ერაყი. კოლაბორაციონისტად მიჩნეულ პირთა მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2020

2012 წლის მაისში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ერაყელი თავშესაფრის მაძიებლებისთვის საერთაშორისო დაცვის საჭიროებების შეფასების სახელმძღვანელო პრინციპებში ერაყში მრავალეროვან ან აშშ-ის ძალებთან დაკავშირებული სამოქალაქო პირების შესახებ წერს:

„მოქალაქეები, რომლებიც ადრე დასაქმებულები იყვნენ ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული ყოფილი MNF-I / USF-I-სთან [მრავალეროვანი ძალები – ერაყი / შეერთებული შტატების ძალები ერაყში] ან უცხოეთის მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო კომპანიები, და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან არა-სახელმწიფო დაინტერესებული პირების სამიზნე ჯგუფში მათი (მათზე მიწერილი) პოლიტიკური მოსაზრების გამო. 2003 წლიდან ორივე, სუნიტური და შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება ცნობილია, მათ მიერ თარჯიმნების, საელჩოს თანამშრომლების, მძღოლების, კონტრაქტორების, და ერაყში მრავალეროვან ძალებთან  და შეერთებული შტატების ძალებთან (MNF-I / USF-I) დაკავშირებული სხვა პირების მიმართ მუქარით, მათი გატაცებითა და დახოცვით. 2011 წლის დეკემბერში შეერთებული შტატების ძალების (USF-I) ერაყიდან სრულად გაყვანის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებთან მომუშავე ადვოკატები და ერაყელები შეშფოთებას გამოთქვამდნენ მათი დაუცველად დატოვების გამო. არსებობს იმის საფრთხე, რომ ერაყში შეერთებული შტატების ძალების (USF-I) მფლობელობაში არსებული ინფორმაცია თანამშრომელთა მონაცემების შესახებ ხელმისაწვდომი გახდა სხვა შეიარაღებული ჯგუფებისთვის. ერაყში მრავალეროვანი ძალების ან შეერთებული შტატების ძალების (MNF-I/USF-I) წარმომადგენლებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენნი არიან როგორც სუნიტური ასევე შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებები. გავრცელებული ინფორმაციით, არ არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომელიც  შეერთებული შტატების ძალების (USF-I) ერაყიდან გაყვანის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობაში, ყოფილი ერაყელი თანამშრომლების  დაცვას უზრუნველყოფდა. პირებმა, რომლებიც ერაყში მრავალეროვან ძალებთან ან შეერთებული შტატების ძალებთან (MNF-I/USF-I) მუშაობდნენ, შესაძლოა ვერ მოახერხონ დასაქმება თუკი ცნობილი გახდება მათი ყოფილი დამსაქმებლის ვინაობა. შეერთებული შტატების ძალებთან (USF-I) მომუშავე ბევრი ყოფილი თანამშრომელი თავს იკავებს წინა სამუშაო გამოცდილების გაზიარებისგან პოტენციური დამსაქმებელის მიერ სამაგიეროს გადახდის შიშით.“ [1]

