ერაყი. ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივის მიზანშწონილობა. აგვისტო, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამ პროვინციას აერთიანებს: ერბილი, სულეიმანია და დაჰუკი. ქალაქი ერბილი ერბილის პროვინციის დედაქალაქი და ერაყის რიგით მეოთხე ქალაქია სიდიდის მიხედვით; ერბილი, ასევე, ყველაზე დასახლებული ქალაქია ქურთისტანის რეგიონში. ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებს წარმოადგენენ პეშმერგა და სადაზვერვო სამსახური (Asayish), ასევე ქურთისტანის მმართველი პარტიების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული დაჯგუფებები – KDP აკონტროლებს დაჰუკსა და ერბილს, ხოლო PUK სულეიმანიას.

საერთო ჯამში, კონფლიქტის მასშტაბი ერბილის პროვინციაში კვლავ დაბალია. 2018 წელს ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 15 ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას პირზე 1.3-ია. ერბილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები, რომელთაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოჰყვა, ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა სორანისა და კოისნიაქის რაიონებში. ინციდენტების უმეტესობა 2018 წლის განმავლობაში იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება.

ერბილი ერთადერთი პროვინციაა ქურთისტანში, სადაც შიგა გადაადგილება და დაბრუნება დაფიქსირდა. გადაადგილებას ადგილი ჰქონდა მახმურის რაიონიდან, რომელიც სადავო ტერიტორიად მიიჩნევა. ერბილი იძულებით გადაადგილებული პირების დიდ რაოდენობას (211920 პირი) მასპინძლობს. დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შემდეგ, ერბილი საბრძოლო ნარჩენებით დაბინძურდა – სახნავი და საძოვარი მიწების 15-17% ნაღმების გამო არ არის ხელმისაწვდომი.

საერთო ჯამში, ინდიკატორების გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ განურჩეველი ძალადობა ერბილის პროვინციაში ისეთ დაბალ დონეზეა, რომ ზოგადად პირისთვის არ არის რისკი, რომ იგი პირადად გახდეს განურჩეველი ძალადობის მსხვერპლი მაკვალიფიცირებელი დირექტივის მეთხუთმეტე მუხლის მიმართებით.

ერბილის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საგზაო გადაადგილება ერაყში კვლავ სახიფათოა ბომბების, მანქანებზე თავდასხმების, ცრუ საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და ძარცვის ფაქტების გამო. მიუხედავად ამისა და საერთაშორის აეროპორტის არსებობის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ მოგზაურობის უსაფრთხოების სტანდარტის მოთხოვნები, ზოგადად, დაცულია ბაღდადთან, ბასრასა და ერბილთან მიმართებაში. გარკვეული პროფილის პირებისთვის, მაგალითად, მათთვის, ვინც შეიძლება მიჩნეული იყოს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებულად, გათვალისწინებული უნდა იქნას ინდივიდუალური გარემოებები.

უსაფრთხო ადგილამდე გადაადგილებისას, წესით, არ უნდა არსებობდეს სამართლებრივი ბარიერები, რადგან ერაყელები სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით და პრინციპში, არანაირი სამართლებრივი ბარიერი ერაყელებისთვის გადაადგილების, მათ შორის ბაღდადში, ბასრასა და ერბილში გადაადგილებისთვის არ არსებობს.

2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერბილის პროვინციაში შესვლისთვის აღარ არის საჭირო სპონსორობა. გარკვეული ადმინისტრაციული შეზღუდვები და მოთხოვნებია დაწესებული მათთვის, ვინც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა. ასეთი პირობებით, განსაკურებით სუნიტი არაბები და თურქმენი მამაკაცები ზიანდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები ზოგადად ხელმისაწვდომია, ერაყელი დევნილებისთვის საკვები მაინც მაღალ პრიორიტეტად რჩება. იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებთა მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალია და ისინი მგრძნობიარენი არიან საკვების უსაფრთხოების მიმართ. ერბილი გამოირჩევა საკვებზე მაღალი ფასებით. ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტის პიკის პერიოდში ერბილში კლება დაიწყო ქირის ფასმა.

კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ერაყის ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ბაღდადში. როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის სისტემებში. ჰოსპიტალები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად ურბანულ სივრცეებშია კონცენტრირებული და ძნელად ხელმისაწვდომია ღარიბი პროვინციებისთვის. სამედიცინო პერსონალი არა თანაბრადაა გადანაწილებული ქვეყანაში. ბაღდადში ზედმეტად დიდი რაოდენობა ექიმები და სამედიცინო პერსონალია თავმოყრილი და ამ დროს ღარიბი პროვინციები სამედიცინო რესურსების ნაკლებობას განიცდიან.

ზემოაღნიშნულისა და პირის ეთნიკური და რელიგიური წარსულის გათვალისწინებით, წყარო ასკვნის, რომ ბაღდადში, ბასრასა და ერბილში შიგა გადაადგილების ალტერნატივა მიზანშეწონილი იქნება მარტოხელა შრომისუნარიანი მამაკაცისა და დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ბავშვები, აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და რაიმე მხრივ არ არიან მოწყვლადები. ასევე, წყარო ასკვნის, რომ შიგა გადაადგილების ალტერნატივა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები ჰყავთ, მათ შორის მხარდაჭერის ქსელის არ არსებობის პირობებშიც, თუ ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებასთან დაკავშირებული ვითარება გარკვეულწილად მძიმეა, მაინც შესაძლებელია პირმა მიიღოს საბაზისო საარსებო წყარო, განსახლება, თავშესაფარი და ძირითადი ჯანდაცვა. სხვა პროფილის პირებს, ზოგადად, ასეთ სერვისებზე წვდომისთვის მხარდაჭერის ქსელის არსებობა სჭირდებათ.[1]

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 2019 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში შიგა გადაადგილების მიზანშეწონილობის შესახებ წერს, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ერაყის ქურთისტანში შედარებით სტაბილურია, თუმცა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმების რისკი კვლავ არსებობს.

გლუკი წერს, რომ სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს რეგიონის შესაძლებლობების ზღვარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაკადისა და შერყეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მზარდი სიღარიბის და კლებადი ჰუმანიტარული დახმარების გამო. დიდი რაოდენობით დევნილების არსებობა, ძირითადად ურბანულ ზონებში, გავლენას ახდენს სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე, ზრდის შეჯიბრს დასაქმების კუთხით და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების სტანდარტს.

იძულებით გადაადგილებული პირები საუბრობენ დასაქმების კუთხით არსებულ სიძნელეებზე. ბევრი მათგანი მხოლოდ შემთხვევით სამუშაოს პოულობს და ამის გამო რეგულარული შემოსავლის გარეშეა. იძულებით გადაადგილებული პირები ძნელად პოულობენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მათი ცხოვრების, ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავს. არაბი დევნილები ასევე აღნიშნავენ ნეგატიურ შეხედულებებსა და ენობრივ ბარიერს დასაქმების კუთხით. საჯარო სექტორი, რომელიც ქურთისტანში დასაქმების კუთხით დომინანტი სფეროა, ზოგადად, არ არის ღია არა-ქურთი მოსახლეობისთვის სხვა რეგიონებიდან. პატრონაჟისა და ნეპოტიზმის მიმდინარე პრაქტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებისას, ამიტომ ისინი, ვინც წარმოშობით ქურთისტანიდან არ არიან, უთანასწორო პირობებში იმყოფებიან. საარსებო წყაროების შეზღუდულობის გამო ბევრი იძულებულია ნეგატიური პრაქტიკა გამოიყენოს თავის სარჩენად, მათ შორის ვალების აღება, ბავშვებისა და იძულებითი ქორწინება და ბავშვთა შრომა.

ქირის ფასი კვლავ იზრდება და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ვერ ახერხებს მზარდ ფასებთან გამკლავებას. ამიტომ, ბევრი იძულებული ხდება მძიმე საცხოვრებელ პირობებში განაგრძოს არსებობა. ქურთისტანში არ არის საკმარისი რაოდენობის სკოლა, რათა ყველა იძულებით გადაადგილებული პირის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. გლუკის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებიდან იხურება არაბულენოვანი სკოლები, რომლებიც სპეციალურად დევნილებისთვის 2014 წელს გაიხსნა. გლუკის ინფორმაციით, 1800 იძულებით გადაადგილებულ მასწავლებელს უკვე მოსთხოვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ წარმოშობის რეგიონებში დაბრუნება. არაბულენოვანი ბავშვების, განსაკუთრებით მოზრდილი ასაკის, ქურთულ სკოლებში გადაყვანა ენობრივი ბარიერის გამო შეუძლებელი იქნება.

ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გლუკი მიიჩნევს, რომ შიგა გადაადგილება ერაყის ქურთისტანში, ზოგადად, მიზანშეწონილი არ არის; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოხდება დადასტურება იმისა, რომ პირს ექნება წვდომა სათანადო თავშესაფარზე (იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა ბანაკები და არაფორმალური დასახლებები ასეთად არ მიიჩნევა), საარსებო სერვისებზე (სასმელი წყალი, ჰიგიენა, ელექტროენერგია, ჯანდაცვა და განათლება) და საარსებო წყაროებზე.[2]

[1] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 5 August 2019)

[2] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: International Protection Considerations with Regard to People Fleeing the Republic of Iraq, May 2019

 (accessed on 5 August 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივლისი, 2019

სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი – დოკუმენტის გაფორმების მიზანი ქვეყანაში კრიზისის დასრულებაა. ხელმოწერამდე მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ მომხდარს ისტორიული მომენტი უწოდა. სუდანში პოლიტიკური კრიზისი 2019 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო.[1]

ვითარება ავღანეთში – თალიბანის მებრძოლებთან შეტაკებისას მინიმუმ 18 ავღანელი სპეცრაზმელი დაიღუპა. შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბადგის პროვინციაში თალიბების შტაბბინაზე შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.[2]

ყანდაარის პოლიციის სამმართველოსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 60 ადამიანი. შენობის წინ ავტომობილი აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[3]

ერაყის ქურთისტანში თურქი დიპლომატი მოკლეს – სულ სამი ადამიანია დაღუპული; დიპლომატის გარდა კიდევ ორი ერაყელი. თავდასხმა ერბილის ერთერთ რესტორანში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ქურთი ამბოხებულები, რომლებიც თურქეთს ებრძვიან, სწორედ ამ ტერიტორიაზე მოქმედებენ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. ერთერთი მათგანის სახელი მაზლუმ დაგი. დანარჩენების ვინაობა არ ხმაურდება.[4]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – თუმცა ეპიდემიის გამო ჯერჯერობით საზღვრის ჩაკეტვა არ იგეგმება, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, რეგიონს გარეთ დაავადების გავრცელების რისკი მაღალი არ არის. ეპიდემიას კონგოში ერთი წლის განმავლობაში 1600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.[5]

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა – თვითმკვლელმა ქალმა თავი დერა ისმაილ ხანში მდებარე საავადმყოფოს შესასვლელში აიფეთქა. მანამდე შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციის შენობას დაესხა თავს დაღუპულებს შორის პოლიციელებიც არიან. ინციდენტების შედეგად 30 ადამიანი დაიჭრა.[6]

სომალიში ტერაქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა – მოგადიშუში ბომბის აფეთქების შედეგად 28 პირიც დაშავდა. შემთხვევა საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სასტუმროსთან მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.[7]

[1] BBC; Sudan military and civilians sign deal to end deadly turmoil; 17 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-49013899?fbclid=IwAR1afQpeKJEfZSQWWgfQPj9a4mmC1kr26n_5Dsq24h07POoTdF9jfjzcmiw

[2] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა; 17 ივლისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/111894/avganetshi-talibebtan-shetakebas-18-spetsrazmeli-emskhverpla

[3] Pajhwok Afghan News; 9 killed and 60 wounded in Kandahar car bomb attack on police hq; 18 July, 2019; available at: https://twitter.com/pajhwok/status/1151857087691071491

[4] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში თურქი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს; 20 ივლისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/112134/erakis-qurtistanshi-turqi-diplomatis-mkvlelobashi-echvmitanilebi-daakaves

[5] იმედის ახალი ამბები; ებოლას ეპიდემიის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა; 17 ივლისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/111915/ebolas-epidemiis-gamo-kongoshi-sagangebo-mdgomareoba-gamotskhadda

[6] AP; Pakistani hospital hit by female suicide bomber, 9 killed; By Ishtiaq Mashud; 21 July, 2019; available at: https://www.apnews.com/d840b2b4aa1743b08f7ff8612e6abea3

[7] Arab News; 17 dead, dozens wounded in Somalia car bomb attack; 23 July, 2019; available at: http://www.arabnews.com/node/1529231/world

ერაყი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. მარტი, 2019

ერაყში უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია 2014 წლიდან უკიდურესად გართულდა, როდესაც დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა და “ისლამური სახალიფოს” ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. 2014 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ერაყელი იძულებით გადაადგილებული პირი ან უცხო ქვეყანაში ლტოლვილი გახდა. ერაყის ხელისუფლებამ, საერთაშორისო ძალების დახმარებით, დაჯგუფებაზე გადამწყვეტი შეტევა 2016 წლიდან დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დაჯგუფებაზე გამარჯვებაც გამოაცხადა.

  1. ანბარი

ანბარის პროვინცია იყო ერთერთი პირველი, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა 2014 წლის იანვარში. ამავდროულად, ანბარი იყო დაჯგუფების ბოლო ბასტიონი, რომელიც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ 2017 წლის ნოემბერში დაეცა.

1.1 პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები

ანბარის საოპერაციო სარდლობა რამადის, ფალუჯისა და მიმდებარე უდაბნო ტერიტორიების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. პროვინციის უმეტესი ნაწილის, მათ შორის დასავლეთ რამადის, მდინარე ევფრატის დასავლეთ ხეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჯაზირასა და ბადიას საოპერაციო სარდლობა. ფედერალური პოლიცია ანბარში ორი დანაყოფითაა წარმოდგენილი: მეორე ფედერალური დანაყოფი და მეხუთე ფედერალური დანაყოფი. პროვინციაში ოპერირებს ასევე სწრაფი რეაგირების დანაყოფი და საზღვრის დაცვის სარდლობა.

ანბარის პროვინცია სათანადოდ მოქმედი საპოლიციო ძალის ნაკლებობას განიცდის. ადგილობრივი პოლიციის სისტემა ჩამოიშალა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პროვინციაზე კონტროლი დაამყარა. 2010 წელს ანბარში 28 ათასი პოლიციელი იყო. დაახლოებით 14 ათასი 2014-2016 წლებში გაათავისუფლეს, რადგან მათ ვერ მოახერხეს პროვინციის გარეთ შეკრებილ ჯგუფებში გაერთიანება. 2017 წელს ფედერალურმა მთავრობამ აღადგინა 3 ათასზე მეტი პოლიციელი, მას შემდეგ, რაც გაიარეს სპეციალური სასწავლო კურსი. ფედერალური ხელისუფლება კიდევ 6 ათასი პოლიციელის აღდგენაზე მუშაობს.

ანბარის პროვინციაში მოქმედებს სახალხო მობილიზაციის ძალები. 2017 წლის მაისის მდგომარეობით, ანბარში მათი რაოდენობა 16 ათას მებრძოლს შეადგენს. გარდა აღნიშნული ჯგუფებისა, ანბარის პროვინციაში წარმოდგენილნი არიან ირანის მხარდაჭერილი, პოლიტიკურად ასოცირებული დაჯგუფებები და სუნიტი ტომების დაჯგუფებები.

2018 წლის დეკემბერში „ისლამური სახელმწიფო“ ანბარის პროვინციაში მოიერიშე ქსელს ინარჩუნებდა ალ-ქაიმში, უადი ჰორან/რუთბასა და თართარის ტბის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის დაჯგუფება ერაყში რაიმე ტერიტორიას უკვე აღარ აკონტროლებდა, მაინც განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ნინევაში, სალაჰადინში, კირკუკში, დიალაში, ანბარსა და ბაღდადში. ვრცელდებოდა ინფორმაცია დაჯგუფების მიძინებულთა ქსელის არსებობის შესახებ ანბარის უდაბნოებში. ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი მეომარი ჰყავს შემორჩენილი „ისლამურ სახელმწიფოს“ ანბარში, არ არის ხელმისაწვდომი; ერაყის შეიარაღებული ძალები ვარაუდობენ, რომ საუბარია რამდენიმე ასეულ მებრძოლზე, რომლებიც მცირე დანაყოფებად გადაჯგუფდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დასუსტებულია და აღარ შეუძლია დიდი მასშტაბის იერიშების ორგანიზება, იყო მცდელობა, დაჯგუფების მებრძოლები შესულიყვნენ ანბარის პროვინციაში სირიის მხრიდან, რის გამოც პროვინციაში ანტი-ტერორისტული ძალების მობილიზება მოხდა.

