ეგვიპტის კანონმდებლობის თანახმად, ეგვიპტეში რა შემთხვევაში აქვს ქალს განქორწინების მოთხოვნის უფლება? – ავტორი ნატალი ბერნარდ-მოგრიონი „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ ეგიპტეში ქალის მიერ განქორწინების მოთხოვნა (Tatliq) დასაშვებია შემდეგი შემთხვევების დროს:
- საპატიო მიზეზის გარეშე ქმრის არყოფნა, 1 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
- ქმრის დაპატიმრება 3 წელზე მეტი ვადით. თუმცაღა, ამ შემთხევაში, ცოლს უწევს დაპატიმრების მომენტიდან 1 წელი დაცდა, ვიდრე განქორწინებას მოითხოვს;
- როდესაც ქმარი დაავადებულია სერიოზული ან განუკურნებელი დაავადებით ან მენტალური გადახრით. ცოლმა უნდა ახსნას, რომ მისთვის შეუძლებელია ქმართან ურთიერთობის გაგრძელება. ამას გარდა, ქმარს ზემოხსენებული დაავადება უნდა ჰქონდეს ქორწინებამდე და ცოლს არ უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. თუ დაავადება გამოჩნდება ქორწინების შემდგომ და თუ ცოლი ღიად ან არაპირდაპირ მიიღებს ამას, შემდგომში, მას არ შეუძლია აღნიშნული მიზეზით განქორწინების მოთხოვნა;
- როდესაც ქმარს არ შეუძლია ცოლისა და ოჯახის რჩენა;
- ფიზიკური ზიანი, რის გამოც ცოლს მიაჩნია, რომ წყვილის ოჯახური ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხის შეფასებას, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სასამართლო;
- ქმრის პოლიგამური ხასიათის ქორწინება. ამ შემთხვევაში, ცოლმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქმრის შემდგომმა ქორწინებამ მას მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენა, რის გამოც წყვილს ერთად ცხოვრება არ შეუძლია. მას განქორწინების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა 1 წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც გაიგო ქმრის პოლიგამური ქორწინების შესახებ. თუმცაღა, თუ მან პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატა, რომ აღნიშნული ქორწინება მიიღო და შეეგუა, ბუნებრივია, ცოლი ამ შემთხვევაში, განქორწინების უფლებას დაკარგავს. აქაც, საბოლოო გადაწყვეტილებას, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს მოსამართლე.
გარდა ზემოხსენებული მეთოდებისა, ანგარიშის მიხედვით, მეუღლეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ქორწინების დასრულების შესახებ. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ცოლი თმობს საკუთარი ფინანსური უფლებების გარკვეულ ან მთლიან ნაწილს და, ზოგჯერ, შესაძლებელია, კომპენსაციაც კი გადაუხადოს ქმარს. ისინი ორ მოწმესთან ერთად გამოცხადდებიან Ma’dhun-თან, სადაც ქმარი საჯაროდ განაცხადებს, რომ სურს ცოლთან ქორწინების დასრულება, რის შედეგადაც განქორწინების შედეგი სახეზე იქნება. განქორწინების ამ ტიპს უწოდენენ „mubara’a „ ან „talaq ‘ala-I-ibra’“. შედეგად, ცოლი შეინარჩუნებს შვილებზე მეურვეობას და მამას დაეკისრება ალიმენტის გადახდა.[1]
ამას გარდა, არსებობს ქალის მიერ უაპელაციო განქორწინების მოთხოვნის წესი – ე.წ. „ხულას“ პროცედურა, რის შესახებაც დეტალურად იხილეთ მე-3 სექცია.
2. რა შემთხვევაში აქვს მამას შვილის წართმევის უფლება?
ავტორი ნატალი ბერნარდ-მოგრიონი „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ კანონის მიხედვით, შვილები (როგორც ვაჟები, ასევე – გოგონები) 15 წლის ასაკის მიღწევამდე, რჩებიან დედის მეურვეობის ქვეშ. მოსამართლეს, თუ ჩათვლის, რომ ეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია, შეუძლია დედის მეურვეობა გაახაგრძლივოს. კანონი არ აწესებს ამ წესიდან რაიმე ტიპის განსხვევებას ქრისტიანი დედების შემთხვევაში. თუმცაღა, უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკაში სხვაგვარი მიდგომა შეინიშნება, კერძოდ – ზოგიერთმა მოსამართლემ ქრისტიან დედებს შეუჩერა მუსლიმ შვილებზე მეურვეობა მათ მიერ 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. სასამართლოს არგუმენტაციით, აღნიშნული ასაკი წარმოადგენს „რელიგიური მომწიფების ასაკს“ და ამის შემდგომ, ისლამური პრინციპების თანახმად, ბავშვები მუსლიმური წესით უნდა გაიზარდნონ, რასაც ქრისტიანი დედა ვერ უზრუნველყოფს.
სახელმღძვანელოს მიხედვით, ზოგადად, მამებს უფლება აქვთ, შვილები კვირაში 3 საათით მოინახულონ. შეხვედრის ადგილს, თუ ყოფილი მეუღლეები ამაზე ვერ შეთანხმდებიან, ადგენს სასამართლო. მამას უფლება არ აქვს, დედის ნებართვის გარეშე, საკუთარ სახლში აცხოვროს შვილები.[2]
საერთაშორისო საოჯახო სამართლის საკითხებზე მომუშავე პრესტიჟული ამერიკური საადვოკატო კომპანია – Law Office of Jeremy D. Morley, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, წერს, რომ ეგვიპტური კანონმდებლობის თანახმად, არსებობს ე.წ. პრეზუმფციული მეურვეობა, რაც ნიშნავს, რომ ზოგადად, ეგვიპური სასამართლოები, მეურვეობის საკითხის გადაწყვეტისას, უპირატესობას ანიჭებენ დედებს. როგორც წესი, დედის მეურვეობა შვილების მიერ 15 წლის ასაკის მიღწევამდე გრძელდება.
