თურქეთი. ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის წევრთა და ასეთად მიჩნეულთა მდგომარეობა. აგვისტო, 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2018 წლის ფართო ანტიტერორსტული კანონმდებლობის ფარგლებში, მთავრობა განაგრძობს კანონის უზენაესობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას. 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხელისუფლებამ დაითხოვა ათობით ათასი საჯარო მოხელე და სამთავრობო მუშაკი; მათ შორის, 60 ათასზე მეტი პოლიციელი და ჯარისკაცი და 4 ათასზე მეტი მოსამართლე და პროკურორი; დააპატიმრეს 95 ათასზე მეტი მოქალაქე და დახურეს ათას ხუთასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია; აღნიშნული ქმედებები გატარდა ტერორზმთან დაკავშირებული საფუძვლებით, კერძოდ, სავარაუდო კავშირები სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირი. სწორედ ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს ოფიციალური ანკარა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას და მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზიად აღიარებული „ფეთჰულისტების ტერორისტული ორგანიზაციის“ ლიდერად.

2021 წლის მაისში ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ სელაჰადდინ გიულენი, ფეთჰულაჰ გიულენის ძმისშვილი, იმყოფება თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში, მას შემდეგ, რაც ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა უცხო ქვეყანაში შეიპყრეს. საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ იტყობინებოდა, რომ კენიის პოლიციამ, ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე, შეიპყრო სელაჰადდინ გიულენი და დაიწყო მისი თურქეთში ექსტრადირების პროცედურები. ანგარიშს მიხედვით, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს უცხო ქვეყანაში მყოფი პირების მიმართ; მათ შორის, ასეთი პირების გატაცებას და თურქეთში ჩაყვანას, სათანადო სასამართლო პროცესის გარეშე, გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის საფუძვლით.

თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას; თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პოლიეციელი, ციხის თანამშრომელი, სამხედრო ან დაზვერვის სამსახურის ოფიცერი მიმართავს მსგავს პრაქტიკას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პირები, ვის მიმართაც არსებობს ეჭვი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ან გიულენის მოძრაობასთან კავშირის შესახებ, უფრო მეტად სავარაუდოა, დაექვემდებარონ აღნიშნული ხასიათის მოპყრობას.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის 5 წლისთავზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ პერიოდში, გიულენის მოძღაობასთან კავშირის ბრალდებით, დააკავა 312,121 და დააპატიმრა 99,123 პირი. 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე პერიოდში დააკავეს 29,331 და დააპატიმრეს 4,148 პირი, გიულენის მოძღაობასთან კავშირების გამო. ზოგიერთი ადვოკატის თქმით, ისინი ერიდებიან იმ პირთა დაცვას, ვისაც ბრალად ედება ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ან გიულენის მოძღაობასთან კავშირი, რადგან მთავრობის მხრიდან რეპრესიებს, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ერიდებიან.

თურქეთის სასამართლო სისტემა აწყდება პრობლემებს დამოუკიდებლობის კუთხით. წყაროები საუბრობენ მოსამართლეთა დაშინებაზე და აღმსარულებელი ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლებამ მოსამართლეთა, დაახლოებით, მესამედი დაითხოვა გიულენთან კავშირის მოტივით. მომდევნო წლებში, გამოთავისუფლებული ადგილები შეივსო და საბოლოოდ, რაოდენობრივად გადატრიალების მცდელობამდე მონაცემებსაც გაუსწრო, მაგრამ წმენდის ნეგატიური შედეგები კვლავ აისახება სასამართლო სისტემაზე.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია. ოპოზიციური პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა პროფილის ხალხი აწყდებიან გამოძიებებს, სამართლებრივ დევნასა და სასჯელებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა სასამართლო რეფორმის ორმა პაკეტმა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმამ, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით, შედეგი ვერ გამოიღო.

ანგარიშის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ყოფილი სამართლებრივი მრჩეველი ჰუსეინ გალიპ ქუჩუკოზიგიტი [Huseyn Galip Kucukozygit], ვინც გიულენის მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულეს, 9-თვიანი იძულებითი გაუჩინარების შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში, ანკარის ციხეში გამოჩნდა. ხელისუფლებამ უარყო მისი ოფიციალურ პატიმრობაში ყოფნა. გაუჩინარების პერიოდის შესახებ ცნობები ამ დრომდე უცნობია.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებას რეგულარულად ადანაშაულებენ წამების გამოყენებას პატიმრების მიმართ – კერძოდ, სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნებიან ქურთები, გიულენისტები და მემარცხენეები. წყარო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებები დაუსჯელად ხორციელდება.[3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 622,646 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და 301,392 პირი დააკავეს; 96 ათასი სხვა პირი ჩასვეს ციხეში გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო. მინისტრის თქმით, ამჟამად თურქეთის ციხეებში 25,467 პირი იხდის სასჯელს გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის გამო.

იგივე ანგარიშის მიხედვით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის უკანასკნელ ანგარიშში [გამოქვეყნებულია 2020 წლის 5 აგვისტოს] წერს, რომ საერთო ჯამში, კომიტეტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ წინა ვიზიტის [2017] შემდეგ, საპოლიციო დაკავებისას არასათანადო მოპყრობის სიმძიმე შემცირებულია; თუმცა, კვლავ საგანგაშო ნიშნულზე რჩება. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა წყარო საუბრობს, პოლიციის იზოლატორებში, გიულენთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების [ვინც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ] მიმართ წამების ფაქტების შესახებ. ეროვნული პოლიცია კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. წყაროები, ასევე, აღნიშნავენ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლება განაგრძობს გიულენთან სავარაუდო კავშირის მქონე პირთა დაკავებას, დაპატიმრებას და გასამართლებას; ხშირად საეჭვო მტკიცებულებებით და კანონით გათვალისწინებული სათანადო პროცესის გარეშე.[4]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამაინის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს]

[4] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; თურქეთი: გიულენისტური მოძრაობა; გამოქვეყნებულია 2022 წლის თებერვალში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 აგვისტოს]

თურქეთი. ეთნიკურად ქურთების მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2020

ქურთების მდგომარეობა თურქეთში (დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, უფლებების დაცვა) – ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ თურქეთის კონტიტუცია არ ცნობს არც ერთ ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას გარდა სამი არამუსლიმური რელიგიური უმცირესობისა: სომეხი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ებრაელები და ბერძენი მართმადიდებელი ქრისტიანები. შესაბამისად, ბევრ ეროვნულ თუ ეთნიკურ უმცირესობებს (მათ შორის, ქურთებს) არ აქვთ საშუალება, სრულად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ რელიგიურ, ლინგვისტურ თუ კულტურულ უფლებებზე.

თურქეთში ქურთული წარმომავლობის და ქურთულ ენაზე თუ დიალექტებზე მოლაპარაკე დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ძალების მიერ ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებები არაპროპორციულ ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ ადგილობრვ თემებზე. რამდენიმე, ძირითადად ქურთული ადგილობრივი თემის წარმომადგენლები აცხადებნდნენ, რომ მთავრობა მათ უქვემდებარებდა ე.წ. კომენდანტის საათს, რაც ახსნილი იყო PKK-ს წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომებით.

ქურთების და პრო-ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა მზარდი პრობლემები მათ მიერ შეკრების და მანიფესტაციის უფლებების განხორციელების კუთხით. მთავრობამ, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ასობით ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და მედია საშუალება დახურა. არც ერთი აღნიშნული ორგანიზაცია არ გახსნილა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც. ოქტომბრის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 4686 პირი, მათ შორის, სამხედროები, პოლიციელები, PKK წევრები და სამოქალაქო პირები, დაიღუპა.

