თურქეთი – სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა – მარტი, 2017

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ ახდენს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსი ადამიანების დისკრიმინაციას. ჰომოსექსუალური აქტები ლეგალურია 1858 წლიდან და კანონმდებლობა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების მსგავსად იმავე ასაკს აწესებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზეც. თუმცა, საკანონმდებლო შეზღუდვად მიჩნეულია ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების დროს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში არ იქნა განხილული სექსუალური ორიენტაცია. არადისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩოს მიუხედავად, სხვადასხვა წყარო საუბრობს ლგბტი პირების მოწყვლადობის შესახებ თურქეთში; დოკუმენტირებულია სიძულვილის ენის გამოყენება ამ ადამიანების წინააღმდეგ და ასევე, საუბრობენ მკაფიო ლეგალური დაცვის ნაკლებობაზე, დისკრიმინაციაზე, დაშინებაზე, პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფასა და ძალადობრივ აქტებზე ლგბტი პირების წინააღმდეგ. ევროპული საბჭოს კომუნიკაციების დირექტორატი 2015 წელს მოუწოდებდა თურქეთს, რომ „ეფექტურად ყოფილიყო გარანტირებული ქალების, ბავშვებისა და ლგბტი პირების უფლებები“.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ, ვებ-გვერდის „Habervaktim.com“ შემთხვევაში პირველად დაადგინა, რომ ლგბტი პირების „გარყვნილ“ ადამიანებად მოხსენიება სიძულვილის ენას წარმოადგენდა, სასამართლოს დადგენილება არ გამოუტანია ვებ-გვერდის წინააღმდეგ. ასევე, 2014 წელს სასამართლომ გაამართლა კონსერვატორული გაზეთი „Yeni Akitfor“ მას შემდეგ, რაც მათ ლგბტი ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „Kaos GL“ თავიანთ 2012 წლის სტატიაში მოიხსენია, როგორც „ანომალური (გადახრების მქონე)“ და „გარყვნილი“. საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა“, „ოჯახის დაცვა“ და „არაბუნებრივი სექსუალური ქცევისადმი“ ლეგალური მითითება ხანდახან გამოიყენება დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაციისა და პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფის ბაზისად. 2015 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ზოგიერთი პოლიტიკოსი ლგბტი პირებისა და სხვა უმცირესობების მისამართით სიძულვილის ენას იყენებდა.

რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობაში არსებობს დათქმა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელე შეიძლება დათხოვნილ იქნას სამსახურიდან, თუკი „მისი ქმედება არის სამარცხვინო და სათაკილოა საჯარო მოხელისათვის“. 2010 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდში, ლგბტი საზოგადოების ვებ-გვერდმა „LGBTI News Turkey“, სხვადასხვა ონლაინ წყაროსა და ლგბტი ასოციაციებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 47 პირი მოკლეს მათი რეალური თუ მიწერილი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.

2015 წლის ივნისში, პირველად მას შემდეგ, რაც 2003 წელს ყოველწლიური ლგბტი აღლუმი დაარსდა, სამართალდამცავი პირები ძალადობრივად ჩაერივნენ აღლუმში და გამოიყენეს გადამეტებული ძალა მონაწილეების წინააღმდეგ. 2015 წლის ივლისში, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა (OHCHR) „გამოხატა ღრმა შეშფოთება თურქეთში ლგბტი პირების წინააღმდეგ თავდასხმებსა და შეურაცხყოფის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, მიეღო შესაბამისი ზომები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“. აღნიშნულს ინციდენტების სრული სერია მოჰყვა: „ანკარაში ლგბტი პირების მკვლელობის მოწოდებით პოსტერები გამოქვეყნდა; ძალადობრივი ჰომოფობიური თავდასხმა მოხდა სტამბოლში ახალგაზრდა გეი მამაკაცების წინააღმდეგ; ქემალ ორდეკის – ოგანიზაციის „Red Umbrella Sexual Health and Human Rights Association“ დამფუძნებლისა და ადამიანის უფლებების დამცველის გაუპატიურება, ძარცვა და თავდასხმა“.

სასამართლოს გარეშე და თვითნებური დაკავებების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, „გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ლგბტი პირების დაცვას, ხშირად გამწვავებულია აღნიშნული პირების ოჯახის წევრების დამოკიდებულებით. სასამართლო და საკანონმდებლო ოფიციალური პირები ლგბტი პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

„Amnesty International“-ის მიხედვით, დაფიქსირდა გეი პირების „ღირსების სახელით“ მკვლელობის ფაქტები, რომელთა გამოძიების სურვილის ნაკლებობა იყო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2014 წელს, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მამას, რომელმაც საკუთარი ვაჟი მოკლა 2012 წელს სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული საქმის შესახებ მოხსენება გააკეთა ასოციაციამ ILGA – ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა, ტრანს და ინტერსექსთა საერთაშორისო ასოციაციამ. 2016 წლის ივნისში, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ტრანსგენდერთა და გეი აღლუმის სტამბოლში ჩატარება აკრძალეს, რათა დაეცვათ „უსაფრთხოება და საჯარო წესრიგი“. 19 ივნისს, აკრძალვის მიუხედავად, უამრავი დემონსტრანტი შეიკრიბა სტამბოლში იმისთვის, რომ დაეცვათ ლგბტი პირების უფლებები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა აქტივისტების დასაშლელად.

2016 წლის 25 ივლისს, სირიელი გეი ლტოლვილი იპოვეს მოკლული სტამბოლში მას შემდეგ, რაც იგი გაიტაცეს, გააუპატიურეს და თავი მოჰკვეთეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი სიკვდილამდე ხუთი თვით ადრე გაიტაცა და გააუპატიურა ხუთმა მამაკაცმა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა, ვინაიდან ისინი არიან სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, თავდასხმების, ადმინისტრაციული ჯარიმების, საოჯახო რეიდებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი. „ILGA‐Europe“, თავის ანგარიშში, რომელიც 2014 წელს ფარავს, საუბრობს რამდენიმე საქმეზე, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას ეხება. „ILGA‐Europe“-ის ანგარიშში საუბარია ხუთი ტრანსგედერი ქალის მკვლელობაზე, რომელიც 2014 წელს მოხდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის 2015 წლის ანგარიშში საუბრობს ფაქტებზე, როდესაც პოლიციამ და პროკურატურამ ვერ გამოიძიეს ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული ძალადობის ფაქტები; საუბარია რამდენიმე დაკავებაზე და იმ პირთა მცირე სასჯელზე, ვინც დააკავეს.

გაზეთის „Daily Sabah“ თანახმად, 2016 წლის ივნისში, რამადანის პერიოდში, იფტარზე (საღამოს ვახშამი რამადანის მარხვის პერიოდში) პრეზიდენტი ერდოღანი ცნობილ ტრანსსექსუალ თურქ მომღერალ ბიულენთ ერსოის შეხვდა.

2016 წლის 12 აგვისტოს, ცნობილი ლგბტი აქტივისტის და ტრანსგენდერი ქალის ჰანდე კადერის ცხედარი იპოვეს, რომელიც გაუპატიურებული და ნაწამები იყო. მისმა ძალადობრივმა მკვლელობამ საზგადოება შოკში ჩააგდო და სათავე დაუდო დემონსტრაციებს, რომელიც ასობით ადამიანმა სხვადასხვა ქალაქში ჩაატარა. თურქეთში ტრანსგენდერების მკვლელობის რიცხვი ყველაზე მაღალია ევროპაში. ერთი კვირის ვადაში ორმა ტრანსგენდერმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რადგან მათივე განცხადებით, დისკრიმინაცისა და ზეწოლის პირობებში ცხოვრება აღარ შეეძლოთ.

თურქეთში რამდენიმე ლგბტი ორგანიზაციაა, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში. ტრანსგენდერთა მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის „წითელი ქოლგა“ ხელმძღვანელს თავს დაესხნენ და გააუპატიურეს 2015 წლის 5 ივლისს, ქ. ანკარაში.[1]

„Freedom House“ თავის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობა მკაფიოდ აკრძალული არ არის, თუმცა ლგბტ პირები ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაციის, პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფისა და ხანდახან, ძალადობის მსხვერპლნი არიან. კანონმდებლობა არ არეგულირებს პირთა დაცვას სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე. წინა წლებისგან განსხვავებით, ივნისში, სტამბოლის ყოველწლიური ლგბტი აღლუმი პოლიციამ დაიშალა.[2]

აშში-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის უკანასკნელ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ახდენს ლგბტი პირების დისკრიმინაციას, სამართლებრივი საფუძვლებით – „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა“, „ოჯახის დაცვა“ და „არაბუნებრივი სექსუალური ქცევა“ – ბრალდებით ხორციელდება ლგბტ პირების დამსაქმებლების მხრიდან დისკრიმინაცია და პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფა – არასათანადო მოპყრობა. ლგბტი პროსტიტუტები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ქრთამის გამოძალვის მიზნით დააკავა. ლგბტი პირთა დამცველები ადანაშაულებენ სასამართლოებსა და პროკურორებს ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც პროსტიტუციაში ჩართულ ტრანსგენდერებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება.

თურქული კანომდებლობის თანახმად, სიძულვილის ენისა და ენის, რასის, ეროვნების, კანის ფერის, გენდერის, უუნარობის, პოლიტიკური შეხედულების, ფილოსოფიური რწმენის / ღირებულების, რელიგიის ან მწვალებლობის/სექტანტური ნიადაგზე ჩადენილი საზიანო/შეურაცხმყოფელი ქმედება ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ კანონმდებლობას და მიუთითებენ იმაზე, რომ აღნიშნული კანონი არ მოიცავს გენდერულ იდენტობის გამო პირთა დაცვას და აცხადებენ, რომ ხანდახან კანონი სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად უფრო გამოიყენება, ვიდრე უმცირესობების დასაცავად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ლგბტი განსაზღვრება კანონში არ ფიგურირებს, რადგან ლგბტი პირების დასაცავად გამოიყენება ზოგადი „გენდერის“ კონცეფცია. KAOS-GL, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია ლგბტი პირების უფლებებზე, აცხადებს, რომ ლგბტი პირების არსებობის გაუთვითცნობიერებლობის გამო, ოფიციალური პირები ლგბტი პირებს სოციალური დაცვის უფლებას ართმევენ. KAOS-GL აცხადებს, რომ არც ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო და არც შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო ჩაერთვება ლგბტი პირების დასაცავად და არ აღიარებს მათ უფლებას ან საჭიროებას დაცვასა და მომსახურებაზე.