1.2 უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება

2018 წლის განმავლობაში ანბარის პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 46 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 86 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 170 ინციდენტს 761 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 45.3-დან (2017 წელი) 5.1-მდე (2018 წელი) შემცირდა. 2018 წლის განმავლობაში რამადი, ალ-კაიმი და ჰადიტია იყო ის რაიონები, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ანბარში დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლას.

2018 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშები ანბარის პროვინციაში სერიოზულად შესუსტდა. თვეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 9.1 ინციდენტი მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2017 წელს 60.6 იყო. ამის ფონზე გაიზარდა „მაღალი სიმძლავრის“ იერიშების პროცენტული წილი – ყველა იერიშის 49%. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 30% იყო. ჯოელ უინგი ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტენდენციების შესახებ წერდა, რომ 2018 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ამბოხებულებმა დიდწილად დატოვეს ანბარის პროვინცია.

1.3 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

ანბარის უდაბნოს დიდი ნაწილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიძინებულთა ქსელის მიერ გამოიყენება გადაჯგუფებისა და იერიშების ორგანიზებისთვის, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების კუთხით. ანბარის უსაფრთხოების საბჭომ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ პროვინციაში უსაფრთხოების ძალების ნაკლებობაა. თავის მხრივ, უსაფრთხოების ძალებისთვის პრობლემურია ანბარში მუდმივი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად განადგურდა სამალავები და მოხდა იარაღის კონფისკაცია. არასახარბიელო რელიეფი ართულებს საკონტროლო-გამშვები და სათვალთვალო პუნქტების მოწყობას; მხოლოდ სირიასთან საზღვარი 600 კილომეტრს შეადგენს. ფოროვანი საზღვარი სირიასთან დიდი გამოწვევაა ერაყის ხელისუფლებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ინფილტრაციის პრევენციის კუთხით. ქვეყანაში ექსტრემისტთა შედინების პრევენციის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს შექმნას უსაფრთხოების ღობე ალ-ქაიმში; თუმცა, დიდი ეჭვი არსებობს აღნიშნული ღობის ეფექტურობის შესახებ. საზღვრის მიმდებარედ, სირიის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს იკრეფს; მათ მთლიანად დაიკავეს ქალაქ სოუსას ბაღუზის რაიონი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების რაკეტები უკვე რამდენჯერმე მიწვდა ერაყის ტერიტორიას. ყოველივე ამან, შეიძლება, გავლენა იქონიოს ერაყის სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოებაზე, მათ შორის ქალაქ ალ-ქაიმში.

სახალხო მობილიზაციის ძალები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, სჩადიოდნენ რა უსამართლო მკვლელობებს და სხვა სახის მკვლელობებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს. რწმენის ნაკლებობისა და შიშის გამო ბევრი ადგილობრივი თავს იკავებს უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისგან. აღნიშნული საკითხი საჭიროებს შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ტომთა ლიდერების მხრიდან, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სექტის თუ ტომის წარმომადგენლები არიან.

სახალხო მობილიზაციის ძალები გეგმავდნენ ანბარის დატოვებას „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ; თუმცა, მათ გეგმები შეცვალეს, რაც იმით ახსნეს, რომ პროვინციაში ჯერ კიდევ არის ასაფეთქებელი ნივთიერებები და დანაღმული სახლები. ერაყის მთავრობა 2018 წლის იანვარში გეგმავდა სახალხო მობილიზაციის ძალების ანბარიდან გაყვანას, მაგრამ სირიის საზღვართან დაჯგუფების მოძლიერების და ზოგიერთი საერთაშორისო დანაყოფის ტერიტორიიდან გასვლის გამო, სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობა ანბარში გაძლიერდა. ანბარი ერთადერთი სუნიტური პროვინციაა, სადაც სახალხო მობილიზაციის ძალები კვლავ არიან წარმოდგენილნი.

1.4 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ანბარიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა 201,996 პირს; 52,878 პირი გადაადგილებული იყო პროვინციის შიგნით. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ანბარის პროვინცია იკავებდა მეორე ადგილს დაბრუნებულთა მაჩვენებლის მიხედვით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის, პროვინციაში დაბრუნებულთა რაოდენობა 1,290,606 პირს შეადგენდა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის 2019 წლის მონაცემებით, ნინევას შემდეგ, ანბარი კვლავ მეორე ადგილზე იყო დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით (1,352,562 დაბრუნებული). გავრცელებული ინფორმაციით, თემებისა და ტომების ლიდერები დაბრუნებას უკრძალავენ „ისლამური სახელმწიფოს“  წევრების ოჯახებს. მათ ემუქრებიან, რომ მათ შესახებ აცნობებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიან დიდი ოდენობის თანხას.

1.5 გზების უსაფრთხოება

ანბარის პროვინციაში უსაფრთხოებაზე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება აგებს პასუხს. მათ შორისაა, არმია, პოლიცია, სუნიტური ტომების დაჯგუფებები, ასევე სახალხო მობილიზაციის ძალები. სხვადასხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტის ადმინისტრირებას სხვადასხვა დაჯგუფება ახდენს. საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოქმედებენ თვითნებურად, იმის მიხედვით, თუ რა დღის წესრიგი აქვს ამა თუ იმ დაჯგუფებას. ადგილობრივები პროვინციის მილიტარიზაციის მაღალ ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას.

  1. ბაღდადი

ბაღდადზე თავდასხმები „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააქტიურა 2013 წლიდან. მათი სტრატეგია მიზნად ისახავდა ერაყის ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირებას. ჯოელ უინგის 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, დაჯგუფება განაგრძობდა იერიშებს ბაღდადზე, თუმცა ინტენსივობა იყო შემცირებული დღეში 12 ინციდენტიდან 3 ინციდენტამდე. იერიშები, რომელთაც თან ახლდა მასობრივი მსხვერპლი მნიშვნელოვნად შემცირდა 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ.

2.1 პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები

ერაყის არმიის დანაყოფები ბაღდადში მოქმედებენ ბაღდადის საოპერაციო სარდლობის მეთაურობით. პრემიერ მინისტრის სპეციალური ძალების დანაყოფი პასუხისმგებელია ბაღდადის საერთაშორისო ზონისა და პრემიერის უსაფრთხოებაზე. მათ ასევე ავალიათ ბაღდადის გარკვეული ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებით შიიტური მოლოცვის დღეებში.

ქალაქ ბაღდადს და შემოგარენს ძირითადად ხელისუფლება აკონტროლებს; თუმცა, პრაქტიკულად, ხელისუფლება თავდაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით როლებს ინაწილებს შიიტურ სახალხო მობილიზაციის ძალებთან; აღნიშნული ხშირად იწვევს არასრულ კონტროლს ან პირიქით, გადაფარვას.

2.2 უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება

ბაღდადში, ისევე როგორც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, დიდი მასშტაბის მასიური იერიშები შემცირდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბერში პრემიერმა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ გამოაცხადა. დაჯგუფება ინარჩუნებს აქტიურ ქსელს ჩრდილოეთ და დასავლეთ ე.წ. „ქამრის ზონაში“ (ბაღდადის გარშემო ტერიტორიები), მაგრამ ისინი გადაჯგუფების ეტაპზე არიან 2017 წლის დიდი დანაკარგების შემდეგ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა 2018 წელს; შეიზღუდა დაჯგუფების აქტივობები ბაღდადში და „ქამრის ზონაში“. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება მეტწილად აღარ მონაწილეობს ბაღდადში მიმდინარე ძალადობაში, „ისლამური სახელმწიფო“ მაინც ინარჩუნებს შესაძლებლობებს, განახორციელოს იერიშები ბაღდადის ურბანულ ცენტრში. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ამტკიცებს, რომ საერთო ჯამში, „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებული არ არის და განაგრძობს მხარდაჭერის ზონების აღდგენის პროცესს. „ისლამური სახელმწიფო“ ინარჩუნებს მუდმივად მოქმედ მოიერიშე ქსელს 27 ზონაში ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბაღდადში – ტარმიაში, ტაჯიში, რაშიდიაში, ჯურფ ალ საკჰრში, ლატიფია/იუსუფიაში, ჯისრ დიალა/მადაინსა და აბუ გრაიბში.

2018 წელს ბაღდადში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 392 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც შედეგად 566 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა. ეს იყო რიგით მეორე მაშვენებელი ნინევას შემდეგ. 2018 წლის მაჩვენებლები იყო შემცირებული 2017 წელთან შედარებით, როცა ბაღდადში დაფიქსირდა 487 ინციდენტი და 1032 სამოქალაქო პირის დაღუპვა. 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი ბაღდადში 2018 წელს 7.36 იყო მაშინ, როდესაც 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14.38-ს შეადგენდა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა ადამიანს რაიონი, სადაც 78 ინციდენტს 94 პირი ემსხვერპლა; შემდეგ იყო რესაფას რაიონი – 77 ინციდენტი და 161 დაღუპული და მადაინი – 63 ინციდენტი და 69 დაღუპული. სიკვდილიანობის ინტენსივობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტარმიაში (35.80), მადაინსა (15.91) და ადამიაში (8.25).

ბაღდადშიო დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლას (46.4%), სიკვდილით დასჯებს და სხვა სახის მკვლელობებს (30.6%) და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას (20.7%).

სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, საერთო ჯამში, 2018 წლის განმავლობაში, წინა წელთა შედარებით, ბაღდადსა და შემოგარენში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა შემცირდა. 2018 წელს, ბაღდადში დაფიქსირდა სალაფიტი ჯიჰადისტების ტერორისტული იერიშების ყველაზე ცოტა რაოდენობა 2003 წლის შემდეგ. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ბაღდადში დაფიქსირებული ძალადობა უმეტეს შემთხვევაში იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც დაკავშირებული იყო ძალაუფლების გადანაწილებასა და მთავრობის ფორმირებასთან 2018 წლის მაისის არჩევნების შემდეგ. ძალადობის ტენდენციები ბაღდადში აჩვენებს, რომ თითქმის სრულად ადგილი აქვს პირად, მიზნობრივ ან კრიმინალური ხასიათის ძალადობას, რომლის დროსაც გამოიყენება მცირე შეიარაღება; ადგილი აქვს სროლას, ძარცვას, რეკეტს და ა.შ. შეიარაღებულ დაჯგუფებებს ბაღდადში სუნიტები და უმცირესობები ადანაშაულებენ სიკვდილით დამუქრებებში, გატაცებებში, მიზნობრივ მკვლელობებში, ქონების მითვისებასა და სხვა სახის ძალადობაში. დაჯგუფებები, ასევე, ჩართულნი არიან შეიარაღებულ შეტაკებებში ერთმანეთს შორის და ერაყის უსაფრთხოების ძალებთან; ასეთი ფაქტები რამდენჯერმე დაფიქსირდა ბაღდადის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში 2018 წელს. წყაროები აღწერენ ათობით შემთხვევას, როდესაც ადგილი ჰქონდა ხელნაკეთი და აალებადი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას; ასევე, შეიარაღებულ შეტაკებებს, სროლასა და მკვლელობებს.

2.3 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

2018 წლის იანვარში წყაროები წერდნენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში მიაღწიეს პროგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაზვერვითი საქმიანობისას; ასევე, წარმატებული იყო სამხედრო ოპერაციები ბაღდადის „ქამრის ზონაში“; ყოველივე ამან დადებითი გავლენა იქონია ბაღდადში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აშენდა დამცავი ღობე ბაღდადის გარშემო და მოეწყო დამცავი კარებები, რამაც უნდა მოახდინოს ამბოხებულების დედაქალაქში შეღწევის პრევენცია. საერთო ჯამში, 2018 წელს უსაფრთხოების ძალებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას და ბაღდადში არ დაუშვეს ფართომასშტაბიანი ძალადობის დაბრუნება.

სამოქალაქო პირთა სხვადასხვა სახის ძალადობისგან დაცვის ეფექტიანობა დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და პროცესში ჩართულ სუბიექტებზე. დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას აკნინებს არსებული სიტუაცია იმ კუთხით, რომ სახალხო მობილიზაციის ძალები არ ემორჩილებიან ერაყის ერთიან მთავრობას, არამედ საკუთარ მეთაურებს, სხვადასხვა პოლიტიკურ კანდიდატებს ან ირანელ პატრონებს. მთავრობა ვერ ახერხებს აკონტროლოს უკანონობა და კრიმინალი დაჯგუფებებისა და კრიმინალური ელემენტების არსებობის გამო. დაჯგუფებებს შეუძლიათ ღიად დაარღვიონ კანონი ყოველგვარი შედეგების გარეშე. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ბაღდადში, აქვთ ღია წარმომადგენლობა, თავისუფლად შეუძლიათ დააწესონ საკონტროლო-გამშვები პუნქტები; გარდა ამისა, პოლიციასთან ურთიერთქმედებით, აკონტროლებენ, აპატიმრებენ, სჯიან პირებს და ჩართულნი არიან კრიმინალურ ქმედებებში. მათ განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ შემოგარენში, სადაც ისიც კი შეუძლიათ, ადგილობრივებს საკუთარ სახლებში დაბრუნება აუკრძალოს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სახალხო მობილიზაციის ძალები მაინც პოპულარობით სარგებლობს და ინარჩუნებს როგორც ფორმალურ, ასევე არა ფორმალურ ძალაუფლებას და ჩართულია სარეკონსტრუქციო პროცესში; მაგალითად, ბაღდადში, ისინი რეკლამას უკეთებდნენ საკუთარ როლს სამედიცინო კლინიკის რეკონსტრუქციის საქმეში. ხშირად, ბაღდადში, ადგილობრივები პოლიციის ნაცვლად, სწორედ დაჯგუფებებს მიმართავენ სამართლის ძიებაში. ამას ხელს უწყობს გავრცელებული მოსაზრება პოლიციაში კორუფციის შესახებ. 2018 წლის არჩევნებში ხელისუფლებაში ადგილი მიიღო ბევრმა ისეთმა პოლიტიკოსმა, ვისზეც გავლენა აქვთ სახალხო მობილიზაციის ძალებს; კერძოდ, მუქთადა ალ-სადრის მშვიდობის ბრიგადა.

ბაღდადში უსაფრთხოების ძალების მაღალი კონცენტრაციაა და ისინი საკმაოდ აქტიურებიც არიან. მათი მტკიცებით, სწორედ ასეთი წარმომადგენლობისა და აქტივობების შედეგად შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ძალადობის საფრთხე.

2.4 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

2015 და 2016 წლებში ბაღდადში მასობრივად გადაადგილდებოდნენ ერაყელები, ძირითადად ანბარიდან, ნინევასა და ბაბილიდან. 2016 წლის 2 მარტს ბაღდადში დევნილთა რაოდენობა 604,140 იყო. აღნიშნული მაჩვენებელი 69,204-მდე შემცირდა 2018 წლის 15 დეკემბრისთვის. 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე, ბაღდადს შიგნით გადაადგილებულთა რაოდენობა 8,550-დან 486-მდე შემცირდა. ბაღდადიდან იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 2018 წლის ბოლოს 30 ათასს შეადგენდა. მათ, ვინც დედაქალაქი დატოვა, ძირითადად სულეიმანიასა და ერბილს მიაშურა.

ბაღდადში გადასული დევნილები ძირითადად განსახლდნენ კარხში (28,284), აბუ გრაიბში (10,428) და ადამიაში (7,464). სოციალური უთანასწორობა შეიქმნა თავრას რაიონებში, სადაც მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. დევნილები ძირითადად ნათესავებთან და ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ; მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება ბანაკებში.

2.5 გზების უსაფრთხოება

საკონტროლო-გამშვები პუნქტები ბაღდადში მოწყობილია იმ მიზნით, რომ მოხდეს ქალაქში დანაღმული ავტომობილების და თვითმკვლელი მოიერიშეების შესვლის პრევენცია. სახალხო მობილიზაციის ძალები ბაღდადში მუდმივად მოქმედ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს არ ფლობენ. მათ არ უნდათ ასოცირდებოდნენ ამ საკითხთან და პუნქტებს დროებით აწყობენ საჭიროებიდან გამომდინარე. განსხვავებული სიტუაციაა შემოგარენში, სადაც სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობა უფრო ღიაა და საკონტროლო-გამშვები პუნქტებიც მოქმედია. რამდენიმე წყაროს მტკიცებით, სახალხო მობილიზაციის ძალების საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოქმედებს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშიც.

