ერაყი. 2022 წლის აგვისტოს საპროტესტო აქციები ბაღდადში. სექტემბერი, 2022

2022 წლის 23 აგვისტოს, ბაღდადში მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და სასამართლოსგან პარლამენტის დათხოვნა მოითხოვეს. სასამართლო ხელისუფლებამ სადრისტები მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნაში დაადანაშაულა და გამოსცა დაპატიმრებისა და მოგზაურობის აკრძალვის ორდერები სადრის მომხრეებისთვის, მათ შორის რამდენიმე მაღალი გავლენის მხარდამჭერისთვის.[1]

2022 წლის 29 აგვისტოს მუქთადა ალ-სადრმა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლისა და მის მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის დახურვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ნაბიჯი მოყვა სადრის შიიტი საზოგადოების გაყოფაში დადანაშაულებას და მისი ლიდერობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სადრის მომხრეებში უკმაყოფილება გამოიწვია და მათ იერიში მიიტანეს სახელმწიფო შენობებზე, რამაც მძიმე შეტაკებები გამოიწვია და შედეგად დაიღუპა ათობით და დაიჭრა ასობით ადამიანი. მუქთადა ალ-სადრის მიმდევრები შეიჭრნენ ბაღდადის რესპუბლიკურ სასახლეში, რამაც გამოიწვია შეტაკებები სამთავრობო ძალებთან და ირანის მხარდაჭერის სახალხო მობილიზაციის ძალებთან. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა ორივე მხრიდან. საბოლოოდ, მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 400 დაიჭრა.[2]

მედია საშუალება BBC 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ბაღდადში დაძაბული ვითარება დამშვიდდა, მას შემდეგ, რაც მოვლენების ეპიცენტრში მყოფმა სასულიერო პირმა [მუქთადა ალ-სადრი] მომხრეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასობით ადამიანი, რომლებიც ბაღდადში, პარლამენტის მიმდებარედ კვირების განმავლობაში მართავდა დემონსტრაციებს, გავლენიანი სასულიერო პირის მოწოდებას დაემორჩილა.

ერაყში პოლიტიკური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ სადრის მოძრაობამ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი დაიმსახურა, სრული უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამასთან, მოძრაობა ვერ ახერხებს შეთანხმებას მეორე მსხვილ ბლოკთან და შედეგად, ერაყში თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სადრის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ტაქტიკური ნაბიჯია, რომელიც მას აქამდეც არაერთხელ გადაუდგამს.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ბაღდადში 29-30 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შედეგად სულ მცირე 10 ჟურნალისტი დაიღუპა. ისინი საპროტესტო აქციებსა და შეტაკებებს აშუქებდნენ.[4]

[1] საინფორმაციო პროექტი Iraq Security and Humanitarian Monitor; ერაყში მიმდინარე მოვლენები – 18-25 აგვისტო, 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 25 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://enablingpeace.org/ishm366/ [ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[2] საინფორმაციო პროექტი Iraq Security and Humanitarian Monitor; ერაყში მიმდინარე მოვლენები – 25 აგვისტო – 1-ელი სექტემბერი, 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 1-ელ სექტემბერსს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://enablingpeace.org/ishm367/ [ნანახია 2022 წლის 1-ელ სექტემბერს]

[3] მედია საშუალება BBC; ერაყი: სასულიერო პირის მოწოდების შემდეგ, ბაღდადში დაძაბული ვითარება განიმუხტა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 30 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-62715772?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“; ჟურნალისტებზე ძალადობა ბაღდადში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 31 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

ერაყი. სახელი ომარი, სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO] 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ მედია რესურსი „Niqash“ 2015 წლის დეკემბერში გავრცელებულ ინფრომაციაში წერდა დიალის პროვინციაში ზოგიერთი სუნიტი არაბის მხრიდან სახელის შეცვლის ფაქტების შესახებ. სტატიის მიხედვით, სუნიტ მამაკაცებს შიიტური სამხედრო დაჯგუფებების [Militias] ეშინოდათ. მთავრობის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ორი თვის განმავლობაში, სახელის შეცვლის 150-200 განცხადება იყო დაწერილი. 2015 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში საავტორო სვეტის მწერალი ალი ჰუსეინი, მედია საშუალებასთან „Al-Monitor“ საუბარში ამბობდა, რომ სახელის შეცვლის ფენომენი ფარტდ გავრცელდა სუნიტური უმრავლესობით დასახლებული ქალაქი მოსულის დაკავების შემდეგ. ჰუსეინი ასევე ამბობდა, რომ სახელს უმეტესად იცვლიდნენ სუნიტი მამაკაცები, ვისაც ერქვა ომარი, აბუ ბაქრი და ოსმანი. 2015 წლის აპრილის სტატიაში მედია საშუალება „The Guardian“ წერდა, რომ ამოცნობადი სუნიტური სახელები, შესაძლოა, შიიტური დაჯგუფებებისა და ერაყელი სამხედროებისთვის ეჭვის გაჩენის საბაბი გამხდარიყო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ძირითადად, სუნიტური სახელი „ომარ“ იცვლებოდა სახელზე „ამმარ“. სხვები თავიანთ მოქალაქეობის ბარათში გვარს შლიდნენ. 2014 წლის ივლისში საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ წერდა, რომ შიიტი მამაკაცის მიმართ დაჯგუფების AAH მხრიდან ადგილი ჰქონდა შევიწროვებას და არასათანადო მოპყრობას. წყაროს მტკიცებით, აღნიშნული მამაკაცი ეგონათ სუნიტი და მას „ომარის არმიის“ წევრობას აბრალებდნენ.[1]

აღსანიშნავია, რომ იგივე წყარო განახლებულ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში, აღარაფერს წერს სუნიტური სახელის „ომარ“ შესახებ. აღნიშნული სახელის მქონე პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ არაფერია ნათქვამი, ასევე, სხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უახლეს ანგარიშებში.

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO]; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ერაყი: სამიზნე ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2019 წლის მარტში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 3 მაისს]

ერაყი. ათეისტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში დაბალი სოციალური შემწყნარებლობლობაა ათეიზმის მიმართ და არა-რელიგიური ხალხი აწყდება მნიშვნელოვან სოციალურ მარგინალიზაციას და სტიგმას; ამასთან, ღია კონვერტაციები სკმაოდ იშვითია, რაც დაკავშირებულია ასეთი ხალხის საზოგადოებისგან გარიყვის პრაქტიკასთან. საერთაშორისო ორგანიზაცია „Humanist International“ წერს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში დახმარების თხოვნის 45 წერილი მიიღო, რომელთა 7% ერაყის მოქალაქეებიდან მოდიოდა. ისინი საუბრობდნენ შევიწროვებაზე, გარიყვასა და დასაქმების კუთხით სირთულეებზე.

წყაროები 2020 წლის მაისში საუბრობდნენ, რომ კონსერვატული სუნიტი სასულიერო პირები აქტიურად ავითარებდნენ კონსპირაციის თეორიებს და კოვიდ პანდემიის გამომწვევად ათეისტებს ასახელებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პანდემია იყო ღვთიური სასჯელი ურწმუნოებისთვის. 2021 წლის მაისში წყაროები წერდნენ, რომ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სასულიერო პირები ერთხმად აცხადებდნენ ათეისტებს სახელმწიფოს მტრებად და ღმერთის მოღალატეებად; ვინც განადგურებით ემუქრება ტრადიციებს და საზოგადოების დესტაბილიზაციას ცდილობს. პოლიტიკოსებიც და სასულიერო პირებიც ათეისტების დასჯის მოწოდებებს ავრცელებდნენ. ერაყში მრავლადაა ათეისტების ფორუმები და ინტერნეტ გვერდები და ყველა მათგანი მალავს წევრთა სიას. ჯგუფები, რომლებიც ვირტუალურად ან პირადად იკრიბებიან, ამას გასაიდუმლოებულად აკეთებენ, რადგან თვალთვალის ეშინიათ.

ერაყის 2005 წლის კონსტიტუცია ისლამს სახელმწიფო რელიგიად აცხადებს და ამბობს, რომ არცერთი კანონი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ისლამის დადგენილ დებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია აწესებს რწმენის თავისუფლებას, უზენაესი კანონი არ ასახელებს სხვა რელიგიების მიმდევრებს და ათეისტებს. კონსტიტუციის მიხედვით, ისლამი ოფიციალური რელიგია და კანონმდებლობის წყაროა; და კონსტიტუცია არის ერაყის ხალხის უმრავლესობის ისლამური იდენტობის გარანტი და ადგენს რელიგიური რწმენის და პრაქტიკის თავისუფლებას ყველა პირისთვის, როგორებიც არიან ქრისტიანები, იეზიდები და მანდეან საბეანები.