კანონი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, გახსნან კერძო სასწავლო დაწესებულებები, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებენ იმ ენასა თუ დიალექტზე, რომელზედაც ისინი ლაპარაკობენ. თუმცა, ქურთული ენა საჯარო სკოლებში არ ისწავლება. ამას გარდა, მართალია, ზოგიერთ უნივერსიტეტში არსებობს ქურთული ენის არჩევითი კურსები, ხოლო 2 კონკრეტულ სასწავლებელში – ქურთული ენის დეპარტამენტი, თუმცა, აღნიშნულ დეპარტამენტებში მომუშავე პერსონალის ბევრი წევრი იყო იმ ათასთა შორის, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული კანონების საფუძველზე დაითხოვეს, შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე ლექტორი სპეციალისტების ნაკლებობაა.

ანგარიშის მიხედვით, მედია საშუალებები ზოგადად, იყენებდნენ თვით-ცენზურას და თავს არიდებდნენ ისეთ თემებზე სტატიების გამოქვეყნებას, რომელსაც შესაძლოა სამართლებრივი დევნა მოჰყოლოდა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ ზოგიერთი ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნის, ასევე, პრო-ქურთული ან გიულენისტური წიგნის ქონა უტოლდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის სარწმუნო მტკიცებულებას. მაგალითად, სექტემბერში, ყარსის სასამართლომ, „ტერორიზმის ხელშეწყობის“ მოტივით, აკრძალა ქურთებთან ან „ქურთისტანთან“ დაკავშირებული 2 წიგნი.

მთავრობა, ხშირად, დაკავებულ ქურთული ან სავარაუდოდ პრო-გიულენისტური მედია საშუალებების ჟურნალისტებს უწოდებდა „ტერორისტებს“ და ვარაუდობდა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ PKK-ს ან გიულენის მოძრაობასთან. თითქმის ყველა კერძო, ქურთულ ენაზე მოფუნქციონირე მედია საშუალება კვლავაც დახურულად რჩებოდა, რაც განპირობებული იყო „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“. პრო-ქურთული აუთლეტების მოქმედი ან ყოფილი ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ზეწოლას მთავრობის მხრიდან (მათ შორის – დაპატიმრებების შემთხვევებსაც).

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში პრო-ქურთული საპროტესტო დემონსტრაციებისას, მთავრობა და პოლიცია იყენებდა არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას. მაგალითად, თებერვალში, ვანში მომხდარი პრო-HDP დემონსტრაცია, პოლიციამ ძალადობრივი მეთოდით დაშალა.

შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ ქეისებში, ყველაზე მეტად, სამიზნეს წარმოადგენდნენ პოლიტიკური პარტიების წევრი, განსაკუთრებით, პრო-ქურთული HDP პარტიიდან. დეკემბრისთვის არსებული მდგოამრეობით, სულ მცირე 4.912 HDP წევრი იმყოფებოდა ციხეში ტერორიზმისა თუ შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.

თურქეთის მთავრობამ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თანამდებობიდან გადააყენა არაერთი დემოკრატიული წესით არჩეული მერი და ჩაანაცვლა ისინი საკუთარი ნდობით აღჭურვილი დროებითი მმართველებით. გადაყენებულ პირებს ბრალად დასდეს ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი. აღნიშნული ტაქტიკა, ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა პრო-ქურთული პარტია HDP-სთან ასოცირებული არჩეული მერების მიმართ. შედეგად, მთავრობამ, მარტის მუნიციპალურ არჩევნებში არჩეული, HDP პარტიის მერების 44 % თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ქურთი პირების მიმართ მძიმე სამართალდარღვევის ჩადენას. მაგალითად, ივლისში, ადაზაპარის რეგიონში ქურთი ჯარისკაცი სასტიკად ცემეს საკუთარმა ბრიგადის წევრებმა, რისი მიზეზიც მისი ეთნიკური წარმომავლობა იყო. ამას გარდა, თებერვალში, ვანში 14-დან 17 წლამდე 3 არასრულწლოვანი ქურთი პირი, ადგილობრივ პოლიციაში წამებას დაუქვემდებარეს. ახალგარზდებმა ადვოკატთა ასოციას განუცხადეს, რომ პოლიციელებმა ისინი რკინის ხელკეტებით ცემეს, თავში ფეხები ურტყეს და თავს ტუალეტებში აყოფინებდნენ. სექტემბერში, პროკურატურამ ვანის გუბერნატორს სთხოვა ნებართვა, რათა გამოძიება ჩაეტარებიდან იმ 66 პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ შემთხვევაში. გუბერნატორმა მათ უარი უთხრა ნებართვაზე, განაცხადა რა, რომ პოლიციამ მსხვერპლთა მიმართ „პროპორციული ძალა“ გამოიყენა.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, წერდა, რომ პრო-ქურთული HDP პარტიის ლიდერი – სალაჰატტინ დემირტასი, ახალი ბრალდებები საფუძველზე კვლავ ციხეში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამას გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია იმ საკითხზეც, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში სათანადოდ არ არიან ჩაბმულნი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს CHP  და HDP (პრო-ქურთული პარტიები) პარტიების სახით, მთავრობის მიერ წამოწყებულმა ოპოზიციურ პარტიათა წინააღმდეგ მიმართულმა სადამსჯელო კამპანიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქურთებისა თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საარჩევნო უფლებები.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წამება საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. Human Rights Watch წერდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები წამებასა და არასათანადო მოპყრობას უფრო ხშირად უქვემდებარებდნენ ეთნიკურად ქურთებს, გიულენისტებსა და მემარცხენეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის საფრთე 2018 წლიდან, ისლამური სახელმწიფოს დამარცხებასთან ერთად, საკმაოდ შემცირდა, ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მაცხოვრებლებს კვლავ უწევდათ უსაფრთხოების ძალებსა და PKK (ქურთისტანის მუშათა პარტია) წევრებს შორის კონფლიქტის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ცხოვრება. აღნიშნულმა კონფლიქტმა, 2015 წლიდან მოყოლებული, თურქეთის მასშტაბით 4600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ანგარიშში ასევე აღNიშნულია, რომ ქურთი ჟურნალისტები განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ უსაფრთხოების სამსახურებისთვის და რომ მათი საქმიანობა და ზოგადად, ახალი ამბების რეპორტინგი ქურთული სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონიდან, მკაცრად იყო შეზღუდული.

ქურთ მუშათა პარტიასთან (PKK) მიმდინარე კონფლიქტი გამოყენებული იყო ქურთი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების გასამართლებლად. მაგალითად, აღნიშნული მიზეზით აკრძალეს ქურთული ფესტივალის ჩატარება და ქურთული ენისა და კულტურის პროპაგანდა. 2015 წლის შემდგომ, ბევრი ქურთული სკოლა თუ კულტურული ორგანიზაცია იქნა დახურული მთავრობის მიერ.[2]

[1] United States Department of State – “Annual report on human rights in 2019”; published in March 2020; available at

[accessed 25 September 2020]

[2] Freedom House – “Annual report on political rights and civil liberties in 2019”; published in March 2020; available at

[accessed 24 September 2020]

თურქეთი. სავალდებულო სამხედრო სამსახურგისგან თავის არიდება. სექტემბერი, 2020

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „თემატური წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – სამხედრო სამსახური თურქეთში“  წერდა, რომ თურქული კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებად შეიძლება ჩაითვალოს 3 ქმედება: 1. რეგისტრაციაზე/სამედიცინო სქრინინგზე არ-გამოცხადება; 2. უშუალოდ სავალადებულო სამხედრო სამსახურის მოსახელად არ-გამოცხადება და 3. დეზერტირობა.

