ნიგერია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება კანოს შტატში. მაისი, 2022

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO] 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერს, რომ ისევე როგორც ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის სხვა შტატებში, კანოს შტატშიც ხშირად აქვს ადგილი მსხვილფეხა პირუტყვთან, მიწასთან და რესურსებთან დაკავშირებულ კონფლიქტებს. ფერმერებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა კოვიდ პანდემიის დროს. კანოს შტატში კონფლიქტის ძირითადი მონაწილეები არიან დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფები და აჯანყებულები. პირუტყვის გატაცებით, ძირითადად, დიდი, კარგად შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფები არიან დაკავებულნი, რომლებიც ფალგორის ტყეში ბინადრობენ.

კანოს შტატში, ისევე როგორც ჩრდილოეთის სხვა 11 შტატში, 2000 წლიდან შარიათის კანონები მოქმედებს, რომელიც მხოლოდ მუსლიმებისთვისაა შემოღებული. ზოგადად, ნიგერიის სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია, ამიტომ ხანდახან არა მუსლიმებიც მიმართავენ შარიათის სასამართლოებს, რადგან ეს უკანასკნელნი უფრო მოქნილები და სწრაფები არიან და უფრო ნაკლებად სავარაუდოა კორუფციის რისკი.

წყაროების შეფასებით, შტატის პოლიცია სათანადოდ ვერ რეაგირებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებზე, რასაც სხვადასხვა წყაროს შეფასებით, ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ პოლიტიკური ელიტა თავად ამარაგებს ახალგაზრდების ჯგუფებს იარაღით, რათა ისინი შემდეგ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს. ნიგერიის არმია ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას რეგიონში და ცდილობს ფალგორის ტყე მუდმივ საწვრთნელ სივრცედ აქციოს; ფალგორის ტყეში უკვე სამი საოპერაციო ბაზა ფუნქციონირებს.

წყაროების ინფორმაციით, შტატის ხელისუფლება, ასევე, ცდილობს ფერმერებსა და მწყემსებს შორის კონფლიქტის შემცირებას. 2020 წლის თებერვალში შტატის ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პასტორალური საზოგადოების განვითარებას, ფერმათა პროდუქტიულობის ზრდას და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების შემცირებას.

აბუჯა-კადუნა-კანოს გზა ცნობილია გატაცებების შემთხვევებით და ასევე საფრთხის შემცველი შემთხვევების მაღალი მაჩვენებლით. 2017 – 2020 წლებში აღნიშნულ გზაზე 5 ათასამდე ინციდენტი დაფიქსირდა. აღნიშნული მარშრუტი, განსაკუთრებით კადუნას გზატკეცილი, მძიმე მდგომარეობაშია, რასაც კარგად იყენებენ შეიარაღებული ჯგუფები თავდასხმებისა და გატაცებებისთვის. წყაროების ცნობით, კანოში ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[1]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო პრინციპებში ნიგერიის შესახებ წერს, რომ კანოს შტატი 44 ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოსგან შედგება. შტატის დედაქალაქია კანო. 2016 წლისთვის, შტატის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 13 მილიონს შეადგენდა.

ACLED მონაცემთა ბაზის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, კანოს შტატში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 12 ინციდენტი [2 ბრძოლა, მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის 7 და არეულობის 3 ფაქტი]. საშუალოდ, კვირაში, კანოს შტატში ადგილი ჰქონდა 0.2 ინციდენტს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა კანოს შტატის 44-დან 6 ადმინისტრაციულ ერთეულში. მათგან ყველაზე მეტი ინციდენტი [4] ქალაქ კანოში დაფიქსირდა. ნახსენები ინციდენტების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 1-ზე ნაკლები იყო.

2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში კანოს შტატში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 3 ინციდენტი დაფიქსირდა [მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის 1 და არეულობების 2 ფაქტი]. საშუალოდ, კვირაში, კანოს შტატში ფიქსირდებოდა 0.2 ინციდენტი. აღნიშნული ინციდენტების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო ანგარიშში წერს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციით და სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებით, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ ზოგადად, კანოს შტატში არ ფიქსირდებდა განურჩეველი ძალადობა ისეთი ხარისხით, რომ ადგილი ჰქონდეს მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15(c) მუხლით დადგენილი ზიანის რეალურ რისკს.[2]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი EASO]; უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ნიგერიაში; გამოქვეყნებულია 2021 წლის ივნისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 3 მაისს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; სახელმძღვანელო პრინციპები ნიგერიის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ოქტომბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 3 მაისს]

ნიგერია. ქრისტიანების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მარტი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა, ზოგადად, აწესებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თანასწორობას ქვეყნის სხვადასხვა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფისთვის; თუმცა, პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ხშირად გათვლას აკეთებენ ამომრჩეველთა რაოდენობაზე, ამიტომ კონკრეტული ჯგუფის, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში უმცირესობას ქმნის, ინტერესები, შესაძლოა, უგულებელყოფილი იყოს.

რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, მაგრამ უკანასკნელ წლებში ხელისუფლება უფრო ხშირად არბევს იმ რელიგიურ ჯგუფებს, ვინც მის ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, შტატის და ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ დე ფაქტო ოფიციალურ რელიგიებს თავიანთ ტერიტორიებზე და ზღუდავენ რელიგიურ აქტივობებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ნიგერიის შესახებ წერს, რომ ნიგერია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იბრძვის ტერორისტული ჯგუფის „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ, რომელიც თავის მხრივ ებრძვის არა ღრმადმორწმუნე მუსლიმებსა და ქრისტიანებს. ნიგერიელები, ზოგადად, თავისუფლად ერთვებიან დისკუსიაში პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებზე; თუმცა, კრიტიკული აზრის გამოთქმა ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა ჯარი, რელიგია და ეთნიკურობა, ზოგჯერ დაპატიმრებას ან ძალადობრივ რეპრესიებს იწვევს.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ფედერალურ და შტატის ხელისუფლებებს უკრძალავს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას და კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. ქვეყნის უზენაესი კანონი ადგენს პირთა თავისუფლებას აირჩიოს, აღასრულოს, იქადაგოს და შეიცვალოს თავისი რელიგია. კონსტიტუცია შტატებს უფლებას აძლევს დააფუძნონ შარიათის ან ჩვეულებითი სასამართლოები, ზოგადად მოქმედი სამოქალაქო სასამართლოების პარალელურად; ამასთან, სამოქალაქო სასამართლოები სარგებლობენ უპირატესი უფლებით – შარიათისა და ჩვეულებითი სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სამოქალაქო სასამართლოებში. სამოქალაქო სასამართლოების პარალელურად, ჩრდილოეთის 12 შტატში და დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიაზე მოქმედებს შარიათის სასამართლოები. ჩვეულებითი სასამართლოები ნიგერიის თითქმის ყველა შტატში ფუნქციონირებს.

ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის „ბოკო ჰარამი“ და „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ თავს ესხმიან დასახლებულ ცენტრებს და რელიგიურ სამიზნეებს და ახორციელებენ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედროების წინააღმდეგ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. აღნიშნული ჯგუფები განაგრძობენ იერიშებს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ეკლესიებსა და მეჩეთებზე.

ძალადობრივი კონფლიქტი ძირითადად მუსლიმ ფულანი მწყემსებსა და ძირითადად ქრისტიან ფერმერებს შორის გრძელდება და მოიცავს ნიგერიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებს, ძირითადად. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონფლიქტს რელიგიური საფუძველი აქვს, თუმცა წყაროთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის განმაპირობებელი მაინც მიწისა და რესურსების გარშემო დავაა.

წყაროების ინფორმაციით, ნიგერიის მოსახლეობა დაახლოებით 214 მილიონია. რელიგიური დემოგრაფიის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა წყაროების მტკიცებით, მოსახლეობის ნახევარი ქრისტიანია, ხოლო ნახევარი მუსლიმი და მხოლოდ 2% მიაკუთვნებს თავს სხვა რელიგიურ მიმდინარეობას ან საერთოდ არ მიაკუთვნებს თავს არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას. ნიგერიელებისთვის დამახასიათებელია და ბევრი ნიგერიელი აღასრულებს როგორც ძირძველ, ტრადიციულ რელიგიას, ასევე ქრისტიანობას ან ისლამს.[3]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი] 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქრისტიანებიც და მუსლიმებიც საუბრობენ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. ნიგერიის კონსტიტუცია ადგენს, რომ ქვეყანა სეკულარულია და რელიგიის თავისუფლება გარანტირებული. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 49-49 პროცენტი ქრისტიანები და მუსლიმები არიან; დანარჩენი 2 პროცენტი ან ტრადიციული რელიგიების მიმდევარია ან საერთოდ არცერთი რელიგიის მიმდევრად მიიჩნევს თავს. ზოგადად, ნიგერიის ჩრდილოეთი მეტწილად მუსლიმური, ხოლო სამხრეთი მეტწილად ქრისტიანული რეგიონია; თუმცა, ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში არც თუ ისე მცირე ქრისტიანული უმცირესობა ცხოვრობს, ხოლო სამხრეთში, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთში ასევე, არც თუ ისე მცირე მუსლიმი უმცირესობაა წარმოდგენილი.

