დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ოქტომბერი, 2018

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი მოკლეს – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ჰაუვა მოჰამედ ლიმანი მედდასთან, ელის ლოშკასთან ერთად, 1-ელ მარტს გაიტაცეს. კომიტეტის კიდევ ერთი წევრი საიფურ ჰუსეინ აჰმად ხოსრა, რომელიც რადიკალებმა მათთან ერთად აიყვანეს მძევლად, სექტემბერში მოკლეს.[1]

ნიგერიაში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩრდილოეთ ნიგერიაში, კადუნას შტატში მდებარე ბაზარში მოხდა, სადაც მუსლიმ და ქრისტიან მუშებს შორის დაპირისპირება ერიკების რიგში შელაპარაკებით დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით 22 ადამიანი დააკავეს. კადუნა მძაფრი ბრძოლის ადგილია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. შტატი გაყოფილია – მუსლიმები ძირითადად ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ქრისტიანები – სამხრეთით. ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია 2001 წელს შარიათის შემოღების შემდეგ.[2]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით 24 ადამიანი დაიღუპა – ქვეყანაში, ერთი კვირის განმავლობაში ებოლას 33 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 24 ფატალური შედეგით დასრულდა. 2018 წლის ივლისის შემდეგ ებოლას 211 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ფატალური შედეგით 138 შემთხვევა დასრულდა.[3]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეამბოხეებმა 15 ადამიანი მოკლეს და ათობით ბავშვი გაიტაცეს – შემთხვევა უგანდის საზღვართან მდებარე ქალაქ ბენიში მოხდა. მემაბოხეები ებოლასთან ბრძოლის ცენტრში შეიჭრნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოკავშირე დემოკრატიული ძალების მეამბოხეებმა განახორციელეს.[4]

ვითარება ავღანეთში – ყანდაარის პროვინციაში გავლენიანი მაღალჩინოსანი, კერძოდ კი პოლიციის უფროსი აბდულ რაზექი მოკლეს. სროლა უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე შეხვედრის დროს მოხდა. სროლისას გუბერნატორი  და შეხვედრაში მონაწილე ორი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძღვანელი გენერალი სკოტ მილერი, რომელიც უვნებლად გადარჩა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[5]

20 ოქტომბერს ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში 2500 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების საბოლოო შედგები 20 დეკემბერს გამოცხადდება. ქაბულის ჩრდილოეთით, რამდენიმე საარჩევნო უბანთან აფეთქება მოხდა. ინციდენტებს ადგილი მინიმუმ 3 ლოკაციაზე ჰქონდა, თუმცა მათ ხმის მიცემის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.[6]

ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის დასახლებაში დანაღმულ გზაზე აფეთქდა ავტომობილი, რომლითაც ადგილობრივები გადაადგილდებოდნენ.[7]

ბალხის პროვინციიდან არჩევნების 4 დამკვირვებელი გაიტაცეს. მოგვიანებით მათი ცხედრები მაზარი-შარიფში იპოვეს. პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია.[8]

ჰერათის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას ნატოს მისიის ჯარისკაცი ემსხვერპლა. სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა გაუხსნა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[9]

ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ KDP გაიმარჯვა – მასუდ ბარზანის პარტიას 45 ადგილი ერგო; მასთან კოალიციაში მყოფმა ქურთისტანის პატრიოტულმა კავშირმა – 21. ქურთისტანის პარლამენტში 111 ადგილია, საიდანაც 11 მანდატი უმცირესობებისთვისაა გამოყოფილი.[10]

ერაყში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ქაოარაში ავტომობილის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა. ავტომანქანა ბაზარსა და რესტორანს შორის ხალხმრავალ ადგილას გააჩერეს და შემდეგ ააფეთქეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[11]

[1] BBC; Boko Haram faction kills second aid worker in Nigeria; 16 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45871361

[2] BBC; Nigeria’s Kaduna state: 55 dead after row at market; 21 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45930407

[3] Al Jazeera; DR Congo: Ebola claims 24 lives in one week; 16 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/dr-congo-ebola-claims-24-lives-week-181016061932750.html

