დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივნისი, 2018

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია. აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ნანგარჰარში თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები, რომელთა შორის ორგანიზაცია თალიბანის წევრებიც იმყოფებოდნენ, ერთად აღნიშნავდნენ რამადანის მარხვის თვის დასასრულს.[1]

რადიკალურმა ისლამურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. „ჩვენ არ ვაპირებთ შეთანხმების გაგრძელებას, რეჟიმი დღეს დასრულდება“- განაცხადა რადიკალების წარმომადგენელმა. მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განცხადა, რომ ქაბული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აგრძელებს, რომელიც 7 ივნისს შევიდა ძალაში. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ავღანეთის სამთავრობო ძალებს ეხებოდა და უცხოურ სამხედრო დანაყოფებზე არ ვრცელდებოდა.[2]

ნანგაჰარის პროვინციაში მომხდარ მორიგ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, 49 კი დაშავდა. ამჯერად ტერორისტების სამიზნე ჯალალაბადი გახდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.[3]

ინდოეთში, ლოცვაზე უარის გამო, 15 წლის გოგო ნათესავებმა თავსაბურავით გაგუდეს – შემთხვევა მუმბაიში მოხდა ნათესავებმა, რომელთა შორისაც ბიძა და დეიდაც იყვნენ, გოგონა სასტიკად სცემეს დ შემდეგ თავსაბურავით გაგუდეს. მკვლელობის შემდეგ ნათესავებმა ცხედარი ადგილობრივ საავადმყოფოში წაიღეს, ექიმებს უთხრეს, რომ გოგო აბაზანაში დაეცა და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც ექსპერტიზამ მისი სიკვდილის მიზეზად გაგუდვა დაასახელა. გოგოს მამის მტკიცებით კი, მისი შვილი მოკვლამდე გააუპატიურეს, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო.[4]

ინდოეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები გააუპატიურეს – ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი 5 აქტივისტი ქალი, რომელიც ქუჩაში პერფორმანსს მართავდა, ჯგუფურად გააუპატიურეს. პოლიციის ცნობით, ქალებს ჯერ იარაღით დაეუმქრნენ, შემდეგ ძალით ჩასვეს მანქანაში და „იზოლირებულ ადგილას“ წაიყვანეს. ძალოვნები აცხადებენ, რომ საქმეს იძიებენ, თუმცა ამჟამად არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. აქტივისტი ქალები ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ. ქალებზე და არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ინდოეთში განსაკუთრებული პრობლემაა. 21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო მოძალადესმინიმუმ 10 წლით დააპატიმრებენ.[5]

ორმაგ აფეთქებას ნიგერიაში 30 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა – ინციდენტი ქალაქ დამბოაში მოხდა. ერთერთი ვერსიით აფეთქება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის გამოყენებით მოხდა. სავარაუდო ორგანიზატორად მედია ბოკო ჰარამს მიიჩნევს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.[6]

იემენის კრიზისი – იემენში ჰოდეიჰის აეროპორტის დასაკავებლად ბრძოლის ფარგლებში 60-მდე სამხედრო დაიღუპა და ათობით დაიჭრა. შეტაკება ჰუსიტების მოძრაობა „ანსარ ალასა“ და სამთავრობო ძალებს შორის მოხდა, რომელსაც მხარს არაბული კოალიცია უჭერს. საბოლოოდ, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა დაამყარა. ჰოდეიჰის აეროპორტისთვის ბრძოლა კვირას დაიწყო, რომელიც სპეცოპერაცია „ოქროს გამარჯვების“ ფარგლებში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის მიზანი ის არის, რომ ჰუსიტებისგან გაათავისუფლონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ჰოდეიდა. იემენში სამხედრო კონფიქტი 2014 წელს დაიწყო.[7]

ირანელ ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება მისცეს – 1979 წლის შემდეგ ირანელ ქალებს სპორტულ არენაზე შესვლის უფლება პირველად მიეცათ. ესპანეთისა და ირანის ნაკრებების შეხვედრის ტრანსლაციას ქალებმა თეირანში აზადის სტადიონზე უყურეს, სადაც დიდი მონიტორი იყო დამონტაჟებული. ირანელი ქალების სიმრავლე იგრძნობოდა რუსეთში, ყაზანის სტადიონზეც, სადაც ესპანეთისა და ირანის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა. მანამდე ირანში კაცების სპორტულ ასპარეზობებზე ქალების დასწრება აკრძალული იყო.[8]

ეთიოპიაში ახალი პრემიერმინისტრის, აბი აჰმედის მხარდამჭერ მიტინგზე ბომბი აფეთქდა – ინციდენტის შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. აბი აჰმედი პრემიერმინისტრი აპრილში გახდა. მალევე მან ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო.[9]

