ტაჯიკეთი. ისლამის აღორძინების პარტია და მისი მხარდამჭერები. ოქტომბერი, 2021

ტაჯიკეთის ისლამის აღორძინების პარტია სათავეებს 1970-იანი წლებიდან იღებს. ოფიციალურად პარტია 1991 წლის 26 ოქტომბრის ყრილობაზე დაფუძნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2015 წლის 29 სექტემბრამდე, ტაჯიკეთის ისლამის აღორძინების პარტია იყო ერთადერთი ისლამური პარტია, რომელიც ოფიციალურად და კანონიერად არსებობდა ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე. პარტია საიდ აბდულო ნურიმ დააფუძნა. პარტიის იდეოლოგია არის ისლამიზმი, სოციალური კონსერვატიზმი და ისლამური დემოკრატია. საუკეთესო წლებში პარტიის წევრთა რაოდენობა 40 ათასს აღწევდა. 2006 წლიდან პარტიის ლიდერი მუხიდდინ კაბირია. მისი წინამორბედები იყვნენ: საიდ აბდულო ნური 1993 – 2006 წლებში და მუჰამადშარიფ ჰიზმატზოდა 1991 – 1993 წლებში. სათავო ოფისი ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში მდებარეობდა. პარტიის დევიზი „შახადისა“ (რწმენა ალაჰისა და მისი მოციქულის მიმართ) და „ტაკბირის“ (ღმერთის დიდება ისლამში სიტყვებით – „ალლაჰ აქბარ“) წარმოთქმა იყო. ისლამის აღორძნების პარტია ტაჯიკეთის მეორე, მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტებში ორ-ორი დეპუტატით იყო წარმოდგენილი. პარტიის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის მისამართია: www.nahzat.org.

2000 წელს ისლამის აღორძინების პარტიამ ხელისუფლება საერთო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, 2003 წელს კი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა. აღნიშნული ცვლილებები პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს კიდევ ერთხელ პრეზიდენტად არჩევის უფლებას აძლევდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის დაძაბვამ, პარტიის აქტივისტების მიმართ დევნის ხასიათი მიიღო. 2003 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს საიდ აბდულო ნურის მოადგილე შამსუდინ შამსუდინოვი.

მოგვიანებით, ისლამის აღორძინების პარტია, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნაზარზოდას მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ერთერთ მონაწილედ გამოაცხადეს და 2015 წლის სექტემბერში ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ ისლამის აღორძინების პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. პარტია, ასევე, შეიყვანეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურების ტერორისტული, ექსტრემისტული და სეპარატისტული ორგანიზაციების სიაში.[1]

სასამართლომ, ასევე, აკრძალა პარტიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის პუბლიკაცია და აკრძალა თავად პარტიის ბეჭდვითი საქმიანობა (პარტია ბეჭდავდა გაზეთს „ნაჩოტი“). პარტიის წევრებს ბრალად დასდეს დანაშაულებრივი საზოგადოების წევრობა, რომელთა მიზანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაა.

2015 წლის 4 სექტემბერს შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს და ხელში ჩაიგდო დიდი ოდენობით იარაღი, რის შემდეგაც მათ მოაწყვეს თავდასხმები რიგ სახელმწიფო შენობებზე ვახდატში (20 კმ დუშანბედან). ოფიციალური მონაცემებით, მაშინ 8 პოლიციელი და 9 თავდამსხმელი დაიღუპა. უსაფრთხოების ძალებმა თავდასხმებში მაშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე აბდულხალიმ ნაზარზოდა დაადანაშაულა და პრეიზდენტმა ემომალი რაჰმონამ ის თანამდებობიდან გადააყენა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში პარტია ისლამის აღორძინების პარტიაც მონაწილეობდა. შედეგად, პარტიის 13 ხელმძღვანელი პირი დააპატიმრეს; თავად გენერალი ნაზარზოდა 2015 წლის 16 სექტემბერს მოკლეს.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი 2021 წლის 24 აგვისტოს ანგარიშში წერს, რომ ტაჯიკეთში გავრცელებულია არასამართლიანი სასამართლოები, მათ შორის მიკერძოებული დამოკიდებულება პროკურატურის სასარგებლოდ. უხეშად ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა უკიდურესად დაბალია. გამოხატვის თავისუფლების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ინფორმაციით კი ისლამის აღორძინების პარტიის წევრებისა და მათი ადვოკატების სასამართლო პროცესები ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და აღნიშნული პროცესები უნდა ანულირდეს.[3]

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2021 წლის 10 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ტაჯიკეთის საიდუმლო პოლიციამ დააპატიმრა იმამი მაჰმადსოდუკ საიდოვი, რომელმაც პარასკევის ლოცვისას უარი თქვა, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ქადაგების წაკითხვაზე და საკუთარი სიტყვებით იქადაგა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგანიზაციის ცნობით, ასევე დააპატიმრეს ორი პირი, რომლებიც იმავე მეჩეთში დადიოდნენ. აბდუგაფორ რაჯაბოვსა და ასლამხორ კარიმოვს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ რელიგიურ ექსტრემისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულობის ბრალდებით. ადგილობრივ მოსახლეობაზე დარყდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ რაჯაბოვისა და კარიმოვის დაპატიმრება ისლამის აღორძინების პარტიასთანაა დაკავშირებული.[4]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 9 ივნისს წერდა, რომ ტაჯიკეთის მთავრობის კრიტიკოსები განიცდიან ზეწოლას რუსეთში და ისინი იძლებითი გაუჩინარებების მსხვერპლები არიან. გაუჩნარების შემდეგ კი ისინი პირდაპირ ტაჯიკეთის ციხეებში ჩნდებიან. ამავე სტატიის მიხედვით, მოსკოვში მყოფი ტაჯიკი სტუდენტი სუჰრობ იაჰონი ამტკიცებდა, რომ ტაჯიკეთში მისი ოჯახის წევრები დაიბარეს, რათა განეხილათ ის საქმიანობა, რასაც ის რუსეთში ეწეოდა. იაჰონის თქმით, მას მოსთხოვეს სოციალური მედიიდან წაეშალა ფოტოები, რომლებზეც ის აღბეჭდილი იყო ტაჯიკი ემიგრანტების ჯგუფის ერთერთ ლიდერთან იზატ ამონთან (2021 წელს რუსეთმა ის ტაჯიკეთში გააძევა) და აკრძალული ისლამის აღორძნების პარტიის ყოფილ წევრთან ერთად.[5]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 2 ივნისს წერდა, რომ აკრძალული ისლამის აღორძინების პარტიის ყოფილი წევრი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობისთვის გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მირზო ჰოიმუჰამადი, ასევე ცნობილი როგორც მირზოქულ ჰოიმატოვი პარტიის ხუჯანდის ფილიალის უფროსის მოადგილე იყო. როგორც დაპატიმრებულის ნათესავები ამტკიცებენ, ჰოიმუჰამადმა ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა 2015 წელს და ის რუსეთში, ტიუმენში ექიმად მუშაობდა. ასევე, მისი ნათესავების თქმით, ჰოიმუჰამადი ტაჯიკეთში თებერვალში ჩავიდა და მას მაშნვე აუკრძალეს ქვეყნის დატოვება და 22 მაისს დააპატიმრეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისლამის აღორძნების პარტიის ათობით წევრი და მხარდამჭერი გაასამართლეს და ბევრ მათგანს პატიმრობა მიუსაჯეს.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ ისლამის აღორძინების პარტიის პატიმრობაშ მყოფი წევრის, რაჰმატულო რაჯაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. რაჰმატულოს შვილის, შუხრატის ინფორმაციით, მამამისს მაღალი სიცხე ჰქონდა და ის საპატიმროში სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა.[7]

მედია საშუალება „ინტერფაქსი“ 2021 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ისლამის აღორძნების პარტიის ლიდერის მუჰამედ კაბირის საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო. კაბირი ტაჯიკეთიდან 2015 წელს გაიქცა. 2018 წელს კი მის წინააღმდეგ დახურული სასამართლო პროცესი დაიწყო. მედიის ცნობით, კაბირის დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ ჟურნალისტებს არ უთხრა, რამდენი წლით პატიმრობა მიესაჯა კაბირის, რადგან საქმე გასაიდუმლოებულია.[8]

[1] პოლიტიკური პარტიის „ისლამის აღორძნების პარტია“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ru.nahzat.org/ [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]

[2] მედია საშუალება „ანადოლუ“; ტაჯიკეთის ისლამის აღორძნების პარტია კანონგარეშედაა გამოცხადებული; გამოქვეყნებულია 2015 წლის 29 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/ru/%D0%BC%D0%B8%D1%80/%D0%BF%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B8%D1%8F-%D0%B8%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%BC%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE-%D0%B2%D0%BE%D0%B7%D1%80%D0%BE%D0%B6%D0%B4%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F-%D1%82%D0%B0%D0%B4%D0%B6%D0%B8%D0%BA%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B0-%D0%BE%D0%B1%D1%8A%D1%8F%D0%B2%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B0-%D0%B2%D0%BD%D0%B5-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B0/364721 [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]

[3] HRC – UN Human Rights Council (formerly UN Commission on Human Rights): Compilation on Tajikistan; Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights [A/HRC/WG.6/39/TJK/2], 24 August 2021

 (accessed on 13 October 2021)

[4] Forum 18: Imam jailed for preaching his own sermon, 10 August 2021

 (accessed on 13 October 2021)

[5] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Whereabouts Unknown: Tajik Government Critics Face Pressure, Forced Disappearances In Russia, 9 June 2021

 (accessed on 13 October 2021)

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Former Member Of Banned Tajik Opposition Party Jailed On Extremism Charge, 2 June 2021

 (accessed on 13 October 2021)

[7] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: Tajikistan, 30 March 2021

 (accessed on 13 October 2021)

[8] მედია საშუალება „ინტერფაქსი“; ტაჯიკეთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერის განაჩენი გაასაიდუმლოვა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 9 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.interfax.ru/world/750039 [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]

თურქეთი. პარტია DHKPC – აგვისტო, 2021

ონლაინ-ენციკლოპედია Britannica მიხედვით, „ხალხთა გათავისუფლების რევოლუციური პარტია/ფრონტი (Devrimci Halk Kurtuluş Partisi/Cephesi (DHKP/C)), თავდაპირველად ცნობილი, როგორც – Dev Sol წარმოადგენს მემარცხენე, მაქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის ტერორისტულ ჯგუფს თურქეთში, რომელიც 1978 წელს დაარსდა. ჯგუფი არის ა.შ.შ.-სა და NATO-ს მკაცრი მოწინააღმდეგე. 1990-იან წლებში, Dev Sol (1994 წლიდან ცნობილი, როგორც – DHKP/C) იყო ყველაზე აქტიური მემარცხენე იდეოლოგიის ტერორისტული დაჯგუფება თურქეთში.

გავრცელებული მოსაზრებებით, Dev Sol-ის წევრებმა მოკლეს ბევრი თურქი თანამდებობის პირი, მათ შორის – ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ნიჰათ ერიმი, 1980 წელს. 80-იან წლებში ჯგუფი ძირითადად თავს ესხმოდა თურქეთის უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროს თანამდებობის პირებს, ხოლო 1990 წელს, მათი სამიზნე თურქეთში მცხოვრებ უცხოელები გახდნენ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Dev Sol-ის წევრებმა მოკლეს 2 ა.შ.შ. მოქალაქე სამხედრო კონტრაქტორი, დაჭრეს ა.შ.შ. საჰაერო ძალების ოფიცერი და სარაკეტო ბომბები დაუშინეს სტამბოლში მდებარე ა.შ.შ. საკონსულოს.

1991 წლის 12 ივლისს, თურქეთის პოლიციის მიერ სტამბოლში განხორიცელებული სპეც-ოპერაციების ფარგლებში, ჯგუფის 11 წევრის ლიკვიდირება მოახდინეს. შედეგად, აღნიშნული თარიღი გახდა Dev Sol-ისთვის მნიშვნელოვანი, რადგან შემდგომი ორი წლის განმავლობაში, ა.შ.შ. სამიზნეებზე თავდასხმებს სწორედ 12 ივლისს ან მის ახლო თარიღებში აწყობდნენ.

სტატიაში საუბარია ჯგუფის მიერ ა.შ.შ. და თურქული სამიზნეების წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტზე 90-იან და 2000-იან წლებში. ჯგუფის დამაარსებელი და ლიდერი – დურსუნ კარატასი 1980 წელს მომხდარი ამბების შემდგომ მალევე დააპატიმრეს, თუმცა, 10 წლის შემდგომ, მან ევროპაში გაქცევა მოახერხა. საბოლოოდ, 2008 წელს ნიდერლანდებში გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით, კარატასის სიკვდილის შემდგომ, ორგანიზაციის შიგნით ლიდერობისთვის ბრძოლა დაიწყო. 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის განმავლობაში, DHKP/C ოპერირებდა შეზღუდული ინტენსივობით, ძირითადად თურქული სამიზნეების წინააღმდეგ.

[1]

„ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრ-ტერორისტული ჯილდოების პროგრამა“ – Rewards for Justice (RFJ) ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Revolutionary People’s Liberation Party/Front (DHKP/C) წარმოადგენს ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელთა ლიდერების ლოკაციის შესახებ ინფორმაციისთვის 3 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე ჯილდოა დაწესებული. ვებ-გვერდის მიხედვით, ორგანიზაციის ამჟამინდელია ლიდერია Musa Asoglu, რომელმაც ეს პოსტი 2008 წელს დურსუნ კარატასის სიკვდილის შემდგომ გადაიბარა. ამას გარდა, ორგანიზაციის ლიდერებს შორის ასევე მოისაზრებიან: Zerrin Sari – 80-იან წლებში Dev Sol-ის წევრთა ადვოკატი და კარატასის ქვრივი; Seher Demir Sen – ჯგუფის ცენტრალური კომიტეტის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი.[2]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, მათ შორის, ავტორიტეტული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უახლეს ანგარიშებში, ინფორმაცია თურქეთში დაჯგუფება „DHKP/C“ აქტივობის შესახებ, თითქმის არ იძებნება.

ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხების გენერალური კომისრის ოფისი თურქეთის შესახებ 2021 წლის 23 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტერორისტულმა დაჯგუფება DHKP/C-მ თურქეთში 3 თავდასხმა მოაწყო:

  • 2015 წელს ცეცხლსასროლი იარაღით იერიში ა.შ.შ. საკონსულოზე;
  • იმავე თავდასხმის ფარგლებში, იერიში თურქულ დაცვის პოსტზე;
  • 2016 წელს სტამბოლში, პოლიციის შენობასთან შეტაკება

აღნიშნულ თავდასხმებში ჯგუფის ორი წევრი მოკლეს, ხოლო 3 პოლიციელი – დაშავდა. ოფისმა ვერ მოიძია ინფორმაცია ჯგუფის მიერ 2016 წლის შემდგომ განხორციელებული ძალადობრივი აქტების შესახებ.

2016; 2017; 2019; 2020 და 2021 წლებში, საბერძნეთსა და თურქეთში ჩატარდა რამდენიმე სპეც-ოპერაცია, რომელთა ფარგლებშიც დაჯგუფება DHKP/C-ს არაერთი წევრი დააპატიმრეს. [3]

[1] Encyclopedia Britannica – Revolutionary People’s Liberation Party/Front; available at https://www.britannica.com/topic/Revolutionary-Peoples-Liberation-Party-Front [accessed 2 August 2021]

[2] Rewards for Justice Program – Wanted for Terrorism – Revolutionary People’s Liberation Party/Front (DHKP/C; available at https://rewardsforjustice.net/english/most-wanted/terrorist-group/revolutionary-peoples-liberation-party-front-dhkp-c.html [accessed 2 August 2021]

[3] CGRS-CEDOCA – Office of the Commissioner General for Refugees and Stateless Persons (Belgium), COI unit – Report on the security situation; published in April 2021; available at

[accessed 2 August 2021]

თურქეთი. პარტია HDP; წევრთა და მხარდამჭერთა მდგომარეობა. ივლისი, 2021

ინფორმაცია პოლიტიკური პარტია HDP-ის შესახებ – თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) შეიქმნა 2012 წელს, როგორც სახალხო დემოკრატიული კონგრესის პოლიტიკური ფრთა.სახალხო დემოკრატიული კონგრესი შედგებოდა სხვადასხვა მემარცხენე პარტიისგან, რომლებმაც წარუმატებლობა განიცადეს  არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობისას და ბოლო არჩევნებისთვის სიები გააერთიანეს წარმატების მისაღწევად. აღნიშნული პარტიების სიაში შედიან რევოლუციური სოციალისტ მშრომელთა პარტია, ლეიბორისტული პარტია, სოციალისტური პარტია ხელახალი დაფუძნებისთვის, სოციალისტურ დემოკრატიული პარტია, მწვანეები, მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია და სხვა მემარცხენე, ფემინისტი და ლგბტ ჯგუფები, სავაჭრო კავშირები და ეთნიკური ინიციატივები.

პარტიის იდეოლოგიაა დემოკრატიული სოციალიზმი, ანტი-კაპიტალიზმი, ეგალიტარიანიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი. სახალხო დემოკრატიული პარტია განიხილება როგორც ბერძნული სირიზას ანალოგი. პარტია უარყოფს კაპიტალიზმს და შრომით ექსპლუატაციას თურქეთის ყველა მოქალაქის სარგებლისთვის, განურჩევლად რასის, რელიგიისა და გენდერული კუთვნილებისა. პარტია არის სეკულარული და ამ მხრივ იზიარებენ მუსტაფა ათათურქის პრინციპებს. სახალხო დემოკრატიული პარტია, ასევე, მიიჩნევა ქურთების, ალევისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დამცველად.HDP მხარს უჭერს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: მშვიდობა; თვითმართველობა; გენდერული თანასწორობა და გარემოს დაცვა.

პარტიას ორი თანა-პრეზიდენტი ჰყავს. ამჟამად, აღნიშნულ თანამდებობებს იკავებენ პერვინ ბულდანი და მიტჰათ სანკარი. პარტიის სათაო ოფისის მისამართია – Barbaros Mah. Tahran Cad. Büklüm Sok. No: 117 06680 Çankaya/Ankara.[1]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) საგარეო საქმეთა კომისრის ოფისის წევრის განცხადებით, თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტია არ გასცემს წერილს, რომელიც პირის პარტიის წევრობას ან მხარდამჭერობას დაადასტურებს. იგივე წყაროს თქმით, თურქეთში ყველა პოლიტიკური პარტიის ყველა წევრი დარეგისტრირებულია უზენაეს სასამართლოში და აღნიშნული ჩანაწერი გენერალური პროკურატურის ინტერნეტ გვერდზეა ხელმისაწვდომი. გენერალური პროკურატურის ინტერნეტ გვერდის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობის დამადასტურებელი ჩანაწერის მოთხოვნა პირს შეუძლია, როგორც საიტიდან, ასევე მობილური აპლიკაციიდან.

თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელსაც სურს დაადასტუროს პოლიტიკური პარტიის წევრობა, შესაბამის დოკუმენტზე წვდომა შეუძლია „ელექტრონული მთავრობის“ (სახელმწიფო სერვისებზე წვდომის ინტერნეტ პორტალი) გამოყენებით და ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პირის პოლიტიკური პარტიის წევრობა შეიძლება დადასტურდეს.[2]

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, გაჩნდა კითხვები, პატივს სცემს და უჭერს თუ არა მხარს სახალხო დემოკრატიული პარტია თურქეთის ერთიანობას. აღნიშნული ეჭვი გააჩინა პარტიის ფარულმა კავშირებმა ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან (PKK). ამას დაემატა ისიც, რომ სელაჰატინ დემიტრასის საარჩევნო კამპანიისას, ერთ-ერთ კონფერენციაზე არ იყო წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის არცერთი დროშა. კანდიდატმა მაშინ განაცხადა, რომ სახალხო დემოკრატიული პარტია პატივს სცემს დროშას და რომ დროშა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს.[3]

სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა სამშვიდობო პროცესს ამბოხებულ ქურთებთან და ასევე, პარტია მხარს უჭერდა მშვიდობიან პროტესტს. კულუარებში სახალხო დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებდნენ კავშირების შენარჩუნებაში ისეთ სამხედრო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK) და ქურთისტანის თემთა ჯგუფი (KCK).[4]

შესწავლილ წყაროთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ HDP წარმოადგენს პრო-ქურთულ პარტიას.[5][6][7]

HDP პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დამოკიდებულება – კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომთურქეთის მთავრობის ვარაუდით, HDP პარტიას გააჩნია კავშირები, მათ შორის, ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაცია შერაცხულ PKK-სთან (ქურთ მუშათა პარტია). პარტია და მისი წევრები აღნიშნულს უარყოფენ. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, თურქი პროკურორები იყენებენ „ტერორიზმის ფართო განმარტებას“ და ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ „სამართლებრივად საეჭვო მტკიცებულებებს, რათა განახორციელონ პირთა ფართო წრის (მათ შორის – HDP პოლიტიკოსების) სამართლებრივი დევნა“.

2018 წლის ანგარიშში, Human Rights Watch ასევე ხაზს უსვამდა, რომ ტერორიზმით ბრალდებულთა სამართლებრივ პროცესებზე, ხშირად, არ ფიქსირდება სარწმუნო მტკიცებულებები და სახეზეა მოქმედი პრაქტიკა, როდესაც აღნიშნული მუხლით ბრალდებულები დიდი ხნით ჰყავთ წინასწარ პატიმრობაში.

2019 წლის მარტის სტატიაში, მედია საშუალება Associated Press წერდა, რომ HDP პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებით მიხედვით, მუნიციპალური არჩევნების წინა პერიოდში, პარტიის წევრები დააკავეს. კერძოდ, სტამბულში, ერთ ღამეში 53 პირი დააკავეს, რომელთა შორის არიან მუნიციპალური საბჭოს კანდიდატები. იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობა HDP-ს კანონგარეშედ გამოცხადებულ PKK-სთან კავშირში ადანაშაულებს და, შედეგად,  პარლამენტის 10 წევრი, 40 ქალაქის მერი და ათასობით აქტივისტი კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ HDP „ტერორიზმის მოყვარულია“. წყაროთა მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში, PKK-სთან კავშირის გამო, 3 ქალაქის მერი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ხოლო 400-მდე პირი დააკავეს ან დააპატიმრეს. მარტში არჩეული სამივე მერს ბრალი „ტერორიზმის პროპაგანდასა“ და „ტერორიზმის დაფინანსებაში“ დასდეს. სამივე მერი HDP პარტიის წევრია.

შესწავლილ წყაროთა მიხედვით, ფიქსირდება HDP-ს ოფისებში პოლიციის რეიდები და იმ პირთა დაკავებების შემთხვევები, რომლებიც შიმშილობის მეთოდით აპროტესტებდნენ კოლეგების დაპატიმრებას. მაგ. 2018 წლის დეკემბერში, თურქეთის პოლიციამ ბათმანში, დიარბაკირსა და ვანში რეიდები ჩაატარა, რომელთა ფარგლებშიც შევიდნენ ადგილობრივ HDP ოფისებში და დააკავეს ათობით პირი, უმრავლესობა – ქალი. პოლიციის სამიზნეს წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც შიმშილობის მეთოდით აპროტესტებდნენ HDP პარტიიდან პარლამენტის წევრის – ლეილა გუვენის დაპატიმრებას. თურქული გამოცემა Bianet მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში, პოლიციამ HDP-ს მიერ ორგანიზებული ორი საპროტესტო დემონსტრაციის ბლოკადა მოახდინა იზმირსა და სტამბულში. შემდგომ ისინი თავს დაესხნენ დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით და დააკავეს რამდენიმე პირი.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა წყარომ გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისს განუცხადა, რომ „თუ HDP წევრი/მხარდამჭერი არის ეთნიკურად ქურთი და პოლიტიკურად აქტიური, შესაძლებელია, თურქეთის ხელისუფლებამ მას ბრალი დასდოს PKK-სთან სავარაუდო კავშირში. პირებმა, შესაძლოა, თურქეთის შესაბამისი სამსახურების ყურადღება მიიქციონ, თუ:

  • ისინი არიან HDP-ს არჩეული თანამდებობის პირები ან პარტიის რეგიონალური საბჭოს წევრები;
  • მმართველი კომიტეტის წევრები;
  • საარჩევნო პროცესების ორგანიზატორები და კოორდინატორები;
  • წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული პირები;
  • მერები ან მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრები;

წყარომ ასევე დაამატა, რომ  HDP თურქეთში მესამე ყველაზე უფრო დიდი პარტიაა, რომელსაც ათასობით აქტივისტი ჰყავს, შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლება მას საფრთხედ მიიჩნევს.

ერთ-ერთმა ადგილობრივი უფლებადამცველმა კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ HDP მხარდამჭერები შესაძლოა დააკავონ სააგიტაციო ბუკლეტების გავრცელებისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის, დემონსტრაციაში მონაწილეობის ან HDP-სთან დაკავშირებულ შენობაში ყოფნის, შესვლის ან გამოსვლისთვის.  ასევე, HDP პარტიის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები შესაძლოა რისკის ქვეშ იყვნენ, „თუ ისინი ინტერესს გამოხატავენ მათი ნათესავის სასამართლოს საქმის მიმართ, გააკეთებენ პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს სოციალურ ქსელებში ან მონაწილეობას მიიღებენ საპროტესტო დემონსტრაციებში. ისინი შესაძლოა დაუქვემდებარონ ისეთ მოპყრობას, როგორიცაა: მუქარა; რეიდები; ცემა ან დაპატიმრება. ამის საწინააღმდეგოდ, თურქეთის სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებს არ დევნიან და  არ უქვემდებარებენ დაკავებასა თუ დაპატიმრებას.[8]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციით, HDP პარტიიდან 8 ყოფილი პარლამენტარი და 17 მერი იმყოფებოდა პატიმრობაში. თავად პარტიის მიხედვით, 2015 წლიდან მოყოლებული, 5000-ზე მეტი პარლამენტარი, მმართველი თუ პარტიის უბრალო წევრი იმყოფებოდა პატიმრობაში ტერორიზმთან კავშირის ან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გამო. თურქეთის ხელისუფლებამ ასევე თანამდებობებიდან გაათავისუფლა 48 არჩეული ოპოზიციური პოლიტიკოსი ქურთული რეგიონებიდან და შემდგომ, დააკავა 37 მათგანი. 2019 წლის აგვისტოში, მთავრობამ გაათავისუფლა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არჩეული თითქმის ყველა მერი, მათ შორის – HDP პარტიის წევრი მერები დიარბაკირში, მარდინსა და ვანში. უფრო მეტიც, 2019 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ რეგიონში 65 არჩეული მერიდან, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 48 გაათავისუფლა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.

სექტემბერში, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 101 პირი 7 პროვინციის მასშტაბით, მათ შორის – HDP პარტიის ყოფილი პარლამენტის წევრები და ლიდერები, მათ სავარაუდო ჩართულობაში 2014 წლის კობანეს საპროტესტო დემონსტრაციებთან. აღნიშნული დემონსტრაციები თურქეთის მასშტაბით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აპროტესტებდნენ მთავრობის უმოქმედობას „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში მდებარე, ძირითადად ქურთებით დასახლებული ქ. კობანეს დაპყრობის დროს. თურქეთის პროკურატურამ, ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლების მოშველიებით, ამასთან დაკავშირებით დოკუმენტი გაასაიდუმლოვა, რის გამოც დაცვის მხარის ადვოკატებს არ გააჩნდათ წვდომა კლიენტთა მასალებზე. ჯამში, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 17 HDP ლიდერი.

ანგარიშის მიხედვით, HDP პარტიის ყოფილი თანა-თავმჯდომარე და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი – სელაჰატტინ დემირტასი 2016 წლიდან მოყოლებული კვლავ პატიმრობაში რჩებოდა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ 2016 და 2020 წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორჯერ ბრძანა მისი გათავისუფლება. ივნისში, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც დაადგინა, რომ დემირტასის ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა არღვევდა მის უფლებებს. თუმცა, ხელისუფლებამ ის მაინც არ გაათავისუფლა, რადგან 2014 წლის კობანეს საპროტესტო დემონსტრაციებთან. ახალი ბრალდების საფუძველზე დატოვა წინასწარ პატიმრობაში.

