ინდოეთი. სიქჰების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანაგარიშო პერიოდი 2021 წელი] ინდოეთი შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს რწმენის თავისუფლებას და ყველა პირის უფლებას, თავისუფლად აღარსრულოს საკუთარი რელიგია. ქვეყნის კონსტიტუციით ინდოეთი სეკულარული ქვეყანაა და სახელმწიფოს ავალდებულებს, მიუკერძოებლად მოეპყრას ყველა რელიგიის მიმდევარს და არ დაუშვას დისკრიმინაცია რელიგიურ ნიადაგზე.

ინდოეთის უკანასკნელი ეროვნული აღწერის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 80% ინდუიზმის მიმდევარია. მოსახლეობის 14.2% მუსლიმი და 2.3% ქრისტიანია. სიქჰები მოსახლეობის 1.7 პროცენტს შეადგენენ. სიქჰები უმრავლესობას [54%] წარმოადგენენ პენჯაბის შტატში.[1] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს 2019 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ინდოეთში სიქჰების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ინდოეთში თითქმის 21 მილიონი სიქჰი ცხოვრობს. აღწერის მონაცემებით, სიქჰები ინდოეთის ყველა შტატში ბინადრობენ; თუმცა მათი დიდი უმრავლესობა [დაახლოებით 16 მილიონი] პენჯაბის შტატში ცხოვრობს. ასევე დიდი რაოდენობით სიქჰები ცხოვრობენ მეზობელ ჰარიანაში [1.2 მილიონი] და რაჯასტანში [900 ათასამდე]. ინდოეთის ფედერალური კანონინ სიქჰებს უმცირესობის თემის სტატუსს ანიჭებს, რაც სიქჰებს აძლევს წვდომას სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამებზე; ამასთან, ინდოეთის კანონმდებლობა სიქჰებს განიხილავს იგივე კატეგორიაში, როგორც ინდუიზმის მიმდევრებს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2018 წლის ანგარიშში ინდოეთის შესახებ წერს, რომ 1980-იანი წლების ბოლოდან და 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული სიქჰები სიმშვიდეში ცხოვრობენ ინდოეთში და სიქჰების უმრავლესობა არ განიცდის საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციულ და ძალადობრივ მოპყრობას. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო წერს, რომ სიქჰები პენჯაბის შტატის გარეთ ეკონომიკურად და სოციალურად ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებებში, სადაც ისინი ცხოვრობენ და ზოგადად, არიან უსაფრთხოდ. თუმცა, ადგილი აქვს ლოკალიზებული ხასიათის დისკრიმინაციულ მოპყრობებს, როგორიცაა იძულებითი ნათლობა და საჯარო სივრცეში არ შეშვება რელიგიური ატრიბუტიკის მოხსნის გარეშე. მაგალითად, სიქჰებს, შეიძლება, მოსთხოვონ „ტურბანის“ და „კირპანის“ [სიქჰების რელიგიური აქსესუარები] მოხსნა საგანმანათლებლო პროგრამების მისაღებ გამოცდებზე დაშვების წინ; თუმცა მსგავსი საკითხები, როგორც წესი, წყდება ადგილობრივი პოლიციისა და სასამართლოს დონეზე. წყაროები აღნიშნავენ, რომ სიქჰები, შეიძლება, სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ისეთ შტატებში, სადაც სიქჰები საერთოდ არ არიან წარმოდგენილნი და ადგილობრივი საზოგადოება არ იცნობს სიქჰების თემს. წყაროები წერენ, რომ ადგილი ჰქონდა ზოგიერთი სიქჰის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მაგალითად, კირპანის ტარების გამო და ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას სამართალდამცავი და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდანაც. 2018 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, სიქჰები, ზოგადად, ყველაზე ნაკლებად ენდობიან პოლიციას, ვიდრე სხვა კასტა თუ უმცირესობა. სიქჰების 49% ნეგატიურად იყო განწყობილი პოლიციის მიმართ; იგივე მაჩვენებელი ინდუიზმის მიმდევრებს შორის 33%, ხოლო ქრისტიანებს შორის 22% იყო.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, იგივე ანგარიშში, წერს მედიაში გავრცელებული ინციდენტების შესახებ, რომლებშიც სიქჰები და პოლიცია ფიგურირებდა. ასეთი რამდენიმე ინციდენტია აღწერილი და ერთი მათგანი ჰარიანას შტატში. 2018 წლის აგვისტოში, ერთერთი ადგილობრივი მედია საშუალება წერდა, რომ ჰარიანას შტატში ოჯახმა პოლიციას მიმართა და მათზე თავდასხმის საქმის გამოძიება ითხოვა. ოჯახი აცხადებდა, რომ პოლიცია მათი საქმის მიმართ გულგრილი იყო და მათ წინააღმდეგვე საქმის აღძრითაც ემუქრებოდა.

წყაროების შეფასებით, უკანასკნელ წლებში, რელიგიის თავისუფლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ექსტრემისტული ნარატივების გაღვივების ფონზე. ინდუიზმის მიმდევარი ნაციონალისტი ჯგუფების გამო გაიზარდა რელიგიური მოტივით ძალადობა და დევნა; ამიტომ, რელიგიური უმცირესობები, მათ შორის სიქჰები გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ინდუიზმის მიმდევარი ნაციონალისტები ხშირად ზეწოლას ახდენენ სიქჰებზე, რათა მათ უარყონ თავიანთი რელიგიური პრაქტიკა; განსაკუთრებით, კირპანის ტარება [კირპანის ტარების უფლება, რაც სიქჰებისთვის სავალდებულოა, კონსტიტუციითაა დაცული]. ინდოეთის კონსტიტუციის 25-ე მუხლი სიქჰებს ინდუიზმის მიმდევრებთან აიგივებს და ეს ქმნის საფუძველს ნაციონალისტებისთვის, სიქჰები ინდუიზმის უარყოფასა და ინდოეთის მტრობაში დაადანაშაულონ, რადგან ზოგიერთი სიქჰი მხარს უჭერს ხალისტანის პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ითხოვს სიქჰებისთვის ინდოეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და სიქჰიზმის დამოუკიდებელ რწმენად აღიარებას.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო იმავე ანგარიშში წერს, რომ ადგილი ჰქონდა ლოკალიზებულ კონფლიქტურ სიტუაციებს და შევიწროვებას ინდუიზმის მიმდევარი ნაციონალისტების მხრიდან, მაგრამ ეს არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს. წყაროების შეფასებით, ის სიქჰები, ვინც მხარს უჭერს დამოუკიდებელ ხალისტანს, შესაძლოა, ხელისუფლების თვალთახედვის არეში მოხვდეს და ინტერესის საგნად იქცეს. ხალისტანის დამოუკიდებლობის მომხრე სიქჰები ხშირ შემთხვევებში მკაცრ დევნას აწყდებიან არა მხოლოდ პენჯაბში, არამედ სხვა შტატებშიც. 2019 წლის თებერვალში, პენჯაბის სასამართლომ სამ სიქჰ ახალგაზრდას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ხალისტანის მხარდამჭერი ლიტერატურის გავრცელების გამო. მსჯავრდებულთაგან ერთერთი ჰარიანას შტატიდან იყო. წყაროების შეფასებით, ვიდრე პირი ღიად გაუწევს სიქჰების ცალკე სახელმწიფოს პროპაგანდას, სიქჰები ზოგადად ცხოვრობენ მშვიდ გარემოში პენჯაბის შტატს გარეთ.[2]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ინდოეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 ივნისს]

[2] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; კითვაზე პასუხი სიქჰების შესახებ პენჯაბის შტატს გარეთ; გამოქვეყნებულია 2019 წლის 16 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 ივნისს]

ინდოეთი. კათოლიკე ქრისტიანთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2020

კათოლიციზმი – ონლაინ-პორტალ Christianity.com მიხედვით, რომის ეკლესია, რომელიც მოგვიანებით რომანული კათოლიციზმის ცენტრი გახდა, მოციქულთა დროს (30-95 წლებში) დაარსდა. იმის გამო, რომ ბევრი ცნობის მიხედვით, მოციქულები პეტრე და პავლე, ორივე რომში ქადაგებდა და რომ პალვე რომში მოწამეობრივად დაიღუპა, ბუნებრვია, დროთა განმავლობაში, რომი ქრისტიანთთვის მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილი გახდა, ხოლო რომის ეპისკოპოსმა დასავლეთში დიდი გავლენა მოიპოვა.

კათოლიციზმის ისტორიაში უმნიშნველოვანესი მომენტია 1054 წელს მომხდარი სქიზმა (გაყოფა), რის შედეგადაც, ქრისტიანული სამყარო ორად გაიყო: რომანული კათოლიკე ეკლესია და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია. სქიზმა განპირობებული იყო ორი ძითადადი მიზეზით: 1. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ პაპის გავლენასა და როლზე ქრისტიანულ სამყაროში; 2.ფილიოკვეს მუხლი ნიკეის კრედოდან – კათოლიკეებს სჯერათ, რომ სული წმინდა მომდინარეობს როგორც მამა ღმერთის, ასევე – ძე ღმერთისგან;  ხოლო მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ ის მხოლოდ მამა ღმერთისგან მოდის.

როგორც მართლმადიდებლებსა და პროტესტანტ ქრისტიანებს, ასევე – კათოლიკე ქრისტიანებს სჯერათ წმინდა სამებისა და იესოს, როგორც ღმერთის ცნებების. თუმცა, არსებობს კონკრეტული საკითები, რასაც კათოლიკე ეკლესია სხვებისგან განსხვავებულად მიიჩნევს:

  • კათოლიკე ეკლესიის სწავლებების მიხედვით, მხოლოდ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. ეს დაკავშირებულია პაპის ინსტიტუტთანაც, რადგან სწორედ ის ზის წმ. პეტრეს ტახტზე და წარმოადგენს იესოს „ვიკარს“ (ნაცვალს) დედამიწაზე;
  • რომან კათოლიკეებს სჯერათ „განსაწმენდელის“. ეს არის სიცოცხლის შემდგომი მდგომარეობა, რომლის დროსაც ქრისტიანები განიწმინდებიან საკუთარი ცოდვებისგან, როგორც წესი – ტანჯვის მეთოდით. აღნიშნული საკუთარ თავში ასევე მოიაზრებს სასჯელს იმ დანაშაულებისთვის, რასაც ადამიანი საკუთარი ცხოვრებისას ჩადიოდა;
  • რომანული კათოლიკე ეკლესია საკუთარი ღვთისმსახურებისგან მოითხოვს, რომ მათ ქორწინებისგან თავი შეიკავონ;
  • ტრანსუბსტანტაცია – ეს არის რწმენა, რომ როდესაც მღვდელი შესაბამის ლოცვას წარმოთქვამს, ზიარებისას მისაღები ღვინო და პური გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად;
  • კათოლიკეებს ასევე სჯერათ ღვთისმშობელი მარიამის „უმწიკვლო ჩასახვის“ (რომ ის, ისევე როგორც – იესო ქრისტე, დაიბადა ადამის ცოდვისგან თავისუფალი);

კათოლიკეები აღიარებენ 7 საღმრთო საიდუმლოს: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.[1]

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კათოლიციზმი არის რომის პაპსა და კონსტანტინეპოლის პატრიარქს შორის 1055 წელს განხეთქილების შედეგად წარმოქმნილი ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის მეთაურია რომის პაპი. დიდი სქიზმის შემდეგ რომის ეკლესიის მრწამსი და პრაქტიკა, აღმოსავლეთის ეკლესიათა მრწამსსა და ტრადიციასთან მიმართებით, ცალკე კონფესიად იქნა გააზრებული. ამიტომ, ამ ეკლესიის ტერიტორიული საზღვრები მოიშალა და 1054 წლიდან იგი ყველგან არსებობს, სადაც კი მისი მრწამსისა და ტრადიციის მიმდევრები სახლობენ. აღნიშნული ეპოქიდან (XI-XIII სს.) ათოლიკობის დედამიწის ნებისმიერ მხარეში გასავრცელებლად მისიონერობა დაიწყო. სახელწოდება შინაარსს ამ შემთხვევაში ზუსტად გადმოსცემს, – რომაულ ეკლესიას კათოლიკეობის მძაფრი განცდა ახასიათებს. იგი მონოლითური და ცენტრალიზებული ეკლესიაა, როგორც კანონიკური წყობის, ისე დოქტრინალური თვალსაზრისით.