2018 წლის იანვარში მინიმუმ 281 საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა და მინიმუმ 600 მთავარი ქუჩა და გასასვლელი ხელახლა გაიხსნა. 2018 წლის 10 დეკემბერს გალავნით შემოსაზღვრული საერთაშორისო ზონა (მწვანე ზონა) საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მწვანე ზონა პირველად გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

  1. დიალა

დიალას პროვინცია მეამბოხეების თავშესაფარს წარმოადგენდა 2004 წლიდან. 2003 წლიდან მოყოლებული დიალა იყო ერთგვარი ჰაბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინამორბედთათვის, როგორებიც იყვნენ ისლამური სახელმწიფო ერაყში და ერაყის ალ-ქაიდა. იდეალური ლოკაცია სამხედრო ოპერაციების დაკავშირებისთვის და რთული რელიეფი უზრუნველყოფდა იდეალურ მდებარეობას მეამბოხეებისთვის, რომლებიც ეძებდნენ თავშესაფარს უსაფრთხოების ძალებისგან დასამალად.

3.1 პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები

დიალას პროვინცია დიილას საოპერაციო სარდლობის დაფარვის ზონაშია; სარდლობა სრულად ფარავს დიალას პროვინციას და ასევე, სალაჰადინის აღმოსავლეთ ნაწილს, ეთნიკურად მრავალფეროვანი ტუზ-ხურმატოს ჩათვლით და ასევე ჰამრინის მთებს. სასაზღვრო გვარდია ფარავს დიალა-ვასიტის სასაზღვრო ზოლს ირანთან. სახალხო მობილიზაციის ძალები ძალიან ძლიერია დიალაში. ბადრის ორგანიზაცია, რომელიც პროვინციის საბჭოს აკონტროლებს, უსაფრთხოების კუთხით მთავარი მოქმედი სუბიექტია. გარდა ბადრის ორგანიზაციისა, პროვინციაში სახალხო მობილიზაციის ძალების სხვა დაჯგუფებებიც მოქმედებენ. პროვინციაში, ასევე, წარმოდგენილნი არიან ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებები.

3.2 უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება

უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფო“ დიალას პროვინციიდან 2015 წელს განდევნეს; თუმცა, 2017 წელს ერაყის ცენტრალურ ნაწილში დაჯგუფების დამარცხების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრმა მებრძოლმა აღადგინა კავშირები მომხრეებთან დიალას პროვინციაში. „ისლამური სახელმწიფოს“ 27 მოიერიშე ქსელიდან 5 დიალაში მდებარეობს – მუქთადიაში, ჯაულაუაში, საადიაში, ქარა ტაპასა და მანდალიში. 2018 წლის ოქტომბერში დაჯგუფებამ აღადგინა მოკავშირეთა ქსელი დიალას მდინარის ხეობაში, ჰამრინი ტბის მიმდებარე პერიფერიულ ზონებში, საიდანაც ცდილობ იერიშების განხორციელებას. წყაროების ცნობით, კირკუკის, სამხრეთ ნინევას, დიალას და ბაღდადტან ახლოს მდებარე ტარმიას პერიფერიულ ზონებში „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ აკონტროლებს სიტუაციას ღამით.

2018 წლის ივლისში „როიტერთან“ საუბრისას ერთერთი საველე მეთაური ამტკიცებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მცირე, 3-5-კაციან ჯგუფებად გადაჯგუფდნენ და მათი რაოდენობა პროვინციის ტეროტორიაზე 75 მებრძოლს არ აღემატება. ტომების დაჯგუფების ლიდერი მიიჩნევდა, რომ სალაჰადინსა და დიალას შორის დაჯგუფების 150-200 მებრძოლი იმალება. წყაროების ინფორმაციით, ამბოხებულები მთებში იმალებიან, რაც ართულებს მათ მოძებნას. ისინი იყენებენ „სწრაფი იერიშისა და გაქცევის“ ტაქტიკას. დაჯგუფების მებრძოლებმა გაიპარსეს წვერი და ჩაიცვეს ჩვეულებრივი სამოსი, რამაც მათ გაუადვილა ადგილობრივ მოსახლეობაში შერევა. ისინი საბოტაჟის ტაქტიკას მიმართავენ და იერიშებს ახორციელებენ მოწყვლად ობიექტებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს უფრო მეტად აღვივებს მძვინვარებას ხალხში, რომელიც ისედაც იტანჯება ელექტროენერგიის დეფიციტით.

დიალას პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა თითქმის იდენტური იყო 2017 და 2018 წლებში. 2018 წელს პროვინციაში დაფიქსირდა 170 ინციდენტი, რასაც 265 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 2017 წელს ინციდენტების რაოდენობამ 180 შეადგინა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა 276 იყო. სამოქალაქო პირებში სიკვდილიანობის ინტენსივობა 100 ათას კაცზე შეადგენდა 17.1-ს 2017 წელს და 16.4-ს 2018 წელს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლის კუთხით გამოირჩეოდა ალ-მუქთადიას (82 ინდიტენტი და 112 დაღუპული), ქანაქინისა (36 ინციდენტი და 61 დაღუპული) და ბალადრუზის (20 ინციდენტი და 30 დაღუპული) რაიონები. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა სამოქალაქო პირებს შორის დაფიქსირდა ალ-მუქთადიაში (46.37); შემდეგ კიფრსა (33.77) და ქანაქინში (26.14). დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა (49.4%), ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება (25.9%) და სიკვდილით დასჯა და სხვა სახის მკვლელობები (19.4%).

ვესთ პოინთის ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის სწავლების ვაშინგტონის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ნაითსი 2018 წლის დეკემბრის ანალიზში წერს, რომ 2018 წელს დიალაში ინციდენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა. 2018 წელს დიალაში „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშების საშუალო თვიური რაოდენობა 26.2 იყო. იგივე მაჩვენებელი 2017 წელს შეადგენდა 79.6-ს და 50.3-ს 2013 წელს.

საერთო ჯამში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება დიალაში 2018 წლის განმავლობაში მერყევი იყო. 2018 წლის იანვარში „ისლამური სახელმწიფო“ აქტიური იყო პროვინციის თითქმის ყველა პერიფერიულ ზონაში. იერიშები მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას; ასევე, მიზნობრივ თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე. დაჯგუფების უნარი, იერიშები განეხორციელებინა, იძლეოდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მეამბოხეები ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას დიალას პროვინციაში. იგივე ხასიათის იერიშები გრძელდებოდა თებერვალშიც.

2018 წლის მარტში დიალაში ვითარება დაიძაბა. ვრცელდებოდა ინფორმაციები პოლიციელთა და სახალხო მობილიზაციის ძალების წევრების გატაცებების შესახებ. სხვადასხვა იერიშის დროს მოკლეს ორი მერი და ამასთან, „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიწყო დაშინების ტაქტიკის გამოყენება. მეამბოხეთა აქტიურობა გაგრძელდა აპრილის დასაწყისშიც. ვრცელდებოდა ინფორმაციები დაშინებებისა და მუქარების შესახებ მაისში. აგვისტოში პროვინციის უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსული დატოვა და დიალაში მოახდინა ინფილტრაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 180 მებრძოლმა. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის განმავლობაში ინციდენტების რაოდენობამ იკლო, „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობდა უსაფრთხოების ძალებისა და სახალხო მობილიზაციის ძალების წინააღმდეგ იერიშებს დიალას პროვინციაში. 2018 წლის დეკემბერში ჯოელ უინგი თავის შეფასებაში წერდა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლი დაამყარა დიალას პერიფერიების უმეტეს ნაწილზე; ისევე როგორც სამხრეთ კირკუკისა და ცენტრალური და ჩრდილოეთ სალაჰადინის პერიფერიული ზონების დიდ ნაწილზე.

3.3 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

დიალადან ნინევამდე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სახლებში ხაფანგები დატოვეს, რაც დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას ართულებს; უსაფრთხოების ძალების წევრები კი არ არიან საკმარისად გაწვრთნილები მაღალი-რისკის შემცველი ნივთიერებების გასანეიტრალებლად. დიალაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილმა ვაკუუმმა, რაც უსაფრთხოების ძალების ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გაწმენდითი სამუშაოებით დაკავებამ შექმნა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ამბოხის ტაქტიკაზე გადასვლისთვის გამოიყენა. არმიის, ფედერალური პოლიციისა და სახალხო მობილიზაციის ძალების ერთობლივად განაგრძობენ პროვინციაში გაწმენდით სამუშაოებს. ძნელი რელიეფი ჰარმინის მთებში უადვილებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს წვრთნის, დაგეგმვისა და იერიშების პროცესს. 2018 წლის თებერვალში უსაფრთხოების ძალებმა ბაქუბასთან 20 კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც აღჭურვილი იყო მაცივრებით და სარეცხი მანქანებით, მზის განათების სისტემებით და რამდენიმე თვის სამყოფი საკვები პროდუქტებით.

უსაფრთხოების ძალების 8 წევრის გატაცებისა და მკვლელობის შემდეგ, 2018 წლის ივნისში, მთავრობამ ფართო მასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ოპერაციაში ჩართული იყვნენ უსაფრთხოების ძალებისა და სახალხო მობილიზაციის ძალების რამდენიმე ასეული წევრი; ასევე, ელიტარული დანაყოფები. მიუხედავად დიდი წარმომადგენლობისა, ოპერაცია 2 კვირაში შეჩერდა, რადგან ვერ მოხერხდა ვერცერთი ამბოხებულის მოკვლა ან დაჭერა. ადგილობრივი ოფიცრის ინფორმაციით, ერაყის ძალები მაინც განაგრძობენ გაწმენდით ოპერაციებს. 2018 წლის ოქტომბერში გაერთიანებულმა ძალებმა შეძლეს და აღმოაჩინეს და გაანადგურეს 40 პოზიცია, რომელიც დიალას პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა.

3.4 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

2018 წლის დეკემბრისთვის დიალას პროვინციიდან იძულებით გადაადგილებული იყო 89 ათასზე მეტი პირი; მათი უმრავლესობა (დაახლოებით 50 ათასი) პროვინციის შიგნით. ამავე პერიოდისთვის, დიალას პროვინცია იკავებდა მეხუთე ადგილს დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით (223,326 რეგისტრირებული დაბრუნებული). დაბრუნებულთა უმეტესობა (176,718), ასევე იყო პროვინციის შიგნით გადაადგილებული პირი. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, დიალას პროვინციიდან გადაადგილებულთა 80% პროვინციის შიგნით იყო ადგილნაცვალი.

2018 წლის ბოლოს, დიალაში 319,139 ადამიანი საჭიროებდა სხვადასხვა სახის დახმარებას. 36,573 ოჯახი მძიმე პირობებში იყო. დიალაში დაბრუნებულთა 12% ცხოვრობდა დაზიანებულ ან დანგრეულ სახლებში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პროვინციაში დაბრუნებულთა 40% ცხოვრობდა დაბალი სიმძიმის პირობებში, 32% საშუალო სიმძიმის და 26% მაღალი სიმძიმის პირობებში. დიალას პროვინცია არის ერთერთი იმათ შორის, სადაც განსაკუთრებით დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დიალაში, ისევე როგორც რამდენიმე სხვა პროვინციაში, ბევრი დაბრუნებული, რომელთაც ექსტრემისტებთან კავშირი დაბრალდათ, დაბრუნების შემდეგ იძულებით გაყარეს საკუთარი სახლებიდან. დიალას სუნიტურ რაიონებში სახალხო მობილიზაციის ძალები დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილ პირებს. გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებულები, რომელთაც ჰყავთ ნათესავები „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში, აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს, მათ შორის, შურისძიების მიზნით, ოჯახის წევრების ამოხოცვის მუქარებს.

3.5 გზების უსაფრთხოება

ჯალაულას სადავო ზონაში სახალხო მობილიზაციის ძალებმა დააწესეს უკანონო გადასახადები სატვირთო მანქანებზე, რომელთაც სავაჭრო ტვირთი მიაქვთ ქურთისტანის რეგიონიდან დანარჩენი ერაყის ტერიტორიაზე. საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსებულია მთავარ კომერციულ გზებზე. მანქანების გატარების სანაცვლოდ დაწესებული გადასახადებით დღეში დაახლოებით 300 ათასი ამერიკული დოლარი გროვდება. 2018 წლის განმავლობაში, „ისლამური სახელმწიფო“ პერიოდულად აწყობდა ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, რისი საშუალებითაც იტაცებდა ხალხს გამოსასყიდის მიღების ან მკვლელობის მიზნით.

  1. კირკუკი

კირკუკის პროვინცია იყო ერთერთი იმ სადავო ტერიტორიებს შორის, სადაც ყველაზე ცუდი ტურბულენტური სიტუაცია იყო უსაფრთხოების კუთხით. „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიწყო იერიშები და როდესაც ერაყის არმია ჩამოიშალა, დაჯგუფებამ პროვინციაზე კონტროლი დაამყარა. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში ერაყის ქურთისტანმა ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი, რომელსაც ერაყი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა, კირკუკის პროვინციასაც მოიცავდა. ამიტომ, ერაყის მთავრობამ კირკუკში, რომელსაც ქურთული ძალები აკონტროლებდნენ, ჯარი, ანტი-ტერორისტული ძალები, ფედერალური პოლიცია და სახალხო მობილიზაციის ძალები შეიყვანა და ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. შედეგად, პროვინციაში ქურთული გავლენები არაბებისა და თურქმენების სასარგებლოდ დასუსტდა.

4.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

2018 წელს კირკუკში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 126 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 276 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აღნიშნული მაჩვენებელი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა წელს, როდესაც 175 ინციდენტს 950 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი 62.9-დან 18.3-მდე შემცირდა 2018 წელს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი იყო მეორე ერაყის პროვინციებს შორის, ნინევის პროვინციის შემდეგ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა ქალაქი კირკუკი (53 ინციდენტის შედეგად დაიღუპა 81 სამოქალაქო პირი), ალ-ჰავიგა (48 ინციდენტის შედეგად დაიღუპა 126 სამოქალაქო პირი) და დაქუქი (9 ინციდენტის შედეგად დაიღუპა 39 სამოქალაქო პირი). ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას (34.9%), ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას (31.7%) და სიკვდილით დასჯა/მკვლელობებს (28.6%).

2018 წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშები კირკუკის პროვინციაში ეტაპობრივად შემცირდა. წლის დასაწყისში იერიშების რაოდენობა საშუალოდ თვეში 39-ს შეადგენდა, საიდანაც 21 (53%) იყო მაღალი მასშტაბის შეტევა. მესამე კვარტლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 25-მდე, საიდანაც მაღალი მასშტაბის იერიში იყო 13. 2018 წლის ნოემბრისთვის „ისლამური სახელმწიფო“ ვეღარ აკონტროლებდა რაიმე ტერიტორიას კირკუკის პროვინციაში, თუმცა ინარჩუნებდა მებრძოლებს ჰავიჯასა და ჰამრინის მთებში. ამავე ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, დაჯგუფება ინარჩუნებს მიძინებულთა ქსელს.

2018 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში კირკუკის პროვინცია „ისლამური სახელმწიფოს“  იერიშებისთვის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორია აღმოჩნდა. ინციდენტების და ძალადობის დონე, კვლავ შედარებით მაღალია. ჯოელ უინგის შეფასებით, კირკუკის პროვინცია დანარჩენი ერაყის ტენდეციებიდან განცალკევებით დგას, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ ახერხებს ქალაქ კირკუკზე რეგულარული იერიშების მიტანას. წყაროების ცნობით, გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფოს“ ფოკუსი უფრო მეტადაა მიმართული ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. 2018 წლის ივლისში ადგილობრივი ხელისუფლების, ტომთა უხუცესების თუ სოფლის ლიდერთა ათობით წარმომადგენელი მოკლეს. 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ასევე, მოკლეს რამდენიმე სოფლის ლიდერი. კირკუკის პერიფერიულ ზონებში, ღამით, „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს გადაადგილების სრული თავისუფლება. პროვინციაში სხვა სახის ძალადობა მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულს და პოლიტიკურ ძალადობას; ხანდახან ორივეს ერთად. 2018 წლის მაისის არჩევნების დროს, ისევე როგორც ერაყის სხვა რეგიონებში, კირკუკშიც მიიტანეს იერიში კანდიდატებზე; თურქმენი პოლიტიკოსი დანაღმული ავტომობილის აფეთქებას გადაურჩა. კირკუკი იყო რიგით მესამე პროვინცია არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად დაღუპულთა მაჩვენებლით (10 მოკლული აპრილში და 20 – მაისში).

4.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

კირკუკის პროვინციაში, სხვადასხვა სამთავრობო ძალები, მათ შორის სახალხო მობილიზაციის ძალები, ფედერალური პოლიცია, არმია და სპეციალური დანაყოფები, ერთობლივი მოქმედებით მეტ-ნაკლებად თავს ართმევდნენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას 2018 წელს. საერთო ჯამში, 2017 წელთან შედარებით, კირკუკის გარშემო უფრო ნაკლები საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო და მათ სრულად აკონტროლებდა ერაყის უსაფრთხოების სამსახური.

ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც პეშმერგამ კირკუკი დათმო, შეიქმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვაკუუმი იმ ტერიტორიებზე, სადაც ერაყის სამხედრო ძალები არ ოპერირებენ; რამაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ამ ტერიტორიებზე მოქმედებისა და იერიშების დაგეგმვის საშუალება მისცა. სხვადასხვა წყარო, ზოგადად, მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 2017 წლის ოქტომბერში პროვინციაზე კონტროლი აღადგინეს. ამასთან, წყაროები კირკუკში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას კომპლექსურს და მყიფეს უწოდებენ. მათივე შეფასებით, პროვინცია პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არა სტაბილურობას განიცდის.

ფედერალურ პოლიციას, რომელიც მიიჩნევა, რომ ბაღდადელი შიიტებისგან არის დაკომპლექტებული, არ აქვს ნდობა ადგილობრივი სუნიტი მოსახლეობის მხრიდან. ანტი-ტერორისტული ძალები კი საპირისპიროდ, მიიჩნევა, რომ უფრო პროფესიონალები არიან. საპოლიციო ბრიგადების დიდი წარმომადგენლობა ართულებს „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებებს, თუმცა, სამოქალაქო პირების დაცვის კუთხით, ხშირად, ჩავარდნებია; ხშირად, სამართალდამცავები აგვიანებენ სოფლის მოსახლეობის დახმარებას და უკვე განხორციელებული იერიშების შემდეგ აპატიმრებენ და განაიარაღებენ დამნაშავეებს.

ქალაქ კირკუკის გარეთ, სადაც სადავო ტერიტორიებია არაბებსა და ქურთებს შორის, ქურთები, რომლებიც დაბრუნებას ცდილობენ აწყდებიან დისკრიმინაციას და შევიწროვებას თურქმენული შიიტური დაჯგუფებების მხრიდან. სხვა შემთხვევებში, მიწები არაბებმა და თურქმენებმა მიითვისეს. ქურთებმა სრულად დაცალეს 40 სოფელი და ბევრ ქურთს ეშინია დაბრუნების შიიტური დაჯგუფებების გამო.

ერაყის უსაფრთხოების ძალები და სახალხო მობილიზაციის ძალები განაგრძობენ „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაწმენდით ოპერაციებს, განსაკუთრებით, ჰავიჯაში, დაქუქსა და კირკუკის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში; მნიშვნელოვნად შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან იერიშების რაოდენობა; თუმცა, დაჯგუფების ქსელი სრულად ვერ გაანეიტრალეს და „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობდა იერიშებს, მათ შორის ქალაქ კირკუკშიც.

კრიმინალი, რომელშიც ჩართული იყო როგორც დანაშაულებრივი ქსელები, ასევე უსაფრთხოების ძალების ელემენტები 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა. ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომელსაც ძალიან მცირე მასშტაბით ჰქონდა ადგილი ქურთისტანსა და სადავო ტერიტორიებზე 2014 წლამდე, მომგებიან ბიზნესად გადაიქცა სახალხო მობილიზაციის ძალების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ვრცელდებოდა ინფორმაციები ოფიციალური პირების დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულობის შესახებ. ვაჭრებს დაუწესეს „დაცვის უზრუნველყოფის გადასახადი“ და იყო მკვლელობების შემთხვევები დაუმორჩილებლობის დროს.

4.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

კირკუკის პროვინციაში საკმაო რაოდენობის იძულებით გადაადგილებული პირები არიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, კირკუკში ფიქსირდებოდა 108,138 იძულებით გადაადგილებული პირი, რაც 2017 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით (180,858) მნიშვნელოვნად ნაკლებია. დევნილთა უმეტესობა თავად პროვინციის შიგნით გადაადგილებული პირები არიან – 42% ჰავიჯადან, 9% კირკუკიდან და 6% დაქუქიდან; დანარჩენი – სალაჰადინსა და ნინევიდან. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით 319,338 კირკუკელი დევნილი დაუბრუნდა თავის მშობლიურ რეგიონს.

რაც შეეხება ქურთ მოსახლეობას, სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მათი უმეტესობა, ვინც სადავო ტერიტორიები დატოვა ერაყის ძალების მიერ პეშმერგას წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, უკან დაბრუნდა. გადაადგილებული ოჯახების 75% დაბრუნდა ქალაქ კირკუკში. დაახლოებით 6 ათასი დევნილი, ვინც დაბრუნებაზე უარი თქვა, ძირითადად პეშმერგას წევრები არიან.

2018 წლის ბოლოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს სააგენტოები მძიმედ და ძალიან მძიმედ აფასებდნენ დაბრუნებულთა მდგომარეობას რიგ ზონებში და მიიჩნევდნენ, რომ იყო ხელახალი გადაადგილების რისკი. ალ-აბასში და სამხრეთ ჰავიჯაში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და წვდომა საბაზისო სერვისებზე შეზღუდულია. მსოფლიო ბანკის 2018 წლის იანვრის მონაცემებით, კირკუკში სახლების 7% დაზიანებულია, რაც მეოთხე მაჩვენებელია ნინევის, სალაჰადინისა და ანბარის შემდეგ. 2019 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის ობიექტების 35% არ ფუნქციონირებს. კონფლიქტის შედეგად, ასევე, მძიმედ დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია. 2018 წლის ბოლოს „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ ახორციელებდა იერიშებს ინფრასტრუქტურაზე; 2018 წლის სექტემბერში, დაჯგუფებად ააფეთქა კირკუკისა და დუბიზის დამაკავშირებელი ნავთობსადენი.

4.4 გზების უსაფრთხოება

2018 წლის განმავლობაში, მრავალი გზა ქალაქ კირკუკში და პროვინციის სხვადასხვა რაიონში მიჩნეული იყო მაღალი რისკის შემცველად. კირკუკისა და ბაღდადის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ასევე დამაკავშირებელი გზაა ერაყის სამხრეთ პროვინციებთან, ერთერთ ყველაზე საშიშ მარშრუტად მიიჩნეოდა 2018 წლის ივლისისთვის. წყაროების ინფორმაციით, ამ გზებზე ადგილი ჰქონდა გატაცებებს, ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, მკვლელობებს, ძარცვებს, ავტომობილების აფეთქებებს და უსაფრთხოების ძალებისა და ხელისულფების წარმომადგენელთა მიზნობრივ მკვლელობებს.

  1. ნინევა

ნინევაში, „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდეც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ექსტრემიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს დაჯგუფებების მხრიდან, რომელთაგან ბევრი „ისლამური სახელმწიფოს“ „წინაპარი“, ბევრიც მოწინააღმდეგე იყო. სადავო ტერიტორიებზე მდებარეობის და მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობის გამო, ნინევა ყოველთვის მიიჩნეოდა სუნიტური არაბული ნაციონალიზმის კერად და ერთ დროს ერაყში ალ-ქაიდას გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენდა.

მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ 2014 წლის ივნისში მოექცა. თურქმენები, ქრისტიანები, იეზიდები, შაბაქები, კაკაები და სხვა ჯგუფები „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან წამების, საჯაროდ სიკვდილით დასჯის, გატაცებისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი გახდნენ.

მოსულისთვის ბრძოლა 9 თვეს გაგრძელდა და ოფიციალური გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ 2017 წლის ივლისში გამოცხადდა. მოსულისთვის ბრძოლა იყო ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. ერაყის რიგით მეორე ქალაქი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა და ძალიან დიდი რაოდენობით მსხვერპლი დაფიქსირდა სამოქალაქო პირებს შორის.

პროვინციაში მოქმედი ჯგუფები მოიცავენ ერაყის უსაფრთხოების ძალებს, სახალხო მობილიზაციის ძალებს, ქურთულ უსაფრთხოების ძალებს, ქურთისტანთან ასოცირებულ დაჯგუფებებს; არა ასოცირებულ დაჯგუფებებს, უცხოურ ძალებს და ამბოხებულებს. ერაყის უსაფრთხოების ძალები ნინევაში უსაფრთხოების მთავარ მოქმედ სუბიექტადაა მიჩნეული. სიძლიერის მიხედვით, რიგით მეორე მთავარ მოქმედ სუბიექტად შიიტური სახალხო მობილიზაციის ძალები მიიჩნევა. პროვინციაში ბევრი ადგილობრივი და არა ადგილობრივი დაჯგუფება და თემთა მობილიზაციის ძალა მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოს „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებდა, დაჯგუფება განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს, მათ შორის ნინევაშიც. 2019 წლის იანვარში „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ წერდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, თუმცა შეინიშნება რიგი ინდიკატორებისა, რაც მიუთითებს იმას, რომ დაჯგუფება იბრძვის გავლენისთვის. „ისლამური სახელმწიფოს“ მუდმივი საოპერაციო მოიერიშე ქსელები ნინევაში წარმოდგენილი იყო მოსულში, ქაიარაჰში, ჰატრასა და ერაყ-თურქეთის გაზსადენის კორიდორის ზონაში (სამხრეთ-დასავლეთ მოსული, ბადუში და სინჯარი). 2019 წლის იანვარში წყაროები ვარაუდობდნენ, რომ პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ მინიმუმ 300 მებრძოლი ჰყავდა მიძინებულთა ქსელში.

5.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

2017 და 2018 წლებში ნინევა გამოირჩეოდა ძალადობის მაღალი ინტენსივობით. 100 ათას კაცზე სამოქალაქო პირებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2017 წელს იყო 265 და შემცირდა 47-მდე 2018 წელს. 2018 წელს ნინევაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 217 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 1,591 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 2017 წელს 600 ინციდენტის შედეგად 9,211 სამოქალაქო პირის დაღუპვა იყო დადასტურებული. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა მოსული (ჰამდანიასა და ტილკაიფის ჩათვლით) (183 ინციდენტი და 1369 დაღუპული სამოქალაქო პირი), სინჯარი (14 ინციდენტი და 95 დაღუპული სამოქალაქო პირი) და ტელაფარი (8 ინციდენტი და 96 დაღუპული პირი).

ძალადობის მაჩვენებელი ნინევაში დარჩა მაღალი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგად. უსაფრთხოების ძალები განიცდიდნენ გაცილებით დიდ დანაკარგებს, ვიდრე რომელიმე სხვა პროვინციაში. „ისლამური სახელმწიფოს“ ფოკუსი მიმართული იყო პერიფერიულ ზონებში მოქმედებებისკენ, მათ შორის უდაბნოს ტერიტორიაზე მოსულის სამხრეთით – ქაიარაჰში, ჰატრაში, აშ შურასა და მოსულის სამხრეთ-დასავლეთით (ატშანა, საჰაჯი და ტალ ზალატი); ასევე, ბაღდადსა და მოსულს შორის მდებარე უდაბნო და ერაყ-თურქეთის გაზსადენი (ე.წ. ჯურნის დერეფანი). 2018 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იერიშები იყო მცირე მასშტაბის, პერიფერიულ ზონებში განხორციელებული თავდასხმების 62% მაღალი ხარისხის იყო – 37 ადგილობრივი ლიდერის მკვლელობა, მათ შორის 17 სოფლის მუხთარი იყო; ასევე, ტომთა წინააღმდეგობის ძალების ლიდერი. 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, ნინევაში 7 ქალაქის მერი მოკლეს. „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ პოლიცია და სახალხო მობილიზაციის ძალები როგორც ნინევაში, ასევე კირკუკში, დიალასა და სალაჰადინში.

უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ „გაწმენდით“ სამუშაოებს ტალაფარში, ბააჯსა და სინჯარში. რეიდები ტარდებოდა მოსულსა და გარშემო რაიონებში; ამას შედეგად მოყვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დაპატიმრება და ლიკვიდაცია; მათ შორის ქალი მებრძოლების.

5.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

ერაყის უსაფრთხოების ძალები უსაფრთხოების კუთხით მთავარი მოქმედი სუბიექტია, თუმცა ნინევაში ის შედარებით სუსტია და ვერ უზრუნველყოფს ყველა სუბიექტის კონტროლს; აღნიშნული სუბიექტები იბრძვიან გავლენისთვის თავიანთ ზონებში და შედეგად, ნინევაში მმართველობა სამ ნაწილადაა გაყოფილი: ქალაქ მოსულს აკონტროლებს ადგილობრივი პოლიცია, გარშემო ზონაში ჩართულია სახალხო მობილიზაციის ძალები და ადგილობრივი დაჯგუფებები და დანარჩენი ტერიტორია კონტროლდება უსაფრთხოების ძალების მიერ. სინჯარში დაჯგუფებების ყოფნა ართულებს რეგიონში სიტუაციის დალაგებას, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას და იეზიდების დაბრუნებას. ხშირად ადგილი აქვს დაჯგუფებებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს. მოსულში მოძალადეები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები არიან, რომელთაგან ზოგიერთი „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელის ნარჩენია, ზოგიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ელემენტი.

ერაყის უსაფრთხოების ძალების და სახალხო მობილიზაციის ძალების მიმართ გაისმის ბრალდებები, რომ ისინი იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას უკანონო მოქმედებებით შემოსავლის მისაღებად და ეს ამცირებს მათ საბრძოლო შესაძლებლობებს და ნდობის ხარისხს ადგილობრივ მოსახლეობაში. 2018 წლის დეკემბერში სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის განცხადების შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას როგორც სირიაში, ასევე ერაყში. 2019 წლის დასაწყისში „ჯეიმსთაუნის ფონდი“ წერდა, რომ არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების პრევენციისთვის და რომ მოსული არ წარმოადგენდა პრიორიტეტს შიიტური მთავრობისთვის.

5.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1,073,994 პირი ნინევიდან იძულებით გადაადგილებული იყო; მათგან 539,436 პროვინციის შიგნით. ამავე პერიოდისთვის ნინევა იკავებდა პირველ ადგილს დაბრუნებულთა რაოდენობით – 1,614,150. გაეროს სააგენტოები 2019 წლის დასაწყისში წერდნენ ნინევაში (ასევე სალაჰადინში, ბაღდადში, ანბარში, კირკუკსა და დიალაში) იძულებითი დაბრუნების შესახებ, რაც ხშირად ხელახალ გადაადგილებას იწვევდა. ნინევას ზოგიერთ რაიონში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებულად მიჩნეულ პირებს უკრძალავდნენ დაბრუნებას. ექსტრემისტებთან კავშირის ბრალდებით, უსაფრთხოების ძალებმა 22 ოჯახი იძულებით გადაასახლეს მოსულტან მდებარე სოფლიდან ლტოლვილთა ბანაკში.

დაბრუნებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა მოსულში, ტელაფარსა და ალ-ჰამდანიაში. მოსულში დაბრუნებულთა რაოდენობამ თითქმის მილიონი შეადგინა. დაბრუნებულთა ძალიან მცირე რაოდენობა დაფიქსირდა ბააჯში, სადაც ვითარებას სახალხო მობილიზაციის ძალები აკონტროლებენ. არასტაბილური ვითარების გამო ძალიან ცოტა იეზიდი დევნილი დაბრუნდა სინჯარში. საერთო ჯამში, ნინევაში დაბრუნებული აწყდებოდნენ სხვადასხვა ხარისხით რთულ პირობებს. სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა რაოდენობის (2,168,222) მიხედვით, ნინევა იკავებდა პირველ ადგილს 2018 წლის ნოემბრისთვის. დაზიანების დიდი მასშტაბებია მოსულსა და სინჯარში; შედარებით ნაკლებად, მაგრამ საგრძნობლადაა დაზიანებული პროვინციის სხვა ტერიტორიებიც. მოსულის დასავლეთ ნაწილი თითქმის სრულად განადგურებულია და იქ იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება. მოსულში ასაფეთქებელი ნარჩენების არსებობის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები და ქალაქის ზოგიერთი ნაწილი მიუწვდომელი რჩება.

5.4 გზების უსაფრთხოება

მოსულიდან სინჯარში მიმავალი გზა სირთულეებითაა სავსე, რადგან აქ 30-მდე საკონტროლო-გამშვები პუნქტია, რომელთაც სხვადასხვა ჯგუფი მართავს და კონტროლისა და არა პროგნოზირებადობის ხარისხიც სხვადასხვაა. ჰატრასა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოაწყვეს ყალბი საკონტროლო-გამშვები პუნქტები და იტაცებდნენ მოსახლეობას; საპასუხოდ, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დაჯგუფების 17 მებრძოლი მოკლეს. 2018 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროვინციის შიგნით გზებზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმება, მაგრამ გადაწყვეტილება სრულად ვერ აღსრულდა. დოჰუკისა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე ასევე განთავსებულია საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთაც მთავრობა და შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ; აღნიშნული პუნქტები სერიოზულად აფერხებს ვაჭრობას.