ზემოხსენებული ქმედებებიდან პირველისა და მეორის ჩადენის შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, თურქული შესაბამისი სამსახურები იშვიათად თუ იყენებენ სასჯელის ყველაზე უფრო მკაცრ ზომას – პატიმრობას. აღნიშნულისთვის, ყველაზე უფრო გავრცელებული სანქცია ფულადი ჯარიმაა. მათ შორის რელიგიური მოტივით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო (აღნიშნული თურქეთში არ წარმოადგენს სამხედრო სამსახურისგან გამორიცხვის წინაპირობას), არ გამოიყენება პატიმრობა. თუმცაღა, როდესაც სახეზე არის განგრძობადი ხასიათის, რამდენჯერმე ჩადენილი თავის არიდება, რა თქმა უნდა, იზრდება იმის შანსი, რომ ჯარიმის ნაცვლად, სასჯელის სახით განსაზღვრული იქნება პატიმრობა.

აღნიშნულ ქმედებებს არეგულირებს თურქეთის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლი, რომლის მიხედვითაც, თავის არიდების თარიღად განისაზღვრებად წვევამდელის რეგისტრაცია/სქრინინგზე გამოძახების ან უშუალოდ გაწვევის თარიღები. მუხლის მიხედვით, განსაზღვრულია შემდგომი სასჯელები:

ის პირები, რომლებიც:

  • საკუთარი ნებით, გამოძახებიდან 7 დღის ვადაში გამოცხადდებიან შესაბამის სამსახურებთან, დაექვემდებარებიან მაქსიმუმ 1 თვით თავისუფლების აღკვეთას;
  • ანალოგიური ქმედება, როდესაც წვევამდელი კვლავ საკუთარი ნებით ცხადდება 7 დღის შემდგომ, მაგრამ მაქსიმუმ 3 თვემდე ვადაში, ისჯება 3-დან 12 თვემდე პატიმრობით;
  • ხოლო 3 თვის ვადის გასვლის შემდგომ, საკუთარი ნებით გამოცხადება ისჯება 4 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

როდესაც პირი საკუთარი ნებით არ ცხადდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მას აკავებენ შესაბამისი სამსახურები, განსაზღვრული სასჯელებია:

  • გამოძახებიდან 7 დღის ვადაში დაკავების შემთხვევაში, 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთა;
  • გამოძახებიდან 7 დღის შემდეგ, მაგრამ 3 თვემდე ვადაში – 4-დან 18 თვემდე პატიმრობა;
  • გამოძახებიდან 3 თვის შემდგომ დაკავების შემთხვევაში – 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ანგარიშის მიხედვით, თურქეთის სამხედრო სისხლის სამართლის კოდექსის 50 და 51 მუხლების თანახმად,  სასამართლო უფლებამოსილია, 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი შეცვალოს ჯარიმით. ამასთანავე, მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობის სასჯელი სასამართლომ, საკუთარი დისკრეციის საფუძველზე, შესაძლებელია გადაავადოს.

გთავაზობთ ცხრილს, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ის ფულადი ჯარიმები, რომლებიც შესაძლოა სასამართლომ მსჯავრდებულს დააკისროს მისი კონკრეტული ქეისიდან გამომდინარე:

რაც შეეხება დეზერტირობას, აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქციები ანალოგიურია როგორც ახალწვეულთათვის, ასევე – მოქმედი, საკონტრაქტო წესით მომუშავე სამხედრო პერსონალისთვის. შესაბამისად, ის ჯარისკაცები, რომლებიც წინასწარი ნებართვის გარეშე, საკუთარ დანაყოფში 6 დღის განმავლობაში არ გამოცხადდებიან  ან ისინი, რომლებიც შვებულების შემდგომ (მათ შორის, სამედიცინო ჩვენებით შვებულებისას), საპატიო მიზეზის გარეშე, არ ცხადდებიან დანაყოფში 6 დღის განმავლობაში, ითვლებიან დეზერტირებად. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის ზომად განსაზღვრეულია 1-დან 3 წლამდე პატიმრობა. სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე საზღვარგარეთ მიიმალა და საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში დანაყოფში არ დაბრუნდა – კერძოდ, ამისთვის დამნაშავეს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დამამძიმებელი გარემოებებია საზღვარგარეთ დეზერტირობასთან ერთად იარაღის, ტყვია-წამლის, სატრანსპორტე საშუალების ან/და სხვა ტიპის სამხედრო მასალის მოპარვა, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. საკონტრაქტე წესით მომსახურე ოფიცრების მხრიდან დეზერტირობის შემთხვევების დროს, კანონის მიხედვით, განისაზღვრება სასჯელის მაქსიმალური ზომა.

ანგარიშის მიხედვით, იმ დეზერტირების შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა შესაბამისი სამსახურების მიერ დაკავშირებული იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, შესაძლოა, დეზერტირობასთან ერთად სხვა, შედარებით მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს (მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა).[1]

[1] Ministry of Foreign Affairs of Netherlands – “Thematic Country of Origin Information Report Turkey: Military service”; published in July 2019; available at

[accessed 03 September 2020]

თურქეთი. შურისძიების და სისხლის აღების ტრადიცია. ივნისი, 2020

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა კანადის საბჭო 2000 წლის ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის აღების ტრადიციის შესახებ წერს, რომ სისხლის აღების ტრადიცია თურქეთში თითქმის გამქრალია. ანთროპოლოგი კენტის უნივერსიტეტიდან, პოლ სტირლინგი აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას და ბოლო პერიოდში პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების გაუმჯობესებულ მუშაობას შეუძლებელია, არ მოეხდინა გავლენა სისხლის აღების ტრადიციის აღმოფხვრაზე“. მიუხედავად ამისა, არის წყაროები, რომლებზე დაყრდნობითაც სისხლის აღების ტრადიცია დღემდე აქტუალურია.[1]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2006 წლის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში არსებობს სისხლის აღების ტრადიცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქურთული კლანების ადათების პრაქტიკაში გამოვლინება ხშირად მსხვერპლით სრულდება. ასეთი ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ კი თურქეთის ხელისუფლებას ბრძოლის ეფექტური იარაღი ყოველთვის არ გააჩნია. 2004 წლის კომენტარებში გლუკი აცხადებს, რომ სისხლის აღების ტრადიცია გავრცელებულია კონსერვატიულ და ურბანულ ადგილებში; იმ ხალხთა შორის, რომლებიც არ არიან სრულად ინტეგრირებული ქალაქის ცხოვრებაში. სისხლის აღების კონკრეტული ფაქტების შესახებ ამ კომენტარებში გლუკი არ საუბრობს.[2]

პროფესორი მაზალ ბაღლი, სოციოლოგი დიარბეკირის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთში არ არსებობს დანაშაულის სტატისტიკა, რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენად შემცირდა სისხლის აღების შემთხვევები ქვეყანაში. მისივე თქმით, ვენდეტა გავრცელებული ფენომენია ფეოდალური ტიპის სისტემებში, ამიტომ სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ანატოლიაში სისხლის აღების შემთხვევები უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში. მისივე თქმით, არაერთი ტრადიციული ქურთული სიმღერა და ლექსი ეძღვნება სისხლის აღების ტრადიციას. უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის აღების ტრადიცია შავი ზღვის, ცენტრალური ანატოლიისა და ეგეოსის რეგიონებშიც გავრცელებულია.