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ პოლიცია და პროკურორები ხშირად არ იძიებდნენ ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტებს. ისინი ხშირად არც ეჭვმიტანილებს აკავებდნენ და არც წინასწარი დაკავების ცენტრებში გადაჰყავთ, როგორც ეს ზოგადად ხდება ხოლმე სხვა დაკავებულებთან მიმართებაში. როდესაც დაკავებები ხორციელდებოდა, დამცველები განაცხადებდნენ „გაუმართლებელ პროვოკაციასთან“ დაკავშირებით და მოითხოვდნენ შემცირებულ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად. აღნიშნული გარემოების თანახმად, სასჯელი „შემცირდება, თუკი დანაშაულის ჩამდენი ჩაიდენს დანაშაულს გაშმაგებული ან ძლიერი, უცაბედი ემოციურობის ფონზე (აფექტის მდგომარეობა), რაც გამოწვეულია უკანონო აქტით“. მოსამართლეები რუტინულად იყენებდნენ აღნიშნულ გარემოებას იმ დამნაშავეების სასჯელის შესამცირებლად, რომელთაც ლგბტი პირები მოკლედ. სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ვერდიქტები ნაწილობრივ მსხვერპლთა „ამორალური ბუნების“ გამო.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, ზოგიერთ პოლიტიკოსი სიძულვილის ენით საუბრობდა ლგბტი პირებისა და სხვა უმცირესობების შესახებ. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ივნისსა და ივლისში გაზრდილი თავდასხმები ლგბტი პირების წინააღმდეგ პოლიტიკური ლიდერების ფანატიზმის პირდაპირი შედეგი იყო. მას შემდეგ, რაც სტამბოლის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა ლგბტი აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ 28 ივნისს, მომდევნო კვირას სტამბოლსა და ანკარაში ანტი-ლგბტი ინციდენტთა სერიები მოხდა. 30 ივნისს სავაჭრო ცენტრის წინ თავს დაესხნენ გეი მამაკაცებს; არასამთავრობო ტრანსგენდერ ადამანთა უფლებადამცველი ორგანიზაციის „წითელი ქოლგა“ ხელმძღვანელს თავს დაესხნენ და გააუპატიურეს 5 ივლისს, ქ. ანკარაში; და 8 ივლისს, ქ. ანკარაში ანტი-ლგბტი პოსტერები გავრცელდა. ლგბტი საზოგადოებამ სარჩელი შეიტანა იმ ახალგაზრდული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელმაც პოსტერები შექმნა და მოითხოვეს, „წითელი ქოლგის“ ხელმძღვანელის დაცვითი ორდერი. მთავრობას საჯაროდ არ უპასუხია პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, პოლიციის მხრიდან ძალადობის, ანტი-ლგბტ ძალადობის მოწოდებისა და თავსახმების ბრალდებებზე. 7 ივნისის არჩევნებისთვის, ერთმა ღიად ლგბტი კანდიდატმა ბარის სულუმ მანდატი ვერ მოიპოვა და აგვისტოში ქვეყანა დატოვა, როგორც აცხადებენ ინტენსიური მუქარების გამო მის ლგბტი სტატუსთან დაკავშირებით.

სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, მერსინში, გაზიანტეპში, ესკისეჰირში და დიიარბაკირში აქტიური ლგბტი ორგანიზაციები არსებობდა, ისევე, როგორც არაოფიციალური ჯგუფები – სხვა პატარა ქალაქებსა და უნივერსიტეტების კამპუსებში. ჯგუფები საუბრობენ პოლიციისა და სამთავრობო ძალების მხრიდან შეურაცხყოფაზე. მცირე ქალაქების უნივერსიტეტებში არსებული ჯგუფები აცხადებდნენ, რომ მათ რექტორები შეკრების უფლებას არ აძლევდნენ.

ლგბტი ორგანიზაციები ახადებენ, რომ მთავრობა რეგულარულ და დეტალურ აუდიტს იყენებს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული მსჯავრის დადების მიზნით და ემუქრებოდნენ მათ დიდი ჯარიმებით. ისინი, ასევე, საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საოფისე ფართის ქირაობის დროს აწყდებიან ფართის მფლობელების მხრიდან დისკრიმინაციის გამო. 5 ივლისის თავდასხმის შემდეგ, „წითელი ქოლგის“ ხელმძღვანელი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი ადრინდელი საცხოვრებელი და ახალი ბინა მოეძებნა, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სამი თავდამსხმელის დაკავების თაობაზე, რაც ზრდიდა განმეორებითი თავდასხმის ალბათობს რისკს. ლგტი პირები აწყდებიან დისკრიმინაციას დასაქმების კუთხით.[3]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information. Report Turkey Country Focus, November 2016, available at:

[accessed 13 March 2017]

[2] Freedom House, Freedom in the World 2016 – Turkey, 7 March 2016, available at:

[accessed 13 March 2017]

[3] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Turkey, 13 April 2016, available at:

[accessed 13 March 2017]

ეგვიპტე – სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ქორწინება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერია, რომ ეგვიპტეში ქვეყნის კონსტიტუცია ისლამს სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ანიჭებს და ადგენს, რომ კანონმდებლობის პირველ წყაროს შარიათის პრინციპები წარმოადგენს. კონსტიტუცია რწმენის თავისუფლებას აღიარებს როგორც აბსოლუტურ უფლებას, მაგრამ ზღუდავს რელიგიური რიტუალების პრაქტიკის თავისუფლებას.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ შარიათის კანონების თანახმად, არა-მუსლიმი მამაკაცი უნდა კონვერტირდეს ისლამზე, რათა ცოლად შეირთოს მუსლიმი ქალი; ასევე არა-მუსლიმი ქალი უნდა კონვერტირდეს ისლამზე, რათა ცოლად გაჰყვეს მუსლიმ კაცს.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერია, რომ მუსლიმ ქალს არ შეუძლია ოფიციალურად გაჰყვეს ცოლად არა-მუსლიმ კაცს. თუ მუსლიმი ქალი არაოფიციალურად გაჰყვება ცოლად არა-მუსლიმ კაცს, იგი გახდება სერიოზული სოციალური ძალადობის ობიექტი. ისლამური რელიგიური კანონის მთავრობისეული განმარტებით, ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები შეიძლება მოათავსონ მუსლიმი მამაკაცი მეურვის მფარველობის ქვეშ.[2]

[1] United States Department of State, 2015 Report on International Religious Freedom – Egypt, 10 August 2016, available at:

[accessed 28 March 2017]

[2] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 13 April 2016, available at:

[accessed 28 March 2017]

ბანგლადეში – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერია, რომ ბანგლადეში სეკულარული, პლურალისტული, საპარლამენტო დემოკრატიაა. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო და საერთაშორისო სტანდატრებთან შესაბამისობაში არ ჩაუვლია, პრემიერმა შეიხ ჰასინამ და ავამი ლიგამ ძალაუფლება განიმტკიცეს.

ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ასოცირებულები არიან ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდასთან, გააძლიერეს თავიანთი აქტივობა ინდურ სუბკონტინენტზე, რაც გამოიხატა თავდასხმებში რელიგიურ უმცირესობებზე, აკადემიკოსებზე, უცხოელებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ლგბტი საზოგადოების წევრებსა და სხვა ჯგუფებზე. მთავრობა ძლიერი ანტი-საომარი იერიშებით პასუხობდა, რასაც, როგორც ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, მოჰყვა გახშირებული მკვლელობები, ქრთამის აღების მიზნით დაკავებები, გაუჩნარებები, წამება და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები. მთავრობა იყენებდა კონტრ-ტერორიზმის საბაბს იმისათვის, რომ გაემართლებინა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა მნიშნელოვან დარღვევებს წარმოადგენს სასამართლოსგარეშე მკვლელობები, თვითნებური ან უკანონო დაკავებები, იძლებითი გაუჩინარება სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მარგინალიზებული და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წევრების მკვლელობები, ნაადრევი და იძულებითი ქორწინებები, გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების მიმართ; ცუდი სამუშაო პირობები და მშრომელთა უფლებების დარღვევები.

სხვა პრობლემებს წარმოადგენს უსაფრთხოების ძალების მხრიდან წამება და ცუდი მოპყრობა, თვითნებური დაპატიმრებები, სუსტი სასამართლო და მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ხანგრძლივვადიანი წინასასამართლო დაკავებები, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, ოფიციალური კორუფცია, ონლაინ აქტივობისა და პრესის შეზღუდვა. ოფიციალური პირები არღვევდნენ მოქალაქეთა კერძო უფლებებს. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თავიანთ აქტივობებზე ლეგალურ და არაფორმალურ შეზღუდვებს აწყდებოდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაცია პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ბავშვების საჯარო სკოლებში მიღების შემთხვევებში. ადგილი აქვს საზოგადოებრივ ძალადობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მისამართით. გაიზარდა დისკრიმინაცია პირთა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე.

უსაფრთხოების ძალების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა ფართოდაა გავრცელებული. მთავრობა არ იღებდა ზომებს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ჩადენილი მკვლელობებისა და დანაშაულების გამოსაძიებლად და დასასჯელად, მათ შორის სწრაფი მოქმედების ბატალიონის (Internal Enquiry Cell of the Rapid Action Battalion (RAB)) მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პოლიციას და უსაფრთხოების ძალებს არ გააჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების ნდობა; შესაბამისად, ბევრი ადამიანი კრიმინალური ინციდენტების დროს არ მიმართავს სამთავრობო ძალებს დახმარებისათვის. ზოგიერთ შემთხვევებში მთავრობა ექსტრემისტული თავდასხმების მსხვერპლთ ადანაშაულებდა, რაც თავდამსხმელთა დაუსჯელობას ზრდიდა.