[4] VOA News; Congo rebels kill 15, abduct kids in Ebola outbreak region; 21 October, 2018; available at: https://www.voanews.com/a/rebels-kill-congolese-army-health-workers-fighting-ebola/4622429.html

[5] Reuters; Top Afghan police chief killed in shooting, U.S. general unhurt; By Ismail Sameem, Hamid Shalizi; 18 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-security/top-afghan-official-killed-in-shooting-u-s-general-unhurt-idUSKCN1MS1WF?il=0

[6] Arab News; 19 dead, 170 injured after multiple blasts rock Kabul in election day violence; 20 October, 2018; available at: http://www.arabnews.com/node/1390841/world

[7] Al Jazeera; Afghanistan: Radside bomb blast kills 11 in Nangarhar’s Achin; 21 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/afghanistan-roadside-bomb-blast-kills-11-nangarhar-achin-181021093503900.html

[8] Press News Agency; Dead bodies of 4 election observers found in Mazar Sharif City; 21 October, 2018; available at: https://www.khaama.com/dead-bodies-of-4-election-observers-found-in-mazar-sharif-city-06201/

[9] The Defence Post; NATO Afghanistan mission service member killed in possible insider attack in Herat province; By Joanne stocker; 22 October, 2018; available at: https://thedefensepost.com/2018/10/22/afghanistan-nato-resolute-support-service-member-killed-herat-province/

[10] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩვენბეის შედეგები ცნობილია; 22 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/82208/erakis-qurtistanshi-saparlamento-archevnebis-shedegebi-tsnobilia

[11] Al Jazeera; Iraq: Deadly car bomb hits market near Mosul; 23 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/iraq-car-bomb-blast-kills-wounds-15-mosul-181023080243163.html

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 აგვისტო, 2018

იემენის კრიზისი – იემენში საუდის არაბეთის კოალიციის თავდასხმას 30 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი ემსხვერპლა. საჰაერო თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. თავდასხმისას ოთხი ოჯახის ევაკუაცია მოასწრეს.[1]

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტების თქმით, იემენის კონფლიქტში ყველა მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები ომის დანაშაულად შეიძლება შეფასდეს. იემენის საკითხზე გაეროს პირველ ასეთ ანგარიშში ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის მიერ ჩამოყალიბებული კოალიციური ძალები ადგილობრივ აჯანყებულ ჰუსიტებს ებრძვიან, თუმცა ზიანის მინიმალიზაციაზე არ ზრუნავენ. გაეროს თქმით, აფეთქების სამიზნეებად ხშირად გამოიყენება სკოლები, საავადმყოფოები და მაღაზიები, რომლებსაც ათასობით ადამიანი ეწირება. იემენში ჰუსიტებისა (შიიტური მოძრაობა „ანსარ ალაჰ“) და გაძევებული სუნიტი პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალებს შორის სამოქალაქო ომი 2014 წლიდან გრძელდება. არაბული კოალიცია პრეზიდენტის ჯარს უჭერს მხარს.[2]

ავღანეთში არსებული ვითარება – მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ჯალალაბადის ცენტრალური რაიონი გახდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია. ასაფეთქებელი მოწყობილობა საპროტესტო აქციის მსვლელობისას ამოქმედდა, რომელსაც ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯავედ ზამანის მხარდამჭერები მართავდნენ.[3]

ოფიციალური ინფორმაციით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური აბუ საად ერჰაბი შაბათს ნანგაჰარის პროვინციაში მოკლეს. მასთან ერთად ავიაიერიშს დაჯგუფების რამდენიმე წევრიც ემხვერპლა. პოლიციური შემოწმების დროს ISIS-ის იარაღის საწყობიც განადგურდა. ნანგაჰარის პროვინციის გუბერნატორმა განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის შემდეგ ერჰაბი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მე-4 ლიდერია, რომელიც ავღანეთის საჰაერო ძალების ავიაიერიშებს ემსხვერპლა.[4]

ნანგაჰარის პროვინციაში პოლიციის ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. აფეთქებას სასაზღვრო პოლიციის 5 თანამშრომელი ემსხვერპლა.[5]