პროფესორი ტულინ იჩლი, ანკარის უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ ქალის როლი სისხლის აღების ტრადიციის გაგრძელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვლევების მიხედვით ზოგიერთ შემთხვევაში ქალები შავ თავსაბურავს ატარებენ იქამდე, სანამ შურისძიება არ აღსრულდება. ძირითადად კაცები არიან აღნიშნული ტრადიციის სამიზნეები. ოჯახისთვის ზიანის მიყენების მიზნით, ყველაზე ძლიერ და განათლებულ მამაკაცს ირჩევენ სისხლის აღების აღსასრულებლად. ქალები კი არიან ისინი, ვინც თაობიდან თაობას გადასცემენ აღნიშნული ტრადიციის მნიშვნელობას. ძირითადად, ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრები არიან მკვლელები. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ბავშვებს უფრო მსუბუქი სასჯელი ემუქრებათ ან უფრო მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ; მიჩნეულია, რომ სოციალური ღირებულებების გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გარანტირებული, როდესაც მას ახალი თაობა ითვისებს და იზიარებს. ოჯახები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის აღებაში, მიიჩნევენ, რომ სანამ შურისძიება არ იქნება აღსრულებული, მოკლულთა სულები ვერ დამშვიდდებიან. ასევე, ოჯახები, რომელებმაც სისხლის აღება უნდა განახორციელონ, არ იღებენ სამძიმარს, სანამ მეორე ოჯახის ერთერთ წევრს მაინც არ მოკლავენ. თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსი საკმაოდ მკაცრია სისხლის აღების ტრადიციის მიმართ; ასეთი მკვლელობებისთვის სასჯელი ხშირ შემთხვევაში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.[3]

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ 2009 წელს აქვეყნებს სტატიას სათაურით „სისხლის აღება და შეიარაღებული ძალადობა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში“. სტატიაში საუბარია მასობრივ მკვლელობაზე, რომელიც ოჯახებს შორის არსებული ხანგრძლივი დაპირისპირების კულმინაციად იქცა. შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 16 ქალის. ნიღბიანმა მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები გამოიყენა.[4]

2013 წლის 20 სექტემბრის სტატიაში საინფორმაციო სააგენტო „Today’s Zaman“ წერს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია მარდინში ახალგაზრდა დედა და სამი მცირეწლოვანი შვილი შეუერთდა იმ ათასობით ადამიანს, რომელიც სისხლის აღებისა თუ ტრადიციებიდან გამომდინარე მკვლელობების მსხვერპლი გახდა.[5]

სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის პროფესორი, სინან ჩაია სისხლის აღების ტრადიციის შესახებ 2014 წლის სტატიაში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ და ისლამში სისხლის აღებას (Blood Feuding) ადგილი არ აქვს, ზოგიერთ რეგიონში ასეთ ტრადიციას ვხვდებით. სტატიაში ნათქვამია, რომ სისხლის აღება, ქალების ღირსებისა და სექსუალური ეჭვიანობის შემდეგ, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივია თურქეთის პროვინციებში მომხდარი მკვლელობების საქმეში. ამავე სტატიაში ავტორი წერს, „ფაქტია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში სოფლის არქიტექტურაც განიცდის სისხლის აღების ტრადიციის გავლენას. ბევრ სოფლის სახლს აქვს ვიწრო ფანჯარა, რადგან ადამიანი ასე უფრო ძნელად ხელმისაწვდომია მისთვის, ვინც მის მოკვლას აპირებს“.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთის კანონმდებლობა ყოველთვის ძალიან მკაცრი იყო სისხლის აღების ტრადიციის წინააღმდეგ. კანონი სისხლის აღების ტრადიციის წინააღმდეგ 1937 წლით თარიღდება და განასხვავებს ერთმანეთისგან პირადი შურისძიების მოტივს და სისხლის აღების ტრადიციის მოტივს. ავტორის აზრით, მკაცრი კანონმდებლობა ბოლომდე ვერ აღწევს მიზანს და საჭიროა განათლების დონის ზრდა, რაც უფრო ეფექტური იქნება აღნიშნული ტრადიციის აღსაკვეთად. დასკვნის სახით, სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მოდერნიზაციისა და მკაცრი სასჯელებისა, პრიმიტიული სისხლის აღების ტრადიცია თურქეთის ზოგიერთ რეგიონში მაინც არსებობს და მის ბოლომდე გაქრობას, ალბათ კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.[6]

ევროსაბჭო 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთში ძალადობის შესახებ წერს, რომ 2005 წელს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმამ აღმოფხვრა სასჯელის შემცირების შესაძლებლობა მკვლელობის იმ ფაქტების შემთხვევაში, როდესაც მოტივს წარმოადგენს „ჩვეულება“. მას შემდეგ, „ჩვეულებითი მკვლელობებისთვის“, ისევე როგორც სისხლის აღების მოტივით ჩადენილი მკვლელობებისთვის სასჯელი დამძიმდა და ასეთი ქმედებები სამუდამო პატიმრობით ისჯება. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა კანონში, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ ქმედების განმახორციელებელი ისჯება, არამედ, ასევე „ოჯახის საბჭოც“, რომელიც იღებს მსგავსი მკვლელობების გადაწყვეტილებას.[7]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ კვლევის პროცესში შესწავლილ საერთაშორისოდ აღიარებულ წყაროებზე ვერ იქნა მოძიებული სხვა დამატებითი ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის აღების ტრადიციასთან დაკავშირებით. სისხლის აღების ტრადიციის გამოვლინების შესახებ არაფერია ნათქვამი საერთაშორისო აღიარებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული სახელმწიფო უწყებების უკანასკნელ ანგარიშებში.[8] [9] [10] [11] [12]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Turkey: “Kan Davasi”; blood feuds; response of police and other authorities to persons targeted (1999-2000), 7 July 2000, TUR34792.E, available at:

[accessed 8 May 2018]

[2] United Kingdom: Home Office, Country of Origin Information Report – Turkey, 28 April 2006, available at:

[accessed 8 May 2018]

[3] Today’s Zaman; Some Men Are Just Not Destined to Die Naturally; 13 April, 2018; available at: http://www.todayszaman.com/news-139062-some-men-are-just-not-destined-to-die-naturally.html [accessed 11 June 2014]

[4] Reuters; Blood feuds and gun violence plague Turkey’s southeast; By Daren Butler; 5 May, 2009; available at: https://uk.reuters.com/article/uk-turkey-attack-feuds-analysis/blood-feuds-and-gun-violence-plague-turkeys-southeast-idUKTRE5443HC20090505 [accessed 11 June 2014]

[5] Today’s Zaman; Tragedy in Mardin turns spotlight on blood feuds; 20 September, 2013; available at: http://www.todayszaman.com/national_tragedy-in-mardin-turns-spotlight-on-blood-feuds_326982.html [accessed 11 June 2014]

[6] Sociology and Criminology – Open Access; The Turkish “Version” of Vendetta; By Sinan Caya; Ph.D. Marmara University, Istanbul, Turkey; 2014; available at:

[accessed 8 May 2018]

[7] CoE – GREVIO – Council of Europe – Group of Experts on Action against Violence against Women and Domestic Violence: Baseline Evaluation Report Turkey [GREVIO/Inf(2018)6], 15 October 2018

 (accessed on 23 June 2020)