  1. სალაჰადინი

2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ სალაჰადინის ნავთობით მდიდარი ტუზის რაიონი და პროვინციის დედაქალაქი ტიკრიტი დაიავა. მიუხედავად ამისა, პროვინციის ქალაქებმა, როგორიცაა სამარა, ბალადი და ამერლი, გაუძლეს იერიშებს და დაუპყრობელი დარჩნენ. სალაჰადინი იყო პირველი პროვინცია, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს. ერაყის არმიამ 2015 წლის ზაფხულისთვის დაჯგუფების კონტროლის ზონიდან დაიხსნეს პროვინციის მთავარი დასახლებული ცენტრები. სალაჰადინი იყო ასევე პირველი პროვინცია, სადაც ხალხმა დაბრუნება დაიწყო.

პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით მოქმედი სუბიექტები არიან ერაყის უსაფრთხოების ძალები, სალაჰადინის საოპერაციო სარდლობა, სამარის საოპერაციო სარდლობა, ფედერალური პოლიცია, სახალხო მობილიზაციის ძალები, სუნიტური თომების დაჯგუფებები და თურქმენული დაჯგუფებები.

6.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

2018 წლის აპრილში წყაროები წერდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საოპერაციო შესაძლებლობები შეზღუდული იყო სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობის გამო, თუმცა კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაციები დაჯგუფების მებრძოლების აქტივობებზე ღამით. 2018 წლის ოქტომბერში „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლის მცირე ზონა შექმნა სალაჰადინში ბაიჯის ჩრდილოეთით. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, სალაჰადინში დაჯგუფებას მუდმივად მოქმედი საოპერაციო მოიერიშე ქსელი ჰყავდა ჯალამის უდაბნოში, ბაიჯიში, შირქათში, პულკანასა და მუთაბია/უდაიმში.

„ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიას აკონტროლებდა ბაიჯის პერიფერიულ ზონაში, მახულის მთებში, სადაც მოსახლეობაზე სოციალურ კონტროლს ახორციელებდა. შეინიშნებოდა რიგი ინდიკატორებისა რომლებიც მოწმობდა, რომ დაჯგუფება იბრძოდა გავლენისთვის. სხვადასხვა წყაროს ვარაუდით, „ისლამურ სახელმწიფოს“ 150-200 მებრძოლი ჰყავს სალაჰადინსა და დიალას შორის ტერიტორიაზე. 2018 წლის ივლისში ერაყის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვარაუდობდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კონტროლს ინარჩუნებდა კირკუკის, სალაჰადინისა და დიალას 75-მდე სოფელში.

2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობით სალაჰადინი მეოთხე პროვინცია იყო ერაყში 10.05 მაჩვენებლით, რაც თითქმის ნახევარია იმ მაჩვენებლისა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა (28.05). სალაჰადინში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 83 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 152 სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა. აღნიშნული მაჩვენებელი ასევე გაცილებით ნაკლები იყო 2017 წლის რიცხვებთან შედარებით – 83 ინციდენტი და 424 დაღუპული სამოქალაქო პირი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტებისა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით გამოირჩეოდა ბაიჯი (19 ინციდენტი და 32 დაღუპული), ალ-შირქათი (13 ინციდენტი და 40 დაღუპული) და ბალადი (13 ინციდენტი და 34 დაღუპული). ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას და სიკვდილით დასჯა/მკვლელობებს. „ისლამური სახელმწიფო“ 2018 წლის განმავლობაში განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს ერაყის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მათ შორის სალაჰადინში. თუმცა 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ექსპერტების შეფასებით, დაჯგუფება შესუსტებული იყო პროვინციაში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ 2018 წელს იერიშების საშუალო მაჩვენებელი თვეში შეადგენდა 14.2-ს; როდესაც იგივე მაჩვნებელი 2017 წელს 84.0 იყო. „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობების შესუსტება დიდწილად გამოიწვია შიიტურ და სუნიტურ სახალხო მობილიზაციის ძალების დაჯგუფებებს შორის თანამშრომლობამ. 2018 წლის დასაწყისში ძალადობის მატება შეინიშნებოდა, რაც დაჯგუფება „თეთრი დროშების“ აქტივობებით იყო გამოწვეული. ტენდენცია შეინიშნებოდა თებერვალშიც. მარტში იმატა თავდასხმებმა უსაფრთხოების ძალებზე. წლის განმავლობაში ძალადობრივი ინციდენტები პერიოდულად სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. 2018 წლის ბოლოსკენ ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებდა ორგანიზებული დანაშაულის ზრდაზე ტუზ ხურმატოში, მათ შორის იყო გამოსასყიდის მიზნით გატაცებები, რის შედეგადაც 400-მდე ადამიანი გაუჩინარდა.

6.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

„ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები ჰამრინის მთებში პროვინციაში დესტაბილიზაციის წყაროა. მთის რთული რელიეფის გამო, ძნელია დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ მოქმედება და ეს მათ საშუალებას აძლევს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იერიშები დაგეგმოს და განახორციელოს. უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული გაწმენდითი ოპერაციები არაეფექტური იყო. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პერიფერიულ ნაწილში უსაფრთხოების ძალები საკმარისი რაოდენობით არ არიან წარმოდგენილნი. თვითმხილველთა ინფორმაციით, ჰავიჯაში, კირკუკსა და ტუზ ხურმატოში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავისუფლად გადაადგილდებიან. 2017 წლის ოქტომბერში ტერიტორიიდან პეშმერგას გასვლამ უსაფრთხოების კუთხით ვაკუუმი შემქნა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ქურთული ძალების გასვლის შემდეგ, დაიკარგა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ქურთულ ძალებს ამბოხებულებთან ბრძოლის მიმართულებით ჰქონდათ.

6.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით სალაჰადინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 238,728 პირს შეადგენდა. მათი უმრავლესობა (117,870 პირი) პროვინციის შიგნით იყო გადაადგილებული. დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით, სალაჰადინი პროვინციებს შორის მესამე ადგილს იკავებს (590,652 რეგისტრირებული დაბრუნებული). მათი ძირითადი ნაწილი პროვინციის შიგნით იყო გადაადგილებული, დანარჩენები კი კირკუკიდან და ერბილიდან დაბრუნდნენ. გაეროს სააგენტოების მონაცემებით, სალაჰადინი მესამე ადგილზეა საჭიროებების მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით (764,669). იგივე წყაროების ინფორმაციით, დაბრუნებულთათვის ყველაზე რთული პირობები იყო ნინევაში, სალაჰადინში, კირკუკსა და ანბარში. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, სალაჰადინიდან დევნილთა 68% დაბრუნდა პროვინციაში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების ნეგატიური გავლენა უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი, რადგან დაბრუნებულები რისკის შემცველ ზონებში ცხოვრობენ; სადაც ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ინციდენტებს – თვითნებური დაკავებები (35%), გატაცებები (21%) და ინციდენტები, რომელთაც საბრძოლო ნარჩენები და ნაღმები იწვევს (13%). საერთო ჯამში, სალაჰადინში 89,158 დაბრუნებული ოჯახია, რომლებიც მძიმე პირობებს აწყდებიან. პროვინცია ასევე ერთერთია იმ პროვინციებს შორის, სადაც სერიოზულადაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

სალაჰადინში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში, ის დევნილები, რომელთაც მიიჩნევენ ექსტრემისტებთან კავშირის მქონეებად, უკრძალავენ დაბრუნებას ან დაბრუნების შემთხვევაში ძალით ასახლებენ უკან.

ტუზ ხურმატოს რაიონი დაყოფილია სუნიტ ქურთებს, შიიტ თურქმენებსა და სუნიტ არაბებს შორის, რაც იწვევს ხანგრძლივ ეთნიკურ და კონფესიურ დაპირისპირებებს. ტუზ ხურმატო, სადავო ტერიტორიებს შორის, ყველაზე დიდი ძალადობის მომსწრე იყო მას შემდეგ, რაც ერაყის ძალებმა ტერიტორიაზე კონტროლი წაართვეს ქურთულ ძალებს 2017 წლის ოქტომბერში.

 

6.4 გზების უსაფრთხოება

სალაჰადინის მოსულთან, ერბილთან და ბაღდადთან დამაკავშირებელი გზების უმეტეს ნაწილს სახალხო მობილიზაციის ძალების აკონტროლებენ. „ისლამური სახელმწიფო“ პერიოდულად ახერხებს ყალბი საკონტროლო-გამშვები პუნქტების ორგანიზებას, რაც გამოწვევაა როგორც სამოქალაქო პირებისთვის, ასევე უსაფრთხოების ძალებისთვის. სახალხო მობილიზაციის ძალები ფლობენ როგორც სივრცით კონტროლს პროვინციაში, ასევე ისინი აკონტროლებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს. აღნიშნული პუნქტების გამო, ერთი საათის სავალი გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

  1. ერაყის ქურთისტანის რეგიონი

ერაყის ქურთისტანი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამი პროვინციისგან – ერბილი, სულეიმანია და დოჰუკი – შედგება. ადმინისტრაციული ცენტრი ერბილში მდებარეობს, თუმცა ძალაუფლება რეალურად ორ მთავარ პარტიას შორისაა გადანაწილებული. KDP აკონტროლებს დოჰუკსა და ერბილს და PUK აკონტროლებს სულეიმანიას. 2014 წელს დაწყებული კონფლიქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყის ქურთისტანს არ შეხებია და რეგიონში ყოველთვის იყო სტაბილური სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით. ქურთისტანის რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირებს შორის სიკვდილიანობის ინტენსივობის კუთხით. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მოიმატა 2018 წლის განმავლობაში და შეადგინა დოჰუკში 3.12 (1.89 2017 წელს), ერბილში 1.3 (0.8 2017 წელს) და 2.28 სულეიმანიაში (1.21 2017 წელს).

7.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

2018 წლის განმავლობაში დოჰუკში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 20 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 28 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინციდენტების 50% იყო საჰაერო დაბომბვები. ერბილში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 15 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინციდენტების უმეტესობა იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა (40%), ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება (20%) და სიკვდილით დასჯა/მკვლელობები (13.3%). სულეიმანიაში 2018 წელს 26 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რასაც 45 სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა. ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას (53.8%), სიკვდილით დასჯა/მკვლელობებს (26.9%) და დაბომბვებს (3.8%).

2018 წლის მაისის არჩევნების პარალელურად, რეგიონში გაიზარდა პოლიტიკური ძალადობის დონე. რეგიონი მოიცვა ხანგრძლივმა საპროტესტო აქციებმა. თვითმხილველები საუბრობდნენ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე – ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ უსაფრთხოების ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ვერბალურ იერიშებს. საპროტესტო აქციები გაგრძელდა 2018 წლის დეკემბერშიც, როდესაც სამიზნედ საჯარო შენობები და პარტიების ოფისები იქცა. დემონსტრანტები ითხოვდნენ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის გადადგომას.

2018 წლიდან მოხდა თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის კონფლიქტის ესკალაცია. თურქული შეიარაღებული ძალები ერაყის ქურთულ ტერიტორიაზე 2017 წლის ბოლოს შევიდნენ და პროგრესულად განავითარეს თავიანთი წარმომადგენლობა – ქურთისტანის ტერიტორიაზე მათ ააშენეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები და გზები. დაკავებულმა ტერიტორიამ 400 კვადრატული კილომეტრი შეადგინა და გაიზარდა სამხედრო პატრულირება ერაყის ქურთისტანის დასახლებულ სოფლებში. თურქულ ძალები წარმოდგენილნი არიან დოჰუკისა და ერბილის პერიფერიულ ზონებში. 2018 წლის განმავლობაში გაიზარდა სახმელეთო შეტაკებებისა და საჰაერო დაბომბვების რაოდენობა, რასაც რამდენჯერმე სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მოჰყვა. ამასთან, ირანელი ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ ირანულმა ძალებმაც დაიწყეს ოპერაციები.

წყაროების შეფასებით, ქურთისტანის ჰალაბიას რაიონში „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ზონები აქვს 2016 წლიდან მოყოლებული და ცდილობს აღნიშნული ზონები გააფართოვოს. მახმურის რაიონი, რომელიც ფორმალურად ერბილის პროვინციას ეკუთვნის, სადავო ტერიტორიადაა შეფასებული; სადაც „ისლამური სახელმწიფო“ მართალია ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, მაგრამ აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსახლეობაზე და სახეზეა რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ დაჯგუფება ერაყის უსაფრთხოების ძალებთან გავლენისთვის იბრძვის.

7.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქურთულ ძალებს აქვთ პოტენციალი, ძალიან ეფექტურად უზრუნველყონ უსაფრთხოება. სამართალდამცავი სტრუქტურები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. თუმცა, არის ტერიტორიები, რომელთაც რეგიონული მთავრობა ვერ აკონტროლებს და აქ სიტუაცია განსხვავებულია; ასეთია, ერაყის ქურთისტანის დასავლეთი. უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმაზეცაა დამოკიდებული, ვინ არის ძალადობის წყარო. ერაყის ქურთისტანის სამხედრო ძალები, პოლიცია და დაზვერვა პრაქტიკაში იყოფა ორ ნაწილად – ისინი, ვინც KDP პარტიას ემსახურებიან და ისინი, ვინც PUK პარტიას ემსახურებიან. ორივე მათგანი პირდაპირ პარტიის ოფისიდან იღებს ბრძანებებს და ატარებს პარტიულ ინტერესებს. გარდა ამისა, ორივე მხარეს განსხვავებული მოკავშირეები ჰყავთ როგორც ერაყის ქურთისტანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. KDP-ის შესაძლებლობები, დამოუკიდებლად ებრძოლონ ქურთისტანის მუშათა პარტიას, შეზღუდულია, რადგან დაჯგუფება აკონტროლებს მძიმე და მიუწვდომელ ტერიტორიებს.

7.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ერბილიდან 10 ათასამდე ადამიანი იყო იძულებით გადაადგილებული თავად პროვინციის შიგნით; გადაადგილება ხდებოდა მახმურის რაიონიდან. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტენდენციები გამოიწვია თურქულმა და ირანულმა ოპერაციებმა უცნობია; თუმცა რიგი წყაროების მტკიცებით, აღნიშნულმა ოპერაციებმა ადგილობრივებს გადაადგილება აიძულა.

7.4 გზების უსაფრთხოება

2018 წლის აპრილში გაიხსნა ერბილისა და მახმურის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ერაყის ძალებსა და რეგიონული მთავრობის ძალებს შორის სადავო ტერიტორიებისთვის შეტაკებების გამო 6 თვის განმავლობაში იყო დაკეტილი. ასევე ოფიციალურად გაიხსნა  ერბილისა და კირკუკის დამაკავშირებელი მთავარი გზა. ერბილიდან კირკუკისკენ მიმავალი ორი მთავარი გზატკეცილის კირკუკის საზღვართან მონაკვეთი მიიჩნევა რისკის შემცველად.

  1. სამხრეთის პროვინციები

ერაყის სამხრეთი პროვინციები ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სრული უმრავლესობა შიიტები არიან; თუმცა, ასევე წარმოდგენილნი არიან ფეილი ქურთები, ქრისტიანები და საბეან მანდეანელები. ქალაქი ბასრა, რომელიც ერაყის სამხრეთით მდებარეობს, სიდიდით მესამე ქალაქია. ბასრაშია ერაყში ნავთობის ყველაზე დიდი საბადოები. აღნიშნული მარაგების მსოფლიო ბაზრისთვის გახსნა სადამის რეჟიმის შემდეგ, იყო დიდი ხნის ნანატრი ბიძგი ერაყის ეკონომიკისთვის.

8.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება

საერთო ჯამში, სამოქალაქო პირებს შორის 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთის პროვინციებშია. 2018 წელს სამხრეთის პროვინციებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბასრაში და შეადგენდა 4.62-ს, დიქარში – 2.52, მისანში – 1.71 და ბაბილში – 1.43.

სამხრეთის პროვინციებს არ შეხებია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტი. სამხრეთის პროვინციებიდან დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად 2014 წელს ათასობით პირი წავიდა. სამხრეთის პროვინციები ერაყის ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაა, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს; აღნიშნული პრობლემები დაკავშირებულია კრიმინალთან, ნარკოდანაშაულთან, შიიტურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაჯგუფებების მხრიდან; ასევე, გატაცებებთან, გამოძალვასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობასთან. სამხრეთ პროვინციებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან ცოტა ინციდენტი ფიქსირდება და მათი უმრავლესობაში ჩართულნი არიან თომები, სახალხო მობილიზაციის ძალები, ბანდები ან ყველა ერთად. ძალადობა სხვადასხვა შიიტურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სამხრეთის პროვინციებში ხდება და წარმოადგენს ტერიტორიასა და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლას. შიგა შიიტური დაპირისპირებები ძირითადად გავლენას ახდენს იმ ხალხის უსაფრთხოებაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დაჯგუფებებში ან ტომთა ჯგუფებში.