წყაროების ინფორმაციით, მართალია, ათეიზმი არ არის აკრძალული კანონმდებლობით, ათეისტებს ასამართლებენ ღვთისგმობის და სხვა მსგავსი ბრალდებებით. წყაროების შეფასებით, არა-რელიგიური პირები, შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით [ეხება რელიგიასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს] გასამართლებას, რადგან სამართლებრივი დებულებები არაა მკაფიო და სასამართლოში ინტერპრეტაციის თავისუფლებაა. საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ წერს, რომ ღვთისგმობის კანონი იშვიათად გამოიყენება; თუმცა, ზოგადად, სასამართლო განიცდის კორუფციის, პოლიტიკური ზეწოლის, ტომების ძალებისა და რელიგიური ინტერესების გავლენებს.

2021 წლის ოქტომბერში სასამართლოს უზენაესმა საბჭომ გამოსცა ორდერი, რომელიც გასცემდა სოციალური მედიის მონიტორინგის ნებართვას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სისხლის სამართლის კოდექსისა და კონსტიტუციის დაცვა. აღნიშნული მოიცავდა სოციალური მედიის ისეთი გვერდების მონიტორინგს, რომელიც ეწევა ათეიზმის პროპაგანდას, ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს და მიიჩნევა საფრთხედ ეროვნული ღირებულებებისთვის. „Review of Nationalities“ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ერაყში მოქმედებენ „სპეციალური ინსტიტუტები“, ვინც ეძებს და აპატიმრებს ხალხს, რომლებიც არ ეთანხმებიან სახელმწიფოს კურსს. სტატიის მიხედვით, სამოქალაქო კანონმდებლობა არ აწესებს სასჯელს ათეიზმისთვის; მაგრამ ისლამური კანონით [ღვთისგან] განდგომა სიკვდილით ისჯება. ასეთი შიშის გამო, ათეისტები თავიანთ შეხედულებებს საიდუმლოდ ინახავენ და იქცევიან მორწმუნეებივით [მაგალითად, ქალები, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, საჯარო სივრცეებში ჰიჯაბს ატარებენ].[1]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; ერაყი – სამიზნე ჯგუფები; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

ერაყი. ინფორმაცია ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ. მაისი, 2022.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ერაყში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში 11 დარეგისტრირებული ევანგელისტურ ქრისტიანული და სხვა პროტესტანტული ეკლესია, მათ შორის ერთ-ერთი ბაპტისტური (Baptist Church of the Good Shepherd).

აშშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქრისტიანების, უმრავლესობა (67 %) ქალდეანურ-კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნება; 20 % – აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიას, ხოლო დანარჩენი ნაწილდება სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებზე.[1]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში არ იძებნება სხვა ინფორმაცია ერაყში ბაფტისტების ან მათი მდგომარეობის შესახებ.

ერაყში ქრისტიანების მდგომარეობა

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რისკ ჯგუფების შესახებ წერია, რომ სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს, ერაყში დაახლოებით 1 500 000 ქრისტიანი ცხოვრობდა და მათი უმრავლესობა დაცვით და ერაყის მუსლიმ მოსახლეობასთან თითქმის გათანაბრებული უფლებებით სარგებლობდა. 2003 წელს, ერაყში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შემდგომ,  ქრისტიანთა მდგომარეობა გაუარესდა, ისინი განიცდიდნენ დევნასა და დისკრიმინაციას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ერაყში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ 1100-ზე მეტი ქრისტიანი გახდა ტერორიზმისა და სექტანტური ძალადობის მსხვერპლი.

2013 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ ნინევის დაბლობის ოკუპაციამ ქრისტიანი მოსახლეობს მასიური გასვლა გამოიწვია, რის შედეგადაც ნინევის დაბლობის რეგიონი ქრისტიანებისაგან დაიცალა. 2017 წელს, ისლამური სახელმწიფოს მარცხის შემდეგ, დევნილმა ქრისტიანებმა დაიწყეს საკუთარ სახლებში დაბრუნება, მაგრამ ნელი ტემპით, რადგან ტერიტორიას შიიტი პოლიციელები აკონტროლებდნენ.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 2021 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით, ქრისტიანები  ერაყის მოსახლეობის 1%-ს წარმოადგენდნენ. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ ქრისტიანული თემი ოფიციალურად მოიცავს 14 ოფიციალურად აღიარებულ სექტას, რომელთაგანაც გამორჩეულია ქალდეველები და ასირიელები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, ერაყში რელიგიური თავისუფლების შესახებ წერია, რომ ქალდეველები, ერაყში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული ჯგუფია, ისინი წარმოადგენენ ერაყში მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობის 80%-ს. რაც შეეხება ასირიელებს, ისინი, დეპარტამენტის მონაცემებით, ერაყში მცხოვრები ქრისტიანების 20 %-ს წარმოადგენენ.

ერაყის ქრისტიანთა ფონდის 2021  წლის 20 აპრილის მონაცემების თანახმად, სირიელები ერაყში განეკუთვნებიან სირიულ კათოლიკურ ან სირიულ მართმადიდებლურ ეკლესიას და საუბრობენ არამეულ დიალექტზე. ისტორიულად სირიელები ბინადრობდნენ ბაღდადში, მოსულში და სხვა პატარა ქალაქებში, რომლებიც  ნინევის დაბლობზე მდებარეობს. ნინევის დაბლობზე ისლამური სახელმწიფოს შეჭრამდე, 2014 წელს, 50 000 ერაყელი ქრისტიანი (ქრისტიანების 10%) ცხოვრობდა.

“Reuters”-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში  წერია, რომ სომეხი მართლმადიდებლები და სომეხი კათოლიკეები სომხეთიდან 1915-1923 წლებში ოტომანების მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის შემდგომ ჩამოვიდნენ. ისინი ერაყში მცხოვრები ქრისტიანების, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ.

„Freedom House”-ის  2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში, ერაყის შესახებ წერია, რომ 329 წევრისგან შემდგარ ერაყის პარლამენტში, რელიგიურ უმცირესობებს 9 ადგილი ეთმობათ, საიდანაც 5 ადგილი განკუთვნილია ქრისტიანი წევრებისათვის. დანარჩენი კი ქურთებისთვის, იეზიდებისთვის, შაბაქებისთვის და მანდეელებისთვის.

ევროკავშირის სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ერაყის პარლამენტმა კენჭისყრის საფუძველზე ქრისტიანული შობა ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. მანამდე, შობის დღესასწაული სახალხო დღესასწაულად არ იყო აღიარებული.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 3 ივნისს ერაყის პრეზიდენტმა, ბაჰრამ სალეჰმა, ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებულ ქრისტიანებს უნდა მიეცეთ სახლში დაბრუნების საშუალება. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქრისტიანებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ნინევის პოლიციის განცხადების თანახმად, 2020 წელს 50-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ქრისტიანი ოჯახი დაუბრუნდა საკუთარ სახლებს, ხოლო ამავე წლის ნოემბერში კი კიდევ 200 იძულებით გადაადგილებული ქრისტიანი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.

ანგარიშის თანახმად ერაყის ქურთისტანის რეგიონში (KRI) ქრისტიანობა აღიარებული 8 რელიგიიდან ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იღებს დახმარებას სასულიერო პირების ხელფასებისა და ინფრასტრუქტურის ხარჯებისათვის. ერაყის ქურთისტანში ამოქმედებული კანონი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ, წარმოადგენს გარანტიას, ქრისტიანებისთვის და სხვა რელიგიური უმცირესობებისთვის, რომ მათი რელიგიური უფლებები დაცული იქნება ქურთისტანის რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში  ერაყში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერია, რომ ერაყის ქურთისტანში (KRI) ფუნქციონირებს 49 სკოლა, სადაც სასწავლო ენას  წარმოადგენს დიალექტი, რომელზეც ქრისტიანთა უმრავლესობა საუბრობს.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ქრისტიანებთან დაკავშირებით წერს, რომ 2017 წელს მოსულისა და ნინევის გათავისუფლების შემდგომ, მთავრობასთან დაახლოებულმა სახალხო მობილიზაციის ძალებმა (PMU) უკანონო ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და დემოგრაფიული ცვლილებების აღკვეთის მიზნით, ხელი შეუშალეს იძულებით გადაადგილებული ქრისტიანების საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ქრისტიანები აღმოჩდნენ დისკრიმინაციის პირისპირ. შიიტურმა ძალებმა დაიკავეს  ქრისტიანთა საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

PMU-ს 50-ე ბრიგადა იყო  მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ასურეთის ქალაქ ტალ კაიფიდან დევნილი ქრისტიანები უარს ამბობდნენ სახლში დაბრუნებაზე. ტალ კაიფი PMU-ს 50-ე ბრიგადის კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ 50-ე ბრიგადა თავს ქრისტიანულ ძალებად აცხადებს,  ის ძირითადად, შიიტი არაბებისა და შებაქების გაერთიანებას წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად სახალხო მობილიზაციის ქვედანაყოფების 50-ე ბრიგადა ეწევა ქრისტიანთა დისკრიმინაციას. კერძოდ,  ქრისტიანები უძრავი ქონების შესყიდვის დროს ვალდებულები არიან მოიპოვონ არაკანონიერი ნებართვა შიიტური ძალებისგან, მათთვის ქრთამის მიცემის გზით.