[8] USDOS – US Department of State: 2019 Report on International Religious Freedom: Turkey, 10 June 2020

 (accessed on 23 June 2020)

[9] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 23 June 2020)

[10] AI – Amnesty International: Human Rights in Europe – Review of 2019 – Turkey [EUR 01/2098/2020], 16 April 2020

 (accessed on 23 June 2020)

[11] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

 (accessed on 23 June 2020)

[12] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 23 June 2020)

თურქეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მაისი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ თურქეთი კონსტიტუციური რესპუბლიკაა აღმასრულებელი საპრეზიდენტო სისტემითა და 600-მანდატიანი პარლამენტით. ერთპალატიანი პარლამენტი ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაა.[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია თურქეთს 2002 წლიდან მართავს. პირველ წლებში რიგი ლიბერალური რეფორმების გატარების შემდეგ, პარტიის ქმედებებში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის ნიშნები გამოიკვეთა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სრულად გამოვლინდა ავტორიტარული ბუნება. 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოახდინა ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის ხელში უზარმაზარი ძალაუფლებაა, 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვეს, რითიც ყველას აჩვენეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ერდოღანის ძალაუფლება უსაზღვრო არაა.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, თურქეთი განიცდის მნიშვნელოვან დაღმასვლას ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით. ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემდეგ, ერდოღანის მოთხოვნით, სტამბოლში ხელახლა გაიმართა არჩევნები, თუმცა, ოპოზიციის კანდიდატმა ამჯერადაც გაიმარჯვა. აღმასრულებელმა კონტროლმა და პოლიტიკურმა ზეგავლენამ გამოიწვია ის, რომ სასამართლო სისტემატურად ეყრდნობოდა საეჭვო საბრალდებო დასკვნებს და მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებდა და მსჯავრს სდებდა პირებს, ვისაც ერდოღანის მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევდა; მათ შორის, ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს და ადამიანის უფლებათა თუ სხვა აქტივისტებს. ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ აშშ-ში მცხოვრების სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მომხრეები, ვისაც მთავრობა 2016 წლის სახელწმიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზრდილი იყო ბრალდებები წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ; თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, აღნიშნული მიმართულებით, თურქეთში პროგრესი შეინიშნება. წამებისა და სხვა არა ადამიანური მოპყრობის ობიექტები ძირითადად არიან ქურთები, მემარცხენეები და ფეთჰულა გიულენის მიმდევრები.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ორი ვიზიტი განახორციელა თურქეთში, მათ შორის უკანასკნელი 2019 წლის მაისში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვა არცერთ შემთხვევაში არ მისცა.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს გავრცელებული ცნობები თვითნებური მკვლელობების შესახებ; საეჭვო გარდაცვალებები საპატიმროებში; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; ათობით ათასი პირის, მათ შორის ყოფილი ოპოზიციონერი პარლამენტარების, ადვოკატების, ჟურნალისტების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და აშშ-ის მისიებში დასაქმებული პირების თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები ტერორიზმის ბრალდებებით; პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მათ შორის არჩეული ოფიციალური პირებისა და აკადემიური პერსონალის; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2020 წლის ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ სისხლის სამართლის დევნა ანტი-ტერორისტული კანონმდებლობით, რაც მიმდინარეობს მტკიცებულებების არ ქონის ფონზე, აქტიურად გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ათობით ჟურნალისტი და მედია სფეროში მომუშავე პირი პატიმრობაშია. ათობით ადამიანის უფლებათა აქტივისტი და დამცველი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თავიანთი საქმიანობის გამო.[5]

თურქეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ლტოლვილს მასპინძლობს. თურქეთში, დაახლოებით, 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება. ქვეყანაში ასევე არიან თავშესაფრის მაძიებლები ავღანეთიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან. 2019 წლის ივლისში, სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სირიელები და ყველა სხვა, ვინც არ არიან რეგისტრირებული სტამბოლში, სხვა პროვინციებში იქნებიან გადასახლებული. თურქეთის ხელისუფლებამ უკანონოდ გააძევა რამდენიმე სირიელი სტამბოლიდან და სხვა პროვინციიდან სირიაში; მათ შორის, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, სიტყვიერ მუქარას და ნებაყოფლობითი დაბრუნების ფორმაზე იძულებით ხელმოწერამდე საპატიმროში დაყოვნებას. საზღვარი სირიასთან კვლავ ჩაკეტილია ახალი თავშესაფრის მაძიებლებისთვის. პრეზიდენტი ერდოღანი გამუდმებით აცხადებს, რომ სირიელი ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ სირიის ჩრდილოეთში, უსაფრთხო ზონაში.[6]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 4 May 2020)

[5] AI – Amnesty International: Human Rights in Europe – Review of 2019 – Turkey [EUR 01/2098/2020], 16 April 2020

 (accessed on 4 May 2020)

[6] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 4 May 2020)

თურქეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. აპრილი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პოლიციის ოფიცერი, ციხის პერსონალი, სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი მსგავს პრაქტიკას მიმართავს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ანკარის ადვოკატთა ასოციაცია, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო აგენტები, დაკავების ცენტრებში, ზოგიერთი პირის მიმართ იყენებენ დაშინებას, არასათანადო მოპყრობას და სავარაუდოდ წამებასაც. ანკარის ადვოკატთა ასოციაციამ გაასაჯაროვა წამების სავარაუდო მსხვერპლთა დეტალური ინტერვიუები, სადაც ისინი საუბრობენ მათ მიმართ მოპყრობაზე. თურქეთის ეროვნული პოლიცია მსგავსი შინაარსის ბრალდებებს უარყოფს.

2018 წლის თებერვალში გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე, ნილს მელზერი, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთის პოლიციის საპატიმროებში წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ მზარდი ბრალდებების თაობაზე. მელზერი აღნიშნავდა, რომ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც კავშირში იყვნენ გიულენის მოძრაობასთან ან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, აცხადებდნენ არასათანადო მოპყრობის შესახებ; კერძოდ, აღიარებითი ჩვენებისა თუ სხვათა დადანაშაულების მიზნით მათ მიმართ დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენების შესახებ. აღნიშნული სასტიკი მეთოდები მოიცავდა ცემას, ელექტროშოკის გამოყენებას, ცივი წყლის დასხმას, ძილის შეწყვეტას, დაშინებას, თავდასხმას და სექსუალურ ძალადობას. სპეციალური მომხსენებელი აცხადებდა, რომ ხელისუფლება არ დგამდა სათანადო ნაბიჯებს მსგავსი შინაარსის ბრალდებების სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები საუბრობენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პოლიციის საკნებში. მათი მტკიცებით, ასეთი პრაქტიკა უფრო გარცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში. ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მათ მიიღეს 65 საჩივარი სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისდევს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას პოლიციის მხრიდან წამების გამოყენების საკითხში, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ქმედებებს ადგილი არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე ანგარიშში წერს, რომ თურქეთის ციხეები ზოგადად შეესაბამება გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებს ფიზიკური პირობების, როგორიცაა მაგალითად, ინფრასტრუქტურა და საბაზისო აღჭურვილობა, კუთხით. აღსანიშნავი გამონაკლისია გადატვირთულობა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს პრობლემებს პატიმართა სათანადო ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ მოიძია დაფინანსება დამატებითი საპატიმროებისთვის.