კათოლიკების საერთო რიცხვმა 2000 წელს მილიარდს გადააჭარბა. მათ ღვთისმსახურების სხვადასხვა წესი ანუ ტიპიკონი (რიტი, რიტუალი) აქვთ. ძირითადია ლათინური წესი. ამ წესის მიმდევრებს ბევრ ქვეყანაში ფრანგებს ეძახიან. არსებობენ აგრეთვე ბიზანტიური (ბერძნული), სომხური, ქალდეურ-ასირიული და კიდევ სხვა წესის კათოლიკები. პრაქტიკის სხვადასხვაობა მათი რწმენის ერთიანობას ხელს არ უშლის. კათოლიკური ეკლესიის ცენტრი დღეს ვატიკანია, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობს.

დღემდე კათოლიკურმა ეკლესიამ ოთხი სპეციფიკური დოგმატი გამოიმუშავა, ესენია:

  1. ფილიოკვე. ესაა ლათინური სიტყვა და ნიშნავს „ძისაგანაც“, „და ძისაგანაც“, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს მე-8 მუხლში. ამდენად ფილიოკვე ამ მუხლის ინტერპოლაციაა. გამოთქმა „სული გამოდის მამისაგან და ძისაგან“ პირველად ტერტულიანესთან გვხვდება (II-III სს.), შემდეგ – ბევრ სხვა მამასთანაც – როგორც ლათინურენოვან (მაგ. ნეტარი ავგუსტინე), ისე ბერძნულენოვანებთან (წმ. ათანასე ალექსანდრიელთან, გრიგოლ ნოსელთან, კირილე ალექსანდრიელთან, მაქსიმე აღმსარებელთან და სხვ.).
  2. პაპის უცდომელობა. დოგმატი პაპის უცდომელობის ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის) შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე სამქადაგებლო კათედრიდან (ექს-კათედრა) გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას.

III-IV. ორი მარიოლოგიური დოგმატი: ა) ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახება. ეს რწმენა დოგმატად პაპმა პიუს IX-მ 1854 წელს ჩამოაყალიბა და დღესასწაულიც დააწესა – მარიამის უმანკო ჩასახება (8 დეკემბერი). იესომ პირველცოდვა უბიწოდ ჩასახვის გზით აღხოცა. მარიოლოგიური დოგმატით, იესოს უბიწოებისათვის აუცილებელი იყო მისი უბიწო სხეულში ჩასახვა. შესაბამისად, მარიამი ყოვლითურთ, ჩასახვისთანავე, უბიწო უნდა ყოფილიყო. ამის გამო მარიამს პირველცოდვის დაღი არ მიჰკარებია, იგი საშოშივე, ჩასახვის წამიდანვე, უფალმა წმიდა ჰყო.

ბ) ღვთისმშობლის ამაღლება, რომელიც დოგმატის სახით პაპმა 1950 წელს ჩამოაყალიბა.[2]

აღმსარებლობით ქრისტიანი კათოლიკეების (რომანული კათოლიკე) მდგომარეობა ინდოეთში. სახელმწიფო დაცვა.

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2.3 % არის ქრისტიანი. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბინადრობის დააახლოებით 103 მილიონი „დამოკიდებული კასტის“ (ინდოეთის კასტობრივ სისტემას მიღმა მყოფი, ყველაზე დაბალი სოციალური დონის წარმომადგენელთა ჯგუფი) წევრი, რომელთაგან, დაახლოებით მესამედი კონვერტირებულია ქრისტიანობაზე. ქრისტიანები თითქმის მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ბინადრობენ, თუმცა, მათი შედარებით დიდი ნაწილი კონცეტრირებულია ქერალას, თამილ ნადუსა და გოას შტატებში. სამ, შედარებით მცირე ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტატში ქრისტიანები უმრავლესობაში არიან, ესენია: ნაგალანდი (90 %); მიზორამი (87 %); და მეგჰალაია (70 %). ინდოეთის ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, სხვა 5 რელიგიურ ჯგუფთან ერთად, ქრისტიანობის მიმდევრებსაც გააჩნიათ რელიგიური უმცირესობის სტატუსი.

ქვეყნის 28 შტატიდან 9-ში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს რელიგიებს შორის კონვერტაციას. აღნიშნული შტატებია: არუნაჩალ პრადეში; ჩჰატისგარჰი; გუჯარათი; ჰიმაჩალ პრადეში;  ჯჰაკჰანდი; მადჰია პრადეში; ოდიშა; რაჯასტჰანი და უტარახანდი. აღნიშნული შტატების უმრავლესობაში, იკრძალება „იძულებით“; „ცდუნებით“ და “თაღლითობით“ პირის კონვერტაცია. ზოგიერთ მათგანში, კონვერტაციისას აუცილებელია სათანადო შეტყობინების გაგზავნა მთავრობის შესაბამის ორგანოსადმი, რომელსაც ფაქტზე მოკვლევის დაწყების უფლება აქვს. კანონდამრღვევებს და ზოგიერთ შემთხვევაში, იმ მისიონერებს ან სხვა პირებს, რომლებიც აქეზებენ და კონვერტაციისკენ მოუწოდებენ პირებს, ემუქრებათ სხვადასხვა ხასიათის სანქცია, რომელიც თითოეულ შტატში განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი ფულადი ჯარიმას ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც კი მოიცავს.  აღნიშნული შტატების უმრავლესობის შემთხვევაში, დანაშაულის დამამძიმებელი გარემობაა, როდესაც კონვერტაციის მონაწილე პირი არასრულწლოვანია ან ისტორიულად ჩაგრული კასტის ან ტომის წევრია.

ანგარიშის მიხედვით, ძირითადად უტტარ პრადეშისა და ჯჰარკანდის შტატებში, ადგილი ჰქონდა ქრისტიანთა დაკავებას პოლიციის მიერ სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე ხშირად კი – სავარაუდო იძულებითი კონვერტაციების, „ჰინდუიზმზე სიყალბის გავრცელების“, ჰინდუსთა დღესასწაულებზე ფულადი დახმარების არ-გაწევისთვის და სხვა. ამავე სექციაში საუბარია ქრისტიანი პასტორების დროებითი დაკავებისა და ჰინდუს ნაციონალისტთა ჯგუფების მიერ ქრისტიანთა წირვების ჩაშლის რამდენიმე შემთხვევაზე.

რაც შეეხება ქრისტიანთა და კონვერტირებულ ქრისტიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშში საუბარია კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც ძირითად ჰინდუსი ნაციონალისტური მოძრაობები და დაჯგუფებები (VHP; RSS) თავს ესხმოდნენ; ძალადობდნენ  ან/და სხვა მეთოდებით ავიწროებდნენ კონკრეტული რელიგიის წარმომადგენელ (ძირითადად, ქრისტიან) პირებს ან/და იმ პირებს, რომლებიც აღნიშნულ რელიგიებზე კონვერტირდნენ. აღნიშნული შევიწროებები და პრობლემები განპირობებული იყო იმით, რომ მათი თქმით, ქრისტიანები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები იძულებით ან მოტყუებით ცდილობდნენ ჰინდუსების კონვერტაციას. აღნიშნულ ინციდენტებში, პოლიცია და სასამართლო სისტემა, მათ მიმართ, ზოგჯერ, მიკერძოებული იყო.

მაგალითად,  22 სექტემბერს, ჯჰარკანდში მდებარე სოფელ სუარში 3 დაბალი კასტის წარმომადგენელი ქრისტიანი ცემეს სოფლის ბაზარში ძროხის ხორცის სავარაუდო გაყიდვის ფაქტზე. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენმა ორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ, აღნიშნულ დანაშაულზე 5 პირი დააკავა.

27 აგვისტოს, ჯჰარკანდში მცხოვრები დალიტი, სახელად პარვატი დევი ქმრის ნათესავებმა მოკლეს, რადგან წყვილი ქრისტიანობაზე კონვერტირდა.

14 ივლისს ჰინდუსი რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ 8 ქრისტიანულ ოჯახს ჯჰარკანდის შტატის სოფელ ბელჩორში, რის შედეგადაც, რამდენიმე პირი მძიმე დაშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ADF India-ს მიხედვით, წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა დენომინაციის ქრისტიანთა მიმართ ბრბოს ძალადობრივი თავდასხმის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სხვა არასამთავრობო – Persecution Relief წერდა, რომ 2019 წელს დაფიქსრიდა ქრისტიანთა მიმართ  დევნის 527 ინციდენტი (2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 477 იყო). ორგანიზაციის მიხედვით, დევნის ყველაზე გავრცელებული ფორმები იყო: მუქარა; დაშინება და ძალადობა.

მაგალითად,  18 აგვისტოს, თამილ ნადუში მდებარე ველორეს დასახლების მიმდებარედ, ჰინდუსური ნაციონალისტური ორგანიზაციის – ჰინდუ მუნნანის  წევრები თავს დაესხნენ 40 ქრისტიანს, რომლებიც იქ მოსალაცად იმყოფებოდნენ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მომლოცველებს და დახიეს იესოსა და ღვთისმშობელი მარიამის პოსტერები. მეორე დღესვე, პოლიციამ მოახდინა  ჰინდუ მუნნანის  6 წევრის იდენტიფიცირება და წარუდგინა მათ მთელი რიგი ბრალდებები, თუმცა, ადგილობრივი თანამდებობის პირის მიხედვით, ისინი არ დაუკავებიათ.

2 თებერვალს, პოლიციამ დააკავა BJP პარტიის სამი მუშაკი თამილ ნადუს არიიალურის დასახლებაში პასტორზე და სხვა ორ პირზე თავდასხმისთვის. გავრცელებული ცნობებით,  დამნაშავეებმა ქრისტიანები აიძულეს, დაწოლილიყვნენ ჰინდუსური ტაძრის იატაკზე და, შემდგომ, ჰინდუსური ტრადიციის თანახმად, თავზე დააყარეს წმინდა ფერფლი და სინგური.

ანგარიშში საუბარია კიდევ არაერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელთა ფარგლებში ადგილი ჰქონდა ქრისტიანებზე თავდასხმის, მათი „სოციალური გარიცხვის“ (Social Exclusion), მათი წირვების ჩაშლის და ა.შ. ფაქტებს. მათი დიდი უმრავლესობა, ძირითადად, ფიქსირდებოა უტტარ პრადეშის, ჯჰარკანდის და თამილ ნადუს შტატებში.

ანგარიშის მიხედვით, ინდოეთში ფიქსირდებოდა ქრისტიანულ წმინდა ადგილებსა და სიმბოლოებზე ვანდალიზმის და თავდასხმის ფაქტებიც. წლის განმავლობაში, თავს დაესხნენ 17 ეკლესიის შენობას. მაგალითად, 17 დეკემბერს, მშენებარე ეკლესიას მამაკაცთა ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა. პასტორმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარი შეიტანა პოლიციაში, თუმცა, 22 დეკემბერს ჯგუფის წევრები კვლავ დაბრუნდნენ და ამჯერად მთლიანად დაწვეს შენობა. ინციდენტის შემდგომ, პოლიციამ უზრუნველყო პასტორისა და მრევლის დაცვა. [3]

ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია ინდოეთის შესახებ 2020 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება და რომ ქვეყნის 21 შტატში ძროხის დაკვლა სისხლისამართლებრივი წესით ისჯება. ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში ჰინდუსთა მიერ ორგანიზებული ბრბო, თავს ესხმოდა უმცირესობების წარმომადგენლებს (მუსლიმებს, ქრისტიანებს, დალიტთა კასტის წევრებს) მათ მიერ ძროხის ხორცის სავარაუდოდ ჭამის ფაქტზე. ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ბრბოს მიერ მათი „ლინჩის წესით“ გასამართლების შემთხვევებსაც.

ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი რელიგიის ქადაგების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, ინდოეთის 10 შტატში მოქმედებს ე.წ. „ანტი-კონვერტაციული“ კანონები, რომელთა მიხედვითაც სისხლისამართლებრივი წესით ისჯება პირთა კონვერტაცია იძულებით, ცდუნებით, წაქეზებით, თაღლითობით და სხვა მიზეზებით, რომელთა შინაარსი ბუნდოვანია და მათი  ინტერპრეტაციაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ძირითადად, ამ კანონების საფუძველზე, ხდებოდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაკავება.

ინდოეთში 2019 წლის განმავლობაშიც,  კვლავ გრძელდებოდა კონვერტაციებთან დაკავშირებული ძალადობა. განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები ქრისტიანების წინააღმდეგ. კერძოდ, დაფიქსირდა 328 ძალადობრივი ინციდენტი, რომელთა ფარგლებშიც ქრისტიანებზე ძალადობდნენ, ძირითადად – პირთა იძულებითი კონვერტაციის ყალბი ბრალდებებით. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ჰინდუსი ნაციონალისტური ჯგუფები აწყობენ ზეწოლის, “სოციალური გარიცხვისა“ (Social Exclusion) და ძალადობის მასობრივ კამპანიებს ქრისტიანების, მუსლიმებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, რაც როგორც წესი, იძულებითი ან მათი აზრით, სხვა ტიპის არასათანადო კონვერტაციის სავარაუდო შემთხვევებითაა მოტივირებული. პოლიციის წარმომადგენლები, ზემოხსენებული ძალადობის დროს, ხშირად არა თავდამსხმელ ჰინდუსთა ჯგუფებს, არამედ – დაზარალებულ უმცირესობათა წარმომადგენლებს აპატიმრებდნენ. [4]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, უშუალოდ გოას შტატში ქრისტიანთა მიმართ არსებული მასობრივი უფლებადარღვევების ან/და დევნის შესახებ ინფორმაცია, არ იძებნება.

[1] Christianity.com – “What Is Catholicism? – History, Tradition & Beliefs”; available at https://www.christianity.com/church/denominations/what-is-catholicism.html [accessed 22 September 2020]

[2] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – კათოლიკობა; ხელმისაწვდომია შემდეგ მიმსართზე http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90 [ბოლოს ნანახია – 2020 წლის 22 სექტემბერს]

[3] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: India; published in June 2020; available at

[accessed 23 September 2020]

[4] USCIRF – Annual report on religious freedom (covering 2019); available at

[accessed 22 September 2020]

ინდოეთი. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” შესახებ. აგვისტო, 2020

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” შესახებ (დაარსება, ლიდერები, იდეოლოგია, პოლიტიკური პოზიცია, დროშა, მიზნები, წევრობის დოკუმენტი და ა.შ. – კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ“ (SAD) წერს, რომ აღნიშნული სახელით ორი განსხვავებული პარტია ოპერირებს: 1. შირომანი აკალი დალ (ბადალი), პარკაშ სინგჰ ბადალის ხელმძღვანელობით და 2. შირომანი აკალი დალ (არმიტსარ), რომელსაც სიმრანჯიტ სინჰ მანნი მეთაურობს.

შირომანი აკალი დალ (ბადალი) (SAD(B)) – წყაროთა ინფორმაციით, პარტიის ამჟამინდელი ლიდერი არის სუკჰბირ სინგჰ ბადალი, რომელიც არის პარკაშ სინგჰ ბადალის შვილი. ის 2008 წელს აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად, ხოლო მისი მამა იმავე წელს გახდა პარტიის „მფარველი“.

წყაროთა ცნობით, პარტიამ 2017 წლის თებერვლის ასამბლეის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო „ბჰარიტია ჯანატა პარტია“-სთან (BJP) ერთად. პარტიათა ალიანსმა 117 საერთო მანდატიდან 18 მოიპოვეს, რომელთაგან 15 SAD-ის წევრებმა მიიღეს, ხოლო 3 – BJP-ის.

სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ SAD (B) პარტია წინა 2 ვადის ანუ 10 წლის  განმავლობაში პენჯაბის ასამბლეის უმრავლესობას და, შესაბამისად, მმართველ პარტიას წარმოადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, SAD (B) პარტია პარკაშ სინგჰ ბადალის ლიდერობით, „ სიკჰების ეთნო-რელიგიური იდეოლოგიურისაფუძვლის მქონე უბრალო პოლიტიკური მოძრაობიდან გადაიქცა სრულყოფილ “საარჩევნო პარტიად”. 1996 წელს ერთ-ერთი კონფერენციის დროს, პარტიამ გამოხატა მიზანი და მხარდაჭერა იდეისადმი, რომ „პენჯაბში არსებობდეს რეგიონალური ნაციონალიზმის კულტურა, მიუხედავად რელიგიური განსხვავებებისა”. შედეგად, მათ ნება მისცეს ჰინდუსს მოსახლეობას, გამხდარიყვნენ პარტიის წევრები. პარტიის მიზანი გახდა „თანასწორობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძვნებული მმართველობა“. ინდოეთის პოლიტიკური პროცესების სპეციალისტის და ასისტენტპროფესორ ჯუგდეპ სინგჰ ჩიმას აზრით, პარტიამ შეითავსა უფრო ზომიერი პოლიტიკური იდეოლოგია და „რელიგიურ-ეთნიკური პარტიიდან“ გადაიქცა „მულტი-ეთნიკურ პენჯაბის პარტიად“.მედია საშუალება The India Express ცნობით, SAD (B) პარტიამ, იმისთვის, რომ თავი წარმოეჩინა, როგორც სეკულარული პარტია, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საფინანსო მდივნის თანამდებობებზე 3 ინდუსი პირი დანიშნა.

ინტერნეტ გვერდი Elections.in მიხედვით, SAD (B) არის ულტრა მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტია, რადგან „ის გულისხმობს, რომ რელიგია და პოლიტიკა სინონიმური ცნებებია და ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია“. თუმცა, ამის საპირისპიროდ, კვლევით დირექტორატთან საუბრისას ზემოხსენებულმა ასისტენტ პროფესორმა ჩიმამ განაცხადა, რომ „პარტია არა ულტრა მემარჯვენე, არამედ უფრო ზომიერი სიკჰური პარტიაა, რომელიც ცდილობს ჰინდუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ზოგადად “პენჯაბურ რეგიონალურ პარტიად” გარდაქმნის გზით“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მართალია, SAD (B) სიკჰების ნაციონალისტური პარტია იცავს სიკჰების ინტერესებს, მაგრამ ის არ არის სეპარატისტული იდეოლოგიის. იმავე წყაროს ცნობით, პარტია მხარს უჭერს სიკჰების „ფართო, ინდურ იდენტობას“და, ასევე, ინდოეთის მთლიანობას.

რაც შეეხება წევრების მიმართ დამოკიდებულების კუთხით მდგომარეობას, SAD (B) ოფიციალური, რეგისტრირებული პარტიაა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ინდოეთის ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, პარტიის წევრების მიმართ არ ფიქსირდება „პოლიტიკური დევნის“ ფაქტები. თუმცა, რახან ისინი მხარს უჭერენ სიკჰების სახელმწიფოს იდეას, მათ მიმართ მოპყრობა შეიძლება იყოს „განსხვავებული“. მაგალითად, იყო „არაერთი“ შემთხვევა, როდესაც პარტიის წევრები „დროებით დაკავებას“ დაუქვემდებარეს.

მედია საშუალება The Tribune ცნობით, 2018 წლის 15 იანვარს SAD (B) ლიდერები და წევრები დააკავეს ქალაქ პიატალაში დემონსტრაციის დროს. დემონსტრანტებს სურდათ სარჩელის შეტანა პარტია „კონგრესი“-ს ლიდერ ჰარინდერპალ სინგჰის წინააღმდეგ „პარტიის წევრებში შუღლის სავარაუდო გაღვივების“ ბრალდებით. პოლიციამ ისინი გაათავისუფლა „დაახლოებით საათნახევრის შემდეგ“ და უფლება მისცა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 მარტს SAD (B) და BJP პარტიის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის სუკჰბირ სინგჰ ბადალი დააკავეს, როდესაც საპროტესტო დემონსტრაცია ძალადობრივ მარშად გადაიქცა. პარტიის ლიდერები მოუწოდებდნენ აქტივისტებს, რომ დაეცვათ დისციპლინა და „არ მიემართათ ძალადობისთვის“, თუმცა, მათი მოწოდება უშედეგო გამოდგა.

ინდოეთის საარჩევნო კომისიის მიხედვით, პარტიის სიმბოლოს წარმოადგენს ორივე მხარეს გაწონასწორებული სასწორი, რომელიც „როგორც წესი, გამოსახულიამოლურჯო-მოშავო ოთხკუთხედ დროშაზე“.

შირომანი აკალი დალ (ამრიტსარ) (SAD (A)) – მსოფლიოს პოლიტიკური სახელმძღვანელოს 2016-2017 წლის გამოშვების მიხედვით, SAD (A) პარტია ჩამოყალიბდა 90-იანიწლების შუა ხანებში სიმრანჯჰიტ სინგჰ მანნის მიერ, რომელსაც სახელმძღვანელო ახასიათებს, როგორც „რადიკალს“. 2017 და 2018 წლების მდგომარეობით, წყაროების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი კვლავ მანნი არის.

მსოფლიოს პოლიტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, პარტია ასევე ცნობილია სახელით SAD (M). იმავე წყაროს ინფორმაციით, 2013 წლის მარტში პენჯაბის ერთ-ერთი რეგიონ – მალვაში არსებული SAD (A)-ს წარმომადგენლობა და ადგილობრივი ლიდერები შეუერთდნენ SAD (B) პარტიას.

პარლამენტში წარმომადგენლობის კუთხით სიტუაცია შემდეგია: პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის პენჯაბის ასამბლეის არჩევნებში, იბრძოდა 54 მანდატისთვის, თუმცა, საბოლოოდ ვერც ერთი ვერ მიიღო. წყაროთა ინფორმაციით, პარტიას არჩვენები არ მოუგია 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც მანნი აირჩიეს პარლამენტის წევრად.

რაც შეეხება პარტიის იდეოლოგიას და მიზნებს, წყაროები უთითებენ, რომ SAD (A) იბრძვის ხალისტანის ანუ სიკჰთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის.  მედია საშუალება Asian News International ცნობით, 2014 წელს მანნმა განაცხადა, რომ „აუცილებელია ხალისტანის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც შეასრულებს ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბუფერული სახელმწიფოს ფუნქციას“.

ასისტენტ პროფესორი ჩიმას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მხარს უჭერს ხალისტანის დამოუკიდებლობას, ის არის „არა-ძალადობრივი სეპარატისტული პარტია“ და აღნიშნული მიზნის მიღწევას ცდილობს პოლიტიკური გზებით.

მედია საშუალება Hindustan Times-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ხალისტანისთვის ბრძოლის იდეა „საჯარო სივრციდან ნელ-ნელა გაქრა“ და მანნმა დაკარგა ის ფართო მხარდაჭერა, რომლითაც სარგებლობდა 1980-1990-იან წლებში.