შებაქებით დომინირებული PMU-ს 30-ე ბრიგადა გამოირჩევა ქრისტიანების მიმართ ძალადობით. 2020 წლის ივლისში ქალაქ ბარტელას საგუშაგოზე, შებაქები თავს დაესხნენ ორ ქრისტიანს, ძალით გადმოიყვანეს  ისინი მანქანიდან და სცემეს. აგრეთვე, 30-ე ბრიგადამ ნინევის პროვინციაში რელიგიური მოტივით 1000 ადამიანი დააკავა. დაფიქსირდა 30-ე და 50-ე ბრიგადების მიერ თვითნებური დაკავებებისა და გატაცების ფაქტები.

სირიის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლის, ბენჰამ ბენოკას თქმით, ბარტელას რაიონში, 2020 წლის თებერვალში ასა’იბ აჰლ ალ-ჰაკმა გამოიყენა ცრუ ბრალდება ქრისტიანი ოჯახების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

“Middle East Monitor”-ის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ერაყში ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ წერია, რომ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს თავს დაესხნენ ქრისტიანებისა და იეზიდების საკუთრებაში მყოფ ალკოჰოლურ მაღაზიებს. ერაყელი ქრისტიანები ამტკიცებდნენ, რომ მფლობელების დაშინების მიზნით, მაღაზიას თავს შიიტი ირანელები დაესხნენ.

2020 წელს ქალაქ ტალ კაიფში მცხოვრები ქრისტიანების განცხადებით ისინი ერაყის უსაფრთხოების ძალების (ISF)  მხრიდან ექვემდებარებოდნენ  ჩხრეკას, გადაადგილების შეზღუდვას, კომპენსაციის გარეშე საცხოვრებლის დაკავებას და ა.შ.

ერაყის პარლამენტში ქრისტიანთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა 2020 წელს აღნიშნა, რომ მიუხედავად ისლამური სახელმწიფო დამარცხებისა, მაინც გრძელდება ორგანიზაციის მიერ ქრისტიანების დევნა, თვითნებური დაპატიმრება და გატაცება.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ანგარიშში წერს, რომ ისლამისტი ექსტრემისტების არსებობა აისახება, ქრისტიანების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევების რაოდენობაზე, რომელიც 2020 წელს გაიზარდა.

2020 წელს ინტერვიუში ქალდეის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არ განიცდიან საზოგადოებისგან პირდაპირ ზეწოლას ისინი  მაინც ექვემდებარებიან „ყოველდღიურ დისკრიმინაციას“, რადგან რჩებიან სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა. სასულიერო პირმა დასძინა, ისიც, რომ ქრისტიანები საზოგადოების მხრიდან განიცდიან ზეწოლას, რომელიც მათ აიძულებს უარი თქვან იმ დღესასწაულთა აღნიშვნაზე, რომელიც გადაფარავს ისეთ ისლამურ დღესასწაულებს როგორებიცაა, რამადანი ან შურა. გარდა ამისა, ცნობილია ქრისტიანი ქალების შევიწროების ფაქტები ჰიჯაბის გარეშე გადაადგილების გამო.

„Modern diplomacy”-ის 2021 გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერაყის ქურთისტანის რეგიონში (KRI) თურქეთსა და ერაყელ ქურთებს შორის კონფლიქტის მიმდინარეობის გამო საფრთხეში იყვნენ საზღვრის მახლობლად მდებარე ქრისტიანულ სოფლები.

კონვერტირებული ქრისტიანების მდგომარეობა ერაყში და ერაყის ქურთისტანში (KRI)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში ერაყში რელიგიური თავისუფლების შესახებ წერია, რომ ერაყის პერსონალური კანონი კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიური თავისუფლება, ეროვნული კანონმდებლობა განაგრძობს არა მუსლიმი საზოგადოების რელიგიური უფლებების შეზღუდვას, მათ შორის ქრისტიანების  უფლებების.

ანგარიშში წერია ისიც, რომ ერთი კონვერტირებული მუსლიმი მშობელი ჰყავს, ითვლება  მუსლიმად, იმ შემთხვევაშიც, როცა „ბავშვი გაუპატიურების ნაყოფია“. გარდა ამისა, ქრისტიანი ოჯახები, რომლებიც ქრისტიანობას საჯაროდ არ მისდევენ, ვალდებულნი არიან ბავშვები დაარეგისტრირონ მუსლიმებად, რათა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა.

“Open Doors”-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანები, შესაძლოა დისკრიმინაციის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ოჯახის მხრიდანაც. წყაროს თანახმად, ისლამიდან კონვერტირებულმა ქრისტიანმა, შესაძლოა, დაკარგოს მემკვიდრეობის ან ქორწინების უფლება.[2]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ერაყი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.state.gov/reports/2020-report-on-international-religious-freedom/iraq/ [ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო – ანგარიში რისკ ჯგუფების შესახებ – ერაყი; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 19 აპრილს]

ერაყი. ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირების მდგომარეობა. აპრილი,2022.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რისკ-ჯგუფების შესახებ წერია, რომ ერაყის კანონი პირადი სტატუსების შესახებ კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება, ეროვნული კანონმდებლობა მაინც არღვევს არა-მუსლიმთა, მათ შორის ქრისტიანთა, უფლებებს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთმა მშობელმა მიიღო ისლამი, არასრულწლოვანი ბავშვი ავტომატურად გადადის ისლამზე. გარდა ამისა, კონვერტაციის შედეგად პირი შეიძლება წააწყდეს ისეთ სირთულეებს, როგორიცაა დოკუმენტების მიღება, დაქორწინება და ბავშვების  სკოლაში დარეგისტრირება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები შესაძლებელია დაექვემდებარონ დისკრიმინაციას საზოგადოების, რელიგიური ლიდერებისა და ოჯახის მხრიდან.[1]

“Freedom House”-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციით რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია, პრაქტიკაში ბევრი ერაყელი ექვემდებარება ძალადობასა და დისკრიმინაციას რელიგიური იდენტობის გამო.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში ადამიანის უფლებების შესახებ წერია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში (IKR) იშვიათად ხდება პირადის სტატუსების შესახებ კანონის აღსრულება, რომელიც კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე კონვერტაციას. შესაბამისად, პირებს ერაყის ქურთისტანის რეგიონში აქვთ სხვა რელიგიაზე კონვერტაციის უფლება.[3]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის მიერ 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში რელიგიური უმცირესობების შესახებ წერია, რომ ერაყის სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ კრძალავს ისლამიდან ქრისტიანობაზე (ან სხვა რელიგიაზე) კონვერტაციას, მაგრამ პირადი სტატუსის სამართალი იურიდიულად არ აღიარებს რელიგიის შეცვლას.  ისლამიდან ქრისტიანობაზე ღია კონვერტაცია იშვიათია ერაყში. ანგარიშის მიხედვით ღია კონვერტაცია შესაძლებელია პირის მიმართ ძალადობის მიზეზიც გახდეს. გარდა ძალადობისა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები შესაძლებელია მოკვლის რისკის ქვეშ იდგნენ, განსაკუთრებით ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან.

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი ასევე უთითებს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონი მხარს უჭერს რეგიონში მცხოვრებ კონვერტირებულ პირებს, რეგიონის ხელისუფლებას არ შეუძლია უზრუნველყოს ამ პირთა მუდმივი დაცვა საკუთარი ტომისა თუ ოჯახებისგან.

ქურთისტანის ხელისუფლება საკმაოდ ტოლერანტულია კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ, თუმცა კონვერტირებულ პირებს მაინც არ შეუძლიათ შვილებისთვის ოფიციალური რელიგიური სტატუსის შეცვლა.[4]

“Open Doors”-ის (ამერიკული ორგანიზაცია/მისია, რომელიც მხარს უჭერს ქრისტიანებს) მიერ 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერია, რომ ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები ყველაზე დიდ ზეწოლას საკუთარი ოჯახებისგან განიცდიან. ისინი შესაძლებელია დაექვემდებარონ ცემას ან სხვა სახის ძალადობას. ანგარიშის თანახმად სწორედ ამიტომ ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტირებული პირები თავიანთ რწმენას მალავენ.[5]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო – ანგარიში ერაყში რისკ-ჯგუფების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[2] Freedom House – ანგარიში ერაყში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ – ერაყი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.state.gov/reports/2020-country-reports-on-human-rights-practices/iraq/ [ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[4] დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი – ერაყი – ანგარიში რელიგიური უმცირესობების შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ივლისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

[5] Open Doors – ერაყი – სრული ანგარიში; გამოქვეყნებულია 2021 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 აპრილს]

ერაყი. ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება და ხელმისაწვდომობა. თებერვალი, 2022

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს ჯანდაცვაზე წვდომის უფლება. კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, მართოს საჯარო ჯანდაცვის სისტემა და შესთავაზოს მოქალაქეებს როგორც პრევენციული, ასევე სამკურნალო დანიშნულების სამედიცინო დაწესებულებების მომსახურება. კონსტიტუციით ასევე გარანტირებულია ჰოსპიტალების, კლინიკებისა თუ კერძო სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობის უფლება, სახელმწიფო ზედამხედველობით.