რეგიონის სტაბილურობაზე ნეგატიურად მოქმედებს ტომებს შორის დაპირისპირება. ადგილობრივი პოლიცია უგულებელყოფს ან საერთოდ უძლურია, აღკვეთოს ასეთი კონფლიქტები. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინტერვენცია მიზანშეწონილია, პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ხშირად ერთერთი კონფლიქტურ მხარესთან არიან დაკავშირებულები, არ ერევიან შემდგომი რეპრესიების შიშით.

სამხრეთის პროვინციებში 2018 წელი მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებით გამოირჩეოდა. მოსახლეობა აპროტესტებდა ელექტროენერგიის დეფიციტს, სასმელი წყლის დაბალ ხარისხს, მწირ საჯარო სერვისებს, უმუშევრობას და ფართოდ გავრცელებულ კორუფციას. მთავრობა ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას, თუმცა ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, პროტესტი გრძელდებოდა. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული.

8.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი

ტომებს შორის დაპირისპირება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამხრეთ ერაყის ეკონომიკაზე, რადგან რიგმა უცხოურმა კომპანიებმა და ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა; დასაქმებული მუშახელი უარს აცხადებდა სამსახურში გასვლაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უსაფრთხოების ძალების მცდელობას, მოეგვარებინათ ტომებს შორის კონფლიქტური ვითარება, დიდი შედეგი არ მოუტანია.

ნავთობის სექტორში ფართოდაა გავრცელებული კორუფცია და გამოძალვა. ბასრას ლიდერი კლანი რეკეტის სქემით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის სანაცვლო კომპენსაციადაა შენიღბული, 105 მილიონ აშშ დოლარზე მეტს იღებს. ნავთობის მარაგები ბასრაში ისეთ ტერიტორიებზეა, სადაც ძლევამოსილი, ხშირ შემთხვევაში შეიარაღებული ტომები სახლობენ და ნავთობის სფეროს სუბიექტებმა იციან, რომ უნდა დაიქირაონ გავლენიანი ტომების ლიდერები სხვადასხვა სახის კამათისა და დაპირისპირებების მოსაგვარებლად.

უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია დაპირისპირებული შეიარაღებული ჯგუფებს შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რაც ზოგადად უსაფრთხოების კუთხით გარკვეულ ნაპრალებს ქმნის. კრიმინალურმა ბანდებმა ბასრაში გამოიყენეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ხარვეზები და შედეგად გაიზარდა ძარცვის, გატაცების, მკვლელობების და ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტები.

8.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება

2019 წლის იანვრის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული პირების დაახლოებით 3% იმყოფება სამხრეთის პროვინციებში; მათგან თითქმის ყველა ნაჯაფის პროვინციაში. გაეროს სააგენტოების მონაცემებით, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა პროვინციებში ასეთი იყო: ნაჯაფი (28,069), ქერბალა (25,497), ბაბილი (23,853), ქადისია (15,206), ვასიტი (13,529), ბასრა (8,088), დიქარი (4,171), მისანი (2,966) და მუთანა (1,290). „Human Rights Watch“-ის ერთერთი მკვლევარის მტკიცებით, ბაბილი ერთადერთი პროვინციაა, სადაც არავინ დაბრუნებულა.[1] [2]

[1] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 27 March 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation (supplement) – Iraq Body Count – civilian deaths 2012, 2017-2018, February 2019

 (accessed on 27 March 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 იანვარი, 2019

2018 წელს ირანში 7 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს – „Amnesty International“ ამ მონაცემებს „სირცხვილის წელიწადსა“ და „რეპრესიის უსირცხვილო კამპანიას“ უწოდებს. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, გარემოს დაცვის აქტივისტები, მუშები და ადამიანის უფლებათა დამცველები. დაპატიმრებები ძირითადად პოლიტიკურადაა მოტივირებული.[1]

ქურთი დემონსტრანტები ერაყში თურქულ სამხედრო ბანაკს დაესხნენ თავს – ერაყელი ქურთების რეგიონში გაბრაზებულმა ხალხმა მანქანებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ამით მათ რეგიონში თურქეთის ავია იერიშები გააპროტესტეს. მომხდარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.[2]

აშშ-მა და „თალიბანმა“ ავღანეთის სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს – მხარეებს შორის 6-დღიანი მოლაპარაკებები ყატარში გასულ კვირას გაიმართა. მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა ავღანეთში 17-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს.[3]

იემენში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ელ-მოხას ბაზარში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზრობასთან მდებარე პოპულარულ კაფესთან მდგარ მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის 2 არაბი ჟურნალისტია.[4]

პაკისტანში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ – ტერაქტი ქალაქ ლორალაიში მოხდა. ინციდენტის შედეგად 9 სამართალდამცველი დაიღუპა და 21 დაშავდა. 2 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

[1] Radio Free Europe / Radio Liberty; Amnesty blasts mass arrests in Iran’s “Year of Shame”; 24 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/amnesty-blasts-iran-s-mass-arrests/29728248.html

[2] BBC; Kurdish protesters storm Turkish military camp in Iraq; 26 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47015699

[3] BBC; Taliban talks: Draft framework for Afghanistan peace agreed; 28 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-47028177

[4] იმედის ახალი ამბები; იემენში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა; 29 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/94655/iemenshi-apetqebas-eqvsi-adamiani-emskhverpla

[5] Pakistan Today; Attack on Loralai police office claims nine clives; 30 January, 2019; available at: https://www.pakistantoday.com.pk/2019/01/29/two-dead-19-injured-in-attack-on-digs-office-in-loralai/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ოქტომბერი, 2018

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი მოკლეს – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ჰაუვა მოჰამედ ლიმანი მედდასთან, ელის ლოშკასთან ერთად, 1-ელ მარტს გაიტაცეს. კომიტეტის კიდევ ერთი წევრი საიფურ ჰუსეინ აჰმად ხოსრა, რომელიც რადიკალებმა მათთან ერთად აიყვანეს მძევლად, სექტემბერში მოკლეს.[1]

ნიგერიაში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩრდილოეთ ნიგერიაში, კადუნას შტატში მდებარე ბაზარში მოხდა, სადაც მუსლიმ და ქრისტიან მუშებს შორის დაპირისპირება ერიკების რიგში შელაპარაკებით დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით 22 ადამიანი დააკავეს. კადუნა მძაფრი ბრძოლის ადგილია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. შტატი გაყოფილია – მუსლიმები ძირითადად ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ქრისტიანები – სამხრეთით. ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია 2001 წელს შარიათის შემოღების შემდეგ.[2]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით 24 ადამიანი დაიღუპა – ქვეყანაში, ერთი კვირის განმავლობაში ებოლას 33 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 24 ფატალური შედეგით დასრულდა. 2018 წლის ივლისის შემდეგ ებოლას 211 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ფატალური შედეგით 138 შემთხვევა დასრულდა.[3]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეამბოხეებმა 15 ადამიანი მოკლეს და ათობით ბავშვი გაიტაცეს – შემთხვევა უგანდის საზღვართან მდებარე ქალაქ ბენიში მოხდა. მემაბოხეები ებოლასთან ბრძოლის ცენტრში შეიჭრნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოკავშირე დემოკრატიული ძალების მეამბოხეებმა განახორციელეს.[4]

ვითარება ავღანეთში – ყანდაარის პროვინციაში გავლენიანი მაღალჩინოსანი, კერძოდ კი პოლიციის უფროსი აბდულ რაზექი მოკლეს. სროლა უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე შეხვედრის დროს მოხდა. სროლისას გუბერნატორი  და შეხვედრაში მონაწილე ორი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძღვანელი გენერალი სკოტ მილერი, რომელიც უვნებლად გადარჩა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[5]

20 ოქტომბერს ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში 2500 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების საბოლოო შედგები 20 დეკემბერს გამოცხადდება. ქაბულის ჩრდილოეთით, რამდენიმე საარჩევნო უბანთან აფეთქება მოხდა. ინციდენტებს ადგილი მინიმუმ 3 ლოკაციაზე ჰქონდა, თუმცა მათ ხმის მიცემის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.[6]

ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის დასახლებაში დანაღმულ გზაზე აფეთქდა ავტომობილი, რომლითაც ადგილობრივები გადაადგილდებოდნენ.[7]

ბალხის პროვინციიდან არჩევნების 4 დამკვირვებელი გაიტაცეს. მოგვიანებით მათი ცხედრები მაზარი-შარიფში იპოვეს. პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია.[8]

ჰერათის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას ნატოს მისიის ჯარისკაცი ემსხვერპლა. სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა გაუხსნა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[9]

ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ KDP გაიმარჯვა – მასუდ ბარზანის პარტიას 45 ადგილი ერგო; მასთან კოალიციაში მყოფმა ქურთისტანის პატრიოტულმა კავშირმა – 21. ქურთისტანის პარლამენტში 111 ადგილია, საიდანაც 11 მანდატი უმცირესობებისთვისაა გამოყოფილი.[10]

ერაყში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ქაოარაში ავტომობილის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა. ავტომანქანა ბაზარსა და რესტორანს შორის ხალხმრავალ ადგილას გააჩერეს და შემდეგ ააფეთქეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[11]

[1] BBC; Boko Haram faction kills second aid worker in Nigeria; 16 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45871361

[2] BBC; Nigeria’s Kaduna state: 55 dead after row at market; 21 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-45930407

[3] Al Jazeera; DR Congo: Ebola claims 24 lives in one week; 16 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/dr-congo-ebola-claims-24-lives-week-181016061932750.html

[4] VOA News; Congo rebels kill 15, abduct kids in Ebola outbreak region; 21 October, 2018; available at: https://www.voanews.com/a/rebels-kill-congolese-army-health-workers-fighting-ebola/4622429.html

[5] Reuters; Top Afghan police chief killed in shooting, U.S. general unhurt; By Ismail Sameem, Hamid Shalizi; 18 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-security/top-afghan-official-killed-in-shooting-u-s-general-unhurt-idUSKCN1MS1WF?il=0

[6] Arab News; 19 dead, 170 injured after multiple blasts rock Kabul in election day violence; 20 October, 2018; available at: http://www.arabnews.com/node/1390841/world

[7] Al Jazeera; Afghanistan: Radside bomb blast kills 11 in Nangarhar’s Achin; 21 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/afghanistan-roadside-bomb-blast-kills-11-nangarhar-achin-181021093503900.html

[8] Press News Agency; Dead bodies of 4 election observers found in Mazar Sharif City; 21 October, 2018; available at: https://www.khaama.com/dead-bodies-of-4-election-observers-found-in-mazar-sharif-city-06201/

[9] The Defence Post; NATO Afghanistan mission service member killed in possible insider attack in Herat province; By Joanne stocker; 22 October, 2018; available at: https://thedefensepost.com/2018/10/22/afghanistan-nato-resolute-support-service-member-killed-herat-province/

[10] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩვენბეის შედეგები ცნობილია; 22 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/82208/erakis-qurtistanshi-saparlamento-archevnebis-shedegebi-tsnobilia

[11] Al Jazeera; Iraq: Deadly car bomb hits market near Mosul; 23 October, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/10/iraq-car-bomb-blast-kills-wounds-15-mosul-181023080243163.html

ერაყი. იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა ქურთისტანში. ივლისი, 2018

ქურთისტანში შესვლის წესებიერაყის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილია სამი წყარო, რომლებიც აცხადებენ, რომ ეთნიკურად ქურთებს, მათ შორის ქურთებს კირკუკიდან, თავისუფლად შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონში შესვლა, მათ ასევე არ მოეთხოვებათ სპონსორის ყოლა. „Human Rights Watch“-მა განაცხადა, რომ ეთნიკურად ქურთი პირები, რომლებსაც კირკუკში ხანგრძლივი ბინადრობა გააჩნიათ, ადვილად შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონში შესვლა. მათ არა მხოლოდ შესვლა, არამედ, ერაყის ქურთისტანში დასახლების შესაძლებლობაც აქვთ. ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია ქანდილმა (Qandil) აღნიშნა, რომ ეთნიკურ ქურთებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონში დასახლება. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეთნიკურად ქურთი პირებისთვის ერაყის ქურთისტანის რეგიონზე წვდომის შესაძლებლობა დამოკიდებულია ინდივიდის ამა თუ იმ პოლიტიკურ კუთვნილებაზე და ეს პროცესი შეიძლება გართულებული იყოს. აზაიშის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელის, ესმათ არგუშის თქმით, ეთნიკურად ქურთებმა, რომლებიც კირკუკში ხანგრძლივად ცხოვრობდნენ, ერაყის ქურთისტანის რეგიონში შესვლის დროს უნდა დააკმაყოფილონ ყველა ის მოთხოვნა, რაც ერაყის სხვა მოქალაქეებს მოეთხოვებათ.

გლუკის განმარტებით, ქურთებს, რომლებიც კირკუკში არიან დარეგისტრირებულები, არ შეუძლიათ ერაყის ქურთისტანის რეგიონის სხვა ნაწილში დარეგისტრირება და უძრავი ქონების შეძენა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) განაცხადა, რომ ქურთები, მათ შორის ქურთები კირკუკიდან, თავისუფალი არიან სპონსორის ყოლის აუცილებლობისგან. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არსებობს ზოგიერთი გამონაკლისი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს სპონსორის ყოლის აუცილებლობისგან ათავისუფლებს, მაგალითად როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს ესაჭიროება შესვლის ნებართვა სამედიცინო მიზნებისთვის, ან იძულებით გადაადგილებული პირი მარტოხელა ქალია, ან ქალია, რომელსაც თან ახლავს ბავშვები.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის განცხადებით, ერბილის და დოჰუკის პროვინციებში შესვლის წესები დიდად განსხვავდება სულეიმანიის პროვინციაში შესვლის წესებისგან: იძულებით გადაადგილებული პირები, ერბილისა და დოჰუკის პროვინციებში შესვლისას უნდა წარდგნენ გამშვებ პუნქტებთან, ხოლო არაბ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც აღარ ფლობენ ერბილის მოქმედ ბინადრობის დოკუმენტებს, გამშვებ პუნქტებზე უარს ეუბნებიან რეგიონში შესვლაზე. ამავე ორგანიზაციის იურისტის თქმით, ქურთებს, იეზიდებს და ქრისტიანებს, როგორც წესი, ბინადრობის დოკუმენტის წარდგენის გარეშე აძლევენ ერბილის და დოჰუკის პროვინციებში შესვლის უფლებას. თუმცა, უსაფრთხოების კუთხით შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების შემთხვევებში.

რაც შეეხება იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც სულეიმანიაში შესვლა სურთ, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის თქმით, მათ გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები და შესვლის ნებართვას მიიღებენ ტურისტული ვიზის სახით, რომელსაც 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში, იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დარეგისტრირდეს მიგრაციის და გადაადგილების ბიუროში და ადგილობრივ მუხთარში, მან ასევე უნდა მოიძიოს სპონსორი.