სექტემბერში, HDP გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთის პოლიციამ სამი სხვადასხვა ინციდენტის ფარგლებში დიარბაკირში, სტამბულსა და აგრიში, გაიტაცა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოგვიანებით გაათავისუფლა HDP ახალგაზრდული ასამბლეის 6 წევრი. პარტიამ 4 მაისს ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ გაიტაცა და მუქარას დაუქვემდებარა HDP ასამბლეის წევრი ჰატიჩე ბუსრა კუიუნი. ის იმავე დღეს გაათავისუფლეს.

2018 წლის აპრილში ვადამდელი არჩევნების გამოცხადებიდან 2019 წელს უშუალოდ არჩევნებამდე პერიოდში, ფიქსირდებოდა თავდასხმები პოლიტიკური პარტიების ოფისებზე, დემონსტრაციებსა და წევრებზე. ზოგიერთი ინციდენტის ფარგლებში, დადგა ფატალური ან პირთა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგი. ძალადობა, ყველაზე უფრო ხშირად, მიმართული იყო HDP პარტიისა და მისი კოორდინატორების წინააღმდეგ. ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ ვრცელდებოდა ბრალდებები ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდანაც კი. აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური საპარლამენტო კანდიდატების ნაწილი დაექვემდებარა სამართლებრივ დევნას, ხოლო HDP პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი – დემირტასი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ციხეში იმყოფებოდა.[9]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წელს „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK) დადებული ზავი ჩაიშალა, თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი დასდო HDP პარტიას ზემოხსენებულ PKK-სთან კავშირში. 2016 წელს კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება, რის შედეგადაც უფრო მარტივი გახდა პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნა. მას შემდეგ, ბევრი HDP ლიდერი დააპატიმრეს ტერორიზმის ბრალდებებით. 2018 წლის სექტემბერში, HDP-ს საპრეზიდენტო კანდიდატს – სელაჰატტინ დემირტასს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2013 წელს სიტყვით გამოსვლის დროს, სამშვიდობო პროცესებში PKK-ს შექებისთვის. 2018 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება ბრძანა. 2020 წლის დეკემბერში, იმავე სასამართლოს დიდმა პალატამ კვლავ მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა, დემირტასი ციხეში დარჩა ახალი ბრალდებების გამო. მასთან ერთად, ათასობით HDP წევრი ასევე პატიმრობაში იმყოფება.

2020 წლის ივნისში, HPD-ს 2 ხოლო, CHP პარტიის 1 პარლამენტარს საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება შეუჩერა და დააკავეს ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებებით.[10]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი თურქეთშიHDP პარტიის წევრთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ თურქეთში კონტრ-ტერორისტულ კანონმდებლობას ფართოდ იყენებენ, მათ შორის – სამთავრობო ოპონენტების დევნისთვის. ზოგიერთი HDP წევრი, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პარტიისადმი მხარდაჭერას ან მუშაობენ ადამიანის უფლებათა საკითხებზე, დააპატიმრეს ტერორიზმის ან ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებებით. ამას გარდა, იმ ადვოკატებს, რომლებმაც სამართლებრივი დახმარება შესთავაზეს ტერორიზმში ბრალდებულ პირებს და, ასევე, იმ პირებს, რომლებმაც სოციალური მედიის საშუალებით ქურთების უფლებებთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკეს, ასევე ბრალი დასდეს ტერორიზმსა და PKK-სთან კავშირში. თურქეთის ხელისუფლება ასევე იყენებდა დეფამაციის შესახებ კანონებს იმ პოლიტიკოსთა და ჩვეულებრივ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებდნენ მას. კანონით, პირებს, რომლებიც პრეზიდენტს შეურაცხყოფას მიაყენებენ, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და მას ხშირად იყენებდნენ HDP პარლამენტარების წინააღმდეგ.  2018 წლის ბოლოსთვის, HDP-ს 6 000-მდე წევრი (მათ შორის – 9 პარლამენტარი) იყო დაკავებული სხვადასხვა ბრალდებებით.

ამას გარდა, 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ხელისუფლებამ გადააყენა ბევრი არჩეული მერი და ჩაანაცვლა რწმუნებულებით. 2018 წლის განმავლობაში, თურქეთის მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა 99 მუნიციპალიტეტის მერი, რომელთაგან 94 HDP ან DBP პარტიების წევრები იყვნენ. ხელისუფლების მტკიცებით, მათ კავშირი ჰქონდათ ტერორიზმთან. 2019 წლის მარტის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდგომ, HDP პარტიის წევრი 24  მერი გადააყენეს. კვლავაც, მათ ბრალი ედებოდათ PKK-სთან კავშირში.

2019 წლის ოქტომბერში, თურქეთმა წამოიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ქურტებით დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. ამასთან დაკავშირებით,თურქეთში ასობით პირი დააკავეს, მათ შორის – HDP-ს პარლამენტარები და მხარდამჭერები, ასევე ის პირები, რომლებიც აკრიტიკებდნენ აღნიშნულ ოპერაციას.

ოფისის ექსპერტთა შეფასებით, ზოგადად, HDP პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა ნაკლებად თუ წარმოადგენს პირის სამართლებრივი დევნისთვის დაქვემდებარების საშიშროებას. თუმცაღა, აღნიშნული რისკი დამოკიდებულია პირის პროფილსა და აქტივობებზე. შესაბამისი სამსახურები პარტიის რიგითი წევრებით ინტერესდებიან,  როგორც წესი, მაშინ, როდესაც: პირი მონაწილეობას ღებს საპროტესტო დემონსტრაციებში; ღიად აკრიტიკებს მთავრობასა და პრეზიდენტს;  ღიად საუბრობს ქურთთა პოლიტიკურ საკითხებზე ან გამოხატავს აქტიურ და ღია ინტერესს HDP პარტიის მაღალ-პროფილიანი წევრი ნათესავის სასამართლო საქმის მიმართ. სხვა შემთხვევაში, HDP პარტიის რიგითი, საკუთარი პოლიტიკური მრწამსის გამო, წევრი ნაკლებად თუ გახდება შესაბამისი სამსახურების ყურადღების ობიექტი.[11]

[1] Peoples’ Democratic Party / Official Web Page /available at http://www.hdp.org.tr/ / https://hdpenglish.wordpress.com/[accessed 22 July 2021]

[2]IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Turkey: The procedure by which the Peoples’ Democratic Party (Halkların Demokratik Partisi, HDP) verifies that a person is a member of the party and who is authorized to issue a letter attesting that a person is a member; the procedure by which the HDP verifies that a person is a supporter, but not a member, of the party and who is authorized to issue a letter attesting that a person is a supporter; the format of a letter attesting that a person is a member or a supporter of the HDP (2013-February 2020) [TUR200156.E], 2 March 2020

 (accessed on 19 July 2021)

[3] News Agency ZAMAN / Demirtaş’tan Türk Bayrağı mesajı / 2014 / http://www.zaman.com.tr/politika_demirtastan-turk-bayragi-mesaji_2231429.html [accessed 22 July 2021]

[4] Daily Sabah / Methodological differences of the PKK, KCK and HDP / 25.12.2014 / http://www.dailysabah.com/opinion/2014/12/25/methodological-differences-of-the-pkk-kck-and-hdp

[5]IRB – Query response on the situation of Kurds and of supporters or perceived supporters of the Peoples’ Democratic Party (HDP – Halkların Demokratik Partisi) (July 2018 – December 2019); published in 7 January 2020; available at

[accessed 22 July 2021]

[6] BBC – article “Turkey moves to ban pro-Kurdish HDP opposition party”; published on 17 March 2021; available at https://www.bbc.com/news/world-europe-56438070 [accessed 23 July 2021]

[7] Al Jazeera – article “Turkey: Court to put HDP on trial over alleged PKK links”; published on 21 June 2021; available at https://www.aljazeera.com/news/2021/6/21/turkeys-top-court-puts-pro-kurdish-third-largest-party-on-trial [accessed 23 July 2021]

[8]IRB – Query response on the situation of Kurds and of supporters or perceived supporters of the Peoples’ Democratic Party (HDP – Halkların Demokratik Partisi) (July 2018 – December 2019); published in 7 January 2020; available at

[accessed 22 July 2021]

[9] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Turkey; published in March 2021; available at

[accessed 23 July 2021]

[10] Freedom House – Freedom in the World 2021 – Turkey; published in Mach 2021; available at

[accessed 23 July 2021]

[11] UK Home Office – Country Policy and Information Note Turkey: Peoples’ Democratic Party (HDP); published in March 2020; available at

[accessed 23 July 2021]

ბანგლადეში. პარტია ჯამაათ-ე-ისლამის წევრების და მხარდამჭერების მდგომარეობა. აპრილი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT) 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ჯამაათ-ე-ისლამი წარმოადგენს ყველაზე დიდი ისლამისტურ პარტიას ბანგლადეშში. მისი მიზანია  შექმნას ისლამური სახელმწიფო, რომელიც შარიათის სამართლებრივ სისტემაზე იქნება აგებული. პარტიას გააჩნია სტუდენტური ფრთა – Islami Chhatra Shibir (ICS), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისლამისტური, სტუდენტური ორგანიზაციაა სამხრეთ აზიაში.

ანგარიშის მიხედვით, ბანგლადეშის ხელისუფლება განსაკუთრებით დევნის და აპატიმრებს პარტიის მაღალ ეშელონებში მომუშავე ლიდერებს, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი საპატიმროს გარეთ და ჯერ კიდევ აქტიურია. ხელისუფლების სხვა სამიზნეებს წარმოადგენს პარტიის ცნობილი ლიდერები, ICS წევრები და, ზოგჯერ, მათი ოჯახის წევრებიც. ანგარიშის მიხედვით, პარტიის რიგითი წევრებისთვის სიტუაცია შედარებით მარტივია – მათ შეუძლიათ თავიდან აირიდონ ხელისუფლების ყურადღება ან Awami League (მმართველი პარტია) ლიდერებისთვის ქრთამების გადახდით ან ფიზიკური რელოკაციით სხვაგან. დირექტორატის მიხედვით, ჯამაათ-ე-ისლამის წევრების მდგომარეობა გაცილებით უფრო უკეთესია სოფლებში, ვიდრე – ურბანულ დასახლებებში. გავრცელებული ცნობებით, ის პირები, რომლების მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ არიან ჯამაათ-ე-ისლამის მხარდამჭერები, ექვედებარებიან ზეწოლას და დაშინებას, მათ შორის – საზღვარგარეთ.

დირექტორატის შეფასებით, დაპატიმრების და სამართლებრივი დევნის მაღალი რისკის წინაშე დგანან ჯამაათ-ე-ისლამის წამყვანი ლიდერები და აქტიური წევრები, ასევე – ICS აქტიური წევრები, რომლებიც აგრძელებენ პოლიტიკურ აქტივობებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობას. ჯამაათ-ე-ისლამის და ICS რიგითი წევრები, რომლებიც ღიად არ ერთვებიან პოლიტიკურ აქტივობებსა და დემონსტრაციებში, დგანან დაპატიმრების დაბალი რისკის წინაშე, თუმცა, ეს მოპყრობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ბანგლადეშის შესახებ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს რელიგიურ მოტივებზე დაფუძნებულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ისლამისტური პარტია – Jamaat-e-Islami კვლავ ვერ იღებდა მონაწილეობას 2014 და 2018 წლების არჩევნებში. მიუხედავად ამისა, პარტიის წევრები, ზოგჯერ, კენჭს იყრიდნენ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები. ქვეყანაში მოქმედებს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალი“, რომელიც 2010 წელს პრემიერ-მინისტრ ჰასინას მიერ დაფუძნდა და რომლის მიზანიცაა 1971 წელს, ბანგლადეშის პაკისტანისგან დამოუკიდებლობის ომის დროს პირთა მიერ  ომის დანაშაულების ჩადენის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება. ტრიბუნალის მიმართ არსებობდა კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მიიჩნეოდა, რომ მისი ფუნქია იყო ჰასინას პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი – Jamaat-e-Islami-ს წევრების დევნა.[2]

Human Rights Watch 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა ბანგლადეშის მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ სტუდენტის სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 21 წლის სტუდენტი – აბრარ ფაჰადი ბანგლადეშის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ოთახში დაიბარეს, რომელიც სტუდენტებში ცნობილი იყო, როგორც „საწამებელი საკანი“. ოთახს განკარგავდნენ მმართველი პარტია Awami League-ის სტუდენტური ფრთის – Chhatra League წევრები. რამდენიმე საათის შემდეგ, ფაჰადი მკვდარი იპოვეს.

Chhatra League-ს გენერალური მდივნის მოადგილმე განაცხადა, რომ სტუდენტთა ჯგუფი ფაჰადს ისლამისტური პარტია Jamaat-e-Islami-ის ახალგაზრდული ფრთის – Chhatra Shibir-თან კავშირის გამო კითხავდნენ. მისი თქმით, მათ იპოვეს ფაჰადის Chhatra Shibir-თან კავშირის დამადასტურებელი „მტკიცებულება“ მის Facebook პოსტებში.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის აქტივისების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ჰქონდა ადგილი.  პარტია Jamaat-e-Islami-ის წევრები და ლიდერები ვერ ახორციელებდნენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, სამართალდამცავების მხრიდან დევნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ბანგლადეშის მთავრობის  ამოღებულია ქვეყანაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიათა სიიდან და, შესაბამისად, კანდიდატებს აკრძალული აქვს პარტიის სახელით არჩენებში მონაწილეობა, მისი ლიდრების და წევრების კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები, კვლავ უსამართლოდ იზღუდებოდა.