პროფესორმა ჩიმამ კვლევით დირექტორატთან სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა, რომ SAD (A) პარტიასა და SAD (B) პარტიას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რადგან პირველს უკანასკნელი სიკჰი ხალხის პოლიტიკური ინტერესების „ზედმეტად სუსტ“ დამცველად მიაჩნია. SAD (A)-ს აქტივისტები ხშირად არეულობას ქმნიან SAD (B) და მისი მოკავშირე BJP პარტიების დემონსტრაციებისას. აღნიშნული არეულობებისას, იყო შემთხვევები, როდესაც SAD (A) პარტიის  აქტივისტები „ცემეს“ ან პოლიციამ დააკავა. ამას გარდა, SAD (A)-ს წევრებს, თავის მხრივ, SAD (B)-ს წევრები და მხარდამჭერებიც „უხეშად ეპყრობიან“.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – „ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ ამრიტსარ“ (SAD (A)) წერდა, რომ წარსულში Shiromani Akali Dal იყო სიკჰთა მთავარი პოლიტიკური პარტია პენჯაბში, თუმცა, 1960-70-იან წლებში დაიშალა რამდენიმე ნაწილად. უშუალოდ Shiromani Akali Dal (Amritsar) 1984 წელს ძირითად პარტიას გამოეყო და დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც მოხდა ოპერაცია „ლურჯი ვარსკვლავი“ (ინდოეთის სპეც. სამსახურების მიერ ამრიტსარში სიკჰთა წმინდა სალოცავზე –  „ოქროს ტაძარზე“ განხორციელებული სპეც. ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო სიკჰური შეიარაღებული ჯგუფის ლიდერის – Jarnail Singh Bhindranwale-სა და მისი მხარდამჭერების იქიდან გაძევება). 1988-94  წლებში პარტია ცნობილი იყო სახლეწოდებით Akali Dal Mann, თუმცა, შემდგომ გადაირქვა სახელი Shiromani Akali Dal (Amritsar)-ად. პარტიის ლიდერი დღემდე არის Simranjit Singh Mann.[2]

პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” წევრების და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია პარტია „აკალი დალ“ წევრების ან/და მათი ოჯახების მიმართა არსებულ პრობლემებსა  თუ უფლებადარღვევებზე, შედარებით მწირი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ SAD (B) პარტია წარმოადგენს კონსტიტუციურ, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ინდოეთის მთლიანობას, ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, მისი წევრები „პოლიტიკურ დევნას“ არ ექვემდებარებიან. რაც შეეხება SAD (A)-ს, მათი მდგომარეობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან ისინი მხარს უჭერენ სიკჰების სახელმწიფოს – ხალისტანის ინდოეთისგან გამოყოფას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არაერთი SAD (A) წევრი დროებით დაუკავებიათ.[3]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – „ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ ამრიტსარ“ (SAD (A)) წერს, რომ წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ დამოუკიდებელი ხალისტანის იდეას, პოლიციის მონიტორინგს ექვემდებარებიან. მათ ასევე ხშირად უყენებენ ბრალს ტერორიზმის ბრალდებით, რაც შესაძლებელია რამდენიმე წლიანი წინასწარი პატიმრობით დასრულდეს მანამდე, სანამ შესაბამისი მტკიცებულებების არაარსებობის გამო, საბოლოოდ, გაათავისუფლებენ. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 2019 წლის თებერვალში 3 სიკჰ პირს, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ ინდოეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ Babbar Khalsa International-თან (BKI), უვადო პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ფლობდნენ ხალისტანის მხარდამჭერი ტექსტების შემცველ წიგნებს.

ამას გარდა, წარსულში, პარტიის აქტიური წევრები არაერთხელ დაუკავებიათ „პრევენციული მიზნით“ რომელიმე კონკრეტული დიდი მოვლენის ან აქციის (მაგალითად, ოპერაცია ლურჯი ვარსკვლავის წლისთავის) წინ და დაუქვემდებარებიათ რამდენიმედღიანი თავისუფლების აღკვეთისთვის. თუმცა, წყაროს განმარტებით, SAD (A)-ს წევრების დაკავება ან პოლიციის მიერ მათი არასათანადო მოპყრობა არ არის სისტემატური ან მუდმივი ხასიათის, არამედ – როგორც წესი, პირადი ხასიათის. წყაროს მიხედვით, ზოგადად, ინდოეთში პოლიტიკური მოვლენები ხშირად პირადული ხასიათისაა და პოლიტიკა ხშირად ხდება პირადი შუღლის განხორციელების ინსტრუმენტი. შესაბამისად, ისეთი პარტიების წევრები, რომლებიც ძალაუფლებას არ ფლობენ (მაგ. SAD (A), უფრო მოწყვლად კატეგორიას წარმოადგნენ შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის კუთხით.

ანგარიშში ასევე საუბარია კონკრეტულ ინციდენტებზე, სადაც მონაწილეობდნენ პარტიის წევრები:

  • 2019 წლის 11 დეკემბერს SAD (A)-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის 150-ზე მეტი წევრი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი – ემაან სინგჰ მანნი, დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ გააპროტესტეს „ინდოეთის ბიზნესის სკოლის“ მიერ K.P.S. Gill-ს შესახებ სემინარის გამართვა. პარტიის წევრების აზრით, K.P.S. Gill იყო დამნაშავე და პასუხისმგებელი მთელ რიგ უფლებადარღვევებზე;
  • 2019 წლის 9 დეკემბერს, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, პარტიის წევრებიც გეგმავდნენ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის“ აღნიშვნას ჯამმუსა და ქაშმირის შტატში. თუმცა, ისინი პოლიციამ შტატის ტერიტორიაზე არ შეუშვა;
  • 2019 წლის 6 მაისს ინდურმა მედია საშუალებამ – United News India გაავრცელა ინფორმაცია, რომ SAD (B) და BJP პარტიების მსვლელობისას, მიმდებარე ტერიტორიაზე SAD (A) წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია და შავი დროშები გამოფინეს SAD (B) პრეზიდენტის წინააღმდეგ. შედეგად,  რამდენიმე SAD (A) წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს;  [4]

პოლონეთის უცხოელთა საკითხების ოფისის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების (COI) განყოფილება პოლიტიკური პარტია Shiromani Akali Dal (Amritsar)-ს შესახებ 2020 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ პარტია ზოგადად, პარტია Shiromani Akali Dal 1920 წელს დაარსდა, თუმცა, 1984 წელს მას გამოეყო და ცალკედ პარტიად ჩამოყალიბდა Shiromani Akali Dal (Amritsar). პარტია დღესაც აქტიურადაა ჩართული ინდურ პოლიტიკაში, თუმცა, არ სარგებლობს რაიმე სერიოზული მხარდაჭერით პენჯაბის შტატის მოსახლეობაში. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარტიის ვებ-გვერდი და, ასევე – საზღვარგარეთ სიკჰური დიასპორის წარმომადგენლები, მრავალი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ ცნობებს პარტიის აქტივისტებისა და სხვა სიკჰური ორგანიზაციების მომხრეების მასობრივი დაკავებების შესახებ, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იძებნება შესწავლილ სხვა წყაროებში.

თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ინდოეთის ხელისუფლება აქტიურად აკვირდება იმ ადამიანებს, ვინც ღიად აფიქსირებენ სეპარატისტულ მისწრაფებებს და მათი კონტროლისთვის იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პრევენციული ხასიათის დაკავება კონკრეტული დემონსტრაციების წინ ან დროებითი დაკავება.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში,სხვა დამატებითი ინფორმაცია პარტია „აკალი დალ“ წევრების ან/და მათი ოჯახების მიმართა არსებულ მასობრივ პრობლემებსა  თუ უფლებადარღვევებზე, არ იძებნება.

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: The Shiromani Akali Dal (SAD) political party, including differences between the SAD (Badal) led by Parkash Singh Badal and the SAD (Amritsar) led by Simranjit Singh Mann; relations with authorities (2016-April 2018), 15 June 2018, IND106096.E, available at: https://www.refworld.org/docid/5b616d634.html [accessed 12 August 2020]

[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada – “India: The Shiromani Akali Dal (Amritsar) (SAD(A)) [Shiromani Akali Dal (Mann); SAD(M); SAD(Amritsar); Shiromani Akali Dal (Amritsar) (Simranjit Singh Mann)], including origin, structure, leadership, objectives, and activities; requirements and procedures to become a member of the party, including membership cards; treatment of party members and supporters by authorities (2017–June 2020) [IND200258.E]”; published in June 2020; available at

[accessed 26 July 2020]

[3] I Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: The Shiromani Akali Dal (SAD) political party, including differences between the SAD (Badal) led by Parkash Singh Badal and the SAD (Amritsar) led by Simranjit Singh Mann; relations with authorities (2016-April 2018), 15 June 2018, IND106096.E, available at: https://www.refworld.org/docid/5b616d634.html [accessed 12 August 2020]

[4] IRB – Immigration and Refugee Board of Canada – “India: The Shiromani Akali Dal (Amritsar) (SAD(A)) [Shiromani Akali Dal (Mann); SAD(M); SAD(Amritsar); Shiromani Akali Dal (Amritsar) (Simranjit Singh Mann)], including origin, structure, leadership, objectives, and activities; requirements and procedures to become a member of the party, including membership cards; treatment of party members and supporters by authorities (2017–June 2020) [IND200258.E]”; published in June 2020; available at

[accessed 26 July 2020]

[5] Office For Foreigners (Poland) COI Unit – “Query response on India: The situation of members of the Shiromani Akali Dal party.; published on 15 January 2020; available at

[accessed 12 August 2020]

ინდოეთი. ინფორმაცია ჩამარას კასტის შესახებ. ივნისი, 2020

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია ინდოეთში ჩამარის კასტის, მათ შორის – მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, შედარებით მწირი იყო.

ენციკლოპედია Britannica-ს მიხედვით, ჩამარები ჩრდილოეთ ინდოეთში გავრცელებული კასტაა, რომელთა წევრებიც, ისტორიულად, ტყავის დამუშავებით ირჩენდნენ თავს. თვითონ სიტყვა სანსკრიტული სიტყვა „ჩარმაკარა“-სგან მოდის, რომელიც „ტყავზე მომუშავეს“ ნიშნავს. ჩამარის კასტის წევრები განეკუთვნებიან ინდოეთის მთავრობის მიერ ოფიციალურად განსაზღვრულ  “დამოკიდებულ კასტას“ (იგივე „დალიტებს“).[1]

ინდოეთის კასტების სისტემა მსოფლიოში არსებულ საზოგადოებრივ სტრუქტურათა შორის ერთ-ერთი უძველესია. სისტემა ყოფს ინდუსებს 4 კონკრეტულ, იერარქიულ ჯგუფად, მათი  კარმის (საქმიანობის) მიხედვით. იერარქიულად ყველაზე მაღლა დგანან „ბრაჰმანები“ – სწავლულები, შემდგომ მოდიან „ქშატრიები“ ანუ მეომრები, „ვაიშიები“ – ვაჭრები  და, ბოლოს, „შუდრები“ ანუ მშრომელები.

კასტების სისტემის გარეთ არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი „დალიტები“, რომლებიც იერარქიულად ყველაზე დაბალ კლასად ითვლება. საუკუნეების მანძილზე, ინდოეთში ზემოხსენებული სისტემა განსაზღვრავდა სოციუმს, ანიჭებდა რიგ უფლებებსა და პრივილეგიებს იერარქიულად ზედა საფეხურზე მდგომ კასტებს, ხოლო „დაბალ კასტებს“ უამრავ შეზღუდვას უწესებდა.

თანამედროვე ინდოეთის კონსტიტუციის 15 და 17 მუხლებით აკრძალულია დისკრიმინაცია კასტის ნიშნით. მეტიც, არსებობს ე.წ. კვოტირების სისტემა სახელმწიფო სამსახურსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ისტორიულად დაბალ საფეხურზე მყოფი ჯგუფები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.

ბოლო ათწლეულებში, მზარდი ურბანიზაციისა და სეკულარული განათლების დანერგვის ფონზე, კასტების სისტემის გავლენა მეტ-ნაკლებად შემცირდა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, პირის გვარი, რომელიც ხაზს უსვამს მის კასტას, საზოგადოების თვალში მაინც მისი პიროვნების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო ინდოეთში დალიტთა მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ინვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი  – 2016-2020 წლები) წერდა, რომ ტერმინი დალიტი ნიშნავს „ჩაგრულს“. წყაროთა მიხედვით, ადრე აღნიშნული კასტის წევრებს „ხელშეუხებლებს“ უწოდებდნენ, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, მათი ოფიციალური სახელწოდებაა „დამოკიდებული კასტა“ (Scheduled Caste). აღნიშნული ტერმინი განმარტებულია, როგორც „ხალხის ჯგუფი, რომელიც წარსულში ექვემდებარებოდა განსაკუთრებით მძიმე სტიგმას  სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური კუთხით, რაც განპირობებული იყო დამკვიდრებული ტრადიციით მათი ხელშეუხებლობის (Untouchability) შესახებ“.

2011 წლის მონაცემებით, დამოკიდებული კასტები ინდოეთის მოსახლეობის 16.6 %-ს შეადგენენ, ხოლო მათი უმრავლესობა (76.4 %) ძირითადად სასოფლო დასახლებებში ბინადრობს.