კონგოს რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით დაინფიცირებული პირველი 16 ადამიანიდან, რომელთაც ექსპერიმენტული მკურნალობა ჩაუტარდათ, ორი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. ებოლათი დაავადებული ადამიანებისთვის სულ ხუთი ექსპერიმენტული მკურნალობა დამტკიცდა. აქედან ორი მეთოდით მკურნალობა უკვე მიმდინარეობს, სამ მეთოდს კი უახლოეს პერიოდში გამოცდიან. 25 აგვისტოს მონაცემებით, ებოლის 111 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 83 დადასტურებული, 28 კი დაუდასტურებელია. 111 ადამიანიდან 72 უკვე გარდაიცვალა. კონგოში ებოლას ვირუსის დაინფიცირების შესახებ პირველი ცნობა მაისში გავრცელდა. 24 ივლისს კი ითქვა, რომ კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.[6]

ერაყში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა – ერაყში თვიმკვლელი ტერორისტი საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხა. შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ანბარის პროვინციაში მოხდა. ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[7]

[1] CNN; Yemen airstrike kills 22 children fleeing earlier bombing, rebels say; By Hakim Almasmari, Hamdi Alkhshali, Nima Elbagir, Waffa Munayyer and Tamara Qiblawi; 24 August, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/08/24/middleeast/yemen-airstrike-kills-children-intl/index.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+rss%2Fcnn_latest+%28RSS%3A+CNN+-+Most+Recent%29

[2] BBC; Yemen conflict: UN experts detail possible war crimes by all parties; 28 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45329220

[3] 1TV News; Suicide bomver kills two near election office in Jalalabad; 25 August, 2018; available at: http://www.1tvnews.af/en/news/afghanistan/35499-breaking–explosion-near-election-office-in-jalalabad

[4] Reuters; Head of Islamic State in Afghanistan killed, government says; 26 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/head-of-islamic-state-in-afghanistan-killed-says-government-idUSKCN1LB0BD?il=0

[5][5] Tolo News; Five police killed in Nangarhar explosion; 30 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/five-police-killed-nangarhar-explosion

[6] CNN; Congo ebola outbreak: Two recover after experimental treatment; cases top 110; By Meera Senthilingam; 27 August, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/08/27/health/congo-ebola-outbreak-update-experimental-treatment-africa-intl/index.html

[7] Iraqi News; 7 killed in suicide attack on security checkpoint in wester Iraq; By Mohamed Mostafa; 29 August, 2018; available at: https://www.iraqinews.com/iraq-war/eight-killed-in-suicide-attack-on-security-checkpoint-in-western-iraq/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აგვისტო, 2018

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის დედაქალაში მორიგი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული პირები ქაბულში მდებარე არმიის საწვრთნელ ცენტრს დაესხნენ თავს. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ გავრცელებულა. წინა დღისით, ქაბულში, სასწავლო დაწესებულებაზე მიტანილი იერიშის შედეგად კი 48 ადამიანი გარდაიცვალა და 67 დაშავდა.[1]

ავღანეთის პრეზიდენტმა დაჯგუფება „თალიბანის“ წინააღმდეგ 3 თვით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ბრძანება ძალაში იმ შემთხვევაში შევა თუ თალიბანი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომასთანაა დაკავშირებული. პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.[2]

„თალიბანის“ წევრებმა კუნდუზის რეგიონში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ავღანეთში 170 გატაცებული ტყვის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა.[3] ოპერაციის შედეგად გატაცებულების დიდი ნაწილი – 149 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.[4]

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი ყურბან-ბაირამის დღესასწაულთა დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა. შემთხვევა დილით მოხდა. დაშავებულების შესახებ ან სხვა რაიმე დეტალები შემთხვევის შეასხებ არ გავრცელებულა.[5]

ერაყის უზენაესმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა – ერაყის უზენაესმა სასამართლომ 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და გამარჯვებულ პარტიებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 90-დღიანი კონსტიტუციური ვადა მისცა. ივნისში გახდა ცნობილი, რომ არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიდნენ. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საარჩევნო პროცესში მასობრივი დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი. არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ კანონმდებლებს 90 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ, შემდეგ პრეზიდენტის და ბოლოს პრემიერმინისტრისა და მისი კაბინეტის. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობას 29 საარჩევნო ბლოკი იღებდა, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[6]