არსებობს ცნობები პოლიტიკური პატიმრებისა და დაკავებულების შესახებ. პოლიტიკური აფილიაცია წარმოადგენდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტორს; მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების ცრუ ბრალდებებს. ყოფილი პრემიერ მინისტრს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ხალიდა ზიას  ბრალად დაედო 1971 წლის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს აჯანყებისკენ მოწოდება, რასაც გარკვეული რაოდენობის პირთა მკვლელობა მოჰყვა. მთავრობას არ დაუკავებია იგი სასამართლო პროცესებამდე. ოპოზიციური პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ძალებმა მათი დაახლოებით 2 000 წევრი დააკავეს ივნისის დასაწყისში მასობრივი დაკავებების დროს; თუმცა, მათ მიმართ ოფიციალურად საქმე არ აღძრულა და ისინი ოფიციალურად არ დაუპატიმრებიათ; ზოგიერთი მათგანი ქრთამის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კონსტიტუციით გარანტირებულია სიტყვისა და პრესის თავისუფლება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობა არ იცავს ამ უფლებებს. დაფიქსირდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვანი ფაქტები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მუქარისა და შევიწროვების შედეგად, მთავრობის კრიტიკაზე თავადვე დაიწესა ცენზურა.

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია, ასევე, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება, თუმცა მთავრობა არ იცავდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აღნიშნულ უფლებებს. პოლიტიკური მიზეზების გამო, მთავრობა ორივე უფლებას ზღუდავდა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის მომიზეზებით.

კონსტიტუცია საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი პერიოდული არჩევნებით, ფარული კენჭისყრით, თუმცა ბოლო არჩევნები მთავრობის მხრიდან ჩარევითა და ძალადობით ჩატარდა. მთავრობის მხრიდან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს არ მისცა დემოკრატიულ პროცესებში ეფექტურად მონაწილეობის საშუალება.

მთავრობამ საპოლიციო რესურსების მობილიზება მოახდინა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების, მათ შორის ბნპ-ის ლიდერის ხალიდა ზიასა და უფროსი ვიცე სპიკერის ტარიქ რაჰმანის წინააღმდეგ სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. ჯამაათის ლიდერებს ღიად მოქმედების უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან მათ პოლიცია ავიწროვებდა და ავამი ლიგა ტერორისტული აქტების გახშირებაში ადანაშაულებდა. მედია გამომცემლობები, რომლებიც მთავრობისა და ავამი ლიგის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, მთავრობის მხრიდან დაშინების, საქმის აღძვრისა და იძულებითი დახურვის მსხვერპლნი არიან. ავამი ლიგასთან აფილირებული ორგანიზაციები (მაგალითად სტუდენტური ლიგა) პერიოდულად მიმართავდა ძალადობასა და დაშინებას ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ქვეყნის მასშტაბით.

ზოგიერთ შემთხვევებში მთავრობა ზღუდავდა ოპოზიციური პარტიების უფლებას, მოეხდინათ საჯარო შეხვედრები და ასევე, ზღუდავდა პოლიტიკური პარტიების ღინისძებების გაშუქებას. ჯამაათმა გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აიკრძალა პარტიის რეგისტრაცია და მოქმედება. ახალი კანონპროექტით, ნებისმიერი ორგანიზაციის ქმედება, რომელიც ბრალდებულია ომის დანაშაულებში, იკრძალება. ჯამაათის საჩივარი წლის ბოლოსათვის კვლავ განიხილებოდა.[1]

„Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში ბანგლადეშის შესახებ წერს, რომ შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმებმა, რომლებიც ისლამის სახელით მოქმედებდნენ, გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი, მათ შორის უცხოელების, სეკულარული აქტივისტებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლების. მთავრობა საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევებს იყენებდა, რაც გამოიხატებოდა დაკავებებში, იძულებით გაუჩინარებებში, მკვლელობებში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. უფრო მეტად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ვინაიდან მთავრობა კრიტიკოსების მიმართ რეპრესიულ კანონებს მიმართავდა.[2]

„Human Rights Watch“ თავის 2017 წლის ანგარიშში ბანგლადეშის შესახებ წერს, რომ 2016 წელს მოხდა რამდენიმე კანონის ინიცირება, რომლითაც იზღუდებოდა გამოხატვის თავისუფლება. ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომის დანაშაულების ისტორიის დამახინჯების აქტის თანახმად, გათვალისწინებულია პატიმრობა და ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი  1971 წლის ომის დეტალები სადავო ან საკამათოა. საგარეო დონაციის რეგულაციის აქტი, რომელიც ოქტომბერში მიიღეს და გამიზნულია არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლისათვის, საფრთხეს უქმის გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებებს. შეთავაზებული პრესის საბჭოს აქტი მოიცავს გაზეთების დახურვის დებულებებს.

მთავრობა აგრძელებს ბუნდოვანი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიის აქტს მთავრობის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებების და აქტივობების კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ.

2016 წელს თავდასხმები მოხდა სეკულარულად განწყობილ ბლოგერებზე და იმ რედაქტორებსა და მწერლებზე, რომლებიც მხარს უჭერენ სექსუალური უმცირესობების უფლებებს; ბევრი მათგანი საჯარო ადგილებში მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმები, ზოგიერთმა გამოხატა აზრი, რომ იმ პირებმა, რომელთაც არაპოპულარული შეხედულებები აქვთ, თავად უნდა დაიწესონ ცენზურა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ თავდასხმები.[3]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Bangladesh, 3 March 2017, available at:

[accessed 12 April 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Bangladesh, 22 February 2017, available at:

[accessed 12 April 2017]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Bangladesh, 12 January 2017, available at:

[accessed 12 April 2017]

ავღანეთი – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

“Amnesty International”-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ინტენსიური კონფლიქტის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევამ და ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, ზოგი დაიჭრა, ზოგი კი იძულებით გადაადგილდა.უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების შედეგად კიდევ უფრო შეიზღუდა განათლებაზე, ჯანდაცვის და სხვა სერვისებზე წვდომა. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე უმეტესად შეიარაღებული დაჯგუფებები არიან პასუხსიმგებლები, თუმცა სამთავრობო ძალების მხრიდანაც ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაჭრის ან მკვლელობის ფაქტებს. მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალები კვლავ განაგრძობდნენ ბავშვების  გამოყენებას ბრძოლებში. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია. რაც შეეხება ლტოლვილთა რაოდენობას, 2.6 მილიონი ავღანელი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, უმეტესად გაუსაძლის პირობებში. საანგარიშო პერიოდში, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კვლავ გრძელდებოდა. შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ქალთა სახალხოდ დასჯის და გამათრახების ფაქტებმა იმატა. სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები კვლავ განაგრძობდნენ მუქარებს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ და ხელს უშლიდნენ თავიანთი ვალდებულების შესრულების პროცესში, ჟურნალისტები განიცდიდნენ ძალადობას და ცენზურას. მთავრობა კი განაგრძობდა სიკვდილით დასჯას არასამართლიანი სასამართლოს შემდეგაც კი.

მთავრობასა და ქვეყნის სიდიდით მეორე ამბოხებულ დაჯგუფება “ჰეზბ-ი-ისლამს” შორის ექვსწლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც გულბუდინ ჰეკმათიარი ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა ღანიმ და გულბუდინ ჰეკმათიარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჰეკმათიარი და მისი მებრძოლები ამნისტიას დაექვემდებარებოდნენ და “ჰეზბ-ი-ისლამის” წევრების ნაწილი ციხიდან გათავისუფლდებოდა.

პრეზიდენტ ღანის და პრემიერ-მინისტრის აბდულა აბდულას მომხრეებს შორის დაპირისპირების შედეგად პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კიდევ უფრო იმატა. ოქტომბერში გაიმართა დონორი ორგანიზაციების საერთაშორიო კონფერენცია ავღანეთისთვის დახმარების გაწევის მიზნით. საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ 15.2 მილიარდ დოლარს გამოყოფს ავღანეთში უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციამდე, ევროკავშირმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიდი რაოდენობით ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი პირების დეპორტაციის უფლებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულია ვითარება.

ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირების და უმუშევრობის დონის ზრდის პარალელურად.

სექტემბერსა და ოქტომბერში, თალიბანის თავდასხმების რაოდენობამ და პროვინციის ქალაქების დაკავების მცდელობამ საგრძნობლად იმატა. ოქტომბერში თალიბანმა ხელში ჩაიგდო კუნდუზი, რომლის დაკავების დროსაც ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეაჩერა. საავადმყოფოებში წამლები გათავდა, ხოლო დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა. გაეროს ოფისის ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამსახურის (UNOCHA) ანგარიშით, ერთი კვირის განმავლობაში, კუნდუზიდან დედაქალაქში, ქაბულში და მეზობელ ქვეყნებში  25,000 ავღანელი იძულებით გადაადგილდა.

შეიარაღებული კონფლიქტი

2016 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე UNAMA-მ აღრიცხა 8,397 კონფლიქტის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებში არსებული მსხვერპლი (2,562 მოკლული და 5,835 დაჭრილი). UNAMA-ს მიხედვით, სამთავრობო ძალები – მათ შორის ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია, მთავრობის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები და საერთაშორისო სამხედრო ძალები – იყვნენ პასუხისმგებლები შემთხვევების 23%-ზე.

2016 წლის პირველ ნახევარში UNAMA-მ აღრიცხა სულ მცირე 15 ინციდენტი, რომელშიც მთავრობის მომხრე ძალებმა განახორციელეს სამძებრო ოპერაციები საავადმყოფოებსა და კლინიკებში, შეაფერხეს ან ხელი შეუშალეს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ან სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. აღნიშნულმა ფაქტებმა წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად იმატა.

18 თებერვალს, ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შევიდა თალიბანის მიერ კონტროლირებად სოფელ „Tangi Saidan“-ში არსებულ კლინიკაში, ვარდაკის პროვინციაში. შვედური დახმარების ჯგუფმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კლინიკას, განაცხადა, რომ მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაღენა კლინიკის თანამშრომლებს და მოკლა ორი პაციენტი და 15 წლის მომვლელი. NATO-მ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის გამოძიება. წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ არ იყო გაკეთებული არანაირი განცხადება.

შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულები

UNAMA-ს მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეებში არსებული მსხვერპლის უმეტეს ნაწილზე, დაახლოებით 60%-ზე პასუხისმგებლობა თალიბანს და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ეკისრებათ.

3 თებერვალს, თალიბანმა მოკლა 10 წლის ბიჭი, რომელიც სამხრეთ ურუზგანში, ტირინ კოტში მდებარე სკოლისკენ მიემართებოდა. მიზეზად ითვლებოდა ის, რომ ადრე ის თალიბანის მხარეს იბრძოდა ბიძამისთან ერთად, რომელიც შემდეგ ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი გახდა.