ანგარიშის მიხედვით, 2011-12 წლებში ინდოეთში ჩატარდა მასშტაბური კვლევა კასტური სისტემის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 45 000 ოჯახი გამოიკითხა. რესპონდენტთა 27 %-მა განაცხადა, რომ იზიარებდა და ახორციელებდა ე.წ. „ხელშეუხებლობის“ პრაქტიკას (ანუ დალიტთა გამორჩევას მათი კასტური ნიშნით) რაიმე ფორმით. აღნიშნული პრაქტიკა ყველაზე მეტად უპირატესი იყო ბრაჰმინ რესპოდენტებში (52 %).

გეოგრაფიულად, „ხელშეუხებლობა“ ყველაზე მეტად გავრცელებულია ინდოეთის შუა ნაწილში კერძოდ: მადჰია პრადეშის შტატი (53 %); ჰიმაჩალ პრადეშ (50 %); ჩჰატტისგარჰი (48 %); რაჯაშტანი და ბიჰარი (47 %); უტტარ პრადეში (43 %) და უტტარახანდი (40 %). რაც შეეხება ამ კუთხით ყველაზე „პროგრესულ“ შტატებს, ესენია: დასავლეთი ბენგალი (1 %); ქერალა (2 %); მაჰარაშტრა (4 %); ანდჰრა პრადეში (10 %) და ა.შ

დალიტთა სოლიდარობის საერთაშორისო ქსელი, რომელიც კოპენჰაგენში მოქმედ დალიტთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, უფრო დეტალურად საუბრობს „ხელშეუხებლობაზე“. კერძოდ, მათი განმარტებით, როგორც ინდოეთში აღნიშნული პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული როგორც ურბანულ დასახლებებში, ასევე – სოფლად. თვითონ პრაქტიკა, ნიშნავს, რომ დომინანტი კასტის წევრები ხელით არ ეხებიან დალიტებს; არ შედიან მათ სახლებში; არ რთავენ საკუთარ შვილებს, რომ ითამაშონ მათთან ერთად ან რაიმე ტიპის ურთიერთობა ჰქონდეთ დალიტებთან და ა.შ. ორგანიზაციის განმარტებით, „ხელშეუხებლობის“ ათასზე მეტი ვარიაცია არსებობს და მათი სიმკაცრე და უპირატესობა კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზეა დამოკიდებული.

კვლევითი დირექტორატის მიერ გამოკითხული კიდევ ერთი წყარო ამბოს, რომ „ხელშეუხებლობა“ ვლინდება ცხოვრების თითქმის ყველაზე ასპექტში. მაგალითად, დალიტები ვერ იღებენ წყალს საერთო ჭებიდან, არ შეუძლიათ ტაძრებში და საპარიკმახეროებში შესვლა; მათ სამსახურში უხდიან გაცილებით ნაკლებს; დალიტ ბავშვებს სკოლებში აიძულებენ ტუალეტების წმენდას და ცალკე ჭამას და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის სასოფლო დასახლებებში აღნიშნული პრაქტიკა უფრო უპირატესია და ზოგჯერ იღებს ისეთ დისკრიმინაციულ სახეებსაც, როგორიცაა: წყალზე, საკვებზე და საცხოვრებელზე წვდომის შეზღუდვა;  მათი მიცვალებულების დაკრძალვაზე ან კრემაციაზე უარის თქმა და ა.შ. ინდოეთში არსებული ტრადიციების და პრაქტიკის მიხედვით, დალიტთა საცხოვრებელი სოფლის გარეთ უნდა იყოს, რათა არ „დააბინძუროს“ ის. გარდა იმისა, რომ ისინი შეზღუდულნი არიან სახლების სივრცეში, მათი სახლები ასევე ნაკლებად ხარისხიანი და გამძლე მასალისგან ნაშენები უნდა იყოს. მაგალითად, 2011 წლის აღწერის მონაცემებით, დალიტები და დაბალი ტომობრივი კასტის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ ზედმეტად დაბალი ხარისხის სახლებში. კერძოდ, მათი მხოლოდ  22 %-ის სახლი იყო აგურით ან ცემენტის მასალით აშენებული. ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მათ მიერ საპირფარეშოებზე წვდომის საკითხი. კერძოდ, გამოკითხულთა 66 %-ს არ გააჩნდა წვდომა საპირფარეშოებზე.

ზემოხსენებულის გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია დალიტების მიმართ დისკრიმინაციაზე დასაქმების და განათლების კუთხით. შედარებით ნაკლებად, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვხვდება მათი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნითაც.

რაც შეეხება დალიტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს, ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ კუთხით ფიქსირდება ზრდა. კერძოდ, „ინდოეთის დანაშაულთა არქივის ბიუროს“ მონაცემებით, 2017 წელს, დამოკიდებულ კასტის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული 43 203 დანაშაულებრივი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული რიცხვი 2016 წელს 40 801 იყო; 2015 წელს კი – 38. 670. იმავე წყაროს ცნობით, 2017 წელს დაფიქსირებული დანაშაულთა 26.5 % უტტარ პრადეშის შტატზე მოდის, 15.6 % – ბიჰარზე, ხოლო კიდევ 13.6 % – მადჰია პრადეშის შტატზე.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ისევე როგორც მუსლიმები, დალიტებიც ასევე ხშირად წარმოადგენენ ინდოეთში ძროხების დამცველთა ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების სამიზნეებს. აღნიშნულ ინციდენტების ფარგლებში ადგილი ჰქონდა როგორც მკვლელობების, ასევე – ბრბოს მასობრივი ძალადობის, თავდასხმების და დაშინების შემთხვევებს. ამ კუთხით, ყველაზე აქტიური შტატები იყო: მადჰია პრადეში, ჰარიიანა; ჯჰარხანდი; გუჯარათი და უტტარ პრადეში.

ერთ-ერთი ინდური არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ დალიტი პირი კასტით დადგენილ წესებს დაარღვევს, დალიტთა მთლიანი თემი დაექვემდებარება სასჯელს, რომელიც ხშირად იღებს ისეთი მძიმე ფორმებს, როგორიცაა: საცხოვრებელზე და დასაქმებაზე წვდომის შეზღუდვა; ფიზიკური თავდასხმები დალიტ ქალებზე და მათი სახლების გადაწვა“.

ანგარიშში, ასევე, საუბარია კონკრეტულად დალიტი ქალების მიმართ მიმართულ ძალადობის შემთხვევებზე. კერძოდ, კვლევითი დირექტორატის მიერ შესწავლილი წყაროების მიხედვით, დალიტი ქალები ხშირად ხდებიან გაუპატიურებისა ან გაუპატიურების მუქარის დანაშაულის მსხვერპლნი. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სასოფლო რეგიონებში,  სადაც ზოგჯერ ხდება დალიტ გოგონათა ჯგუფური გაუპატიურება, რაც  მათი ოჯახების მიერ ჩადენილი რაიმე გადაცდომის გამო სასჯელის სახედ არის მიღებული. ხშირია დალიტი ქალების გატაცების შემთხვევებიც. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „დომინანტი კასტის წარმომადგენლები მიმართავენ სექსუალური ხასიათის დალიტი გოგონების წინააღმდეგ, რათა დასაჯონ ან დაამცირონ ისინი.“ სხვა წყაროებიც საუბრობენ, რომ გაუპატიურება ხშირად გამოუყენება, როგორც მაღალი კასტების „იარაღი“ კასტათა შორის კონფლიქტის დროს.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი დალიტებს იცავს, მიმდინარე წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის არაერთ შემთხვევაზე, განსაკუთრებით – სერვისებზე წვდომის, ჯანდაცვის, განათლების, გადაადგილების თავისუფლების, ქორწინების და სასამართლოზე წვდომის კუთხით. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიხედვით, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა დალიტთა კანონგარეშე მკვლელობებს და დალიტი ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობას. ხშირად, დალიტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი რჩებოდა, რადგან ან მთავრობა არ უქვემდებარებდა დამნაშავეებს სისხლისსამართლებრივ დევნას, ან, ზოგჯერ თვითონ მსხვერპლი დალიტები იკავებდნენ თავს დანაშაულის შეტყობინებაზე, რადგან ეშინოდათ შურისძიების.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, დალიტ მოსწავლეებს და სტუდენტებს, საკუთარი იდენტობის გამო, ზოგჯერ უარს ეუბნებოდნენ კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებაზე. ასევე, მათ არ უშვებდნენ დილის ლოცვებზე, სვამდნენ კლასის ბოლო რიგებში და აიძულებდნენ სკოლის ტუალეტების დასუფთავებას, თანაც იმ ფონზე, როდესაც თვითონ დალიტებს აღნიშნული ტუალეტებით სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ. ასევე, ვრცელდებოდა ცნობები ისეთი შემთხვევების შესახებაც, როდესაც, მაგალითად მასწავლებელი უარს ამბობდა დალიტი მოსწავლეების საშინაო დავალების შესწორებაზე, არ აძლევდა მათ შუადღის საკვების ულუფებს და, ასევე, აიძულებდა დალიტ მოსწავლეებს, დამსხდარიყვნენ  მაღალი კასტის წარმომადგენელი ბავშვებისგან მოშორებით.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტული უმცირესობები – მუსლიმები; დაბალი სოციალური კასტის წარმომადგენელი დალიტები და ადივასების ტომი, განიცდიან გარკვეულ დისკრიმინაციას  და კვლავ რჩებიან  მარგინალიზებულ მდგომარეობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე – სოციალური კუთხით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას კასტური ნიშნის და აწესებს კონკრეტულ ქვოტებს დალიტებისთვის როგორც საგანმანათლებლო, ასევე – სამთავრობო საქმიანობის კუთხით, ისინი მაინც ექვემდებარებიან რუტინული ხასიათის დისკრიმინაციასა და ძალადობას, ხოლო ქვეყნის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო დაცვას.[5]

Human Rights Watch 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი  – 2019 წელი) მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დალიტების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ თავდასხმებსა და დისკრიმინაციას. სექტემბერში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დააკისრა შეემოწმებინა ქვეყნის უნივერსიტეტებში აპლიკანტის კასტის გამო მიღებაზე უარის თქმის შემთხვევები. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აღნიშნული მოთხოვნით ორი სტუდენტის – ერთი დალიტისა და ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენლების დედებმა შექმნეს პეტიცია. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულმა სტუდენტებმა, სავარაუდოდ დისკრიმინაციის გამო, თავი მოიკლეს.[6]

[1] Encyclopedia Britannica  – Chamar; available at https://www.britannica.com/topic/Chamar [accessed 29 June 2020]

[2] BBC Article “What is India’s caste system” 25.02.2016, BBC, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-35650616(accessed on 29 June 2020)

[3] Immigration and Refugee Board of Canada – India: Treatment of Dalits by society and authorities; availability of state protection (2016-January 2020); published in January 2020; available at

[accessed 29 June 2020]

[4] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 29 June 2020]

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – India; published on 4 March 2020; available at

[accessed 30 June 2020]

[6] Human Rights Watch – “World Report 2020 – India”; published on 14 January 2020; available at

[accessed 30 June 2020]

ინდოეთი. ძროხის ხორცთან დაკავშირებული რეგულაციები. ივნისი, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch  სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ინდოეთში ძროხის დაკვლას/ხორცით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ძალადობას ეხება, წერდა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ინდოეთის 29 შტატიდან 23-ში ძროხის დაკვლა/ხორცით ვაჭრობა აკრძალულია. აღნიშნულ შტატთა რიცხვში შედის როგორც უტტარახანდის, ასევე – პენჯაბის შტატები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება, ხოლო მის დასაცავად შექმნილი მოძრაობები საუკუნეებს ითვლის. თუმცა, უკანასკნელ წლებში, BJP პარტიის მმართებლობის პირობებში, აღნიშნული საკითხი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. 2014 წელს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, BJP-ს ლიდერი ნარედრა მოდი აცხადებდა, რომ ძროხები დაცვას საჭიროებდნენ. ხოლო BJP-ს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე რელიგიური და სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული რიტორიკა კიდევ უფრო გახშირდა.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წლიდან 2018 წლის დეკემბერის ჩათვლით, ინდოეთის 12 სხვადასხვა შტატში,  ძროხის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობის ან/და მისი დაკვლის გამო, სულ მცირე 44 პირი მოკლეს, რომელთაგან 36 მუსლიმი იყო. ანგარიშის მიხედვით, პრემიერ მინისტრი ნარედრა მოდი 2018 წლის აგვისტომდე თავს იკავებდა აღნიშნულ საკითხზე აზრის ღიად დაფიქსირებისგან და აშკარად არ გმობდა ზემოხსენებულ ქმედებებს. თუმცა, საბოლოოდ, მან განაცხადა, რომ „მიუხედავად მოტივისა, ლინჩის წესით ადამიანის მოკვლა გაუმართლებელია“ და, რომ „აღნიშნული ქმედებები ცუდ გავლენას ახდენს ცივილიზებულ საზოგადოებაზე“.