პაკისტანის პრემიერი კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანი გახდა – იმრან ხანმა ფიცი 18 აგვისტოს დადო. ის ამ თანამდებობაზე პაკისტანის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია. მისმა პარტიამ, „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ივლისის არჩევნებში გაიმარჯვა. პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 272-მანდატიანი პარლამენტიდან 116 ადგილის მიღება შეძლო. უმრავლესობის ფორმირებისთვის კი, 137 მანდატის მოპოვება იყო საჭირო და ხანს სამთავრობო კოალიციის შექმნა დასჭირდა. იმრან ხანს პაკისტანის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა. 2002-2007 და 2013-2018 წლებში ხანი პაკისტანის ეროვნული ასამბლეის წევრი იყო. იმრან ხანის მოძრაობას მხარს უჭერენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან სადავოა, ერთ-ერთი კი, როგორც ამტკიცებენ, დაკავშირებულია „ალ ქაიდასთან“.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიის ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[7]

კონგოში კვლავ ებოლას ებრძვიან – კონგოში ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირებულია. ეპიდემიის მორიგი ტალღა ქვეყანაში 1-ელ აგვისტოს გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობის აცრა დაიწყო. 24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.[8]

ეპისკოპოსის მკვლელობისთვის ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს – ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს. პოლიციამ საეკლესიო პირები მას შემდეგ აიყვანა, რაც მონასტრის ეპისკოპოსი მოკლული იპოვეს. ეპისკოპოს ეპიპტანუსის ცხედარი პოლიციამ 29 ივლისს მონასტერში იპოვა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლების თქმით, მკვლელობის მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა, რის გამოც ვაელ საადი და რემონ რაზმი მანსური ეჭვიმიტანილები არიან მკვლელობაში. მომხდარმა ეგვიპტის კოპტური ეკლესია შოკში ჩააგდო. გამოცემის ინფორმაციით, ბერები სასამართლოს წინაშე მალე წარდგებიან, თუმცა ჯერ უცნობია როდის.[9]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველს სიკვდილით დასჯიან – ელ-ქატიფში სიკვდილით დასჯიან 5 აქტივისტს, რომლებიც 2011 წლიდან აქციებს მართავდნენ. ისინი შიიტი მუსლიმები არიან და სუნიტი ხელისუფლებისგან დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ. სიკვდილმისჯილთა შორისაა ისლა ალ-ღომღამი (Israa al-Ghomgham), ქალი, რომელიც პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომლის განაჩენიც უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობს უკავშირდება. ის და მისი ქმარი 2015 წლის დეკემბერში დაიჭირეს. მათ ბრალი ედებათ ისეთ აქტივობებში, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ის 2011 წლის მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და მიმდინარე მოვლენებს დოკუმენტურად აღწერდა. 2015 წლიდან ის დამამის ციხეშია. „Human Rights Watch“ საუდის არაბეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას „საშიშ პრეცედენტად“ აფასებს.[10]

[1] Tolo News; Attack on NDS training center ends after 6-hour battle; 16 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/gunmen-open-fire-ana-training-center-kabul

[2] Reuters; Afghanistan announces Muslim Eid holiday ceasefire with Taliban; By Rupam Jain, Sayed Hassib; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-ceasefire/afghanistan-announces-muslim-eid-holiday-ceasefire-with-taliban-idUSKCN1L40GB

[3] იმედის ახალი ამბები; თალიბებმა ავღანეტში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს; 20 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/74565/talibebma-avganetshi-3-samgzavro-avtobusi-mgzavrebianad-gaitatses

[4] The Washington Post; Afghan forces free 149 people taken by Taliban; 20 August, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/the-latest-afghan-forces-free-149-people-taken-by-taliban/2018/08/20/b0fa37b4-a452-11e8-ad6f-080770dcddc2_story.html?noredirect=on&utm_term=.c7751e24bd9c