16 სექტემბერს, დჰაკას დაჩქარებულმა ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა მმართველი პარტიის სტუდენტური ფრთის 25 წევრს აბრარ ფაჰად რაბბის მკვლელობისთვის. ეს უკანასკნელი ბანგლადეშის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელიც Jamaaet-e-Islami-ის სტუდენტური ფრთის სავარაუდო წევრობისთვის ცემაში მოკლეს..[4]

Amnesty International 2020 წლის 17 მარტით დათარიღებულ ღია წერილში მიმართავდა ბანგლადეშის ხელისუფლებას და სთხოვდა მას, გაეუქმებინა პარტია Jamaat-e-Islami-ის ერთ-ერთი ლიდერის – ATM Azharul Islam-ის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. წერილის მიხედვით, ისლამი 2014 წელს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალმა“ დამნაშავედ ცნო 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომის დროს ჩადენილ მკვლელობებსა და გენოციდში. მას იმავე გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო დივიზიამ, 2019 წლის 31 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა ისლამის სააპელაციო სარჩელიდა ძალაში დატოვა ტრიბუნალის განაჩენი. ხოლო, ბანგლადეშის მთავრობამ საპატიმროს ადმინისტრაციას განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ წერილი 2020 წლის  16 მარტს გაუგზავნა. შესაბამისად, ისლამი არის სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე. ორგანიზაცია მოუწოდებს ბანგლადეშის პრეზიდენტს, გააუქმოს სასიკვდილო განაჩენი და პატისი სცეს სამართლაინი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.[5]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT BANGLADESH; published on 22 August 2019; available at

[accessed 28 April 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Bangladesh; published in March 2021; available at

[accessed 28 April 2021]

[3] Human Rights Watch – Bangladesh Ruling Party Activists Kill Student after Facebook Post; published in October 2019; available at

[accessed 28 April 2021]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2020 – Bangladesh; published in March 2021; available at

[accessed 28 April 2021]

[5] Amnesty International – “Urgent Action – POLITICAL LEADER AT IMMINENT RISK OF EXECUTION” ; published on 17 March 2020; available at

[accessed 28 April 2021]

ზიმბაბვე. პარტია Movement for Democratic Change (MDC). დეკემბერი, 2020

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის დეპარტამენტი 2019 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ პარტია Movement for Democratic Change” (MDC) წარმოადგენს ზიმბაბვეში მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ის დაარსებულ იქნა 1999 წელს და მისი პირველი ლიდერი იყო მორგან ცვანგირაი. პარტიის იდეოლოგია მეტ-ნაკლებად ცენტრისტულ-მემარცხენეა. დღესდღეობით, პარტიას დაახლოებით 1.5 მილიონი წევრი ყავს.

პარტიის დაარსების დღიდან, ზიმბამბვეს მთავრობა და მმართველი პარტია ZANU-PF ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს მათი პოლიტიკური აქტივობა. ამ მიზნით, წლების განმავლობაში, ZANU-PF იყენებდა თითქმის ყველანაირ რესურსს: დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს, სასამართლოს, პოლიციას და სამხედროებს. ასევე, არა-სახელმწიფო აქტორებს: ZANU-PF ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ომის ვეტერანებს. ზიმბაბვეს მთავრობა რეგულარულად უქვემდებარებდა MDC პარტიის ლიდერებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ისეთ მოპყრობას, როგორიცაა:  ფიზიკური ძალადობა, თვითნებური და უკანონო დაკავება; სამართლებრივი დევნა. ხელისუფლება იყენებდა უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობას, რათა შეეზღუდა ან აეკრძალა MDC-ის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრები და მანიფესტაციები, ასევე – ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაეშალა და დაერბია აღნიშნული დემონტრაციები თუ შეხვედრები. როგორც სამთავრობო სამსახურები, ასევე – ZANU-PF-ის აქტივისტები რეგულარულად ახორციელებდნენ ძალადობრივ თავდასხმებს MDC მხარდამჭერებზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში.

MDC წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ მთავრობის მხრიდან დისკრიმინაცია სახეზე იყო როგორც ურბანულ, ასევე – რეგიონალურ დასახლებებში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში (განსაკუთრებით – მაშონალანდში) უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ZANU-PF ცდილობდა, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სამთავრობო დახმარება (საკვები და სამეურნეო პროდუქტები) გაესაღებინა, როგორც მათი პარტიული დახმარება, რათა მოქალაქეები თავისკენ გადმოებირებინა.

მიუხედავად იმისა, რომ MDC წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ სამთავრობო დევნა ყოველთვის სახეზეა, მისი ხარისხი მაინც განსხვავდება კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მძიმე, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, გავრცელებული ცნობებით, 2008 წლის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი განმაპირობებელი ფაქტორიც, ანალიტიკოსების აზრით,  იყო პოლიტიკურად სტაბილური კოალიციური მმრთველობა 2009-2013 წლებში, ასევე  – დაქსაქსული MDC პარტიის პოზიციების შესუსტება  2013 წლის არჩევნებში დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, მართლია, MDC წევრების მიმართ დევნა კვლავაც ფიქსირდებოდა, თუმცა, ის იღებდა შედარებით მსუბუქ ფორმებს. MDC Alliance-ის კანდიდატთა და მხარდამჭერთა მიმართ აღნიშნული ძალადობისა და დევნის ხარისხი, 2018 წლის 30 ივლისს არჩევნების პერიოდში, წინა წლებში საარჩევნო პერიოდებითან (განსაკუთრებით – 2008 წლის არჩევნებთან) შედარებით, ნაკლებად მკაცრი იყო. ძალადობისა და დევნის დონემ, გავრცელებული ცნობებით, მოიმატა მას შემდეგ, რაც პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და გააპროტესტა არჩევნების შედეგები. უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრებს პარტიის ლიდერები და აქტივისტები როგორც 2018 წლის 1 აგვისტოს პოსტ-საარჩევნო სადამსჯელო კამპანიის ფარგლებში, ასევე – 2019 წლის იანვარში, საწვავის ფასზე პროტესტებთან დაკავშირებული დემონსტრაციების დროს. მთლიანი 2019 წლის განმავლობაში, ზიმბაბვეს ხელისუფლება არ რთავდა პარტიას ნებას, ჩაეტარებინა რაიმე ტიპის დემონსტრაცია.

დეპარტამენტის შეფასებით, MDC პარტიის წევრები და მხარდამჭერები დაექვემდებარებიან სამთავრობო დისკრიმინაციის საშუალო ხარისხს, რადგან მთავრობა კვლავ აგრძლებს სახელისუფლებო ინსტიტუციების გამოყენებას, რათა შეზღუდოს პოლიტიკურ ასპარეზზე მათი თავისუფალი ოპერირება. დისკრიმინაციის ინტენსივობა განსაკუთრებით დამოკიდებულია ლოკაციაზე და მიჩნეულია, რომ შედარებით მაღალ ხარისხს აღწევს ისეთ სასოფლო დასახლებებში, სადაც ZANU-PF ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. დისკრიმინაცია შესაძლოა გამოიხატოს ისეთი მოქმედებებით, როგორიცაა – დაშინება, მუქარა, ფიზიკური ძალადობა და სამართლებრივი დევნა. აღნიშნული მოპყრობის რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ პირთა შემთხვევაში, რომლებიც უშუალონ მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, ორგანიზებას უწევენ ან მონაწილეობას იღებენ ქუჩის დემონსტრაციებში და ა.შ.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2019 წლის 11 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა ზიმბაბვეში პოლიტიკური პარტია „Movement for Democratic Change” (MDC) და მის წევრთა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, 2005 წელს MDC პარტია გაიყო ორ ერთეულად – MDC-T, პარტიის დამაარსებლის, მორგან ცვანგირაის მეთაურობით და MDC-NCUBE, ველშმან ნკუბეს მეთაურობით. 2014 წელს MDC-T-ს კიდევ გამოეყო ერთ-ერთი ფრაქცია – MDC Renewal. მიუხედავად აღნიშნული განხეთქილებებისა, MDC-T კვლავაც წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას ზიმბაბვეში.

ყველა ზემოაღნიშნული დანაყოფი და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, 2018 წლის არჩვებისთვის, გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს MDC Alliance. დღესდღეისობით, პარტიამ შეინარჩუნა კოალიციური ერთიანობა და ოპერირებს სახელწოდებით MDC. პარტიის ამჟამინდელი ლიდერი არის ნელსონ ჩამისა, რომელმაც 2018 წელს, პარტიის დამაარსებლისა და დაარსების დღიდან მისი ლიდერის – მორგან ცვანგირაის გარდაცვალების შემდგომ დაიკავა ეს პოსტი. ვიცე-პრეიზიდენტების პოზიციებს იკავებენ: Welshman Ncube, Tendai Biti და Lynette Kore; ხოლო პარტიის გენერალური მდივანია – Charlton Hwende.

რაც შეეხება პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა მიმართ დამოკიდებულებას, წყაროთა მიხედვით, 2018 წლის 1 აგვისტოს, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს MDC Alliance-ს დემონსტრანტებს, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო 2 აგვისტოს,  პოლიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ MDC Alliance-ის შტაბ-ბინაში და დააკავეს 27 პირი „ძალადობის პროვიცირებისა“ და „საშიში იარაღების ფლობისთვის“. ისინი 7 აგვისტოს გირაოს თავდებით გაათავისუფლეს. ადგილობრივი წყარო New Zimbabwe ცნობით, ZANU-PF-ის ყოფილი წევრი და კიდევ 26 პირი, რომლებიც აცხადებდნენ რომ MDC პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, აგვისტოში დააკავეს პარტიის ოფისში და მხოლოდ 2019 წლის მარტში გაათავისუფლეს, წინასწარი დაკავების ვადის რამდენჯერმე გადადების შემდგომ.

2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ, რაც MDC Alliance-მა არჩევნებში მოიგო დედაქალაქ ჰარარეს არაერთი უბანი, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა არაერთი მოქალაქე დაუქვემდებარეს ძალადობასა და ცემას. ორგანიზაცია Zimbabwe Human Rights Forum (ორგანიზაცია, რომელიც 22 ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოს აერთიანებს) იუწყებოდა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ჰარარეს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ჯარისკაციების ორი ჯგუფი გამოჩნდა: პირველი უბრალოდ ცემდა ნებისმიერ შემხვედრს, ხოლო მეორე ჯგუფის ჰქონდა ოპოზიციის მხარდამჭერთა სია, რომელთა საძებნელადაც კარდაკარ დადიოდნენ და მათაც ფიზიკურ ძალადობას უქვემდებარებდნენ.

Muzarabani South, Chivhu, და Marondera-ს რეგიონებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია ZANU-PF მხარდამჭერები იკრიბებოდნენ MDC პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა სახლების წინ, სადაც „მღეროდნენ საომარ სიმღერებს და ემუქრებოდნენ ოპოზიციის აქტივისტებს შურისძიებით“.

Human Rights Watch-ის ცნობით, 6 ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა MDC Alliance-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის (ქალის) ბინაში, ემუქრებოდნენ მას იარაღით, ხოლო შემდგომ ცემეს. დამნაშავეებმა ასევე გაიტაცეს იმავე სახლში მცხოვრები ორი მამაკაცი, „ცემეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში“, ხოლო შემდგომ გაათავისუფლეს.

The Forum ინფორმაციით, დაფიქსირდა ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების ან გატაცების სულ მცირე 16 შემთხვევა, მათ შორის – 2018 წლის 7 აგვისტოს მარონდერაში MDC Alliance-ის წევრის გატაცება, რომელიც 4 თავდამსხმელმა გააშიშვლა და აწამა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია The Zimbabwe Peace Project (ZPP) მიხედვით,  დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერებს უარს ეუბნებოდნენ მათთვის გათვალისწინებულ კვებით და სასოფლო-სამეურნეო დახმარებაზე. ამ საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი სამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიიღეს 10 საჩივარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების დისკრიმინაციას ექვემდებარებოდნენ დახმარების დარიგების პროცესში.

ადგილობრივი სამთავრობო გაზეთი The Herald მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში, MDC Alliance-ის 9 წევრი, მათ შორის – ცნობილი ლიდერი თენდაი ბიტი იძებნებოდნენ „ისეთ საჯარო შეკრებაში მონაწილოებისთვის, რომლის მიზანის იყო საჯარო ძალადობის ხელშეწყობა“. ბიტი დააკავეს, თუმცა, პრეზიდენტმა მნანგაგვა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი „ჩარევის“ შემდგომ, ის გაათავისუფლეს, თუმცა, მისი საქმე არ შეწყვეტილა. წყაროთა ინფორმაციით, ბიტი 2019 წლის თებერვალში ისევ გაასამართლეს და დააჯარიმეს 200 ა.შ.შ. დოლარის ოდენობის ჯარიმით მას შემდეგ, რაც მან „შეცდომით გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნელსონ ჩამისამ გაიმარჯვა“.

წყაროთა ცნობით, პრეზიდენტმა მნანგაგვამ დააფუძნა ფაქტების შემსწავლელი კომისია, რომელსაც დაევალა 2018 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებისას 6 პირის მკვლელობის საკითხის შესწავლა და  გამოძიება. კომისიამ შემდეგი ფაქტები დაადგინა:

  • დემონსტრაციები, რომლებმაც მიიღეს ძალადობრივი ხასიათი და ფართო ზიანი მიაყენეს საჯარო ქონებასა და წესრიგს, ანგაჟირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო MDC Alliance-ის მიერ;
  • იმ დროს მომხდარი მოვლენები ამართლებდა პოლიციის მიერ სამხედრო ძალებისთვის დახმარების თხოვსნას, რათა ჩაეხშოთ ამბოხება;
  • 6 პირი გარდაიცვალა, ხოლო 35 დაშავდა სამხედრო ძალებისა და პოლიციის წარმომადგენელთა ქმედებების შედეგად.

კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც „პოლიციისა და სამხედრო ძალების ის წევრები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და პროფესიული სტანდარტები, იდენტიფიცირებულ უნდა იქნა დაუყოვნებლივ და დაექვემდებარონ შესაბამის სანქციას“. Amnesty International-ის მიხედვით, საკითხზე 2019 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა.