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი „Landinfo“, რომელიც არის ნორვეგიის მიგრაციის სამმართველოს დამოუკიდებელი ორგანო, 2016 წელს მომზადებულ კითხვაზე პასუხში წერს, რომ არ შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ დღეს შიიტური მებრძოლები ხელს უწყობენ საფრთხის შექმნას ან ძალადობას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ ან რაიმე სახის შეხება აქვთ ერაყში არსებულ უცხოურ კომპანიებთან. ეს პრობლემა არსებობდა, 2011 წლის დეკემბრამდე, სანამ ამერიკელებმა საბოლოოდ გაიყვანეს თავიანთი ჯარისკაცები ერაყიდან და განსაკუთრებით კი ყველაზე ძალადობრივი პერიოდის განმავლობაში 2005-2008 წლებში. „Landinfo“ ასევე ეხება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის მიხედვითაც 2012 წელს, ჯერ კიდევ ხორციელდებოდა შეტევები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური ძალების ან ორგანიზაციებისთვის მუშაობდნენ. ამერიკელების ერაყიდან გასვლამდე, ადამიანები, რომლებიც ამერიკულ კოალიციებთან მუშაობდნენ, დაუცველები იყვნენ მებრძოლების, მათ შორის შიიტი მებრძოლებისგან, რომლებსაც ერაყის ოკუპირებული ძალებისგან განთავისუფლება უნდოდათ. ეს გავლენას ახდენდა, არა მარტო იმ ერაყელებზე, რომლებიც უშუალოდ ჯარებს ეხმარებოდნენ, არამედ იმათზეც, რომლებიც სამოქალაქო სექტორში, მაგალითად ნავთობის სექტორში, მუშაობდნენ. „Landinfo“ წერს, რომ დღევანდელი მდგომარეობა განსხვავებულია. მიუხედავად შიდა ომებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლისა, შიიტური შეიარაღებული ძალები, დღეს ძირითადად დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხრიდან წარმოქმნილ საფრთხეს ებრძვიან. ერაყში უცხოური ძალების დაბრუნებამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს შიიტი ძალოსნების მიერ უცხოელი აქტორების და მათი ადგილობრივი პარტნიორების დაშინება. ისლამური სახელმწიფოს მიერ ცენტრალური ერაყის ნაწილების აღების საპასუხოდ, უცხოური ძალები, მათ შორის აშშ-ის ძალები, კვლავ დაბრუნდნენ ქვეყანაში. 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ისინი ერაყის არმიას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელებაში დაეხმარნენ. საბრძოლო ოპერაციებში ამ ძალების მონაწილეობა მინიმალურია და, ძირითადად, ქურთული ძალების ოპერაციული ტერიტორიებით შემოიფარგლება. „Landinfo“ ეხმაურება 2015 წლის დეკემბრის „როიტერის“ სტატიას, და ახდენს გავლენიანი მებრძოლი ლიდერების სიტყვების ციტირებას, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი შეებრძოლებიან ერაყში განლაგებულ აშშ-ის ნებისმიერ ძალებს.  „Landinfo“ განმარტავს, რომ შიიტი ძალოსნები მიმართულნი იყვნენ ერაყიდან უცხოური ძალების გაძევებისკენ და ეს მიზანი მიღწეული იქნა 2011 წლის დეკემბერში. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდებოდა, თუკი აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში ყოფნას გააგრძელებდნენ, როგორც ამას აშშ-ის ხელისუფლება იუწყებოდა. თუმცა, არაფერი ამტკიცებს იმას, რომ ამასაც ის შედეგი მოყვებოდა, რაც 2005 – 2008 წლებში მოხდა. ყველას: შიიტურ შეიარაღებულ ძალებს, ერაყის ხელისუფლებას და აშშ-ის აქვთ საერთო მიზანი – ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და აშშ-ის სამხედრო ჩართულობა კონკრეტულად ამ მიზანს უკავშირდება. ამჟამად, ყველაზე დაუცველები არიან ერაყის ჯარისკაცები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ თავს ესხმიან არა მარტო შიიტური შეიარაღებული ძალები, არამედ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებები.

შვედეთის მიგრაციის სააგენტოსა და „Landinfo“-ს 2012 წლის ივლისის მოხსენებაში საუბარია ერაყში 2011 წლის ოქტომბერში განხორციელებული ფაქტების შემსწავლელი მისიის შესახებ; მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ერაყელები, რომლებიც მუშაობდნენ ან მუშაობენ საგარეო ინტერესებისთვის, შეიძლება იყვნენ დაუცველნი, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე ადრე.“ [2]

„როიტერის“ მიერ 2017 წლის იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის ბრძანებებით ლტოლვილთა პროგრამების შეჩერების თაობაზე, საუბარია ერაყელ მამაკაცზე ბაღდადიდან, რომელსაც 2013 წელს თავის არეში მიაყენეს ჭრილობა; ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მუქარა მიიღო ისლამისტი მებრძოლებისგან, რომლებიც მისი მეუღლის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) მუშაობით იყვნენ აღშფოთებულნი.

„2008 წლიდან 7000-ზე მეტი ერაყელი, მათ შორის ბევრი ამერიკისთვის მომუშავე თარჯიმანი სპეციალური საიმიგრაციო პროგრამის ფარგლებში გადასახლდა აშშ-ში. ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით 500 ადამიანზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საერთაშორისო დევნილთა დახმარების პროექტის თანახმად, 58 ათასი ერაყელი ელოდება გასაუბრებას პირდაპირი დაშვების პროგრამის ფარგლებში. ათეულობით ათასი ადამიანი მეორე პროგრამის ფარგლებში უკვე შევიდა აშშ-ში, მაგრამ საბოლოო ჯამური მონაცემები ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