ნიგერიის კონსტიტუცია აღიარებს სამოქალაქო პროცედურებისთვის, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და სხვა საოჯახო საკითხი, შარიათის კანონის გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც საქმეში ჩართული ორივე მხარე მუსლიმია. 2000-2002 წლებში ჩრდილოეთის 12 შტატში შარიათი სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელდა და რიგი საკონსტიტუციო საკითხებიც წამოიჭრა. გავრცელებული ცნობებით, შტატებში, სადაც შარიათია გამოცხადებული, რელიგიური უმცირესობები უჩივიან დისკრიმინაციას და მძიმე სასჯელებს, რაც არღვევს ნიგერიის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ნიგერიის არა მუსლიმ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შარიათის სასამართლოს, როდესაც ისინი სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ დავაში არიან მუსლიმებთან. მსგავსი რამ ხშირად ხდება, რადგან შარიათის სასამართლო, ზოგადად, მიიჩნევა, რომ უფრო იაფი და ეფექტურია სამოქალაქო სასამართლოსთან შედარებით. თუმცა, შარიათის სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, არა მუსლიმს შარიათის სასამართლოში მონაწილეობა აიძულოს.

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი ძირითადად ხდება ჩრდილოეთში, შუა ქამრის რეგიონში და კადუნას შტატში, სადაც ფერმერები ძირითადად ქრისტიანები, ხოლო მწყემსები ძირითადად მუსლიმები არიან. მსგავს კონფლიქტებში რელიგიური ფაქტორი გადაჯაჭვულია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. ქრისტიანები განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამია“ აქტიური. აღნიშნული დაჯგუფება ასევე ემტერება არა ღრმადმორწმუნე მუსლიმებსაც. ამასთან, ქრისტიანები უჩივიან ხელისუფლების მხრიდან ეკლესიებისა და ქრისტიანული საზოგადოებების დაცვის ნაკლებობას, განსაკუთრებით ცენტრალურ და ჩრდილოეთ შტატებში (შარიათის შტატები). ასევე, ქრისტიანული თემი, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში, უჩივის დაბრკოლებებს უნივერსიტეტში ჩაბარების და ეკლესიის მშენებლობისთვის მიწების გამოყოფის კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქრისტიანების მსგავსად, მუსლიმებიც უჩივიან დისკრიმინაციულ მოპყრობას იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ.[4]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ნიგერიაში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 31 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 თებერვალს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ნიგერიაში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 თებერვალს]

[4] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; ნიგერია: სახელმძღვანელო პრინციპები და ანალიზი; გამოქვეყნებულია 2019 წლის თებერვალში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 თებერვალს]

ნიგერია. ჯარისკაცების ოჯახის წევრთა მიმართ დამოკიდებულება. ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განაგრძობს შეტევებს სამთავრობო ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. 2020 წლის მარტში, იობეს შტატში, დაჯგუფების იერიშებს მინიმუმ 50 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ შეიხი იბრაჰიმ ზაკზაკი და მისი ცოლი პატიმრობაში რჩებიან. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ისინი კადუნის შტატის სასამართლომ გაასამართლა და მსჯავრი დასდო მრავლობით დანაშაულში, რომელიც სათავეს ზარიაში ჯარისკაცის მკვლელობიდან იღებდა.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მოქმედებები კონცენტრირებულია ბორნოს, იობეს და ადამავის შტატში; თუმცა, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები ქვეყნის სხვა ნაწილში აქტივობების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, „ბოკო ჰარამის“ სამიზნეებს შორის არიან მთავრობის მხარდამჭერებად მიჩნეული პირები; მათ შორის დაჯგუფება მოიაზრებს სამთავრობო ოფიციალურ პირებს და საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს, ტრადიციულ ლიდერებს და მოქალაქეთა გაერთიანებულ ძალებს (CJTF). მაგალითად, დაჯგუფების მებრძოლები თავს დაესხნენ სოფელს, სადაც მოქალაქეთა გაერთიანებული ძალები დაფუძნდა და დახოცა ყველა, ვისაც აღნიშნული ძალების მომხრედ მიიჩნევდა; ხშირ შემთვევაში, ზოგიოერთ თემში, ყველა ბიჭი და ახალგაზრდა მამაკაცი.[3]

მედია საშუალება „ამერიკის ხმა“ 2020 წლის 17 იანვარს წერდა, რომ ნიგერიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. დაღუპული ჯარისკაცების გახსენების დღის ცერემონიაზე, ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დააწესებდა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის შემწობას; ასევე, გაზრდიდა ვეტერანთა და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერას. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ 2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ აქტიური გახდა, ათასობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთაც ოჯახები დარჩათ. ნიგერიაში დაფუძნებულია სამხედროების ქვრივთა ასოციაცია, რომელიც 5 ათასზე მეტ რეგისტრირებულ წევრს ითვლის და რაოდენობა იზრდება. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ისინი გრძნობენ როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა კერძო პირების მხარდაჭერას.[4]

უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა დელტის შტატში – ნიგერ დელტას რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები მოიცავს მეკობრეობას, გასამხედროებული ჯგუფების აქტივობებს, გატაცებებს, ბანდებისა და კულტების ბრძოლას ლიდერობისთვის, შეიარაღებულ ძარცვას, რიტუალურ მკვლელობებს, მასობრივ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, ადამიანებით ვაჭრობას, თემურ ძალადობას, მიწის თაობაზე დავებს, საარჩევნო ძალადობას, დემონსტრაციებს და უკანონო მკვლელობებს.

დელტა – დელტაში შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც 1990-იან წლებში აღმოცენდნენ, ძირითადად, ეთნიკურ დაპირისპირებებში არიან ჩაბმულნი. ყველა მეტად აღსანიშნავი ჯგუფი, რომელიც შტატში აღმოცენდა, არის ნიგერ დელტა იჯაუ საზოგადოების ფედერაცია. შტატში ძალადობის ერთერთი მთავარი წყარო კულტიზმია. ასევე, დელტას შტატში შეტაკებები მწყემსებსა და ფერმერებს შორის ხდება უფრო მეტი ინტენსივობით, სიხშირით და გაცილებით დიდ სისხლისღვრას იწვევს. შტატისთვის ასევე დამახასიათებელია თემებს შორის დაპირისპირება მიწის გამო, საზღვრებთან და „ლიდერობასთან“ დაკავშირებული დაპირისპირებები.

დელტის შტატში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას განსაზღვრავს რამდენიმე მოქმედი ჯგუფი აქტივობები, მათ შორის დაპირისპირება მწყემსებსა და ფერმერებს შორის, ადგილობრივი საზოგადობებების ბრძოლა მიწასა და საზღვრებთან დაკავშირებით (ემედე იგდიბეს წინააღმდეგ, ფულანი უვჰერჰის წინააღმდეგ, ოლეჰ ოზოროს წინააღმდეგ), კულტების ბანდებს შორის ბრძოლა ლიდერობისთვის და ასევე, ზოგადად კრიმინალური ბანდების ბრძოლა (აიიე, არაოუ ბაგა, ბლექ ექსი. ეიე და მაფია). წყაროების ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფი ნიგერ დელტა გრინლენდ სამართლიანობის მანდატი დელტის შტატში აქტიური იყო 2016-2020 წლებში. სახელმწიფო აქტორები დელტის შტატში არიან დელტის შტატის პოლიცია, რომელიც ნიგერიის საპოლიციო ძალების ნაწილია, ასევე, ნიგერიის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის ძალები, ერთობლივი საოპერაციო ძალები და ყაჩაღობის საწინააღმდეგო სპეციალური რაზმი.

წყაროების ინფორმაციით, 2020 წელს დელტის შტატი  ყველაზე ძალადობრივი სიტუაციით გამოირჩეოდა. 2019 წლის მსგავსად, კონფლიქტისა და ძალადობის ძირითადი გამომწვევი იყო ორგანიზებული დანაშაული, კულტებს შორის დაპირისპირება და ფერმერებს შორის დაპირისპირება მიწებთან დაკავშირებით. 2020 წლის განმავლობაში, დელტის შტატში, კრიმინალი უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების დომინანტი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჩრდილოეთ უგჰელი, ჩრდილოეთ ოშიმილი, უდუ და აღმოსავლეთ ეთიოპი. კრიმინალთან დაკავშირებული ძალადობა ძირითადად მოიცავდა ყაჩაღობას, გატაცებას, შეიარაღებულ შეტაკებებს ბანდებს შორის და მკვლელობები რიტუალური მიზეზებით.