2019 წლის 14-დან 16 იანვრის ჩათვლით, „ზიმბაბვეს პროფესიულ კავშირთა კონგრესმა“ გამოაცხადა სამდღიანი საპტროტესტო გაფიცვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მნანგაგვამ დაანონსა საწვავის ფასზე 150 %-იანი ზრდა. აღნიშნულის გამო, ზიმბაბვეს არაერთ რეგიონში მათ შორის – ჰარარესა და ბულავაიში, დისლოცირებული იქნა პოლიციისა და სამხედრო ძალების არაერთი შენაერთი. წყაროთა ცნობით, ზიმბაბვეს არმიის უნიფორმებში გამოწყობილმა პირები და პოლიცია ახორციელებდა „სისტემატური ხასიათის წამებას“ და ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ MDC პარტიასთან დაკავშირებული პირები. პოლიციის წარმომადგენლებმა ასევე დააკავეს 3 პარლამენტის წევრი პარტია MDC Alliance-დან „საჯარო ძალადობის პროვოცირების“ ბრალდებით. 17 იანვარს მათ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, ხოლო 21 იანვარს, MDC პარტიის კიდევ 12 პარლამენტარი დააკავეს.[2]

სოციალურ ქსელ Facebook-ში პარტიის ოფიციალური გვერდის მიხედვით, პარტიის ცენტრალური ოფისის მისამართია – No. 11 Creswick Ave, Hillside Harare, Zimbabwe. ასევე, მოცემულია პარტიის ლოგო – გაშლილი ხელის მტევანი.

[3]

პარტია MDC წევრთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ 2020 წლის 14 დეკემბერს მომზადებული კვლევაში ზიმბაბვეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია თიჩაონა მუთემას ვინაობის, მისი პოლიტიკური აქტივობისა და მისი მმართველ პარტიასთან დაპირისპირების (მიზეზების) შესახებ, არ იძებნება.

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT ZIMBABWE; published on 19 December 2019; available at

[accessed 11 December 2020]

[2] Immigration and Refugee Board of Canada – Zimbabwe: Movement for Democratic Change (MDC), including political status, organizational structure, leadership, activities, relationship with other political parties, and membership cards; treatment of MDC members by authorities (2017-May 2019); published on 11 June 2019; available at

[accessed 11 December 2020]

[3] Facebook Page of MDC; available at https://www.facebook.com/movementfordemocraticchange/ [accessed 11 December 2020]

ირანი. ინფორმაცია ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის შესახებ. ოქტომბერი, 2020

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია KDPI [PDKI] 1947 წლის 16 აგვისტოს, ირანის ქურტისტანში, მაჰაბადში დაარსდა. KDPI დემოკრატიულ-სოციალისტური პარტიაა და საერთაშორისო სოციალისტური გაერთიანების წევრია. პარტია პრაქტიკულად გაუქმდა, როდესაც 1966-67 წლებში ქურთები აჯანყება ჩაახშეს. 1973 წლის შემდეგ, როდესაც დოქტორი აბდ არ-რაჰმან ქასემლუ პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს, პარტიამ ფუნქციონირება განაახლა. 1984 წლის შემდეგ პარტია ერაყში იყო დაფუძნებული. 1992 წლის 17 სექტემბერს პარტიის ლიდერი (გენერალური მდივანი) მუსტაფა ჰედირი გახდა, რომელიც დღემდე პარტიის ლიდერია. KDPI იყო ყველაზე დიდი და კარგად ორგანიზებული ქურთული ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ირანში ქურთისტანის ავტონომიისთვის იბრძოდა. KDPI დიდი ხნის მანძილზე ირანის მმართველი რეჟიმის მხრიდან თავდასხმის ობიექტი იყო. პარტიამ 2016 წლის თებერვალში სამხედრო კამპანიის განახლების შესახებ განაცხადა. წყაროები 2018 წელს, ირანის ხელისუფლების მიერ, ერაყის ჩრდილოეთით, KDP-I-ის ბაზაზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას.

წყაროების ცნობით, KDPI პარტიაში გაწევრიანებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი 18 წელია. იმ შემთხვევაში თუ პირი 18 წლამდე ასაკისაა, მას შეუძლია ახალგაზრდული ორგანიზაციის (Lawan) წევრი გახდეს. თუ პირს ირანში სურს, გახდეს KDPI პარტიის წევრი, უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ქსელს და განაცხადოს გაწევრინების სურვილის შესახებ. პარტიასთან კავშირის სამი ფორმა არსებობს – პირი შეიძლება იყოს წევრი, მხარდამჭერი და „მეგობარი“. პარტიის წარმომადგენლობა პარიზში განმარტავს, რომ პარტიის წევრები ქსელური სისტემით არიან ორგანიზებულნი. თითოეული ქსელი ერთ ან მეტ წევრს მოიცავს. KDPI პარტიის მეგობრები არიან პირები, ვინც მონაწილეობს სხვადასხვა საქმიანობაში, რომელიც პარტიის მიერ იგეგმება – დემონსტრაციები, გაფიცვები, სტატიების მომზადება ქურთების მდგომარეობის შესახებ ირანში და ა.შ. KDPI პარტიის მეგობრები ყოველთვის ქურთული ეთნოსის ხალხი არ არიან.

ზოგადად, KDPI არ გასცემს საიდენტიფიკაციო მოწმობას თავისი წევრებისთვის ირანში. საიდენტიფიკაციო მოწმობები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემა პარტიის ცენტრალურ ოფისში, ხოისანიაკში, ირანის ქურთისტანის რეგიონში; მაგალითად, როდესაც პარტიის წევრი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადადის და საჭიროა მისი, როგორც პარტიის წევრის იდენტიფიცირება. პარტია ითხოვს, რომ იდენტიფიცირების შემდეგ, მოწმობა უნდა დაბრუნდეს პარტიის ოფისში როდესაც, მაგალითად, პირი აპირებს ევროპაში მოგზაურობას. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ წესს არ იცავს და ხანდახან ბარათის მფლბელები ბარათებს თან იტოვებენ, რაც პარტიის წესების წინააღმდეგ მოქმედებაა. წყაროების ცნობით, პარტიის წარმომადგენლობა პარიზში ახდენს ინფორმაციის გადამოწმებას პირის წევრობის ან მხარდამჭერობის შესახებ. მაგალითად, მესამე ქვეყნის თავშესაფრის საკითხთა ინსტიტუციას შეუძლია მიმართულ პარტიის პარიზის წარმოამდგენლობას  კითხვით, ესა თუ ის პირი არის თუ არა KDPI პარტიის წევრი ან მხარდამჭერი. პარიზის ოფისი უკავშირდება პარტიის ცენტრალურ ოფისს ირანის ქურთისტანის რეგიონში და ადგენს კონკრეტული პირის სტატუსს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება პირის პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, პარიზის ოფისი ამზადებს სარეკომენდაციო წერილს, სადაც ფრანგულ ენაზე წერს, ესა თუ ის პირი KDPI პარტიის წევრია თუ მხარდამჭერი. აღნიშნული წერილი ფაქსის საშუალებით ეგზავნება მომთხოვნი ქვეყნის თავშესაფრის საკითხთა ინსტიტუციას. სარეკომენდაციო წერილი არასდროს გადაეცემა პირს პირადად.[1]

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი 2020 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ KDPI პარტია 2006 წელს გაიყო. ქურთისტანის დემოკრატიული პარტია – ირანი KDP-I ირანული ქურთული ოპოზიციური პარტიაა, რომელიც KDPI პარტიას გამოეყო. KDP-I პარტიის ცენტრალური ოფისი და პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი ინსტიტუციური ორგანო და წევრები დაფუძნებულები არიან დევნილობაში, ჩრდილოეთ ერაყში. 1996 – 2015 წლებში ქურთისტანის დემოკრატიული პარტია იცავდა მშვიდობას, თუმცა 2015 წლიდან მათ განაახლეს შეზღუდული სამხედრო საქმიანობა ირანის შიგნით. მიუხედავად ამისა, პარტია ძირითადად სამოქალაქო აქტივობებითაა დაკავებული, როგორიცაა ირანის ქურთისტანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, დემონსტრაციები და გაფიცვები. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა ირანში, შესაძლოა, პირისთვის ხანგრძლივი ვადით პატიმრობის ან სასიკვდილო განაჩენის მომტანი გახდეს.[2]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მათ, ვისაც პარტიაში გაწევრიანება სურს, პირველ რიგში პარტიის მიზნებისა და პრინციპების ერთგულება მოეთხოვებათ. პირი უნდა იყოს 18 წლის ასაკის და ირანული ქურთული წარმოშობის; გარდა ამისა, მათ რეკომენდაციას უნდა უწევდეს პარტიის ორი მოქმედი წევრი და ასევე, მათ უნდა გადაიხადონ ყოველთვიური საწევრო გადასახადი. პარტიაში გაწევრიანების პროცედურა ერთნაირია როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის.

ირანის ქურთიტანის რეგიონში პარტიის ყველა წევრ ფლობს წევრობის დამატასტურებელ ბარათს. წევრის ბარათი საკრედიტო ბარათის ზომისაა და მასზე ორივე მხრიდან დატანილია ტესტი. წევრის ბარათი, რომელიც გაიცემა სრული განაკვეთის პროფესიონალ წევრებზე, ლურჯი ფერისაა, ხოლო რიგითი წევრებისთვის გაცემული ბარათები ყვითელი ფერის. პარტიის წევრებისთვის, რომლებიც პარტიის ბანაკს მიღმა ცხოვრობენ, ასევე ყვითელი ფერის ბარათები გაიცემა. ყვითელი ბარათები გაიცემა ასევე პარტიის სამხედრო ფრთის (პეშმერგა) წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ერთი წლის შემდეგ იღებენ იგივე ბარათს, რასაც მაღალი დონის პროფესიონალი წევრები ატარებენ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საიდუმლო წევრები, რომლებიც ირანში ცხოვრობენ, წევრობის ბარათს არ ფლობენ.

წყაროების ცნობით, პარტია გასცემს სარეკომენდაციო წერილს, თუმცა აღნიშნული წერილი არ გადაეცემა პირადად თავშესაფრის მაძიებელს, არამედ ეგზავნება თავშესაფრის საკითხთა ინსტიტუციას ან პირის კანონიერ ადვოკატს ამა თუ იმ ქვეყანაში. ყველა წევრს, ცენტრალურ ოფისში, აქვს დაწერილი დოკუმენტი, რომელიც აღწერს თავშესაფრის მაძიებლის მდგომარეობას. მაგალითად, თუ პარტიის წევრი აპირებს თავშესაფარი მოითხოვს რომელიმე ქვეყანაში, მან უნდა მიმართოს პარტიის ადგილობრივ ოფისს, რომელიც უკავშირდება შემდეგ ცენტრალურ ოფისს და თხოვს სარეკომენდაციო წერილის გაცემას. წერილი მიღება პარტიის მხარდამჭერებსაც შეუძლიათ, იმ შემთხვევაში თუ პარტია მიიჩნევს, რომ მხარდამჭერს ქვეყნის დატოვება პოლიტიკური საქმიანობის გამო უწევს. ასეთ შემთხვევაში, წერილში ხდება იმის დაკონკრეტება, რომ პირი პარტიის მხარდამჭერია და არა წევრი.[3]

ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრთა მიმართ დამოკიდებულება

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის ქურთულ რაიონებში, პირები, ვინც ეჭვმიტანილები არიან KDPI პარტიასთან, კომალასა და ხაბატის ჯგუფებთან კავშირში, ხშირად იბარებენ უსაფრთხოების სამსახურებში. პირები, ვინც კულტურულ ღონისძიებებს გეგმავს, ასევე შეიძლება მათ რიცხვში აღმოჩნდნენ. წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს არაა სტანდარტული კონტროლი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ ხელისუფლების მეთოდია, ზეწოლა განახორციელონ ხალხზე და უჩვენონ მათ, რომ მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. მიიჩნევა, რომ სისტემის სამიზნეს წარმოადგენენ, აღნიშნული ჯგუფების როგორც დადასტურებული წევრები, ასევე მათი ოჯახის წევრებიც, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. წყაროების ცნობით, ხელისუფლება, კონკრეტული პირის მოძებნისა თუ მასზე ზეწოლის მიზნით, ხშირად პირდაპირ ოჯახის წევრებთან მიდის. ბოლო პერიოდი სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია აღნინული ჯგუფების წევრების ოჯახებზე ზეწოლის შესახებ. წყაროების ინფორმაციით, თუ პირს ბროშურას უპოვიან, უმეტეს შემთხვევაში მას დააპატიმრებენ, სავარაუდოდ აწამებენ და აიძულებენ იმ ჯგუფის წევრობის აღიარებას, ვისაც ნაპოვნი ბროშურა ეკუთვნის. პირს ხუთ-წუთიან სასამართლოზე გამოუტანენ განაჩენს და ჩასვამენ ციხეში. ნებისმიერი ქმედება, დაკავშირებული ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასთან, საუბარიც კი ქურთების უფლებებსა და გამოწვევებზე, შესაძლოა პრობლემის წარმომშობი იყოს. ის, ვინც ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიაზე პირდაპირ საუბრობს, რეჟიმის თავლთახედვის არეშია; პირი, ვინც ქურთების უფლებებზე საუბრობს, ზოგადად საფრთხის ქვეშ არის. ქურთული პარტიოტიზმი, რომელიც ბოლო წლებში შუა აღმოსავლეთში გავრცელდა, შესაძლოა ირანსაც მისწვდეს და სწორედ ამის ეშინია რეჟიმს ირანში. ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრებს, დაპატიმრების შემთხვევაში, 2-დან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თავშესაფრის მაძიებლების ცნობით, წინასწარი დაკავებისას ისინი ხდებიან წამების მსხვერპლი და მათგან ითხოვენ პარტიის წევრობის აღიარებას და ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის სხვა წევრების დასახელებას. წყაროები ასევე საუბრობენ პარტიის წევრების მიმართ დისკრიმინაციის, დაპატიმრებებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტების შესახებ.[4]

[1] UK Home Office: Country Policy and Information Note Iran: Kurds and Kurdish political groups, January 2019

 (accessed on 12 October 2020)

[2] Landinfo – Norwegian Country of Origin Information Centre: Iran; Kurdistan Democratic Party – Iran (KDP-I), 19 May 2020

 (accessed on 12 October 2020)