გასული ათწლეულების განმავლობაში, კონფლიქტების, ეკონომიკური სანქციების, დაფინანსების შემცირების, კორუფციისა და უყურადღებობის გამო, ერაყის ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებები ცუდაა აღჭურვილი და განიცდიან როგორც მედიკამენტების, ასევე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას. ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა ლიმიტირებულია და მდგომარეობა რეგიონების მიხედვით სხვადასხვაა. ერაყის ქურთისტანის რეგიონში ვითარება შედარებით უკეთესია, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობის გამო, რეგიონის ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა.

ერაყის მთავრობა მოსახლეობას უნივერსალურ და სამედიცინო მარაგებს სუბსიდირებული ფასებით სთავაზობს; თუმცა საჯარო ჯანდაცვის სისტემა მუდმივი დაბრკოლებების წინაშე დგას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, 2020 წელს, ერაყში ყოველ 10 ათას პირზე 7 ექიმი და 20 ექთანი იყო ხელმისაწვდომი.[1]

ერაყისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და საერთაშორისო ორგანიზაციები განაგრძობენ ერაყის მხარდაჭერას სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით. 2019 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ოფისმა ერაყის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის 24 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმა აღნიშნულ კონტრიბუციას და განაცხადა, რომ უწყვეტი მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისები მილიონობით მოწყვლადი ქალის, ბავშვისა და მოხუცისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში, საუბარი იყო 3 მილიონზე მეტ პირზე 7 სხვადასხვა პროვინციაში, სადაც კონფლიქტის გამო ჯანდაცვის სისტემა შესუსტებული იყო.[2]

2020 წლის სექტემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წერდა, რომ ერაყის ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის და ჯანდაცვაზე წვდომის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ნინევის ჯანმრთელობის დირექტორატს 10 სრულად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცა. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ბაღდადსა და ნინევაში, აღნიშნული დახმარების გაწევით, კოვიდის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირები, ორსულები და სხვა სამედიცინო პრობლემების მქონე პირები ახლა დროულად მიიღებდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას. აღნიშნული დახმარება, ასევე, იყო ერაყის ჯანდაცვის სტრუქტურების თხოვნის საპასუხოდ განხორციელებული დონაცია, რომ ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი გახადოს ისეთ შორეულ რაიონებშიც, რომლებიც ძნელად ხელმისაწვდომია და სადაც კონფლიქტის შედეგად სამედიცინო ინფრასტრუქტურა განადგურდა.[3]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი] 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაღდადის პროვინციაში 260 პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი არსებობს; მათ შორის 213 მთავარი ჯანდაცვის ცენტრი და 47 ქვე-ცენტრი. აღნიშნული ცენტრების თითქმის 90% [232 ცენტრი] იმართება ექიმების, ხოლო 28 ცენტრი ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალების მერი. პირველადი ჯანდაცვის ცენტრებიდან თითოეული დაახლოებით 33 ათას პაციენტს ემსახურება. გარდა ამისა, ბაღდადში ფუნქციონირებს 51 სპეციალიზებული ჯანდაცვის ცენტრი; მათ შორის 20 სტომატოლოგიური, 3 რესპირატორული დაავადებების, ასთმისა და ალერგიის 2 და 26 სხვა სპეციალიზებული ჯანდაცვის ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, ბაღდადში ყველაზე მეტი ადგილი იყო ხელმისაწვდომი საჯარო ჰოსპიტალებში – 13 ათასზე მეტი საწოლი, მათ შორის 10 ათასზე მეტი „გადაუდებელი დახმარების საწოლი“. ბაღდადის კერძო საავადმყოფოები, დამატებით, 2500-მდე ადგილს სთავაზობს პაციენტებს. რაც შეეხება სხვა სამედიცინო ინსტიტუტებს, 2020 წელს ბაღდადში ფუნქციონირებდა 1008 კერძო ლაბორატორია, 977 ფარმაცევტული ოფისი და 2000-მდე აფთიაქი.[4]

[1] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ერაყი: სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემა; გამოქვეყნებულია 2021 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

[2] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია; USAID-ის კონტრიბუცია სრულყოფილი ჯანდაცვის სერვისებისთვის ერაყში; გამოქვეყნებულია 2019 წლის 18 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

[3] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია; ერაყს 13 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადაეცა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 9 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

[4] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; ერაყი: მთავარი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორები ბაღდადში, ბასრასა და სულეიმანიაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 თებერვალს]

ერაყი. სალაჰადინის პროვინციაში არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2020

სალაჰალდინის პროვინციაში არესებული ზოგადი მდგომარეობა – ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მთლიანი წლის მანძილზე, უშუალოდ სალაჰადდინის პროვინციაში დაფიქსირდა უსაფრთხოების კუთხით 213 ინციდენტი, რასაც ჯამში 462 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევათა უმრავლესობა დაფიქსირდა შემდეგ ლოკაციებზე: Al Fathah, Al Khadraniyah, Al Mishak, Al Mutassim, Al-Khadra, Al-Mazraa, Alas Oilfield, Amerli, An Naml, Aradi Hawi al Maytah, Aradi al Jallam, Aziz Balad, Baiji, Balad, Bir Ahmad, Daur, Dholuiya, Dujail, Farhatiyah, Hamrin Mountains – Sala al-Din, Makhol, Makhol Mountain, Mukeshefah, Mutaibijah, Nahiyat Yathrib, Nahiyat al Alam, Nahiyat al Ishaqi, Qarah Naz, Qaryat Kanan, Qaryat Kanus al Ulya, Qaryat Samum, Qaryat Tall adh Dhahab, Qaryat Tulul al Baj, Qaryat al Ayshah, Qaryat al Huwaysh, Qaryat as Salam, Qaryat az Zuwiyah, Samarra, Seneia, Shirqat, Syed Ghraib, Tall Umm al Ghurban, Tharthar Hayif, Tikrit, Tuz Khurma, Wadi al Biyar, Yanakjah Balan Basa

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  2020 წლის 1 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია შკალა, სადაც აღწერილია მთლიანი ერაყის მასშტაბით,  უკანაკნელი 2 წლის განავლობაში დაფიქსირებული უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები.

ივნისის თვის შემაჯამებლ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის აპრილსა და მაისში ერაყში ძალადობის ზოგადი მაჩვენებელი და უსაფრთხოების კუთხით ინციდენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარა, რადგან „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაახლა ყოველწლიური „საგაზაფხულო თავდასხმათა“ კამპანია. ინციდენტების რაოდენობამ  ქვეყნის იმ 7 პროვინციაში, სადაც ჯგუფი ოპერირებს, 2018 წლის დონეებსაც კი მიაღწია. თუმცაღა, აღნიშნული კამპანია გაზაფხულზე დასრულდა და ივნისში, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე, სპორადული ხასიათის ინციდენტი ფიქსირდებოდა.

ივნისის თვეში დაფიქსირებულ უსაფრთხოების კუთხით 52 ინციდენტიდან ყველაზე მეტი – 19 შემთხვევა დიიალას პროვინციაში მოდიოდა, ხოლო მეორე ადგილზე 11 ძალადობრივი ინციდენტით სალაჰადდინის რეგიონი იყო. მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ზემოხსენებულ 52 ინციდენტს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო  68 – დაშავდა.

ანგარიშში ასევე მოცემულია უშუალოდ სალაჰადდინის პროვინციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში არსებული უსაფრთხოების კუთხით ვითარება.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო თვის მაჩვენებელი საშუალოა და მიყვება უკანასკნელი წლის ტრენდს. გაზაფხულის განმავლობაში, ISIS-ის მებრძოლები დაბრუნდნენ აღმოსავლეთით მდებარე თუზ ხარმატოს დასახლებაში, თუმცა, ივნისისთვის უკან დაიხიეს და იქ მხოლოდ 2 ინციდენტი დაფიქსირდა. ივნისში ინციდენტები გეოგრაფიულად თითქმის მთლიანი პროვინციის ფარგლებში ფიქსირდებოდა. მათგან უმრავლესობა მოიცავდა ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სროლებს, თუმცა, ასევე, დაფიქსირდა თავდასხმა სამარას რეგიონში მდებარე ჰაშდის ბაზაზეც. ავტორის შეფასებით, ზოგადად, სალაჰადდინის პროვინცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ იქცა მეორადი მნიშვნელობის ფრონტად, სადაც მათი მთავარი პრიორიტეტი ხელახლა დაფუძნებაა.