სასამართლო, როგორც წესი, იყენებს პრეზუმციული მეურვეობის პრინციპს, თუ დედა არის „წიგნის რელიგიის“ წარმომადგენელი (ქრისტიანი, მუსლიმი ან იუდეველი) და ის შეიძლება ჩაითვალოს „დედობისთვის შესაფერისად“. იმ შემთხვევაში, სასამართლო, ზოგადად, საჭიროებს დედის თანხმობას, რომ ის შვილებს მუსლიმებად აღზრდის. ამას გარდა, ეგვიპტური კანონმდებლობის თანახმად, მიღებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედა (მუსლიმი ან არა-მუსლიმი) ხელახლა იქროწინებს, მან შესაძლოა შვილებზე მეურვეობა დაკარგოს. ამაზე გადაწყვეტილებას, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იღებს სასამართლო. აღნიშნული წესი არ მოქმედებს მამებზე, ანუ მათ, ხელახალი დაქორწინების შემთვევაში, ჩვეულებრივად უნარჩუნდებათ მეურვეობა.
სტატიის მიხედვით, დედას შესაძლოა დაკარგოს პრეზუმფციულო მეურვეობა თუ ის ხელახლა იქორწინებს, ან თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ის „არ არის შესაფერისი პირი“ მეურვეობისთვის. ამ შემთხვევაში, არსებობს სასამართლოს მიერ ოჯახის წევრებისთვის (იმ შემთხვევაში, როდესაც მამის მეურვეობა სახეზე არაა) მეურვეობის მინიჭების წესი, სადაც რიგითობისას უპირატესობა ენიჭებათ დედის ოჯახის მდედრობითი სქესის წევრებს:
- ბებია ან დიდი ბებია დედის ხაზით
- ბებია ან დიდი ბებია მამის ხაზით
- დეიდა დედის ხაზით
- მამიდა მამის ხაზით
- დისშვილი დედის ხაზით
- დისშვილი მამის ხაზით
იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოხსენებული ნათესავები სახეზე არ არიან, მეურვეობის მინიჭებისას იერარქიულობა შემდეგია:
- ბაბუა დედის ხაზით
- დედის ძმა
- დედის დისშვილი (ვაჟი)
- მამის ძმა [3]
- „ხულას“ პროცედურა
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ განქორწინება „ხულას“ პროცედურის გამოყენებით ნიშნავს, რომ ქალს შეუძლია, ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების გარეშე, ისარგებლოს განქორწინების უფლებით ქმრისგან უნებართვოდ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ცოლი ვალდებულია, დათმოს ისეთი ფინანსური ხასიათის ბენეფიტები, როგორიცაა: ალიმენტის მოთხოვნა; მზითევი და სხვა.[4]
ავტორი ნატალი ბერნარდ-მოგრიონი „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის“ ორგანიზაციის (GTZ) მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით – „პირადი სტატუსების შესახებ კანონები ეგვიპტეში“ წერდა, რომ „ხულა“ წარმოადგენს განოქორწინების კონკრეტულ პროცედურას, როდესაც ცოლს შეუძლია ქმარს, თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაეყაროს ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. „ხულას“ შემთხვევაში, ცოლი ვალდებულია ყოფილ მეუღლეს დაუბრუნოს ქორწინების დროს მისთვის გადაცემული მზითევი და უარი თქვას ნებისმიერი სხვა ტიპის ფინანსურ მოთხოვნაზე. როგორც წესი, აქ იგულისხმება ალიმენტის მოთხოვნის უფლება (nafaqaal-‘idda) და კომპენსაცია (mut’a). თუმცაღა, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, ცოლი უარს არ ამბობს არა-ფინანსური ხასიათის სხვა უფლებებზე – მაგალითად, შვილების მეურვეობაზე. „ხულის“ პროცედურა, ასევე, გავლენას არ ახდენს შვილების უფლებაზე, მიიღონ ალიმენტი მამისგან.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ „ხულას“ პროცედურისას, ქალი არ არის ვალდებული, დაამტკიცოს, რომ ქმრისგან რაიმე ტიპის ზიანი მიიღო. ის, უბრალოდ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და განაცხადოს, რომ აღარ სურს ქმართან ოჯახური ურთიერთობის გაგრძელება. მოსამართლეს უფლება არ აქვს, უარი განუცხადოს ქალს „ხულას“ უფლების გამოყენებაზე. „ხულას“ პროცედურით განქორწინება შეუქცევადი პროცესია – ის არ ექვემდებარება აპელაციას ან კასაციას.
ანგარიშის ავტორთა შეფასებით, „ხულას“ პროცედურით განქორწინება გაცილებით მარტივი და მოკლე პროცედურაა, ვიდრე სასამართლოს გზით განქორწინება, თუმცაღა, მისი ფინანსური შედეგები, ქალისთვის გაცილებით უფრო მძიმეა.[5]
[1] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at
[accessed 30 October 2020]
[2] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at
[accessed 30 October 2020]
[3] Law Office of Jeremy D. Morley – STATE DEPARTMENT REPORT: EGYPT AND CHILD ABDUCTION; available at https://www.international-divorce.com/State-Department-Report:-Egypt-and-Child-Abduction [accessed 29 October 2020]
[4] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at
[accessed 29 October 2020]
[5] GTZ – “PROMOTION OF WOMEN’S RIGHTS (EGYPT) – PERSONALSTATU LAWS IN EGYPT”; by Nathalie Bernard-Maugiron; published in March 2010 in Cairo; available at
[accessed 30 October 2020]