2020 წლის განმავლობაში დელტის შტატში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 100 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო ბრძოლის 24, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის 52 და არეულობების 24 შემთხვევა. აღნიშნული ინციდენტების შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა. 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, შტატში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 27 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის ბრძოლის 8, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის 13 და არეულობების 6 შემთხვევა. აღნიშნულმა ინციდენტებმა 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2020 წლის განმავლობაში, ნიგერიის ხელისუფლება განაგრძობდა შეიარაღებული ძალების გადაგზავნას ნიგერ დელტას რეგიონში, რაც განპირობებული იყო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალისა და რესურსების ნაკლებობით. ოპერაცია „ნიანგის ღიმილი IV“ (კიბერ ომის საწვრთნელი ოპერაცია) მოქმედი იყო დელტის შტატში 2020 წლის განმავლობაში. წყაროების ინფორმაციით, კორუფცია ხელისუფლების შტოებში, მთავარ გამოწვევად რჩება ნიგერ დელტას რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ნიგერიის უსაფრთხოების სააგენტოები, განსაკუთრებით JTF ნიგერ დელტაში, სავარაუდოდ, მონაწილეობენ და სარგებლობენ ნავთობის მოპარვით.

წყაროების ცნობით, 2020 წელს, დელტის შტატში შეიარაღებულ ყაჩაღობას და მკვლელობებს ადგილი ჰქონდა ზოგიერთ გზაზე, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ გზაზე ჩრდილოეთ უგჰელში და ჩრდილოეთ ოშმილის უგბოლუ-ილაჰის გზაზე. წყაროების ცნობით, იმოს შტატში ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ იძებნება ინფორმაცია ნიგერიის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიმართ, სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. სანდო წყაროები და ავტორიტეტული გამოცემები არაფერს წერენ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების, ამ კონკრეტული ნიშნით, დევნის შესახებ.

[1] Freedom House: Freedom in the World 2021 – Nigeria, 3 March 2021

 (accessed on 4 October 2021)

[2] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: Nigeria, 30 March 2021

 (accessed on 4 October 2021)

[3] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Nigeria; Guidance note and common analysis, February 2019

 (accessed on 4 October 2021)

[4] Voice of America; Nigerian authorities to financially support families of fallen soldiers; author: Timothy Obiezu; published: 17 January, 2020; available at: https://www.voanews.com/a/africa_nigerian-authorities-financially-support-families-fallen-soldiers/6182760.html [accessed on 4 October 2021]

[5] EASO – European Asylum Support Office: Nigeria – Security situation, June 2021

 (accessed on 29 June 2021

ნიგერია. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აგვისტო, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ნიგერიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ბორნოს, იობეს, ადამავას, გომბეს შტატებში, ასევე – ზამფარას შტატში, ნიგერის საზღვართან მდებარე 20 კილომეტრიან ზონაში. დანარჩენი ნიგერიის ტერიტორიაზე, მოგზაურობა ნებადართულია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ნიგერიაში ფიქსირდება 2 ცალკელული შიდა, არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტი. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება ებრძვის ორ შეიარაღებულ ჯგუფეს – „ბოკო ჰარამსა“ და „დასავლეთი აფრიკის პროვინციის ისლამურ სახელმწიფოს“ (ISWAP).[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ნიგერიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ნიგერია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც შედგება 36 შტატისა და ფედერალური დედაქალაქისგან. თებერვალში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელიც სამონოტორინგო ორგანიზაციების უმრავლესობის შეფასებით – იყო თავისუფალი , პრეზიდენტი მუჰამმადუ ბუჰარი მეორე ვადით იქნა არჩეული.

ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის პოლიცია არის ძირითადი სამართალდამცავი ორგანო შტატებში, სხვა ფედერალურ ინსტიტუტებთან ერთად. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სამოქალაქო უწყებები ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კვლავ გრძელდებოდა ისეთი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმები, როგორიცაა „ბოკო ჰარამი“ და „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS-WA). ისინი თავს ესხმოდნენ როგორც სამთავრობო, ასევე – სამოქალაქო სამიზნეებს, რასაც შედეგად ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანრმთელობის დაზიანება, ქონების განადგურება, ორ მილიონზე მეტი ადამიანის იძულებითი შიდა გადაადგილება და, ასევე – ნიგერიის საზღვრებს გარეთ, მეზობელ სახელმწიფოებში 243 875 ნიგერიელი ლტოლვილების მოხვედრა, მოჰყვა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ადამიანის უფლებების კუთხით, მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარებისა, წამებისა და თვითნებური დაკავების შემთხვევები, რომელსაც ახორციელებდნენ როგორც ტერორისტული ორგანიზაციები, ასევე – ნიგერიის მთავრობა; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; ძალადობა და დაპატიმრებების შემთხვევები ჟურნალისტთა მიმართ; სერიოზული შეზღუდვები შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების კუთხით, განსაკუთრებით – ლგბტი თემისა და რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; ძალადობა ლგბტი პირების მიმართ და ა.შ. ნიგერიის მთავრობა, ზოგჯერ, დგამდა სათანადო ნაბიჯებს აღნიშნულ სამართალდარღვევებში დამნაშავეების დასასჯელად, თუმცა, აღნიშნული იშვიათ შემთხვევას წარმოადგენდა. დაუსჯელობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა ყველა სახელისუფლებო დონეზე. უსაფრთხოების ძალების წევრები, რომელთა მიმართაც არსებობდა ბრალდებები სერიოზული უფლებადარღვევების შესახებ, ხშირად არანაირ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდნენ.

უფლებამცველი ორგანიზიების ცნობით, ბორნოს შტატის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი „Civilian Joint Task Force“ (CJTF) – არასამთავრობო თავდაცვითი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ზოგჯერ ნიგერიის სამხედრო ძალებთან ერთად კოორდინირებულ სამხედრო მოქმედებებს ასრულებდა,  ზოგჯერ ჩადიოდა სერიოზულ სამართალდარღვევებს. შტატის მთავრობა, იშვიათად თუ იძიებდა აღნიშნულ საქმეებს და, ხშირად, თვალს ხუჭავდა ზემოხსენებული ჯგუფის წევრების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე, მათ შორის – ბავშვთა იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებზე. ამას გარდა, „ბოკო ჰარამიც“ აქტიურად იყენებდა იძულებით გაწვეულ ბავშვებს და რთავდა მათ შეიარაღებულ მოქმედებებში. გრძელდებოდა მოქალაქეთა გატაცებების შემთხვევები აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციისა და  „დასავლეთი აფრიკის პროვინციის ისლამურ სახელმწიფოს“ (ISWAP) წევრების მიერ. ორივე ჯგუფი გოგონებსან და ქალებს უქვემდებარებდა ისეთი ტიპის სექსუალურ და გენდერულ ძალადობას, როგორიცაა – იძულებითი ქორწინებები; სექსუალური მონობა და გაუპატიურება. ნიგერიის მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და სისხლისსამართლებრივ დევნას უქვემდებარებდა მათ წევრებს, თუმცა, ეჭვმიტანილთა უმრავლესობა, ხშირად ყოველგვარი ბრალდების გარეშე რჩებოდა სამხედრო დაკავების ცენტრებში.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ნიგერიის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიუხედავად ფედერალური მთავრობის დაპირებისა  უსაფრთხოების კუთხით ზომები გამკაცრების შესახებ, ნიგერიაში არასტაბილურობის ატმოსფერო კვლავ შენარჩუნდა 2019 წლის განმავლობაში. მაისში, მოქმედმა პრეზიდენტმა მუჰამმადუ ბუჰარიმ გაიმარჯვა არჩევნებში, რომლის მიმდინარეობისასაც, პოლიტიკურ ძალადობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“ მიმდინარე შეიარაღებული კამპანიის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. აღნიშნული დაპირისპირება დღესაც აქტიურად გრძელდება და მხოლოდ 2019 წელს, 640 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის ინფორმაციით, 2009 წლიდან მოყოლებული, ბოკო ჰარამთან არსებულ კონფლიქტს 27 000 ადამიანი   ემსხვერპლა.  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,  ჰუმანიტარული დახმარების გარეშე 827 000 ადამიანია დარჩენილი.

ამას გარდა, ნიგერიის სხვა შტატებში ფიქსირდება ფართოდ გავრცელებული გატაცებების შემთხვევები; ძარცვა და მეცხვარეებსა და ფერმერებს შორის განახლებული სასიკვდილო ხასიათის ძალადობა.  ქვეყანაში, ასევე, გაუარესდა სიტუაცია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, გახშირდა რა მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის, აქტივისტების დაკავებისა და მედიაზე რეპრესიების ფაქტები.[4]

Amnesty International-ის ნიგერიის შესახებ 2020 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი – ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, „ბოკო ჰარამის“ თავდასხმები გრძელდებოდა, რასაც შედეგად ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა 31 ძალადობრივი თავადსხმა, რასაც 378 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯგუფის წევრებმა ასევე, მოკლეს 16 გატაცებული პირიც. ამას გარდა,  ნიგერიის არმიის, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების წევრები კვლავ აგრძელებდნენ დაკავებულთა წამებას. ზოგიერთ შტატში ფიქსირდებოდა თემებს შორის ძალადობრივი დაპირისპირებები. შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლებების კუთხით სიტუაცია მკვეთრად იყო გაუარესებული. ხელისუფლება, ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, უგულვებელყოფდა სასამართლო გადაწყვეტილებებსაც.[5]

რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოებისკუთხით არსებულ მდგომარეობას კონკრეტულ შტატებში, ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2020 წლის 16 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერდა, რომ დედაქალაქ აბუჯაში 2020 წლის 23 მარტს „ნიგერიის შიიტი მუსლიმების მოძრაობამ“ საპროტესტო დემონსტრაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც აპროსტესტებდნენ მოძრაობის ლიდერის – შეიკ ელ ზაკზაკის დაკავებას, რომელიც 2015 წლიდან დღემდე პატიმრობაშია. აქციის მიმდინარეობისას, მონაწილეების თქმით, პოლიციამ გაუფრთხილებლად გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემსლადენი გაზი, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ამასთანავე, დააკავეს 10 დემონსტრანტიც.