19 აპრილს, თალიბანის მებრძოლები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ჯგუფს, რომელიც იცავდა მაღალი რანგის მთავრობის წევრს ქაბულში, შედეგად 64 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 347 კი დაიჭრა. 2001 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა დასახლებულ ტერიტორიაზე.

31 მაისს, თალიბანის მებრძოლებმა გაიტაცეს 220 მშვიდობიანი მოქალაქე კუნდუზ-ტახარის გზატკეცილზე სპეციალურად შექმნილ ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, არზან ანგორის სიახლოვეს, კუნდუზის პროვინციაში. 17 ადამიანი მოკლეს, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლეს. სულ მცირე 40 ადამიანი იქნა გატაცებული იმავე ტერიტორიაზე, 8 ივნისს.

23 ივლისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც თავს ისლამური სახელმწიფოს წევრად აცხადებდა, თავდასხმა განახორციელა ჰაზარას უმცირესობის მიერ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მსვლელობის დროს ქაბულში, რის შედეგადაც მოკლა 80 და დაჭრა 230-ზე მეტი ადამიანი.

12 აგვისტოს, სამი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ამერიკულ უნივერსიტეტს ქაბულში, შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმაზე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა.

11 ოქტომბერს, ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა თავდასხმა შიიტურ მეჩეთზე ქაბულში. თავდამსხმელებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და შტურმით აიღეს მეჩეთი. შედეგად მძევლად აიყვანეს ასობით ადამიანი. სულ მცირე 18 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 40 კი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.

სამხედრო სამსახურის ასაკი  და ვალდებულება:

სამხედრო სამსახური ნებაყოფილობითია 18 წლის ასაკიდან, არ ხდება გაწვევა.[1]

ადამიანის უფლებათა დამცველები

შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებდნენ ზეწოლასა და მუქარას ადამიანის უფლებათა დამცველებზე. განსაკუთრებით, ქალი უფლებადამცველების მიმართ ხორციელდებოდა სასიკვდილო მუქარები, რომლებიც მიმართული იყო როგორც უშუალოდ მათი, ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ.

2016 წლის დასაწყისში, ერთ-ერთმა ცნობილმა უფლებადამცველმა სოციალურ ქსელის  “Facebook”-ის მეშვეობით მიიღო წერილი თალიბანისგან, სადაც მას და კიდევ სხვა 9 პირს  მოკვლით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ რაც ათივე ზემოხსენებულმა პირმა მიმართა მთავრობას და ითხოვა დახმარება, დაზვერვის სააგენტომ  – „უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ“ ორი მათგანი დააკავა თალიბანთან კავშირის ბრალდებით, თუმცა, შემდგომი ინფორმაცია ამ საკითხზე მათი კოლეგებისთვის არ მიუწოდებიათ. მუქარები გაგრძელდა აქტივისტების მიმართ, რომლებმაც, თავის მხრივ, შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა.

აგვისტოში, ერთ-ერთ სამხრეთ პროვინციაში, დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ქალთა უფლებების დამცველის ძმა მოიტაცეს, აწამეს და მოკლეს. დამნაშავეებმა ოჯახის დაშინებისთვის გამოიყენეს მსხვერპლის ტელეფონი და მოკლულის და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა საკუთარი საქმიანობა. ზემოხსენებული დანაშაულებისთვის, წლის ბოლოსთვისაც კი, არავინ არ დაუკავებიათ.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საკმაოდ განტკიცდა  თალიბანის დაცემის შემდეგ 2001 წელს, თანდათან დაკნინდა  ძალადობრივი თავდასხმების, დაშინებებისა და ჟურნალისტების მკვლელობების შემდეგ.

„Nai”, მედიის თავისუფლების გამშუქებელმა ორგანიზაციამ, იანვრიდან ნოემბრამდე დააფიქსირა 100-ზე მეტი თავდასხმა ჟურნალისტებსა და მედიის ოფისებზე, მათ შორის, მკვლელობები, ცემის ფაქტები, დაკავებები, ცეცხლის წაკიდების შემთხვევები, მუქარები და სხვა ძალადობრივი ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე, არასახელმწიფო ქმედების სუბიექტების მხრიდან.

20 იანვარს,  თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა  ავტობუსს, რომელსაც გადაჰყავდა  ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზიის – TOLO TV-ის ჟურნალისტები. შედეგად, გარდაიცვლა 7, ხოლო დაშავდა 27 პირი.  დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც მანამდე რამდენჯერმე დაემუქრა ზემოხსენებულ ტელევიზიას.

29 იანვარს,  ცნობილი ჟურნალისტი – Zubair Khaksar, რომელიც მუშაობდა ავღანეთის ეროვნულ ტელევიზიაში „Nangarhar“-ის პროვინციაში, მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, როდესაც ის გადაადგილდებოდა  ქალაქ ჯალალაბადიდან „Surkhrood“-ის დასახლებაში.

19 აპრილს, ქაბულის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს Ariana TV-ის ორი ჟურნალისტი, რომლების საკუთარ მოვალეობას ახორციელებდნენ.

ქაბულის მიმდებარე პროვინციებში, აქტივისტები აცხადებნენ, რომ ეშინოდათ დემონსტაციების მოწყობის, რადგან, შედეგად, აღმოჩნდებოდნენ მთავრობის მხრიდან რეპრესიების საფრთხის ქვეშ.

წამება და  სხვა არასათანდო მოპყრობა

შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის – თალიბანი, აგრძელებდნენ მკვლელობებს, წამებას და სხვა სამართალდარღვევებს, როგორც “სასჯელს”  მათ მიერ მიჩნეული დანაშაულებისა თუ სხვა დარღვევებისთვის.

1 იანვრიდან 30 ივნისამდე, UNAMA-მა  მოახდინა 26 სხვადასხვა საქმის დოკუმენტირება, მათ შორის იყო მკვლელობები, გაროზგვები, ცემისა და უსამართლო დაკავებების ფაქტები. ზემოხსენებული სასჯელები პირებს დაეკისრათ მათ მიერ “შარიათის” კანონის დარღვევებისთვის, უსაფრთხოების ძალებთან კავშირისა ან მათ სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. ფაქტების უმრავლესობა მოხდა დასავლეთ რეგიონში, უფრო კონკრეტულად, ფარაჰსა და ბადღის პროვინციებში.

14 თებერვალს, ადგილობრივმა პოლიციამ ხაკ-ე-საფიდის დასახლებაში, ფარაჰის პროვინციაში, დააკავა, აწამა  და მოკლა მეცხვარე, რომელიც მათი ვარაუდით დაკავშირებული იყო IED-ის (თვითნაკეთი ასაფეთქებელი დანადგარი) დაყენებასთან, რისი აფეთქების შედეგადაც გარდაიცვლა 2 პოლიციელი. UNAMA-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შესახებ ავღანეთის ეროვნული პოლიციის პროკურორის ოფისი ინფორმაციას ფლობდა,  მათ არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე,  ან არ დაუწყიათ გამოძიება და არ დაუკავებიათ რომელიმე ეჭვმიტანილი.

სიკვდილით დასჯა

8 მაისს,  6 სიკვდილმისჯილი პატიმარი ჩამოახრჩვეს   „Pol-e Charkhi“ ციხეში ქაბულში. ჩამოხრჩობის ფაქტები შედეგად მოყვა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 25 აპრილს, მას შემდეგ რაც თალიბანმა განახორციელა მასიური თავდასხმა 19 აპრილს, რომელშიც მან პირობა დადო, მიმართავდა უმკაცრეს სასჯელებს, მათ შორის – სიკვდილით დასჯასაც.

არსებობდა შიში იმისა, რომ სიკვდილით დასჯის ფაქტები კიდევ გაგრძელდებოდა. დაახლოებით 600 პატიმარი იყო სიკვდილმისჯილი და სასჯელის მომლოდინე, მათ შორის ბევრი იყო მსჯავრდებული ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა. მათი სასამართლო პროცესების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა „სამართლიანი სასამართლოს“ სტანდარტებს. წლის განმავლობაში, დაახლეობით 100 პირს მიუსაჯეს სიკვდილი  ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება,  ტერორიზმი, რომელმაც გამოიწვია მასობრიცი მკვლელობები და ა.შ.[2]

ბოლო მოვლენები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით, ქაბულის პროვინციაში, მათ შორის უშუალოდ ქალაქში, დაფიქსირდა 312 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი. შემდგომ ცხრილში წარმოდგენელია ამ ინციდენტების სახეები:

                                                                               ქაბულში           ქაბულის გარეთ

კერძო პირების მიმართ ძალადობა                       26                         5

შეიარაღებული დაპირისპირებები

და საჰაერო დაბომბვები                                       107                       89

აფეთქებები                                                           80                        30

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული

იძულებითი ღონისძიება                                       67                       36

კონფლიქტთან დაუკავშირებელი ინციდენტები    29              1

სხვა ინციდენტები                                                      3                 0

სულ                                                                             312               161

ქაბული, ქალაქის ზოგადი აღწერილობა

ქალაქი ქაბული არის განცალკევებული დასახლება ქაბულის პროვინციაში, სხვა 14 დასახლებასთან ერთად.

ამ ანგარიშში, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ქალაქ ქაბულზე, რადგანაც ის წარმოადგენს ავღანეთის დედაქალაქს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მდებარეობს სამთავრობო შენობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო თუ ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ქალაქში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განსხვავებულია ქვეყნის სხვა პროვინციებისგან.

ქაბული, უდაოდ არის ავღანეთის ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ქალაქი.   რეპატრიანტების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკო-მიგრანტების მასიურმა ნაკადებმა  გამოიწვია პოპულაციის  სწრაფი ზრდა. 2015 წელს, UN OCHA-ს გათვლებით, ქაბულის მოსახლეობა შეადგენდა 3.678.034 მოსახლეს. სხვა წყაროებით ეს რიცხვი 7 მილიონსაც აღწევს. ქაბულის პროვინციის ¾-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქ ქაბულში.

ქალაქი ქაბული დაყოფილია 17 დასახლებად, რომელთაც, ხშირად, 1-დან 17-მდე რიცხვებით აღნიშნავენ. UNOCHA-ს 2016 წლის 4 იანვრის რუკაზე ნაჩვენებია 22 პოლიციის განყოფილება. 2016 წლის დასაწყისში, ქალაქს არ ჰყავდა მერი, რაც გამოწვეული იყო პრეზიდენტ ღანისა და CEO Abdullah-ს შორის თანხმობის არქონით.