უშუალოდ სალაჰადდინში, ივნისის თვეში დაფიქსირდა 11 ინციდენტი, რასაც 15 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, ხოლო 22 – დაშავდა.[1]

აღნიშნული ტრენდი გაგრძელდა მომდევნო 3 თვის განმავლობაშიც. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, სალაჰადდინის პროვინციაში, შესაბამისად, 10; 9 და 11 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა. [2]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ერაყის შესახებ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, ერაყში სალაჰადდინის პროვინცია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, წარმოადგენს ძირითადად სუნიტი მუსლიმებით დასახლებულ რეგიონს.  ანგარიშში, სხვა დამატებითი ინფორმაცია, უშუალოდ სალაჰადდინის პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების, ასევე – სუნიტი მუსლიმების მიმართ არსებული სამართალდარღვევების შესახებ, არ იძებნება.[3]

სალაჰალდინის პროვინციაში, კერძოდ, ქ. სამარაში არსებობს თუ არა შიიტური დაჯგუფება “ჰაშიდშაყბი” და რამდენად უქმნის საფრთხეს ის იქ მცხოვრებ სუნიტებს?

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროები, ერაყში, ქ.სამარაში მოქმედი დაჯგუფება „ჰაშიდშაყბის“ შესახებ, არაფერს წერენ. თუმცა, იძებნება ინფორმაცია დაჯგუფება Hashd al-Shaabi-ის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კვლევაში უკვე აღნიშნული „სახალხო სამობილიზაციო ძალების“ (PMF) ადგილობრივ დასახელებას.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში „სახალხო სამობილიზაციო ძალების შესახებ“ (PMF) წერდა, რომ სალაჰადდინის პროვინციაში არაერთი PMF  შენაერთია აქტიური. ისინი, ძირითადად, აწარმოებენ სამხედრო ოპერაციებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ან, ზოგჯერ, მცირემასშტაბიან შეტაკებებში ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ სამარას, მას 2014 წლიდან მოყოლებული აკონტროლებს ერთ-ერთი შიიტური PMF დაჯგუფება – Saraya Al-Salam.

ანგარიშში საუბარია სხვადასხვა შემთხვევებზე, რომელთა ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა შეტაკებებს ზემოხსენებულ ჯგუფის წევრებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, ასევე – სხვა ადგილობრივ აქტორებს შორის. საუბარი არ არის ზოგადად, სალაჰადდინის პროვინციაში და ასევე, კონკრეტულად ქ.სამარაში PMF-ების მხრიდან სუნიტი მუსლიმების მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევების შესახებ.[5]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებდა ცნობებს, რომ PMF და ფაშმერგა დაჯგუფებები არ რთავდნენ ნებას სამოქალაქო პირებს (მათ შორის, სუნიტ არაბებს), დაბრუნებოდენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს „ისლამური სახელმწიფოს“ კოტროლისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე. მაგალითად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მიხედვით, ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა სალაჰადდინის პროვინციის ქ. ბაიჯიში დაბრუნებულები არ შეუშვეს.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ერაყში, როგორ პოლიციის, ასევე – PMF-ების მხრიდან, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა სუნიტი მამაკაცების  მიმართ არასათანადო მოპყრობასა და წამებას, ასევე – მათ თვითნებურ დაპატიმრებას. [6]

სალაჰალდინის პროვინციაში უზრუნველყოფილია თუ არა პირთა მიერ სამართალდამცავებისთვის მიმართვა და რამდენად იცავენ ისინი ადამიანებს საფრთხისგან?

საერთაშორისო ვებ-პორტალ globalsecurity.com მიხედვით, „ერაყის პოლიციის სამსახური“ ექვემდებარება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტს, წარმოადგენს ქვეყანაში ძირითად სამართალდამცავ ორგანოს და ასრულებს საპოლიციო ფუნქციებს.ერაყის პოლიცია არ აწარმოებს საგამომძიებლო მოქმედებებს.

როგორც წესი, პოლიციის ადმინისტრირება ხდება პროვინციულ დონეზე. თითოეულ პოლიციის დანაყოფს გააჩნია საპატრულო, საგზაო და განყოფილების დონეზე ქვედანაყოფები. საპატრულო პოლიცია პასუხობს გამოძახებებზე, აკავებს სავარაუდო ეჭვმიტანილებს და გადაჰყავს ისინი პოლიციის შენობაში შემდგომი რეაგირებისთვის. განყოფილებებში მომუშავე თანამშრომლები ადგენენ დანაშაულის ანგარიშებს, რეაგირებას ახდენენ ხალხის მხრიდან დახმარების თაობაზე და ასისტირებას უწევენ გამომძიებელ მოსამართლეებს სისხლის სამართლის საქმეებში. საგზაო პოლიცია განაგებს გზებზე მოძრაობას, აკონტროლებს საგზაო წესების დაცვას და გასცემს მართვის მოწმობებს.[7]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არაერთი ორგანო თუ დაჯგუფება მოქმედებს. გვხვდება ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, რომელიც კომპეტენციების მიხედვით გაყოფილია შესაბამის ორგანოებში და ყველა მათგანი ექვმდებარება პრემიერ-მინისტრსა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამას გარდა, ერაყში ასევე არსებობს ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (Popular Mobilization Forces (PMF))  – სახელწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 60-მდე შეიარაღებულ ჯგუფად არის დაყოფილი. მათი უმრავლესობა არის შიიტი არაბი. კანონის მიხედვით, ყველა PMF პასუხისმგებელია ერაყის პრემიერ-მინისტრის წინაშე, თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი დანაყოფი ირანსა და ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსს ექვემდებარებოდა. ანგარიშის მიხედვით, ერაყის სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აღნიშნული, განსაკუთრებით სახეზე იყო ირანთან აფილირებული PMF დაჯგუფებების შემთხვევაში.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა იძულებითი გაუჩინარება; წამება; თვითნებური დაკავების შემთხვევები; მძიმე და სიცოხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები;  პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; მნიშვნელოვანი ჩარევა შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში; იძულებით გადაადგილებულ პირთა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდოდ აფილირებული პირთა მიმართ მუქარა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორფუცია; ზოგიერთი ელემენტის, მათ შორის – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) და ირანისამდი ლოიალურად განწყობილი PMF ერთეულების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება; ლგბტი პირთა მიმართ მიზანმიმართული ძალადობა და ა.შ.

მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევებს, თუმცა, იშვიათად თუ აყენებდა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. დაუსჯელობის სინდრომი ხშირი იყო როგორც სამთავრობო, ასევე – უსაფრთხოების ძალების რიგებში.[8]

აღნიშნულ პროვინციაში არსებობს ტრადიცია ერთ გვარში ქორწინების შესახებ? ქალი, რომელიც გათხოვდება სხვა გვარის მატარებელზე (თუნდაც მამიდაშვილზე) ეს ქმნის თუ არა საფრთხეს ორივე პირისთვის და რა სახის საფრთხე შეიძლება დაემუქროთ მათ ნათესავებისგან?

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ როგორც სამთავრობო წყაროების, ასევე – არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ერაყში, განსაკუთრებით კი – ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში, გავრცელებული იყო და კვლავაც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა ტრადიცია სახელწოდებით – „ნაჰვა“ (nahwa). აღნიშნული გულისხმობს, რომ ნებისმიერი ქალის ბიძაშვილს, ბიძას ან სხვა მამაკაც ნათესავს შეუძლია, მას (ქალს) აუკრძალოს გვარის გარეთ სხვა მამაკაცზე ქორწინება ან გააუქმოს აღნიშნული ტიპის ქორწინება. მაგალითად, აპრილში, ადგილობრივი გაზეთის მიხედვით, 22 წლის ქალს ამარაჰადან სურდა უნივერსიტეტის ჯგუფელზე ქორწინება. თუმცა, მისი ტომის წარმომადგენელმა მამაკაცებმა „ნაჰვა“ გამოიყენეს და აიძულეს ის, დაქორწინებულიყო საკუთარ ბიძაშვილზე. 2 კვირის შემდგომ, გოგონამ თავის დაწვა სცადა, რომლის დროს მიყენებული  ჯანმრთელობის დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა. ერაყის მთავარმა რელიგიურმა ლიდერმა – დიდმა აიათოლა ალი სისტანიმ მოუწოდა მოსახლეობას, შეეწყვიტათ აღნიშნული მავნე ტრადიცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ტომების გავლენა სამთავრობო გავლენას ჯობნის, აღნიშნული პრაქტიკა კვლავ გამოიყენებოდა. ანგარიშში საუბარი არ არის თუ რა ტიპის საფრთხეს შეიძლება დაექვემდებაროს „ნაჰვას“  საწინააღმდეგოდ დაქორწინებული წყვილი.

