ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “მუსლიმური ლიგა” შესახებ – მედია საშუალება Dawn მიხედვით, პოლიტიკური პარტია Pakistan Muslim League (Nawaz) 1993 წელს დააფუძნა ცნობილმა პოლიტიკოსმა და პაკისტანის 3-გზის პრემიერ-მინისტრმა – ნავაზ შარიფმა. სტატიის მიხედვით, პარტიის იდეოლოგია კონსერვატიულ, მემარჯვენე და ნაციონალისტურ მოტივებზეა აგებული, თუმცა, უკანასკნელ ხანებში, ის თანდათან უფრო დაშორდა რელიგიურ-კონსერვატიზმს და შედარებით უფრო ცენტრისტულ ნარატივზეა გადასული. ეკონომიკური თვალსაზრისით, პარტია მხარს უჭერს თავისუფალ ბაზარს და პაკისტანის მზარდ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. PML (N) ასევე ემხრობა მეგობრული ურთიერთობების აღდგენას ინდოეთთან, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გააძლიეროს ეკონომიკა. პარტიის სათავო ოფისი მდებარეობს ლაჰორიში. პარტიის ლოგო – [1]
პორტალ Urdupoint-ის მიხედვით, Pakistan Muslim League (Nawaz) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ პარტიას პაკისტანში. პარტია რეგისტრირებულია პაკისტანის საარჩევნო კომისიაში აბრევიატურით PML (N) და მისი საარჩევნო სიმბოლო არის ლომი. პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტია მიან მუჰჰამად შეჰბაზ შარიფი (დამაარსებლის – ნავაზ შარიფის ძმა). პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები და ლიდერები არიან: ნავაზ შარიფი; კალსოომ ნავაზ შარიფი; მოჰამმად თალალ ჩოუდჰარი; მამნოონ ჰუსსაინი და იშაქ დარი.[2]
რაც შეეხება პარტიის წარმოშობის ისტორიას, პორტალ Globalsecurity მიხედვით, PML (N)-ის ფესვები 1906 წელს დაარსებულ “სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგაში“ უნდა ვეძებოთ. აღნიშნული პარტია, თავის დროზე ინდოელი მუსლიმების ინტერესების დასაცავად შეიქმნა და სწორედ მისი და მისი ლიდერების მიღწევაა პაკისტანის დამოუკიდებლობაც. პარტია 1958 წელს სხვადასხვა მიზეზთა გამო დაიშალა. 1962 წელს გენერელმა და პაკისტანელმა პოლიტიკოსმა, აიუბ ხანმა დაარსა პარტია სახელწოდებით „Pakistan Muslim League“ ხოლო მეორე პაკისტანელმა პოლიტიკოსმა – Muhammad Khan Junejo-მ ასევე შექმნა პარტია – Pakistan Muslim League (J). სწორედ ამ უკანასკნელი პარტიის მემკვიდრეა PML (N) პარტიაც, კერძოდ, 1993 წელს, ჯუნეჯოს გარდაცვალების შემდგომ, პარტის სათავეში ჩაუდგა მიან ნავაზ შარიფი და მას ეწოდა Pakistan Muslim League (Nawaz)
დაარსების დღიდან, პაკისტანის ხალხთა პარტიასთან (PPP) ერთად, PLM (N) დომინირებდა პაკისტანის პოლიტიკაში და წარმოადგენდა წამყვან პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, 1999 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სათავეში მოვიდა გენერალი პერვაზ მუშარაფი და მის მიერ მხარდაჭერილი, PLM (N) პარტიიდან გამოყოფილი სუბ-პარტია – Pakistan Muslim League (Quaid). თითქმის ათწლიანი წარუმატებლობის შემდგომ, 2008 წელს PLM (N)კვლავ მოიპოვა ამომრჩეველთა მხარდაჭერა და პარლამენტში შევიდა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. ხოლო 2013 წელს გაიმარჯვა არჩევნებში და დაბრუნდა, როგორც მმართველი ძალა, ასმათანავე – პარტიის ლიდერი, ნავაზ შარიფი რეკორდული მესამე ვადით აირჩიეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრად. პარტიის მთავარი დასაყრდენია პენჯაბის პროვინცია, სადაც 1985 წლის შემდგომ, ექვსჯერ დააკომპლექტა მთავრობა..[3]
პაკისტანის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, PML (N) წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, რომლის წევრებიც პარლამენტის ქვედა პალატაში 83 მანდატს ფლობენ (სულ 342 მანდატია). პარტიის პრეზიდენტს – მიან მუჰჰამად შეჰბაზ შარიფს უკავია ოპოზიციის ლიდერის თანამდებობა პარლამენტში.[4]
ინფორმაცია პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი სხვადასხვა წყაროებში, არ იძებნება.