[3] UK Home Office: Country Policy and Information Note Iran: Kurds and Kurdish political groups, January 2019

 (accessed on 12 October 2020)

[4] UK Home Office: Country Policy and Information Note Iran: Kurds and Kurdish political groups, January 2019

 (accessed on 12 October 2020)

ბანგლადეში. პოლიტიკური პარტიის “ჯამაათ-ე-ისლამი” წევრების ოჯახის წევრთა მდგომარეობა. აგვისტო, 2020

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს რელიგიურ მოტივებზე დაფუძნებულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ისლამისტური პარტია – Jamaat-e-Islami კვლავ ვერ იღებდა მონაწილეობას 2014 და 2018 წლების არჩევნებში. მიუხედავად ამისა, პარტიის წევრები, ზოგჯერ, კენჭს იყრიდნენ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები. ქვეყანაში მოქმედებს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალი“, რომელიც 2010 წელს პრემიერ-მინისტრ ჰასინას მიერ დაფუძნდა და რომლის მიზანიცაა 1971 წელს, ბანგლადეშის პაკისტანისგან დამოუკიდებლობის ომის დროს პირთა მიერ  ომის დანაშაულების ჩადენის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება. ტრიბუნალის მიმართ არსებობდა კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მიიჩნეოდა, რომ მისი ფუნქია იყო ჰასინას პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი – Jamaat-e-Islami-ს წევრების დევნა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის აქტივისების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ჰქონდა ადგილი.  პარტია Jamaat-e-Islami-ის წევრები და ლიდერები ვერ ახორციელებდნენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, სამართალდამცავების მხრიდან დევნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ბანგლადეშის მთავრობის  ამოღებულია ქვეყანაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიათა სიიდან და, შესაბამისად, კანდიდატებს აკრძალული აქვს პარტიის სახელით არჩენებში მონაწილეობა, მისი ლიდრების და წევრების კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები, კვლავ უსამართლოდ იზღუდებოდა.[2]

Human Rights Watch 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა ბანგლადეშის მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ სტუდენტის სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 21 წლის სტუდენტი – აბრარ ფაჰადი ბანგლადეშის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ოთახში დაიბარეს, რომელიც სტუდენტებში ცნობილი იყო, როგორც „საწამებელი საკანი“. ოთახს განკარგავდნენ მმართველი პარტია Awami League-ის სტუდენტური ფრთის – Chhatra League წევრები. რამდენიმე საათის შემდეგ, ფაჰადი მკვდარი იპოვეს.

Chhatra League-ს გენერალური მდივნის მოადგილმე განაცხადა, რომ სტუდენტთა ჯგუფი ფაჰადს ისლამისტური პარტია Jamaat-e-Islami-ის ახალგაზრდული ფრთის – Chhatra Shibir-თან კავშირის გამო კითხავდნენ. მისი თქმით, მათ იპოვეს ფაჰადის Chhatra Shibir-თან კავშირის დამადასტურებელი „მტკიცებულება“ მის Facebook პოსტებში.[3]

Amnesty International 2020 წლის 17 მარტით დათარიღებულ ღია წერილში მიმართავდა ბანგლადეშის ხელისუფლებას და სთხოვდა მას, გაეუქმებინა პარტია Jamaat-e-Islami-ის ერთ-ერთი ლიდერის – ATM Azharul Islam-ის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. წერილის მიხედვით, ისლამი 2014 წელს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალმა“ დამნაშავედ ცნო 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომის დროს ჩადენილ მკვლელობებსა და გენოციდში. მას იმავე გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო დივიზიამ, 2019 წლის 31 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა ისლამის სააპელაციო სარჩელიდა ძალაში დატოვა ტრიბუნალის განაჩენი. ხოლო, ბანგლადეშის მთავრობამ საპატიმროს ადმინისტრაციას განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ წერილი 2020 წლის  16 მარტს გაუგზავნა. შესაბამისად, ისლამი არის სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე. ორგანიზაცია მოუწოდებს ბანგლადეშის პრეზიდენტს, გააუქმოს სასიკვდილო განაჩენი და პატისი სცეს სამართლაინი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.[4]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია  ბანგლადეშში პარტია Jamaat-e-Islami-ის წევრების, ასევე მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მასობრივი დევნის და უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება. ასევე არ იძებნება ინფორმაცია პარტიის წევრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ.

[1] Freedom House – Freedom in the World 2020 – Bangladesh; published in March 2020; available at

[accessed 31 July 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Bangladesh; published in March 2020; available at

[accessed 31 July 2020]

[3] Human Rights Watch – Bangladesh Ruling Party Activists Kill Student after Facebook Post; published in October 2019; available at

[accessed 31 July 2020]

[4] Amnesty International – “Urgent Action – POLITICAL LEADER AT IMMINENT RISK OF EXECUTION” ; published on 17 March 2020; available at

[accessed 31 July 2020]

პაკისტანი. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “მუსლიმური ლიგა” შესახებ. აგვისტო, 2020

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “მუსლიმური ლიგა” შესახებ – მედია საშუალება Dawn მიხედვით, პოლიტიკური პარტია Pakistan Muslim League (Nawaz) 1993 წელს დააფუძნა ცნობილმა პოლიტიკოსმა და პაკისტანის 3-გზის პრემიერ-მინისტრმა – ნავაზ შარიფმა. სტატიის მიხედვით, პარტიის იდეოლოგია კონსერვატიულ, მემარჯვენე და ნაციონალისტურ მოტივებზეა აგებული, თუმცა, უკანასკნელ ხანებში, ის თანდათან უფრო დაშორდა რელიგიურ-კონსერვატიზმს და შედარებით უფრო ცენტრისტულ ნარატივზეა გადასული. ეკონომიკური თვალსაზრისით, პარტია მხარს უჭერს თავისუფალ ბაზარს და პაკისტანის მზარდ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. PML (N) ასევე ემხრობა მეგობრული ურთიერთობების აღდგენას ინდოეთთან, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გააძლიეროს ეკონომიკა. პარტიის სათავო ოფისი მდებარეობს ლაჰორიში. პარტიის ლოგო – [1]

პორტალ Urdupoint-ის მიხედვით, Pakistan Muslim League (Nawaz) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ პარტიას პაკისტანში. პარტია რეგისტრირებულია პაკისტანის საარჩევნო კომისიაში აბრევიატურით PML (N) და მისი საარჩევნო სიმბოლო არის ლომი. პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტია მიან მუჰჰამად შეჰბაზ შარიფი (დამაარსებლის – ნავაზ შარიფის ძმა). პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები და ლიდერები არიან: ნავაზ შარიფი; კალსოომ ნავაზ შარიფი; მოჰამმად თალალ ჩოუდჰარი; მამნოონ ჰუსსაინი და იშაქ დარი.[2]

რაც შეეხება პარტიის წარმოშობის ისტორიას, პორტალ Globalsecurity მიხედვით, PML (N)-ის ფესვები 1906 წელს დაარსებულ “სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგაში“ უნდა ვეძებოთ. აღნიშნული პარტია, თავის დროზე ინდოელი მუსლიმების ინტერესების დასაცავად შეიქმნა და სწორედ მისი და მისი ლიდერების მიღწევაა პაკისტანის დამოუკიდებლობაც. პარტია 1958 წელს სხვადასხვა მიზეზთა გამო დაიშალა. 1962 წელს გენერელმა და პაკისტანელმა პოლიტიკოსმა, აიუბ ხანმა დაარსა პარტია სახელწოდებით „Pakistan Muslim League“ ხოლო მეორე პაკისტანელმა პოლიტიკოსმა – Muhammad Khan Junejo-მ ასევე შექმნა პარტია –  Pakistan Muslim League (J). სწორედ ამ უკანასკნელი პარტიის მემკვიდრეა PML (N) პარტიაც, კერძოდ, 1993 წელს, ჯუნეჯოს გარდაცვალების შემდგომ, პარტის სათავეში ჩაუდგა მიან ნავაზ შარიფი და მას ეწოდა Pakistan Muslim League (Nawaz)

დაარსების დღიდან, პაკისტანის ხალხთა პარტიასთან (PPP) ერთად, PLM (N) დომინირებდა პაკისტანის პოლიტიკაში და წარმოადგენდა წამყვან პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, 1999 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სათავეში მოვიდა გენერალი პერვაზ მუშარაფი და მის მიერ მხარდაჭერილი, PLM (N) პარტიიდან გამოყოფილი სუბ-პარტია – Pakistan Muslim League (Quaid). თითქმის ათწლიანი წარუმატებლობის შემდგომ, 2008 წელს  PLM (N)კვლავ მოიპოვა ამომრჩეველთა მხარდაჭერა და პარლამენტში შევიდა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. ხოლო 2013 წელს გაიმარჯვა არჩევნებში და დაბრუნდა, როგორც მმართველი ძალა, ასმათანავე – პარტიის ლიდერი, ნავაზ შარიფი რეკორდული მესამე ვადით აირჩიეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრად. პარტიის მთავარი დასაყრდენია პენჯაბის პროვინცია, სადაც 1985 წლის შემდგომ, ექვსჯერ დააკომპლექტა მთავრობა..[3]

პაკისტანის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, PML (N) წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, რომლის წევრებიც პარლამენტის ქვედა პალატაში 83 მანდატს ფლობენ (სულ 342 მანდატია). პარტიის პრეზიდენტს – მიან მუჰჰამად შეჰბაზ შარიფს უკავია ოპოზიციის ლიდერის თანამდებობა პარლამენტში.[4]

ინფორმაცია პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი სხვადასხვა წყაროებში, არ იძებნება.

პარტიის წევრების და მხარდამჭერების მდგომარეობა?

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა,  რომ ზოგჯერ ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან მედია საშუალებებზე ზეწოლას, რათა შეეწყვიტათ ოპოზიციის ლიდერებთან ინტერვიუები. მაგალითად, 11 ივნისს, ინტერვიუ ოპოზიციისა და „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) ლიდერთან – მერიამ ნავაზთან, გასვლისთანავე შეწყდა და სატელევიზიო სიგნალი გაწყდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებიც მთავრობის მიერ აღქმულნი იყვნენ, როგორც PML (N) პარტიის მხარდამჭერი, დისტრიბუციის კუთხით გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებოდნენ. მედია საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან მედია საშუალებებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რომლის მიზანიც იყო თავი შეეკავებინათ ისეთ საკითხებზე რეპორტაჟების და გადაცემების მომზადებისგან, რომლებიც PML (N) პარტიის ლიდერებს პოზიტიური კუთხით წარმოაჩენდა.[5]

Freedom House პაკისტანის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი ორი მთავარი პარტიის – „პაკისტანის ხალხთა პარტია“ (PPP) და „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) როგორც მაღალი ეშელონების  ლიდერთა, ასევე –  მათი მხარდამჭერი ზოგიერთი აქტივისტის მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლისსამართლბრივი საქმეების აღძვრას. ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: კორუფცია; მედია რეგულაციების სავარაუდო დარღვევა და არაავტორიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა, ბრალი დასდეს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და PML (N) პარტიის დამფუძნებელს – ნავაზ შარიფს; მის ქალიშვილს – მერიამ ნავაზს;  მის ძმასა და პენჯაბის ყოფილ მთავარ მინისტრს – შაჰბაზ შარიფს; ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს – შაჰიდ ხაქან აბბასის და ქვეყნის ყოფილს პრეზიდენტსა და PPP პარტიის ლიდერს – ასიფ ალი ზარდარის. მათ გასული წელი სასამართლოში,  საპატიმროში თუ სასაამრთლოს მიერ ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში გაატარეს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა 2018 წლის საარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებული ზეწოლის გაგრძელებას, რომლის დროსაც სასამართლომ, ბუნდოვანი ბრალდებების ფონზე, სამუდამოდ აუკრძალა ნავაზ შარიფს პოლიტიკური მოღვაწეობა და, შედეგად, მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი PML (N) პარტია.[6]

მედია საშუალება “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFE/RF) 2020 წლის 26 თებერვლის სტატიაში წერდა, რომ ქვეყნის განსაკუთრებით ცხელ ზონად მიჩნეულ, ჩრდილო-დასავლეთით რეგიონში მდებარე ქალაქ მინგორაში, ჩაცხრილეს „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N))  ადგილობრივი ლიდერი – ჯავედულლაჰ ხანი. მისი ბიძაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან მოყოლებული მათი ოჯახის 15 წევრია მოკლული. „ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, სახელწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დაგვიცვას“ – განაცხადა მან ინტერვიუში.

ჯავედულლაჰ ხანი ხიბერ პახტუნტხვას რეგიონის ანტი-ტერორისტული SWAT ჯგუფის მეთაურად ახლახანს იყო დანიშნული.[7]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია  პაკისტნაში პარტია „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (ნავაზ)“ (PML (N)) წევრების, ასევე მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული მასობრივი დევნის ან/და უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება.

[1] Dawn.com – Pakistan Muslim League (Nawaz); available at https://www.dawn.com/news/1404808 [accessed 18 August 2020]

[2] UrduPoint  – Pakistan Muslim League (N); available at https://www.urdupoint.com/politics/party/pakistan-muslim-league-n-9.html [accessed 18 August 2020]

[3] GlobalSecutiry.com – Pakistan Muslim League (Nawaz) – PML (N); available at https://www.globalsecurity.org/military/world/pakistan/pml.htm [accessed 19 August 2020]

[4] Official Web page of National Assembly of Pakistan –PML (N) Seats Distribution; available at   http://na.gov.pk/en/members_listing.php?party=122 [accessed 18 August 2020]

[5] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published on 11 March 2020; available at

[accessed 19 August 2020

[6] Freedom House – Freedom in the World 2020 – Pakistan; published in  March 2020; available at

[accessed 19 August 2020]

[7] RFE/RF – article “Member Of Anti-Militant Group Killed In Northwestern Pakistan; published in February 2020; available at

[accessed 19 August 2020]

ინდოეთი. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” შესახებ. აგვისტო, 2020

ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” შესახებ (დაარსება, ლიდერები, იდეოლოგია, პოლიტიკური პოზიცია, დროშა, მიზნები, წევრობის დოკუმენტი და ა.შ. – კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ“ (SAD) წერს, რომ აღნიშნული სახელით ორი განსხვავებული პარტია ოპერირებს: 1. შირომანი აკალი დალ (ბადალი), პარკაშ სინგჰ ბადალის ხელმძღვანელობით და 2. შირომანი აკალი დალ (არმიტსარ), რომელსაც სიმრანჯიტ სინჰ მანნი მეთაურობს.