[…] ბაღდადში, ერაყელი კაცი, [რომლის მეუღლეც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) ბუღალტერის თანამდებობაზე მუშაობდა] ამჟამად ვიზის გაუქმებას ელოდება. აშშ-ის ჯარისკაცებს ეცინებოდათ მის შეშფოთებაზე, უხსნიდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია ძალიან ძლიერია, იმისთვის, რომ ის „ერთმა ტრამპის მსგავსმა ადამიანმა შეცვალოს,“ ამბობდა ის,  მაგრამ ახლა მას უკვე ეჭვი ეპარება ჯარისკაცების სიმართლეში. USAID- ის ოფიციალურმა პირმა მოუწოდა მის ოჯახს, მონაწილეობა მიეღოთ პირდაპირი დაშვების პროგრამაში როგორც ლტოლვილებს. ის ყოველკვირეულად ამოწმებს შედეგებს, თუმცა აშშ-ს საკონსულოში მისი გასაუბრების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არსებობს. განაცხადის შეტანის წელს, ის სამსახურში წასვლისას თავის არეში დაჭრეს, რის გამოც მას ერთი თვის საავადმყოფოში გატარება მოუხდა და ცალ ყურში სმენა დაკარგა. მან ეს შემთხვევა დაუკავშირდა იმ მუქარებს, რომლებსაც ის ტექსტური შეტყობინებების სახით  ხშირად იღებდა ტელეფონზე ისლამისტებისგან, რომლებიც მისი მეუღლის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) მუშაობით იყვნენ აღშფოთებულნი.[3]

ვაშინგტონში დაფუძნებული საინფორმაციო ვებ-გვერდი „The Daily Caller“ 2016 წლის აპრილში აშშ-ის სამხედრო პერსონალისთვის მომუშავე ერაყელი თარჯიმნის წინაშე მდგარი საფრთხის შესახებ წერს და აღწერს ერთი თარჯიმნის, სახელად მეჰბირის ისტორიას, რომელმაც განაცხადა რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა:

„ათასობით თარჯიმანმა საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ომების დროს აშშ-ის ძალებზე მუშაობისას. მაშინ, როცა კონფლიქტში მონაწილე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა, უკვე სახლში დაბრუნდა, მათი თარჯიმნების უმრავლესობა ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში და მათ სიცოცხლეს ახლაც იმდენად ემუქრება საფრთხე, როგორც ადრე. […]

მეჰბირი წარმოშობით ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქიდან არის, რომელიც მისი თქმით, არსებითად კონტროლდება ირანელების მიერ მხარდაჭერილი შიიტთა სახალხო მობილიზაციის ერთეულებით (PMUs). ბევრი შიიტი მებრძოლი ოკუპაციის პერიოდში ასევე იბრძოდა აშშ-ის ჯარისკაცების წინააღმდეგ და ისინი უარყოფენ ყველას, ვინც აშშ-ისთან თანამშრომლობს. მეჰბირის თქმით, მის სიცოცხლეს პირველად ანონიმური წერილს საშუალებით დაემუქრნენ, რომელიც მის სიკვდილს იუწყებოდა. „პრობლემა ისაა, რომ არ შემიძლია პოლიციაში განვაცხადო, რადგან მათი უმრავლესობა მებრძოლებზე მუშაობს და ახლა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო“ – თქვა მან საფოსტო გზავნილში. „მე თქვენ გენდობით“ – განაცხადა მან მეორე გზავნილში. მეჰბირმა აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია ბევრი თარჯიმნის შესახებ, რომლებსაც ავიწროებდნენ და შემდეგ მოკლეს აშშ-ისთვის გაწეული სამსახურის გამო. ერთი მაგალითი, რომელიც მან მოიყვანა, იყო ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც ოთხი თვის წინ მოკლეს.“ ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა – მისი სხეული მოგვიანებით იპოვეს. გარდაცვლილის მამაც მალევე გარდაიცვალა.“ [4]

2017 წლის იანვარში, გლობალურმა არაკომერციულმა მედია კომპანია „PRI Public Radio International“ ასევე იუწყება ყოფილი თარჯიმნის შესახებ, რომელიც აშშ-ის ძალებისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორისათვის მუშაობდა და ახლა ცდილობს აშშ-ის ვიზის მიღებას, რადგან მანაც მიიღო საფრთხის შემცველი მუქარა.