პარტიის წევრების და მხარდამჭერების მდგომარეობა?
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ზოგჯერ ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან მედია საშუალებებზე ზეწოლას, რათა შეეწყვიტათ ოპოზიციის ლიდერებთან ინტერვიუები. მაგალითად, 11 ივნისს, ინტერვიუ ოპოზიციისა და „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) ლიდერთან – მერიამ ნავაზთან, გასვლისთანავე შეწყდა და სატელევიზიო სიგნალი გაწყდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებიც მთავრობის მიერ აღქმულნი იყვნენ, როგორც PML (N) პარტიის მხარდამჭერი, დისტრიბუციის კუთხით გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებოდნენ. მედია საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან მედია საშუალებებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რომლის მიზანიც იყო თავი შეეკავებინათ ისეთ საკითხებზე რეპორტაჟების და გადაცემების მომზადებისგან, რომლებიც PML (N) პარტიის ლიდერებს პოზიტიური კუთხით წარმოაჩენდა.[5]
Freedom House პაკისტანის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი ორი მთავარი პარტიის – „პაკისტანის ხალხთა პარტია“ (PPP) და „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) როგორც მაღალი ეშელონების ლიდერთა, ასევე – მათი მხარდამჭერი ზოგიერთი აქტივისტის მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლბრივი საქმეების აღძვრას. ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: კორუფცია; მედია რეგულაციების სავარაუდო დარღვევა და არაავტორიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა, ბრალი დასდეს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და PML (N) პარტიის დამფუძნებელს – ნავაზ შარიფს; მის ქალიშვილს – მერიამ ნავაზს; მის ძმასა და პენჯაბის ყოფილ მთავარ მინისტრს – შაჰბაზ შარიფს; ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს – შაჰიდ ხაქან აბბასის და ქვეყნის ყოფილს პრეზიდენტსა და PPP პარტიის ლიდერს – ასიფ ალი ზარდარის. მათ გასული წელი სასამართლოში, საპატიმროში თუ სასაამრთლოს მიერ ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში გაატარეს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა 2018 წლის საარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებული ზეწოლის გაგრძელებას, რომლის დროსაც სასამართლომ, ბუნდოვანი ბრალდებების ფონზე, სამუდამოდ აუკრძალა ნავაზ შარიფს პოლიტიკური მოღვაწეობა და, შედეგად, მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი PML (N) პარტია.[6]
მედია საშუალება “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFE/RF) 2020 წლის 26 თებერვლის სტატიაში წერდა, რომ ქვეყნის განსაკუთრებით ცხელ ზონად მიჩნეულ, ჩრდილო-დასავლეთით რეგიონში მდებარე ქალაქ მინგორაში, ჩაცხრილეს „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) ადგილობრივი ლიდერი – ჯავედულლაჰ ხანი. მისი ბიძაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან მოყოლებული მათი ოჯახის 15 წევრია მოკლული. „ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, სახელწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დაგვიცვას“ – განაცხადა მან ინტერვიუში.
ჯავედულლაჰ ხანი ხიბერ პახტუნტხვას რეგიონის ანტი-ტერორისტული SWAT ჯგუფის მეთაურად ახლახანს იყო დანიშნული.[7]
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია პაკისტნაში პარტია „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) წევრების, ასევე მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მასობრივი დევნის ან/და უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება.
[1] Dawn.com – Pakistan Muslim League (Nawaz); available at https://www.dawn.com/news/1404808 [accessed 18 August 2020]
[2] UrduPoint – Pakistan Muslim League (N); available at https://www.urdupoint.com/politics/party/pakistan-muslim-league-n-9.html [accessed 18 August 2020]
[3] GlobalSecutiry.com – Pakistan Muslim League (Nawaz) – PML (N); available at https://www.globalsecurity.org/military/world/pakistan/pml.htm [accessed 19 August 2020]
[4] Official Web page of National Assembly of Pakistan –PML (N) Seats Distribution; available at http://na.gov.pk/en/members_listing.php?party=122 [accessed 18 August 2020]
[5] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published on 11 March 2020; available at
[accessed 19 August 2020[6] Freedom House – Freedom in the World 2020 – Pakistan; published in March 2020; available at
[accessed 19 August 2020][7] RFE/RF – article “Member Of Anti-Militant Group Killed In Northwestern Pakistan; published in February 2020; available at
[accessed 19 August 2020]