ქაბული არის ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი, სადაც თითქმის ყველა ეთნოსია წარმოდგენილი. ფაშტუნები, ტაჯიკები, ჰაზარასები, უზბეკები, ბალუჩები, სიქები და ჰინდუსები, ყველა ცხოვრობენ ქაბულში და არც ერთ ჯგუფს არ უკავია დომინანტური პოზიცია. სამეზობლოები ძირითადად შედგება ერთი და იგივე ეთნოსის წარმომადგენლებისგან.

2016 წლის აპრილში, UNHCR-მა დააფიქსირა თავის სახელმძღვანელო პრინციპებში, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები (ANSF) ეფექტურად იცავდნენ დედაქალაქს და მის ურბანულ ცენტრებს, თუმცა იყო გამონაკლისი, 2015 წლის სექტემბერში, როდესაც თალიბანმა მოახერხა კუნდუზის ხელში ჩაგდება. ქაბული რეგულარულად ხდება ძალადობის მოწმე. ქაბულში, ძირითადად თავდასხმის სამი ფორმა ფიქსირდება: „გახმაურებული თავდასხმები“, „კომპლექსური თავდასხმები“ და „თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები“. UNAMA კომპლექსურ თავდასხმას განსაზღვრავს, როგორც „წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ თავდასხმას“, რაც გულისხმობს რამდენიმე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ  რამდენიმე სახის თავდასხმას.

აღნიშნული თავდასხმების ძირითად სამიზნეს მაღალი რანგის საერთაშორისო ინსტიტუტები, სამხედრო და სამოქალაქო კადრები, მათ შორის დიპლომატები, დასავლური ორგანიზაციები, ავღანეთის ხელისუფლების და უსაფრთხოების ძალების წევრები წარმოადგენენ.

კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის გარდა, ქაბულში დანაშაულის დონე მაღალია. ავღანეთის პოლიცია ერთი თვის მანძილზე რეგულარულად აკავებს ასობით დამნაშავეს, რომლებიც ჩართულები არიან მკვლელობში, შეიარაღებულ ძარცვასა და ავტომობილთა გატაცებებში.[3]

ავღანეთში მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს ძალადობრივი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტიპს. ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტმა  (Usip) და მიწის საკითხებთან დაკავშირებით ავღანეთის დამოუკიდებელმა ორგანომ (ARAZI) შექმნეს საპილოტო სისტემა მიწის საკითხებთან დაკავშირებული დავების რეგისტრაციისთვის, რომლებიც ტომობრივი და ჩვეულებითი სამართლით იქნა გადაწყვეტილი. ეს გულისხმობს საბჭოების შექმნას, რომელიც უთანხმოების მოგვარების მიზნით ითანამშრომლებს ARAZI-სთან ან სხვა რომელიმე ტრადიციულ ორგანოსთან. ARAZI-ს პრიორიტეტია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მიწების მიტაცების პრევენცია და  მიტაცებული მიწების დაბრუნების უზრუნველყოფა.[4]

ავღანეთში მიწის საკითხთან დაკავშირებით უფლებების დადგენა შესაძლებელია კონტიტუციის, რელიგიის კანონით, სამოქალაქო და ჩვეულებითი სამართლით. პრინციები შეიძლება იყო ერთმანეთის საპირისპირო. მაგალითად, ისლამური სამართალი ქალებს და ქვრივებს ანიჭებს მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას, მაშინ როდესაც, პაშტუნვალი (ეთიკური კოდი და პუშტუნების ტრადიციული ცხოვრების სტილი) პირიქით გამორიცხავს ქალთა უფლებას. გადაწყვეტილების მიმღები არაფორმალური და ფორმალური მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწის ფლობის უფლება უნდა განისაზღვრებოდეს ისლამური კანონმდებლობით, რომელიც თანაბარ უფლებებს ანიჭებს როგორც ქალს ისე მამაკაცს.

საოჯახო მიწების მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის ფართოდ გავრცელებული პრობლმაა ავღანეთში, განსაკუთრებით კუნდუზის, იმამ საჰიბის და ხან აბადის რაიონებში: 87% ფორმალური და არაფორმალური სამართლის აქტორები აცხადებდნენ, რომ მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს მიწის დავების უმეტეს ნაწილს. სამართლებრივი და რელიგიური ცოდნის სიმწირემ მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებით გამოიწვია ის რომ ოჯახის წევრები ასაჩივრებდნენ გაურკვეველ საქმეებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ძალით იტაცებდნენ ადგილებს, წინააღმდეგობას უწევდნენ ქალებს მემკვიდრეობის მიღების პროცესში. მიწებთან დაკავშირებული დავები შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თაობას შორის. უმეტესად კონფლიქტი ეხება ქალის მიერ მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლებას.

მიწის საკითხთან არსებული დავების უმეტესი ნაწილი ადგილობრივი უხუცესების და საბჭოების მიერ განიხილება. ზოგ შემთხვევაში ფორმალური სასამართლოები მიწასთან  დაკავშირებულ საკითხებს გადასცემენ ადგილობრივ უხუცესებს. მიწასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კუთხით, ფორმალური და არაფორმალურ სამართლის მწარმოებლებს შორის არსებობს არაოფიციალური დონის თანამშრომლობა.

არაფორმალური სისტემა, ადგილობრივი უხუცესების მიერ მიწის საკითხთან დაკავშირებული დავების განხილვა ითვლება პრობლემის ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტად, რადგან მათ უფხო მალე შეუძლიათ დავის გადაწყვეტა. როგორც საზოგადოების წევრებმა მათ უკეთ იციან კონტექსტი, ოჯახის ისტორია და ირგვლივ არსებული დავები. არსებობს არაპირდაპირი აღიარება იმ ფაქტისა, რომ ოფიციალური სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ადგილობრივი უხუცესების და საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ლეგიტიმურად და უფრო მდგრადია, ასევე, უფრო სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახელმწიფო სასამართლოს პროცესი.[5]

[1]The Central Intelligence Agency/The World Factbook: Afghanistan  updated on January 12, 2017 https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/af.html [accessed 2 March, 2017]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2016/17 – Afghanistan, 22 February 2017, available at:

[accessed 2 March 2017]

 

[3] EASO Country of Origin Information Report: Afghanistan Security Situation; November 2016

[4] The United States Institute of Peace:The Current Situation in Afghanistan; January 13, 2017  https://www.usip.org/publications/2017/01/current-situation-afghanistan [accessed  10 March 10, 2017]

[5] Peace  Training  and  Research  Orga/ United  States  Institute  of  Pe:  Land Titling in Kunduz,  Afghanistan;

3,July 2014 

[accessed  10 March 10, 2017]

ავსტრია – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება – მარტი, 2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ ავსტრიის რესპუბლიკა არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც კონსტიტუციური ძალაუფლება განაწილებულია სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტსა და ორპალატიან პარლამენტს შორის. ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არ დაფიქსირებულა მთავრობის ან მისი აგენტების მხრიდან ჩადენილი თვითნებური ან უკანონო მკვლელობის ფაქტები; ასევე, არ დაფიქსირებულა პოლიტიკურად მოტივირებული გაუჩინარების ფაქტები.

ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს პოლიციის მხრიდან დაკავებულებისა და ფსიქიატრიული პაციენტების მიმართ. მთავრობამ გამოიძია ასეთი ფაქტები და იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებები არსებობდა, დამნაშავეები დასაჯა.

საპატიმრო და დაკავების ცენტრებში არსებული პირობები შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და მთავრობა უშვებს დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ვიზიტებს მონიტორინგების მიზნით.

კანონით აკრძალულია თვითნებური დაკავება და დაპატიმრება და ხელისუფლების მხრიდან დაცულია აღნიშნული აკრძალვა. კანონი ადგენს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მთავრობის მხრიდან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა აღიარებული და დაცულია. არ დაფიქსირებულა პოლიტიკური დაპატიმრებების ფაქტები. მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე. ქვეყანაში, ასევე, ზოგადად აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის ძირითადი პოლიტიკური და სოციალური უფლებები და თავისუფლებები.[1]

უმცირესობათა და მკვიდრი მოსახლეობის მსოფლიო დირექტორატის მიერ ავსტრიაში თურქების შესახებ უკანასკნელი ანგარიში გამოქვეყნებულია 2008 წელს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ავსტრიაში 127,226 თურქი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 1.6%-ია. ბევრი თურქი ნატურალიზებულია და თურქული თემის საერთო რაოდენობა  200-დან 300 ათასამდეა. თურქები ავსტრიის უდიდესი იმიგრანტი ჯგუფია და წამყვანი ავსტრიის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა შორის.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ ფედერალური კანონი ეროვნულ უმცირესობებად აღიარებს ხორვატებს, ჩეხებს, უნგრელებს, ბოშებს, სლოვაკებს და სლოვენიელებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ბოშები აწყდებიან დისკრიმინაციას დასაქმებისა და განსახლების კუთხით.[3]

[1] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Austria, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

[2] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Austria : Turks, 2008, available at:

[accessed 22 March 2017]

[3] United States Department of State, 2015 Country Reports on Human Rights Practices – Austria, 13 April 2016, available at:

[accessed 22 March 2017]

ერაყი – არაბების მდგომარეობა ქურთისტანში – თებერვალი, 2017

ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი ყოველთვის წარმოადგენდა უსაფრთხო და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ ადგილს ერაყში. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივების შემდეგ, დევნილთა პირველმა ნაკადებმა ქურთისტანს მიაშურა. დაჰუქი, ერბილი და სულეიმანია ყველაზე სასურველი თავშესაფარია დევნილებისთვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მხრივ და ამიტომ ქურთისტანის რეგიონს მილიონზე მეტმა დევნილმა შეაფარა თავი. დაჰუქში, ერბილსა და სულეიმანიაში უსაფრთხოების მხრივ კვლავ სტაბილური და მშვიდი ვითარებაა, თუმცა დევნილთა დიდმა ნაკადებმა პროვინციებში ადგილობრივ ეკონომიკას, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას, ასევე, საბაზისო მომსახურების გაწევის სერვისს დაღი დაასვა და ეკონომიკური შესაძლებლობები მინიმალურ ზღვარზე დაიყვანა.[1]