ანგარიშის მიხედვით, ერაყში იძულებითი ქორწინება კანონით აკრძალულია, თუმცა, ის ავტომატურად ბათილად არ აცხადებს იმ ტიპის იძულებით ქორწინებებს, სადაც საქორწინო ურთიერთობა უკვე განხორციელებულ იქნა. ანგარიშის მიხედვით, მთავრობა არ დგამდა საკმარის და სათანადო ნაბიჯებს, რათა კანონი პრაქტიკაში აღესრულებინა.[9]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2019 წლის 20 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ძირითადად ერაყის სამხრეთ პროვინციებში გავრცელებულია ერთგვარი ტრადიცია სახელოწდებით „ნაჰვა“, რაც ნიშნავს ქალის იძულებით ქორწინებას მამის მხრიდან ბიძაშვილზე. ამას გარდა, ტრადიცია საშუალებას აძლევს ტომის თუ გვარის წარმომადგენელ ნებისმიერ მამაკაცს, აუკრძალოს ქალს სხვა მამაკაცზე ქორწინება და, სამაგიეროდ, აიძულოს ის, გვარის რომელიმე წევრზე იქორწინოს. ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული ქეისი, როდესაც ალ-ამარაში, მაისანის პროვინცია, მცხოვრებმა გოგონამ „ნაჰვა“-სგან თავის ასარიდებლად, სუიციდს მიმართა.

ერთ-ერთი შესწავლილი მედია წყაროს – France 24-ის მიხედვით, ერაყული საზოგადოება კვლავ საკმაოდ კონსერვატიულია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტომობრივ/გვარობრივ ტრადიციებს და რელიგიურ ჩვეულებებს. სტატიის მიხედვით, გვარის გავლენა ზოგჯერ აჭარბებს სახელმწიფო ინსტიტუციების გავლენას და ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივები, დავების გადასაწყვეტად, ოფიციალური სასამართლო სისტემის მაგივრად,  ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ.

სტატიის მიხედვით, „ნაჰვას“ ტრადიციის მეშვეობით ქალის იძულებითი ოქრწინება ერაყში დასჯადია 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, თუ ის ჩადენილია ბიძაშვილის მიერ, ხოლო 10 წლით პატიმრობით იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე ქალის შორეული ნათესავია. თუმცა, 2003 წლის ომის შემდეგ,  ცენტრალურმა მთავრობამ დაკარგა ძალაუფლება ქვეყნის ბევრ რეგიონში, რამაც საშუალება მისცა ტომობრივ-გვარობრივ სტრუქტურებს, გაეფართოებინათ საკუთარი გაველნა. შესაბამისად, ერაყელი დეპუტატის მიხედვით, ზემოხსენებული კანონის პრაქტიკაში განხორციელება იშვიათად ხდება, რადგან ქალები ხშირა ერიდებიან საკუთარი ოჯახების წინააღმდეგ საჩივრების შეტანას.[10]

[1] Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article „Islamic State’s Spring Offensive In Iraq Ends In June”; published in July 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/07/islamic-states-spring-offensive-in-iraq.html [accessed 19 October 2020]

[2] Joel Wing – Blog “Musings on Iraq – article “slamic State And Pro-Iran Groups Both Pick Up Attacks In Iraq In September”; published in October 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/10/islamic-state-and-pro-iran-groups-both.html [accessed 20 October 2020]

[3] Australian Government DFAT  -DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAQ; published on 17 August 2020; available at

[accessed 19 October 2020]

[4] Al-Jazeera – article “ISIL attack kills Hashd al-Shaabi forces in Iraq”; published in May 2020; available at https://www.aljazeera.com/news/2020/5/2/isil-attack-kills-hashd-al-shaabi-forces-in-iraq [accessed 21 October 2020]

[5] ACCORD – Brief compilation on Shia militia; published in October 2020; available at

[accessed 21 October 2020]

[6] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 19 October 2020]

[7] Globalsecurity.com  -Iraqi Police Service (IPS); available at https://www.globalsecurity.org/intell/world/iraq/ips.htm [accessed 19 October 2020]

[8] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 19 October 2020]

[9] Ibid

[10] ACCORD – “Query response on Iraq: Forced marriage / Fasliya against the father’s will; threat from own tribe in case of refusal”; published in May 2019; available at

[accessed 21 October 2020]

ერაყი. შიდა გაადგილების ალტერნატივა ერაყის ქურთისტანში. ოქტომბერი, 2020

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ქურთისტანის რეგიონში – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას“ (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ერაყი აწარმოებს არა-საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამას გარდა, ქვეყანა ასევე ჩაბმულია საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში თურქეთთან, რადგან ამ უკანასკნელმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე იერიში მიიტანა.[1]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მთლიანი წლის მანძილზე, ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ პროვინციებში სუტუცია შემდეგი იყო:

  • ერბილის პროვინცია – დაფიქსირდა სულ 410 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი, რასაც ჯამში 447 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;
  • სულეიმანიას პროვინცია – 76 ინციდენტი, რასაც ჯამში 18 პირი ემსხვერპლა;
  • დოჰუკის პროვინცია – 390 შემთხვევა, რომელთა ფარგლებში სულ 244 პირი დაიღუპა. [2]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  2020 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც წინა თვეში არსებულ უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას ასახავს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 88 ინციდენტი. აქედან მხოლოდ ერთი ინციდენტი მოდის ქურთისტანზე, კერძოდ – ერბილის პროვინციაზე, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[3] ივლისის თვეში კი, ბლოგის მიხედვით, უშუალოდ ქურთისტანის პროვინციებში ინციდენტები არ აღრიცხულა.[4]

შიდა გადაადგილების ალტერნატივა ქურთისტანის რეგიონში

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში დაბრუნებულთა შიდა გადაადგილების შესახებ წერდა, რომ ქურთი თანამდებობის პირების და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიხედვით, ნებისმიერმა პირმა, რომელიც ქურთისტანის საზღვარზე გადადის, 48 საათის განმავლობაში თავი უნდა წარადგინოს ქურთისტანის უსაფრთხოების სამსახურის (Asayish) შესაბამის ოფისში, სადაც მის დოკუმენტებს შეამოწმებენ და მასზე 1 თვის ვადით ბინადრობის მოწმობას გასცემენ. ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეთნიკურად ქურთებს ერაყის სხვა პროვინციებიდან არ სჭირდებათ არანაირი „სპეციალური ნებართვა“ ან სპონსორის მოძიება და, შეუძლიათ, მარტივად, ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე დასახლდნენ ქურთისტანში.

ანგარიშის მიხედვით, ქურთისტანში შეშვებისთვის დაწესებული მოთხოვნილებები 2017 წელს მოსულის აღების შემდგომ, შედარებით გამარტივდა. თუმცაღა, შესწავლილ წყაროთა მიხედვით, აღნიშნული პროცედურა შესაძლებელია კონკრეტული ქეისის შემთხვევაში განსხვავებული იყოს. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ პირს სპონსორის მხარდაჭერა მოსთხოვეს, ხოლო ზოგიერთი იძულებით გადაადგილებული საერთოდ არ შეუშვეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წყაროთა მიხედვით, როგორც წესი, სპონსორის მხარდაჭერა ჭირდებათ შემდეგი ტიპის პირებს:

  • მარტოხელა ქალებს და მათ თანმხლებ ოჯახს, რომელთაც არ შეუძლიათ სათანადოდ ახსნან ქმრის არყოფნა;
  • ოჯახის გარეშე მყოფ, მარტოხელა ქალებს და მამაკაცებს;
  • ახალგაზარდა, ეთნიკურად არაბ მამაკაცებს.

გლუკ-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში, პირებს სპონსორის მხარდაჭერა არ სჭირდებათ, თუმცა დოჰუკში, „იმ ეთნიკურად არაბებს, რომლებიც მოდიან წარსულში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ან სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან, ასევე  – ეთნიკურად თურქმენებს ნინევას პროვინციიდან, ესაჭიროებათ სპონსორი, რათა შევიდნენ ქურთისტანში“.

იმავე წყაროს მიხედვით, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში დასახლების მსურველი პირები უნდა გამოცხადნენ ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურის ოფისებში, რათა მიიღონ ბინადრობის ბარათი. ამისთვის მათ სპონსორის მხარდაჭერა არ სჭირდებათ. თუმცაღა, მარტოხელა არაბმა და თურქმენმა მამაკაცებმა, იმისთვის, რომ 1 წლის პერიოდის მქონე ბინადრობის მოწმობა აიღონ, უნდა წარადგინონ შესაბამისი წერილი მათი დამსაქმებლისგან. ისინი, ვისაც დამსაქმებელი არ ჰყავს, იღებენ ერთ თვიან ბინადრობის მოწმობას, რომელიც განახლებას ექვემდებარება.

ანგარიშში, ასევე მოცემულია დანიის იმიგრაციის სამსახურისა და ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრის (Landinfo) ერთობლივი ფაქტების დამდგენი მისიის 2018 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ნორმები და წესები, რომლებიც არეგულირებენ ქურთისტანში შესვლას და დასახლებას. თუმცა, ერთ-ერთი გამოკითხული წყაროს მიხედვით, ადრე არსებული სპონსორის მექანიზმი გაუქმებულ იქნა ბევრ შემთხვევაში და მხოლოდ კონკრეტული ქეისების დროს გამოიყენებენ. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ იმ ერაყელებისთვის, რომლებიც მოდიან ანბარის, ნინევას, სალაჰადდინის და დიიალას პროვინციებიდან, ახლა შედარებით გამარტივებულია ქურთისტანში ბინადრობის მოწმობის მოპოვება. თუმცა, სხვა წყარომ განაცხადა, რომ კონკრეტულად ეთნიკურ არაბებს უწევთ ბევრი სირთულის გადალახვა, რათა მოიპოვონ ბინადრობა. აღნიშნული სირთულე განსაკუთრებით სახეზეა მარტოხელა, არაბი მამაკაცების შემთხვევაში. ანგარიშის მიხედვით, ბინადრობის ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ქურთისტანის უსაფრთხოების სამსახური (Asayish).