რაც შეეხება სამხრეთი ნიგერიის შტატებს (ანამბრა; რივერსი; ოიო; დელტა; ედო; იმო; ლაგოსი) ანგარიშში ზოგადად, საუბარია სამხრეთი ნიგერიის შტატების არსებულ პრობლემებსა თუ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ინციდენტებზე. თუმცა, კონკრეტულად ამ შტატებზე, ანგარიშში, ინფორმაცია არ იძებნება. ასევე არ იძებნება კონკრეტული ინფორმაცია უშუალოდ კანოს შტატზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს შტატი  ქვეყნის ჩრდილოეთში (ანუ იმ ზონაში, სადაც ბოკო ჰარამი აქტიურია) მდებარეობს.[6]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროები, მათ შორის – ავტორიტეტული საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარ უახლეს ანგარიშებში, არაფერს წერენ ნიგერიაში დაჯგუფება „ფულანი ექსმნების“ შესახებ.

[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Nigeria; published in April 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/nigeria [accessed August 2020]

[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed August 2020]

[3] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Nigeria; published in March 2020; available at

[accessed August 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Nigeria; published in January 2020; available at

[accessed August 2020]

[5] Amnesty International – Human Rights in Africa: Review of 2019 – Nigeria [AFR 01/1352/2020]; published in April 2020; available at

[accessed August 2020]

[6] EASO – “Nigeria: Security Situation”; published in April 2020; available at https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 14 August 2020]

ნიგერია. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 9 აპრილს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ნიგერიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ბორნოს, იობეს, ადამავას, გომბეს შტატებში, ასევე – ზამფარას შტატში, ნიგერის საზღვართან მდებარე 20 კილომეტრიან ზონაში. დანარჩენი ნიგერიის ტერიტორიაზე, მოგზაურობა ნებადართულია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ნიგერიაში ფიქსირდება 2 ცალკეული შიდა, არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტი. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება ებრძვის ორ შეიარაღებულ ჯგუფს – „ბოკო ჰარამსა“ და „დასავლეთი აფრიკის პროვინციის ისლამურ სახელმწიფოს“ (ISWAP).[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნიგერიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერს, რომ ნიგერია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც შედგება 36 შტატისა და ფედერალური დედაქალაქისგან. თებერვალში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელიც სამონიტორინგო ორგანიზაციების უმრავლესობის შეფასებით – იყო თავისუფალი , პრეზიდენტი მუჰამმადუ ბუჰარი მეორე ვადით იქნა არჩეული.

ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის პოლიცია არის ძირითადი სამართალდამცავი ორგანო შტატებში, სხვა ფედერალურ ინსტიტუტებთან ერთად. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სამოქალაქო უწყებები ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კვლავ გრძელდებოდა ისეთი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმები, როგორიცაა „ბოკო ჰარამი“ და „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS-WA). ისინი თავს ესხმოდნენ როგორც სამთავრობო, ასევე – სამოქალაქო სამიზნეებს, რასაც შედეგად ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანება, ქონების განადგურება, ორ მილიონზე მეტი ადამიანის იძულებითი შიდა გადაადგილება და, ასევე – ნიგერიის საზღვრებს გარეთ, მეზობელ სახელმწიფოებში 243 875 ნიგერიელი ლტოლვილების მოხვედრა, მოჰყვა.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ადამიანის უფლებების კუთხით, მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევებს შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარებისა, წამებისა და თვითნებური დაკავების შემთხვევები, რომელსაც ახორციელებდნენ როგორც ტერორისტული ორგანიზაციები, ასევე – ნიგერიის მთავრობა; მძიმე დას სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; ძალადობა და დაპატიმრებების შემთხვევები ჟურნალისტთა მიმართ; სერიოზული შეზღუდვები შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების კუთხით, განსაკუთრებით – ლგბტი თემისა და რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; ძალადობა ლგბტი პირების მიმართ და ა.შ. ნიგერიის მთავრობა, ზოგჯერ, დგამდა სათანადო ნაბიჯებს აღნიშნულ სამართალდარღვევებში დამნაშავეების დასასჯელად, თუმცა, აღნიშნული იშვიათ შემთხვევას წარმოადგენდა. დაუსჯელობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა ყველა სახელისუფლებო დონეზე. უსაფრთხოების ძალების წევრები, რომელთა მიმართაც არსებობდა ბრალდებები სერიოზული უფლებათა დარღვევების შესახებ, ხშირად არანაირ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებოდნენ.

უფლებათადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ბორნოს შტატის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი „Civilian Joint Task Force“ (CJTF) – არასამთავრობო თავდაცვითი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ზოგჯერ ნიგერიის სამხედრო ძალებთან ერთად კოორდინირებულ სამხედრო მოქმედებებს ასრულებდა,  ზოგჯერ ჩადიოდა სერიოზულ სამართალდარღვევებს. შტატის მთავრობა, იშვიათად თუ იძიებდა აღნიშნულ საქმეებს და, ხშირად, თვალს ხუჭავდა ზემოხსენებული ჯგუფის წევრების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე, მათ შორის – ბავშვთა იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებზე. ამას გარდა, „ბოკო ჰარამიც“ აქტიურად იყენებდა იძულებით გაწვეულ ბავშვებს და რთავდა მათ შეიარაღებულ მოქმედებებში. გრძელდებოდა მოქალაქეთა გატაცებების შემთხვევები აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციისა და  „დასავლეთი აფრიკის პროვინციის ისლამურ სახელმწიფოს“ (ISWAP) წევრების მიერ. ორივე ჯგუფი გოგონებსა და ქალებს უქვემდებარებდა ისეთი ტიპის სექსუალურ და გენდერულ ძალადობას, როგორიცაა – იძულებითი ქორწინებები; სექსუალური მონობა და გაუპატიურება. ნიგერიის მთავრობა, მართალია, იძიებდა აღნიშნული ჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და სისხლისსამართლებრივ დევნას უქვემდებარებდა მათ წევრებს, თუმცა, ეჭვმიტანილთა უმრავლესობა, ხშირად ყოველგვარი ბრალდების გარეშე რჩებოდა სამხედრო დაკავების ცენტრებში.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ნიგერიის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიუხედავად ფედერალური მთავრობის დაპირებისა  უსაფრთხოების კუთხით ზომები გამკაცრების შეხახებ, ნიგერიაში არასტაბილურობის ატმოსფერო კვლავ შენარჩუნდა 2019 წლის განმავლობაში. მაისში, მოქმედმა პრეზიდენტმა მუჰამმადუ ბუჰარიმ გაიმარჯვა არჩევნებში, რომლის მიმდინარეობისასაც, პოლიტიკურ ძალადობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“ მიმდინარე შეიარაღებული კამპანიის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. აღნიშნული დაპირისპირება დღესაც აქტიურად გრძელდება და მხოლოდ 2019 წელს, 640 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის ინფორმაციით, 2009 წლიდან მოყოლებული, ბოკო ჰარამთან არსებულ კონფლიქტს 27 000 ადამიანი   ემსხვერპლა.  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,  ჰუმანიტარული დახმარების გარეშე 827 000 ადამიანია დარჩენილი.