სამოქალაქო უფლებათა და უმცირესობათა ჯგუფის საერთაშორისო ცენტრის „Ceasefire“ მიერ 2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სუნიტ არაბებს ხშირად ეკრძალებათ პეშმერგას და ერაყის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლა. შესაბამისად, ისინი იძულებულები არიან დაუბრუნდნენ წარმოშობის ადგილს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი და გაერთიანებული ერების მხარდამჭერი მისია ერაყში ერთობლივად იუწყებოდნენ, რომ 2015 წლის 11 ივლისს, ანბარიდან და სალაჰადინიდან იძულებით გადაადგილებულ 55 ოჯახს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უარი ეთქვათ კირკუკში შესვლაზე. იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, მსგავს ინფორმაციას ავრცელებდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. მათი თქმით, 2015 წლის ბოლოს დაახლოებით 1,800 იძულებით გადაადგილებული სუნიტი არაბი თელ აფარის რაიონში გადაადგილდებოდა, სადაც მოქცეულები იყვნენ პეშმერგასა და „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებს შორის. მათ არ ჰქონდათ უფლება გადაეკვეთათ პეშმერგას ხაზი, ვიდრე ქურთისტანის რეგიონის მთავრობა არ გაარკვევდა, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი ან მხარს უჭერდნენ თუ არა „ისლამურ სახელმწიფოს“. ქურთისთანის რეგიონის მთავრობა არაბ ერაყელებს, რომლებიც კირკუკის, სულეიმანიას, ერბილის და დოჰუკის ტერიტორიებზე შესვლას ცდილობენ, ავალდებულებს წარადგინონ დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებენ რომ მათ ქურთი გარანტორი ყავთ. 2014 წლის ბოლოს, ქურთისტანის მთავრობა არაბ ერაყელებს სთხოვდა განახლებულ ბინადრობის უფლებას და ქურთისტანის პროვინციებში გადასაადგილებელ დროებით ნებართვას. თურქმენი შიიტი იძულებით გადაადგილებული პირი ყვება, რომ კალაკის ქურთულ საგუშაგოზე  მათთვის არ მოუთხოვიათ არანაირი დოკუმენტი, თუმცა 3-6 დღით გააჩერეს.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ქრისტიანებზე, რომლებიც ნინევადან ქურთისთანის რეგიონში გადაადგილდებიან. იძულებით გადაადგილებული ქალი ყვება, რომ ქურთული საგუშაგოები ქრისტიანებს თავისუფლად და ჩქარა ატარებენ საზღვარზე. ქრისტიანი დევნილები არ არიან შეზღუდულები ქურთისტანის რეგიონში შესვლის, ცხოვრების და გადაადგილების კუთხით; მაშინ, როდესაც გამოკითხული თურქმენი დევნილების 80% საგუშაგოების გავლის დროს შექმნილ პრობლემებს შორის ასახელებენ საკვებზე და წყალზე წვდომის ნაკლებობას. არსებობს ინფორმაცია რომ ქურთისტანის რეგიონის შიგნითაც იზღუდება გადაადგილება. დეგაბასთან ახლოს მდებარე დროებითი ბანაკი მასპინძლობს 710 სუნიტი არაბის ოჯახს, რომლებიც მკაცრად იზღუდებიან თავისუფალი გადაადგილების კუთხით და მიუხედავად მკაცრი პირობებისა,  იძულებულები არიან დარჩნენ ბანაკში. თუმცა, ქრისტიანი და იეზიდი დევნილების გადაადგილება არ იზღუდება.[2]

ერაყის ქურთისტანის რეგიონში და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიებზე, ქურთთა უშიშროების ძალებს ადანაშაულებენ სუნიტი არაბი იძულებით გადაადგილებული პირების თვითნებურ დაპატიმრებაში, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ზოგჯერ ეს დაკავება ხდება ხანგრძლივი პერიოდით და ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე. დაკავებულთა ოჯახებმა ხშირად არაფერი იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. არსებული ინფორმაციის შესაბამისად, არის დაკავებულთა მიმართ წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები. როგორც იტყობინებიან, დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მათ აიძულებენ დატოვონ რეგიონი, ზოგ შემთხვევაში – ოჯახის წევრებთან ერთად, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ მათ კვლავ კონფლიქტის ზონებში დააბრუნებენ. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი მათგანი ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს გადასცეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, სამთავრობო დაკავების ადგილებში ფართოდ გამოიყენება წამების პრაქტიკა.[3]

ძირითადად, სუნიტი არაბი იძულებით გადაადგილებული პირები ხდებიან თვითნებური დაკავებების და თავისუფლად გადაადგილების კუთხით დისკრიმინაციული შეზღუდვების მსხვერპლნი, როგორც ცენტრალურ ერაყში, ასევე ერაყის ქურთისტანის რეგიონში. იმისათვის რომ ბანაკიდან ქალაქებში გავიდნენ ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაიარონ, რაც გულისხმობს პროვინციიდან პროვინციაში სიარულს, რა დროსაც შესაძლებელია გამშვებ პუნქტებზე გადააწყდნენ ოფიციალურ ან შეიარაღებულ პირებს. ბევრს განსაკუთრებული ნებართვა სჭირდება იმისთვის რომ სამედიცინო საჭიროებების გამო გავიდნენ ბანაკიდან.[4]

[1] International Organization for Migration, Sulaymaniyah Governorate Profile, August, 2015 http://www.iomiraq.net/reports/sulaymaniyah-governorate-profile-may-2015  [accessed on 18 March, 2016]

[2] Ceasefire Centre for Civilian Rights and Minority Rights Group International/December 2016 /Humanitarian challenges in Iraq’s displacement crisis

[accessed 7 February, 2017]

[3] UNHCR POSITION ON RETURNS TO IRAQ; 14 November 2016

[accessed 6 February 2017]

[4] Amnesty International, Iraqis who fled IS rule face harrowing future, 19 August 2016, available at:

  [accessed 6 February 2017]

უკრაინა – უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ვითარება – იანვარი, 2017

მინსკი II-ის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ყველა მონაწილე მხარის მიერ ძლიერი ტექნიკის გაყვანას გულისხმობდა, 2016 წელი აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბული იყო. დაკავებული მოქალაქეები, როგორც უკრაინელების, ასევე პრო-რუსი სეპრატისტების მხრიდან განიცდიდნენ უდიერ მოპყრობას. კონფლიქტურ ზონებში უდიერი მოპყრობა გავრცელებულია და მასზე რეაგირება არ ხდება. მთავრობამ ადეკვატურად არ უპასუხა ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. ყირიმში ყირიმელი თათრები განიცდიან დევნას ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ოკუპაციისადმი მათი დამოკიდებულების (მშვიდობიანი ოპოზიცია) გამო.

2015 წლის მინსკი II-ის შეთანხმებამ მნიშნელოვნად შეამცირა საომარი მოქმედებები, თუმცა მცირე შეტაკებები და საარტილერიო ცეცხლის გახსნა ორივე მხრიდან მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის (UNHRMMU) თანახმად, 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, ნაღმტყორცნით, სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად 9 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 21 ათასზე მეტი კი დაიჭრა ორივე მხარეს, როგორც მებრძოლები, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. UNHRMMU-ს ანგარიშის თანახმად, მაისიდან აგვისტომდე პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი 66%-ით გაიზარდა 2016 წლის დასაწყისთან შედარებით; ზაფხულში 28 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა არტილერიის მხრიდან ცეცხლის გახსნისა და ნაღმების შედეგად.

უკრაინის სამთავრობო ძალებმა და პრო-რუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ათობით მშვიდობიანი მოსახლე დააკავეს მეორე მხარესთან თანამშრომლობის გამო; დაკავებულებს ჩამორთმეული ჰქონდათ ადვოკატებთან და ოჯახთან შეხვედრის უფლება. დაკავებულთა უმეტესობას აწამებდნენ ან სხვა ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ; ზოგიერთ მათგანს არ აძლევდნენ სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლებას. ორივე მხარე ჩართული იყო სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იქნა დოკუმენტირებული, ვინაიდან მსხვერპლებს არ ჰქონდათ საქმის გახმაურების სურვილი.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები კანონის უზენაესობის ტოტალურ ვაკუუმში მოქმედებენ; ხალხს კი ჩამორთმეული აქვს უფლებები და ცხოვრობენ ყველანაირი საშუალების გარეშე.

რუსეთი ასამართლებს ყველა იმ ადამიანს, ვინც საჯაროდ ეწინააღმდეგება ყირიმის ოკუპაციას, რითიც უფრო მეტად ამცირებს სიტყვის თავისუფლებისა და ასაოციაციის თავისუფლების უფლებებს.[1]

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) თანახმად, დაახლოებით 3.8 მილიონი ადამიანი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, ხოლო 2.2 მილიონს არ გააჩნია ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა.

კრიზისის დასაძლევად OCHA და პარტნიორები დონორებისგან 214 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ, რათა დაიფაროს ყველაზე მოწყვლადი 2.6 მილიონი ადამიანის საჭიროებები. 2017 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა მოიცავს 94 პროექტსა და 215 პარტნიორს, რომელთა უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციაა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ბოლო ბიულეტინის თანახმად, 2016 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, 9598 ადამიანი იქნა მოკლული, 22311 დაიჭრა, 1.1 მილიონმა კი ქვეყანა დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის მოსვლასთან ერთად, უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. საცხოვრებლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ზიანდება; ინციდენტების უმეტესობა მარიუპოლში, ჩრდილო-დასავლეთ დონეცკსა და ლუგანკის ოლქებში ხდება.

უსაფრთხოების საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოსახლებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში, დაფიქსირდა როგორც უბედური შემთხვევები, ასევე  დაშავებები. ზამთრის პირობებში, როცა დღე დიდხანს არ გრძელდება, მხოლოდ ერთეული ადამიანები ახერხებენ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გადაკვეთას. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, აღნიშნულ ადგილებში კვლავ არ არსებობს ადეკვატური ჯანმრთელობის, სანიტარიისა და თავშესაფრის პირობები; რიგში მდგომ ხალხს კი უწევს მოცდა ქარში, თოვლსა და ყინვაში.[2]

[1] Human Rights Watch, World Report 2017 – Ukraine, 12 January 2017, available at:

[accessed 25 January 2017]

[2] UN News Service, Millions in Ukraine are in need of humanitarian assistance, UN relief wing reports, 30 December 2016, available at:

[accessed 25 January 2017]

ნიგერია – დელტას რეგიონში მოქმედი დაჯგუფებები – იანვარი, 2017

ნიგერიის დელტა არასტაბილური რეგიონია, სადაც ადგილი აქვს შიდა-ეთნიკურ დაპირისპირებებს. ხშირად ძალადობის ძირითად მიზეზს ნავთობსადენზე წვდომა წარმოადგენს. მილსადენებზე რეგულარულად ხდება ქურდობა გაღატაკებული მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად იპარავენ ნავთობს, რის შედეგადაც, ყოველდღიურად ათასობით ბარელი ნავთობი იკარგება. ყოველწლიურად ნიგერიის ეკონომიკის დანაკარგი მილიონ დოლარს შეადგენს.[1]

ნიგერიის სამხრეთით მდებარე დელტას რეგიონი მდიდარია ნავთობის საბადოებით, რომლის რეზერვიც სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის. თუმცა, დელტას რეგიონში მიმდინარეობს გარემოს დეგრადირება, ნავთობის ქურდობა, ინფრასტრუქტურის განადგურება, მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების ახალი თაობების გამოჩენა კიდევ უფრო ართულებს პოლიტიკურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებებს.