ციხეების გადატვირთულობა სერიოზული პრობლემაა. თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის 353 საპატიმრო 218 950 პატიმარზეა გათვლილი, პატიმართა რაოდენობა კი 286 ათასია. ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ გასული წლის განმავლობაში 3 ათასი პატიმარი სამარტოო საკანში იყო გამწესებული. სამარტოო საკნის გამოყენების პრაქტიკამ იმატა, რაც დამკვირვებლების ვარაუდით, დაკავშირებულია ციხეებში თვითმკვლელობის მზარდ მაჩვენებელთან.

არასრულწლოვანი პატიმრები, იმ შემთხვევაში თუ ცალკე დაწესებულება არაა ხელმისაწვდომი, იმყოფებიან იმავე საპატიმროებში, სადაც სრულწლოვანი პატიმრები, თუმცა განცალკევებულ სექციებში. ნებადართულია ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ყოფნა პატიმარ დედებთან. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები იმავე დაწესებულებებში არიან, სადაც მსჯავრდებულები.

ხელისუფლება არ აქვეყნებს მონაცემებს ციხეში არსებული პირობების ან ციხის თანამშრომელბის ქმედებების შედეგად გარდაცვლილი პატიმრების შესახებ. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, იზმირის ციხეში, რვა თვის განმავლობაში 14 პატიმარი გარდაიცვალა. მედიასაშუალების მტკიცებით, არსებულმა გადატვირთულობამ და სათანადო ჰიგიენისა და საკვების ნაკლებობამ ეპიდემიის გავრცელება გამოიწვია, რის გამოც კარანტინის დაწესება გახდა აუცილებელი.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პატიმრები ხშირად განინდიან სასმელი წყლის, სათანადო გათბობის, ვენტილაციის, განათების, საკვებისა და ჯანდაცვის სერვისების ნაკლებობას. იგივე პრობლემების შესახებ 2019 წლის სექტემბერში პარლამენტის დაკავებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრმაც განაცხადა.

2019 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტისადმი მოხსენებაში განაცხადა, რომ 1300-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ემსახურებოდა 286 ათას პატიმარს; მათ შორის იყო 6 ექიმი, 65 სტომატოლოგი და 805 ფსოქოლოგი. უფლებადამცველი ასოციაციები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ციხის ექიმების ნაკლებობის გამო. ადამიანის უფლებათა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში 1334 პატიმარი იყო ავად ქვეყნის ციხეებში და მათგან 457 მძიმე მდგომარეობაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ექიმები, მათ მიმართ შემდგომი რეპრესიების შიშის გამო, ხელს არ აწერენ სამედიცონო დოკუმენტაციას, რომელიც პატიმრების სავარაუდო წამებას ასახავს. შედეგად, პატიმრები ვერ ახერხებენ მათ მიმართ სავარაუდო წამების დამადასტურებელი სამდიცინო დოკუმენტაციის მოპოვებას. მთავარ პროკურატურას აქვს ფართო დისკრეცია, განსაკუთრებით ანტიტერორიტული კანომდებლობით, რომ პირები, ვისაც მიიჩნევენ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებლად, განამწესონ წინასწარ პატიმრობაში, მიუხედავად სამედიცინო დოკუმენტებით დადასტურებული სერიოზული ავადმყოფობისა.

ხელისუფლებამ რიგ შემთხვევებში, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სარწმუნო ბრალდებების შემთხვევებში, დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაუსაჯაროვებია გამოძიების შედეგები ან ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მთავრობა არ ასაჯაროვებს ინფორმაციას ციხეში სავარაუდო ძალადობის შესახებ. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანზიაცია ამტკიცებს, რომ პატიმრებს ხშირად თვითნებურად უკრძალავენ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შეხვედრას.

მთავრობა ნებას რთავს ზოგიერთ დამკვირვებელს, მათ შორის პარლამენტარებს, მოინახულონ საპატიმრო დაწესებულებები. მთავრობა ციხეების მონიტორინგის ნებას არ რთავს არასამთავრობო ორგანიზაციებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან წამების გამოყენება კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას იყენებენ კონკრეტული პროფილის პირების მიმართ, ესენი არიან გიულენის მოძრაობის წევრები, ქურთები და მემარცხენეები. პროკურატურა მსგავს ბრალდებებს არ იძიებს.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზრდილი იყო ბრალდებები წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ; თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, აღნიშნული მიმართულებით, თურქეთში პროგრესი შეინიშნება. მსგავსი მოპყრობის ობიექტები არიან ქურთები, მემარცხენეები და ფეთჰულა გიულენის მიმდევრები.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ორი ვიზიტი განახორციელა თურქეთში, მათ შორის უკანასკნელი 2019 წლის მაისში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვა არცერთ შემთვევაში არ მისცა.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 31 March 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

 (accessed on 31 March 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 31 March 2020)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-29 თებერვალი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – აშშ-მა და „თალიბანმა“ ავღანეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა. ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბანის“ ლიდერი ესწრებოდნენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში, 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ, მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.[1]

სირიის კრიზისი – იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. „იდლიბში ასადის რეჟიმის მხარდაჭერებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ჩვენს სამხედროებზე. თავდასხმის შედეგად ჩვენი 33 სამხედრო დაიღუპა“, – განაცხადა ხათაის პროვინციის გუბერნატორმა, რახმი დოგანმა. მისივე თქმით, თურქ სამხედროებს შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც.[2]

ინციდენტის შესახებ საუბრისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. „27 თებერვალს, დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში თურქი სამხედროები სირიის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. თურქი სამხედროები ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო რიგებში იმყოფებოდნენ“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ „27 თებერვალს ტერორისტთა დაჯგუფება „ჰაიატ ტახრირ ან-შამი“ იდლიბის დეესკალაციის ზონაში შეეცადა, შეტევა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე განეხორცილებინა“. ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარის მიერ დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრისთვის გადმოცემული კოორდინატების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები არ იყვნენ და არ უნდა ყოფილიყვნენ დასახლებულ პუნქტ ბეხუნის რაიონში.[3]

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვალდებულები არ ვართ, ამდენი მიგრანტი მივიღოთ. ევროპა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერს აკეთებს. ამიტომ გუშინ ჩვენ საზღვრები გავხსენით“, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, გუშინ ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, დღეს კი ამ რიცხვმა შესაძლოა 30 ათასს მიაღწიოს. ერდოღანის განცხადებით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს. იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე, თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა დევნილებისა და ლტოლვილების ტალღას, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აღარ შეაჩერებს. თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. 2016 წლის შეთანხმებით, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით.[4]

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა – საავადმყოფოებში 200 დაშავებულია მოთავსებული. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებს და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. კანონი მოქალაქეობის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. თუმცა კანონი მხოლოდ არა მუსლიმებზე ვრცელდება, რაც ინდოეთის მოსახლეობის ნაწილის პროტესტს იწვევს.[5]

[1] BBC; Afghan conflict: US and Taliban sign deal to end 18-year war; 29 February, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-51689443

[2] იმედის ახალი ამბები; სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა; 28 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/129408/siriashi-idlibis-provintsiashi-sahaero-dartkmis-shedegad-33-turqi-samkhedro-daigupa

[3] იმედის ახალი ამბები; რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ; 28 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/129438/rusetis-tavdatsvis-saministro-siriashi-turqi-samkhedroebi-boevikebs-shoris-imkopebodnen

[4] Daily Sabah; Erdogan vows to keep gates open for refugees to enter EU; 29 February, 2020; available at: https://www.dailysabah.com/politics/eu-affairs/erdogan-vows-to-keep-gates-open-for-refugees-to-enter-eu