ამას გარდა, ნიგერიის სხვა შტატებში ფიქსირდება ფართოდ გავრცელებული გატაცებების შემთხვევები; ძარცვა და მეცხვარეებსა და ფერმერებს შორის განახლებული სასიკვდილო ხასიათის ძალადობა.  ქვეყანაში, ასევე, გაუარესდა სიტუაცია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, გახშირდა რა მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის, აქტივისტების დაკავებისა და მედიაზე რეპრესიების ფაქტები.[4]

Amnesty International-ის ნიგერიის შესახებ 2020 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმები გრძელდებოდა, რასაც შედეგად ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა 31 ძალადობრივი თავდასხმა, რასაც 378 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯგუფის წევრებმა ასევე, მოკლეს 16 გატაცებული პირიც. ამას გარდა,  ნიგერიის არმიის, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების წევრები კვლავ აგრძელებდნენ დაკავებულთა წამებას. ზოგიერთ შტატში ფიქსირდებოდა თემებს შორის ძალადობრივი დაპირისპირებები. შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლებების კუთხით სიტუაცია მკვეთრად იყო გაუარესებული. ხელისუფლება, ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, უგულებელყოფდა სასამართლო გადაწყვეტილებებსაც.[5]

[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Nigeria; published in April 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/nigeria [accessed 14 April 2020]

[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 14 April 2020]

[3] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Nigeria; published in March 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Nigeria; published in January 2020; available at

[accessed 15 April 2020]

[5] Amnesty International – Human Rights in Africa: Review of 2019 – Nigeria [AFR 01/1352/2020]; published in April 2020; available at

[accessed 15 April 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ოქტომბერი, 2019

ერაყში არსებული ვითარება – აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარისკაცებს, სავარაუდოდ დასავლეთ ერაყში გაგზავნის. ქვეყნის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს. მისივე განცხადებით, სირიიდან 1000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება. აშშ-მა ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანა თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.[1]

ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, ანგარიში გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, ფატალური შემთხვევების 70% თავსა და გულმკერდის არეში განხორციელებულმა გასროლებმა გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მათ უშუალო ხელმძღვანელობას აკისრებენ. „კომიტეტმა დაადგინა, რომ ოფიცრებმა და მეთაურებმა ქვეშევრდომებზე კონტროლი დაკარგეს, რამაც ქაოსი გამოიწვია. სამართალდამცველებს ხელისუფლებისგან დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუღიათ“, – ნათქვამია ანგარიშში. საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 149 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა. მათი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ქვეყნის პრემიერმინისტრ ადელ აბდულ მადის ბრძანებით კომისია შეიქმნა.[2]

ერაყის ფედერალური პოლიციის ორი გენერალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა თავდასხმას ემსხვერპლა. ტერორისტებმა ​გენერლების კორტეჟს ჩასაფრება ​მოუწყვეს. ბაღდადიდან 125 კილომეტრში გზაზე, რომლითაც გენერლები გადაადგილდებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გარდაცვლილთა შორის არიან ფედერალური პოლიციის მე-4 ბრიგადის მეთაური, გენერალი ალი ალ-ლამი, ბრიგადის გენერალი მუჰამედ ალაუი და მათი დაცვის ხუთი წევრი. პოლიციის მაღალჩინოსნების გარდაცვალება შინაგან საქმეთა მინისტრმა იასინ ალ-იასირიმ დაადასტურა.[3]

სირიის კრიზისი – რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა, სადაც აქამდე ამერიკული ბაზა იყო დისლოცირებული. რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედროები სირიელ და თურქ ჯარისკაცებს შორის არსებულ „გამყოფ ხაზთან“ პატრულირებენ. სირიაში რუსეთის სპეციალური დესპანი კი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებს. კრიტიკოსების განცხადებით, სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანამ თურქეთს „მწვანე შუქი აუნთო“. რუსეთი ბაშარ ასადისა და შესაბამისად სირიის სამთავრობო ძალების მთავარი მოკავშირეა.[4]

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში შევიდა. სირიელმა სამხედროებმა როგორც კობანი, ასევე მისი შემოგარენი დაიკავეს. მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სირიული ტანკები ქალაქ რაქაში შედიან.[5]

ქურთი მებრძოლები და სამოქალაქო პირები სირიის ქალაქ რას ალ აიანს, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ტოვებენ. ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთი მეთაურის რედურ ხალის თქმით, ქურთი მებრძოლები ევაკუაციის შემდეგ „უსაფრთხო ზონიდან“ 120 კილომეტრში განთავსდებიან.[6]

სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც. „ხალხთა დემოკრატიის პარტია“ თურქეთში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სირიაში სამხედრო ინტერვენციას აკრიტიკებს. პარტიაში სამხედრო ოპერაციას „შეჭრად“, „აგრესიად“ და „ოკუპაციის მცდელობად“ აფასებენ. თურქეთის მთავრობა „ხალხთა დემოკრატიის პარტიას“ აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოლიტიკურ ფრთად განიხილავს. თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია.[7]

ავღანეთში არსებული ვითარება – ნანგარჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯავ დარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარასკევის ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთში სახურავი ჩაინგრა. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაშავდა 32 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[8]

ვარდაკის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი პროვინციის ცენტრში, ქალაქ მაიდანშაჰრში მოხდა. დანაღმული მანქანა გზაზე გუბერნატორის კორტეჟის გადაადგილების დროს აფეთქდა. თავად გუბერნატორი მუზაფარუდინ იემენი არ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[9]

15 სამართალდამცველი ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმას ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ინციდენტი კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას თალიბანის 8 მებრძოლი დაიღუპა.[10]

ნიგერიაში ნაწამები სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს – რეიდის შედეგად ნიგერიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით ისლამური სკოლა-ინტერნატიდან 147 ნაწამები მოსწავლე გაათავისუფლა. გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის 22 გოგო და 125 ბიჭია. მოსწავლეებს კედლებზე ჯაჭვებით აბამდნენ, სცემდნენ და სექსუალურად ავიწროებდნენ. ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ბოლო თვის განმავლობაში ნიგერიის ჩრდილოეთით ეს უკვე მეოთხე მსგავსი ოპერაციაა. მანამდე სამართალდამცველებმა ერთერთი სკოლიდან 67 მოსწავლე გაათავისუფლეს. ყველაზე მასშტაბური ოპერაციის შედეგად კი სექტემბრის ბოლოს 500-მდე ბიჭი და კაცი გადაარჩინეს. ჯამში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა.[11]

[1] Reuters; All U.S. troops withdrawing from Syria expected to go to western Iraq: Pentagon chief; By Idrees Ali; 20 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-syria-security-usa/all-u-s-troops-withdrawing-from-syria-expected-to-go-to-western-iraq-pentagon-chief-idUSKBN1WZ01S

[2] Iraqi security forces killed 149 protesters, most by shot to head, chest: government inquiry; By Ahmed Rashed, Ahmed Aboulenein; 22 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/iraqi-security-forces-killed-149-protesters-most-by-shots-to-head-chest-government-inquiry-idUSKBN1X116T

[3] იმედის ახალი ამბები; „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ორი ერაყელი გენერალი მოკლეს; 22 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/119444/islamuri-sakhelmtsipos-tsevrebma-ori-erakeli-generali-mokles

[4] იმედის ახალი ამბები; რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა; 16 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/118951/rusetis-armia-siriis-qalaq-manbijshi-shevida

[5] იმედის ახალი ამბები; სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან ქალაქ კობანიში შევიდა; 16 ოქტომბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/119000/siriuli-jari-turqetis-sazgvartan-qalaq-kobanishi-shevida

[6] France 24; Kurds begin evacuation from besieged Syrian border town; 20 October, 2019; available at: https://www.france24.com/en/20191020-kurds-begin-evacuation-from-besieged-syrian-border-town

[7] Anadolu Agency; Turkey: 24 remanded for smearing Syria operation; 16 October, 2019; available at: https://www.aa.com.tr/en/operation-peace-spring/turkey-24-remanded-for-smearing-syria-operation/1615756

[8] BBC; Afghanistan mosque bombing kills 62 worshippers; 18 October, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-50099109

[9] TOLO News; Governor of Wardak survives car bomb; 20 October, 2019; available at: https://tolonews.com/afghanistan/spokesman-governor-wardak-survives-car-bomb

[10] Los Angeles Times; Taliban storm checkpoint, kill 15 policemen, Afghan official says; 22 October, 2019; available at: https://www.latimes.com/world-nation/story/2019-10-22/taliban-kill-policemen-afghanistan-checkpoint

[11] Reuters; Police free nearly 150 from school in northern Nigeria; 19 October, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-captives/police-free-nearly-150-from-school-in-northern-nigeria-idUSKBN1WY0N2

ნიგერია. ქრისტიანების მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2019

ნიგერიის მოსახლეობა დაახლოებით 200.3 მილიონია. ქვეყნის მოსახლეობის 49.3% მუსლიმი, ხოლო 48.8% ქრისტიანია. დანარჩენი 2% ან სხვა რელიგიური კუთვნილებისაა ან საერთოდ არ მიაკუთვნებს თავს რომელიმე რელიგიას. ბევრი ნიგერიელი, ქრისტიანობასა თუ ისლამთან ერთად, მკვიდრი რწმენების მიმდევარია.