რეგიონის უდიდეს ნაწილში არ შეიმჩნევა ხელისუფლების ფუნქციონირება, არც სამთავრობო დაწესებულებები არსებობს. მოსახლეობასთან მთავრობის კავშირი მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როდესაც სამთავრობო ძალები  შეიარაღებული დაჯგუფებების ან ნავთობის ქურდების წინააღმდეგ სამძებრო ოპერაციებს ატარებენ. დელტაში მცხოვრები პირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მათ ეპყრობიან როგორც შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს, ან მათ მოკავშირეებს.

ნიგერიის დელტას რეგიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები (ზოგი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან ან მთავრობასთან):

ნიგერიის დელტას შურისმაძიებლები (Niger Delta Avengers (NDA)):  დაჯგუფებამ ცალმხრივად გადაწყვიტა ცეცხლის შეწყვეტა და მთავრობასთან მოლაპარაკებებში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტი ბუჰარი დაადანაშაულა დელტას რეგიონში „წინასწარ განზრახულ გენოციდში“ და გააფრთხილა არმია, რომ „ნავთობის ომში ჯარისკაცთა დიდი რაოდენობა და სიმულაციური წვრთნებით ვერ გაიმარჯვებენ“.

დაზარალებულ აზალგაზრდათა მოძრაობა (Aggrieved Youth Movement (AYM)): აღნიშნული ჯგუფი ძირითადად  ამინისტირებული მებრძოლებისგან შედგება, რომლებიც რივერსის შტატიდან არიან. დაჯგუფების განცხადებით, იგი არაძალადობრივია და გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურების წინააღმდეგია. იგი სხვა დაჯუფებებს აფრთხილებს, რომ რივერსის შტატისგან თავი შორს დაიჭირონ.

ბიაფრას ძირძველი ხალხი (Indigenous People of Biafra (IPOB)): სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც მხარს უჭერს NDA-ს. ჯგუფის ლიდერია ნამდი კანუ, ბიაფრას თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია.

ნიგერიის დელტას განმათავისუფლებელი გაერთიანებული ძალები (Joint Niger Delta Liberation Force (JNDLF)): მხოლოდ რამდენიმე თვის შექმნილი დაჯგუფება აცხადებს რომ იგი აფილირებულია NDA-ს-თან და იმუქრება, რომ გამოიყენებს რაკეტებს სამხედრო ვერტმფრენებს. 2016 წლის ივნისის ბოლოს დაჯგუფების წევრებმა მედიას განუცხადეს, რომ ნიგერიის სამხედრო ოფიცრებმა დაჯგუფებას პრეზიდენტ ბუჰარის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში მხარდაჭერა სთხოვეს. თუმცა, აღნიშნული განცხადება საფუძველს მოკლებულია.

ბიაფრას სახელმწიფოს სუვერენიტეტის აქტუალიზაციის მოძრაობა (Movement for the Actualization of the Sovereign State of Biafra (MASSOB)): სეპარატისტული ჯგუფი, რომელსაც რალფ უვაზურუიკე ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ არაძალადობრივმა (რასაც მთავრობა უარყოფს) ჯგუფმა „სრული ერთგულება“ აღუთქვა NDA-ს.

ნიგერიის დელტას განმათავისუფლებელი მოძრაობა (Movement for the Emancipation of the Niger Delta (MEND)): დაჯგუფება დიდად არ აქტიურობს მას შემდეგ, რაც მისი ლიდერების უმეტესობა დააპატიმრეს, ან მათმა ნაწილმა ამინისტია მიიღო (2009 წელს). დაჯგუფება კვლავ ცდილობს დელატას მოლაპარაკებებში გარკვეული როლის მიღებას და აფრთხილებს მთავრობას, რომ თუ Ijaw-ის (დელტას, რივერსის და ბეიელსას შტატების ძირძველი მოსახლეობა) ლიდერი ედვინ კლარკი დაინიშნება დელტის სახელით მომლაპარაკებლად, ის არ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ მოლაპარაკებებში. დაჯგუფება იმუქრება, რომ NDA თუ არ გაყვება მიმდინარე მოლაპარაკებების, იარაღს აიღებს მის წინაარმდეგ.

ახალი ნიგერიის დელტას განმათავისუფლებელი ფრონტი (Emancipation Front (NNDEF)): ახალი დაჯგუფება, რომლის ლიდერიცაა ლუკი ჰუმპრეი,“საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლების ე.წ დირექტორი.“ დაჯგუფება უარყოფს ამბოხებულთა „ვიწრო ინტერესებს“ და მხარს უჭერს ბუჰარის სამხედრო ინტერვენციას შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

Niger Delta Greenland Justice Mandate (NDGJM): დელტის შტატის დაჯგუფებაში ძირითადად დომინირებენ ურჰობოს (Urhobo-შტატში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი) ეთნიკური ჯგუფის წევრები. დაჯგუფებას, რომელსაც მეთაურობს ალდო აგბალაჯა, სჯერა რომ პრეზიდენტ ბუჰარმა ჩაიდინა „გენოციდი“ ნიგერიის დელტას შტატში და განახორციელა თავდასხმები დელტას შტატის მთავარ მაგისტრალზე.დაჯგუფებამ, მთავრობის სამხედრო ოპერაცია „Crocodile Smile“-ს, Ogor-Oteri-ის მილსადენის დაბომბვით უპასუხა. დაჯგუფება მოლაპარაკებების პროცესში  Ijaw-ის ლიდერის ედვინ კლარკის მონაწილეობას აპროტესტებს  და აცხადებს, რომ  იმ შემთხვევაში ჩაერთვება მოლაპარაკებებში, თუ მთავარი მომლაპარაკებელი მეფე ალფრედი დიეტე-სპიფი იქნება.

ნიგერიის დელტას წითელი ბრიგადა (Niger Delta Red Squad (RDRS)): დაჯგუფება მოქმედებს იმოს შტატში. მისი წარმომადგენელია „გენერალი“ დონ ვანიე (ან ვანი). წითელი ბრიგადა თავს დაესხა მილსადენს, სადაც ნიგერიის აგიფის ნავთობის კომპანია  (ნეგირიუ-იტალიური ერთობლივი საწარმო) მუშაობდა და  მათ ადგილობრივი მოსახლეობის უგულვებელყოფაში ადანაშაულებდა. უსაფრთხოების ძალებს კი თავის მოკვეთით დაემუქრა.

Niger Delta Searchlight: დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს „გენერალი“ იგბედე N იგბედე, მთავრობასთან მოლაპარაკების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ განაგრძობს დაბომბვის კამპანიას, სანამ ნავთობის კომპანიები უარს არ იტყვიან დელტას რეგიონზე.

Otugas Fire Force (OFF): დაჯგუფების მეთაურია „გენერალი“ გაბრიელ ოგბუდგე, რომელიც ნიგერიის არმიის მეოთხე ბრიგადამ დააკავა 2016 წლის 4 სექტემბერს ედოს შტატში. იგი მთავარი ეჭვმიტანილი პირია 26 აგვისტოს  ნიგერიის მთავარი ნავთობკომპანიის მილსადენის განადგურებაში. ის ასევე ეჭვმიტანილია უტუროგუს გაზსადენზე თავდასხმის დაგეგმვაში.

ნიგერიის დელტაში ეგბესუს (Ijaw-ის ეთნიკური ჯგუფის ომის ღმერთი) რეფორმირებული ბიჭები (Reformed Egbesu Boys of Niger Delta): დაჯგუფება უარყოფს ნებისმიერ მოლაპარაკებას რომელსაც ნიგერიის დელტას დიალოგის საკონტაქტო ჯგუფი ხელმძღვანელობს (Niger Delta Dialogue Contact Group-NDDCG) და აცხადებს, რომ ნავთობის მოპოვება უნდა შეჩერდეს. დაჯგუფების ლიდერები არიან „გენერალი“ ტონი ალაგბაკერეოვეი და სარდალი ები აბაკორომორი.

ნიგერიის დელტის რეფორმირებული შურისმაძიებლები (Reformed Niger Delta Avengers (RNDA)): ნიგერიის დელტას შურისმაძიებლები (NDA) აცხადებენ, რომ RNDA პრეზიდენტ ბუჰარის შექმნილია. ხოლო RNDA აცხადებს რომ ისინი NDA-ს გამოეყვნენ და მათი მიზანი მთავრობასთან მოლაპარაკების გაგრძელებაა, რომ აღარ გაგრძელდეს გარემოს განადგურება.[2]

[1] Global Security: Nigeria – Niger Delta http://www.globalsecurity.org/military/world/war/nigeria-2.htm [accessed on 10 January, 2017]

[2] Jamestown Foundation, Nigeria Expands Its ‘War on Terrorism’ to the Niger Delta, 16 September 2016, Terrorism Monitor Volume: 14 Issue: 18, available at:

[accessed 6 January 2017]

ნეპალი – სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა – იანვარი, 2017

2016 წელს, „Freedom House“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ეხება მსოფლიოში თავისუფლების შეფასებას, ნეპალში თავისუფლების მაჩვენებელი შეფასებულია როგორც ნაწილობრივ თავისუფალი. პოლიტიკური უფლებები ფასდება 3 ქულით, სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი 3 ქულით და თავისუფლების ხარისხი 3.5 ქულით (1 არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი).[1]

ნეპალში, სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მოიპოვა სიძლიერე და ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი გარემოს გამო, რომელსაც წინ უძღვოდა, 1990 წელს არსებული, მრავალპარტიული დემოკრატია, სწრაფად გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs)  რიცხვი.