შირომანი აკალი დალ (ბადალი) (SAD(B)) – წყაროთა ინფორმაციით, პარტიის ამჟამინდელი ლიდერი არის სუკჰბირ სინგჰ ბადალი, რომელიც არის პარკაშ სინგჰ ბადალის შვილი. ის 2008 წელს აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად, ხოლო მისი მამა იმავე წელს გახდა პარტიის „მფარველი“.

წყაროთა ცნობით, პარტიამ 2017 წლის თებერვლის ასამბლეის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო „ბჰარიტია ჯანატა პარტია“-სთან (BJP) ერთად. პარტიათა ალიანსმა 117 საერთო მანდატიდან 18 მოიპოვეს, რომელთაგან 15 SAD-ის წევრებმა მიიღეს, ხოლო 3 – BJP-ის.

სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ SAD (B) პარტია წინა 2 ვადის ანუ 10 წლის  განმავლობაში პენჯაბის ასამბლეის უმრავლესობას და, შესაბამისად, მმართველ პარტიას წარმოადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, SAD (B) პარტია პარკაშ სინგჰ ბადალის ლიდერობით, „ სიკჰების ეთნო-რელიგიური იდეოლოგიურისაფუძვლის მქონე უბრალო პოლიტიკური მოძრაობიდან გადაიქცა სრულყოფილ “საარჩევნო პარტიად”. 1996 წელს ერთ-ერთი კონფერენციის დროს, პარტიამ გამოხატა მიზანი და მხარდაჭერა იდეისადმი, რომ „პენჯაბში არსებობდეს რეგიონალური ნაციონალიზმის კულტურა, მიუხედავად რელიგიური განსხვავებებისა”. შედეგად, მათ ნება მისცეს ჰინდუსს მოსახლეობას, გამხდარიყვნენ პარტიის წევრები. პარტიის მიზანი გახდა „თანასწორობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძვნებული მმართველობა“. ინდოეთის პოლიტიკური პროცესების სპეციალისტის და ასისტენტპროფესორ ჯუგდეპ სინგჰ ჩიმას აზრით, პარტიამ შეითავსა უფრო ზომიერი პოლიტიკური იდეოლოგია და „რელიგიურ-ეთნიკური პარტიიდან“ გადაიქცა „მულტი-ეთნიკურ პენჯაბის პარტიად“.მედია საშუალება The India Express ცნობით, SAD (B) პარტიამ, იმისთვის, რომ თავი წარმოეჩინა, როგორც სეკულარული პარტია, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საფინანსო მდივნის თანამდებობებზე 3 ინდუსი პირი დანიშნა.

ინტერნეტ გვერდი Elections.in მიხედვით, SAD (B) არის ულტრა მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტია, რადგან „ის გულისხმობს, რომ რელიგია და პოლიტიკა სინონიმური ცნებებია და ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია“. თუმცა, ამის საპირისპიროდ, კვლევით დირექტორატთან საუბრისას ზემოხსენებულმა ასისტენტ პროფესორმა ჩიმამ განაცხადა, რომ „პარტია არა ულტრა მემარჯვენე, არამედ უფრო ზომიერი სიკჰური პარტიაა, რომელიც ცდილობს ჰინდუსი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ზოგადად “პენჯაბურ რეგიონალურ პარტიად” გარდაქმნის გზით“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მართალია, SAD (B) სიკჰების ნაციონალისტური პარტია იცავს სიკჰების ინტერესებს, მაგრამ ის არ არის სეპარატისტული იდეოლოგიის. იმავე წყაროს ცნობით, პარტია მხარს უჭერს სიკჰების „ფართო, ინდურ იდენტობას“და, ასევე, ინდოეთის მთლიანობას.

რაც შეეხება წევრების მიმართ დამოკიდებულების კუთხით მდგომარეობას, SAD (B) ოფიციალური, რეგისტრირებული პარტიაა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ინდოეთის ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, პარტიის წევრების მიმართ არ ფიქსირდება „პოლიტიკური დევნის“ ფაქტები. თუმცა, რახან ისინი მხარს უჭერენ სიკჰების სახელმწიფოს იდეას, მათ მიმართ მოპყრობა შეიძლება იყოს „განსხვავებული“. მაგალითად, იყო „არაერთი“ შემთხვევა, როდესაც პარტიის წევრები „დროებით დაკავებას“ დაუქვემდებარეს.

მედია საშუალება The Tribune ცნობით, 2018 წლის 15 იანვარს SAD (B) ლიდერები და წევრები დააკავეს ქალაქ პიატალაში დემონსტრაციის დროს. დემონსტრანტებს სურდათ სარჩელის შეტანა პარტია „კონგრესი“-ს ლიდერ ჰარინდერპალ სინგჰის წინააღმდეგ „პარტიის წევრებში შუღლის სავარაუდო გაღვივების“ ბრალდებით. პოლიციამ ისინი გაათავისუფლა „დაახლოებით საათნახევრის შემდეგ“ და უფლება მისცა, გაეგრძელებინათ დემონსტრაცია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 მარტს SAD (B) და BJP პარტიის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის სუკჰბირ სინგჰ ბადალი დააკავეს, როდესაც საპროტესტო დემონსტრაცია ძალადობრივ მარშად გადაიქცა. პარტიის ლიდერები მოუწოდებდნენ აქტივისტებს, რომ დაეცვათ დისციპლინა და „არ მიემართათ ძალადობისთვის“, თუმცა, მათი მოწოდება უშედეგო გამოდგა.

ინდოეთის საარჩევნო კომისიის მიხედვით, პარტიის სიმბოლოს წარმოადგენს ორივე მხარეს გაწონასწორებული სასწორი, რომელიც „როგორც წესი, გამოსახულიამოლურჯო-მოშავო ოთხკუთხედ დროშაზე“.

შირომანი აკალი დალ (ამრიტსარ) (SAD (A)) – მსოფლიოს პოლიტიკური სახელმძღვანელოს 2016-2017 წლის გამოშვების მიხედვით, SAD (A) პარტია ჩამოყალიბდა 90-იანიწლების შუა ხანებში სიმრანჯჰიტ სინგჰ მანნის მიერ, რომელსაც სახელმძღვანელო ახასიათებს, როგორც „რადიკალს“. 2017 და 2018 წლების მდგომარეობით, წყაროების ინფორმაციით, პარტიის ლიდერი კვლავ მანნი არის.

მსოფლიოს პოლიტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, პარტია ასევე ცნობილია სახელით SAD (M). იმავე წყაროს ინფორმაციით, 2013 წლის მარტში პენჯაბის ერთ-ერთი რეგიონ – მალვაში არსებული SAD (A)-ს წარმომადგენლობა და ადგილობრივი ლიდერები შეუერთდნენ SAD (B) პარტიას.

პარლამენტში წარმომადგენლობის კუთხით სიტუაცია შემდეგია: პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის პენჯაბის ასამბლეის არჩევნებში, იბრძოდა 54 მანდატისთვის, თუმცა, საბოლოოდ ვერც ერთი ვერ მიიღო. წყაროთა ინფორმაციით, პარტიას არჩვენები არ მოუგია 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც მანნი აირჩიეს პარლამენტის წევრად.

რაც შეეხება პარტიის იდეოლოგიას და მიზნებს, წყაროები უთითებენ, რომ SAD (A) იბრძვის ხალისტანის ანუ სიკჰთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის.  მედია საშუალება Asian News International ცნობით, 2014 წელს მანნმა განაცხადა, რომ „აუცილებელია ხალისტანის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც შეასრულებს ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბუფერული სახელმწიფოს ფუნქციას“.

ასისტენტ პროფესორი ჩიმას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მხარს უჭერს ხალისტანის დამოუკიდებლობას, ის არის „არა-ძალადობრივი სეპარატისტული პარტია“ და აღნიშნული მიზნის მიღწევას ცდილობს პოლიტიკური გზებით.

მედია საშუალება Hindustan Times-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ხალისტანისთვის ბრძოლის იდეა „საჯარო სივრციდან ნელ-ნელა გაქრა“ და მანნმა დაკარგა ის ფართო მხარდაჭერა, რომლითაც სარგებლობდა 1980-1990-იან წლებში.

პროფესორმა ჩიმამ კვლევით დირექტორატთან სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა, რომ SAD (A) პარტიასა და SAD (B) პარტიას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რადგან პირველს უკანასკნელი სიკჰი ხალხის პოლიტიკური ინტერესების „ზედმეტად სუსტ“ დამცველად მიაჩნია. SAD (A)-ს აქტივისტები ხშირად არეულობას ქმნიან SAD (B) და მისი მოკავშირე BJP პარტიების დემონსტრაციებისას. აღნიშნული არეულობებისას, იყო შემთხვევები, როდესაც SAD (A) პარტიის  აქტივისტები „ცემეს“ ან პოლიციამ დააკავა. ამას გარდა, SAD (A)-ს წევრებს, თავის მხრივ, SAD (B)-ს წევრები და მხარდამჭერებიც „უხეშად ეპყრობიან“.[1]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – „ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ ამრიტსარ“ (SAD (A)) წერდა, რომ წარსულში Shiromani Akali Dal იყო სიკჰთა მთავარი პოლიტიკური პარტია პენჯაბში, თუმცა, 1960-70-იან წლებში დაიშალა რამდენიმე ნაწილად. უშუალოდ Shiromani Akali Dal (Amritsar) 1984 წელს ძირითად პარტიას გამოეყო და დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც მოხდა ოპერაცია „ლურჯი ვარსკვლავი“ (ინდოეთის სპეც. სამსახურების მიერ ამრიტსარში სიკჰთა წმინდა სალოცავზე –  „ოქროს ტაძარზე“ განხორციელებული სპეც. ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო სიკჰური შეიარაღებული ჯგუფის ლიდერის – Jarnail Singh Bhindranwale-სა და მისი მხარდამჭერების იქიდან გაძევება). 1988-94  წლებში პარტია ცნობილი იყო სახლეწოდებით Akali Dal Mann, თუმცა, შემდგომ გადაირქვა სახელი Shiromani Akali Dal (Amritsar)-ად. პარტიის ლიდერი დღემდე არის Simranjit Singh Mann.[2]

პოლიტიკური პარტიის “აკალი დალ” წევრების და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია პარტია „აკალი დალ“ წევრების ან/და მათი ოჯახების მიმართა არსებულ პრობლემებსა  თუ უფლებადარღვევებზე, შედარებით მწირი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ SAD (B) პარტია წარმოადგენს კონსტიტუციურ, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ინდოეთის მთლიანობას, ზემოხსენებული ანგარიშის მიხედვით, მისი წევრები „პოლიტიკურ დევნას“ არ ექვემდებარებიან. რაც შეეხება SAD (A)-ს, მათი მდგომარეობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან ისინი მხარს უჭერენ სიკჰების სახელმწიფოს – ხალისტანის ინდოეთისგან გამოყოფას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არაერთი SAD (A) წევრი დროებით დაუკავებიათ.[3]

კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით – „ინდოეთი: პოლიტიკური პარტია „შირომანი აკალი დალ ამრიტსარ“ (SAD (A)) წერს, რომ წყაროთა მიხედვით, პირები, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ დამოუკიდებელი ხალისტანის იდეას, პოლიციის მონიტორინგს ექვემდებარებიან. მათ ასევე ხშირად უყენებენ ბრალს ტერორიზმის ბრალდებით, რაც შესაძლებელია რამდენიმე წლიანი წინასწარი პატიმრობით დასრულდეს მანამდე, სანამ შესაბამისი მტკიცებულებების არაარსებობის გამო, საბოლოოდ, გაათავისუფლებენ. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 2019 წლის თებერვალში 3 სიკჰ პირს, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ ინდოეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ Babbar Khalsa International-თან (BKI), უვადო პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ფლობდნენ ხალისტანის მხარდამჭერი ტექსტების შემცველ წიგნებს.

ამას გარდა, წარსულში, პარტიის აქტიური წევრები არაერთხელ დაუკავებიათ „პრევენციული მიზნით“ რომელიმე კონკრეტული დიდი მოვლენის ან აქციის (მაგალითად, ოპერაცია ლურჯი ვარსკვლავის წლისთავის) წინ და დაუქვემდებარებიათ რამდენიმედღიანი თავისუფლების აღკვეთისთვის. თუმცა, წყაროს განმარტებით, SAD (A)-ს წევრების დაკავება ან პოლიციის მიერ მათი არასათანადო მოპყრობა არ არის სისტემატური ან მუდმივი ხასიათის, არამედ – როგორც წესი, პირადი ხასიათის. წყაროს მიხედვით, ზოგადად, ინდოეთში პოლიტიკური მოვლენები ხშირად პირადული ხასიათისაა და პოლიტიკა ხშირად ხდება პირადი შუღლის განხორციელების ინსტრუმენტი. შესაბამისად, ისეთი პარტიების წევრები, რომლებიც ძალაუფლებას არ ფლობენ (მაგ. SAD (A), უფრო მოწყვლად კატეგორიას წარმოადგნენ შესაბამისი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის კუთხით.