ჰემიდი ერთერთია იმ ათასობით ერაყელს შორის, რომლებიც აშშ-ის ძალებზე მუშაობდნენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებდნენ და მუდმივ რეპრესიას განიცდიდნენ მეამბოხეებისგან, რომლებიც მათ მოღალატეებად მიიჩნევდნენ. მათი მომსახურების სანაცვლოდ, ერაყელებს და მათ კოლეგებს ავღანეთში მიეცათ სპეციალური ვიზები შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად. მაგრამ სპეციალური საიმიგრაციო ვიზის (SIV) პროგრამა, რომელიც 2007 წელს დაიწყო, უკვე დიდი ხანია გადატვირთულია. ზოგიერთი განმცხადებელი უკვე 5 წელზე მეტია ელოდება მისი სავიზო განაცხადის დამუშავებას. ახლა, პრეზიდენტის სამგზავრო აკრძალვამ ახალი დაბრკოლება შექმნა ყოფილი ერაყელი პარტნიორებისთვის, რომლებიც საფრთხის ქვეშ რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე აღარ მუშაობენ ამერიკელებისთვის.

ამჟამად ჰემიდი და მისი მეუღლე ბაღდადის დასავლეთით მდებარე ალ-ქარხის უბანში ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობენ, სადაც სადამ ჰუსეინის ეპოქაში აგებული მაღალი ბეტონის კორპუსებში სუნიტი მუსლიმების მცირე რაოდენობა ცხოვრობს. იგი უკვე მზად არის ახალი ცხოვრების დასაწყებად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც 10 იანვარს გაიგო, რომ სპეციალურმა სავიზო პროგრამამ მისი განაცხადი დაამტკიცა.

[…] უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჰემიდი არ აცხადებს, ამერიკის რომელ სამხედრო შენაერთში მუშაობდა თარჯიმნად. 2007 წელს, აშშ-ის ძალების შემოყვანის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო KBR-ში – აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ კომპანიაში, რომელიც ჰალიბურტონის შვილობილ კომპანიას წარმოადგენდა. მან ასევე დაამთავრა ბაღდადის ალ-მუსტანსიტიის უნივერსიტეტი სტომატოლოგიის სპეციალობით. წლების განმავლობაში შიშის ქვეშ ცხოვრების შემდეგ, ის მოუთმენლად ელის ამერიკაში მშვიდობიან ცხოვრებას, რადგან იცის, რომ ის სძულთ შეერთებული შტატებისთვის გაწეული დახმარების გამო. „ძალიან ბევრი მუქარა მივიღე, ჩემი სამუშაო გამოცდილების გამო“ თქვა მან. „ბოლო შემთხვევა მოხდა აეროპორტში წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე. ვიღაცა ჩემს სახლში შეჭრას ცდილობდა, როდესაც სახლში მხოლოდ ჩემი მეუღლე იმყოფებოდა. მან სააბაზანოში დამალულმა დამირეკა სამსახურში.“ [5]

დიდი ბრიტანეთის მაღალი ტრიბუნალის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაში ერაყის მოქალაქისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე წერია, რომ „მტკიცებულებები მოწმობს, რომ ისინი, ვინც მუშაობდნენ ისეთ დასავლურ ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან ან ის ადამიანები, ვინც მიჩნეულები იქნებიან ასეთებად, კვლავ არიან რისკის ქვეშ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა ან იმ ტერიტორიებზე, სადაც ამბოხებულთა აქტივობის ხარისხი მაღალია. ამ დროისთვის საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს სუნიტი ამბოხებულების მხრიდან, რომელთა სამიზნეს კვლავ წარმოადგენენ დასავლური ან საერთაშორისო კომპანიები, ისევე როგორც ისინი, ვინც მიჩნეულნი იქნებიან ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობაში მყოფებად.“

ამავე გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ „მტკიცებულებები მოწმობს, რომ ბაღდადში ნაკლებია რისკი იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ ისეთ დასავლურ ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან ან ის ადამიანები, ვინც მიჩნეულები იქნებიან ასეთებად, მიუხედავად იმისა, რომ არის მტკიცებულებები, რომ ამბოხებულების დაჯგუფებებს, როგორიცაა მაგალითად ისლამური სახელმწიფო, შესწევთ უნარი იმისა, რომ ქალაქში განახორციელონ თავდასხმები და იერიშები. გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხის ხარისხი დაბალია ბაღდადში, მხოლოდ მიწერილი შეხედულება თანამშრომლობის შესახებ არ არის საკმარისი რეალური რისკის საჩვენებლად.“ [6]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყელი თარჯიმნები, რომლებიც ერაყში ამერიკელებთან მუშაობდნენ 2003-2011 წლებში, ხშირად ამას თავიანთთვის და თავიანთი ოჯახისთვის რისკის ფასად აკეთებდნენ. ხალხი, ვინც ამერიკელებთან თარჯიმნებად, კულტურულ მრჩევლებად ან პერსონალის დამხმარეებად მუშაობდა, განხილულნი იყვნენ მტერ კოლაბორაციონისტებად და მათ სიკვდილით ემუქრებოდნენ სუნიტი და შიიტი მებრძოლები. მედია საშუალება „ალ-ჯაზირა“ 2017 წელს წერდა, რომ ათობით ათასი ერაყელი მუშაობდა ამერიკელებთან ინჟინრებად, მძღოლებად ან კულტურულ მრჩევლებად (მათ შორის თარჯიმნებად), რის გამოც დიდი საფრთხის წინაშე იყვნენ.