ნიგერიის კონსტიტუცია უკრძალავს როგორც ფედერალურ, ასევე შტატების მთავრობებს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას; აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის არჩევის, აღმსარებლობის, პროპაგანდისა და შეცვლის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ფედერალური მთავრობა ხშირად ვერ ახერხებს რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციას ან შემდგომ ეფექტურ რეაგირებას, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიაში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ 2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ინციდენტების შესახებ, რომლებიც აღვივებდა ძალადობას სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის, ძირითადად, მუსლიმ მწყემსებსა და ქრისტიან ფერმერებს შორის. წყაროების მტკიცებით, ძალადობის მოტივი რელიგია მხოლოდ ნაწილობრივაა და სხვა ფაქტორები, როგორიცაა ეთნიკური კომპონენტი, კორუფცია, კრიმინოგენული ვითარება და კონფლიქტი საძოვრების გამო, არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ისინი ვერ იღებენ სათანადო დაცვას ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებით ცენტრალურ რეგიონებში, სადაც ეთნიკური დაძაბულობაა. ფერმერებსა და მწყემსებს შორის დაპირისპირებისას, მუსლიმი მწყემსები ამტკიცებენ, რომ მათ ვერ იპოვეს სამართალი, როდესაც მათი წევრები მოკლეს ან მათი ცხოველები მოიპარეს მწყემსთა საზოგადოებამ; მათივე მტკიცებით, დაუსჯელობამ გამოიწვია ასეთი ინციდენტების გამეორება. თავის მხრივ, ფერმერები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაერია, როდესაც მწყემსთა საზოგადოება მათ სოფლებს დაესხა თავს.

ქრისტიანთა ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში უარს აცხადებს რელიგიური უმცირესობებისთვის სალოცავების მშენებლობაზე ნებართვის გაცემაზე. წყაროების მტკიცებით, 2018 წლის განმავლობაში არ ყოფილა ქრისტიანთა იძულების ფაქტები, გამოეყენებინათ შარიათის სასამართლოები. როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები აცხადებენ, რომ კონკრეტული ადმინისტრატორები სხვადასხვა შტატში სახელმწიფოს მიერ მართულ უნივერსიტეტებსა და ტექნიკურ სკოლებში უარს ეუბნებიან კონკრეტულ პირებს ჩარიცხვასა და ხარისხის მიღებაზე მათი ეთნიკურობის თუ რელიგიის გამო. ქრისტიანი მოძღვარი იობედან ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ ჩააბარონ უნივერსიტეტებში, სადაც უმეტესობა მუსლიმები არიან, მათ არ აქვთ საშუალება ისწავლონ უფრო პრესტიჟულ სპეციალობებზე, როგორიცაა ინჟინერია, მედიცინა, ფინანსები და სამართალი. მუსლიმი ლიდერი სამხრეთით მდებარე კადუნას შტატიდან კი ამტკიცებს, რომ შტატში ყველა სახელმწიფო პოზიცია ქრისტიანებისთვისაა დაჯავშნული. 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქრისტიანები დააკავეს მუსლიმთა ქრისტიანობაზე კონვერტაციის გამო.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ წერს, რომ ნიგერიის კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია რელიგიის თავისუფლება და ზოგადად რელიგიის თავისუფლება დაცულია მთავრობის მხრიდანაც. თუმცა, ზოგიერთ სახელმწიფო ინსტანციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული რელიგიურ აქტივობებზე და შემოაქვს დომინანტური რელიგია. არასახელმწიფო აქტორები ასევე ზღუდავენ რელიგიის თავისუფლებას. ბოკო ჰარამი განზრახ ესხმის თავს ქრისტიანებსა და ზომიერად განწყობილ მუსლიმებს და მათ სალოცავებს. თემური დაპირისპირებები მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ათწლეულებია გრძელდება და ხშირად იწვევს მსხვერპლსა და იძულებით გადაადგილებას.[2]

წყაროები რელიგიური მოტივით ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ განიხილავენ. ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ 2009 წლამდე „ბოკო ჰარამის“ მთავარ სამიზნეს ქრისტიანები არ წამოადგენდნენ. მაგალითად, 2003 წლის 24 დეკემბერს (შობის ღამეს) განხორციელებული თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე არანაირ კავშირში არ ყოფილა რელიგიურ სიმბოლიზმთან. მიდგომა შეიცვალა 2009 წლის შემდეგ, როდესაც დაჯგუფებამ „ამბოხებიდან ტერორიზმისკენ“ დაიწყო ტრანსფორმაცია. აღნიშნულ გარდაქმნას მკვლევარები ხსნიან „საერთაშორისო აუდიენციის“ ყურადღების მიქცევის სურვილით. დასავლეთის მედია, უპირველესად, ქრისტიანებზე თავდასხმას უფრო დაუთმობს ყურადღებას, ვიდრე ისლამური სექტის შიგა ბრძოლას. ასეა თუ ისე, ამჟამად „ბოკო ჰარამი“ თავს მიიჩნევს გლობალური წმინდა ომის ნაწილად, როდესაც თავს აჩვენებს ქრისტიანი აგრესორებისგან მუსლიმების დამცველად. 2014 წელს „ბოკო ჰარამის“ სამიზნე უფრო ხშირად ეკლესიები იყო, ვიდრე მეჩეთები. წყაროები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ „ბოკო ჰარამი“ ქრისტიანობას მჭიდროდ აკავშირებს დასავლეთთან, ქვეყნის სეკულარულ მთავრობასა და ნიგერიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ადგილობრივი გავლენის მოპოვების პროცესში მისი მეტოქეები არიან. 2014 წლის თებერვალში დაჯგუფებამ 106 ქრისტიანი მოკლა იზგეში (კამერუნის საზღვართან ახლოს). წყაროების თანახმად, ტერორისტებმა გააცალკევეს მუსლიმები და ქრისტიანები და ქრისტიანები იქვე დახოცეს. 2016 წლის 4 აგვისტოს აბუ მუსაბ ალ-ბარნავიმ, რომელიც თავს „ბოკო ჰარამის“ ახალ ლიდერად მოიხსენიებდა, ფიცი დადო, რომ ამიერიდან მისი სამიზნე იქნებოდნენ ქრისტიანები და ეკლესიები და დასრულდებოდა იერიშები მეჩეთებსა და რიგით მუსლიმებზე. ეს იყო უდიდესი ცვლილება ნიგერიელი ექსტრემისტების სტრატეგიაში, რომელთაც მეჩეთებზე თავდასხმებისას, გაცილებით მეტი მუსლიმი ჰყავდათ მოკლული, ვიდრე ქრისტიანი.

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ბოკო ჰარამს“ 250 ქრისტიანი ჰყავდა მოკლული. აღნიშნული მაჩვენებელი 2 450 შეადგენდა 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის.

ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან, მუსლიმებისთვის მოქმედებს შარიათის კანონები; შარიათის კანონები, ასევე, გამოიყენება იმ არა მუსლიმთა მიმართ, ვინც სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ დავას აწარმოებს მუსლიმებთან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შტატებში, სადაც შარიათია გამოცხადებული, რელიგიური უმცირესობები განიცდიან დისკრიმინაციას და არიან მძიმე სასჯელების მსხვერპლნი. იმ შტატებში, სადაც ამის დისკრეცია არსებობს, საერთო სამართლის სასამართლოები განიხილავენ არა მუსლიმების და ასევე იმ მუსლიმების საქმეებს, რომლებიც არ ირჩევენ შარიათის სასამართლოებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ქრისტიანულ ჯგუფებს აღარ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, ჩრდილოეთ შტატებში არა მუსლიმთა შარიათის სასამართლოში მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადების შესახებ. წყაროების ცნობით, ქრისტიანთა უმრავლესობამ ისწავლა, რომ მათ აქვთ უფლება უარი თქვან შარიათის სასამართლოში გამოცხადებაზე და იყენებენ ამ უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად გადაწყვეტენ ასეთ სასამართლოებში მისვლას.

დავათა კონსტრუქციული გადაწყვეტის აფრიკული ცენტრის თანახმად, 1999 წლის შემდეგ, ნიგერიის ყველაზე სერიოზული რელიგიურად მოტივირებული კონფლიქტები დაკავშირებულია „ბოკო ჰარამთან“. დაჯგუფება ცდილობს ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთში შარიათზე დაფუძნებული მმართველობა დანერგოს. გარდა „ბოკო ჰარამისა“, ქრისტიანული ორგანიზაციები და თემების ლიდერები მუდმივად აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ლიდერები ცდილობენ ქვეყნის ისლამიზაციას. ამის დასტურად, მათ შორის, მოჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას მისცემს ეკლესიების კონტროლის საშუალებას, რადგან ეკლესიები, რეგისტრაციის სტატუსით, არასამთავრობო ორგანიზაციების კატეგორიის ქვეშაა. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მტკიცებით, აღნიშნული აქტის ნამდვილი მიზანი ნიგერიაში ისლამის გავრცელებაა.[3]

ნიგერიის კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას და აღიარებს რელიგიის არჩევისა და შეცვლის თავისუფლებას. ქვეყნის მოსახლეობა თითქმის თანაბრადაა გაყოფილი ქრისტიანებად და მუსლიმებად. წყაროები ქრისტიანების მიმართ ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ასახელებენ. დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშია აქტიური. ბოლო პერიოდში ნიგერიის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ რეგიონებშიც საგრძნობლად სუსტდება „ბოკო ჰარამის“ პოზიციები. ქრისტიანები დისკრიმინაციასა და მათი უფლებების დარღვევებს, ძირითადად, ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებში უჩივიან. ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ და იქ შარიათის კანონები მოქმედებს. ცენტრალური შტატები შერეული რელიგიური კომპოზიციისა. სამხრეთ შტატებში კი უმრავლესობას ქრისტიანები წარმოადგენენ.

