დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 აპრილი, 2018

სირიის კრიზისი – სირიაში ქიმიურ თავდსახმას 70 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. თავდასხმა აღმოსავლეთ ღუტაში მოხდა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ოფიციალურმა დამასკომ ამ ინფორმაციას ფაბრიკაცია უწოდა. მომხდარზე განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განაცხადეს, რომ ასადის რეჟიმის ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.[1]

აფეთქება მოხდა სირიის ქალაქ იდლიბში, რასაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად 80-მდე ადამიანი დაშავდა. იდლიბს ამ დროისთვის მემაბოხეები აკონტროლებენ.[2]

ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. „მე ვუბრძანე შეიარაღბულ ძალებს წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ იმ ობიექტებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს სიერიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ეს ბრძანება აღმოსავლეთ ღუტაში აკრძალული იარაღის „მონსტრომის“ გამოყენებაზე პასუხია. დამასკოში პირველი აფეთქებები დაახლოებით 4 საათზე გაისმა. თვითმხილველების თქმით, ამუშავდა რუსეთისა და სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც. ავიაიერიშში მონაწილეობდა სამი სამხედრო გემი, საიდანაც ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, ბობდამშენები (B-1), ფრანგული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც შორი მოქმედების რაკეტებს უშვებდნენ და ბრიტანეთის წყალქვეშა ნავი.[3]

სირიის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აღმოსავლეთ ღუტას რეგიონის მემბოხეებისგან გათავისუფლების შესახებ განაცხადეს. შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ ქალაქი დუმა „ჯაიშ ალ-ისლამის“ ბოლო მებრძოლებმაც დატოვეს. დაჯგუფებამ მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია. მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები ტერიტორიიდან ქვეყნის ჩრდილოეთით ავტობუსებით გაემგზავრნენ. სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაზე იერიში რუსეთის მხარდაჭერით თებერვალში დაიწყეს. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტის კამპანიას 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.[4]

თალიბანის თავდასხმები – თალიბანის მებრძოლები ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობას თავს დაეხსნენ. მოკლულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის რეგიონის გუბერნატორი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა გვიან ღამით დაიწყო და დილამდე გასტანა. მათივე ინფორმაციით, მოკლულია თალიბანის 25 მებრძოლი.[5]

ავღანეთში თალიბების თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სარი-პულის პროვინციაში. რადიკალები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. კონტრშეტევის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 3 თავდასხმელი მოკლეს, 4 კი დაჭრეს.[6]

პაკისტანში ორსული მომღერალი ცეკვაზე უარის თქმის გამო მოკლეს – შემთხვევა ქალაქ ლარკანაში მოხდა. 24 წლის მომღერალი სამინა სამუნი, რომელიც ქორწილში იყო მიწვეული, ცეკვაზე უარის თქმის გამო მოკლეს. პოლიციამ მკვლელი დააკავა. თვითმხილველების თქმით, ქორწილის ერთერთმა სტუმარმა გოგოს იარაღი დაუმიზნა და სიმღერის ნაცვლად ცეკვა უბრძანა. სამუნი სკამზე დადგა, სიმღერა გააგრძელა, ცეკვაზე კი უარი თქვა. ამის გამო, კაცმა მას ესროლა. მომღერალი ორსულად იყო.[7]

სომალიში საფეხბურთო სტადიონზე აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი შაბელეს რეგიონში მოხდა. 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქალაქ ბარავას სტადიონზე აფეთქება ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა მოაწყო.[8]

ეგვიპტეში 2017 წლის მარტში, ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა – საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი ეგვიპტის პარლამენტის დეპუტატებმა დაუჭირეს. მათი განმარტებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა. 2017 წლის 9 მარტს ეგვიპეტში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა. კოპტურ ეკლესიაში აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება მოხდა პოლიციის საწვრთნელ ცენტრთანაც. ალექსანდრიის წმ. მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 16 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[9]

[1] BBC News; Syria war: At least 70 killed in suspected chemical attack in Douma; 8 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-43686157

[2] The Guardian; Blast kills 11 civilians in Syria’s Idlib; By AFP; 9 April, 2018; available at: https://guardian.ng/news/blast-kills-11-civilians-in-syrias-idlib/

[3] Reuters; U.S. says air strikes cripple Syria chemical weapons program; By Phil Stewart, Tom Perry; 12 April, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria/u-s-says-air-strikes-cripple-syria-chemical-weapons-program-idUSKBN1HJ0ZS

[4] Reuters; Syrian army announces eastern Ghouta free of militants – state media; 15 April, 2018; available at: https://uk.reuters.com/article/uk-mideast-crisis-syria-ghouta/syrian-army-announces-eastern-ghouta-free-of-militants-state-media-idUKKBN1HL19D

[5] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის წევრებმა თავდასხმისას რეგიონის გუბერნატორი მოკლეს; 13 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/56995/avganetshi-talibanis-tsevrebma-tavdaskhmisas-regionis-gubernatori-mokles

[6] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა; 15 აპრილი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/57334/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-sul-mtsire-15-adamiani-emskhverpla

[7] Independent; Pregnant Pakistani singer shot dead during performance; By Samuel Osborne; 12 April, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/asia/samina-samoon-sindhu-shot-dead-pakistan-singer-pregnant-ceremony-kanga-larkana-a8300746.html

[8] Al Jazeera; Blast ar Somalia stadium kills five football fans; 13 April, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/04/blast-somalia-stadium-kills-football-fans-180413070232458.html

[9] The Straits Times; World Briefs: Egypt extend state of emergency again; 15 April, 2018; available at: http://www.straitstimes.com/world/world-briefs-egypt-extends-state-of-emergency-again