[1] Reuters; Afghanistan Eid car bomb, claimed Islamic State, kills 26; By Rupam Jain, Qadir Sediqi; 16 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-taliban/big-hugs-as-afghan-soldiers-taliban-celebrate-unprecedented-eid-ceasefire-idUSKBN1JC044?utm_campaign=trueAnthem:+Trending+Content&utm_content=5b253b1804d3010c12b73e40&utm_medium=trueAnthem&utm_source=twitter

[2] იმედის ახალი ამბები; თალიბანმა ავღანეთის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე უარი თქვა; 17 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/66422/talibanma-avganetis-mtavrobastan-tsetskhlis-shetskvetis-rejimis-gakhangrdzlivebaze-uari-tqva

[3] Business Standard; 18 killed, 49 injures in Afghanistan suicide attack; 17 June, 2018; available at: https://www.business-standard.com/article/news-ians/18-killed-49-injured-in-afghanistan-suicide-attack-118061700534_1.html

[4] Hindustan Times; Relatives kill 15-year-old in Mumbai because she refused to read holy book, pray” Police to HC; By Kanchan Chaudhari; 17 June, 2018; available at: https://www.hindustantimes.com/mumbai-news/15-yr-old-killed-for-refusing-to-read-holy-book-offer-prayers-police-to-hc/story-K6qGbNKvVSSdYV20SviNPJ.html

[5] BBC; India women: Anti-trafficking activists raped after staging street play; 22 June, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-44572276

[6] იმედის ახალი ამბები; ნიგერიაში ორმაგ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; 17 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/66407/nigeriashi-ormag-apetqebas-30ze-meti-adamiani-emskhverpla

[7] ABNA; Yemen army repels coalition’s infiltration attempts, kills 60 militiamen, destroys 21 military vehicles in western coast; 20 June, 2018; available at: http://en.abna24.com/news/middle-east/yemen-army-repels-coalitions-infiltration-attempts-kills-60-militiamen-destroys-21-military-vehicles-in-western-coast_898315.html

[8] The Washington Post; For the first time since 1980, Iranian women allowed to watch World Cup in same stadium as men; By Rebecca Tan; 20 June, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2018/06/20/for-the-first-time-since-1980-iranian-women-allowed-to-watch-world-cup-in-same-stadium-as-men/?utm_term=.1e2bfccc443d

[9] Reuters; Ethiopian PM escapes grenade attack, one dead, scores hurt; By Aaron Maasho; 23 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-ethiopia-politics/several-people-killed-in-blast-at-rally-supporting-new-ethiopian-leader-idUSKBN1JJ050?il=0

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ნოემბერი, 2017

ტერაქტები ნიგერიაში – 18 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში ოთხი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად. მედიის ცნობით, თავდამსხმელებს შორის ორი ქალიც იყო. ტერორისტებმა თავდასხმა ქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილზე განახორციელეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორი დაჯგუფება ბოკო ჰარამია. 23 ოქტომბრის ტერაქტიც სწორედ ამ დაჯგუფებას ბრალდება. მაშინ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერიაში, ქალაქ მუბის მეჩეთში აფეთქებას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მეჩეთში 17 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით, რეგიონში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას არც ამ ტერაქტზე აუღია პასუხისმგებლობა.

ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამი მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.[1]

ერაქტი ქაბულში – თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ავღანელი ოფიცერია. აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. ტერორისტს ადგილობრივი პარტიის წევრების მოკვლა სურდა, რომლებიც იმ მომენტში ტერაქტის ადგილთან ახლოს იკრიბებოდნენ. თალიბანის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ტერაქტთან კავშირი არ აქვთ. მოგვიანებით ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.[2]

ერაქტი ერაყში – რაყის ქალაქ ტუზ-ხურმატუში სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა. სატვირთო მანქანაში ხელნაკეთი ბომბი იყო დამონტაჟებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

ერაყის არმიამ „ისლამური სახელმწიფო“ ბოლო ქალაქიდან გააძევა – ერაყის სამთავრობო კოალიციურმა არმიამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქი რავა დაიკავა. ერაყის მთავრობის ცნობით, დასახლებული პუნქტის გათავისუფლების ოპერაცია 11 ნოემბერს დაიწყო. ქალაქი რავა სირიის საზღვართან ახლოს, მდინარე ევფრატთან მდებარეობს. ერაყის პრემიერმინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქების, ალ-ყაიმისა და რავას გათავისუფლების ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყების შესახებ ოქტომბერში განაცხადა. ერაყის არმიამ კონტროლი დაამყარა სირიის სასაზღვრო ზონაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზეც.[4]

ზიმბაბვეს პრეზიდენტს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ცვლის – ზიმბაბვეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა, რობერტ მუგაბეს გადადგომის შესახებ განცხადებიდან ორი დღის განმავლობაში, ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. მისი კანდიდატურა მმართველმა პარტიამ წამოაყენა. მნანგაგვას განცხადებით, მან მუგაბესთან უკვე განიხილა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და ზიმბაბვეში უსაფრთხოების გარანტიის მიღების შემთხვევაში დაბრუნდება. ზიმბაბვეს პრეზიდენტი, მისი იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გადადგა.