[1] USDOS – US Department of State: 2018 Report on International Religious Freedom: Nigeria, 21 June 2019

 (accessed on 12 September 2019)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Nigeria, 4 February 2019

 (accessed on 12 September 2019)

[3] EASO – European Asylum Support Office: Nigeria; Targeting of individuals, November 2018

 (accessed on 12 September 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 ივლისი, 2019

ზელენსკის პარტიას რადაში უმრავლესობა ეყოლება – უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ყველა ხმა დათვლილია. მეცხრე მოწვევის პარლამენტში 5 პოლიტიკური პარტია შევა. ყველაზე მეტი ხმა 43,16% ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ “ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა“ 13,05%-ით, მესამეზეა იულია ტიმოშენკოს პარტია 8,18%-ით, მეოთხეზე პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ 8,10%-ით და ხუთეულს ასრულებს პარტია „ხმა“ 5,82%-ით, რომლის ლიდერი, მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკია. საკანონმდებლო ორგანოში ზელენსკის პარტიის 254 დეპუტატი შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პირველ პირს პარლამენტში უმრავლესობა ექნება. გადაწყვეტილების მისაღებად 450-ადგილიან რადაში 226 ხმაა საჭირო. რადის პირველი სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.[1]

ბოლო 10 დღის განმავლობაში სამთავრობო ძალების მიერ სირიაში საჰაერო იერიშებს 103 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი ემსხვერპლა – გაეროს ცნობით, ასადის რეჟიმმა საავადმყოფოები, სკოლები და ბაზრები დაბომბა. 8-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ოპოზიცია იდლიბს ისევ აკონტროლებს.[2]

ბოკო ჰარამის თავდასხმას ნიგერიაში 65 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მოხდა. დაჯგუფების წევრებმა იერიში მოქალაქეებზე მიიტანეს.[3]

ვითარება ავღანეთში – ქაბულში მომხდარი აფეთქებისას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაიჭრა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. შეიარაღებულმა კაცმა კანდიდატის ოფისთან ბომბი ააფეთქა. ამრულა სალეჰი ევაკუაციამდე დაიჭრა. არჩევნები 28 სექტემბერსაა ჩანიშნული.[4]

ავტობუსის აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. ინციდენტი ჰერათისა და კანდაგარის პროვინციების დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსმა დამონტაჟებულ ნაღმს გადაუარა და აფეთქდა. დაშავებული 17 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარში პოლიციამ თალიბანი დაადანაშაულა.[5]

[1] იმედის ახალი ამბები; ზელენსკის პარტიას რადაში უმრავლესობა ექნება; 26 ივლი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/112586/zelenskis-partias-radashi-umravlesoba-eqneba

[2] BBC; Syria war: World shrugs as 103 civilians killed in 10 days; 26 July, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-49126523

[3] Reuters; At least 65 killed in Nigeria Boko Haram attack: state TV; 28 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-security-toll/at-least-65-killed-in-nigeria-boko-haram-attack-state-tv-idUSKCN1UN0RC?il=0

[4] Reuters; Afghan VP candidate injured as Kabul blast kills two, wounded 25; 28 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/afghan-vp-candidate-injured-as-kabul-blast-kills-two-wounds-25-idUSKCN1UN0GZ?il=0&fbclid=IwAR1mNu7FjJBr0SH2uaOX6iLTD7QKuVfkVJQdFDGoOaUVjTriRT9a35yz28s

[5] Reuters; Afghanistan highway blast kills at least 35 on bus, wounds 27; 31 July, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/afghanistan-highway-blast-kills-at-least-34-on-bus-injures-17-idUSKCN1UQ0IV?fbclid=IwAR16FfFEliyEgzLZMqRp7Jw_sCTJPLSq4Uoeo5xeApCWnwr-PaBlii2HL7E

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივნისი, 2019

იემენის კრიზისი – ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ამით ჰუსიტებმა თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს უპასუხეს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჰუსიტების განცხადებით, საუდელმა საჰაერო ძალებმა 2018 წლის დეკემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს. იემენში მეოთხე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.[1]

13 წლის ასაკში დაკავებული საუდელი ბიჭი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ახლა მურთაჯა ქურეირისი 18 წლისაა და მას ბრალად ედებოდა 10 წლის ასაკში თავის აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც ავამიას პოლიციის განყოფილებას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. პატარა ქურეირისის კიდევ ერთი ბრალდება ის იყო, რომ თავისი ძმის დაკრძალვას დაესწრო. საერთო ჯამში, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქურეირისი ციხეს 2022 წელს დატოვებს, რადგან ამ დრომდე საპატიმროში გატარებული ვადა, მას საერთო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა.[2]

ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორნოში მოხდა. დაშავებულია კიდევ 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს ადევნებდნენ თვალს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აიღო.[3]

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა – მან მგრძნობელობა სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაკარგა. ბრალდება ჯაშუშობას ეხებოდა. მორსი 67 წლის იყო. ის თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა. ექს-პრეზიდენტი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კაიროს აღმოსავლეთ ნაწილში დაკრძალეს. ხელისუფლებამ საჯარო დაკრძალვაზე უარი განაცხადა.[4]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი დასახლებულ პუნქტში, სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. კოლუმბიის ხელმძღვანელობამ უკვე დააკავა ორი კაცი, რომლებმაც სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საზღვარი უკანონოდ გადალახეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების შორის არსებულ დაპირისპირებებს უკავშირდება, რომლებიც საზღვრის გასწვრივ საწვავის კონტრაბანდით არიან დაკავებული.[5]

[1] Reuters; Yemen’s Houthis target two Saudi airports with multiple drone attacks; 15 June, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-saudi-drone/yemens-houthis-target-two-saudi-airports-with-multiple-drone-attacks-idUSKCN1TG0M3?il=0

[2] CNN; Saudi teenager arrested at 13 spared from execution, source says; By Muhammad Darwish and Tamara Qiblawi; 16 June, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/06/16/middleeast/murtaja-qureiris-saudi-teen-execution-intl/index.html

[3] BBC; Nigeria suicide blast kills 30 at video hall in Borno; 17 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48660150

[4] BBC; Egypt’s Mohammed Morsi: Ex-leader buried after court death; 18 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48672096

[5] იმედის ახალი ამბები; ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა; 19 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/109087/venesuelakolumbiis-sazgvarze-apetqebebs-12-adamiani-emskhverpla

ნიგერია. კვარის შტატში არსებული ვითარება 2019 წლის არჩევნების შემდეგ. ივნისი, 2019

2019 წლის თებერვალში ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში ნიგერიის შესახებ, სადაც განხილულია ქვეყანაში არსებული ვითარება. ანგარიშში წარმოდგენილია ნიგერიაში არსებული მდგომარეობის ანალიზი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიგერიის კონკრეტულ შტატებში ადგილი აქვს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15-ე მუხლის მნიშვნელობის ქვეშ მოხვდეს. ეს შტატებია: აბია, ადამავა, აკვა იბომი, ბაუჩი, ბაიელსა, ბენუე, ბორნო, კროს რივერი, დელტა, ედო, ეკიტი, გომბე, იმო, კადუნა, კოგი, კვარა, ნასარავა, ნიგერი, ონდო, პლატო, რივერსი, ტარაბა, იობე და ასევე დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია აბუჯა.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე შტატში ადგილი აქვს შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელშიც მონაწილეობენ ფერმერებისა და მწყემსების შეიარაღებული ჯგუფები, ეთნიკური დაჯგუფებები და ნიგერიის უსაფრთხოების ძალები. ასეთი შტატებია: ადამავა, ტარაბა, პლატო, ნასარავა და ბენუე. მათ გარდა, მსგავსი პრობლემები გვხვდება შემდეგ შტატებში: კოგი, კვარა, კადუნა, ნიგერი და დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია აბუჯა.