ნეპალის ადამიანის უფლებათა დაცვისადმი ვალდებულება ასახულია პოლიტიკის დოკუმენტებში, რომელიც არა ერთხელ უსვამს ხაზს განზრახვას იმის შესახებ, რომ ნეპალელ ხალხს ჰქონდეს ღია და თავისუფალი გარემო, სადაც ისარგებლებენ საკუთარი უფლებებით, მათ შორის შეკრების, ასოციაციის, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს, წინა სამეფო რეჟიმის მაკონტროლებელი მემკვიდრეობის გატარების გამო.

ნეპალის სამართლებრივი ჩარჩო მიყვება საერთო სამართლის ტრადიციას. ქვეყნის კონსტიტუცია ძალაში შევიდა 2015 წლის 20 სექტემბერს. შესაბამის კონსტიტუციური დებულებები მოიცავს შემდეგს:

ნეპალის კონსტიტუციის მე-3 ნაწილის, მე-17 მუხლი სამოქალაქო საზოგადოებისათვის  ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად უზრუნველყოფს მთელ რიგ თავისუფლებას. მუხლში 17(1) ნათქვამია, რომ „კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არც ერთ ადამიანს არ უნდა ჩამოერთვას მისი პირადი თავისუფლება“. მუხლი 17(2)-ის მიხედვით თითოეულ მოქალაქეს აქვს შემდეგი სახის თავისუფლება:

  • აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • შეუიარაღებელი და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
  • პოლიტიკური პარტიების შექმნის თავისუფლება;
  • გაერთიანებებისა და ასოციაციების შექმნის თავისუფლება;
  • ნეპალის ნებისმიერ ნაწილში გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლება;
  • ნეპალის ნებისმიერ ნაწილში საქმიანობის, დასაქმების, მრეწველობის, ვაჭრობისა და ბიზნესის ჩამოყალიბებისა და წარმოების თავისუფლება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ნეპალში, აღნიშნულია, რომ კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას, თუმცა სასამართლო კვლავ რჩება მოწყვლადი ისეთი საკითხების მიმართ როგორებიცაა პოლიტიკური ზეწოლა, მექრთამეობა და დაშინება. უზანეასი სასამართლო უფლებამოსილია გადახედოს კანონების კონსტიტუციურობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ უმეტეს შემთხვევაში გამოავლინა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისინი მაინც რჩებიან პოლიტიკური წნეხის ქვეშ. 27 მაისს, მთავრობამ დანიშნა უზენაესი სასამართლოს რვა მოსამართლე, რომლებიც ადრე შემჩნეულნი იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში. დანიშვნამდე, უზენაესი სასამართლოს სამმა შტომ გასცა განკარგულება, რომ დაწყებულიყო დისციპლინარული დევნა ერთ-ერთი დანიშნული მოსამართლის წინააღმდეგ, იმ გამამრთლებელი ვერდიქტის გამო, რომელიც მან ერთ-ერთ საქმეში გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა არანაირი მოკვლევა ამ მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არ იცავს და არ ასრულებს სასამართლოს ბრძანებებს, მათ შორის, არც უზენაესი სასამართლოს გამოტანილ ვერდიქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტური პერიოდის საქმეეთან[2].

„Freedom House“-ის 2016 ანგარიშში ნეპალის შესახებ, კანონის უზენაესობას მინიჭებული აქვს 16-დან 5 ქულა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად 2015 წლის კონსტიტუციისა, რომელიც უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობას, სასამართლოები კვლავ ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ბევრ ნეპალელს შეზღუდული აქვს მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გასაჩივრების პროცესის გაჭიანურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნელი ტემპის გამო, ეჭვმიტანილები ხშირ შემთხვევაში, წინასწარი დაკავების საკანში რჩებიან იმაზე დიდი ხნით, ვიდრე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიესაჯოთ[3].

[1] Freedom House, Freedom in the World 2016, Nepal, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/freedom-world-2016 [accessed 17 January 2017]

[2] United States Department of State, 2014 Country Reports on Human Rights Practices – Nepal, 25 June 2015, available at:

[accessed 17 January 2017]

[3] Freedom House, Freedom in the World 2016, Nepal, available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2016/nepal [accessed 17 January 2017]

ირანი – მთავრობის მიერ სოციალური ქსელების კონტროლი – იანვარი, 2017

„Freedom House“ ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ 2016 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი საერთო სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, რომელსაც ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ეძახიან, ირანში ინტერნეტის თავისუფლების და ფართოდ გავრცელების იმედი გაჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ ტექნოლოგიების განვითარების კუთხით განხორციელებული ინვესტიციების და რეგლამენტირებული ნორმების მიღების შედეგად ინტერნეტი მართლაც გახდა ბევრად სწრაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში მოქმედ ძირითად კომპანიებს აკონტროლებენ სასამართლოს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ლიდერები. საინფორმაციო საიტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის ცენზურას ექვემდებარებიან.

რეფორმისტებსა და კონსერვატულ მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა აისახება ციფრულ სფეროში, რასაც ხშირად დამანგრეველი შედეგები მოაქვს უდანაშაულო ინტერნეტმომხმარებლებისთვის. კონსერვატორები ყველა სახის ლიბერალიზაციას ებრძვიან, ეწინააღმდეგებიან ყველაფერს უმაღლესი მობილური ინტერნეტის სიჩქარიდან დაწყებული ტელეგრამის წერილებით დამთავრებული. მათი აზრით ბირთვული მოლაპარაკებები ირანში დასავლური იდეების შეღწევას შეუწყობს ხელს. კონსერვატორები გამუდმებით უსწორდებიან ტექნიკურ მეწარმეებს და ინსტაგრამის მოდელებს.

უსაფრთხოების რამდენიმე სააგენტო აგრესიულად უწევს მონიტორინგს სოციალურ მედიას და აკონტროლებს ყველაფერს, რომ არ დაუშვან საჯარო ლიდერების და კონსერვატიულ-რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფა. ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს შიშის დანერგვას ინტერნეტის მომხმარებლებში.

შეზღუდვების მიუხედავად, ინტერნეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება ირანში. ინფორმაციაზე წვდომას აუმჯობესებს კერძო ვირტუალური კავშირები და სხვა ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი ხდება დაბლოკილი გვერდები. ირანელები ერთამენთს ეკონტაქტებიან უპრეცედენტო დონეზე. დაშიფრული წერილებით ინფორმაციის გაცვლის მოწყობილობა ხელს უწყობს გარკვეული ხარისხით ჩვეულებრივი მომხმარებლების კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. თუმცა, ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს ამ კონფიდენციალურობის დარღვევას ჯაშუშობის და მონაცემთა ლოკალიზაციის კანონის მეშვეობით. ხშირ შემთხვევაში, ირანში ინტერნეტის მოხმარება კვლავ წააგავს კატისა და თაგვის თამაშს, რომელშიც ტექნიკურად საზრიანი ინდივიდები ცდილობენ გვერდი აუარონ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

2009 წელს მნიშვნელოვნად იზღუდებოდა ინტერნეტზე წვდომა. სოციალური ქსელები Facebook და Twitter კვლავ დაბლოკილია, ახალი სოციალური ქსელები ტელეგრამი და ინსტაგრამი ჯერჯერობით ხელმისაწვდომია. ცენზურა კვლავ პოლიტიზებულია, როგორც კონსერვატული, ისე რეფორმისტული საინფორმაციო საიტები განიცდიან ცენზურას. მკაცრად არის განსაზღვრული წესები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ პოლიტიკური, სოციალური და საერთაშორისო საკითხების გაშუქების დროს. თვითცენზურა კვლავ ფართოდაა გავრცელებული და ციფრულ სფეროში აქტიურობა შეზღუდულია.

ირანი მიმართავს ადმინისტრაციულ ზომებს, რომ მისთვის არასასურველი ინფორმაცია ინტერნეტ გვერდებიდან წაიშალოს. ვებ-გვერდების მფლობელებმა თავიანთი საიტი უნდა დაარეგისტრირონ კულტურის სამინისტროში, რის შემდეგაც მათ ხშირად უწევთ მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციიის წაშლა.

ოპერაცია „Spider II“-ის შედეგად პოლიციამ გამოაშკარავა 170 მოდელი, ფოტოგრაფი და მაკიაჟის სპეციალისტი, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ იმ ქალების პოტოებს, რომლებიც  თავსაბურავის გარეშე იყვნენ. ბევრ მათგანს მოუწია თავისი Facebook ან  Instagram გვერდის წაშლა და გაუქმება. სოციალურ ქსელს Telegram ასევე მოუწია დათანხმებოდა მთავრობასთან თანამშრომლობას.

რამდენიმე ქალი იქნა დაკავებული, მათ ჩაცმულობასთან დაკავშირებით არსებული  კონსერვატული პრინციპების დარღვევაში ედებოდათ ბრალი. 2016 წლის მაისში რვა ქალი დააკავეს თავსაბურავის გარეშე გადაღებული ფოტოების გამო, რომლებიც Instagram-ზე ჰქონდათ ატვირთული.

2015 წლის ნოემბერში, მსახიობმა ჰადი ჰეიდარმა პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით Facebook-ზე ატვირთა კარიკატურა, რის შემდეგაც დააკავეს და 2016 წლის აპრილამდე არ გაუთავისუფლებიათ. 2015 წლის ოქტომბერში, ინტერნეტ-გვერდის Ruwange რედაქტორი ჰასან შიხაგაი დააკავეს, რომელიც 2015 წლის დეკემბრამდე საპატიმროში იმყოფებოდა.[1]

BBC 2016 წლის მაისში აქვეყნებს ინფორმაციას ირანში ისლამის წესების საწინააღმდეგოდ ფოტოების გადაღების და სოციალურ ქსელში განთავსების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის პროკურორი ჯავად ბაბაეი ამბობს, რომ „ის პირები, რომლებიც გაფრთხილების მიღების შემდეგ ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას, აღარ ექვემდებარებიან სამართლებრივ დევნას“.[2]

[1] Freedom House, Freedom on the Net 2016 – Iran, 14 November 2016, available at:

  [accessed 23 January 2017]

[2] BBC NEWS: Iran arrests eight for ‘un-Islamic’ Instagram modeling; 16 May 2016http://www.bbc.com/news/world-middle-east-36302405 [accessed 26 January 2017]