[5] Tolo News; Rocket attack on Kabul during Ghani’s Eid Ceremony; 21 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/rocket-attack-kabul-during-ghani%E2%80%99s-eid-ceremony

[6] Reuters; Iraqi Supreme Court ratifies May election results; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-election/iraqi-supreme-court-ratifies-may-election-results-idUSKCN1L40CS?il=0

[7] BBC; Imran Khan confirmed as Pakistan prime minister; 17 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-45219455

[8] Reuters; Militia threat hampers Ebola fight in Congo as disease kills 47; By Stephanie Nebehay; 17 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-health-ebola-who/militia-threat-hampers-ebola-fight-in-congo-as-disease-kills-47-idUSKBN1L20VB

[9] BBC; Coptic monks charged with bishop’s murder in Egypt; 19 August, 2018; availbale at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45239401

[10] BBC; Saudi Arabia seeks death penalty for woman activist; 22 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45270224?ns_source=facebook&ns_campaign=bbcnews&ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 ივლისი, 2018

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სამედიცინო სასწავლო დაწესებულებას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სროლის ხმა მეანი ქალების სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ორ საათზე მეტ ხანს ისმოდა. განხორციელდა სტუდენტების ევაკუაცია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. რამდენიმე კვირის წინ ჯალალაბადში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ქალების 50%-ზე მეტი ავღანეთში ბავშვებს მეანი ქალების გარეშე აჩენს.[1]

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ჯალალაბადში – თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი; მათგან ერთი პოლიციის უფროსი იყო. ინფორმაცია ადგილობრივი მთავრობის სპიკერმა გაავრცელა. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ნანგარჰარის პროვინციას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავს 2014 წლიდან ესხმის. პროვინცია პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.[2]

ავღანეთის პროვინცია ფარაჰში ტერორისტულ აქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 40 – დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე იყო დამონტაჟებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტში „თალიბანი“ დაადანაშაულა. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.[3]

კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა – განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლი ილუნგამ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 42 დღის განმავლობაში, დავირუსების შესახებ მათთან არცერთი შეტყობინება არ შესულა. ეპიდემია კონგოში 8 მაისს გამოცხადდა. ის რიგით მეცხრე იყო. ვირუსი ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით გავრცელდა. ებოლათი კონგოში 33 ადამიანი დაიღუპა.[4]

სამხრეთ სირიაში ტერაქტების სერიას 221 ადამიანი ემსხვერპლა – სირიის სამხრეთ ნაწილში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 221 ადამიანი დაიღუპა. ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ სვიდეაში სხვადასხვა ადგილას აიფეთქა. კიდევ რამდენიმე ტერორისტი თავს ქალაქის სხვადასხვა უბანში დაესხა ხალხს. სვიდეაში ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდამჭერი მებრძოლები ჩავიდნენ; მათთან შეტაკებების დროს 38 ტერორისტი მოკლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც სვიდეაში შეტაკებები დაიწყო. მანამდე მხოლოდ ბოლო ერთ თვეში სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის თავდასხმებს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა.[5]

პაკისტანის არჩევნებში ცენტრისტულმა „ტეჰრიკ-ე-ინსაფმა“ გაიმარჯვა – პაკისტანის საარჩევნო კომიტეტმა უკვე ყველა ბიულეტინი დაითვალა და არჩევნების საბოლოო შედეგებიც დაადგინა. როგორც გაირკვა გამარჯვებულია ცენტრისტული პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფი“ (Tehreek-e-Insaf PTI), რომელსაც პაკისტანის კრიკეტის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იმრან ხანი ხელმძღვანელობს. მან ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში 272 ადგილიდან 116 მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა პაკისტანის მუსლიმური ლიგა (Pakistan Muslim League-Nawaz PML-N). მას საკანონმდებლო ორგანოში 64 ადგილი ერგო. პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთ რაიონში პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიების ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[6]

ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – 44 მათგანი პატიმრობაში იმყოფება, 31 პირის მიმართ კი განაჩენი დაუსწრებლად გამოცხადდა. მათ 2013 წლის საპროტესტო აქციების დროს სისხლის ღვრაში ედებათ ბრალი, რასაც 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 2013 წელს, „მუსლიმთა საძმოს“ ასობით მხარდამჭერი, ისევე როგორც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი, სიკვდილით დასაჯეს.[7]