კვარის შტატში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა კვირაში 0.08 ინციდენტს შეადგენს. შტატში არ ფიქსირდება ე.წ. „დისტანციური ძალადობის“ (Remote Violence) ფაქტები. კვარის შტატში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას კაცზე 0.09 შეადგენს. სიკვდილის ფაქტები დისტანციური ძალადობის შედეგად, კვარას შტატში არ ფიქსირდება.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი დოკუმენტში, ასევე, წერს, რომ დელტას, ედოს, იკიტის, კადუნას, კოგის, კვარისა და ნიგერის შტატებში და ასევე აბუჯაში განურჩეველი ძალადობის დონე იმდენად დაბალია, რომ ზოგადად არ არის იმის რისკი, რომ სამოქალაქო პირს პირადად მიადგეს ზიანი განურჩეველი ძალადობის მიზეზით, მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15-ე მუხლის გაგებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური ელემენტები ყოველთვის უნდა იქნას განხილული.[1]

ნიგერიაში 2019 წლის 23-24 თებერვალს ჩატარდა არჩევნები. ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს – წარმომადგენლობითი სახლისა და სენატის წევრები. საპრეზიდენტო არჩევნებში მუჰამადუ ბუჰარიმ გაიმარჯვა და კიდევ ერთი ვადით გახდა ნიგერიის პრეზიდენტი.[2]

საერთო შეფასებით, არჩევნების როგორც წინა, ასევე შემდგომი პერიოდი ძალადობით ხასიათდებოდა. 2019 წლის 13 თებერვალს „Amnesty International“-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებდა არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობაზე. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, დაეცვა მოსახლეობა ძალადობისგან და უზრუნველეყო გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა როგორც არჩევნებამდე, ასევე შემდგომ პერიოდში. „არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა კანოს, კვარის, კოგის, რივერსის, ტარაბასა და ბაიელსას შტატებში ღრმა შეშფოთების მიზეზია და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს; რეაგირების დაგვიანება ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხს არჩევნების პერიოდში დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ორგანიზაციის ნიგერიის წარმომადგენლობის დირექტორმა.[3]

კვარის შტატში ადგილობრივი არჩევნები წააგო ბუკოლა სარაკიმ, რომელიც ცდილობდა, კიდევ ერთი ვადით ყოფილიყო წარმოდგენილი სენატში. სარაკი ნიგერიაში რიგით მესამე ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკური ოფისის მფლობელია. ის იყო არა მხოლოდ მოქმედი სენატორი, არამედ ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი.

სარაკი თავდაპირველად მმართველი პარტიის წევრი იყო. საერთო ჯამში, მტრული დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულა ბუკოლა სარაკისა და პრეზიდენტს შორის, რომელმაც კორუფციის ბრალდებით გამოძიების ინიცირება მოახდინა სარაკის წინააღმდეგ. უზენაესმა სასამართლომ სარაკი 2018 წლის ივლისში გაამართლა და მომდევნო თვეს მან მმართველი პარტია საერთო პროგრესული კონგრესი დატოვა.

ბუკოლა სარაკი ცდილობდა ხელახლა არჩეულიყო სენატში კვარის შტატიდან, მაგრამ გამარჯვება საერთო პროგრესული კონგრესის კანდიდატს იბრაჰიმ ოლორიეგბეს დარჩა, რომელმაც წარმატებით დაასრულა „სარაკების დინასტიის“ 50 წელზე მეტი დროის განმავლობაში არსებული პოლიტიკური დომინირება კვარაში. ბევრის აზრით, ხალხი დაიღალა შტატში განვითარების ნაკლებობით, რამაც ჩამოაყალიბა საპროტესტო მოძრაობა „O To Ge“ (Enough is Enough). მოძრაობა სარაკისა და მის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი კანდიდატების წინააღმდეგ იყო მიმართული (ყველა ამ კანდიდატმა მარცხი განიცადა).[4]

ევროკავშირის არჩევნების დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, ნიგერიაში ჩატარებული არჩევნებისას, ქვეყნის წამყვანმა პარტიებმა ვერ შეძლეს ძალადობის თავიდან აცილება. წყაროს ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად 150-მდე ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.[5]

ადილობრივ მედიაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები პოლიტიკური ძალადობის შესახებ. 2019 წლის 14 იანვარს ასობით ქალმა კვარის შტატის ქალაქ ილორინის ქუჩები გადაკეტა და პოლიტიკური ძალადობა გააპროტესტა. ისინი, იმ დროს, სენატის მოქმედი პრეზიდენტის სარაკის ოჯახის წინააღმდეგ თავდასხმებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები ძალადობის ტალღის, რასაც რამდენიმე პირის დაშავება, ქონების განადგურება და ერთი პირის სიკვდილი მოჰყვა, უკან დგომაში ადანაშაულებდნენ საერთო პროგრესულ კონგრესს. ქალების პროტესტი გაიმართა ასევე კვარის შტატის მთავრობის სახლთანაც. ისინი მოგვიანებით გუბერნატორმა მიიღო და დაპირდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებდა, კვარის შტატში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დამნაშავე იდენტიფიცირებული იყო და ისინი მალე მიეცემოდნენ პასუხისგებაში.[6]

კვარის შტატში არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის გამო შეშფოთებას გამოხატავდა, ასევე, ქვეყნის საარჩევნო კომისია. კვარის შტატის საარჩევნო კომისარი 2019 წლის იანვარში მოუწოდებდა ტრადიციულ ლიდერებს, ხელი შეეწყოთ მშვიდობისთვის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში. „მსურს სამეფო მამებს მივმართო, რომ მათ შეკრიბონ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები და მათ მშვიდობაზე ესაუბრონ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მშვიდობიანად არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და შემდეგაც“, – აცხადებდა კომისარი. „ვწუხვარ, რომ ჩვენი კამპანია კვარის შტატში ძალადობრივი გახდა. საარჩევნო ბილბორდების დაზიანება ყოვლისმომცველი ხასიათის მატარებელი გახდა“, – აღნიშნავდა იგი. მიუხედავად ამისა, კომისარი პირობას დებდა ხალხის წინაშე, რომ ის მზად იყო, შტატში ჩაეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები.[7]

არჩევნებამდე რამდენი დღით ადრე, 19 თებერვალს, შეტაკება მოხდა მმართველი საერთო პროგრესული კონგრესისა და ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის კვარის შტატის სამხრეთით. დაპირისპირება მმართველი პარტიის კანდიდატის ლოლა აშირუს  და ოპოზიციური პარტიის კანდიდატის რაფიუ იბრაჰიმის მხარდამჭერებს შორის ოჯოკუში მოხდა. ოჯოკუ ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლის სენატორ იბრაჰიმის მშობლიური ქალაქია, სადაც ის ხელახლა არჩევას გეგმავდა. მისი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმა მოხდა აშირუსა და მის მხარდამჭერებზე. წყაროების ცნობით, პოლიციამ წარმატებით გაართვა თავი სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანას, კანდიდატის უვნებლად გაყვანასა და ძალადობაში აქტიურად ჩართული ეჭვმიტანილების დაკავებას; თუმცა, ძალადობის შედეგად ორი პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.[8]

ადგილობრივი მედიის ცნობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებას, ასევე მოჰყვა ძალადობრივი ქმედება. წყარო წერს, რომ შედარებითი მშვიდი მდგომარეობა კვარის შტატში არჩევნების შედეგების გაჟღერების შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდების ჯგუფი გამოვიდა. ისინი დანებით და სხვა საშიში ნივთებით იყვნენ შეიარაღებული და საერთო პროგრესული კონგრესის კანდიდატის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ინციდენტს ადგილი ჰქონდა კვარის შტატის დედაქალაქ ილორინში, ნიგერის, იკოკოროს ქუჩებსა და ტაივო ისალეს რაიონში. ნიგერიის პოლიცია და სამხედროები სწრაფად ჩაერივნენ ვითარებაში სიტუაციის დასაწყნარებლად. პოლიციამ დაადასტურა 8 პირის დაკავება, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.[9]

[1] EASO; Country Guidance: Nigeria; Guidance note and common analysis; February 2019; available at:

[accessed 17 June 2019]

[2] BBC; Nigeria election 2019: Big winners and big losers; By Naziru Mikailu; 3 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47400317?intlink_from_url=https://www.bbc.com/news/topics/crx60q1k8ldt/nigerian-general-election-2019&link_location=live-reporting-story [accessed 17 June 2019]

[3] AI – Amnesty International: Nigeria: Authorities must uphold human rights during and after elections, 13 February 2019

 (accessed on 17 June 2019)

[4] BBC; Nigeria election 2019: Big winners and big losers; By Naziru Mikailu; 3 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47400317?intlink_from_url=https://www.bbc.com/news/topics/crx60q1k8ldt/nigerian-general-election-2019&link_location=live-reporting-story [accessed 17 June 2019]

[5] All Africa; Nigeria: APC, PDP culpable in Nigeria’s 2019 election violence – EU; By Kunle Sanni; 16 June, 2019; available at: https://allafrica.com/stories/201906160138.html [accessed 17 June 2019]

[6] NAIJ.COM; 2019 elections: Kwara women protest against political violence in Ilorin; January, 2019; available at: https://www.legit.ng/1215538-2019-elections-kwara-women-protest-political-violence-ilorin.html [accessed 17 June 2019]

[7] NAIJ.COM; INEC express worry over political violence in Kwara state; January, 2019; available at: https://www.legit.ng/1215369-inec-expresses-worry-political-violence-kwara-state.html [accessed 17 June 2019]

[8] Sahara Reporters; Two killed, scores injured as APC, PDP supporters clash in Kwara; 20 February, 2019; available at: http://saharareporters.com/2019/02/20/two-killed-scores-injured-apc-pdp-supporters-clash-kwara [accessed 17 June 2019]

[9] Premium Times; Police arrest 8 for post-election violence in Ilorin; available at: https://www.premiumtimesng.com/regional/north-central/181316-police-arrest-8-for-post-election-violence-in-ilorin.html [accessed 17 June 2019]