დამატებით, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული ქეისები ინდოეთის სხვადასხვა შტატებიდან, რომელთა ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა ბრბოს მხრიდან განხორციელებულ ფატალურ ძალადობას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც არსებობდა ეჭვი, რომ კლავდნენ ძროხას ან ვაჭრობდნენ ძროხის ხორცით. ინციდენტთა უმრავლესობის შემთხვევაში, პოლიცია ან დროულად და  სათანადოდ  არ იძიებდა საქმეებს ან აღნიშნულს მხოლოდ მას შემდეგ აკეთებდა, როდესაც დაუსჯელობას მასშტაბური დემონსტრაციები ან სხვა ტიპის გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასევე, 2015 წელს დაფიქსირებული შემთხვევების მესამედში, ინდოეთის პოლიციამ პირიქით – დაზარალებულების და მოწმეების წინააღმდეგაც კი აღძრა სარჩელები. [1]

რაც შეეხება უშუალოდ იმ კანონებს, რომელთა საფუძველზეც ინდოეთში ძროხის დაკვლა აკრძალულია და ამ ქმედებებისთვის გათვალისწინებულ სანქციას, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროების მიხედვით, აღნიშნული რეგულირებულია უშუალოდ შტატების მიერ და სანქციაც, შესაბამისად, ყველა შტატში განსხვავებულია. მაგალითად, პენჯაბის „1955 წლის ძროხათა დაკვლის აკრძალვის შესახებ აქტის“ მიხედვით, ძროხის როგორც დაკვლა, ასევე – მისი ხორცის გაყიდვა ან/და ფლობა აკრძალულია. ტერმინ „ძროხა“-ში მოისაზრება არა მარტო უშუალოდ ძროხები, არამედ – ხარები, მოზვერები, ხბოები, კამეჩები და დეკეული. აღსანიშნავია, რომ „საქონლის ხორცი“ არ გულისხმობს იმპორტირებული საქონლის ხორცს და ექსპორტის  მიზნით, საქონლის დაკვლა დასაშვებია, თუ პირს ამისთვის საჭირო სამთავრობო ნებართვა გააჩნია. რაც შეეხება სანქციას, ის განისაზღვრება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან/და ჯარიმით, რომლის მაქსიმალური რაოდენობაა 5000 რუპია.

რაც შეეხება უტტარახანდის შტატს, აქ ძროხები დაცულნი არიან  „უტტარახანდის 2007 წლის ძროხათა დაცვის შესახებ აქტით“, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ძროხათა არამარტო დაკვლა, არამედ მათი ხორცის ფლობა და გაყიდვა. სანქციების კუთხით კი სიტუაცია შემდეგია – ძროხის დაკვლისთვის პირს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 5000-დან 10 000 რუპიამდე ჯარიმა ემუქრება. ანალოგიური სასჯელია გათვალისწინებული ძროხის ხორცის ფლობის, მისი ტრანსპორტირების ან გაყიდვისთვის.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ინდოეთის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, უმცირესობების მიმართ კვლავ გრძელდებოდა ძროხების დაკვლასთან ან ძროხის ხორცის ფლობა/გაყიდვასთან დაკავშირებული ძალადობა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია IndiaSpend-ის ინფორმაციით, 2012-2018 წლებში, ზემოხსენებულ ძალადობას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ნარედრა მოდი, ინდოეთის მასშტაბით 120-ზე მეტი ძროხებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევა, მათ შორის – ლინჩის წესით გასამართლება დაფიქსირდა. მმართველი BJP პარტიის მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა იმაზე, რომ აღნიშნულ დანაშაულებს სათანადო პასუხს არ სცემდნენ. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში რაჯასტანის სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოწმეთა არაერთი ჩვენება და მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა, გაამართლა 6 ბრალდებული, რომელთაც 2017 წელს ძროხების კონტრაბანდასთან სავარაუდოდ დაკავშირებული მუსლიმი მამაკაცის მკვლელობა ედებოდა ბრალად.[3] საკუთარ ანგარიშში იგივე საქმის შესახებ საუბრობდა Amnesty International-იც.[4]

[1] Human Rights Watch – Violent Cow Protection in India; published 18 February 2019; available at https://www.hrw.org/report/2019/02/18/violent-cow-protection-india/vigilante-groups-attack-minorities [accessed 25 June 2020]

[2] Human Rights Watch – “Appendix: India National and State Cow Protection Laws”; published in February 2019; available at

[accessed 25 June 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – India; published on 4 March 2020; available at

[accessed 25 June 2020]

[4] Amnesty International – Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – India; published on 30 January 2020; available at

[accessed 25 June 2020]

ინდოეთი. სრულწლოვან პირთა ქორწინება – კანონმდებლობა და წესები. ივნისი, 2020

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვითა საკითხების საბჭოს 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ინდოეთში ე.წ. შერეულ ქორწინებებს ეხება, ინდოეთში პირთა შორის ქორწინება რეგულირდება მათი, ანუ ქორწინებაში მონაწილე პირთა მიმართ მოქმედი „პირადი სტატუსების შესახებ კანონით“. მაგალითად, თუ ორი ჰინდუსი, ბუდისტი, ჯაინი ან სიკჰი პირი ქორწინდება, მათი ქორწინება შესაძლებელია ჩატარდეს „ჰინდუსთა ქორწინების აქტის“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინების მონაწილე ერთ-ერთი პირი ქრისტიანია, შესაძლებელია „ინდოელ ქრისტიანთა 1872 წლის ქორწინების აქტის“ გამოყენება. როდესაც ინდოეთში მუსლიმი მამაკაცი ქორწინდება, „მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ“ კანონის მიხედვით (რომელიც ისლამის ჰანაფის სწავლების მიხედვით ინტერპრეტაციას ეფუძნება),  მას ცოლად  მხოლოდ „კიტაბია“ ანუ ისლამის, ქრისტიანობის ან იუდაიზმის მიმდევარი ქალის შერთვა შეუძლია. რაც შეეხება მუსლიმ ქალებს, მათ აღნიშნული კანონით, აკრძალული აქვთ არა-მუსლიმ მამაკაცთან ქორწინება.

გარდა ზემოხსენებული კანონებისა, ინდოეთში ასევე არსებობს ფედერალური კანონი – 1954 წელს მიღებული „სპეციალური ქორწინების აქტი“, რომელიც ნებას რთავს ნებისმიერი რელიგიისა თუ კასტის პირებს, ერთმანეთზე იქორწინონ სპეციალური, სამოქალაქო ქორწინების პროცედურის გამოყენებით.[1]

ყველა აღნიშნულ საქორწინო-საპროცედურო კანონში, მეუღლეთა მინიმალური ასაკი განსაზღვრულია: პატარძლისთვის 18, ხოლო სიძისთვის – 21 წლით. თითოეულ კანონში, ასევე, მოცემულია კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც ქორწინების მსურველი მხარეები უნდა აკმაყოფილებდნენ – მაგალითად, როგორც მამაკაცი, ასევე – ქალი უნდა იყვნენ ქმედუნარიანნი; ორივე მხარემ ქორწინებაზე თანხმობა საკუთარი ნების შესაბამისად და მესამე მხარისგან ყოველგვარი ზეწოლის ან იძულების გარეშე უნდა გამოხატოს; ისინი არ უნდა იყვნენ სისხლით ნათესავები (აღნიშნული კრიტერიუმი, თითოეულ ზემოაღნიშნულ კანონში განსხვავებულად არის განმარტებული და ეფუძნება შესაბამის რელიგიას ან ტრადიციას); და ა.შ.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროთა მიხედვით, არც ერთ ზემოხსენებულ კანონში, ქორწინების მსურველ პირთა მშობლების თანხმობა, როგორც ქორწინების კანონიერებისთვის აუცილებელი წინაპირობა, არ არის მოცემული.[2] [3] [4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთში მინიმალური საქორწინო ასაკი გოგონებისთვის 18, ხოლო ვაჟთათვის – 21 წელია. ინდოეთის სასამართლოები აღჭურვილნი არიან უფლებით, ბათილად ცნონ ზემოხსენებულზე ადრეულ ასაკში ან პირთა იძულებით შემდგარი ქორწინებები.[5]

ადგილობრივი მედია საშუალება The Hindu 2018 წლის 10 მარტს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ადრე ჰინდუსი პირების ქორწინებისთვის მხოლოდ 3 მოწმის დასწრება იყო საჭირო. თუმცა, „თამილ ნადუს სარეგისტრაციო საკითხების გენერალური ინსპექტორის ოფისის“ (ჰინდუსთა ქორწინებაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო) 2017 წლის 28 სექტემბერს  მიღებული „შიდა ცირკულარის“ მიხედვით, ქორწინების მსურველმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია მათი მშობლების ვინაობის, მისამართის ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მშობლის გარდაცვალების, შესახებ.  სტატიაში, ასევე, მოყვანილია რეალური შემთხვევა, როდესაც ქორწინების მსურველ პირებს, რეგისტრაციის დროს მოსთხოვეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ცერემონიაზე მშობლებს, სასურველია – მამებს, მოიყვანდნენ.

სტატიის ავტორის შეფასებით, აღნიშნული დამატებითი კრიტერიუმები თითქმის შეუძლებელს ხდის ორი ჰინდუსი პირის დაქორწინებას ისე, რომ მშობლებმა ამის შესახებ არ გაიგონ. „მართალია, მშობლის თანხმობა, როგორც აუცილებელი კრიტერიუმი არსადაა აღნიშნული, თუმცა, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ირიბად იგულისხმება“. ავტორი ბოლოს უთითებს, რომ წყვილებს (მათ შორის – ჰინდუს წყვილებს) უპრობლემოდ შეუძლიათ „სპეციალური ქორწინების აქტი“-ს შესაბამისად ქორწინება და რომ სტატიაში მოცემული ახალი „დაბრკოლება“ მხოლოდ იმ პირთათვისაა, რომელთაც სურთ „ჰინდუსთა ქორწინების აქტის“ მიხედვით ქორწინება.[6]

[1] Immigration and Refugee Board of Canada – India: Situation of inter-religious and inter-caste couples, including treatment by society and authorities; situation of children from such marriages (2017-May 2019) [IND106276.E]; published on 16 May 2019; available at

[accessed 3 June 2020]

[2] THE HINDU MARRIAGE ACT, 1955; available at

[accessed 3 June 2020]

[3] Central Government Act The Special Marriage Act, 1954; available at

[accessed 3 June 2020]

[4] THE INDIAN CHRISTIAN MARRIAGE ACT 1872; available at

[accessed 3 June 2020]

[5] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 3 June 2020]

[6] The Hindu  – TN circular sneaks in parental consent in marriage registration; article published on 10 March 2018; available at https://www.thehindu.com/news/national/tamil-nadu/tn-circular-sneaks-in-parental-consent-in-marriage-registration/article23035524.ece [accessed 3 June 2020]

ინდოეთი. სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობა ძალადობის წინააღმდეგ. ივნისი, 2020

ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 350-ე მუხლით დასჯადია „დანაშაულებრივი ძალადობა“ (Criminal Force), რაც გულისხმობს შემდეგს – „როდესაც პირი მეორე პირის მიმართ, მისი წინასწარი ნებართვის გარეშე, განზრახ იყენებს ძალას, რისი მიზანიც არის მეორე პირისთვის დაზიანების მიყენება ან მასში შიშის ან გაღიზიანების გრძნობის გამოწვევა, სჩადის „დანაშაულებრივ ძალადობას“. 352-ე მუხლში მოცემულია სასჯელი, რომელიც შეიძლება დამნაშავე პირს 350-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯოს – ეს არის 3 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა მაქსიმუმ 500 რუპიის ოდენობით.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთი არის მულტიპარტიული, ფედერალური ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია ნარედრა მოდი, ხოლო მმართველი პოლიტიკური პარტია – BJP (Bharatiya Janata Pary). ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ ფიქსირდებოდა და სამოქალაქო ინსტიტუტები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – პოლიციის მიერ განხორციელებული კანონგარეშე მკვლელობები; წამების შემთხვევები ციხეებში; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები კონკრეტულ შტატებში; გამოხატვის თავისუფლების და პრესის კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის  – ძალადობით ან ძალადობის მუქარით გამოხატული; სოციალურ მედიაში გამოთქმული აზრის კრიმინალიზება; ცენზურა;  არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების ზედმეტად შემზღუდველი კანონები; პირთა დისკრიმინაცია, რაც განპირობებული იყო მათი რელიგიური მიმდინარეობით ან სოციალური სტატუსით და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მთავრობა ცდილობდა, სათანადო პასუხი გაეცა აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის და დაეყენებინა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი, დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. ხშირად იწყებოდა გამოძიებები და, შედეგად, ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა, აღსრულების მექანიზმების სისუსტის, გადამზადებული პოლიციის ოფიცერთა ნაკლებობისა და სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო, დამნაშავე პირთათვის მსჯავრის დადება იშვიათად ხდებოდა.[2]

[1] The Indian Penal Code – Chapter XVI; articles 350; 352; available at

[accessed 2 June 2020]

[2] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 2 June 2020]

ინდოეთი. ქალებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ივნისი, 2020

ინდოეთის კონსტიტუციის 15-ე მუხლით აკრძალულია  სახელმწიფოს მხრიდან პირის  დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია მისი რასის; რელიგიის; კასტის; სქესის; დაბადების ადგილისა თუ სხვა მოტივით. 21-ე მუხლით გარანტირებულია სავალდებულო განთლების უფლება 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, ხოლო 29 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ინდოეთის მოქალაქეს არ შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლაზე საკუთარი რელიგიის, რასის, კასტის და სხვა მიზეზთა გამო.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთში, კონკრეტულად ქალთა უფლებების კუთხით აქტუალურ საკითხებს წარმოადგენდა ისეთი უფლებათა დარღვევები, როგორიცაა – გაუპატიურება; ოჯახური ძალადობა; სექსუალური ხასიათის შევიწროვება; კონფლიქტურ რეგიონებში ქალთა უსაფრთხოება; ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება (მხოლოდ დავოოდი ბოჰრას ტომის წარმომადგენლებში); ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები დასაქმების კუთხით და ა.შ. ანგარიშში საუბარი არ არის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, ან მათთვის აღნიშნულ უფლებაზე წვდომის რაიმე ტიპის შეზღუდვის შესახებ.[2]

მედია საშუალება „Hindustan Times” 2020 წლის 6 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „ინდოეთის უმაღლესი განათლების სისტემაში გენდერული ბალანსის ხელშეწყობა“  წერს, რომ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში, ინდოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა საერთო რაოდენობა 10 %-ზე დაბალი იყო. 2018-2019 წლების მდგომარეობით კი, აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 48.6 %-ს აღწევს. დღესდღეობით, ინდოეთის უნივერსიტეტებში დაახლოებით 37.4 მილიონი პირი სწავლობს, რომელთაგან 19.2 მილიონი მამაკაცია, ხოლო 18.2 მილიონი კი – ქალი.

ინდოეთში, ასევე, გაზრდილია ქალთა ჩართულობა სადოქტორო (Ph.D) პროგრამებზე, რომელიც 2018 წლის მონაცემებით 43.82 %-მდე გაიზარდა.

სტატიის მიხედვით, აღნიშნული პოზიტიური სტატისტიკის მიუხედავად, ზოგიერთ მიმართულებებზე სიტუაცია განსხვავებულია. მაგალითად, ინჟინერიისა და  ტექნოლოგიური სწავლებების მიმართულებით, ქალები სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 28.9 %-ს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობა ამ მიმართულებით პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს და გაზრდილი ქვოტირების სისტემით, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქალთა მეტ ჩართულობას ზემოხსენებულ და სხვა მიმართულებებზე. სტატიაში ასევე საუბარია სხვა, რამდენიმე სამთავრობო ინიციატივასა და პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, ინდოეთის ხელისუფლებამ მოახერხა და უზრუნველყო ქალთა კიდევ უფრო მეტი ჩართულობა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში და, ზოგადად, მათი წვდომა უმაღლეს განათლებაზე.[3]

ადგილობრივი მედია საშუალება „Times of India” 2019 წლის 24 სექტემბერის სტატიის მიხედვით, ინდოეთში, უმაღლეს საგანმანთლებლო პროგრამებზე ქალთა ჩართულობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, სტაბილურად იზრდება. ძირითად სასწავლო მიმართულებებზე, უნივერსიტეტის კამპუსებში ყოველ 100 მამაკაცზე 99 ქალი მოდის. ზოგიერთ საბაკალავრო მიმართულებაზე კი, მეტიც – ქალთა პროცენტული მაჩვენებელი აჭარბებს მამაკაცთა რაოდენობას. მაგალითად, სამედიცინო სწავლებების კუთხით, ქალები სტუდენტთა საერთო რაოდენობის 60.6 %-ს შეადგენენ, ხელოვნების მიმართულებაზე – 53.03 %-ს და ა.შ. ქალთა სასარგებლოდ გენდერული დისბალანსი ასევე, შეინიშნება ზოგიერთ სამაგისტრო პროგრამაზეც – მაგალითად, ზუსტი მეცნიერების (62.72 %) და ხელოვნების (61.78 %) მიმართულებებით.

თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ყველაზე პრესტიჟულ და წამყვან 127 უნივერსიტეტში, ქალთა პროცენტული წილი შედარებით დაბალია -24 %. [4]

სასწავლო ონლაინ-პორტალზე Study Guide India მოცემულია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და უნივერსიტეტები. კონკრეტულად, მაჰარაშტრას შტატში, ქალთა უმაღლესი სასწავლებლების კატეგორიაში, მოცემულია 55 საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც მთელ რიგ სასწავლო მიმართულებებზე (სამედიცინო, ზუსტი მეცნიერებები, ინჟინერია, ტექნოლოგია, ხელოვნება, ეკონომიკა და ა.შ.) იღებენ სტუდენტებს. დეტალურად, თითოეული პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.[5]

[1] Constitution of India ; available at

[accessed 1 June 2020]

[2] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 2 June 2020]

[3] Indian Newspaper “HindustanTimes” – article “Enhancing gender equality in India’s higher education| Opinion”; published on 6 March 2020; available at https://www.hindustantimes.com/analysis/enhancing-gender-equality-in-india-s-higher-education-opinion/story-CuQKoLDc4ujMGPScy4ejJI.html [accessed 1 June 2020]

[4] Times of India – article “Women in higher education show steady rise, enrolment in top institutions not growing” ; published on 24 September 2019; available at https://timesofindia.indiatimes.com/india/women-in-higher-education-show-steady-rise-enrolment-in-top-institutions-not-growing/articleshow/71267870.cms [accessed 1 June 2020]

[5] Study Guide India – “List of Women’s Colleges In Maharashtra”; publish date unknown; available at http://www.studyguideindia.com/Colleges/Womens-Colleges/default.asp?State=MH [accessed 1 June 2020]

ინდოეთი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ინდოეთი არის მულტიპარტიული, ფედერალური ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია ნარედრა მოდი, ხოლო მმართველი პოლიტიკური პარტია – BJP (Bharatiya Janata Pary). ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ ფიქსირდებოდა და სამოქალაქო ინსტიტუტები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – პოლიციის მიერ განხორციელებული კანონგარეშე მკვლელობები; წამების შემთხვევები ციხეებში; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები კონკრეტულ შტატებში; გამოხატვის თავისუფლების და პრესის კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის  – ძალადობით ან ძალადობის მუქარით გამოხატული; სოციალურ მედიაში გამოთქმული აზრის კრიმინალიზება; ცენზურა;  არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირების ზედმეტად შემზღუდველი კანონები; პირთა დისკრიმინაცია, რაც განპირობებული იყო მათი რელიგიური მიმდინარეობით ან სოციალური სტატუსით და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მთავრობა ცდილობდა, სათანადო პასუხი გაეცა აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის და დაეყენებინა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი, დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. ხშირად იწყებოდა გამოძიებები და, შედეგად, ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა, აღსრულების მექანიზმების სისუსტის; გადამზადებული პოლიციის ოფიცერთა ნაკლებობისა და სასამართლო სისტემის გადატვირთულობის გამო, დამნაშავე პირთა უშუალოდ მსჯავრდების საკითხი იშვიათად თუ დგებოდა.

სეპარატისტული დაჯგუფებები და ტერორისტები, განსაკუთრებით ჯამმუსა და ქაშმირის შტატებში, ასევე მაოისტურ პროვინციებში – ჩადიოდნენ მნიშვნელოვან სამართალდარღვევებს, მათ შორის, მკვლელობებს. ასევე, ფიქსირდებოდა სამხედრო პერსონალის, პოლიციელების, საჯარო მოხელეების და სამოქალაქო წამების ფაქტებიც, ასევე – ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება.

5 აგვისტოს, ინდოეთის მთავრობამ გამოაცხადა ჯამმუსა და ქაშმირის პრობლემატური შტატისთვის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შტატი დაიყოფოდა 2 ცალკეულ ტერიტორიად. ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული ვნებათაღელვის ჩასახშობად, მთავრობას წამოიწყო მასშტაბური სადამსჯელო კამპანია, რათა უზრუნველეყო უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის სტაბილურობა. მათ დააკავეს ათასობით ადგილობრივი, მათ შორის – პოლიტიკური ლიდერები; გათიშეს მობილური და ინტერნეტ კომუნიკაცია და დააწესეს შეზღუდვები გადაადგილების კუთხით. 2019 წლის დეკემბრისთვის არსებული სიტუაციით, მთავრობამ გადადგა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები სიტუაციის ნორმალიზაციისკენ, აღადგინა რა სატელეფონო კომუნიკაცია. თუმცა, ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ინფორმაცია ადგილობრივი არჩევნების შესახებ.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი კლასიფიცირებულია, როგორც „თავისუფალი“ სახელმწიფო, შეფასებით 71/100. ქვეყანას განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აქვს პოლიტიკური უფლებების კუთხით (36/40); თუმცა, გასულ წელთან შედარებით სახეზეა უკუსვლა, რაც ძირითადად განპირობებული იყო სამოქალაქო თავისუფლებების არსებული სიტუაციის გაუარესებით. ინდოეთში სამოქალაქო თავისუფლებები ფასდება 37/60 შეფასებით, რაც წინა წელთან შედარებით 4 ინდექსით ნაკლებია.

ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს ჯანსაღ და ძლიერი არჩევით დემოკრატიულ სისტემას როგორც ფედერალურ, ასევე – საშტატო დონეებზე, თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში ხშირია კორუფციის შემთხვევები. ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია აზრის გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება, თუმცა, მმართველი BJP პარტიისა და პრემიერ-მინისტრ ნარედრა მოდის მმართველობის პერიოდში, გაიზარდა ჟურნალისტებსა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებზე ზეწოლა, ასევე – რელიგიურად მოტივირებული თავდასხმები არა-ჰინდუ მოსახლეობაზე. კონკრეტული უმცირესობები – მუსლიმები; დაბალი სოციალური კასტის წარმომადგენელი დალიტები და ადივასების ტომი, განიცდიან გარკვეულ დისკრიმინაციას  და რჩებიან  მარგინალიზებულ მდგომარეობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე – სოციალური კუთხით.

2019 წელს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო აგვისტოში, ასამის შტატში გამოქვეყნებული განახლებული სამოქალაქო რეესტრი, რომელშიც არ ფიქსირდებოდა დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე. მათი უმრავლესობა იყო ეთნიკურად ბენგალი, მათ შორის ბევრი – მუსლიმი.