[1] BBC; Midwife training centre attacked in Afghanistan’s Jalalabad; 28 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-44991470

[2] Euronews; Suicide bomber kills prominent Afghan militia commander; 30 July, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/07/30/suicide-bomber-kills-prominent-afghan-militia-commander

[3] Radio Liberty / Radio Free Europe; Bomb kills at least 11 in western Afghanistan; 31 July, 2018; available at: https://www.rferl.org/a/roadside-bomb-kills-at-least-11-in-western-afghanistan/29400553.html

[4] იმედის ახალი ამბები; კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა; 24 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/71471/kongoshi-ebolas-epidemia-dasrulda

[5] იმედის ახალი ამბები; სამხრეთ სირიაში ტერაქტებს 221 ადამიანი ემსხვერპლა; 26 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/71672/samkhret-siriashi-teraqtebis-serias-221-adamiani-emskhverpla

[6] The Guardian; EU piles pressure on Imran Khan after Pakistan election; By Memphis Barker; 27 July, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jul/27/pakistan-election-imran-khan-official-results-win-coalition

[7] BBC; Egypt court sentences 75 to death over 2013 pro-Morsi protests; 28 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-44993661

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მაისი, 2018

ერაყის საპარლამენტო არჩევნებში შიიტურმა ბლოკმა გაიმარჯვა – კოალიცია „საირუნმა“, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს. კოალიციამ პარლამენტში 54 მანდატი მოიპოვა და ახლა მან მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელმაც ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა მართოს. მეორე ადგილზე ჰადი ალ-ამირის ფათაჰი გავიდა, რომელმაც 47 მაინდატი მოიპოვა.[1]

ავღანეთში თალიბანის 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს – ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ფარაჰში, სამხედროებმა თალიბანის 300-მდე წევრი გაანადგურეს. ინფორმაცია პროვინციის გუბერნატორმა გაავრცელა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ოპერაციის დროს 15 სამხედრო და 10 პოლიციელი დაიღუპა. ნატოს განცხადებაში ითქვა, რომ ფარაჰის ბრძოლებში A-10 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები იყვნენ ჩართულნი. ფარაჰის პროვინციაში ბოლო თვეებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლება და უხუცესები, რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას ითხოვდა.[2]

ტერაქტები ავღანეთში – ჯელალაბადში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა. აფეთქებები ისმოდა ქალაქის სტადიონზე, კრიკეტის მატჩის დროს. გარდაცვლილთა შორის არიან შეჯიბრის ორგანიზატორები და ქალაქ მეჰთარლამის მერის მოადგილე. თალიბანმა მომხდარში მონაწილეობა უარყო.[3]

16 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა კანდაჰარის პროვინციაში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დანაღმულ მანქანაში აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

კონგოში ებოლას ვირუსი გავრცელდა – კონგოში ვირუს ებოლას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაავადების დიაგნოზი ქალაქ მბანდაკაში მცხოვრებ ადამიანს დაუსვეს. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ებოლას ქალაქში გავრცელება იმის მიმანიშნებელია, რომ ეპიდემიის საფრთხე არსებობს. ექიმების თქმით, ებოლათი დაავადებულ მოქალაქეებთან კონტაქტი 400-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა, რომლებიც შეიძლება სასიკვდილო ვირუსის მატარებლები იყვნენ.[5]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებადამცველები დააკავეს – საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველი 7 ადვოკატი დააკვეს. დაკავება საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის ტარების აკრძალვის გაუქმებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. დაკავების მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქალების დადუმებას ცდილობს. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიები კი აცხადებენ, რომ ისინი ეჭვმიტანილნი არიან უცხო ქვეყნების ხელისუფლებასთან კონტაქტში. გასული წლის 26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. 2018 წლის მარტიდან, 30 წლის შემდეგ პირველად, საუდის არაბეთში კინოთეატრები გაიხსნა, რომლებიც 1970-იანი წლების ბოლოს კონსერვატორი სასულიერო პირების ზეწოლით დახურეს. ახლა კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის „ხედვა – 2030“ ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია. აკრძალვა ეხება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს და მოსახლეობის სხვადასხვა ფენას ისე, რომ კანონში გაწერილიც არ არის, უბრალოდ ტრადიციიდან ან ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.[6]