ანგარიშში ასევე მოცემულია ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის 2018 წლის კვლევა, სადაც აღნიშნულია,  რომ პირებს, მათ შორის – უცხოელებს, რომლებიც დაბადებულნი არიან ქურთისტანის რეგიონში ან ნათესაური კავშირი აქვთ რეგიონში მობინადრე ეთნიკურად ქურთ პირებთან, შეუძლიათ მიიღონ ქურთული პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მათ შორის – ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება ქურთისტანის რეგიონს გარეთ მცხოვრებ ერაყის მოქალაქეებს და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ სჭირდებათ ბინადრობის მოწობის აღება, რომელიც გაიცემა შესაბამის ორგანოში, კონკრეტული პროცედურის საფუძველზე.

რაც შეეხება ქურთისტანში შესვლისა და დასახლების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, ანგარიშის მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც იძულებით წესით გადაადგილებულს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნებას არ დართეს, შესულიყო ქურთისტანში. დაფიქსირდა აღნიშნული მიზეზის გამო, კონკრეტული პირების დაკავების შემთხვევებიც. ანგარიშში მოცემული ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა აწესებს სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებს, რაც დამოკიდებულია პირის ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებაზე, ასევე – პოლიტიკურ შეხედულებებზე. მაგალითად, ეთნიკურად ქურთებს ერაყის ნებისმიერ ადგილიდან, ზოგადად, შეუძლიათ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შევიდნენ რეგიონში. თუმცა, არაბებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, როგორც წესი, უწევთ ქურთისტანში სპონსორის მოძიება, რომელიც მათ თავდებში დაუდგება. შესვლის პროცედურები ზოგჯერ, თვითნებური ხასიათისაა და მოულოდნელად ცვილელებასაც ექვემდებარება.

ანგარიშის მიხედვით, ქურთისტანის მიმართულებით რეგულარული საერთაშორისო ფრენები ხორციელებდა როგორც სულეიმანიის, ასევე – ერბილის საერთაშორისო აეროპორტებში.[5]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 17 May 2020]

[2] ACCORD – IRAK, JAHR 2019: KurzübersichtüberVorfälleausdem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED); published on 23 June 2020; available at

[accessed 9 October 2020]

3] Joel Wing – Blog “Musings on Iraq“ – article “Is A New Islamic State Offensive Beginning In Iraq?”; published in September 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/09/is-new-islamic-state-offensive.html [accessed 21 October 2020]

[4] [4] Joel Wing – Blog “Musings on Iraq“ – „Violence Remains Low In Iraq July 2020”; published in August 2020; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/08/violence-remains-low-in-iraq-july-2020.html [accessed 21 October 2020]

[5] UK Home Office – “Country Policy and Information Note Iraq: Internal relocation, civil documentation and returns”; published in June 2020; available at

[accessed 21 October 2020]

ერაყი. შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულება ქადისიაში. ოქტომბერი, 2020

ქადისიას პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა – ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ერაყის შესახებ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, ერაყში ქადისიას პროვინცია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, წარმოადგენს ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ რეგიონს. ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ასევე მოქმედებენ შიიტური შეიარაღებული ჯგუფები – ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (PMF). ანგარიშში, სხვა დამატებითი ინფორმაცია, უშუალოდ ქადისიას პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების, ასევე – შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული სამართალდარღვევების შესახებ, არ იძებნება.[1]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მთლიანი წლის მანძილზე, უშუალოდ ქადისიას პროვინციაში დაფიქსირდა 124 ინციდენტი, რომელთაგან 6-ს  27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევათა უმრავლესობა დაფიქსირდა შემდეგ ლოკაციებზე: აფაკი; ალ-მიჰნავია; აშ-შინაფიია; ჰამზა; ნაჰიიათ გჰამმას; ნაჰიიათ ად დეგჰარა; შამია.[2]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) უშუალოდ ალ ქადისიას პროვინციაში, უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები არ ფიქსირდება. [3] [4] [5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, მათ შორის ავტორიტეტულ საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის ანგარიშებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია ერაყში, კერძოდ – ქადისიას პროვინციაში შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული მასობრივი უფლებადარღვევების ან დენის შესახებ, არ იძებნება.

სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა ქადისიას პროვინციაში

საერთაშორისო ვებ-პორტალ globalsecurity.com მიხედვით, „ერაყის პოლიციის სამსახური“ ექვემდებარება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტს, წარმოადგენს ქვეყანაში ძირითად სამართალდამცავ ორგანოს და ასრულებს საპოლიციო ფუნქციებს. ერაყის პოლიცია არ აწარმოებს საგამომძიებლო მოქმედებებს.

როგორც წესი, პოლიციის ადმინისტრირება ხდება პროვინციულ დონეზე. თითოეულ პოლიციის დანაყოფს გააჩნია საპატრულო, საგზაო და განყოფილების დონეზე ქვედანაყოფები. საპატრულო პოლიცია პასუხობს გამოძახებებზე, აკავებს სავარაუდო ეჭვმიტანილებს და გადაჰყავს ისინი პოლიციის შენობაში შემდგომი რეაგირებისთვის. განყოფილებებში მომუშავე თანამშრომლები ადგენენ დანაშაულის ანგარიშებს, რეაგირებას ახდენენ ხალხის მხრიდან დახმარების თაობაზე და ასისტირებას უწევენ გამომძიებელ მოსამართლეებს სისხლის სამართლის საქმეებში. საგზაო პოლიცია განაგებს გზებზე მოძრაობას, აკონტროლებს საგზაო წესების დაცვას და გასცემს მართვის მოწმობებს.[6]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არაერთი ორგანო თუ დაჯგუფება მოქმედებს. გვხვდება ერაყის სამთავრობო უსაფრთხოების ძალები, რომელიც კომპეტენციების მიხედვით გაყოფილია შესაბამის ორგანოებში და ყველა მათგანი ექვმდებარება პრემიერ-მინისტრსა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამას გარდა, ერაყში ასევე არსებობს ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (Popular Mobilization Forces (PMF))  – სახელწიფოს მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც 60-მდე შეიარაღებულ ჯგუფად არის დაყოფილი. მათი უმრავლესობა არის შიიტი არაბი. კანონის მიხედვით, ყველა PMF პასუხისმგებელია ერაყის პრემიერ-მინისტრის წინაშე, თუმცა, პრაქტიკაში, ზოგიერთი დანაყოფი ირანსა და ირანის რევოლუციური გუშაგების კორპუსს ექვემდებარებოდა. ანგარიშის მიხედვით, ერაყის სამოქალაქო სამსახურები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. აღნიშნული, განსაკუთრებით სახეზე იყო ირანთან აფილირებული PMF დაჯგუფებების შემთხვევაში.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა იძულებითი გაუჩინარება; წამება; თვითნებური დაკავების შემთხვევები; მძიმე და სიცოხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები;  პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; მნიშვნელოვანი ჩარევა შეკრებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებაში; იძულებით გადაადგილებულ პირთა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდოდ აფილირებული პირთა მიმართ მუქარა; ფართოდ გავრცელებული სამთავრობო კორფუცია; ზოგიერთი ელემენტის, მათ შორის – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) და ირანისამდი ლოიალურად განწყობილი PMF ერთეულების მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება; ლგბტი პირთა მიმართ მიზანმიმართული ძალადობა და ა.შ.

მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევებს, თუმცა, იშვიათად თუ აყენებდა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. დაუსჯელობის სინდრომი ხშირი იყო როგორც სამთავრობო, ასევე – უსაფრთხოების ძალების რიგებში.[7]

უშუალოდ ქადისიას პროვინციაში პოლიციის ეფექტურობის შესახებ, ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, არ იძებნება.