ანგარიშში ასევე საუბარია კონკრეტულ ინციდენტებზე, სადაც მონაწილეობდნენ პარტიის წევრები:

  • 2019 წლის 11 დეკემბერს SAD (A)-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის 150-ზე მეტი წევრი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი – ემაან სინგჰ მანნი, დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ გააპროტესტეს „ინდოეთის ბიზნესის სკოლის“ მიერ K.P.S. Gill-ს შესახებ სემინარის გამართვა. პარტიის წევრების აზრით, K.P.S. Gill იყო დამნაშავე და პასუხისმგებელი მთელ რიგ უფლებადარღვევებზე;
  • 2019 წლის 9 დეკემბერს, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, პარტიის წევრებიც გეგმავდნენ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის“ აღნიშვნას ჯამმუსა და ქაშმირის შტატში. თუმცა, ისინი პოლიციამ შტატის ტერიტორიაზე არ შეუშვა;
  • 2019 წლის 6 მაისს ინდურმა მედია საშუალებამ – United News India გაავრცელა ინფორმაცია, რომ SAD (B) და BJP პარტიების მსვლელობისას, მიმდებარე ტერიტორიაზე SAD (A) წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია და შავი დროშები გამოფინეს SAD (B) პრეზიდენტის წინააღმდეგ. შედეგად,  რამდენიმე SAD (A) წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს;  [4]

პოლონეთის უცხოელთა საკითხების ოფისის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების (COI) განყოფილება პოლიტიკური პარტია Shiromani Akali Dal (Amritsar)-ს შესახებ 2020 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ პარტია ზოგადად, პარტია Shiromani Akali Dal 1920 წელს დაარსდა, თუმცა, 1984 წელს მას გამოეყო და ცალკედ პარტიად ჩამოყალიბდა Shiromani Akali Dal (Amritsar). პარტია დღესაც აქტიურადაა ჩართული ინდურ პოლიტიკაში, თუმცა, არ სარგებლობს რაიმე სერიოზული მხარდაჭერით პენჯაბის შტატის მოსახლეობაში. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარტიის ვებ-გვერდი და, ასევე – საზღვარგარეთ სიკჰური დიასპორის წარმომადგენლები, მრავალი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ ცნობებს პარტიის აქტივისტებისა და სხვა სიკჰური ორგანიზაციების მომხრეების მასობრივი დაკავებების შესახებ, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ იძებნება შესწავლილ სხვა წყაროებში.

თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ინდოეთის ხელისუფლება აქტიურად აკვირდება იმ ადამიანებს, ვინც ღიად აფიქსირებენ სეპარატისტულ მისწრაფებებს და მათი კონტროლისთვის იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პრევენციული ხასიათის დაკავება კონკრეტული დემონსტრაციების წინ ან დროებითი დაკავება.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში,სხვა დამატებითი ინფორმაცია პარტია „აკალი დალ“ წევრების ან/და მათი ოჯახების მიმართა არსებულ მასობრივ პრობლემებსა  თუ უფლებადარღვევებზე, არ იძებნება.

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: The Shiromani Akali Dal (SAD) political party, including differences between the SAD (Badal) led by Parkash Singh Badal and the SAD (Amritsar) led by Simranjit Singh Mann; relations with authorities (2016-April 2018), 15 June 2018, IND106096.E, available at: https://www.refworld.org/docid/5b616d634.html [accessed 12 August 2020]

[2] IRB – Immigration and Refugee Board of Canada – “India: The Shiromani Akali Dal (Amritsar) (SAD(A)) [Shiromani Akali Dal (Mann); SAD(M); SAD(Amritsar); Shiromani Akali Dal (Amritsar) (Simranjit Singh Mann)], including origin, structure, leadership, objectives, and activities; requirements and procedures to become a member of the party, including membership cards; treatment of party members and supporters by authorities (2017–June 2020) [IND200258.E]”; published in June 2020; available at

[accessed 26 July 2020]

[3] I Canada: Immigration and Refugee Board of Canada, India: The Shiromani Akali Dal (SAD) political party, including differences between the SAD (Badal) led by Parkash Singh Badal and the SAD (Amritsar) led by Simranjit Singh Mann; relations with authorities (2016-April 2018), 15 June 2018, IND106096.E, available at: https://www.refworld.org/docid/5b616d634.html [accessed 12 August 2020]

[4] IRB – Immigration and Refugee Board of Canada – “India: The Shiromani Akali Dal (Amritsar) (SAD(A)) [Shiromani Akali Dal (Mann); SAD(M); SAD(Amritsar); Shiromani Akali Dal (Amritsar) (Simranjit Singh Mann)], including origin, structure, leadership, objectives, and activities; requirements and procedures to become a member of the party, including membership cards; treatment of party members and supporters by authorities (2017–June 2020) [IND200258.E]”; published in June 2020; available at

[accessed 26 July 2020]

[5] Office For Foreigners (Poland) COI Unit – “Query response on India: The situation of members of the Shiromani Akali Dal party.; published on 15 January 2020; available at

[accessed 12 August 2020]

ბანგლადეში. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის “ჯამაათ-ისლამ” შესახებ. ივლისი, 2020

ინფორმაცია ბანგლადეშის პოლიტიკური პარტიის – ჯამაათ სიბირ / ჯამაათ-ისლამ შესახებ (დაარსება, მნიშვნელოვანი ფიგურები/წევრები, ამჟამინდელი ლიდერები, იდეოლოგია, დროშა, მიზნები, სლოგანი, აქვთ თუ არა წევრობის დოკუმენტი); – აზიის კვლევითი კონსორციუმის ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში „Religion and Politics: A Study of Bangladesh Jamaat-e-Islami“, მკვლევარი უფენდრა კუმარი წერს აღნიშნული პარტიისა და ბანგლადეშის პოლიტიკაში მისი როლის შესახებ. ავტორის მიხედვით, პარტია სახელწოდებით Jamaat-e-Islami 1941 წელს ქ. ლაჰორში (თანამედროვე პენჯაბი, პაკისტანი) დაარსა MawlanaSayyidAbul-AlaMawdud-მა, რომელიც იმ დროინდელი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პოლიტიკური ისლამის მხარდამჭერი იყო. მავდუდის აზრის, ისლამი და პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელი იყო და მას სჯეროდა ისლამური წესებიდსადმი „აბსოლუტური მორჩილების“. 1948 წელს ორგანიზაცია გაიყო ორ ნაწილად Jamaat-e-Islami Hind და Jamaat-e-Islami Pakistan. 1950-იან წლებში, პარტიამ იმდროინდელ აღმოსავლეთ პაკისტანში (თანამედროვე ბანგლადეში) დაიწყო აქტიური მოღვაწეობა. მიუხედავად თავდაპირველი წარუმატებლობისა, 1970 წლის არჩევნებში ის ქვეყანაში მეორე ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია იყო. პარტიის მთავარ პოსპულატს წარმოადგენდა პან-ისლამიზმი და პაკისტანის ერთიანობის მხარდაჭერა.

მას შემდეგ რაც 1971 წელს ბანგალდეშმა პაკისტანისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, პარტიას აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა, რადგან მათი მთავარი მიზანი – „ისლამური სახელმწიფოს დაარსება“ არ იყო თავსებადი 1972 წლის ბანგლადეშის კონსტიტუციის 4 მთავარ პრინციპთან (სეკულარიზმი, ნაციონალიზმი, დემოკრატია და სოციალიზმი). აღნიშნული აკრძალვის გარდა, სისხლისამართლებრივი საქმეები აღიძრა პარტიის იმ ლიდერთა წინააღმდეგ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „1971 წლის ბანგლადეშის გენოციდში“ და გადავიდნენ პაკისტანის მხარეს.

ნაშრომის მიხედვით, 1975 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომ, ბანგლადეშში ზოგადი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ისლამზე ორიენტირებულ პარტიებს კვლავ მიეცათ საშუალება, დაბრუნებოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. შედეგად, 1979 წელს, დჰაკაში, „სასტუმრო ედემის“ შენობაში,  Jamaat-e-Islami Pakistan-ის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა – აბბას ალი ხანონმა დაარსა Jamaat-e-Islami Bangladesh. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის სახელში ფიგურირებდა სიტყვა „ბანგლადეში“, ის მაინც ისლამზე იყო ორიენტირებული და მისი მიზანი არაფრით განსხავდებოდა Jamaat-e-Islami Pakistan-ის მიზნებისგან.

ავტორის მიხედვით, პარტიის იდეოლოგია ეფუძნება ალლაჰის უზენაესობას (განსხვავებით დემოკრატიისგან, რომელიც ხალხის უზენაესობას ეფუძნება) და მისი ძირითადი მიზანია ბანლადეშში ისლამზე ორიენტირებული თეოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. მათ სურთ არსებული პოლიტიკური სისტემის ჩანაცვლება ისლამური სახელმწიფოთი, სადაც პოლიტიკურ და სოციალურ წესებს შარიათი (ისლამური სამართალი) განსაზღვრავს.[1]

პარტია Bangladesh Jamaat-e-Islami-ის ოფიციალურ გვერდზე  სოციალურ ქსელ Facebook-ში (რომელიც ვერიფიცირებულია სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ) განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია წარმოადგენს ბანგლადეშში ყველაზე დიდ ისლამისტურ პარტიას. BJEI-ის მთავარი მიზანია შექმნას თანასწორობასა და სამართლიანობაზე ორიენტირებული სოციალური სახელმწიფო, რათა დააკმაყოფილოს ყოვლისშემძლე ალლაჰის ნება. პარტიის მისამართია: 505, Elephant Road, Bara Moghbazar Dhaka, Bangladesh. გვერდზე ასევე მოცემულია პარტიის ორი ლოგო:  [2]

პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ამჟამინდელი ლიდერი (ემირი) არის დოქტორი შაფიკურ რაჰმანი, რომელიც მანამდე პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.[3]

იმ პირების მდგომარეობა, რომლებიც მხარს უჭერენ აღნიშნულ პარტიას.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს რელიგიურ მოტივებზე დაფუძნებულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ისლამისტური პარტია – Jamaat-e-Islami კვლავ ვერ იღებდა მონაწილეობას 2014 და 2018 წლების არჩევნებში. მიუხედავად ამისა, პარტიის წევრები, ზოგჯერ, კენჭს იყრიდნენ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები. ქვეყანაში მოქმედებს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალი“, რომელიც 2010 წელს პრემიერ-მინისტრ ჰასინას მიერ დაფუძნდა და რომლის მიზანიცაა 1971 წელს, ბანგლადეშის პაკისტანისგან დამოუკიდებლობის ომის დროს პირთა მიერ  ომის დანაშაულების ჩადენის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება. ტრიბუნალის მიმართ არსებობდა კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მიიჩნეოდა, რომ მისი ფუნქია იყო ჰასინას პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი – Jamaat-e-Islami-ს წევრების დევნა.[4]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის აქტივისების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ჰქონდა ადგილი.  პარტია Jamaat-e-Islami-ის წევრები და ლიდერები ვერ ახორციელებდნენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, სამართალდამცავების მხრიდან დევნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ბანგლადეშის მთავრობის  ამოღებულია ქვეყანაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიათა სიიდან და, შესაბამისად, კანდიდატებს აკრძალული აქვს პარტიის სახელით არჩენებში მონაწილეობა, მისი ლიდრების და წევრების კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები, კვლავ უსამართლოდ იზღუდებოდა.[5]

Human Rights Watch 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა ბანგლადეშის მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ სტუდენტის სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 21 წლის სტუდენტი – აბრარ ფაჰადი ბანგლადეშის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ოთახში დაიბარეს, რომელიც სტუდენტებში ცნობილი იყო, როგორც „საწამებელი საკანი“. ოთახს განკარგავდნენ მმართველი პარტია Awami League-ის სტუდენტური ფრთის – Chhatra League წევრები. რამდენიმე საათის შემდეგ, ფაჰადი მკვდარი იპოვეს.

Chhatra League-ს გენერალური მდივნის მოადგილმე განაცხადა, რომ სტუდენტთა ჯგუფი ფაჰადს ისლამისტური პარტია Jamaat-e-Islami-ის ახალგაზრდული ფრთის – Chhatra Shibir-თან კავშირის გამო კითხავდნენ. მისი თქმით, მათ იპოვეს ფაჰადის Chhatra Shibir-თან კავშირის დამადასტურებელი „მტკიცებულება“ მის Facebook პოსტებში.[6]

Amnesty International 2020 წლის 17 მარტით დათარიღებულ ღია წერილში მიმართავდა ბანგლადეშის ხელისუფლებას და სთხოვდა მას, გაეუქმებინა პარტია Jamaat-e-Islami-ის ერთ-ერთი ლიდერის – ATM Azharul Islam-ის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. წერილის მიხედვით, ისლამი 2014 წელს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალმა“ დამნაშავედ ცნო 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომის დროს ჩადენილ მკვლელობებსა და გენოციდში. მას იმავე გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო დივიზიამ, 2019 წლის 31 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა ისლამის სააპელაციო სარჩელიდა ძალაში დატოვა ტრიბუნალის განაჩენი. ხოლო, ბანგლადეშის მთავრობამ საპატიმროს ადმინისტრაციას განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ წერილი 2020 წლის  16 მარტს გაუგზავნა. შესაბამისად, ისლამი არის სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე. ორგანიზაცია მოუწოდებს ბანგლადეშის პრეზიდენტს, გააუქმოს სასიკვდილო განაჩენი და პატისი სცეს სამართლაინი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.[7]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია  ბანგლადეშში პარტია Jamaat-e-Islami-ის წევრების მიმართ მასობრივი დევნის და უფლებადარღვევების შესახებ, არ იძებნება.

[1] Upendra Kumar – “Religion and Politics: A Study of Bangladesh Jamaat-e-Islami”; available at https://www.researchgate.net/publication/316910760_Religion_and_Politics_A_Study_of_Bangladesh_Jamaat-e-Islami [accessed 30 July 2020]

[2] Facebook Page of Bangladesh Jamaat-e-Islami; available at https://www.facebook.com/BJI.Official/ [accessed 30 July 2020]

[3] Official Web-page of Bangladesh Jamaat-e-Islami – Ameer-e-Jamaat; available at https://jamaat-e-islami.org/en/leadership.php?leader=1#name [accessed 31 July 2020]

[4] Freedom House – Freedom in the World 2020 – Bangladesh; published in March 2020; available at

[accessed 31 July 2020]

[5] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Bangladesh; published in March 2020; available at

[accessed 31 July 2020]

[6] Human Rights Watch – Bangladesh Ruling Party Activists Kill Student after Facebook Post; published in October 2019; available at

[accessed 31 July 2020]

[7] Amnesty International – “Urgent Action – POLITICAL LEADER AT IMMINENT RISK OF EXECUTION” ; published on 17 March 2020; available at

[accessed 31 July 2020]