, შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ დედასთან ერთად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.[6] ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშის თანახმად, კანონი, რომელიც დედებს ავალდებულებს იქონიონ ქმრის ნებართვა ბავშვის გადაადგილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს, თუმცა ესეთი რამ დამკვიდრებული პრაქტიკაა. ერთადერთი კანონიერი გზაა, მშობლის უფლება, მიმართოს სასამართლოს და მისი გადაწყევტილების საფუძველზე, გამოიყენოს სპეციალური სასამართლო ორდერი, რომლის მეშვეობითაც აუკრძალავს მეორე მეუღლეს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას.[7] იგივე ინფორმაციაა, ამ დარგის ცნობილი ექსპერტის, ჯერემი მორლის კომპანიის ვებ გვერდზე , რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ – „ამჟამად, მამის ნებართვა აღარ არის საჭირო ბავშვის ეგვიპტიდან გასამგზავრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კონკრეტული სასამართლო ორდერი, რომელიც ბავშვზე მეურვეობას მამას ანიჭებს[8]“.
ეგვიპტეში მოქმედი ერთ-ერთი ცნობილი კერძო იურიდიული ფირმის ინფორმაციის მიხედვით, ქმარს დაშორებულ დედას შეუძლია შვილებთან ერთად გადაადგილდეს:
- როდესაც ქორწინება მოხდა სხვა მესამე ქვეყანაში.
- თუ ქორწინება მოხდა იგივე ქვეყანაში სადაც ქმარი ცხოვრობს, დედას არ შეუძლია შვილები წაიყვანოს სხვა ქვეყანაში ან ისეთ ადგილას, სადაც ქმარი ვერ მოახერხებს ჩასვლას და ბავშვების მონახულებას მისი მუდმივი საცხოვრებლიდან ერთი დღის განმავლობაში.
- მესამე ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო და იქ უზრუნველყოფილ უნდა იყოს არანაკლები საცხოვრებელი პირობები ბავშვისთვის, ვიდრე ეს იყო მამის ქვეყანაში.[9]
ამ საკითხზე მომუშავე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, როდესაც საქმე ეხება დაუქორწინებლ წყვილს, სასამართლომ შეიძლება მიანიჭოს დედას ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლება.ასევე, თუ მანამდე 21 წლამდე ბავშვებს, ქვეყნის დატოვებისას, სჭირდებოდათ მამის სპეციალური ნებართვა, დღევანდელი მდგომარეობით, ამ ნებართვის ქონა საჭირო არაა.[10]
[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 13 April 2016, available at:
[accessed 27 December 2016]
[2] UN Human rights Office of High Commissioner, available at http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/Pages/EGSession20.aspx accessed 27 December 2016)
[3] Human Rights Watch, World Report 2014 – Egypt, 21 January 2014, available at:
[accessed 27 December 2016]
[4]Freedom House, Freedom in the World 2016 – Egypt, 7 June 2016, available at:
[accessed 27 December 2016]
[5] German Federal Ministry for Economic Cooperation and Development/ eutsche Gesellschaft für Technische Zusammenarbeit (GTZ) GmbH; PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) PERSONAL STATUS LAWS IN EGYPT
[accessed on January 10, 2017]
[6] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Egypt/Lebanon: Egyptian mother’s right to custody of her Egyptian-born children in case of divorce with a Lebanese national; children’s right to citizenship if mother is granted custody; permission required for these children to travel outside of Egypt; risk that these children would be deported to Lebanon, 15 March 2004, ZZZ42479.E, available at:
[accessed 27 December 2016]
[7] UK government “Child abduction – Egypt”, available at
[accessed 27 December 2016]
[8] “The Law office of Jeremy D. Morley, „Egypt and children abduction”, available at http://www.international-divorce.com/State-Department-Report:-Egypt-and-Child-Abduction [accessed 27 December, 2016)
[9] Ayman Sultan Law Firm, “The right of guardianship and custody for children (Egypt family law)” available at http://lawyer-egy.com/law-projects/the-right-of-guardianship-and-custody-for-children-according-to-egypt-family-law.html [accessed December 29 2016]
[10] Reunite International Child Abduction Center, “Egyptian Family Law” available at
[accessed December 29 2016]