ქანდილმა აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტების გადალახვისას, ბინადრობის ბარათი ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს არაბებისთვის. მაშინ როდესაც ქრისტიანები, ქურთები და იეზიდები არ საჭიროებენ ბინადრობის ბარათებს. გლუკის თქმით, თურქმენებს და ქრისტიან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ მოკლევადიანი ბინადრობის ბარათით გადალახონ გამშვები პუნქტები. ჟურნალისტი ოსამა ალ ჰაბაჰბეჰი განმარტავს, რომ სუნიტებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ სპონსორი ერაყის ქურთისტანში შესვლისთვის.[1]

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულება ქურთისტანში

საინფორმაციო სააგენტო, „Kurdistan24“-ის მიერ 2018 წლის მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2017 წელს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა, დაახლოებით 3.5 მილიონი ერაყელი დაუბრუნდა თავის წარმოშობის ადგილს, თუმცა 2 მილიონამდე ადამიანი კვლავ იძულებით გადაადგილებულია. სტატიაში აღნიშნულია, რომ შემუშავებულია გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია დაბრუნებული ოჯახების მხარდაჭერასა და დახმარებაზე, რაც მოიცავს გადაუდებელი საჭიროებებისთვის ფულად დახმარებას და ასევე სხვა დამატებით მხარდამჭერ პროგრამებს.[2]

მედია კავშირი „Rudaw“ 2018 წლის 28 ივნისს აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ერაყის ქურთისტანი – ერბილი და ბაღდადი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებდნენ იძულებით გადაადგილებული ერაყელების თავიანთ სახლში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. დელეგაციამ ბაღდადიდან, რომელსაც ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდარ ალ-აბადის წარმომადგენელი, მაჰდი ალ-ალაქი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა ერბილში ქურთისტანის რეგიონულ მთავრობის დელეგაციასთან შინაგან საქმეთა მინისტრის კარიმ სინჯარის მეთაურობით. ამ დროისთვის, ერაყიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაგან 1.1 მილიონი ადამიანი ქურთისტანის რეგიონშია. ქურთისტანის ბანაკებში მცხოვრები ერაყელი დევნილების უმეტესობა ნინევას პროვინციიდან – მოსულიდან და სინჯარიდანაა – რომლებიც ომის შედეგად კვლავ განადგურებულია. აღდგენის პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მალე დასრულდეს პროცესი. მოსულში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს 300 სპეციალური მანქანა. ივნისის დასაწყისში, ბაღდადმა განაცხადა სინჯარის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ. ერბილი და ბაღდადი ასევე შეთანხმდნენ ქურთისტანის რეგიონსა და ერაყს შორის დამაკავშირებელი გზების გახსნაზე, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში, ერაყის ცენტრალური ხელისუფლების ძალების მიერ სადაო ტერიტორიების დაკავების შემდეგ დაკეტილი იყო.[3]

ქურთისტანში მდებარე ბანაკები

მთლიანობაში 800,000 ადამიანი ცხოვრობს ქურთისტანში მდებარე ბანაკებში, რაც მთელი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. აღნიშნული ბანაკები სხვადასხვა ზომისაა და განთავსებულია ქალაქებისგან მოშორებით და ასევე გარეუბნებში. ისინი იმართებიან ქურთისტანის მთავრობის მიერ, ხოლო მხარდაჭერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გლუკის) მიერ. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ბანაკებში, სადაც მცხოვრებ ადამიანებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სერვისებს (წყალი, სანიტარული და ჰიგიენის საგნებს, ასევე აწვდიან ფულად დახმარებებს და ეხმარებიან განათლების მიმართულებითაც…). ახლად მისული დევნილები კარვებში არიან განთავსებულები, ხოლო ადრე მისული დევნილები წარმოდგენილები არიან პატარა ქალაქებში, სადაც განთავსებულია მაღაზიები, სკოლები და ყველაფერი, რაც საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მათ, ვინც ახლოს ცხოვრობენ ქალაქებთან, ხშირად უწევთ მუშაობა ქალაქგარეთ, ფლობენ ავტომობილებს და ხშირად დადიან ქალაქში.[4]

დასაქმების კუთხით არსებული ვითარება

დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ამავე სამსახურის ფაქტების დამდგენი მისიის მიერ 2015 წლის 26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში ქურთისტანის რეგიონში განხორციელებულ ვიზიტს და იქ არსებული ვითარების შესწავლის ანალიზს, აღნიშნულია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში დასაქმების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, როგორც მასპინძელი მოსახლეობისთვის, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობაც კარგავს სამსახურებს. როგორც ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, კერძო სექტორზეც აისახა ფინანსური კრიზისი, რაც მოიცავს სამშენებლო და ნავთობის ბიზნესსაც. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ნავთობის ბიზნესში ძირითადად უცხოელები არიან დასაქმებულები.

როდესაც საქმე ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, სამი სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ დევნილები, რომლებიც ახერხებენ დასაქმებას, ისინი ძირითადად საქმდებიან დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების მქონე სფეროებში, მაგალითად მშენებლობებზე, სასოფლო სამეურნეო ან სარესტორნო სფეროში. ხოლო იმ დევნილებს, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ დასაქმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. თუმცა, ამ სფეროში სამუშაო ადგილების რაოდენობა დაბალია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ცხადი ხდება, რომ საჯარო სექტორში არ ემატება ახალი სამსახურები და ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას, 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული, არ გადაუხდია ხელფასები მთავრობაში მომუშავე ადამიანებისთვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შეუძლებელია ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელის ხელფასით ცხოვრება. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე დევნილები თავიანთ ხელფასებს ცენტრალური მთავრობიდან, ბაღდადიდან იღებენ. უმუშევრობის მაჩვენებელი მერყეობს 6.5% და 35%-ს შორის. დასაქმების კუთხით ერთმანეთის კონკურენტები არიან, ადგილობრივი მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები და სირიელი ლტოლვილები. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, იძულებით გადაადგილებული პირები, როგორც წესი თანახმა არიან დაბალი შემოსავლის მქონე სამსახურებში დასაქმებაზე. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, ორგანიზაცია მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება ევროპიდან ქურთისტანის რეგიონში დაბრუნებული ქურთების დასაქმების კუთხით, რადგან ბევრი კომპანია მნიშვნელოვნად ამცირებს შტატებს.

განათლებაზე წვდომა

სამი წყარო იუწყება, რომ ქურთისტანის რეგიონში განათლება საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. დასავლელი დიპლომატის თქმით, ქურთისტანის რეგიონში მოქმედ სკოლებზე არსებული დიდი წნეხის ფონზე, რომელიც გამომდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობით, ბავშვების დიდი უმეტესობა არ დადის სკოლაში. მისივე თქმით, დევნილთა ბავშვების უმეტესობა წელიწადზე მეტია, რაც არ ყოფილა სკოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრის კარიმ სინჯარის თქმით, დევნილ ბავშვთა 80% სკოლაში არ დადის. ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი, რადგან ქურთისტანის სკოლებში სწავლება ქურთულ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო დევნილები მხოლოდ არაბულად საუბრობენ და არ ფლობენ ქურთულ ენას.

დაწყებითი განათლება თითქმის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა მშობლები ჩივიან რომ მათი შვილები ვერაფერს ვერ სწავლობენ სკოლებში. რესურსების სიმცირიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს როგორც დაწესებულებების, ასევე მასწავლებელთა სიმცირეს, ერთ კლასში დაახლოებით სამოცამდე ბავშვია და სკოლები სამ სმენად მუშაობენ.

დევნილებისთვის არ არის ხელმისაწვდომი საჯარო უნივერსიტეტები. არსებობს კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც დევნილებისთვის ფინანსურად არ არის ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვაზე წვდომა

კვლევების მიხედვით, იკვეთება, რომ ქურთისტანის რეგიონში ჯანდაცვის სისტემა სუსტია. დევნილებს ისეთივე წვდომა აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე რესურსების სიმცირე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამჯერად, ხალხს უწევს გარკვეული თანხის გადახდა, რომ მომსახურება მიიღონ კერძო კლინიკებსა და საავადმყოფოებში.

არსებობს წამლებზე წვდომის პრობლემაც. ზოგიერთი წამალი შეიძლება არც მოიპოვებოდეს ქურთისტანის რეგიონში. ქრონიკული ან სხვა სახის დაავადებების მქონე დევნილების, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მკურნალობას, ტრანსპორტირების პრობლემაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამუდმებით არსებობს ქოლერის პრობლემა დევნილთა ბანაკებში. ქურთისტანის რეგიონის სამხრეთით მდებარე ბანაკი ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაიხურა.[5]

[1] United Kingdom: Home Office Country Policy and Information Note Iraq: Return/Internal relocation;  September 2017

[accessed July 17, 2018]

[2] Kurdistan24: UN: Up to 2 million Iraqi IDPs to return in 2018, almost 9 million to need aid; March 07-2018 http://www.kurdistan24.net/en/news/710930d0-247b-4c34-a9a2-9f440d92c7f8 [accessed July 19, 2018]

[3] Rudaw Media Network: Erbil, Baghdad agree to coordinate IDP returns; 28/6/2018 http://www.rudaw.net/english/kurdistan/280620182 [accessed July 19, 2018]

[4] Radio activité: Refugees and IDPs in Iraqi Kurdistan; 19 September 2017 https://radio-activite.fr/iraqi-kurdistan-the-world-of-camps/ [accessed July 20, 2018]

[5] Danish Immigration Service: The Kurdistan Region of Iraq (KRI) Access, Possibility of Protection, Security and Humanitarian Situation;  April 2016

[accessed July 20, 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 დეკემბერი, 2017

პაკისტანში ეკლესიაზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა – პაკისტანში, ქალაქ კვეტას ეკლესიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, რის შემდეგაც თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა ატყდა. ბელუჯისტანის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში 2 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში შესვლამდე მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოახერხა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[1]

ეთიოპიაში ეთნიკურ დაპირისპირებას 60 ადამიანი ემსხვერპლა – ეთიოპიაში, სომალის საზღვართან მდებარე ორომოს ტომის ერთერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმას ეთნიკური სომალელები ემსხვერპლნენ.  მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებებმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.[2]

2017 წელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მსოფლიოში 65 ჟურნალისტი დაიღუპა – საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშში მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად სირია და მექსიკა დაასახელა. გარდაცვლილთაგან 26 უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. ისინი ავია იერიშებს, საარტილერიო ცეცხლსა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ემსხვერპლნენ. 39 კორესპონდენტი კი, რომელთა მასალებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს, განზრახ მკვლელობის მსხვერპლია. ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: სირია (12), მექსიკა (11), ერაყი (9), ავღანეთი (8), ინდოეთი (4), ფილიპინები (4), სომალი (4), რუსეთი (1), მალტა (1), სამხრეთ სუდანი (1), ჰონდურასი (1), დანია (1), კოლუმბია (1), ბრაზილია (1), მიანმარი (1), ბანგლადეში (1).

ყველაზე გახმაურებული მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა გახდა. ჟურნალისტი 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. დაფნე კარუანა გალიცია მთავრობის წევრების, მათ შორის მალტის პრემიერ-მინისტრის ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ ხშირად წერდა. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ათი პირიდან სამს ბრალი აქვს წაყენებული. გარდა ამისა, შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის მკვლელობა, რომელშიც ბრალი უოლის რესპონდენტს და გამომგონებელს პეტერ მედსენს წაუყენეს.

პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით, 326 ჟურნალისტი დააკავეს, 54 კი ტყვეა, ორი კორესპონდენტი დაკარგულად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემები შემცირებულია. 2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი, რაც 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ ახალი რეკორდია. ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს ჩინეთში (52), თურქეთში (43), სირიაში (24), ირანსა (23) და ვიეტნამში (19).[3]

ავღანეთში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა – ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად 8 პოლიციელი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოლო პერიოდში ავღანეთში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოძრაობა თალიბანმა მსხვილ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე გაძლიერდა „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა.[4]

ერაყში 350 პატიმარი გაუჩინარდა – ქალაქ კირკუკში 350 პატიმარი გაუჩინარდა. დაკარგულ პატიმრებს შორის უმეტესად სუნიტები არიან. აღნიშნული ადამიანები ქურთისტანის ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავა. მას შემდეგ რაც ერაყმა კირკუკზე კონტროლი დაამყარა, პატიმრების კვალს ვეღარსად მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, 7 ნოემბერს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს, სადაც მთავარი მოთხოვნა მათი დაკავებული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. 25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ოქტომბერში ერაყის სპეცრაზმმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარა.[5]

საუდის არაბეთში ქალებს მოტოციკლის და სატვირთო მანქანის მართვის უფლებაც მისცეს – 2018 წლიდან, საუდის არაბეთში ქალები, ავტომობილების გარდა, მოტოციკლის და სატვირთო მანქანების მართვასაც შეძლებენ. ქვეყნის ტრანსპორტის სამმართველომ ახალი წესების დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც ქალებისთვის ავტომობილების მართვის აკრძალვის მოხსნას გულისხმობს. სექტემბერში სამეფოში გაიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ქალებს მართვის უფლება 2018 წლის ივნისიდან შეეძლებათ. ტრანსპორტის სამმართველოს ცნობით, ქალები სატვირთოების და მოტოციკლის ტარებასაც შეძლებენ და მართვასთან დაკავშირებული აქტები ორივე სქესზე ერთნაირად გავრცელდება. „მძღოლ ქალებს სპეციალურ სარეგისტრაციო ნომრებს მისცემენ“, – აცხადებენ უწყებაში. თუმცა, ქალებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები გახდებიან, ან დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, სპეციალურ ცენტრებში გააგზავნიან, სადაც მხოლოდ ქალები მუშაობენ.[6]

[1] CNN; Suicide bomber kills 7 at church in Pakistan; By Syed Shah and Sophia Saifi; 17 December, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/12/17/asia/pakistan-quetta-church/index.html

[2] იმედის ახალი ამბები; ეთიოპიაში ეთნიკურ დაპირისპირებას 60 ადამიანი ემსხვერპლა; 18 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/40619/etiopiashi-etnikur-dapirispirebas-60-adamiani-emskhverpla

[3] Radio Free Europe – Radio liberty; RSF: Syria, Iraq, Mexico are most dangerous for journalists, but deaths decreasing; 19 December, 2017; available at: https://www.rferl.org/a/reporters-without-borders-journalists-deaths-2017/28926294.html

[4] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა; 20 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/41016/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-11-adamiani-emskhverpla

[5] Human Rights Watch; Kurdistan Region of Iraq: 350 Prisoners ‘Disappeared’; 21 December, 2017; available at: https://www.hrw.org/news/2017/12/21/kurdistan-region-iraq-350-prisoners-disappeared

[6] Arabian Business; Saudi women will also be allowed to drive trucks, motorbikes; By AFP; 16 December, 2017; available at: http://www.arabianbusiness.com/politics-economics/385814-saudi-women-will-also-be-allowed-to-drive-trucks-motorbikes

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 1-7 ნოემბერი, 2017

ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში 530 ჟურნალისტი მოკლეს – 2006 წლიდან 11 წლის განმავლობაში კი მედიის 930 წარმომადგენელი მოკლეს. ამის შესახებ საუბარია UNESCO-ს ანგარიშში. უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე 47 ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე დაუსჯელია.

ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტები არიან, რომლებიც ბლოგებსა და სოციალურ ქსელში ინფორმაციებს ისეთი რეგიონებიდან ავრცელებენ, სადაც წასვლას ბევრი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვერ ბედავს. 2012 წლიდან ჟურანლისტებისთვის ყველაზე სახიფათო არაბული ქვეყნებია. პირველ რიგში კი სირია, ერაყი და იემენი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.[1]

ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა – ოფიციალური ბაღდადის მიერ ერაყის ქურთისტანზე კონტროლის მოსაპოვებლად დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ, მიგრაციის მაღალი დონე დაფიქსრიდა ერბილის რეგიონში (80 802 ადამიანი), სულეიმანიასა (46 734 ადამიანი) და დაჰუკში (17 154 ადამიანი).

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 8 თვით გადადო. არჩევნების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები არ დარეგისტრირებულან.

25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ერაყი რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მის გაუქმებას მოითხოვს.[2]

ნიუ-იორკში მიმხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა. მას ბრალდება უკვე წაუყენეს. 

29 წლის საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ბოლო დროს ის ცხოვრობდა ფლორიდის ქალაქ ტამპში. დაკავებისას მას აღმოაჩნდა ამ შტატის ავტომობილის მართვის მოწმობა. მან საგანგებოდ მიმართა თავისი სატვირთო მანქანა სასკოლო ავტობუსისკენ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისხდნენ. ავტობუსში ორი უფროსი ადამიანი და ორიც ბავშვი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საიფულო საიპოვი პოლიციამ დაჭრა. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.[3]

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქი სირიის ჯარმა აიღო – ქალაქ დეირ ერ ზორს ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო როგორც სირიის სამთავრობო ჯარი, ისე რუსული სამხედრო ავიაციაც. ეს ქალაქი სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენი იყო. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.[4]

იემენში ზედიზედ ორი ტერაქტი მოხდა – იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა. მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. იემენში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა კონფლიქტი დაარეგულირონ, ამ დრომდე უშედეგოა.[5]

რაბულმა კოალიციამ იემენში ყველა პორტის დახურვა გადაწყვიტა – არაბულმა კოალიციამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ერ-რიადის მიმართულებით რაკეტის გაშვების გამო დახურა იემენის ყველა აეროპორტი, სახმელეთო და საზღვაო პორტები. „ეს ზომები მიღებული იქნება ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის აუცილებლობის შესაბამისად,“ – ნათქვამია განცხადებაში. 5 ნოემბერს საუდის არაბეთმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში გაანეიტრალა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა „შეზღუდული ზომის“ იყო და არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.