[5] The Guardian; Delhi protests: death toll climbs amid worst religious violence for decades; 26 February, 2020; available at: https://www.theguardian.com/world/2020/feb/26/delhi-protests-death-toll-climbs-amid-worst-religious-violence-for-decades

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 თებერვალი, 2020

ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე რაკეტა აფეთქდა. „კოალიცია ადასტურებს, რომ ერაყში მდებარე ბაზაზე მცირე ზომის რაკეტები აფეთქდა. მსხვერპლი არაა, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი დასავლური კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მაილს კეგინსმა. სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.[1]

სირიის კრიზისი – რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს. რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, ასადის სამთავრობო ძალებმა რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დეკემბრიდან განაახლეს. სამთავრობო ძალებმა ალეპოს ძირითად ნაწილზე, 2012 წლის შემდეგ, კონტროლი პირველად დაამყარეს.[2]

ავღანეთში არსებული ვითარება – აშრაფ ღანი ავღანეთის პრეზიდენტად გამოცხადდა. მეორე ადგილზე პრემიერი აბდულა აბდულა გავიდა. არჩევნები ქვეყანაში 2019 წლის 28 სექტემბერს გაიმართა, შედეგები კი 5 თვის შემდეგ გამოცხადდა. ოპოზიცია მთავრობას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.[3]

აშშ და თალიბანი სამშვიდობო შეთანხმებას 19 თებერვალს გააფორმებენ. „მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ „თალიბანთან“ ავღანეთში ძალადობის მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით. ეს დიდი ნაბიჯია მშვიდობამდე მიმავალ გრძელ გზაზე და ყველა ავღანელს მოვუწოდებ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. ეს ინფორმაცია „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმაც დაადასტურა. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ორივე მხარე მაღალი რანგის პირებით იქნება წარმოდგენილი.[4]

აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი – პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინულ პოზიციებზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა. „ის, რაც დღეს მოხდა, პროვოკაცია არ იყო. „ბოევიკებს“ სურდათ სათვალთვალო პუნქტების ხელში ჩაგდება. შედეგად, ჩვენი ერთი სამხედრო დაიღუპა, სამი დაჭრილია, ხოლო კიდევ ორს კონტუზია აქვთ“, – განაცხადა მან. დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა გამთენიისას მიიტანეს. რამდენიმე საათის შემდეგ ბრძოლა დასრულდა, უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა.[5]

თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს – თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 98 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ 98 ადამიანიდან 33 თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. დაკავების ოპერაცია ქვეყნის 15 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში. უკვე დაკავებულია 50 ადამიანი.[6]

პაკისტანში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა – პაკისტანში, ქალაქ კვეტაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის მანქანასთან აიფეთქა თავი.[7]

ინდოეთში ქალი სამხედროები მაღალი თანამდებობების დაკავებას შეძლებენ – ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობების დაკავების უფლება მიეცათ. ქვეყანაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. კომისიისთვის მიმართვის უფლება ნებისმიერ ქალ სამხედროს ექნება. მთავრობა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოსამართლემ მთავრობის არგუმენტებს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული უწოდა. „ქალების ფიზიოლოგიურ თავისებურებებს მათ უფლებებთან არაფერი აქვთ საერთო. ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.[8]

აზერბაიჯანში 100-ზე მეტი აქტივისტი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააკავეს – აქციის მონაწილეები საპარალამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებდნენ. „ნამდვილი პარტიის“, „მუსავატის“ და მოძრაობა „D18-ის“ ლიდერები საკუთარ სახლებში ან პარტიების ოფისებთან დააკავეს. პარალელურად, ქვეყნის საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მოსულ აქტივისტებს აკავებდნენ. სამართალდამცველები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტიამ 125 მანდატიდან 72 მოიპოვა. ოპოზიცია შედეგების გაუქმებას ითხოვს.[9]

[1] Reuters; Rockets hit US coalition base in Baghdad, no casualties; 16 February; 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-security/blasts-hit-u-s-coalition-base-in-baghdad-damage-unknown-idUSKBN20A00Y

[2] Middle East Eye; Syrian government forces consolidate grip around Aleppo; 16 February, 2020; available at: https://www.middleeasteye.net/news/syrian-government-forces-consolidate-grip-around-aleppo

[3] Reuters; Ghani named winner of disputed Afghan poll, rival also claims victory; By Abdul Qadir Sediqi and Orooj Hakimi; 18 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-election-result/ashraf-ghani-declared-winner-of-afghan-presidential-poll-idUSKBN20C1PZ

[4] Al Jazeera; US-Taliban truce begins, raising hopes of peace deal; By Shereena Qazi; 22 February, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/02/pact-taliban-reducing-violence-start-saturday-200221094340829.html

[5] იმედის ახალი ამბები; პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედრო მოკლეს; 18 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/128247/prorusma-separatistebma-ukraineli-samkhedro-mokles

[6] იმედის ახალი ამბები; თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს; 18 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/128177/turqetshi-giulentan-kavshiris-gamo-100mde-adamianis-dakavebis-orderi-gastses

[7] Reuters; Suicide blast kill 10 in southwestern Pakistan city of Quetta; By Gul Yousafzai; 17 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast/suicide-blast-kill-10-in-southwestern-pakistan-city-of-quetta-idUSKBN20B1B5?il=0

[8] NDTV; Women army officers can get command roles. Top court slams stereotypes; 17 February, 2020; available at: https://www.ndtv.com/india-news/will-women-officers-command-army-units-supreme-court-to-decide-today-2181129?pfrom=home-topscroll

[9] Reuters; Azeri police detain opposition leaders, block protest against election result; 16 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-azerbaijan-election-opposition/azeri-police-detain-opposition-leaders-block-protest-against-election-result-idUSKBN20A0F3

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 თებერვალი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარჰარის პროვინციაში ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს შორის ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ავღანეთში ამერიკული ჯარის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ სონი ლეჯეტის განცხადებით, ავღანელ და ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაუხსნა. მისივე განცხადებით, ინციდენტის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.[1]

5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ქაბულში, მარშალ ფახიმის სახელობის უნივერსიტეტთან მომხდარი აფეთქების დროს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები სამხედროები და რიგითი მოქალაქეები არიან. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.[2]

აშშ და თალიბანი დროებით ზავზე შეთანხმდნენ. აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 10 დღეში ავღანეთთან დიალოგი დაიწყება, სადაც მხარეები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხზე იმსჯელებენ. მოლაპარაკების თემა ასევე ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა იქნება.[3]

სირიის კრიზისი – თურქმა სამხედროებმა სირიის არმიაზე იერიში მიიტანეს და დარტყმები 115 მიზანზე განახორციელეს. გავრცელებული ცნობით, განადგურებულია 3 ტანკი და 1 ვერტმფრენი. როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, იერიშის მიზეზი იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა გახდა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა. თებერვლის განმავლობაში იდლიბში დაღუპული თურქი სამხედოების რიცხვმა 12-ს მიაღწია.[4]

2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან 800 ათასზე მეტ სირიელს, ძირითადად ქალებს და ბავშვებს რუსეთის მიერ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. გაეროში ვარაუდობენ, რომ ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ათასობით ადამიანი საბრძოლო მოქმედებებს თავს თურქეთში შეაფარებს.[5]

ერაყში არსებული ვითარება – ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. K1 ბაზის მიმართულებით, საერთო ჯამში, სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს. ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამერიკელ სამხედროებს შორის დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან. თავის მხრივ, პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდასხმა პრო-ირანულმა ძალებმა განახორციელეს, რაზეც მკაცრად უნდა აგონ პასუხი.[6]