ირანის პრეზიდენტი სტადიონებზე ქალების დაშვების მომხრეა – ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ გასაუქმებელია სტადიონებზე ქალების ყოფნის აკრძალვა. ირანელ სპორტსმენებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ისლამი კაცების და ქალების გაყოფას არ ითვალისწინებს და ამიტომ, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება, მით უმეტეს, რომ სპორტით აქტიურად არიან დაკავებულნი და წარმატებებსაც აღწევენ. ირანელ ქალებს სტადიონებზე ყოფნა აუკრძალეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. სასულიერო პირები აკრძალვას იმით ამართლებენ, რომ ქალებს არ უნდა ესმოდეთ სტადიონებზე კაცების გინება. პრეზიდენტი როუჰანი ამ არგუმენტს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქალები არ უნდა ისჯებოდნენ სტადიონებზე კაცების ცუდი ქცევის გამო. ირანის პრეზიდენტის კიდევ ერთი წინადადებაა, რომ ტელევიზიით გადაიცეს ქალთა სპორტული შეჯიბრებები. „რატომ არ უნდა ვაჩვენოთ, მით უმეტეს, რომ თამამად ეჯიბრებიან მსოფლიოში ცნობილ გუნდებს და დიდ გამარჯვებებსაც აღწევენ“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ. 2 მარტს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ირანის მთავრობისგან მიღებული დაპირებით, უახლოეს მომავალში ქალებიც შეძლებენ საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას. 23 მაისს, ირანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინფანტინომ პრეზიდენტი როუჰანი ოფიციალურად მიიწვია რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე.[7]

სირიის არმია დამასკოს სრულად აკონტროლებს – სირიის შეიარაღებული ძალების ცნობით, პირველი ექვსი წლის განმავლობაში, სირიის არმიამ დამასკო და მისი გარეუბნები ტერორისტებისგან გაწმინდა და მთლიანად აკონტროლებს. არსებული ინფორმაციით, ჯიჰადისტების ნაწილმა იარმურკის პალესტინელების ბანაკი და ჰაჯარ-ალასვადი დატოვა.

სირია; 2018 წლის მაისი.[8]

[1] Aljazeera; Will Sadr’s victory diminish Iran’s influence in Iraq? By Zaid al-Ali; 27 May, 2018; available at: https://www.aljazeera.com/indepth/opinion/sadr-victory-diminish-iran-influence-iraq-180525115900074.html

[2] Vancouver Courier; Official: Government troops push back Taliban from west city; By Associated Press; 15 May, 2018; available at: http://www.vancourier.com/official-government-troops-push-back-taliban-from-west-city-1.23303854

[3] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში კრიკეტის მატჩის დროს მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი შეეწირა; 19 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/62233/avganetshi-kriketis-matchis-dros-momkhdar-apetqebas-8-adamiani-sheetsira

[4] Gulf News; 16 klled, 38 wounded by blast in Afghan city Kandahar; By AFP and Reuters; 22 May, 2018; available at: https://gulfnews.com/news/asia/afghanistan/16-killed-38-wounded-by-blast-in-afghan-city-kandahar-1.2225247

[5] BBC; DR Congo Ebola outbreak spreads to Mbandaka city; 17 May, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-44150762

[6] იმედი; ახალი ამბები; საუდის არაბეთში ქალების უფლებადამცველები დააკავეს; 19 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/62293/saudis-arabetshi-qalebis-uplebadamtsvelebi-daakaves

[7] იმედი; ახალი ამბები; ირანის პრეზიდენტი სტადიონებზე ქალების დაშვებას ემხრობა; 23 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/62815/iranis-prezidenti-stadionebze-qalebis-dashvebas-emkhroba

[8] BBC; Syria war: Army takes full control of Damascus after ousting IS; 21 May, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-44198304?ocid=socialflow_twitter