იემენში ყველა აეროპორტის, სახმელეთო და საზღვაო პორტების დახურვაზე არაბული კოალიციის გადაწყვეტილებამ გაეროს იემენის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ გაეროს მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განაცხადა. მისი თქმით, იემენში გაეროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ორი რეისი დროებით შეფერხდა.[6]

საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს მექრთაეობის, გაფლანგვის, ფულის გათეთრების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს – ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალას, რომელიც ფორბსის მდიდარი ადამიანების რეიტინგში 45-ე ადგილზეა, მექრთამეობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ყოფილი მეფის აბდალას შვილი გაფლაგვაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ერ-რიადის ყოფილი გუბერნატორის, პრინც თურქის მიმართ კი ბრალდებად მეტროპოლიტენის მშენებლობის საქმეში კორუფციული გარიგებებია წამოყენებული. ფინანსთა ყოფილი მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფი მექაში მეჩეთის გაფართოების საქმეში გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს. საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა განაცხადა, რომ სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს.[7]

[1] Georgia Today; 530 Journalists Killed Worldwide in 2012-2016; Thea Morrison; 3 November, 2017; available at: http://georgiatoday.ge/news/8064/530-Journalists-Killed-Worldwide-in-2012-2016-

[2] იმედის ახალი ამბები; ერაყის ქურთისტანში 183 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა; 2 ნოემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/34204/erakis-qurtistanshi-183-atasze-meti-adamiani-devnilad-iqtsa

[3] Independent; Isis claims responsibility for New York terror attack that killed eight people; Lizzie Dearden; 3 November 2017; available at: http://www.independent.co.uk/news/world/americas/isis-new-york-attack-responsibility-claim-terrorism-killed-people-victims-truck-sayfullo-saipov-a8030881.html

[4] CNN; ISIS ousted from last major city in Syria, state media reports; By Hamdi Alkhshali, Frederik pleitgen and Laura Smith-Spark; 3 November, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/11/03/middleeast/syria-isis-deir-ezzor/index.html

[5] Al Arabiya; Suicide car bomber kills at least five Yemeni soldiers in Aden; 5 November, 2017; available at: https://english.alarabiya.net/en/News/gulf/2017/11/05/Suicide-car-bomber-kills-at-least-five-Yemeni-soldiers-in-Aden.html

[6] Arab News; Saudi-led Coalition closes land, sea and air ports in Yemen to stop Iranian arms smuggling; 6 November, 2017; available at: http://www.arabnews.com/node/1189056/saudi-arabia

[7] Reuters; Saudi princes accused of bribery, embezzlement, money laundering; 6 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-saudi-arrests-accusations/saudi-princes-accused-of-bribery-embezzlement-money-laundering-official-idUSKBN1D516P?il=0

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 24-31 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობამ ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებები და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის განცხადებაში სამ ძირითად მიმართულებაზეა საუბარი, კერძოდ: უნდა შეწყდეს ცეცხლი და სამხედრო ოპერაცია ქურთისტანის ტერიტორიაზე, ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები უნდა გაიყინოს და კონსტიტუციის საფუძველზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.[1]

ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მიუხედავად, ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქალაქ მოსულთან ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს. ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელისუფლებო ჯარებმა ქურთული სამხედრო დანაყოფების სიახლოვეს მძიმე არტილერია და ტანკები განათავსეს. „პეშმერგას“ მებრძოლებმა შიიტური სამხედრო დაჯგუფების მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ქურთების თავდაცვით პოზიციებზე ინფორმაციას აგროვებდა.[2]

27 ოქტომბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის 24 საათის განმავლობაში შეჩერების ბრძანება გასცა. „ოპერაციის შეჩერება ფედერალურ ძალებსა და რეგიონს შორის შესაძლებლობის გაჩენას ისახავს მიზნად. ერაყის არმია ყველა სადავო ტერიტორიაზე და საერთაშორისო საზღვრებზე უნდა განთავსდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული სისხლისღვრა ერთი სამშობლოს შვილებს შორის“, – ნათქვამი იყო ჰაიდერ ალ-აბადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცოტა ხნით ადრე, ერაყის მთავრობამ ქურთებს თურქეთის სასაზღვრო რაიონიდან გასასვლელად რამდენიმე საათი მისცა. აღნიშნულ ზონაში ნავთობსადენი „კირკუკი – ჯეიჰანი“ გადის.[3]

ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები რეგიონული პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი ერაყის ქურთისტანის მეთაურის, მასუდ ბარზანის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმებოდნენ. მასუდ ბარზანიმ რამდენიმე საათით ადრე რეგიონულ პარლამენტს წერილობით აცნობა, რომ პირველი ნოემბრიდან ის საკუთარ პოზიციას ტოვებს. მიზეზად კი ერაყის ქურთისტანის ლიდერი წარმატებით დაძლეულ რეფერენდუმის შედეგებს ასახელებს, რომელმაც საბოლოო ჯამში რეგიონალური კრიზისი გაამწვავა. ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა ბარზანის გადაწყვეტილებას მხარი 70 ხმით, 23-ის წინააღმდეგ დაუჭირა, რასაც პეშმერგას მებრძოლთა გაღიზიანება და პარლამენტის შენობაში შეჭრა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმაც.[4]

ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ.[5]

ირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა – გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად დამარცხებული და განდევნილი ჯიჰადისტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ხუთი ათას 600 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა. მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს რიგებში 40 ათასზე მეტი სხვა ქვეყნის (სირიისა და ერაყის გარდა) მოქალაქე იბრძოდა. გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ყველაზე მეტი ჯიჰადისტი თურქეთში, რუსეთში, საუდის არაბეთსა და ტუნისში დაბრუნდა, ევროპის ქვეყნებს შორის კი ამ მხრივ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია გამოირჩევა, სადაც დაეშის რიგებში მებრძოლი ამ ქვეყნების 300-დან 500-მდე მოქალაქე ჩავიდა. ზემოთ ხსენებულ 40 ათას უცხოელ მებრძოლს შორის 19 ათასი იდენტიფიცირებულია.[6]

ურქეთში დაკავებული 8 უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს – თურქეთში დაკავებული რვა უფლებადამცველი ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულ გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ თურქეთის ბიუროს დირექტორსა და მათ თურქ კოლეგებს. თურქეთის პროკურატურამ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. გერმანელ პეტერ შტოიდტნერს, რომლის გამოც ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები დაიძაბა, შეუძლია თურქეთის ტერიტორია დატოვოს. ის სამშობლოში გამგზავრებას უახლოესი ავიარეისით გეგმავს. უფლებადამცველები სტამბულში 5 ივლისს დააპატიმრეს. ისინი სემინარს ესწრებოდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამჟამად ციხეში რჩება კიდევ 3 ადამიანი. შტოიდტნერის დაპატიმრების გამო, ბერლინმა მოუწოდა ევროკომისიას, თურქეთის ფინანსურ დახმარებას გადახედოს.[7]

თურქეთში სანაპირო დაცვის ყოფილი ოფიცრები გაასამართლეს – ანკარის სასამართლომ თურქეთის სანაპირო დაცვის ყოფილ ოფიცრებს და ყოფილ ხელმძღვანელს ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. სულ აღნიშნულ საქმეში სანაპირო დაცვის 25 ოფიცერს ედებოდა ბრალი. მათგან სამი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.[8]

ტერაქტი მოგადიშუში – სომალის დედაქალაქში, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვია. მოგადიშუს ცენტრში მდებარე სასტუმროში ექსტრემისტები შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, გაქცევის მცდელობისას ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, კიდევ სამი ბოროტმოქმედის დაკავება პოლიციამ მოახერხა. გამოძიების ცნობით, თავდასხმა მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ექსტრემისტების იერიში. თვითმხილველების ცნობით, სასტუმროს, რომელსაც თავს დაესხნენ, ბევრი სომალელი სამხედრო მოსამსახურე იცავდა, რადგან იქ სომალის მთავრობის წევრების მონაწილეობით კონფერენცია იყო დაგეგმილი. „ასოშიეთედ პრესი“ იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა სასტუმროში მყოფი 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის იყო ერთი მინისტრი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ალ შაბააბმა“ აიღო. ისინი სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრება სურთ.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკებებს სთავაზობს; ავტორი – გივი ბარამიძე; 25.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185540.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ და ირანისგან მხარდაჭერილმა შიიტურმა მილიციამ ქურთისტანის „პეშმერგას“ პოზიციები დაბომბეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 26.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185726.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის პრემიერმა ქვეყნის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა; ავტორი – გივი ბარამიძე; 28.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185984.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ქალაქ ერბილში „პეშმერგას“ ქურთული შენაერთების მებრძოლები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ; ავტორი – სალომე თორაძე; 30.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186159.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის საზღვარზე კონტროლი დაამყარა; 31.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/186454.html

[6] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური – სირიიდან 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა; ავტორი – ქეთი თუთბერიძე; 24.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185499.html

[7] The Washington Post; Turkish court frees 8 activists from jail pending verdicts; By Neyran Elden and Suzan Fraser; October 26, 2017; available at: https://www.washingtonpost.com/world/europe/turkish-court-frees-8-activists-from-jail-pending-verdicts/2017/10/26/a4fb80c6-ba0b-11e7-9b93-b97043e57a22_story.html?utm_term=.a34cb9423896

[8] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ანკარის სასამართლომ სანაპირო დაცვის 25 ყოფილ ოფიცერს, მათ შორის ყოფილ ხელმძღვანელს, ჰაკან უსტემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ავტორი – ქეთი ჩოხელი; 27.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185913.html

[9] Reuters; At least 29 dead after Islamist attack on Somali hotel; By Abdi Sheikh, Feisal Omar; October 29, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-violence/at-least-29-dead-after-islamist-attack-on-somali-hotel-idUSKBN1CY047

დაიჯესტი – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა – 16-23 ოქტომბერი, 2017

ერაყში მიმდინარე მოვლენების ქრონიკა – ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო. „სქაი არაბიას“ ცნობით, ერაყელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს რეგიონში მდებარე ბუნებრივი აირის საბადო და ელექტრო სადგური. სამხედროებმა, ასევე, დაამყარეს კონტროლი პოლიციის განყოფილების შენობაზე და გადაკეტეს კირკუკისკენ მიმავალი რამდენიმე საავტომობილო გზა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობებს, რომ კირკუკის სიახლოვეს ერაყელ ჯარისკაცებსა და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. ორშაბათს დილით ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეირდარ ალ აბადიმ გასცა განკარგულება, რომ სამხედროებმა კირკუკში სტაბილურობის აღსადეგნად სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.

ერაყის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სადავო ტერიტორიად მიჩნეულ კირკუკში უსაფრთხოება ადგილობრივ საჯარისო დანაყოფებთან ერთად ცენტრალური მთავრობის მიერ გაგზავნილმა სამხედროებმა უნდა დაიცვან. კირკუკი ერაყის ქურთისტანის ნაწილი არ არის, თუმცა სექტემბერში ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კირკუკის მოსახლეობამ ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით ჩატარებულ რეფერენდუმში მაინც მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ბაღდადთან ურთიერთობები დაიძაბა.[1]

ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა. ამის შესახებ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წევრებმა განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ავტონომიური რეგიონის ქალაქებში ერბილსა და სულაიმანიაში 18 ათასამდე ოჯახისთვის თავშესაფრებია მოწყობილი. ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონი 16 ოქტომბერს დაიკავა. ქურთულმა სამხედრო შენაერთმა „პეშმერგამ“ დაკავებული პოზიციები უბრძოლველად დატოვა. ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა რეგიონის ნავთობსაბადოებზეც. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ „სახალხო მობილიზაციის მილიციას“ ქურთების მიმათ მარადიორობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებს.[2]

ქურთების „პეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრიც დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ კირკუკსა და ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.[3]

ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია და ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, – ნათქვამია ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ერბილში ამბობენ, რომ ერაყის ხელისუფლება განაგრძობს ტანკების, არტილერიის, ასევე ამერიკული აღჭურვილობის, მათ შორის სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორების განთავსებას.

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ცენტრსა და ავტონომიურ რეგიონს შორის ურთიეერთობის დაძაბვა მოჰყვა. უთანხმოების საფუძველი ქურთების მიერ ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის კონტროლი გახდა, რომელიც ერაყის კონსტიტუციის მიხედვით ქურთისტანის შემადგენლობაში არ შედის. ერაყის არმიამ კირკუკი მცირე შეტაკებების შემდეგ დაიკავა.[4]

ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს – აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. სამხედრო ოპერაციის ბოლო ფაზა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში 15 ათასი მებრძოლი იყო ჩართული. რაქა რადიკალი ისლამისტების მიერ ე.წ. დედაქალად იყო გამოცხადებული. ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალები“ ამჟამად ტერიტორიის განაღმვას ცდილობენ.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა. ისლამისტებმა რაქაში შარიათის კანონები შემოიღეს და აღნიშნული წესების მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებდნენ და თავს კვეთდნენ. აშშ-ის მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რაქას გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. ქალაქის გარეუბნებში ჯიჰადისტების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა კი მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.[5]

ქალებისთვის ყველაზე საშიშ მეგაპოლისად კაირო დაასახელეს – სააგენტომ „Reuters“ ქალებისთვის ყველაზე საშიში მეგაპოლისები დაასახელა. პირველი ადგილი ეგვიპტის დედაქალაქს ერგო. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კაიროში გავრცელებულია ქორწინების იძულების და ქალების წინადაცვეთის პრაქტიკა. მეორე ადგილზე მოხვდა პაკისტაში მდებარე კარაჩი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა. ქალებისთვის სახიფათო მეგაპოლისებს შორის მეოთხეა დელი, სადაც ბოლო წლებში გაუპატიურებისა და მკვლელობის არაერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა. ლათინურ ამერიკაში ყველაზე საშიში ქალებისთვის პერუს დედაქალაქსა და სან პაულუში ცხოვრება აღმოჩნდა. მეათე ადგილზე გავიდა სტამბოლი, ხოლო მე-16 მოსკოვია. აშშ-დან ყველაზე საშიში ქალებისთვის ნიუ იორკია – მე-13 ადგილი, ხოლო ტოკიო, პარიზი და ლონდონი ნუსხაში ბოლო ადგილებს იკავებენ – აქ ცხოვრება მდედრობითი სქესის წარმომადგებლებისთვის შედარებით უსაფრთხოა. რეიტინგი ექსპერტების გამოკითხვის გზით შეადგინეს. მთავარი კრიტერიუმები ქალაქებში სექსუალური ძალადობის საფრთხე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მავნე ტრადიციების გავრცელება, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები და განათლების დონე იყო.[6]

ომალის ტერაქტის ახალი დეტალები – თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო იყო, რომლის მშობლიურ ქალაქშიც ორი თვის წინ, ადგილობრივმა სამხედროებმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. აღნიშნულ ოპერაციას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სომალის არმიაში მიაჩნიათ, რომ ყოფილმა ჯარისკაცმა სწორედ მათი სიკვდილისთვის იძია შური.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ორი მანქანა. ერთი „ტოიოტას“ მინივენი და სატვირთო, რომელიც 350 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული. სამიზნე მოგადიშუს აეროპორტი იყო, რომლის სიახლოვესაც გაერო-სა და აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების შტაბბინა და უცხო ქვეყნების საელჩოები მდებარეობდა. აფეთქების დროს ცეცხლი კიდევ ერთ სატვირთო ავტომობილს მოედო, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. ბოლო ინფორმაციით, სომალის დედაქალაქში ტერაქტს 300 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ერორისტული თავდასხმები ავღანეთში – რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ტერაქტების ობიექტი ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში პოლიციის შენობები და სამთავრობო დაწესებულებები გახდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმების დროს დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს და რამდენიმე ადგილას ე.წ. „შაჰიდის ქამრებით“ პოლიციის შენობებში შეჭრა სცადეს. თუმცა, მათი განეიტრალება პოლიციამ შეძლო. ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სხეულის დაზიანება 200-მდე ადამიანმა მიიღო.[8]

70 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ასევე, ქაბულის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ავღანეთის სამართალდამცავების ცნობით, 72 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში, მოგვიანებით კი გურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა.[9]

[1] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიამ კირკუკში სპეცოპერაცია დაიწყო; ავტორი – ლევან ახალაია; 16.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/183927.html

[2] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით კირკუკი 100 ათასამდე ქურთმა დატოვა; ავტორი – გივი ბარამიძე; 19.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184521.html

[3] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა; ავტორი – გივი ბარამიძე; 20.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184751.html

[4] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; ერბილი ბაღდადს ერაყის ქურთისტანიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს; ავტორი – გივი ბარამიძე; 23.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/185301.html

[5] საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ქალაქი რაქა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს; ავტორი – გივი ბარამიძე; 17.10.2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://1tv.ge/ge/news/view/184165.html

[6] Reuters; Cairo named riskiest megacity for women, worse since Arab spring; By Heba Kanso; October 16, 2017; available at: https://af.reuters.com/article/africaTech/idAFL8N1LM1H1

[7] The Guardian; Somalia bombing may have been revenge for botched US-led operation; By Jason Burke; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/somalia-bomber-was-ex-solider-whose-town-was-raided-by-us-forces

[8] The Guardian; Wave of Taliban suicide attacks on Afghan forces kills at least 74; By Associated Press in Kabul; October 17, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/oct/17/attack-afghan-police-training-centre-gardez-taliban

[9] The New York Times; Twin Mosque Attacks Kill Scores in One of Afghanistan’s Deadliest Weeks; By Jawad Sukhanyar and Mujib Marshal; October 20, 2017; available at: https://www.nytimes.com/2017/10/20/world/asia/afghanistan-kabul-attack-mosque.html