2017 წელს ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ შეხვედრაზე წყაროები აღნიშნავდნენ, რომ ბოლო პერიოდში აღარ ვრცელდებოდა ინფორმაცია ამერიკული პერსონალისა და მათთან მომუშავე პირების სამიზნედ ყოფნის შესახებ, განსხვავებით წარსული პერიოდისგან. 2016 წელს ლენდინფო წერდა, რომ „ახლა არავის შეუძლია თქვას, რომ, ზოგადად, შიიტური დაჯგუფებები ეწევიან ძალადობის პროპაგანდას იმ პირების მიმართ, ვინც ადრე უცხოურ კომპანიებში მუშაობდა ერაყში. აღნიშნული საკითხი აქტუალური იყო 2011 წლამდე, ვიდრე ამერიკელები ერაყიდან ჯარს გაიყვანდნენ და განსაკუთრებით ძალადობრივი პერიოდი იყო 2005-2008 წლები. ვიდრე ამერიკელები ჯარს გაიყვანდნენ, დაჯგუფებები, რომლებიც ქვეყნის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ძალადობდნენ კოალიციაზე მომუშავე პირებზე. ეს ეხებოდა არა მხოლოდ პირდაპირ სამხედრო ძალას, არამედ სამოქალაქო სფეროსაც, როგორიცაა ნავთობის სექტორი“.

ახლა ვითარება განსხვავებულია. შიიტური დაჯგუფებები ახლა უფრო მეტად ერთმანეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაში არიან ჩართული და უფრო მეტი ყურადღება ისლამური სახელმწიფოს მიმართაა მობილიზებული; ასეთი კონცენტრაცია კი, შესაძლოა, მომავალში საფრთხის მაპროვოცირებელი იყოს უცხოური მოთამაშეებისთვის.[7]

[1] UNHCR – UN High Commissioner for Refugees: UNHCR ერაყელი თავშესაფრის მაძიებელთა  საერთაშორისო დაცვის საჭიროებების შეფასების სახელმძღვანელო პრინციპები, 31 მაისი 2012 (ხელმისაწვდომი ecoi.net)

[2] Landinfo – Norwegian Country of Origin Information Centre: ერაყი: Situasjonen for personer som har jobbet for utenlandske selskaper , 7. April 2016 (verfügbar auf ecoi.net)

Migrationsverket/Landinfo: Basra; Rapport från svenska Migrationsverkets och norska Landinfos utredningsresa till Basra, södra Irak, 15 – 20 oktober 2011, 3 July 2012 (გამოქვეყნებულია Landinfo-ს მიერ, ხელმისაწვდომია – ecoi.net)

[3] Reuters: ტრამპის ბრძანება ლტოლვილთა შესახებ, ყველა იმედს უქრობს ერაყელებს, რომლებიც აშშ-ის ეხმარებოდნენ, 27 იანვარი 2017 http://www.reuters.com/article/us-usa-trump-immigration-iraq-idUSKBN15C036

[4] The Daily Caller: უკან დარჩენილი: აშშ-ის ჯარებისთვის გაწეული დახმარების გამო ერაყელი თარჯიმანი სიკვდილის მუქარას იღებს,20 აპრილი 2016 http://dailycaller.com/2016/04/20/left-behind-iraqi-interpreter-faces-death-threats-forhelping-us-troops/

[5] PRI – Public Radio International: ერაყის თარჯიმნები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო სამსახურში მუშაობდნენ, სასოწარკვეთლი ელოდებიან ტრამპის სამგზავრო აკრძალვისგან განთავისუფლებას.  31 იანვარი 2017 https://www.pri.org/stories/2017-01-31/iraqi-translators-who-served-us-military-aredesperate-exemption-trumps-travel

[6] BA (Returns to Baghdad) Iraq CG , [2017] UKUT 00018 (IAC), United Kingdom: Upper Tribunal (Immigration and Asylum Chamber), 23 January 2017, available at: http://www.refworld.org/cases,GBR_UTIAC,588621844.html [accessed 28 March 2017]

[7] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 19 February 2020)