15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ის შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.[5]

თალიბანის ტყვეობიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს – ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა „თალიბანის“ ტყვეობიდან 30 ადამიანი დაიხსნეს. ავღანეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლის ცნობით, გათავისუფლებული ტყვეებიდან 4 ბავშვია, მათ შორის ყველაზე უმცროსი 12 წლისაა. გავრცელებული ცნობით, ისინი „თალიბანის“ მებრძოლებმა ხელისუფლებასთან კავშირისა და ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობის გამო დააპატიმრეს.[6]

მიანმარი და ბანგლადეში როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციაზე შეთანხმდნენ – მიანმარმა და ბანგლადეშმა როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ბანგლადეშის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნებას 2 თვეში შეძლებენ. მიანმარსა და ბანგლადეშს შორის როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციაზე მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო მონაცემებით მიანმარი 830 ათასზე მეტმა როჰინჯა მუსლიმმა დატოვა.

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ მცირე, 12 წარმომადგენელი.

როჰინჯა არის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.[7]

ანკარაში ლგბტ თემის შესახებ ფილმები და გამოფენები აიკრძალა – საჯარო მოთხოვნიდან გამომდინარე, ანკარაში ლგბტ თემის შესახებ ფილმების ჩვენება და გამოფენები აიკრძალა. დღეიდან, „საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე, ისეთი ღონისძიებები (კინო, თეატრი, ინტერვიუები, გამოფენები, და სხვ.), რომლებიც შეეხება ლგბტ თემს იკრძალება იქამდე, სანამ აკრძალვის გაუქმების შესახებ ახალი განცხადება არ გავრცელდა. ეს დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – წერია ანკარის გუბერნიის განცხადებაში.

გასულ ოთხშაბათს ანკარის ხელისუფლებამ კინოფესტივალის ფარგლებში გერმანული ფილმის ჩვენება აკრძალა, რომელიც გეების ცხოვრებას შეეხებოდა. აკრძალვის მოტივად კი საზოგადოების უსაფრთხოება და ტერორისტული რისკები დასახელდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სტამბოლში არ ჩატარებულა არც გეი აღლუმი, რომელიც 2003 წლიდან იმართებოდა. სხვა მუსლიმი ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთში ჰომოსექსუალობა დასჯადი არ არის, მაგრამ ლგბტ პირების მიმართ მტრული დამოკიდებულებაა გავრცელებული. თურქეთის დედაქალაქს 6 ნოემბერიდან ახალი მერი მართავს.[8]

[1] Premium Times; 18 killed, 29 injured as suicide bomber attacks Maiduguri; By Abdulkareem Haruna; 15 November, 2017; available at: https://www.premiumtimesng.com/news/headlines/249546-18-killed-29-injured-suicide-bombers-attack-maiduguri.html

[2] The New York Times; A policeman’s Bear Hug Stops a Suicide Bomber From Killing More; By Rod Nordland and Fahim Abed; 16 November, 2017; available at: https://www.nytimes.com/2017/11/16/world/asia/kabul-explosion-police.html

[3] Reuters; Truck bomb in northern Iraq kills at least 23; By Mustafa Mahmoud; 21 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-iraq-attacks/truck-bomb-in-northern-iraq-kills-at-least-23-idUSKBN1DL1JZ?il=0

[4] CNN; Iraqi forces retake last ISIS-held town; By Hamdi Alkhashali; 17 November, 2017; available at: http://edition.cnn.com/2017/11/17/middleeast/iraq-isis-rawa/index.html

[5] The Guardian; Zimbabwe’s ousted vice-president calls for Mugabe to quit; By Emma Graham-Harrison; 21 November, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/nov/21/zimbabwes-ousted-vice-president-emmerson-mnangagwa-breaks-silence-to-call-for-mugabe-to-go

[6] Khaama Press; Afghan forces rescue over 30 people including children from Taliban prison; 19 November, 2017; available at: http://www.khaama.com/afghan-forces-rescue-over-30-people-including-children-from-taliban-prison-03878

[7] BBC; Myanmar Rohingya Crisis: Deal to allow return of Muslim refugees; 23 November, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42094060

[8] Reuters; Turkish capital bans LGBT cinema, exhibitions; 19 November, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-lgbt/turkish-capital-bans-lgbt-cinema-exhibitions-idUSKBN1DJ0GC