[1] NY Times; Two American soldier killed in shootout with Afghan forces; 8 February, 2020; available at: https://www.nytimes.com/2020/02/08/world/asia/afghan-us-soldiers-shooting-deaths.html

[2] იმედის ახალი ამბები; ქაბულში უნივერსიტეტთან აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა; 11 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/127484/qabulshi-universitettan-apetqebas-khuti-adamiani-emskhverpla

[3] AP; Us and Taliban agree to truce, way forward in Afghanistan; 15 February, 2020; available at: https://apnews.com/fa41245d47d48332b10c8aeadcd6cb73

[4] იმედის ახალი ამბები; თურქეთმა სირიის არმიაზე იერიში მიიტანა; 10 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/127454/turqetma-siriis-armiaze-ierishi-miitana

[5] Reuters; Over 800,000 Syrians, mostly women and children, flee Russian-backed offensive: UN; 13 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-displaced/over-800000-syrians-mostly-women-and-children-flee-russian-led-offensive-u-n-idUSKBN2072ID

[6] Al Jazeera; Rocket attack hits northern Iraq base hosting US troops; 14 February, 2020; available at: https://www.aljazeera.com/news/2020/02/rocket-attack-hits-northern-iraq-base-hosting-troops-200213183836910.html

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2020

ერაყის პრემიერად მუჰამედ ალავი დაინიშნა – მის კანდიდატურაზე ქვეყნის პარლამენტის ფრაქციები შეთანხმდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა ვადა 1-ელ თებერვლამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობაზე სალეჰის მიერ შერჩეული ადამიანი დაინიშნებოდა. 65 წლის ალავის, რომელიც კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 1 თვე აქვს. ერაყის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 2019 წლის ნოემბერში გახდა, როცა საპროტესტო აქციების გამო პოსტი აბდელ მაჰდიმ დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ალავიმ პირობა დადო, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს გაითვალისწინებს. პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრის. არეულობა ერაყში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციის დასრულებას ითხოვენ. საპროტესტო აქციების მსვლელობისას 500-მდე ადამიანი დაიღუპა.[1]

სირიის კრიზისი – აშშ-მა სირიაში არსებული ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზის გაფართოება გადაწყვიტა. ამ ნაბიჯით ვაშინგტონს რეგიონის ნავთობის საბადოებთან თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნება სურს. საუბარია ჰასაკის პროვინციაში არსებულ „ომარის“ და „თალ ბაიდარის“ ბაზებზე. ამერიკელმა სამხედროებმა ბაზების გაფართოების სამუშაოები უკვე დაიწყეს. კერძოდ, „ომართან“ უკვე განლაგებულია შესაბამისი ტექნიკა. „თალ ბაიდარის“ გაფართოების მიზნით კი ვაშინგტონმა ბაზის მახლობლად მდებარე ტერიტორია შეიძინა.[2]

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ბაშარ ასადის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ავია იერიშებს 9 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 7 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. სირიის სამთავრობო ძალების იერიშებს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა ქალაქ ბინიშში, ხოლო რუსი სამხედროების რეიდს ქალაქ ატარებში ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო პერიოდში, მოსკოვის მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა გააძლიერეს დარტყმები იმ რეგიონში, სადაც ჯიჰადისტები დომინირებენ. ავია დარტყმების შედეგად ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.[3]

იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა. თურქეთის ცნობით, საპასუხო ცეცხლს 35 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. იდლიბში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ არსებულ ბოლო დასახლებულ პუნქტში, სირიის სამთავრობო ძალებისა და მისი მხარდამჭერი რუსი სამხედროების იერიშების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა სახლი. დევნილთა ნაწილმა თურქეთის საზღვრებისკენ გადაინაცვლა, რომელიც მხარს ოპოზიციის ძალებს უჭერს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა რეჟიმის მხარდამჭერი 46 სამხედრო ამოიღეს მიზანში და შეუტიეს. მისი თქმით, ჯამში 30-35 სირიელი განეიტრალდა. სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ის განცხადებით კი თურქეთის იერიშებს სირიის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთი და თურქეთი იდლიბში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ 2018 წლის შეთანხმდნენ. მორიგი შეთანხმება კი მხარეებმა სოჭში, 2019 წელს გააფორმეს, როცა თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახორციელა, თუმცა იდლიბში იერიშები ორივე მხრიდან გრძელდება.[4]

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური დამასკოსგან იდლიბის პროვინციაში სირიული ჯარის თურქული საგუშაგოების ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვს. მან სირიის მთავრობას ჯარის გასაყვანად დრო თებერვლის ბოლომდე მისცა. „იმედი გვაქვს, რომ ჯარის გაყვანის პროცესი თებერვლამდე დასრულდება. თუ რეჟიმი ამ დროისთვის ამას ვერ მოახერხებს, თურქეთს ამ საქმის გაკეთება თავად მოუწევს“, – განცხადა პრეზიდენტმა. სირია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით იდლიბში მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებს. ეს უკანასკნელი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ. ერთერთი ოპერაციის დროს სირიელმა ჯარისკაცებმა 8 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარამ საპასუხო დარტყმა განახორციელა და ახალი, მყისიერი ქმედებებით დაიმუქრა. ერდოღანის თქმით, შეტევების შედეგად თურქეთისკენ და მის მიერ კონტროლირებად სირიულ ტერიტორიისკენ უკვე თითქმის მილიონი ადამიანი მოძრაობს. „არავის აქვს უფლება ასეთი ტვირთი დაგვადოს მხრებზე“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთს სირიის ტერიტორიაზე ე.წ. „დეესკალაციის ზონაში“ 12 საგუშაგო აქვს, რომლებიც 2017 წლის ხელშეკრულებით არის განთავსებული. ერდოღანის თქმით, 2 საგუშაგო სირიის სამთავრობო ძალების საფრონტო ხაზს მიღმა მოექცა.[5]

იემენში ალ-ქაიდას ერთერთი დამფუძნებელი მოკლეს – ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ყასიმ ალ-რიმი მოკლეს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ მეთაურობდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ალ-რიმის ამერიკელების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, მისი სიკვდილი კი „ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ყასიმ ალ-რიმი „ალ-ქაიდას“ ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყასიმ ალ-რიმი იემენის ქალაქ მარიბში დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლეს.[6]

[1] DW; Iraqi president appoints Mohammed Allawi as PM; 1st February, 2020; available at: https://www.dw.com/en/iraqi-president-appoints-mohammed-allawi-as-pm/a-52227661

[2] იმედის ახალი ამბები; აშშ სირიაში სამხედრო ბაზებს აფართოებს; 2 თებერვალი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/126781/anadolu-ashsh-siriashi-arsebul-samkhedro-bazebs-apartoebs

[3] France 24; Air strikes in northwest Syria kill 9 civilians; 2 February, 2020; available at: https://www.france24.com/en/20200202-air-strikes-in-northwest-syria-kill-9-civilians-monitor

[4] BBC; Turkish soldiers killed in Syrian army shelling in Idlib; 3 February, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51354545

[5] Reuters; Turkey’s Erdogan demands Syrian forces in Idlib withdraw; 5 February, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey/turkeys-erdogan-demands-syrian-forces-in-idlib-withdraw-idUSKBN1ZZ14L

[6] White House; Statement from the President; 6 February, 2020; available at: https://www.whitehouse.gov/briefings-statements/statement-from-the-president-13/