ამას გარდა, დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც დისკრიმინაციულია მუსლიმთა მიმართ. აღნიშნული კანონის მიღება მოჰყვა მასშტაბური პროტესტები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე შტატში აღნიშნული დემონსტრაციები მკაცრი, ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშვეს. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, პროტესტებს დაახლოებით 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ბევრი პირი დაკავებულ იქნა.[2]

Human Rights Watch 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გასული წლის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებული BJP პარტია და პრემიერ-მინისტრი ნარედრა მოდი, კვლავ აგრძელებს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლას და, ზოგჯერ, ადგილი აქვს მათი სამართლებრივი დევნის შემთხვევებსაც.

აგვისტოში, ინდოეთის მთავრობამ ჯამმუსა და ქაშმირის შტატის სპეციალური კონსტიტუციური სტატუსი გააუქმა და აღნიშნული პროვინცია 2 სრულიად განცალკევებულ ტერიტორიად გამოაცხადა. სტატუსის გაუქმებამდე, შტატში შეიყვანეს დამატებითი სამხედრო ძალები, გათიშეს ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაცია და ათასობით ადამიანი მაოთავსეს პრევენციულ დაკავების ცენტრებში, რასაც ღია საერთაშორისო ანტიპათია მოჰყვა.

მთავრობამ ვერ მოახერხა აღესრულებინა უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული დირექტივები, რომელიც ითვალისწინებდა რელიგიურ უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე ბრბოს თავდასხმების (მათ შორის – BJP პარტიის მხარდამჭერების) პრევენციას და სათანადო გამოძიებას.

ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატ ასამში წამოწყებულ სამოქალაქო რეესტრის რეფორმაში, ვერ მოხვდა დაახლოებით 2 მილიონი პირი, მათ შორის უმრავლესობა – ეთნიკურად ბენგალი, რამაც ისინი მოქალაქეობის არქონის რისკის წინაშე დააყენა.[3]

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ინდოეთის შესახებ 2020 წლის ანგარიშშიც, ასევე, აღნიშნულია ჯამმუ და ქაშმირის შტატისთვის სპეციალური სტატუსის ჩამორთმევის საკითხი. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ ქმედებას შედეგად მოჰყვა მასშტაბური სადამსჯელო კამპანია, რომელის ფარგლებშიც დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები; გათიშეს ყოველგვარი კომუნიკაცია და შეზღუდეს წვდომა თითქმის ყველა სერვისზე.

აღნიშნული ინციდენტის გარდა, გასულ წელს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აღნიშნულია ასამის შტატში 2 მილიონი პირის თითქმის მოქალაქეობის გარეშე დარჩენის საკითხიც, რაც შედეგად დისკრიმინაციული და თვითნებური პროცედურების გატარებას მოჰყვა. ანგარიშის მიხედვით, ინდოეთში უფლებადამცველები საკუთრი საქმიანობის განხორციელებისას, აწყდებოდნენ სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის – თვითნებურ დაკავებასა თუ დაპატიმრებას.  მილიონობით ადგილობრივ ტყეში მცხოვრებ აბორიგენს ემუქრებოდა იძულებითი გასახლება. ინდოეთში ქალები სათანადოდ არ არიან დაცულნი სექსუალური ხასიათის თუ ოჯახში ძალადობისა, ასევე, ზოგადად დისკრიმინაციისგან. ამას გარდა, არ დგებოდა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პერიოდულად ახორციელებდნენ თავდასხმებს ასობით ადამიანზე მათი რელიგიური, ეთნიკური, კასტური თუ გენდერული კუთვნილების გამო.[4]

[1] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – India; published on 4 March 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[3] Human Rights Watch – “World Report 2020 – India”; published on 14 January 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[4] Amnesty International – “Human Rights in Asia-Pacific; Review of 2019 – India”; published on 30 January 2020; available at

[accessed 15 April 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-31 მარტი, 2020

ავღანეთში არსებული ვითარება – უცხოელებს ხელს არ ვახლებთ, თუმცა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება, – ამის შესახებ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა განაცხადა. „ძალადობის შემცირების რეჟიმი დასრულდა და ჩვენი ოპერაციები ჩვეულებრივ გაგრძელდება. რაც შეეხება აშშ-თან დადებულ შეთანხმებას, ჩვენი მეომრები ხელს არ ახლებენ უცხოურ ძალებს, თუმცა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება“, – აღნიშნა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა. 1-ელ მარტს ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებდა ნაწილობრივი ზავის დაცვას, ვიდრე ავღანეთსა და „თალიბანს“ შორის 10 მარტისთვის ჩანიშნული მოლაპარაკებები არ დაიწყებოდა. აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ.[1]

აშშ-მა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პირველი ავიაიერიშს თავდაცვის მიზეზებით ხსნის. „თალიბანის“ მებრძოლები აქტიურ შეტევებს ახორციელებდნენ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალების საგუშაგოზე. ეს თავდაცვითი ავიადარტყმა იყო, ამ შეტევების შესაჩერებლად“, – განაცხადა პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა. მან დასძინა, რომ ვაშინგტონს მშვიდობა კვლავ სურს, თუმცა „თალიბანმა“ უაზრო შეტევები უნდა შეწყვიტოს და შეთანხმების პირობები შეასრულოს.[2]

ავღანეთში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა იმ ღონისძიებაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ავღანეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულა ესწრებოდა. თავდასხმა მოჯაჰედების ლიდერის აბდულა ალი მაზარის გარდაცვალების წლისთავის ცერემონიაზე მოხდა. გარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინციდენტის ადგილიდან ოპერატიულად გაიყვანეს. ის არ დაშავებულა. „თალიბანმა“ უარყო რაიმე კავშირი აღნიშნულ შემთხვევასთან.[3]

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა „თალიბანის“ 1500 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. ავღანეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, სადიყ სადიყის განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანია ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულმა პირებმა წერილობითი ვალდებულება უნდა აიღონ, რომ არ დაუბრუნდებიან საომარ მოქმედებებს. ავღანეთის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ „თალიბების“ გათავისუფლება კეთილმოსურნეობის ჟესტია და ეს პროცესი 14 მარტს დაიწყება. ავღანეთის ხელისუფლება ყოველ დღე 100-100 პატიმარს გაათავისუფლებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ყოველ ორ კვირაში „თალიბანის“ 500 მებრძოლს გამოუშვებენ იმ პირობით, თუ ძალადობის შემცირების რეჟიმი შენარჩუნდება. „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებას 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.[4]

სირიის კრიზისი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ სირიელ ხალხს 108 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. „აშშ ასევე მიესალმება რეკომენდაციას სირია-თურქეთის საზღვარზე, ტალ-აბიადში დამატებითი გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ, რომლითაც სირია გაეროს მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას მიიღებს“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.[5]

იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და თურქეთმა იდლიბთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებს მიაღწიეს. „რუსეთისა და თურქეთის ლიდერების მჭიდრო კონტაქტი შესაძლებელს ხდის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საერთო მიდგომები გამოვნახოთ. რუსეთმა და თურქეთმა სირიაში ვითარების დარეგულირების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის შინაარსსაც საგარეო საქმეთა მინისტრები გაგაცნობენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ერდოღანთან მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა პოზიტიურად დასრულდა.[6]

სირიისა და ერაყის საზღვარზე, ბუ-ქემალის რაიონში საჰაერო დარტყმები განხორციელდა. საჰაერო დარტყმები აშშ-ის სამხედრო ავიაციამ განახორციელა. არსებული მონაცემებით, ამერიკული ავიაცია „ალ-ხაშდ აშ-შააბის“ ბაზას ჰაერიდან უტევს. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.[7]

ერაყში არსებული ვითარება – ბაღდადის ჩრდილოეთით, ტაჯის სამხედრო ბანაკზე ავია იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცია. ბაზაზე სულ 18 რაკეტა ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[8]

ინდოეთში 4 მამაკაცი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასაჯეს – აკშაი ტაკური, ვინაი შარმა, პავან გუპტა და მუკეშ სინგჰი სასამართლომ დამნაშავეებად 2013 წელს ცნო და მათ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მოძალადეები დელიში, ტიხარის ციხეში ჩამოახრჩვეს. ეს 2015 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა. ინდოელი სტუდენტი ავტობუსში 6-მა კაცმა გააუპატიურა, რამდენიმე დღეში კი ის მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. პოლიციამ ექვსივე ეჭვმიტანილი დააკავა. ერთერთმა მათგანმა, რამ სინგჰმა 2013 წელს ციხეში თავი მოიკლა. კიდევ ერთი მსჯავრდებული 17 წლისა იყო, ამიტომ მას მაქსიმალური სასჯელი – 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ციხიდან 2015 წელს გათავისუფლდა. ექვსივე მსჯავრდებულმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.[9]

ჩადში ბოკო ჰარამის თავდასხმას 92 სამხედრო ემსხვერპლა – მომხდარის შედეგად 47 ადამიანი დაშავდა. ჩადის პრეზიდენტის, იდრის დების განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე დანაკარგია, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ოდესმე ჰქონია. თავდასხმა ბომაში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც ჩადის, ნიგერიისა და ნიგერის შეიარაღებული ძალები ისლამისტურ დაჯგუფებას უკვე რამდენიმე წელია ებრძვიან. „უამრავ ოპერაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ჩვენს ისტორიაში ერთდროულად ამდენი ადამიანი არასოდეს დაგვიკარგავს“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.[10]

[1] News 18; Taliban to end partial truce, resume offensive operations against Afghan security forces; 2 March, 2020; available at: https://www.news18.com/news/world/taliban-to-end-partial-truce-resume-operations-against-afghan-forces-2522679.html

[2] Reuters; US carries out air strike on Taliban, calls for halt to needless attacks; By Abdul Qadir Sediqi, Charlotte Greenfield; 4 March, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-usa-afghanistan-taliban/u-s-carries-out-airstrike-on-taliban-fighters-for-first-time-since-doha-deal-spokesman-idUSKBN20R12R?fbclid=IwAR0Y6zHwdpNcBl97jSDkVpeObqkJxNDAfq20qk5g2V1lMxzOZQFkQpMlrMI

[3] Tolo News; Attack on Afghan politicians ceremony in Kabul; 27 killed; 6 March, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/attack-ceremony-abdullah-khalili-attendance?fbclid=IwAR3xIHh7QC6nqMEpqOeH42QwwcnsMZtf4EFBVFTTCDBLSmJyqVtdYyj8uKM

[4] Tolo News; Ghani signs decree to release Taliban prisoners; 11 March, 2020; available at: https://tolonews.com/afghanistan/ghani-signs-decree-release-taliban-prisoners?fbclid=IwAR25snVhB7BKfTbAt7cth9-ncdSLWnrXEAi1wUe4BCWecvjgxPLVQyX-ctE

[5] Reuters; US sending $108 million in aid to Syria, supports additional border crossing: State Department; 3 March, 2020; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-usa-assistance/u-s-sending-108-million-in-aid-to-syria-supports-additional-border-crossing-state-department-idUSKBN20Q1PT

[6] იმედის ახალი ამბები; იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება; 5 მარტი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/130333/idlibis-provintsiashi-tsetskhlis-shetskvetis-rejimi-6-martis-0000-saatidan-amoqmeddeba

[7] იმედის ახალი ამბები; სირიისა და ერაყის საზღვარზე, ბუ-ქემალის რაიონში საჰაერო დარტყმები განხორციელდა; 12 მარტი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/131153/siriisa-da-erakis-sazgvarze-buqemalis-raionshi-sahaero-dartkmebi-gankhortsielda

[8] BBC; UK soldier and two Americans killed in rocket attack in Iraq; 12 March, 2020; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-51842744

[9] The Guardian; India executes four men convicted of 2012 Delhi rape and murder; 20 March, 2020; available at: https://www.theguardian.com/world/2020/mar/20/india-executes-four-men-convicted-of-2012-delhi-bus-and

[10] იმედის ახალი ამბები; ჩადში ბოკო ჰარამის თავდასხმას 92 სამხედრო ემსხვერპლა; 25 მარტი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/133370/chadshi-boko-haramis-tavdaskhmas-92-samkhedro-emskhverpla