[1] Australian Government DFAT  -DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAQ; published on 17 August 2020; available at

[accessed 9 October 2020]

[2] ACCORD – IRAK, JAHR 2019: Kurzübersicht über Vorfälle aus dem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED); published on 23 June 2020; available at

[accessed 9 October 2020]

[3] Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence remains low in Iraq in July 2020”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/08/violence-remains-low-in-iraq-july-2020.html [accessed 9 October 2020]

[4] Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Is a new Islamic State Offensive Beginning in Iraq?”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/09/is-new-islamic-state-offensive.html [accessed 9 October 2020]

[5] Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Islamic State and Pro-Iran Groups both pick up attacks in Iraq in September”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2020/10/islamic-state-and-pro-iran-groups-both.html [accessed 9 October 2020]

[6] Globalsecurity.com  -Iraqi Police Service (IPS); available at https://www.globalsecurity.org/intell/world/iraq/ips.htm [accessed 9 October 2020]

[7] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Iraq; published in March 2020; available at

[accessed 9 October 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-31 მაისი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – 4 მაისს, ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანმა“ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა. ავღანეთის ჯარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – დაიღუპა 5 სამხედრო მოსამსახურე.[1]

9 მაისს, ღურის პროვინციაში 300-მდე აქტივისტმა საკვების განაწილება გააპროტესტა. დემონსტრანტების თქმით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო საკვებით ხელისუფლება პოლიტიკურად მისაღებ მოქალაქეებს ეხმარება. აქციის მონაწილეებმა თვითმმართველობის შენობას ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.[2]

13 მაისს, ქაბულის ერთერთ საავადმყოფოში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა. შეიარაღებული კაცი შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ინცინდენტის შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბანის წინააღმდეგ ოპერაციების განახლება გადაწყვიტა.[3]

ნანგარჰარის პროვინციაში, კუზ კუნარის დასახლებაში ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება პროვინციის ერთერთი რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსის დაკრძალვისას მოხდა. დაშავდა 50 ადამიანზე მეტი. თალიბანმა მომხდართან კავშირი უარყო.[4]

18 მაისს, ღაზნის რაიონში, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[5]

26 მაისს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა „თალიბანის“ 900 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს. 25 მაისს ხელისუფლებამ თალიბანის 100 მებრძოლი გაათავისუფლა.[6]

28 მაისს, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბანს შორის შეტაკებებს სამთავრობო ჯარის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. შეტაკება ქაბულის ჩრდილოეთით მოხდა.[7]

30 მაისს, ქაბულში, ტელეარხის „Khurshid“ მიკროავტობუსში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაიღუპა ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[8]

ერაყში არსებული ვითარება – 2 მაისს, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას სახალხო მობილიზაციის ძალების 10 წევრი ემსხვერპლა. ინციდენტები სალაჰადინის პროვინციის ქალაქებში – მაკეეშფასა და ბალადში მოხდა.[9]

6 მაისს, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან „კატიუშას“ ტიპის 3 რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.[10]

ერაყის პრემიერი მუჰამედ ალ-კაზიმი გახდა, რომელიც ყოფილი ჟურნალისტია. ის აქამდე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ერაყის პარლამენტი 5 თვის განმავლობაში ვერ თანხმდებოდა პრემიერის კანდიდატურაზე. მიმდინარე წელს ალ-კაზიმი მესამე წარდგენილი კანდიდატი იყო.[11]

იემენის კრიზისი – 2 მაისს, იემენის ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის შეთანხმება შედგა. რეგიონში სამთავრობო ძალების მოქმედებებს საუდის არაბეთი უჭერდა მხარს, სეპარატისტთა ქმედებების მხარდამჭერი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. დეესკალაციის შესახებ შეთანხმება კუნძულ სოკოტრაზე შეტაკებების დასრულებას ითვალისწინებს. 26 აპრილს იემენელმა სეპარატისტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობა გამოაცხადეს. ამავე რეჟიმის დაწესებას „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“ იემენის ყველა სამხრეთ პროვინციაში, მათ შორის საპორტო ქალაქ ადენში გეგმავენ. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ალ-ჰადრამიმ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ქმედებებს შეიარაღებული აჯანყება უწოდა. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავია იერიშებით ეხმარება.[12]

პაკისტანში ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო ნათესავებმა 2 მოზარდი გოგო მოკლეს – შემთხვევა 17 მაისს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მოხდა, ამის მიზეზი კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი. ვიდეო თითქმის 1 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამის შემდეგ ნათესავებმა რგოლში ნაჩვენები 16 და 18 წლის გოგოები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გოგოების და ქალების წინააღმდეგ ძალადობა პაკისტანში სერიოზულ პრობლემად რჩება. აქტივისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ე.წ. ღირსების მკვლელობებს ათასამდე ქალი ეწირება.[13]

ირანელი ექსტრემალი შენობის სახურავზე გადაღებული ფოტოს გამო დააპატიმრეს – 23 მაისს პოპულარული ირანელი პარკურის ოსტატების – ალირეზა ჯაპალაღისა და მისი მეგობარი გოგოს ფოტოს თეირანის კიბერპოლიციაში „ვულგარული აქტი“ უწოდეს. მათი განცხადებით, წყვილის „უკანონო ქცევა შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება“. აღსანიშნავია, რომ ჯაპალაღის მეგობარი გოგო, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, ამ დრომდე არაა დაკავებული.[14]

ირანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 14 წლის გოგო, რომინა აშრაფი ემსხვერპლა – 27 მაისს, მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა. გაქცეული წყვილი პოლიციამ დააკავა და მოზარდი სახლში დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილის საძინებელში შევიდა და თავი ნამგლით მოჰკვეთა. მომხდარმა ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოება „ღირსების მკვლელობის“ პრაქტიკის მოსპობას ითხოვს.[15]

სუდანში ქალთა წინადაცვეთა დასჯადი გახდა – სუდანში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება იმ ქალებზე, ვინც წინადაცვეთას ჩაიტარებს. დანაშაული სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. სუდანის საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალს წინადაცვეთა, მხოლოდ გათხოვების მიზნით სჭირდება. მსოფლიოში წინადაცვეთას 200 მილიონი გოგო და ქალი დაექვემდებარა. ეს პროცედურა აფრიკის 30 ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში და ასევე, რუსეთის სამხრეთ რეგიონებშია გავრცელებული. სუდანში წინადაცვეთა 15-დან 49 წლამდე ქალების 87%-ს ჩაუტარდა.[16]

[1] Tolo News; Car bomb attack in Helmand leaves five dead: official; 4 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/car-bomb-attack-helmand-leaves-five-dead-official

[2] Reuters; At least six killed in protests over food distribution in Afghanistan; 9 May, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-afghanistan-food/seven-killed-in-protests-over-food-distribution-in-afghanistan-local-mp-says-idUSKBN22L0I4?il=0

[3] Washington Post; Brutal attack on mothers and newborns prompts Afghanistan to resume offensive operations against Taliban; 13 May, 2020; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/gunmen-storm-kabul-maternity-ward-killing-13-including-2-newborns/2020/05/12/416a9174-9428-11ea-87a3-22d324235636_story.html

[4] Al Jazeera; Afghanistan: deadly suicide attack targets funeral in Nangarhar; 13 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/afghanistan-deadly-suicide-attack-targets-funeral-nangarhar-200512081739828.html

[5] Tolo News; Suicide bomber in vehicle targets NDS special unit in Ghazni; 18 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/suicide-bomber-vehicle-targets-nds-special-unit-ghazni?fbclid=IwAR0GwSKTxuDcrJSW1ntX8s0hcQjBjMBAsYsofeI0t2IRFfCvPKaKzWsZjg4

[6] იმედის ახალი ამბები; ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანის 900 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა; 26 მაისი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/144590/avganetis-prezidentma-talibanis-900-mebrdzolis-gatavisuplebis-gankargulebas-kheli-moatsera

[7] Daily Sabah; 7 Afghan security personnel killed in 1st attack since cease-fire ended; 28 May, 2020; available at: https://www.dailysabah.com/world/asia-pacific/7-afghan-security-personnel-killed-in-1st-attack-since-cease-fire-ended

[8] Tolo News; Journalist, studio technician killed in Kabul blast, 6 wounded; 30 May, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/journalist-driver-killed-kabul-ied-blast-6-wounded?fbclid=IwAR1y1Xp3oyQo66rUWer-UmLloQ27pAaxLFWGZSg3d_GQsjWSkk-O1HKfZ3E

[9] Al Jazeera; ISIL attack kills Hashd al-Shaabi forces in Iraq; 2 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/isil-attack-kills-hashd-al-shaabi-forces-iraq-reports-200502021705978.html

[10] Reuters; Rockets hit near Baghdad airport, launcher with timer found; 6 May, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/three-rockets-land-near-baghdad-airport-no-casualties-statement-idUSKBN22I0QN

[11] The Hindu; Former Iraqi intelligence chief approved as new premier; 7 May, 2020; available at: https://www.thehindu.com/news/international/former-iraqi-intelligence-chief-approved-as-new-premier/article31523069.ece

[12] Al Jazeera; Yemeni government, southern separatists, sign Socotra truce; 2 May, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/05/yemeni-government-southern-separatists-sign-socotra-truce-200502103232655.html

[13] BBC; Pakistan girls murdered over phone video footage; 17 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-52696032

[14] BBC; Iranian Parkour athlete arrested over a rooftop kiss; 23 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/av/world-middle-east-52777891/iranian-parkour-athlete-arrested-over-a-rooftop-kiss

[15] BBC; Romina Ashrafi: outrage in Iran after girl murdered for eloping; 27 May, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-52811631

[16] Reuters; Sudan makes FGM a crime in new era for women’s rights; 30 April, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-sudan-women-fgm-trfn/sudan-makes-female-genital-cutting-a-crime-in-new-era-for-womens-rights-idUSKBN22C2YV